ნელ ნელა გვიახლოვდება, თუ რამეა შეგვატყობინეთ,
მე კვირას გავისეირნებ, ვნახავ რა ხდება
ქათამზე არაფერიც არ მოხდება. ბოლო 6 წლის ჩანაწერებით 18 ოქტომბრამდე არავის უნახავს შემოსული.
ესეც პატარა ინფო ტყის ქათამზე
ტყის ქათამი, ვალდშნეპი (Scolopax rusticola), ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე34-38 სმ, მასა - 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, მცირე რაოდენობით ბუდობს, აგრეთვე ზამთრობს. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია. დებს 4 კვერცხს, კრუხობს დედალი 22-24 დღე-ღამე. იკვებება ჭიაყელებით და მწერების მატლებით, რომელსაც გრძელი ნისკარტით იღებს ნიადაგიდან. სპორტული ნადირობის ობიექტია.
ამ შაბათ-კვირას მეც ვაპირებ გორის რაიონში, კერძოდ ლიახვის ხეობაში ქათამზე გავლას.
თუ ქათამს ვერ ვნახავ ძაღლებს მაინც გავასეირნებ.
როცა ჩამოვალ ყველაფერს შეგატყობინებთ.
საინტერესოა თეთრწყაროშI რაამბებია?
ვითომ არ იქნება ქათამი ჩამოსული?
აბა ჰა, დღეს ვიყავით თეთრიწყაროში და ქტამი ჰორიზონტზეც არ ჩანს,
სამაგიეროთ კარგი ადგილები ვნახეთ რაღაცრაღაცეებისთვის
გუშინ მეც მოვიარე წალკის მხარე, ქათამს ალბათ კიდევ 3-4 კვირა დააგვიანდება, მაგარი სითბო დაიჭირა ოქტომბერში
Maverick
ქათამი ჯერ ადრეა შარშან პირველათ 18 ოქტომბერს გავედი და 2ცალი ავიღე მანამდის არ ყოფილა წელსაც მასე იქნება ამინდები თუ არ აირია. წასვლით კი მეც წამოვალ .
ამინდები, გრძელვადიანი პროგნოზით ირევა 25 ოქტომბერს, თუ პროგნოზს დავუჯერებთ, მანამდე 28 გრადუსზე დაბლა არაა ტემპერატურა
ხუთშაბათს გურიაში მივდივარ და თუ იცით არის მანდეთ ქათამი?
ქათამი როგორ არაა მაქეთ,მაგრამ ახლა თუ იქნება ეგ არ ვიცი
ქათამი არ იქნება ჯერ გურიაში.
ხოდა ბიჭებო მეც წამიყვანეთ დედაქალაქში ვარ ყველანაერი აღჭურვილობით
ჯერ ადრეა კიდევ თუ არ აცივდა არ გამოჩნდება
იმერეთში მივდივარ პარასკევს და აუცილებლად დავზვერავ იქაურობას,წესით უკვე უნდა იყოს ყვირილას აყოლებაზე
არ იქნება ჯერ შემოსული,ადრეა ჩემი აზრით
ალაგალაგ თუ შეგხვდება ერთი ორი
შარშან თეთრ წყაროში ვიყავი, მხოლოდ 2 ცალი ავიღე, ისე ბლომად იყო მარამ ბევრი დავაცილე მაგ ორებს, გადარეულებივით ფრინდებოდნენ
ქათამი ჯერ ადრეა ბიჭებო ერთი-ორის გულისთვის არ ღირს წასვლა სანადიროთ, ნოემბიდან უკვე მოჟნა გასვლები
ხოდა კაკ რაზ მაკეტ ვაპირებ,თან ადგილებიც ვიცი რკინიგზის აყოლებაზე სვირის მხარეს ოღონდ
გუშინ საღამოს "პერელიოტზე" შემოგვაკვდა
http://www.radikal.ru
ჯერ ადრეა, ამინდი თუ გაფუჭდა მერე უკეთესი იქნება
როდის შემოვა ეს ტყის ქათამი..არავინ ყოფილხართ ან აპირებთ წასვლას სანადიროდ?
