თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ შემეცნებითი არქივი _ ტყის ქათამი 2009

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 7 2009, 13:02

ნელ ნელა გვიახლოვდება, თუ რამეა შეგვატყობინეთ,
მე კვირას გავისეირნებ, ვნახავ რა ხდება

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 7 2009, 13:33

ქათამზე არაფერიც არ მოხდება. ბოლო 6 წლის ჩანაწერებით 18 ოქტომბრამდე არავის უნახავს შემოსული.

პოსტის ავტორი: bigmisha Oct 7 2009, 13:46

ესეც პატარა ინფო ტყის ქათამზე

ტყის ქათამი, ვალდშნეპი (Scolopax rusticola), ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე34-38 სმ, მასა - 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, მცირე რაოდენობით ბუდობს, აგრეთვე ზამთრობს. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია. დებს 4 კვერცხს, კრუხობს დედალი 22-24 დღე-ღამე. იკვებება ჭიაყელებით და მწერების მატლებით, რომელსაც გრძელი ნისკარტით იღებს ნიადაგიდან. სპორტული ნადირობის ობიექტია.


პოსტის ავტორი: Hunter555 Oct 7 2009, 16:26

ამ შაბათ-კვირას მეც ვაპირებ გორის რაიონში, კერძოდ ლიახვის ხეობაში ქათამზე გავლას.
თუ ქათამს ვერ ვნახავ ძაღლებს მაინც გავასეირნებ.
როცა ჩამოვალ ყველაფერს შეგატყობინებთ.

პოსტის ავტორი: gogitam Oct 7 2009, 23:22

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 7 2009, 02:33 PM) *
ქათამზე არაფერიც არ მოხდება. ბოლო 6 წლის ჩანაწერებით 18 ოქტომბრამდე არავის უნახავს შემოსული.

კარგად მახსოვს 2004 ში 8 ოქტომბერს ვინადირე კარგად, მუხათგვერდის მიდამოებში, სროლას ვერ ავუდიოდი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 8 2009, 09:13

ციტატა(gogitam @ Oct 8 2009, 12:22 AM) *
კარგად მახსოვს 2004 ში 8 ოქტომბერს ვინადირე კარგად, მუხათგვერდის მიდამოებში, სროლას ვერ ავუდიოდი

ესე იგი ბოლო 5 წლის მონაცემებით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 8 2009, 10:30

საინტერესოა თეთრწყაროშI რაამბებია?
ვითომ არ იქნება ქათამი ჩამოსული?

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 12 2009, 00:25

აბა ჰა, დღეს ვიყავით თეთრიწყაროში და ქტამი ჰორიზონტზეც არ ჩანს,
სამაგიეროთ კარგი ადგილები ვნახეთ რაღაცრაღაცეებისთვის

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 12 2009, 00:33

ციტატა(vito @ 12th October 2009 - 01:25 AM) *
დრეს ვიყავით თეთრიწყაროში და ქტამი ჰორიზონტზეც არ ჩანს,

გამოჩნდება...მაით უმაგრესი ადგილებია...მანდ ჩემ ძმას აქვს კაი 2 სართულიანი სახლი შეგვიძლია კაი "პაეზტკა"..მოვარტყათ..(თუნდაც 2 დღიანი)

პოსტის ავტორი: Maverick Oct 12 2009, 10:15

გუშინ მეც მოვიარე წალკის მხარე, ქათამს ალბათ კიდევ 3-4 კვირა დააგვიანდება, მაგარი სითბო დაიჭირა ოქტომბერში

პოსტის ავტორი: gogitam Oct 12 2009, 10:27

ციტატა(Maverick @ Oct 12 2009, 11:15 AM) *
გუშინ მეც მოვიარე წალკის მხარე, ქათამს ალბათ კიდევ 3-4 კვირა დააგვიანდება, მაგარი სითბო დაიჭირა ოქტომბერში

გამარჯობა, მოინადირეთ რამე? ბოგდანოვკისკენ ხომ არ გადასულხართ?

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 12 2009, 12:00

Maverick

ციტატა(Nikolo @ 12th October 2009 - 11:15 AM) *
ქათამს ალბათ კიდევ 3-4 კვირა დააგვიანდება, მაგარი სითბო დაიჭირა ოქტომბერში

არადა შავნაბადაზე ვნახეთ 2 ცალი შაბათს, იმედი მქონდა რომ ზევით რამე იქნებოდა მარა.........

პოსტის ავტორი: aragveli Oct 12 2009, 12:04

ქათამი ჯერ ადრეა შარშან პირველათ 18 ოქტომბერს გავედი და 2ცალი ავიღე მანამდის არ ყოფილა წელსაც მასე იქნება ამინდები თუ არ აირია. წასვლით კი მეც წამოვალ .

