თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ ჩვენი 2013-2014 სეზონისგახსნა

პოსტის ავტორი: Bone Aug 21 2013, 19:51

....მოვიდა დრო კანონმორჩილი მონადირეების....გაიხსნა ნადირობის სეზონი საქართველოში, ზოგიერთი ტერიტორიის გამოკლებით...

სეზონის გახსნისთვის და მანამდე კი "ოჩოპინტრეს თასის" საველე შეჯიბრში, გათამაშების საგულშემატკივროდ უკრაინიდან სტუმრად ჩამოგვივიდა, ყველასათვის პატივსაცემი ადამიანი ,ჩვენი მეგობარი და საპატიო ფორუმელი ბატონი აკოფ კაზარიანი.
გადავწყვიტეთ გახსნა ჩაგვეტარებინა, ჩვენი ვარაუდით თბილისიდან შორს და რაც მთავარია ნაკლები მონადირის , და სავარაუდოდ ელექტროსატყუარების საძაგელი ხმიანობისგან შორს.....ჯავახეთის უკიდეგანო მინდვრებში....

წინასწარ შერჩეულ მინდვრებს მივადექით, ნადირობის სეზონამდე ერთი დღით ადრე. პარასკევს საღამოს.....
ადგილზე მისვლისთანავე , შეგვხდა ოდნავ შეშინებული და ცნობისმოყვარე მზერით, მონადირეთა 5-6 კაციანი ჯგუფი....მონადირებული მწყრებით თასმა კავებზე....რათქმაუნდა ამან ხასიათი დროებით გაგვიფუჭა....

დავბანაკდით და შეუდექით ტრადიციულ სუფრას , სეზონის აღვნიშვნას და სხვა უამრავ საინტერესო სადღეგრძელოებს.....
განსაკუთრებით გახარებული იყო აკოპ 'რომანიჩი' უამრავი წლის შემდეგ ისისევ ხსნიდა სეზონს თავის მშობლიურ მხარეში

http://postimage.org/


http://postimage.org/

მონადირული სუფრა გაიმართა მუსიკის თანხლებით

http://postimage.org/


'ნარსიკა' და 'გიზოვიჩა'

http://postimage.org/


ბატონი აკოპი

http://postimage.org/

ბატონმა აკოპმა უგემრიელესი, მოხარშული ხრამულის ფართო არჩევანი შემოგვთავაზა...არ დამავიწყდება იმ საღამოს მირთმეული თევზის გემო newsmile05.gif

თამადა, ბატონი თამადა...

http://postimage.org/

ასე ლამაზად დაწყებული საღამო, ღამესთან ერთად შეიცვალა ნეგატიურად.....საღამოს 10-11 საათისთვის "მანოკის" გულის ამრევი ხმა გაისმა ჩვენგან მარჯვნივ.....
ერთმანეთი დავამშვიდეთ არაუშავს-ით. გარკვეული ხნის შემდეგ ჩაირთო კიდევ ერთი ე.წ. "მანოკი" სხვა მხარეს....
მოგვიანებით კიდევ ერთი ჩაირთო და მალევე შეწყდა.....
მოკლედ სეზონის გახსნას შევხდით ელექტრო სატყუარების "ალყაში"....ზოგიერთი დილით ვერც და არც გადმოვიდა მანქანებიდან....
ინათა თუ არა დაიწყეს გაუთავებელი სროლა. სროლის ხმა ისმოდა ყველა მიმართულებიდან საიდანაც გვესმოდა "მანოკის" სხმები ღამით....
სროლა ისევე ერთბაშად შეწყდა როგორც დაიწყო... ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ჯიშიანი, დაგეშილი , გამოცდილი ძაღლების თანხლბით....დავბრუნდით მცირედი ნანადირევით...მე 'გიზოვიჩი' და 'მავერიკი'

http://postimage.org/

ნადირობის ლიცენზიით გათვალისწინებულ ნორმას ბოლომდე ვერცერთი მიუახლოვდით..........

