ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი
ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც
სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს
მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და
ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი
კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს
თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა.
რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის,
სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში
გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე.
სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ
ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც
დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ
დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და
გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან
რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში
რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2
კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის.
თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ
ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ,
მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა.
მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე პაკეტი
იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის
დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ
ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი.
სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის
მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი.
მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე
მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის
ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ
ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი
მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში.
მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო
იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა
ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ
ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ
ზედმეტი არ მოგივიდეთ პ.ს. სასიამოვნო ისიც არის რომ დაკრეფილ სოკოს ბევრი წმენდა არ ჭირდება, რადგან მწასტან შეხება
არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ.
ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები
http://pix.ge/ http://pix.ge/
http://pix.ge/ http://pix.ge/
ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის
გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად.
ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს.
წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის
ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ,
მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ
მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა
მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით
ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას.
http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/
ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე
სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად
დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ
ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს დადგით
გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში
მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ.
http://pix.ge/
არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა....
გისურვებთ წარმატებებს
რა გვინდა შავნაბადაზე აგერ ვიტოსთან ავიდეთ სოკოს საკრეფად(ფაიზაღი იქნება)ეს ხუმრობით და მალადეც ვიტო კარგად მოგიფიქრებია!
ვიტო
ნიჭიეეროო
ვიტო
ოქრო ხარ...ოქრო..(თანაც 750 სინჯის)
ისე ჩემ სიმსრსაც მოყავდა ადრე სოკო. იმას შამპანურის ქარხნიდან გამოქონდა უკვე გამოყენებული(მათთვის გამოუსადეგარი) ღვინის ფილტრები. ფენა-ფენა აწყობდა და შუაში თესავდა ხის სოკოს. მაგარი მოსავლიანი რამე იყო. მერე მობეზრდა და ეზოს ბოლოში გადაყარა. ესეიგი.....იქ სოკომ გაიჯეჯილა.......ეგეთი არაფერი მინახავს. ბუნებრივ პირობებში რომ მოხვდა და ბუნებრივად დააწვიმა......10 იმდენი ამოვიდა.
ლევანი
ვიტო
სააღოლ, ძაან მაგარი მეურნე დაგება შენგან ხომ იცი,
შექების ღისიხარ ფრიდონიჩ, შექების
შენ ჩემი კულინარიული შესაძლბლობები არ გინახია
მე ვამაყობ შენით
ისე ჩვენში დარჩეს და რამდენი წლის ბრძნადებით ქალბატონო?
ჭიკაანში მთასავით ჯეელი, უცოლო ბიჭები მეგულება...........
ნუ ვიტო სიტყვები არ მყოფნის, ფანტასტიური ადამიანი ხარ
მეც მქონდა მცდელობა ერთხელ, ოღონდ ცელოფნის ტომრებში მოვიყვანე.
უბრალოდ ამ დროს ექსპლუატაციის ვადა მალე გასდის , თუ არ ვცდები სამი მოსავალი მივიღე სულ სამ თვეში და მერე უვარგისი გახდა.
შენს მიერ წარმოდგენილი ვარიანტი აშკარად უკეთესია.
მაინტერსებს მოსავლიანობის სიხშირე როგორია შენს შემთხვევაში?
gogita.m
ისე მგონი სახლშიც კი მიყრია რაღაცეები
Maverick
ნატოს სიფათწიგნი ნახე?
ლევანი
ეგ რაც აღწერე 10 შეკვრა კი არა 1 შეკვრაც ზალიან ზედმეტია პირადი მოხმარებისთვის,
შენადა ჭერზე რატომ დაკიდა? აზრი რა ქონდა? ჰაერში ხომ უფრო გამოშრებოდა...
პ.ს. დახურულ სივრცეში ქონდა თუ ვერანდაზე ან სადმე?
ვიტო
ღერძი ხარ, ღერძიიიიიი............
ისე, მაისის მერე ხელი ჩავიქნიე მაგ სოკოზე მე, მეგონა გახმა მეთქი თესლი რომ არ რწყავდი. თურმე კი არაა......
Maverick
ისე მე რამდენადაც ვიცი, ყველაზე მედეგი ხე არის წიფელი ანუ გვიან ლპება ხე და დიდხანს გრჩება მორი, ალვა შეიძლება 3 წელიწადში აღარ ვარგოდეს და წიფელი უფრო მეტ ხანს ძლებს. ჩემი სიძის მამა ჩალიჩობდა, მაგრამ იმას მიწაში ჰქონდა ჩადებული დაახლოვებით 20-30 სანტიმეტრი და მერე ზემოდან ჰქონდა კიდევ 20 სანტიმეტრამდე მორი დადებული. გაზაფხულიდან რომ იწყებდა, ოქტომბრამდე ჰქონდა მოსავალი....
