თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ შემეცნებითი არქივი _ სეზონი 2014-15

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 1 2014, 15:00

მაპატიეთ თუ ცოტა ადრე ვხსნი ამ თემას მაგრამ ჩემი გული უკვე ვეღარ ითმენს და კანკალებს, დარწმუნებული ვარ თქვენიც.

2 კვირაში ჩვენ ქუჩაზეს მოვა გაზაფხული newsmile027.gif ისევ ვიხილავთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ნაბულებს და ისევ მოვეფერებით ჩვენ დენთიან მეგობებს.
ნამიან მიწას რომ ოხშივარი ასდის დილით და მაგას რომ დენთის სუნი შეერწმება აი ძაღლიშვილი ვიყო თუ ეგ ნებისმიერ სუნამოს სუნს არ მერჩივნოს. newsmile027.gif
ხოდა რახდება იმედი მქონდა რომ წინა არცთუისე ბარაქიანი სეზონის შემდეგ წლევანდელი წელი წარმატებული იქნებოდა მაგრამ ხმები რაც ჩემ ყურამდე აღწევს ცოტა არიყოს მაშფოთებს. წალკაში შირაქში და სხვა ადგილებში არ გაიგია რა ხდება მაგრამ როგორც მითხრეს ბოდბეში საშინელი გვალვა არისო და გადამხმარია ყველაფერია + მაგას ახლობლები იყვნეც ცტა ხნის წინ კომბაინით და ძალიან კანტიკუნტად ამოდიოდა მწყერიოო newsmile058.gif არა მგონია სხვაგან რადიკალურად განსხვავებული იყოს სიტუაცია, ნეტა ვცდებოდეე
ჩემი ლეკვი ჯერ პატარაა მაგრამ მაინც გავასეირნებ ცოტა მოგვიანებით, ხო კიდევ ვაზნები ისევ ბუგატები უნდა ვიხმარო რეკლამაში არ ჩამითვალოთ უბრალოდ დამრჩა ბლომად წინა სეზონიდან.

გისურვებთ ყველას იღბლიან ნადრობებს და ბევრ ტროფეის ბრაკონიერებს რასაც ვისურვებ მთელი გულით კი მიხვდებით მაგას
ბოდიში ცოტა პესიმიზმისთვის

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 1 2014, 15:08

ეს შარშანდელი კოდებია თუ არაფერი შეცვლილა გამოგადგებათ !!!

ლიცენზიის გადასახადი კოდები




N თვითმმართველი ერთეულის
კოდი თვითმმართველი ერთეულის დასახელება
1. 300773033 თბილისი
2. 300063033 რუსთავი
3. 300073033 დმანისი
4. 300083033 თეთრიწყარო
5. 300093033 ბოლნისი
6. 300103033 მარნეული
7. 300113033 გარდაბანი
8. 300123033 წალკა
9. 300133033 მცხეთა
10. 300143033 თიანეთი
11. 300153033 დუშეთი
12. 300163033 ყაზბეგი
13. 300173033 ახალგორი
14. 300183033 ქუთაისი
15. 300193033 ზესტაფონი
16. 300203033 თერჯოლა
17. 300213033 სამტრედია
18. 300223033 საჩხერე
19. 300233033 ვანი
20. 300243033 ბაღდათი
21. 300253033 წყალტუბო
22. 300263033 ჭიათურა
23. 300273033 ტყიბული
24. 300283033 ხარაგაული
25. 300293033 ხონი
26. 300303033 ამბროლაური
27. 300313033 ლენტეხი
28. 300323033 ონი
29. 300333033 ცაგერი
30. 300343033 ზუგდიდი
31. 300353033 მარტვილი
32. 300363033 აბაშა
33. 300373033 სენაკი
34. 300383033 ჩხოროწყუ
35. 300393033 წალენჯიხა
36. 300403033 ხობი
37. 300413033 მესტია
38. 300423033 ფოთი
39. 300433033 გორი
40. 300443033 კასპი
41. 300453033 ქარელი
42. 300463033 ხაშური
43. 300473033 თიღვი
44. 300483033 ერედვი
45. 300493033 ქურთა
46. 300503033 გურჯაანი
47. 300513033 თელავი
48. 300523033 სიღნაღი
49. 300533033 დედოფლისწყარო
50. 300543033 ახმეტა
51. 300553033 საგარეჯო
52. 300563033 ყვარელი
53. 300573033 ლაგოდეხი
54. 300583033 ახალციხე
55. 300593033 ასპინძა
56. 300603033 ახალქალაქი
57. 300613033 ადიგენი
58. 300623033 ბორჯომი
59. 300633033 ნინოწმინდა
60. 300643033 ლანჩხუთი
61. 300653033 ჩოხატაური
62. 300663033 ოზურგეთი
63. 300673033 სოხუმი
64. 300683033 გალი
65. 300693033 ბათუმი
66. 300703033 ქედა
67. 300713033 ქობულეთი
68. 300723033 ხულო
69. 300733033 ხელვაჩაური
70. 300743033 შუახევი
71. 300753033 აჟარა






ხაზინის ერთიანი ანგარიში საგადასახადო ( თბილისი)

სახელმწიფო ხაზინა 200122900
ბანკის კოდი TRESGE22


პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 1 2014, 15:33

თხუთმერი დღე და რამოდენიმე საათიღა დარჩა სეზონის გახსნამდე. უკვე ვითვლით დღეებს. აი ბოლო დღეებია ხოლმე გაუსაძლისი. წუთები რომ საუკუნედ გეჩვენება. წინა დღეს უკვე შვებაა. სამზადისში ხარ. მეგობრებს ეხმიანები. აგვარებს ნადირობის და ქეიფის ამბებს. და შემდეგ არის გარიჟრაჟი რომელსაც ადგილზე ხვდები. პირველი შესვლა მინდორზე, პირველი მწყერი, ყიჟინი სიხარული , ბუნების და მონადირეების, ოთხფეხა მეგობრების. თავიდან ჩქარობ სროლას , ძაღლი რომ სტოიკაზე დგება თმები ყალყზე მიდგება ხოლმედა მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის. თითქოს მწყერზე კი არა ვეფვებზე ვნადირობდე . რამოდენიმე სროლის შემდეგ ვმშვიდდები და ვდინჯდები. აი ისეა, როგორც სექსამდე და სექსის შემდეგ D.gif . ჩვენი ცხოვრება არის ნადირობის სეზონი, ახალი წელის სეზონის გახსნის დღე და დანარჩენი დღეები ლოდინი ახალ სეზონის გახსნამდე. ადვილად გადაგეტანოთ ყველას ეს დარჩენილი 15 დღე და ყველას იღბლიან სეზონს გისურვებთ.

p.s რამოდენიმე საათის წინ მანქანა გავაფუჭე და დანა პირს არ მიხსნიდა. აქ რომ შემოვედი და ეს თემა ვნახე გულზე მომეშვა. აღარც კი მახსოვს ის ნერვიულობა.

პოსტის ავტორი: feroni Aug 1 2014, 15:44

ზახარა
ეს კოდები არასდროს დამჭირვებია, ოპერატორი თვითონ აკეთებდა ყველაფერს. ფოთში, რომ გადავიხადო სხვაგან ვერ ვინადირებ თუ რაშია საქმე? მე როგორც ვიცი ლიცენზია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება.

ხო მართლა ყველას გილოცავთ სეზონის მოახლოებას და აბა თქვენ იცით გაუფრთხილდით ბუნებას, ჯანმრთელობას და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Aug 1 2014, 15:51

feroni
ნადირობით ყველგან ინადირებ უბრალოდ ცალცალკე აქ ყველა ქალაქს ანგარიშის ნომერი.

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 1 2014, 15:57

ხო გვალვებმა გააფუჭეს სიტუაცია თორემ მწყერი თავიდან ყველგან კარგად იყო...
თუ დაგვაცადეს გახსნამდე მოუთმენელმა თოფიანმა კაცებმა იმედია კარგი სეზონი გვექნება newsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 1 2014, 16:43

მე შარშან ავიღე მწვანე ბანკი როა მგონი კონსტანტა იქ და იწვალა ოპერატორმა ძებნაზე მიიტანეთ კოდები მაინც.
გარემოდან გადამფრენი ფინველის ამოღებაზეა გადახდილიო ასე ეწერა საბუთში

ციტატა(uiaragho @ 1st August 2014 - 16:33) *
სექსამდე და სექსის შემდეგ

ყველაზე მაგარი შედარებააა D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 2 2014, 09:18

მოგიშალოთ ნერვები ეხლა D.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 2 2014, 16:54

ციტატა(levani mgebrishvili @ 2nd August 2014 - 10:18) *
მოგიშალოთ ნერვები ეხლა

რაზე ნადირობს? ბეღურებივით ბევრი რო მფრინდება

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 2 2014, 17:18

კუთხა
ჩემთან ნელი ინტერნეტია და ძლივს ჩანს
quail - მწყერი. რავი აბა

მოიცა ეს ფრინველი ხომ არაა?
http://postimage.org/
http://postimage.org/

გუგლში რომ ჩავწერე quail მწყრს და ამის სურატები ამოყარა მარტო, უცნაურია wtfg.gif არ გვანან ბიძაშვილმამიდაშვილებს

პოსტის ავტორი: vaxusti Aug 2 2014, 18:03

კი მეგობარო სამწუხაროდ მასეა, კახეთი გადამხმარია და გადამწვარია ისეთი გვალვებია და გვალვები იყო რომ სად უნდა იყოს მწყერი. თითო ოროლა თუ იქნება, წელს რასაც ვუყურებ კახეთში ძალიან ცოტა მწყერია სამწუხაროდ. არადა ერთი სულით ველოდები სეზონის გახსნას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 2 2014, 20:39

ისე ამ თემას მთლად კარგი სახელი არ აქვს

მსგავსის გახსნა ისედაც მოგვიწევს

პოსტის ავტორი: feroni Aug 5 2014, 15:33

სეზონი 15 თებერვალს მთავრდებაო და ეს რა დოზანაა ვერ გავიგე, ეცლიათ 15 დღეც და დაეხურათ ადამიანურა და იქნებოდა?

პოსტის ავტორი: გურგენა Aug 5 2014, 16:16

ციტატა(feroni @ Aug 5 2014, 16:33) *
სეზონი 15 თებერვალს მთავრდებაო და ეს რა დოზანაა ვერ გავიგე, ეცლიათ 15 დღეც და დაეხურათ ადამიანურა და იქნებოდა?


მაგ ინფორმაციამ სად გაიჟღერა?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 5 2014, 16:31

feroni
ცუდია შარშან სეზონი რომ დაიხურა მაშინ აირია ამინდი და იხვი მოვიდა საერთოდ ერთი 10 დღით გაახანგრძლივონ აჯობებდა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 5 2014, 17:47

ეხლა ნოსომაც ეგ მითხრა და ვერ მივხვდი

მწყერზე კი წერია რომ 16 აგვისტოს იხსნება და 15 თებერვალს იხურება, ასევე მტრედისნაირზეც, მაგრამ იხვზე 1 მარტია

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 5 2014, 17:47

ეხლა ნოსომაც ეგ მითხრა და ვერ მივხვდი

მწყერზე კი წერია რომ 16 აგვისტოს იხსნება და 15 თებერვალს იხურება, ასევე მტრედისნაირზეც, მაგრამ იხვზე 1 მარტია

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 5 2014, 18:15

ციტატა(assassin29 @ Aug 2 2014, 18:18) *
კუთხა
ჩემთან ნელი ინტერნეტია და ძლივს ჩანს
quail - მწყერი. რავი აბა

მოიცა ეს ფრინველი ხომ არაა?
http://postimage.org/
http://postimage.org/

გუგლში რომ ჩავწერე quail მწყრს და ამის სურატები ამოყარა მარტო, უცნაურია wtfg.gif არ გვანან ბიძაშვილმამიდაშვილებს



დიდი მწყერლოგი მე არ ვარ მაგრამ როგორც მახსოვს ეგ კალიფორნიული მწყერია. საერთოდ საკმაოდ ბევრნაირი ჯიშის მწყერებია საკმაოდ განსხვავებულები და ლამაზები. სამი სახეობის მე მყავს სახლში, გალიაში.