მაინც ნასიამოვნები დავბრუნდით დედაქალაქში, ძალზედ გახარებული ჩანდა ბატონი აკოპიც....

ყველას გილოცავთ ნადიორობის სეზონის გახსნას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 21 2013, 19:59

კარგია ჯიმა, მონადირე კაცს ბუნება არ დაჩაგრავს არასდროს, მაგრამ სამწუხაროდ მაპატიეთ რომ ამ ბინძურ სიტყვას ვხმარობ ბუნება ხშირად ამ ნაბიჭ...ის წინაშე უძლურია, მერე ადგებიან სუფრაზე თამამად სირცხვილის გრძნობის გარეშე და საქართველოს ბუნების სადღეგრძელოს დალევენ.

თქვენ კიდევ გენაცვალეთ მაგ ლამაზ მონადირულ სულში, ჯიგრები ხართ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 21 2013, 20:06

სამწუხაროდ კლუბის ერთობლივზე არ ვიყავით, მაგრამ 6 კლუბის წევრი ერთად შევხვდით სეზონის გახსნას. მართალია ბონე, მანოკის ხმა ისმოდა ოთხივე მხრიდან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია და მე და აკოპმა მეგრული ცირა და სხვა ქართული სიმღერები ომახიანად შემოვძახეთ. მშობლიურ მხარეში 3 ათეული წელია სეზონის გახსნას არ შეხვედრია აკოპი და გახარებული იყო. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ

ცოცხალი კი სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი იყო. მადლობა აკოპის ბავშვობის მეგობრებს

პოსტის ავტორი: ბაბუ Aug 21 2013, 20:09

მაგრები ხართ! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 21 2013, 20:11



აი ასე თუ იმღერეთ მაშინ წაგიყვან ზაზა ბატონო კაი ადგილას

პოსტის ავტორი: საბო Aug 21 2013, 22:30

ფრიად მესიამოვნა ამ რეპორტის წაკითხვა. ლამაზი დრო გიტარებიათ. newsmile027.gif

მაგრამ ვერ ვხვდები ამას:

ციტატა(ზაზა @ Aug 21 2013, 21:06) *
სამწუხაროდ კლუბის ერთობლივზე არ ვიყავით,


გაიძულათ ვინმემ ცალკე გასვლა?

სამწუხაროა ის, როცა გინდა, მაგრამ საშუალება არ გავს რაიმეს გაკეთების.

ბოდიშით პირდაპირობიზა.

პოსტის ავტორი: Davitus Aug 21 2013, 23:45

კარგი დრო გიტარებიათ, სამწუხაროა ყველა რეპორტში მანოკისტების ლომის წილი. სტუმრებთანაც შევრცხვით. ბატონ აკოპს, კლუბის მაისური არ მიეცით?

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 22 2013, 10:36

ციტატა(საბო @ Aug 21 2013, 23:30) *
ფრიად მესიამოვნა ამ რეპორტის წაკითხვა. ლამაზი დრო გიტარებიათ. newsmile027.gif

მაგრამ ვერ ვხვდები ამას:



გაიძულათ ვინმემ ცალკე გასვლა?

სამწუხაროა ის, როცა გინდა, მაგრამ საშუალება არ გავს რაიმეს გაკეთების.

ბოდიშით პირდაპირობიზა.


საბო, იმაზე რაზეც ბევრი დაიწერა და თქმულა, ამ სუფთა თემაში ნუ ეხები, გთხოვ

ციტატა(Davitus @ Aug 22 2013, 00:45) *
კარგი დრო გიტარებიათ, სამწუხაროა ყველა რეპორტში მანოკისტების ლომის წილი. სტუმრებთანაც შევრცხვით. ბატონ აკოპს, კლუბის მაისური არ მიეცით?



მე როგორც ოჩოს თასის დახურვის სუფრაზე ნათქვამიდან დედააზრი გამოვიტანე, ჩემთვის უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა, დავრჩით უმაიკოდ, არადა მაგრა მომწონს, დაჟე სამსახურშიც ჩავიცვამმეთქი ვთქვი

პოსტის ავტორი: ბაბუ Aug 22 2013, 11:06

ზაზა
ზაზა,ძაღლებმა რა ქნეს,როგორი კმაყოფილები ხართ?
აკოპის აზრი მაინტერესებს,ბაგირას და მაქსიმუსის მუშაობა როგორ შეაფასა?

