თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ შემოდგომის პირველი ნადირობა

პოსტის ავტორი: Davitus Sep 1 2012, 22:34



შემოდგომა დადგაო და ცამ იცვალა ფერი...
სანადირო ვიკენდს ვგეგმავთ, მე და ტამპლიერი...






აი ასე ხელსა და ფეხს შუა შემოგვეფცქვნა შემოგვეცალა ზაფხულიც, პრინციპში ცოტა იყო და გათავდა, ისე საწყობში მაინც არის დარჩენილი რამცხა რუმცხები, ამიტომ 1 თვესაც გავაქაჩინებთ (ასე ღადაობდნენ ძველად)

თუმცაღა შემოდგომა მეტად პუნკტუალური პერსონაა, ამიტომ არც დაუგვიანია და როგორც ამას ათასწლეულების მანძილზე აკეთებდა, პირველ სეკტემბერსაც უსიკვდილოდ გამოცხადდა

31 აგვისტო დღევანდელი დღისგან განსხვავებით ბევრად ამაღელვებელი მახსოვს, 1 სექტემბრის მოლოდინში, პირველი სასწავლო დღის წინ რომ არდადეგების ემოციებით გაბრუებული, სამზადისში ხარ, თან გიხარია კლასელებს ნახავ, თან გაკვეთილების დამღლელი საათები რომ გახსენდება ცოტა სევდიანდები და ისევ საგაზაფხულო არდადეგების ნოსტალგიებში ვარდები,
სამაგიეროდ საპირველსეკტემბრო საყიდლებზე წასვლისთანავე გავიწყდება ეს ყველაფერი და საღამოს უკვე სარკის წინ იმაზე ფიქრობ რომ ხვალ პირველ ზარზე ყველა შენს ახალ შარვალს და ბოტასებს მისჩერებოდეს იქნება : ))

ჩემი შვებულება ლამისაა შემომელია და ნორმალურად არც გავსულვარ სანადიროდ, მართალია მწყრის სეზონია, მაგრამ ირგვლივ ისეთი საშინელებები ისმის ე.წ. მანოკებზე რომ უკვე სურვილიც არ მაქვს მწყერზე სანადიროდ გასვლის, არ მინდა ამ ვაი მონადირებს გადავეყარო, ყველა ადამიანები ვართ და თავს კონტროლი რომ ვერ გავუწიო...

მოკლედ გადხედე ჩვენი მონადირული ისტორიიდან ვოიაჟებს და რათქმაუნდა გამახსენდა რომ გულიო-გვრიტ-ქედანიც გვყავს სანადირო ნუსხაში, ჩვენი წარსული გამოცდილების გამო, ბევრი ჩალიჩი არც დაგვჭირვებია რომ სასტავი შეკრულიყო, მოკლედ "ისტ ჰანტერზ თიმი" შეიკრა ფაქტიურად 1 საათში, მადლობა ჯეოსელს, მაგთის და ბილაინს, ეგენი რომ არა ფორუმის პიემებით
მოვაგვარებდით საქმეს უმარტვესად newsmile05.gif

სასტავი შეიკრა

TAMPLIER
Hunter777
ჯეკო
Davitus


მე გავუარე ტამპლის, გადავჯექი მანქანაში, რუსთავში მივადექით ჰანტერას, ავიწოვეთ, გადავედით ჯეკოსთან და გავაგრძელეთ გზა მარნეული-გარდაბნის მიდამოებში, დღე იყო ღრუბლიანი, წვიმაც გვემუქრებოდა მაგრამ მაინც ბოლომდე არ გაგვწირა ბუნების შვილები და მაინც დიდი პატივი გვცა


გზად რათქმაუნდა მოსანადირებელი ობიეკტების მოძრაობას ვაკვირდებოდით, მოღრუბლულ ამინდში კი ხვდებით რომ ფაქტიურად არ მოძრაობენ ქედნები, მაგრამ ჩვენ მაინც ოპტიმისტურად განწყობილი მივდიოდით, შესაბამისად ოპტიმიზმმა ორ გზააბნეულ ქედანს პანჩური კრა და ჩვენს მიმართულებით გამოსტყორცნა, იმის გამო რომ ჩვენც ვმოძრაობდით, სროლისთვის მძღოლს მანქანის გაჩერება მოუწია, და 1:0