ასეთი ცუდი წელი წელს რომაა არ მახსოვს. 3 ჯერ ძაღლები მყავდა გაყვანილი და სულ ორჯერ შემხვდა თითო ცალი. საგონებელში ვარ. ისევ ტყის ქათამზე ვამყარებ იმედებს. იქნებ სეზონის გახსნამდე რაიმე შეიცვალოს.

პოსტის ავტორი: aragveli Aug 5 2014, 19:40

მწყერი იქნება, ახლა ვერანაირ პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ. ყოველ სეზონის დასაწყისში ასეთი ამბავია ხოლმე.

პოსტის ავტორი: feroni Aug 5 2014, 20:36

გურგენა
იმედზე უსმინე მინისტრის მოადგილე გამოდიოდა სიტყვით. 15 თებერვალს კაპუტოოო!
არადა ნაბულის იხვი თებერვალშია თუ არის, მანამდე ცუდად უჩერდება ძაღლს, მოკლედ ჩამიშალეს მთელი გეგმები :(

გიო კანონში წერია, რო იხვი 1 მარტამდეა?

ციტატა(uiaragho @ 5th August 2014 - 19:15) *
ეგ კალიფორნიული მწყერია

ნამდვილად ასეა

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 6 2014, 20:20

9 დღე f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 6 2014, 21:11

არავის აგიღიათ ჯერ ლიცენზია? გაგვიზიარეთ ჩვენც რამე ხოარ შეცვლილა

პოსტის ავტორი: lord Aug 6 2014, 21:41

გამარჯობა მეგობრებო,
2014-15წ სეზონიც ზუსტად იგივე ვადებშია, რაც გასულ სეზონზე იყო (ანუ 1 მარტამდე), თავისი ჯავახეთში წყალმცურავებზე ნადირობის ვადების გადმოწევის და ტყის ქათამზე ნადირობის სეზონის გახანგრძლივების ჩათვლით.
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=3111



პოსტის ავტორი: ზახარა Aug 6 2014, 22:39

ტელევიზორში დაზუსტება შეეშალათ ალბათ newsmile045.gif რადგან ლიცენზიაში მწყერზე ნადირობა 15 თებერვალს მთავრდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 6 2014, 22:44

ნეტა ვადებს ან წესებს ვინ უყურებს newsmile05.gif)))))) გაქანებული ნადირობებია გაჩაღებული ყველა მხარეს!!!

არადა მარტივად მოგვარებადი პროცესია გარემოს სამინისტროთვის ... რა უნდა ეხლა ბრაკონიერის დაჭერას ??? სულ რომ არაფერი ყავდეს მოკლული(რომ დამალოს ან გადააგდოს) აწყობილი თოფით , საბრძოლო ვაზნებით მინდორში რომ შეგამოწმონ ისედაც გიწევს ჯარიმა ნადირობის წესების დაღვევაზე newsmile045.gif მხოლოდ ფუჭი ვაზნებით შეგიძლია სიარული !!!
1 ფაქტი უნდა ყოველდღე(2-3 დღის განმავლობაში) მთავარ ამბებში რომ გაშუქდეს მასმედიით და 50%-60% პროცენტი ბრაკონიერების თავს შეიკავებს გასვლისგან მინდორში !!!

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 6 2014, 22:46

ზახარა
მერე რას აკეთებ ამხელა ფილარმონია კაცი D.gif შეეხმიანე იქაურობას D.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 7 2014, 00:07

ზახარა

ციტატა(zaxara @ 6th August 2014 - 23:44) *
ნეტა ვადებს ან წესებს ვინ უყურებს )))))) გაქანებული ნადირობებია გაჩაღებული ყველა მხარეს!!!

არადა მარტივად მოგვარებადი პროცესია გარემოს სამინისტროთვის ... რა უნდა ეხლა ბრაკონიერის დაჭერას ??? სულ რომ არაფერი ყავდეს მოკლული(რომ დამალოს ან გადააგდოს) აწყობილი თოფით , საბრძოლო ვაზნებით მინდორში რომ შეგამოწმონ ისედაც გიწევს ჯარიმა ნადირობის წესების დაღვევაზე მხოლოდ ფუჭი ვაზნებით შეგიძლია სიარული !!!
1 ფაქტი უნდა ყოველდღე(2-3 დღის განმავლობაში) მთავარ ამბებში რომ გაშუქდეს მასმედიით და 50%-60% პროცენტი ბრაკონიერების თავს შეიკავებს გასვლისგან მინდორში !!!



სულ არ ჰკიდიათ ?! ახლა უფრო მეტს ყავს კრიშა ვიდრე წინათ... (არ ჩამითვალოთ პოლიტიკურ ნაწერში და არ იკამათოთ ამ საკითზე,უბრალოდ რსაც ვხედავ და მესმის იმას ვწერ) ხალხის კულტურა კიდე 0... არისო მწყერი მოსულიო და არ ვინადიროო ?

კიდე ერთხელ ვიტყვი რომ სანამ ნორმატივები არ იქნება ჩასაბარებელი თოფის გაფორმებამდე არაფერი გვეშვლება...

თემას რომ არ გადავუხვიო ახლა მე,ერთ-ორ სიტყვას დავწერ ახალ სეზონზე newsmile05.gif სიმართლე გითხრათ ბეკასის და ქათმის მოსვლას ველოდები ყველაზე მოუთმენლად newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 7 2014, 02:06

ციტატა(zaxara @ 7th August 2014 - 00:44) *
აწყობილი თოფით , საბრძოლო ვაზნებით მინდორში რომ შეგამოწმონ ისედაც გიწევს ჯარიმა ნადირობის წესების დაღვევაზე newsmile045.gif მხოლოდ ფუჭი ვაზნებით შეგიძლია სიარული !!!

მოიცა კაცო..თოფის შემოწმება-გატესტვას ვაპირებ ამ დღეებში. ეგეთ რამეს ნუ ეუბნები..თორემ მე დამიჭერენ მაინცდამაინც..ჩემი ამბავი რომ ვიცი. D.gif
პატივცემულო გარემოს დაცვავ.. მე ნუ დამაკავეთ .. სანადიროდ არ მივდივარ.. მხოლოდ თოფი უნდა შევამოწმო სეზონის გახსნამდე. D.gif

პოსტის ავტორი: jola Aug 7 2014, 07:16

ციტატა(ზახარა @ Aug 6 2014, 23:44) *
ნეტა ვადებს ან წესებს ვინ უყურებს newsmile05.gif)))))) გაქანებული ნადირობებია გაჩაღებული ყველა მხარეს!!!

არადა მარტივად მოგვარებადი პროცესია გარემოს სამინისტროთვის ... რა უნდა ეხლა ბრაკონიერის დაჭერას ??? სულ რომ არაფერი ყავდეს მოკლული(რომ დამალოს ან გადააგდოს) აწყობილი თოფით , საბრძოლო ვაზნებით მინდორში რომ შეგამოწმონ ისედაც გიწევს ჯარიმა ნადირობის წესების დაღვევაზე newsmile045.gif მხოლოდ ფუჭი ვაზნებით შეგიძლია სიარული !!!
1 ფაქტი უნდა ყოველდღე(2-3 დღის განმავლობაში) მთავარ ამბებში რომ გაშუქდეს მასმედიით და 50%-60% პროცენტი ბრაკონიერების თავს შეიკავებს გასვლისგან მინდორში !!!



+∞

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 7 2014, 09:02

ლეონ-ბლექი
ყანებში ხომ არ აპირებ გასვლას ? newsmile05.gif))))))

სამიზნე ფურცლებით და ტესტის ატრიბუტიკით რომ იქნები , ინტრიგანი უნდაიყოს რამე რომ გითხრას ეგეთ ამბავზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 7 2014, 20:38

ციტატა(jola @ 7th August 2014 - 08:16) *
+∞



newsmile035.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 10 2014, 01:05

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 11 2014, 09:12

ხალხო კოდები შეიცვალაო გავიგე და ხომ არ იცით რამე ახალ კოდებზე?

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 11 2014, 10:46

ლიცენზია არავის აგიღიათ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 11 2014, 10:56

ჭაღარა
ჯერ არ მაგრამ მემგონი ყველაფერი ზველებურად არისო , თბილისი კოდიც მგონი იგივეა

პოსტის ავტორი: romakio Aug 11 2014, 10:58

11 ლარია გადასახდელი ნებისმიერ ბანკში

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 11 2014, 13:15

ვაზნები.. ვაზნებიი... რა ღირს ყველაზე იაფიანი? სად შეიძლება კარგ ფასად ყიდვა?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 11 2014, 13:16

მე ავიღე ლიცენზია, ამოვიწერე გურჯაანის კოდი და მივაჭერი პრო კრედიტ ბანკში ბაკში ჯერ ხო აავინ არუდგათ ისე კონსულტაციისთვის რო მეკითხა ხოდა 1 საათი ველოდე ოპერატორს ხოდა ჩემი რიგი რომ მოვიდა ოპერატორმა ჩევენთან თუ ანგარიში არ გაქვთ ვერ გადაიხდითო
დავზუვდი საქართველოს ბანკში მანდ რიგის საკითხი უფრო ორგანიზებულია რიგის ნომერს იღებ მაგრამ ვაი ამ აღებას 15 კაცი იყო ჩემამდე 3 საათი რა დაიცდიდა და წავედი კონსტანტაში იქაც ვერაქრი რიგის საქმე კარგად მაგრამ ვუცდი ხოდა ჩემი ჯერი რომ საათნახევარში მოვიდა მივდივარ ოპერატორთან და 2 შუახნის კახპა არ ჩამხტა წინ? გვეჩქარებაო ჩვენაო ბაყვი ბარათზე გაქვს შეატანიო, კლიენტები გველოდებიანო newsmile087.gif დდშ. ისე ვიყავი გამწარებული რამის ყვირილი არ დავიწყე იქვე ხოდა ოპერატორმა მიაჯვა ეს ამდენი ხანია იცდისო და თქვენ 20 წუთის დაცდა აღარ გინდათო წავიდნენ საერთოდ
ვუკარნახე ნომერი გურჯაანის წინა გვერდზე რო წერია და 3 საათი ლოდინის შემდეგ 10 წუთში ქვითარი
კი არ იმსახურებენ ეს ახ**ები მაგ ათ ლარსაც არაფრის გაკეთება რომ არუნდათ ჩვენთვის მარტო პირი რო აქვთ დაღებული ვაფშე ადგილობრივ არცერთ ფრინველზე არ გვანადირებენ მაიც და ეს გადამფრენები ამ გამოსირებულმა მინიტრმა გამოჩეკა თავისი კალთით? boom.gif
მაგარი გამწაებული ვარ მემრის ლიცენზიას აღარ ავიღებ არ იმსახურებენ

ხოდა თუ ანგარიში არ გაქვთ გახსნილი პრო კრედიტ ბანკში არ მიხვიდეთ ვერ გადაიხდიით

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 11 2014, 14:01

ეს წუთია დავბრუნდი ლიბერთი ბანკის გურჯაანის ფილიალიდა. 5 წუთში ავიღე ეგ მოსაკრებლის ქვითარი, ეგრეთ წოდებული ლიცენზია. არც კოდის მიტანა უნდა და არც არაფერი. თვითონ იციან ყველაფერი. სახაზინო კოდები ყველა ბანკშია. ხოდა ახლე მრჩება ვაზნების შეძენა და ყველაზე დიდი პრობლემა. ახალი სანადირო ადგილის მიგნება. ვინაიდან სადაც ეს წლები ვნადირობდი მწყერი საერთოდ არაა.
assassin29 როგორ დატანჯულხარ. ეგ პრ**** კრედიტ ბანკი როგორ ართულებს უმარტივეს პროცედურას.

