თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ შემეცნებითი არქივი _ ტყის ქათამი 2015-16

პოსტის ავტორი: megreli Oct 15 2015, 14:53

გილოცავთ ქათამზე სეზონის გახსნას newsmile05.gif ვიმედოვნებ საინტერესოდ და შედეგიანად ჩაივლის ეს პერიოდი Shooting.gif აქ დავწეროთ ამ სეზონის მიმოხილვა და პატარა რეპორტები newsmile05.gif


http://postimage.org/


ეს ფოტო განწყობისთვის,წავედით ტყეში animated smilies_006.gif

ვიმედოვნებ,ბევრი გვექნება სალაპარაკო ამ სეზონზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 15 2015, 18:34

მოკლედ ვერ მოვისვენე დღეს და წავედი იდეაში მწყერზე ან მის ნარჩენებზე, ხოდა მაინც გამიწია გულმა ბუჩქნარებისკენ აგერ ბატონო შედეგი http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: MORGAN Oct 15 2015, 20:23

xoshian.gif

პოსტის ავტორი: berua Oct 15 2015, 21:22

xoshian.gif

პოსტის ავტორი: Ika Exs Oct 15 2015, 21:34

გაფორმება მომწონს )

ჯერ დასავლეთში არამგონია იყოს newsmile05.gif


პოსტის ავტორი: megreli Oct 15 2015, 22:06

kardinal84
პრიზი გეკუთვნის როგორც პირველ რეპორტიორს ამ თემაში,კარგი გასვლა გქონია,პირადად ჩემთვის ერთი ქათმის მონადირება დიდი ემოცია და უსაზღვრო სიხარულია... მოკლედ იმ სამი გოგოდან ერთი შენი იყოს newsmile027.gif animated smilies_001.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Oct 15 2015, 23:31

ისადა მეწყერით დაზიანებული გზა აღადგინეს თუ იცით? წყნეთის ტავზე?! thinking.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 16 2015, 00:17

კალვერა

არა ჯერ, ისევ ისეა

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 16 2015, 08:31

kardinal84 მშვენიერი დღე გქონია.მეც ვისიამოვნე ფოტოთი.

პოსტის ავტორი: MORGAN Oct 16 2015, 09:22

დიდხანს ვერ აღAდგენენ სავარაუდოდ მაგ გზას

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 16 2015, 11:13

ოთო იმუშავა წითელმა?

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 16 2015, 12:51

გაიხარეთ ბიჭებო თქვენც წარმატებულ ნადირობებს გისურვებთ.

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 16 2015, 12:58

gagrinski
რავი დათო რა გითხრა პირველად ნახა, სუნი აიღო, დაამუშავა, ნაბულზე ამოიყვანა, სტანდარტული სიტუაცია იყო ცოტა ბალოტის პონტი ადგილი იყო და მე ბეკასი მეგონა თუ ეყოლებოდა მაგრამ ქოთომი აღმოჩნდა, ყველაზე კარგად ბეკასებზე მუშაობს თუ მიახლოებითი სუნი აქ ბეკასს და ქათამს მაშინ ადვილად აუღებს ალღოს, ზამთარი წინ გვაქ ტარებას შეძლებისდაგვარად არ ვაკლებ ცოტა ცანცარაა თორე სხვამხრივ მე ძალიან კმაყოფილი ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 16 2015, 19:10

დამასწრო newsmile05.gif

მეც გავსხენიიი newsmile05.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 16 2015, 19:21

ჭალიმგელა
საღოლ გიო მაგარია small3d018.gif გეთქვა და არ წავიდოდი უშენოდ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: megreli Oct 16 2015, 22:34

ჭალიმგელა
იმ სამი გოგოდან ერთიც შენ animated smilies_001.gif ყოჩაღ !!!

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 17 2015, 09:36

იმედია მეც შემხვდება რამე shiverr.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 17 2015, 16:38

უიარაღო
უნდა დააჩქარო თორე ის გოგოები აღარ შეგხვდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Oct 17 2015, 23:56

ციტატა(kardinal84 @ 17th October 2015 - 17:38) *
უნდა დააჩქარო თორე ის გოგოები აღარ შეგხვდებ


მართალია ! მესამე გოგოზე უკვე კონკურსია D.gif შემდეგ კვირამდე ვისი მცირე რეპორტიც მომეწონება იმისი იქნება, თუ არადა კი დავიტოვებ ჩემთვის monkey.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 21 2015, 08:43

წუხანდელი პერელიოტის. უძაღლოდ ვიყავი და დილით მომიწია ძაღლის წაყვანა საპოვნელად.

ჩემთვის პირველი ქათამია ამ სეზონზე და პირველია ცხოვრებაში პერელიოტზე მონადირებული.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 21 2015, 09:55

უიარაღო

მომილოცავს, ქათამიც მოინადირე და მესამე გოგოსაც გამოკარი ხელი newsmile05.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 21 2015, 15:06

megreli
მეც მოვკალი ქათამი პერელიოტზე ოღონდ სურათი ვერ დაგაუღე და მომიხერხებ რამეს თუ დავრჩი მარჯვენის სინაბარა D.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Oct 21 2015, 15:25

მე ჯერ არ ვყოფილვარ ქათამზე და ისევ ჩემით უნდა ვიზრუნო მეტყევე გოგოებზე?
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=886055b52a1_e9c60748468baf0.jpg

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 21 2015, 15:42

ციტატა(assassin29 @ Oct 21 2015, 16:06) *
megreli
მეც მოვკალი ქათამი პერელიოტზე ოღონდ სურათი ვერ დაგაუღე და მომიხერხებ რამეს თუ დავრჩი მარჯვენის სინაბარა D.gif

გავიყოთ, წელს ზევით და წელს ქვევით D.gif ხუმრობა იქით იყოს და მაინტერესებს რამდენად მსუქანი იყო. ქათამზე გეკითხები. ჩემი მოკლული სეზონის გახსნაზე რომ მწყერია ისეთი კონდინციის იყო. ანუ ახლა იკიდებდა ქონს. იანვარ-თებერვალში რომ მომიკლავს მაგარი მსუქნებია ხოლმე. ესენიც მწყერივითაა? სეზონის ბოლოსთვის რომ იცის გასუქება.

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 21 2015, 15:44

ქათამი გადმოდის კანტიკუნტათ და სადაც გადმოდის იმდენი ხალხია რო ომში რო გაუშვა ყველა მსოფლიოს დავიბყრობთ
ეს დედააფეთქებული ქათამი ტყეს არარი გადმოცდენილი 10 კაცი ესვრის.
მოკლედ საგიჟეთია რა

ეს მინდა მე
http://postimage.org/
http://postimage.org/

უიარაღო
კი გამხდარი იყო ჩემიც ნუ მთლად მწყერივით არა

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 21 2015, 15:51

უიარაღო
მქონია სურათი მგონი არარის ძაან პატარა
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 21 2015, 15:58

პატარაზე კი არ გეკითხები. სიმსუქნეზე გკითხე. ჩემს მოკლულს ამოუსვლელი ბუმბულები ჰქონდა. ანუ წლევანდელი იყო. გინახავთ ალბათ მწყერზე. შეიძლება მაგიტომ იყო გამხდარი. ან მგზავრობისას ხდება და აქ ჩამოსვლის შემდეგ ნელ-ნელა იკიდებს ქონს. ამის გაგება მინდოდა. ქათამიც თუ მწყერივითაა, სეზონის გახსნაზე რომ გამხდარია და შემდეგ სუქდება. აბა ვის რა ინფორმაცია გაქვთ. ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 21 2015, 16:34

ციტატა(assassin29 @ Oct 21 2015, 16:44) *
ეს მინდა მე
http://postimage.org/
http://postimage.org/


ეგ უკვე ნამეტანი ექსტრიმია D.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 21 2015, 19:33

უიარაღო
small3d018.gif კარქია.

assassin29
small3d018.gif ის გოგოები დაკავებული არიან გამოჩნდება რამე დაელოდე newsmile090.gif

პოსტის ავტორი: megreli Oct 22 2015, 15:00

რეპორტი არ ჩანს რეპორტიი D.gif კარგი მცირე რეპორტი მინდა მე,ისეთი რომ იგრძობოდეს მთელ აზარტი ნადრობის,მარტო მოპოვება არ შველის საქმეს xexe.gif
არ მინდა გაგაწბილოთ,მაგრამ მესამე გოგო დაიცდის კიდევ რამდენიმე დღე newsmile05.gif newsmile029.gif

ციტატა(levani mgebrishvili @ 21st October 2015 - 16:06) *
მომიხერხებ რამეს თუ დავრჩი მარჯვენის სინაბარა

ცოტა შემოქმედებითად აღწერე ნადირობის მომენტი...ოღონდ შემდეგი ნადირობის D.gif ეს არ გეთვლება xexe.gif
ციტატა(uiaragho @ 21st October 2015 - 09:43) *
ჩემთვის პირველი ქათამია ამ სეზონზე და პირველია ცხოვრებაში პერელიოტზე მონადირებული.

