თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ შემეცნებითი არქივი _ 2012-2013 წლის სანადირო სეზონი (განხილვა)

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 20 2012, 12:24

იყოს გამზადებული newsmile045.gif
ნელ-ნელა დავიწყოთ მწყრის მოსვლასთან ერთად ამ თემაზე საუბრები newsmile05.gif




ნადირობის სეზონი იხსნება 18 აგვისტოს!


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: peggi Apr 20 2012, 23:58

მწყერი ალბათ უკვე მოფრინდა, საინტერესოა ხომ არ შეხვდათ რაიმე კატაკლიზმები გზაში? ხომ არ ქონდა ადგილი მასიურ დაღუპვას გადმოფრენის დროს?
ორი წლის წინ იყო ინფორმაცია მეზღვაურებისგან, რომ ზღვაში ჩაცვივდა ბევრი ქარბუქის და ყინვის გამო.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 21 2012, 00:06

ციტატა(bezhan @ 21st April 2012 - 00:58) *
ზღვაში ჩაცვივდა ბევრი

ეგ ზღვაში წვეთია......

პოსტის ავტორი: nik@a Apr 21 2012, 00:15

მე ვიყავი გორში აღდგომებზე... ორჯერ მყავდა ძაღლი გაყვანილი, მაგრამ მწყრის გარდა ყველაფერი ვნახე... ბალახიც ძალზედ პატარაა და იქ არც დაიბუდებს... ამ წვიმამ კიდევ კარგად მოგვისწრო... იმედია ერთი ორჯერ გაუმეორებს ასეთი წვიმა თორემ ცოტა არ ჩანს კარგი პირი... თუ სწორად მახსოვს, შარშან ამ დროს საკმაოდ დიდი ბალახი იყო და მწყერიც უკვე იყო....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 21 2012, 00:21

ზამთარი იყო ძალიან ხანგრძლივი და ცივი....

ციტატა(bendeksi @ 21st April 2012 - 01:15) *
მწყერიც უკვე იყო....

მოვა-მოვა, აბა სად წავა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Apr 21 2012, 00:26

ნუკრიMax
თქვენს პირს შაქარი.
მოსვლით მოვა, მაგრამ არ გაგვცდეს მაგას ვშიშობ D.gif პატარა ბალახისდა გამო... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 21 2012, 00:38

ციტატა(bendeksi @ 21st April 2012 - 01:26) *
პატარა ბალახისდა გამო...

ბალახიც ამოვა და კაი ნადირობებიც იქნება.... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Apr 21 2012, 07:56

შრშან ამ დროს ბალახი არ იყო კარგად ამოსული!

პოსტის ავტორი: Davitus Apr 21 2012, 07:59

სად არის ჭალიმგელა თავის ოკულ დეფტერის რვეულით D.gif

მაგას უწერია ეგეთი მოვლენები ქრონოლოგიურად

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 21 2012, 08:39

ციტატა(Davitus @ Apr 21 2012, 08:59) *
სად არის ჭალიმგელა თავის ოკულ დეფტერის რვეულით D.gif

მაგას უწერია ეგეთი მოვლენები ქრონოლოგიურად


ვა მაგარი ვიცინე დილიდან D.gif ეს ოკულ დიფტერი საიდან გააძრე newsmile05.gif

ვერ მოგართვით. Dream Colours ია ელი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Apr 21 2012, 10:18

არაა ჯერ მწყერი
დღეს მე კაკა და ნარსია ვიყავით სართიჭალაში, მწყერი ვერ ნახეს ძაღლებმა

პოსტის ავტორი: იკო1981 Apr 21 2012, 20:04

მოთმინება მეგობრებო და..... Shooting.gif gunshot.gif ეგეც მუაD.gif

პოსტის ავტორი: გურიკა Apr 22 2012, 15:10

უკვე ისე მწყერი შემოვიდა დღეს მინდორში გავისეირნე, სხვათაშორის რამოდენიმეცალი ვნახე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Apr 22 2012, 15:21

ციტატა(გურიკა @ Apr 22 2012, 16:10) *
უკვე ისე მწყერი შემოვიდა დღეს მინდორში გავისეირნე, სხვათაშორის რამოდენიმეცალი ვნახე newsmile05.gif



ვაა გურიკო ეგ კი კარგი ამბავი ტქვი გამეხარდა ბალახი არი ამსული?
მე არგამივლია მინდორში ჯერ!

პოსტის ავტორი: იკო1981 Apr 22 2012, 19:04

საით ნახე გურიკ?

პოსტის ავტორი: შალვა Apr 22 2012, 19:08

გურიკ!
მწყერი ნახე თუ ბეეეევრი მწყეერი?

პოსტის ავტორი: leogeo Apr 22 2012, 21:59

ხვალ დილით გავივლით ზღვისკენ მე და RIJI და მოგახსენებთ ყველაფერს დაცვრილებით

პოსტის ავტორი: გურიკა Apr 23 2012, 09:35

ჯეკო
ხო არა ....

რამოდენიმე მწყერი ვნახე რუსტვის მე-19 მიკ მინდვრებში.

პოსტის ავტორი: 919 Apr 23 2012, 09:36

გილოცავთ!
აბა სეზონის განხილვაო newsmile045.gif
მე კი 2011-12 წელს თოფი შალითიდანაც არ ამომიღია დროის უქონლობის გამო :(


პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 23 2012, 18:57

ამ საღამოს სამსახურიდან "ზღვაზე" გამოვიარე, ვიფიქრე დავზვერავ ბალახს და მწყერსტქო, რა ბალახი რის მწყერი vava.gif
თან იმხელა ტრანშეა გაუთხრიათ, მალადეც ჩინელებს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
როგორც ხედავთ ბალახიც არაა ფაქტიუდად ((( მორწყვა უნდა

პოსტის ავტორი: megreli Apr 23 2012, 20:02

მწყერი კი მოვა,მაგრამ ელექტრო მანოკებს რა ეშველებაა?! vava.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 23 2012, 20:17

ზესტაფონს სტუმრებია მწყერი იქ კარგი ბალახია უკვე

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 24 2012, 00:28

ლისისკენაც უბალახობაა. გუშინ გავასეირნე ჩქიმი ჯოღორი და მარტო 1 ხოკერა ვნახეთ. მწყერი არა კვახი.

პოსტის ავტორი: kupra Apr 24 2012, 04:09

ცუდია ცუდი მწყერი რო არაა შემოსული კარგად.

პოსტის ავტორი: levani100 Apr 24 2012, 10:18

ეს კვირაც მოვითმინოთ და უკეთესად იქნება საქმე, ისე მკაცრი ზამთარის და მშრალი და ქარიანი ამინდების მერე ლოგიკურია ეს ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ნოსო Apr 24 2012, 11:04

კვირას მყავდა გაყვანილი ძაღლი და 2 ცალი მწყერი ვნახე.

პოსტის ავტორი: nik@a Apr 28 2012, 23:58

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ესეც ჩვენი პირველი ნაბულ(ები) წელს... რამოდენიმე მწყერი ვნახეთ. ბალახი სამწუხაროდ პატარაა...

პოსტის ავტორი: aragveli Apr 29 2012, 08:51

1 კვირაა თითქმის ყოველ დილით დავდივარ და დილას 1 ცალი ძლივას ვნახე, კაი სიარულის შემდეგ, ისით ამოფრინდა თუ არა ეგრევე ტყეში გაუტია.

პოსტის ავტორი: Fishman Apr 29 2012, 11:47

nik@a

ზღვაზე ნახეთ მწყერი?

პოსტის ავტორი: Maverick Apr 29 2012, 11:59

Fishman
კი, ზღვაზე არის მწყერი

პოსტის ავტორი: nik@a Apr 29 2012, 12:01

Fishman
ხო ზღვაზე, თემქის მხარეს... შედარებით, მაღალი ბალახი ვნახე ზოლად და იქ ვნახე... . სანამ მაგ ზოლს მივადგებოდი რამოდენიმე საათი ვიბოდიალე სულ ტყუილად.

პოსტის ავტორი: Davitus Apr 29 2012, 13:22

nik@a

ბარემ ვიდეო დაგედო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Apr 29 2012, 13:34

Davitus
ძალიან დიდია ვიდეო, თანაც ძაღლი მოშვებულია... ჯერ მაკეობა, მერე ლეკვობა და ტემპი არ მომწონს... D.gif
არ მყავს ისეთი ძაღლი, ვიდეოები რომ გამოვფინო (ცოდვა გამხელილი სჯობს D.gif ) თქვენი კლუბიდან რომ ავიყვან სეტერს შემდეგ თამამად დავდებ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 30 2012, 10:26

გუშინ იყვნენ ასულები და 6 ცალი ნახეს.თემქის მხრიდან საველე სადაც ჩატარდა მაგ მინდვრებში

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 30 2012, 15:45

შაბათ-კვირა ბაზალეთზე ვიყავით , ბალახი საერთოდ არაა ((( არც მწყერი. სამაგიეროდ მაწანწალა ნაგაზები ბოდიალობენ ლამის ძაღლი შემიჭამეს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 30 2012, 17:19

მწყერი ვნახე ბლომად, რამოდენიმე ჩვენი ფორუმელიც შემხვდა, დანდალამ იდანდალა, მაგრამ ფორმიდანაა ამოვარდნილი.

ადგილს იმას ვეტყვი ვინც წამიყვანს თავისი მანქანით D.gif ჩემის დინამო დაებრიდა. ან დინამო მაშოვნინეთ ეფად და მე წაგიყვანთ D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 30 2012, 23:32

დღეს მეც ვიყავი გასული და 7 წყერი ვნახე გომბორისკენ, საკმაოდ დიდი ნათესებია და პურის ყანაში ვნახეთ ყველა.

