ხოოოდა გაჯაზებული, გაუბედურებული და გადადუღებული 24 გვერდიანი თემის მერე მაინც მოხდა
ის რაც უნდა მომხდარიყო. 12-ში ბონემ და დავითუსამ თავი მოაბეს ნუკრის წინადადებას და საკლუბო
საქმე გააკეთეს წყნარად და მშვიდად, შეხვდნენ იმ გამყიდველებს, შაისყიდეს 350კგ სიკეთე, მგონი
რამდენიღაც თეთრად, ჩააბარგეს ბონეს ახალ ცხენუკაში და გამოეშურნენ ჩემსკენ.
ჩამოვიდნენ და ჩამობარგეს კიდევაც, მე სახლში არ ვიყავი ჯერ მისული მაგრამ ისხარტეს ბოვშებმა,
ისხარტეს მთავარი ის იყო რომ ნამეტნავად მადარდებდა მარტო ამ ყველაფრის დაწურვა და ვარ ამ დუმებში,
ხოდა გუშინ ატყდა ერთი ამბავი კლუბში და ბლექლეონმა რაცხანაირად მოუყარა თავი პარტიის წევრებს,
ხოდა ეხლა მეორე პარტია გამოეშურა ჩქიმი მისამართით. ყველა ნათალი, კაი პურისმჭამელი და
კაი დამრტყმელი ჯიგიტები
აი ეს სიკეთეები უნდა გაგვეტარებინა ხორცის საჩეხ მაშინაში
http://pix.ge/ http://pix.ge/
და ესენიც
http://pix.ge/ http://pix.ge/
ხოდა ქე დავიწყეთ ჭყლეტა. შარშანდელისგან განსხვავებით ამჯერად პლასტმასების მაგივრად - ერთ
დიდ უჟანგავ კასრში გადაწყდა ამ ყველაფრის თავმოყრა, პრინციპში ესეც ჯობდა ცალცალკე დაწურვას.
დავცხეთ და დავცხეთ, ხან ერთი ატრიალებდა, ხან მეორე ყრიდა, ხან მესამე .... რას შვებოდა მესამე?
http://pix.ge/ http://pix.ge/
ამ დროს ცეცხლიც თუხთუხებდა, აბა ისე რავა იქნებოდა?
http://pix.ge/
მარა ჩვენ ხომ არ ვაქცევდით ამ ცეცხლს ყურადრებას, ისედაც ვთბებოდით ტრიალით
http://pix.ge/ http://pix.ge/
ეს ისე, ჯექსონა პოზიორობდა
http://pix.ge/
მერე ლევანამ ისევ ცეცხლისკენ გადაინაცვა და კახურ მამაპაპურ საქმეს მიხედა
http://pix.ge/
ამ დროს კი ზოგზოგიერთი პარტიის წევრი ესე საჩკაობდა დიდ სურატებს ვერ დავდებ, სირცხვილია უბრალოდ,
რას იფიქრებს ხალხი, ოჩოპინტრელებმა თოფით ხომ დაიპყრეს მთა და ბარიო, ეხლა კიდევ ასეთ მეთოდებზე
აპირებენ გადასვლას და ნადირობას, ნიუდობნა ნუ
http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/
ტიხარი მინდა
ტიხარ
აქაც ვერ ვიცი ვინ რას აკეთებდა
http://pix.ge/ http://pix.ge/
აქ კი მიხვდებით რისთვის მიდის მზადება
http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/
ამასობაში ჩასაწურიც ჩაიწურა, კასრს პირამდე აკლია ჰა და ჰა 30სმ
http://pix.ge/
ხოდა შეუდექით მეორე განყოფილებას ბლექლეონის თავიკაცობით, ისთი გემრიელი იყო,
ისეთი, ისეთი, ისეთი რომ არც ვიცი როგორ ავღწერო მწვადის გემო
http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/
http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/
ბოლოს და ბოლოს ესეთი გახდა
http://pix.ge/
მაიტა ნასოსი
კიდე ტიხაააარ!
გაიშალა სუფრა და ..........
http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/
ლაბრადორმაც და კავკასიურმაც მოიწყინეს.........
http://pix.ge/
თუმცა ჩვენ გვილხინდა, შარშანდელი "ოჩოპინტრეც მივათხლიშინეთ, ეს იყო ის ბოლო რაც ჩემს ხელთ დარჩა,
ასე რომ სანამ ეს პარტია არ დაღვინდება ბევრის იმედი არ გქონდეთ
http://pix.ge/ http://pix.ge/
http://pix.ge/ http://pix.ge/
http://pix.ge/ http://pix.ge/
ამის მერე ბლექლეონმა ისევ პიოლიტიკაზე დაიწყო ლაპარაკი, აქო და ადიდა მიშა, მერე ზახარამ უთხრა ეგრე რატომ ლაპარაკობო,
მერე ლეკიც აყვა, მაგასაც ყვარებია ვარდები, ჯექსონამ საერთოდ გადამრია, თურმე კოსმოპოლიტი ყოფილა....