პოსტის ავტორი: Rey - Aug 11 2014, 14:07

გამარჯობათ მეგობრებო..ეხლა ვიყავი ერთ-ერთ სანადირო მაღაზიაში და მითხრეს სანადირო სეზონმა გადაიწია 1 კვირითო,ლამის გული გამისკდა,შვებულებაზე განცხადება უკვე დაწერილი მაქვს.. newsmile039.gif newsmile039.gif

ვინმემ ხომ არ იცით რა ხდება?.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 11 2014, 14:11

ეჰ საბითუმოზე უნდა გვეყიდა ოთხ კაცს 1000 ვაზნა მაგრამ აზრი? 150 ცალი მაქვს დარჩენილი ნეტავ ეგ გამასროლინა.
შარშან რო ავიღე ლიცენზია დიდხანც ეძება იმ გოგომ და წელს მე მიუტანე კოდები რო არ ეწვალა, იტოკში ამის მერე სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება ბოიკოტს ვუცხადებ ლიცენზიას


Rey -
არაფერსაც არ გადაუწევია გაგეხუმრნენ ეტყობა

პოსტის ავტორი: Rey - Aug 11 2014, 14:20

assassin29

იმათ მ....ვ ტყუილების მთქმელ ორგანოს newsmile090.gif newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif

მეთქი გავისროლე შვებულების 1 კვირა ტყუილად. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 11 2014, 14:28

ეშმაკს არ სძინავს. ულიცენზიოდ ნუ გახვალთ. შემთხვევით გარემოს დაცვა რომ გადაგეყაროთ რამდენიმე ათეული ლარით მეტის გადახდა მოგიწევთ ჯარიმის სახით.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 11 2014, 14:31

უიარაღო
მაგ ათლარს კიარ მივტირი, სიმბოლურად რა, მაგათ ყველა პრობლემა მოაგვარონ ბრაკებთან დაკავშირებით და ათჯერ მეტს გადაუხდი

არ ვირჩენია თუნდაც 50 ლარი ღიდეს ლიცენზია და წნარად მშვიდად ვინადიროდ თუნდაც ლიმიტიც ჩამოწიონ 10 მწყერამდე მეტი მაინც არ მინდა

პოსტის ავტორი: feroni Aug 11 2014, 14:48


ციტატა(uiaragho @ 11th August 2014 - 15:28) *
ეშმაკს არ სძინავს

ციტატა(uiaragho @ 11th August 2014 - 15:28) *
შემთხვევით გარემოს დაცვა რომ გადაგეყაროთ

D.gif
მაგარია

პოსტის ავტორი: Rey - Aug 11 2014, 15:17

უიარაღო

ბუგატის ფირმის ვაზნები 13 ლარი ღირს მაგნუმში.

ხო არ იცით ხარისხიანია?.

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 11 2014, 15:28

Rey -
მწყერზე მშვენიერია newsmile05.gif შარშან სულ მაგ ვაზნებით ვინადირე .

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 11 2014, 15:35

მწყერზე ყველა ფირმის წავა. ეგ კი არა საფანტიც რომ არ ეყაროს ხმა და წნევა მაინც ჩამოაგდებს (ხუმრობით რა თქმა უნდა) . ბორნაჯებს ვამჯობინებ, ლულას ნაკლებად აბინძურებს. სხვა დანარჩენი სულ ერთია. მწყის ვაზნებზე მთავარი ფასია, იმიტომ რომ ბევრი სროლა გვიწევს. ბუგატი არ მისვრია არასოდეს ასე რომ ვერაფერს დამატებით ვერ გეტყვი.

პოსტის ავტორი: Rey - Aug 11 2014, 15:48

გაიხარე ზახარ. newsmile05.gif 2 კოლოფი ვიყიდე უკვე ,შევადარებ "ბორნაჩ"_ს და მერე ვიყიდი კიდე..ისე "ბორნაჩ"_ის ფირმა მომწონს,შარშან პატივები მცა D.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Aug 11 2014, 16:19

ეს შარშან გავტესტე ბუგატის 28 გრ-ნი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: feroni Aug 11 2014, 16:22

marco-polo
ეუფ, გაპუტულ-შემწვარი ჩამოვარდება მწყერი ეს ვაზნა თუ ესროლე. კაი მსუქანი თუ იქნა ყველა გასკდება უკლებლივ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Aug 11 2014, 16:34

feroni მასეა მაი newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 11 2014, 19:50

marco-polo

25 მეტრი რა, გივი სიხარულიძეა ჩემიდედასფიცავარ?

პოსტის ავტორი: marco-polo Aug 11 2014, 20:23

Davitus მწყერს ეყოფა D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 11 2014, 20:26

marco-polo
შენც კაი გასაჭირი გქონია ჩემი არ იყოს თოფზე newsmile05.gif))))))))

პოსტის ავტორი: marco-polo Aug 11 2014, 21:04

კაი რა 10 მეტრი რა სალაპარაკოა.სტიდნო ტოვარიშჩი

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 12 2014, 09:54

აუ დღეს ნაყანობიდან ამომიფრონდა ერთი 50 ფრთა ღორქედანა cooldog.gif სეზონი ქედნით უნდა გავსნა, ყოველ წელს ბლომად არის ხოლმე მაგრამ გასნიდან ორ სამ დღეზე მეტს არ ჩერდება
დიდები არიან ეგ შობელძაღლები 10 ნომერი ვერ ერევა შარშან ბურტყ**ბს მიტოვებდნენ ხოლმე რო ვესროდი

პოსტის ავტორი: kajuberi Aug 12 2014, 10:01

მადე ინ ჰოუმ. 1.6 დენთი 30 გრამი საფანტი და ჩქარი ტაში D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 12 2014, 10:15

ციტატა(kajuberi @ Aug 12 2014, 11:01) *
მადე ინ ჰოუმ. 1.6 დენთი 30 გრამი საფანტი და ჩქარი ტაში D.gif

ფაყვე ტაში xexe.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Aug 12 2014, 10:21

T A M P L I E R
ჩაქრი შენაა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 12 2014, 12:05

ციტატა(levani mgebrishvili @ 12th August 2014 - 11:54) *
დიდები არიან ეგ შობელძაღლები 10 ნომერი ვერ ერევა შარშან ბურტყ**ბს მიტოვებდნენ ხოლმე რო ვესროდი

მაგათ 3 ნომრით ძლივს ვკლავდი. რა 10 ნომერი. ძალიან მაგარი ბუმბული აქვთ ფრთბზე. შიდა ბუმბულიც მატყლივით აზით ტანზე..მოკლედ..ძლივს ატანს საფანტი.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 13 2014, 11:37

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Aug 12 2014, 13:05) *
მაგათ 3 ნომრით ძლივს ვკლავდი. რა 10 ნომერი. ძალიან მაგარი ბუმბული აქვთ ფრთბზე. შიდა ბუმბულიც მატყლივით აზით ტანზე..მოკლედ..ძლივს ატანს საფანტი.


იხვზე მეტად იტანს ეგ საფანტს. 6 ნომრებს ვესროდი და უჭირდა აღება. შემდეგ 4 ნომრები გამოვიყენე და უფრო შედეგიანი გამოვიდა ნადირობა. ხორცი არ მომწონს ქედნის. მაგარია. ამიტომ როცა აღარაფერია სანადირო , ოქტომბერ-ნოემბერი, მაშინ ვნადირობ მაგათზე. ისე კი არიან დიდები.შარშანდელ სეზონზე ავწონე და 450 გრამები გამოვიდნებ.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 13 2014, 12:07

ლეონ-ბლექი
გამიზნულად როცა ნადირობ ქედანზე რა პრობლემაა, აი მწყერზე რო ნადირობ და შეგხვდება მაშინ ხარ ცუდ დღეში, შარშან ზუსტად სამი ტყვია ვესროლე და სამივე გავარტყი ვხედავდი ბურტყ**ბს როგორ ყრიდნენ newsmile05.gif

3 დღეე დარჩააა cooldog.gif მგონი ბრაკონიერები დაგვცინიან რას ელოდება ეს ხალხიო boom.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 13 2014, 12:18

ციტატა(levani mgebrishvili @ 13th August 2014 - 13:07) *
შარშან ზუსტად სამი ტყვია ვესროლე და სამივე გავარტყი ვხედავდი ბურტყ**ბს როგორ ყრიდნენ


მწყრის საფანტი ესროლე ალბათ ხო? ეგ კი არა #6 ვესროლე( კონტეინერიანი) ტოზ-34ის ნახევარჩოკიდან 30მეტრომდე იქნებოდა, არც კი შეიმჩნია ისე გაფრინდა, გაკვირვებისგან სუ გადამავიწყდა მეორე სროლის შესაძლებლობა რომ მქონდა. კარგად იტანს ჭრილობას ეგ ოხერი.შემდგომში 4 ნომრების გამოყენებას ვაპირებ

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 13 2014, 18:23

ლიცენზიის აღების მსურველებს ვურჩევ მიაკითხონ ბანკ "რესპუბლიკას". ძალიან მარტივად გავაკეთე მანდ დღეს. არა და 30 წუთი მაინც ვიწვალე მანამდე :( ჯერ პროკრედიტი, მერე საქართველოს ბანკი... კაროჩე გადამრიეს რა D.gif მოკლედ რესპუბლიკაში კოდებიც იციან და უპრობლემოდ აიღებთ newsmile05.gif წარმატებული სეზონი ყველას! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 13 2014, 22:37

ალექსანდრე
ალექსანდრე

ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 13th August 2014 - 13:18) *
მწყრის საფანტი ესროლე ალბათ ხო? ეგ კი არა #6 ვესროლე( კონტეინერიანი) ტოზ-34ის ნახევარჩოკიდან 30მეტრომდე იქნებოდა, არც კი შეიმჩნია ისე გაფრინდა, გაკვირვებისგან სუ გადამავიწყდა მეორე სროლის შესაძლებლობა რომ მქონდა.



დარწმუნებული ხარ რო დაუმიზნე ? xexe.gif

უიარაღო
ციტატა(uiaragho @ 13th August 2014 - 12:37) *
ხორცი არ მომწონს ქედნის. მაგარია. ამიტომ როცა აღარაფერია სანადირო , ოქტომბერ-ნოემბერი, მაშინ ვნადირობ მაგათზე. ისე კი არიან დიდები.


მაგ პერიოდში ყველაზე მაგარია ბეკასები newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 13 2014, 23:20

ციტატა(dato1992 @ 13th August 2014 - 23:37) *
დარწმუნებული ხარ რო დაუმიზნე ?


