თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ გასეირნება ყულევში - "მცდელობა მეორე"

პოსტის ავტორი: Davitus Feb 4 2015, 13:27

გასვლის მონაწილეები

general
Nodar_Ilarionich
Davitus
დავითი
ლევანი
ლუკა

კურცჰარი - რონი



ეს გასვლა სტანდარტულ-არასტანდარტულ-ექსპრომტ-დაგეგმილ და ამავდროულად მოულოდნელ გასვლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ყველა ჩამოთვილი ელემენტი მონაწილეობდა, რისი დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და გადავალ გასვლის რეპორტირებულ აღწერით რეჟიმში

მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, გაგიგიათ ალბათ. ორი თვეა დასავლეთ საქართველოს ფაუნას ვეგუები, მაგრამ დიდი არაფერი არ ხდება. არც იხვი, არც ტყის ქათამი. ამიტომ ბიჭებმა როგორც კი წამოსვლა გადაწყვიტეს, ეგრევე დამეკონტაკტნენ. პარასკევს გადმოვიდნენ თბილისიდან, იმის გამო რომ თეკლათის გზა დაკეტილია, ყულევში - შემოვლითი, ხობი-ჭალადიდის გზით უწევდათ წამოსვლა, იმედი მქონდა რომ საღამოს სასირზე ხორგის მინდვრებში ან ქარიატას ტყეში მოვასწრებდით გზად შევლას.

მაგრამ სამწუხაროდ, ზუსტად "პერელიოტის" დროს მოხდა ჭალადიდის გადასახვევთან შეხვედრა, ვერ ესწრებოდა ამ დღეს "წაპერელიოტება" და გავემართეთ ყულევისკენ.

ყულევში ნადირობის აკრძალვა დაშვებაზე, საკმაოდ გაუგებარი სიტუაციაა, არ არსებობს კონრეტული აკრძალვა და ტერიტორიები, არც რეინჯერები არ "აუკანა ნალებენ" მთავარია იარაღი გაფორმებული გქონდეს და ე.წ. ლიცენზიით დაიარებოდე (მოსაკრებლის 10 ლარიან ფარატინა ქაღალდზეა საუბარი) ჩვენც გადავწყვიტეთ ამ "არეულობით გვესარგებლა" და ნაცნობი საუკეთესო ადგილების სიხარბით, ყულევში დაბანაკება გადავწყვიტეთ (სამეგრელოში ყულევი იხვის სანადირო მექად მოიხსენიება : ) )

დისლოკაციის ადგილზე მისვლისას, უკვე საკმაოდ ბნელოდა, თუცა 240 ვატიან-80 ნათურიან-30 ამპერიან ლედ განათებას წინ რომელი უკუნეთი აღუდგებოდა, ამიტომ საკმაოდ სწრაფად ავაწყვეთ გასაბერი ნავი მცირედი დავილოც-წავუზაკუსკეთ და დაზვერვითი საკონტროლო შეცურვაც განვახორციელეთ, მთვარე მატებაში იყო და მისი გამობრძანებისთანავე, საკმაოდ ნათელი არემარე წარმოჩინდა. დაზვერვა მალევე "მოყომარდა", დაღლილობამ, შიმშილმა და ორაყმა მაინც თავისი "შვრა" და ბანაკს მივაშურეთ, სადაც უკვე ჩამოსულები დაგხვდნენ კლუბის წევრი ნოდარ ილარიონიჩი, ლუკა და ლევანი.

