თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ შემეცნებითი არქივი _ ტყის ქათამი 2010

პოსტის ავტორი: თენგო Oct 10 2010, 18:41

დღეს,მე და ბექა ვიყავით წაკლაში ქათმის საძებრად.
აგვიფრინდა ორად ორი,ისიც შორს,ვერც კი ვესროლეთ.

ვინმე ხომ არ გასულხართ,თუ რამე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ გაგვიზიარეთ!!!!!

პოსტის ავტორი: Maverick Oct 10 2010, 18:45

ციტატა(თენგო @ Oct 10 2010, 19:41) *
დღეს,მე და ბექა ვიყავით წაკლაში ქათმის საძებრად.
აგვიფრინდა ორად ორი,ისიც შორს,ვერც კი ვესროლეთ.

ვინმე ხომ არ გასულხართ,თუ რამე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ გაგვიზიარეთ!!!!!


გომარეთში მოკლეს 2 ცალი და კიდევ გიგომ ორბეთში ერთი

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 10 2010, 19:17

არ არი ჯერ, არაააა....
ადრეა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 10 2010, 19:26

ნუკრიMax
რაკი ერთი მინც არის, ესე იგი არის. უნდა გადავწიო ჩემი კალენდარი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 10 2010, 19:39

1 აბნეული ქათმის ყოფნა ცვლის მონადირე იბრუხის კალენდარს?

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 10 2010, 20:51

დღეს ვიყავი თიანეთისკენ, 4 საათი ვიბოდიალეთ ტყეშიც და ტყის პირებშიც. არაფერი მინახავს

ისე მგონი ეს თემა საუბრებში უნდა გახსნილიყო newsmile05.gif მცოდნე ხალხმა იქნებ გადაიტანოთ

პოსტის ავტორი: veshapo Oct 10 2010, 20:57

დუშეთიდან მოვიდა ცნობა რო უკვე ბლომადაა შემოსული, დეტალებს დავაზუსტებ ხვალე და დავწერ აქ

პოსტის ავტორი: wudu Oct 11 2010, 10:17

ისე, გამოუცდელი ადამიანებისთვის ხომ არ დაწერდით ტყის ქათამზე სანადირო ადგილების ჩამონათვალს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: veshapo Oct 11 2010, 18:20

wudu


მე აღმოსავლეთის სანადიროებს კარგად ვერ ვიცნობ, ამ ფორუმზე ძალიან კომპეტენტური ხალხია ნადირობის სფეროში და ალბათ დაწერენ ეგეთ ადგილებს და მეც მოუთმენლად ველოდები wtfg.gif wtfg.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 14 2010, 21:37

ჭალიმგელა
ჭალო უთხარი დააახლოებით სად გავიდეს ჩვენი ფორუმის ახალგაზრდობა ქათამზე! (აღმოსავლეთ საქართველო)

დასავლეთში მეტნაკლებად გაიასნებულია სად ? რა? როდის? აქეთ უჭირთ ძამიკოებს!

პოსტის ავტორი: wudu Oct 15 2010, 09:51

ციტატა(შალვა @ Oct 14 2010, 22:37) *
ჭალიმგელა
ჭალო უთხარი დააახლოებით სად გავიდეს ჩვენი ფორუმის ახალგაზრდობა ქათამზე! (აღმოსავლეთ საქართველო)

დასავლეთში მეტნაკლებად გაიასნებულია სად ? რა? როდის? აქეთ უჭირთ ძამიკოებს!

მართალი ხარ. თუ არავინ გვასწავლა, ვერც ვერსაოდეს გავიგებთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თენგო Oct 15 2010, 11:16

wudu
დაიწყეთ წალკის ფიჭვნარებიდან,გომარეთში არის რამოდენიმე კარგი ტყე,ორბეთი,ივანოვკა,კოჯრის,ტა

ტაბახმელის ტყეები.
არაგვის,მტკვრის,ივრის ჭალები.

პოსტის ავტორი: შუკა Oct 19 2010, 20:50

მეგობრებო !ქათამი ხომ არ გამოაჩნდა სადმე??

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 19 2010, 20:58

შუკა
დღეს უნდა წასულიყო ბენაზირ ფხუტო და კომპანია, იმედია რამეს შეგვატყობინებენ,
ზეგისთვის მეც მინდა ჩემსკენ გავბოდიალდე და ვნახავ რა და როგორაა

პოსტის ავტორი: gogita.m Oct 19 2010, 21:04

კვირას მოვიარე ბეთანია, პანტიანი, კოჯორი, მაგრამ არაფერი მინახავს

პოსტის ავტორი: შალვა Oct 19 2010, 21:06

ფოთში არ შემოსულა. ჯეერ!

პოსტის ავტორი: ღლიღვა Oct 19 2010, 21:45

სალამი ყველას. წასვლას კიდევ რომ დააპირებთ თუ გამიანხანაგებთ მეც სიამოვნებით წამოვალ. ძაღლი არ მყავს მაგრამ მანქანა არის ისე რომ არავის შევავიწროვებ თუ ადგილი არ გექნებათ.დრო პრობლემა არაა თუ წინასწარ მეცოდინება და რამე გადაუდებელი არ მექნება. წინასწარ მადლობა.

პოსტის ავტორი: veshapo Oct 19 2010, 21:56

ანუ რა გამოდის არსად არ არის ჯერ ქათამი თუ მონადირეები გართული არიან დრძელნისკარტაზე ნადირობით და ჯერჯერობით დასაპოსტად ვერ მოიცალეს wtfg.gif wtfg.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 19 2010, 21:58

veshapo
არა მეგობარო, ჯერ არ არის რეალურად, თუ არის და 1-2 თუ ნახავ სადმე,
ეხლა სეზონის არდადეგებია, როგორც გამოჩნდება ეგრევა გაიგებთ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 20 2010, 09:57

კახაბერ

ციტატა(კახაბერ @ 19th October 2010 - 23:05) *
კვირას იყვნენ ასურეთში ჯერ არ ვიცი რა ქნეს

ვერაფერს ვერ იზამდნენ, სანამ თეთრ წყაროში არ მოთოვს მანამდე ასურეთში ქათამი არ ჩამოდის....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 20 2010, 12:24

კახაბერ

ციტატა(კახაბერ @ 20th October 2010 - 12:30) *
გომარეთში შეიძლება შეგვხვდეს?

გომარეთი, უფრო მაღალი ზონაა და ალბათ შესაძლებელია, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვი, მე მანდ არასდროს არ მინადირია ქათამზე...

პოსტის ავტორი: Giorgi_M Oct 20 2010, 13:39

ქათამი წალკაში არის. გუშინ ვიყავით ოთხმა მთელი დღის განმავლობაში 9 ცალი ავიღეთ, ალბათ 20-მდე ვნახეთ ზოგი გავმაზეთ ზოგს ვერ ვესროლეთ.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 20 2010, 15:48

Giorgi_M

ციტატა(Giorgi_M @ 20th October 2010 - 14:39) *
ქათამი წალკაში არის. გუშინ ვიყავით ოთხმა მთელი დღის განმავლობაში 9 ცალი ავიღეთ, ალბათ 20-მდე ვნახეთ ზოგი გავმაზეთ ზოგს ვერ ვესროლეთ.

წალკაში რა ადგილას იარეთ?
ბეშქთაშენთან/

პოსტის ავტორი: Giorgi_M Oct 21 2010, 12:45

წალკას რო გაცდები მარცხენა მხარეს მოჩანს რამოდენიმე ტყე (ე.წ Г -აბრაზნი, მრგვალი ტყე და ა.შ)ეს ადგილები უმეტესობამ კარგად იცის. ეხლა ქათამი ბევრი არ არის მაგრამ თუ ივლი უნდა ნახო.

პოსტის ავტორი: lord Oct 21 2010, 13:16

აღმოსავლეთში არასოდეს მინადირია ქათამზე, ძირითადად დასავლეთში ვნადორობ ხოლმე. წინა შაბათ-კვირას ვიყავი ზესტაფონში და პერელიოტზე 2 ცალი ავიღე. ტყეში არ მინადირია, ფოთოლი გაუცვენელია ისევ და პრაქტიკულად არაფერი ჩანს.