რა ბოროტი ხარ დავით D.gif



პ. ს მეტალიკის რეპორტი დაიდოს ძმაო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 13 2014, 23:41

assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 14th August 2014 - 00:20) *
რა ბოროტი ხარ დავით


xexe.gif

მეტალიკის რეპორტი რად გინდა აბა ? D.gif აქ რა მოსატანია D.gif ან ვინ უსმენს ჩემს გარდა D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 13 2014, 23:55

ციტატა(levani mgebrishvili @ 13th August 2014 - 14:07) *
გამიზნულად როცა ნადირობ ქედანზე რა პრობლემაა, აი მწყერზე რო ნადირობ და შეგხვდება მაშინ ხარ ცუდ დღეში,

ხოდა მაგ დროს არის კარგი მაგარი თოფი. ერთხელ.. ისეთი პრიომი გამომივიდა ჩემი ფრანკოტით..მე ვერ მოვყვები. იფიქრებთ იტყუებიო. აგერ ზახარამ მოყვეს. თვითმხილველია.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 14 2014, 00:01

ციტატა(levani @ 14th August 2014 - 00:55) *
ხოდა მაგ დროს არის კარგი მაგარი თოფი


ეჭვი მაქვს ეგ თოფი კაი მსუყე ფულებიც ეღირება newsmile05.gif

megreli
ფლეიმში დადე მე ვუსმენ და კიდე ბევრი გამოჩნდება newsmile029.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 14 2014, 00:06

თუ მოვაბი თავი კი newsmile05.gif))

სეზონს რო ხელცარიელი ვხვდები ეგაა ახლა ჩემი სადარდებელი თორე,მეტალიკა იყო ერთი თვის წინ D.gif D.gif აღარ გააოფო თორემ ორივეს მოგვხვდება D.gif D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 15 2014, 09:14

ხვალ აქ შემოსასვლელად ვეღარ მოვიცლი. ამიტომ წინასწარ გილოცავთ სეზონის გახსნას. იღბლიანი და მშვიდობიანი სეზონი ყოფილიყოს.

პოსტის ავტორი: kardinal84 Aug 15 2014, 09:43

ოხ ოხ როგორ მიყვარს ეს დღე დილიდანვე სამზადისში ვარ ვითომ საღამოს ვერ მოვასწრებ თოფის გაწმენდა გამშრალება, ვაზნების გადალაგებ გადმოლაგება დახარისხება, მანქანის შემოწმება ზარები იქეთ აქეთ ღვინის ჩაციება სამწვადის ჩაბასტურმება მოკლედ ხვალ დიდი დღეა newsmile05.gif აბა ყველას წარმატებულ და დაუვიწყარ სეზონს გისურვებთ..

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 15 2014, 10:10

ერთი რა მინდა ვიკითხო. ნადირობის დროს რამოდენიმეგან გადავაწყდი ასეთ სიტუაცის რომ მინდორში არ შეგვიშვა მეპატრონემ. კერძო საკუთრებაა და არ შეგიშვებო. ნაკვეთი არც შერობილი იყო და არც მოსავალი ჰქონდა ასაღები. კანონში როგორ სწერია, გვაქვს კერძო საკუთრებაში ნადირობის უფლება თუ მოსავალი უკვე აღებულია და არაფერს ვუფუჭებთ. არადა გზების გარდა თითქმის ყველაფერი კერძო საკუთრებაა. სადღა უნდა ვინადიროთ. ამას იმიტომ ვკითხულობ რომ წელსაც რომ მსგავს სიტუაციაში ჩავვარდე რა პასუხი გავცე.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 15 2014, 10:20

უიარაღო
პატრონის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული თორე სრული უფლება აქვს არ შეგიშვას თავის ნაკვეთში
თუ აღებული აქვს ყანა ან სემიჩკა და არაფერს აფუჭებ რატო არუნდა შეგიშვას ვერ ვხვდები, თუ დიდი ტერიტორია არ აქვს საკუთრებაში და თავისთვის არუნდა
მემგონი ვერ ვნადირობ ხვალ newsmile039.gif დამპალი პამიდორის ბრალია გამხმარიყო ნეტა სულ

პოსტის ავტორი: ძირულა Aug 15 2014, 10:27

ციტატა(ჭაღარა @ Aug 13 2014, 19:23) *
ლიცენზიის აღების მსურველებს ვურჩევ მიაკითხონ ბანკ "რესპუბლიკას". ძალიან მარტივად გავაკეთე მანდ დღეს. არა და 30 წუთი მაინც ვიწვალე მანამდე :( ჯერ პროკრედიტი, მერე საქართველოს ბანკი... კაროჩე გადამრიეს რა D.gif მოკლედ რესპუბლიკაში კოდებიც იციან და უპრობლემოდ აიღებთ newsmile05.gif წარმატებული სეზონი ყველას! newsmile045.gif

კი ნამდვილად მეც ავიღე გუშინ და 5 წუთი არ დამჭირვებია. დღეში 150 დან 200 კაცამდე მაინც იღებს ზესტაფონის ფილიალში ვარ მე რესპუბლიკაში და სად მიდის ეს ფული ვერ გავიგე ბიუჯეტში თუ ხმარდება რა ნადირ-ფრინველის განაშენებას?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 15 2014, 10:49

ძირულა

არაფერს მსგავსს არ ხმარდება დაჟე გარემოს დაცვის სამინისტროშიც კი არ მიდის მუნიციპალიტეტეებს რჩებათ, გააჩნია სად ჩარიცხავ
მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმრთველი თემი გურჯაანი)
ასე წერია ჩემ ლიცენზიაში, ანუ ცალკე ბალასნზეც კი არ ჯდება ეს თანხა ხვადასხვა შემოსავლებთან ეღთადაა როგორიცაა მაგალითად მორწყვის გადასახადი.
ანუ ვერანაირ ნადირობას და ფრინველებს ვერ მოხმარდებათ რაიონები იდებენ ჯიბეში

ჩემი აზრით გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა ვუხდიდეთ ფულს

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 15 2014, 11:23

სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:
ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);
ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე);
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით:
რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) - 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) - 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) - 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) - 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) - 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) - 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) - 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) - 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) - 5 ცალი.
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით:
რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) - 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) - 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) - 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) - 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) - 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) - 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) - 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) - 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) - 3 ცალი.
ნადირობა აკრძალულია:
სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
ნადირობის აკრძალული მეთოდები:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით - ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 15 2014, 11:56

რა მაინტერესებს რამოდენიმე სახეობის ფრინველზე კანონი ხომ არ კძალავს ნადირობას. ვთქვათ ვინადირე მწყერზე, შევასრულე დღიური ლიმიტი. ამის შემდეგ შემიძლია ქედანზეც ვინადირო იმავე დღეს?

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 15 2014, 13:34

უიარაღო
რა თქმა უნდა!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 15 2014, 15:24

ციტატა(dato1992 @ 13th August 2014 - 23:37) *
დარწმუნებული ხარ რო დაუმიზნე ?


ბატონო ?? newsmile05.gifnewsmile05.gif შენ წარმოიდგინე კი, 6 წლიანი პრაქტიკის მერე დამჯდარ ფრინველზე სროლა ასე თუ ისე ვისწავლე : )))))

ციტატა(uiaragho @ 15th August 2014 - 11:10) *
კანონში როგორ სწერია, გვაქვს კერძო საკუთრებაში ნადირობის უფლება თუ მოსავალი უკვე აღებულია და არაფერს ვუფუჭებთ.


კანონში წერია, რომ ნაკვეთის მესაკუთრეს იურიდიული უფლება აქვს არავინ არ შეუშვას თავის ნაკვეთზე, მიუხედავდ იმისა, მოსავალი აღებულია თუ არა.
მაგრამ ესეთ რამეს მარტო ინტრიგანი ვიღაც თუ გააკეთებს, იმედია ეგეთები ცოტაა ...

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 15 2014, 19:20

ვაშაააა მეც მივდივარ ხვალ სანადიროოოდ Shooting.gif

ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 15th August 2014 - 16:24) *
მაგრამ ესეთ რამეს მარტო ინტრიგანი ვიღაც თუ გააკეთებს, იმედია ეგეთები ცოტაა

dastur.gif

მე ვიცნობდი ერთს, დიდძალი მიწები ჰქონდა არავის უშვებდა და მარტო თვითონ ნადირობდა ფარით newsmile042.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 15 2014, 19:35

მაგრა ვიხალისე ამ თემაზე. გაიხარეთ ხალხნო, მაგრად მიხარია რომ ემზადებით ხვალისთვის. იმედია შემდეგში ერთადაც გავხსნით. Shooting.gif Shooting.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 15 2014, 20:15

ციტატა(Chalimgela @ 15th August 2014 - 20:35) *
მაგრა ვიხალისე ამ თემაზე. გაიხარეთ ხალხნო, მაგრად მიხარია რომ ემზადებით ხვალისთვის. იმედია შემდეგში ერთადაც გავხსნით.


იმედია newsmile05.gif newsmile045.gif

რამდენიმე საათით ადრე გილოცავთ newsmile05.gif)))))) მე მოგვიანებით დამიდგება ახალი წელი,რამდენიმე დღეში D.gif თოფი ისროლეთ 12ს რო გადაცდება newsmile05.gif)))

წარმატებულ და შედეგიან სეზონს გისურვებთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 16 2014, 01:08

ნეტა რათ არ გეძინებაათ? D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 16 2014, 04:16

რა სიჩუმეა ფორუმზე newsmile05.gif აბა ყველას გილოცავთ სეზონის გახსნას სულ იღბლიანი ნადირობები გვქონოდეს.
გავედი მეც Shooting.gif

პოსტის ავტორი: lord Aug 16 2014, 05:00

გილოცავთ! მშვიდობიან, საინტერესო და შედეგიან სეზონს გისურვებთ!

პოსტის ავტორი: PREDATOR Aug 16 2014, 06:50

გილოცავთ გილოცავთ. აბა თვენ იცით....!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 16 2014, 09:06

აბა პირველი მახარობელი მოვედი კარრგი ამბებით, მწყერი შევიგულე აუარება მოვკალით 20, ეს უფრო სადაზვერვო ხასიათის იყო ბევრი იარეთ ბევრი გავუშვით არ ვესროლეთ, კახეთში ამდენი თუ იყო არ მეგონა,
წავედი თელავში ტყვიები მაქვს საყიდი და ხვალამდე გემშვიდობებით ღამისთევით უნდა წავიდეთ სასტავი, აბა ჰე წარმატებები Shooting.gif

პოსტის ავტორი: giorgiparos Aug 16 2014, 10:42

გილოცავთ სეზონის გახსნას, კარგ ნადირობას გისუვრებთ.

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 16 2014, 14:31

ვართ წალკაში მოვკალით30ცალი 3 კაცმა ვისვენებთ ეხა ვნახოთ რა იქნება საღამოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 16 2014, 19:04

წალკაში ბევრი მწყერი იყო newsmile05.gif

გათენებისას რომ დაიწყო სროლები,10 საათამდე ჭექავდნენ ლულები D.gif
პირველი ნახევარი საათი ისეთი სიხშირით ისმოდა სროლები ახალი წელი მეგონა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: gelka72 Aug 17 2014, 00:11

რა ხდება ?? დაწერეთ რამე

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 17 2014, 08:24

gelka72
რახდება ძმობილო და სადაც გავიგე მეტნაკლებად ყველგან იყო მწყერი, მე რაც ვნახე სულ ბუდობა ამოდიოდა ზოგჯერ 10 -15 ერთად, რაც მე გუშინ მწყერი ნახე კახეთში ეგენი რომ ცალცალკე შეგვხვედროდნენ 5 იმდენი გვეყოლებოდა მაგრამ არაუშავს კაცზე 10 მწყერი ჩემთვის საკმარისზე მეტიცაა. ვინადირე კარგად ვითევზავე რა ბიჭებმა ითევზავეს, მაგრათაც დავთვერი, მერე ღია ცის ქვეშ მინდორზეც მეძინა
დილით კიდე 5 მწყერი მოვკალი და წამოვედი სახლშიი

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 17 2014, 08:37

ხო კიდო დამავიწყდა მეთქვა რო საშინელი გვალვის გამო ცამოგდებული მწყრის ნახევარი იკარგება ძაღლებს ძალიან უჭირთ და ამან ამიცრუა გული დღეს და ნაადრევად მივატოვეთ ნადირობა

პოსტის ავტორი: utruxune Aug 17 2014, 09:49

სად ნახულობთ ამ კახეთში მწყერს გადავირიე,ლაგოდეხისკენ ისეა გადამწვარი ყველაფერი მწყერი კი არა ლამის მიწაში ჩავძვრე ჩემს სოფელში ასეა ყოველ შემთხვევაში ვიარე დაახლოებით 2 საათი და ვნახე 3 მწყერი

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 17 2014, 11:25

კიდევ ერტხელ გილოცავ მონადირის ახალ წელს. კლუბის გახსნა იყო უძლიერასი. მე..სამწუხაროდ ბოლომდე ვერ დავრჩი(ძალები ვირ მოვზომე) D.gif მაგრამ..ზირითად ღონისძიებებზე ვიყავი. ულამაზესი დღე იყო. დაიდება რეპორტი და თავად დარწმუნდებით.