ანგარიშიც გაიხსნა, პირველი ქედანი შემოდგომის პირველ დღეს ნიკოლოზ ტამპლიეროვიჩს ეკუთვნის "ფენომას" მეშვეობით, 10 ნომერი ვაზნით

http://postimage.org/


ჯეკო გადახტა და პირველი ნადავლიც ჩვენია.

http://postimage.org/

http://postimage.org/


ამ ერთი ნადავლით არ დავკმაყოფილდით იმიტომ რომ ლიცენზიაში ჩაწერილ ზღვრულ ლიმიტამდე ბევრი ფრინველი გვაკლდა : ))) ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით დიდ ყანებს, სადაც სიმინდის და იონჯის ნათესებია

დაახლოებით ვიცოდით სადაც ისხდნენ გულიოს დიდი გუნდები, ჯეკო მოსავლელად წავიდა, ჩვენ გავნაწილდით, ნომრებში

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


მე მაყვლის ბუჩქი მერგო : ))


http://postimage.org/

http://postimage.org/


ამ დროს უეცრად თავს დაგვესხა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ადგილობრივი იხვის ასეული გუნდების არტილერია,



ჩვენ რათქმაუნდა მოვიმარჯვეთ ლიცენზეა სადაც წერია რომ წყალმცურავებზე ნადირობა დაშვებულია 1 ნოემბრიდან,
სამივემ გადავიკითხეთ და იარაღი არც კი დაგვიმიზნებია, ჯეკო სამწუხაროდ ჩვენთან არ იყო და ეს ნუსხა ვერ წავაკითხეთ, ის იყო ტელეფონზე ვურეკავდით რომ გაისმა ორი გასროლის ხმა და ჯეკოს ერთი იხვუკა შემოაკვდა,


http://postimage.org/


ნუ რა გაეწყობოდა, სასწრაფო წესით ვამცნეთ ვადების შესახებ და მანაც ათეულობით იხვს გაუხანგრძლივა 2 თვის სიცოცხლე



ამის შემდეგ ყანა-ყანა მივადექით სამიზნის დისლოკაციის ადგილს, გეგმა იყო შემდეგი, დაჯგუფების ორი წევრი "ალფა" შემოუვლიდა და მიეჭრებოდა გულიოს ბანაკს, აფრენილ და მათგან გადარჩენილ ფრინველებს
რომლებიც ყანისკენ გამოემართებოდნენ ცეცხლს გაუხსნიდა დაჯგუფების დარჩენილი ორი წევრი "ბრავო"

http://postimage.org/

http://postimage.org/


მოკლედ ტაკნტიკურმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მტრის ბანაკში არეულობა ჩვენს სასარგებლოდ გამოიწვია, შედეგით კმაყოფილებმა ყანიდან დასასვენებლად მტრის დარბეულ ბანაკში გადავინაცვლეთ

http://postimage.org/

http://postimage.org/


რათქმაუნდა ზღვრულ ლიმიტამდე ისევ გვაკლდა გარკვეული რაოდენობა, ამიტომ გავემართეთ ახალი კერების აღმოსაჩენად, გზად ისე გულგრილად ვერ ჩავუარეთ შავ ნაყოფებს, რომლებიც ხეზე ბლომად ესხა და ერთი ამოსუნთქვით 5 ცალი ერთად ჩამოვყარეთ...
(მაგათი ერთ-ერთი დაუნდობელი მტერი რომ მე ვარ, ბევრმა კი იცის ამ ფორუმზე : )) )

http://postimage.org/

http://postimage.org/


ისე ვაზნაა დასანანი თორემ გასართობად, პესტკონტროლს კი მოუწყობდა ამ მონოქრომულ არსებებს ადამიანი

ამდენ ბოდიალში გადავედით ბოლნისში და მჟავე წყ**ბიც დავაგემოვნეთ

http://postimage.org/



იქვე ვნახეთ ადგილობრივი მონადირე აზერები, (მე პირველად ვნახე) ძაღლებით იყვნენ მწყერზე და ზოლზე ნადირობდნენ, ვიფიქრეთ გავეკაიფოთ თქო, გვერდზე ყანაში სადაც მხოლოდ ბალახი იყო, შევვარდით მანქანით, კაპოტზე შემოვისვით თოფმომარჯვებული ჯეკო და დავიწყეღ "ჩელნოკით სიარული"



გვიყურეს, გვიყურეს თათრებმა და ბოლოს ერთმა გაბედა და მოვიდა, გვეუბნება გაკვირვებული: სლუში, კტო ვას ტაკ ახოტიტსა ნაუჩილ?