პოსტის ავტორი: veshapo Oct 22 2010, 21:59

დღეს ვიყავი პერელიოტზე მუხათგვერდის თავზე რო ბუჩქნარებია იქ, ძალიან ძლიერი ქარი იყო მაგრამ 1 საათი რაც მე იქ გავჩერდი 6 ცალი გადმოვიდა, 2 ავიღე 1ს ვერც ვესროლე და 3 ავაცილე ქარის დახმარებით newsmile05.gif ცხვარიჭამიაშიაო ამბობენ, ხო კიდე დღეს 4 კაცი ვნახე იქ სადაც ვიყავი ფარზე ნადირობდნენ ბლომად ყავდათ მოკლული და მე რო გამცდნენ თოფის ხმა მერეც არ შეუწყვეტიათ .... ასე იყო ჩემი დღევანდელი საათნახევრიანი ნადირობის ისტორია

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 22 2010, 22:08

ეხლა ველაპარაკე ჩვენ გურულ მეგობარს და ქათამი ჯერ ვერააო

პოსტის ავტორი: veshapo Oct 22 2010, 22:28

დღევანდელი ამიდის და ცჰემი იქ ყოფნიდან გამომდინარე მე მგონია რო არის, პერელიოტზე 1 საათში 6 ზე მეტი არც არასდროს მინახავს, თან იმ ფარიტ მონადირეებს მინიმუმ 10 ეყოლებოდათ მოკლული როცა მე ვნახე და ჩემს მერე 15 მაინც ისროლეს სანამ წამოვედი wtfg.gif wtfg.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Oct 22 2010, 22:46

veshapo ერთი საათი გადაფრენა ცოტა დიდი დრო ხომ არ არის, როგორც წესი დაღამებამდე 10 წუთით ადრე მოდის ხოლმე.

თუ ქარიან ამინდში უფრო ადრე იწყებს ?

პოსტის ავტორი: veshapo Oct 23 2010, 00:28

gogita.m


მე გეტვი ძმა რაც ვნახე ყოველ 10-12 წუთში ერთი გადმოდიოდა საშუალოდ მე იქ ვიყავი 7 იდან 8 მდე

პოსტის ავტორი: შალვა Oct 23 2010, 08:44

ფარზე თუ ნადირობდნენ პერელიოტის დამთავრების შემდეგ სროლას გაიგებდი იმიტომ რომ, პერელიოტის მერე ჩამჯდარ ქათამს ფარნით აბრმავებენ და ფერმის ქათმებივით მიწაზე ხოცავენ, ეგ ნადირობა არ არის.

პოსტის ავტორი: veshapo Oct 23 2010, 17:52

ხალხო ქათამზე რამე ახალი არ იცით რატო პასიურობთ neam.gif neam.gif

პოსტის ავტორი: Maverick Oct 24 2010, 07:57

ქათამი არის, წალკაში ვიყავით გუშინ 8 ცალი ავიღეთ 20 ცალამდე ვნახეთ, ზოგს დავაცილეთ, ზოგზს ვერ ვესროლეთ და ეგრე


ვინც გაინძრევა და ივლის, ქათამსაც ნახავს და კიევ ბევრ რამეს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Oct 24 2010, 17:49

ქათამი არის შემოსული ოღონდ ცოტცოტა.

ისე აქ რა მოსატანია და შაბათს სამსახურის ამბებზე ვიყავი აღმოსავლეთისკენ და ასფალტიდან ხოხობი ამიფრინდა 30 მეტრში,რამის შევყევი ტყეში მანქანიანად newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: veshapo Oct 24 2010, 19:54

დღეს კიდე ვიყავი მუხათგვერდის ზემოთ, სადაც გუშინწინ, დღესაც გადმოვიდა 5 თუ 6 მარა ვერ ვესროლე ვერცერთს newsmile055.gif newsmile058.gif , შორს გადმოდიოდა

სხვა ადგილი არ იცით ვინმემ ახლოს რო საგღამოს სამსახურის მერე ავიდეს კაცი და დაელოდოს პერელიოტს? ან თუ ვინმე მიდიხართ მეც წამიყოლეთ haied.gif haied.gif newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 19:56

veshapo
მეტი ახლოს რაღა გინდა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: veshapo Oct 24 2010, 20:01

ვიტო

კია ახლოს მარა ძალიან გაშლილი ადგილია, ვერ გაიგებ რომლელ მხარეს გადმოვა, სადაც ვიყავი 50 მეტრზე ახლოს არ გადმოვიდა, პირველი რო გადმოვიდა მე იქ გადავიწიე მეთქი მეორეც აქეთ გადმოვა, მარა მეორე უფრო იქეთ გადმოვიდა და ა.შ. ამიტო მინდა სხვა ადგილი.

იმერეთში ჩემ სოფელში ერთი ასეთი ადგილია: გორაკია ორი ერთმანეთთან ისე რო უნაგირი გეგონება ხოდა იმ ჩაღრმავებაში ვდგევარ სულ და სულ იქ მოდის შანსი არაა სხვაგან გადმოვიდეს, ხოდა რამე ეგეთ ადგილს ვეძებ აქაც wtfg.gif wtfg.gif

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 20:16

veshapo
ბეთანიის გადასახვევთან,რესტორანს რომ გასცდები დაახლოებით100მეტრს,ყოველ საღამოს აკეთებს გადაფრენას,მაგრამ მანდ ნადირობა შეიძლება თუ არა არ ვიცი.

პოსტის ავტორი: veshapo Oct 24 2010, 21:55

თენგო

და კონკრეტულად რა ადგილას არის ეგ , არ ვიცი არც ბბეთანიის გადასახვევი და რესტორნის სახელსაც თუ დაწერ ძალიან კარგი იქნება

წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 22:43

veshapo წყნეტ
წყნეთს როგორც კი გაცდები,ძველ ბეთანიის რესტორანს დაინახავ. 100-150 მეტრში შედის გზა მარჯვენა მხარეს,მონასტრისკენ.
პატარა მოედანივით არის. მანდ გაჩერდი.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2010, 18:21

ეხლა ვიყავი ჩემთან ასული, არც ძაღლი და არც თოფი არ წამიღია, მანქანაში ვიჯექი და ვაკვირდებოდი,
2 ცალი ვნახე, გამოდის რომ შორ რეისებს აზრი არ აქვს, ადგილებიც შევიგულე საკმაოდ პერსპექტიულსკი.
სულ ტერასები, ტერასები, ტერასები, ტერასები, თან ისეთებია რომ ძალიან კარგები, თან სასიარულოდაც
სწორი ადგილებია, გადაფრენასაც კარგად ხედავ თან მაღალზე არ აწვება. მოკლედ ველოდები ტარასას და ჩემ გამოჯამრთელებას newsmile045.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: veshapo Oct 25 2010, 19:09

დღეს კიდე ვიყავი ჩემ ადგილას და 4 მა გადმოიარა და კიდე ვერცერთს ვერ ვესროლე newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif გავსკდი გულზე boom.gif boom.gif boom.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Oct 25 2010, 19:14

veshapo
სად დგეხარ ხოლმე, სასაფლაოს ზედა მხარეს?

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 25 2010, 21:28

ციტატა(ვიტო @ Oct 25 2010, 19:21) *
სულ ტერასები, ტერასები, ტერასები, ტერასები, თან ისეთებია რომ ძალიან კარგები, თან სასიარულოდაც
სწორი ადგილებია, გადაფრენასაც კარგად ხედავ თან მაღალზე არ აწვება.


ვიცი ეგ ადგილები, ბიძაჩემს ქონდა მანდ აგარაკი, პატარაობაში ხშირად ვიყავი ხოლმე newsmile05.gif მაიცა, ეგ ადგილები შემთხვევით ნაკრძალი ხომ არაა? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2010, 21:31

გურგენა

ციტატა(ალეკო @ 25th October 2010 - 22:28) *
მაიცა, ეგ ადგილები შემთხვევით ნაკრძალი ხომ არაა?

კაკ რას რომ არაა, ნაკრძალის ნიშნული შორს დგას, 500 მერტრზე შორს, ხოდა შეეშვი ინტრიგნობებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: veshapo Oct 25 2010, 22:05

gogita.m


არა სანამ მანდ ახვალ ცოტა აქეთ არის პატარა ტბასავით, მაქედან შედის გზა და ახლოა იქვე, როგორც გავარკვიე დღეს, ბევრ ადგილას გადმოდის, ძალიან ვრცელი ადგილია, იტოგში დამუღამებაა საჭირო, მეც ადგილი დამუღამების პროცესში ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Oct 26 2010, 10:46

veshapo
7 დან 8 საათამდე უკვე ბნელა და როგორ ხედავ პერელიოტს? ვნახე რუკაზე ის ტბა შენ რომელზეც ამბობ და მაგ ტბიდან ადიხარ ზევით ტყესთან უკვე და როგორი გზა მიდის?

http://pix.ge/x/a/v/sugc7/

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 26 2010, 11:53

თუ ნისლი არა არის ან რაიმე მასეთი, როგორ ვერ ნახავ.
თუ სავსე მთვარეა ხომ საერთოდ

პოსტის ავტორი: doni Oct 26 2010, 16:00

უფროსო ნიკა და უმცროსო ნიკა თუ დააპირეთ ამ შაბათკვირას ქათამზე გასვლა შემეხმიანეთ რა. თან გავისხენოთ ტკბილი მოგონებები.