პოსტის ავტორი: feroni Aug 17 2014, 13:49

გილოცავთ ყველას, ვინც გახსნა და ვისაც ჯერ არ გაგვიხსნია სეზონი, წარმატებულ და უსაფრთხო სეზონს გისურვებთ!

პოსტის ავტორი: megreli Aug 17 2014, 14:36

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 17th August 2014 - 12:25) *
კიდევ ერტხელ გილოცავ მონადირის ახალ წელს. კლუბის გახსნა იყო უძლიერასი. მე..სამწუხაროდ ბოლომდე ვერ დავრჩი(ძალები ვირ მოვზომე) მაგრამ..ზირითად ღონისძიებებზე ვიყავი. ულამაზესი დღე იყო. დაიდება რეპორტი და თავად დარწმუნდებით.


მართლაც ძალიან მაგარი იყო newsmile05.gif
შენ მონადირებულ მწყერს როდის გვანახებ ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 17 2014, 17:02

ციტატა(utruxune @ 17th August 2014 - 10:49) *
სად ნახულობთ ამ კახეთში

გურჯაანისკენ ოჩოპნტრემ გადმოგვხედა მოწყალე თვალით Shooting.gif

ალბად კიდე ერთი კვირა დავიცდი რა ძაან გამხდარია ჯერ მწყერი რა და სადაც მე ვნადირობ ვაფშე არაა გაშლილი მინდვრები და ყოველდღე ბლომად ხალხი მუშაობს, სულ დაძაბული ხარ რო ვიღაცა არ დაასაფანტო

მაგრამ 1 კვირაში იქნებაღა? გუშინ მთელი დღე ისროდნენ გაუწყვეტლივ, კარგ ნადირობას იყო მონატრებული ხალხი და ბლომად ჟუჟეს

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 17 2014, 17:28

ციტატა(dato1992 @ 17th August 2014 - 16:36) *
შენ მონადირებულ მწყერს როდის გვანახებ ? newsmile05.gif

რავიცი..რა მნიშვნელობა აქვს?.. ჩემთვის ერთნაირად სასიამოვნოა სანადიროდ სიარული..მოვინარებ თუ ვერა. მთავარი პროცესია და არა რაოდენობა.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 17 2014, 17:56

ციტატა(levani @ 17th August 2014 - 18:28) *
მთავარი პროცესია და არა რაოდენობა.

kiss.gif ნეტა ყველა ეგრე ფიქრობდეს

პოსტის ავტორი: megreli Aug 18 2014, 00:19

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 17th August 2014 - 18:28) *
რავიცი..რა მნიშვნელობა აქვს?.. ჩემთვის ერთნაირად სასიამოვნოა სანადიროდ სიარული..მოვინარებ თუ ვერა. მთავარი პროცესია და არა რაოდენობა.


განა მაგაზეა,მაგრამ სადღაც მაგაზეც ააო D.gif ნუ ნანადირევით ხელდამშვენებული მონადირე მაინც სხვაა newsmile05.gif) newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nik@a Aug 18 2014, 00:29

მაგას ვერ ვიჯერებ, პროცესი თუა მხოლოდ მინდორში რა გვინდა, ავიკიდოთ თოფი და ვიაროთ ეზოში :დ პროცესი მოიცავს ყველა დეტალს აბსოლიტურად, ნადავლი კი ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მთლიანი პროცესის. თუ ვერ მოინადირე ესეიგი არ არის მწყერი, თუ მწყერი არ არის, ესეიგი ვერც ძაღლის მუშაობას ვხედავ, ესეც მეორე მნიშვნელოვანი მომენტი გამოაკლდა მთლიან პროცესს და რა დარჩა? D.gif D.gif მუხლის გაშლა D.gif

პოსტის ავტორი: aragveli Aug 18 2014, 06:36

ციტატა(nik@a @ Aug 18 2014, 01:29) *
მაგას ვერ ვიჯერებ, პროცესი თუა მხოლოდ მინდორში რა გვინდა, ავიკიდოთ თოფი და ვიაროთ ეზოში :დ პროცესი მოიცავს ყველა დეტალს აბსოლიტურად, ნადავლი კი ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მთლიანი პროცესის. თუ ვერ მოინადირე ესეიგი არ არის მწყერი, თუ მწყერი არ არის, ესეიგი ვერც ძაღლის მუშაობას ვხედავ, ესეც მეორე მნიშვნელოვანი მომენტი გამოაკლდა მთლიან პროცესს და რა დარჩა? D.gif D.gif მუხლის გაშლა D.gif

ნადავლი ეს თქვენთვის არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ნიკა ბატონო. ჰო თქვენ ვერასდროს დაიჯერებთ ნამდვილად იმას რომ ზოგს ეგ "მუხლის გაშლა" უფრო მეტი უღირს.

პოსტის ავტორი: ბაბუ Aug 18 2014, 07:56

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 17th August 2014 - 18:28) *
მთავარი პროცესია და არა რაოდენობა.

მონადირე,მეთევზე და კახელი საუბრობენ:
მე სანადიროდ დავდივარ,ნანადირევს თითქმის არა ვჭამ,უბრალოდ პროცესი მიყვარსოო!
მეთევზემ-მე რო ვთევზაობ,დაჭერილ თევზს ლამის სულ მეზობლებს ვურიგებ. თევზის გულისთვის კი არ დავდივარ,თვითონ პროცესი მიყვარსო!
კახელმა-ჯოო.6 შვილი მყავ,ექვსივეს დედაც მო..ნო,მეც პროცესი მიყვარსოოო...... D.gif D.gif

.
aragveli
ციტატა(aleksandre @ 18th August 2014 - 07:36) *
ჰო თქვენ ვერასდროს დაიჯერებთ ნამდვილად იმას რომ ზოგს ეგ "მუხლის გაშლა" უფრო მეტი უღირს.

ალეკოს ვენაცვალე,როგორ ვერ დავიჯერებ.
მაგრამ ეგ როგორი კაცის ნათქვამია იცი,ათიდან ცხრა ნადირობას შედეგიანად რომ ამთავრებს და ერთი რომ გაემაზება!
მაგალითად შენ!
შენთვის" ეგ მუხლის გაშლაც" დაკარგული დრო არ არის!
ან ისეთის,წელიწადში სულ ორჯერ რომ გავა სანადიროდ და ქალაქის ორომტრიალს და პრობლემებს დაივიწყებს ბუნებაში და სულ კიდია მოკლავს რამეს თუ არა!
აი ვინ მოვიყვანო მაგალითად არც კი ვიცი! newsmile045.gif D.gif

ნადირობის საბოლოო აზრი და მიზანი მაინც მამაკაცის ძირითადი ინსტინქტი,ნადავლის მოპოვებაა!
რა თქმა უნდა უკმაყოპილო ხარ ცარიელი რომ ბრუნდები სახლში.

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 18 2014, 08:20

ეზოში სიარულით 100% არ აფრინდება მწყერი და პოტენციურ ადგულებზე უკვე მონადირული სულისკვეთება გახრჩობს newsmile05.gif ერთხელ 10 დღე ისე ვიარეთ ერთიც არ გვისვრია იხვზე, ყველამ თოფი დაზეთა და შეინახე ტყუილად დავდივათ რა აზრი აქვსო.. მე მაინც დავდიოდი და სწორედ იმ მეთერმეტე თუ მეთორმეტე დღეს კარგი გრუპა მომიწია newsmile05.gif მერე იმათაც გამოიტანეს თოფები და დაიწყენ სიარული.. იმის თქმა მინდა რომ მონადირესათვის მხოლოდ მოლოდინიც და აქეთ-იქეთ უშედეგოდ სიარულიც კი საკმარისია. ასევე თევზაობაზეც.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2014, 08:21

ციტატა(qarqashadze @ 18th August 2014 - 09:56) *
ან ისეთის,წელიწადში სულ ორჯერ რომ გავა სანადიროდ და ქალაქის ორომტრიალს და პრობლემებს დაივიწყებს ბუნებაში და სულ კიდია მოკლავს რამეს თუ არა!

ხო..აქ შეგიძლია მე მომიყვანო მაგალითად. ნამდვილად ეგრე ვარ. ძრირითადად სამუშაოს ორომტრიალში ვარ.(რავქნა ოჯახი ეგრე ითხოვს) იშვიათად ვახერხებ გასვლას და სულ მკიდია რამეს მოვინადირებ თუ ვერა. წინა ნადირობაზე... ერთმა ჭკვიანმა კაცმა ეგრე მითხთხრა..მწყერს რომ ავაცილე და მივაგინე...
-გჭირდებოდა ეგ მწყერი?..
-არა..
- აბა რაღა განერვიულებს.. ხომ აგიფრინდა..ესროლე ნახე შენი თვალით.. განიცადე მთელი სიამოვნება ეხლა შენც კმაყოფილი ხარ და ეგ მწყერიც.. გაუში იფრინოსო. D.gif
კი.. კარგია ნანადირევით ხელდამშვენაბული დაბრუნება სახლში..მაგრამ რატომ არის კარგი არ ვიცი. მაგითი ცხოვრებაში არ განმისაზღვრია კარგი მონადირა თუ ცუდი. ყველაზე კარგი ნადავლი ბრაკონიერს აქვს და რავქნათ ეხლა. მაგარი კაცია ამიტომ?.. და კიდევ...მეგრელო..სასაკის მატებასთან ერთად...ისწავლი..რომ ასაკით უფროსებს არ უნდა ექილიკო... მითუმეს იმათ..ვისაც შენი წონა ნანადირავი მეზობლებისთვის აქვთ დარიგებული მარტო..შენ ასაკში რომ იყო.

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 18 2014, 08:22

ბაბუ ეგეც ნამდვილად არის. პროსტო ხელცარიელი როდესაც ბრუნდები ეგ ხელი არ უნდა ჩაიქნიო მომავალი ნადირობისათვის.

პოსტის ავტორი: ბაბუ Aug 18 2014, 09:14

smekosmeko
ბაბუ გენაცვალოს,ნანადირევის რაოდენობას და ზომა წონას არასდროს ვაქცევდი ყურადღებას.არც აწი მივაქცევ.
მუხლის გაშლა მე რო მიყვარს,ბარე ორს არ ეყვარება!
მუხლის გაშლაა აბა რა როდესაც მარხვის დროს,უთოფოთ წაყვები ბიჭებს სეზონის გახსნაზე მწყერზე,ან არაგვის ჭალაში ქათამზე.
ან იქით აქეთ 400 ზე მეტ კილომეტრს გაივლი უთოფოთ უბრალოდ იმიტომ რომ შენს მეგობრებთან ერთად იყო???????

