http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=3891
დროა უკვე მზადებას შევუდგეთ
წავიდა ათვლა
ცოტა არ იყოს და ადრეა ჩემი აზრით 15 აგვისტო..
ისე ღალღა ვერ ვნახე ლიცენზიაში და მართლა აკრძალულია ესეიგი ფაცეპალმ
გილოცავთ. მოგვიახლოვდა. თითები გვეყოფა დღეების დასათვლელად
ღალღა ვითომ გამორჩათო შარშან და წელსაც არაა. გამორჩათ თუ ამოიღეს? რა აქვს ღალღას მოსაფრთხილებელი?
ერთი კვირის უკან ძაღლი გავატარე და დაახლოებით 40 წუთში 15 ცალი მწყერი ააფრინა გამიხარდა მაგრამ რათ გინდა გუშინ გავატარე და სულ ორიცალი ვნახე,უნამუსოები ნადირობენ უკვე, თუმცა მონადირისთვის საკმარისი ყოველთვის მოიძებნება
samsoni777
სად_?
რას ფიქრობთ მწერზე ნადირობისთვის კარგი ადგილები საით იქნება? მე როგორც მითხრეს დედოფლისწყარში ბლომად ყოფილა კაკაბი.
მაოცებთ, მაოცებთ...
და.კარ
ცუდად ნუ გამიგებ და ნაწერი ყოველთვის სხვანაირად იკითხება... ასე რომ თუ სხვანაირად გავიგეთ ნუ გაგიკვირდება. მიხარია, რომ თურმე სულ სხვანაირად ფიქრობ...
მწყერს გვალვა არ უყვარს მეგობრებო,გვალვაში მწყერი გადის,თუმცა რას ვლაპარაკობ ყველამ ძალიან კარგად იცით,ეხლა კახეთში 40 გრადუსს უკაკუნებს და ესე თუ გაგრძელდა...მოგვიწევს ნარწყავებში ძებნა.
მე წელს ფოტონადირობით გავირთობ თავს (ხანდახან ცეცხლსაც დავიხმარ)
მეგობრებო ოზკურსანებზე რას იტყვით რისი მაქნისი ვაზნებია ? ამ სეზონისთვის ვინ რომელი ფირმის ვაზნებს ყიდულობთ იქნებ დაწეროთ და მიუთითოთ საფანტის მასა , ფასი და ადგილმდებარეობა თუ სად იყიდება...
ბუგატებს ვისროდი სარშან და ცოტა შემორცენილიც მაქვს, მე რასაც ვუყურებდი ერთი ნაკლი ის არის რომ ლულებს აბინძურებს მაგრად, და მეორე, არ ვიცი ამას რამდენად შეიძლება ნაკლი ეწოდოს მაგრამ ძაან ძლიერი ვაზნებია, მწყერი არაერტხელ გავაფუჭე ახლოს სროლისას ვისროდი 28 გრამიანებს 10 ნომრებს, უკონტეინეროებს ტოზ-34 ნახევარ ჩოკიდან, ასევე იგივე ვაზნით და იგივე თოფით(იმავე ჩოკით) ბეკასს ვესროლე აფრენისტანავე, ალბათ 15-18 მეტრი იქნებოდა და ფაქტიურად გაქრა ფრინველი, ნისკარტიღა დარჩა მარტო.ამის მიუხედავად მაინც 55 თეტრის კვალობაზე ,თუ მალევე გაწმინდავდი თოფს-არაუსავდა ამ ვაზნებს, მაგარმ არარ აქვთ მაგნუმში
მართლაც მგონია რომ ერთი კვირით გვიან ჯობდა სეზონი გახსნილიყო, ჯერ ერთი ძალიან ცხელა და ძაღლს გაუჭირდება, მეორეც რომ ბევრი პატარა მწყერი იქნება ჟერ.
სეზონი კი იხსნება 15 -ში , მაგრამ არაა სავალდებულო ყველამ 15-ში დაიწყოს ნადირობა. ზოგი გახსნის ზოგიც დაელოდება აგრილებას . რა პრობლემაა?
არც არანაირი )
[quote name='ალექსანდრე' date='Jul 29 2015, 00:03' post='331435']
მეგობრებო ოზკურსანებზე რას იტყვით რისი მაქნისი ვაზნებია ? ამ სეზონისთვის ვინ რომელი ფირმის ვაზნებს ყიდულობთ იქნებ დაწეროთ და მიუთითოთ საფანტის მასა , ფასი და ადგილმდებარეობა თუ სად იყიდება...
მეგობარო მე გირჩევ რომ: გატესტო შენი თოფით ვაზნები და ისე მიიღო გადაწყვეტილება თუ რომელი ვაზნები აიღო.
ასე რო გითხრას ვინმემ ის ჯობია ან ეს ჯობიო , შეიძლება შენმა თოფმა ის ვაზნა ვერ დაამუშაოს კარგად და ცუდი შედეგი მოგცეს.
მე ცოტახნის წინ გავტესტე სამწყრე ვაზნები: ოზკურსანი,ზუბერი და სტერლინგი.