მაჭარა
გითხარი და არ გჯერა 10 დღეშიოო, თავად მისი უდიდებულესობამ მითხრა
მე 4 დღის წინ ვიყავი მთებზე სასეირნოთ და ჯამში 8-9 ვნახეთ. უძაღლოდ!!!
გომბორისკენ
მად ქათამზე ასვლა არ ღირს. მე სამსახურის საქმეზე ვიყავი და შემთხვევით შემხვდა
Edited by Boroti Beso
ჯერ ადრეა კატამი მაგრამ დასავლეტსჰი რომ მინახია იმდენი არსად არ სჰემზვედრია შარსჰან ზუგდიდში ზალიან ბევრი ვნახე და კარგადაც ვისიამოვნე
გუშინ საღამოს პერელიოტზე
http://www.radikal.ru
აი კაკ რაზ სასაუბოც არის
ქე იცით შაბათს რაფერი კრახი განვიცადეთ..............
ეხლა მინდა პაწა გავარჩიოთ რა მოხდა და რა რისი ბრალია, მოკლე ისტორია ეს არის:
ვიყავით 15 კაცი, გავიშალეთ 5 ჯგუფად 5 ძაღლით, თან საკმაოდ კარგ ტყეში ვიყავით......
ჭალიმგელა გვიმტკიცებს რომ აწი მაქეთ ქათამი აღარ იქნებაო, ანუ უკვე წასულიაო.
აბა გავარჩიოთ რა და როგორ არის.............
ბოლო პერიოდში მთაში მომიწია ყოფნამ ექსკურსიებზე, ვიყავი თბილისიდან ჩრდლოეთ მხარეს,
ბოლეე-მენეე რაცხა ქათმისდაგვარები ვნახე, ცოტა, მაგრამ მაინც, ეხლა რა ხდება, ყველამ ვიცით რომ
ქათამი რუსეთიდან მოდის (მისი ერთადერთი საბუდებელი), გადაგვივლის და მიდის თბილი ქვეყნებისკენ....
რა გამოდის? ქათამი ვნახე 1 კვირის წინ ჩრდილოეთში, 2 დღე აირია ამინდები და თეთრიწყაროიან
წალკიანად გადაგვიფრინა და წავიდა??? რაცხა არ მჯერა მე ამ ამბის, უფრო სწორედჭალიმგელასი,
კიიიიიიიიიიი გასაგებია რომ ყოველ წელს ჩანაწერებს აკეთებ, მაგრამ ყოველ წელს ერთ და იგივე დროს
ხომ არ იცვლება ამინდები და მიგრაციაც დღეებს ხომ არ ემთხვევა? რა თქმა უნდა არა, ასე რომ
მე მგონია ჯერ ქათმი საერთოდ არ ამპოძრავებულა, ჯერ გადაფრენის იმიტაციას აკეთებს,
ჩქიმი უბიჟდენიით მომავალ კვირას დაიძვრება, ანუ ნდირობა ეღირება............................................
გისმენთ
მეც მგონია ჯერ ადრეა...აქამდე რაც გვხვდებოდა..შეიძლება ადგილობრივი ყოფილიყო...(ლისის ტბის უკან ხევში 2 ქათამი მყავს მოკლული სექტემბრის ბოლოს...უმაგრეს ამინდში).ამ აციებამდე საკმაოდ სითბო იყო..და შეიძლება არც დაძრულიყო ქათამი...მთებში რო ჩამოთოვს მერე იცის გამოჩენა...თან თუ რუსეთიდან მოდის...სანამ კრასნოიარსკელი ქათამი აქ ჩამოვა...კაი ხანი მოგვიწევს ნადირობა. ეხლა იწყება აციება და გამოჩნდება ალბათ...რაც მე მაგაზე მინადირია..ძირითადად სუსხში და სიცივეში მიწევდა ყოველთვის..ასე რომ ჩემი აზრით აწი უნდა შემოვიდეს...თეთრიწყარო კი უმაგრესი ადგილია...კარგი იქნებოდა გურიაშიც მოგვერტყა 1 გასვლა...