თუ პირველი იყო,უფრო ემოციურად უნდა გადმოგეცა ემოცია D.gif მეტი დამაჯერებლობა,მეტი ექშენი D.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 25 2015, 10:56

MORGAN
აბა რა შედეგი ?

პოსტის ავტორი: MORGAN Oct 25 2015, 11:09

იხვზე ვიყავით. მაგრამ ვერაფერი ...
ისეთი ამინდი იყო, ზაგარს იღებდა ხალხი )

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Oct 26 2015, 22:06


http://postimg.cc/image/ta2b7ui13/

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 27 2015, 09:52

Aslan Memishishi კარგია მაგრამ ცოტა დიდი სურათი დადე ნორმალურად რომ დავინახოთ. ეგ ერთი და სხვა მრავალი. იღბლიან სეზონს გისურვებ.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Oct 27 2015, 11:01

უიარაღო
მადლობაnewsmile05.gif შენც ასევეnewsmile045.gif
საით არის ეხლა ქათამი? ცოტა კარგად რომ იყოს რაnewsmile05.gif ლიმიტით რაც მერგება რომ მოვინადიროD.gif

პოსტის ავტორი: BIGმიშა Oct 27 2015, 21:01

დასავლეთშI თU გამოჩნდა და თუიყავით ვინმე?

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 28 2015, 18:21

ერთი კვირის წინ ვიყავი დასავლეთში, ისეთი სიცხე იყო არამგონია ჯერ ქათამი შემოვიდეს, გავლა და ნახვა უნდა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 28 2015, 19:50

წუხელ აიყვანეს აბაშაში 4 ცალი პერელიოტზე ჩემებმა....
შემოსულია უკვე.....

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 29 2015, 08:21

ხოოოდაა.. გუშინ 8 წუთით ადრე წამოვედი სამსახურიდან D.gif ქათამის გადმოფრენაზე დასადგომად. ნაუცბათევად წავიხემსე. იარაღი ავიღე. ერთი მუჭა ვაზნები ჩავიყარე ჯიბეში; ძაღლი ჩავისვი მანქანაში და გავწიე სანადიროდ. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მივედი დანიშნულების ადგილზე . ტერიტორიაზე სხვა მონადირეებიც შეიმჩნეოდნენ. ადგილის ძებნაში ვნახე 4-5 გასროლილი ვაზნა და ვიფიქრე "აჰაა , აი იღბლიანი ადგილიი" და დავბანაკდი აქვე. ათი წუთიც არ იყო გასული რომ მარცხენა ფლანგიდან დაფეთებულმა ქათამმა გადმომიარა. თოფის აწევა ძლივს მოვასწარი რომ ის უკვე გამცდა შემოვბრუნდი უსწრაფესად და მოვახდინე ერთი გასროლა. ქათამი პირდაპირ საფანტის ჯგუფში მოექცა და თავისუფალი ვარდნის აჩქარებით დაენარცხა დედამიწას. დედამიწას რა მაყვლის ბარდებს. აი აქ დამჭირდებოდა ჩემი ოთხფეხა მეგობარი მაგრამ რად გინდა. თოფის ხმაზე მეზობლად მდგარი მონადირეების ცუგრიამ (ისიც დრატხაარი იყო) მოირბინა და დაიწყეს ერთმანეთის გაცნობა და თამაში. ბედად ქათამი ბარდის პირას დავარდნილა და კუდის თეთრი ბუმბულებით ხელად აღმოვაჩინე. შემდეგ უკვე კარგად შემგლისფერებულზე მეორე ქათამმა გადმოიარა მაგრამ საკმაოდ შორს. ერთი ვაზნა მისთვისაც არ დავინანე მაგრამ როგორც მოსაოდნელი იყო უშედეგოდ. წამოვედი სახლში ბედნიერი და უზომოდ გახარებული. ახლა სამსახურში ვარ და ველოდები საღამოს რომ ისევ წავიდე "იქანე"


http://a.pix.ge/b/dc7up.jpg

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 29 2015, 08:27


პოსტის ავტორი: MORGAN Oct 29 2015, 08:35

უიარაღო
"იქანე"-ს იასნა არ აბაზრებ და რეგიონი მაინც თქვი )

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 29 2015, 08:39

კახეთი. ჰერეთი.

პოსტის ავტორი: MORGAN Oct 29 2015, 14:36

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 29 2015, 16:52

ბიჭებო მუხათგვერდის თავზე ვდგებოდი ადრე პერელიოტზე და ეხლა რა ხდება თუ იცით? გდი მიმაჯარიმებს თუ შეილება ისევ მანდ ნადირობა?

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 29 2015, 18:23

უიარაღო
მშვენიერია !... ძაღლით არ გიცდია გავლა?

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 30 2015, 08:08

kardinal84 ძალიან მინდა ძაღლით გასვლა მიუხედავად იმისა რომ ტყეს ფოთოლი არ დასცვევნია და ქათმის მოკვლის შანსი ძალიან დაბალია. მაგრამ ვერ ვიცლი. ეს შაბათი კვირაც მე არ მეკუთვნის. იქითა შაბათ-კვირამდე შანსი არ მაქვს. არადა როგორ მომენატრა მეგობრებთან ერთად შემოდგომის ტყეში ხეტიალი. რა ფერს არ ნახავ ამ დროს ტყეში. ბაჯაღლოს ფონზე წითელი, იისფერი, ნარინჯისფერი და მწვანე ფერების პალიტრაა. მერე როგორი სასიამოვნოა შემოდგომის მზეზე მიფიცხება. იქ პატარა კოცონს დაანთებ. მწვადი შეიწვება. მოირთხავ ფეხს ოქროსფერ ფოთლის ხალიჩაზე და ტკბილ მუსაიფით მიიღებ დალოცვილი რქაწითელის ნაჟურს.

პოსტის ავტორი: MORGAN Oct 30 2015, 08:17

ვახ რა პოეტურად აღწერე ))



პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 30 2015, 08:20

გადაფრენაზე დგომას ვერ ვუმუღამებ ნამდვილი სიამოვნება ძაღლით ნადირობაა.

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 30 2015, 09:34

ძაღლით როგორ არ სჯობია მაგრამ სულ უნადირობას საღამოს გადაფრენაზე დგომა მირჩევნია. აქაც არის ადრენალინი. ხანმოკლე დროით, მაგრამ მაინც.

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 30 2015, 16:33

ეს რაღა უბედურებაა ? http://www.mymarket.ge/ka/product/view/8390890/

ამას ალბად ე.წ. ( ტიაგის) დროს იყენებენ რუსები.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Oct 30 2015, 19:32

ციტატა
ამას ალბად ე.წ. ( ტიაგის) დროს იყენებენ რუსები.

