თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ღორინამკლის ტბა

პოსტის ავტორი: ლადო May 25 2009, 12:24

ღორი ნამკლის ტბა ვის გაგიგიათ ან ვინ ხართ ნამყოფი, ბავშობაში გავყევი ერთხელ სანადიროდ ვზროსლებს და მახსოვს ზემოდან რომ გადავხედავდი ტბას ლამის ჩემზე დიდი თევზები დაცურავდნენ ხოლმე წყვილ-წყვილად ნეტა ეხლა რახდება საინტერესოა.

პოსტის ავტორი: დიტო May 25 2009, 13:57

სადაა ეგ ტბა?

პოსტის ავტორი: ვიტო May 25 2009, 14:02

ლადო
იქნებ გუგლში გვანახო?

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 25 2009, 14:18

საქართველოში ბევრი ტბაა. აღსანიშნავია კოდისწყაროს ტბა, რომელიც მდებარეობს ღორინამკლის შტოქედის ძირში, ზღვის დონიდან 800მ სიმაღლეზე. ტბის როლი რაიონის გეომორფოგენებში უმნიშვნელოა. ტბის სიღრმე გაზაფხულობით 2-3 მეტრს აღწევს, ზაფხულში კი დონე ძლიერ კლებულობს. რაიონში კიდევ გვხვდება ორი პატარა ტბა: ერთი სოფელ წაღვლთან, რომელსაც კაკოს ტბას უწოდებენ და მეორე ტბა სოფელ ყელეთთან_ყელეთის ტბა. აღნიშნული ტბები საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლებით. http://www.radikal.ru

ალბათ ამას გულისხმობდა..

პოსტის ავტორი: ვიტო May 25 2009, 14:26

ლევანა90
კი მარა სად არის კონკრეტულად, რომელ რეგიონთან ან რა ქალაქთან ახლოს?

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 25 2009, 14:32

მემგონი ხაშურთან უნდა იყოს ვიტო , ლადო რო მოვა გვეტყვის ალბათ ზუსტ პასუხს

პოსტის ავტორი: ლადო May 25 2009, 15:31

კი ეგ არის კოდი წყაროს ტბა, სახელი აგღარ მახსოვდა, ხაშურში სახლი მაქვს, ხომ არ გვეცადა ხალხო? ცოტა რთული მისადგომია ადრე ფეხით ავედით მანქანა უდგება თუ არა ვერ ვიტყვი დანამდვილებით.

პოსტის ავტორი: ლადო May 25 2009, 15:51

ასევე ძალიან კარგად მახსოვს ხაშურამდე არ მისული ხცისის ხიდზე გადადიხარ და ადიღარ მაღალმთიან რაიონში "ოქროსოპელში" ტბას არ მახსოვს რა ქვია მაგრამ მანდ სულ სარკისებრი კობრები იყო ხოლმე თანაც საკმაოდ მოზრდილები newsmile05.gif



პოსტის ავტორი: ლევანა90 May 25 2009, 16:20

კარგი ადგილი ჩანს თუ ბრაკონიერებს არ აქვთ უკვე დამუშავებული newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 25 2009, 19:08

ლადო


..... კარგი ადგილი ჩანს, მაგრამ მანდ ვინ დაგიტოვებს რამეს, სოფლის მოსახლეობა იქნება შესეული, მაგრამ მიქნება შენ თვითონ მოიძიო ინფორმაცია, ხაშურელი მეზობლებიდან?.......

პოსტის ავტორი: Don Otari May 25 2009, 20:18

ვაა საინტერესოა ძალიან.იქნებ დაწეროთ რა ინფორმაცია.

პოსტის ავტორი: ნოსო May 25 2009, 21:17

მაგრად საიტერესოა ,სიამოვნებით მოსინჯავს კაცი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 26 2009, 01:04

რაგაც ვიდზე მომეწონა მეც მემგონი ღირს სინჯვა თან არც ისე შორს არის

პოსტის ავტორი: ჩელე May 26 2009, 01:48

T A M P L I E R
..... მერე წავიდეთ რა გვიდგას წინ?....

