თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ იაგური ტურ-ბულენცია

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 16 2015, 11:46

თურმე წინა რეპორტი არ დამიდია, ამიტომ ორივეს ერთად დავდებ

გადავწყვიტეთ წლევანდელი ტურისტობის სეზონიც გაგვეხსნა, ხოდა შევკაზმეთ ცხენები, გავამზადეთ მშვილდ-ისარი, გამოვიყვანეთ ჩვენი ლომტერიერები და დავიძარით ნაცნობი ადგილებისკენ

პირველივე ხევი შედეგიანი გამოდგა. იაგები ცოტა ამოვარდნილები ჩანდნენ ფორმიდან, მაგრამ მალევე მოვიდნენ აზრზე.

სარეკში როგორც ყოველთვის მე წავედი, ჰოდა დავცხე შეძახილები (სიტყვებს აქ ვერ დავწერ, უნდა მოისმინოთ D.gif)

აიღეს კვალი და აფათურდნენ ტურებიც. ხევის ბოლო საიმედოთ იყო ჩაკეტილი, ერთი ნაცნობი გასაძრომი რჩებოდა გვერდით და ისიც ზახარამ ამოკეტა, ინტუიციამაც არ უღალატა

პირველი გასროლა ზახარასი იყო და ერთი ადგილზე დატოვა. ცოტა ხანში ბოლოსკენაც ატყდა სროლები, იქ გურგენასაც დაუსჯია ერთი ბოროტი. რამოდენიმე უკან ჩატრიალდა

ბოლოში გავაღწიეთ, შედეგი 1 ტურა და ერთი მელა აღმოჩნდა


http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

უკანა გზაზე ძაღლები არ დავაბით, თან ნუკრამ თქვა ნამდვილად დავინახე ერთი უკან ჩაბრუნდა ხევშიო

ხოდა მანქანამდე სულ ცოტა გვაკლდა რომ აიშას სუსტი ხმა გავიგე, ეგრევე სარა მიეშველა და ატყდა დიდი გნიასი, ამ ყველაფერს ჟაკანა დიპლომატიურად აკვირდებოდა newsmile05.gif

არც ტურას აწუხებდა მაინცდამაინც და არც ჩვენ გვწყვეტდა გულს ტყუილად ვარო newsmile05.gif ბოლო ბოლო იკადრა და ისიც ჩაება საქმეში

ტურა ტრიალებდა პატარა წრეში, ირგვლივ კარგად გვქონდა ჩაკეტილი, გაქცევის შანსი არ ქონდა, ჰოდა გადაწყვიტა გარედან მოვივლიო და ზედ ზახარას დაეჯახა newsmile05.gif

დაეჯახა თქო რომ ვამბობ, ნამდვილად დაეჯახა newsmile05.gif ზახარა სროლას ვერ ახერხებდა, დაჩი ჩანდა სროლის ხაზზე, ხოდა ადგა და მაგარი პანჩური ამოკრა newsmile05.gif

ტურამ ვაიო დაიძახა და ისევ ბუჩქებში შეძვრა. იქვე დაჩისთან წამიერად გაკვესა ლანდმა, ცოტა მოცხო 00 მაგრამ ვერ მოასწრო.

ბოლოს ისევ ჩემთან გამოიძურწა, თან სარა და აიშა ტრაკზე აჯდნენ, ჰოდა იკადრა გამოძრომა. მეც 00 ით დავასაჩუქრე. სანამ გოგოები წეწავდნენ ჟაკანაც მოვიდა მეც აქ ვარო, განა ვერ მივაგნებდიო და ესეც ეცა

სურათი მობილით გადავიღე, საკმაოდ ბანძია


http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

ამის შემდეგ ჩემს საყვარელ ადგილებში გადავინაცვლეთ, მაგრამ მთელი მინდორ, ველ, გორ, ბორცვ, ხევ, მაღლობი გადამწვარი დაგვხვდა

მაგის გადამწველის დდშვც მე და ყველა ეგეთი დეგენერატის სახლ-კარიც მოვსდღან.