პოსტის ავტორი: ჯეკო May 1 2012, 19:34

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Maverick May 1 2012, 20:40

დღეს ჰერცოგას ველაპარაკე, ბეკის რამოდენიმე დღის წინ ნაბულერბი უკეთებია, მწყერი ისე ამოუყვანია

პოსტის ავტორი: aragveli May 1 2012, 20:41

მე ვიხილე მოლის პირველი ნაბულები newsmile029.gif newsmile029.gif მწყერი გამოჩნდა საკაიფოთ შეესიეთ მინდვრებს.

პოსტის ავტორი: Bonehill May 2 2012, 08:09

დღეს დილით ზღვაზე, მწყერის რაოდენობა გადასარევი, ბალახის სიმაღლე ცუდი მინუსით
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
"როკი" და "ჯილდა" გალელები D.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 2 2012, 10:42

დღეს დილით ვიყავი გასული, (დამიგვიანდა 9-ზე გავედი) საათნახევარი სიარულის განმავლობაში ვნახეთ 3 მწყერი და ერთი ფასკუნჯი, გამთენიისას რო გავსულიყავი უკეთესი რეზულტატი იქნებოდა დარწმუნებული ვარ.
ხო ყვარელში ხდება ეს ამბავი რაც მთავარია და ჯეჯილიც საკმაოდ მაღალია უკვე.

პოსტის ავტორი: ბესო May 2 2012, 12:31

დღეს ვფიქრობ ძაღლუკას გასეირნებას - სად მირჩევთ? ბალახი უნდა იყოს ოღონდ!

პოსტის ავტორი: Maverick May 2 2012, 12:33

ბესო
სართიჭალაში, მაღალია ჯეჯილი

პოსტის ავტორი: Maverick May 2 2012, 13:23

ცენტრალურის მარჯვნივ, იონჯაც არის ჯეჯილიც, ზემოთ მაღლა სათიბიც

პოსტის ავტორი: kajuberi May 2 2012, 16:34

დღეს ჩემი სიძე იყო ასული თბილისი ზღვაზე და 20 ცალამდე ვნახეო.აიარეთ ნახეთ.

პოსტის ავტორი: ბესო May 2 2012, 19:17

ციტატა(Maverick @ May 2 2012, 14:23) *
ცენტრალურის მარჯვნივ, იონჯაც არის ჯეჯილიც, ზემოთ მაღლა სათიბიც


ცოტაა ძაან მწყერი... მანდ კი ოდნავ მოგვიანებით შემოდის ხოლმე მაგრამ მაინც...

პოსტის ავტორი: Maverick May 2 2012, 19:20

ცოტა რამდენია?

ერტ გასვლაზე გეშვისას 10 ცალი ცოტაა? D.gif

რა ვიცი, რა ვიცი

შენ სანადიროდ თუ მიდიხარ, არ ღირს D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 2 2012, 19:40

არ ვიცი, მაგრამ მინდორში არ იყო არცერთი იმიტომ, რომ სიცხე იყო და ქარსაცავებში კი ვნახე რამოდენიმე. ბოლოს მელას დავეწიეთ წინ მიგვიძღვოდა და მწყერზე ჩალიჩობდა ისიც ეტყობა... თოფი რომ მქონოდა კი ავაყირავებდი სიამოვნებით...

პოსტის ავტორი: ბესო May 3 2012, 08:11

აი ესეთ ადგილებშია მწყერი - დღისით, მზისით


პოსტის ავტორი: gogita.m May 4 2012, 08:18

დღეს ჩემი 8 თვის ვაიმარანერი ზღვის ტერიტორიაზე გავიყვანე. ფაქტიურად მეორედ მყავდა გაყვანილი.
სამი ცალი მწყერი ამოიყვანა და გიჟური აზარტიც გამოავლინა. ნაბული ერთს გაუკეთა.
მოკლედ კმაყოფილი დავრჩი. არ მეგონა თუ ასე მალე აუღებდა ალღოს.

პოსტის ავტორი: ზაზა May 4 2012, 20:22

გაეკიდა,მაგრამ მონატრებულია ძებნას და არაუშავს

პოსტის ავტორი: ზახარა May 4 2012, 20:57

რა დაბალი ბალახია newsmile019.gif

2-3 დღე წვიმებია და იმ კვირაში შეიზლება გამოსწორდეს მინდვრები

პოსტის ავტორი: Bonehill May 6 2012, 08:19

დილით ვიყავით მე და ლეკი, ჩვენი მეძებრებითურთ , კარგად ნაცნობი მინდვრებში newsmile045.gif მწყერი ცოტა მაგრამ კატასტროფულად დამფრთხალი.
4 მწყერი 1 ღალღა. იზრდება და იზრდება ბალახი.


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 6 2012, 12:00

ლისის ტბის უკანა მინდვრებში ვიყავი გუშინ და არაფერი სახარბიელო....

პოსტის ავტორი: ზახარა May 6 2012, 12:16

ნუკრიMax
საერთოდ არ იყო ?? ბალახი თუ ამოვიდა წესივრად ?

პოსტის ავტორი: Bonehill May 12 2012, 08:19

დღევანდელ

http://www.radikal.ru

7 მწყერი 2 ღალღა.

თავიდან ყოველთვის კაი პროგნოზებია ხოლმე , სეზონზე რა იქნება არ ვიცი ....



პოსტის ავტორი: beqa10 Jun 5 2012, 15:55

ზგვაზე არის მწყერი?newsmile05.gif ბოლოს რო ვიყავი ბალახი იყო პატარა. 3 კვირის წინ..ავივლი ამ დგეებში
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 5 2012, 18:44

არ გირჩევ ზღვაზე ასვლას, არაა მწყერი მეძებრის სავარჯიშოდ

პოსტის ავტორი: beqa10 Jun 8 2012, 13:34

OK

პოსტის ავტორი: Maverick Jun 25 2012, 09:24

გუშინ საღამოს, ძაღლი გავატარე მინდორში, მაალევე ნაბულზე დადგა, მწყერი ამოიკვანა და მერე დაიწყო რაც დაიწყო newsmile05.gif, 7 ცალი ერთი ციცქნა მწყრის ჩოჩორი ერმანეთის მიყოპებით ამოფრინდა, მაგარი სანახაობა იყო, ასე პატარა ჩოჩორი აფრენილი არასოდეს მინახავს, მწყერი არის, თითო თითო ფრინდებოდა მოზრდილი, მაგრამ ძაღლს მინდორს ვერ ვაცილებდი ეტყობოდა პატარა ჩოჩრები მინდორში დარბოდა

2 კვირაში შეიძლება ძაღლის თამამდ ტარება მინდორში, ჩოჩრები უკვე ყველა ფრთაზე იქნება

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 25 2012, 09:33

newsmile045.gif
ყოჩაღ ბაბუკა

ვისაც დასაგეში ყავს ძაღლები, აბა თქვენ იცით ..... წინაა წინ ყველაფერი....... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 25 2012, 09:43

Maverick
რა ადგილზე იყავი ტერიტორიულად?ჩემი არის ჯერ 3 თვე ნახევრის და რო ავიყვანო გავატარო აზრი ექნება ?

პოსტის ავტორი: Maverick Jun 25 2012, 09:52

QUOTE (kajuberi @ Jun 25 2012, 10:43) *
Maverick
რა ადგილზე იყავი ტერიტორიულად?ჩემი არის ჯერ 3 თვე ნახევრის და რო ავიყვანო გავატარო აზრი ექნება ?



არა გიო რა აზრი აქვს 3,5 თვის ლეკვის გაყვანას, მინდროში არ გამოჩნდება იმხელა ბალახია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 25 2012, 10:22

ციტატა(Nikolo @ 25th June 2012 - 10:52) *
არა გიო რა აზრი აქვს 3,5 თვის ლეკვის გაყვანას, მინდროში არ გამოჩნდება იმხელა ბალახია

ხო ჯერ პატარაა, მინდოდა გამეყვანა მარა თან ლენჩია ჯერ.უბანში პატარა მინდორია ბალახები არის/იქ ჩამყავს ხოლმე.ჩალიჩობს ცოტა ცოტას.

პოსტის ავტორი: gogita.m Jun 25 2012, 11:13

დააცადეთ მწყერს იბუდოს

პოსტის ავტორი: იკო1981 Jun 25 2012, 17:23

ხოო ჯერ ადრეა,ცოტაც უნდა და მერე შეილება ძაღლების გეშვა და არა ნადირობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giorgi vs beki Jul 19 2012, 22:55

მოგესალმებიტ ყველას დარწმუნებული ვარ ყველანი ნადირობის სეზონის გახსნის მოლოდინში ხართ, ბევრს დასაგეში ლეკვებიც გეყოლებათ და მიდა ერთმანეთს გაუზიაროთ დაგეშვის ადგილები უფრო სწორედ სად წააწყდით მწყერს, მე უკვე 10 დგეა დავატარებ ჩემს ძაგლს რუსთავის, გარდაბნის და ალგეთის ტერიტორიებზე გუშინ ვიყავი გომბორის ტექთან და ამდენი წვალების მიუხედავათ ჯერ ვერსად მწყერს ვერ ვნახეთ. ერთი მაინც რო შეხვედროდა ან შემთხვევით მე ფეხიდან ამომფრენოდა რო ძაგლი დავამუშაო ნაჯდომზე რამეს მაინც შევატყობდი სტილს ან ინტერესს, იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ სად წავიკვანო სად გინახიათ ჩოჩრებით ან რავიცი რა დავიტანჯე

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 20 2012, 02:21

ბაზალეთზე წაიყვანე ძმაო და უეწველი ნახავთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 20 2012, 07:46

ციტატა(giorgi vs beki @ 20th July 2012 - 00:55) *
დავატარებ ჩემს ძაგლს რუსთავის, გარდაბნის და ალგეთის ტერიტორიებზე

მანდ ცოტა საშიშია ლეკვის გაყვანა. გიურზის გამო რათქმაუნდა.