პატივისცემით დონი newsmile041.gif

პოსტის ავტორი: veshapo Oct 26 2010, 18:50

მაჭარა

როცა ღრუბელი არ არის ჩანს, გზას რაც შეეხება მე მანდ ზაფხულზე ვიყავი ოპელ ასტრით ასული, ახლაც შეილება ავიდე მარა ალაგალგ ტალახია და ორხიადიანი ჯობია, ახლა მანქანით არ ავდივარ მანქანას ქვემოთ ვტოვებ და არის გასავლელი 800 მეტრი სულ, 70 მეტრი აღმართი და დანარჩენი სულ სტადიონივით არის newsmile027.gif newsmile027.gif


პოსტის ავტორი: Davitus Oct 26 2010, 18:58

veshapo


ისე, თუ მანდ ისევ დააპირებ წასვლას, მაინც ფრთხილად იყავი, შებინდებულია და ხილვადობა დაბალია... აქ დადებულმა ზუსტმა კოორდინატებმა კი ბევრი გამოუცდელი მონადირე შეიძლება მიიზიდოს მაგ ადგილმა



პოსტის ავტორი: შუკა Oct 26 2010, 19:18

მიხვალ და დაგხვდება ბატალიონი newsmile090.gif
გეტყვინ - იქით დადექი ბრატ აქ ჩემი ადგილიო..
ეგრე მომივიდა ადრე იხვზე , კონდახის ქნევა დამჭირდა რომ გამეყარა იქიდან.. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: chika Oct 26 2010, 21:29

დღეს გავისეირნე სამადლოს ზევით ტყეში ტავიდან მეგონა რომ არ იყო ჩამოსული ,მაგრამ მერე ბოლოში ორი ცალი ვნახე მაგრამ ერთი ძალიან შორს ამოვიდა მეორე კი უხერხულად ტანაც 20 კალიბრიანი მეცჰირა

პერელეტს ვეგარ დაველოდე ნისლი იყო და საკმაოდაც ციოდა

პოსტის ავტორი: veshapo Oct 26 2010, 23:52

Davitus
ისე ეგ არ გამითვალისწინებია newsmile05.gif მართალი ხარ .

შუკა

ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, თუნდაც გამომაგდონ მე არ დამწყდება გული, სხვა ადგილს ვიპოვი მარა იმასაც ასე დავცერ ტუ ვიმეს დაინტერესებს


პოსტის ავტორი: Maverick Oct 27 2010, 09:54

ყველას, ყველას ყველას !!!!!!

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, შაორის ტბის ჭალებში, რუსმა ''ოკუპანტებმა'' უკანონოდ დაიკაავეს ტერიტორია, საკმარისად ბევრნი არიან,
დახასიატება: ორი ფეხი,ორი ფრთა, გრძელი ნისკარტი, ამოფრენისას გამოსცემს ადრენალინის გამომყოფ ხმას, მათზე ნადირობა შეიძლება დილის პერელიოტზეც (მინდორიდან ტყეში) და საღამოს პერელიოტზეც(ტყიდან მინდორში) ასევე მთელი დღე ძაღლით
დროზე ვისაც გული ერჩის და მუხლი უჭრის, იჩქარეთ შაორის ჭალებში, სანამ კარგად აციებულსა, ყველა მანდაა მოგროვებული, აცივების შემდეგ ნაქერალას ფერდობით დაეშვებიან იმერეთში და გაიფანტებიან


ინფორმაცია მივიღე 20 წუთის წინ, საიმედო წყაროსაგან, მთელი ტყიბულის მაზრის მონადირეები (სამწუხაროდ საკმარისად ცოტანი) გუშინდელი დღიდან ნადირობენ

პოსტის ავტორი: doni Oct 27 2010, 10:32

ციტატა(Maverick @ Oct 27 2010, 10:54) *
ყველას, ყველას ყველას !!!!!!

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, შაორის ტბის ჭალებში, რუსმა ''ოკუპანტებმა'' უკანონოდ დაიკაავეს ტერიტორია, საკმარისად ბევრნი არიან,
დახასიატება: ორი ფეხი,ორი ფრთა, გრძელი ნისკარტი, ამოფრენისას გამოსცემს ადრენალინის გამომყოფ ხმას, მათზე ნადირობა შეიძლება დილის პერელიოტზეც (მინდორიდან ტყეში) და საღამოს პერელიოტზეც(ტყიდან მინდორში) ასევე მთელი დღე ძაღლით
დროზე ვისაც გული ერჩის და მუხლი უჭრის, იჩქარეთ შაორის ჭალებში, სანამ კარგად აციებულსა, ყველა მანდაა მოგროვებული, აცივების შემდეგ ნაქერალას ფერდობით დაეშვებიან იმერეთში და გაიფანტებიან


ინფორმაცია მივიღე 20 წუთის წინ, საიმედო წყაროსაგან, მთელი ტყიბულის მაზრის მონადირეები (სამწუხაროდ საკმარისად ცოტანი) გუშინდელი დღიდან ნადირობენ


კარგი ინფორმაციაა. ზნაჩეტ წელს კარგი პირი უჩანს ტყის ქათამს როგორც აღმოსავლეთში და განსაკუთრებით დასავლეთში.

პოსტის ავტორი: dole Oct 27 2010, 16:18

გამოცდილ ხალხს თხოვნით . ამ შაბათ კვირას მინდა წასვლა ტყის ქათამზე წალკაში და ადგილები კიდე არ ვიცი დაახლოებით შეგიძლიათ რო მიმითითოთ რა ადგილებში უნდა ვეძებო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 27 2010, 20:00

dole
კიმარა მაინცდამაინც წალკაში რატომ მიდიხარ, თბილის გარშემოც ბევრია,
წყნეთს აცდი და ყველგან ნახავ

პოსტის ავტორი: doni Oct 27 2010, 20:09

ციტატა(ვიტო @ Oct 27 2010, 21:00) *
dole
კიმარა მაინცდამაინც წალკაში რატომ მიდიხარ, თბილის გარშემოც ბევრია,
წყნეთს აცდი და ყველგან ნახავ


ვიტოს ვეთანხმები.თბილისის გარშემოც კარგათ ინადირებ ქათამზე,მაგრამ ჩემი აზრით ისევ უნდა აირიოს ამინდი და მაშინ ღირს წასვლა ქათამზე.



პოსტის ავტორი: gurosheva Oct 29 2010, 23:42

გაუმარჯოს მონადირე ხალხს. გე გურული კაცი ვარ გუსშინ გავედი პერელიოტზე და ორი ცალი მოვკალი აქეტ წამოვიდა უკვე

პოსტის ავტორი: შუკა Oct 30 2010, 00:26

კი მოდის ნელ ნელა..

პოსტის ავტორი: veshapo Oct 30 2010, 03:34

gurosheva


სად იყავი თუ საიდუმლო არ არის?

პოსტის ავტორი: ზაზა Oct 31 2010, 19:24

ჩვენი ფორუმელის აკოფის სურათები ტყის ქათამზე ნადირობისას უკრაინაში
http://pix.ge/

აკოფი და ანტი ისვენებენ ნადირობის შემდეგ.
http://pix.ge/

ჯერ ორი წლისაც არაა,ნახეთ რა თავი აქვს

სოკოებში ვერ ვერკვევი,ეს სურათიც ნადირობის გადაუღია და მომეწონაhttp://pix.ge/

http://pix.ge/

აკოფი ნანადირევთან

http://pix.ge/

ისევ ანტი და ტყის ქათმები

http://pix.ge/

ესეც პატარა ანტი
http://pix.ge/

http://pix.ge/

უკრაინაშიც არაა ქათამი იმ რაოდენობით,როგორც ელოდნენ.დღეში 3-6 ცალი თუ აიღეს,მაგარი შედეგია.ბევრი საერთოდ ვერ პოულობს.