მე სხვა რამეს ვამბობ,სნადიროდ რომ წახვალ,თუ ჩემსავიტ შეგნებულად უთოფოდ არ მიდიხარ,ან ლევანისავით ქალაქს რომ დააღწიო თავი იმიტომ,რა თქმა უნდა გული გწყდება როდესაც ხელცარიელი ბრუნდები.
მეტი არაფერი!


პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2014, 09:23

ციტატა(qarqashadze @ 18th August 2014 - 11:14) *
ან ლევანისავით ქალაქს რომ დააღწიო თავი იმიტომ,

ხოო..აქ ერთი მომენტიც არის ამის გარდა. ნადირობაც მიყვარს. მარტო მაგიტომ არ გავდივარ. ეგრე ავიღებდი კარავს თოფის ნაცვლად და უბრალდ გავიდოდი ბუნებაში. D.gif

პოსტის ავტორი: nik@a Aug 18 2014, 09:58

ბაბუ
მადლობა ბაბუ თქვენ რომ მაინც გაიგეთ ჩემი ნათქვამი, ისე როგორც მე მინდოდა და ისე როგორც ვთქვი.

ამ ახალგაზრდებს რა ემართებათ, მხოლოდ რაც უნდათ იმას რომ კითხოლობენ, იავიცი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2014, 11:07

ციტატა(bendeksi @ 18th August 2014 - 11:58) *
მხოლოდ რაც უნდათ იმას რომ კითხოლობენ,

ნიკოლოზ..რაც დაწერე..იმას ვკითხულობთ. ვინმე ამბობს მინდორში გასვლა და ეზოში ბოდიალი ერთიდაიგივეაო. პროცესი ის არის..მინდორში რომ გახვალ.. ძაღლსაც გაიყვან.. მწყერსაც ნახავ ასე თუ ისე. თუ მოინადირებ..ხომ კარგი.. თუ ვერა და არ მაგითი იკლავ თავს. პროცესია.. როდესაც ინადირებ.. მაგრამ თუ ვერაფერს მოინადირებ... არ თვლი დღეს დაწყევლილად..იმიტომ..რომ ინადირე. იყავი..ნახე..განიცადე. რამდენი მწყერი დაიკიდე თასმკავზე..მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა.. გიგე?... ეგ ერომ ვთვლიდე..მთელი ჩემი ცხოვრება პროცესში ვარ. კვირაში 7 დღე და 24 საათი თოფებთან ვატარებ. სულ ნადირობის გარშემო ვტრიალებ და ჩემ ოჯახში..ნადირობაა პირველი თემა.

პოსტის ავტორი: nik@a Aug 18 2014, 11:39

ლეონ-ბლექი
ბატონო ბლექ, რატომ ბრაზობთ კაცო. მე კი გავიგე, მაგრამ თქვენ ვერ გეიგევით ჩემი ნათქვამი სწორად. მე ვთქვი, რომ შედეგი, პროცესის აუცილებელი ატრიბუტია და მის გარეშე პროცესი, არ არის ჭეშმარიტი პროცესი D.gif მეტი რანაირადღა ვთქო ? მე ის კი არ მითქვამს, რომ უეჭველად ხორცი უნდა წამოიღო სახლში, თუ არა და მაგ დღეს ნადირობად არ ჩავთვლითქო. მე ვთქვი, რომ მთლიან პროცესს ნადავლი თუ არ ერთვის კარგავს მთავარ მომხიბვლელობას... რაც მე უშედეგო ნადირობები ჩამიტარებია, არავის გენახოთ იმდენი newsmile05.gif წინა ზამთარში სულ პროცესში ვიყავი, კვირაში 5 ღამეს მაინც მტკვარზე ვატარებდი, ხან მინუს 10 გრადუსი იყო და ხან ცოტა ნაკლები, თან სრულიად უშედეგოდ... ხო და ნამდვილად არ იყო ეს ისეთი მომხიბვლელი როგორც მომდევნო ზამთარს, როცა ნადავლიც ახლდა თან. მეტი რაღანაირად ვთქვა არ ვიცი, ან რატო მოყვა ამხელა გამოხმაურებები არც ეგ არ ვიცი. რათ უნდა იმას ბაასობა, რომ შედეგიანი გასვლა მეტად მომხიბვლელია თან ათასჯერ მეტად, ვიდრე უშედეგო.

პოსტის ავტორი: nik@a Aug 18 2014, 11:44

აჰა ესეც ჩემი პირველი პოსტის მთავარი და ყველაზე საყურადღებო ნაწილი ამ საკითხზე და აწი იმსჯელეთ კიდოვ .

ციტატა
როცესი მოიცავს ყველა დეტალს აბსოლიტურად, ნადავლი კი ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მთლიანი პროცესის

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2014, 11:51

გასაგებია შენი აზრი.. უბრალოდ მე იმას გეუბნაბი..რომ ნადირობა ნადირობაა.. ნადავლით იქნება თუ უნადავლოდ. ყველა ვარიანტში აზარტია. პირადად ჩემთვის...საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ნადავლს. მეტსაც ვიტყვი..არ მჭირდება არაფერში. ის კიდევ..რომ მეზობლები დამცინებენ თუ უნადავლოდ დავბრუნდი..მაგარი მახატია. D.gif

ციტატა(bendeksi @ 18th August 2014 - 13:39) *
ან რატო მოყვა ამხელა გამოხმაურებები არც ეგ არ ვიცი.

იმიტომ..რომ ერთმა ახალგაზრდა "ჯონ ჰანტერმა" უშნოდ წაიქილიკა. და ვიღაცამ მხარი აუბა. აი მაგიტომ. D.gif

nik@a
ეგ შენთვის არის მნიშვნელობანი.. ჩემთვის არა. რა ვერ გაიგე კაცო. მე მაგითი არ ვზომავთქო.

პოსტის ავტორი: საბო Aug 18 2014, 11:52

nik@a

კლუბთან ერთად რომ ყოფილიყავი ( და მე ვთვლი , რომ ნებისმიერი კლუბელი ვალდებულია კლუბთან ერთად გახსნას და დახუროს სეზონი , თუკი მსგავს ქმედებას მაინც ახორციელებს სადმე) ამდენის კაკუნი არ მოგიწევდა აქანა არც შენ და არც ლევანს. იქვე ზეპირსიტყვიერად განიხილავდით ამ თემას და ნაკლებად დაიღლებოდით. D.gif

პოსტის ავტორი: nik@a Aug 18 2014, 11:53

მერე გეთქვათ პირდაპირ, არაა ქილიკი და ცინიზმი ჩემი სტილი, კლიანუს რა. შეიძლება ჩანს პოსტში, რადგან დაინახეთ ალბათ ჩანს, მარა არ მიფიქრია და არც სურვილი მქონია. ბოდიში მომითხოვია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2014, 11:54

ციტატა(bendeksi @ 18th August 2014 - 02:29) *
პროცესი თუა მხოლოდ მინდორში რა გვინდა, ავიკიდოთ თოფი და ვიაროთ ეზოში :დ

ეს შენი ნაწერი არ არის?..

პოსტის ავტორი: megreli Aug 18 2014, 12:11

სეზონი განვიხილოთ,სეზონიიი xexe.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 18 2014, 13:20

შაბათს გავხსენი სეზონი. 7 კაციანი ჯგუფი ვიყავით. პირადად ავიღე 14 მწყერი. ჯგუფში იყო რამოდენიმე მონადირე რომლებმაც ვერც ერთი ვერ აიღეს. (აცდენდნენ მიზანს). შემდეგ სუფრაზე მივსხედით და რატომღაც ის ხელმოცარული მონადირეები ვერ იყვნენ ხალისზე. ვინც კარგად ვინადირეთ კი ვიყავით ლაღად და მხიარულად. ხორცი არავის წაუღია სახლში მაგრამ მაინც. მთავარი ხორცი კი არა გამარჯვებაა. ნადირობა არის თავგადასავალი. მონადირებული ფრინველი კი გამარჯვება. ისევეა როგორც შეჯიბრი. რა ვიცი ზოგს შეჯიბრში მონაწილეობა მიაჩნია მნიშვნელოვნად, ზოგს გამარჯვება და პირველი ადგილი. თუ ფრინველზე აცდენა ვისმეს სიამოვნებას ანიჭებს (მით უმეტეს სისტემატიურად) მაშინ თქვენზე ბედნიერი კაცი არ ყოფილა იმიტომ რომ არც აცდენა დაგწყვეტავთ გულს. კიდევ ერთხელ გილოცავთ სეზონის გახსნას , გისურვებთ ბევრ სასიამოვნო წუთს , მონადირებული ფრინველით იქნება გამოწვეული თუ უბრალოდ მუხლის გაშლით, მეგობრებთან ერთად გატარებული სასიამოვნო საათებით და თქვენი ძაღლის ლამაზი მუშაობით.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2014, 13:23

ციტატა(dato1992 @ 18th August 2014 - 14:11) *
სეზონი განვიხილოთ,სეზონიიი

რა ბრძნული რჩევის მოცემა იცი ხოლმე..გაგიკვირდება კაცს. D.gif ხოგა განიხილე სეზონი... ჩამ ნანადირევს რომ ულივერებ.

პოსტის ავტორი: megreli Aug 18 2014, 13:27

ლეონ-ბლექი

ციტატა(levani @ 18th August 2014 - 14:23) *
ჩამ ნანადირევს რომ ულივერებ.

სეზონის განხილვაში შედის ეგეც xexe.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2014, 13:28

ციტატა(dato1992 @ 18th August 2014 - 15:27) *
სეზონის განხილვაში შედის ეგეც

მაშინ მითხარი..კიდე ვინ რა მოინადირა.

პოსტის ავტორი: feroni Aug 18 2014, 13:56

რა გაცხარდით ამ ახალ წელს ხალხნო newsmile05.gif
ორივე მხარე ჭეშმარიტებას ღაღადებთ, მინდორში გასვლა ეს უკვე სიამოვნებაა და თუ მოინადირებ ისც. თუ ვერ მოინადირებ არც ეგ არის უსიამოვნების საბაბი, დიდი ამბავი რა მოხდა მერე? აი მე მაგალითად ყოველ დილით დავდივარ სანადიროდ ჩემს ლეკვთან ერთად, თოფი სახლში მიდევს, სტარტის ფისტოლეთში გავცვალე, მართალია ჯერ მწყერი არ შეგვხვედრია მე და ჩემს ცუგას მაგრამ ლამაზ ნაბულებს მაინც აკეთებს, ხან პეპელას დააფიქსირებს ხან ბაყაყს D.gif ასე რომ მთავარია სახლიდან გავიდეთ და დედა ბუნებას ვეზიაროთ, :აჩუ: newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nik@a Aug 18 2014, 15:40

ლეონ-ბლექი
მე ვთქვი კაცო, მაგრამ არა ცინიზმით და არა ქილიკით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 18 2014, 17:30

ციტატა(feroni @ 18th August 2014 - 15:56) *
ლამაზ ნაბულებს მაინც აკეთებს, ხან პეპელას დააფიქსირებს ხან ბაყაყს

ჩასაკოცნი ლეკვი ყოფილა. D.gif ჩემი ძოგეც არ მაზავს არაფს მოძრავს. D.gif ამასწინად კუ იპოვნა და კინაღამ დირკა გაუკეთა ბაკანზე..იმდენი ფხოჭნა. მერე დაიკიდა. D.gif
ციტატა(bendeksi @ 18th August 2014 - 17:40) *
მე ვთქვი კაცო, მაგრამ არა ცინიზმით და არა ქილიკით

გასაგებია გასაგები.. კარგი.. დავიკიდეთ პოლემიკა და ვაგრძელებთ ნადირობას. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 18 2014, 23:05

ციტატა(levani @ 18th August 2014 - 18:30) *
ამასწინად კუ იპოვნა და კინაღამ დირკა გაუკეთა ბაკანზე..იმდენი ფხოჭნა. მერე დაიკიდა.