კი ეგრეაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 31 2015, 07:38

ეს უბედურებაღა გვეკლდა.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 31 2015, 09:13

რას ერჩით,
ელექტრონულუ არ არის რაც მთავარია

პოსტის ავტორი: MORGAN Oct 31 2015, 19:11

შოთა.03
მუხათგვერთან რა ადგილას?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 31 2015, 21:26

MORGAN

ციტატა(Ellimyst @ 31st October 2015 - 20:11) *
მუხათგვერთან რა ადგილას?

სასაფლაო რო მთავრდება და ზემოთ რო მიდის გზა მაგ ტერიტორიაზე

პოსტის ავტორი: გოგიტა Nov 1 2015, 12:10

შოთა.03
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 1 2015, 12:16

გოგიტა
მადლობა D.gif
მაკანკალებს ეხლა ისე მენადირება.....

პოსტის ავტორი: გოგიტა Nov 1 2015, 18:29

http://radikal.ru/big/e75a8a3b06784f838c65d72b6a9de053

ამ საღამოსია, შოთა ადი არ ინანებ)

პოსტის ავტორი: megreli Nov 1 2015, 23:58

ფეისბუქზე ისეთი ამბებია.... დაა აქ არავინ არაფერს წერთ vava.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 2 2015, 12:25

გოგიტა
წამო ამაღამ ავიდეთ ერთად....

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 2 2015, 12:50

რომელ საათზე? მეც წამოვალ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 2 2015, 13:35

MORGAN
არ ვიცი ნებისმიერ დროს პროსტა უმანქანოდ ვარ ჯერჯერობიტ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 2 2015, 13:40

მე ვარ მანქანით
4 საათისვის შევძლებ გამოსვლას სამსახურიდან

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 2 2015, 13:43

Nომერი მომწერე ფირადში..

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 2 2015, 14:06

ციტატა(ჭალიმგელა @ Nov 2 2015, 14:13) *
დავდებ აქაც. მთლად სარეპორტო ვერაფერი გამოვაცხვეთ და რაც იიყო დავყრი ამას
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

როდინდელი სურათებია? ალბათ წინა წლებისაა ხომ.

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 2 2015, 14:15

გუშინდელი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 2 2015, 14:16

ციტატა(უიარაღო @ Nov 2 2015, 15:06) *
როდინდელი სურათებია? ალბათ წინა წლებისაა ხომ.

გუშინდელია

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 2 2015, 14:50

სად იყო მაგხელა თოვლი what.gif სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 2 2015, 15:05

მე ხო არ მაქ ბედი რა D.gif დავაპირე წასვლა და მზე გამოვიდა D.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 2 2015, 15:17

უიარაღო
წალკა

შოთა.03

აბაა )))

პოსტის ავტორი: assassin29 Nov 2 2015, 15:19

ჭალიმგელა
აუ მაგარი სალა ჩანს cooldog.gif

პოსტის ავტორი: gacho Nov 3 2015, 07:03

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/

ცოტა მეც შევმატებ ფოტოებს.
წალკა 27.10.2015.

პოსტის ავტორი: muska1978 Nov 3 2015, 09:22

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: megreli Nov 3 2015, 12:51

gacho
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 3 2015, 16:30

მოკლედ ეხლა ვარ ორბეთის მიდამოებში. დილიდან აქ ვარ უძაღლოდ :/ 2 ქათამი ვნახე, მაგრამ ვერ ავიღე ვერცერთი.. 1 სავარაუდოდ დუპელი იყო... შედარებით დიდი იყო....


ხო და საღამოს გადაფრენას მინდა დაველოდო და მოიყვათ აბა რჩევები... ანუ ტყიდან გადმოდის და მინდორში ჯდება? რა ადგილას ჯობია დადგომა?

პოსტის ავტორი: marco-polo Nov 3 2015, 18:18

ესეც ნადირობის ახალი ტიპი ნადირიობა ონ-ლაინე
newsmile054.gif

პოსტის ავტორი: TBhunter Nov 3 2015, 20:45

ხო ტყიდან გამოდის საღამოს, ტყიდან ხევს ან სამანქანო გზასმოუყვება და ჯობია ან ხევის გამოსასვლელთან დადგე ან გზის, თუ ორივეა და ერთმანეთთან ახლოს შუაში ჩადგე ჯობია და მეტი შანსი გექნება, რამეს თუ მოეფარები კარგი იქნება რო არ შეგამჩნიოს... ლოდინისას სიგარეტი არ მოწიო თუ მწეველი ხარ...

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 3 2015, 21:35

TBhunter
გაიხარე
მოკლედ ბევრი ბოდიალის მერე 6 ქათამი ვნაე ჯამში...
მაგრამ ვერცერთი ვერ ავიღეთ ..

პოსტის ავტორი: dima71 Nov 3 2015, 22:52

დილიდან მეგობრების ახირებას ავყევი და კუმისს ვესტუმრე !!! იხვის გადაფრენაზე ჩასაფრება იყო გადაწყვეტილი , რასაც სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ხათრი არ გავუტეხე.... მოკლედ, იხვმა გადაი.. ვა თავზე ისეთი პერელიოტი იყო პირი დამრჩა ღია,. სიმართლე გითხრათ არ ველოდი!!!!.. სამწუხაროდ შედეგი სრული ნოლი,მარა კაი კი ვუბრახუნეთ!!!!! შემდეგ კოჯრის ტყეებს ვესტუმრეთ ქათმის დილიხორით, ..მოუთოვია!!! ვიბოდიალეთ და ორიდან ერთი მოვინადირეთ! წამოსვლისას მანქანასთან ახლოს კაი ზორბა კურდრელიც წამოვახტუნეთ, ხასზზ ვუსვამ სამიზნე გავაყოლე და ... გავაცილე ბუჩქებში newsmile045.gif !!! იტოგში ტყვილა არ ვიბოდიალეთ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ გოთუაზე მონადირის სახლს ვესტუმრეთ და კაი აჭყლოპინებული ვწერ ამ პოსტს!!!

პოსტის ავტორი: პაატა. Nov 4 2015, 05:24

5 წუთში გავდივარ ქათამზე სანადიროდ წელს პირველად ორბეთი-კიკეთის მიდამოებში.შედეგს დავწერ საღამოს.

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 4 2015, 08:31

gacho მშენივრად გინადირია.
MORGAN მთავარი ხომ მოკვლა არაა . შენც კარგი დღე გქონია 6 ქათმის ნახვა ხომ 6 ჯერ ადრენალინის გამოტყორცნას უდრის სისხლში.
გუშინ გავედი საღამოს გადაფრენაზე. 2 ქათამი გადმოვიდა არასასროლზე, შორს. სროლები იყო ძალიან კანტი-კუნტად. დღეს თუ მოვასწარი ისევ დავუდგები გუშინდელი გამოცდილებიდან ადგილის გათვალისწინებით.

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 4 2015, 09:04

უიარაღო
ერთს რომ გავცდი , მერე აფრინდა, მაქსიმუმ 2 მეტრში ჩემგან )

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 4 2015, 09:16

ალბათ თვალწინ სულ იმ დღის კადრები გიტრიალებას. მეც მასე ვარ ხოლმე.

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 4 2015, 15:31

gacho
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 4 2015, 15:33

dima71

ციტატა(dima71 @ 3rd November 2015 - 23:52) *
სამწუხაროდ შედეგი სრული ნოლი

რატომ?

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 4 2015, 15:54

წესით უნდა მოსულიყო უკვე პაატა ნადირობიდან. ნეტავ რა ამბავს მოგვიტანს? ველოდებით სურათებს.

პოსტის ავტორი: dima71 Nov 4 2015, 16:13

MORGAN
ვერ ვივარგეთ!!!! chali.png chali.png

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 4 2015, 18:47

ალბათ ამინდიც არ გიწყობდათ ხელს )

პოსტის ავტორი: BIGმიშა Nov 9 2015, 09:45

ესეც გუშIნდეი პერელიოდი

http://radikal.ru/big/6dfb77b391af4fd187745a581a95f72b
http://radikal.ru/big/6418b664e96240e499aa4a68cf92c894

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 9 2015, 10:30

რა კოხტა თოფია. რომელი იარაღია?

