თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ შემეცნებითი არქივი _ 2011-2012 წლის სანადირო სეზონი (განხილვა)

პოსტის ავტორი: alika77 May 14 2011, 01:47

წელს რო მწყერია შემოსული კახეთში ამდენი არასოდეს მინახია

პოსტის ავტორი: ლეკი May 14 2011, 12:28

alika77

მეც ვატყობ რომ წელს კარგი სეზონი გვექნება... gunshot.gif

პოსტის ავტორი: akela1954 May 14 2011, 12:42

ციტატა(ლეკი @ May 14 2011, 13:28) *
alika77

მეც ვატყობ რომ წელს კარგი სეზონი გვექნება... gunshot.gif


ღმერთმა ხელი მოგიმართოთ კოლეგებო!!!!!!!!!!!!
ერთი რამე მინდა გითხრათ - ნადირობის ოფიციალური სეზონის დაწყებამდე იწყება ფარით ნადირობის არაოფიციალური სეზონი (შავი იუმორი newsmile040.gif ).
შეეცადეთ ვისაც სად მიგიწვდებათ ხელი კულტურული ნათესების გადათელვისთვის (აბა ნადირ-ფრინველის გაჩანაგებისთვის პასუხს მაგათ არავინ მოსთხოვს) პასუხი აგებინოთ. დღეს სოფლის მეურნეობის აღორძინების ისტერიკის ფონზე შეიძლება გაჭრას.

პოსტის ავტორი: alika77 May 14 2011, 14:32

ციტატა(ლეკი @ May 14 2011, 13:28) *
alika77

მეც ვატყობ რომ წელს კარგი სეზონი გვექნება... gunshot.gif

მინდორში 4 დღე ვიყავი მწყერი ფეხებთან მომივიდა გზებზე კიდე ქათმებივით დარბოდნენ მე ამდენი მწყერი არ მინახია კერძოთ დედოფლისწყაროში.

პოსტის ავტორი: ლეკი May 14 2011, 16:00

ციტატა(alika77 @ May 14 2011, 15:32) *
მინდორში 4 დღე ვიყავი მწყერი ფეხებთან მომივიდა გზებზე კიდე ქათმებივით დარბოდნენ მე ამდენი მწყერი არ მინახია კერძოთ დედოფლისწყაროში.

მე ბოდბეში მივიარ-მოვიარე ერთი კვირის წინ და ბლომად არის... თფუი.. თფუი.. თფუი თვალი არ ეცეს... newsmile035.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 25 2011, 11:56

გავხსნი ამ თემას და პოსტებს გადმოვიტან აქ newsmile05.gif

3 თვე დარჩა გახსნამდე , ჯერ ჯერობით მწყრის რაოდენობა დამაკმაყოფილებელია newsmile05.gif
ბრაკონიერებმა თუ არ გააფუჭეს ვითარება ნაადრევი ნადირობით newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 25 2011, 13:22

ციტატა(zaxara @ 25th May 2011 - 12:56) *
ბრაკონიერებმა თუ არ გააფუჭეს ვითარება ნაადრევი ნადირობით

ეჭვი გეპარება?

პოსტის ავტორი: ზახარა May 25 2011, 13:29

ციტატა(Nukry @ 25th May 2011 - 14:22) *
ეჭვი გეპარება?

ესე თუ გააგრძელეს მართლა ჩაფლავდება ეს სეზონიც სამწუხაროდ newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 25 2011, 13:51

ვინ დაუშლის?
ნამუსი მაგათ არ აქვთ და ........

პოსტის ავტორი: ROVER May 25 2011, 16:11

ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 25th May 2011 - 14:51) *
ნამუსი მაგათ არ აქვთ და ........


არც პატრონი!!!

პოსტის ავტორი: ბესო May 26 2011, 09:34

ციტატა(zaxara @ 25th May 2011 - 12:56) *
ბრაკონიერებმა თუ არ გააფუჭეს ვითარება ნაადრევი ნადირობით


რა ნაადრევი ნადირობა არ გრცხვენია? გაქანებული ნადირობა მიდის მწყერის გამოცენის პირველივე დღიდან ამას თუ ნაადრევი ქვია არ ვიცი...

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 26 2011, 12:24

ბესო
მეც იგივე ინფორმაცია მაქვს ბესოჯან, ერთმა დამპატიჟა კიდევაც....
ნამუსზეც ავაგდე, კანონიც შევახსენე, მორალიც მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი, არგუმენტები აქვთ ჟელეზნი, ბერტყები უკვე დიდები არიან და სეზონამდე მაგათ ვინ დაგვიტოვებსო...
რა გითხრა, ღორს ძღნერის ჭამას ვერ გადააჩვევ..

პოსტის ავტორი: shotka May 26 2011, 13:19

ვინც ეხლა ნადირობს მონადირე კი არა მკვლელია. ეგეთი თუ სადმე გადაგეყრება ჯერ თოფი უნდა დააღუნო თავზე და მერე სადაც გაგიხარდება იქ გაუკეთო.

პოსტის ავტორი: ზაზა May 26 2011, 18:35

მეც დამპატიჟეს და იცით სად????საველეები სადაც ტარდება ზღვაზე,აი მანდ.ეს სეტყვაც ხო კლავს,ფარზე ხო იჭერენ ღამე,დღე ხო ნადირობენ და სეზონის გახსნაზე ისევ ტურისტული მოგზაურობა გვექნება.

პოსტის ავტორი: Maverick May 26 2011, 19:29

ციტატა(ზაზა @ May 26 2011, 19:35) *
მეც დამპატიჟეს და იცით სად????საველეები სადაც ტარდება ზღვაზე,აი მანდ.ეს სეტყვაც ხო კლავს,ფარზე ხო იჭერენ ღამე,დღე ხო ნადირობენ და სეზონის გახსნაზე ისევ ტურისტული მოგზაურობა გვექნება.

რა ტურისტი, რის ტურისტი? მწყერი იქნება


moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: kupra May 26 2011, 19:50

კაია კაი მწყერი თუ კარგადა small3d018.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 May 26 2011, 21:58

გვეშველააააააააა............ newsmile027.gif ავანაზღაურებთ მე მგონი

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 21 2011, 10:50

დავწეროთ : ვინ სად აპირებს სეზონის გახსნას , რა მდგომარეობაა ნათესებთან დაკავშირებით , მწყრის რაოდენობაზე და სხვა .. გამოვაცოცხლოთ ეს თემა , სეზონის გვიახლოვდება newsmile05.gif
მე როგორც ვიცი წელს ძალიან ბევრი ქვეწარმავალია(კერძოთ გველები) აღმოსავლეთ საქართველოში და გაართულებს ჩემი აზრით ნადირობას
newsmile019.gif newsmile019.gif

თემატურად დაპოსტეთ ნუ გააოფებთ , რამე თუ ეს თემა , სეზონი რომ დამთავრდება უნდა გადავიტანო არქივში !!! გვეცოდინება ყოველ წელს რა მდგომარეობა იყო სეზონზე!!!

tema-wamoweulia.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 21 2011, 11:00

ზახარ,
არ ეშინიათ ბიჭებს და ივლიან კახეთში.
მე კი ლილოს იქეთ არ დავდივარ ხო იცი,წალკა,დმანისი,გომარეთი,ბა

ზალეთი,კასპი,ესაა ჩემი მარშრუტი

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 21 2011, 11:07

ციტატა(zaza @ 21st July 2011 - 12:00) *
წალკა,დმანისი,გომარეთი

ნათესები როგორ არის წელს მაქეთ , დაითესა წელს პურ-მარცვლეული??? შარშან როგორც მახსოვს ცუდი მდგომარეობა იყო მაგ მხრივ ??

