თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ ხოხობ ჰანტინგ

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 22 2015, 14:31

მოკლედ ტყის ქათმის წასვლის და იხვის არ შემოსვლის ფონზე გადავწყვიტეთ ივრის ჭალების სამონადირეო მეურნეობის სტუმრობა.
17 დეკემბერი, განწყობა მშვენიალური, ეკიპაჟი მთლად უკეთესი.....
მე, თქვენი მონამორჩილი ნუკრი MAX, ჯოლა, ტამპლიერა (იგივე თავგასა) და კახა ხაჭაპურიძე (მომავალი ოჩოელი)
დილიდან ავკრიფეთ პრავიზია და დავადექით გზას. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით მეურნეობის გლავნი ოფისს!!!
ამინდი მშვენიალური დაგვხვდა, განწყობა კიდე უკეთესი გვქონდა, გავემზადეთ, ავაწყვეთ თოფები, ჩავტენეთ ტყვიები და ჰოი საოცრებავ,
თურმე სნაჩალა ძენგი, პატომ ხოხობიოო.....
ხოდა ცნობისათვის, 150 ლარს იხდი ერთ კაცზე და ამ თანხაში შედის 0-დან 3 ხოხობამდე....
მეურნეობაში პირველად ვიყავი სანადიროდ და ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ზოგი ამბობდა თეთრსაყელოიანი ხოხბები ყავთო, ზოგიც არ ფრინდებიანო, ზოგმაც გვითხრეს უკუდო ხოოხბები არიანო, მაგრამ ბოლოს გარდა არცერთი არ გამართლდა, ისიც სხვებს რომ არ შეეხსენებინათ, ვერც კი შევამჩნიე
რომ კუდები არ ქონდათ... newsmile05.gif
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, შევუდექით ნადირობას...
პირველი ნაბული, 30-40 მეტრიანი რივოკი და მერე აფრენა, კახას იდეალური გასროლა და ადრენალინიც წამოვიდა!
ამას მოყვა ჯოლას გუფის მაააგარი პაწიაშკა, იქაც მამალი ხოხობ, გასროლაც შესაბამისი, ადრენალინი, დაკა და დაკა....
სადღაც 12:00 ისთვის ოთხივეს ნორმა გვქონდა შესრულებული, კარგი ნასიამოვნებიც ვიყავით, მაგრამ რაღაც გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის... ხოოდა ჩვენც გადავწყვიტეთ ტყის ქათამის მაფია ჩაგვეტარებინა, ქედნების კარდებალეტიც გვენახა, მაგრამ ნურას უკაცრავად,
ოჩომ გვითხრა, რაც ინადირეთ, ეგ იმყოფინეთო, წაით ეხლა და ჯოლას ხიოპი ბიორსდეი ფართი ჩაატარეთო!!!

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 22 2015, 14:39

ჩვენც როგორც დამჯერი ოჩოელები, წავედით მცხეთის ზღაპარში ოჩოპინტრეს დირექტივის შესასრულებლად......
აი იქ მოვიდნენ თუ მოვიდნენ დიდი იეღოვას მოწმეები, აი იქ გახურდა თუ გახურდა ადრენალიზაცია!

სურათების და ვიდეობის ქრონოლოგია ტამპლიერასთვის მიმინდია....

პ.ს. რამოდენიმე ვიდეო მეც მაქვს, რასაც მოგვიანებით დავდებ.

ხო სურათების და ვიდეოების შესაბამისად ამბებსაც მოგიყვებით, კაი სახალისო ამბებს.....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 22 2015, 14:55

ხოოოოდა აი მეც მოვედიიიი
ნუ ცოტა მოვიანებით და ნასვამი მაგრამ არაუჭირს მგონია! xexe.gif
ნუ არ ეკერკება რა თავგაზას ეს რეპორტები და ჟაეცი თუ გინდა D.gif

