თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტესტირების ოთახი _ დამცავი სათვალეები

პოსტის ავტორი: Davitus Jul 6 2012, 02:11

გასაკვირი არავისთვის არ იქნება ის ფაქტი რომ მხედველობის ორგანოს - თვალის დაცვა მონადირისთვის და არამარტო, მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ისეთ გარემოშიც კი სადაც გაშლილი სივრცეა და თითქოს თვალისთვის საფრთხის შემქმნელი მექანიკური ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი მაინც არსებობს მთელი რიგი გარემოება რაც არასასურველ და საზიანო ეფექტს ახდენს ჩვენს მხედველობაზე, რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხოებისთვის საჭირო თადარიგის დაჭერაზე.

ნებისმიერ ცეცხსასროლ იარაღს, მეტ-ნაკლებად აქვს უკუცემა, როგორც ბევრისთვის ცნობილია "ატდაჩა", რასაც განაპირობებს იარაღის ვაზნაში არსებული საწვავი მასალის აალების შედეგად წარმოქმნილი მუხტი

წარმოიდგინეთ დამიზნებისას, როდესაც თვალი რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით არის "აფეთქების წყაროსგან" რაოდენ დიდ რისკთან ვაყენებთ საკუტარ მხედველობას ყოველი გასროლისას

http://postimage.org/ http://postimage.org/ http://postimage.org/ http://postimage.org/


ბევრისთვის წარმოუდგენელია თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ყველას აზრით უწყინარი და არასაშიში მწყერზე ნადირობა 9,10 და 11 ნომრის საფანტით, ალბათ ერთხელ მაინც მოგხვედრიათ უცხო მონადირის მიერ დაუდევრობით, შორიდან ნასროლი წვრილი საფანტი, მართალია ფატალურად და რაიმე მძიმე გამოსავლით არ მტავრდება ზურგში, გვერდიდან ან სხეულის სხვა ნაწილზე შორიდან "შემოყრილი" წვრილი ტყვია.

http://postimage.org/


მაგრამ ბევრისთვის ძალიან სავალალოდ დასრულებულა საქმე როდესაც დაუცველ თვალთან მისულა საქმე და საკმაოდ უწყინარ წვრილ საფანტს თვალის არეალთან ქონია შეხება.

http://postimage.org/



მექანიკური დაზიანება გავიგეთ, მაგრამ კიდევ რისგან შეიძლება დაიცვას მონადირე სათვალემ?

ალბათ ბევრმა იცით რომ დედამიწაზე კოსმოსიდან შემოსული სხვადასხვა გამოსხივების დამცავად ოზონი და ატმოსფეროს სქელი მასა გვევლინება, თუმცა მაინც აღწევს ჩვენამდე ისეთი გამოსხივება როგორიცაა - ულტრაიისფერი

http://postimage.org/


ულტრაიისფერი გამოსხივება თავისთავად შედგება 3 ტიპის სხივისგან ეს არის:

ულტრა C (UVC) - ყველაზე ძლიერი და დამღუპველი მოქმედების სხივები. თითქმის 99.8% -ის შეკავება ხდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ამიტომ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის

ულტრა A (UVA) - ყველაზე დიდი ტალღის სხივი ამ სამიდან, ხედავენ ძიორითადად მწერები და ფრინველები, არ არის საზიანო ჩვენთვის

ულტრა B(UVB) - ეს სხვივი კი ყველასთვის ცნობილი და როგორც სასარგებლო ასევე ზიანის მომტანია, ამ ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივება ახდენს მელანოციტები მობილიზებას კანში და "ზაგარიც" აქედან არის განპირობებული, თვალის ბადურაზე საკმაო ზემოქმედება გააჩნია და "დაღლილობის" გარდა ზიანის მოტანაც შეუძლია


ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ როცა მზის სხივები დედამიწის ზედაპირთან მაქსიმალურად პერპენდიკულარულად არის განთავსებული, წლიწადის დროტაგან ზაფხულში, ხოლო დღის მონაკვეთებიდან 12:00 -14:00 მდე

ამ დროს თუნდაც გამჭვირვალე უფერული სათვალე საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მხედველობის დაცვაში


http://postimage.org/



გადავიდეთ უშუალოდ სათვალეებზე, დღესდღეობით მზოფლიო ბაზარზე, დამცავი სათვალეების აურაცხელი არჩევანია, რომელიც ფასთა საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს.