ბარაქა გოგი! შენა და... რომ დატესავ მაგას ამდენი ხანი უნდა ელოდო? ანუ მაისში უმნიშვნელო "მოსავალი" მოგცა და ახლა უკვე სექტემბრის ბოლოა ე.ი. 4 თვე უნდა? ნიფიგასებე
ვიტო
შენ გაიხარე, ეს რა კარგი რამე გაგიკეთებია, გაგონილი კი მქონდა მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
დღეიდანვე დავიწყებ მაგ საკითხზე ზრუნვას
Davitus
ქართველოოოოო, აკაციაზე სოკო გინახავს ოდესმეე??? მე ვიძახი ხეს, რომელსაც სოკო უჩნდება და შემდეგ ჩვენ მივირთმევთ..... თან წიფელის სოკო ბევრად გემრიელია.... მწყერი
ვიტო
შუაზე გაპობილი 2 მეტრიანი მორი (გაპობის შემდეგ რომ დაითესოს და ისევ დავადოთ ზემოდან მეორე ნახევარი), გვერდულად დადებული წავა?(ფართობში მაგრა მოუგებს ჩვეულებრივად დახერხილ 40 სმ მორებს)
ჩელე
იყოს წიფელიც, მთავარია ფოთლოვანია, უბრალოდ ის არგუმენტი რომ უფრო დიდი ხანი გაძლებს
რაღაც ვერ ქაჩავს, არა მგონია ჩემმა მორებმა 5 წელი ვერ გაძლონ, მიწასთან შეხებაში მხოლოდ
ძირია და თუ ძალიან არ შეაწუხებ - ვგულისხმობ იმას რომ თუ არ გადაადგილებ რა უნდა დაემართოს?
როდესღაც კი ჩალპება და გამოცვლი რა ბოლობოლო. შენი სიძის მამა რასაც აკეთებს ეგეც კარგია,
მაგრამ ტყულად ზედმეტ ადგილს კარგავს, კოლონებად დალაგება მგონი ჯობია. რაც შეეხება ზაფხულში
მოსავლის მიღებას, მაგას მომავალ წელს ვნახავ თუ არ დამეზარა მთელი ზაფხული რწყვა.
ვაგრძელებ დაწყებულს. სტატია რაც დავწერე იყო გუშინ გადაღებული და დაკრეფილი
სოკოების, გოგიტა მეკითხებოდა მოსავლიანობაზე ხოდა ამას უყურეთ ეხლა. დავწერე რომ მეორე
მორზეც შევნიშნე პატარა წამონაზარდები, გუშინ იყვნენ დაახლოებით 3-4 მილიმეტრის რადიუსით
ქუდებზე და ეგეც მარტო ერთ წერტილში, ანუ ერთ ჯგუფში, მეტი ვერსად ვერ ვიპოვე. ეხლა შემოვედი
სახლში, უცბათ ჩავირბინე მეთქი ბიჭებისთვის გადავიღებ იმ წამონაზარდებს და რამოდენიმე დღეში
ქრონოლოგიურად მივყვები ზრდის პროცესის რეპორტსთქო ხოდა დღეს დამხვდა ეს სურათი.
როგორც ხედავთ უკვე 2-3 სანტიმეტრამდე გაიზარდნენ.
http://pix.ge/
დავიწყე თვალის შევლება გარშემო რამე ახალი ხომ არ გამოიტანათქო და ვხედავ ამეებსაც
ტქვენგან მარცხენა სურათზე მარცხენა გვერძე ქერქთან დააკვირდით ბუწუწებს ეგეც სოკოებია..
მარჯვენაზე ისედაც ყველაფერი ნათლად ჩანს, ეს უკვე 3 ბუდობა ხომ დავვალეთ არა?
http://pix.ge/ http://pix.ge/
ვაგრძელებ
ვაააააახ, ვფიქრობ აქ კიდევ უნდა იყოს რამეთქო, შემოუარე, ავათვალიერე ჩავათვალიერე და რა შევამჩნიე,
ქერქს დააკვირდით სურათებიდან. ან მანდ რამ აიყვანა თესლი, ან რამ დაარტყა თავში, მოკლედ იმ ბზარშიც
ძალიან დიდი ტალღა მოაქვს, სავარაუდოდ 4-5 დღეში კიდევ სადმე თუ არ გამოიტანა რამე 5 კილოგრამზე
მეტს კიდევ ავიღებ. ეს უკანასკნელი არ მომეწონა სიმართლე გითხრათ, თუ არ მეშლება და რამე მწერის
კვერცხები არ არის მაქედან გამოსული ქერქს გადამიძრობს რაც იმოქმედებს სინესტის შენარჩუნებაზე, თუმცა
ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია. პირველი სურათი მხოლოდ ქვედა ნაწილი, მეორე ზედა და იმის ზევითაც
ეჭვი მაქვს რომ რაღაც ახალი მოდის. აი თეთრად რომ ჩანს ეგეც ობივით გამოიყურება და რას იზავს არ ვიცი ჯერ.
მგონი ძალიან ზედმეტი დავთესე
http://pix.ge/ http://pix.ge/
პ.ს. ვინმემ საკონსერვაციო რეცეპტი ხომ არ იცით? ჩემი რეცეპტისგან განსხვავებული.......