პოსტის ავტორი: ლადო May 26 2009, 12:23

ისეთი არავინ არის ნაღდად რომ მოვიძიო მაგრამ ორივე ტბაში თევზი წესით ბლომად უნდა იყოს, როგორც მახსოვს თვითონ სოფლელები თუ შეატყობდნენ რამე ნეტოს უშლიდენ ხოლმე, ანუ აშკარად იცავდნენ ბრაკონერული ზახოდებისგან თავიანთი ძალებით... რაც მთავარია ბუნებრივი ტბაა, არანაირი ხელოვნური კვება ან რამე მაგდაგვარი და ძირითადათ დიდი ეგზემპლარები უნდა იყოს

პოსტის ავტორი: ვიტო May 26 2009, 12:28

ლადო
ცოტა მეტი ინფო იქნებ გაიგო მაგ ტბაზე რა, ანუ რა თევზებია, მანძილი თბილიდან, მანქანა თუ უდგება და რაზე მოდის და გავიდეთ, რაღაც ნამეტანი ლამაზი ადგილი ყოფილა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 31 2009, 00:06

ჩელე
მერე როდის ვთქვი უარი მაგეთ რაგაცეებზე

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 3 2009, 04:04

ეს ყოფილა ღორინამკლის მთა და ამის უკან არისო ტბა

http://img19.imageshack.us/i/dsc06669g.jpg/


პოსტის ავტორი: kaxucha Jul 20 2009, 16:07

კოდიწყაროს ტბაზე ვიყავით დაახლოებით 2 კვირის წინ. მანდ 2 წლის წინ დაიხოცა თევზი. ეხლა არის კილოიანი საზნები, მაგაზე დიდები არ არის. სამანქანო გზა ადის. ერთ ხიდიანებიც ადიან მშრალ ამინდში. ძალიან მაგარი ბუნებაა. ფასიანია, ანკესი 4 ლარი. მეპატრონის ნომერიც მაქვს ტუ დაინტერესდებით გაგაგებინებთ.

http://img357.imageshack.us/i/dsc00029z.jpg/http://g.imageshack.us/img357/dsc00029z.jpg/1/

პოსტის ავტორი: CECEIRON Jul 20 2009, 16:42

მართლა ცოტა მეტი ინფო დაწერეთ ვინ იცით

პოსტის ავტორი: Maverick Jul 20 2009, 17:36

ციტატა(kaxucha @ Jul 20 2009, 05:07 PM) *
კოდიწყაროს ტბაზე ვიყავით დაახლოებით 2 კვირის წინ. მანდ 2 წლის წინ დაიხოცა თევზი. ეხლა არის კილოიანი საზნები, მაგაზე დიდები არ არის. სამანქანო გზა ადის. ერთ ხიდიანებიც ადიან მშრალ ამინდში. ძალიან მაგარი ბუნებაა. ფასიანია, ანკესი 4 ლარი. მეპატრონის ნომერიც მაქვს ტუ დაინტერესდებით გაგაგებინებთ.

http://img357.imageshack.us/i/dsc00029z.jpg/http://g.imageshack.us/img357/dsc00029z.jpg/1/


ყველა ინფორმაცია გვაინტერესებს მეგბარო, გზა, მარშუტი, მეპატრონის ტელეფონი და რაც მთავარია გამოცდილება გაქვს თუ არა აღნიშნულ ტბაზე თევზაობის

პოსტის ავტორი: კახუჩა Jul 20 2009, 18:11

ციტატა(ვიტო @ Jul 20 2009, 06:53 PM) *
კახუჩა
ეს კოდიწყაროს და ღორინამკლის ერთი და იგივე ტბებია? თუ არა მაშინ ახალ თემას გავაკეტებ და გადავტან?