ავუხსენით რომ უბრალოდ ვმაიმუნობდით, მაგრამ ამ საღამოს დარწმუნებული ვარ ბირჟაზე დიდის ამბით მოყვება როგორ გადააწყდა უცნაურად მონადირე "უვიც" თბილისელებს D.gif


მოკლედ თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ბევრი ბოდიალის შემდეგ მივადექით ადგილს, სადაც წავიპოზიორებდით, ცეცხლსაც დავანთებდით და ნანადირევსაც მოვამზადებდით



http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/



პოზიორიბისასაც ქედნების გუნდი ელანდება, ეს ვინა ყოფილა კაცოოო

http://postimage.org/



http://postimage.org/


http://postimage.org/




საკმაოდ იღრუბლებოა და წვიმის საჭიშროებაც იყო, ამიტომ სასწრაფოდ დავაფიქსირეტ ნანადირევი როგორც 21-ე საუკინუის მონადირის წესია და შევუდექით მომზადებას, იმის გამო რომ ფრინველი ძალიან მსუქნიც არ იყო და შესაბამისად დიიიიდი ქვაბიც არ გვქონდა,ასევე მთლიანად გაპუტვა გასუფთავებაც დიდ დრო წაიღებდა, არადა წვიმა იმუქრებოდა მოგევლინებითო, გადაწყდა ნაწილი ფრინველისგან გამოგვეყენებინა მკერდის ფილე და ბარკლები

http://postimage.org/


პუტვის პროცესი



ხორცი რომ შერბილებულიყო დავამარინადეთ ლუდში, გასუფთავებამ მაინც დიდი დრო წაიღო, ცეცხლიც ავაგიზგიზეთ, ქვაბიც ამოვაცუნცულეთ და ერბოც ჩავათხლიშეთ, კარგად ათუხთუხებულ ზეთოვან მასაში
გასუფთავებული ხორციც ჩავყარეთ და დორბლებ მომდგრებმა მგლის თვალებით ალყა შემოვარტყით

http://postimage.org/


http://postimage.org/


http://postimage.org/



რათქმაუნდა სპეციალური ჯადოსნური ფხვნილები და სითხეებიც შევურიეთ რომ კერძიც არანაკლებ ჯადოსნური გამოსულიყო, ამასობაში წვიმა ისევ იმუქრებოდა და ამას უკვე ჭექა-ქუხილით გამოხატავდა.

http://postimage.org/


http://postimage.org/


მაინც იმედის თვალით ვუყურებდით რომ მოვასწრებდით, სახელდახელოდ გავშალეთ სუფრა, მაგრამ ქვაბში კერძს სულ არ ეჩქარებოდა, ჩვენც დამშეულები მივუსხედიტ სუფრას რომ რაც გვქონდა ის მაინც
აგვეთვისებინა სანამ დღის კერძი მოვიდოდა. ის იყო სადღეგრძელო უნდა შეგვესვა და მერთი გვეხსენებინა, წვიმა ამდენი მუქარის შემდეგ, ადგა და მართლა მოვიდა, მოვიდა და ავისალეთ ჩვენც კრუხ წიწილებივით : )))

ვინ სად გარბოდა და ვის რა მიქონდა ვერ გაიგებდა კაცი, მაგარი სასაცილოები ვართ ეს პატარა კაცუნები დედაბუნების წინაშე : ))

მოკლედ ყველაფერი შევყარეთ მანქანაში, ქვაბი სანამ ცეცხლი არ ჩაგქრებოდა ადგილზე უნდა დარჩენილიყო, ასეთი იყო ძირითადი სამოქმედო გეგმა, რაღადაგიმალოთ და წვიმამ რომ გული იჯერა ჩვენი დაბნეული სირბილის ყურებით და სიცილით ადგა და წავიდა