ყველაზე საუკეთესო შედეგი (ჩემი თოფისთვის) სტერლინგმა აჩვენა. (სურათებიც მქონდა და ვეღარ ვპოულობ)
ასე რომ მე ამ სეზონისთვის სტერლინგები ავიღე, 28გრ. N10 უკონტეინერო.
cacciatore
რა ღირდა სტერლინგები?
ალექსანდრე რადგან ასე გულმოდგინედ ელოდები ბუგატებს მინდა გახარო. კალიბრის ქსელში იყიდება რა ხანია 28 გრამიანი 60 თეთრად.
უიარაღო
მადლობა გაიხარეთ. საიტზე არ უდევთ და არ ვიცოდი, არც დამირეკავს...
ალექსანდრე
ნადირობა აკრძალულია:
სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ესეიგი ფოთში ნადირობა არ შეიძლება არსად? ))
ხვალ დიდი სამზადისი მექნება და შეიძლება აქ შემოსასვლელად ვეღარც მოვიცალო. ამიტომ ახლა გილოცავთ სეზონის გახსნას. ყველას წარმატებები. მშვიდობიან და ბარაქიან სეზონს გისურვებთ.
უიარაღო
გაიხარე შენც ასევეე
გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას!
წარმატებები და კარგი ნადირობა...
MISHAE77
ჯერ არა , ზეგე
გილოცავთ,მაგრამ ბევრს ნუ დახოცავთ და იმ პრინციპით,რომ მე თუ არა სხვა მოკლავსო მწყრი სექტემბრის ბოლოს არი რო აფრინდება და უკანალს ვერ ასწევს, რო ჩამოვარდება და გასკდება სიმსუქნისგან,მაშინ მოკლული ჯობია ეხლა გამხდარია ჩემსავით.
vaxo vaxtangi
არავინ აპირებს "ბევრის დახოცვას", ლიცენზიით გათვალისწინებული რაცაა, ყველა იმას მოინადირებს (შეძლებისდაგვარად) ! ხოლო სექტემბრის მსუქან მწყერს რაც შეეხება არაფერი აქ საერთო აგვისტოს მწყერთან
რატო მანამდე თურქეთში გავა?
vaxo vaxtangi
არა, ეს გაფრინდება და ის რუსეთიდან მოფრინდება
ემბარგო თუ არ დაადეს მანამდე კი.კარგია რუსეთის იმედი მაგში მაინც რო გვაქვს
საქართველოში მწყერი გაზაფხულზე შემოდის და და ძირითადად აღმოსავლეთში რჩება,მრავლდება და [სექტემბრის დამლევს ოქტომბრის დასაწყისში]თბილ ქვეყნებში მიფრინავს.მიემართება არაგვის,მტკვრის და ალაზნისგასწვრივ.მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლითსამხრეთისკენხოლო შავი ზღვისნაპირებზე მდებარე გზებითთურქეთისკენ.აბა რუსული მწყრის იმედი როგორ უნდა გვქონდეს ჯოლა?
სულ ესეა ყოველ წელიწადს, 10 ნომერს ვერ იშოვნი, ხომ იცი გეყიდება ეს ოხერი, ჩამოიტანე და დასდე რა!
Gianni
ნორმალურია
წინა სეზონზე 8 ნომრითაც კარგად ვინადირე სხვა რო არ მქონდა
vaxo vaxtangi
როგორც საქართველოში გამოჩეკილ გაზრდილი მწყერი მიფრინავს თბილ ქვეყნებში , ასევე მიფრინავს რუსეთში გაზრდილი მწყერიც (საქართველოს გავლით) ხოდა ეგაა ის ყვითელი, მსუქანი მწყერი, რომელზეც ვლპარაკობთ. სიმართლე გითხრა მე მაგთთან ერთად არ მიფრენია, მაგრამ სტაჟიანი მონადირეებისგან ასე გამიგია.
Gილოცავთ ბიჭებო სეზონის გახსნას მრავალს დაგასწროთ აბა თქვენ იცით.
T A M P L I E R
ჯოლა
არა რატოა საიდუმლო, 70 თეთრად.... ფასებში ჯერ ვერ ვერკვევი კარგად, მარა რახან ძლივს ვიშოვნე ეგ ზომა, აღარ დავეძებ ფასს ))
ეხლა არ დამცინოთ, თუ იცით ხო კაი თუ არა და რას ვიზამთ, 1 სიტყვით ჩემი სეტერი დამიბერდა 13 წლისაა, ეგ რო ვერ ინადირრებს ფაქტია, მაქსიმუმ გაქაჩოს 1 საათი ნადირობა, ვერ გავუტეხავ უნდა წავიყვანო მაინც, სხვისი ძაღლით ცხოვრებაში არ მინადირია და ვერც ვინადირებ, ხო და ამიტომ ვსვამ ასეთ შეკითხვას თუ იცით ვინმემ სად შეილება მწყერზე წავიდე ახლოში ისე რო სულ რაღაც 1 საათის მანძილზე რამოდენიმე მაინც ვანახო ძაღლს, ხო და არ დაიზაროთ და თუ იცით მომწერეთ ვინმემ.....
