თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წყალქვეშ ნადირობა _ წყალქვეშა ნადირობა

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 6 2009, 16:37

მოგესალმებით, გახლავართ ფორუმის ახალი წევრი და შემომაქვს ყველასთვის ზაან მაგარი და საინტერესო თემა.
დარწმუნებული ვარ ყველა დაინტერესებულია წყალქვეშა ნადირობით და აგერ მე და აგერ თქვენ, ვისაც რა ინფორმაცია
გვაქვს გავუზიაროთ ერთმანეთს და დავამხეცოთ ნადირობის ეს შესანიშნავი სახეობა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 6 2009, 16:40

gizovichi ეს რამე ახალია რაც მე არ ვიცი თუუუ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 6 2009, 16:41

გამარჯობა გიზოვიჩ. ისე აქტიურად შემოიჭერი, მე მგონი უნდა იცოდე ეგ ხელოვნება და გაგვიზიარე. "ისე მე ახალი წევრი ვარ" ესეთი თემაა და იქც თუ მიესალმები ბიჭებს კარგი იქნება. ეს თემა მართლა საინტერესოა

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 6 2009, 16:43

ჯეკო,
"PADVODNAIA AXOტA" რა, ნავიჩოკი ვარ ამ ფორუმზე და მემგონი სწორად დავწერე newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 6 2009, 16:44

გამარჯობა gizovichi

მე ვისაც ვიცნობ ამ ფორუმზე - ეგ თემა ბევრისთვის საინტერესოა, მაგრამ გამოცდილების გამზიარებელი ნაკლები მეგულება და ეტყბოა ისევ შენ მოგიწევს ჩვენთვის გამოცდილების გაზიარება.... და კარგად გახურდა ეს თემა - შეიძლება ცალკე განყოფილებაც დაიმხარუროს newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 6 2009, 16:54

კი მისასალმებელ სიტყვას აუცილებლად ვიტყვი გვერდს არ ავუვლი :-) რაც შეეხება ჩვენ თემას პირველ რიგში საჭიროა
აღჭურვილობა, რომელიც თბილისში ძალიან ძვირი ღირს და შეიძლება ვერც ვიშოვოთ ხარისხიანი (ეს ხომ ისედაც ყველას გვეცოდინება)
მემგონი სასურველია უცხოური საიტებიდად გამოვიწეროთ, ამაზონზე კი ვნახულობ ხოლმე, შეიძლება სხვა ანალოგიურ საიტზეც გაიჩითოს

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 6 2009, 17:01

gizovichi

და გურჯისტანში საით "ნადირობ" ??? უფრო ტბებში თუ მდინარეებშიც ??? ეგება პატარა ექსკურსი გაგვიკეთო მაგ თემაზე.... არჭურვილობამდე მერე მივალთ - ხალხი რომ მოიწამლება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 6 2009, 17:26

არა გიო ჯერ რას ვნადირობ, მე და ჩემი ძმაკაცი ერთობლივად ვჩალიჩობტ ახლო მომავალში ჩავიდეთ წყალქვეშ და ტამპლიერიც ჩვენ გვერდშია, რაც შეეხება ნადირობას ტბებში თუ მდინარეებში ყველგანაც შეიძლება სადაც თევზი გამოჩნდება, MYVIDEO-ზე და YOUთUB-ზე დევს ვიდეოები და მაგას რომ ნახავს კაცი მეტი მოწამლვა რაგა გინდა :-)

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 8 2009, 13:50

აქ გარპუნით თევზაობაზეა საუბარი>?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 8 2009, 14:03

პნევმატური თოფებით მაგრა ასწორებს ისე არ გინდა სცადო?

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 8 2009, 14:07

კი, მაგრამ რამდენადაც ვხვდები ჰიდროკოსტუმია საჭირო არა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 8 2009, 14:14

kakhaber
ზამთარში?!!

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 8 2009, 14:35

თუნდაც ახლა, უკვე საკმაოდ ცივია წყალი. ისე ზაფხულ-ზამთარ ყვინთაობის დროს უმჯობესია ჰიდროსკოტუმი გეცვას, წყლისქვეშა სამყარო მოილოდნელბებით არის სავსე - რამდენჯერ მიდიებიან რიფზე გვერდები დამისერია ვინ იცის..

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 8th October 2009 - 03:03 PM) *
პნევმატური თოფებით მაგრა ასწორებს ისე არ გინდა სცადო?


ჰო მართლა, იარაღს რაც შეეხება სულ არ არის აუცილებელი პნევმატური იყოს, გარპუნები ბევრნაირი არსებობს... ცჰემს მეგობარს მაგალითად აქვს კაფსულაზე (ჟეველოს რო ეძახიან)

მაღაზიებში კიდევ რაგატკის პრინციპზე მოწყობილი თურქული გარპუნები იყიდება - 60 ლარამდე ღირს. 3-5 მეტრზე მოზრდილა თევზს აითვისებ

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 8 2009, 14:36

kakhaber
ზაფხულში 5 მეტრის ქვევით მაინც საჭიროა!!!

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 8 2009, 14:44

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 8th October 2009 - 03:36 PM) *
ზაფხულში 5 მეტრის ქვევით მაინც საჭიროა!!!


დაბალი ტემპერატურის გამო?

ერთერთ ჩინელ მწარმოებელს მივწერე ჰიდროკოსტუმის შესახებ და პასუხად ეს მომწერა:

Please check the following price(not including shipping):
Wetsuit W002 (5mm thickness) : 95.60USD/pc
Diving hood LXH001: 13.68 USD/pc ( http://www.neoprenesport.com/hood.htm )
Diving sock: 12.87USD/pc .
Diving gloves: 12.98 USD/pc.
LXW001 : 48.79 USD/pc
LWR017: 89.95 USD/pc

Since it is a small order, we suggest you can pay the money by western union (www.westernunion.com ) and we suggest to deliver it to you by TNT courier (www.TNT.com ), it takes only 2-3 business days to arrive your office, there is no custom and any other cost, door to door service. You only need to tell us your order quantity for each items and confirm the order, we can tell you the TNT freight.

If you have any question, please feel free to contact us, we will try our best to serve you.
Looking forward to hearing from you soon.
Best wishes,
Alice

ხო არ იცით ვინმემ ჩინური წარმოების ჰიდროკოსტუმების ხარისხზე? ფასს რო ვუყურებ ძალიან მაგარი ფასია

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 8 2009, 14:46

kakhaber
ხო,შეილება გონება დაკარგო!!!

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 8 2009, 15:28



თევზი არასდროს არ დამიჭერია დაყვინთვით, ძირითადად მთელი ბავშვობა მიდიებისთვის ვყვინთავდი, გარპუნით ნადირობა მაგარი კაიფი უნდა იყოს, მაგრამ ალბათ დიდი თევზისთვის შორს გასვლა და ადგილების ცოდნა იქნება საჭირო

პოსტის ავტორი: datosia Oct 9 2009, 12:33

რა მაინტერესებს ბალონები სად უნდა დაიტენოს ჟანგბადით?

აი რესპუბლიკურთან ყიდიან მგონი ჟანგბადს, ხომ არ იცით რა ღირს?

