თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ ქედნებზე ბახა-ბუხი :D

პოსტის ავტორი: Fishman Dec 21 2012, 02:37

Attention, Attention!!!

სამშაბათის საღამოა. ვზივარ ჩემთვის კომპიუტერთან C#-ის კოდებს ვუყურებ, მეორე დღეს გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და ამ დროს გაისმა მერკურის ხმა(ტელეფონზე რეკავენ). ჩემმა ტელეფონმა დაყვინა, მაქვს ახალი და შესაბამისად ბევრის ნომერი აღარ მაქვს და ვხედავ უცხო ნომერია... ვახ, ვის გავახსენდი ან რაუნდათ-თქო ვიფიქრე. ამასობაში კი ვუპასუხე და...:

-ალო!
-ლაშა, რას შვები როგორ ხარ?
-კარგად ვარ. რომელი ხარ?
-ზახარა ვარ.
-ვა ზახარ, როგორ ხარ რას შვები და ა.შ.
-კარგად ვარ. ხვალ რას შვები?
-შუადღემდე არაფერს.
-აბა მერე რას შვები?
-მერე უნივერსიტეტში ვარ მისასვლელი.
-სანადიროდ ვაპირებთ ხვალ და ვიფიქრე წამოხვიდოდი...
(ამ დროს ათასმა აზრმა გამირბინა ტვინში, თუ როგორ შეიძლებოდა უნივერსიტეტისთვის თავი ამერიდებინა... მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა...)
-ზახარ, ნახევარ საათში დაგირეკავ და ზუსტად გეტყვი პასუხს.
-კაი, მიდი დაგელოდები.
-კაი.

ამ დროს ჩავარდი იზმენებში. ისიც ვიფიქრე ერთი გამოცდის დედაცთქო, მარა არ გამოდიოდა. მერე ვრეკე ჯგუფელებთან, მაგრამ სასიკეთო ვერც იმათმა მითხრეს რამე... ბოლოს ვიფიქრე გამოცდის დროს იქიდან დავურეკავ, ვეტყვი დიდთოვლობის გამო ტყეში ჩავრჩით და ვერ ვახერხებ მოსვლას და იქნებ გადამიტანოსთქო და ავკრიფე ზახარას ნომერი...

-ალო!
-ალო!
ხმაზე კალვერა ვიცანი უცბად.
-იკო შენ ხარ?
-ხო მე ვარ.
-ბიჭო ლაშა ვარ როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ რას შვები?
-მეც კარგად ვარ... ხოარ ჩაგისვიათ ვინმე?
-არა არავინ. მოიცალე?
-კი კი მოვდივარ. როდის გავდივართ?
-ღამე 3-ზე შენთან ვიქნებით.
-კაი, მოვემზადები მაშინ.

მოკლედ, ცოტა ვიფუსფუსე ჩავბარგდი და ამასობაში კი გახდა 1 საათი. ძილის რა მოგახსენოთ და ვიფიქრე ცოტას მივყვინთავ მაინც-თქო, მაგრამ არც ეგ გამომივიდა.
3-ის ნახევარზე ავდექი ჩავიცვი და იკოს ზარმაც არ დააყოვნა. ჩამოდი მოვედითო - იუწყებოდა...

მეც ავიღე ჩანთა, თოფი, გამოვუშვი ჩემი ლომი და ფრინველთმგუდავი და ჩავედი ქვევით. კვიცივით ნივით დამხვდნენ Jei და კალვერა თავისი ჯინოთი. ჩავბარგდით ჩავსხედით და წავედით ზახარას ასაყვანად. ჩამოვიდა ზახარაც. დავამატეთ ზახარას გრუზებიც, ჩავჯექით და ჰერი-ჰერი ალაზნისკენ.

ეხლა ის დროა უკვე შეჯამებული ეკიპაჟი წარმოგიდგინოთ:

1. კალვერა
2. ზახარა
3. Jei
4. Fishman

ძაღლები: რიჩი და ჯინო.

ცოტა პეიზაჟებით დატკბით newsmile05.gif







თოვლის და ყინვის გამო მოგვიწია ძალიან ნელა სიარული, ამიტომაც იხვის „პერელიოტს“ ვერ მივუსწარით :( ადგილზე რომ მივედით უკვე გათენებული იყო...
გადმოვედით მანქანიდან, ავისხით იარაღი და შევუყევით ტყეს.





ცოტა ვიბოდიალეთ.მე და ზახარამ დავიწყეთ ლაპარაკი, უცბად ზახარამ არწივის მზერა ისროლა, ამას თოფიც მიაყოლა, მარა არაფერი... ქედანმა შეიბერტყა ერთი და გაფრინდა ასტრალში...

აქ ქედნების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა...