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 9 2015, 11:15

ადგილიც დაწერეთ ხოლმე რა:(

თეთრწყაროში არის ქათამი? დარჩენის პონტი მაქვს და ვფიქრობ ხომ არ ჩავიდე რამოდენიმე დღითnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 9 2015, 11:50

თეთრ წყაროში გუშIნ იმდენი იყო, ვერ დავთვალეთ D.gif
14 კაცზე 1 ქათამი )

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 9 2015, 11:53

მიშა ვებლე-სკოტია?

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 9 2015, 12:10

MORGAN
D.gif მაბოლებს აბა ჩამო დაფიგააო D.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 9 2015, 12:16

ჩვენ სადაც ვიყავით, იქ არ იყო და იმან შეიძლება რამე სხვა ადგილი იცის )

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 9 2015, 12:54

წავალ რა, ჩემი რა მიდის ვიქეიფებ მაინც და ძაღლს გავატარებnewsmile05.gif
პარასკევს ლამისყანაში ვიყავი ვიბოდიალე 2საათი და ვერ ვიპოვე ტყისქათამი:( მერე პერელიოტზე დავდექი და 1ცალიც ვერ დავინახე:(

პოსტის ავტორი: BIGმიშა Nov 9 2015, 14:39

დასავლეთია, აჯამეთის ტყე.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 9 2015, 16:43


http://postimg.cc/image/qp6nyaqh9/

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 12 2015, 09:30

ერთი თვეა ძაღლით არ მინადირია და კიდევ 2 კვირა ვერ ვინადირებდი. ამის გაფიქრებაც კი მზარავდა. მოკლედ მე, მე აღარ ვიყავი და გუშინ, ერთი დღით დავეთხოვე სამსახურიდან და წავედი ქათამზე სანადიროდ. განვიტვირთე უზომოდ. ვნახეთ 7 ქათამი პლიუს რამოდენიმე ისე აფრინდა რომ თვალი ვერ მოვკარით. ორს ვესროლე მაგრამ ავაცდინე, მიხამა ეტყობა D.gif ძაღლს ჰქონდა პირველი გასვლა (პერელიოტზე დგომას თუ არ ჩავთვლით). სამი ქათამი საკუთრად იპოვა და ააფრინა(მე შენ გეტყვი მწყერივით ფეხების ბაკუნი დასჭირდებოდა ასაფრენად D.gif ).
შემოდგომის თბილი, მზიანი დღე იდგა. ტყე ულამაზესი ფერებით იყო მორთული. ტყის ჯადოსნურ დუმილს მხოლოდ ძაღლების და მონადირეების ნაბიჯებით გამოწვეული ფოთლების შრიალი არღვევდა. და აი წამიერად შეწყდა ყოველი და შემდეგ ნაბულზე მდგარი ძაღლის მიტანება, ამოფრენილი ქათმის ფრთების ფართხუნი, თოფის გრიალი და მონადირის: "უხ შენი" . გავაცდინე D.gif
უკან , მანქანისკენ რომ ვბრუნდებოდით , იგივე გზაზე, მაყვლის ბარდიდან ამოიყვანა ძმაკაცის პოინტერმა ქათამი. ესროლა ერთმა და მოაყოლა მოვიდა მოვიდას ძახილი. ჩამოუარა მეორეს იმანაც ესროლა ერთი, ორი და ქათამი ჩემს წინ აღმოჩნდა. თოფი მხარიღლივ მქონდა გადაკიდული. თოფის მოხსნა მოვასწარი და კახამ ესროლა მესამეც და ჩემს წინ 10 მეტრში დაეცა ქათამი. მაგარი სანახაობა იყო.
მიუხედავად იმისა რომ მე ვერ მოვინადირე მაგარი კმაყოფილი ვარ გუშინდელი დღით (ტყე გაფოთლილია ისევ და მაგარი რთული სასროლია). 2 დღეში პარიზში მივდივარ და უმაგრესი მოგონებები და ემოციები მიმყვება.














აქ რომანტიკა მოგვეძალა . ბუნების სადღეგრძელოს შემოდგომის ყვავილების გვირგვინის თანხლებით მივირთმევთ

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 12 2015, 10:19

უიარაღო

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

მაგრათ მსიამოვნებს შენი რეპორტების კითხვა, წავიკითხე და ისე მომინდა სანადიროთ წასვლა კბილები მიკაწკაწებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Nov 12 2015, 13:44

კაგი გასვლა გქონია newsmile05.gif შვებულების მოლოდინში

ციტატა(axalcixeli @ 12th November 2015 - 11:19) *
ისე მომინდა სანადიროთ წასვლა კბილები მიკაწკაწებს

მეც ასე ვარ D.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 12 2015, 15:31

უიარაღო
მშვენიერი რეპორტი კარგი დრო გიტარებიათ, აი მალადცი!

პოსტის ავტორი: dima71 Nov 12 2015, 15:50

კარგია !!!

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 16 2015, 10:39

ვიყავი გასული ამ შაბათ კვირასnewsmile05.gif
სამწუხაროდ უშედეგო აღმოჩნდა:(
ძაღლის მადლი კი მოვიგეD.gif
რამოდენიმე სტოიკა კი გააკეთა მაგრამ ვერაფერი ააფრინაnewsmile05.gif




http://postimg.cc/image/j5tpjiae7/

http://postimg.cc/image/hud69rknl/

http://postimg.cc/image/6e403gxjl/

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 16 2015, 20:51

გუშინ ჩამოვედი საფრანგეთში, კერძოდ ბურგუნდიაში და ბედი არ გინდა. გზაზე 3-4 პარტია მონადირეები შემხვდნენ ქათამზე ნადირობის პროცესში. ძაღლებით და რამე. პატარა ტყის კორომების ირგვლივ დგებოდნენ და ისე ნადირობდნენ . სულ ეს იყო რაც მანქანიდან მოვასწარი დამენახა. იმედია უფრო ახლოს გავეცნობი აქაური ნადირობის ამბებს. შვლები გზის პირებზე ბალახობენ მშვიდად. ნახევარ საათში 6 შველის დანახვა მოვასწარი გზის პირებზე.

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 17 2015, 15:29

უიარაღო მად ისეთი ამბებია ფრთხილად იყავი ტერორისტი არავის ეგონო newsmile01.gif

პოსტის ავტორი: ჯოლა Nov 18 2015, 02:33

ციტატა(uiaragho @ 16th November 2015 - 21:51) *
გუშინ ჩამოვედი საფრანგეთში

გახსნეს საზღვრები?

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 18 2015, 07:59

უიარაღო

ციტატა(uiaragho @ 16th November 2015 - 21:51) *
ნახევარ საათში 6 შველის დანახვა მოვასწარი გზის პირებზე.

მთვარია შაჰიდი არ დაინახო ))

პოსტის ავტორი: Levancho777 Nov 19 2015, 13:53

გამარჯობათ
ქათამზე ნადირობის სეზონი როდის იხურება შეგიძლიათ მითხრათ? შარშან კანონში ცვლილება შეიტანეს როგორც წავიკითხე და 1 მარტამდე შეიძლებოდა ნადირობა, წელს ბევრ საიტზე ვადები ისევ 15 დეკემბრამდე წერია.

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 19 2015, 16:26

Levancho777
1 მარტამდეა ისევ არაფერი შეცვლილა

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 19 2015, 18:57

რა ხდება , არის ქათამი? ნადირობთ?

პოსტის ავტორი: Ika Exs Nov 20 2015, 11:17

დასავლეთშია ბლომად ჩამოსული. პერელიოტს აკეთებს. ასე რომ თუ ჩაუჯდებით 2-3 ცალს მოკლავთ.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Nov 21 2015, 21:20

Ika Exs
უფრო კონკრეტულად?



