Attention, Attention!!!
სამშაბათის საღამოა. ვზივარ ჩემთვის კომპიუტერთან C#-ის კოდებს ვუყურებ, მეორე დღეს გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი და ამ დროს გაისმა მერკურის ხმა(ტელეფონზე რეკავენ). ჩემმა ტელეფონმა დაყვინა, მაქვს ახალი და შესაბამისად ბევრის ნომერი აღარ მაქვს და ვხედავ უცხო ნომერია... ვახ, ვის გავახსენდი ან რაუნდათ-თქო ვიფიქრე. ამასობაში კი ვუპასუხე და...:
-ალო!
-ლაშა, რას შვები როგორ ხარ?
-კარგად ვარ. რომელი ხარ?
-ზახარა ვარ.
-ვა ზახარ, როგორ ხარ რას შვები და ა.შ.
-კარგად ვარ. ხვალ რას შვები?
-შუადღემდე არაფერს.
-აბა მერე რას შვები?
-მერე უნივერსიტეტში ვარ მისასვლელი.
-სანადიროდ ვაპირებთ ხვალ და ვიფიქრე წამოხვიდოდი...
(ამ დროს ათასმა აზრმა გამირბინა ტვინში, თუ როგორ შეიძლებოდა უნივერსიტეტისთვის თავი ამერიდებინა... მაგრამ არაფერი მაფიქრდებოდა...)
-ზახარ, ნახევარ საათში დაგირეკავ და ზუსტად გეტყვი პასუხს.
-კაი, მიდი დაგელოდები.
-კაი.
ამ დროს ჩავარდი იზმენებში. ისიც ვიფიქრე ერთი გამოცდის დედაცთქო, მარა არ გამოდიოდა. მერე ვრეკე ჯგუფელებთან, მაგრამ სასიკეთო ვერც იმათმა მითხრეს რამე... ბოლოს ვიფიქრე გამოცდის დროს იქიდან დავურეკავ, ვეტყვი დიდთოვლობის გამო ტყეში ჩავრჩით და ვერ ვახერხებ მოსვლას და იქნებ გადამიტანოსთქო და ავკრიფე ზახარას ნომერი...
-ალო!
-ალო!
ხმაზე კალვერა ვიცანი უცბად.
-იკო შენ ხარ?
-ხო მე ვარ.
-ბიჭო ლაშა ვარ როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ რას შვები?
-მეც კარგად ვარ... ხოარ ჩაგისვიათ ვინმე?
-არა არავინ. მოიცალე?
-კი კი მოვდივარ. როდის გავდივართ?
-ღამე 3-ზე შენთან ვიქნებით.
-კაი, მოვემზადები მაშინ.
მოკლედ, ცოტა ვიფუსფუსე ჩავბარგდი და ამასობაში კი გახდა 1 საათი. ძილის რა მოგახსენოთ და ვიფიქრე ცოტას მივყვინთავ მაინც-თქო, მაგრამ არც ეგ გამომივიდა.
3-ის ნახევარზე ავდექი ჩავიცვი და იკოს ზარმაც არ დააყოვნა. ჩამოდი მოვედითო - იუწყებოდა...
მეც ავიღე ჩანთა, თოფი, გამოვუშვი ჩემი ლომი და ფრინველთმგუდავი და ჩავედი ქვევით. კვიცივით ნივით დამხვდნენ Jei და კალვერა თავისი ჯინოთი. ჩავბარგდით ჩავსხედით და წავედით ზახარას ასაყვანად. ჩამოვიდა ზახარაც. დავამატეთ ზახარას გრუზებიც, ჩავჯექით და ჰერი-ჰერი ალაზნისკენ.
ეხლა ის დროა უკვე შეჯამებული ეკიპაჟი წარმოგიდგინოთ:
1. კალვერა
2. ზახარა
3. Jei
4. Fishman
ძაღლები: რიჩი და ჯინო.