პოსტის ავტორი: aragveli Oct 31 2010, 19:51

7 ცალი ვნახე დღეს 2 საათიანი გასეირნებისას თან მაგარი ქარიშხალი იყო და ტყესაც ფოთოლი ჯერ არ გასცვივნია, ნაბულზე დამდგარი ძაღლი არ ჩანდა.

პოსტის ავტორი: თენგო Oct 31 2010, 20:06

aragveli
სად იარე?

პოსტის ავტორი: aragveli Oct 31 2010, 20:09

ციტატა(თენგო @ Oct 31 2010, 21:06) *
aragveli
სად იარე?

ბოდორნაში newsmile027.gif

პოსტის ავტორი: თენგო Oct 31 2010, 20:18

aragveli
გაიხარე!

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 31 2010, 20:31

დღეს ვუყავით წალკასი და იმხელა თოვლია როოო კარგად ვიგუნდავეთ და ვისრიალეთ მანქანებით newsmile035.gif newsmile035.gif 1 ქათამიც მოვკალით newsmile035.gif მეტი არგვინახავს

პოსტის ავტორი: HollanD_HollanD Oct 31 2010, 21:37

თეთრიწყაროს სანადირო სანახებში არ გინახავთ იყო თუ არა???

პოსტის ავტორი: 919 Oct 31 2010, 21:47

დღეს გომბორზე ყინულის ქერქი იყო გუბეების ზედაპირზე.
ფშავისკენ ხეობებში თოვლიც მოსულა newsmile045.gif დღეს საკუთარი თვალით
ვნახე.

პოსტის ავტორი: Akop Nov 1 2010, 02:42

..... гамарджобат бичебо ...!!! квелас гилоцавт карг надиробас...!!! ЗАЗАС дииииди мадлоба, чеми да Антис суратебис гамопенисатвис.... Телсь анти маград даигеша, пирвели миствис ико мцкери.... Тавис цлованебис мимарт , дзалиан карги царматебеби мичвена, мохарули вар.
...... Мере мцкерис шемдег, давицкет тхис катамзе интенсиурад надироба.... сам рицхвши, ме да Анти ,Ай-Петризе, Крымши мивдиварт... Харковши чамосвлис шемдег, ахал суратебс давтов форумзе... Нахвандис....

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 1 2010, 09:20

Akop
გამარჯობა დაკარგულო newsmile05.gif

ადრე უკვე გთხოვე და ეხლაც კიდევ გაგიმეორებ რომ თავისუფლად შეგიძლია
შენი აზრები და პოსტები დაწერო რუსულად, არავითარი პრობლემა არ იქნება.
გვესმის, ესე შენც წვალობ და ჩვენც გვაწვალებ newsmile05.gif

პატივისცემით


საგურამოშიც მოთოასავით უკვე, მთისწვერები გადათეთრებულია, დღეს თუ ადრე მოვედი გავალ დაზვერვაზე

პოსტის ავტორი: Akop Nov 1 2010, 09:55

ვიტო, გაუმარჯოს...!!!
თუ გამიჭირდება, აუცილებლად ვეცდები.... !!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თენგო Nov 1 2010, 09:57

Akop
აკოპს გაუმარჯოს!
მიხარია რომ "ანტი" ეგეთი კარგი ძაღლი დგება!
ღმერთმა ერთად ძალიან ბევრი განადიროთ!

პოსტის ავტორი: Akop Nov 1 2010, 10:10

თენგო, გაიხარე....!!! დიდი მადლობა ....!!!:)

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 1 2010, 10:18

კაზრეთში ვარ,ირგვლივ მთებში თოვლია,ქათამი წესით უნდა იყოს.გავიკითხავ ამ მხარეშიც

პოსტის ავტორი: zuri-rubi Nov 2 2010, 00:50

ხომ არ იცით დუშეთში არის ტყის ქათამი?

პოსტის ავტორი: Akop Nov 2 2010, 01:14

საქართველოძი, ტყის ქათამი არის ყველგან .... !!! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: chika Nov 4 2010, 16:03

http://pix.ge/

ეს ქათამი გუშინ ვერის ხეობაში მოვინადირე სამწუხაროდ მეტი ვერ ვნახე

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 4 2010, 19:17

აგერ ძლივს გავხსენი სეზონი არადა ჩემსკენ ბევრჯერ ვნახე უკვე, სასროლზე დღეს
იყო პირველად, საერთო ჯამში 10 ცალამდე ვნახე ჩემი დგომის შემოგარენში.
დილით ძალიან მოყინული იყო ყველაფერი, ბალახი ტყდებოდა და ყველაფერი გადათეთრებული იყო,
მანანაში "დვორნიკეიბს" მილებში წყალი გამიყინა

მოკლედ დილითაც ვიყავი გასული ძაღლით, ძირითადად ხშირ ჯაგებში იჯდა და სანამ ძაღლი მივიდოდა
უკვე ფრთხებოდა ხმაურისგან, ვერც ვესროდი, სულ სადღაც 5 ცალამდე ვნახე. 2 საათის მერე მანქანისკენ
ვბრუნდებოდი და ტერასის პირზე დადგა ნაბულზე თან ისე რომ ვერ მიუშვი, ქვასავით იდგა ქვები ვყარე და
ამ გუგებრობაში აფრინდა და გავმაზე.


ეხლა ჩამოვედი პერელიოტიდან, 10 წუთის მანძილზე 10 ცალი დავინახე, 1-მა ჩამიწუილა სასროლზე და ავიყვანე.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 4 2010, 19:53

ვიტო
გაიხარე ! ეს ერთი და სხვა მრავალი !!!!

პოსტის ავტორი: ბესო Nov 4 2010, 20:02

დღეს ავიყვანე 1 ცალი და 1 დავკარგე - 9 ნომრებით ვიდექი პერელიოტზე :( სურათს შოთა დადებს ალბათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 4 2010, 20:06

მუხადგვერდშიც კარგად არის, ორი დღის წინ ჭილის ტბის ტერიტორიაზე 6 ცალი ვნახე 1 ავიღე, ძაღლმა კიდევ რამდენი ნახა ღმერთმა იცის.

თეთრიწყაროს დრო მოვიდა მგონიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ZelectriC Nov 4 2010, 21:45

დღეს ვიყავი მუხადგვერდზე, დაახლოებით 15 ცალი ვნახე, მაგდენი მანდ მე ცხოვრებაში არ მინახავს.
სულ რაღაც 2-3 საათი ვიარე.
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: BEK_M Nov 4 2010, 22:59

ოჩოპინტრემ წინა გასვლაზე გვაწყენინა და ამიტომ დალის მივმართეთ 03.11.2010 საკმაოდ ნაყოფიერი დღე გამოდგა შედეგი 2 საათში 6 მოკლული ქათამი ნახვით ვნახეთ 6X3

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 5 2010, 07:41

ესეც გუშინდელი ბესოს მიერ განგმირული და ცალ ნისკარტ ახეული ქოთომი newsmile035.gif
სამწუხაროდ 1 ბესომ დაკარგა და 1 იც მე...
ზომა შთამბეჭდავი...

პოსტის ავტორი: veshapo Nov 6 2010, 18:26

ესეც ჩემი ძმაკაცის დღევანდელი მსხვერპლი

http://pix.ge/


რამდენიმე კიდე გაგვექცა, 1 მკვდარი ტყეში ჩაგვივარდა და ვეღარ გამოვიტანეთ

პოსტის ავტორი: chika Nov 6 2010, 19:46

დღეს მეც ექსპრომტატ ავარდი მუხადწყაროში ერთმა ქათამმა გადმოიფრინა და ისაც მე მემსხვერპლა საკმაოდ დაბლა და კარგ სასროლ მანძილზე აი ისიც

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: თენგო Nov 7 2010, 22:30

http://pix.ge/

დღეს იგორი გორდაძე,გია ადიკაშვილი,რამოდენიმე ჩვენი მეგობარი და მე გახლდით წალკა-ივანოვკაში.
შედეგი: ვნახეთ 9ქათამი,ავიღეთ 7. 1_იგორიმ,1-ადიკაშვილმა ,5-მე(ამაყი სმაილიკი)
3 ავიყვანეთ წალკაში,დანარჩენი ივანოვკაში. ქატამი შემცირებულია. სამაგიეროდ ძალიან მომრავლებულია შველი,იგორიმ ნახა 5 ცალი.