ამას ქვია კოდიწყარო. ის სხვა პატარა ტბაა და ტევზი საერთოდ არ არის. რაც შეეხება ამ ტბას მისაგნებად ადვილია. ხასჰურის ცენტრალური მოედნიდან უხვევტ მარცხნივ პროკრედიტ ბანკთან, მერე მიდიხარ პირდაპირ მტკვართან რო მიხვალ მარჯვნივ და მერე მარცხნივ გადადიხარ დაკიდულ ხიდზე. გაივლი პატარა მანძილს, სადაც იყოფა გზები ერთი მარცხნივ სოფელში, მარჯვნივ ტბგისკენ. მარჯვნივ რომ გადაუხვევ სულ პირდაპირ უნდა იარო და 4-5 კილომეტრში მიადგები ტბას. გამოცდილებას რაც შეეხება, ისეთ ხალხთან ერთად დავდივარ რომ მთელი თბილისი იცნობს სერიოზული მეთევზეები. მამაჩემიც მათ შორის ვისგანაც ვისწავლე თევზაობა. ტბის მეპატრონე კარგი პიროვნებაა ძალიან. ტელეფონის ნომერია 895 10 06 41 : სახელი ირაკლი ლომიძე

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 20 2009, 20:26

კახუჩა
ა კაციnewsmile05.gifგაიხარე

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 21 2009, 12:47

რა ცოტა დრო რჩება სეზონამდე არადა ყველგან მინდა წასვლა, ამ შაბათ კვირას სავარაუდოდ
დასავლეთისკენ გავალ, მერე დავგეგმოთ ეს ტბაც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კახუჩა Jul 21 2009, 14:38

ხო მაგარი ადგილია ძალიან

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 21 2009, 15:48

ციტატა(kaxa @ 20th July 2009 - 05:07 PM) *
2 წლის წინ დაიხოცა თევზი


რა მოხდა??

პოსტის ავტორი: კახუჩა Jul 21 2009, 17:59

მეპატრონეს ძმა დაეღუპა და ყინულები ვეგარ ჩაამტვრიეს და დაეხოცათ!

პოსტის ავტორი: nikaP&A Aug 20 2009, 00:22

მეტი ონფო ამ ტბის შესახებ არ არის? პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ.
იქნებ მოვიპოვოთ დამატებითი ინფო და შეიძლება მოსინჯვა

პოსტის ავტორი: zviangi Oct 24 2009, 12:46

მე ვიყავი ამ ზაფხულს მაგ ტბაზე ძაან მაგარი ადგილია გზა: ხაშურში წრეზე პროკრედიტ ბანკთან ჩაუხვიე მივედი დაკიდებულ ხიდთან გადავედი ქანაობით newsmile090.gif მერე გზა იყოფა აუხვიე მარჯვნივ და 3-4 კმ სულ მაღლა და მაღლა პატარა სოფელი გავიარე და ტბაზე ჩავედი. თევზი კარსი ბატონო უმაგისოდ როგორ იქნება და პატარა საზანი და ამურები რომლებიც უკან დაბრუნდნენ

http://www.radikal.ru

ესეც ტრანსპორტი რითიც ავედი newsmile090.gif

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: Davitus Oct 25 2009, 11:48

საინტერესოა...

პოსტის ავტორი: triglit Nov 27 2009, 11:40

ადმინისტრატორებს!

აქ თემა მეორდება, რადგან "ღორინამკლის ტბა" და "კოდიწყაროს ტბა" ერთი და იგივეა. მთა ღორინამკალი და მის ძირში არის ტბა კოდიწყარო. კიდევ მაგას "ჭარხალას" ტბასაც ეძახიან, მეპატრონის მეტსახელიდან გამომდინარე. ერთი წითელი პირისახის კაცია. წელს ვიყავი, ყველაზე დიდი 1.5 ამური და 2.5 კობრი დავიჭირე. მეპატრონემ ამაზე დიდები ჯერ არ დაზრდილანო. ისე საზანიც ყავს და კარჩხანიც. კარგი სათევზაო ადგილია. ფასი 5 ლარი ანკესი, მაგრამ დალაპარაკების შემთხვევაში ფასდაკლებაც შეიძლება.