რასთან ახლოში? სან-ფრანცისკოსთან თუ აბუდაბისთან
თბილისი თბილისი
თბილისი თბილისი
აბუ დაბისთან ვიცი შეიხ მაჰმუდ მუსტაფას ყანებში ძააან სერიოზული სანადირო ადგილები
თუ რამეა პმ....
პ.ს.
კახეთში მომიწევს ნადირობა, ვატყობ
ყველას გთხოვთ: თუ დაჭრილი ან ჯანმრთელი მწყერი ან მწყრები დაიჭირეთ, წამომიყვანეთ ბიძიებო, თქვენი თვალების ჭირიმე....
ჩელე
რატო, სანამ თბილია მანამდე უნდა.......
ნუკრიMax
რაიიი??...))
წავიდა მზადება ხვალისთვის
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
სალამი. ერთი კითხვა მაქვს კაცზე ერთ წაღებაზე რამდენი გილზი მიგაქვტ ხოლმე?
გააჩნია როგორ ესვრი,თუ უნდა შეაშინო ბევრი დაგჭირდება.
აბა ყველას წარმატებულ სეზონს გისურვებთ...
მმმმმმმმმმმმმმმმმ მაქეთ მინდა ................. მეცვ მინდააა
აბა თქვენ იცით ,ისე როგორც ოჩოპინტრეს ეკადრება
გისურვებთ წარმატებულ სეზონს ყველა ნამუსიან მონადირეს რომელიც ამ დღეს ელოდით სულმოუთქმელად. ბარაქიანი სეზონი ყოფილიყოს
ბრაკებს კიდე ვუსურვებ რომ ჯარიმის ქვითრები არ გამოლეოდეთ სახლში
ყველა მონადირეს ვულოცავ სეზონის გახსნას, წარმატებულ, იღბლიან და უსაფრთხო ნადირობებს გისურვებთ...
ყველას გილოცავთ სეზონის გახსნას!!!!!!!!!!!
გილოცავთ სეზონის გახსნას..
გაიწელა დრო
გილოცავთ მეგობრებო სეზონის გახსნას! დღეს დილით გავედი თელავის ახლოს სოფელ ხორხელის მინდვრებში და მწყერი ვერ ვნახე. ბევრი მონადირე დადიოდა და სულ რამდენიმე გასროლა გაისმა. შირაქშიც იყვნენ ახლობლები წასულები და გულგატეხილნი ბრუნდებიან, სულ გადამწვარია იქაურობა... რა ვქნა, სად წავიდე რომ მწყერი ვნახო?
ყველგან სიხალვათეა
თელავში კიდე იძახდნენ გორისკენაა ბევრიო
პირველ რიგში გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას და წარმატებულ და უსაფრთხო ნადირობას გისურვებთ.
ეხლა საქმეზე მოკლედ გავედი წეროვანის მიმდებარე მინდვრებში 6-მა კაცმა ავიყვანეთ სულ 7 მწყერი ძალზედ წვრილები და ყველა ვინც მონადირე შეგვხვდა თითოოროლა მწყერი ყავდა მონადირებული. დილით მისვლისას ერთ ადგილზე აგუღებდნენ თოფის ხმა არ ჩერდებოდა ისე ისროდნენ მიყოლებით სავარაუდოდ ეგრედწოდებული მანოკი ქონდათ დადგმული რასაც შემხვედრი ყველა მონადირე აღნიშნავდა რაც ძალზედ დასანანია და გულდასაწყვეტი რომ ეს ხალხი არ იშლის ამ მავნე ჩვევებს, რაღაც ღონეა სახმარი რომ ეს ჩვევა აღმოიფხ**ას და ყველას მიეცეს საშუალება რომ თანაბარ პირობებში ინადირონ და დაიკმაყოფილონ აზარტი და ჟინი
ამ დილით გავიგე მეც ერთგან მანოკი ედგათო პოლიცია ყოფილა.ეხლავე მანოკებს უდგავენ მერე რაღას იზავენ.ასე რომ სადაც გაიგებთ უნდა დადგან ან დგას ეგრევე დაურეკეთ გდის მე ბოდიში და ეს არც ბოზობაა არც პრ****ობა შენ სუფთათ ნადირობა გინდა და ვერ ნადირობ აი რა არის ცუდიი !!
ყველას მოგესალმებით.. გილოცავთსეზონის გახსნას და საუკეთესო ნადირობას გისურვებთ
სანამ სეზონი გაიხსნებოდა სათევზაოთ ვიარე ბევრი და სადაც წავედი ყველგან იყო მწყერი .. მინდორში რო გავიარე ფეხებიდან მიფრინდებოდა . ეხლა სად გაქრა ესე უცებ ვინც გახსნა სეზონი კველა უკმაკოფილო დაბრუნდა ... დავიჯერო გვაჯობეს ბრაკონიერებმა ?