პოსტის ავტორი: Maverick Oct 12 2009, 12:14

ამინდები, გრძელვადიანი პროგნოზით ირევა 25 ოქტომბერს, თუ პროგნოზს დავუჯერებთ, მანამდე 28 გრადუსზე დაბლა არაა ტემპერატურა

პოსტის ავტორი: BEK_M Oct 12 2009, 16:49

ხუთშაბათს გურიაში მივდივარ და თუ იცით არის მანდეთ ქათამი?

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 12 2009, 18:06

ქათამი როგორ არაა მაქეთ,მაგრამ ახლა თუ იქნება ეგ არ ვიცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 12 2009, 19:31

ქათამი არ იქნება ჯერ გურიაში.


ხოდა ბიჭებო მეც წამიყვანეთ დედაქალაქში ვარ ყველანაერი აღჭურვილობითnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 12 2009, 19:42

ჯერ ადრეა კიდევ თუ არ აცივდა არ გამოჩნდება

პოსტის ავტორი: დიტო Oct 12 2009, 20:00

იმერეთში მივდივარ პარასკევს და აუცილებლად დავზვერავ იქაურობას,წესით უკვე უნდა იყოს ყვირილას აყოლებაზე

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 12 2009, 23:09

არ იქნება ჯერ შემოსული,ადრეა ჩემი აზრით
ალაგალაგ თუ შეგხვდება ერთი ორი

პოსტის ავტორი: bigmisha Oct 12 2009, 23:47

შარშან თეთრ წყაროში ვიყავი, მხოლოდ 2 ცალი ავიღე, ისე ბლომად იყო მარამ ბევრი დავაცილე მაგ ორებს, გადარეულებივით ფრინდებოდნენ newsmile090.gif



პოსტის ავტორი: ზახარა Oct 13 2009, 00:01

ქათამი ჯერ ადრეა ბიჭებო ერთი-ორის გულისთვის არ ღირს წასვლა სანადიროთ, ნოემბიდან უკვე მოჟნა გასვლები

პოსტის ავტორი: Maverick Oct 13 2009, 10:09

ციტატა(დიტო @ Oct 12 2009, 09:00 PM) *
იმერეთში მივდივარ პარასკევს და აუცილებლად დავზვერავ იქაურობას,წესით უკვე უნდა იყოს ყვირილას აყოლებაზე

სვირისკენ ჩოლაბურის ნაპირებში ნახეს კვირას 2 ცალი

პოსტის ავტორი: დიტო Oct 13 2009, 10:13

ხოდა კაკ რაზ მაკეტ ვაპირებ,თან ადგილებიც ვიცი newsmile045.gif რკინიგზის აყოლებაზე სვირის მხარეს ოღონდ

პოსტის ავტორი: ქევხო Oct 16 2009, 11:25

გუშინ საღამოს "პერელიოტზე" შემოგვაკვდა

http://www.radikal.ru

ჯერ ადრეა, ამინდი თუ გაფუჭდა მერე უკეთესი იქნება

პოსტის ავტორი: მაჭარა Oct 21 2009, 16:13

როდის შემოვა ეს ტყის ქათამი..არავინ ყოფილხართ ან აპირებთ წასვლას სანადიროდ?

პოსტის ავტორი: Maverick Oct 21 2009, 16:21

მაჭარა
გითხარი და არ გჯერა 10 დღეშიოო, თავად მისი უდიდებულესობამ მითხრა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 21 2009, 16:23

მე 4 დღის წინ ვიყავი მთებზე სასეირნოთ და ჯამში 8-9 ვნახეთ. უძაღლოდ!!!

პოსტის ავტორი: zaza71 Oct 22 2009, 09:35

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 21 2009, 05:23 PM) *
მე 4 დღის წინ ვიყავი მთებზე სასეირნოთ და ჯამში 8-9 ვნახეთ. უძაღლოდ!!!

რომელ მთებზე იყავით არ იტყვი? newsmile056 (1).gif
სანამ პოლიტიკურ საკითხებს აგვარებ იქნებ ჩვენ გაგვევლო? newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 22 2009, 10:45

გომბორისკენ

მად ქათამზე ასვლა არ ღირს. მე სამსახურის საქმეზე ვიყავი და შემთხვევით შემხვდა

Edited by Boroti Beso

პოსტის ავტორი: ruxi mgeli Oct 25 2009, 20:46

ჯერ ადრეა კატამი მაგრამ დასავლეტსჰი რომ მინახია იმდენი არსად არ სჰემზვედრია შარსჰან ზუგდიდში ზალიან ბევრი ვნახე და კარგადაც ვისიამოვნე

პოსტის ავტორი: ქევხო Oct 31 2009, 10:30

გუშინ საღამოს პერელიოტზე

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 1 2009, 23:25

აი კაკ რაზ სასაუბოც არის newsmile05.gif

ქე იცით შაბათს რაფერი კრახი განვიცადეთ..............
ეხლა მინდა პაწა გავარჩიოთ რა მოხდა და რა რისი ბრალია, მოკლე ისტორია ეს არის:
ვიყავით 15 კაცი, გავიშალეთ 5 ჯგუფად 5 ძაღლით, თან საკმაოდ კარგ ტყეში ვიყავით......
ჭალიმგელა გვიმტკიცებს რომ აწი მაქეთ ქათამი აღარ იქნებაო, ანუ უკვე წასულიაო.