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 7 2010, 23:22

თენგო

ნუ როგორც ყოველთვის ვამაყობ ამ კაცით და მისი შედეგებით. small3d018.gif

პოსტის ავტორი: თენგო Nov 8 2010, 08:22

sabo73

ციტატა(sabo73 @ 8th November 2010 - 00:22) *
თენგო

ნუ როგორც ყოველთვის ვამაყობ ამ კაცით და მისი შედეგებით.

მორცხვი სმაილიკი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ij18e Nov 8 2010, 10:36

ვალდსშნეპი მოპრინდა და მეც მზადვარ, ცელს ჯერ 4 მოვინადურე. მე ზუსტად არვიცი მაკსიმალური ტყის ქათამის ზომა ცონა მაგრამ ერთი საკმაოდ დიდი ეკზემპლარი სშემხდა ცელს ასეთი დიდი ჯერ ცხოვრებაში არ მინახია 410 გრამს იცონიდა

პოსტის ავტორი: levan81 Nov 8 2010, 11:19

http://pix.ge/

გუშინდელი გასვლა წოდორეთში, 3 ქათამი გადმოვიდა "პერელიოტზე" მხოლოდ ერთი ავიღე

პოსტის ავტორი: Zelectric
Nov 8 2010, 16:59

http://pix.ge/
გუშინდელი შედეგი. 1 ცალი დავკარგეთ, ვნახეთ საკმარისი რაოდენობით. 2 კაცი ვიყავით.

პოსტის ავტორი: veshapo Nov 9 2010, 07:28

ესეც დღევანდელი დილის პერელიოტს ჩამორჩენილი 1 ცალი ქოთომი newsmile05.gif
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: veshapo Nov 9 2010, 18:18

კახაბერ


შენ უფრო ყოჩაღ, კარგი გასვლა მოგიწყვიათ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

აი ესეც ამ საღამოს ქათმების საგვარეულოს უდროოდ გამოკლებული ეგზემპლარი newsmile035.gif monkey.gif monkey.gif monkey.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Akop Nov 9 2010, 21:31

http://www.uahunter.com.ua/forum/valxdshnep-2010-t24113-375.html ნადირობა კრიმში ..... !!!

პოსტის ავტორი: თენგო Nov 9 2010, 22:41

Akop
როგორც ყოველთვის ბრწყინვალე რეპორტია! ბრავო small3d018.gif

პოსტის ავტორი: veshapo Nov 10 2010, 18:29

თავი კი მოგაბეზრეთ ჩემი მინი რეპორტებით მარა მინდა რო გამცნობოთ ქათამთა საგვარეულოს კიდე ერთი დანაკლისი newsmile035.gif

http://pix.ge/

აი ასეთი მწირი დანაკლისი განიცადა ჭოვილოთა მუხათგვერდის საგვარეულო შტომ

http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge

პოსტის ავტორი: veshapo Nov 10 2010, 19:24

აი ორი მონადირე და ბავშვობის მეგობარი

http://pix.ge/

და ესეც ბატონი გიორგი newsmile05.gif

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Akop Nov 10 2010, 21:51

.... თუ შეუძლიათ ხარკოველებს, შეგეხმიანოთ ..... ??? newsmile027.gif


პოსტის ავტორი: Maverick Nov 11 2010, 08:03

QUOTE (Akop @ Nov 10 2010, 22:51) *
.... თუ შეუძლიათ ხარკოველებს, შეგეხმიანოთ ..... ??? newsmile027.gif



ხარკოველებს ალბათ ძაღლით ნადირობა უნდათ, ხომ? შეგვეხმიანონ, ეს ესაა გახურებულია,ქათამზე ნადირობა

პოსტის ავტორი: ბესო Nov 11 2010, 22:41

მეც დავზვრები ხოლმე როდესაც სარამოს დროზე გამოვდივარ სამსახურიდან და კარგი ადგილიც მაქვს ხოლმე მუხათქგვერდის მაღლა მიგდებული და შემხმიანეთ თან ვისაც არ ვიცნობ გაგიცნობთ ქე მაინც newsmile045.gif

პოსტის ავტორი: levan81 Nov 12 2010, 08:36

http://pix.ge/

ჭილის ტბის მიმდებარე ტერიტორია

პოსტის ავტორი: lord Nov 12 2010, 09:25

გაუმარჯოს კაი ხალხს.
3 კვირის წინ ერთადერთხელ ავედი მუხათგვერდზე ძმაკაცთან ერთად ქათმის პერელიოტზე. იქ რომ მივედით უკვე ბნელდებოდა, ადგილების კარგად არჩევის დროც აღარ გვქონდა და დავდექით ადგილზე, რომელიც როგორც მერე აღმოჩნდა უაზრო ადგილი ყოფილა. იმ ადგილამდე მისვლამდე ფეხში ღალღა ამიფრინდა და ის ავიღე, ქათამი კი ჩვენთან არ გამოჩენილა, ისე ზემოთ მხრიდან კარგად უბათქუნეს.
იმ დღის მერე სანადიროდ არსად გავსულვარ და უკვე ვეღარ ვძლებ. რაცხა უნდა ვქნა, თუ არა უკვე მაკანკალებს უ-ნადირობის გამოnewsmile035.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 12 2010, 20:20

მოგელასბეთი ყველას
დგეს ექვსის ნახევარზე შევიკრიბეთ
მე, პერაშკა, ვეშაპო მისი ორი მეგობარი და ჩვენი ფორუმის ადმინი ბესო.
გადაწყვეტილი გვქონდა გუშინდელ ადგილას ასვლა მაგრამ ბესოს რჩევით წავედით უფრო მაღლა ჩილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილზე დროზე მივედით, თუმცა იქ უკვე დაგვხვდნენ მონადირეები, მოკლედ სალაპარაკოდ დრო არ იყო ასე რომ გავნაწილდით დარჩენილ ადგილებზე, გადმოფრენა საკმაოდ ადრე დაიწყო და თუ არ ვცდები პირველი გასროლა ბესომ გააკეთა, ქათამი საკმაო რაოდენობით იყო უბრალოდ საუკეთესო ადგილები უკვე დაკავებული იყო, სხვანაირად ვერ ავხსნი, რადგან სადაც მონადირეები დაგვხვდნენ სროლაც იქ იყო.
მე ბედმა გამიღიმა და ერთი გზააგნეული ქათამი ჩემს ნომერთან გადმოფრინდა, რომელიც შედეგიანი გასროლით ავიყვანე(ურო სწორედ ორი გასროლით რადგან გვიან შევნიშნე)
სურათებისთვის ბოდიშს ვიხდი ტელეფონით არის გადაღებული
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Perajka Nov 12 2010, 21:55

შედეგი ბევრად უკეთესი იქნებოდა იქ ის სამი ადამიანი რომ არ დაგვხვედროდა. მაგრამ რას იზავ ხდება ხოლმე. არა და რამდენი გააცილეს მაინც და მაინც სადაც ისინი იდგნენ იქ გადადიოდა ტყის ქათამი. მე დღესაც არ გამიმართლა, ერთმაც კი არ გადმოიფრინა ჩემსკენ. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Akop Nov 12 2010, 22:47




http://ohotatv.ru/almanah-stranstvii/262-oxota-na-kuropatku-s-sobakoj.html


Красно пегий пойнтер- Атос Вити Селиванова. Ну и сам Виктор
Черно пегий- Бэст Андрея Белова, ну и сам Андрей newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 13 2010, 12:19

აეეეე ! რი ქათამი რა ქათამი ! სამაგიეროთ ოოოოო რა ხაშიიიიიიიიიიიიიიი d778bc34f693c93907196ff195628213.gif newsmile035.gif newsmile027.gif
ამის პოსტიც ალბათ მხატვრული ტანვარჯიშის სტილში გაფორმდება,ხოლო მე მოკლრდძალებულ ფოტოს დავდებ

ეს მონადირე სასტავი !!!


აი ესაც ხაშიიიიი newsmile015.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 13 2010, 13:33

http://pix.ge/

წინა კვირას მოვინადირე თეწთრიწყაროში, საკმაოდ იყო

პოსტის ავტორი: Maverick Nov 14 2010, 13:08

ტყის ქათამი საკმარისად დიდი რაოდენობით არის თეთრიწყაროს ზედა ზონებში და თრიალეთის ქედზე

პოსტის ავტორი: kakabisti Nov 14 2010, 14:56

ციტატა(თენგო @ Oct 10 2010, 19:41) *
დღეს,მე და ბექა ვიყავით წაკლაში ქათმის საძებრად.
აგვიფრინდა ორად ორი,ისიც შორს,ვერც კი ვესროლეთ.