რა გვექნა, ამასობაში კერძიც მომზადდა და გაჯადოსნურდა, გადმოვიღეთ და იმის შიშით რომ წვიმა გვეკაიფებაო მანქანაშივე გავშალეთ პურმარილი, დღის კერძი შეიძლება ითქვას რომ "შედგა" მარინადმა
ტავისი გაიტანა და ხორცი საკმაოდ რბილი გამოვიდა

http://postimage.org/


http://postimage.org/



ვსვით, ვჭამეთ, ვილაყბეთ, ვიხალისეთ, ნაგავი დავასუფტავეთ, ყველაფერი ცავალაგეთ მანქანაში და გამოვედით გზაზე, სანამ თბილისამდე მოვიდოდით გადაუღებლივ იწვიმა, მემგონი ახლაც წვიმს, ამიტომ
შეიძლება თამამად ითქვას რომ ამინდმა დიდი პატივი გვცა, მაღარიჩი ჩვენზეა : ))



ასე და ამგვარად ვისიამოვნეთ და ტკბილ მოგონებებში აღვბეჭდეთ შემოდგომის პირველი დღე

და ცოტაოდენი თქვენც გადმოგეცით, როგორც შეგვეძლო. ღმერთმა ნადირობის, ბუნებში გასვლის სურვილი და შესაძლებლობა არ მოგაკლოთ არავის!




ყვავი იქა, გვრიტი აქა
ტაფა იქა მწვადი აქა








პოსტის ავტორი: sabo73 Sep 1 2012, 22:41

ჰაიიი მალადეც, ჰაააიიი იახშიიი, ჰაიიი გურჯუსტან ოხოტნიკა............. small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 1 2012, 22:52

ვაა რა მაგრად გამისწორდაააააა
მაგარი რეპორტია, მაგარი ბანდა, მაგარი თოფები, მაგარი ფიალები

აი თქვენ გეხუტუნეთ სათითაოდ ვინც მაგ სურათებში ხართ.

პოსტის ავტორი: Fishman Sep 1 2012, 22:53

იფფ მალადეც თქვენ რა! მაგრად ვისიამოვნე

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 1 2012, 23:10

არა რა, უკვე მესამედ ვკითხულობ......

პნვმოუდარ - არ გეწყინოს, მაგრამ ამაზე კარგი რეპორტი ჯერ არ დაგიდია.

newsmile045.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

ჰანთერასგან არ გამიკვირდება პრინციპში ადგილის მინიშნება newsmile045.gif
ეს ხაისტი ჯეკოიე უდაბნოშიც კი იპოვის იხვს და აბა რა...... D.gif
გოგრიკ რაღაც გვრიტებს ვერ ვხედავ შენს ხელებში

იტოგში კარგები ხართ, მთლად გადასარევები არა მაგრამ კარგები D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 1 2012, 23:59

რომანტიული გასვლა კი მოგიწყვიათ, მაგრამ აი რეპორტის მამა ხარ რააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 2 2012, 00:00

ჭალიმგელა
მე უფრო ტყუპისცალი მეგონა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Sep 2 2012, 00:02

ვაი აი მალაცი newsmile05.gif , მშვენიერი გასვლა გამოგსვლიათ

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 2 2012, 00:53

Davitus

იცი რააა ტარება, იცი...... მაგრამ შენ სად იყავი ამასობაში საერთოდ რომ არ ჩანხარ?...... მაგრამ მაინც მაგარი ხარ.... მეამა....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 2 2012, 09:48

სუპერ-ბუპერ-ტრუპერ მაგარი რეპორტია იმისი თუ რა ვიბოდიალეთ ამ ერთ დღეს!
საღოლები შენ დავითა და კიდო მალადეცები!
ყველაფერი "იძიალნათ" გადმოეცი კლიანუს ჩესტნი სლოვა.

კოლეგებს კი ვეტყვი რომ ამ რეპორტის წაკითხვის შემდეგ თუ კიდევ რამე შეკითხვა ან პრეტენზია გაუჩნდებოდათ არ მეგონა ნამდვილად!

არა ისე რა მაგარი შტურმანი მყავს რა D.gif D.gif
მოკლედ დავითუსა არის შტურმან-პოვარ 2012 D.gif

ქირაობის მსურველები დამიკავშირდნენ მე!ტელ:7

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 2 2012, 09:54

ვრეკავ და დაკავებაა

T A M P L I E R

ციტატა(niko @ 2nd September 2012 - 00:10) *
გოგრიკ რაღაც გვრიტებს ვერ ვხედავ შენს ხელებში ? ? ?