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 9 2009, 19:02

datosia
მემგონი ეგ აკრძალულია მეგობარო,წყალქვეშ მოწყობილობით ნადირობა!!!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 9 2009, 19:05

კი ბალონებით აკრძალულია

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 9 2009, 23:22

კაი ფილტვები და მისი ჯანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Oct 10 2009, 00:17

datosia
სანაპიროს აუზზე დათო "კუსტო" და ამირანი იკითხე
ბენზო-გასამართი სადგურების მხრიდან აუზის სამეურნეო
ჩასასვლელთან არის შესასვლელი. ეს ქართველი დაივერების მექაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: datosia Oct 12 2009, 17:05

ისე 2 თვიანი ვარჯიშით შეიძლება 5-7 წუთის გაძლება წყალქვეშ. კი უნდა გეყოს თევზის დასაბრედად. უფრო საინტერესო ისაა როგორი იარაღია საჭირო და სად იყიდება ????

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 12 2009, 17:27

datosia

რას ამბობ კაცო,ეგ მსოფლიო რეკორდი არ არის?! თუ მეშლება newsmile020.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 12 2009, 19:36

datosia
ეგ პირტია და მაგ სპორტს ბევრი მინუსები და მავნებლობა მოაქ ადამიანისათვის ასე რომ არამგონია გამოვიდეს რამე.
გიორგევიჩ
შენ წყლის ქვეშ გაჩერებას გულისხმობ უბრალოდ და ეგ სხვა რამეა ,სიუჯეტი მაქ ნანახი.

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 12 2009, 23:03

ნოსო
ხო მაგრამ თუნდაც მარტო რო გაჩერდე 5 წუთი ეგ უკვე მგონია ბევრს ნიშნავს
რეკორდი 3 წუთი არ იყო?თუ აღარ მახსოვს რამდენი იყო.მე ალბათ კომუნისტების დროინდელი რეკორდი მახსოვს newsmile05.gif
და თუ იმოძრავებ ხო მცირდება დრო
ესე ვიცი მე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 12 2009, 23:06

არა სამი წუთი ძალიან ბევრი ძლებს წყალში მეც ვთევზაობდი წყლქვეშ ძირულაში ხშირად და მეც კარგა ხანს ვძლებდი, მარა მაგარი დამღლელი თევზაობაა

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 13 2009, 16:15

ნოსო
რა მავნბლობა მოაქვს ,აგ სპორტს? მე მსმენია რომ პირიქით ძალიან სასარგებლოაო

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 13 2009, 16:46

kakhaber
ხომ იცი ყველა სპორტს აქვს რაღაც მინუსი,სიუჯეტი მაქ ანანხი რაღაც ემართება ტვინს იმ დროს,წყალში სისხლზე ჟანგბადის მიწოდება შეჩერებულია და მთელი ანბები.ყოველშემთხვევაში ბალონი გაიკეთე შეკაცო newsmile05.gifრა გაჩირება გაქnewsmile05.gifnewsmile05.gifხომ იცი მონადირე კაცისათვის მორალია მთავარი ,და არც მორალი და არც მონადირეები არ კრძალავვს ბალონით ნადირობასnewsmile05.gifnewsmile05.gifდანარჩენს მიმიხვდი მგონიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 13 2009, 16:50

ციტატა(ნოსო @ Oct 13 2009, 05:46 PM) *
kakhaber
ხომ იცი ყველა სპორტს აქვს რაღაც მინუსი,სიუჯეტი მაქ ანანხი რაღაც ემართება ტვინს იმ დროს,წყალში სისხლზე ჟანგბადის მიწოდება შეჩერებულია და მთელი ანბები.ყოველშემთხვევაში ბალონი გაიკეთე შეკაცო newsmile05.gifრა გაჩირება გაქnewsmile05.gifnewsmile05.gifხომ იცი მონადირე კაცისათვის მორალია მთავარი ,და არც მორალი და არც მონადირეები არ კრძალავვს ბალონით ნადირობასnewsmile05.gifnewsmile05.gifდანარჩენს მიმიხვდი მგონიnewsmile05.gif


იმაში, რომ მავნებელია მართალი უნდა იყო... ჯერ ერთი უჟანგბადოთ ხარ და მერე კიდე წნევის ქვეშ და შანსი არაა, რამე ცუდი ზეგავლენა არ იქონიოს ადამიანზე....

რაც შეეხება ბალონებს - მე გმონი აკრძალულია....

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 13 2009, 23:17

ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 13th October 2009 - 05:46 PM) *
ხომ იცი მონადირე კაცისათვის მორალია მთავარი ,და არც მორალი და არც მონადირეები არ კრძალავვს ბალონით ნადირობას

რეებს დააბრეხვებ რა..........

ბალონით ნადირობა იცი რატომ არის ყველგან აკრძალული მაგას რომ წერ?

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 13 2009, 23:18

ციტატა(vito @ 14th October 2009 - 12:17 AM) *
ბალონით ნადირობა იცი რატომ არის ყველგან აკრძალული მაგას რომ წერ?

რატომ არის აკრძალული?

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 13 2009, 23:23

გიორგევიჩ
დავიჯერო ვერ ხვდებით?

იმიტომ რატომაც დამჯდარ ფრინველზე სროლა არ შეიძლება.........
წარმოიდგინე ბალონით რომ ჩაყვინთავ რამე სულიერს დატოვებ წყალქვეშ?

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 13 2009, 23:34

ვიტო

ეგ გასაგებია,ვიფიქრე სხვა კიდე ხო არ არის რამე მეთქი

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 13 2009, 23:44

გიორგევიჩ
მეტი რაღა უნდა იყოს ტო, იგივეა რაც აპარატით ნადირობა

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 14 2009, 12:05

ზომიერად აიყვანე შეკაცო მერეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 14 2009, 23:38

ნოსო
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 15 2009, 01:36

ვიტო
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 15 2009, 11:44

წყალქვეშ ნადირობა მიუხედავად მავნებლობისა მაინც საინტერესოა, ახლა ინიციატივაა საჭირო

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 15 2009, 12:42

kakhaber

ციტატა(kakhaber @ 15th October 2009 - 12:44 PM) *
ახლა ინიციატივაა საჭირო

აგერ ვარ, მარა მომავალ წელს

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 15 2009, 13:09

ვიტო
მომავალ წელს რატომ ზაფხულის მხრივ ამბობ, მე სერიოზულად მოვკიდე ამ საქმეს ხელი, აღჭურვილობას შევიძენ საჩვენებელ ყვინთვას ჩავატარებ და შედეგებს მოგახსენებთ, შეზღუდული რესურსების გამო ცოტა დროში მეწელება, უამრავი აქსესუარი ჭირდება ამ ოხერ ჩაყვინტვას newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 15 2009, 16:02

დასაწყისისთვის მასკა და ლასტებიც საკმარისია newsmile05.gif newsmile05.gif იქნება და არ მოგწონს ეგ თევზაობა და თავიდანვე რატო იხარჯები newsmile05.gif

ხო და გარპუნს კიდე წყალქვეშა ფოტოაპარატი ჯობია newsmile05.gif დასაწყისისთვის რა თქმა უნდა

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 15 2009, 16:18

გიორგი

შენ რა გგონია წყლის ფოტოაპარატი გარპუნზე იაფი ეღირება?! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 15 2009, 16:26