ეს კიდევ შორიდან ხედი თუ როგორ გამოიყურებიან კოლონები, თუ შემთხვევით მოგინდათ
ამ პრინციპით ააგეთ. სადმე კუთხეში და მოჩრდილულ ადგილში, ყველაფერი კარგად იქნება
http://pix.ge/
შალვა
ვიტო
ეტყობა არასწორად დავსვი შეკითხვა, მორი რგოლებათ კიარ უნდა დაიხერხოს არამედ აი ჰოთდოგისთვის რომ ჭრიან ბულკს აი ისთე. მოკლედ რომ გნახავ ბოდილენგვიჯით აგიხსნი
შალვა
მივხვდი კაცო, მაგაზე გიპასუხე ზუსტად უბრალოდ კიდევ სხვა მაგალითი მოვიყვანე
ალბათ არაფერი არ დაშავდება, უბრალოდ ცოტა არაკომფორტულიც იქნება, ვივარაუდებ
რომ ყოველი დაკრეფისას შეიძლება გაინძრეს ზედა ან ქვედა ნაჭერი და ობიც შეწუხდეს.
თუ გადაწყვიტე დათესვა მაინც ჩემნაერ მეთოდს გირჩევდი, მოსახერხებელია უბრალოთ, თან გატესტილი
ვიტო
ეხლა შენ ერთ სვეტში გიდევს 4 მორი
ეს მორები რო აიღო და კიდევ შუაზე გადაჭრა,უფრო მეტ მოსავალს არ მოგცემს?თუ წყლის მარაგი დააკლდება?
მე მაინც ღვინის ფილტრების მომხრე ვარ. აი წეღან წავიკითხე ზემოთაც ამოსულა(ანუ სადაც არ დაუთესია) და ვიტოს გაუკვირდა იქ როგორღა მოხვდაო. ხის მორს..არ შეიძლება რამე სხვა ჯიშის სოკო შემოყვეს??? ხოდა კარგ პირობებში გაიჯეჯილოს??..ბუნებაში ხო ეგრე ამოდის თავისით. ღვინის ფილტრები მაგ მხრივ უფრო დაცული იქნება...რასაც დათესავ ფაქტიურად ის ამოვა.. (სიკოა რაც არ უნდა იყოს..იავიცი..იავიცი..)
გოგა
თბილისიდან 30 წუთის სავალზე მაქვს კაპიტალური შენობა, 140კვ.მ. დაცული ყველანაირად სახლის წინ. დენი, წყალი, 3ცალი ვინტილატორი 1X1მეტრზე, სახურავზე 3ცალი შახტი, იატაკზე ბეტონის ფილები, შენობა დათბუნებულია. ისე რომ ყველანაირი პირობა არის შექმნილი სოკოს ბიზნესისთვის. ხის სოკოს მოყვანის შემთხვევაში შესაძლებელია 2 რიგად დაიკიდოს ტომრები, დაეტევა 500ტომარა.დაინტერესებული პირები გამომეხმაურეთ.
ძალიან მაინტერესებს სოკოზე და სწორედ მინდა გავიგო დეტალები. ახალ მოჭრილ ალვის ხეზე თუ შეიძლება გაკეთება? რამდენი გრამი თესლი ჭირდება 1 მორზე 40სმ-იანზე? დათესვიდან რამდენ ხანში მოვა მოსავალი? ამ პირობებში თუ გავაკეთებ შენობაში ავუნთებ სინათლეს და გაუთბობ შესაბამის ტემპერატურაზე და არც მოწყვის პრობლემა არ ექნება. მადლობა ინფორმაციისთვის
mixo555
ეს დღეს დილანდელია, სავარაუდოდ ორშაბათს კარგი ზომები იქნება
http://pix.ge/ http://pix.ge/
მოკლეთ უნდა მასწავლო ეგ ამბავი რა,მომეწონა ძალიან.ერთი უნდა მოვხვდე შენთან რამენაირად და გავიარო კონსულტაცია
მართლა მაგარი ხარ ტო ასე დეტალურად რო ახსენი მაგრად დამაინტერესა და ვაპირებ მეც მოგბაძო , პროსტა რაღაც დეტალები ვერ გავიგე და თუ დამიზუსტებ კარგი იქნება . ესეიგი , როგორც მივხვდი თესლი სამთოქიმიაში იყიდე ხო ? ხო კიდე შრეებს შორის ჯერ მიწას ყრი და მერე აყრი ხორბალს ხო ? და კიდე დავნამოთო რო თქვი ანუ გარედან პირდაპირ მივუშვათ წყალი ხო ? და ხო კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი , როდის შემიძლია ეს საქმიანობა წამოვიწყო ? გაზაფხულზე აპრილის დასაწყისში რო დათბება შეიძლება ??
იცი რა მაინტერესებს ?? სახლთან ახლოს რო დათესო ეგ სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს ?
იცი რა მაინტერესებს ?? სახლთან ახლოს რო დათესო ეგ სოკო ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს ?