დავიწყეთ ისევ ბოდიალი. მე და Jei თლა უშედეგოდ დავბოდიალებდით D.gif რო შევერთდით იკოსაც და ზახარასაც ყავდათ უკვე ნადავლი.

იკომ ალბათ სკოლის ფოტოგრაფის ხმაზე დაუძახა Jei-ს სურათს გიღებო და აი შედეგიც... D.gif



ეხლა შენ გადაგვიღეო...



შიგადაშიგ ცოტ-ცოტა სურათებიც ვიღეთ...











კარგა დრო იყო უკვე გასული. ზახარამ თქვა მანქანასთან წავიდეთ კიშკები წამოვიღოთ, რამე ადგილი მოვძებნოთ და აქ დავჯდეთო. წავედით მანქანასთან. ცოტა იქ მივირთვით.





ავბარგდით და დავუბრუნდით ტყეს.

იხვი და ბატი მოძრაობდა, ოღონდ ძალიან მაღლა და მაგათზე ოცნებასაც თავი დავანებეთ...

ამასობაში თოვლიც თითქმის დამდნარიყო...

ტყე დაგვხვდა ასეთი



და დავტოვეთ ასეთი




გავშალეთ დაყრილ ტოტებზე ჩვენი „პურ-მარილი“ და შევუდექით ჭამისთვის მზადებას. ზახარამ ჩამოასხა თავისი "ფლიაშკიდან", იკომ კიდე რაღაც „მადაფაქობა“ ბუტერბროტები გააკეთა D.gif



















ეს ეს იყო უნდა დაგველია და ზახარამ „ეე ბიჭოო!“ დაიძახა. თავიდან ვერ მივხვდით მე და Jei რა უნდოდა. რო მივხვდით კიდე გაფრენილები იყვენენ D.gif და ისევ დავუბრუნდით „სუფრას“. მეორე დაძახებაზე უკვე არაყი რომელმა რომელს მიასხა, საით გადაასხა და ჭიქა რომელ ხეზე შეაგდო ვეღარ მივხვდით და ავტეხეთ ბაგა-ბუგი D.gif. შედეგი ისევ იყო დიდი 0! ძლივს გამოვნახეთ დრო, დავლიეთ თითო ჭიქა, თითო ლუკმაც გადავყლაპეთ და ამ დროს ისევ ბაგაბუგი ავუტეხეთ ჩვენსკენ მომავალ ქედნებს. შედეგი ისევ დიდი 0! Jei-მ ერთი ამის დედაცო აღარ მშია უნდა მოვკლაო. სისხლი სწყუროდა... ჩვენც ავდექით და გავნაწილდით.

მე პირადად პირველად ვიყავი ქედანზე სანადიროდ და ვესროდი ყველა დისტანციაზე. ვაზნა არ დამნანებია D.gif

ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, რომ ხვდებოდა მარა არ კვდებოდა. რკინის აბჯარ ასხმულები დაფრინავდნენ სავარუდოდ... D.gif

Jei ბუთქებდა,
-„უხ შენი ავაცილე...“
მე ვპასუხობდი:
-არ აგიცილებია.
-რა იცი?
-რა ვიცი და ბუნდღები ჩემთან ცვივა... D.gif

ამასობაში კი გახდა 3 საათი(გამოცდის დრო) და უცბად გამოცდა გამახსენდა. იმ შემართებით, რომ ეხლა ლექტორს დამალაპარაკებენ და უნდა ვაბოლო რაღაცეებითქო დავრეკე ჯგუფელთან მეთქი რა ხდება დამალაპარაკე ან ნომერი გამოართვითქო და დავურეკავთქო. ჰოოოდა ეგრევე მახარა გამოცდა გადაიდოო. მოდით ეხლა და ნუ იტყვით, რომ ოჩოპინტრე არ არსებობს!!! D.gif

მოკლედ, ორმაგად ნასიამოვნები დავრჩი D.gif



ერთხელ კიდევ იკომ ერთი ქედანი 3 ვაზნით ძლივს მოკლა D.gif ეტყობა, რომ კარგი მიზანი აქვს, სულ კოჭებში ესროდა...

და მოკლედ, ასეთ რეჟიმში ვაგრძელებდით ახალი წლის ღამეობანას თამაშს ბათქაბუთქით D.gif

ნუ ბოლოს 2 ცალი მაინც გამოვასალმე სიცოცხლეს და ჩამოვიკიდე ქამარზე. პროგრამა მინიმუმი შესრულებული იყო!

ცოტ-ცოტა კიდევ წავიპოზიორეთ...















დრო დადგა ჩვენი შინ დაბრუნების და გავეშურეთ მანქანისკენ. იქ ცოტა კიდევ წავიხემსეთ, ნანადირევი ვაპოზიორეთ, ჩვენც ზედ მივყევით და ჩავლაგდით.



ესეც სრული ნანადირევი...