აბა გავარჩიოთ რა და როგორ არის.............
ბოლო პერიოდში მთაში მომიწია ყოფნამ ექსკურსიებზე, ვიყავი თბილისიდან ჩრდლოეთ მხარეს,
ბოლეე-მენეე რაცხა ქათმისდაგვარები ვნახე, ცოტა, მაგრამ მაინც, ეხლა რა ხდება, ყველამ ვიცით რომ
ქათამი რუსეთიდან მოდის (მისი ერთადერთი საბუდებელი), გადაგვივლის და მიდის თბილი ქვეყნებისკენ....

რა გამოდის? ქათამი ვნახე 1 კვირის წინ ჩრდილოეთში, 2 დღე აირია ამინდები და თეთრიწყაროიან
წალკიანად გადაგვიფრინა და წავიდა??? რაცხა არ მჯერა მე ამ ამბის, უფრო სწორედჭალიმგელასი,
კიიიიიიიიიიი გასაგებია რომ ყოველ წელს ჩანაწერებს აკეთებ, მაგრამ ყოველ წელს ერთ და იგივე დროს
ხომ არ იცვლება ამინდები და მიგრაციაც დღეებს ხომ არ ემთხვევა? რა თქმა უნდა არა, ასე რომ
მე მგონია ჯერ ქათმი საერთოდ არ ამპოძრავებულა, ჯერ გადაფრენის იმიტაციას აკეთებს,
ჩქიმი უბიჟდენიით მომავალ კვირას დაიძვრება, ანუ ნდირობა ეღირება............................................

გისმენთ

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 1 2009, 23:49

ციტატა(vito @ 2nd November 2009 - 12:25 AM) *
ბოლო პერიოდში მთაში მომიწია ყოფნამ ექსკურსიებზე, ვიყავი თბილისიდან ჩრდლოეთ მხარეს,
ბოლეე-მენეე რაცხა ქათმისდაგვარები ვნახე


ვიტო ეგ ქათამი შენ რაც ნახე მგონი არ ითვლება,ეგრე თითო ოროლა თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში მხვდებოდა ხოლმე(თითქმის)
ციტატა(vito @ 2nd November 2009 - 12:25 AM) *
გადაგვიფრინა და წავიდა???

მაგის არ მჯერა მე რო ქათამი წავიდა.

ეხლა ჩვენ რო შარშანდელის მიხედვით ვმსჯელობთ მგონი არ არის სწორი,შარშან სხვა ამინდები იყო.
ერთია კიდე,შეიძლება წავედით არასწორ ადგილას არასწორ დროს.მე პირველად ვიყავი მაგ ადგილებში და ვერ გეტყვი როდის რა ხდება მანდ.
ისე ადგილები კარგი იყო. მაგრამ მე და გურგენას ისეთ ადგილებში მოგვიწია სიარული რო რომც აფრენილიყო იქ რამე ვერ მოვკლავდით ბუჩქების და ტყის სიხშირის გამო.

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 2 2009, 00:27

მეც მგონია ჯერ ადრეა...აქამდე რაც გვხვდებოდა..შეიძლება ადგილობრივი ყოფილიყო...(ლისის ტბის უკან ხევში 2 ქათამი მყავს მოკლული სექტემბრის ბოლოს...უმაგრეს ამინდში).ამ აციებამდე საკმაოდ სითბო იყო..და შეიძლება არც დაძრულიყო ქათამი...მთებში რო ჩამოთოვს მერე იცის გამოჩენა...თან თუ რუსეთიდან მოდის...სანამ კრასნოიარსკელი ქათამი აქ ჩამოვა...კაი ხანი მოგვიწევს ნადირობა. ეხლა იწყება აციება და გამოჩნდება ალბათ...რაც მე მაგაზე მინადირია..ძირითადად სუსხში და სიცივეში მიწევდა ყოველთვის..ასე რომ ჩემი აზრით აწი უნდა შემოვიდეს...თეთრიწყარო კი უმაგრესი ადგილია...კარგი იქნებოდა გურიაშიც მოგვერტყა 1 გასვლა...