ერტი კიტხვა ტუ არ გეზარებათ.... შარშანდელ მოჭრილ ალვის ხეზე რომ დავთესო შეიზლება????????
დუმილი თანხმობის ნიშანია /...... ესეიგი შეიძლება ძველ მოჩრილ ხელე დათესვა ? სპს
აქ მაგ კითხვებს უპასუხე და სად დაიკარგა პოსტი არ ვიცი. თავიდან გავმეორდები
irakli21
1. თესლი სამთო ქიმიაში ვიყიდე
2. შრეებს შორის მიწას არ უნდა დაყრა, უბრალოდ უნდა მოაფინო 1 სმ სისქეზე და ეგ არის
3. დანამვაც ჩვეულებრივად შლანგიდან ხდება, უბრალოდ მორები დაასველე და შრეებშიც შეასხი
4. გაზაფხულზე ამინდები როგორც გამოვა შეგიძლია დაიწყო
bakuri
თბილისში თუ აპირებ დათესვას მგონი არ იქნება კარგი აზრი, რამდენადაც გამიგიამანქანის გამონაბოლქვებთან ვერ ძმაკაცობენ სოკოები
chalata
უპრობლემოდ შეიძლება, მგონი უკეთესიც იქნება
ვიტო
კი უეჭველი უნდა დავიწყო აპრილში
მადლობა ვიტოს!!!
ძალიან მომეწონა ვიტოს ნაშრომი და გადავწყვიტე მეც მოვსინჯო სამსახურში კალმახას მოყვანა.
შედეგი რამოდენიმე თვეში იქნება ალბათ და გამცნობთ აუცილებლად...
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ვა რა მაგარია!
მეც მაქვს ხის სოკო ეზოში 4 კუნძი
Sos049
კარგი რამეა წიფელის კუნძებია ?
არა ალვის ხის კუმძებია
მე მქონდა სოფელში ზუსტად ასე. ამჯერად შევცვალეთ და ნახერხ ჩაყრილ პარკებში ვთესავთ.
მოგესალმებით? ერთი კითხვა მაკვს. პადვალში თუ შეიდზლება გაკეთება?
Sos049
ადრე სოფელში გვქონდა ცელოფნის პარკში ბამბაში დათესილი და გვერდებში იყო დასერილი. ჯონჯოლის ბუჩქის ჩრდილში გვქონდა დალაგებული. მზე არუყვარს, მხოლოდ მორწყვა ჭირდებოდა მეტი არაფერი. ყოველდღე საკმაოდ ბევი იკრიფებოდა ხოლმე.
და ყველაზე მთავარი.!! დახურულ სივრცეში თუ აპირებთ ვინმე გაკეთებას დიდი რაოდენობით, აუცილებლად უდნა დაიცვათ უსაფრცხოების ზომები. პირბადის გარეშე არშეიძლება შესვლა. გამოყოფს (რაღაცას ზუსტად არვიცი რაქვია) რაც სამლავს ადამიანს
Little Fisher
Sos049
რა შემოდგომაზე ჩემთან უკვე ამოვიდა
რა საინტერესოა... გარაჟში ან პადვალში რო გავაკეთო ივარგებს ნეტა?
ესეც დაპირებული სურათები
http://radikal.ru/fp/1f5075e0f25e4cd58867147776136119
http://radikal.ru/fp/38b23c2fc588456fabe5492e3d1dc2ce
http://radikal.ru/fp/411dc55f71754f7886beb17073ca6469
ძან მაგარია საგოლლლლ... კარაქში და ხახვში რა იქნება ბიჯოოო
maxo_987
კარგია. ლოქორაა მაგის მტერი (ლოკოკინა ნიჟარის გარეშე). ღამე რეიდები დაგჭირდებათ თუ შენიშნე რომ შეჭმულია. 1-2 წელი იმუშავებს მოვლის შემთხვევაში ეგ ხეები. მეც მქონდა და საკმაოდ მოსავლიანი იყო.
მე მაქ დათესილი და პარიკი მაქ გადაფარებული ასე მასწავლეს და რას იტყვით თავენ???
uchuki
გამარჯობა! გუშინ დავთესე აგარაკზე კალმახა. მუხის დიიიდ ჯირკებზე თან უკვე სიდამპლე აქ შეპარებული. ერთი ის არის რომ მზე მიუდგება. ჩრდილში არ დამიდია ჯირკები.
გამარჯობა ხალხნო და ჯამაათნო!!! ჩემი სოკო გამრავლდა.
გამარჯობა ხალხნო და ჯამაათნო!!! დღეს დავაგემოვნე პირველი მოსავალი.არაჩვეულებრივია ძალიან ნაზი გამოვიდა. მოკლედ კმაყოფილი ვარ.
მადლობა მეგობრებო თქვენი შემხედვარე გადავწყვიტე სოკოს მოშენება.
კაკალზე მაქ დათესილიდა არაფერი ეტყობა სოკოსი 3 ტვეა დაახლოებიტ რა და კუნდზი ავწიე და მაგლიდან მტლიანად გადატეტრებულია იმედი არის რო მოვა???