ძოგე xexe.gif ვენტილაციას გაუკეტებდა D.gif

პოსტის ავტორი: MeNoX Aug 19 2014, 10:09

გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას!
მე პირადად ახალქალაქისკენ გავხსენი სეზონი.
მწყერი იყო, მაგრამ...
მწყერზე მეტი მონადირე იყო newsmile05.gif
თითო ყანაში 10 კაცი შედიოდა 5 ძაღლითურთ,
ჩვენ კიდე, 2 კინკილა კაცი 1 ძაღლით ალბათ სასაცილოდ გამოვიყურებოდით მათ ფონზე D.gif
შაბათს იმდენი მწყერი მოკვდა, კვირას თითო-ოროლა ძლივს აგვიფრინდა.
იმედია სეზონი კარგად გაგრძელდება...

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 19 2014, 10:23

ციტატა(MeNoX @ 19th August 2014 - 12:09) *
მე პირადად ახალქალაქისკენ გავხსენი სეზონი.

კი..ჩემი საახლობლოდანაც იყვნენ მანდ. 3 მანქანით. D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 19 2014, 10:30

ვახ ჩემიი ერთ ერთ მაღაზიაში 20 კალიბრის ერთი პაჭკა ათი ნომრები ვიყიდე და რო გავხსენი სახლში ეკლდა D.gif ეგეთი რაღაცა აღარ გამიგია, ჯერ თბილისთან შედარებით ისედავ მაღალი ფასებია და ახლა მაგკებ კიდეც შე მამაცხონებული, ისე 60 თუ 70 თეთი რა სალაპარაკოა მაგრამ მაინც რაააა

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Aug 19 2014, 10:40

assassin29


ქარხნის შეცდომა იქნებოდა. newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: miroslava Aug 20 2014, 15:01

Yvelas dilocavt sezonis gaxsnas sasiamovno da tkbilad dasamaxsovrebel cels gisurvebt

პოსტის ავტორი: ლეკი Aug 20 2014, 15:10

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Aug 18 2014, 18:30) *
ამასწინად კუ იპოვნა და კინაღამ დირკა გაუკეთა ბაკანზე..იმდენი ფხოჭნა. მერე დაიკიდა.


xexe.gif xexe.gif xexe.gif მაგარი ნადირია რა.. ეგ ღორზე რო წაიყვანო ყურით მოგითრევს ისეთია.. xexe.gif

პოსტის ავტორი: miroslava Aug 20 2014, 15:12

Ra problema maqvs ver carmoidgent. xval vapireb mindorshi gasvlas da yvela monadire partniorma "mimatova"dzalian ar minda marto casvla.marto chamasavit pontia. tu gaqvt survili vinmes cavidet ertad.transportit da otxpexa megobrit uzrunvelyofili, pativiscemit ,me! MIriani

პოსტის ავტორი: feroni Aug 20 2014, 18:21

ციტატა(levani @ 18th August 2014 - 18:30) *
ჩემი ძოგეც არ მაზავს არაფს მოძრავს. ამასწინად კუ იპოვნა და კინაღამ დირკა გაუკეთა ბაკანზე

ეტყობა სპანიელისგან გამოყვა ჩემსას ეს თვისება newsmile045.gif
თუმცა დარწმუნებული ვარ პირველ ფრინველს, როგორც კი ნახავს ეგრევე დაავიწყდება ყველაფერი, ეს მინდორში. აი სახლში კი კოღოს და ბუზს ვერ გაუფრენია მის გემოზე ამან რომ ნაბული არ გაუკეთოს. გუშინ 20 წუთი იყო მიშტერებული კედელზე ბუზს და ბოლოს ისე ეცა კედელს კინაღამ კბილები ჩაილეწა D.gif ზოგჯერ მგონია რომ არ არის მთალდ დაწყობილი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2014, 09:48

დღეს ვიყავი ისევ ჩემ ბოსტანში მწყერი არის თუმცა რიგი მიზეზების გამო რომელიც ბევრჯერ ავღნიშნე ძნელია სროლა, უმეტესად თავისთვის ამოდის და სიგამხდრის გამო სწრაფია ნამეტნავად ჩესტნად რომ ვთქვა დამიზნებას ვერვ ვასწრებდი წესიერად
ჯამში სამმა კაცმა 2,5 საათში ავიღეთ 21 ცალი და ბედნიერები და კმაყოფილები წამოვედით შინ, კი შეიძლებოდა კიდე ბევრის მოკვლა მაგრამ მარტო ჩვენ რამდენიმე კაცმა ვიცით და ვერთობით ჩვენთვის
ესეც ჩვენი ნადავლი
http://postimage.org/
http://postimage.org/

თქვენი მონა მორჩილი
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: feroni Aug 21 2014, 09:51

assassin29
სიგამხდრის რა ეტყობათ მაგათ? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2014, 09:54

feroni
არა არა მართლა გამხდრები არიან მეგობარო ერთი 30 მყავს უკვე გაპუტული ამ კვირაში და არა ჯერ ის მწყერი
ერთმანეთზე აწყვია რამდენიმე და ეტყობა იმიტომ ჩანს მსუქანი თორე ნაღდად გამხდარია

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2014, 20:41

წამოწვმა დღეს, იმედია ხვალ კარგად ინადირებენ ძაღლები თორე უკვვე ნერვები მეშლება ნაბული არ მინახია წელს, ფასონად დაგვყავ რა

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 21 2014, 20:52

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

დღევანდელი ნანადირევი 21.08.2014

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 21 2014, 20:55

HUNTER FREDY
ბოდიში ოფისთვის მაგრამ ეს რა თოფიანახევრად ავტოომატს ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 21 2014, 21:01

ციტატა(assassin29 @ Aug 21 2014, 21:55) *
HUNTER FREDY
ბოდიში ოფისთვის მაგრამ ეს რა თოფიანახევრად ავტოომატს ვგულისხმობ


BREDA ,,echo,, kal : 12/76 L 71 + 5სმ 0.5 მმ ნახევარ ჩოკი დამაგრძელებელი.

პოსტის ავტორი: nik@a Aug 21 2014, 21:44

დილას ვიყავი, ძალიან მაგარი დღე იყო, სუფთა სანადირო ამინდი, ნამი იყო გემრიელად, ზუსტად ისეთი ჩემ ბავშობაში რომ მახსოვს დაცვარული ბალახები. ძაღლებიც კარგად მუშაობდნენ, თითქმის ყველა ნაბულით ამოვიდა, არც ძალიან წვრილი მწყერი იყო. მოკლედ ამ სეზონზე ყველაზე კარგი დღე იყო ჯერ ჯერობით. ჯამში ორმა კაცმა 24 ცალი ავიღეთ, ასე 3 საათის განმავლობაში. აი უზომოდ კმაყოფილი წამოვედი.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 21 2014, 23:19

ჰა შაბათს რა ვქნათ აბა?

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2014, 14:39

აუ 10 ნომრები გამითავდა და 8 ნომერი საფანტი რო ვესროლო მწყერს გააფუჭებს?

ხო და კიდე სტუმრები მომდიან 25 ისკენ და დახოცილი მყერი რო გავაკეთო გავტუსო და მაცივარში შევინახო ხოარ გაფუჭდება?

პოსტის ავტორი: nik@a Aug 22 2014, 14:42

assassin29
გამოწელე და ისე შეინახე და არ გაფუჭდება. 8 ნომერი გააფუჭებს

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2014, 14:48

ანუ საყინულეში არ მინდა ჩავაწყო მერე გაშავდება, აბაროტს ავუწევ მაცივარს და ისე შევაწყობ

პოსტის ავტორი: nik@a Aug 22 2014, 14:49

ჯობია საყინულეში შეაწყო და აბაროტს დაუწიო, ვიდრე დაბლა და აუწიო D.gif მოკლედ დაბლა გაფუჭდება რა, ია ტაკ დუმაიუ.

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 22 2014, 14:51

ციტატა(bendeksi @ 22nd August 2014 - 15:42) *
8 ნომერი გააფუჭებს


არადა შარშან ძმაკაცმა საიბერშოტის 3 ნომერით ჩამოაგდო და არაფერი არ ქონდა მწყერს გაფუჭებული გილზს რო დავხედეთ მერე მივხვდით რო 3 ნომერი იყო ნასროლი

ციტატა(bendeksi @ 22nd August 2014 - 15:49) *
მოკლედ დაბლა გაფუჭდება

საად დაბლა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 22 2014, 14:55

კარგად გასუფთავებული მწყერი 2-3 დღე ინახება მაცივარში, გაუყინავად.
წელს ვერ მაქვს კარგი სეზონი, დროის უქონლობის გამო. იქითა შაბათ კვირას ვაპირებ ნადირობას მანამდე თუ დაჩა რამე. გახსნის დღეს კი ვიყავი მაგრამ მიწის სიმშრალის გამო ძაღლებმა ვერ იმუშავეს, მხოლოდ აპორტირებას დავჯერდი. ფეხზე ამოსული 14 ავიღე. ასეთი ნადირობა აღარ მინდა . წვიმას ველოდები.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 22 2014, 20:44

მოგესალმებით
მოკლედ დღეს მყავდა ჩემი პოინტერი პირველად სანადიროდ სროლის ხმაზე რეაქცია არ ქქვს რაც გამეხარდა... რამოდენიმე მწყერი სირბილის დროს აუფრინდა ... მერე დაიწყო ძებნა ... 3 მშვენიერი ნაბული გააკეთა შედეგი სამწუხაროდ ასეთია 1 აცილება 1 დაცჰრილის დაკარგვა 1 სახლში მოვიტანე და იმაზევე აპორტირებას ვასწავლიდი თავიდან პირს არ აკარებდა მერე მიხვდა რასაც მოველოდი .... რაიდენობის მხრივ არც ვწუხვარ რადგან პირველი გასვლა იყო ჩემს ძაღლთან ერტად და ამით კმაყოფილი დავრჩი..... მწყერი არის აქა იქ ...

პოსტის ავტორი: nik@a Aug 22 2014, 20:45

ალთაზარ
ვამაყობ შენით. ოღონდ მართლა. ატარე, ატარე მაგ ძაღლი და დადგება. kiss.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 23 2014, 10:37

ციტატა(ალთაზარ @ Aug 22 2014, 21:44) *
მოგესალმებით
მოკლედ დღეს მყავდა ჩემი პოინტერი პირველად სანადიროდ სროლის ხმაზე რეაქცია არ ქქვს რაც გამეხარდა... რამოდენიმე მწყერი სირბილის დროს აუფრინდა ... მერე დაიწყო ძებნა ... 3 მშვენიერი ნაბული გააკეთა შედეგი სამწუხაროდ ასეთია 1 აცილება 1 დაცჰრილის დაკარგვა 1 სახლში მოვიტანე და იმაზევე აპორტირებას ვასწავლიდი თავიდან პირს არ აკარებდა მერე მიხვდა რასაც მოველოდი .... რაიდენობის მხრივ არც ვწუხვარ რადგან პირველი გასვლა იყო ჩემს ძაღლთან ერტად და ამით კმაყოფილი დავრჩი..... მწყერი არის აქა იქ ...


აფუჭებ ძაღლს? ეგ რაღა პოინტერი იქნება თუ აპორტირებასაც გააკეთებს?