ეხლა რაც შეეხება ტბას მეორე ფოტოზე - ეს არის ხაშურმდე არ მისული, სადღაც ქარელთან გადასახვევი სოფ. წრომისკენ, წრომის ტაძარიცაა მანდ (შესული კულტურული მემკვიდერეობის ნუსხაში), შემდეგ გზა მიდის მაღლა "ოქროსსოფელში" და ამ ტბას "ყელეთის" ტბას ეძახიან. მანდ კიდე 3 ტბაა მგონი, მაგრამ თევზით უხვი მხოლოდ ეგ არისო ადგილობრივებმა. წელს მანდაც ვიყავი, ღამისთევით წავედით, დავკვებე თევზი და როცა უნდა მეთევზავა ისეთი წარღვნა მოვიდა, რომ კარვებიც კი წაგვილეკა. ასე რომ ტევზაობა არ გამომივიდა მაგრამ ამბობენ მოზრდილი თევზი ყავსო, და მისი სიღრმის გამო ბრაკები ვერც ბადეს შლიან და ვერც ელეკტროობას იყენებენო. ბლომად სოფლელები იყვნენ ამოსული სათევზაოდ. ესე მითხრეს 4-6 კგ დაგვიჭერია ლელიანშიო. ყავს კარჩხანა, და კობრი, ზუსტად რაც ვიცი.
ეს არის მთელი ინფო რაც ამ ტბებზე გამაჩნია. მომავალ წელს აუცილებლად მინდა ყელეთის დალაშქვრა.

პ.ს. იქნებ ადმინისტრაციამ ამ ჩემს პოსტებსაც ადგილი მოუძებნოს.
გმადლბთ.

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 29 2009, 13:28

triglit

მადლობა. გავაერთიანე

პოსტის ავტორი: bliadze Feb 7 2010, 19:43

ციტატა(ლადო @ May 25 2009, 13:24) *
ღორი ნამკლის ტბა ვის გაგიგიათ ან ვინ ხართ ნამყოფი, ბავშობაში გავყევი ერთხელ სანადიროდ ვზროსლებს და მახსოვს ზემოდან რომ გადავხედავდი ტბას ლამის ჩემზე დიდი თევზები დაცურავდნენ ხოლმე წყვილ-წყვილად ნეტა ეხლა რახდება საინტერესოა.

მე ვიცი ძმა მანდაა ჩემი სოფელი მაგარი ტბაა გეთანხმები ზაფხულობით კვირას არ ვმაზავ ხოლმე რომ არ ავიდეეე

ციტატა(დიტო @ May 25 2009, 14:57) *
სადაა ეგ ტბა?

ეგ ტბა ხაშურშია

ციტატა(ლადო @ May 25 2009, 16:31) *
კი ეგ არის კოდი წყაროს ტბა, სახელი აგღარ მახსოვდა, ხაშურში სახლი მაქვს, ხომ არ გვეცადა ხალხო? ცოტა რთული მისადგომია ადრე ფეხით ავედით მანქანა უდგება თუ არა ვერ ვიტყვი დანამდვილებით.

კი ეხლა უდგება გზაა გააკეთეს უკვეე

ციტატა(Maverick @ Jul 20 2009, 18:36) *
ყველა ინფორმაცია გვაინტერესებს მეგბარო, გზა, მარშუტი, მეპატრონის ტელეფონი და რაც მთავარია გამოცდილება გაქვს თუ არა აღნიშნულ ტბაზე თევზაობის

ვერ დაგეთანხმები ტევზი ძალიან ბევრია კილოიანი საზანების ჩათვლით მაგ ტბას უვლიან და ფასიანია

ეხლა გეტყვით ყველაფერს მაგ ტბაზე, ეგ ტბა არის ხაშურში სოფელ კოდიწყაროში, მაგ ტბაზე ოცჯერ მაინც ვარ ნათევზავები თევზი ბევრია ტბას უვლიან. ასევე ფასიანია. ზუსტად ფასი არ ვიცი მაგრამ ერთი ანკესი 10ლარზე მეტი არ გირს, მეპატრონეს ვიცნობ კარგი კაცია,
ზუსტი ადგილმდებარეობა ვისაც გაინტერესებთ მომწერეთ

პოსტის ავტორი: გოგა Feb 7 2010, 19:49

თუ არის ნამდვილად თევზი ღირს სეზონზე გასეირნება

პოსტის ავტორი: ochamchirski Mar 8 2010, 20:59

შორია კარასისთვის...