ვინმე ხომ არ გასულხართ,თუ რამე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ გაგვიზიარეთ!!!!!

ნუკრიანსჰი გუსჰინ ვნახეტ კარგად შვიდი ცალი ავიყვანე მაგრამ ტყეა გაუვალი სულ ნაპირებში ვიარეტ

პოსტის ავტორი: თენგო Nov 14 2010, 18:04

kakabisti

ციტატა(gio1980 @ 14th November 2010 - 15:56) *
ნუკრიანსჰი გუსჰინ ვნახეტ კარგად შვიდი ცალი ავიყვანე მაგრამ ტყეა გაუვალი სულ ნაპირებში ვიარეტ

ბრწყინვალე შედეგია,ზუსტად ლიცენზიით დადგენილი ნორმა შეგისრულებია! small3d018.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 21 2010, 10:53

დღეს ავიყვანე 2 ცალი დილით 1 საათში, 5 ვნახემერე ძალიან შემციდა და წამოვედი.
ბალახი გაყინული იყო, ხრაშუნობდა რომ დავდიოდი, ისე ჭალაში იჯდა სულ

პოსტის ავტორი: OQRO444 Nov 21 2010, 19:38

ესეც ჩემი ლაშქრობა გორში ქათამზე. gunshot.gif

სულ ვნახეთ 9 ცალი ....... ავიყვანეთ 6 ცალი .... 1 ცალიც დავკარგეთ ...... ყველა მტკვრის ჭალებში....







პოსტის ავტორი: Maverick Nov 22 2010, 07:42

გუშინ დილით, 1,5 საათში სოფ.პატარა ლილოს ტერიტორიაზე, 6 ქათამი დაამუშავა ძაღლმა აქედან 2 ავიღე

პოსტის ავტორი: დემი Nov 22 2010, 11:53

OQRO444

კარგი ნადავლია გენაცვალე, სკრის მხარეს, გორიჯვრისკენ და ჭალებში(გორში მკვრის ნაპირებთან) ყოველთვის იყო ქათამი(როგორც მახსოვს) small3d018.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Nov 22 2010, 15:42

გაიხარეთ ძმებო გაიხარეთ, მართლა კარგი გასვლა გამოგვივიდა .....

მაჭარა-კი გორელი ვარ წარმოშობით სკრელი........რაც შეეხება ნადირობას სკრისა და ხიდისთავის ჭალებში ვნადირობთ ...... კი ნამდვილად გირჩევთ გორის მხარეს ნადირობას მტკვტის ჭალებში, ფშატები სავსეა ქათმით, კარგი ძაღლი და იმისი ჯანი........ ცოტა ამინდის არევა აჯობებს უფრო შედეგიანი იქნება ნადირობა.....თუ ოჯახურმა პრობლემებმა მომცა გასაქანი კიდევ გვინდა გასეირნება რამდენიმე დღით...

პოსტის ავტორი: Veshapo Nov 22 2010, 19:25

ციტატა(ღლიღვა @ 22nd November 2010 - 20:07) *
23 წლის კაცია ვეშაპო

26 ის ვარ თუ უკაცრავად არ ვიყო newsmile035.gif newsmile035.gif

და აივანზე გამახსენდა დღეს ავირბინე სამსახურის მერე და აა ბატონო ....
http://pix.ge/


ისე მგლით მონადირე კაცმა გამცდინა თორე კიდე 2 ს ავიღებდი, რო მელაპარაკებოდა მაშინ გადმოიარეს და გვიან შევნიშნე

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 22 2010, 21:37

ერთი სიტყვით გულმა ვერ მომითმინა და მაინც ვგლეჯამ გივლენასა ჰააა newsmile090.gif

გუშინ დილის 6 და 30 წუთზე შევიყარეთ ბედკრული საქართველოს ბუნების მოყვარულები, ბუნების მკენკავების მოსანახულებლად.
ბატონმა მიხეილმა (პერაჟკა ანუ ღვეზელა ანუ ღვიძლა და ანუ ჯიგარა) გამომიარა სახლტან და მიმაბრძანა დათქმულ ადგილზე (მესტო ვსტრეჩი იზმენიტ ნელზია - ტარარარამ რარარაააა), სადაც ეგრევე ბატონი დავითუს თავდადებული (თავდადებულია აბა რა ჩვენნაირ შერეკილებს რომ აყვება) შემოგვიერთდა. მე, როგორც დამწყები მონადირე, კინოლოგი და ფოტოგრაფი (მაგრამ გამოცდილი ვიროლოგი) ეგრევე შეუდექი საქმეს (ეს აპარატი მაინც მახარებს, ოღონდ მიუშსვირე და თვითონ აპრიცელებს) და დავიწყე - აბა ეხლა ულიბკა და პტიჩკა გამოფრინდება თქოოო ! აი ეს კი აღარ უნდა მეთქვა სულ დამავიწყდა რომ ჩვენ პტიჩკის ამბავში ვიყავით შეკრეფილი და მაგარი გადავრჩი, რისთვისაც ბატონ ჩიკას გამოჩენას უნდა ვუმადლოდე. მისი რაში ისე ჭიხვინებდა იორღათი სვლისას, რომ ყველას დავავიწყდი newsmile090.gif

ესეც # 1 ეკიპაჟის შეხვედრა





უმნიშვნელო ლოდინის მერე დაგვემატა # 2 ეკიპაჟი და მისალმების მერე დავაფიქსირეთ რა ჩვენი შეხვედრა (სხვა რა საქმე მაქვს,ვაჩხაკუნებ და ვაჩხაკუნებ) დავიძარით წალკის მიმართულებით

ესეც ყველა ერთად



პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 22 2010, 21:55

ავედით, ჩავედით, მივედით, მოვედით მივადექით !!!! მოვიარეთ ნაძვნარი ! მარდე და დაუზარელმა მონადირეებმა ნახეს 2 ქათამი და 1 შაშვი. სამწუხაროდ ქათამმა სუსტრად დაახვია შემთხვევის ადგილიდან, ხოლო შაშვი როგორც მგალობელი შეშინებას არ ექვემდებარებოდა. დანარჩენმა ზარმაცმა მოყვარულებმა, ტყეში მოვინახულეთ ოჩოს ადგილობრივი მესვეური,რომელიც გირჩების შეგროვებით იყო დაკავებული და დიდი გულის ტკივილით გვითხრა - კურიცა ნეტუ, ესლი ხატიწე შიშკი საბერიწე newsmile090.gif ვინაიდან ჩვენ გირჩები არ გვიზიდავდა მივაშურეთ ჩიკას ბორბლებიან კეისს,სადაც სახლიდან გამოტანებული ნადავლი გვეგულებოდა. მივედით და მივცხეთ მტრის ჯინაზე !!!!




ისევ შევიკრიფეთ რა ერთად გავემგზავრეთ თრიალეთის კალთებზე განლაგებულ ადგილზე (ტერიტორია კოდირებულია) სადაც მაგრა ვისიამოვნეთ მუხნარის სითბოთი. ზარმაცების გუნდმა ვნახეთ ქედნების გუნდი. მართალია შორს მაგრამ ხომ ვნახეთ მაგრამ საბოლოოთ ყველა ჯიბეში ხელებ ჩაყოფილები მაგრამ მართლაც კმაყოფილები დავბრუნდით გოროდში. ისე ერთი მაინც რომ მოგვეკლა (ასე ვთქვათ ხილად) რეპორტსაც და გასვლასაც სხვა ელფერი ექნებოდა.
მაგრამ არაფერი. ნუ დაგვცინებთ ბიძიებო, გავიზრდებით, ცურვას ვისწავლით და იმედია ბასეინში წყალსაც ჩაგვისხავენ !!!!