პოსტის ავტორი: Maverick Aug 22 2013, 11:40

ბაბუ
ბაგირამ ნორმალურად იმუშავა, თუ გავითვალისწინებთ რომ პირველი მინდორია და ამინდმა არ შეუწყო ხელი, ნიავი არ იყო, დილის 9 საათზე უკვე +30 გრადუსი სიცხე იყო
რაც შეეხება მაქსიმუსს, ის სახლში ისვენებს და ხონდროლიცს სვავს, ავად არის, ფეხი აქვს ნაღრძობი, სეზონს სექტემდრის პირველ შაბათ-კვირას გახსნის

პოსტის ავტორი: Davitus Aug 22 2013, 14:27

ციტატა(zaza @ 22nd August 2013 - 11:36) *
დავრჩით უმაიკოდ, არადა მაგრა მომწონს, დაჟე სამსახურშიც ჩავიცვამმეთქი ვთქვი


არავინ არ დარჩენილხართ, თქვენი მაისურები ჩემთან არის და მოგაწვდით ხელსაყრელ დროს.


ვიდეოები არ მოიპოვება? ძაღლების მუშაობის

პოსტის ავტორი: ჩავლე Aug 22 2013, 15:54

Maverick
საით იყავით დგეს?

პოსტის ავტორი: Bone Aug 22 2013, 16:14

საბო
ვერ მოვახერხეთ. ვინც ვერ მოვახერხეთ ერთობლივი გადავწყვიტეთ იმათმა ერთად გაგვეხსნა სეზონი. გარდა მაგისა;
მწყერი ისე ცოტა იყო, სხვა მონადირესაც რომ ენადირა ჩვენთან ერთად 5 ცალსაც ვერ ავიყვანდით თითო მონადირე

ბოდიში პირდაპირობიზა newsmile05.gif

დავითუს

ვიდეოები კი არა მანოკების ალყაში ვიყავით რასაც ქვია, ვის ცხელოდა მასეთი ფუფუნებისთვის, როგორიც ვიდეოა
მანოკის მომგონის დედა..........

მაისურის გაგზავნა მოგვიწევს ბატონ აკოპისთან...სხვა გზა არაა

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 22 2013, 16:28

ციტატა(Davitus @ Aug 22 2013, 15:27) *
ვიდეოები არ მოიპოვება? ძაღლების მუშაობის



ასეთი კითხვა არავის დაუსვამს. გაიხარე დავით. ჩვენს შემთხვევაში ვიდეოს სურვილი მოგვიკლა მანოკიზაციამ. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ მართლა ცუდად ვიყავი და მანქანიდან არ გადავსულვარ,არა მხოლოდ მანოკის გამო, მოვიწამლე...

ფრინველი როგორც ვიცი ცოტაა (ჯერ მინდორში არ ვყოფილვარ), თუ ძაღლი დადგა ნაბულზე, ყველას უნდა ის ერთი მაინც მონადიროს, მაგრამ ყველასთან მექნება თხოვნა, თითო მუშაობა მაინც გადავიღოთ და დავდოთ. ბაბუს და დათუნას ძაღლების ნაბული მე მგონი ლიდერია ამ სეზონის სურათებში, მაგრამ ვიდეო მაინც აჯობებდა...

ქეიფის და ნანადირევის სურათები სხვაა, ის კი სულ სხვა.

პოსტის ავტორი: nik@a Aug 22 2013, 16:32

ასე თუ ისე კარგი გასვლა გამოგივიდათ, გილოცავთ.
ჯავახეთს რაც შეეხება, უკვე წლებია მაგრა იბომბება და წელს აღარ გავეკარე.