ცოტა პეიზაჟებით დატკბით
თოვლის და ყინვის გამო მოგვიწია ძალიან ნელა სიარული, ამიტომაც იხვის „პერელიოტს“ ვერ მივუსწარით :( ადგილზე რომ მივედით უკვე გათენებული იყო...
გადმოვედით მანქანიდან, ავისხით იარაღი და შევუყევით ტყეს.
ცოტა ვიბოდიალეთ.მე და ზახარამ დავიწყეთ ლაპარაკი, უცბად ზახარამ არწივის მზერა ისროლა, ამას თოფიც მიაყოლა, მარა არაფერი... ქედანმა შეიბერტყა ერთი და გაფრინდა ასტრალში...
აქ ქედნების წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობა...
დავიწყეთ ისევ ბოდიალი. მე და Jei თლა უშედეგოდ დავბოდიალებდით რო შევერთდით იკოსაც და ზახარასაც ყავდათ უკვე ნადავლი.
იკომ ალბათ სკოლის ფოტოგრაფის ხმაზე დაუძახა Jei-ს სურათს გიღებო და აი შედეგიც...
ეხლა შენ გადაგვიღეო...
შიგადაშიგ ცოტ-ცოტა სურათებიც ვიღეთ...
კარგა დრო იყო უკვე გასული. ზახარამ თქვა მანქანასთან წავიდეთ კიშკები წამოვიღოთ, რამე ადგილი მოვძებნოთ და აქ დავჯდეთო. წავედით მანქანასთან. ცოტა იქ მივირთვით.
ავბარგდით და დავუბრუნდით ტყეს.
იხვი და ბატი მოძრაობდა, ოღონდ ძალიან მაღლა და მაგათზე ოცნებასაც თავი დავანებეთ...
ამასობაში თოვლიც თითქმის დამდნარიყო...
ტყე დაგვხვდა ასეთი
და დავტოვეთ ასეთი
გავშალეთ დაყრილ ტოტებზე ჩვენი „პურ-მარილი“ და შევუდექით ჭამისთვის მზადებას. ზახარამ ჩამოასხა თავისი "ფლიაშკიდან", იკომ კიდე რაღაც „მადაფაქობა“ ბუტერბროტები გააკეთა
ეს ეს იყო უნდა დაგველია და ზახარამ „ეე ბიჭოო!“ დაიძახა. თავიდან ვერ მივხვდით მე და Jei რა უნდოდა. რო მივხვდით კიდე გაფრენილები იყვენენ და ისევ დავუბრუნდით „სუფრას“. მეორე დაძახებაზე უკვე არაყი რომელმა რომელს მიასხა, საით გადაასხა და ჭიქა რომელ ხეზე შეაგდო ვეღარ მივხვდით და ავტეხეთ ბაგა-ბუგი . შედეგი ისევ იყო დიდი 0! ძლივს გამოვნახეთ დრო, დავლიეთ თითო ჭიქა, თითო ლუკმაც გადავყლაპეთ და ამ დროს ისევ ბაგაბუგი ავუტეხეთ ჩვენსკენ მომავალ ქედნებს. შედეგი ისევ დიდი 0! Jei-მ ერთი ამის დედაცო აღარ მშია უნდა მოვკლაო. სისხლი სწყუროდა... ჩვენც ავდექით და გავნაწილდით.
მე პირადად პირველად ვიყავი ქედანზე სანადიროდ და ვესროდი ყველა დისტანციაზე. ვაზნა არ დამნანებია
ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, რომ ხვდებოდა მარა არ კვდებოდა. რკინის აბჯარ ასხმულები დაფრინავდნენ სავარუდოდ...
Jei ბუთქებდა,
-„უხ შენი ავაცილე...“
მე ვპასუხობდი:
-არ აგიცილებია.
-რა იცი?
-რა ვიცი და ბუნდღები ჩემთან ცვივა...