ისე კი ყველაფერი ცვეტნოი დასწერა
კარგი დღე გამოგვიცხო ჯოლიკამ რისთვისაც უღრმესი მადლობა მას!!!
კარგად ვიცოდით სადაც მივდიოდით და რაზეც და წარმოგვედგინა კიდეც რა სიტუაციაც იქნებოდა მაგრამ მინდა გითხრათ არც თუ ისე ცუდი ამბავი იყო.
ხოხობიც კარგი და შუსტრი იყო და ადგილებიც საუკეთესო!
მინდა ავღნიშნო რო არც ჩვენში ზის ჯერ მეურნობების კულტურა და არც მეურნეობებმა იციან მუშაობა!
მოკლედ დავუბრუნდეთ ხოხობს და ვიტყვი რო ძალიან საკაიფო სანადიროა(თუნდა ეს მეურნობის ხოხობი)საკმაოდ შუსტრია და ცოცხალი,ძაღლი თუ კარგია კარგად დაამუშავებს და ლამაზ ნაბულსათ გაჩუქებთ და თუ კარგი ნასროლით დაავირვინებთ სავსემ იახში!
ხო რააც უნდა დამეწერა მაგრამ დამავიწყდა და მერე დავწერ
სურათები და ვიძიუები გოპროთი გადავიღე (წესიერი სამაგრი ვერ ვიშOვნე და იზოლაციით მივამაგრე თოფზე D.gif )ეხლა ვტვირთავ და იმხელაა ზომაში რო დიდ ხანს უნდაბეა და როგორც კი აიტვირთება ეგრევ დავდებ.




























\































პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 22 2015, 14:56

მაინტერესებს ძალიან ეგ ნადირობა. იქნება გაგრძელება უფრო დეტალურად გადმოგვცეთ. ანუ 3 კაცი იყავით და 9 ხოხობი მოინადირეთ? რა დრო მოანდომეთ ნადირობას. როგორ ადგილებში იჯდა ხოხობი. დაფრინავდა სწრაფად თუ ტრაკის აწევა ეზარებოდა... ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 22 2015, 14:57

ვიდეოს ყურებისას მიუთითეთ დიდი ხარისხი(ნუ რამდენზეც კომპი გაგიშვებთ)

ესა თავგაზას ვიძიუ
წამებში მოვასწარი ჩართვა მეგონა არ ჩაიწერდა და ქე მომისწრია რაცხა




ესა ჩემი ბოლოსწინა ნასროლი ძალიან მაგარი ნაბული იყო
დიდხანს გაუჩერდა ხოხობი პოინტერს და ამით ძალიან ვისიამოვნე!






ესა ჩემი პირველი ნასროლი
ზედ გადაება კახას სროლაც.





და აი ის ვითომ სადაო ვიდეო თავგაზა რო იბრალებს რეფერობას D.gif
პირველი ჯოლიკამ ესროლა და ეგრევე ჩემიც გავარდა (ნუ ვისი მოხვდა კიდე საკითხავია xexe.gif )
მოკლედ ჯოლიკასი იყო და ბევრი წელვა ბერვი მერე ჩამოვკიდეთ კაი მამალი ხოხობი საკიდზე! D.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 22 2015, 15:24

ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 22nd December 2015 - 15:31) *
ხოდა ცნობისათვის, 150 ლარს იხდი ერთ კაცზე და ამ თანხაში შედის 0-დან 3 ხოხობამდე....

ანუ რომ არ შეგხვდეს, 150 ლარი აგეხა? D.gif
თუ რომ შეგხვდეს და ვერ მოკლა, მაგ შემთხვევაში გეხევა მაყუთი?

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 22 2015, 15:53

MORGAN
ფულს წინასწარ იხდი , მერე გინდა მოკალი გინდა წიპა წიპა ეძახე D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 22 2015, 16:33

ასე ხსნიან მაგ საკითხს. ფულს იხდი ნადირობაში. 150 ლარი ერთი სანადირო დღე. ლიმიტი გაქვს 3 ხოხობი , თუ ლიმიტს გადასცდი გადაგახდევინებენ ყოველ გადამეტებულ ხოხობზე. მაგრამ თუ ვერცერთი, ან ლიმიტზე ქვემოთ მოინადირე მაშინ მოქმედებს ფასი- "ერთი სანადირო დღე"-150 ლარი. ვალდებულებას არ იღებს სანადირო მეურნეობა რომ აუცილებლად მოინადირებ, ანდა აუცილებლად შეგახვედრებს სასროლად 3 ხოხობს.