ერთ რამეს ვაკვირდები, ყოველ წელს მე ვისაც ვიცნობ, ერთი და იგივე ხალხია სეზონით უკმაყოფილო, დანარჩენი ვისაც ძირითადათ კარგი ძაღლი ჰყავთ და არც თვითონ ეზარებათ მუხლის მოღლა და კარგი მსროლელები არიან, ასე თუ ისე ფრინველს ყოველთვის ნახულობენ. დღესაც დავრწმუნდი მაგაში, 1 საათში რომ ერთი კოლოფი ვაზნა აღარ მქონდა და ნადირობაც მოვამთავრე. იქვე ჩემს ირგვლივ ასე 30 კაცი მაინც რომ შემომხვდა ფურთხვა გინებით, "ვაა ტოო "მწყერი ვაფშე არ არის ეს რა სეზონიაო.
aragveli
გეთანხმები
მეც გეთანხმები , ისე სეზონზე არ მახსოვს წავსულიყავი და ყველაზე ცუდ დღესაც 4-5 ჯერ არ გამესროლოს ... სულ რო ძაღლს აგარ შეეძლოს მე ვიპოვი წარმატებები და კარგი სეზონი ყველას
პარასკევს ღამით დავბანაკდით ნუკრიანის მინდვრებში. გვერძე მანოკი ჩაგვირთეს და მერე გასაფრთხილებლად მოვიდნენ რომ მანოკით უნდა ვინადიროთ და სხვაგან გადადითო. მე ვუთხარი გარემოს დაცვა რომ მოგადგეთ 4000 ლარია ჯარიმა და გიღირთ მაგ მწყერად მეთქი. გარემოს დაცვასთან პრობლემა არ გვაქვსო. ჩუმლაყიდან ვართო, შეიძლება პოლიციელებიც იყვნენ. ძალიან გავბრაზდი და მუშტ-კრივამდე ერთი ნაბიჯიღა მეკლდა. მერე მეგობრებმა გამაჩერეს და მათ დაუწყეს დობრი საუბარი. სეზონის გახსნაა ამდენი მონადირეა მინდორში და ყველას გვინდა მწყერი მოვკლათო. გამორთეთ მანოკიო. სადღაც ნახევარ საათში მანოკის ხმა აღარ ისმოდა. გამორთეს, სხვაგან გადავიდნენ თუ იქვე დარჩნენ ეგ უკვე აღარ ვიცი. რომ გავუტრაკე მე მეუბნება შენ ყველა წესის დაცვით ნადირობ ყოველთვისო? წესებს შეიძლება ყოველთვის მეც არ ვიცავ მაგრამ სხვა მონადირეებს ვცემ პატივს და სეზონის გახსნამდე და მანოკით არასოდეს მინადირია, რაც ჩემ გაგებაში პრ****ობაა.
ხოო...მეც ვნახე გუშინ მანოკისტები. რომ გავედით მინდორში.. გარშემო უამრავი ხალხი იყო. მარტო 1 ადგილიდან მოდიოდა თოფის ბაგა-ბუგი. დაუმტკიცო..რომ მანოკი ედგათ..ცოტა რთულია. ამიტომ..ავდექით და პირდაპირ მივაჭერით ნაგლად იმ ადგილას. ისე გამოვიდა..ისენი გავაჩოჩეთ სხვაგან. ერთი ეთქვათ..რომ აქ ჩვენი ადგილია და ჩვენი დამუშავებულიაო. არც მგლის მუხლი მაქვს..არც შავარნის თვალი..არც ჩემი ძაღლი ისვრის ელვას ტრაკიდან..მაგრამ მშვენივრად ვინადირე. ასე რომ..სადაც ნახავთ ნამანოკარს..მიდით და აახიეთ ადგილი. იქნებ მერე მაინც ისწავლონ ჭკუა.
გარემოს დაცვა თუ შეგხვდათ რომელიმეს? თუ შეგიმოწმათ რაიმე? ჯერ ვისაც ვეკითხები არსად თვალით ეგენი არავის უნახავს .
საერთოდ არ დამინახავს
თითქმის ყოველ დღე მხვდება გარემოს დამცველი, იშვიათად ჰაილუქსით, უფრო ხშირად სუზუკის ჯიპებით, ოღონდ მინდორში არა, ტრასაზე. სულ მოძრაობენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება პირადი სარგებლობისთვის აქვთ მანქანები, თავიანთ საქმეს უბერავენ.
aragveli
http://postimg.cc/image/lvn88e2mr/
ესეც ოჩოს ახალი წევრი GUFFY (made in vesto vs beggi )
ნება თქვენია, გინდათ დამეთანხმეთ გინდათ არა.
მოკლეთ ყველას გილოცავთ სეზონის გახსნას გუშინ ვიყავი ორ ადგილას დილით და საღამოს დილით ავიღე 10 ცალი ნადარბაზევზე იქიდან წავედი ჩრდილოეთისკენ და საღამოს ვინადირე და 16 ცალიც მივამატე სულ ჯამში 26 ცალი რავიცი ალბათ ნორმალურია ძაღლმა გამიმართლა მეორე წელია რაც ნადირობს და უფროდა უფრო აზარტში შედის უსაბუთო პოინტერიმყავს ადამიანია რა.
ნადარბაზევში საერთოდ მწყერი არ იყო ზოგიერთს რომ ჰკითხო.