მოკლედ, იმ ღამეს ისეთი სმა ატყდა, სასურათედ მხოლოდ ეს ჭაბუკი გაიმეტებოდა newsmile05.gif




კურცჰარი - რონი (ვერ გაუგია რისთვის წამოიყვანეს, ამდენი ლოთების სადარაჯოდ თუ სანადიროდ)




როგორც იქნა გათენდა, მაგრამ ვაი ასეთ გათენებას. ამ 32 წლის განმავლობაში, ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერულ-ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური დასკვნა გამოვიტანე ამ ცხოვრების შემყურე: არაყი-კონიაკი-ლუდის შერევის დედაც მოვდღან და მაგის მომგონისაც. დალიე რა ზომიერად და კულტურულად იებალაიტუნგ! მოკლედ მე და გენერალამ რომ გავიღვიძეთ და ერთმანეთის თვებს შევხედეთ, ორივე პულტებს ვეძებდით სანამ არ ჩამოვყალიბდით რომ ჩვენს თავებს ვუყურებდით.

ამასობაში მოწადინებულ ხალხს დრო არ დაუკარგავს და დილაადრიან გასული ეკიპაჟი: ნოდარ ილარიონიჩი, ლუკა და ლევანი 3 იხვით მოადგა ნავსაყუდელს. ცოტა სტიმული მოგვეცა ხალხს, მეორე ეკიპაჟი: მე გენერალა და დავითი -კატერის კაპიტანი დიდი თავის ტკივილით და პატარა იმედებით გავემართეთ "საშოვარზე" მთელი სისწრაფით რომ მივცურავდით (7კმ/სთ) ამ დროს აფრინდა ზარმაცი იხვი, იფიქრა ესენი ისე ნელა მოდიან, სროლაც ნელი ეცოდინებათო. ხოდა რაც მოხდა იმის ვიდეოს დავდებთ აქანა მოგვიანებით (ინტრიგა.. ინტრიგა)


აქ იქნება ვიძიუ... მალე



მოკლედ, მევეთრიეთ როგორც იქნა დისლოკაციის ადგილზე, ზოგმა გაშხლართვთერაპიის კურსი წამოიწყო, ზოგმა კიტრისმწნილოთერაპიას მიმართა, ზოგიც საწვავს აზავებდა, ზოგი ფიქრობდა, ზოგს ეძინა,








ზოგიც ნაპირზე მზეს ეფიცხებოდა




მოკლედ საღამოს "პერელიოტისთვის" სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული.

როგორც იქნა, მოვიდა დათქმული დრო, დაზვერვის მონაცემები შეჯამდა და ჩამოყალიბდა სრული სამოქმედო გეგმა, ჩასაფრება, მძევლების დასმა პოზიციაზე და განუწყვეტელი "ლოჟნი სიგნალების გაგზავნა" ანუ ჭყვიტინი. ჩავეშვით 2 ნავით: მაღალსიჩქარიანი (7კმ/სთ) 3.6 ცხენიანი მხეცით და შედარებით კომპრომისული 1 ნიჩბოსნიანი კოლიბრით, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს ანვითარებს სისხლში გლუკოზის მაღალი თანაობისას (მთელი 2კმ/სთ) მუშაობს როგორც ორგანულ საწვავზე, ასევე ალკოჰოლზე. (გაზზე არ გვიცდია, ლობიოსადგურის უქონლობის გამო)








გზად ბრაკონიერებმაც დაგვლოცეს.




კი ვიცოდი, მე რომ რეპორტში არ გამოვჩნდებოდი და მოდაში შემოსული მეთოდი, მეცნიერული ტერმინი რომ ვიხმაროთ: სელფის პრინციპი გამოვიყენე და დავდებ ბარემ ამასაც (აქ მაგარ პახმელიაზე ვარ, ჯერკიდევ)





გზა საკმაოდ გრძელი იყო, მაგრამ მოკლედ მოგვეაჩვენა იქაურმა ფლორამ, ბუნების სილამაზეს მხოლოდ ძრავის გუგუნით გამოწვეული არტეფაქტი არღვევდა.