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 21 2011, 11:13

ზაზა
გახსნისთვის მეც კახეთს ვფიქრობ , მაგრამ ბოლომდე ჯერ ვერ გადამიწყვეტია newsmile040.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 21 2011, 11:20

მწყერს რაც შეეხება, მოდის ინფორმაცია რომ თელავის ახლო მინდვრებში ბევრი მწყერი იყო, მაგრამ ამ ბოლო კვირას სადღაც გაქრა, პატარა მინდორზე 10-დე მწყერი რომ ხვდებოდათ, ეხლა 1-2 თუ ფრინდება. ალბათ სადღაც დაემალა ბრაკონიერებს newsmile01.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jul 21 2011, 11:33

მწყერი კარგად არის, კახეთისკენ, გაქრობით მართლა გაქრა, მიზეზსაც გეტყვით გაქრობის, უკვე მეორე ბუდეზე დაჯდა მწყერი, ჩოჩრების უმრავლესობა კიდევ ფრთაზე იშვიათად დგება, მაინც გაქცევით შველიან თავს, და უკიდურეს შემთხვევაში აფრინდება,
კახეთში პურის აღება დაიყო, მწყერმაც ნაპურალებს მიაშურა

რაც შეეხება გველებს, იმდენივია რამდენიც შარშან და შარშანწინ, ეხლა უბრალოდ უფრო მაგრად გააპიარეს

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 21 2011, 11:36

ციტატა(ზახარა @ Jul 21 2011, 12:13) *
ზაზა
გახსნისთვის მეც კახეთს ვფიქრობ , მაგრამ ბოლომდე ჯერ ვერ გადამიწყვეტია

წავიდეთ ჩემთან... ჯერ ისეთი წელიწადი არ მახსოვს რომ ჩემ სოფელში მწყერი არ ყოფილიყო... კარგად ვისიამოვნებთ.. თუ ჩემი არ გჯერათ ჯეკოს კითხეთ ნამყოფია ჩემთან....

წელს კარგი მოსავალი ჩანს (თფუი თფუი თვალი არ ეცეს), ყანები ბლომადაა.. მზესუმზირა ბლომადაა... და მწყერიც ბლომადააა... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 21 2011, 11:47

ციტატა(Maverick @ Jul 21 2011, 12:33) *
რაც შეეხება გველებს, იმდენივია რამდენიც შარშან და შარშანწინ, ეხლა უბრალოდ უფრო მაგრად გააპიარეს

+ 1000 ეგრეა ნამდვილად

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 21 2011, 12:21

ციტატა(Nikolo @ 21st July 2011 - 12:33) *
რაც შეეხება გველებს, იმდენივია რამდენიც შარშან და შარშანწინ, ეხლა უბრალოდ უფრო მაგრად გააპიარეს

მივესალმები ამ ინფორმაციას newsmile05.gif

ციტატა(leki_gio @ 21st July 2011 - 12:36) *
წავიდეთ ჩემთან... ჯერ ისეთი წელიწადი არ მახსოვს რომ ჩემ სოფელში მწყერი არ ყოფილიყო

აუცილებლად ზიმლიაკ newsmile035.gif დავგეგმოთ ერთი გრანდიოზული ნადირობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: beberi iagi Jul 21 2011, 14:26

ციტატა(Nikolo @ 21st July 2011 - 12:33) *
უკვე მეორე ბუდეზე დაჯდა მწყერი,



მავერიკ , თუ შეიძლება თქვენის ნებართვით შეკითხვას დავსვავ !? რაღაც ვერ გავიგე ამ წინადადებაში ... ანუ მწყერმა ერთი ბუდობა გამოჩეკა უკვე გაზარდა და ეხლა მეორეზე წავიდა??

moderirebulia.gif
შეეცადეთ ქართული შრიფტი იხმაროთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jul 21 2011, 14:34

beberi iagi


დიახ, დიახ, მეტიც შემოდგომაზე რომ ჩოჩრები რჩებიან კახეთში, ეგ უკვე წლევანდელი ჩოჩრების შთამომავლები არიან, გამოჩეკვიდან 45-50 დღეში, თუ საკვები ბაზა ნორმალურია და გარემო პირობები ხელს უწყობს, ჩოჩორი უკვე მწყრად ჩამოყალიბებული კვერცხებს დებს და ბუდეზე ჯდება

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 21 2011, 16:40

ისე სულ აქ მაინც იყოს ეგ დალოცვილი ეგა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: beberi iagi Jul 21 2011, 17:11

ნება მიბოძეთ მაგაში არ დაგეთანხმოდ... და ავხსნი ეხლა ჩემ ამ პოზიციას.. მწყერმა მოაკუჩა ვთქვათ 7 კვერცხი და ბარტყები გამოიჩეკნენ, ანუ ბუნებამ, მტაცებელმა და ადამიანმა არ შეუშალს ხელი ამ პროცესს, მაშინ მწყერი მეორე ბუდობაზე აგარ ჯდება აგარ ჩეკავს... ამ აზრის საპირისპირო არგუმენტად მოყავთ ხოლმე შEმდეგი ფრაზა:სეკტემბერში ჩოჩრები არ გინახავსო?) დიახ მინახავს და გეტყვით, რომ როდესაც მწყერი მოაკუჩებს კვერცხებს და ის გაუფუჭდება ზემოდ ნახსენები მიზეზებისდა გამო მაშინ ჯდება მეორე და შეიძლება მესამე ბუდობაზეც,, მაგრამ კვერცხების რაოდენოდა ნაკლებია რათქმაუნდა..

პოსტის ავტორი: Maverick Jul 21 2011, 17:20

beberi iagi
დოკუმენტალურად დაადასტურე,
შენს აზრს პატივს ვცემ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: beberi iagi Jul 21 2011, 17:24

 მაGრამ არ მეთანხმები..  newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 21 2011, 17:47

წელს იმედია კაი სეზონი იქნება! ვნახოთ=ვნახოთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 22 2011, 13:23

ციტატა(beberi iagi @ Jul 21 2011, 18:11) *
ნება მიბოძეთ მაგაში არ დაგეთანხმოდ... და ავხსნი ეხლა ჩემ ამ პოზიციას.. მწყერმა მოაკუჩა ვთქვათ 7 კვერცხი და ბარტყები გამოიჩეკნენ, ანუ ბუნებამ, მტაცებელმა და ადამიანმა არ შეუშალს ხელი ამ პროცესს, მაშინ მწყერი მეორე ბუდობაზე აგარ ჯდება აგარ ჩეკავს... ამ აზრის საპირისპირო არგუმენტად მოყავთ ხოლმე შEმდეგი ფრაზა:სეკტემბერში ჩოჩრები არ გინახავსო?) დიახ მინახავს და გეტყვით, რომ როდესაც მწყერი მოაკუჩებს კვერცხებს და ის გაუფუჭდება ზემოდ ნახსენები მიზეზებისდა გამო მაშინ ჯდება მეორე და შეიძლება მესამე ბუდობაზეც,, მაგრამ კვერცხების რაოდენოდა ნაკლებია რათქმაუნდა..


მეც ზუსტად მასე ვიცი და თუ მოვიძიე დავდებ წყაროს. ანუ მეცნიერულად დადასტურებულს

პოსტის ავტორი: ბალა Jul 26 2011, 13:08

დილით სასდღაც 7ისთვის გლდანიდან ვარკეთილში მივდიოდი ჩერეზ ზღვა და თოფის ხმა გავიგე. ერთი სული მქონდა გადამეგუნა თავზე ის თოფი და მერე ერ ადგილას გამეკეთებინა!! მაგარი ნერვები მომეშალა...

ეშმაკსაც დაუთაგია ჯოჯოხეთის კედელზე ყველა ბრაკონიერი

პოსტის ავტორი: Zhorika Jul 26 2011, 13:41

მე ვიყავი ამ შაბათს სართიჭალაში, ძაღლის გასეირნება მინდოდა და რო ჩავედი მინდვრებში ყანა არ იყო გაჭრილი არსად. ვუარე ვუარე და ერთი ორი იყო აღებული მარტო

დანარჩენი ყველა ასაღები იყო. იმ აღებულებში გავატარე ძაღლი 15 წუთი დამჭირდა შემოსავლელად ალბათ, 3 მწყერი ვნახეთ და ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი.

ესე ჩამივარდა გასვლა. არა მგონია ესე უცბად აეღოთ იმდენი ყანა და მანდ ვინ შევა სანადიროდ? დაზუსტებული ინფორმაციაა?


პოსტის ავტორი: საჩხერე Aug 14 2011, 14:40

ახალქალაქისკენ ყანები ჯერ აუღებელიაო, ვინმეს ხომ არ აქვს ინფორმაცია?