ჩემი აზრი ასეთია:
გამომდინარე იქედან რომ ოქტომბერი თბილი იყო, ქათამი 15 ოქტომბრიდან აუცილებლად დაიძვრებოდა, ხოდაა, ნელ ნელა პატარა პატარა ჯგუფებით გადმოვიდოდა, ამ სითბოებში კი გადაიპარებოდა უკვე, თუმცა არის ერთი საკითხიც, ქათამი რომ მასიურად გადმოსულიყო დასავლეთში 100%-ით იქნებოდა, ჩემი აზრით ეხლა დიდი გასვლა 2 კვირის განმავლობაში გურიისკენ აჯობებს, თუ გადმოვა ქათამი, ისტერიულად გადმოვა დიდი რაოდენობით
ქათამი არის უბრალოდ მიგნება უნდა, ეხლა ვნახე ჩემი მეგობარი დილით იყვნენ ბიჭები გასულები 3 საათით და 6 ცალი აიღეს.
gogitam
სადღაც მაქეთ.
ველაპარაკე მეგობარს ოზურგეთში,ხოდა ჯერ არაა დაცვენილი ფოთოლიო და ამიტომ ვერ ესვრიო,ისე ქათამი არისო საშვალოდ,ერთი 2 კვირა უნდა და გამოჩნდებაო!!!
თეთრიწყაროდან დამირეკეს, უკვე არისო ქათამი
ქათამი ისეთი რამაა, დღეს არის და ხვალ არა
კვირას ვიყავი ხრამისკენ და 4 ცალი ვნახეთ 2 ცალი მოვკალიი
ხვალინდელ ქათამს, დღევანდელ კვერცხზე ნადირობა ჯობია სიბრძნენი ოჩოპინტრესანი
ხოდა ისა...
დღეს დავრეკე დეიდაშვილთან და სამეგრელოში ( აბაშა, სენაკი, მარტვილი) არ არის ქათამი მასიურად, შეხვედრაზეა, ისიც ერთი-ორი... ტაკ შტო ველოდებით ინფორმატორებს სხვადასხვა რეგიონებიდან...
დღეს დასავლეთში, აჯამეთის ტყეში, 2 ქათამი მივტრუპე
დედოფლისწყაროში, ალანზნის ჭალები გაივსო ქათმებითო
დედოფლისწყაროში? მა გიურზა? დააკონკრეთეთ რომელ ადგილზეა ლაპარაკი, + ნაკრძალში არავინ შეგიშვებს და მაქეთ საით?
Maverick
ერთი ხუთი წელი ვიარე საბათლოში, სეზონზე მინიმუმ 3 ჯერ, მე იქ გიურზა არ მინახია ჭალაში. ნესტიანი ადგილია და არ ევასება მაინც და მაინც
აქ ჩემნაირებიც ყოფილან.მაგის გამო არ დავდივარ კახეთში სანადიროდ
ისე,ბოლოს ტყის ქათამი ვინ ნახა?
დღეს გადაფრენაზე მუხათგვერდში ერთი ავიღე
ესე მასიურად როგორც ჯერ არ არის და თეთრ წყაროში იმ დღეს რომ არ იყო მეორე დღესვე შეიძლება ყოპილიყო ქათამი ისეთი რამეა აი მე ოთხშაბათს ორი ცალი მოვკალი დიდ გორში ისაც მაგლობზე დაბლობში არ იჯდა საერთოდ
დღეს მე და როვერამ შემოვიარეთ ყველაფერი და 1 ვნახეთ და იმასაც ვერ ვესროლეთ! თავიდან წავედით აი პანტიანს რომ გაცდები იქ,სახელი დამავიწყდა იქ ვერაფერი ვნახეთ და მერე კუსტბის ზემოთა ტყეებში ვიარეთ და აი იქ ვნახეთ ის საცოდავი 1 ცალი ისე კაი ადგილები კია,მაგრამ რათ გინდა არაააააააა
მე და ნოსომაცვერაფერი ვერ ვნახეთ საგურამოსკენ ბლიაძ
კარგით რა ხალხო კარგით რა ახალბედასავით მოგდის რა ვიტო,დაელოდე კაცო კარგათ მოქუჩდნენ,თბილა ჯერ თბილა
გიორგევიჩ
რას ველოდოდ? არ არის ადრე!