არვიცი ძმაო მარა მე ნაძვების ძირში მაღლობზე ვინადირე და რაც ძაღმა ნახა ყველა ავიღე 10 ცალი მანდ და 16 ცალი ერთ 60კილომეტრში მანდედან ჩრდილოეთისკენ საღამოს
ნადარბაზევი დღეს კარგად გავერთე, გამოცდილი ძაღლით უკეთეს შედეგს დადებს კაცი.. http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
კიდევაც კარგაა რაც არის, ამდენი თოფიანი კაცის გადამკიდე.
ლეონ-ბლექი
უნდა იარო აბა მწყერი ეზოში არ მოგივა
და რატომგაც მგონია რომ ყოველ წელს უარესობა იქნება და იქნება, იმიტომ რომ ყველას მუქტად უნდა ნადირობა. ჯიბეზე ხელის გაკვრა კიდევ არავის უნდა. მე 15 წელია ესპანეტსი ვცხოვრობ და მუქტად არავინ არ განადირებს არსად, ყველა მინდორი ფასიანია ან ვიგაცის საკუტრებაა. ფულს დაგაიხდიიიიიი ყველაფერს მოინადირებ ასეა აქ. სხვატასორის 1 სეზონი გირს 100 ევროდან 500 ევრომდე, და არ დარცები უკმაყოფილო. ვოტ ტაკ. ბოდის ვიხდი რომ კომპი ურევს და ყველა ასოს ვერ ვწერ ზუსტად. პატივისცემიტ გელკა 72
დღეს ახალქალაქის რაიონში პატრულირებდა გდი. ჩვენც მოგვადგნენ, შგვამოწმეს და გვითხრეს, რომ წუხელ მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა 3 "მანოკი" და შესაბამისი ოქმები იქნა გამოწერილი. ეს პირველი შემთხევაა, ჩემს სანადირო "კარიერაში", როდესაც ვინმემ საბუთები შეგვიმოწმა.
რაც შეეხება მწყერს იყო, მაგრამ ძალიან ცოტა, ამოდიოდა კანტიკუნტად.
15აგვისტო .ასპინძა. 2 კაცზე 15 მწყერი 3 დაკარგული. რაოდენობას ვინ ჩივის ,ენას მოუჩლექდი ისეთი პატარები იყვნენ!!!
http://postimg.cc/image/vcu1hapw3/
მე მაინ მგონია რომ სიცხის ბრალია, გათენება და დაცხომა ერთია,ამიტო მწყერი მაღალ ბალახს ბარდებს და ჭალებს აფარებს თავს.მიწა ისეა გაფიტული და ჰაერი გახურებული რომ ძაღლს უჭირს ძებნა რადგან არც კვალი რჩება დიდხანს და ზეყნოსვითაც ვერ მუშაობს.
ბიჭო,ბიჭო ეს რა ხდება ამ პატარა საქართველოში ამ პატარა სავარგულებში ?! ყველა მონადირე როგორ გახდა ზოგი ვიღაცის,მიბაძვისთვის ყიდულობს თოფს ზოგი სამარიაჟოდ ირქმევენ მონადირის სახელს არადა ამათ რო უსმინო და უყურო რეებს აკეთებენ.გუშინ ერთი ეძებდა თოფს უნდა ვიყიდოო ტიპი რომელსაც შეუძლია ბუდეზე დახოცოს ყველაფერი...ასეთებს როგორ ქვიათ მონადირეები !!!
ვისაც შეგხვდებათ მსგავსი ფაქტი და ტკბილი სიტყვით ვერ აგებინებთ, აკრიფეთ 153 და ისინი გააგებინებენ... ნუ გიტყდებათ მაგ ნომერზე დარეკვა. არ ტეხავს არანაირად. მე ის უფრო მიტყდება, ვინმე რომ თავზე მიშვრება....
მოგესალმებით ყველას, ვერ ვიტყვი ბევრიო მაგრამ ლაგოდეხში ითქმება რომ არის მწყერი, თუმცა მონადირეებიც უამრავი.პირველ დღეს 20 ფრთა მოვკალით ორმა მონადირემ, მაგრამ ნემსებივითა არიან შეგეცოდება მოკვლა, რაც შეეხება გარემოს დაცვას მგონი მინდორშიც არ არიან ნამყოფები მარტო ცენტრალურ ტრასაზე მოძრაობენ არა და რამდენი უნამუსო მონადირეა აქ რომელმაც ივლისის დასაწყისში გახსნა სეზონი.
ლეონ-ბლექი
ნუ ნერვიულობ შენი ნერვიულობა არ შეიდლება ჯერ ახალგაზრდა ხარ. რაც შეეხება სიარულს სულ სამ სავარგულში ავიღე 26ც და ძმაკაცმა კი 21ც უბრალოთ სავარგულები ერთმანეთიდან იყო შორს და მანქანით მოგვიწია სიარული თორემ ფეხით სულ 2 კილომეტრი ვიარეთ ალბათ. ასერომ ბევრს არც მე დავდივარ უბრალოდ აგილების ძებში ვკარგავ დროს შეიძლება გორიდან თიანეთში იქიდან კი დუშეთში ავიდე:-)
რა ცხელი ზფხულია, რა ცხელი ტემაა და სულ 5 კაცის რეზულტატი .დაწერეტ ახალი ამბები რა ხდება სანადირო საბარგულებსი.ამდენი ხანი ველოდე სეზონს და სრული სიცუმეა. დუმს ყველა
მოქმედების არეალი შაბათ დილას წალკა, კვირა დილას ახალქალაქი.