პოსტის ავტორი: ჩიქო Nov 23 2010, 10:45

გავედი სოფელში დააა ერთ საგამოს ავედი .... იქნებ პერელიოტი იქნესთქოოოო, დააა ჰოიი საოცრებავ : ვნახე უცხო ფრინველ ვინმეეე... მოკლული არს ჩემსა მიერ... newsmile035.gif
http://pix.ge/
moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: chika Nov 23 2010, 18:28

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 26 2010, 21:45

ეხლა მოვედით. ვიყავით გადაფრენაზე ვეშაპოს ბალკონზე. სულ ვნახეთ 4, აქებან 2 ფერონიმ იმსხვერპლა. სამწუხაროთ ერთი ვერ ვიპოვეთ. ფოტოები და დეტალები ალბათ მოგვიანებით დაიდება. გამთენიას ისევ მივდივართ. ერთი ეკიპაჟი ვეშაპოსთან, მეორე გაუდგება ცოტა მოშორებულ ადგილებს

პოსტის ავტორი: chika Nov 26 2010, 22:19

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

მეორე ქათმის ძებნის შემდეგ და სურათების გადაღების შემდეგ გავუდექით სახინკლისა გზასა და მალევეც ქე მივადექით

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Veshapo Nov 26 2010, 22:42

მოკლედ ჩემი ეგრეთწოდებული "აივნიდან" რო ჩამოვდივართ იქვე არის ისეთი მიმზიდველი შენობა და აწერია რაღაცნაირი დუქანი და არაჩვეულებრივია პერელიოტის მერე http://www.SmileS.ge მოკლედ ქათამი თუ არ გადმოვიდა, დილით უეჭველი გადმოდის ხაში და საღამოს ხინკალი

პოსტის ავტორი: მაჭარა Nov 27 2010, 20:32

ხალხო ქათამზე არავინ ყოფილხართ? სადმე ღიირს წასვლა ქათამზე?

პოსტის ავტორი: feroni Nov 27 2010, 21:05

დღეს ვიყავით დილიდან, ბეთანია დიდიგორის მიმართულებით, სულ 2 ქათამი ვნახეთ ერთი დილის გადაფრენაზე ბეთანიაში და მეორე დიდგორში ნაბულზე, ოღონდ ნაბულის გაკეთება არ აცალა ძაღლს ხმაურზე აფრინდა, სიმართლე გითხრა ქათამი არის მაგრამ ძებნა უნდა, შეიძლება იმ ადგილებში სადაც ჩვენ დღეს ვიყავით ხვალ გაცილებით მეტი იქნეს, ესე პირდაპირ ვერ იტყვი რო არისო და ვერც იმას იტყვი არ არისო.

პოსტის ავტორი: doni Nov 27 2010, 22:51

10 დღე ვიყავი გურიაში (ბესო შენ ხარ ჩემთან ნამყოფი.აი მაგ ტყეში ვიარე სულ)წასული სპეციალურად ტყის ქათამზე.ძალიან კარგათ ვინადირე.ესეთი მასიური გადაფრენა მე პირადად 6-7 წელია არ მინახია.ქათამი ასულია მთაში დაბლობებში ნაკლებად არის,რადგან მთაში სინესტეა და მიწა ოქტომბრის წვიმების შემდეგ სველია.10-15 მიფრინდებოდა ყოველ დღე. უძაღლოდ ვიყავი სამ ოთხს ვკლავდი.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ბესო Nov 29 2010, 09:50

doni

უძაღლოდ რატომ იყავი? მარტო წახვედი?

პოსტის ავტორი: levan81 Nov 29 2010, 11:09

არ მინდა დავარღვიო მონადირული ეთიკა, ამიტომ გადავწყვიტე, სანამ რამეს მოვიმოქმედებდი ჯერ აქ მეკითხა. ტყის ქათამზე ნადირობისას, საღამოს "პერელიოტზე" გადმოფრენილ ქათამს, სროლის დროს რომ ფანარი მივანათო ბრაკონიერობად ჩამეთვლება?

პოსტის ავტორი: შალვა Nov 29 2010, 11:12

ციტატა(levan81 @ 29th November 2010 - 12:09) *
სროლის დროს რომ ფანარი მივანათო ბრაკონიერობად ჩამეთვლება?

ჩაგეთვლება, იხვზეც და ბატზეც!

პოსტის ავტორი: levan81 Nov 29 2010, 11:14

შალვა
გასაგებია, დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: თენგო Nov 29 2010, 12:19

levan81
მე ამ ხერხით ნადირობის მოყვარული არ ვარ,მირჩევნია ნაბულიდან ვესროლო.აი საჭმელად მინდორში გამოსული ფრინველის დაბრმავება და უმწეო მდგომარეობაში მოკვლა-პირდაპირ ბრაკონიერობაა

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 29 2010, 18:18

ამასწინებზე ვიყავით თეთრწყაროში და საკმაოდ კარგადაც გავერთეთ! სულ 7 ქათამი ვნახეთ და 4 მოვკალით! 2 მე და 2 ზურამ მოკლა! ხოო ისე 1 ცალი მიწაზე მოვკალი 30 მეტრში newsmile05.gif დზლივს დავინახე ისე ატუზული იყო newsmile05.gif

ცოტა ამინდები რომ აირევა გირს წასვლა და ნადირობა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თენგო Nov 30 2010, 08:41


საერთოდ არსებობს დაუწერელი კანონი,"პტიცუ ტოლკო ვ ლიოტ.ზვერია ტოლკო ნა ბეგუ" ანუ მარტო მოძრავ ობიექტს ესროლეთო.
ამ კანონსაც აქვს თავისი გამონაკლისები,მაგრამ ძირითადად ყველაფერზე ვრცელდება.

არაფერია იკო,დარწმუნებული ვარ აწი აღარ იზამ!
უბრალოდ იმდენად დიდი იყო ქათმის მოპოვების სურვილი,რომ თავი ვერ შეიკავე!

რაა დასამალი და ეგ ცოდვა მეც ,და მემგონი უმეტესობა ჩვენგანსაც აქვს ჩადენილი,ვაპატიოთ იკოს ეს ერთი!

პოსტის ავტორი: doni Nov 30 2010, 21:57

ციტატა(ბესო @ Nov 29 2010, 10:50) *
doni

უძაღლოდ რატომ იყავი? მარტო წახვედი?


კი მარტო ვიყავი.ძაღლი კიდევ პატარაა ჯერ და არ მინდა ქათმიდან დავაწყებინო გეშვა.

მართლა სერიოზულად ქათამო ძალიან ბევრია,ოღონდ აწეულია მთისკენ.

პოსტის ავტორი: ბესო Nov 30 2010, 22:09

ციტატა(doni @ 30th November 2010 - 22:57) *
მართლა სერიოზულად ქათამო ძალიან ბევრია,ოღონდ აწეულია მთისკენ.


ნელ-ნელა წამოტოვს ალბათ მთაშიც და ჩამოჩოჩდება ქვევითკენაც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Dec 1 2010, 11:01

გუშინ საღამოს საგურამოსკენ ვიდექით, არაფერი გამოჩენილა(სხვისი გასროლის ხმაც არ გამიგია)+ საკმაოდ თბილოდა.

პოსტის ავტორი: doni Dec 1 2010, 11:52

ციტატა(კახაბერ @ Dec 1 2010, 12:10) *
შალვა
შაბათს დილით მუხათგვერდზე რა აზრის ხარ?

სხვათაშორის ფორუმზეც დაიწერა და ახლობლებისგანაც ვიცი, რომ დასავლეთში გამოჩნდა ქათამი, მაგრამ მიკვირს ასეთ სითბოში ბარში რატომ არიან


კი არ გამოჩნდა, იქ არის თუ არის ქათამი .უკვე რამდენიხანია მასიური შემოფრენაა,მალე აღარც იქნება (წავა თბილ ქვეყნებში,მარა სად წავა აქ იმისთანა სითბოებია) იმიტომ არარის(ნაკლებად არის) ძამიკო დაბლობში რო წვიმები არ ყოფილა მიწა ისე გამომხმარი რო ნისკარტს ვერ ჩაარჭობს..ამიტომ მთაშია აწეული იქ სინესტეა და საკვებიც ააქვს ბლომად

პოსტის ავტორი: gogita.m Dec 1 2010, 12:03

კახაბერ მუხათგვერდში გუშინწინ ვიყავი, მანამდე ყოველ ასვლაზე მინიმუმ ხუთ ცალს ვნახულობდი, მაგრამ ეხლა ერთ ცალზე მეტი ვერ ვნახე იგივე ადგილებში. ეს ერთი ცალიც ჩმემმა ოთხფეხა მეგობარმა ნაბულით ამოიყვანა და სამწუხაროდ მიეწია ჩემი ქვემეხიდან ნასროლი ჭურვიnewsmile05.gif. ძაან ვისიამოვნე.

ამინდების არევამდე მემგონი აზრი არ აქვს მანდ ნადირობას.