პოსტის ავტორი: Levancho777 Nov 21 2015, 21:59

მოგესალმებით
ამ საღამოს მიყავით ასულები კოჯრის ზევით პანტიანისკენ, დზალიან ბევრი ვიარეთ, ძიალიან დიდი სიამოვნებაც მივიღე ბუნების ულამაზესი პეიზაძებით მაგრამ ქათამი ვერ ვნახე :( ერთი გაფრენილი მაინც დამენახა კაი იქნებოდა newsmile05.gif
ხვალ საგარეჯოსკენ ვაპირებ წასვლას და იმედია იქ უფრო გამიმართლებს

პოსტის ავტორი: Ika Exs Nov 22 2015, 12:48

Aslan Memishishi

ფოთში

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 23 2015, 00:02

გუშინდელი

დაწვრილებით რეპორტში დაიდება
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: MORGAN Nov 23 2015, 00:16

ლამაზი თოფი ჩანს )

პოსტის ავტორი: megreli Nov 23 2015, 01:09

ჭალიმგელა
ერთს ნამეტანი მწარედ მოხვედრია D.gif

პოსტის ავტორი: gacho Nov 23 2015, 07:21

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 23 2015, 10:10

ფოთში იმდენი ააღარარის, დათბა და აიწია ზევით უფრო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 23 2015, 12:07

ციტატა(megreli @ Nov 23 2015, 02:09) *
ჭალიმგელა
ერთს ნამეტანი მწარედ მოხვედრია D.gif

ბევრი არ მოხვედრია. უბრალოდ გუფიმ იმდენი ლოკა ბუმბული გააძრო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Nov 23 2015, 12:10

ფრიდა ვაინჰოუს

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 23 2015, 12:15

აგი კიდო. ეს კი იქნება 3 კვირის
http://postimage.org/


gagrinski
კარგი გოგო დადგა newsmile05.gif

ეს წინა კვირისაა. ბიპერმა დაგლიჯა. დავისვენე რასაც ქვია
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: megreli Nov 23 2015, 13:09

ციტატა(Chalimgela @ 23rd November 2015 - 13:07) *
უბრალოდ გუფიმ იმდენი ლოკა ბუმბული გააძრო


ნაყინი იყო ? newsmile015.gif

gagrinski
დავით პირველი ქათამია ?

ცოტა განავრცე რა როგორ იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dima71 Nov 23 2015, 14:31


პოსტის ავტორი: gagrinski Nov 23 2015, 14:55

megreli

მუშაობა რასაც ქვია სრულყოფილი დიახ. მანამდე ვერ ვხედავდი რას აკეთებდა და ახლაც მიჭირს დანახვა D.gif დისერტაციას ახლა ვერ დავწერ რაც იყო არის ფოტოზე

პოსტის ავტორი: megreli Nov 23 2015, 22:02

gagrinski
ძალიან კარგი newsmile027.gif ყოჩაღ თქვენ small3d018.gif

პოსტის ავტორი: Forester Nov 24 2015, 00:11

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Nov 25 2015, 19:02

gagrinski
ჭალიმგელა
კარგად გართობილხართ

პოსტის ავტორი: samsoni777 Nov 27 2015, 10:50


http://postimg.cc/image/at5fhy9tn/

პოსტის ავტორი: megreli Dec 5 2015, 10:55

ესეც ერთი მოკრძალებული ფოტო newsmile05.gif სამწუხაროდ თბილი ამინდები დამხვდა სამეგრელოში... newsmile019.gif

http://postimage.org/


ბევრი ვიარე თუ ბევრი,მანც მოვინადირეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 7 2015, 08:54

ნადირობის აზარტი იმდენად მძლევს ხოლმე რომ სურათების გადასაღებად ვერ ვიცლი. ამჯერადაც ასე მოხდა. მანქანებში რომ ვსხდებოდით ერთი-ორი სურათის გადაღება ძლივსღა მოვასწარი. ამიტომაც ცალკე თემას არ გავხსნი და აქვე დავდებ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო. რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, გასულ ხუთშაბათს, დავგეგმეთ ტყის ქათამზე ნადირობა. ჩემს თავს რომ დავუკვირდი აღმოვაჩინე რომ ეს დღეები სულ ღიღინით დავდიოდი. სამსახურში მივდიოდი ვღიღინებდი, მოვდიოდი ვღიღინებდი, ვმუშაობდი ..... მოკლედ გული ამიმღერდა. გასვლა დავგეგმეთ შაბათს ცხრის ნახევარზე. დილის ოთხი საათიდან ვეღარ შევძელი საწოლში გაჩერება და შვიდის ნახევარზე დავადექი ბიჭებს სახლებში. ყველას ჩამოვუარე. ისინიც ჩემნაირები, ყველა ფეხზე დამხვდა და რვის ნახევარზე ყველა მანქანაში ვისხედით. სანადიროში რომ მივედით და მანქანებიდან ჩამოვედით ისე ციოდა ცოტა ვინანე კიდეც , რა მეჩქარებოდა მეთქი, მაგრამ რომ ავმოძრავდით სიცივე ასატანი გახდა. პირველი რომ ვესროლე მაშინ კი მთლად დამცხა D.gif . ოცამდე ქათამი ვნახეთ. შვიდი მოვინადირეთ. მე 2 ქათამი მოვინადირე მაგრამ ერთი ისე გააფუჭა საფანტმა რომ გადაგდება მოგვიწია. მაგრად დამწყდა გული. რომ გამეცდინა ის მერჩივნა, ბუნებას მაინც არ დააკლდებოდა. საკმაოდ ვაცდინე კიდეც. 6 ქათამს ვესროლე. აქედან მხოლოდ 2 შედეგიანი გასროლა. სახლში რომ მოვედი დავშალე ვაზნა (გაუმჭვირვალე მასრები იყო) და კონტეინერები აღმოჩნდა. გაცდენის და იმ მეორე ქათმის გაფუჭების ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო. მოკლედ მაინც მაგარი დღე გამოდგე. არავის არ მოგვიწყენია, ძირითადად სულ ვისროდით D.gif .
დღის ლოგიკური დასასრულიც ხომ განუმეორებელი იყო. ბიჭებეს წინა ნადირობების 5 ქედანი და 15 მდე ტყის ქათამი შეენახათ. იმ დღეს 2 კილომდე კალმახა სოკოც მოვკრიფეთ. ვისაც გაგისინჯავთ მათთვის დავწერ რომ 6 ღორიც დაიკოდა მაგ დღეს და "იმის" მწვადებმა მთლად დაგლიჯა. ესეც ის მწირი ფოტომასალა რისი გადაღებაც შევძელი:







ეს ყველაფერი ხდებოდა კახეთში (ვისაც აინტერესებს)

პოსტის ავტორი: assassin29 Dec 7 2015, 09:49

ციტატა(uiaragho @ 7th December 2015 - 09:54) *
იმის" მწვადებმა მთლად დაგლიჯა

დელიკატეეს xoshian.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 7 2015, 09:54

უიარაღო
დიდებული დღე ჰგქონიათ small3d018.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Dec 7 2015, 09:59

უიარაღო
კაცი ხარ კაცური. საღოლ. შედეგიანი გასვლა თავის ძმობით, სიყვარულით და ამბავით small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 7 2015, 10:21

ბიპერის აუცილებლობა მწვავედ ვიგრძენი. ბევრად უკეთესი შედეგი იქნებოდა ბიპერი ან თუნდაც ზარები მაინც რომ ჰქონოდათ ძაღლებს. თუმცა არ გეგონოთ ვწუწუნებ. უმაგრესი დღე იყო, ის აცდენებიც, ის ნახვა და ვერ სროლაც მე პირადად დიდ სიამოვნებას მგვრის.

პოსტის ავტორი: dima71 Dec 7 2015, 12:34

ბრავო , კარგი გასეირნება გამოგსვლია!!! ... ბიპერზეც გეთანხმები, მეც ბევრჯერ მინანია მისი უქონლობა!!!!