პოსტის ავტორი: giga1984 Jul 20 2012, 16:36

საინტერესოა სეზონი როდის იხსნება??აქ წერია საიტზე რომ 30 დგე და რაღაც საათებია დარჩენილი,ბაზიერზე და ამონადირეზე კიდე 28 დღეა,ვერგავიგე რა ხდება ისინი ცალკე ხსნიან სეზონს???მე როგორც ვიცი 20 ში იხსნება სეზონი

პოსტის ავტორი: giga1984 Jul 20 2012, 16:47

18 აგვისტოს იხსნებაო სეზონიო

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 20 2012, 16:54

ლეო ბაზალეთზე გიურზას რა უნდა? thinking.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Jul 20 2012, 17:08

ბაზალეთი კაი ვარიანტია თუ სეტყვამ დატოვა კიდე რამე newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 20 2012, 17:50

არი ბაზალეთზე გოგიტnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 20 2012, 20:45

ციტატა(irakli kvachadze @ 20th July 2012 - 18:54) *
ლეო ბაზალეთზე გიურზას რა უნდა?

მერე ვინ თქვა ბაზალეთიო ჰაა... კაცს უწერია გარდაბანი..მარნეული და რუსთავი. მანდაც არ არის??...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 20 2012, 22:57

ციტატა(giga1984 @ Jul 20 2012, 17:47) *
18 აგვისტოს იხსნებაო სეზონიო

კი 18 აგვისტოს იხსნება სეზონი

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 21 2012, 01:59

ხო მართალი ხარ ლეო შემეშალა newsmile05.gif იქით არის კი :(

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 22 2012, 11:35

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 20 2012, 23:57) *
კი 18 აგვისტოს იხსნება სეზონი

მერე ჩვენი დროის ამთვლელი რო შეცდომით ითვლის.

პოსტის ავტორი: giga1984 Jul 24 2012, 14:44

ხო შეცდომით ითვლის და მაგრად ვიგრუზები,ბაზიერზე რომ სჰევდივარ იქ მისწორდება D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 24 2012, 17:58

თქვენ ნუ დაიგრუზებით და ჩასწორებულია, სწორად აჩვენებს ახლა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: giga1984 Jul 24 2012, 19:13

გაიხარე,მაგას რა ჯობია ,ერთი სული მაქ როდის მოვა სეზონი და რომ შევხედავ და ცოტა დროს აცჰვენებს გულს უხარიაD.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 24 2012, 19:33

giga1984

მთავარია სულმა არ წაგძლიოს კაცს და ვადაზე ადრე არ წახვიდე სანადიროდ, ჩვენ აქ მყოფები გასაგებია რომ არ წავალთ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გავანათლოთ გარშემომყოფები, რომ სეზონზე ადრე ნადირობა ბრაკონიერობაა

პოსტის ავტორი: giga1984 Jul 24 2012, 20:32

არა ძმა არ ვიკადრებ მასეთ რამეს ღმერთმა დამიფაროს,მე ბუნება მიყვარს ქართველი ვარ,და პირიქით სხვებს ვარიგებ რომ არ შეიძლება მასეთი რამე ,უნდა დავაცდოთ ბუდობა მწყერს რო გამრავლდეს და უფრო კაი ნადირობები გვქონდეს,იმდგეს ალაზანზე ვთევზაობდით ბახაბუხის ხმა იყო მივედი 15-16 წლის შპანას გაუდის გულავი რავი რაც შემეძლო აუხსენი რო მაგარი ტეხავდა ასეთი საქციელი,უბრალოდ სირცხვილიატქო,ხორცი თუ გინდა 3 ლარი გირს მწყერი გიყიდით თქო და მგონი გაიგეს იმედი მაქ ყოველშემთხვევაში

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 24 2012, 20:38

ბოდიშით მეგობრებო , მე პირადად ნადირობის მოყვარული ვარ თეორიულად ოღონდ . პრაქტიკაში არ მქონია ეგ სიამოვნება ...

Davitus
მთავარია სულმა არ წაგძლიოს კაცს და ვადაზე ადრე არ წახვიდე სანადიროდ

კარგი მაშინ როდესაც ლეკვის საგეშად მიდიხარ მწყერზე ხომ ხოცავთ ერთს-ან 2 - ან თუნდაც სამს , მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენია ასე რომელიც გადის და ძაღლის საგეშად ხოცავს უმნიშვნელო რაოდენობას მაგრამ საერთო ჯამში რომ შეიკრიბოს , ძაღლის დასაგეშად რამდენი ადამიანი გადის და თითო ძაღლზე 3 -3 მწყერი რომ დაიბრიდოს . საბოლოო ჯამში კი ვიღებთ ასეთ სურათს ... უკმაყოფილო მონადირეებს რომლებიც შარშანდელის არ იყოს ამბობდნენ რომ მწყერი საერთოდ არ იყოო და როგორ გინდა მწყერი იყოს თუ სეზონის გახსნამდე შენ ძაღლის საგეშად 3 ცალს მოკლავ ...

თუ არასწორად ვამბობ რამეს პირიქით გამიხარდება თუ ამიხსნით და არა მეჩხუბებით newsmile029.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jul 24 2012, 20:46

ალთაზარ

როგორც ვიცი გეშვის დროს არაა აუცილებელი მოკვლა. მე ჩემი ლეკვი ყოველთვის თოფის გარეშე დამყავს და თანდათან ითვისებს ყველაფერს. ასე რომ ისევ ის კლავს გეშვის დროს მწყერს, ვისაც უნდა რო უბრალოდ ინადიროს newsmile05.gif ეს ჩემი აზრია და მემგონი მართალიც ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levan81 Jul 24 2012, 20:48

Fishman
dastur.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 24 2012, 22:20

ალთაზარ
რას ქვია გეშვის დროს ორი და სამს კლავთ? ეგ იგივე ბრაკონიერებაა როგორც სხვა.

გეშვას არ სჭირდება არავითარი მწყერის მოკვლები და მერე ცხვირში სისხლის ჩაწვეთებები. მე თუ მკითხავთ არც სროლაზე შეჩვევა სჭირდება. აზარტში შესულ ძაღლს აბსოლიტურად არ აინტერესებს თოფის ხმა.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 25 2012, 00:19

ჭალიმგელა

გიო , ხომ ვთქვი რომ უცოდინარი ვარ პრაქტიკაში თქო იმიტომაც დავსვი კითხვა , მაგრამ არა საწყენად .

ციტატა
გამიხარდება თუ ამიხსნით და არა მეჩხუბებით


ashh.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 25 2012, 08:59

სართიჭალისკენ ვინმეს ხომ არ ყოლია ძაღლი გაყვანილი ??? ამბობენ მყერი ნორმალურად არისო თუ ტრაკებმა ნაადრევათ არ დაიწყეს ჯლეტვა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 25 2012, 09:34

ვანო იყო დონჯაშვილი, რა ქნა არ ვიცი, მე მგონი არ მოეწონა

პოსტის ავტორი: Maverick Jul 25 2012, 10:24

ზახარა
კვირას ვიყავი მე, კრასნაგორკისკენ, შვრია და ქერი უკვე აღებულია, ძალიან კარგად ვნახე

პოსტის ავტორი: თენგო Jul 28 2012, 21:44

ლიცენზიების შესახებ რამე ხომ არ იცით,ისევ შარშანდელი კოდია ძალაში?

პოსტის ავტორი: Maverick Jul 29 2012, 07:54

თენგო
კი შარშანდელია ძალაში

პოსტის ავტორი: alika77 Jul 29 2012, 11:25

კოდის თქმა უნდა ბანკში? შარშან პირდაპირ უთხარი ლიცენზია მინდა მეთქი და თითონ მომცა კოდი არ უკითხავს ოპერატორს

პოსტის ავტორი: giga1984 Jul 29 2012, 14:00

კი მეც მასე ავიღე შარშან,წელს შეიცვლა რამე?

პოსტის ავტორი: alika77 Jul 30 2012, 11:46

მწყერი კახეთში ძალიან ცოტაა კერძოთ დედოფლისწყაროში, ქერის ყანა მქონდა აღებისას არაფერი ამოსულა, კომბაინერმაც ეგ თქვა წელს არააო მწყერი, ცოტაა მარა რაც არი ძლივს ფრინავენ ისეთი დასუქებულები არიან სეტყვამ და წვიმებმა ნაადრევად წააქცია ყანები და ეგენიც დასუქდნენ

პოსტის ავტორი: giga1984 Jul 30 2012, 16:14

წელს ისეთი ამინდები იყო რომ ვარიანტი არაა რომ მწყერი არ იყოს,მითუმეტეს კახეთში მწყერს რა გამოლევს თანაც დედოფლისწყაროში შირაქში მწყერი არ იყოს? არსერბობს შარშანაც ასე იძახდნენ და კაჭრეთის ბოლოზე და გურჯაანის ბოლოზე რო მივდიოდით ერთი 25-30 ვკლავდით და მეტი აგარცაა საჭირო,ნუ მოკლედ დანარჩენს კიდე გაიხსნება სეზონი და გავიგებთ

პოსტის ავტორი: alika77 Jul 30 2012, 17:25

ციტატა(giga1984 @ Jul 30 2012, 17:14) *
წელს ისეთი ამინდები იყო რომ ვარიანტი არაა რომ მწყერი არ იყოს,მითუმეტეს კახეთში მწყერს რა გამოლევს თანაც დედოფლისწყაროში შირაქში მწყერი არ იყოს? არსერბობს შარშანაც ასე იძახდნენ და კაჭრეთის ბოლოზე და გურჯაანის ბოლოზე რო მივდიოდით ერთი 25-30 ვკლავდით და მეტი აგარცაა საჭირო,ნუ მოკლედ დანარჩენს კიდე გაიხსნება სეზონი და გავიგებთ

მე ეხლა რაცაა იმას ვიძახი, არაა ძმა მწყერი და ძალაა?