მოკლედ გასვლა 3 ერთეულით დავამთავრეთ, კაი პურიც ვჭამეთ და წამოვედით

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 16 2015, 11:53

ტიხარ-ტუხარ

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 16 2015, 12:05

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ყოჩაღები ხართ.კარგი გასვლა კარგი შედეგით

პოსტის ავტორი: rachveli11 Nov 16 2015, 12:07

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 16 2015, 12:11

ჰოდა აგერ ცხელცხელ გასვლასაც აქვე მივაყოლებ

ისევ შევკაზმეთ ცხენები, ისევ ავისხით აბჯრები, ისევ გავმართეთ ჩვენი მშვილდისრები და ამჯერად უკვე ფორმაში შესული შავი ეშმაკებიც გავიყოლეთ

ეს ისევ ამდენჯერ ჩავატავტოლოგე, მაგრამ ისევ იმ ხევს მივადექით სადაც წინა ნადირობა დავიწყეთ. სამწუხაროდ ცარიელი დაგვხვდა. ეტყობა ჩვენმა კოლეგა იაგისტებმა მიძუყნეს წინა

დღით შაკლები. ჩვენც სხვაგან გადავედით, ტურა მაინც არ არის საძებარი.

სარეკი საკმაოდ რთული იყო ოღონდ, მაგარი გაჯაგული დაგვხვდა. ცოტა მეც შევაშველე ჩემი შეძახილები ძაღლებას და პირველი გასროლაც გაისმა,

ცოტა ხანში 2 ზედიზედ მიყვა კიდევ.

ბოლოში გავედი და ზახარას ყავდა დაგდებული. თურმე პირველი სროლის შემდეგ ტურა ზახარას გამოკიდებია (არ ევასებათ ამ ტურებს ზახარა რააა D.gif )

ჰოდა გამოკიდებულზე ერთი შილაკას მიუყოლებია და ერთიც ზახარას. ერთი ისევ უკან შეტრიალებულა, ჰოდა მეც ისევ შევუტრიალე ძაღლები და ამჯერად ქვემოთ მხარეს

იქით გენო ძია და ტამპლიერა დარაჯობდნენ. იქაც ბევრი არ დაუხანებიათ ერთიც გავარდა. გავედით მეორე ბოლოში და ძიას ყავდა მიფინთიხებული.

ეს სარეკი 2 ცალით დავამთავრეთ. ფეხითვე გადავედით სხვა ადგილას



აი ესე მიმატოვეს და წავიდნენ
newsmile05.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php


ჰოდა რას ვამბობდი, ხო ერთი ბარკალი ერთ ბეჭზე და მეორე.... არა ის სხვა ამბავია. მოკლედ მივასურათეთ ეს სარეკიც და გადავედით სხვაგანთქო

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: თაზო Nov 16 2015, 12:16

ტიხარიო?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 16 2015, 12:22

მეორე ადგილი ცოტა ინერტულად დაიწყო, ძაღლებიც თითქოს დაღლილები ჩანდნენ, მეც ნაკლები ენერგიით ვამხნევებდი

ავიარეთ ერთი პატარა ხევი არაფერი, მეორე პატარაც მივაყოლე არაფერი და დაიწყო და რა დაიწყოოოოოო.....

სამივე იაგი აყეფდა, სამივე სხვადასხვაგან დარბოდა. ატყდა შრაშუნ-შრიალი ლაქაშში და მაყვლნარში. მოკლედ დიდი სსასიამოვნო ჯრიამული წავიდა

ჩვენც ჩაგვაადრენალინა და დავიწყეთ ლოდინი. მართალი გითხრათ ყეფით უფრო ვტკბებიდი და თან ჟაკანას გახსნაც გამისწორდა

გავარდა ერთი... მიყვა კანტროლკაც. ტამპლიერამ შორიდან მანიშნა მზადააო, მერე ქვემოდან გავარდა, ზახარამაც მზადააო, მერე ნუკრამ ხეთქა 3 ზედიზედ....