ოთხმა კაცმა ამ ორ გასვლაზე ავიღეთ 60-მდე მწყერი. დავკარგეთ დაახლოებით 6-8 ცალი. ვიხილეთ გდი,რაც სასიამოვნო იყო.
შევსანსელთ კარგი პურმარილი და შეიძლება ითქვას, რომ ნასიამოვნებივით დავბრუნდით უკან.
საბო
მალადეც საბოჯან კარგად გისიამოვნიათ თქვენც კარგია კარგი
აქაც დავწერ სანამ გახსნის რეპორტი დაიდება
დილის ნადირობაზევე შევასრულე ლიმიტირებული 20 ცალი, მეც და ჩემმა ძმამაც. რომ მომენდომებინა კიდევ მივამატებდი
ძაღლი კი დაიტანჯა მაგრად. იყო აბსოლიტური შტილი. ნიავის ნასახიც არ იყო. სიგარეტის კვამლით ვიგებ ქარის მიმართულებას ხოლმე და ვერტიკალურად ადიოდა. როგორც კი წამოუბერავდა ეგრევე პოულობდა ძაღლი.
მოკლედ უკეთესად ჯობდა, მაგრამ ლიმიტი შევასრულე
ხო კიდევ წვრილ მწყერს არ ვესროდი
1 ცოცხალი მწტერი მომეციტ ხალხი არ ხართ კაცო? კაი თუ ცოცხალი არ გყავთ, მკვდარი მომეცით, მკვდარი....
ჩელე
მე მყავდა და გარდაიცვალა, მიშამ გამომატანა შენთან...
დამავიწყდა რომ ცოცხალი იყო და საყინულეში ვდურთე კტრებთან ერთად
ღამე ვიღაც კი ბრაგუნობდა, მაგრამ მეზობლის ანჩხლი ცოლი მეგონა .....
ისე დიღმის ბაზარში 3-4 ლარი ღირს კაი ბარდღვალა მწყერი
ნუკრიMax
მინდვრს მინდა შე ოხერო თორე ფერმის კი ვიცი სადაც არის... თან 20 000 ცალი...
ლეონ-ბლექი
ვაახ.. არ ვიცოდი და მამუკაც არ დამკავშირებია...
gelka72
ძაღლისთის მინდა რომ ვაჩვენო...
სად არის კარგად მწყერი??
kupra
მე ავიყვანე დღეს ნიკორაში, გეგმა ზუსტად 20 ცალი დაჯდა 40 გელა რავი უკმაყოფილო არ ვარ
ერთი კითხვა მაქვს , ოღონდ არ ჩამქოლოთ
სეზონი რომ აგვისტოს ბოლო შაბათს გაიხსნას უკეთესი ხომ არ იქნებოდა?
ჩელე
ჩელიუს მაცივარში ნამყოფი თუ წავა ჩემითავი გენაცვალოს რამდენიც გენებოს. ერთიცალი მყავდა გალიაში ცოცხალი და ისიც 3 დღის წინ მეგობარს მივართვი ლეკვის დასაგეშად ტელეფონი ამიფეთქა და რა მექნა.
მე დედოფლისწყაროსკენ ვიყავი და საერთოდ არარი პატარა მწყერი. ნადირობასაც არაუშავდა ასე 41 ავიღეთ.5 ვიყავით მაგრამ სამწუხაროდ ერთს ნემსა გაუტყდა თოფზე :(
gocha-tita
გაიხარე გოჩა, მაგრამ მეც ძაღლისთვის მინდა და არ მგონია გაყინულმა ივარგოს... დიდი მადლობა ყურადღებისთვის....
romeo 1
მიიძინა ამ თემამ, არავინ არ გაშალა მუხლი დავიჯერო ?
სალამი ყველას. დღეს გავშალე მუხლი აჯამეთს ეძახიავ ზესტაფონისკენ არის და 5 კაცმა 4 ცალი მოვინადირეთ 2 მე შემხვდა როგორც ყველაზე დაუზარელს. ძალიან გემრიელად შევახრამუნე.
დღეს წალკაში ვიყავვით სამნი ხუთი საათისთვის ლიმიტი შესრულებული გვქონდა მშვიდი ნადირობით ბევრი მონადირეებიც არ იყო და არ გიწევდა გაქცევით ნადირობა ერთი ღორქედანაც შემოგვაკვდა. მწყერი ისეთი ბევრი პადარები აღარ იყო რამდენიც გახსნის დღეს ძირითადათ ნორმალური ამოდიადა მოკლედ კარგი იყო რა.