დამცავი სათვალის ძირიტადი შემადგენელი ნაწილია, ლინზები და ჩარჩო


დამცავი სათვალეების ლინზების ძირითადად 3 ტიპი არსებობს:

1. სილიკატის მინა

2. CR39 პლასტიკი

3. პოლიკარბონატი


აქედან ყველაზე საუკეთესო და გავრცელებულ მასალად, პოლიკარბონატი ითვლება, განსხვავებით დანარცენი ორი ტიპისგან, პოლიკარბონატს უკეტესი დარტყმაგამძლე თვისებები აქვს, აგრეთვე უფრო მსუბუქია და რაც მტავარია ულტრაიისფერი სხივების შეკავების უნარი ძალიან მაღალი აქვს


http://postimage.org/


პოლიკარბონატი იწარმოება LEXAN® ტერმოპლასტიკის მასალიდან და ტყვიაგაუმტარი ბრონირებული მინების ერთ ერთი შემადგენელი ფენაა, ის იმდენად მყარი მასალააა რომ წარმოებისას მისი დაჭრა ხდება ალმასის პირიანი დანებით

დღესდღეისობით, შემოღებულია დამცავი სათვალის მინის დარტყმაგამძლეობის სტანდარტიფიკაცია, მსოფლიოში არსებობს ამ ტიპის სამი სტანდარტი

1. OHSA Safety Standard 1910.133(a)(2) (პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაციის სტანდარტი) ამ სტანდარტის მინა იცავს თვალს, ძირითადად საყოფაცხოვრებო, ანასხლეტი და რეკოშეტირებული უცხო, მყარი სხეულებისგან


2. ANSI (ამერიკის ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტი) სტანდარტის Z87.1 და Z87.3 კატეგორიები - ეს სტანდარტი მიწოდებულია ამერიკელი ინჟინრების მიერ, რომლებიც მუდაობენ სოციალური უსაფრთხოების დახვეწის თემებზე


3. U.S. Military - MIL-V-43511C - ეს არის ამერიკის სამხედრო სტანდარტი, რომელიც ტესტირებულია .22 კალიბრის (5.6მმ) დარტყმამედეგობით. ამ სტანდარტის გარეშე ამერიკელი სამხედროები დამცავ სათვალეს არც კი ეკარებიან



ამ სამი სტანდარტიდან მინიმუმ პირველი 2 მაინც უნდა ქონდეს მსროლელის დამცავ სათვალეს, რომ ჩაითვალოს საიმედოდ.




გარდა ამისა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მნიშვნელოვანია გამოსხივებისგან (ძირითადად ულტრაიისფერი სხივებისგან) დაცვაც, აქაც არსებობს ANSI UV სტანდარტის შესაბამისობა, აგრეთვე სათვალეებს აწერიათ UV პროტექციის პროცენტულობა რომელიც 99% -100% ს არ სცილდება, არის სათვალეების რომლებიც UV 400 nm აღნიშვნით არის და მიწანშეწონილია ისეთი სათვალის შეძენა რომელიც ამ მნიშვნლს ქვემოთ არ სცილდება


სათვალის ფერები, ეს ის მახასიათებელი თვისებებია, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური შეხედულებისამებრ ირჩევა და დიდი არსებითი მნიშვნელობა რაა აქვს, რადგან კიდევ გავიმეორებ რომ ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა გამჭვირვალე უფერულ შესაბამისი სტანდარტის სათვალეებსაც შეუძლია (ზოგის მცდარი მოსაზრებით, გამჭვირვალე უფერული სათვალე არ იცავს მზისგან) თუმცა სინათლის გაღიზიანებადობის მგრძნობელობა ყველას სხვადასხვანაირი აქვს, და განსხვავდება დღის სხვადასხვა მონაკვეთში და გარემო პირობებისას, ამიტომ უმჯობსია თუ გვექნება სათვალე სხვადასხვა ფერის სათვალე ან საცვლელი ლინზები ფერის და მიხედვით