ამასობაში კი გახდა 3 საათი(გამოცდის დრო) და უცბად გამოცდა გამახსენდა. იმ შემართებით, რომ ეხლა ლექტორს დამალაპარაკებენ და უნდა ვაბოლო რაღაცეებითქო დავრეკე ჯგუფელთან მეთქი რა ხდება დამალაპარაკე ან ნომერი გამოართვითქო და დავურეკავთქო. ჰოოოდა ეგრევე მახარა გამოცდა გადაიდოო. მოდით ეხლა და ნუ იტყვით, რომ ოჩოპინტრე არ არსებობს!!!
მოკლედ, ორმაგად ნასიამოვნები დავრჩი
ერთხელ კიდევ იკომ ერთი ქედანი 3 ვაზნით ძლივს მოკლა ეტყობა, რომ კარგი მიზანი აქვს, სულ კოჭებში ესროდა...
და მოკლედ, ასეთ რეჟიმში ვაგრძელებდით ახალი წლის ღამეობანას თამაშს ბათქაბუთქით
ნუ ბოლოს 2 ცალი მაინც გამოვასალმე სიცოცხლეს და ჩამოვიკიდე ქამარზე. პროგრამა მინიმუმი შესრულებული იყო!
ცოტ-ცოტა კიდევ წავიპოზიორეთ...
დრო დადგა ჩვენი შინ დაბრუნების და გავეშურეთ მანქანისკენ. იქ ცოტა კიდევ წავიხემსეთ, ნანადირევი ვაპოზიორეთ, ჩვენც ზედ მივყევით და ჩავლაგდით.
ესეც სრული ნანადირევი...
აქ ქედანზე გამარჯვებული ზახარა არწივის მზერას აბყრობს არემარეს!
Jei-მ კი იბუზღუნა არ მინდა ამათთან გადაღებული სურათი, არცერთმა თავი არ მომაკვლევინაო, მაგრამ მაინც მოხვდა კადრში
გამოვეშურეთ თბილისისკენ დაღლილ-დაქანცულები. ტრასამდე გამოსვლისას Jei-მ და ზახარამ „ნივა ყველგან მივას“ პრინციპით მაგრად ი-OffRoad-ეს. მე და იკოს კიდე უკან თითქმის ფეხზე დამდგრებს გათიშულებს გვეძინა. როგორც Jei-მ და ზახარამ გვითხრეს თავებს ხან ერთმანეთს ვურახუნებდით და ხან მანქანის ჭერს...
მოკლედ, ისევ ნელნელა და მშვიდობით დავუბრუნდით ჩვენ-ჩვენ სახლებს.
P.S. მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი! პირველად ვინადირე ქედანზე(ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე. რთული და აზარტული ყოფილა), გავედი ქალაქგარეთ და მშვენივრად გავატარე დრო... დანარჩენს კიდევ ბიჭები მიამატებენ, თუ რამე გამომრჩა...
მადლობა ყურადღებისთვის.
კარგი რეპორტი გამოგივიდა
ყველაფერი კარგია მგარმა გამოცდაზე რაქენი
აი საღოლ რა ლაშა, ძლივს ერთი ნორმალური რეპორტსმენი არ გამოერიაა, დავიღალე მარტო მე რომ ვწერ და სხვებს ეზარებათ, მოკლედ შენ ყველგან წასაყვანი კაცი ხარ, აწი სხვებმა იოცნებონ
დაწერა კაცმა გამართულად და ლამაზად, მიბაძეთ სხვებმაც, ორ სიტყვას რომ ვერ აბამთ, ოროსნებო
იმპროვიზირებული მაგიდა მომეწონა ნამეტანი
ნადავლიც საკმარისია, რაც მთავარია გახვედით და გაერთეთ, მთავარი ეგაა, ხორცის დედაც...
Fishman
ზე რეპორტია ძმაო, მალადეც
KTX-100
ეხლაც რაღაც გამოცდაზე ზის... მემგონი ეგ გამოცდოფილი არის...
მომეწონა რეპორტი.
თქვენადააა...... სხვა ჩიტები არ იყვნენ?