თუ არ არის ადრე არც ქათამი არ არის და რა აზრი აქვს გასვლას,ერთცალს მაინც რო კლავდე კაცი კიდე ხო,მაგრამ ვერცერთს რო ვერ ნახავ მაგრა ტეხავს.აცივდეს კარგათ და შემოვა,ატვეჩაი ვარ
გიორგევიჩ
ერთი ცალი ვნახეთ დღეს
კარგი მაშინ შენ თუ ხარ ატვეჩაი დაველოდები!
გუშინ ანუ კვირას მე და დათო ბუმ ვიარეთ დიდგორი წვერის წმინდა გიორგის სიახლოვესაც ვიყავით სამადლოზე გადაფრენაზეც ვიდექით მაგრამ ვერაფერი
რავიცი მე უკვე ამ სამ დღეში ხუთი ცალი ვნახე, აქედან ორი ტაფაზე მოხვდა
გუშინ დიდი და პატარა ლილოებს შორისი ადგილები შემოვიარეთ, მაგრამ ერთიც ვერ ვნახეთ.
თეთრიწყაროში არის ეხლა ქათამი, მირეკავენ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ჩავდივარ, პარასკევს სხვა საქმეზე ვიყავით და ერთ-ერთს ორი ცალი აუფრინდა უძაღლოდ, შემთხვევით, ე.ი. არის რა
გუშინ წინ ვიყავი 5 ცალი ვნახეთ სამმა კაცმა
შაბათს ვიყავი ბეთანიასა და წვერში,ჯერ ხო ნისლი იყო,არაფერი ჩანდა,ვიარეთ და ვერაფერიც ვერ ვნახეთ
ეხლა ჩამოვედი თეთრი წყაროდან,. ვაფშე 1 ქათამიც არ მინახავს თვალით..........
კვირას ვიყავი ყვარელში და რა თქმა უნდა გავიარე ქათამზეც, ძაღლმა 4 ცალი იპოვა რაც მე დავინახე, მარა ისეთი ხშირი ტყე და ბარდი იყო თოფს ვერ ვატრიალებდი 5 სმ-ზე მეტს. თან ფოთოლიც არ ჩამოსულა ჯერ ნორმალურად.
დღეს შემოვიარე მტკვრის ჭალები მარა ქათამი არ ჩანს არსად ზატო 2 ცალი ბეკასი და 3 გბერტყვი მოვკალი
დღეს თეთრიწყაროსკენ, ანუ ჩვენ სადაც ვიყავით 17 ტყის ქათამი მოკლეს, 6 მა კაცმა... ბედი უნდა რა ყველაფერს :(
ცხელ ცხელი ინფოა, ახლახან ველაპარკე
ამ შაბათ-კვირას თუ შესაბამისი ამინდი იქნა, ხომ არ გავიდეთ?
გუშინ ვიყავი გასული დაიძრა ქათამი 15 ცალი ვნახე 2 ავიღე . ზოგს საერთოდ ვერ ვესროდი. დუშეთში
ერთი პრობლემა ტყეს ალაგ ალაგ ასხია და სადაც ასხია და საჭმელი აქვს ეგეც იმ ადგილებში გვხვდება მარტო სხვაგან ტყუილად უნდა იარო. ერთი წვიმიანი დილა უნდა რომ სულ ტყის ნაპირებში გამოყაროს და მერე იქნება ლულების გახურება.
შაბათ კვირას წვიმასაც აპირებს მგონი და ტემპერატურაც ეცემა, ასე რომ უნდა მოვემზადოთ!!!!!