როგორც იქნა მივედით შერჩეულ ადგილას, ჩავყარეთ იხვის ფიტულებიც. (საკმაოდ შრომატევადი პროცესია, განლაგებასაც თავისი წესი აქვს)






გენერალსკიმ, სათითაოდ შეამოწმა დასმული ფიტულების განლაგების სიზუსტე, თავისი თარაზო თოფით




და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა შენიღბვის ხელოვნების დემონსტრირებას





ამის მერე სურათებისთვის არავის ეცალა : )))) სასირი დიდი ინტენსიობით არ დაიწყო, სამწუხაროდ პირის "მანოკი" საკმაოდ ცუდი გვქონდა, თუმცა ტყის მასივის ისეთი განლაგება იყო, რომ ხმიანობას ალამაზებდა თავისი რეზონანსით. საკმაო ჭყვიტინის შემდეგ გავიგონე დაშვების ხმაც და ერთმა მამალმა მოადინა ფიტულების შორიახლოს "პასატკა" მთვარიანი ამინდი იყო და მკვეთრ მოძრაობს ხედავდა იხვი, ბევრი გარჯა არ იყო საჭირო მის ასაფრენად, თოფს მოიმარჯვებდი თუარა ფრინდებოდა. ბევრი რაღა შეგაწყინოთ და იმ საღამოს დაახლოებით 10 მდე იხვი დავსვით, ცალ-ცალკე და ერთიც წყვილად. დარწმუნებული ვარ, "საიხვე ამინდი" ან თოვლი რომ ყოფილიყო, მანდ ჩვენ გეგმა მინიმუმს უკლებლივ ყველა შევასრულებდით. მოკლედ, ჩამოვაგდეთ, ნაწილს ავაცილეთ, ნაწილი დავკარგეთ, რაც ცვიოდა დინების გამო, ნავით გამოტანას საჭიროებდა (ძაღლი რიგი მიზეზების გამო ვერ წავიყვანეთ)

საკმაოდ კმაყოფილები დავბრუნდით ამ უიხვობაში. მომავალი დღის იმედით, დაღლილებმა, ყველანაირი ლოთაობის გარეშე მივიძინეთ

მესამე დღეც გათენდა და საკმაოდ ქარიანი დილა დაგხვდა, ჯერ სრული გეგმა არ გვქონდა ჩამოყალიბებული, ნაწილი წავიდა წყლის დაზვერვაზე, ნაწილიც ხმელეთის დაზვერვაზე გავეშურეთ, მე და გენერალმა ფართო წყელბის მონახულება და პატარა ფოთში "გაზაპრავკება" გადავწყვიტეთ.

ესეც შემზარავი კადრები, ამასწინად მომხდარი აფეთქებისა, გაზგასამართ სადგურზე, პატარა ფოთთან






უკანა გზაზე ფართო წყალი მოვინახულეთ, საკმაოდ აღელვებული იყო და იხვი არსად არ იჯდა




მერე ზღვასაც დავხედეთ, წყნარი იყო, მაგრამ იხვები თვალსაწიერის არეში ვერ დავაფიქსირეთ, რონიმაც პირველად იხილა ზღვის უკიდეგანო სივრცე და ჰორიზონტი.




საკმაოდ ფლობადი ქვიშა იყო და ბოლომდე ვერ გავრისკეთ მანქანით შესვლა



იმედი ქონდა, იხვებით გადაშავებული ზღვის ნახვის, მაგრამ ჩაუვარდა კოვზი "ქვიშაში" : ))






მივბრუნდით დისლოკაციის ადგილას, შევიკრიბეთ ორივე სადაზვერვო განაყოფი, და შევჯერდით რომ, ნაწილი თბილისში გაბრუნდებოდა, ნაწილი დავრჩებოდით საღამოს პერელიოტზე და წამოსვლისთანავე დაიძვრებოდნენ თბილისში, მე კი ჩემებთან.