ზახარამ მიაძახა აცდაო, ეს იძახდა გინდა თუ არა გადატრიალდაო. მოკლედ თავის დანებებას ვაპირებდით რომ იქვე გუბეში გარჭობილი ვიპოვნე

ყეფა ისევ გრძელდებოდა, აიშა მოკლულს ჯენჯავდა, ჯაკანა მეორეს. სარა ისევ ყეფდა და გოგლიკასთანაც დაიქუხა. მოკლედ ერთ პატარა ხევში 4 ერთად მივასვენეთ

6 მტაცებელი უკვე კარგიი შედეგი იყო. ხოდა ჩვენც მანქანისკენ დავიძარით

გზაში უკან მომიტოვეს, არც პრეზიდენტის ხატრი აქვთ და არც მარეკის D.gif ხოოოოდააა.... მოვიმარჯვე აპარატი, წამოვეპარე და დავიყვირე მაჩვი მაჩვითქოოო D.gif

თან მივაჩხაკუნე აპარატი. აგერაა სახეებიც D.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 16 2015, 12:28

კარგა მოღლილებმა და მოშიებულებმა მანქანენთან მივაღწიეთ და მონადირული სუფრაც გავშალეთ

ვთქვით აქეთური იქითური, ვახსენეთ ღმერთი, ვადიდეთ ოჩოპინტრე, მოვიგონთ წარსულები, ვადღეგრძელეთ მონადირეები, დავლოცეთ მომავალი და ქე დავიშალეთ მერე newsmile05.gif

ესე იყო ეს ამბავი

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 16 2015, 12:34

ტიხრიკოზა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 16 2015, 12:38

უი დაგიმთავრებია.....

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 16 2015, 12:52

აი თქვენ გენაცვალეთ, მაგრები ხართ, მაგრები newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩავლე Nov 16 2015, 13:03

მალადციი არლი small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 16 2015, 13:10

ამ სურათზე არ იხალისეთ? newsmile05.gif
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 16 2015, 13:23

გრანდიოზული ნადირობა იყო newsmile05.gif ცოტა მოვაკელით მტაცებელთა ურიცხვ რაოდენობას newsmile05.gif)))))) იაგები და მარეკი მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ small3d018.gif

პანღურის ამორტყმას რაც შეხება ნამდვილი ფაქტი მოყვა პრეზიდენტმა newsmile05.gif)) სროლას ვერ ვახერხებდი და ნომრების არეალიდან რომ არ გასულიყო ისევ ხევში ჩავაბრუნე ჩასაფრებული ხალხისკენ newsmile05.gif)))))))))


ხო რაც შეეხება ტურის თავდასხმას მეც გამიკვირდა წელმოწყვეტილი "ნა ტარან " რომ წამოვიდა პირველი მოხვედრის შემდეგ newsmile05.gif) მეორე მამუკამ ესროლა მაგრამ ისევ წამოდგა და განაგრძო ჩემსკენ წამოსვლა . მეორე ვესროლე გადატრიალდა და მეგონა მორჩა გათავდა , მაგრამ წინა ფეხებით ისევ განაგრძო გზა მიზნის მისაღწევად newsmile05.gif)))) თოფის გადახსნა და ერთი ვაზნის ჩადება მოვასწარი და მერე უკვე 2 მეტრაში გავაჩერე რასაც ქვია newsmile05.gif)))) კაი ჯანზე იყო ეტყობოდა newsmile05.gif

http://postimage.org/image/blbt3sosv/


რეპორტ სუპერ
xoshian.gif

ციტატა(Chalimgela @ 16th November 2015 - 14:10) *
ამ სურათზე არ იხალისეთ?

გოგა თოფის მოხსნის სტადიაშია D.gif ძია გენოს მაგრად კიდია მაჩვი გამოჩენის შეძახილი newsmile05.gif))))))) რადგან იცის რომ ტურების კლასიფიკაციაში არ გადის D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 16 2015, 17:37

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
კაიააა საღოლლლლლლ

პოსტის ავტორი: rezo197313 Nov 16 2015, 18:31

small3d018.gif small3d018.gif კარგად გინადირიათ. ტურაზე შეიძლება ნადირობა?

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 16 2015, 18:39

ციტატა(rezo197313 @ 16th November 2015 - 19:31) *
ტურაზე შეიძლება ნადირობა?

არა არ შეიძლება newsmile05.gif აკრძალულია სამწუხაროდ newsmile05.gif

მიდის სამუშაობები რომ დაშვებული იქნას სეზონურად მაინც newsmile05.gif))) ნუ რაოდენობაზე და გამრავლებაზე აღარ გავარძელებ საუბარს ვისაც ხშირად უწევს ბუნებაში გასვლა კი ეცოდინება რაც ხდება ....