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 15 2011, 23:01

თეთრიწყაროს მინდვრებშიც (სათიბები) არის მწყერი ამ ვიკენდის მდგომარეობით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 22 2011, 09:38

დაწერეთ ვინ რას ფიქრობს წლევანდელ მწყრის რაოდენობაზე newsmile05.gif

პირადათ მე რასაც ველოდი მაის -ივნისის მონაცემებით იმედები გამიცრუვდა newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: aragveli Aug 22 2011, 09:52

არის მწყერი ზახარ, არის

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 22 2011, 10:14

ჩვენ ქედების ბოლოზე ვიყავით და ძალიან ცოტა იყო მწყერი, 4-მა კაცმა დილით მხოლოდ 25 ცალი მოვკალით. იმედია სემიჩკებს რომ აიღებენ გამოჩნდება. სამაგიეროდ მტრედი იყო ბევრი. შემდეგ დილიჩაში გადავედით და იქ საერთოდ მინდორი ვერ ვნახედ რომ გვენადირა, სულ გადამწვარია იქაურობა.
aragveli თუ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, საით არის მწყერი? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: aragveli Aug 22 2011, 10:58

ციტატა(romeo 1 @ Aug 22 2011, 11:14) *
ჩვენ ქედების ბოლოზე ვიყავით და ძალიან ცოტა იყო მწყერი, 4-მა კაცმა დილით მხოლოდ 25 ცალი მოვკალით. იმედია სემიჩკებს რომ აიღებენ გამოჩნდება. სამაგიეროდ მტრედი იყო ბევრი. შემდეგ დილიჩაში გადავედით და იქ საერთოდ მინდორი ვერ ვნახედ რომ გვენადირა, სულ გადამწვარია იქაურობა.
aragveli თუ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, საით არის მწყერი? newsmile035.gif

საიდუმლო არაფერი არ არის, ჯერ ჯერობით წალკაშიც კარგად ვნახე მწყერი და ბაზალეთზეც, თან ძაღლს წინა ფეხი ამოვარდნილი ჰქონდა და სხვანაირად აქვს შეხორცებული, სისწრაფე აშკარად აქვს დაკარგული, გამოცდილება კი შვრება მაინც თავისას newsmile035.gif წალკაშიც და ბაზალეთზეც რამდენი სასტავიც შემხვდა იმდენი ცარიელი დადიოდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Aug 22 2011, 11:06

ციტატა(aragveli @ Aug 22 2011, 11:58) *
წალკაშიც კარგად ვნახე მწყერი და ბაზალეთზეც, თან ძაღლს წინა ფეხი ამოვარდნილი ჰქონდა . წალკაშიც და ბაზალეთზეც რამდენი სასტავიც შემხვდა იმდენი ცარიელი დადიოდა newsmile035.gif


საწყალი ძაღლი ბედი არ აქვს, სამაგიეროდ შენ გაქვს იმ ძაღლის ბედი, მწყრის პოვნაში newsmile090.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 Aug 22 2011, 12:19

აბა სხვებს რა მოუვიდათ თუ მწყერი იყო და ცარიელები დადიოდნენ?

პოსტის ავტორი: aragveli Aug 22 2011, 12:27

რა ვიცი მიზეზი ყველამ თავის თავში ეძებოს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 22 2011, 12:28

aragveli
მაგას არ ქვია რომ მწყერი არის. ვიღაც 15 მწყერამდე ავიდა არ ნიშნავს რომ მწყერი არის. როცა 25 კაციდან 2 ან 3 კაცი წააწყდება მხოლოდ ეგ ნიშნავს რომ ცუდათაა

პოსტის ავტორი: aragveli Aug 22 2011, 12:48

მე იმას არ ვიძახი ბევრია თქო, მარა მწყერი არ არისო მაგასაც ვერ იტყვის კაცი, დილაზე გავდივარ და ვნახოთ კიდე რა იქნება მარა დიდი იმედი მაქვს.

პოსტის ავტორი: DISEVI Aug 22 2011, 13:21

გუშინ ფრეზეთი-ახალდაბისკენ (ნატახტრის ზემოთ) იყვნენ ბიჭები და ძალიან ცოტა იყო მწყერიო...

პოსტის ავტორი: იკო1981 Aug 22 2011, 16:23

ციტატა(Chalimgela @ 22nd August 2011 - 13:28) *
ვიღაც 15 მწყერამდე ავიდა არ ნიშნავს რომ მწყერი არის


მართალი ხარ ჭალო,მე რასაც ვისმენ და ნვახე მწყერი არაა :(

პოსტის ავტორი: ჩუბო Sep 9 2011, 02:04

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: hunter777 Sep 9 2011, 08:57

ყველაფერი შედარებითია და აქედან გამომდინარე შარშანდელ სეზონს თუ შევადარებთ წელს მწყერი ძალიან ცოტაა, ეს ფაქტია ცჰემ დაკვირვებიდან ეგ აზრი გამომაქვს მაგრმ იმედი მაქვს რომ წელს მაინც შემოვა იხვი!

პოსტის ავტორი: romeo 1 Sep 9 2011, 09:58

შარშანდელთან შედარებით წელს მწყერი ბევრად ნაკლებია, ეხლა სემიჩკა გაიჭრება და ცოტას სემიჩკაშიც დავხოცავთ. ისე როგორ გგონიათ, პერელიოტნი მწყერი როდის გამოჩნდება?

პოსტის ავტორი: aragveli Sep 9 2011, 10:02

პერელიოტები დაწყებულია უკვე.

პოსტის ავტორი: axalcixeli Sep 9 2011, 10:27

პერელიოტი დაწყებულია, ჯავახეთში, 1 კვირის წინ, ისეთ ფერდობზე მწყერს რომ არაფერი ესაქმებოდა, სულ ცოტა 30 ცალი ერთად აუფრინდა ჩემს მეგობარს. პუტკუნა პერელიოტის მწყერები.

პოსტის ავტორი: kupra Sep 9 2011, 22:36

მწყერი არაა კაროჩე არა კანკრეტნა. ehh.gif

პოსტის ავტორი: Maverick Sep 10 2011, 13:43

1საათის წინ დავბრუნდითგუშინ წასულები ჯავახეთიდან ჩავედით პრაქტიკულად თურქეთის საზღვრამდე, სულდა, ვაჩიანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა მოვიარეთ სულ მთლად
დღე ტემპერატურა +11, ღამე +4-+6
ცივა
შედეგი სავალალო, 6 კაცი, 6 კარგი ძაღლი 30-მდე მწყერი

მაღალი ადგილებიდან მწყერი გადასულია

პოსტის ავტორი: kupra Sep 10 2011, 13:47

არადა მთელი წელი ელოდები კაცი მწყერს და ბრახ ასეჩკა ტეხავს მაგრა.

პოსტის ავტორი: Assasin Sep 14 2011, 18:35

პერელიოტი დაწყებულია 9-15 სექტემბრის ჩათვლით, შავი ზღვისპირეთში ვინც ცხოვრობს ის მონადირეები შედარებით დატკბებიან მწყერზე ნადირობით. კახეთი ასეთი გაძარცვული (სართიჭალაზე საერთოდ არ ვამბობ არაფერს) კარგა ხანია არ უნახავთ მონადირეებს. ამ მანოკის გამომგონებლის დედა ავაფეთქე მე!!! ვგეშავ მთელი გაზაფხული ორ პოინტერს და რა ხეირი newsmile055.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 14 2011, 21:09

დგეს ვიყავით ისევ ბოდბეში ბანდა და 4 კაცმა 46 ცალი მოვკალით,უფრო ბევრს მოვკლავდით თავიდანვე რომ აღმოგვეჩინა რაც ბოლოს აღმოვაჩინეთ ანუ მაგარი მინდორი newsmile05.gif რომ ვნახეთ ზაგლები დზლივს დადიოდნენ და ვერ ვინადირეთ!რეპორტს ხვალ დავდებ მაგ გასვლის!

პოსტის ავტორი: გოგა Sep 14 2011, 21:12

იკო1981
მიდი მიდი,სურათები მაინც გვაჩვენე,თორე გასკდა გული

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 14 2011, 21:17

ციტატა(giorgevich @ 14th September 2011 - 22:12) *
მიდი მიდი,სურათები მაინც გვაჩვენე,თორე გასკდა გული


ახლა სამსახურში ვარ და ფიზიკურად ვერ დავდებ რეპორტს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 15 2011, 10:25

იკო1981
სანადიროდ წახვედით იმ დღეს???