რადგან შებინდებისას სოლისთვის უკეთესია ღია ყვითელი ფერი, ხოლოდ შუადღისით, განათების ინტენსიუობისას მუქი ფერი, ისევე როგორც ოდნავ უკეთეს შედეგს იძლევა მოწითალო ფერი ნისლის პირობებში


http://postimage.org/



სამწუხაროდ ბაზარზე არსებული სათვალეების კარგი ხარისხი ჩვენთვის სკმაოდ მაღალ ფასებს "უკაკუნებს"
მსოფლიოში მიღებული, დამცავი სათვალეების ბრენდები, რომლის სათვალეებს ზედმეტი "გამოკვლევა" და შემოწმება არ ჭირდება და რომლებსაც შეიძლება ბრმად ვენდოთ არიან: Zeiss, Decot, Knobloch, Oakley, Tasco, Randolph Ranger და Wiley-X

ფასები კი 100$ დან 5000$ მდე ადის, გააჩნია დამუშავების ხარისხს, დიზაინს, ჩარჩოს მასალის შემცველობას და ა.შ.





ამ სტატის წაკითხვისას მაინც დაგვებადება კითხვები და ძირითადად გაგვიჩნდება ინტერესი ისეთი დამცავი სათვალეების მიმართ რომლებიც უფრო ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის, რომლებიც მერყეობენ დაახლოებით 5$-30$ ის დიაპაზონში. ნუთუ ეს სათვალეები უვარგისია და არ არის ჩვენი საშველი?!

გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი შეფარდებითია, ასე ხელაღებით უკუგდება იაფფასიანის რათქმაუნდა არ იქნება სწორი, თუმცა რაღათქმაუნდა ჯობს ერთხელ გადაიხადო მეტი და იყიდო ძვირადღირებული და ხარისხიანი სათვალე.

თუმცა ბევრი დამეთანხმება რომ დამცავი სათვალეები ზოგიერთ ადამიანს მაქსიმუმ 10-15-20 წუთის განმავლობაში სჭირდება, ზოგს საათობით უკეთია, ზოგიერთს სულაც რამოდენიმე წამი, უშუალოდ სროლისას

იაფფასიანი დამცავი სათვალეები რათქმაუნდა გარკვეულწილად თვალის დაცვის გარანტიაა და ისეთ ვითარებაში როგორიცაა 70 მეტრიდან მოფრენილი წვრილი საფანტი, ჯანმრთელობისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან მფარველობას გვიწევს, რადგან ამ მანძილზე თუნდაც სახეში მოხვედრილი საფანტი უმეტეს შემთხვევაში ნაკლებად საზიანოაა, რასაც ვერ ვიტყვით დაუცველ თვალის კაკალზე

აგრეთვე მთავარი პირობაა, იაფფასიან სათვალეში სხივის გარდატეხა იმდენად დამაკმაყოფილებელი იყოს რომ 2 საათი მაინც თვალს არ გვიღლიდეს, ეს უფრო დაკვირვების ხარჯზე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ვერც ერთი იაფფასიანი მწარმოებელი ამის გარანტიას ვერ მოგვცემს.

ბევრი იაფფასიანი დამცავი სათვალე მინახავს რომელიც 15 წუთშიც კი მიღლის თვალს, თუმცა არის ბევრი სათვალე რომელიც შეგვიძლია 2 საათზე მეტ ხანს თამამად ვატაროთ, თუმცა მთელი დღე ასეთი სათვალის ტარება არ არის რეკომენდირებული, რადგან რაც არ უნდა მაქსიმალურად კომფორტული იყოს სათვალე, "იაფფასიანობა მაინც თავისას შვრება" და მხედველობაზე მაინც მოქმედებს

თუმცა არჩევანი უსაფრთხოებასა და დროებით დისკომფორტს შორის, მაინც კოლოსალურია, ამიტომ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ დამცავი სათვალეები გვეხმარება უსაფრთხოდ ნადირობაში თუ იარაღის სროლაში