დაახლოებით რამდენ ხანში უნდა დაისხას??? https://www.facebook.com/photo.php?fbid=885958938107053&set=a.266830980019855.57666.100000788643412&type=1&theater
ჩემმა სოკომ დაისხა მორებზე მქონდა :დ მეღირსა პარკებში მინდა დათესვა და დახურული ადგილი არ მაქვსეზოში ჩრდილში რო დავალაგო არ იზავს? და ბამბის მაგივრად რო ნახერხი ჩავყარო?
uchuki თუ შეიძლება სურათები რომ დადო. საინტერესოა კაკლის მერქანზე როგორი კალმახა მოვიდა. არის შავ-მუქი ლურჯი ?
როგორ დავდო ფოტოები?
uchuki
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showforum=4
http://postimg.cc/image/8a512t7dv/
http://postimg.cc/image/tc8gcjbzt/
სურათებში რაც ჩანს რწყვა აკლია. სამლიტრიანი ბანკა გაავსე წყლით. დააფარე კარდონი და გადმოაბრუნე. ასეთ მდგომარეობაში დაადე ზემოდან კუნძებს. წყალი ნელ ნელა გამოიჟონება კარდონში და მუდმივი სინესტე ექნება ხეებს. თუ არა და დღეში რამოდენიმეჯერ უნდა მორწყვა. მოკლედ წყალი ზედმეტი არ მოუვა. წყლის მოყვარულია კალმახა.
ლოქორა გიჭამს ეტყობა. მაგას მარილი ვერ უშველის. ღამის რეიდები უნდა. რამდენიმეჯერ გადი ღამით ლოქორებზე სანადიროდ. რამოდენიმე დღეში ყველას წამოკრეფავ. ძალიან ანადგურებს სოკოს. წარმოიდგინე ასანთის თავის ხელები რომაა სოკო რამდენიმე ათეული სოკოს შეჭმა შეუძლია ერთ ღამეში.
http://postimg.cc/image/dxefp0ovl/
http://postimg.cc/image/6g589szch/
ესეც ჩემი სოკო ლოკოინები მამწარებენ ცოტას
http://postimg.cc/image/ulxg8ulit/
ნახერხი რო დავასველო ავურიო მიცელიომი ჩავყარო ტომრებში და დავალაგო გარაჟში ან ეზოში გრილოში ამოვა?
აპრილის დასაწყისში დავთესე კაკლის მორებზე. თითქმის ყოველდღე ვრწყავთ. დღეს უკვე არის პატარები ამოსული. ყველგან არა, მხოლოდ რამდენიმე ადგილზე.
koba1973
კაკალზე რატომ? არც გამიგია კაკლის სოკო. წიფელი, რცხილა, ვერხვი ჩემი აზრით საუკეთესოა.
კაკალიც ისხავს და თან უკეთესებს. koba1973 აცდე მოედება სოკოს მიცელიუმი და დაისხავს ყველა. მთავარია წყალი არ მოაკლო. ნახეთ აბა
uchuki -ის სოკოს სურათები როგორი მუქი სოკო იცის კაკალმა, თან უფრო გემრიელი.
უიარაღო
ხო რა ვიცი, ძალიან მცოდნე არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ კაკალი ნაღდად არ ვიცოდი....
ყოველ წელს,სააღდგომოდ რომ მივდივარ ხოლმე რაჭაში, ყოველთვის მხვდება ეზოში, კაკლის გადატეხილ ტოტზე ერთი კაი გაკეთება ჭყუბლა(ქალაქურად კალმახა). სასწაული გამოდის ხოლმე ვიჩინასთან ერთად. წელს ცოტა გვიანაა აღდგომა და თუ მივუსწარი კაი იქნება.
ტყეში მე კაკალზე სოკო ნამდვილად არ შემხვედრია და ამიტომაც არ ვიცოდი ეტყობა....
http://radikal.ru/big/bd32e3484caf4bff89db97c138e5e851
http://radikal.ru/big/bcb92e317ef64b979223d2051eacfcdb
http://radikal.ru/big/35c75f0c5c434fde9fdc83e194d4acf9
ჩელე
არ ვიცი კაკლის მონაჭერები მქონდა და იმიტომ გავაკეთე კაკლით. მეგობარმა მითხრა სიმამრმა მოჭრა უზარმაზარი ხმელი კაკალი და მონაჭერი იქვე დატოვაო, რამდენიმე წელი მოდიოდა ზედ კალმახა და ძალიან გემრიელი იყოო. ამიტომ დავთესე კაკალზე.
koba1973
მასეც ვიფიქრე აბა კაკალს სოკოსთვის ვინ გააფუჭებს?...
სოკოსთვის ახალგაზრდა კალის მერქანი გამოიყენება სადაც ძირითადად ცილაა, ანუ გული თითქმის არ აქვს. არა მგონია კაკლის ცილა რაიმე ფასეულობას წარმოადგენდეს. კაკლის მერქანში ფასობს გული , რომელიც შავია და ლამაზი ნახატიც აქვს. ცილა კი თეთრია და უზორის გარეშე-იაფასიანი მასალაა.