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 15 2011, 11:39

ხოო ჩემი გოლფით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Oct 6 2011, 19:19

იყო მწყერი წეელს ნორმალურად კითხვა მაქ მე ვერ მოვახერხე გასვლა წელს?

პოსტის ავტორი: Davitus Oct 6 2011, 19:22

kupra

საერთო ჯამში, არაუშავდა, ნუ სხვა თემაა ვინ როგორ მოახერხა, ვინც მოინდომა მათთვის იყო საკმაოდ... ნუ მე წელს სულ 14 ცალი მყავს ანგარიშზე, ყველაზე ცუდი შედეგია ჩემს სამონადირეო ისეორიაში newsmile05.gif იმედია მომავალში უფრო მოცლილი ვიქნები, + ძაღლის აყვანასაც თუ დაადგა საშველი მერე რაღა გამაჩერებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 6 2011, 20:22

Davitus
წელს მეც ცუდი შედეგი მაქვს .. :(((

სამაგიეროდ მომავალი წლიდან შევუბერავ ჩემს მონადირე პარტნიორთან ერთად... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Oct 6 2011, 20:45

ეეეხ ესეთი ცუდი სეზონი არასოდეს მქონია :( სულ ორჯერ ვიყავი სანადიროდ და 4 მწყერი მყავს მოკლული მარტო. იმედია იხვზე და ქათამზე ავინაზღაურებ დანაკლისს :(

პოსტის ავტორი: Maverick Oct 6 2011, 20:50

მწყერი ასე თუ ისე იყო, უბრალოდ წელს უფრო მეტი სიარული დაჭირდა,
უმწყერობას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ადგილობრივზე მეტად ''პოერელიოტმა'' გაამართლა, ადგილობრივი ადრიანად წავიდა, გამოსაზამთრებლად

პოსტის ავტორი: OQRO444 Oct 6 2011, 20:53

მეც თქვენს დღეში ვარ.......დაახლოებით 8 გასვლიდან 30 იანი შედეგი მაქვს.........ნახვით კი მაქსიმუმ 40-45 ცალი მექნება ნანახი......წელს მწყერი მართლა გამართლებაზე იყო....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 6 2011, 21:30

ციტატა(Maverick @ Oct 6 2011, 21:50) *
უმწყერობას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ადგილობრივზე მეტად ''პოერელიოტმა'' გაამართლა, ადგილობრივი ადრიანად წავიდა, გამოსაზამთრებლად

ნამდვილად, პერელიოტის მწყერი რომ არა ძაღლი დაუგეშავი დამრჩებოდა


ეხლა რა დასკვნა გამოვიტანე: ისე ამაზე ახალი თემის გახსნაც ღირს. პერელიოტების დაწყებისას ადგილობრივი მწყერი, ალბათ უფრო გამოცდილები იწყებენ სხვა მწყერების მოხმობას და ამცნობენ რომ დადგა გადაფრენის დრო. ნაადრევად მოგალობე მანოკებმა ჩემი აზრით მწყერს აურია ბუნებრივი ციკლი და ადრე გადავიდა გადაფრენაზე. ამან ჩვენც უმწყეროდ დაგვტოვა და მწყერიც შეიძლება გზაში დაიხოცოს მოუმზადებლობის გამო.

ეს ჩემი აზრია და სულ მიტრიალებდა თავში. ამას წინათ ვიღაც სტარიკმა მონადირემ გამოთქვა ეს აზრი და ძლივს ვნახე თანამოაზრე. გადავწყვიტე აქაც დამეწერა

პოსტის ავტორი: sabo73 Oct 7 2011, 22:15

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 6 2011, 22:30) *
ნამდვილად, პერელიოტის მწყერი რომ არა ძაღლი დაუგეშავი დამრჩებოდა


ეხლა რა დასკვნა გამოვიტანე: ისე ამაზე ახალი თემის გახსნაც ღირს. პერელიოტების დაწყებისას ადგილობრივი მწყერი, ალბათ უფრო გამოცდილები იწყებენ სხვა მწყერების მოხმობას და ამცნობენ რომ დადგა გადაფრენის დრო. ნაადრევად მოგალობე მანოკებმა ჩემი აზრით მწყერს აურია ბუნებრივი ციკლი და ადრე გადავიდა გადაფრენაზე. ამან ჩვენც უმწყეროდ დაგვტოვა და მწყერიც შეიძლება გზაში დაიხოცოს მოუმზადებლობის გამო.

ეს ჩემი აზრია და სულ მიტრიალებდა თავში. ამას წინათ ვიღაც სტარიკმა მონადირემ გამოთქვა ეს აზრი და ძლივს ვნახე თანამოაზრე. გადავწყვიტე აქაც დამეწერა



გენაცვალე სულში და გულში, მგონია რომ ჩემს აზრებს ვკითხულობდი ეხლა, ოღონდ შენ დაწერილს.

აი ხალხნო, პატიოსანო მონადირეებო, და უი ბრაკებო........... კიდევ ერთი დამადასტურებებლი აზრი ( და თან არა უსაფუძვლო),იმისა რომ "მანოკი" ვნებს არა მარტო მონადირეს, ძაღლს და ფრინველს, არამედ მთლიანად სპობს იმ ფრინევლის პოპულაციას და შემდგომ გამრავლების პერსპექტივას.
გაისად, იმის მერე და კიდო იმის მერე, მხოლოდ მწყრის სურათ-ნახატების ამარა და მასზე ტკბილი მოგონების გახსენებაში, რომ ვიქნებით, მერე უკვე გვიან იქნება. vot-tak.gif bliadzl.gif

პოსტის ავტორი: იაშკა Oct 11 2011, 11:01

შუკა.
პატივცემულოnewsmile05.gifქართლისკენ ხომ არ ყოფილხარ.?ხომ ვერ მეტყვი შემოვიდა იქით ქათამი

პოსტის ავტორი: შალვა Oct 11 2011, 11:11

საჩხერეში ხომ არ გამოჩენილა ქათამი?

პოსტის ავტორი: შუკა Oct 11 2011, 14:07

ჯერ არსად არა კარგად ..მე რომ მოვკალი წალკაში ეგ რაზვეჩიკი იყო newsmile05.gif მთავარი ჯარი ჯერ არ ჩანს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Oct 13 2011, 21:54

4 საათში გავდივარ წალკაში, საღამოს მოგახსენებთ მდგომარეობას, გამოჩნდნე თუ არა ოკუპანტები

პოსტის ავტორი: შუკა Oct 13 2011, 22:35

თუ წაწყდები არ დაინდო !! დაჟლიტე დედაბუდიანად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Oct 14 2011, 15:31

არაა ჯერ ქათამი, 3-დ 3 ცალი ვნახე
ჩემს გარდა კიდევ 6 კაცი და 4 ძაღლი ეძებდა, მხოლოდ პერიმ ნახა newsmile05.gif
არ მიყვარს ზოგადად საკუთარი ძაღლის ქება, მაგრამ დღეს ძალიან ძალიან მაგრად იმუშავა
ქათამი, მხოლოდ მან ნახა, 2 სტოიკიდან ერთი შორიდან აუფრინდა
ქათმების საბედნიეროდ და ჩემდა სამწუხაროდ , მე ვერ ვივარგე ქათამზე, გავაწბილე პერი,
თორემ ყორღანებიდან რომ ფარშევანგები ფრინდებიან იცოცხლე, ორთავე მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Oct 14 2011, 22:22

ქათამზე ჯერ ადრეა ?

პოსტის ავტორი: Maverick Oct 15 2011, 07:14

კი ადრეა, თუმცა რას გაიგებ?! ამინდების კარგი არევა უნდა

პოსტის ავტორი: gocha-tita Oct 19 2011, 09:46

cryme.gif vava.gif vetanxmebi.gif dastur.gif ბოლოს ალბათ მწყერჩიტებზე ინადირებს ხალხი.