ყოჩარ ლაშაბერ. კარგი რეპორტია. კაიფი მერე გენეხათ მეც რომ მომეხერხებინა და ჩემი პუკალკა "ბელკით" წამოვსულიყავი. ჯეის ქვემეხი თუ ვერ იღებდა ქედანს.. ჩემი 32 კალიბრი რისთვის უნდა მესროლა ნეტა.
Fishman
ყოჩაღ შენ, იქაური გამოცდა არ ვიცი, მაგრამ რეპორტების გამოცდა 5 იანზე ჩააბარე
მაგარი რეპორტია მე მჯეროდა შენი რომ ესე ლამაზად გადმოსცემდი ყველაფერს
ხო რაც შეეხება ნადირობას კარგი გამოვიდა , ეგ იყო გამყინვარებამ ნახევარი საათი დაგვაკარგვინა და იხვ-ბატებს ვერ მივუსწარით პერელიოტზე , რომ მივედით უკვე ალაზანზე გადადიოდნენ ძალინ მაღლა , მაგრამ როგორც იტყვიან : ომი ყვერობაა მთავარია მანევრირება !!!
კარგი რეპორტია. საღოლ ბიჭებს
საღოლ რეპორტი მართლა მაგარია მაგრამ რას ერჩოდით რასაა მაგ მტრედებს და ჩხიკვებს მოკლედ ვერაფერი იპოვეთ და მერემაგას დაერიეეთ ხომ ოხ ოხ ოხ
დონეა დონე !
ფიშმენა კაი თემამეიკერი ყოფილხარ. მაგრად მომეწონა ყველაფერი
Fishman
მალადეცი გითხარი მე შენ, მშვენიერო პეპორტმწერო...........
და კიდო მალადეცი ბიჭებს, სახალისო გასვლისთვიის.
ვააახ მადლობა მადლობა ბიჭებო! მიხარია რო მოგეწონათ
რეპორტი კარგი ყო მომეწონა
ბაბუ მაგ მხარე მიდამოებში ცეცხლოვანი ფრინველები არიან ხოლმე ბლომადა და ვეფერი შეიხვედრეთ?? ??
Fishman
ქედანზე ნადირობაც ერთგვარი გამოცდაა, თან პირველად ყოფილხარ
წარმატებები და კაი კაი ნადირობები, ეს ერთი და სხვა მრავალი
მშვენიერი რაპორტია მალადეც
ცეცხლოვანი ფრინველებს რაც შეეხება ბაბუ,თვალითაც ვერ ვნახეთ ისე კი მინდოდა გეგმა მინიმუმის შესრულება მარა რას იზამ
მშვენივრად გავერთეთ,კაი იყო,კიდე მინდა....
კარქები ხააართ კარქები!!
ერთი რეპორტმახერიც შემოგვემატა!
ხვალიუ ჯანა ნამდვილად კარგი იყო!ნუ სასურველია რისთვისაც წახვედით ის გენახათ მარა მაინც არაუშავს.
პ.ს. ის ნივა ვისია??
T A M P L I E R
ჯეის კვიცია ეგა მემგონი
კარგია ბიჭებოოო....
ლაშა ამას გვიმალავდიი?!...
ლაგოდეხისკენ არის ბლომად
2ჯერ ვიყავით
Fishman
შენ რამდენი ქედანი მოკალი?
Bull
2
საღოლ ბიჭებო, ჯიგრები ხართ! მთავარია მუხლის გაშლა, ნადავლიც მშვენიერია! ბევრი გენადიროთ და ბევრჯერ გაგვანებივრეთ ასეთი კარგი რეპორტებით
chagaraa
გაიხარე! დიდი მადლობა!
Fishman
რა დიდი მადლობა !წადი ეხლა და კიდე ერთი რეპორტი მიეცი კაცო... რო ზიხარ სახლში
T A M P L I E R
მაგაზე გაწყენინებ, არაგრცხვენია?! როგორც კი შანსი მომეცემა ეგრევე მაგას ვიზამ!
Fishman
T A M P L I E R
დროის ფაქტორი არ მიწყობს სამწუხაროდ ხელს... დღესაც ის დაკიდებული გამოცდა მაფერხებს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)