ციტატა(გიორგევიჩ @ Oct 15 2009, 05:18 PM) *
გიორგი

შენ რა გგონია წყლის ფოტოაპარატი გარპუნზე იაფი ეღირება?! newsmile05.gif


არაფერიც არ ეღირება.... სპეციალური ჩასადებები იყიდება, რომელშიც ნებისმიერი მილნიცა იდება და იღებს წყალქვეშ

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 15 2009, 16:30

ციტატა(dubidubiduu @ 15th October 2009 - 05:26 PM) *
არაფერიც არ ეღირება.... სპეციალური ჩასადებები იყიდება, რომელშიც ნებისმიერი მილნიცა იდება და იღებს წყალქვეშ


ხოო,მაშინ ჰოო,მაშინ ჰოოო.მაგრამ ეგ ჩემთვის არ გამოდგება,თევზი ვნახო წყლის ქვეშ,არ ვესროლო და სურათუ გადაუღო?! ხო გულიც გამისკდა newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 15 2009, 16:33

ციტატა(გიორგევიჩ @ Oct 15 2009, 05:30 PM) *
ხოო,მაშინ ჰოო,მაშინ ჰოოო.მაგრამ ეგ ჩემთვის არ გამოდგება,თევზი ვნახო წყლის ქვეშ,არ ვესროლო და სურათუ გადაუღო?! ხო გულიც გამისკდა newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif


შენ მაგაზე არ იდარდო გიორგევიჩ, ჩვენთა წყალქვეშ რომ ჩახვალ - ისედაც გაგისკდება გული newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 15 2009, 16:47

გიორგი

ეგრე ერთხელ უკვე გამისკდა გული newsmile05.gif ჩაქვში პლიაჟზე ჩავყვინთეთ,წყალქვეშა ბუნება უნდა განახოთო გვითხრეს და ვედროების პაკრიშკების და ჩაინიკების მეტი ვერაფერი ვნახეთ newsmile038.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 15 2009, 18:31

ციტატა(გიორგევიჩ @ Oct 15 2009, 05:47 PM) *
გიორგი

ეგრე ერთხელ უკვე გამისკდა გული newsmile05.gif ჩაქვში პლიაჟზე ჩავყვინთეთ,წყალქვეშა ბუნება უნდა განახოთო გვითხრეს და ვედროების პაკრიშკების და ჩაინიკების მეტი ვერაფერი ვნახეთ newsmile038.gif newsmile05.gif


ხოდა მეც მანდ ვარ და მაგიტომ არ მხიბლავს ეგ ამბავი

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 15 2009, 18:54

გიორგი

რა არ მომეწონება "ახოტა ი რიბალკაზე" რომ ვუყურებ ისეთ დუხზე ვარ ხოლმე რამისაა ტელევიზორში შევძრე, თან ორი დღის წინ კადრები აჩვენეს გოგომ ლოქო დაბრიდა კეთილი შურით მართლა შემშურდა
აქაც არის ძმაო კაი სანადირო ადგილები წყალქვეშ, თან ზამთარში სუფთა წყალია და ხილვადობ უკეთესია, ზაფხულში ცოტა ნიტოა, ასე რომ გახარჯვა მაინც მელის

პოსტის ავტორი: 919 Oct 15 2009, 19:05

წყალქვეშა ნადირობისათვის პნევმატური ჰარპუნები ჩემს მახლობლად კარგარეთელის ქუჩაზე
იყიდება, მანდვე კომპიუტერული მაღაზიაც არის.

რაც წყალქვეშა სპორტის სახეობებს შეეხება; თუ დიდ სიღრმეებზე არ ჩადიხარ და
დეკომპრესიის გავლა არ გჭირდება - სასარგებლოა. თუ კი სიღრმეებზე მუშაობ და
დეკომპრესიას გადიხარ - კისონური დაავადება ყველაზე სერიოზული რისკია (დეკომპრესიის მეშვეობით რისკი მცირდება).
მაღალი წნევის ზემოქმედების ქვეშ სისხლიდან ხდება აზოტის გამოდევნა რაც სერიოზულ ზოგჯერ სასიკვდილო ზიანს
აყენებს ორგანიზმს...

ასე, რომ ჩვენ ეს დაავადება ჯერ-ჯერობით არ გვემუქრება... newsmile045.gif

აგრეთვე ამ საქმეს ჰიდროკოსტიუმი და ტყვიის კასეტები სჭირდება, ლასტებზე
სასულეზე და სათვალეებზე ხომ საუბარიც ზედმეტია...

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 15 2009, 19:36

სათვალეები საშუალოდ 150 გელა
კოსტუმი 200-300
ლასტები 100
ნორმალური იარაღი 200-400
ტყვიის კასეტას გაიჭირვებ და ჩამოასხავ თუ რამეაnewsmile05.gif

გამოსავალი ალბათ არის ზაფხულში დაწყება ამ ყველაფრის, შედარებით ნაკლები ამუნიცია ჭირდება,
თან გაიგებს კაცი მოსწონს თუ არა

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 15 2009, 19:44

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 15th October 2009 - 05:02 PM) *
ხო და გარპუნს კიდე წყალქვეშა ფოტოაპარატი ჯობია newsmile05.gif დასაწყისისთვის რა თქმა უნდა


შენ რა თევზის ჭამა არ გიყვარს? მარტო უყურებ ხოლმე??

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 16 2009, 09:29

ვიტო
მაგ ეკიპირების გარდა აუცილებელია დანა სპეციალური უჟანგავი ხელზე სამაგრით უცაბედათ წყალქვეშა მცენარეებში რომ გაეხვე, კი ბატონო გაზაფხულს დაველოდოთ პირველ ჯერზე შეიძლება ის მუღამი ვერ გაუგო, მაგრამ მერე და მერე მგონია უფრო მაგარი იქნება, ხო იცი პირველი ჭირს ყველაფერი მერე მიდის და მიდის newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 16 2009, 09:43

გიორგევიჩ

ციტატა(gogagoga @ 15th October 2009 - 05:47 PM) *
ეგრე ერთხელ უკვე გამისკდა გული newsmile05.gif ჩაქვში პლიაჟზე ჩავყვინთეთ,წყალქვეშა ბუნება უნდა განახოთო გვითხრეს და ვედროების პაკრიშკების და ჩაინიკების მეტი ვერაფერი ვნახეთ newsmile038.gif newsmile05.gif


გიორგი
ციტატა(dubidubiduu @ 15th October 2009 - 07:31 PM) *
ხოდა მეც მანდ ვარ და მაგიტომ არ მხიბლავს ეგ ამბავი


რაღაც არ მეჯერება რო შავი ზღვის წყალქვეშა ბუნება მხოლოდ ჩაინიკებით, ტაშტებით და პაკრიშკებით შემოიფარგლებოდეს, როგორც იტყვიან - მესტა ზნატ ნადავოოოოო!!! თან მსმენია რო საკმაოდ დიდი თევზის დაგარპუნება შეიძლება სწორ ადგილას თუ დაყვინთავ, თუნდაც კამბალას და გარბულის... კეფალიც თავისთავად