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 30 2012, 17:27

alika77
შიეძლება რომ დაცხა მაგრად ,სადმე გადაწეულია ალიკ newsmile045.gif

ჩვენთან შარშან აგვისტოში საერთოდ არ იყო რასაც ქვია , მერე გაივსო სექტემბრისკენ მაგრად ჩვენები რომ მირეკავდნენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: alika77 Jul 30 2012, 17:33

მერე შეიძლება ცოტა გამოჩნდეს მარა გამარჯვების მინდვრებში მთელ კვირაში რომ 3 მწყერს ნახავ რავი აბა, ჯერ ასე არ ყოფილა არადა უკვე უნდა იყოს კარგად, სექტემბრისკენ უბრალოდ ჯგუფდებიან და თუ სადმე წაადექი გგონია რომ ბევრია, აი გველეშაპებს და დინოზავრებს არა უშავს არიან D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 30 2012, 18:23

alika77
ჩვენსკენ რა ხდება სოფელში არის მწყერი ხომ არ ყოფილხარ ?

პოსტის ავტორი: alika77 Jul 30 2012, 20:44

ციტატა(ზახარა @ Jul 30 2012, 19:23) *
alika77
ჩვენსკენ რა ხდება სოფელში არის მწყერი ხომ არ ყოფილხარ ?

არა არ ვყოფილვარ ჩვენსკენ, ისე ბოლო 7-8 წელი ანაგის ბოლოებზე ძალიან ცოტა იყო ხომე, რავი ერთ ადგილს ვფიქრობ და ვცდი თუ შევძელი იქ წასვლა
მაღალი ადგილია სიცხეში ხო იცი სანიაოები უყვართ newsmile040.gif

პოსტის ავტორი: pihtona Jul 31 2012, 01:19

ციტატა(alika77 @ Jul 30 2012, 21:44) *
არა არ ვყოფილვარ ჩვენსკენ, ისე ბოლო 7-8 წელი ანაგის ბოლოებზე ძალიან ცოტა იყო ხომე, რავი ერთ ადგილს ვფიქრობ და ვცდი თუ შევძელი იქ წასვლა
მაღალი ადგილია სიცხეში ხო იცი სანიაოები უყვართ newsmile040.gif


მეც წამიყვან ალიკ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 31 2012, 09:27

გუშინ კიდევ ერთმა დეგენერატმა მომაწონა თავი. 11 ცალი მწყერი კმოვკალიო, შექებას ელოდა ეტყობა ჩემგან, თან წესიერად არ ვიცნობ და თავის მოწონება უნდოდა. კაცი მეგონე თქო ვუთხარი და წამოვედი. მაგარი გატეხილში დარჩაო ვინც დარჩა კიდევ იმან მითხრა, ხმა აღარ ამოუღიაო

პოსტის ავტორი: alika77 Jul 31 2012, 13:25

ციტატა(pihtona @ Jul 31 2012, 02:19) *
მეც წამიყვან ალიკ?

მა რას გიზავ D.gif პროსტა ცოტა შორია

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 31 2012, 23:40

ბრძანება გამოქვეყნდაა 18-ში სეზონის გახსნის ტაობაზე?

პოსტის ავტორი: @bazierashvili@ Aug 1 2012, 20:07

გამარჯობათ ბიჭებს. ესეთი წელიწადი არ მახსოვს, ჩალაუბნისკენ გურჯაანის ბოლოებზე კარდენახში ერტი კვირაა დავდივარ და ორი ძაღლით 3 მწყერი ძლივს ვნახე, ქვემო ქართლისკენ ვაპირებ სეზონის გახსნას,იქ მეტი ყოფილა. კახელი კაცი წალკაში რომ წავა სანადიროდ მწყერზე......... vava.gif

პოსტის ავტორი: alika77 Aug 1 2012, 20:27

ციტატა(@bazierashvili@ @ Aug 1 2012, 21:07) *
გამარჯობათ ბიჭებს. ესეთი წელიწადი არ მახსოვს, ჩალაუბნისკენ გურჯაანის ბოლოებზე კარდენახში ერტი კვირაა დავდივარ და ორი ძაღლით 3 მწყერი ძლივს ვნახე, ქვემო ქართლისკენ ვაპირებ სეზონის გახსნას,იქ მეტი ყოფილა. კახელი კაცი წალკაში რომ წავა სანადიროდ მწყერზე......... vava.gif

მეც ეგ არ ვთქვი? newsmile039.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 1 2012, 21:00

ესეიგი სეზონის გახსნის და ვადების დადასტურებული ცნობები ჯერ არ არსებობს?

პოსტის ავტორი: Davitus Aug 1 2012, 21:08

romeo 1

ჯერ არა, მაგრამ სავარაუდოდ თარიღს 18-ს დაასახელებენ

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 1 2012, 21:28

ციტატა(Soso G @ 1st August 2012 - 21:07) *
გურჯაანის ბოლოებზე კარდენახში

თფუ რა იმედი მქონდა თან წავიდოდი დასავნებლად სოფელში newsmile019.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 1 2012, 22:03

ციტატა(Soso G @ 1st August 2012 - 21:07) *
კახელი კაცი წალკაში რომ წავა სანადიროდ მწყერზე.........

ეუფ......
არ უჩანს მწყერს კაი პირი ეგრე გამოდის..............

პოსტის ავტორი: nik@a Aug 1 2012, 22:07

გორისკენ ველაპარაკე დღეს ბიჭებს... მწყერი არის კარგად, თუმცა უკვე ისმის აქა იქ თოფის ხმა... სეზონამდე თუ გასტანს არ ვიცი...

პოსტის ავტორი: Davitus Aug 2 2012, 01:09

ხოო... ნუ ახლა კახეთში თუ 2-3 მმა ადამიანმა ვერ ნახა მწყერი ე.ი. არ ყოფილა... კარგით რა, საბავშვო ბაღი ხომ არ არის

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 2 2012, 08:30

ციტატა(Davitus @ 2nd August 2012 - 03:09) *
კახეთში თუ 2-3 მმა ადამიანმა ვერ ნახა მწყერი ე.ი. არ ყოფილა... კარგით რა, საბავშვო ბაღი ხომ არ არის

არ არის გამორიცხული მ,ართლა არ იყოს ამ ეტაპზე. მაგარი სიცხეებია..(კახეთი გამორჩეულია მაგ ამბავში) ხოდა შეილება მთებისკენ აიწიეს. თან ამხელა წარღვნა დაატყდა კახეთს...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 2 2012, 08:34

romeo 1

ოფიციალურად ჯერ არ გამიგია. გაახსენდებათ რო საერთოდ მაგრად მდგრად სამინისტროში? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 2 2012, 08:39

ლევანი

მე უკვე 2 მა ადამიანმა მითხრა თავს ძლივს ვიკავებთო, საკმაოდ არისო, ადგილს არ ვიტყვი, ვოტ ტაკ newsmile05.gif


რავიცი, ამ ზაფხულს თუ თქვენ ცხელს ეძახით... რავიცი რავიცი...

პოსტის ავტორი: alika77 Aug 2 2012, 12:37

ციტატა(Davitus @ Aug 2 2012, 09:39) *
ლევანი

მე უკვე 2 მა ადამიანმა მითხრა თავს ძლივს ვიკავებთო, საკმაოდ არისო, ადგილს არ ვიტყვი, ვოტ ტაკ newsmile05.gif


რავიცი, ამ ზაფხულს თუ თქვენ ცხელს ეძახით... რავიცი რავიცი...

აბა გრილა? newsmile090.gif newsmile090.gif ავიდა 40 გრადუსზე და მეტი რაღა კაცო........

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 2 2012, 12:40

alika77
სუ რამდენი დღე იყო მერე ეგრე
ზოგადად რაც მახსოვს დიდი სიცხეები არ ყოფილა!(პრინციპში მთელი დღე კონდისთან ვზივარ და რას გავიგებ D.gif D.gif)

პოსტის ავტორი: Davitus Aug 2 2012, 12:45

არ არის ხალხო ეს დიდი სიცხეები, არც მწყრისთვის და არც ხალხისთვის, ნუ ახლა ივლისის ბოლო და აგვისტოს დასაწყისი გრილი უნდა იყოს თქო მაგას ნორმალური არ გეტყვის, მაგრამ ზომიერად ცხელა

წინა წლებში ბეეეევრად ძლიერი სიცხეები იყო, ევროპაში ხომ საერთოდ, ხალხი კვდებოდა მახსოვს

სტატისტიკებსაც გადავხედე და ეს ზაფხული ნამდვილად არ არის სუპერ ცხელი

პოსტის ავტორი: alika77 Aug 2 2012, 12:47

ეგაა ცუდი რომ თავიდანვე არ იყო სიცხეები ჯერ წვიმებმა უტირა დედა მერე ნამეტანმა სიცხეებმა, ცუდი წელიწადია მაგ მხრივ, უჭირს გამრავლება ფრინველს ესეთ სეზონზე

პოსტის ავტორი: Davitus Aug 2 2012, 12:48

alika77

მაგაში გეთანხმები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: alika77 Aug 2 2012, 12:55

ისე ჩემი აზრით არ ვარგა ძალიან ბევრი როა მწყერი ჯობია 3-4 მინდორი მოიარო და 15-20 ცალზე მეტი ვერ მოკლა, მასე ძაღლისთვისაც კარგია უკეთესად ავლენს თავის თვისებებს და მონადირისთვისაც კარგია ცოტა გაივლის გაიშლება სახსრებში D.gif აბა ისაა 100 მეტრას გაივლი და სავაზნე უკვე ცარიელია?