ავლაგდით ნაწილობრივ, ჩავლაგდით, და გავუდექით ისევ იმავე გზას,





ისევ ჩავყარეთ ხვიხვები, ისევ დავლოცეთ ოჩოპინტრე და ისევ დავიკავეთ პოზიციები, მთვარე თითქმის სრული იყო და საკმაოდ ანათებდა














ხელოვანმა ბუნებამ ისევ დაგვატკბო თავისი შემოქმედებით








ეს ღამე ბევრად უსედეგო გამოდგა, სამწუხაროდ, ისეთი მთვარე გამოვიდა მოწმენდილ ცაზე, რომ იხვი ზოგჯერ დაჯდომასაც ვერ ასწრებდა ისე ფრინდებოდა დამფრთხალი, ან შორს ჯდებოდა, ისევ გამისკდა ფილტვები. სხვათაშორის, შორიახლო იჯდნენ ელეკტრომანოკისტები, და მინდა გითხრათ რომ თოფიც არ გაუსვრიათ, როცა ჩვენ ათიოდე გასროლა მაინც გავაკეთეთ. ამიტომ პირის სასულე სატყუარა, ბევრად ეფექტურია, რიგ შემთხვევებში ვიდრე ელეკტრო სატყუარა.

ეს ჩასაფრება, მოპოვებული იხვის გარეშე დასრულდა, თუმცა სროლით კი ვესროლეთ რამდენიმეს : ))


საბოლოო შედეგი მაინც წინა დღის ნადავლით გადაღებული დილის ფოტო გამოდგა, ასე რომ გული მაინცდამაინც არ დაგვწყევტია.







მოკლედ, კარგად გავერთეთ, ბუნებასაც ზიანი არ მივაყენეთ, კარგი ხალხიც გავიცანით და ასე მშვიდობით და კარგი განწყობით კიდევ ერთი ვიკენდი მივაწერეთ ტკბილი მოგონებების სიას.


გმადლობთ რომ თქვენი ძვირფასი დროის ნაწილი დაუთმეთ ამ თათარიახლად მირეპორტებულ მასალას.

პოსტის ავტორი: dima71 Feb 4 2015, 13:39

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: maxo_987 Feb 4 2015, 14:03

მშვენიერია

პოსტის ავტორი: ახალციხელი Feb 4 2015, 14:19

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: jola Feb 4 2015, 14:25

უმშვენიერესია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 4 2015, 14:35

მაგარი რეპორტი თავის მაგარი ნადირობით.ჯიგრები ხართ small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Rey - Feb 4 2015, 14:47

ბრავო. small3d018.gif

მაგრად მინდა იხვზე ნორმალური ნადირობა.ამ სამსახურს რა ვუთხარი newsmile039.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Feb 4 2015, 15:26

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Feb 4 2015, 17:16

d778bc34f693c93907196ff195628213.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 4 2015, 17:24

კაი ნადირობა მოგიწყვიათ ყოჩაღ ბიჭებო

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 4 2015, 17:33

მშვენიალურ...
საერთო ჯამში რამდენი აიღეთ?

პოსტის ავტორი: achiko-l Feb 4 2015, 17:46

გენაცვალეთ,ჯიგრები ხართ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: baroni Feb 4 2015, 18:15

კარგია კარგი.. ამიწიოკეტ არა ჩემი ყულევი D.gif D.gif იხვი მაგდროს ზგვაზე ნაკლებად ჩანს მაგდროს ძაან შიგნი ზის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 4 2015, 20:50

კარგები ხართ ბიჭებო გენაცვალეთ თქვენა ისეთი ზამტარი დაგვიდგა სანატრელი მყავს იხვი ამ სეზონზე გადარევასა ვარ ტქვენ კი კარგად მინადირიათ newsmile05.gif გიყრიატ ჩემი გულის ჯავრები

პოსტის ავტორი: hunter88 Feb 4 2015, 20:54

მაგარი გინადირიათ! ვისიამოვნე ფოტოებით small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Feb 4 2015, 21:09

newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Feb 4 2015, 21:17

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif ashh.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 5 2015, 09:15