პოსტის ავტორი: hunter87 Dec 1 2010, 18:19

გუშინ 30 ნოემბერს ვიყავი სანადიროდ გასული ჩემთან ყვარელში და ვნახე ორი ტყის ქათამი, ერთი მოვკალი, მეორე კი გამექცა. მიუხედავად მთელი დღის წანწალისა და დაღლილობისა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მივიღე რომ ღირდა. სამწუხაროდ ძალიან გაუვალია გამხდარი ტყეები, იმის გამო რომ საქონელი აღარ დადის მთელი ბილიკები გადაბარდულია და წაშლილი. ფრინველი ძაღლს დიდხანს არ უჩერდება და მალე ამოდის. მიზეზი კი საა რომ კაი ამინდებია და დაბლა დაცვენილი ფოთოლი მშრალია, რაც ხმაურს იწვევს. სურათებს მოგვიანებით დავდებ.

პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 1 2010, 18:51

hunter87
ტარიელს გაუმარჯოს ! დაბრუნდი უკვე ? როგორც შენ ამბობ ალბათ სანამ ცოტა ამინდი არ აირევა ჯერ არც ალაზნის ჭალაში ღირს წასვლა. იქეთ ხომ არავინ ყოფილა და სიტუაცია ხომ არ გაგიგია ?

პოსტის ავტორი: hunter87 Dec 1 2010, 19:23

მაგაზე პირადად მოგახსენებ ღლიღვა ჩემო, ისე სანამ ამინდები არ აირევა არაფერზე არ ღირს, დავზვერე ყველა სავარაუდო დისლოკაციის ადგილი და არაფერი მნიშვნელოვანი არ ფაჩუნობს, თოვლი ან წვიმაა საჭირო და მერე მოვაწყოთ დიდი ლაშქრობა

მოკითხვისთვის მადლობა ვარ რა დაკაწრული და ეხლაც მაყვლის ეკლებს ვირიდებ იმდენი ვიძრომიალე ბარდებში ამ ქათმის გადამკიდე

პოსტის ავტორი: feroni Dec 1 2010, 20:38

დღეს ვიყავით მუხადგვეღდში ასული მე და ვეშაპო და კიდევაც დავიწყვიტე ნერვები, ორი ქათამი ვნახე ორივე ასაყვანი იყო მაგრამ გავმაზე, ვიღაცამ მაგარი გამთარსა რაა! პირველი ქათამი დაბნელებამდე გადმოვიდა და შორიდანაც ვნახე, ჯაგების თავზე მოფრინავდა და ვიფიქრე გადმოვატარებ რო მოსანახად ადვილი იყოს მეთქი, მაგრამ ადრე შემამჩნია და მოულოდნელად მოუხვია, ასე რომ სასროლად გვიანი აღმოჩნდა, მეორე კიდევ კარგა დაბნელებული იყო, უკნიდან წამომეპარა როცა ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ეგეც ფრიიიი, გაფრინდა ქოთომი, გაბრაზებულმა კი მივაყოლე ერთი და მეორე მაგრამ შეომოიხედა და მომაძახა ზურგზე დაიხედე მოგასკლინტე და რაგას ელოდებოდიო newsmile01.gif , მოკლედ ესეთი ნერვებმოშლილი მოვედი სახლში და ხვალ დილით უნდა აუტეხო მაგათ ქე რომ იცით ის, იმ გზით წამოვლენ უკან და ეტირებათ ყოფა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 2 2010, 10:25

დღეს დილით ძაღლი გავასეირნე 1 საათით უთოფოდ, 2 ცალი ამოიყვანა სახლიდან 500 მეტრში ჭალაში,
ზევით ავიწიე და ვერაფერი ვერ ვნახე, პრინციპში ცოტა ვიარე და გვიან გავედი

პოსტის ავტორი: uchagogoli Dec 3 2010, 09:07

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: თენგო Dec 3 2010, 09:18

uchagogoli
აბა მოგვიყევი სად მოინადირე,რამდენი ნახე,რამდენს ესროლე,რამდენი ააცილე)newsmile05.gif:

პოსტის ავტორი: uchagogoli Dec 3 2010, 09:24

არა ეს ერთი მოვინადირე ბევრი არ მივლია ნახევარი საათიტ გავედი იქვე სახლთან და ეს იყო სურათიც მიდია ცემი ბიჭი უდგას ნაბულზე ცოტა საგამო პირი იყო დაგვაგამდა და სახლში დავბრუნდით ნასიამოვნები. )

აცელით იმ დგეს ავაცილე და დამცინა კიდეც კორამ, ) ზნელია რაკამ როცა დგახარ მაშინ ფრინდება და მოდი და გაასცორე ფოკუსი, ) ნასწავლი ქათმები არიან იციან როდის უნდა აფრინდნენ. )

პოსტის ავტორი: თენგო Dec 3 2010, 09:33

uchagogoli

ციტატა(uchagogoli @ 3rd December 2010 - 10:24) *
აცელით იმ დგეს ავაცილე და დამცინა კიდეც კორამ, ) ზნელია რაკამ როცა დგახარ მაშინ ფრინდება და მოდი და გაასცორე ფოკუსი, ) ნასწავლი ქათმები არიან იციან როდის უნდა აფრინდნენ. )

ძალიან კარგი!
კარგი ის კი არა რო ააცილე,კარგია რომ მოკლე რეპორტი დადე.
იმედია აწი უფრო წარმატებული გასვლები გექნება და უფრო ვრცელ ანგარიშებს მოგვაწვდი!

პოსტის ავტორი: uchagogoli Dec 3 2010, 11:12

ციტატა(თენგო @ Dec 3 2010, 10:33) *
uchagogoli

ძალიან კარგი!
კარგი ის კი არა რო ააცილე,კარგია რომ მოკლე რეპორტი დადე.
იმედია აწი უფრო წარმატებული გასვლები გექნება და უფრო ვრცელ ანგარიშებს მოგვაწვდი!

შევეცდები, ) კარგია რო აქ მონადირეებს ტავიანტი აზრის გამოტქმა და სურატების დადება შეუზლიათ, აქამდე ცოტა ვიცოდი თქვენს შესახებ და იმედია უკეტ გავიცნობთ ერთმანეტს, ) newsmile027.gif

პოსტის ავტორი: uchagogoli Dec 8 2010, 07:49

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: chika Dec 8 2010, 07:57

uchagogoli
სად მოინადირეთ და რამდენი ნახედ ისაც უნდა დაწეროთ

პოსტის ავტორი: uchagogoli Dec 8 2010, 07:59

გუშინდელი დგეც უქმად არ ჩავატარეთ და სამი ესეთი ულამაზესი ფრინველი შემოგვწირა ოჩოპინტრემ მე და ჩელეს, ( ჩელე ქუდით როა ისაა, ჩემი უფროსი მეგობარია, ცოტა კი დამიბერდა მაგრამ მოკლე მარშუტებზე მაინც დამყვება ხოლმე. ) სოფელ წნისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ზაგლებმაც კარგად იმუშავეს ერთი მტკვარში ჩაგვივარდა და გამოიტანეს ბიჭებმა, დასწრებაზე იყვნენ ) ყველას კოკიმ დაასწრო და გამოგვიტანა ცოცხლად ფრთა ქონდა მოტეხილი მარტო, ვიდეოც მაქვს მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო, ( ქათმები შეიწვა ჩელესთან დ.ა.შ. )

პოსტის ავტორი: uchagogoli Dec 8 2010, 08:18

http://pix.ge/

02/12/2010

მინაძის ჭალა.

პოსტის ავტორი: თენგო Dec 8 2010, 08:25

uchagogoli
small3d018.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 8 2010, 20:21

თქვენადა ამ დღეებში, კვირის შემდეგ ვინმე სადმე ხომ არ გასულხართ,
მაინტერესებს ქათამი თუ ნახეთ, ჩემ ადგილებში შაბათკვირას რომ ვნახე ცვენა იყო,
ორშაბათს 3 ძაღლით 1 ცალიც ვერ ვნახეთ, უბრალოდ მაინტერესებს სხვაგან რა მდგომარეობაა.

დასავლეთში გავიგე რომ უკვე მაგრად არის და აქედან დეიძრა ვითამ?

პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 8 2010, 20:47

ვიტო არ გავსულვარ მაგრამ კახეთში ველაპარაკე ბიჭებს. ალაზნის ჭალაში შემოვიდა ბევრიო და ზეგ ვაპირებთ წასვლას.რომ დავბრუნდებით შედეგებს მოგახსენებთ

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 2 2011, 11:45

თემა ჩაბარდა არქივს newsmile05.gif

daxurulia.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)