დღეს ჩემკენ ვიყავი გასული და კარგი ადგილები ვიპოვე, დილიდან უნდა რა გასვლა,
4 ვნახე 1 ავიღე, საღამოს, პერელიოტს ვერ დაველოდე...... მარტო ვიყავი
მაგარი ტყეები კი გავწიე, ზედა ზონებში არაფერი არ იყო,
ბოლოს ვნახე ყველა დაბლობში, წვრილიანებში იჯდა ყველა, სროლა ძალიან ძნელია,
მაგრამ კიდევ დავიგულე კარგი ჭალები, მოკლედ რეიდებს ვატარებ რა უცნობ ადგილებში
სამწუხაროდ, ჩემი აზრით, აღმოსავლეთში ქათამმა ჩაილურის წყალი დალია, შესაძლებელია 1-2 წამოედოს კაცს ფეხში, მაგრამ ქათამზე ტრადიციული ნადირობა ალბათ წელს აღმოსავლეთ საქართველოში აღარ შედგება
დასავლეთისკენ, გურია-სამეგრელოსკენ, ჰერიიი, ჰერი . . . .
გუშინ ვიყავით მაღალ მთაში ქათამზე და გუშინწინდელი მოთოვილი იყო, საღამოსაც დაიწყო თოვა,
ჩვენ ვერაფერი ვერ ვნახეთ, ამ დღეებში თუ მოიცლით გაიარეთ, ჩამოყრიდა ყველაფერს
Maverick
ვიტო
ქათამი უკვე გადასულია, მასიური პერელიოტი ალბათ აღარ იქნება, მხოლოდ თითო-ოროლა
Maverick
მართალი ხარ. ქათამი უკვე მორჩა. ეხლა მართლა კანტი კუნტად თუ იპოვნი სადმე
ახლა ვუსმენ რუსთავს,მთაში 1 მეტრია თოვლიო,ჯვრის უღელთეხილზეო,ე.ი. დროა ,ამკვირაში თუ არ გამოჩნდა ე.ი. გადავიდა აღმოსავლეთიდან!!!
P.S იზვინი თუ ძაან უვიცურ კითხვებს ვსვავ ნუ ბავშვობიდან ნადირობა არავინ არ იცოდა ყველამ ისწავლა და უაზრო კომენტარები გთხოვთ არ იყოს.[/quote]
საერთოდ დაბინდებისას, როდესაც შაშვი ამთავრებს ჭახჭახს, ქათამი იწყებს პერელიოტს ტყიდან, და გადაფრენას აკეთებს ვაკეზე მინდორზე, აი ამ დროს უნდა იყო პერელიოტზე ადგილზე, იქნება წარმატებული ნადირობა, ამ წესით უძაღლოდაც ინადირებ. ბრაკონიერობაც არ არის.
მე არ ვიცი რომელი წყაროებით ამბობთ რომ ქათამი აღარ არისო, ბევრისგან ვიგებ რომ ნახულობენ და რატომ გგონიათ რომ არ არის?
ადგილებს უნდა ქექვა, მარტოფისკენ იყავით ვინმე? გუშინ აუღიათ 6 ცალი 2 კაცს, დუშეთშიც ნახა ალიკამ, მე ვნახე საგურამოსკენ
მარტო 4 ცალი 1 საათში, და ესე ნახულობს ხალხი, ასე რომ შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება
ვიტო
მარტყოფისკენ მე ვიყავი და ერთის მეტი ვერ ვნახეთ.ვერ ვიტყვი ცოტა ვიარეთ მეთქი,საკმაოდ დიდი მანძილები დავლაშქრეთ
გიორგევიჩ
შენ გარდა სხვები იყვნენ და კარგად ნახეს, მე იმის თმა მინდ რომ ჯერ არსად არ წასულა
ვიტო
მე არც ვამბობ რო წასულია
უბრალოდ ჩვენ ვერ ვნახეთ,შეიძლება იმ ადგილებში ვერ მოვხვდით
ზოგმა 4 იპოვა ზოგმა 6 და ზოგმა 2 აქეთ მეტი არასდროს ყოფილა 15 ქათამი მე არასდროს მინახია აქ 5 მეტი აღმოსავლეთში არც მინახავს დასავლეთში კი ბატონო
ჰერცოგი997
შენ იყავი მარტყოფში?
არა მე მტკვირსი ჭალებში ვსინჯავ და ხრამის პირებში და მად ყოველთვის არის ქათამი ზამთარშიც ვპოულობ ხოლმე მოთოვილზე ნაქექსს თან სიარული არ უნდა დაგეზაროსს.