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 16 2009, 11:43

kakhaber
არა კეფალი არაა კახა,ეგ სწრაფია და ძნელია,ყველაზე დიდი შანსია კამბალა რომ მოხვდეს და მიდიები, კრაბები.
ისე ჩაინიკებიც ბლომადააა და კიდევ სხვა რამnewsmile05.gif უფრო საკურორტო მხარეს,მაგრამ არის ადგილები სადაც გაგიჟდები ისეთი ბუნებააა,მე საწუხაროდ არ მქონდა ფინანსები ეგ რომ შემესყიდა და ჩემი ძველი ნივთებით ვყვინთავდი(მხოლოდ სათვალე და ლასტები)მაგარი რაღაცეები მაქ ნანახი,უგარი მაგალითად,კამბალა,დიდი მედუზები და რავიცი კიდევ რა ,ანუ ღირს დახარჯვადაც და მონდომებათაცnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: datosia Oct 16 2009, 14:46

ტყვიის კასეტებს რაში იყენებ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 16 2009, 15:10

datosia
სიმძიმისთვის .დასაძირად

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 15:12

ციტატა(T A M P L I E R @ Oct 16 2009, 04:10 PM) *
datosia
სიმძიმისთვის .დასაძირად


ეგ მხოლოდ აკვალანგის დროს გჭირდება newsmile05.gif ისე არავინ მიიბათ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 16 2009, 15:18

რას მელაპარაკები

მწყერი

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 15:29

ციტატა(T A M P L I E R @ Oct 16 2009, 04:18 PM) *
რას მელაპარაკები

მწყერი


შენ კი არა და ზოგადად ვწერ ვააა... მწყერი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 16 2009, 15:58

ზოგადად გეუბნები სიმძიმე მაინც გჭირდება
მწყერი

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 16:01

ციტატა(T A M P L I E R @ Oct 16 2009, 04:58 PM) *
ზოგადად გეუბნები სიმძიმე მაინც გჭირდება
მწყერი



რააააააააა ??????? ხომ არ გაგიჟდი ???? უბალონოდ და უარაფროთ რომ ჩაყვინთავ, მარტო მასკით და ლასტებით, სიმძიმე გჭირდება ?????????????????????????? მწყერი!!!!!!!!!!!!

არა იქედან მერე თუ სხვაგან მიდიხარ არ ვიცი............. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

და თუ ამოსვლას აპირებ - რაის სიმძიმე !?!!??!?!?!?!? მწყერი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 16 2009, 16:07

დაეთხუე მაგ ლაპარაკს და კითხე ვინმე მცოდნეს და
მწყერი

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 16:15

ციტატა(T A M P L I E R @ Oct 16 2009, 05:07 PM) *
დაეთხუე მაგ ლაპარაკს და კითხე ვინმე მცოდნეს და
მწყერი


და შენ ვის კითხე მცოდნეს ???

მწყერი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 16 2009, 16:19

მე მინახია ეს ერთი და მერე კიდე დათო იყო ერთი დაივერი და იმისგან მახსოვს

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 16:25

და მე რომ მინახია, რომ სიმძიმის გარეშე ჩადიან ? მასკა და ლასტი თუ გაქვს მარტო - სიმძიმე არ გჭირდება კი არა და მე მგონი არც შეიძლება და დათო დაივერი როგორ ცურავს მე არ ვიცი

პოსტის ავტორი: КАА Oct 16 2009, 17:05

QUOTE (გიორგი @ Oct 16 2009, 05:25 PM) *
და მე რომ მინახია, რომ სიმძიმის გარეშე ჩადიან ? მასკა და ლასტი თუ გაქვს მარტო - სიმძიმე არ გჭირდება კი არა და მე მგონი არც შეიძლება და დათო დაივერი როგორ ცურავს მე არ ვიცი

გიორგი, без груза можно нырять, если ты ныряешь в плавках и на небольшую глубину.. А если ты одет в костюм для подводного плавания (неважно, мокрый или сухой), то ты будешь плавать как поплавок newsmile045.gif, и на погружение потратишь оч много сил (если вообще сможешь нырнуть).. А при нырянии на большую глубину ты потратишь большую часть воздуха.. Поэтому подводные пловцы и надевают грузовой пояс, который подбирается так, чтоб пловец имел нейтральную пловучесть ..

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 17:07

ციტატა(КАА @ Oct 16 2009, 06:05 PM) *
გიორგი, без груза можно нырять, если ты ныряешь в плавках.. А если ты одет в костюм для подводного плавания (неважно, мокрый или сухой), то ты будешь плавать как поплавок newsmile045.gif, и на погружение потратишь оч много сил (если вообще сможешь нырнуть).. Поэтому подводные пловцы и надевают грузовой пояс, который подбирается так, чтоб пловец имел нейтральную пловучесть..


ხოდა მაგიტომაც დავაკონრკრეტე, რომ მარტო მასკა და ლასტები თუ გაქვს - სიმძიმე არ გჭირდება თქო.... თორე კოსტიუმი და მთელი აბმუნდიროვანიით თუ შეხვედი წყალში - მაგაზე არც ვკამათობ

პოსტის ავტორი: КАА Oct 16 2009, 17:14

QUOTE
თორე კოსტიუმი და მთელი აბმუნდიროვანიით
а кроме костюма, остальное снаряжение у подвоха (маска, трубка, ласты, ружье и нож) такое же, как и при нырянии без костюма.. Т.е. разница только в наличии костюма и грузового пояса..

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 17:17

ციტატა(КАА @ Oct 16 2009, 06:14 PM) *
а кроме костюма, остальное снаряжение у подвоха (маска, трубка, ласты, ружье и нож) такое же, как и при нырянии без костюма.. Т.е. разница только в наличии костюма и грузового пояса..


ეგ თუ უბალონოდ შედიხარ... და ბალონებით ხომ მითუმეტეს გჭირდება სიმძიმე, მაგრამ ეგ უკვე დაივინგია და არა წყალქვეშა ნადირობა

პოსტის ავტორი: КАА Oct 16 2009, 17:17

И кстати, такой вопрос - а какое отношение подводная охота имеет к рыбалке?? ИМХО, прямо из ее названия следует, что она должна быть в разделе охоты, а не в თევზაობის მოყვარულებს

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 17:19

КАА


нуууу ето спорный вопрос newsmile05.gif newsmile05.gif хотя для меня все равно - где будет эта тема, но не смотря на то что разговор идет об охоте - цель охоты все таки рыба !! newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: КАА Oct 16 2009, 17:20

QUOTE
ეგ თუ უბალონოდ შედიხარ... და ბალონებით ხომ მითუმეტეს გჭირდება სიმძიმე
გიორგი , не знаю, в курсе ты или нет, но подводная охота (именно охота, а не дайвинг) с аквалангом (хоть в море, хоть во внутренних водоемах) - это злостное браконьерство
newsmile055.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 17:22

ციტატა(КАА @ Oct 16 2009, 06:20 PM) *
გიორგი , не знаю, в курсе ты или нет, но подводная охота (именно охота, а не дайвинг) с аквалангом (хоть в море, хоть во внутренних водоемах) - это злостное браконьерство
newsmile055.gif


ვიცი მიშა და მეც იგივე მიწერია ზედა პოსტებში, ეგ უბრალოდ გრუზის ამბავში განვიხილე

პოსტის ავტორი: КАА Oct 16 2009, 17:22

QUOTE
но не смотря на то что разговор идет об охоте - цель охоты все таки рыба !!
да, рыба.. но ты же в эту рыбу стреляешь из ружья.. и если попадаешь (т.е. добудешь), то отпустить ее уже не можешь.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 17:27

ციტატა(КАА @ Oct 16 2009, 06:22 PM) *
да, рыба.. но ты же в эту рыбу стреляешь из ружья.. и если попадаешь (т.е. добудешь), то отпустить ее уже не можешь.