აქ ქედანზე გამარჯვებული ზახარა არწივის მზერას აბყრობს არემარეს!





Jei-მ კი იბუზღუნა არ მინდა ამათთან გადაღებული სურათი, არცერთმა თავი არ მომაკვლევინაო, მაგრამ მაინც მოხვდა კადრში D.gif



გამოვეშურეთ თბილისისკენ დაღლილ-დაქანცულები. ტრასამდე გამოსვლისას Jei-მ და ზახარამ „ნივა ყველგან მივას“ პრინციპით მაგრად ი-OffRoad-ეს. მე და იკოს კიდე უკან თითქმის ფეხზე დამდგრებს გათიშულებს გვეძინა. როგორც Jei-მ და ზახარამ გვითხრეს თავებს ხან ერთმანეთს ვურახუნებდით და ხან მანქანის ჭერს... D.gif

მოკლედ, ისევ ნელნელა და მშვიდობით დავუბრუნდით ჩვენ-ჩვენ სახლებს.

P.S. მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი! პირველად ვინადირე ქედანზე(ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე. რთული და აზარტული ყოფილა), გავედი ქალაქგარეთ და მშვენივრად გავატარე დრო... დანარჩენს კიდევ ბიჭები მიამატებენ, თუ რამე გამომრჩა...

მადლობა ყურადღებისთვის. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Jei Dec 21 2012, 03:46

კარგი რეპორტი გამოგივიდა newsmile05.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 21 2012, 05:22

ყველაფერი კარგია მგარმა გამოცდაზე რაქენი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 21 2012, 05:23

აი საღოლ რა ლაშა, ძლივს ერთი ნორმალური რეპორტსმენი არ გამოერიაა, დავიღალე მარტო მე რომ ვწერ და სხვებს ეზარებათ, მოკლედ შენ ყველგან წასაყვანი კაცი ხარ, აწი სხვებმა იოცნებონ D.gif

დაწერა კაცმა გამართულად და ლამაზად, მიბაძეთ სხვებმაც, ორ სიტყვას რომ ვერ აბამთ, ოროსნებო D.gif

იმპროვიზირებული მაგიდა მომეწონა ნამეტანი D.gif

ნადავლიც საკმარისია, რაც მთავარია გახვედით და გაერთეთ, მთავარი ეგაა, ხორცის დედაც...

პოსტის ავტორი: KTX-100 Dec 21 2012, 08:26

Fishman
ზე რეპორტია ძმაო, მალადეც small3d018.gif

ციტატა(jeko 15 @ 21st December 2012 - 06:22) *
ყველაფერი კარგია მგარმა გამოცდაზე რაქენი

????? D.gif

პოსტის ავტორი: გიგი Dec 21 2012, 08:48

KTX-100
ეხლაც რაღაც გამოცდაზე ზის... მემგონი ეგ გამოცდოფილი არის...

პოსტის ავტორი: gogita.m Dec 21 2012, 08:55

მომეწონა რეპორტი.

თქვენადააა...... სხვა ჩიტები არ იყვნენ?newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 21 2012, 08:58

ყოჩარ ლაშაბერ. კარგი რეპორტია. კაიფი მერე გენეხათ მეც რომ მომეხერხებინა და ჩემი პუკალკა "ბელკით" წამოვსულიყავი. D.gif ჯეის ქვემეხი თუ ვერ იღებდა ქედანს.. ჩემი 32 კალიბრი რისთვის უნდა მესროლა ნეტა. D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Dec 21 2012, 09:01


ციტატა(levani @ 21st December 2012 - 09:58) *
ჩემი 32 კალიბრი რისთვის უნდა მესროლა ნეტა

შენ პატარა ქედნებზე იანდირებდი ლევან D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 21 2012, 09:05

Fishman
ყოჩაღ შენ, იქაური გამოცდა არ ვიცი, მაგრამ რეპორტების გამოცდა 5 იანზე ჩააბარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 21 2012, 09:18

მაგარი რეპორტია newsmile05.gif მე მჯეროდა შენი რომ ესე ლამაზად გადმოსცემდი ყველაფერს small3d018.gif small3d018.gif

ხო რაც შეეხება ნადირობას კარგი გამოვიდა , ეგ იყო გამყინვარებამ ნახევარი საათი დაგვაკარგვინა და იხვ-ბატებს ვერ მივუსწარით პერელიოტზე , რომ მივედით უკვე ალაზანზე გადადიოდნენ ძალინ მაღლა , მაგრამ როგორც იტყვიან : ომი ყვერობაა მთავარია მანევრირება !!! D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 21 2012, 09:21

კარგი რეპორტია. საღოლ ბიჭებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Dec 21 2012, 10:01

საღოლ რეპორტი მართლა მაგარია მაგრამ რას ერჩოდით რასაა მაგ მტრედებს და ჩხიკვებს მოკლედ ვერაფერი იპოვეთ და მერემაგას დაერიეეთ ხომ ოხ ოხ ოხ

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 21 2012, 10:01

დონეა დონე !