ეს ყველაფერი მეტად აქტუალურია აგვისტოს ბოლოდან, როცა მწყერზე ნადირობის სეზონი იხსნება და ახალბედა თუ დამწყები მონადირე, დიდიან პატარიანად გაშლილ მინდვრებს არიან შესეულები



ჩემს მიერ ჩატარებულ იქნა, მცირედი ტესტი, ჩვეულებრივი იაფფასიანი სათვალის მედეგობაზე, წვრილი საფანტის სროლისას, რომელსაც მოგვაინებით შემოგთავაზებთ



სტატია მომზადებული ჩემს მიერ, ინტერნეტში არსებული მასალების შეჯერებით და საკუთარი გამოცდილებით მიღებული დაკვირვების ანალიზით, კოპირების შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ პირველწყარო Ochopintre.ge

პოსტის ავტორი: ilariona Jul 6 2012, 08:16

Davitus
ვაა საღოლ დავით, ძააან მაგარი რეპურტუკაა! შენა და ღამით ჯაჯამ ხომ არ გიკბინა? D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 6 2012, 08:36

არ ვიცი ვინ უკბინა, მაგრამ ინფო ძალიან საინტერესო და შემეცნებითია !
ჯერ არ დაიღალო რა დავით newsmile05.gif








მაგარო ხარ კრასავჩიკ

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 6 2012, 09:02

Davitus

კარგია დავით საღოლ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 6 2012, 09:34

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

აქამდე არ ვხმარობდი სათვალეს newsmile05.gif წინა სეზონზე კარგად ამასხეს და წელს გამოვწერე რემინგტონის ყვითელი სათვალეები newsmile045.gif
ამ სეზონზე დებიუტი მექნება სათვალეებით ნადირობის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 6 2012, 09:55

ilariona

ციტატა(ilariona @ 6th July 2012 - 09:16) *
შენა და ღამით ჯაჯამ ხომ არ გიკბინა?

მართლაც რომ ჯაჯასეული რეპორტია რა (გადამდებია ეგ ვოზდუხგანერი)
კარგი ბიჭუნა ხარ დავით ,მიუხედავათ იმისა რომ უმეტესობა წაკითხულიდან ვიცოდი მაინც კარგი წასაკითხი იყო
ტაშები შენ და ტუშები

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 6 2012, 10:25

კარგი ინფორმაციაა გამოსადეგი და რა მაინტერესებს

როგორ უნდა გავარჩიოთ ომელი ტიპის ლინზაა ?
აი მაგალითას რაიმე ამღნიშვნელი აწერია თვითონ ლინზას რომელიც გაგვაგებინებს თუ რომელი ტყიპის ლინზა აყენია სათვალეზე?

ეს იმ შემთხვევასი როცა სათვალე ს რმოყვა დახასიათება ქარხნული მე მაგალიტად მაჩუქეს და არვიცი როლემი ლინზააქვს ისე რამ წარწერები კიაქვს ზედ

PZ87+S ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს აა?

pyramex can/csa S94,3 taiwan


პოსტის ავტორი: Davitus Jul 6 2012, 10:34

ilariona

ეს პირველი არაა, ვწერ ხოლმე ეგეთ სტატიებს როცა მუზა მაქვს newsmile045.gif

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 6th July 2012 - 11:25) *
PZ87+S ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს აა?


P ნიშნავს რომ პოლიკარბონატია, Z87 ხომ დავწერე რომ უსაფრთხოების სტანდარტია, რომელიც ტავისმხრივ იყოფა ქვეკატეგორიებად, S ნიშნავს რომ სპეციალიზირებულია კონკრეტული საქმიანობისთვის




უყურადღებოდ კითხულობთ ამხანაგო ღინტუ newsmile05.gif

CSA S94.3 - ეგეც დარტყმამედეგობსი რაღაც ქვე სტანდარტია, მაგრამ ძირითადად ამერიკულ სტანდარტს ექცევა ყურადღება



ნუ საერთოდ MIL-V-43511C სტანდარტის მოდგმიდან თუ არის, ჩათვალე გეკოც რომ გესროლონ მაინც დაინახავ დღის სინათლეს newsmile05.gif