პოსტის ავტორი: giga1984 Aug 2 2012, 18:52

პრინციპში მართალს ამბობ 20 მწყერს რო მოკლავ მეტი რაღა გინდა მონადირეს?თან მარტო ხომ არ დადიხარ კაცი სანადიროთ შენ რომ მოკლავ სხვაც ხო მოკლავს რამეს?მე მაგალითად გუნდებად რომ დაფრინავდნენ მეტს აღარც მოვკლავ,სრულიად საკმარისია სასიამოვნო ნადირობისთვისაც და სუფრაზე მისატანათაც,და ახლა ვინმეს თუ გასაყიდათ უნდა ვეტყვი რო არაა მომგებიანი ბიზნესი newsmile045.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: იეტი Aug 4 2012, 10:02

სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა
http://www.menr.gov.ge/News/2405
http://www.menr.gov.ge/News/2404

პოსტის ავტორი: kajuberi Aug 4 2012, 10:24

ციტატა(იეტი @ 4th August 2012 - 11:02) *
სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა
http://www.menr.gov.ge/News/2405
http://www.menr.gov.ge/News/2404

haied.gif haied.gif haied.gif haied.gif haied.gif haied.gif haied.gif haied.gif haied.gif haied.gif როდის მოვა ეხლა 18 აგვისტო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 4 2012, 10:53

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 4 2012, 12:33

Davitus
ეს სადმე იდო ამ სახით თუ შენ გააკეთე??

პოსტის ავტორი: იეტი Aug 4 2012, 13:25

თვალსაჩინოებისთვის იდოს მაინც

ნადირობის დროს აკრძალული მეთოდები
 მცენარეული საფარის დაწვა;

 გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;

 ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

 ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

პოსტის ავტორი: Davitus Aug 4 2012, 13:26

T A M P L I E R

ოფიციალურ გვერდზე დევს pdf ფორმატში

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 4 2012, 13:31

ლიცენზიის გადასახადი კოდები




N თვითმმართველი ერთეულის
კოდი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
1. 300773033 თბილისი
2. 300063033 რუსთავი
3. 300073033 დმანისი
4. 300083033 თეთრიწყარო
5. 300093033 ბოლნისი
6. 300103033 მარნეული
7. 300113033 გარდაბანი
8. 300123033 წალკა
9. 300133033 მცხეთა
10. 300143033 თიანეთი
11. 300153033 დუშეთი
12. 300163033 ყაზბეგი
13. 300173033 ახალგორი
14. 300183033 ქუთაისი
15. 300193033 ზესტაფონი
16. 300203033 თერჯოლა
17. 300213033 სამტრედია
18. 300223033 საჩხერე
19. 300233033 ვანი
20. 300243033 ბაღდათი
21. 300253033 წყალტუბო
22. 300263033 ჭიათურა
23. 300273033 ტყიბული
24. 300283033 ხარაგაული
25. 300293033 ხონი
26. 300303033 ამბროლაური
27. 300313033 ლენტეხი
28. 300323033 ონი
29. 300333033 ცაგერი
30. 300343033 ზუგდიდი
31. 300353033 მარტვილი
32. 300363033 აბაშა
33. 300373033 სენაკი
34. 300383033 ჩხოროწყუ
35. 300393033 წალენჯიხა
36. 300403033 ხობი
37. 300413033 მესტია
38. 300423033 ფოთი
39. 300433033 გორი
40. 300443033 კასპი
41. 300453033 ქარელი
42. 300463033 ხაშური
43. 300473033 თიღვი
44. 300483033 ერედვი
45. 300493033 ქურთა
46. 300503033 გურჯაანი
47. 300513033 თელავი
48. 300523033 სიღნაღი
49. 300533033 დედოფლისწყარო
50. 300543033 ახმეტა
51. 300553033 საგარეჯო
52. 300563033 ყვარელი
53. 300573033 ლაგოდეხი
54. 300583033 ახალციხე
55. 300593033 ასპინძა
56. 300603033 ახალქალაქი
57. 300613033 ადიგენი
58. 300623033 ბორჯომი
59. 300633033 ნინოწმინდა
60. 300643033 ლანჩხუთი
61. 300653033 ჩოხატაური
62. 300663033 ოზურგეთი
63. 300673033 სოხუმი
64. 300683033 გალი
65. 300693033 ბათუმი
66. 300703033 ქედა
67. 300713033 ქობულეთი
68. 300723033 ხულო
69. 300733033 ხელვაჩაური
70. 300743033 შუახევი
71. 300753033 აჟარა






ხაზინის ერთიანი ანგარიში საგადასახადო ( თბილისი)

სახელმწიფო ხაზინა 200122900
ბანკის კოდი TRESGE22


პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 4 2012, 13:47

ციტატა(იეტი @ 4th August 2012 - 14:25) *
 ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

ეს იმას უთხრან ვისაც 2 ძრავიანი კატერები ჰყავს D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 4 2012, 14:44

ციტატა(zaxara @ 4th August 2012 - 14:31) *
64. 300683033 გალი


ვერავინ ვერ მითხრა ბანკში ეს კოდი D.gif

მივირბენ ეხლავე გალი-პრივატ ბანკში და გადავიხდი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 4 2012, 21:20

Bonehill

ციტატა(zaxara @ 4th August 2012 - 14:31) *
63. 300673033 სოხუმი

აქ რო ცადო არა?
D.gif

პოსტის ავტორი: alika77 Aug 4 2012, 23:15

ერთი გამაგებინეთ ეს კოდები რაშია საჭირო,.

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 4 2012, 23:36

ციტატა(alika77 @ 5th August 2012 - 01:15) *
ერთი გამაგებინეთ ეს კოდები რაშია საჭირო,.

მაგის მიხედვით უნდა გადაიხადო 10 ლარიანი მოსაკრებელი. რომელ რაიონშიც იხდი..კოდსაც შესაბამისს ეუბნები ბანკში...თორემ ბაკმკები ჭურში ზიან.

პოსტის ავტორი: alika77 Aug 4 2012, 23:44

ეტყობა მე ნორმალური ოპერატორები მხვდებოდნენ პირდაპირ ვეუბნებოდი ლიცენზია მინდა მეთქი და ეგ იყო მაძლევდნენ

პოსტის ავტორი: @bazierashvili@ Aug 5 2012, 07:21

ციტატა(Davitus @ Aug 2 2012, 02:09) *
ხოო... ნუ ახლა კახეთში თუ 2-3 მმა ადამიანმა ვერ ნახა მწყერი ე.ი. არ ყოფილა... კარგით რა, საბავშვო ბაღი ხომ არ არის


მე არ ვამბობ საჯიშედაც აღარ არისთქო ,მთელი დღე რომ ივლი 4 მწყერს ნახავ ეგ ყოფნაა?? ისე როგორ ფიქრობთ სეტყვამ ხეები ლამის ძირიანად რომ დაგლიჯა მწყერს ვერ გაანადგურებდა???
newsmile058.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 5 2012, 07:41

@bazierashvili@

კონკრეტულ ადგილებში აშეიძლება არ იყოს, სადაც ყველაზე მაგრად დაისეტყვა, მე უკვე ბევრი ადგილიდან მომივიდა ინფორმაცია რომ მწყერი არის! ყოფნას მე ვეძახი ერთ ნადირობაზე (2-3საათში) 4-5 მა მონადირემ რომ 17-18 მწყერი აიღოს, 20 ზე მეტი მაინც არა ლიმიტით დაშვებული

აი 200-300 ფრთას რომ ჟლიტავენ მაგდენი რაოდენობით ალბათ შეიძლება არ იყოს, მადლობა ღმერთს თუ ეგრეც იქნება

პოსტის ავტორი: alika77 Aug 5 2012, 11:16

ლიხებშია მწყერი შესული ჯერ ნაყანარებში არაა სიცხის გამო, ალბათ აგვისტოს ბოლოს გადავა თხელ ბალახში

პოსტის ავტორი: gioarm84 Nov 15 2012, 21:18

გამარჯობათ.გუშინ თბილისთან ახლოს კაი ბლომათ იხვი ვნახე,ვინმემ ხოარ დააფიქსირა კიდეე იხვების გამოჩენა ესე ადრიანად!!!:)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 15 2012, 21:21

თბილისთან ახლოს და თბილისში ბაკლანები არიან ბევრი და მათში ხომ არ გერევა???

პოსტის ავტორი: gioarm84 Nov 15 2012, 21:25

არა რასამბობ რა მერევა.მწვანე ტავიანი იხვები იყვნენ დაახლოებით 30 ცალამდე ვნახე.უბრალოდ ვერ ვესროლე დაცულ ტერიტორიაზე იყო დაცვა არის იქ ბასეინების.და სჰარია ხოლმე თოფის გასროლა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 15 2012, 21:54

gioarm84
მასჰინ ძალიანაც კარგი!