ფიშმენა კაი თემამეიკერი ყოფილხარ. მაგრად მომეწონა ყველაფერი

newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Dec 21 2012, 10:25

Fishman

მალადეცი გითხარი მე შენ, მშვენიერო პეპორტმწერო...........

და კიდო მალადეცი ბიჭებს, სახალისო გასვლისთვიის.

პოსტის ავტორი: Fishman Dec 21 2012, 11:04

ვააახ მადლობა მადლობა ბიჭებო! მიხარია რო მოგეწონათ newsmile05.gif

ციტატა
ყველაფერი კარგია მგარმა გამოცდაზე რაქენი


აი ეგ დამავიწყდა დამეწერა მარა არაუშავს ეხლა ჩავამატებ.
მოკლედ, შუა ბახაბუხში დავრეკე და მახარეს გამოცდა გადაიდოო. მოდით ეხლა და ნუ იტყვით, რომ ოჩოპინტრე არ არსებობს!!! D.gif D.gif

Davitus

ეხლა დავაფასე ყველა ვისაც აქ რეპორტი დაუდია newsmile05.gif კაი შრომატევადი საქმე ყოფილა newsmile045.gif D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 21 2012, 11:07

რეპორტი კარგი ყო მომეწონა


ბაბუ მაგ მხარე მიდამოებში ცეცხლოვანი ფრინველები არიან ხოლმე ბლომადა და ვეფერი შეიხვედრეთ?? ?? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Dec 21 2012, 12:22

Fishman

ქედანზე ნადირობაც ერთგვარი გამოცდაა, თან პირველად ყოფილხარ newsmile05.gif

წარმატებები და კაი კაი ნადირობები, ეს ერთი და სხვა მრავალი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Dec 21 2012, 20:38

მშვენიერი რაპორტიაnewsmile05.gif მალადეც

ცეცხლოვანი ფრინველებს რაც შეეხება ბაბუ,თვალითაც ვერ ვნახეთ newsmile05.gif ისე კი მინდოდა გეგმა მინიმუმის შესრულება მარა რას იზამ newsmile05.gif

მშვენივრად გავერთეთ,კაი იყო,კიდე მინდა....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 21 2012, 21:56

კარქები ხააართ კარქები!!
ერთი რეპორტმახერიც შემოგვემატა!
ხვალიუ ჯანა ნამდვილად კარგი იყო!ნუ სასურველია რისთვისაც წახვედით ის გენახათ მარა მაინც არაუშავს.

პ.ს. ის ნივა ვისია??

პოსტის ავტორი: Fishman Dec 21 2012, 22:12

T A M P L I E R

ჯეის კვიცია ეგა მემგონი D.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 21 2012, 23:03

კარგია ბიჭებოოო.... newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif


ლაშა ამას გვიმალავდიი?!... newsmile011.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Ellimyst Dec 23 2012, 11:58

ლაგოდეხისკენ არის ბლომად newsmile05.gif
2ჯერ ვიყავით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bull Dec 26 2012, 21:27

Fishman

შენ რამდენი ქედანი მოკალი?

პოსტის ავტორი: Fishman Dec 26 2012, 21:58

Bull

2

პოსტის ავტორი: chagaraa Dec 26 2012, 23:06

საღოლ ბიჭებო, ჯიგრები ხართ! მთავარია მუხლის გაშლა, ნადავლიც მშვენიერია! ბევრი გენადიროთ და ბევრჯერ გაგვანებივრეთ ასეთი კარგი რეპორტებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 26 2012, 23:29

chagaraa


გაიხარე! დიდი მადლობა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 26 2012, 23:33

Fishman
რა დიდი მადლობა !წადი ეხლა და კიდე ერთი რეპორტი მიეცი კაცო... რო ზიხარ სახლში D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 26 2012, 23:36

T A M P L I E R

მაგაზე გაწყენინებ, არაგრცხვენია?! D.gif როგორც კი შანსი მომეცემა ეგრევე მაგას ვიზამ!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 26 2012, 23:39

Fishman

ციტატა(khmaltevza @ 27th December 2012 - 00:36) *
როგორც კი შანსი მომეცემა ეგრევე მაგას ვიზამ!

არ გააცდინოთ ეს ამინდები !ცოტა გაინძერით და რამეს კი ნახავთ

პოსტის ავტორი: Fishman Dec 26 2012, 23:46

T A M P L I E R

დროის ფაქტორი არ მიწყობს სამწუხაროდ ხელს... დღესაც ის დაკიდებული გამოცდა მაფერხებს D.gif

პოსტის ავტორი: kupra Dec 26 2012, 23:56

xoshian.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)