პოსტის ავტორი: Maverick Nov 2 2009, 09:41

ჩემი აზრი ასეთია:
გამომდინარე იქედან რომ ოქტომბერი თბილი იყო, ქათამი 15 ოქტომბრიდან აუცილებლად დაიძვრებოდა, ხოდაა, ნელ ნელა პატარა პატარა ჯგუფებით გადმოვიდოდა, ამ სითბოებში კი გადაიპარებოდა უკვე, თუმცა არის ერთი საკითხიც, ქათამი რომ მასიურად გადმოსულიყო დასავლეთში 100%-ით იქნებოდა, ჩემი აზრით ეხლა დიდი გასვლა 2 კვირის განმავლობაში გურიისკენ აჯობებს, თუ გადმოვა ქათამი, ისტერიულად გადმოვა დიდი რაოდენობით

პოსტის ავტორი: ROVER Nov 3 2009, 12:43

ქათამი არის უბრალოდ მიგნება უნდა, ეხლა ვნახე ჩემი მეგობარი დილით იყვნენ ბიჭები გასულები 3 საათით და 6 ცალი აიღეს.

პოსტის ავტორი: gogitam Nov 3 2009, 12:48

ციტატა(ROVER @ Nov 3 2009, 13:43) *
ქათამი არის უბრალოდ მიგნება უნდა, ეხლა ვნახე ჩემი მეგობარი დილით იყვნენ ბიჭები გასულები 3 საათით და 6 ცალი აიღეს.

სად იყვნენ?

კვირას დიდგორისკენ ვერაფერი ვნახეთ

პოსტის ავტორი: ROVER Nov 3 2009, 12:51

gogitam
სადღაც მაქეთ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 3 2009, 14:22

ველაპარაკე მეგობარს ოზურგეთში,ხოდა ჯერ არაა დაცვენილი ფოთოლიო და ამიტომ ვერ ესვრიო,ისე ქათამი არისო საშვალოდ,ერთი 2 კვირა უნდა და გამოჩნდებაო!!!

პოსტის ავტორი: bejo Nov 3 2009, 14:23

თეთრიწყაროდან დამირეკეს, უკვე არისო ქათამი

პოსტის ავტორი: ბესო Nov 3 2009, 15:48

ქათამი ისეთი რამაა, დღეს არის და ხვალ არა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 3 2009, 16:00

კვირას ვიყავი ხრამისკენ და 4 ცალი ვნახეთ 2 ცალი მოვკალიი

პოსტის ავტორი: Davitus Nov 3 2009, 19:09

ხვალინდელ ქათამს, დღევანდელ კვერცხზე ნადირობა ჯობია newsmile035.gif სიბრძნენი ოჩოპინტრესანი


ხოდა ისა...

დღეს დავრეკე დეიდაშვილთან და სამეგრელოში ( აბაშა, სენაკი, მარტვილი) არ არის ქათამი მასიურად, შეხვედრაზეა, ისიც ერთი-ორი... ტაკ შტო ველოდებით ინფორმატორებს სხვადასხვა რეგიონებიდან...

პოსტის ავტორი: BIGმიშა Nov 3 2009, 19:27

დღეს დასავლეთში, აჯამეთის ტყეში, 2 ქათამი მივტრუპე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 4 2009, 11:15

დედოფლისწყაროში, ალანზნის ჭალები გაივსო ქათმებითო

პოსტის ავტორი: შალვა Nov 4 2009, 12:40

დედოფლისწყაროში? მა გიურზა? დააკონკრეთეთ რომელ ადგილზეა ლაპარაკი, + ნაკრძალში არავინ შეგიშვებს და მაქეთ საით?

პოსტის ავტორი: Maverick Nov 4 2009, 13:37

ციტატა(შალვა @ Nov 4 2009, 13:40) *
დედოფლისწყაროში? მა გიურზა? დააკონკრეთეთ რომელ ადგილზეა ლაპარაკი, + ნაკრძალში არავინ შეგიშვებს და მაქეთ საით?

საბათლოსკენ, ნაკრძალის საზღვრებზე, კანონით 500 მეტრის დაშორებით, აკრძალული ტერიტორიებიდან, აღკვეთილებიდან შეგიძლია ინადირო

გიურზას შეიძლება შეხვდე

პოსტის ავტორი: ROVER Nov 4 2009, 16:59

Maverick

ერთი ხუთი წელი ვიარე საბათლოში, სეზონზე მინიმუმ 3 ჯერ, მე იქ გიურზა არ მინახია ჭალაში. ნესტიანი ადგილია და არ ევასება მაინც და მაინც newsmile053.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 4 2009, 17:18

ციტატა(ROVER @ Nov 4 2009, 17:59) *
Maverick

ერთი ხუთი წელი ვიარე საბათლოში, სეზონზე მინიმუმ 3 ჯერ, მე იქ გიურზა არ მინახია ჭალაში. ნესტიანი ადგილია და არ ევასება მაინც და მაინც newsmile053.gif


ჭალაში არცაა დავით ჭალამდეა, ერთი ხევი ჩასასვლელი და იქ შეიძლება წამოედო

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 5 2009, 14:20

აქ ჩემნაირებიც ყოფილან.მაგის გამო არ დავდივარ კახეთში სანადიროდ

ისე,ბოლოს ტყის ქათამი ვინ ნახა?