ტომარაში ხო არ გიცდიათ ვინმეს? ნახერხს ყრიან და ააქვს მნიშვნელობა რისი ნახერხი იქნება ?
shotaa
koba1973
ხო და რისი არ შეიძლება? თეთრი ხეო ესე გავიგე, თეთრი კიდევ: წიფელი, თელა, რციხილა, კირტნა, ანუ მოკლედ რო ვთქვათ მე მაქვს ეხლა წიფლის და წაბლის ნახერხი და დავთესო თუ მარტო წიფლის მოვაგროვო? რეალიზაციას არ ვფიქრობ ისე მხოლოდ ოჯახისთვის.
წაბლს არ გირჩევ. არასოდეს არ მინახავს წაბლზე ხის სოკო.
shotaa
რაც შენ ჩამოთვალე, მანდედან წიფელი ყველაზე ოპტიმალურია. გემოც ძალიან კარგი აქვს წიფელს და ზრდითაც კარგად იზრდება. გვაჩვენე მერე შედეგები რას იზამ....
shotaa
წიწვოვანი ხის არ შეიძლება.
ალვაც ძალიან კარგ შედეგეს დებს სხვათაშორის, უბრალოდ სხვა გემო აქვს. რცხილაც კარგია...
დღეს მომიტანენ სათესურს, მეზობელია ხელოსანი ნახერხი აქვს და მაგიტო ვიკითხე მაშინ მოვაგროვებ მარტო წიფლის ნახერხს. შედეგებს დავდებ აუცილებლად.
shotaa
წარმატებები...
http://postimage.org/
http://postimage.org/
მამიკომ სურპრიზი გამიკეთა
ეს წამვლის პროცესია თუ რა ხდება?
ისე თუ სადმე გეგულებათ ალვის მორები იქნებ მითხრათ და მეც გავაკეთებ საცდელად ჩემ ეზოში
ჩელე
არა რწყავს უბრალოდ, კარგად ირწყვებაო მასეო თანაბრადო
სად უნდა იყოს ეგ მორები ტერიტორიულად?
ჩემს სოკოს ლოკოკინა შეეჩვია და იძულებული გაგვხადა გადამწყვეტი ზომები მიგვეღო. საწყალი თავის ღორმუცელობას შეეწირა.
koba1973
რით შეებრძოლეთ? ან რამე პრევენციული საშუალება არარის თადარიგი რო დავიჭირო?
ხელით. ალბათ რამე იქნება მაგრამ სანამ შევიძენ სოკოს სულ გადაჭამენ. მე ერთი მეგონა და მთელი არმადა ყოფილა. ამ დროს გამოდიამ ეტყობა საჭმელად. 11 ცალი კიდევ ვნახე. თუ ასე გაგრძელდა სოკოს აღარ დამიტოვებენ
koba1973
რაღაცეები გადავქექე რამდენიმეგან წერია ლოკოკინაზე ბაღის გარშემო მარილის დაყრა შველიცო და სცდეთ აბა კუნძებს შემოუყარეთ მარილი გარშემო
ხო აგროვიტასაც მოვწერე და რო მიპასუხებენ დავდებ მაგასაც
koba1973
იყიდება სპეციალური წამალი ლოკოკინის საწინააღმდეგო.მოცისფრო კუბიკებივითაა.სამთო ქიმიაში ექნებათ და ეგ ცადეთ
მემგონი 1 კვირაში აშიშხინნდება უკვე
https://postimg.cc/image/ohztj6dv7/
https://postimg.cc/image/ytc6bu5kj/
https://postimg.cc/image/m37xyqxmb/
https://postimage.org/
assassin29
ვაა მაგარია.
ჩემსას ჯერ არაფერი ეტყობა. ზაფხულში ვერ ვრწყავდი და ალბათ მაგიტომ. მაგის მოსარწყავი წყალი სად იყო დასალევ წყალზე ხოცავდა ხალხი ერთმანეთს.
რაც ცოტა აგრილდა უკვე სისტემატურად ვრწყავ. აქამდე მართლა პრობლემა იყო წყალი და ვერ ვრწყავდი.
მოკლედ კაკალი სულ სხვა ყოფილა რა არასდროს მეშოკზე ესეთი ზომის და ესეთი სიმკვრივის სოკო არ დამიკრეფავს
https://postimg.cc/image/6hmhkfd83/
https://postimg.cc/image/b4sjm70kz/
https://postimg.cc/image/5hw6opy2b/
https://postimg.cc/image/6y7p6v0z7/
https://postimg.cc/image/3sn3gnicz/
https://postimg.cc/image/urqybt4tv/
https://postimage.org/app.php
assassin29
რას აკეთებ კაცო ჩვენც ხალხი ვართ შეგვიბრალე. მაგ სურათების დადება იქნებოდა?
ჩემიც მალე იქნება.
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
ვახ მალე იქნება კი არა ახლა წინა პოსტებზე ლოქორა გამახსენდა ჩავედი და შესეული იყვნენ.