ეს ყველაფერი გავიგეთ მაგრამ ახლა გვაინტერესებს იქ მყოფი მონადირეების შთაბეჭდილებები და მათ მიერ დანახული ნადირობა!

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 22 2015, 16:44

როგორც ნუკრამ თქვა თავიდან ცოტა სკეპტიკურად განწყობილები ვიყავით , მე უფრო ძაღლის მუშაობა მაინტერესებდა, მანამდე არ ყავდა ნანახი . საბოლოო ჟამში კმაყოფილები დავრჩით ყველაფრით . მშვენივრად დაფრინავს . ერთი გაიქცა და მერე ისე სწრაფად აფრინდა სროლა გვიანი იყო, ერთიც გავაცილეთ ბათქაბუთქით D.gif . ძაღლს დიდხანს არ უჩერდება გაურბის და ფრინდება, მიტანებას არ აცლის. ზომით მშვენიერი , გემოთიც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 22 2015, 18:31


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 22 2015, 18:43

ეს მინდვრიდან გამოსვლისას აგვიფრინდა, ჯოლამ და ტამპლიერამ ესროლეს....
მოკლედ ნამეტანი იკამათეს, ერთმანეთს აბრალებდნენ ჩამოგდებას (მაინც რას ნიშნავს თავმდაბლობა)
მე როგორც ნეიტრალურმა თვითმხილველმა, მოვითხოვე ვიდეო რეფერი: ხოხობის სიკვტილი დაბრალდა ჯოლას!!!



მარტო დაბრალება არა, დამტკიცდა....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 22 2015, 18:56

ესეც ტამპლიერას სუპერ ნასროლი....
ერთს ვერ ვხვდები, ერთხელ ესროლა და სამი გასროლის ხმა რატო ისმის?
ვითომ ექოა? newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 22 2015, 19:08

ესეც ჰანტინგ 1 სერიის დასასრული......
არად 20 წუთი ვიღებდი ერთ/ერთ ვიდეოს, ძაღლების მუშაობა და 3 ხოხბის ჩამოგდება მეგონა აღვბეჭდე...
გახარებული ვიყავი და თფუიიიი: 1 წამიანი ვიდეო გამოვიდა




პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Dec 22 2015, 21:23

კარქები ხაართ კარქები newsmile045.gif ბარაქიანი ნდირობა გამოგსვლიათ მარა ფასა ნამეტანი ინაირი, ცოტა ადამიანური ფასები როიყოს კარქიიქნებოდა ნამეტანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 23 2015, 08:03

უიარაღო

ციტატა(uiaragho @ 22nd December 2015 - 17:33) *
ანდა აუცილებლად შეგახვედრებს სასროლად 3 ხოხობს.

ცოტა არ იყოს ტეხავს ეს ამბავი

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 23 2015, 08:28

კარგი ნადირობა გამოგსვლიათ small3d018.gif . ცოტა ბალახი რომ იყოს უფრო დიდი სიარული და ძებნა უფრო რთული იქნებოდა და უფრო მიმსგავსებული ველურ პირობებს. ისე საინტერესოა კუდები ერთსაც რომ არ ჰქონდა. ყველას ასე ერთდროულად გასცვივდა თუ დააცალეს?

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 23 2015, 08:41

აქ მამალ ხოხბებს კისერზე პატარა თეთრი ზოლები და ბუმბული რომ აქვთ ზუსთად ის შემთხვევაა რაზეც ნუკრი მეუბნებოდა მეზობელ თემაში. ევროპულების სისხლი ურევიათ.