პოსტის ავტორი: hunter777 Jul 6 2012, 10:35

ვა მადლობა დიდი ეგ ვერწავიკიტხე ეტყობა გაიხარე დავით ესეიგი ვარგობს იმისთვის რაშიც მე ვიყენებ ხო????? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 6 2012, 10:38

hunter777

კი ვარგობს, მოვიცლი და დავდებ გურჯისტანული ტესტირების შედეგებს

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 6 2012, 10:58

Davitus
არის კი ეგეთი ?
წინასწარ საღოოოოოოლ თუ კი

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 6 2012, 11:12

ძალიან საჭირო და გამოსადგეი ინფორმაცია დღესდღეობით ძალიან ცოტა მონადირე თუ ისე სროლის მოყვარული იყენებს დამცავ სათვალეს საქართველოში, არადა ეს აუცილებელია ხშირად მინახავს მწყერზე ნადირობისას მეგობრული ცეცხლი ყველაზე სათუთი ორგანო კი თვალია და ადვილად შეიძლება დაუცველი თვალი დაზიანდეს თუნდაც მწყერზე სანადირო წვრილი საფანტის მოხვედრისას ანუ იმის თქმა მინდა რომ დამცავი სათვალე აუცილებელი ატრიბუტია მონადირისა და ისე სროლის მოყვარულისათვის

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 6 2012, 22:04

აუცილებელი ატრიბუტია,ყველას გირჩევთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Jul 7 2012, 11:49

Davitus
დიდი მადლობა კარგი სტატიაა. ბევრი გიშრომია

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 9 2012, 10:23

გამოწერებზე და ყიდვაზე აქ გააგრძელეთ newsmile05.gif

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=9133

პოსტის ავტორი: LeoTaso Jul 9 2012, 22:40

საინტერესოა ფრიად .
პოლარიზებაზე თუ გაქვს რამე ინფო , იქნებ ეგეც დაგეწერა, საინტერესო იქნება

პოსტის ავტორი: არჩილი May 27 2013, 12:58

ბატონებო, ვინც სათვალეებში ერკვევით გთხოვთ მირჩიოთ გამომადგება თუ არა ასეთი მონაცემების დამცავი სათვალე სანადიროდ?
გამჭირვალე სათვალე, შუშაზე აწერია 1 F და წაგრძელებული, წვეტიანი ნათურის ფორმის მწარმოებლის ნიშანი.
შიგნიდან ჩარჩოზე ერთ მხარეს, ჯერ ისევ მწარმოებლის ნიშანი და შემდეგ -- EN 166 F CE z87+
მეორე მხარეს კი – M 9700 sports.
პასპორტის მიხედვით მასალა პოლიკარბონატი ან აცეტატი, დამზადებულია ინგლისში.
დაიცავს თუ არა ეს სათვალე თვალებს სამწყერე საფანტისგან 20-30 მეტრიდან. თუ აუცილებლად უნდა იყოს ANSI Z87.1+ და ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: Davitus May 27 2013, 13:03

არჩილი

დაიცავს, სრულიად საკმარისია. ბრიტანელებს სხვა სტანდარტი აქვთ

პოსტის ავტორი: არჩილი May 27 2013, 19:18

Davitus
დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 23 2014, 18:27

ესეც შეპირებული ვიდეო

სათვალის ტესტირება, მასზე სხვადასხვა სიდიდის და მუხტის მქონე ვაზნების სროლით.



პოსტის ავტორი: კუთხა Jun 23 2014, 18:52

Davitus
კარგი ვიდეოა დავით, აი ქარის პრობლემაა ცოტა. რომელი სათვალე დატესტე ზუსტი მოდელიც გვითხარი რა

პოსტის ავტორი: კალვერა Jun 23 2014, 19:38

ბიჯო დავითუს #3 და #0-ლიც გესინჯა,სანამ არ გახ**ეტდაnewsmile05.gif საინტეროსოა რამდენს გაუძლებდა D.gif

სათვალე მართლაც აუცილებელია,ცემი განუყრელი ატრიბუტია სანადიროთ,ღამეც და დღეც.