პოსტის ავტორი: nik@a Aug 23 2014, 12:22

უიარაღო
შენ რა უკუღმათ გებულობ ხალხის ლაპარაკს ?

ან ეს ცინიზმი რა უბედურებაა ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2014, 12:38

nik@a
არც მასეა საქმე. სუფთა სპორტული თვალსაზრისით ინგლისელებს მოტანას არ ასწავლიან რომ ძებნისას თავჩაღუნულმა არ დაიწყოს მუშაუბა, მაგრამ არა მგონია ალთაზარას მარტო სპორტისთვის უნდოდეს ძაღლი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 23 2014, 12:38


ეს ცინიზმი და უკუღმა გაგება კი არა უკუღმართი სტერეოტიპის წინააღმდეგ ბრძოლაა. სპანიელს და გონჩს ნაბული არ აქვთ ინსტიქტში და ვერც ასწავლი მაგრამ პოინტერს ხომ აქვს აპორტი ინსტიქტში. ან რატომ ითვლება ის პოინტერი უფრო პოინტერად რომელიც აპორტს არ აკეთებს ეს მაინტერესებს. ჯიშისათვის შეუფერებელიაო რომ წერდით (შინაარსი ასე გავიგე) რატომ ახლა არ ურჩიეთ მაგას ნუ აკეთებინებო? თუ აქაც ორმაგი სტანდარტია? მაგრამ არ მინდა ახლა აქ ამაზე კამათი. ჩემგან ეს თემა ამოწურულია.

პოსტის ავტორი: nik@a Aug 23 2014, 13:29

ციტატა
nik@a
არც მასეა საქმე. სუფთა სპორტული თვალსაზრისით ინგლისელებს მოტანას არ ასწავლიან რომ ძებნისას თავჩაღუნულმა არ დაიწყოს მუშაუბა, მაგრამ არა მგონია ალთაზარას მარტო სპორტისთვის უნდოდეს ძაღლი newsmile05.gif


მე რაშუაში ვარ? newsmile05.gif მე მივესალმები აპორტს და გამიხარდება კიდევაც ჩემი ერთი ძაღლი 100% იან აპორტს აკეთებდეს, მაგრამ სამწუხაროდ მკვდარი ფრინველისკენ ლტოლვა არ გააჩნია D.gif

უიარაღო
კარგო ადამიანო გეუბნებით სწორად არ აკეთებთ დასვკნასთთქო. მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმებით იმ ხალხის ლაპარაკი სწორად უნდა გაიგოთ, ნორმალურად მაინც უნდა წაიკითხოთ რომ სწორი დასკვნები გამოიტანოთ თუ რა თქვეს ადამიანებმა, ბოლოს და ბოლოს თქვენი გულისთვის დაწერეს ამდენი წინა თემაში. არავის უთქვამს, რომ აპორტი ცუდია, მათ თქვეს, რომ აპორტამდე ქმედებები ბევრად მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას აქცევენ და აპორტს მეორე ხარისხოვნად თვლიან.

პოსტის ავტორი: aragveli Aug 23 2014, 14:29

უიარაღო- აშკარად ზედმეტი მოგდით, ცინიკურად ვისთანაც გაგსვლიათ მიმართვა ისევ იმას მიმართეთ. მე მაგალითად 14 მწყერი რომ ამეღო ფეხიდან და გვერდით "დაგეშილი" მეძებარი მყოლოდა იმ ძაღლს საერთოდ სახლში არ გავიჩერებდი.

პოსტის ავტორი: feroni Aug 24 2014, 09:55

რაჭა შაორის მიდამოები-გაფხეკილია ყველაფერი, მწყერის ნასახი არ არის. შაორზე წყალი ძალიან არის დაწეული, ერთი ორი მეთევზეც ვნახე, მაგრამ შედეგით კმაყოფილი არ იყვნენ. ქათმის სეზონამდე არ ღირს აქ ჩამოსვლა, ვნახოტ რა ხდება ზემო რაჭაში.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 25 2014, 08:26

ციტატა(aragveli @ Aug 23 2014, 15:29) *
უიარაღო- აშკარად ზედმეტი მოგდით, ცინიკურად ვისთანაც გაგსვლიათ მიმართვა ისევ იმას მიმართეთ. მე მაგალითად 14 მწყერი რომ ამეღო ფეხიდან და გვერდით "დაგეშილი" მეძებარი მყოლოდა იმ ძაღლს საერთოდ სახლში არ გავიჩერებდი.


ვისთანაც გამსვლია რას ნიშნავს. რაც დავწერე პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. შენც ხომ არ მოგდის ცოტა ზედმეტი? ის დავწერე და გავიმეორე რაც თქვენგან მოვისმინე ეს დღეები . პირად შეურაწყოფას მოერიდეთ.
აღარ მინდა ამ თემაზე კამათის გაგრძელება და თემის გაოფება. თუ ვისმეს რაიმე პრეტენზია აქვს ჩემს მიმართ შემიძლია პირადად შეგხვდეთ.

პოსტის ავტორი: aragveli Aug 25 2014, 08:58

"აფუჭებ ძაღლს? ეგ რაღა პოინტერი იქნება თუ აპორტირებასაც გააკეთებს?"- ამ სიტყვებს რა სახელს არქმევ თუ არა ირონიას? თქვენგან მოვისმინეო რო იძახით, გადახედეთ ნორმალურად იმ ნაწერებს, მიწერია სადმე აპორტს თუ აკეთებს ის პოინტერი არააო. თუ წინადადებიდან ანალიზის გამოტანა გიჭირთ ?! არც თქვენი პირადი ჯავრი მაქვს და არც კომფლიქტური ვარ, მარა ამ თქვენს ნაწერს უყურადღებოთ ვერ დავტოვებდი.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 25 2014, 09:24


ზოგჯერ თქმა სჯობ არათქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ახლა შენ რომ გეკამათო ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. მეორეც არც ჩემხელა ხარ რომ მასე მომმართო და არც ჩემი მეგობარი. ეს ფორუმი და ეს თემა კიდევ ამისთვის არაა საითაც მიგყავს ეხლა ეს კონკრეტული ლაპარაკი. თუ რაიმე გაქვს ჩემთან გასარკვევი პირადში მომწერე.

პოსტის ავტორი: kajuberi Aug 25 2014, 09:27

aragveli
უიარაღო
პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს, გამოცდილებას და ასაკს და ა.შ

პოსტის ავტორი: Davitus Aug 25 2014, 13:19

თემატურად ისაუბრეთ, ნუ გადაუხვევთ

პოსტის ავტორი: vaxusti Sep 30 2014, 11:41

ცოტა თემას გადავუხვევ და ადმინ არ მიწყინო კაცურად, აქ ვიღაცას დადებული ქონდა ჩამონათვალი თუ რამდენზე მეტის მოკვლის უფლება არ აქვს ერთ ადამიანს, ჩამონათვალი იყო აბსოლიტურად ყველა გადამფრენ ფრინველზე და იკნებ დადოთ ან ლინკი მომაწოდოტ ვინც იცით? მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 30 2014, 12:16

vaxusti
სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:
ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);
ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე);

პოსტის ავტორი: kardinal84 Feb 24 2015, 19:58

მოკლედ აღარსად არ ვაპირებ წასვლას და მივაკონსერვე ჩემი თოფი არ იყო ცუდი სეზონი შარშანდელს ჯობდა ყველაზე მეტად მწყერზე ვისიამოვნე ქათამი ვერ მოვინადირე მაგრამ არაუშავს სხვა დროს იყოს, საერთო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ.

პოსტის ავტორი: feroni Feb 24 2015, 22:27

აი მე კიდევ საერთოდ არ ვარ კმაყოფილი ძაღლის გეშვას თუ არ ჩავთვლი, მწყერი კი იყო მაგრამ ძაღლის გადამკიდე ვერ ვინადირე, სულ რამოდენიმე მოვუკალი, რომ ენახა. ქათამიც იგივე და იხვზე ხო საერთოდ არ მინდა ლაპარაკი, მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ალბათ ბაზიერობას მოვკიდებ ხელს D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 19 2015, 14:41

დაწერეთ ყველამ ამ სეზონზე თქვენი შეხედულებები და მერე გადავიტან არქივში newsmile045.gif))))

პირადათ მე მხოლოდ მწყერზე ვისამოვნე ისიც 2-3 ნადირობა newsmile05.gif

ჩემთვის ცუდი სეზონი იყო ნამდვილად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 19 2015, 15:27

სეზონი მშვენიერი იყო. დედა მოტ...ნული ფარზე მონადირეები რო არ არსებობდნენ, უკეთესი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ჩავლე Mar 19 2015, 16:06

სეზონი კარგათ დაიწყო,მწყერიც კარგათ ვნახეთ,ძაღლიც კარგათ მუშაობდა,ტყის ქათამზე ძალიან მაგარი სეზონი გამომივიდა,ხელ ცარიელი არ წამოვსულვარ,იყო დღეც 5 ავიყვანე,მაგრამ ბოლოს დავრჩი მეგობრის გარეშე,ჩემი ბობო დაიღუპა და სეზონიც მასე დავხურე newsmile039.gif

პოსტის ავტორი: jola Mar 19 2015, 16:35

მწყერი იყო სუპერ , ქათამი 0 newsmile05.gif იხვს არაუშავდა . საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, თან პირველი წელი იყო ჩემი ძაღლისთვის , იმედია მომავალი უკეთესი იქნება.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Mar 19 2015, 16:49

მწყერზე კარგად გავერთე. ქათამ-იხვზე საერთოდ არ მინადირია, სამაგიეროდ მთელი ზამთარი ტურებზე ვერთობოდი თითქმის არც ერთი კვირა არ ჩამიგდია. ნორმალური იყო რა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 19 2015, 17:45

მწყერმა წელს რომ მასიამოვნა, ეგრე არ ვიცი, არასოდეს მისიამოვნია...
ქათამსაც არა უშავდა, უფრო სწორედ კარგი იყო, საწყალი ბობოს დამსახურებით მშვენიალური ნადირობები ჩავატარეთ, სანახავათ მარტო ეგ ღირდა...
აი იხვი, იმდენი ვნახე, იმდენი, სიზმრებშიც კი ცა გადააშავა newsmile05.gif
ტურმელიზაციამაც თავისი საქმე ქნა, მოკლედ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ!,,

პოსტის ავტორი: megreli Mar 19 2015, 22:43

ბარემ მეც დავწერ newsmile05.gif
მოკლედ რომ გითხრათ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი მექნებოდა რომ არა ჩემი ძაღლის სიკვდილი... სეზონის დახურვამდე 2 კვირით ადრე მომიკვდა და ჩამიმწარა ყველაფერი....
ისე კი კარგი და შედეგიანი გასვლები მქონდა,თემაც გავხსენი ერთ გასვლაზე,რაც შვებულება ავიღე სეზონის პერიოდში,ნადირობისთვის გამოვიყენე... მწყერიდან-ბატის ჩათვლით ყველა გადაფრენი მოვინადირე : )) კლუბთან ერთად გავხსენი და კლუბთან ერთად დავხურე სიმბოლურად სეზონი newsmile05.gif

მოკლედ ასეთი იყო ჩემი სეზონი...
ჩავლე

ციტატა(kaxaberi @ 19th March 2015 - 17:06) *
მაგრამ ბოლოს დავრჩი მეგობრის გარეშე,ჩემი ბობო დაიღუპა და სეზონიც მასე დავხურე

ძალიან ცუდი მომენტია... მტერსაც არ ვუსრვებ... დიდი იმედი მქონდა შემდეგ სეზონსაც კარგად ჩავატარებდი მაგრამ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)