პოსტის ავტორი: gogitam Nov 6 2009, 23:11

დღეს გადაფრენაზე მუხათგვერდში ერთი ავიღე

პოსტის ავტორი: chika Nov 7 2009, 01:52

ესე მასიურად როგორც ჯერ არ არის და თეთრ წყაროში იმ დღეს რომ არ იყო მეორე დღესვე შეიძლება ყოპილიყო ქათამი ისეთი რამეა აი მე ოთხშაბათს ორი ცალი მოვკალი დიდ გორში ისაც მაგლობზე დაბლობში არ იჯდა საერთოდ

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 8 2009, 18:34

დღეს მე და როვერამ შემოვიარეთ ყველაფერი და 1 ვნახეთ და იმასაც ვერ ვესროლეთ! თავიდან წავედით აი პანტიანს რომ გაცდები იქ,სახელი დამავიწყდაnewsmile05.gif იქ ვერაფერი ვნახეთ და მერე კუსტბის ზემოთა ტყეებში ვიარეთ და აი იქ ვნახეთ ის საცოდავი 1 ცალიnewsmile05.gif ისე კაი ადგილები კია,მაგრამ რათ გინდა არააააააააnewsmile038.gif newsmile05.gifnewsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 8 2009, 20:28

მე და ნოსომაცვერაფერი ვერ ვნახეთ საგურამოსკენ ბლიაძ

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 8 2009, 20:31

კარგით რა ხალხო კარგით რა newsmile05.gif ახალბედასავით მოგდის რა ვიტო,დაელოდე კაცო კარგათ მოქუჩდნენ,თბილა ჯერ თბილა

პოსტის ავტორი: ROVER Nov 8 2009, 21:41

გიორგევიჩ
რას ველოდოდ? არ არის ადრე! newsmile058.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 8 2009, 22:12

თუ არ არის ადრე არც ქათამი არ არის და რა აზრი აქვს გასვლას,ერთცალს მაინც რო კლავდე კაცი კიდე ხო,მაგრამ ვერცერთს რო ვერ ნახავ მაგრა ტეხავს.აცივდეს კარგათ და შემოვა,ატვეჩაი ვარ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ROVER Nov 8 2009, 22:17

გიორგევიჩ

ერთი ცალი ვნახეთ დღეს newsmile071.gif

კარგი მაშინ შენ თუ ხარ ატვეჩაი დაველოდები! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 8 2009, 22:18

ციტატა(dimitri @ 8th November 2009 - 23:15) *
აქ რო აცივდება ქათამი უკვე სადმე ძაან თბილ ქვეყანაში იქნება პლიაჟზე

შანსი არ არის წელს ქათმის სეზონი არ იყოს!!! ეხლა შეიძლება წინა წლებივით არ იყოს,მაგრამ შემოვა,დამიჯერეთ,გუმანი მაქვს.აჩუ

პოსტის ავტორი: chika Nov 9 2009, 09:07

გუშინ ანუ კვირას მე და დათო ბუმ ვიარეთ დიდგორი წვერის წმინდა გიორგის სიახლოვესაც ვიყავით სამადლოზე გადაფრენაზეც ვიდექით მაგრამ ვერაფერი

პოსტის ავტორი: gogitam Nov 9 2009, 09:44

რავიცი მე უკვე ამ სამ დღეში ხუთი ცალი ვნახე, აქედან ორი ტაფაზე მოხვდა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი Nov 9 2009, 09:49

გუშინ დიდი და პატარა ლილოებს შორისი ადგილები შემოვიარეთ, მაგრამ ერთიც ვერ ვნახეთ.

პოსტის ავტორი: bejo Nov 9 2009, 16:51

თეთრიწყაროში არის ეხლა ქათამი, მირეკავენ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ჩავდივარ, პარასკევს სხვა საქმეზე ვიყავით და ერთ-ერთს ორი ცალი აუფრინდა უძაღლოდ, შემთხვევით, ე.ი. არის რა

პოსტის ავტორი: BEK_M Nov 9 2009, 23:57

გუშინ წინ ვიყავი 5 ცალი ვნახეთ სამმა კაცმა

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 10 2009, 10:18

შაბათს ვიყავი ბეთანიასა და წვერში,ჯერ ხო ნისლი იყო,არაფერი ჩანდა,ვიარეთ და ვერაფერიც ვერ ვნახეთ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 11 2009, 12:21

ეხლა ჩამოვედი თეთრი წყაროდან,. ვაფშე 1 ქათამიც არ მინახავს თვალით..........

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 11 2009, 17:13

კვირას ვიყავი ყვარელში და რა თქმა უნდა გავიარე ქათამზეც, ძაღლმა 4 ცალი იპოვა რაც მე დავინახე, მარა ისეთი ხშირი ტყე და ბარდი იყო თოფს ვერ ვატრიალებდი 5 სმ-ზე მეტს. თან ფოთოლიც არ ჩამოსულა ჯერ ნორმალურად.