ისე კაი სამსჯელო თემაა ხო იცი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მე მაინც თევზაობა მგონია, მაგრამ რა ვიცი....

იდეაში მაინც მე მგონია, რომ თევზჭერის ნაირსახეობაა.... ეგრე ხაფანგით როცა ნადირობ - მანდ სულ არ ისვრი თოფს, მაგრამ მაინც ნადირობაში გადის... თვითონ სიტყვაც ხომ "ნადირს" ეხება და თევზი ნადირი არ არის....

შეიძლება ტერმინია ქართულად შეუსაბამო, და წყალქვეშა ნადირობა კი არ უნდა ერქვას - არამედ წყალქვეშ თევზაობა......

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 16 2009, 17:46

newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif გიორგი

არ ვიცი რა სახელი უნდა დაერქვას ამას,მაგრამ ის კი ვიც რო გრუზი საჩიროა newsmile05.gif
შენ მარტო შენით რო საზღვრავ,ერთი ნიკას შეხედე ქონის სახით რამხელა პაპლავოკი აქვს და მიხვდები რო გრუზი საჭიროა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ეს ხუმრობით,მაგრამ ნიკა ვისზეც ამბობს(დათოო) ის მართლა ძველი დაივერია და იცის ეგ საქმე და მეც იქ ვიყავი ეგ რო თქვა.
მე მგონია რო მაინც საჭირო იქნება გრუზი(კოსტუმით ჩადიხარ თუ არა),იმიტო რო ჩაყვინთვაში ენერგია არ დახარჯო.ენერგიას რაც ბევრს დახარჯავ მით მეტი ჟანგბადი იხარჯება და ჟანგბადი კიდე არ გაქვს როდესაც უაბლონოთ ყვინთავ.ვოტ!!! მწყერი და ქვიტკირი!!!

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 16 2009, 18:16

და რა, ტერმინი წალქვეშა თევზაობა არ წავა თუ რა?

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 16 2009, 18:18

ვიტო

მე მგონი ეგ უფრო წყალქვეშა ნადირობას გავს

პოსტის ავტორი: КАА Oct 16 2009, 19:32

QUOTE
მე მაინც თევზაობა მგონია, მაგრამ რა ვიცი..
Тогда и ловлю перепелки сетями тоже в рыбалку включи.. ведь сетями ловят newsmile045.gif
QUOTE
და რა, ტერმინი წალქვეშა თევზაობა არ წავა თუ რა?
пойдет, почему нет.. только придумай как под водой ловить на спиннинг или поплавок, и впередnewsmile045.gif.. Только по моему поклевки не дождешься - воздуха не хватит..

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 16 2009, 19:42

ციტატა(gogagoga @ 16th October 2009 - 06:46 PM) *
მე მგონია რო მაინც საჭირო იქნება გრუზი(კოსტუმით ჩადიხარ თუ არა),იმიტო რო ჩაყვინთვაში ენერგია არ დახარჯო.ენერგიას რაც ბევრს დახარჯავ მით მეტი ჟანგბადი იხარჯება და ჟანგბადი კიდე არ გაქვს როდესაც უაბლონოთ ყვინთავ.ვოტ!!! მწყერი და ქვიტკირი!!!


გადამრევ შენ მე, ჩაყვინთვაზე ენერგია გენანება და ჰაერი რომ გამოგეცლება - ამოსაყვინთი ენერგია არ გინდა ???? თუ თითს მოგცემს ვინმე ???? მწყერი !!

КАА
მოკლედ ჩემი პირადია აზრია, რომ თევზაობა თუ არც არის, ნადირობა ნამდვილად არ არის newsmile05.gif ეგრე "ფოტო ნადირობაც" არსებობს ტერმინი და რახან ნადირობა ურევია, ამიტომ ფოტოგრაფიაში არ უნდა იყოს ???

პოსტის ავტორი: КАА Oct 16 2009, 21:08

QUOTE
რომ თევზაობა თუ არც არის, ნადირობა ნამდვილად არ არის
გიორგი , ет понятно, сколько людей - столько мнений..
Но ИМХО, когда ты передвигаешься, выслеживаешь добычу и, увидев ее, стреляешь - это именно охота.. и неважно, это действие происходит в поле, в лесу, или под водой..

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 17 2009, 14:33

KAA ვეთანხმები 100% ნადირობაა, და სახელიც ქვია "წყალქვეშა ნადირობა"! თევზაობასთან მაგას არანაირი საერთო არ აქვს! მარა კარგი სპორტია, ფიზიკური მომზადება გჭირდება მაგარი.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 17 2009, 14:58

მე გიოს უკვე შევთავაზე ახალი განყოფილების შექმნა წყალქვეშა ნადირობაზე და რაცა თავს იკავებს,
და რა ვქნა ახლა, აგერ გყავთ მოდერი და უთხარით რაც გინდათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 17 2009, 21:08

ჯერ აქ ილაპარაკეთ და თუ გახურდება მერე გადავიტანოთ....

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 17 2009, 21:54

არა გადატანა არ მიგულისხმია, ჩვენ ხელს კი არ გვიშლის აქ.. უბრალოდ ნადირობაა ეგ და არა თევზაობა და მაგას ვიძახი..

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 17 2009, 22:00

ციტატა(FISHING CLUB @ Oct 17 2009, 10:54 PM) *
არა გადატანა არ მიგულისხმია, ჩვენ ხელს კი არ გვიშლის აქ.. უბრალოდ ნადირობაა ეგ და არა თევზაობა და მაგას ვიძახი..



ვერ დაგეთანხმები, მაგრამ ვერც შეგეკამათები... მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები....

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 18 2009, 13:22

რა თემა შევქმენიიიიი newsmile027.gif მომწონს ბიჭებო მომწონს, ჯანსაღ კამათში გამოვა რამე, ისე წყალქვეშა ნადირობაააა ვეთანხმები ჩემს თანამოააზრეებს.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 18 2009, 19:22

ციტატა(gio2515 @ 18th October 2009 - 02:22 PM) *
ისე წყალქვეშა ნადირობაააა ვეთანხმები ჩემს თანამოააზრეებს.


ხოდა თუ ნადირობაა - გადაიტანეთ ნადირბაში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 19 2009, 10:30

ისე შესაძლებელია თევზაობის ერთგვარ სახეობათაც ვიგულისხმოთ წყალქვეშა ნადირობა newsmile05.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 19 2009, 10:43

გიორგი
არა გიო მართლა ეგრე ქვია და როდესაც მოპოვება ხდება სიცოცხლის მოსპობით ნადირბა ქვია მაგასnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifდამიჯერეnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 19 2009, 15:24

ხალხო აბა ცოტა დაფიქრდით, ეს თემა სერიოზულად გინდათ რომ ნადირობაში გადავიტანოთ???
და სერიოზულად ფიქრობთ რომ ამას ნადირობასთან რამე კავშირი აქვს? და იარაღთან,
მწყრებთან, ტყესთან, საფანტთან და ძაღლებთან გინდათ რომ ესეც გავარჩიოთ........
1. ეგ არ მოხდება და მაგას ყველას უნდა ხვდებოდეთ რაც არ უნდა ტერმინი "ნადირობა"
იყოს გამოყენებული.
2. ეს თევზს ეხება და თუ მართლა გინდათ განყოფილებას დავამატებ თევზაობაში.....