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 2 2012, 10:00

Bonehill
გვრიტები ჯანა შენი ბოსტნების მოსავალია და ჩვენ იქ არ ვყოფილვართ შენს დაუკითხავად(რეესტრში ვიკითხე და დაგვიდასტურეს რომ შენ გაგიფორმებია : D)
ხოდა მე მზად ვარ ყოველთვის გვრიტებზე და ქედნებზე სანადიროდ(და არა მარტო)!! ასე რომ!...წელცომე
რავა ქედნები და გულიოები ცოტა ნახე ჩემს ხელშI ?? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 2 2012, 10:04

არა ქედნებიც კარგად ვნახე...
გამოიდარებს და მერე ნახეთ თქვენ ჩარბუზანები მტრედზე newsmile045.gif
წავიდეთ მალე თორემ ღობეც გასამართია, არავინ შევიდეს ბოსტანში D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 2 2012, 10:08

მაშ მაშ
მოიწერ/მოირეკე მერე და....

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 2 2012, 10:11

newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 2 2012, 11:39

მოკლედ ზოგიერთმა ადამიანმა რომ ალმაცერად არ შეხედოს გადმოცემული რეპორტის დეტალებს, დავაზუსტებ რომ "მანქანის კაპოტიდან მწყერზე ნადირობა" არის აბსურდი და "მესნი აბორიგენებს" ვეკაიფებოდით

თუ ვინმემ ეგ სერიოზულად მიიღო, ცადეთ მინდორში მოსიარულე მანქანის ჯერ კაპოტზე შემოჯდომა და მერე თოფის სროლა, და მიხვდებით რა მარაზმთანაც გექნებათ საქმე

რეპორტი ატარებს იუმორულ ხასიათს, ბევრი ისეთი რამ რაც არ უნდა გააკეთო ადამიანმა, ნახსენებია პირდაპირ, აღიარებითი ფორმით და არ ქონია ადგილი რაიმეს დამალვა მიჩქმალვას, ასე რომ "ვითომ აღმოჩენილი უკანონობები" დაიტოვეთ თქვენთვის

ეს კულტურულად რომ ჩამოვყალიბდე



პოსტის ავტორი: hunter777 Sep 2 2012, 15:11

უძალიანმაგრსი რეპოტია აიდა საღოლ აიდა მალადეს დავითუს ოქრო რო იყავი ვიცოდი მარა ეგეტი ბაჯაღლო თუ გედო მაგ გამხმარ მკერდში მაგი კი ეხლა გავიგე მართლაც და იუმორისტულ მონადირული დახალისო და ნაკლებ მოსაწყენი გასვლა გამოვიდა დღის კერძმა ,,მრედი მონასტრულად,, და დალოცვილმა ღვინომ საერთოდ დახურა


რაც შეეხება აღმოჩენილ .. უკანონობებს.. დავითუსმა კარგად ახსნა ( არ მეგონა თუ საჭირო გახდებოდა ვინმესთვის ახსნა) რა და როგორ იყო თქვენ რომ იმ აზერების სახეები გენახაათ D.gif პალტოს ღილებივით ქონდათ თვალები გამხდარი D.gif რასაკეთებენ ესენიო?

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 2 2012, 19:05

საღოლ დავით რეპორტის მამახარ რააა და შენ მომაზადებულ კერძზე აღარაფერს ვიძახი.

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 2 2012, 19:18

რა იცი მაგან კერძი და შენ კიდე სროლა D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 2 2012, 22:30

აუ კერძი მართლა სუპერ-პუპერი იყო და კიდე ტამპლიერას ჩემი ასაკის სიმღეებიაქ მანქანაში სულ კეფაზე ჟრუანტელი მივლიდა გუმანა სექსიმ ვაფშე დახურა D.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 2 2012, 22:30

ეგ რომელია ?? გიგას რეცეპტი ??