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 21 2011, 09:29

წელს ადრე გამოჩდა ტყის ქათამი წინა წლებთან შედარებით მასიურად newsmile05.gif იმედია იხვიც არ დააგვიანებს და კარგი სეზონი იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Oct 25 2011, 08:09

ბიჭებო, ვისად დრო გაქვთ და სურვილი, ეწვიეთ შაორის ჭალებს, გაივსო ტყის ქათამით იქაურობა

პოსტის ავტორი: Zhorika Oct 25 2011, 08:27


ეეჰ მეც მომივიდა ეგ ინფორმაცია :(

თან ამ დროს მანდ ფერების პალიტრა იცის, შეიძლება სულ დაგავიწყდეს რისთვის ხარ ჩასული :(

პოსტის ავტორი: utruxune Oct 25 2011, 13:05

კახეთისკენ თუ შემოვიდა ჯერ ხომ არავის აქვს ინფომაცია?

პოსტის ავტორი: Zhorika Oct 25 2011, 14:00

ალაზნის ჭალებში (ჩრდილოეთის ნაწილში) ჯერ ქათამი კარგად არ არის შემოსული 3 დღის წინანდელი ინფორმაციაა, თითო ოროლა შეგხვდება თუ ივლი

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 7 2011, 10:08

კაი საიხვე ამინდია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 7 2011, 10:21

კეეეე

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 7 2011, 11:31

წეღან გადავხედე AMINDI.GE ს დაიწყო ყივნები.მთაში თოვს და იქნება ჩამოვიდეს ქათამი დაბლა.ხალისი რომ ქონდეს ნადირობას newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 7 2011, 11:45

ქათამი უკვე დაბლაა, ასეტი ამინდები თუ გაგრძელდა, გადავა კიდეც

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 7 2011, 11:48

Maverick
შეილება დაბლაა მარა ფაქტია რომ არ არის .მთელი დღე რომ ივლი და 2 ცალს ნახავ მაგას ყოფნა არ ქვია.
P.S"გამართლებაზეც არის" D.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 7 2011, 11:50

kajuberi
ქათამზე ნადირობისას, გინდა კარგი ძაღლი და ადგილის კარგად შერჩევა და რა თქმა უნდა გამართკლებაც
10-მდე აფრენას რომ ნახავ ეს იმას არ ნიშნავს რომ ფრინველი არ არის

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 7 2011, 11:52

Maverick
კი ძმა გეთანხმები კარგი ძაღლი გინდა მარა ძაღლიც რომ კარგია და ადგილიც და 2 ცალზე მეტს რომ ვერ ნახულობ? მაგას ყოფნა ქვია თუ არ ყოფნა?

პოსტის ავტორი: EAGLES EYE Nov 7 2011, 20:19

ქათამი კი არა დღეს ისეთი თოვლი მოვიდა აღმოსავლეთში(კერძოდ ქართლში), რომ იხვი წამოვა მალე მასიურად newsmile027.gif , წელს ნაადრევად დაგვიდგა ზამთარი, ალბათ შარშანდელს ინაზღაურებს... newsmile01.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 8 2011, 08:43

ხაშურიში ქათამის ''ვისიპკა'' იყო, კერძოდ გომში, სპირტის ქარხანის მიმდებარე ტერიოტორიაზე, ღამე გუნდებად დაჯდა, ეტყობა პროჟექტორი, რომელიც ანათებს ქარხანასდა მის მიმდებარე ტერიტორიას, ამ თოვაში ერთად ერთი ხსნა იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 8 2011, 09:12

თუ ესე გაგრძელდა ცოტა ხანში კიკვიძის ბაღში იქნბა ქათამი newsmile05.gif(თუ უკვე არ არის )

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 11 2011, 16:54

თეთრიწყაროში არის ქოთომი?

პოსტის ავტორი: Maverick Nov 11 2011, 16:56

უფრო თოვლი, ვიდრე ქოთომი D.gif
ქათამი ეხლა ჭალებში ეძებეთ, ხევებში

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 11 2011, 17:22

უი, კინაღამ დავაწექიD.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 11 2011, 19:18

მუხადგვერდის ტავზე ეძებეთ ბიჭებო ან პეტრე მოციქულის (ავჭალის ზომოთ რო ბაზილიკა დგას) მაგის მიდამოებში... მანდ სულ იყო მე რაც თავი მახსოვს, ვისაც გაგიმართლებთ კურდღელსაც ნახავტ D.gif

პოსტის ავტორი: ბესო Nov 11 2011, 23:18

ციტატა(dato 85 @ 11th November 2011 - 20:18) *
მუხადგვერდის ტავზე ეძებეთ ბიჭებო


მანდ არის 0 და აწი რა იქნრბა ვნახოთ...

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 12 2011, 21:51

ხვალე ხომ არ აპირებთ წავლას სანადიროდ? წასვლა გვინ და და ადგილებში გვიჩირს ცოტა გირჩებზე გვინდა ნადირობა . რომ გამოგყვეთ მანქანით ძაღლები გვყალვს თოფები გვაქვსს D.gif D.gif D.gif newsmile05.gifოირმუღალოში დღეს ურაგანი იყოვო .

ჯანდარაზე აქვს აზრი იხვზე წასვლას?რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 13 2011, 08:09

გუშინ ვიყავი მტკვრის ჭალებში, ქათმის ნასახი არ იყო

პოსტის ავტორი: Davitus Nov 13 2011, 16:19

kajuberi

ციტატა(kajuberi @ 12th November 2011 - 22:51) *
ცოტა გირჩებზე გვინდა ნადირობა


აკრძალულ ობიეკტებზე ნადირობის პროპაგანდა ამ ფორუმზე იკრძალება და შემდგომში გთხოვთ გაითვალისწინოთ

პატივისცემით მე newsmile05.gif

gogita.m

ქათამი თითქოს გაქრაო, ამ 1-2 კვირაში, რამდენიმე ბრიგადა იყო და ვერაფერი ნახეს, სტრანნა... ისე აცივდა პირდაპირ იხვზე გადავედით მემგონი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: geo877 Nov 14 2011, 07:13

მუხათგვერდის თავზე ქათმის ნაჯდომიც კი ვერსად ვნახეთ არათუ ქათამი,ასე რომ გასეირნებით რუსთაველი სჯობია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 14 2011, 09:05

აღმოსავლეთ საქართველოში ქათამი თითქოს-და მართლაც გაქრა, ეტყობა მაღალი ყინვების გამო სამხრეთით დაიწია, სამაგიეროდ, დასავლეთ საქართველოში, ძალიან მაგრად არის, ნარსიას ველაპარაკე გუში, დილით ძაღლით იყო გასული და 18 ცალი აიღო, არანაირი პერელიოტი და ა.შ. ძაღლით ნაბულზე

ისე დღეს კარგი საიხვე ამინდია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 14 2011, 11:46

Davitus
კარგი გავითვალისწინებ newsmile05.gif არ ვიცოდი newsmile05.gif

გუშინ ვიყავით კუმისზე საერთოდ იხვის კი არა თოლიის ჭაჭანება არ არის newsmile05.gif არა და შაბათს მოკლეს იხვი და ბატი რა ხდება არ ვიცი D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 14 2011, 19:19

Davitus
ვინთქვა ქათამი გაქრაო?
დღევანდელი ნანადირევია მტკვირს ჭალებსი სხვათაშორის
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 15 2011, 09:20

ჯეკო ნუ შენ ისეთი თოფი გაქვს რომD.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Nov 15 2011, 21:00

კაია ჯეკსონ -კაი! აბა მე ჯერ არც მისვრია მაგ დალოცილისთვის :(

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Nov 27 2011, 13:11

დღეს დილას ჩამოვედი ლაგოდან, მიაქვს იქაურობა იხვს...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 27 2011, 17:08

აბა შეესეიეთ ხალხნო რას მიზიხართ სახლებში

პოსტის ავტორი: შუკა Nov 27 2011, 18:18

ლაგოდეხში რა მინდა იმ სიშორეზე neaa.gif იხვი აქვეცაა ყურისძირში gunshot.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 27 2011, 21:25

ციტატა(gio2515 @ 27th November 2011 - 15:11) *
ჩამოვედი ლაგოდან,

newsmile035.gif newsmile035.gif
ყვერაში..სიღნაში და გურჯაშიც მოვიდოდა ალბათ.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 27 2011, 21:56

შუკა

ციტატა(nikash4 @ 27th November 2011 - 19:18) *
იხვი აქვეცაა ყურისძირში

სადაა 2 წლის წინანდელი პირობა?
D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 28 2011, 01:42

მოგესალმებით ყველას.