არაფრის მომტანი დავა გაიჩითა, რაც გინდათ ის იხმარეთ, გინდათ "წყალქვეშა ნადირობა"
გინდათ "წყალქვეშა თევზაობა", მაგრამ ნადირობაში ეს თემა არ გადავა არასოდეს....

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 19 2009, 15:29

ეეს არის ჩვეულებრივი თევზაობა წყალქვეშ და სასხლთან და დენთთან რა კავშირი აქვს, რავი ეეს თემა უნდა იყის თევზაობბაში არა ნადირობაში

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 19 2009, 15:30

ციტატა(ვიტო @ Oct 19 2009, 04:24 PM) *
ხალხო აბა ცოტა დაფიქრდით, ეს თემა სერიოზულად გინდათ რომ ნადირობაში გადავიტანოთ???
და სერიოზულად ფიქრობთ რომ ამას ნადირობასთან რამე კავშირი აქვს? და იარაღთან,
მწყრებთან, ტყესთან, საფანტთან და ძაღლებთან გინდათ რომ ესეც გავარჩიოთ........
1. ეგ არ მოხდება და მაგას ყველას უნდა ხვდებოდეთ რაც არ უნდა ტერმინი "ნადირობა"
იყოს გამოყენებული.
2. ეს თევზს ეხება და თუ მართლა გინდათ განყოფილებას დავამატებ თევზაობაში.....

არაფრის მომტანი დავა გაიჩითა, რაც გინდათ ის იხმარეთ, გინდათ "წყალქვეშა ნადირობა"
გინდათ "წყალქვეშა თევზაობა", მაგრამ ნადირობაში ეს თემა არ გადავა არასოდეს....



მეც მაგას არ ვამტკიცებ რომ ნადირობა არაა თქო... მაგრამ ვინ მიჯერებს.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 19 2009, 16:29

არავინ არ დაობს მაგაზე მე მით უმეტეს, რა თქმა უნდა თევზაობის ერთ-ერთი სახეობაა, უბრალოდ ზასადაში რომ ხარ წყალქვეშ და თოფი რომ გიჭირავს და რომ უნდა ესროლო თევზჭერას ვერ დაარქმევ, ესაა ჩემი კომენტარიიიიიი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 19 2009, 16:41

ციტატა(gio2515 @ 19th October 2009 - 05:29 PM) *
არავინ არ დაობს მაგაზე მე მით უმეტეს, რა თქმა უნდა თევზაობის ერთ-ერთი სახეობაა, უბრალოდ ზასადაში რომ ხარ წყალქვეშ და თოფი რომ გიჭირავს და რომ უნდა ესროლო თევზჭერას ვერ დაარქმევ, ესაა ჩემი კომენტარიიიიიი


მაშინ გამოდის რო ეგ ყოფილა თევზჭერის წყალქვეშა ნადირობა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 19 2009, 16:55

ჰო რაგაც ეგრეა რაააააააა newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 19 2009, 17:01

და გადავიტანოთ საღადაოში და დავარქვათ თემას "წყალქვეშა ორომტრიალი გარპუნით ხელში" newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 19 2009, 17:08

არა რა საღადაოში გვეყოფა ხუმრობა ვსიო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 19 2009, 21:13

ციტატა(გიორგევიჩ @ Oct 19 2009, 06:01 PM) *
და გადავიტანოთ საღადაოში და დავარქვათ თემას "წყალქვეშა ორორმტრიალი გარპუნით ხელში" newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ჩამოვარდი კაცი დივანიდან newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 19 2009, 23:03

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 19th October 2009 - 10:13 PM) *
ჩამოვარდი კაცი დივანიდან

ხოდა ამოძვერი, მილაგე ეს თემა და დანარჩენს მე მიხვედავ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეხლა ეს მითხარი, ტაქტიკაზე რამის თქმა თუ მინდა ამ თემაშივე ვიკითხო? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 19 2009, 23:18

ციტატა(ვიტო @ Oct 20 2009, 12:03 AM) *
გიორგი

ხოდა ამოძვერი, მილაგე ეს თემა და დანარჩენს მე მიხვედავ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ეხლა ეს მითხარი, ტაქტიკაზე რამის თქმა თუ მინდა ამ თემაშივე ვიკითხო? newsmile035.gif


აქ ილაპარაკე რაზეც გინდა.... მერე რამე საინტერესო საკითხები თუ დაგროვდება - გავყოფ თემას და ეგ იქნება newsmile05.gif თორე ჯერ ამდენი გვერდია მარტო იმაზე მიდის კამათი ნადირობაა თუ თევზაობა და ეგენი რომ გავწმინდო - მარტო თემის სათაური დარჩება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 20 2009, 09:27

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 20th October 2009 - 12:18 AM) *
თორე ჯერ ამდენი გვერდია მარტო იმაზე მიდის კამათი ნადირობაა თუ თევზაობა

უნივერსალური სახეობაააა, ნადირობაცაა და თევზაობაც(უფრო მეტად)

პოსტის ავტორი: datosia Oct 22 2009, 10:34

http://www.radikal.ru

მაინტერესებს ეს იარაღი თუ გამოდგება წყალქვეშ სანადიროდ?

პოსტის ავტორი: snoopman2006 Oct 22 2009, 11:02

გამარჯობათ ყველას, გთხოვთ დამეხმარეთ, აი ესეთი KZDს ჰარპუნი მაჩუქეს გუშინ, და ამის გაძლიერება და განახლება ხომ არ შეიძლება სადმე? და თუ შეიძლება, ზღვის გარდა სად არის კაი სანადირო ადგილები?

პოსტის ავტორი: gizovichi Oct 23 2009, 16:19

datosia

ციტატა(datosia @ 22nd October 2009 - 11:34 AM) *
მაინტერესებს ეს იარაღი თუ გამოდგება წყალქვეშ სანადიროდ?

პრაქტიკულად უნდა შემოწმდეს, მეც მაქვს მაგდაგვარი რუსული წარმოების თოფი, დაახლოებით 10 მეტრიდან ვესროლე ხის კარებს და 20მმ სისქის კარი გახვრიტა, სკვაზნოი გავიდა

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 5 2009, 18:40

ეს ვიდეო ზოგად წარმოდგენას შეუქმნის ვისაც არ უნახავს წყალქვეშა ნადირობა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: 5tazo5 Nov 22 2010, 15:50

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: tornike005 Apr 26 2012, 22:04

ციტატა(snoopman2006 @ Oct 22 2009, 12:02) *
გამარჯობათ ყველას, გთხოვთ დამეხმარეთ, აი ესეთი KZDს ჰარპუნი მაჩუქეს გუშინ, და ამის გაძლიერება და განახლება ხომ არ შეიძლება სადმე? და თუ შეიძლება, ზღვის გარდა სად არის კაი სანადირო ადგილები?

გაძლიერების და განახლების რა გითხრა, მაგრამ მე პირადათ ჟინვალზე, სიონზე, თბილისის ზღვაზე და შავ ზღვაზე ვთევზაობ, დანარჩენ ადგილებში შედარებით მღვრიე წყალია


ციტატა(გიორგი @ Oct 16 2009, 17:01) *
რააააააააა ??????? ხომ არ გაგიჟდი ???? უბალონოდ და უარაფროთ რომ ჩაყვინთავ, მარტო მასკით და ლასტებით, სიმძიმე გჭირდება ?????????????????????????? მწყერი!!!!!!!!!!!!