პოსტის ავტორი: OQRO444 Nov 16 2015, 20:58

კარგები ხართ კარგებიიიიიიიი ......... newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Nov 16 2015, 21:25

მალადეც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 16 2015, 21:36

მშვენიერ!
ისე ხანდახან დაიძახეთ ხოლმე კაცო, იქნებ და რამე ვისწავლო ))

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Nov 16 2015, 21:45

სასიამოვნო რეპორტი(ები) და სასიამოვნო ფოტოებია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ასე მოწესრიგებულად,(-ძაღლები(მერე რა რომ მდევრები არააა), მარეკები, ნომრები.....)-არასოდეს არ მინადირია ტურაზე....

2ჯერ ვიყავი სულ, ორივეჯერ ერთი ძაღლი გყვავდა და ვისი ძაღლი იყო იმას სპანიელი ყავდა და ისიც წამოიყვანა(არ ვიცი რატომ), არც მიკითხია,დავინახე თუ არა ეს სპანიელი ეგრევე ხასიათი გამიფუჭდა, ტან თოვლი იყო და საცოდავი სანახავი იყო ისე სციოდა სულ გაილუმპა...შევედით ტუ არა ტყეში...მდევარი(ანგლო) თვალს მოეფარა და მოშორებით ატეხა ყეფა, ერთ ამბავში იყო, 5 წუთში სპანიელი გამოჩნდა რომლის კვალსაც მთელი სიშმაგით, გაცხარებული ყეფიტ აფიქსირებდა ეს დაქლიავებული მდევარი D.gif D.gif სპანიელს უყეფდა კვალზე... D.gif მაგ ზაღლით ნადირობაზე საუბარიც ზედმეტი იყო...ბრაზნარევი ღიმილით გამოვბრუნდი უკან...უბრალოდ სულ მაგ ზაღლის ქება-დიდებაში იყო და გამიკვირდა...მაგის მერე მე მდევრებით არ მინადირია...არც სოროს ზაღლებით
ისე მემგნი ეს ამბავი ანეგდოტებში უნდა დამეწერა.... newsmile035.gif

ტურა არა მაგრამ მტკვრის წალაში სარშან 9 მელა დავთვალე მწკრივში მირბოდნენ ...

პოსტის ავტორი: თაზო Nov 16 2015, 21:52

მაგრები ხართ ბიძიაბაბუებო))) რესპექტუს! მეც ქე უნდა ვყოფილიყავი მადანა, მარა.. კი იცით რატომაც) აწი გამოვსწორდები, ბლიაბუდუ)))))))))

პოსტის ავტორი: megreli Nov 16 2015, 22:40

ჭალიმგელა

კარგი რეპორტია newsmile027.gif
მონატრებულია ფორუმი მსგავს რეპორტებს...
ორივე ნადირობა საკმაოდ ხარისხიანი და შედეგიანი ყოფილა,საინტერესო თავგადასავლებით newsmile045.gif

ზახარა

ზახარ,ის ტურა იყო თუ მაქცია ? D.gif სხვა დროს ერთ ლულაში ვერცხლის ტყვიაც ჩადე xexe.gif

კარგები ხართ,მომეწონა რეპორტი, პირადად მე კიდევ ველოდები მსგავს რეპორტებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: პაატა. Nov 16 2015, 23:28

კარგია.მუსრი გავავლოთ მტაცებლებლებს.გაიხარეთ ძმებო.კარგად გართობილხართ.

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 16 2015, 23:31

36_1_9.gif 36_1_11.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 17 2015, 15:28

ხო ხო ხო რა ამბები დაგიტრიალებიათ მალადცი small3d018.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 17 2015, 20:15

თქვენ არ გაგექცათ მტაცებელი და თქვენ ამოგიწყდათ ტურა-მგელი! კვირას სულ სახლში ვიჯექი... D.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 18 2015, 00:06

აი ეგრე იციან რა... აქედან უნდა იგებდეს კაცი მაგ ამბებს...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 18 2015, 09:30

Davitus
მოგიკვდა პუტინის თავი. პირადათ დაგირეკავ შემდეგში. არ ვიცი აქეთ როდის ხარ ხოლმე

პოსტის ავტორი: BIGმიშა Nov 18 2015, 20:39

კარგი დრო გიტარებიათ, ამ ფოტოებში დიდი მეგობრობა იკითხება, მალადეც. კაია

პოსტის ავტორი: hunter88 Nov 18 2015, 23:23

small3d018.gif კარგია საღოლ ბიჭები

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)