პარასკევი დღეა... ვზივარ სამსახურში , ჩვეულ საქმეში ჩაფლული.... ამ დროს ჩემი თანამშრომელი, მონადირე, მეგობარი და კაცი ლომგული ) დათო მეუბნება:
- გუშინ 18 ქედანი მოინადირეს ჩემთან სოფელში...
- ვახ, კარგად უნადირიათ, რა ადგილას?
- ლაგოდეხისკენ. ხომ არ დავგეგმოთ რამე? (მეც მეტი რა მინდოდა, 2 კვირა არსად არ ვიყავი გასული )
- სიამოვნებით ....
და დავიწყეთ დეტალებზე საუბარი...
დათო წინა დღეს წავიდა კახეთში...
მე ჩემს მეგობრებს შევთავაზე წამოსვლა და ისინიც სიამოვნებით დათნხმდნენ...
რადგანაც გვქონდა ინფორმაცია რომ ქედანი ბევრი იყო, ოპტიმისტური შემართებით გავეშურეთ ლაგოდეხისკენ... დათქმულ დროს და ადგილას შეგვხდა დათო თვის მეგობარ და კაი კაცთან ერთად და გავეშურეთ სანადირო ადგილებისკენ...
მიუხედავად მოწმენდილი ცისა და არასანადირო ამინდისა, გული მაინც კარგს მიგრძნობდა...
რადგანაც ჩასაფრებით უნდა გვენადირა, შევარჩიეთ ნომრები და დაველოდეთ რიჟრაჟს და ქედენების გადაფრენას...
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=6105hp4.jpg
ოდნავ ინათა თუ არა, დაიწყო მაგრამ რა დაიწყო... (ეხლაც გამაჟრიალა მაგის გახსენებაზე ) ცა შვდებოდა, იმხელა გუნდები მოფრინავდნენ, ფრთების სისნითა და შრიალით... ჰაერი ვიბრირებდა ))) მაგრამ მხოლოდ მცირე ზომის გუნდები ეშვებოდნენ ქვემოთ...
დავიწყეთ ნადირობა... ნუ როგორც ყოველთვის მხოლოდ ნადირობის შემდეგ ფოტოები გვაქვს ხოლმე )
ტყიდან რომ გამოვედით, დათოვლილი კავკასიონი შემოგვეგება
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=8099312208493_1072632559436.jpg
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=2070412248068_1072632612769.jpg
ესეც ნანადირევი.. არასანადირო ამინდიდან გამომდინარე, ჯამში 14 ქედანი მოვინადირეთ
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=7127111223695_1072663376099.jpg
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=6452512208820_1072688446097.jpg
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=2511412247113_1072632582769.jpg
და After hunting პურიჭამა და მშვენიერი ამინდი...
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=3518111988422_1072663446099.jpg
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=162612249603_1072663392766.jpg
სასიმოვნოდ დაღლილები გამოვუყევით თბილისის გზას...
კარგად გინადირიათ. დრატხაარი მომეწონა, მაგარი ექსტერიერი აქვს.
ხო კარგი ლეკვია. ვნახოთ როგორ გაზრდის პატრონი )
მალადეც გიო მშვენიერი დრო გიტარებია
კი. ცოტა ამინდმა არ გაამართლა სანადიროდ, მაგრამ ისე კარგი იყო ... )
ხოშიანია, მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე, იჭმევა ეს ქედანი?
MORGAN
ბრავისიმო. მაგარია ქედანზე ნადირობა.
ნწუ...
ეგ კერძი არც მე არ ვიცი.. მე მკერდის ბასტურმა ვიცი )
მოკლედ აღვწერ. მრგვალძირიანი თუჯის ქვაბები რომ არის.იმას კიდებ ცეცხლზე. შიგნით ჩაუშვებ ბევრ ერბოს.(მთელ კოლოფს) რომ ადუღდება ჩააწყობ აჯიკაში ან სვანურ მარილში შეზელილ ქედნის მკერდის ნაჭრებს და რომ ჩაიხარშ-ჩაიბრაწება ერბოში..(აი როგორც კარტოფილი ფრი კეთდება ეგრე)ჩაუმატებ ქამა სოკოს. ეგ კეთდება ბუნებაში..პირდაპირ კოცონზე. იიიშ.
ბლექ-ხასან
როდის წავიდეთ ქედანზე? )))
ბიჭებს სიცოცხლე ორი დღეა რაც კახეთიდან დავბრუნდი გუშინწინ ღამით ძალიან ცუდი ამინდი იყო და დილით ჩავედი ქედანზე სანადიროთ და საერთოდ არ იმოძრავა არვიცი რა მოუვიდათ სად გაქრნენ არა და წინა დღეებში სუ შავდებოდა ალაზნის ჭალა. ეხლა რა ხდება არვიცი. აი თქვენკი კარგათ გატპრთობილხართ მალადეც ბარაქა მოგცეთ ღმერთმა. Mორგან
მორგანას დაუხოცია სულ და რას ნახავდი
Iქ იმდენი ქედანი იცის მორგანი შესაფხიზლებლად თუ ეყოფოდათ ალბათ. Uბრალოდ ძალიან ცუდი ამინდიდან გამომდინარე არ იმოძრავეს ტოვლჭყაპი იყო იმ ღამით
დღეს დილითაც ვიყავი და მაგრად მოძრაობდა...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)