პოსტის ავტორი: დიტო Nov 11 2009, 18:49

დღეს შემოვიარე მტკვრის ჭალები მარა ქათამი არ ჩანს არსად ზატო 2 ცალი ბეკასი და 3 გბერტყვი მოვკალი newsmile045.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 11 2009, 19:13




დღეს თეთრიწყაროსკენ, ანუ ჩვენ სადაც ვიყავით 17 ტყის ქათამი მოკლეს, 6 მა კაცმა... ბედი უნდა რა ყველაფერს :(


ცხელ ცხელი ინფოა, ახლახან ველაპარკე


ამ შაბათ-კვირას თუ შესაბამისი ამინდი იქნა, ხომ არ გავიდეთ?

პოსტის ავტორი: aragveli Nov 12 2009, 11:00

გუშინ ვიყავი გასული დაიძრა ქათამი 15 ცალი ვნახე 2 ავიღე . ზოგს საერთოდ ვერ ვესროდი. დუშეთში

პოსტის ავტორი: aragveli Nov 12 2009, 12:11

ერთი პრობლემა ტყეს ალაგ ალაგ ასხია და სადაც ასხია და საჭმელი აქვს ეგეც იმ ადგილებში გვხვდება მარტო სხვაგან ტყუილად უნდა იარო. ერთი წვიმიანი დილა უნდა რომ სულ ტყის ნაპირებში გამოყაროს და მერე იქნება ლულების გახურება.

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 12 2009, 12:13

ციტატა(aleksandre @ 12th November 2009 - 13:11) *
ერთი პრობლემა ტყეს ალაგ ალაგ ასხია და სადაც ასხია და საჭმელი აქვს ეგეც იმ ადგილებში გვხვდება მარტო სხვაგან ტყუილად უნდა იარო

ხო ნუ არ არის ჯერ კარგათ შემოსული და სადაც საჭმელი ეგულება იქაც გროვდება რა.
აჩუ

პოსტის ავტორი: Jager_Man Nov 12 2009, 12:27

შაბათ კვირას წვიმასაც აპირებს მგონი და ტემპერატურაც ეცემა, ასე რომ უნდა მოვემზადოთ!!!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 13 2009, 01:28

ციტატა(vito @ 13th November 2009 - 02:18) *
შენ ჭეშნმარიტი იეღოველი ზვიადისტი ხარ

ეგ უკვე დაწინაურებაა.... newsmile035.gif newsmile035.gif (მაღარიჩი ჩემზეა)

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 13 2009, 21:48

დღეს ჩემკენ ვიყავი გასული და კარგი ადგილები ვიპოვე, დილიდან უნდა რა გასვლა,
4 ვნახე 1 ავიღე, საღამოს, პერელიოტს ვერ დაველოდე...... მარტო ვიყავი
მაგარი ტყეები კი გავწიე, ზედა ზონებში არაფერი არ იყო,
ბოლოს ვნახე ყველა დაბლობში, წვრილიანებში იჯდა ყველა, სროლა ძალიან ძნელია,
მაგრამ კიდევ დავიგულე კარგი ჭალები, მოკლედ რეიდებს ვატარებ რა უცნობ ადგილებში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 16 2009, 09:01

სამწუხაროდ, ჩემი აზრით, აღმოსავლეთში ქათამმა ჩაილურის წყალი დალია, შესაძლებელია 1-2 წამოედოს კაცს ფეხში, მაგრამ ქათამზე ტრადიციული ნადირობა ალბათ წელს აღმოსავლეთ საქართველოში აღარ შედგება



დასავლეთისკენ, გურია-სამეგრელოსკენ, ჰერიიი, ჰერი . . . .

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 16 2009, 09:15

გუშინ ვიყავით მაღალ მთაში ქათამზე და გუშინწინდელი მოთოვილი იყო, საღამოსაც დაიწყო თოვა,
ჩვენ ვერაფერი ვერ ვნახეთ, ამ დღეებში თუ მოიცლით გაიარეთ, ჩამოყრიდა ყველაფერს

პოსტის ავტორი: gizovichi Nov 16 2009, 09:16

Maverick

ციტატა(Nikolo @ 16th November 2009 - 10:01) *
სამწუხაროდ, ჩემი აზრით, აღმოსავლეთში ქათამმა ჩაილურის წყალი დალია

გეთანხმები, მაგრამ ერთი გასვლა კიდე გავალ სადმე აღმოსავლეთისკენ

პოსტის ავტორი: Maverick Nov 16 2009, 09:34

ვიტო
ქათამი უკვე გადასულია, მასიური პერელიოტი ალბათ აღარ იქნება, მხოლოდ თითო-ოროლა

newsmile038.gif newsmile038.gif newsmile039.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 16 2009, 10:29

Maverick
მართალი ხარ. ქათამი უკვე მორჩა. ეხლა მართლა კანტი კუნტად თუ იპოვნი სადმე

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 16 2009, 11:03

ახლა ვუსმენ რუსთავს,მთაში 1 მეტრია თოვლიო,ჯვრის უღელთეხილზეო,ე.ი. დროა ,ამკვირაში თუ არ გამოჩნდა ე.ი. გადავიდა აღმოსავლეთიდან!!!

