თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საქართველოს სოკოები _ შხამიანი სოკოები და მათ მიერ გამოწვეული მოწამვლა

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 24 2009, 20:21

შხამიანად ითვლება ყველა ის სოკო, რომელიც შეიცავს შხამიან ნივთიერებას და იწვევსმოწამვლას. არსებობს პირობითად საჭმელი სოკოები, რომლებიც აგრეთვე შეიცავენ შხამიან ნივთიერებებს, მაგრამ მათი ტერმული დამუშავების შემდეგ (წყალში წამოდურება 10-20 წუთს, ნახარშის გადაღვრა) შეიძლება მათი გამოყენება.
შხამები რომელთაც შეიცავენ სოკოები, თავიანთი მოქმედების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს განეკუთვნება ის შხამები, რომლებიც მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვეენ. მათი მოქმედება ჭამიდან, ჩვეულებრივ, 1-2 საათის შემდეგ ვლინდება და გამოიხატება გულისრევასა და ღებინებაში, მუცლის ტკივილში, ოფლიანობაში, დასუსტებასა და ფაღარათში. ამ სახის მოწამვლას იწვევს შხამიანი ქამა, ჭრელი ქამა, მოუხარშავი მანჭკვალა, გაუთუთქავი ბღავანა, არყა და ზოგიერთი სხვა.
მეორე ჯგუფის შხამები მოქმედებენ ნერვულ ცენტრებზე. მოწამვლის ნიშნები ვლინდება 0,5-4 საათის შემდეგ და გამოიხატება ძლიერი გულისრევასა და ღებინებასი, ფაღარათში, თავბრუსხვევაში, გონების დაკარგვაში, ძლიერ ოფლიანობაში, ისტერიულ სიცილსა და ტირილში, ჰალუცინაციაში. ამ სახისმოწამვლას იწვევს ძირითადად ცადამყვანა და თავჭედილა, რომლებიც შეიცავენ შხამებს- მუსკარინსა და მუსკარიტონს. ასეთსავე მოწამვლას იწვევს პატუირას ბოჭკოვანა, თეთრი კოლტოციბე, მოთეთრო კოლტოციბე და ზოგიერთი სხვა.
მესამე ჯგუფის შხამებით მოწამვლის ნიშნები სოკოს ჭამიდან 8-70 საათის შემდეგ ვლინდება, ხოლო თვით მოწამვლა 15 დღემდე გრძელდება და თითქმის მუდამ სიკვდილით მთავრდება. კუჭში მოხვედრილი შხამები პირველ ხანებში არ იწვევს შესამჩნევ მოწამვლას; მოწამვლის ნიშნები შეიმჩნევა მხოლოდ მაშინ, როდესაც შხამი მიაღწევს ტვინამდე და მოქმედებს ნერვულ ცენტრებზე, რომლებიც არეგულირებენ შინაგან ორგანოთა ფუნქციებს. ამის სემდეგ იწყბა კუჭის წვენის და ლორწოს ინტენსიური გაოყოფა, რასაც მოსდევს გულისრევა და ფაღარათი. ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობასა და დაუოკებელ წყურვილის გრძნობას, სქედება სისხლი, ავადმყოფს ულურჯდება ტუჩები და ფრჩხილები, უცივდება ხელფეხი, ეწყება კრუჩხვები. შემდგომში შხამი ადამბლავებს ნერვებს, რომლებიც აწესრიგებენ სისხლძარღვთა მუსაობას, რის შედეგადაც ძარღვებში ხდება სისხლის შეკავება, ეცემა წნევა. ამ დროს ხდება ღვიძლის თირკმელის და გულის ცხიმოვანი გადაგვარება. ავადმყოფის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება და თითქმის მუდამ სიკვდილით თავდება. ასეთ მოწამვლას იწვევს შხამა, მანჭკვალას მატყუარა, ცრუმანჭკვალა, აბლაბუდა (კორტინარიუსი) და ინობეს გვარების ზოგიერთი წარმომადგენელი, აღნიშნული შხამიანი სოკოები შეიცავენ ძირითადად ფალოტოქსინებისა დაამოტოქსინების შხამების ჯგუფის, როგორიცაა ფალოდინი, ფალოინი, ფალინი, ფალისინი, ფალიცინი ფალიზინი და სხვ.
საჭმელი სოკოები - სილიო, მუხისძირა, მგლის სოკო და ზოგიერთი სხვა, სპირტიან სასმელებთან ერთად იწვევს მოწამვლას, რაც გამოიხატება შემდეგში: 0,5-2 საათის შემდეგ იწყება სახის გაწითლება, შემდეგ სხეულის უმეტესი ნაწილი იისფერი ხდება, ცხვირის წვერი და ყურის ბიბილოებიუფერულდება, სხეულის ტემპერატურა მატულობს, ჩნდება წყურვილის ძლიერი გრძნობა, გულისრევა და ფაღარათი, მაჯისცემა ჩქარდება, ავადმყოფს უჭირს ლაპარაკი, მხედველობა აკლდება. გარკვეული ხნის შემდეგ ყველა ეს მოვლენა გაივლის, მაგრამ, თუ მოწამლული მეორე დღეს სპირტიანი სასმელი კიდევ დალია, მოწამვლის აღწერილი ნიშნები განმეორდება.
სოკოთი მოწამვლის ინტენსივობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საჭმლად მიღებული შხამიანი სოკოს რაოდენიბას, ადამიანის ჯანმრთელობას (განსაკუთრებით, საჭმლის მომნელებელი აპარატის, ღვიძლისა და თირკმელების მდგომარეობას), რა სახით შეჭამა სოკო (ახალი, ნედლი სოკო ყოველთვის ტოქსიკურია, ვიდრე მოხარშული ან სხვაგვარად დამზადებული). მძიმე შედეგები მოსდევს შხამიანი სოკოთი ბავშვების და მოხუცების მოწამვლას.
სოკოთი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად უეჭველად უნდა გვახსოვდეს, რომ საჭმელად უნდა შეგროვდეს მხოლოდ ის სოკოები, რომლებიც ჩვენთვის არის კარგად ცნობილი, როგორც საჭმელი სახეობები; მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი თავი უნდა შევიკავოთ მათი საჭმელად გამოყენებისაგან.