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 8 2015, 10:35

უიარაღო
რას გვერჩი წამომივიდა ნერწყვები newsmile090.gif მაგარი გასვლა გქონია small3d018.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Dec 8 2015, 11:11

მეტყისქათმება )

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 8 2015, 14:12

მერე წავიდეთ

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Dec 9 2015, 11:19

დასავლეთში კარგად არისnewsmile05.gif
სოფელში ვიყავი ჩემთან ჩასული (კვარიათში)
საქმეზე ვიყავი 2დღით და ნადირობას დიდი დრო ვერ დავუთმე სამწუხაროდ.
1საათი გავედი და 3ცალი ააფრინა ძაღლმაnewsmile05.gif
2ავიყვანე ერთი გავმაზე D.gif
მარტო ვიყავი და სელფის გადაღება მომიწია D.gif



პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 9 2015, 11:27

მშვენიერია small3d018.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 9 2015, 11:41

კარგია newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Dec 9 2015, 12:04

როგორც იქნა ძაღლმაც გაიცნო ქათამი newsmile05.gif
თავიდან არ შედიოდა ეკალბარდში. სვეცკობდა მაგრამ ერთი რომ აუფრინდა მერე მოიხოდაD.gif
ისე კი არ არის პოინტერი მაგ საქმისთვის რა:( საწყალი სუ დაიფატრა. ყოველდღე რომ ატარო მოშუშებას ვერ მოასწრებს ნაკაწრები.


პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 10 2015, 09:23

Aslan Memishishi მშვენიერი ნადირობა გამოგსვლიათ. ისე წელს რომ ქათამია ამდენი არასოდეს არ მინახავს. 9 ერთეულია უკვე ჩემს ანგარიშზე, თან იშვიათად ვნადირობ. ცოტა დროს მოვნახავ და დავდებ გუშინდელ ნადირობის ამბებს

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Dec 10 2015, 10:53

უიარაღო
საღოლ შენ newsmile05.gif
მეც დროის პრობლემა მაქვს newsmile05.gif + მანქანა გავყიდე და დრო როცა მაქვს მანქანის შოვნა არ გამომდის ხოლმე D.gif

მოკლედ რომ იარო სისტეამტურად მართლა ისიამოვნებ ქათამზე newsmile05.gif

ჩემთვის ერთერთი საუკეთესო სანადირო ობიექტია newsmile05.gif მუხლში ძალაა საჭირო და სწრაფი სროლა newsmile05.gif ისეთ ადგილებში ფრინდება ფაქტიურად წამები გაქვს სასროლად რა და ეს გაცილებით აზარტულია ვიდრე ფრინველზე ნადირობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 10 2015, 12:03

მომავალი შაბათ-კვირები დაკავებული ვარ და სანადიროდ ვეღარ მოვიცლიდი, ამიტომ გუშინ , ავიღე 1 დღიანი შვებულება (დეი ოფი) და გავწიე სანადიროდ ნაცნობ ადგილებში. მონადირის ეთიკა როგორც გვკარნახობს, შევეხმიანე ყველას ვისთან ერთადაც მქონდა ამ ადგილებში წინა გასვლა. 6 კაციდან 4-ს ეცალა. იმ დილით კი მეოთხესაც საქმე გამოუჩნდა და წავედით სამი კაცი სამი ძაღლით. 2 პოინტერი და ერთი ჩემი დასაგეში დრათხაარი. ადგილზე რომ მივედით 11 იყო დაწყებული. ძაღლები ჩამოვსვით და დავიწყეთ იარაღის შალითიდან ამოღება, პატრონტაშების შემორტყმა და ასე შემდეგ. ამასობაში ძაღლებმა კიდეც ამოაფრინეს 1 ქათამი, რამაც იმედით აგვავსო. დავიწყეთ ნადირობა. პირველი ამჯერადაც მე შემხვდა. პოინტერმა როგორც კი დაიწყო "პაწიაშკები" ესევე მარჯვნივ გავვარდი, რათა ბუჩქებს გვერდიდან დავდგომოდი და სროლის შანსი მომცემოდა, მაგრამ ქათამი არ დამელოდა, აფრენილა და უკვე სამშვიდობოს გადიოდა თვალი რომ მოვკარი. მანძილი საკმაოდ დიდი იყო მაგრამ მაინც ვესროლე, ერთი- შეტორტმანდა ჰაერში მაგრამ მაინც გააგრძელა ფრენა, მეორე და ფრთა მოსტყდა. დაჭრილი ჩემმა დრათხაარმა დაიჭირა და მომირბენინა. ამჯერად ოზკუსანის ვაზნებით ვნადირობდი, უკონტეინერო, 28 გრამიანი 9-10 ნომერი. მიუხედავად იმისა რომ წვრილი სფანტია და თან ნაკლებ წონიანი საკმაოდ შთამბეჭდავ მანძილზე ავიღე პირველი ქათამი. გავაგრძელეთ ნადირობა და მეორე უკვე ჩემმა ძაღლმა ამოიყვანა, შევიდა ბალახიან ბუჩქნარში და არ ამოფრთხიალდა ეს ნისკარტდალოცვილი. ერთი სროლა და ესეც მეორე ჩემს მიერ მოპოვებული ქათამი. საუცხოო ხასიათზე დავდექი. 1 საათში უკვე ლიმიტს ერთიღა მეკლდა ამოვიღე ტელეფონი სურათების გადასაღებად. დაჭაობებულ ადგილებს მშრალი ბუჩქნარი შეენაცვლა და მეგობრის თოფის გრიალიც გაისმა. მესამე ქათამი მეგობარმა აიღო. ასაღებად რომ მივიდა ასე ორიოდე მეტრიდან კიდევ აუფრინდა მაგრამ სროლა ვეღარ მოასწრო. რაც მთავარია გავიგეთ რომ აქ ქათამი ისევ კარგად იყო. ათიოდ წუთი იქნებოდა გასული რომ მინაფრენ ქათამს მოვკარი თვალი, სროლას აზრი არ ჰქონდა , საკმაოდ შორს იყო და დავიძახე "გაგვივიდა ქათამი" რომ ჩემს წინ არ დაიფრთხიალა მეორემ. მაგარი დიდი ქათამი იყო და ბუჩქების "ფანჯარაში " აპირებდა გაფრენას რომ ჩემი საფანტიც მიეწია და აეშალა ბუმბული, მეორე ინსტიქტურად მივაყოლე, თუმცა სროლის აუცილებლობა აღარ იყო. სადღაც საათნახევარში ლიმიტი შევასრულე. მაგარ ხასიათზე დავდექი, თან თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი მესამეს რომ ჯერ არ ჰყავდა არაფერი მონადირებული.
ამის შემდეგ მეორე მეგობარს ამოუფრინდა კიდევ რამოდენიმე (2-3) და გამაზა. ეს პირველი რაუნდის სურათები









აქ დასრულდა პირველი რაუნდი, პატარა შევისვენეთ, წავიპურიჭამეთ და გადავინაცვლეთ სხვა ადგილას მეორე რაუნდისათვის.