პოსტის ავტორი: chincho Nov 16 2009, 15:56




P.S იზვინი თუ ძაან უვიცურ კითხვებს ვსვავ ნუ ბავშვობიდან ნადირობა არავინ არ იცოდა ყველამ ისწავლა და უაზრო კომენტარები გთხოვთ არ იყოს.[/quote]
საერთოდ დაბინდებისას, როდესაც შაშვი ამთავრებს ჭახჭახს, ქათამი იწყებს პერელიოტს ტყიდან, და გადაფრენას აკეთებს ვაკეზე მინდორზე, აი ამ დროს უნდა იყო პერელიოტზე ადგილზე, იქნება წარმატებული ნადირობა, ამ წესით უძაღლოდაც ინადირებ. ბრაკონიერობაც არ არის.

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 16 2009, 17:33

მე არ ვიცი რომელი წყაროებით ამბობთ რომ ქათამი აღარ არისო, ბევრისგან ვიგებ რომ ნახულობენ და რატომ გგონიათ რომ არ არის?
ადგილებს უნდა ქექვა, მარტოფისკენ იყავით ვინმე? გუშინ აუღიათ 6 ცალი 2 კაცს, დუშეთშიც ნახა ალიკამ, მე ვნახე საგურამოსკენ
მარტო 4 ცალი 1 საათში, და ესე ნახულობს ხალხი, ასე რომ შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 16 2009, 18:07

ვიტო
მარტყოფისკენ მე ვიყავი და ერთის მეტი ვერ ვნახეთ.ვერ ვიტყვი ცოტა ვიარეთ მეთქი,საკმაოდ დიდი მანძილები დავლაშქრეთ

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 16 2009, 20:33

გიორგევიჩ
შენ გარდა სხვები იყვნენ და კარგად ნახეს, მე იმის თმა მინდ რომ ჯერ არსად არ წასულა

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 16 2009, 21:42

ვიტო
მე არც ვამბობ რო წასულია newsmile05.gif
უბრალოდ ჩვენ ვერ ვნახეთ,შეიძლება იმ ადგილებში ვერ მოვხვდით

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 16 2009, 21:44

ზოგმა 4 იპოვა ზოგმა 6 და ზოგმა 2 აქეთ მეტი არასდროს ყოფილა 15 ქათამი მე არასდროს მინახია აქ 5 მეტი აღმოსავლეთში არც მინახავს დასავლეთში კი ბატონო

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 16 2009, 21:46

ჰერცოგი997
შენ იყავი მარტყოფში?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 16 2009, 21:52

არა მე მტკვირსი ჭალებში ვსინჯავ და ხრამის პირებში და მად ყოველთვის არის ქათამი ზამთარშიც ვპოულობ ხოლმე მოთოვილზე ნაქექსს თან სიარული არ უნდა დაგეზაროსს.

პოსტის ავტორი: aragveli Nov 17 2009, 09:45

ციტატა(ჰერცოგი997 @ Nov 16 2009, 22:44) *
ზოგმა 4 იპოვა ზოგმა 6 და ზოგმა 2 აქეთ მეტი არასდროს ყოფილა 15 ქათამი მე არასდროს მინახია აქ 5 მეტი აღმოსავლეთში არც მინახავს დასავლეთში კი ბატონო

15 კი არა ერთხელ იმდენი ვნახე გუნდ გუნდათ ადგილიდან ხან 5იც მიფრინდებოდა ნაწვიმარზე თანაც თითქმის ყოველ 10 მეტრში ტყის ნაპირებში მასობრივი პერელიოტი იყო. მარა რათ გინდა გონჩი მყავდა გაყვანილი ლეკვად იყო და უთოფოთ ვიყავი. მეორე დღეს კი გავედი მარა გაქრა ქათამი.