სეზონის გახსნას რაც შეეხება მე თუ მკითხავს კაცი პირველი სექტემბრიდან უნდა იხსნებოდეს სტროგათ წალკა და მაქეთ მაღლ სანადირო ზონებში მაინც აუცილებლად ვეთანხმები თანა ფორუმელებს.
http://postimage.org/
http://postimage.org/
Aba14567 14566 14565
bakura
ჩელე
ბლექ-ხასან
დღეებს ითვლის ან წამებს ალბათ
დღე არგავა რამე უცნაური არ წაიკითხო ან არ გაიგო )))))))))))
ისა და ხომ არ იცით ვინმემ რამე ახალი ამბები? საით გამოჩნა ფრინველი და ა.შ. ???
ახალციხისკენ ხომარავინ ყოფილა? ან რახდება ხომარიცით? მაინტერესებს თუღირს წასვლად
BIGმიშა
ახალციხე თუ ახალქალაქი? ახალციხეში არც იმდენია მწყერი რო შორი გზიდან წასვლა ღირდეს ახალქალაქში კი არის (იყო ყოველ შემთხვევაში თუ სულ არ გაჟუჟეს).
მარიამობას გილოცავთ პირველ რიგში მეგობრებო, ახლა ერთი ინფორმაცია მათ განსაკუთრებით ვინც ხაშურის მიდამოებში ნადირობს-ყირიმ-კონგოს დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, გადააქვთ ტკიპებს და მღრნელებს, ასე რომ ფრთხილად იყავით
წყარო
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=53300
კონგო შარშან თუ შარშანწინაც ხო დაფიქსირდა...
კი დაფიქსირდა, ჯანდაცვის მინისტრი გვაიმედებს პანიკის საფუძველი არ არისო, მე კიდევ მგონია რომ სჯობს აუტკივარი თავი არ ავიტკიოთ
არც არავინ აიტკიებს, რა ძალაა...
სამი მწყერით ნაკლები და ჯანმრთელობა!
ნუკრიMax
ჯავახეთშიო..და ხაშურშიო. ხომ ვამბობდი არ მევასება ეგ ჯავახეთითქო. შორია..ზაფხულში ცივა.. ხოდა ყირიმ-კონგოიანიც ყოფილა. ხო..ჟირინოვსკის ევასება კიდე.. სულ ჯავახეტიას გაიძახის.
ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება ; ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან.დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება
ცუდი რაღაც ყოფილა
ბლექ-ხასან
დაძღნარდი ))))))) ტკიპის კბენას ეგეთი სიმპტომები არაქვს
სალამი ბატონებო! ბოდბე -მაღაროსკენ თუ ბრძანდებოდით ვინმე და რა მდგომარეობაა?.. ჩემი თავი ჯანდაბას , ძაღლი თუ ისიამოვნებს მაინც?
dima71
გადამწვარ გადახრუკულია მაღარო
dima71
აზრი არ აქვს მაქეთ გახედვას...
და კიდევ მანოკს ამუშავებენ თითქმის ყოველ ღამე. ადგილობრივებმა მითხრეს.
უიარაღო
მერე ზარი ახლობელთან
ამ უმწყერობაში გუშინ კახეთში გადავაწყდი პერელიოტის მწყერს. მწყერი იჯდა ყამირში. ირგვლივ მინდვრები თითქმის ცარიელი იყო. ძაღლი გაიხსნა ნადირობაში. იმუშავა მაგრად. არც კვალზე და არც ჩამოგდებული არ გაუმაზავს, ოღონდ ისევ უსტოიკოდ, თუმცა 21 მწყერს გაუკეთა სტოიკა
და.კარ ნორმალურად გინადირია, ძაღლით იყავით ალბათ. როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვა ახალმა თოფმა? გაამართლა იმედები?
უიარაღო სხვათაშორის , წინა შაბათ-კვირას , თქვენ რომ მირჩიეთ კარიერების ტბასთან წადითო , თოფის გასატესტად ვიყავი ალაზნის პირას , იქიდან წამოსვლისას შევიარე (უძაღლოდ ვიყავი) და 5 წუთის შესული არც ვიქნებოდი , პირველივე სიმინდის ნაკვეთში 2 მწყერი (კარგად ჩასუქებულები ) ამიფრინდა , სამწუხაროდ ვერ მოვკალი სტიმული მომეცა და რამოდენიმე ნაკვეთი შემოვიარე , თუმცა აღარ შემხვედრია , თან ძაღლის გარეშე თითქმის შეუძლებელია რამე ნახო , მანდ ისეთი ადგილებია.
პ.ს
მანდ კურდღელიც კარგად არის .
სალამი ყველას. ამ კვირას პირველად ჩემ ცხოვრებაში მივდივად აღმოსავლეთში სანადიროთ იძახიან დღიურ ლიმიტს ვასრულებთ ვასრულებთო და სად მირჩევთ კახეთში ვგეგმავთ წასვლას. ხოარ იცით არი მწყერი თუ არა ხოარავინ ყოფილხართ ახლო პერიოდშ?
ძირულა
კახეთიდან ცუდი ინფორმაციები მოდის, ჩათვალე რომ არ არის მწყერი.