არა იქედან მერე თუ სხვაგან მიდიხარ არ ვიცი............. D.gif D.gif D.gif D.gif

და თუ ამოსვლას აპირებ - რაის სიმძიმე !?!!??!?!?!?!? მწყერი

მართალი, გწირდება სიმძიმეები, თორემ პსკერზე გამორიცხულია ჰორიზონტალურად ცურვა ნელი ტემპით

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 26 2012, 23:02

რუსთავში არის ერთი პატარა ტბა და დიდი ეგზემპლარის თევზი არისო და აღჭურვილობა არ მაქვს მე რომ ჩავყვინთო თორე აუცილებლად ჩავყვინთავდი

პოსტის ავტორი: ROVER Apr 27 2012, 10:21

ჰერცოგი997
შენი ცურვა რო ვიცი ვეღარც ამოყვინთავდი newsmile011.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 27 2012, 19:51

ისე კარადაში კი მიდევს წყლის თოფი, თუ რა ქვია არ ვიცი D.gif მარა ჟანგბადის ბალონის გარეშე რა გაძლებს ჭყლისქვეშ მაგდენი ხანი რო თევზი იპოვო D.gif

პოსტის ავტორი: akela1954 May 1 2012, 00:22

ციტატა(Fishman @ Apr 27 2012, 20:51) *
ისე კარადაში კი მიდევს წყლის თოფი, თუ რა ქვია არ ვიცი D.gif მარა ჟანგბადის ბალონის გარეშე რა გაძლებს ჭყლისქვეშ მაგდენი ხანი რო თევზი იპოვო D.gif

ჟანგბადის ბალონებით ნადირობა (წყლის ქვეშ!) ბრაკონიერობაა.......

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 1 2012, 10:05

ციტატა(kote @ 1st May 2012 - 01:22) *
ჟანგბადის ბალონებით ნადირობა (წყლის ქვეშ!) ბრაკონიერობაა.......

ნამდვილად

პოსტის ავტორი: kajuberi May 1 2012, 11:48

გრძელი შლანგი ,1 კაცი ვისაც ენდობი დატოვო მაღლა და შენ ჩაყვინთო D.gif D.gif D.gif ეგეც ბრაკონიერობაა?

პოსტის ავტორი: Davitus May 2 2012, 00:23

kajuberi

ნებისმიერი საშუალება რომელიც გაძლევს , წყალქვეშ დიდხანს ყოფნის და შეუზღუდავად გადაადგილების უპირატესობას, ბრაკონიერობაა

შლანგით არ ვიცი რამდენად შეუზღუდავი ხარ გადაადგილებაში, მაგრამ საკმაოდ მოუხერხებელი მგონია

პოსტის ავტორი: Fishman May 2 2012, 00:27

ეუფ, ეგ ნაღდად არ ვიცოდი ბრაკონიერობა თუ იყო newsmile05.gif

მგონი, სწორედ იქ არის ჩემი წყლის თოფი, სადაც არის მისი ადგილი D.gif

პოსტის ავტორი: bachovar May 2 2012, 15:17

წყალში ჟანგბადის ბალონით - თევზს შანსს არ უტოვებ. ჩასაფრებული 90% მოინადირებ. ამიტომ არის აკრძალული.

პოსტის ავტორი: tornike005 May 3 2012, 12:10

გამარჯობათ ყველას !

ამერიკიდან გამოვიცერე აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა, მაგრამ წყალი ყველგან ამღვრეულია :(
ეხლა სიონზე ვაპირებ ცასვლას და ვნახოდ იქ რა მდგომარეობა დამხვდება

პოსტის ავტორი: lapsha889 May 21 2012, 11:21

მდინარეებზე უნდა იაროთ ბრატ,ცოტა ხანში ყველგან სუთა იქნება(პატარა მდინერააბი)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 21 2012, 11:24

lapsha889
ტბაშიც შეიძლება
მე მაქვს გეგმაში თბილისთან ახლომდებარე ტბაში რაკუშკებზე ნადირობის
თან დავამუღამებ რა როგორ ხდება და მერე ნადირობას მივყვები

პოსტის ავტორი: alika77 May 21 2012, 11:29

სანადირო თოფით რომ მოკლა თევზი ეგიც ბრაკონიერობა გამოვა?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 21 2012, 11:31

ROVER
ვიზე რას ამბობ ზურგზე შეგისვამ და ისე გავცურავ
იესე მეც დიდი სიამოვნებით ჩავყვინთავდი სუფთა ტბაში

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 21 2012, 11:34

alika77

ციტატა(alika77 @ 21st May 2012 - 12:29) *
სანადირო თოფით რომ მოკლა თევზი ეგიც ბრაკონიერობა გამოვა?

არა არ გამოვა
წყალქვეშა დვიჟენიაში მხოლოდ დამატებითი ჰაერის ბალონების ხმარებაა აკრძალული

პოსტის ავტორი: lapsha889 May 21 2012, 11:38

მაგიტომაა მდინარეზე კარგი,არ გჭირდება ბალონები

და თოფიც იშვიათად თუ დაგჩირდება.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 21 2012, 11:52

lapsha889
მართალი გითხრა რაღაც ვერ დავუჭირე მუღამი მდინარეში
კოჭებამდე წყალში რო გორაობენ ,რავი შეიძლება აქვს მაგასაც მუღამი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 21 2012, 12:03

კოჭამდე წყალში ნამდვილად T A M P L I E R ძნელია და არა კომფორტული დამღლელიც მაგრამ მუხლის მაღლა და წელამდე წყალში წვერაზე თევზაობა მე მაგრად მომწონს იმედია დრო თუ გამოვნახე დასავლეთში ჩემს საყვრელ მდინარეზე ვითევზავებ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 21 2012, 12:09

ნუ წელამდე წყალში კაი პონტი იქნება

პოსტის ავტორი: lapsha889 May 21 2012, 12:13

წელამდე კი არა ზოგან 3 მეტრამდე წყალი,იმენა ვირუსია,ტუ დაამუგამე ვეღარ მოეშვები

პოსტის ავტორი: lapsha889 May 21 2012, 12:19

ქობულეთში კინტრიშის მდინარე ალბათ გაგიგიათ,უმაგრესია მანდ ნადირობა

პოსტის ავტორი: Fishman May 22 2012, 23:13

lapsha889

კინტრიშში არიც მაგხელა თევზი რო ინადირო?