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 3 2012, 02:55

გიორგი
ხო გიგას რეცეპტი(ვაფშეტა ბერების მოგონილია მაგრამ პირველმა გიგამ გვაზიარა ამ სიამოვნებას)ძალიან მაგარი იყო!
hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 2nd September 2012 - 23:30) *
კიდე ტამპლიერას ჩემი ასაკის სიმღეებიაქ მანქანაში სულ კეფაზე ჟრუანტელი მივლიდა გუმანა სექსიმ ვაფშე დახურა

მეც მაგარი ვიღადავე,რომ წაიმღერე ეგრევე გამახსენდა რომ მქონდა ეგ შედევრი და ვიცოდი რომ მაგარი რეაქცია გექნებოდა D.gif D.gif
მოკლედ ბოლნისი ჰუმანური სექსით მოვიარეთ D.gif D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 3 2012, 07:31

ისე რეპოტრებში ოსკარით დაჯილდოვება რო მოდიოდეს დავიტუსა მრავალგზის ოსკაროსანი გვეყოლებოდა და


რამე ეგეთი ხო არ მოგვეფიქრებინა ყოველი თვის ბოლოს რაიმე ტიტული ხო არ მიგვენიჭებინა საუკეთესო რეპორტიორისთვის? D.gif








პოსტის ავტორი: lasha rustavi Sep 3 2012, 08:25

გაუმარჯოს ფორუმელებს...რაც კარგია კარგია...იმის თქმა მინდა რომ კარგ ხალხში როგორც ნადირობას ისე პურის ჭამას არაფერი ჯობია...და თუ მითემეტეს ნანადირევი დაემატება ქართულ სუფრას ხომ ზგაპარია პირდაპირ...
d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: გიგი Sep 14 2012, 14:13

კარგი იყო რა...

პოსტის ავტორი: nik@a Sep 14 2012, 16:50

ბრავო...
მაგარი რეპორტია ძალიან... small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Sep 14 2012, 17:17

ვახ ვახ ეს რა მაგარი გასვლა მოგირტყიათ, ხვალიუ ხვალიუ newsmile05.gif თან რეპორტიც ბრწყინვალედ აღწერს ყველაფერს... მაგარია !!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 20 2012, 12:43











































პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 20 2012, 15:30

აუ რა მაგარი და გემრიელი გასვლა გამოგვივიდა.

პოსტის ავტორი: LeoTaso Sep 20 2012, 16:33

T A M P L I E R
ყველაზე გემრიელი ბოლოსთვის შემოგინახია newsmile05.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 20 2012, 17:09

ტაბასკო რა შუაში იყო - მაინც ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 20 2012, 17:49


ბოდიში თუ შენი გემოვნების კომპოზიცია ვერ შევქმენით D.gif D.gif


პოსტის ავტორი: ზახარა Sep 20 2012, 18:48

ყოფილიყო ის განხილვა რას ერჩოდით ??? მშვენიერი დისკუსია გამოვიდა ეხლაც ხელმეორედ ვკითხულობ D.gif მართალია ეს კაცი !! ბროწეულიან ფონზე რაღაც ვერ ჩაჯდა ეგ კეჩუპი D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 21 2012, 10:18

კეტჩუპი არა რაააD.gif
ტობასკო D.gif

მერე კიდე ყველას აქვს თავისი გემოვნება და თავისი გემოვნებით აკეთებს რასაც აკეთებს და არ არის ვალდებული ვინმეს გემოვნებაზე იფიქროს"ნეტა მას თუ მოიეწონებაო"

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 21 2012, 11:12

გიორგი
ტაბასკო იყო თუ რაციყო ძან გემრიელი იყო, კერძში მითუმეტეს

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 21 2012, 11:43

ციტატა
მერე კიდე ყველას აქვს თავისი გემოვნება და თავისი გემოვნებით აკეთებს რასაც აკეთებს და არ არის ვალდებული ვინმეს გემოვნებაზე იფიქროს"ნეტა მას თუ მოიეწონებაო"


ეგეთი სიბრძნეები კიდე ბევრი გაქვს ?? D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 21 2012, 11:45

უFF ბევრი კიდე D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Rifle Sep 25 2012, 10:48

ტობასკო იყო თუ რა იყო, კაცმა ისიამოვნა ბუნებაში, ინადირა, და როგორც გაუხარდა ისე გადაიღო სურათები და გვაჩვენა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 25 2012, 11:15

დიდი მადლობა ყველას!მიხარია თუ მოგეწონათ!თუ არ მოგეწონათ ეგაც მიხარია!

თემა დახულად გამომიცხადებია


daxurulia.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)