პოსტის ავტორი: ჩავლე Dec 23 2015, 12:13

თქვენ გენაცვალეთ,კარგი გასვლა და გართობა გამოგივიდათ

newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 23 2015, 13:49

xoshian.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: თაზო Dec 23 2015, 22:08

მაგრები ხართ, ოჩომ დაგჭიპოთ))) ა გძე ჩახოხბილი? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 23 2015, 22:24

ციტატა(uiaragho @ 23rd December 2015 - 09:41) *
აქ მამალ ხოხბებს კისერზე პატარა თეთრი ზოლები და ბუმბული რომ აქვთ

მეც ცუდად მომხვდა თვალში...

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Dec 23 2015, 23:09

ციტატა(ნუკრიMax @ Dec 23 2015, 23:24) *
მეც ცუდად მომხვდა თვალში...



გიბრიდებია ეგენი კოლხური ხოხობისა და ევროპულის ნაჯვარი!

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 23 2015, 23:09

ხოდა აკრძალულია, არ შეიძლება მაგის გაშვება....

პოსტის ავტორი: gacho Dec 24 2015, 11:25

მართაც რომ დიდებული ნადირობა ჩაგიტარებიათ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 24 2015, 11:56

xoshian.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 25 2015, 09:49

ორშაბათ მინდა წასვლა მანდ და ხომ არ იქნება ვინმე მსურველი ?

პოსტის ავტორი: Davitus Dec 25 2015, 10:13

ნუკრიMax

ეგ კამერა არასდროს აღარ წაიღო მეორედ newsmile05.gif ტელეფონით გადაიღე ჯობია, რაღა დროს ეგ კამერაა ბლიაძ. თვალები დამეთხარა. ისე დროა უკვე ვიფიქროთ ნორმალურ გადაღებებზე.

პოსტის ავტორი: gacho Dec 25 2015, 11:46

ნუკრიMax
თუ გაქვს მაგათი ტელეფონი მითხარი სამშაბათს ვესტუმრები.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 25 2015, 20:08

მე არ მაქცს, ჯოლამ იცის

Davitus
ხო, ვიცი...
ეგ კამერა ერთ ადგილზე უნდა დააყენო და მერე კარგი ხარისხია

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 25 2015, 21:02

gacho
http://kazbegi.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=101
გიორგი ჭიჭინაძეს დაურეკე

პოსტის ავტორი: megreli Dec 26 2015, 01:23

კუდი არც ერთს არ ქონდა ? D.gif

პოსტის ავტორი: gacho Dec 26 2015, 06:42

ჯოლა
მადლობა დიდი

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 26 2015, 07:48

ციტატა(megreli @ Dec 26 2015, 02:23) *
კუდი არც ერთს არ ქონდა ? D.gif

კუდი რო არ ქონდა სასაცილოს რას ხედავ ამაში ???

პოსტის ავტორი: ჯოლა Dec 26 2015, 08:09

უთოფო მონადირეს უკუდო ხოხობი ჯობიაო (ხალხური)

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 26 2015, 09:01

აქამდე 2 ამოუხსნელი ამოცანა მაწუხებდა: 1) როგორ დებენ კამფეტში პავიდლოს მაშინ როდესაც ორივე ბოლო დახურული აქვს და 2) როგორ ამრგვალებს ცხვარი კურკლს? ახლა მესამე თავსატეხი დამემატა. რატომ და როგორ არ ჰქონდა არცერთ ხოხობს კუდი. ადამიანის ჩარევის (ბოლოების დაგლეჯვის) გარდა სხვა ვარიანტი ვერ მომიფიქრებია. ბუმბულს კი იცვლის ხოხობი მაგრამ ასე ყველას ერთად როგორ მოუწია?

პოსტის ავტორი: ჩავლე Dec 26 2015, 10:29

ჯოლა
კუდს წინასწარ აპუტავენ რომ ზოგ ზოგიერთებმა ქათამში ვერ გაარჩიონ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 26 2015, 10:42

პოსტის "დალაიქება" როგორ არის აქ? D.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 26 2015, 11:45

ჯოლა
გამიკვირდა newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)