კიდევ კარგი არ ავყევი არცერთს, დაჟე არც მითამადია
მოკლედ შედგა ის რაც უნდა შემდგარიყო, ყველაფერმა ხუთიანზე ჩაირა, სეზონზე ღვინო გვექნება თან ვგონებ რომ
ძალინ მაგარი ღვინო იქნება, შარშანდელთან თითონ ყირძნის შედარებაც არ შეიძლება იმდენად ჯობდა, იმედია ღვინოც
ეგრე აჯობებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიიიიიიიიიიიიიდი მალობა პარტიის წევრებს.
პ.ს. ზახარამ გამოთქვა იდეა რომ იმ შარშანდელიდან რომელიც მხოლოდ 20 ლიტრაა დარჩენილი და იმყოფება ჭალიმგელასთან,
ჩამოვასხათ ოჩოპინტრეს სახელით 1 ლიტრიან ბოთლებში დავათხლიშოთ ეტიკეტი და გადავცეთხოლმე ღონისძიებების
დროს გამარჯვებულებს ან რამე ეგეთებსოო, ხოდა ჩვენც ვემხრობით მაგ საკითხს და თქვენი უბიჟდენიაც დატოვეთ
ამ საკითხზე მაგალითად.........
ჭირი იქა ლხინი აქა
ქატო იქა ქფილი თონეში
მოკლედ დღის გმირი ლეონბლექი ყოფილა. ისე სახელი ხომ არ შეგვეცვალა ოფიციალურად??? თვითონ რას იტყვის ???
არა ლევანიმ ისეთი რაღაცეები მოყვა და ისე ემოციურად რომ მე მართლა შემიყვარდა სააკაშვილი და დღევანდელი დრო
ლევან მე ვხედავ მზეს და კიდევ იმას რომ ამათმა დაიწყეს პირველი ლაპარაკი მაგ თემაზე
აი ლევანის შემწვარმა მწვადმა მაგრად გაასწორა.. მაიკას არ ვრეცხავ მწვადის სუნი ასდის (ცეცხლთან რო ვიდექი შევიბოლე )...
მალადეც , ლოთებო თქვენა
ლევანი
უღირსი რატომ? ლეონბლექი ცუდია?
ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ, მრავალი რთველი მოგეწიოთ და დაწურულიც სულ სიკეთეში მოგახმაროთ ღმერთმა
შალვა
ლევანი
მემგონი ეტიკეტზე მარტო წელი და გაფორმება უფრო მისაღები იქნება
მართლა მაგარი იქნება ლევან!!
მალაცი არლი!
მაგრები ხართ ბიჭებო:* გულით მინდოდა მარგამ ვერ შევძელი მოსვლა
მეც ვემხრობი ჩამოსხმის საკიხს
ვაააა ეს რაა კაი საქმეე გაკეთებულაააააა, მალადციიიი რებიატაააა :*
კარგი იდეაა, ოღონდ იმ ღვინოს სულ მინიმუმ პასტერიზაცია დაჭირდება (ოჯახურ პირობებშიც ხერხდება იოლად), ისე 3 წელიწადზე მეტს ვერ გაძლებს, გაფუჭდება.
რაც შეეხება ეტიკეტებს, 200 ცალი სადღაც 50 ლარამდე დაჯდება თუ დავაბეჭდინებთ (თან ფერადი), ტყლეპე წეპო ზედ და მიაკარი ბოთლს......
კარგი საქმე ქენით, სამწუხაროა რომ ვერ შემოგიერთდით ჰაა გამოვა შარშანდელივით ბომბი? შაქრიანობა როგორი ქონდა?
ნუკრიMax
გაფილტვრაა , მთელიი ამბებიი დაა კაიიიი გრილიიი სარდაფიიი ხომ ?
საღოლ ბიჭო საღოლ, მრავალი დაგეწუროთ და მრავალიც დაგელიოთ, კაი საქმეა ნამდვილად
ლევანი
ეგ იმ შემთხვევაში თუ ღვინოს ბუნებრივ პასტერიზაციას, ანუ 5-7 ჯერ გადაღებას გაუკეთებ, იფილტრება და გამოყენებადია ბოთლებში შესანახად.
გუშინ ვიყავი ვიტოსთან და ამოვურიე ოჩოპინტრეს, ისეთი კარგი სურნელი ამოვადა რომ ძალიან მეამა..... ყოჩაღ ბიჭებო...........
ჩელე
რას შვება??..ჩუხჩუხი არ დაუწყია??...
შემოგევლეთ და გაიხარეთ ძმებო.
წინასწარ მბირძგლავს ტანში, მაგ ღვინის ხსენებაზე.
ეხლა ჩარევა არ უნდა მაგას?როდის ვიწყებთ
ნუ კაკ, ბრატცი კროლიკი, ალკაგოლიკი.........
დორბლი მოდის კარასივით?
ხო დუღს კაცურად
ოჰ მოგიბიათ თავი
ყველა დაგლოცოთ ღმერთმა, ჯიგრებოოო, გაუმარჯოს მომყვანსა, მომკრეფსა, დამწურავსა და დამლევსა
სულ კაი ამბებში დალეულიყოს.