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 10 2015, 12:28

მეორე რაუნდი .
ჩემთვის ვფიქრობდი რომ თუშესაძლებელი იქნებოდა მე აღარ მესროლა და მეგობრებისთვის მიმეცა სროლის საშუალება, რათა მათაც მოეკლად ჟილკა. მოკლედ მეორე რაუნდში უფრო მეტი სიარული მოგვიწია და უფრო ნაკლები ქათამი ვნახეთ. რამოდენიმე ნახვა არასასროლზე, ერთი ორი აცდენა და უცებ ჩემს თავზე წამოვიდა ქათამი, 4 ვაზნა "გავატანე " და ვერ ავიღე მაგრამ დავინახე რომ უკან, ჩვენს ნატარზე ჩაჯდა. მეორე მეგობარს რომელიც ჩემთან ახლოს იყო, დავუძახე და ვუთხარი რომ დავინახე სადაც დაჯდა და შევუტრიალდეთ მეთქი. მართლაც არ დაგვეზარა და მოვუტრიალდით. ძაღლები დაწინაურდნენ და დადგა კიდეც მესამე ძმაკაცის პოინტერი ნაბულზე. გადავნაწილდით სასროლად მე და ვანო და ბრძანებაზე "ეცი" მიეტანა კიდეც ჯუნა (მესამე ძმაკაცის პოინტერი, უმაგრესია) ამოფრინდა და რა ამოფრინდა.. ესროლა ვანომ და აღარ გადაუტენა (თურქული ვალტერი აქვს) მეორე სროლაზე მოვხსენი და დაიფრთხიალი მეორე ქათამმაც, ესეც მეორე სროლით მოვიპოვე. ფაქტიურად დუპლეტი გამომივიდა. ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია. 5 ქათამი ჩემთვის რეკორდია. 3 კაცს 6 ქათამი უკვე გვქონდა და გამოვწიეთ მანქანისაკენ. ტყის ბოლოში კიდევ ერთი აფრინდა და მესამე ძმაკაცმაც გატეხა ნავსი , მანაც მოიპოვა 1 ქათამი. ნადირობა ხომ გამართლებაა. იმ დღეს მაინც და მაინც მე შემხვდა ამდენი ქათამი. მაგარი კმაყოფილი დავრჩი ამ დღის. 3 კაცზე 7 ქათამი ძალიან მაგარი შედეგი მგონია.





მესამე რაუნდიც იქნება.

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 10 2015, 13:07

მესამე რაუნდი სუფრასთან.
აქ სასაუბრო ბევრი არაფერია. ასეთი მშვენიერი დღის შემდეგ ასეთი ამაღლებული განწყობით საკითხავიც არაა რა დროს გავატარებდით. შევეხმიანეთ მეგობრებს, ვინც ვერ მოახერხა სანადიროდ წამოსვლა და შევიკრიბეთ. კულინარობა ჩემზე ავიღე. შეიწვა კალმახა სოკო რომელიც მეორე გასვლაზეც ვიპოვეთ. ქათმები დავყავი ოთხ ნაწილად, მკერდები დავბრაწე ტაფაში ღვინის სოსუთან. ფრთები და ბარკლები კი ჩავხოხბე ბლომა ხახვში, კარაქში და პომიდორში. ცოტა მწვადი, წნილი, ყველი, ცივ-ცივი კახური და ტკბილი მუსაიფები შეშის ღუმელის სითბოსა და ტკაცუნის თანხლებით. ერთი 20 დღის სიცოცხლე მაინც მომემატა.




პოსტის ავტორი: megreli Dec 10 2015, 13:10

მალადეც ძმაო !!! ძალიან მაგარი რეპორტია სუფრითურთ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif გუდ ჯობ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Dec 10 2015, 13:18

უიარაღო
ისე გემრიელად გადმოსცემ ადამიანს ეგრევე თოფის აღება და გასვლა მოუნდება
small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 10 2015, 13:39

P.s. სანადირო ადგილებში ხომ ძირითადად მაგარი წყაროებია ხოლმე. ხოდა იქ წყალსვ ვიღებ ბოთლით, მანქანაში მიდევს და დროდადრო (რამდენი დღეც მეყოფა) მივირთმევ. პირდაპირ ნადირობის გემო აქვს D.gif , თან ისეთი მოგონებეი იცის... თითქოს პირდაპირ ნადირობ და ეს-ესაა ცოტა ხნით შეისვენი წყლის დასალევად newsmile027.gif

პოსტის ავტორი: საბო Dec 10 2015, 14:14

უიარაღო

რა გინდა, რას გვერჩი, რად გვხოცავ შე კაცო ა????????? newsmile068.gif ilcry.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 10 2015, 14:47

ცალკე რეპორტი რატომ არ დადე? მშვენიერი რეპორტია და აქ ჩაიკარგება

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 10 2015, 15:07

ჭალიმგელა აქ მირჩევნია იყოს. როცა მომინდება წარსულის მოგონებებში გადავეშვა შემოვალ 2015-2016 წლის ქათამზე ნადირობაში და გადავათვალიერებ ჩემ და სხვების ნადირობებს. სხვა წლებში და სხვა ობიექტებზე ვინადირებ იმათაც შესაბამის გახსნილ თემებში დავდებ. მგონია რომ ასე უფრო ადვილად ვიპოვი ჩემ პოსტებს. მადლობა რჩევისათვის.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 10 2015, 18:02

დააკონსერვეთ ეხლა ეს თემა და ვინმემ აღარ დადოს 1 ცალი ქათამის ფოტო!!!! D.gif D.gif D.gif
საღოლ ძმაო მე პირადად მარტო ამის წაკითხვაზე მომემატა 10 წლის სიცოცხლე, ღმერთმა გაგიმარჯოს!!!

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 10 2015, 20:00

შოთა.03 ვერ დაგეთანხმები 1 ქათმის მონადირების თაობაზე. შეიძლება ერთადერთი ქათამი მოინადირო ისე ლამაზად და აზარტულად რომ ერთ დღეს ათი ქათმის მინადირებაზე მეტს უდრიდეს. ნადირობა პირველ რიგში ხომ სპორტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Dec 10 2015, 20:27

უიარაღო

ციტატა(uiaragho @ 10th December 2015 - 21:00) *
ვერ დაგეთანხმები 1 ქათმის მონადირების თაობაზე. შეიძლება ერთადერთი ქათამი მოინადირო ისე ლამაზად და აზარტულად რომ ერთ დღეს ათი ქათმის მინადირებაზე მეტს უდრიდეს. ნადირობა პირველ რიგში ხომ სპორტია

ვიცი მეგობარო, უბრალოდ ძალიან კარგი რეპორტი იყო!!!

პოსტის ავტორი: megreli Dec 10 2015, 22:37

უიარაღო

ამფერ კაი რეპორტებს წერ და უიარაღო რატო გიწერია ? D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 11 2015, 08:21

megreli "მამელუკი" ს რაღას უწუნებ? D.gif ისიც ხომ უიარაღოს დაწერილია.

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 11 2015, 18:04

უიარაღო
ამ სეზონში პრიზი გეკუთნის წლის საუკეთესო ტყის ქათამზე მონადირის small3d018.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 11 2015, 22:06

უიარაღო

ბრავო მაესტრო



აქაც იყოს და შენის ნებართვით, ცალკე თემადაც გადავიტან. ბევრი დეტალურად არ კითხულობს ამდენ პოსტს და საცოდაობაა, ეს რომ ყველამ არ წაიკითხოს. თოფიანი ადამიანები ვერ მიხვდებიან ამას და მონადირეებისთვის, ნადავლზე გადაწყდომის ტოლფასია.

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 12 2015, 08:58

ციტატა(Davitus @ Dec 11 2015, 23:06) *
უიარაღო

ბრავო მაესტრო



აქაც იყოს და შენის ნებართვით, ცალკე თემადაც გადავიტან. ბევრი დეტალურად არ კითხულობს ამდენ პოსტს და საცოდაობაა, ეს რომ ყველამ არ წაიკითხოს. თოფიანი ადამიანები ვერ მიხვდებიან ამას და მონადირეებისთვის, ნადავლზე გადაწყდომის ტოლფასია.