პოსტის ავტორი: ROVER Nov 17 2009, 13:07

დღეს ვიყავი ასული ლისის ტბის მიდამოებში და 3 ცალი ვნახეთ, ერთი მე ავიღე ერთი ჩემა მეგობარმა. მეორეც უნდა ამეღო მაგრამ გვიან დავინახე ძაღლი ნაბულზე! ვიღაცეები შემხვდენ კიდე და 3 ცალი ყავდათ მოკლული! ასე რომ ქათამი ჯერ-ჯერობით არის. ფანიმ მაგრა გაასწორა დღეს სამივე ნაბულიდან ამომიყვანა! newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 17 2009, 13:12

ROVER
ქათამი ჯერჯერობით კი არ არის, აწი იქნება უფრო და უფრო, რა პესიმიზმი და უბედურებაა ტო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 17 2009, 14:06

დღეს მუხათგვერდზე "პერელიოტს" მოვსინჯავ და ვნახოთ რა იქნება small3d012.gif

პოსტის ავტორი: chika Nov 20 2009, 21:21

დღეს დავბორიალობდი ჩემი სახლის ზევით მიდამოებში და ერთი ქათამი ვნახე მაგრამ ამოფრინდა ძალიან ბუჩქიანი ადგილიდან თანაც შორს

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 23 2009, 11:51

გუშინ გავიარეთ მე და დუნდუამ ჩემსკენ, 3 ცალი ვნახეთ

პოსტის ავტორი: mamuka555 Nov 23 2009, 12:43

ციტატა(ვიტო @ Nov 23 2009, 12:51) *
გუშინ გავიარეთ მე და დუნდუამ ჩემსკენ, 3 ცალი ვნახეთ

ვიტოსაით ნახეთ,შემთხვევით მუხადგვერდისკენ ხო არა? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 23 2009, 13:24

mamuka555
არა, საგურამოსკენ

პოსტის ავტორი: chika Nov 24 2009, 21:16

გუშინ ვიყავი სამადლოში 4 დავინახეთ ორი ავიღეთ ერთი ავაცილე და ერთი შორს აფრინდა მაგრამ ძალიან ბევრი ვიარეთ დიდ ტერიტორიაზე საკმაოდ ცოტა იყო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 25 2009, 09:30

კვირას მეც ვიყავი. 30 მდე მწყერი ვნახეთ. არ გვეცალა მაგისთვის. ისე ჩავლემ მოკლა რამოდენიმე

პოსტის ავტორი: chika Nov 25 2009, 13:06

ჭალიმგელა
მწყერი სად ნახედ არ გადამრიოთ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 25 2009, 13:27

კახეთში. კახეთში.. ეს რაც თავისით შეგვხვდა, რომ მეძებნა კიდევ ვიპოვნიდი

პოსტის ავტორი: chika Nov 25 2009, 15:18

კახეთში მეც შემხვედრია მწყერი ამ დროს მაგრამ ამ დენი? მთელი სეზონის მანძილზე მართლა ვერ ვნახე ამდენი

პოსტის ავტორი: ჩიკო Nov 25 2009, 17:11

რაც შეეხება ქათამს გუშინ თიანეთში ვიყავი და 3 მთა ისე გადავიარეთ 1 მძლივს აგვიფრინდა . მართალია ძაღლი არ გვყავდა მარა სხვებიც იძახიან რო წელს ქათამი ნაკლებად არისო ...


პოსტის ავტორი: gogita.m Dec 14 2009, 13:52

შაბათს ყვარელში ვიყავით, მინიმუმ 20 ცალი ქათამი ვნახეთ, რამდენი ავიღეთ ვერ გეტყვით, უხერხულიაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 14 2009, 13:55

gogita.m
მე მჯეროდა რომ ქათამი თავისას კიდევ იტყოდა

პოსტის ავტორი: გოგა Dec 14 2009, 14:45

ვიტო
რას იქვია იტყოდა,აბა ატვეჩაიში რო ჩავდექი რა გეგონათ ამხელა კაცი ტყუილად ვილაპარაკებდი? newsmile05.gif
ქათამი იყო და არის კიდეც,მაგრამ არა იმ რაოდენობით როგორც წინა წლებში გვინახია

პოსტის ავტორი: aragveli Dec 17 2009, 10:44

კახეთში ჭალებში იზამთრებს და ზამთარშიც ნახავ მანდ .ჩვენ სხვაგან ვიკითხოთ წელს ერთ დღეს ძლივას ვინადირე ქათამზე ნორმალურად.

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 19 2009, 02:57

archiliko

newsmile05.gif "ისე" არა, კაი ნადირობაა მაგარი newsmile05.gif newsmile05.gif თორე ისე ქე დავდივარ მთელი სეზონი აქეთ-იქეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gizovichi Dec 20 2009, 21:37

ტყის ქათამზე 15 დეკემბრიდან ნადირობა აკრძალულია და ველოდებით მომნავალ სეზონს, რაც შეეხება წლევანდელ სეზონს ზალიან უკმაყოფილო ვარ

პოსტის ავტორი: guga1 Jan 20 2010, 00:08

მე არ ვიცი როდის დაიკეტა სეზონი ტყის ქათამზე მაგრამ ორი დღის წინ კი მოვინადირე და დავაგემოვნე 3 ცალი და აი მათ შორის ერთის ფოტოს დავდებ და განახებთnewsmile05.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 17 2010, 10:57

თემა დასუფთავდა ოფებისგან !
moderirebulia.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)