პოსტის ავტორი: goxnari Jun 2 2010, 02:06

ამ ბოლო დროს ვინმე ხომ არ ყოფილხართ?

პოსტის ავტორი: zviangi Aug 16 2010, 13:48

წელსაც ვეწვიე ამ ტბას ძალიან ლამაზი ადგილია ვერ მოვითმინე და ავედი მაინც. გზა შარშანდელთან შედარებით უკეთესი იყო თევზებიც დაზრდილან დავიჭირე ერთი ამური კილო ნახევრამდე იყო მეორე უფრო მოზრდილი იქნებოდა ნაპირთან მოყვანილმა გვერდი დამანახა გადატრიალდა გაწვიტა და წავიდა. ანკესი ტივტივაზე მქონდა აწყობილი სატყურად ვიყენებდი კალიას. ფსკერულაზე მოდიოდა ზალიან პატარა საზნები 5-6 ცალი დავიჭირე და გაუშვი ასევე ფსკერულიტ დავიჭირე 10 მდე კარასი სიმინდზე

http://pix.ge/

http://pix.ge/
ტბა

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 16 2010, 13:49

გუგლზე მანახეთ რა ეს ტბა სად არის

პოსტის ავტორი: zviangi Aug 16 2010, 13:54

http://pix.ge/

გზა ყველაზე ცუდი მონაკვეთი მკვეტრი აღმართი მოსახვევით

გუგლზე ვრ ვნახე ღრუბლებშია დამალული გზა ადვილი ასახსნელია

პოსტის ავტორი: ochopintre Aug 21 2010, 22:13

2 კვირის წინ ვიყავი მაგ ტბაზე და შედეგი 0, აბსოლიტურად ყველაფერი ვცადეთ , კოპტონი, მატლი , კალია, სიმინდი და კიდევ ათასი უბედურება მაგრამ ლიფსიტაც ვერ დავიჭირეთ, გვერდით ღამისთევით იყვნენ და არც იმათ არ ყავდათ დაჭერილი. არადა ტევზი ხტუნაობდა

პოსტის ავტორი: Davidd Sep 1 2010, 12:57

შარშან კარგად მოდიოდა და ვიჭერდით თევზს მაგ ტბაზე... მაგის იმედად წელსაც ავედით, მაგრამ ბევრი ვერაფერი... მოგვიანებით მეპატრონეც ამოვიდა და გვითხრა აქ აღარ ვათევზავებთ ხალხსო და მიატოვეთ თევზაობაო... იქაურებმა, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ თქვეს, რომ ბადეები აქვთ ჩაყრილი და თევზი ამოყავთო... ისე ადგილი მართლა კარგია.

პოსტის ავტორი: XACHASABA Jan 9 2011, 15:35

კოდიცკაროც ტბა მდებარეობს კალაკ ხაჰურჰი დზალიან ლამაზი ადგილია ასვლაც არარის პრობლემა ტევზი მაგრად მოდევს სეზონზე





კოდიცკაროც ტბა მდებარეობს კალაკ ხაHურHი დზალიან ლამაზი ადგილია ასვლაც არარის პრობლემა ტევზი მაგრად მოდევს სეზონზე