ჭალიმგელა მაც იგივე მირჩია. ალბათ მასე სჯობს. კი ბატონო გავხსნათ ახალი თემა. მე რა უნდა გავაკეთო? თავიდან ხომ არ მომიწევს "შემოქმედებითი წვა" D.gif

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Jan 8 2016, 09:36

ქათამი დასავლეთში არის შემოსული ძალიან ბევრი newsmile05.gif
საახალწლოდ ვიყავი წასული და დღეში 2-3ცალს სულ ვკლავდი პერელიოტზე.
ჩემ სოფელში იმდენი არ იყო მაგრამ წყალწმინდაზე გასაყიდათ ელაგათ ენრაოდენობიტ newsmile05.gif
მაგიდაზე გორები იდგა ტყისქათმის და იხვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 8 2016, 09:48

წელს ქათამი მართლაც ბევრია. ეგ ვადერსები სად შეიძინე და რამდენად ამართლებს? იქნებ არ დაიზარო და თუ გინდა პირადში მომწერე.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Jan 8 2016, 10:22

უიარაღო
იბეიზე ვიყიდე შარშან წინ 75$ მივეცი.
ამართლებს ნაწილობრივ.
თბილია ძალიან, გაყინულ წყალში რომც იდგე ფეხები არ გაგიცივდება.
ზამთარში კარგია მაგრამ ცოტა თბილ ამინდებში ძალიან ცხელია და ოფილთ დაგისველდება ფეხი.
ნეოპრენით არის ზედა ნაწილი და ადვიალდ ზიანდება ეკალბარდში.
ღრმა წყალში მაინც ვერ შეხვალ ჩაგივა ზემოდან newsmile05.gif ამიტო მე კომბინიზონს გირჩევდი იხვზე სანადიროთ newsmile045.gif
უბრალდ ცოტა თხელი ნეოპრენისგან შეკერილი აიღე და თვითონ ბათინკიც 400G ყელამდე ამოგივა ჩვენ პირობებში.

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Jan 8 2016, 18:03

პ.ს
ისე წყალწმინდაზე ამდენი იხვი და ტყისქათამის გორები რომ დგას მაგიდებზე მაგათვის არ ვრცელდება ლიმიტები?
არაფერი პირადული! მეცოდება საწყალი გამყიდველები სიცივეში დგანან და ცდილობენ რამოდენიმე ფრთა გაყიდონ მაგრამ ბრაკონიერულად მოპოვებული იხვის და ქათმის სუნი მცემს D.gif

დავიჯერო 3ცალი ქათამი მოინადირა მონადირემ და წაიღო ჩააბარა? ან მაგ რეგიონში ამდენი მონადირეა? კითხვაზე რა ღირს ტყისქათამი პასუხი იყო 8 ლარი D.gif




პოსტის ავტორი: Ex3 Jan 9 2016, 03:20

გამარჯობა ,

ახალბედა მონადირე ვარ და რაღაც ვერ გავიგე, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ.




გადაკვეთის წერტილზე ველოდებოდი ქათმის გადაფრენას, აი ის 3 ხაზი ისრებით არის ტრაექტორია და მიმართულება რომლისკენაც ქათამი მიფრინავდა

სოფლის ეზოა, თითო ქათამი შევამჩნიე ბოლო 3 დღის განმავლობაში ყოველ დღე და სამივე სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავდა

ლურჯი არის ზღვის ზოლი რომელიც 3 კილომეტრითაა მოშორებული გადაკვეთის წერტილიდან

წითელი კიდე მთების ზოლი და ისიც 2.5 - 3 კილომეტრშია

გუგლის რუკით გავზომე

ხოდა რატომ მიფრნავენ ასე სხვადასხვა მიმართულებით?
აი ის პირველი, ზემოთ რომელიც მიფრინავდა,ერთ დღეს შევამჩნიე რომ მაგ მიმართულებით მიფრინავდა , მეორე დღეს მოვინადირე, აი ეს დანარჩენები კი მოულოდნელი იყო, თან არ იყო სასროლად კარგი ტრაექტორიები

ხოდა მთებიდან არ უნდა მოდიოდნენ?

თუ ტყიდან? თუ საიდან? ვეღარ გავიგე D.gif
ხვალინდელ საღამოს პერელიოტზე რა ვქნა ვეღარ მოვიფიქრე D.gif

ხოდა ყველა მიმართულებით ვერ ვისვრი, გამოუცდელი ვარ და ვერ ვასწრებ შემჩნევა-დამიზნება-სროლას D.gif
1 ტრაექტორია რომ ქონდეთ კიდე ხო D.gif

მადლობა

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Jan 11 2016, 15:56

Ex3
პერიფერიულ მხედველობაზე ავარჯიშე თვალი newsmile05.gif
დანახვიდან სროლამდე დიდი დრო არ უნდა გჭირდებოდეს newsmile05.gif ნელნელა დახვეწავ ნუ გეშინია newsmile05.gif ყველა დანახულს ვერ ესვრი რათქმაუნდა არის მომენტები როცა უკვე სასროლ მანძილს გაცდა ფრინველი newsmile045.gif
საერთოდ ტყისქათამი გინდ პერელიოტზე გინდ ძაღლით საკმაოდ რთული სანადირო ობიექტიაnewsmile05.gif სწრაფ სროლას საჭიროებს იქედან გამომდინარე რომ დიდ ხანს არ გიჩერდება მუშკაზე D.gif
ერთი გაიელვებს ტოტებში და მეორედ თვალს რომ მოკრავ უკვე გვიანია D.gif


პოსტის ავტორი: ზახარა Jan 11 2016, 18:02

Aslan Memishishi
შენი დადებული სურათები წაშლილია .
სურათის ზომები ჩაასწორე და ისე ატვირთე

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8975

დიდი ზომის სურათები იშლება წესების თანახმად !

აგრეთვე თოფზე მიმაგრებული ფანარით გადაღებული სურათებიც ... მითუმეტეს ქათამზე !

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Jan 11 2016, 23:53

ზახარა

სურათებს რადიკალზე ვტვირთავ და მეგონა ფორუმის რესურს არ ჭამდა newsmile05.gif
შემდეგში 800X600 დავდებ.

რაც შეეხება ფანარს მე ღამე არ ვნადირობ მხოლოდ პერელიოტზე ვაყენებ რომ გავიმარტივო სროლა newsmile05.gif
თუ დააკვირდები ცივიოზე გამოყვანილია ტაქტიკური ჩართვის ღილაკი.

პ.ს
ჩემნაირად იცავდეს ყველა კანონს და მეტი არ უნდოდეს გარემოს დაცვას რა D.gif

პოსტის ავტორი: Ex3 Jan 12 2016, 00:36

Aslan Memishishi
გასაგებია, მადლობა.
ხო ვერ ვასწრებ, გუშინ ცუდ ადგილას ვიდექი ეტყობა, მოდიოდა და ტრაექტორია შეიცვალა,
დღეს კიდე თავზე რომ გადამიარა მერე შევამჩნიე D.gif D.gif
ისე, რომ დავგუგლე სექტემბრის ბოლოს შემოდიან და 2 თვე არიანო, მაგ დროს უფრო იქნება არა პერელიოტი?
მაგ დროს არ მცალია სამწუხაროდ.
ახლა ყოველ დღე სტაბილურად თითოს ვხედავ.

პოსტის ავტორი: ზახარა Jan 12 2016, 11:23

ციტატა(itadmin @ 12th January 2016 - 00:53) *
რაც შეეხება ფანარს მე ღამე არ ვნადირობ მხოლოდ პერელიოტზე ვაყენებ რომ გავიმარტივო სროლა
თუ დააკვირდები ცივიოზე გამოყვანილია ტაქტიკური ჩართვის ღილაკი.

მჯერავს newsmile05.gif უბრალოდ მაინც კანონდარღვევაა და მოერიდე მსგავსი სურათების გადაღებას newsmile05.gif

სურათებს რაც შეეხება მაგ ლინკზე შედი რომელიც დავდე და ძალიან მარტივად ატვირთავ სასურველ რეზოლუციას newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Aslan Memishishi Jan 13 2016, 13:11

ზახარა

ციტატა(zaxara @ 12th January 2016 - 12:23) *
უბრალოდ მაინც კანონდარღვევაა

ვიცი ვიცი newsmile05.gif
კაი გავითვალისწინებ შენ რჩევებს newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)