თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ ქედანზე, ლაგოდეხისკენ...

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 3 2015, 17:57

პარასკევი დღეა... ვზივარ სამსახურში , ჩვეულ საქმეში ჩაფლული.... ამ დროს ჩემი თანამშრომელი, მონადირე, მეგობარი და კაცი ლომგული ) დათო მეუბნება:
- გუშინ 18 ქედანი მოინადირეს ჩემთან სოფელში...
- ვახ, კარგად უნადირიათ, რა ადგილას?
- ლაგოდეხისკენ. ხომ არ დავგეგმოთ რამე? (მეც მეტი რა მინდოდა, 2 კვირა არსად არ ვიყავი გასული )
- სიამოვნებით ....
და დავიწყეთ დეტალებზე საუბარი...
დათო წინა დღეს წავიდა კახეთში...
მე ჩემს მეგობრებს შევთავაზე წამოსვლა და ისინიც სიამოვნებით დათნხმდნენ...
რადგანაც გვქონდა ინფორმაცია რომ ქედანი ბევრი იყო, ოპტიმისტური შემართებით გავეშურეთ ლაგოდეხისკენ... დათქმულ დროს და ადგილას შეგვხდა დათო თვის მეგობარ და კაი კაცთან ერთად და გავეშურეთ სანადირო ადგილებისკენ...

მიუხედავად მოწმენდილი ცისა და არასანადირო ამინდისა, გული მაინც კარგს მიგრძნობდა...

რადგანაც ჩასაფრებით უნდა გვენადირა, შევარჩიეთ ნომრები და დაველოდეთ რიჟრაჟს და ქედენების გადაფრენას...
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=6105hp4.jpg

ოდნავ ინათა თუ არა, დაიწყო მაგრამ რა დაიწყო... (ეხლაც გამაჟრიალა მაგის გახსენებაზე newsmile05.gif ) ცა შვდებოდა, იმხელა გუნდები მოფრინავდნენ, ფრთების სისნითა და შრიალით... ჰაერი ვიბრირებდა ))) მაგრამ მხოლოდ მცირე ზომის გუნდები ეშვებოდნენ ქვემოთ...

დავიწყეთ ნადირობა... ნუ როგორც ყოველთვის მხოლოდ ნადირობის შემდეგ ფოტოები გვაქვს ხოლმე )

ტყიდან რომ გამოვედით, დათოვლილი კავკასიონი შემოგვეგება
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=8099312208493_1072632559436.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=2070412248068_1072632612769.jpg

ესეც ნანადირევი.. არასანადირო ამინდიდან გამომდინარე, ჯამში 14 ქედანი მოვინადირეთ

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=7127111223695_1072663376099.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=6452512208820_1072688446097.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=2511412247113_1072632582769.jpg

და After hunting პურიჭამა და მშვენიერი ამინდი...

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=3518111988422_1072663446099.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=162612249603_1072663392766.jpg

სასიმოვნოდ დაღლილები გამოვუყევით თბილისის გზას...

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 3 2015, 18:43

კარგად გინადირიათ. დრატხაარი მომეწონა, მაგარი ექსტერიერი აქვს.

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 3 2015, 19:28

ხო კარგი ლეკვია. ვნახოთ როგორ გაზრდის პატრონი )

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 3 2015, 19:39

მალადეც გიო მშვენიერი დრო გიტარებია small3d018.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 3 2015, 20:36

კი. ცოტა ამინდმა არ გაამართლა სანადიროდ, მაგრამ ისე კარგი იყო ... )

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 4 2015, 09:48

chali.png xoshian.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 4 2015, 16:05

ხოშიანია, მაგრამ მე მაინც ვერ გავიგე, იჭმევა ეს ქედანი?

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Dec 4 2015, 16:43

MORGAN
ბრავისიმო. მაგარია ქედანზე ნადირობა.

ციტატა(chele @ 4th December 2015 - 18:05) *
იჭმევა ეს ქედანი?

მონასტრულად გაკეთებულ არ გახსომს?.. თუ არ იყავი მაშინ?. ჩემპიონი კერძია.

პოსტის ავტორი: ჩელე Dec 4 2015, 17:41

ნწუ...

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 4 2015, 21:21

ეგ კერძი არც მე არ ვიცი.. მე მკერდის ბასტურმა ვიცი )

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Dec 5 2015, 00:35

მოკლედ აღვწერ. მრგვალძირიანი თუჯის ქვაბები რომ არის.იმას კიდებ ცეცხლზე. შიგნით ჩაუშვებ ბევრ ერბოს.(მთელ კოლოფს) რომ ადუღდება ჩააწყობ აჯიკაში ან სვანურ მარილში შეზელილ ქედნის მკერდის ნაჭრებს და რომ ჩაიხარშ-ჩაიბრაწება ერბოში..(აი როგორც კარტოფილი ფრი კეთდება ეგრე)ჩაუმატებ ქამა სოკოს. ეგ კეთდება ბუნებაში..პირდაპირ კოცონზე. იიიშ.

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 5 2015, 22:45

ბლექ-ხასან
როდის წავიდეთ ქედანზე? )))

პოსტის ავტორი: bashiachuki Dec 6 2015, 17:06

ბიჭებს სიცოცხლე ორი დღეა რაც კახეთიდან დავბრუნდი გუშინწინ ღამით ძალიან ცუდი ამინდი იყო და დილით ჩავედი ქედანზე სანადიროთ და საერთოდ არ იმოძრავა არვიცი რა მოუვიდათ სად გაქრნენ არა და წინა დღეებში სუ შავდებოდა ალაზნის ჭალა. ეხლა რა ხდება არვიცი. აი თქვენკი კარგათ გატპრთობილხართ მალადეც ბარაქა მოგცეთ ღმერთმა. Mორგან

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 6 2015, 17:39

მორგანას დაუხოცია სულ და რას ნახავდი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: bashiachuki Dec 6 2015, 18:13

Iქ იმდენი ქედანი იცის მორგანი შესაფხიზლებლად თუ ეყოფოდათ ალბათ. Uბრალოდ ძალიან ცუდი ამინდიდან გამომდინარე არ იმოძრავეს ტოვლჭყაპი იყო იმ ღამით

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 6 2015, 18:54

დღეს დილითაც ვიყავი და მაგრად მოძრაობდა...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)