დავამარილე და წამოვედი.
გამარჯობა ხალხნო
ამ თემამ დამაინტერესა და იმიტომ დავრეგისტრირდი საერთოდ აქ
რამდენიმე კითხვა მაქვს
1. წიფელას მორებზე არ გამოვა ეგ ამბავი?
და
2. აუცილებელია გაზაფხულის დაცდა და მერე ჩალიჩი? გასაყიდად მაინც არ მინდა უბრალოდ მინდა რომ ეზოში ეგდოს და შემოდგომით 10 ცალი სოკო მოვწყვიტო
გთხოვთ მიპასუხეთ რა
A_R_E_S
წიფელი აუცილებლად დაისხავს. შეიძლება ცოტა გვიან დაავადდეს მაგრამ უფრო დიდხანს იქნება მსხმოიარე იქიდან გამომდინარე რომ მკვრივი მერქანი აქვს და მალე არ გამოიფიტება. ბუნებაში წიფელი ისხამს კალმახა სოკოს. ვერხვი და ალვა 2 წელს ქაჩავს. წიფელმა შეიძლება 4-5 წელის დაისხას.
assassin29
კაკალი მაგარია. შავი სოკო იცის და გემოც უკეთესი ექნება ვერხვის სოკოზე. ასევე ძალიან კარგია თუთა-ფურცელი, ამანაც შავი სოკო იცის.
ვაააახ... მე წიფელზე დავთესე, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. რომ ვთქვა, არ ვრწყავდი მეთქი მოგატყუებთ. ვრწყავდი, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვატყობ. იმედი მაქვს გამოყრის ცოტა ხანში...
ჩელე
მოისხამს აუცილებლად.
მაისი იყო მგონი კარგად არ მახსოვს. იმედი მაქვს მოისხამს რა გითხრათ აბა? 2 კოლონა მაქვს 3-იანი ანუ 3 მორი თითო კოლონაზე.
რა ინტენსივობით რწყავდით?
მე ერთხელ ან ორჯერ ვრწყავდი
უფრო ხშირად ერთხელ
მადლობა მეგობრებო პასუხებისთვის.
ახლა დასპორვას რამე აზრი აქვს? გარეთ რომ იდოს სიცივეში, გაზაფხულის ბოლოსთვის ამოვა რამე?
თუ გაიყინება სპორები და დაერხევა
A_R_E_S
არ დაერხევა. ბუნებაში სულ გარეთ არ არის?
ამ წამს დავბრუნდი "სპეცოპერაციიდან" ერთი 50 ლოქორა გავჭყლიტე
მეც არ მიკვირდა რატო აღარ გამოაქ მეთქი სოკოს
თურმე პატარებსვე ჭამენ ეს გაუმაძღრები, მთელი ბატალიონი იჭდა კუნძებზე
კვირაზე მეტია ყოველდღე ვნადირობ და დღეს მხოლოდ ერთი ცალი დამხვდა.
ბევრს ჭამენ პატარებს და მერე იმიტომ იკლებს სოკოს მოსავალი. ან საერთოდ არ არის.
ლოქორა რა მოხელე ''ნაჩალნიკია''?
ეგ ვაგიგე რომ ცუდია, მაგრამ რა სახით გვევლინება ამ დამძიემბულ ცხოვრებაში: ნადირია, ფრინველი, მცურავი თუ რა ჩემი გივი სიხარულიძეა?
ჩელე
ლოქორა, ლოფორთქინა — ხმელეთის მუცელფეხიანი ფილტვიანი მოლუსკები. გარეგანი ნიჟარა არა აქვთ (მანტიაში არის რუდიმენტი კიროვანი ფირფიტის ან მარცვლების სახით). მათი სხეული ჭიისმაგვარი ან ცილინდრულია. მრავალი ლოქორა მინდვრის, ბოსტნის კულტურების, თამბაქოსა სხვების მავნებელია.
http://radikal.ru/big/3c84b4f6272842c2a2d5f234afed2139
აი ეს არის დღევანდელი დღის გმირი.
გეთქვათ კაცო ლოკოკინას გავსო და გავიგებდი...
გუშინწინ სულ შემთხვევით ჩავიხედე ჩემი ზოკოებისკენ და რას ვხედავ? გამოყრილი აქვს პატარა ზოკუნიები და თან საკმაოდ ბევრი. არც მიფიქრია ბევრი. გამოჭიმული წყლის მილი, რომელიც პაულონიას ასაზრდოვებდა მთელი ზაფხული. ეს უკვე დღეს გადავუღე. იმ დღეს ისე გამიხარდა, ფოტოს გადაღება სულ დამავიწყდა.