გუშინ კახეთში ვინადირეთ და ვადასტურები იმ ფაქტს, რომ კახეთისკენ იხვი ნამდვილად შემოვიდა. აი რაც შეეხება აქაც არის იხვი: სად გვითხარით ჩვენც newsmile05.gif

დღეს ლისზე ვიყავით და იხვის ნასახი არ ყოფილა.




პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Nov 28 2011, 02:06

ilariona

ციტატა
დღეს ლისზე ვიყავით და იხვის ნასახი არ ყოფილა.


ამას მე ვადასტურებ D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 28 2011, 10:28

ციტატა(ilariona @ 28th November 2011 - 02:42) *
გუშინ კახეთში ვინადირეთ და ვადასტურები იმ ფაქტს, რომ კახეთისკენ იხვი ნამდვილად შემოვიდა


dastur.gif

ეგ არის გუშინ თბილიში რომ თოვდა , მე ალაზანზე ზაგარი მივიგე D.gif

პოსტის ავტორი: megreli Nov 29 2011, 14:01

რო ქრება ტყის ქათამი ნაწილობრივ იმის ბრალიცააა რო ფარით ნადირობა არ ამოიძირკვა,ვისაც ძაღლი არ ყავს ურჩევნია რო ღამით იაროს და ხოცოს ქათამი boom.gif engruss.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 29 2011, 14:05

ციტატა(dato1992 @ 29th November 2011 - 15:01) *
,ვისაც ძაღლი არ ყავს ურჩევნია რო ღამით იაროს და ხოცოს ქათამი

ის არც აიყვანს ძაღლს რადგან ურჩევნია ღამით იაროს და ქათამიც მწყერიც და კურდღელიც ღამით მოიპოვოს

პოსტის ავტორი: ilariona Nov 29 2011, 14:15

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 29th November 2011 - 15:05) *
ის არც აიყვანს ძაღლს რადგან ურჩევნია ღამით იაროს და ქათამიც მწყერიც და კურდღელიც ღამით მოიპოვოს


მაგას ნადირობა არც ჰქვია, მაგას ხორცის მოპოვება ჰქვია.

კანონები არის ჯერ დასახვეწი, რომ მერე მოთხოვო იმ კანონებს დაემორჩილონ მონადირეები. როგორ შეიძლება, რომ საქართველოში კურდღელზე ნადირობა აკრძალული იყოს. მე არ მესმის.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 29 2011, 14:19

ციტატა(ilariona @ 29th November 2011 - 15:15) *
მე არ მესმის.

არც მე D.gif

პოსტის ავტორი: megreli Nov 29 2011, 14:26

წესიერ shiverr.gif მონადირეს ძაღლიც ყავს და იმის შეგნებაც რო ღამე არ აიროს,ხამებს რა ეშველება არ ვიციიიD.gif თან ერთ ღამეს მოკლავენ 10- 15 ქატამს და რამდენიმე დღის მერე წუწუნებენ ქრებაო ქათამი,მთელი წელი რო იყოს ქათამი ყოველ ღ shiverr.gif ამე ივლიან

მაპატიეთ სმაილები ამერიააD.gif გავნერვიულდიD.gif


კურდღელზე კი ყველგან არ უნდა იყოს აკრძალული, სადაც არის იმის საშუალება რო ინადირონ სეზონზე და მოკლან გარკვეული რაოდენობა იქ დასასვები უნდა იყოს,მე ასე ვფიქრობ მეგობრებოnewsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 29 2011, 14:49

ქათამი მტკვირის ჭალებში არის გადმოსული აღმოსავლეთში და სადაც დაბალი თოვლი არის ნაკლები სიცივე გუშინ 4 ცალი ვნახე დილით ხრამის ხეობაში წითელი ხიდის მხარეს

პოსტის ავტორი: gocha-tita Nov 29 2011, 17:14

ხალხო რაზე მსჯელობთ პირველ რიგში მტაცებლები უნდა მოისპოს იმდენად რომ რაღაც განსაზღვრულ რაოდენობაზე დავიდეს, ისეა მომრავლებული რომ მეტი არ შეიძლება. მაგალითისთვის ეს ორიდღეა მცხეთისკენ დავდივარ სანადიროდ პირველ თოვლზე 2-3 კურდღელი რომ არ მომეკლა ისე როგორ იქნებოდა ამ 6-7 წლისწინ ეხლა კი კვალიც კი არ ჩანს კურდღელზე საუბარიც კი ზედმეტია, იმდენად არის ტურა და შიგადაშიგ მგელიც რომ მეტი აღარ შეიძლება. ნეტავ ისევ ფარით ევლოთ და ეს მტაცებლები არ იყოს ბევრად მეტი სასარგებლო ცხოველი გამრავლდებოდა. elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ilariona Nov 29 2011, 17:34

gocha-tita

მაგაშიც გეთანხმეით სრულად, მაგრამ ვინ გააკონტროლებს ამას ყველაფერს? ვინ იცის რამდენია დასახოცი და რამდენი დასატოვები? გასაგებია, რომ ძალიან ბევრია და მათი რაოდენობა საგრძნობლად შესამცირებელია, მაგრამ არა რეალურად მეჩვენება მასე მათი მოსპობა. ბუნებაში ხომ ყველაფერი დაბალანსირებულია და ჩვენ ნაღდად არ გვაქვს მაგის უფლება, რომ მასე ვწყვიტოთ ცხოველები.



პოსტის ავტორი: ზახარა Nov 29 2011, 17:38

თემას არ გადაუხვიოთ თხოვნა მექნება !!! წლევანდელ სეზონზეა ეს თემა და მის განხილვაზე , თქვენი წუხილი კანონმდებლობის თემატიკაა და იქ გააგძელეთ საუბარი newsmile05.gif
პატივისცემით მე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Dec 13 2011, 16:00

რა ხდება ოჩოპინტრეს თავს დაიხურა სეზონი თუ რა ხდება? ვინ რაზე ინადირეთ ბოლოოოოს? elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ilariona Dec 13 2011, 16:42

სულ მინდოდა დამწერა ჩემი შაბათის ნადირობის თაობაზე, მაგრამ ლუმენებსა და ლუქსებს გადავყევი D.gif დავითუსამ ამაგდო D.gif

ესეიგი, შაბათს დილით წავედი ანაკლიაში რაღაც საქმეებზე, ვინაიდან ვიცოდი, რომ ანაკლიაში მივდიოდი, გავიყოლე სამეგობროც და თოფებიც newsmile05.gif
ანაკლიაში ჩავედით და რას ხედავს ჩემი თვალები, მთელი ზღვა გადაშავებულია (ნუ ეს მეთევზე, რომ 200 გრამიანს დაიჭერს და ერთი კილო იყოო მინიმუმ რომ ამტკიცებს მასე იყო გადაშავებული)

ჩემს წინ ერთ 200 მერში მინიმუმ 200 ფრთიანი გუნდი იჯდა! გამიხარდა, ვიფიქრე საღამოთი კარგი გადაფრენა ექნებათ მეთქი და კარგადაც ვინადირებთ მეთქი. ამასობაში ერთი პარტია (მამაჩემი და ჩემი სიძე) უკვე ნავს ბერავდა ყულევის არხში შესასვლელად, დავურეკე მათ და მითხრეს, რომ წინ ვხედავთ კარგ გუნდსო!!! სულ გამიხარდა, მერთქი კარგად გვინადირია მერთქი. რაც შეიძლება მალე მოვილიე საქმეები და დავეშვი ფოთისკენ, სადღაც 3 საათზე უკვე ყულევის არხთან ვიყავი. ჩემები დამხვდნენ კარგა გემრიელათ გალუმპულები და მანქანაში იჯდნენ გასაშრობად, თურმე საშინელი წვიმა მოსულა მანდ (არადა გზაზე არ წვიმდა). კითხვაზე თუ რა მოინადირეთ: პასუხად ვერაფერიცო, კამიშებიდან არ ამოდიოდნენო და გუნდები ძალიან შორიდან გარბოდნენო.