ხვალ და ზეგ თავისუფალი ვარ შესაბამისად თუ რამეში გამოგადგებით მზად ვარ შეუვარდე ღვინოს....
როცა არ სჭირდება მაგ ღვინოს, ყველა მაშინ ნუ გაიგიჟებთ თავს, რიგრიგობით მაინც ქენით, რომ ზუსტად მოუწიოს
მეც თქნს გვერდით მიგულეთ. თუ მისაღებია ჩემი შემოთავაზება
ბიჭებო, ბიძიებო, მეგობრებო,
ერთხელ მეც მომარევინეთ რა, აუ მაგრად მიყვარს მორევა და არევა მერე, აუ ძმურად რა ხომ იცით ჩემი ნომერი, შემეხმიანეთ რა.
გეხვერწებით რა.
ისე სად დაგვეკარგა საერთოდ ეგ კაცი?
sabo73
ვიტო
პრასი რომ წამოვიღო მიმიღებთ თქვენს ფაცხასი ?
ლევანი
შალვა
ლევანი
გაიხარე ! ხუმრობას რა სჯობია როდესაც ის კეტილი გულით მოდის ! პრასი ისე ვთქვი თორემ ამ ქიზიყელ კაცს პრასი საიდან უნდა მქონდეს მრგვლად მოხარსული დედალი, ღორის სამწვადე, ღვინო და ყველი (რამდენად ჭყინტი იქნება არ ვიცი, მე ძირითადათ გუდის ყველი მაქვს) მოსულა. აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ღლირვებთან პურისჭემა მართლაც დიდი სიამოვნებაა (თუნდაც ისტორიას ახლებულათ რომ შევავლოთ თვალი) და სულაც არ მიმიღია ხუმრობით ! რაც შეეხება კლუბის წევრობას ჯერ მაგაზე არც კი ვფიქრობ ! ჩემთვის მთავარია პირაფი ურთიერთობების ჩამოყალიბება და წევრობის, თუ არ წევრობის (თუ შექსპირს მოვიხმარ-ყოფნა არ ყოფნა ) საკითხი თავად იტყვის თავის სათქმელს !!!!!!
899 922-557 ვასო-ეს ჩემი ნომერია და როდესაც პრასი გამოგელევათ მოხარული ვიქნები მოგაწოდოთ (ესაც ქიზიყური ხუმრობა რა )
ღლიღვა
გამარჯობა მეგობარო, ცოტა ძნელია ადამიანთან ურთიერთობების ასე ჩქარა დამყარება და დათბობა როცა არ იცნობ და არც არანაირი ინფორმაცია არ გაქვს მასზე. ფორუმზე შემოსვლისას სალამი გითქვამს მაგრამ კარგი იქნებოდა უფრო მეტი დაგეწერა საკუთარ თავზე, გაგეცნო საკუთარი თავი ჩვენთვის : http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=15&st=2355
კარგი იქნებოდა ვიზუალურ კონტაქტზეც გამოსულიყავი : http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=199&st=45
ამის მერე მგონია უფრო მალე მოხდება უკეთ გაცნობა ერთმანეთის. აქ ყველა მივესალმებით, კარგი ადამიანი თუ შემოგვემატება
გურგენა
გეთანხმები მაგრამ მე რაც არ უნდა ვწერო ჩემზე პირად შეხვედრამდე მაინც არაფერია ! კარგით ბიჭებო რა პრობლემაა, მესმის უცნობი კაცი სუფრასთან შეიძლება სუფრის შხამი აღმოჩნდეს. არაა მაგის პრობლემა და მაგაზე არავინ ვიდარდოთ )))) რაც შეეხება ფოტოს ვეცები ჩემს ავატარზე დავდო თუ მოვახერხე ))))
ლეკი
წარმოსობით სულ ქიზიყელი ვარ )))))) დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც 1 გეფიცები არ ვარ მანჯურიის სპიონი და არც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს არ ვტხრი ისე სიღნარის რაიონი სოფელი ნუკრიანიდან ავიდგით ფეხი და ვაკემდე მოვახწიეთ ფოტოს ვერ ვდებ სამწუხაროთ. არ გემალებიტ, ვინმემ სკაიპი მაინს მომწერეთ და გამოვაგზავნი წელიწადის დროის მიხედვით ))))))))))))))))))))
პირადი საუბრები PM-ში, ოფები წაიშლება
რავარი ყურადღებიანები ხართ ააა ნეტა საერთოდ თუ დაღვინდა, ვინმემ ხომ არ იცით რა ბედი ეწია ჩვენ ღვინოს?
ვიტო
დიდება თქვენს გამოჩენას, ეგ ღვინო ისეთი კაცის ხელშია ცუდი არაფერი მოუვა დამიჯერე
ვიტო
დიდება შენს გამოჩენას. რავა??... დაღვინდა უკვე??.. ჭაშნიკი ხომ არ მივსცხოთ??..
ეს თემა ქესტუმ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)