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 15 2012, 21:54

იხვი კაი ხანია შემოსულია უკე მაგრა ცოტა რაოდენობით

პოსტის ავტორი: asana Nov 15 2012, 22:45

ეხ ხუთი დღის წინ მეც ვნახე საგურამოში და მტკვარზე მოძრაობდა და არც ისე ცოტა იყო


პოსტის ავტორი: Davitus Nov 15 2012, 22:52

აი მაგაზე დიდი გუნდები იცი რამდენი მყავს ნანახი, სექტემბერში, ოქტომბერში

ეგ არ ნიშნავს იმას რომ იხვი შემოვიდა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 15 2012, 23:54

კუმისიაო გადაშავებული, ბოროტი ენები ამბობენ კიდო........ newsmile042.gif

პოსტის ავტორი: Aleko111 Nov 21 2012, 19:50

ციტატა(sabo73 @ Nov 16 2012, 00:54) *
კუმისიაო გადაშავებული, ბოროტი ენები ამბობენ კიდო........ newsmile042.gif


ეგ მართლა ბოროტი ენებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Nov 21 2012, 19:55

ციტატა(Aleko111 @ Nov 21 2012, 20:50) *
ეგ მართლა ბოროტი ენებია newsmile05.gif



მოსინჯე წელს კუმისიიი? არ იყო იხვიი?

პოსტის ავტორი: saba1122 Nov 21 2012, 20:38

არის კუმისზე იხვები მოსულია?

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 21 2012, 22:27

ციტატა(saba1122 @ Nov 21 2012, 21:38) *
არის კუმისზე იხვები მოსულია?

კი კი მოსულია და იცდიან

პოსტის ავტორი: Fishman Nov 21 2012, 22:54

ჯეკო

ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: chagaraa Nov 22 2012, 09:05

ციტატა(ჯეკო @ Nov 21 2012, 23:27) *
კი კი მოსულია და იცდიან



D.gif D.gif მე მელოდებიან საყვარლებიი? D.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 22 2012, 09:33

კუმისზე არის იხვი, მაგრამ სასროლზე არ აკეთებს გადაფრენას. ასე რომ ჯეკო მიაყენე ერთი ადგილი და ნუ დასცინი ხალხსოოო.. გაიგე შენა მალჩიკ

პოსტის ავტორი: ams Feb 3 2013, 20:26

ციტატა
კუმისზე არის იხვი, მაგრამ სასროლზე არ აკეთებს გადაფრენას

ივხიც არის და ხოშიან პერელიოტსაც აკეთებს პროსტა ადგილები უნდა იცოდე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 2 2013, 14:57

http://postimage.org/


ყველამ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ სეზონის შესახებ და მერე გადავიტან არქივში ამ თემას

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 2 2013, 15:02

ზახარა
სანადირო სეზონიც მორჩა, ასე თუ ისე ჩაიარა, საერთო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ. ქათამმა წელს მაგრად გაასწორა, მწყერი სექტემბრის ბოლოს უკეთესად გამოჩნდა და აგვისტოს სიხალვათეც გამოასწორა. იხვი საშუალოზე ცოტა იყო, მაგრამ ჩემი ჭია გავახარე. დახურვამ საერთოდ დახურა ყველააფერი.


ხო პლიუს ამას მეურნეობებში მონადირებული რაღაც რაღაცეები

მოკლედ 10 ბალიანი შკალით 6 იანს დავუწერდი ამ სეზონს

პოსტის ავტორი: Davitus Mar 2 2013, 15:02

მწყერი საშუალო რაოდენობით იყო, ქათამიც საშუალოდ, უფრო ხალვათად, აი იხვისგან არ მოველოდი ნამდვილად, ნუ იხვი რა ამინდებმა ჩაისვარა, დასავლეთში ივნისში არ არის ხოლმე ისეთი ამინდები რაც იანავრ თებერვალში იყო

იხვი იყო, მაგრამ კარგი ამინდების გამო, თავიანთ ნირვანაში იყვნენ, სულაც არ ეპერელიოტებოდათ : ))


10 ბალიან შკალით, 5-იანს დავუწერდი წლევანდელ სეზონს : ))

პოსტის ავტორი: aragveli Mar 2 2013, 15:12

კარგი იყო მაგრამ ძაღლი მომპარეს და მთელი სეზონი, მდევრებით მომიწია სიარული.

პოსტის ავტორი: xishnika Mar 2 2013, 15:15

მწყერზე მაგრად ვინადირე,ქათამი გასულ წელთან შედარებით არ იყო მაქსიმუმ 10-15 ავიყვანე,იხვზე ახალწლამდე მშვენივრად ვინადირე და 11 მოვკალი,ახალი წლის მერე ერთიცა რა მომიკლავს,ნუ საშუალო სეზონი იყო მწყერის ხათრით

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 2 2013, 15:16

მწყერი იყო ნორმალურად , მანოკისტებს რომ არ გაეხურებინათ ყველასთვის კარგი სეზონი იქნებოდა !! რაც მთავარია ძაღლი გავიყვანე პირველად ამ სეზონზე და მწყერზე მაგრად მასიამოვნა ...
ტყის ქათამი იყოს იმათვის კარგად , ვისაც ძებნა და სიარული არ ეზარებოდა newsmile045.gif newsmile05.gif
იხვმა არ გაამრათლა მოლოდინები newsmile019.gif
ქედანზეც კარგად გავერთე ალაზნისკენ newsmile027.gif
დახურვით კი მართლა კარგად დავხურეთ რასაც ქვია newsmile027.gif ერთ აყროლებულ ტურას თავი დავუპატარავე და ეგ იყო D.gif


მე კმაყოფილი ვარ ამ სეზონის მწყერზე გახსნით და მტაცებლებზე დახურვის პერიოდით newsmile027.gif


პირადათ მე 10 ბალიანი შკალით 7 იანს დავუწერდი ამ სეზონს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭაღარა Mar 2 2013, 15:20

ცუდი სეზონი ნამდვილად არ ყოფილა... თუმცა იხვი მართლა ძალიან ცოტა იყო :( მე ნორმალურად შევაფასებდი. 10 ბალიდან ალბათ 6 დაახლოებთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 2 2013, 15:26

ჭაღარა

ციტატა(IZH58 @ 2nd March 2013 - 16:20) *
ცუდი სეზონი ნამდვილად არ ყოფილა

ამინდი არ ყოფილა ისეთი რომ იხვს კარგად ემოძრავა. ახლა შემოვიდა და მორჩა კიდეც პირველი სერიასავით...

:(

პოსტის ავტორი: ჭაღარა Mar 2 2013, 15:31

ციტატა(Che @ Mar 2 2013, 16:26) *
ჭაღარა

ამინდი არ ყოფილა ისეთი რომ იხვს კარგად ემოძრავა. ახლა შემოვიდა და მორჩა კიდეც პირველი სერიასავით...

:(



TO BE CONTINUED... D.gif D.gif ეგ არაფერი, ილარიონ, მაინც ნორმალური იყო...

პოსტის ავტორი: kardinal84 Mar 2 2013, 15:51

მოკლედ მეც ვიტყვი რამეს ესლი მოჟნა. ნუ პრინციფში უძაღლო კაცის კვალობაზე ცუდი არ იყო თან დროც არ მქონდა ბევრი მოკლედ 35 მწყერი. 2 ღალღა. 6 ქედანი. 3 ქათამი. 2 დიდი იხვი. და ერთიც პატარა. მოკლედ ჭია გავახარე რო იტყვიან .

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 2 2013, 15:54

ცუდი სეზონი არ იყო, მწყერზე ვინადირე კარგად, ქათამიც საკმაოდ ავიღე, იხვზე ნადირობამ ჩეისვარა(როგორც ყველასთვის).
10 ბალიანიდან, 6 ქულის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ დახურვამ 1 ბალი მოუმატა, (1 შაკალი და 1 ვოლკი ჩავიწერე ანგარიშზე),
ასე რომ 7 ქულა ამ სეზონს!!!

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 2 2013, 16:05

10 ბალიანი სისთემით რომ შევაფასოოო 5 ქულას დაუწერ მე მეტის ღირსი არა ვერმმეწონა მაინცდამაინც წელს :(

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Mar 2 2013, 16:10

ნანადირევის რაოდენობის კუთხით დიდად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ნასიამოვნები ვარ ამ სეზონით იქიდან გამომდინარე რომ წელს ისევ ჩემი ძაღლებით გავედი მინდორში და საშუალება მქონდა მათი დაგეშვით მესიამოვნა, პოინტერი წარმატებით დავგეშე კურცხაარს ასათვისებელი აქვს კიდე ბევრი რამ newsmile05.gif
სეზონის დახურვითაც ძალიან ვისიამოვნე ასე რომ კარგი იყო რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 2 2013, 16:20

საშინელი სეზონი იყო ! ჩემთვის...

საქართველოში მეძებრით ნადირობაა მწყერი და ვალშნეპი.
მწყერზე, მანოკმა მაგრად შეგვაწუხა ვისაც არ გვიყვარს ისინი მინც. ქათამი ვერ ვიარე.
შედეგი დაბალი
იხვზე არ დავდივარ, ვერ ვხედავ სილამაზეს :(
მტრედი ქედანი მიზერული რაოდენობით
შემდეგ ათასი პრობლემა, ვერც ვიარე ფაქტიურად. მოკლედ: 10 ქულიან შკალაზე 4 ქულა ამ სეზონს
მომავალ წელს უარესი სეზონი იქნება მწყერზე, ეგეც უჭველი.......