მოკლედ კარგ მოსავალს ველოდები. არა და აღარ მქონდა იმედი.
https://postimg.cc/image/j1sp4bhpb/
https://postimg.cc/image/r8kovw7rz/
https://postimg.cc/image/9wkcagean/
https://postimg.cc/image/jiii4huu7/
https://postimg.cc/image/4ntwqbl9b/
https://postimg.cc/image/4p3ujqn33/
https://postimg.cc/image/iwtj8dzrz/
https://postimg.cc/image/9qb8l3ujj/
https://postimg.cc/image/zadirjfxb/
https://postimg.cc/image/4u7lteue7/
https://postimg.cc/image/6aj4bjxb3/
https://postimg.cc/image/k5heu0rq7/
https://postimage.org/index.php?lang=russian
ერთი რა მაინტერესებს იცით? მიწაზეც არის ამოსული და ხომ არ მომწამლავს.... რია ვიცი, მაინც კითხულობ....
ჩელე
ბარაქა ბარაქა.
ეხლა ღამის რეიდები დაიწყე, შენ გადრდა ლოკოკინებმაც მგაიგეს ალბათ ეგ ამბავი
პირველ პარტიაზე არიყო ჩემთან არიცოდნენ ეტყობა, მეორე პარტია რო ამოდიოდა უკვე შემომესივნენ
გაიხარე... ეხლა დავხედე და არანაირი ლოკოკინა არ შეინიშნება. ხვალ მოვკრიფავ ალბათ...
მაგარი სოკოა . დამიჯერე რომ წიფლის სოკო ბევრად გემრიელი იქნება ვიდრე ვერხვის ან ალვის. მიწაზე რომ სოკოა იგივეა. უბრალოდ მიწა უფრო ინარჩუნებს ტენს ვიდრე ხე და მადიტომ ამოდის ხოლმე, მაგრამ თავისის მიცელიუმებით ხესთანაა კავშირში ეგეც.
ჩელე კურდღლებიც გყავს ეზოში ?
გუშინ მოვკრიფე ბოლო პარტია. საკმაოდ ბევრი მოისხა ამ ოხერმა. სულ ოთხჯერ მოვკრიფე და ბოლო მოკრეფვამ 1 დიდი ალუმინის ქვაბი გამივსო. რა მაინტერესებს იცით? მოკრეფით კი მოვკრიფე, მაგრამ ნარჩენები ანუ ძირები უნდა დავუტოვო ხეზე თუ წავაჭრა რას მირჩევთ?
https://postimg.cc/image/ctzfy1xwf/
https://postimg.cc/image/yufseogkf/
https://postimg.cc/image/m4bk1l8m7/
https://postimg.cc/image/oa5uw3c2n/
https://postimg.cc/image/j00w4srtr/
https://postimg.cc/image/dpvxdi7kv/
https://postimg.cc/image/q5sn790wv/
https://postimg.cc/image/npqtteiu7/
https://postimg.cc/image/6dv2lpeqn/
https://postimg.cc/image/c3bb60kwv/
https://postimg.cc/image/887x3g1r3/
https://postimg.cc/image/ko4mx6v33/
https://postimg.cc/image/5tg1j0li7/
ეს უკვე ბოლო პარტიაა. თიანეთში ვიყავი 2 დღე წასული და ცოტა დამიჭკნა უწყლოობით...
https://postimg.cc/image/446yay5sv/
https://postimg.cc/image/944eiwbfj/
https://postimg.cc/image/4w9ma59zz/
https://postimage.org/index.php?lang=russian
აი ამაზე მაქვს საუბარი. ამისგან უნდა გავათავისუფლო მორი?
https://postimg.cc/image/7hjsbeorj/https://postimage.org/index.php?lang=russian
ჩელე
რად გინდა ამდენი სოკო, მარინადს აკეთებ? შე ოხერო ერთი დარეკე, იცი რა რეცეპტი ვიცი სოკოს მარინადის?
თაზო
შენ კიდევ ცოცხალი ხარ?.... არ გირეკავდი, მეგონა გათავდი...
assassin29
ბოღლიწის ნაყენი უნდა წაუსვა მაგ ადგილებზე სავსე მთვარეობისას მოჭრილი მურწყულკუნტულით
თავისით გაქრება ეგ სოკოს ძირები რამოდენიმე დღეში.
ჩელე
https://postimg.cc/image/5rcrwmppv/\n
https://postimg.cc/image/tx6dn9i1j/\n
https://postimg.cc/image/k6dx2dzv3/\n
ეს მოვკრიფე ეხლა ახალს ველი
სალამი ყველას.
წელს ჩემმა სოკომ საერთოდ არ დაისხა. ერთი ორი ცალი მარტის დასაწყისში და ისიც მოიყინა. რატომ არ დაისხა ხომ არ იცით? როგორც ვიცი ყოველ წელს დათესვა არ უნდა.
koba1973
რამდენი წლის წინ დათესე და რა ნიადაგზე? ან რწყვა დააკელი ან ამოწურა საკვების რესურსი.
საქმეც ეგაა რომ შარშან დავთესე კაკლის მორებზე. რწყვაც არ დამიკლია. აპრილის ბოლოს დავთესე და მაისის ბოლოს უკვე მოვკრიფე, სექტემბრიდან ისევ დაისხა ბევრი. წელს სულ რამდენიმე გამოიბა და ისიც მოიყინა. რწყვით ისევ ვრწყავ.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)