ინფო აღებულია წიგნიდან საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი Nov 25 2009, 15:43

გაიხარე ძმაო, სოკო ძალიან მიყვარს და არც ვიცოდი თუ ასეთი ფატალური შედეგი შეიძლებოდა გამოეწვია საქარტველოში გავრცელებულ სოკოებს. მეგონა დროზე მიხედვის შემთხვევაში აუცილებლად გადაარჩენდნენ ადამიანს newsmile068.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 25 2009, 17:49

პირველადი დახმარება სოკოთი მოწამვლისას


აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმის გამოძახება. ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ ლოგინში და მცირე ყლუპებით დავალევინოთ ცივი მარილწყალი (ეს ცოტათი შეუმსუბუქებს გულისრევას); რეკომენდებულია დავალევინოთ ცივი მაგარი ჩაი ან ყავა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სპირტიანი სასმელის მიცემა, რადგან ალკოჰოლი ხელს უწყობს სოკოს შხამის შეწოვას ორგანიზმის მიერ. თუ ექიმი იგვიანებს, მაშინ შესაძლებელია მიეცეს 4-5 ჭიქა და მეტი (2 ლიტრამდე) ოთახის ტემპერატურის მქონე ადურებული წყალი, რომელშიც უნდა გავხსნათ საჭმელი სოდა (ერთი ძაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე) ან კალიუმის პერმანგანატი (ვარდისფერამდე). ამის შემდეგ უნდა გამოიწვიოთ ღებინება კოვზის ტარის ან თითის დაჭერიტ ენის ძირზე (სასაზე); ეს უნდა გავიმეოროთ 5-6-ჯერ. ნაწლავებიდან საწამლავის გამოსარეცხად უნდა დავალევინოთ ინგლისური მარილი (ერთ ჭიქა წყალში იხსნება 2 სუფრის კოვზი, სკოლამდელი ბავშვებისთვის ეს დოზა ორჯერ მცირდება). ყოველი ღებინების შემდეგ დავალევინოთ სასაქმებელი ზეთი და გაუკეთდეს ოყნა 1,2 ლიტრა წყლით (სკოლამდელებს 1 ჭიქა). ამ დროს ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობას, ამიტომ ავადმყოფს უნდა მიეცეს ცივი მაგარი ჩაი, ყავა ან ოდნავ მლაშე წყალი. ფეხის ტერფებზე და მუცელზე უნდა დაედოს სათბურები.
საჭმლის ნაწილი კუჭიდან (ამონაღები) და სოკოს კერძიდან უნდა შევინახოთ. ეს გააადვილებს მიზეზის დადგენას და სათანადო ღონისძიების ჩატარებას.




საქართველოს სოკოები

პოსტის ავტორი: ესებუა Dec 7 2009, 15:37

ვა ძმაო საღოლ.. საიდან ამდენი ინპორo მაცია? newsmile020.gif newsmile058.gif [/size]

პოსტის ავტორი: troutbaiter Dec 7 2009, 18:35

წიგნი ძია, წიგნი!!!

პოსტის ავტორი: marikela Jun 1 2011, 19:04

[font="Georgia"][/font][size="7"][/size][color="#000000"][/color] მალადეც ეს ინფორმაცია ძალიან გამომადგა ბუნებაში მადლობა შენ newsmile05.gif newsmile041.gif newsmile035.gif newsmile01.gif newsmile027.gif small3d018.gif newsmile093.gif newsmile090.gif partyFishing.gif newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)