პოსტის ავტორი: ilariona Aug 22 2013, 16:55

ციტატა(niko @ 22nd August 2013 - 17:14) *
მწყერი ისე ცოტა იყო, სხვა მონადირესაც რომ ენადირა ჩვენთან ერთად 5 ცალსაც ვერ ავიყვანდით თითო მონადირე

ბოდიში პირდაპირობიზა

რავი აბა

ashh.gif

პოსტის ავტორი: Bone Aug 22 2013, 17:51

ilariona
ამიტომ არ გაგვიხნია ცალკე. ყველას საქმე გვქონდა საღამოზე........მე პირადად საქმე მქონდა სერიოზული

პოსტის ავტორი: ბაბუ Aug 22 2013, 20:17

ზაზა

ციტატა(zaza @ 22nd August 2013 - 17:28) *
. ბაბუს და დათუნას ძაღლების ნაბული მე მგონი ლიდერია ამ სეზონის სურათებში, მაგრამ ვიდეო მაინც აჯობებდა...

მართალი ხარ!
თითო ,გამორჩეულად ლამაზი მუშაობა და ნაბული რომ გადავიღოთ მართლაც კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2013, 01:06

ციტატა
შეუდექით ტრადიციულ სუფრას , სეზონის აღვნიშვნას და სხვა უამრავ საინტერესო სადღეგრძელოებს.....


ჩვენი სუფრა და სადღეგრძელოები არ ვარგოდა? newsmile045.gif

ციტატა
სამწუხაროდ კლუბის ერთობლივზე არ ვიყავით, მაგრამ 6 კლუბის წევრი ერთად შევხვდით სეზონის გახსნას


სამწუხაროა, ნამდვილად გვაკლდით

ციტატა
გარდა მაგისა;
მწყერი ისე ცოტა იყო, სხვა მონადირესაც რომ ენადირა ჩვენთან ერთად 5 ცალსაც ვერ ავიყვანდით თითო მონადირე


არ შეგეწილებოდით ბონე. გენადირა ჩვენთან და მეტს მოკლავდი newsmile05.gif ბევრის რა გითხრა, 13 ავიღე + ბონუსი

ციტატა
ამიტომ არ გაგვიხსნია ცალკე. ყველას საქმე გვქონდა საღამოზე


იქაც იყვნენ ეგეთები. სუფრას ადრე მოვრჩით და საღამოსაც სახლში იყვნენ


მოკლედ მაგრა გვაკლდით. კარგია რომ კარგი დრო გაატარეთ. დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით მეც გახსნას რომ არ დამთხვეოდა

პოსტის ავტორი: Bone Aug 23 2013, 07:43

small3d018.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 23 2013, 11:36

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 23rd August 2013 - 02:06) *
ბევრის რა გითხრა, 13 ავიღე + ბონუსი

აი კაცი სულ ბონუსებს რავა იღებს?
D.gif


კარგები ხართ ბიჭებო კარგები....
მთავარია რო ასეა თუ ისე ისიამოვნეთ, 1-2 აიღეთ, მინდორში ფეხი გაშალეთ, საუკეთესო ხალხის გარემოცვაში გაატარეთ ის ლამაზი დღე და მშვიდობით დაბრუნდით....

პოსტის ავტორი: ზაზა Aug 23 2013, 12:02

ციტატა(შოთა.03 @ Aug 23 2013, 12:36) *



კარგები ხართ ბიჭებო კარგები....
მთავარია რო ასეა თუ ისე ისიამოვნეთ, 1-2 აიღეთ, მინდორში ფეხი გაშალეთ, საუკეთესო ხალხის გარემოცვაში გაატარეთ ის ლამაზი დღე და მშვიდობით დაბრუნდით....



შოთა, მადლობა, გაიხარე

პოსტის ავტორი: Maverick Aug 23 2013, 13:49

ციტატა(ჩავლე @ Aug 22 2013, 16:54) *
Maverick
საით იყავით დგეს?

დღეს? დღეს სამსახურში ვარ D.gif

პოსტის ავტორი: ჩავლე Aug 23 2013, 13:54

Maverick
ეს ადრე მოგწერე)))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)