პოსტის ავტორი: lapsha889 May 23 2012, 13:23

D.gif არის ძმაო,იმხელებია რო ასტრაგით ვერ ვაჩერებდი,ოგონც ზემოთ,საბანაოდან დაახლოებით 7-8 კილომეტრით ზემოთ,ამობენ იქაურები 5-6 კილოიანი და მეტიც არისო(ორაგული)

მე ზირითადად ქაშაყი მყავს მოკლული.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 23 2012, 13:25

lapsha889
სურათებს ხომ არ მოაძალებდი(საკუთარს)

პოსტის ავტორი: bibasogo May 23 2012, 15:29

სურათს ვერ ვტვირტავ,lapsha889 ძმაკაცის იყო,ეხლა გავიარე რეგისტრაცია, ვილკით და მასკით მოკლული თემზის სურათის დადება მინდოდა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 23 2012, 15:33

bibasogo
http://postimage.org/
აბა ეს ნახე

პოსტის ავტორი: bibasogo May 23 2012, 15:46

http://postimage.org/

http://postimage.org/



ეგეთ მასკაზე მქონდა საუბარი,მცვანეებიც არის.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 23 2012, 15:48

მაგდაგვარი მაქვს მე შავი

მოიცა სურათებს გავასწორებ

პოსტის ავტორი: bibasogo May 23 2012, 16:01

შავი დიდი იქნება ამ მასკაზე და რეზინი უხეშია,ესეთებია ყველაზე მოსახერხებელი


ეგ ასტრაგა სვარკის ელექტროდისგან გავაკეთე და ქაშაყი ვერ გავაჩერე,დიდები იყო და დაბრიცა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 23 2012, 16:48

მეც შავი წყლის სათვალეეები მაქვს და მშვენივრად ვხმარობ ელექტროდი არ გამოდგება უბრალო მეტალის ჩანგალი უნდა გამოიყონო, ოღონდ კბილები უნდა შეაბრუნო და კარგად გალესო შედარებით დიდი ტარი გაუკეთო, რომ ღრმა წყალში არ გაგიჭირდეს დიდი თევზოს გაჩერება, მაგრამ ძნელია დიდი თევზის დაჭერა მაგით გაჩერება მე ხშირად გამქცევია

პოსტის ავტორი: bibasogo May 23 2012, 16:55

რა ჩანგალია მაგხელა? პატარა ჩანგლისგან დაკეთებულით პატარა თევზზე ვნადირობ,იქ პატარა არ გამოდგება,რაღაც სხვა მეტალისგან უნდა გავაკეთო რო არ გაიღუნოს.

და დიდი ტარით არაკომპორტულია,სჰეიძლება მოგიწიოს შეძრომა ისეთ ადგილებში სადაც გრძელ ტარიანით ვერც შეხვიდე,თან ძალასაც ვეღარ დაატან,ნუ რავი ვის როგორ მაგრამ ჩვენ ეგეთებს არ ვაკეთებთ

პოსტის ავტორი: alika77 May 23 2012, 22:28

მოტოციკლი ურალის ან დნეპრის სპიცებით გააკეთეთ და არ გაიღუნება არანაირად, ლოქოს კრუჩოკებს ვაკეთებთ ხომე და მაგისთვის უფრო ჯობია

პოსტის ავტორი: bibasogo May 23 2012, 22:54

წვრილია ეგენი და არ გაამართელბს,არ გაიღუნება მაგრამ დრეკადი იქნება

პოსტის ავტორი: alika77 May 23 2012, 22:58

ციტატა(bibasogo @ May 23 2012, 23:54) *
წვრილია ეგენი და არ გაამართელბს,არ გაიღუნება მაგრამ დრეკადი იქნება

ელეკტროდზე წვრილი არაა და არც ისეთი დრეკადი სინჯე დამიჯერე

პოსტის ავტორი: bibasogo May 23 2012, 23:35

კაი თუ ვიშოვი გავაკეთებ.

სპასიბა.

პოსტის ავტორი: bibasogo Jun 19 2013, 21:50

რატო არავინ საუბრობს თევზაობის ამ სახეობაზე? იქნებ ის მაინც მითხრათ რუსთავთან ან თბილისთან ახლოს ისეთი მდინარე სადაც შესაძლებელი იქნება წყალქვეშ ნადირობა

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 2 2013, 12:01


ყოჩაღია newsmile027.gif
ისე youtube- ზე კარგია ნადირობა მარა თუ დამოიარეს სვარჩიკებმა ან ვიღაცა უნამუსომ დინამიტი ააფეთქა მერე ვინ გამოვა ნადირობის ობიექტი?? D.gif

პოსტის ავტორი: დ-NT Oct 2 2013, 15:17

ციტატა

newsmile035.gif

ციტატა
ისე youtube- ზე კარგია ნადირობა მარა თუ დამოიარეს სვარჩიკებმა ან ვიღაცა უნამუსომ დინამიტი ააფეთქა მერე ვინ გამოვა ნადირობის ობიექტი?? D.gif

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 10:28

მოგესალმებით ყველას! მეც ახალი ვარ და ძალიან მომწონს თქვენი ფორუმი. დაივინგი მაგარი რამეა, ვიდეოებს რომ ვუყურებ სულ მინდება ამ საქმიანობით მეც დავკავდე.. აქ ჩვენთან მართლაც არაფერი არაა აღჭურვილობა რომ იყიდო და ცოტა მაინც დაამუღამო.. არც არავინ მისდევს აქტიურად ამ თემას და თუ უფრო მეტი დაივერი გვეყოლება მაგას არაფერი აჯობებს.. დზალიან აზარტულია მაგრამ ჯანმრთელობისტვის როგორც ვიცი სახარბიელო არაა..

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2014, 10:36

choportaa
მარკეტზე ვნახე ყიდდნენ დაივინგის ატრიბუტებს.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 17 2014, 10:38

choportaa
წნევიანი თუ ხარ არ გამოგადგება newsmile05.gif ეგ სპორტი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jun 17 2014, 10:50

ციტატა(choportaa @ Jun 17 2014, 11:28) *
მოგესალმებით ყველას! მეც ახალი ვარ და ძალიან მომწონს თქვენი ფორუმი. დაივინგი მაგარი რამეა, ვიდეოებს რომ ვუყურებ სულ მინდება ამ საქმიანობით მეც დავკავდე.. აქ ჩვენთან მართლაც არაფერი არაა აღჭურვილობა რომ იყიდო და ცოტა მაინც დაამუღამო.. არც არავინ მისდევს აქტიურად ამ თემას და თუ უფრო მეტი დაივერი გვეყოლება მაგას არაფერი აჯობებს.. დზალიან აზარტულია მაგრამ ჯანმრთელობისტვის როგორც ვიცი სახარბიელო არაა..



აბა აქ ნახე http://www.poseidonsworld.com/index.php?about

პოსტის ავტორი: choportaa Jun 17 2014, 12:54

ციტატა(მებადური @ Jun 17 2014, 11:50) *
აბა აქ ნახე http://www.poseidonsworld.com/index.php?about

მადლობა,მაგრამ დილეტანტებისთვის მგონი ძვირია.. ცოტა მარტივი რაღაცეებით უნდა დავიწყოთ და დიდ დაივინგს მერე შევეჭიდოთ... რომ ვერ მივეჩვიო და ვერ დავამუღამო რატომ უნდა მედოს სახლში 1500 ლარის უსარგებლო ნივთები? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: zurikela Apr 12 2016, 16:01

მოგესალმებით,http://radikal.ru/big/6376370b42354440821bb56abcd0ad7a ამ თოფის მოდერნიზირება თუ შესაძლებელია?.ეს თოფო იტენება ჰაერით მინდა შიგნით ჩავდო პრუჟინა,რამდენად ეგექტური იქნება ჯერ არ ვიცი.

პოსტის ავტორი: zurikela Apr 12 2016, 16:07

ეს თოფი არის საბჭოთა დროინდელი მაგის სატუმბს მემგონი ვერ ვნახავ თბილისში,თან სატუმბითნადირობა არა პრაქტიკულია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)