ნორმალურად გინადიროათ. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 5 2015, 11:36

კარგია მომეწონა newsmile027.gif კარგად და საინტერესოდ გაგიტარებიათ დრო newsmile05.gif) ნანადირევითაც დამშვენებულხართ ასე თუ ისე newsmile05.gif Shooting.gif ამინდების გადამკიდე მაინც კარგი შედეგია newsmile05.gif
რაც შეეხება ჩასაყვირ მანოკს,მეც რაღაც უბრალო საყვირი მაქვს,მაგრამ დავრწმუნდი მის "სიძლიერეში" newsmile045.gif ბიძაჩემმა ორჯერ დასვა ორი გუნდი და მე ბატები მოვიყვანე სათოფეზე (როგორ და რანაირად ჯერაც ვერ გავიზარე newsmile040.gif )
კარგი რეპორტია,სპეც ოპერაციის სტილშია აღწერილი D.gif შენ რადარიც გექნებოდა სახივე მანდ D.gif გვიმალავ მაგას ხო ? D.gif
ყოჩაღ დავით !!!

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 5 2015, 12:15

კარგები ხართ ბიჭებო ყოჩაღ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 5 2015, 12:18

ixvi.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 5 2015, 12:51

საღოლდ დავითუს. მაგარი რეპორტია. მოდი და ნუ ეარადგენ ნომინაციაზე. newsmile05.gif ხოლო..რაც შეეხება რონიმ რომ პირვლად იხილა ზღვა.. მაგს ურათს..მაგარი სათაური და ნებისმიერ გამოფენას დაამშვენებს. კარგი დროც გაგიტარებიათ. პახოდუ.

პოსტის ავტორი: megreli Feb 5 2015, 13:00

ციტატა(levani @ 5th February 2015 - 13:51) *
მოდი და ნუ ეარადგენ ნომინაციაზე.

ოქროს იხვის დაჯილდოვებაზე ? D.gif

ციტატა(levani @ 5th February 2015 - 13:51) *
რაც შეეხება რონიმ რომ პირვლად იხილა ზღვა.. მაგს ურათს..მაგარი სათაური და ნებისმიერ გამოფენას დაამშვენებს.

ეგ სულ გამომეპარა,ძალიან მაგარი ფოტოა !

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 5 2015, 13:07

ციტატა(dato1992 @ 5th February 2015 - 15:00) *
ოქროს იხვის დაჯილდოვებაზე ?

არა..საუკეთესო რეპორტის.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 5 2015, 13:27

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 5 2015, 13:50

უდავოდ კარგი რეპორტია მაგრამ "ტროფეის" სურათების ნაკლებობა იგძნობა. იხვი ცოტა მეტგან, და მსხვილი პლანითაც რომ ჩანდეს საუკეთესო იქნებოდა.

პოსტის ავტორი: general Feb 5 2015, 15:53

ვიდეოც დაიდება მალე.

პოსტის ავტორი: Davitus Feb 5 2015, 17:53

უიარაღო

ეგ სურათიც დაგვავიწყდა ლამის, არ იყო იმდენი იხვი და მოტივაციაც არ გვქონია გადაღების, უშუალოდ მოკვლის და შეგროვების პროცესი იმდენად დამქანცველი იყო, მაგ დროს მობილურით სურათის გადაღება, თან ვსპიშკით, არც არავის გახსენებია. ეგ სურათები რაც არის, ძირითადად გართობის მიზნით გადავიღე და მერე მოვიდა გარეპორტების იდეაც.