მე და ჩემი მეგობარი ჩავხტით ნავში, შტურვალი მე ვითავე, წინ მეგობარი დავსვი, რომ სასროლი პოზიცია ჰქონოდა და გავეშვით ღია არხში newsmile05.gif (ჰო აქვე დავწერ, რომ ელექტრო ძრავი შევიძინე ნავისთვის და მშვენივრად ართმევს თავს, სადრაც 5 კმ-საათსი მაინც ანვითარებს როდესაც ორი კაცი ზის და 90 ამპერიანი აკუ ყოფნის სადღაც 2 საათს)

სადღაც ორი წრე დავარტყით მთელს არხს, მაგრამ ვეფარი ვერ მოვინადირეთ :( გამოვედით გაყინულები.

მერე ცოტა შევჭამეთ, ცოტა დავლიეთ კიდეც და კი მოვიდა გადაფრენის დროც. ვემზადებოდით უკვე და განაწილებას ვაპირებდით, რომ უცბათ ზედ თავზე და სასროლ მანძილზე სადღაც 20-მა ფრთამ მაინც გადაგვიფრინა, არავის იარაღები არ გვეჭირა, სუფრის ალაგებაში ვიყავით გართობილები newsmile05.gif მივყარ მოვყარეთ ყველაფერი, დავიჭირეთ თოფები და გავნაწილდით სასროლ პოზიციებზე.

ერთი საათი ვყურყუტებდით, მაგრამ აღარაფერს არ გადმოუფრენია :( ავიშალეთ და წავედიტ სენაკის სასტუმროში. დავთვერით საშინლად და მეორე დღეს წამოვედით თბილისში.

ამ დიდი ისტორიით მინდოდა მეთქვა, რომ იხვი არის, სტრილაწ ნადო უმეწ newsmile05.gif

აი ასეთი ისტორია.

პოსტის ავტორი: megreli Dec 13 2011, 16:49

ციტატა
ამ დიდი ისტორიით მინდოდა მეთქვა, რომ იხვი არის, სტრილაწ ნადო უმეწ newsmile05.gif

აი ასეთი ისტორია.

მალადეც თქვენ!! კარგად გიწვალიათ

პოსტის ავტორი: pointer! Jan 22 2012, 20:37

ციტატა(kupra @ Oct 6 2011, 20:19) *
იყო მწყერი წეელს ნორმალურად კითხვა მაქ მე ვერ მოვახერხე გასვლა წელს?


წელს მაგრად იყო მწყერი მე პირადად მაგრად ვისიამოვნე newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: Rifle Jan 27 2012, 09:55

ilariona
საღოლ, საინტერესო იყო!

პოსტის ავტორი: kupra Jan 27 2012, 13:09

ჩვენ გონჩავიკებს ნამეტანი გვჩაგრავენ და მოსაყოლიც არაფერი არაა სამწუხაროთ თუ გავითვალისწინებთ რაღაც რაღაცეებს აკრძალული გვაქ მოსაყოლიც და ნამეტანი ცუდია მაგი ამბავი და არ მომწონს მე. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: topiani dzia Jan 27 2012, 17:35


რასვიზავთ .. სანამ ხელისუფალთ არგამოჩნდება მცოდნე, მონდომებული და გონიერი.

არადა ყველაფერი შესაძლებელია. vava.gif boom.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Jan 28 2012, 18:46

დასვლეთ საქართველოში როდის არ არის ქათამი, აღმოსავლეთში თუ საერთოდ არ არის ხოლმე, იქ ყოველთვის არის...
სამწუხაროა რომ ქათამზე საველე გამოცდა, ან შეჯიბრი ვერ მოხერხდა ვერასდროს...

პოსტის ავტორი: topiani dzia Jan 29 2012, 08:23


ამიტო დასავლეთელებმა ჯერ დაგვპატიჟეთ რომ ვნახოთ ქათამი და დალშე ვნახოთ.... thinking.gif newsmile01.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 29 2012, 22:31

30 წუთში ნადირობის სეზონი დამთავრდება newsmile05.gif

ყველამ დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ სეზონის შესახებ და მერე გადავიტან არქივში ამ თემას newsmile05.gif


მე პირადათ მწყერზე კარგად ვისიამოვნე , ქათამზე ვერ ვინადირე სულ 2 ცალი მოვინადირე 2 გასვლაში , იხვზე და ქედანზე ვისიამოვნე დეკემბერში აღმოსავლეთში newsmile05.gif ნუ ახალ წლების მერე ვეღარ ვინადირე სამწუხაროდ newsmile058.gif

მაგრამ როგორც მონაყოლებით ვიცი ,იანვარ-თებერვალში ცივი ზამთრის მიუხედავად, მაინც ვერ იყო იხვზე სახარბიოლო ნადირობა აღმოსავლეთში მაინც .

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 29 2012, 22:36

მწყერი 100 მდე
ქათამი 5 თი
ქედანი 10
იხვი 5 თი
პეპელა 37
თაგვი 14
ალპური კოღო 3
და მიცუბიში შოგუნი 1

პოსტის ავტორი: შუკა Feb 29 2012, 22:52

ამ სეზონზე მწყერზეც მაგრად ვინადირე, ქათამზეც და იხვზეც , 2 ძაღლით ვინადირე .. ახალ სეზონს უკვე 3-ით შევხვდები newsmile05.gif ყველაფერი იყო ამ წელს საკმარისი (საწუწუნო არ იყო ნაღდად) დროც მქონდა და საშვალებაც, ბევრიც ვიბოდიალე, სიმართლე რომ ვთქვა ესეთი კარგი სეზონი არც მქონია.. newsmile05.gif
უბრალოდ მაინც გული მწყდება ხოლმე რომ რჩება და სულ ვფიქრობ რომ......... უკეთესადაც შეიძლებოდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Feb 29 2012, 23:03

ნამდვილად, წელს კარგი სეზონი იყო, საწუწუნო არაფერია... მწყერი გადასარევად იყო, ცხოვრებაში არ მქონია ასეთი სეზონი... ქათამიც არაუშავდა იყო, თუმცა მე ვერ ვინადირე მხოლოდ ერთი მოვინადირე იხვზე ნადირობისას...
ეს სეზონი ჩემი სადებიუტო სეზონი იყო :დ ამ სეზონზე პირველად მოვკალი იხვი და ტურიკო...

პოსტის ავტორი: darcho Feb 29 2012, 23:53

სეზონის დასაწყისი მშვენიერი იყო მწყრით, კარგადაც გაგრძელდა ქოთომით, მაგრამ ცუდ დროს დამთავრდა ეხლა შემოვიდა ჩვენთან იხვი ბატი მაგრამ აღარ შეიძელბა ნადირობა ... მომავალ სეზონც იმედია საკმარისად იქნება მოსანადირებელი რომ ჩემმი ლეკვმა ნანატრი ნაბული გაააკეთოს მინდორში.

პოსტის ავტორი: kupra Mar 1 2012, 01:41

კაი იყო კაი ნამდვილად მეტს ვერაფერს დავამატებ. ashh.gif

პოსტის ავტორი: paata71 Mar 1 2012, 06:53

მეც კმაყოფილი ვარ ამ სეზონით,დიდი ხნის შესვენების მერე.რაც მთავარია ახალ სეზონს უკვე საკუთარი ძაღლით ვხვდები

პოსტის ავტორი: aragveli Mar 1 2012, 07:29

სეზონი კარგი იყო, მარა ძაღლებმა დამწყვიტეს გული newsmile039.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 1 2012, 07:39

არაუშავდა სეზონს ცოტა ავარიამ ჩაგვიკუკა ყველას მარა არაუშავს მომავალი სეზონი ბევრად უკეთესი ყოფილიყოს.

პოსტის ავტორი: Maverick Mar 1 2012, 08:22

მშვენიერი სეზონი იყო, მე კმაყოფილი ვარ
მწყერი 300–ზე მეტი
ქათამი, ვალშნეპი, სადღაც 25–მდე (შარშან 43 იყო, წელს ადრე აცივების გამო ადრიანად გამეპარა)
იხვი 4 ცალი
კიდევ რაღაცეები და კიდევ რაღაცეები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Mar 1 2012, 08:52

ქათამი - 6
იხვი - 5
მწყერი -150 მდე

ამას თუ ნადირობა ქვია არ ვიცი

პოსტის ავტორი: paresha Mar 1 2012, 09:13

კარგი სეზონი იყო,მწყერზეც კარგად ვინადირე და იხვზეც.2010-2011სეზონს ნამდვილად ჯობდა.