პოსტის ავტორი: nik@a Mar 2 2013, 16:58

ნამდვილად არ იყო კარგი სეზონი.
მწყერზე კარგად ვინადირე, ქათამზე ვერ ვიარე. იხვზე სეზონის დასაწყისში გავერთე კარგად რამოდენიმეჯერ მერე ჩაიქაქა. სხვა რაცხარუცხეებს არაუშავდა. მოკლედ მე 6 ქულით შევაფასებდი.

პოსტის ავტორი: doni Mar 2 2013, 17:09

მწყერის სეზონმა მართლაც კარგად ჩაიარა. ჩემთვის კარგა ხანია ესეთი სეზონი არ ყოფილა და კომუნისტების დრო მომაგონდა small3d018.gif ქათმის სეზონს რაც შეეხება პირადად ჩემთვის ყოველთვის კარგად და ნაყოფიერად მთავრდება ქათმის სეზონი.წლევანდელი წელიც კარგად დავამთავრე.იხვზე საერთოდ არ გავსულვარ უბრალოდ აზრი არ ქონდა გასვლას.

10 ბალიან შეფასებით 7,5 ქულას უწერ განვლილ სეზონს

პოსტის ავტორი: gagrinski Mar 2 2013, 18:49

დიდი ნადავლით ვერასოდეს დავიკვეხნი, მაგრამ 2012 წელი და +2013 წელიც წარმატებული აღმოჩნდა, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
1- გავიგე ოჩოპინტრეს არსებობის შესახებ, გავწევრიანდი ფორუმში და პოლიტიკური და ომის აბებით გადაღლილი ჩემს სტიქიაში ვარ
2-გავიცანი ოჩოპინტრეს წევრები, მართლა ყოველგვარი პათეტიკის გარეშე კარგი ადამიანები, ბუნების მოყვარულები და ძაღლით ნადირობის რაც მთავარია
3-ტრადიციულად კარგად ვინადირე მწყერზე დმანისის მიდამოებში როგორც ყოველთვის
4-შევიძინე ლავერაკი და ვზრდი, იმედი მაქვს ჩემი ძალისხმევით და მისი არისტოკრატიულ მონადირული მონაცემებით გაზაფხულზე იმედებს არ გამიცრუებს haski.gif D.gif
5-და ბოლო, ნადირობის სეზონის დახურვაზე ვიყავი, მართალია 10 წუთით ჩამეძინა და კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა სახელსა და გვარს არ დავასახელებ ზედ ყურთან მომიკლა ტურა, მაგრამ მაინც მაგარი იყო, თან საქმეს ვაკეთებდი, თან ნადირობით ვტკბებოდი. შედეგიც შთამბეჭდავი იყო
6-მე მგონი იმდენი მაინც გავაკეთე რომ ცოტა შევაშფოთე გარემოს დაცვა და იმედი მაქვს ყურებს გამოიფხეკავენ, მანოკის ხმასაც გაიგებენ და ბრაკონიერების თოფებისაც.

თქვენ გენაცვალეთ, პატივისცემით დათო კაკულია

პოსტის ავტორი: OQRO444 Mar 2 2013, 20:12

ამ სეზონს 10 ქულიდან მეც დაუწერ 4 ქულას..........სამწუხაროდ მანოკების ნასუფრალზე გვიწევდა ხოლმე ნადირობა მწყერზე, თუ არ ჩავთვლი 2 სერიოზულ პერელიოტს newsmile056 (1).gif
იყო საკმაოდ კარგი შედეგიანი ნადირობები ნადირზე და მტაცებლებზე...... newsmile027.gif

იხვმა და ქათამმა ხო საერთოდ ზამთრის ნადირობა წყალში ჩამიყარა.......

პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 2 2013, 21:20

ციტატა(irakli fofxadze @ 2nd March 2013 - 17:05) *
10 ბალიანი სისთემით რომ შევაფასოოო 5 ქულას დაუწერ მე მეტის ღირსი არა ვერმმეწონა მაინცდამაინც წელს :(

მეც იგივეს ვიტყვი ბაბუ თითქმის სულ ერთად ვინადირეთ წელს

პოსტის ავტორი: Che Mar 2 2013, 21:41

ჩემი შეფასებით შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური სეზონი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , როგორც იქნა ჩახმახებიანი ტოზიდან გადავბარგდი იჟ-27 -ზე. დიდი ხანია მინდოდა მისი შეძენა. სამწუხაროდ ამ თოფმა მომისწრო იხვის სეზონზე.

მწყრის სეზონზე ორჯერ გავედი, ერთხელ ღამენათევი პროფილაქტიკაში ყოფნით, მეორედ ღამენათევი რესტორანში ყოფნით newsmile05.gif შედეგი 2 მწყერი. მერე ერთხელ წავედი ფხიზელი, დასვენებული და ქე მოვკალით მე და მინდიამ (ჭაღარა) 10 ცალი ტოროლა D.gif

ამას მოყვა 1 წყლის ბუღა, 1 მელოტა, 20-მდე ჩხართვი.

10 ბალიანი შეფასებით 6 (ისიც იმიტომ რომ იხვი ვნახე ასე 300 ცალი, ოღონდ შორიდან D.gif)

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 2 2013, 21:58

მე მაგრად ვიკაიფე ჩემს ბოსტანში ყოველ ღამე 2ან 3 მი სელეზენი 10.10.10.10 მთელი თვე.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Mar 2 2013, 22:15

წეხან დავწრე ბევრი და წამეშალ ეხლა ვეღარ დავწერ

ჩემი შეფასება +1 წლევანდელი სეზონი რა იქნება არ ვიცი

პოსტის ავტორი: კუთხა Mar 3 2013, 08:48

მწყერზე ვინადირე კარგად, ნუ პირველი (ჩემთვის და ჩემი ძაღლისთვის) სეზონის კვალობაზე არაუშავდა, ქათამი 1 ცალი მოვინადირე, მეტი ვერა :( ეგ იყო სულ, იხვი ვერ ვნახე საერთოდ, ასე რომ 10-დან 5 ქულა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 3 2013, 10:20

ჩემ თემაში დამავიწყდა დაწერა და აქ მივამატებ: 550 ცალი 10 ნომერი, 200 მდე #7 და 100 მდე #4 დავხარჯე. ნუ სხვა ნომრები კიდევ წვრილწვრილათ. შეფასება უკვე მიწერია 6 ქულიანი

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Mar 3 2013, 11:23

ბჯო აქ სანადირ სეზონის განხილვაა თუ ვინდ რამდენი ვაზნა გახარჯა იმის? სეზონი არვარგოდა ზოგადად თითქმის ყოველდღე დავდიოდი სანადიროდ სად აღარ ვიყავი და საერთო ჯამში მაინც უკმაყოფილო ვარ იქიდან გამომდინარე რო ფრინველი ნაკლებად იყო წელს ალალი 5 ქულა ჩემგან, ისიც ბოლოს რომ იყო ის რაც იყო ის რო იყო მაგიტომ D.gif მაგან გააქაჩინა თორე ემაგასაც არ ვაღირსებდი

პოსტის ავტორი: ფარეშა Mar 3 2013, 11:30

მწყერზე კარგად ვინადირე,სტაბილურად 15დან 20მდე ყველა ნადირობაზე ამყავდა,ძაღლიც კარგად დაიგეშა.ქათამზე ნადირობა ისე რა გამოგვივიდა, სულ 6 ცალი მოვინადირე.იხვზე ძირითადად ღამე ვნადირობდი,2-3 ცალს ყოველთვის ვიყვანდი, 9 იანვარს ავიღე 5 ცალი რეკორდი მოვხსენი,მაგრამ ღამე ნადირობის ხიბლი ნული რამდენადაც შედეგიანია იმდენად უსახური.გასულ სეზონს 10 ბალიანიდან 5-იანს დაუწერდი.

ჭალიმგელა სერიოზული ნასტრელია ერთი სეზონისთვის. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 3 2013, 11:34

რა 5 და 6 ქულა კაცო? სად იყო 6 ქულის სანადირო წელს? თან მე დასავლეთში ვნადირობდი თითქმის ყოველ დლას და საგამოს. ეგერ-აგერ იხვის ჩამოგდებით ვერ ვიტყვი კარგი სეზონი იყოთქო. მე ვწერ 1 ქულას (მწერზე არ მინადირია) 1 ქულის იხვი მართლა კი ვნახე. ვაზნების დახარჯვაო და რავიცი ჭალიმგელას ჩემი იარაღის საფასური ვაზნები მარტო წელს დაუხარჯავს newsmile05.gif მე ზოგადა მხოლოდ მაშინ ვაკეთებ გასროლას თუ ვხედავ რომ აზრი აქვს (ხანდახან შორსაც ვესვრი) დავხარჯე ესე 70 3ნომერი და 90 6 ნომერი ნუ 10 ნომერიც ესე 20 ცალი. ნახევარზე მეტი არიყო თან სასროლი. საშინლად არ მომეწონა ეგ სეზონი!იმედია მომავალ სეზონზე იგივე არ განმეორდება.