თუ პერელიოტის მწყერს არ წააწყდი სადმე
როგორც იქნა მეღირსა წასვლა და მაინც წავალ. 20 ცალს მაინც კი მოვინადირებ. აბა თან ახალციხეშია არ არიო ყველა იძახის და ვერ გავიგე. თითი თითოს ზასტაფონშიც კი ვკლავ ხოლმე
ოც ცალს თუ მოინადირებ, მეტი რა გინდა...
ლიცენზიასაც შეასრულებ და ისიამოვნებ
წარმატებები!
ძირულა აუცილებლად უნდა წამოხვიდე. მწყერს თუ გადააწყდი მოკლავ თუ არ შეგხვდა კიდევ კარგი ექსკურსია მანც გამოგივა.
სალამი ბიჭებს.აჭარაში თუ არის ეხლა მწყერი და გონიოსთან თუ არის რამე სანადირო ადგილები თუ იცით.
ძირულა როგოროც უკვე ავღნიშნე კახეთში-მაღაროში არის მინდვრები ცუდი ადგილები არაა , თუ კარგი ძაღლი გეყოლებათ ნახავთ , წინა შაბათ-კვირას ჩემს ირგვლივ და მეც ცოტაოდენი ყველას შეგხვდა თუმცა ბევრი იძახის საერთოდ არაა მწყერიო , ან გიურზა შეგჭამსო .... რავიცი ვიყავით ვინადირეთ და გიურზაც არ შეგხვედრია სხვა ადგილებს რაც შეეხება ნაღდად არ ვიცი , არც გამოგია რომ სადმე ყოფილიყვნენ და კმაყოფილები დარჩენილიყვნენ.
მადლობა ყველას კეთილი სურვილებისათვის. გადაწყდა კვირას ღამე 2 საათზე მოვდივარ ლიმიტი უნდა შევასრულო დილით ვინადირებ 11 საათამდე მოღრუბლულია კი უნდა გავქაჩო. რაც შეეხება გიურზას შრატი არ მაქ მაგრამ ტყვიები მომაქ ბევრი და სადაც რა გაიფათურებს არ დავინანებ. კიდე მომაქ შპრიცი ვაიდა მიკბინა შხამი ამოვტუმბო და ანტი ალერგიული წამალი.:-) :-)
ციცქა ცოლიკაური არ მოგაქ ?
ძირულა კარგ ნადირობასა და დროის გატარებას გისურვებ
თუ შეძლებ , გაგვაგებინე რას იზამ , როგორ ინადირებ
მართალია მოგვიანბით, მაგრამ ყველას გილოცავთ სეზონის გახსნას, იმედია კარგად ნადირობთ, დრო არ მქონდა თემებისთვის გადამეხედა, პრინციპში კარგა ხანია ინეტთანაც კონტაქტი არ მქონია. სანადიროდ არ ვყოფილვარ, ერთ უთოფო გასვლას თუ არ ჩავთვლით ძაღლი გავიყვანე, ვიფიქრე ჩემს არ ყოფნაში ხომ არ დაავიწყდა ყველაფერი თქო, სულ 6-7 მწყერი ვნახეთ და ეგ იყო ჩემი სეზონის გახსნა, იმედია ქათმის სეზონისთვის მოვიცლი და დავუბრუნდები ჩვეულ რეჟიმს, თორემ ნამეტანი გავითანგე შრომაში.
feroni
ხო მშვიდობა გაქვს? როგორ ხარ?
გუშინ დავხურე მწყერზე 2015 წლის სეზონი. ბოლო გასვლა მოვაწყეთ ბიჭებმა. მაგარი ნასიამოვნები დავრჩი. 11 მწყერი ჩემ წილად აქედან 1 დავკარგე და 10 ავიღე, მაგრამ ეს ათი სეზონის გახსნისთვის რომ მწყერი იყო იმ ოცს უდრიდა.
ნადირობის შუაში მეტრიანი გიურზა მოვკალით, მეგობარმა კინაღამ ფეხი დაადგა და ცოტა გაგვიფუჭდა ხასიათი მაგრამ ნახევარ საათში ისევ ყველაფერი დაგვავიწყდა და ჩვეული აზარტით შევუბერეთ ნადირობა.
მალადეც , მალადეც პატივცემულებო. კარგად გინადირიათ.
ქათამზე რა ხდება ხომ არ იცით ?
და.კარ არ შემოსულა ჯერ კახეთში.
უიარაღო
მშვენიერია ამ დროს მაგარი შედეგია
რაც მთავარია კაცურად და მონადირულად არის მოპოვებული. მანოკის გარეშეც შეიძლება კაცმა ინადიროს ნორმალურად სიარული თუ არ ეზარება.
ეს ნადირობა კიდევ იმით იყო ჩემთვის განსაკუთრებული რომ ნადირობისას, ცხოვრებაში პირველად შემხვდა გარემოს დაცვა. საბუთები და ნანადირევი შეგვიმოწმეს, მანქანაც ზერელედ დაათვალიერეს (ეტყობა შეგვატყეს ბრაკონიერები რომ არ ვიყავით) . როგორც საუბრიდან გამოვიტანე დასკვნა ინფორმაცია ჰქონდათ კაკაბზე მონადირე ჯგუფზე და მათზე ჰქონდათ ჩასაფრება მოწყობილი.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)