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 1 2012, 09:15

მწყერი 49
მტრედი გარეული 22
ქედანი 10
გვრიტი5
გვრიტი 5ვალშნეპი 1
ბეკასი3
ლერწმის ქათამი1
კიდო რაღაცეები ..............

პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 1 2012, 09:45

ასე თუ ისე მაინც არაუშავდა რაა.
მწყერი 80
ვალდშნეპი 9
იხვი 10
მელა 1 + ბონუსები

პოსტის ავტორი: sabo73 Mar 1 2012, 09:57

ციტატა(Bonehill @ Mar 1 2012, 10:15) *
მწყერი 49
მტრედი გარეული 22
ქედანი 10
გვრიტი5
გვრიტი 5ვალშნეპი 1
ბეკასი3
ლერწმის ქათამი1
კიდო რაღაცეები ..............


და ერთი მიცუბიში პაჯერო............... D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 1 2012, 09:58

ციტატა(sabo73 @ Mar 1 2012, 10:57) *
და ერთი მიცუბიში პაჯერო............... D.gif

D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Mar 1 2012, 10:41

მწყერი დაახლოებით 70-80 ცალამდე
ვალდშნეპიი- 5
იხვი-5
ზატო ბონუსები იყო ბლომად და კარქები D.gif

იხვზე ვერ ვინადირე რა წესიერად :(

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 1 2012, 11:40

ერთი გამაგებინეთ როგორ ითვლით რა რამდენი რა მოკალით??newsmile05.gif
ნადირობიდან რო მოდიხართ იწერთ რომ დღეს ეს ამდენი მოვკალიო??newsmile05.gif D.gif
მე რაც შემეხება მწყერი კარგად ჩავატარე(დაჟე ფოტოაპარატითაც დავრბოდი ნადირობის მერე)
ქედნები და გვრიტები და რამერუმეები არც დამითვლია

მთლიანობაში რაც ვინადირე იმით კმაყოფილი ვარ ჩემი თავითაც და ჩემი ძაღლითაც


ხოდა კიდე კითხვა ჰერცოგა და საბო რა პაჯერო შოგანები მოინადირეთ თქვით აბა
მე კი ნაღდად მოვინადირე შოგანი 2ჯერ მეორე მონადირების მერე ისევ დაჭრილი გდია D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 1 2012, 13:25

ციტატა(nika @ 1st March 2012 - 12:40) *
ნადირობიდან რო მოდიხართ იწერთ რომ დღეს ეს ამდენი მოვკალიო??

მე პირადად ვიწერ, ნანადირევს, თარიღს და ტემპერატურას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 1 2012, 13:29

არ დამითვლია ნაღდად რა და როდის მოვინადირე, წელს ვერც კი ვინადირე გულიანად, ახალ წლამდე საერთოდ გათიშული ვიყავი, მაგრამ ახალი წლის მერე ცოტა კიდევ ავმოძრავდი და შედეგებიც მქონდა.

ფოკაში ერთ ასლვალზე მარტო 5 იხვი მოვინადირე,
მერე ფოთში ვიყავი და იქაც ნუ 2 თუ 3 არ მახსოვს,
კახეთშიც ორი იხვი მოვინადირე

საერთო ჯამში ამ წლის სეზონზე ალბათ 10 იხვი მოვინადირე.

ქედანზე საერთოდ არ მინადირია და მწყერზე კიდევ სასაცილო შედეგი მაქვს D.gif

2 მწყერი D.gif D.gif D.gif ნუ არ მეცალა ამ მწყრის სეზონზე და რა მექნა ჰა?

ქათამიც არ მომინადირებია :(

ბონუსებზე ხო საერთოდ არ ვლაპარაკობ :(

დღეს თოფებს მივზეთავ და ეეეჰჰ, ელოდე მერე აგვისტოს.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 1 2012, 14:26

ilariona
უფ შენ ჩემზე უბედური ყოფილხარ D.gif D.gif D.gif
რას გვიშვება ეს სააკაშვილი ??: D: D

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 1 2012, 14:48

T A M P L I E R
sabo73
ნუ ფლუდავთ !! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Assasin Mar 1 2012, 17:08

ჩემთვის პირადად კოშმარული სეზონი იყო, იმენნა მაგარი თარსი სეზონი!!!

პოსტის ავტორი: megreli Mar 1 2012, 19:28

ჩემთვის კაეგი სეზონი იყო იმის გათვალისწინებით რომ ვსწავლობდი,ყველაზე კარგად მწყერზე ვინადირე (108 ცალი) ბეკასი(1) და ერთიც ტყის ქათამი )))) ნუ ქათამზე ვერ ვინადირე ბევრჯერ მაგრამ ძაღლის დაგეშვა მოვახერხე, თავს არ შეგაწყენთ მოკლედ კარგი იყო,კმაყოფილი ვარ d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 2 2012, 11:28

ჩემთვის სხვა წლებთან შედარებით კარგი სეზონი მქონდა, მწყერზე ნამდვილად ვერ მოგახსენებთ რამდენი მოვინადირე, აქტიურათ ვნადირობდი და ალბათ ხუთასცალამდე ავიყვანე, ქათამზე კიდე ისე მიყვარს ნადირობა (ჩემთვის ნომერ პირველი სანადირო ობიექტია) ნამდვილათ ვითვლი ხოლმე და ოცდაექვსიცალი მოვინადირე, იხვი სხვადასხვა ჯიში 14ცალი!

პოსტის ავტორი: GELGURU Mar 2 2012, 20:00

მოგესალმებით ოჩოპინტრელებო. პირველი სეზონია რაც ვინადირე და შევუდექი ამ საქმეს და საკმაოდ წარმატებული სეზონი იყო მგონი ...

მწყერი 250-300

ვალდშნეპი - 5

იხვი - 8

ბატი- 1

ერთიც ქედანი და ცოტ-ცოტა რაღაცეები...


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 4 2012, 20:36

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 1 2012, 12:40) *
ერთი გამაგებინეთ როგორ ითვლით რა რამდენი რა მოკალით??newsmile05.gif
ნადირობიდან რო მოდიხართ იწერთ რომ დღეს ეს ამდენი მოვკალიო??newsmile05.gif D.gif


არ იცი რომ ჟურნალი მაქვს? ვინ ვიყავით, რითი ვიყავით, რა მოვკალით, ტყვია რა ღირდა და საწვავი. მთავისი ტემპერატურით და გსვლის ზუსტი დროით.

რაც შეეხება სეზონს ცუდი არ იყო. მწყერმა თავიდან ჩაისვარა, მაგრამ პერელიოტებზე ვიხალისე და კარგათაც ვინადირე. ქათამსაც არა უშავდა, მარტო ერთ ნადირობაზე 19 ცალი ავიღეთ (ჩემ წილად მაგ დღეს 9 ქათამი და ერთი იხვი ავიღე) იხვმა ბევრად ვერ მასიამოვნა. სამაგიეროდ ბონუსებზე კარგად ვიხალისე და შედეგიანადაც

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 4 2012, 21:22

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 4th March 2012 - 21:36) *
სამაგიეროდ ბონუსებზე კარგად ვიხალისე

ოხ შენ რა ბედი გაქვსსს D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 4 2012, 21:26

ისე მე პირადად წლევანდელი სეზონით ნაღდად ვერ ვისიამოვნე, რამდენიმე მიზეზის გამო, 1 კერძო სავარგულში გავშალე ფრთა და ეგ იყო D.gif
სამაგიეროდ თევზაობით ავინაზღაურე, მანდ კარგი სეძონი მქონდა ნამდვილად ...
ისე დუდნდუამ რო ჩაატარა ტყუილია D.gif
პაჯეროს გაგორებას ეხუმბრებით კაცო?
D.gif

პოსტის ავტორი: kupra Mar 4 2012, 22:33

არაუშავდა ესე ვიტყოდი მე წლევანდელ ნადირობას რაც შეეხება მარა იმედი გვაქ მომავალ წელს ბევრად კარგად ვისიამოვნებთ მომავალი თაობა გვეზდება და თან ძაან მონდომებულები....

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 20 2012, 11:47

გადავიდა არქივში newsmile045.gif

daxurulia.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)