ფარეშა

ყოჩაღ შენ თუ 2-3 იხვს ყოველ გასვლაზე იყვანდი newsmile05.gif 2-3 ცალ იხვს გადაფრენილს ვერ ვხედავდი მე დღის მანძილზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 3 2013, 12:37

ციტატა(ფარეშა @ Mar 3 2013, 12:30) *
ჭალიმგელა სერიოზული ნასტრელია ერთი სეზონისთვის. newsmile027.gif

ისე რა. 6 იანიც მაგიტომ დაიმსახურა. შარშან უკეთესი მქონდა newsmile045.gif


ციტატა(smekosmeko @ Mar 3 2013, 12:34) *
ვაზნების დახარჯვაო და რავიცი ჭალიმგელას ჩემი იარაღის საფასური ვაზნები მარტო წელს დაუხარჯავს newsmile05.gif მე ზოგადად მხოლოდ მაშინ ვაკეთებ გასროლას თუ ვხედავ რომ აზრი აქვს


აბა მე მაყარში კი არ ვიყავი დაპატიჟებული D.gif

ტყის ქათამზე ორჯერ გავამეორე ცხრა ცხრა ქათამი. აქედან ორივეჯერ 10 დან 9 ქათამი დავტოვე. 10 შანსიდან თქო არ ვიტყვი, ზოგ შემთხვევაში შანსი თითქმის არ მქონდა, მაგრამ ალბათ გამიმართლა newsmile05.gif ოღონდ რატომღაც ხშირად მიმართლებს ეგეთ სიტუაციაბში newsmile05.gif

ამ რაოდენობას 308 Win და 22 LR დაუმატე კიდევ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Mar 3 2013, 13:07

ჭალიმგელა მოკლედ შენ მართლა გჭირდება წლიდან-წლამდე ნორმალური იარაღის საფასური ვაზნები D.gif კი ჩაგიტარებია სეზონი 6-ზე.

პოსტის ავტორი: Fishman Mar 3 2013, 14:20

მოკლედ, მე მორალური უფლება არამაქვს სეზონს ქულა დავუწერო D.gif , რადგან წელს პირველად ვინადირე რასაც ნადირობა ქვია საკუთარი ძაღლით და თოფით! newsmile05.gif მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ რიჩიმ როგორც მწყერს ასევე ტყის ქათამსაც გაუკეთა ნაბული... წელს მოვკალი რამდენიმე მწყერი, 2 ქედანი და 1 იხვი(სამწუხაროდ ვერ ავიღე მდინარემ წამართვა :( ) ასე რომ ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა სეზონი და როდის მოახლოვდებოდა გაზაფხულის ის დრო მწყერი რომ შემოდის და ეხლაც მაგ მოლოდინში ვარ newsmile05.gif


P.S. სეზონის დახურვამ დაგლიჯა!!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! 2 სარეკში ნომერში გამომივიდა 4 ტურა! აქედან 3-ს ვესროლე და სამივე დავჭერი, მაგრამ მოკვლით ვერცერთი. გვერდზე ნომრებმა დაუსვეს წერტილი ჩემს დაწყებულს. ნუ მე ამ შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველად გამომივიდა ნომერში ნადირი და პირველად მომეცა სროლის შესაძლებლობა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 3 2013, 14:46

Fishman
3 ტყვიაც ჰაერში, გამაფრთხილებელი........

პოსტის ავტორი: nik@a Mar 3 2013, 14:49

ციტატა
ელს მოვკალი რამდენიმე მწყერი, 2 ქედანი და 1 იხვი

მერე გვიკვირს ცუდი სეზონი გვქონდაო, გაუწყვეტია ამას ყველაფერი. D.gif
(ნუ დამჭიპავთ ერთი ოფისთვის)

პოსტის ავტორი: Fishman Mar 3 2013, 15:30

ნუკრიMax

ჰო ეგ გამომრჩა! newsmile090.gif

nik@a

რა გეგონა აბა ნადირობას რო ვიწყებდი?! ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 4 2013, 08:36

ასეთი ცუდი სეზონი არ ყოფილა ჩემთვის პირადად, თუმცა აქტიურად დავდიოდი სანადიროთ,
მწყერს არაუშავდა, მაგრამ წინა წლები ბევრად ჯობდა, ქათამი ხო საერთოდ 8 ცალი ავიყვანე სულ,
იხვი ორიცალი რამდენი ქულა უნდა დავწერო თქვენ მითხარით?
ძაან უკმაყოფილო ვარ, დაიკეტა სეზონი და ეხლა მოთოვა ხაშურში,თან აღმოსავლეთის თოვაა და
იხვი გაჩნდება მტკვარზე, მარა რად გინდა რა! newsmile019.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Mar 4 2013, 08:52

არადა რა მოხდება რომ როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ისე ჩვენთანაც დაუშვან მარტის ნადირობა იხვზე...

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 4 2013, 08:56

ციტატა(KTX-100 @ 4th March 2013 - 09:52) *
არადა რა მოხდება რომ როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ისე ჩვენთანაც დაუშვან მარტის ნადირობა იხვზე...

იმიტომ რომ , როგორც არ უნდა იძახონ პოლიტიკოსებმა ძალიან ბევრი გვიკლია ევროპამდე newsmile045.gif მეც დიდი სურვილი მაქვს ეგრე რომ მოხდეს მაგრამ არ მინდა !!! შეეწირება მაგ ვადის გადაწევას უკვე დაწყვილებული ჩვენი ენდემური ნადირ-ფრინველი სამწუხაროდ !!

პოსტის ავტორი: Che Mar 4 2013, 09:02

ციტატა(KTX-100 @ 4th March 2013 - 09:52) *
არადა რა მოხდება რომ როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ისე ჩვენთანაც დაუშვან მარტის ნადირობა იხვზე...

კუთხა
არადა, დღეს დილით ისე თოვდა გორში კბილების კრაჭუნით მოვდიოდი სულ ტრასაზე, სად იყო ეს ამინდი თებერვალში. უნდა დაუშვან !!!

პოსტის ავტორი: შალვა Mar 4 2013, 11:18

1 მივეცი ხმა, სიმრთლე რომ ვთქვა ეს ქულა პირადად ჩემი სანადირო აქტივობის შეფასებაა და არა ნადირ ფრინველის რაოდენობის (სულ 3 გასვლა მქონდა მწყერზე, მიზეზს ნუღარ გამახსენებთ) რაც იყო იყო ველოდები 2013-2014 სეზონს Shooting.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Mar 4 2013, 14:57

5 ქულას მივეცი ხმა... ისე რა სამწუხარო ამბავია, თელავისკენ ეხლა შემოვიდა იხვი და ქედანი, სეზონი კი დაიკეტა. ისევ ისე მოხდა როგორც ყოველთვის...

პოსტის ავტორი: Davitus Mar 4 2013, 15:08

romeo 1

ხოდა მაგასაა რომ ვჩივით მთელი სამონადირეო საზოგადოება, აბსოლიტურად უგუნურად არის მოფიქრებული სეზონის ვადები. შარშანაც ეგრე იყო ზუსტად, მეზარება ახლა იმ პოსტების მოძებნა :(

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 4 2013, 17:28

იქიდან გამომდინარე რომ მე ვიმყოფები ფოთში და აქ მთავარი სანადირო ობიექტი იხვია, დავწერე 3 ქულა.ანუ მხოლოდ მოვკლადი 150 მწყერი(რამოდენიმე ბეკასი შედის) 40 იხვი და 1 ტყის ქათამი.


რატომ 3 ქულა? 40 იხვი ერთ ნადირობაზე კვდება ხანდახან.

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 17:38

მწყერი-98 (დაახლოებით 160 გასროლიდან)
ბეკასი-1
იხვი-2...
აქტიურად მხოლოდ მწყრობაზე ვინადირე რადგან დასვენება მქონდა(აქტიურობა თუ ერქვა მაგასაც მანოკისტების გადამკიდე ჩემი სოფლის მინდვრებში არ დამედგომებოდა D.gif ან ჩაკუცხულს უნდა მენადირა D.gif )
ქათამზე ვერ ვინადირე საერთოდ...

ქულის დაწერა აუცილებელია ? სადმე აგზავნით ქართველი მონადირეების სტატისტიკას თუ "ჩვენ პონტში"? D.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 17:43


ნოსო

ციტატა(giorgixomeriki @ 4th March 2013 - 18:28) *
40 იხვი ერთ ნადირობაზე კვდება ხანდახან.
აბა 8 იხვიაო დღიური რაოდენობა thinking.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 4 2013, 17:57

megreli
შენ მარტო დადიხარ ხოლმე სანადიროდ D.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 18:21

T A M P L I E R
ხშირ შემთხვევაში კი ან ბიძაჩემთან ერთად,რაგდან "ბევრთან " სიარულს მარტოდ სიარული მირჩევნია D.gif
რატო რაშია საქმე ? D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 4 2013, 20:50

megreli

კი აუცილებელია, მონაცემები ნატოს შტაბ-ბინაში იგზავნება, პირადად რასმუსენი ეცნობა ხოლმე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 4 2013, 20:52

megreli
შენ +ბიძაშენი=16 იხვს

ნოსო კიდე პალიასტომზე დადის და იქ ორ კაცზე მეტნი დადიან ხოლმე
გადაითვალე აბა

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 20:54

Davitus
7 ქულა დავწერე რადგან არც ისე ბევრი ნადირობიდან მოვაგროვე ზემოთ აღნიშნული ნადავლი,თანაც ძაღლისთვის მეორე მწყრობა იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ მისით newsmile05.gif ბეკასსზეც მომაწონა თავი newsmile05.gif ეგეც რასმუსენს D.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 4 2013, 21:00

T A M P L I E R
16 ჯერ არც მისვრია D.gif
მე ვიფიქრე ერთ კაცზე ეგ 40 რადგან ფოთელებისგან მსმენია რომ როდესაც კაი პერელიოტი არისო ერთი სროლით ზოგი 10მდე იხვს აგდებს newsmile05.gif
და ეგეთი ერთი ნასროლი ბევრჯერ მოუნდება ზოგ მონადირეს....
ნოსო
შენ არ იგულისხმები ამ შემთხვევაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Mar 5 2013, 08:19

ნოსო
მაგდენი თუ მოკალი გისწავლია სროლა newsmile040.gif small3d018.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)