ასევე სათვალე იცავს თვალს ტყეში ,მოულოდნელი და უხერხული ტოტებისგან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 23 2014, 19:40

კალვერა
0 თუ მოგხვდა 35 მეტრზე სახეში გინდა გკეთებია ეგ სათალეები გინდა არა D.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Jun 23 2014, 19:41

ხოო მარა მაინც newsmile05.gif ტვალი გადაგირჩებაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jun 23 2014, 20:02

მე ისიც მაინტერესებს თვალებს ხომ არ ღლის ორი სათვალე მქონდა ერთი რემინგტონი ერთიც რაღაც მასეთი, 2 საათის ორივე ღლიდა თვალებს და ვერ ვხმარობდი

პოსტის ავტორი: Davitus Jun 23 2014, 21:07

კუთხა

კონკრეტული მოდელი არაფერ შუაშია შოთიკ, რაც ზევით მიწერია ის გადაიკითხე, იმ სტანდარტისას რომ იყიდი, ყველა ეგრე უძლებს. დანარცენი დიზაინის, ფერის, შუქგამტარობის და კომფორტის ამბავია.




კალვერა

არ მქონდა თორემ ვესროდი, ისე მაგხელა საფანტი 30 მეტრში მტერს მოხვდეს, თვალი მეორეხარისხოვანი იქნება მაგ შემთხვევაში, ქე გაგასხმეინებს ტვინს ბიჯო და ვის რაში უნდა შენი ჯანმრთელი თვალის კაკლები, შენ ჯვარი გწერია და D.gif

assassin29

ეგ უკვე შუიქგარდატეხაზე,ა ფასიც მაქედან გამომდინარეა, თორემ 15$ იანიც და 150$ იანიც ერთნაირად აკავებს საფანტს თუ სტატიაში ნახსენები სტანდარტები აქვს გავლილი


ტესტირებული სათვალის ფასი თუ არ ვცდები 19$-ს არ სცილდებოდა

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 23 2014, 21:41

კარგი ვიდეოა შემეცნებითი საონტერესო სანახავიიყო საღოლ დავით small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: feroni Jun 23 2014, 23:55

Davitus
დავით იცი რა მაინტერესებს? ეგ სათვალე სტატიკურად გქონდა რამეზე დამაგრებული თუ უბრალოდ ჩამოდებული? ხვდები ალბათ რატომ გეკითხები, სახეზე მყარად არის დამაგრებული და ვერსად წავა, ანუ არც გადავარდება და არც ჩამოვარდება, აქ კიდევ შეიძლება უკან გავარდეს და ტყვიის ძალა ამითაც ჩააქროს.
ისე კარგი ვიდეო გამოგსვლია, ძაან ინფორმატიული და სასარგებლო!

პოსტის ავტორი: Davitus Jun 24 2014, 00:00

feroni

ხო, ვიდეოში გადამავიწყდა მეჩვენებინა, თავის ქალის იმიტაცია, ძველი მანეკენის თავისგან გავაკეთე, შიგნით რაც სიცარიელე იყო ბალისტიკური გელით (არაპროფესიონალური, სახლში მომზადებული) ამოვავსე

ფაქტიურად 95% ით მიახლოებული ცსენარის იმიტირება მოვახდინე

თუმცა მაგ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სადაც 34 გრამიან 5 ნომერს გაუძლო, ნებისმიერ ვარიანტში დაიცავს მწყრის საფანტისგან, სხვათაშორის, გადაჭარბებული მუხტით რომ სავაზნე აგიფეთქდეს, შრაპნელებისგანაც უნდა დაგიცვას ჩემი გათვლებით

პოსტის ავტორი: კუთხა Jun 24 2014, 11:07

small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 24 2014, 11:52

კარგი ვიდეოა. ამის მერე გადავწყვიტე შევიძინო დამცავი სათვალე და ისე ვინადირო.



ესენი თუ წავა სანადიროდ?