დღეს ვიყავი ასული ლისის ტბის მიდამოებში და 3 ცალი ვნახეთ, ერთი მე ავიღე ერთი ჩემა მეგობარმა. მეორეც უნდა ამეღო მაგრამ გვიან დავინახე ძაღლი ნაბულზე! ვიღაცეები შემხვდენ კიდე და 3 ცალი ყავდათ მოკლული! ასე რომ ქათამი ჯერ-ჯერობით არის. ფანიმ მაგრა გაასწორა დღეს სამივე ნაბულიდან ამომიყვანა!
ROVER
ქათამი ჯერჯერობით კი არ არის, აწი იქნება უფრო და უფრო, რა პესიმიზმი და უბედურებაა ტო
დღეს მუხათგვერდზე "პერელიოტს" მოვსინჯავ და ვნახოთ რა იქნება
დღეს დავბორიალობდი ჩემი სახლის ზევით მიდამოებში და ერთი ქათამი ვნახე მაგრამ ამოფრინდა ძალიან ბუჩქიანი ადგილიდან თანაც შორს
გუშინ გავიარეთ მე და დუნდუამ ჩემსკენ, 3 ცალი ვნახეთ
mamuka555
არა, საგურამოსკენ
გუშინ ვიყავი სამადლოში 4 დავინახეთ ორი ავიღეთ ერთი ავაცილე და ერთი შორს აფრინდა მაგრამ ძალიან ბევრი ვიარეთ დიდ ტერიტორიაზე საკმაოდ ცოტა იყო
კვირას მეც ვიყავი. 30 მდე მწყერი ვნახეთ. არ გვეცალა მაგისთვის. ისე ჩავლემ მოკლა რამოდენიმე
ჭალიმგელა
მწყერი სად ნახედ არ გადამრიოთ?
კახეთში. კახეთში.. ეს რაც თავისით შეგვხვდა, რომ მეძებნა კიდევ ვიპოვნიდი
კახეთში მეც შემხვედრია მწყერი ამ დროს მაგრამ ამ დენი? მთელი სეზონის მანძილზე მართლა ვერ ვნახე ამდენი
რაც შეეხება ქათამს გუშინ თიანეთში ვიყავი და 3 მთა ისე გადავიარეთ 1 მძლივს აგვიფრინდა . მართალია ძაღლი არ გვყავდა მარა სხვებიც იძახიან რო წელს ქათამი ნაკლებად არისო ...
შაბათს ყვარელში ვიყავით, მინიმუმ 20 ცალი ქათამი ვნახეთ, რამდენი ავიღეთ ვერ გეტყვით, უხერხულია
gogita.m
მე მჯეროდა რომ ქათამი თავისას კიდევ იტყოდა
ვიტო
რას იქვია იტყოდა,აბა ატვეჩაიში რო ჩავდექი რა გეგონათ ამხელა კაცი ტყუილად ვილაპარაკებდი?
ქათამი იყო და არის კიდეც,მაგრამ არა იმ რაოდენობით როგორც წინა წლებში გვინახია
კახეთში ჭალებში იზამთრებს და ზამთარშიც ნახავ მანდ .ჩვენ სხვაგან ვიკითხოთ წელს ერთ დღეს ძლივას ვინადირე ქათამზე ნორმალურად.
archiliko
"ისე" არა, კაი ნადირობაა მაგარი თორე ისე ქე დავდივარ მთელი სეზონი აქეთ-იქეთ
ტყის ქათამზე 15 დეკემბრიდან ნადირობა აკრძალულია და ველოდებით მომნავალ სეზონს, რაც შეეხება წლევანდელ სეზონს ზალიან უკმაყოფილო ვარ
მე არ ვიცი როდის დაიკეტა სეზონი ტყის ქათამზე მაგრამ ორი დღის წინ კი მოვინადირე და დავაგემოვნე 3 ცალი და აი მათ შორის ერთის ფოტოს დავდებ და განახებთ
http://www.radikal.ru
თემა დასუფთავდა ოფებისგან !
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)