ვიდეო არის სამაგიეროდ კარგი, როგორც მეუბნებიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 5 2015, 19:07

მშვენიერი გამოსულა საბოლოოდ რა გინდა. small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 5 2015, 22:56

ციტატა(Davitus @ 5th February 2015 - 19:53) *
ძირითადად გართობის მიზნით გადავიღე

გართობა ეძახე შენე..და ძაღლი რომ გაკვირვებული უყურებს ჰორიზონტს..კი გამოგივიდა შედევრი. მაგ სურათმა.ერთი ნომინაციაც მომაფიქრებინა. D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 6 2015, 09:07

ციტატა(Davitus @ Feb 5 2015, 18:53) *
უიარაღო

ეგ სურათიც დაგვავიწყდა ლამის, არ იყო იმდენი იხვი და მოტივაციაც არ გვქონია გადაღების, უშუალოდ მოკვლის და შეგროვების პროცესი იმდენად დამქანცველი იყო, მაგ დროს მობილურით სურათის გადაღება, თან ვსპიშკით, არც არავის გახსენებია. ეგ სურათები რაც არის, ძირითადად გართობის მიზნით გადავიღე და მერე მოვიდა გარეპორტების იდეაც.

ვიდეო არის სამაგიეროდ კარგი, როგორც მეუბნებიან newsmile05.gif


რაღა ცოტაა ამდენი იხვი ცხოვრებაში არ მომიკლავს. გასაგებია რომ ფოთის კვალობაზე თვლი ცოტად მაგრამ ჩემი აზრით ნამდვილად არაა ცუდი შედეგი. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 6 2015, 09:17

აა ძმაო, ისწავლეთ რეპორტის კეთება. აი ეს არის რეპორტი და ამბავი. იდეალურად არის ყველაფერი გადმოცემული. ყოჩაღ დავითუს, კარგი კაცი ხარ...

general

შენ არ დაწერო არაფერი, რად გინდა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: general Feb 6 2015, 09:39

ჩელე

რა უნდა ვთქვა რა, მივდივარ და მოვდივარ, ეგარი და ეგა ... D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Feb 6 2015, 10:13

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 5th February 2015 - 23:56) *
გართობა ეძახე შენე..და ძაღლი რომ გაკვირვებული უყურებს ჰორიზონტს..კი გამოგივიდა შედევრი. მაგ სურათმა.ერთი ნომინაციაც მომაფიქრებინა.


აჰა შენ ორიჟინალი, რადგან ესე მოგეწონა newsmile05.gif შეგიძლია საავტორო უფლებები უგულებელყო და დესკტოპზეც დააყენო newsmile045.gif





პოსტის ავტორი: ჩელე Feb 6 2015, 15:38

general

ჩათლახი ხარ...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 6 2015, 17:58

Davitus
მადლობა. საავტორო უფლებები შენია და ოჩოს დამღა დაადე. მე მართლა დავიყენებ დესკტოპზე. მაგარია სურათია. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: general Feb 6 2015, 19:16

ჩელე
მეც მიყვარხარ...

ლეონ-ბლექი
ცოტა მაინც არ მეკუთვნის საავტორო უფლებები ? როგორც ზაღლის პატრონს.... D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Feb 6 2015, 19:57

general

რა ძაღლი გყავს ვერ ხედავ, ხალხი დესკტოპზე აყენებს მაგის სურათებს D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 7 2015, 09:08

ციტატა(giorgi491 @ 6th February 2015 - 21:16) *
ცოტა მაინც არ მეკუთვნის საავტორო უფლებები ? როგორც ზაღლის პატრონს....

გეკუთვნის..აპა არ გეკუთვნის?.. ეგეთი ჭკვიანი ძაღლლის პატრონს. ზღვის სივრცეს...ეგეთი გაკვირვებული..ადამიანები რომ უყურებენ ხოლმე..ეგ გასაგებია..მაგრამ ძაღლი?.. ადამიანია რაა.. D.gif

პოსტის ავტორი: თაზო Feb 7 2015, 23:24

რა ბიჭი მეზრდება, ენაცვალოს მამა))))) დავით შენ რესპექტები, უმშვენიალურესი რეპორტიზა)))

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)