პოსტის ავტორი: achiko-l Jun 24 2014, 12:07

უიარაღო
ჩემი აზრით დისკომფორტს შეგიქმნის(ოფლიანობის თვალსაზრისით) სამაგრი რეზინი და აპრავაც (მიუხედავად იმისა რომ,საჰაერო აქვს),განსაკუთრებით ზაფხულში,მწყერზე ნადირობისას.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 24 2014, 12:47

ნამდვილად გასათალისწინებელი ფაქტორია. მაგრამ სამაგიეროდ ზამთარში იხვზე ნადირობისას იქნება კარგი , როდესაც ძლიერი ქარი ქრის.

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 24 2014, 12:52

წელს რაც მომივიდა იმის შემდეგ აუცილებლად ვიყიდი სათვალეს სეზონისთვის
http://www.amazon.com/Radians-Remington-Interchangeable-Lens-Kit/dp/B0039BJ92W/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1403603968&sr=8-3&keywords=shooting+glasses
http://www.amazon.com/Remington-Shooting-Glasses-Clear-Anti-Fog/dp/B000F7RSFI/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1403603968&sr=8-1&keywords=shooting+glasses
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=6091082
რომელს მირჩევთ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 24 2014, 12:58

ციტატა(უიარაღო @ Jun 24 2014, 12:52) *


ესენი თუ წავა სანადიროდ?

რა ღირს ეგენი ხომ არ იცი?

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 24 2014, 13:08

ჭალიმგელა
http://www.amazon.com/10378-Digital-Ventec-Tactical-Google/dp/B003EUAPGC/ref=sr_1_11?ie=UTF8&qid=1403605364&sr=8-11&keywords=rothco+goggles
http://www.amazon.com/Rothco-Black-VenTec-Tactical-Goggle/dp/B001AQUOS6/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1403605395&sr=8-1&keywords=rothco+goggles

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 24 2014, 14:15

ყველა არის 10 დოლარის ფარგლებში. გემოვნების ამბავია, აბა ესენიც ნახეთ.


პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 24 2014, 14:30

ესეც ლინკი http://www.amazon.com/Rothco-Black-Comtec-Tactical-Goggle/dp/B001CCLDT2/ref=pd_sbs_sg_21?ie=UTF8&refRID=1CBKQEVK4R4YTQQ1816C

პოსტის ავტორი: ako-gul Jul 12 2014, 22:09

მე ეს მაქვს , რემინგტონისაა


პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 14 2014, 09:00

ბიჭებო გამოვიწერო მინდა სათვალე და რომელ ფერის შუშას მირჩევთ გამჭვირვალე ცარიელი შუშა clear antifog lens თუ ყვითელი amber lens

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jul 14 2014, 09:50

ციტატა(Gcckoka @ Jul 14 2014, 10:00) *
ბიჭებო გამოვიწერო მინდა სათვალე და რომელ ფერის შუშას მირჩევთ გამჭვირვალე ცარიელი შუშა clear antifog lens თუ ყვითელი amber lens


მე ნარინჯისფერს ვხმარობ და ზალიან კმყაოფილი ვარ

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jul 14 2014, 10:59

მე ყვითელს გირჩევდი.
PS 5-10 დოლარის ფარგლებში მაღალ ხარისხს არ ელოდო.

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 14 2014, 12:04

ახალციხელი
რითი ჯობია?

პოსტის ავტორი: ako-gul Jul 14 2014, 13:07

ციტატა(Gcckoka @ Jul 14 2014, 10:00) *
ბიჭებო გამოვიწერო მინდა სათვალე და რომელ ფერის შუშას მირჩევთ გამჭვირვალე ცარიელი შუშა clear antifog lens თუ ყვითელი amber lens


ყველა ფერის სათვალეს თავისი დანიშნულება აქვს, მაგალითად ყვითელი სათვალე აუმჯობესებს ნებისმიერი მოძრავი სამიზნის დანახვას, ასევე რეკომენდირებულია მოღრუბლულ ამინდში ის ასევე აუმჯობესებს კონტრასტს , თეთრი სათვალე საუკეთესოა მზიან ამინდში, წითელი სათვალე აუმჯობესებს წითელი ფერის მოძრავი სამიზნეების დანახვას , შესაბამისად რეკომენდირებულია სასტენდო სროლისთვის.

არჩევანი შენზეა


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)