პოსტის ავტორი: davit.p Apr 1 2011, 21:37

შარშან ზაპხულში მეც ვიყავი ასული, რაც მართალია მართალია ძალიან კარგი ადგილია, ეგაა რო მეპატრონე ყავს ცოტა ისეთი ჩვენ რომ არ მოგვწონს. აი მაგალითად ჩვენ დავიჭირეთ რამოდენიმე კარასი და პატარა საზანი, ტიპი მოვარდა და დაიწყო სადოკში დზრომიალი newsmile035.gif გამეცინა და ვუთხარი, უბრალოდ ვითევზავებთ, რასაც დავიჩერთ გავუშვებთ უკანთქო. არაო, ანკესი არ დამანახოთ თორე პატრულში დავრეკავო. მაგ თევზის "მომშენებელს" "ჭარხალა" ქვია :((((
იმის მაგივრად, კარგი ფასიანი სათევზაო გააკეთოს ხალხს უარყოპით სახეს აჩვენებს, კაი პატრონი უნდა მაგ ადგილს და საქართველოში ერთ-ერთი მიმზიდველი გასართობი ადგილი იქნებოდა. ასევე დასასვენებელი.

პოსტის ავტორი: XACHASABA May 6 2011, 17:55

მეც მაგას ვწუხვარ დმაო დაადოს ნორმალური პასი ახვალ და იისიამოვნებ
ტუ არა ტელს კარგი ამურები დახდებოდნენ

პოსტის ავტორი: davit.p May 6 2011, 18:04

ისე მაგ ტბის პატრონებს ხაშურლები უნდა შეეხმიანოთ და შეიძლება რაგაცა მოიფიქრონ. თორე ტეხავს, კაი სათევზაო ადგილია და ვერ კაიფობს კაცი.


სურამ-ხასჰურ-სტეკლიანის ტბაა და წელიწადში 3-ჯერ ცლიან და ავსებენ მგონი, თორემ იქაც გაიზრდებოდა კარგი თევზუკები

პოსტის ავტორი: XACHASABA May 16 2011, 15:41

მანდ ტევზი რასაც კვია აგარარის ოტხი ტლის უკან დააHრეს ეხლა ჰყავს მაგრამ პატარები

პოსტის ავტორი: კახუჩა Jun 9 2011, 14:59

ეხლა ვაპირებ მანდ ცასვლას ვ იცნობ კარგად და გავიგებ რა იქნება გაუშვებს თუ არა თევზაობას

პოსტის ავტორი: XACHASABA Jun 9 2011, 17:16

მიდი აბა ერტი რას გეტკვის და გამაგებინე დმაო

პოსტის ავტორი: giga_bai Jul 22 2011, 02:11

ვინმე ხომ არ იცით რა ხდება ეხლა ამ ტბაზე?

პოსტის ავტორი: mona-dire Jul 22 2011, 09:33

ამ ტბაზე ასე ერთი თვის წინ ვიყავი,თევზი საკმაოდ კარგად მოდის,დილიდან საღამომდე 7-8 კილოს ავცდი ორი ანკესით,ჩვეულებრივი ტბის დონკით,სიმინდზე ვთევზაობდი...მერე მეორე დღესაც ავედით და პატრონი დაგვხვდა,გვითხრა თევზაობა აკრძალულიაო და არც ფულს ვიღებთ ანკესზე და არც არაფერსო...აკრძალულია და მორჩაო...ავახვიეთ ანკესები და მორჩილად დავეშვით newsmile019.gif ასეო,ისეო,შენი დიდი ხათრიცა მაქ მაგრამ,არაო!

პოსტის ავტორი: giga_bai Jul 22 2011, 14:47

ვააა :( არადა რა ლამაზი ადგილია. ისე თუ არ ათევზავებენ არავის და "ბადით თუ არ ამოყავთ თევზი", მანდ სერიოზული და ვაჯკაცი ეგზემპლარები შეიძლება წამოიზარდონ. მაგრამ მაგის იმედი ნაკლებად მაქვს :(


პოსტის ავტორი: kurtanidze dito Aug 1 2011, 18:19

მეტ ინფოს დავწერ ეხლა: მე თვითონ კურტანიძე ვარ და მანდედან ვარ წარმოშობით (სამი გვარია სულ მანდ, ერთ–ერთი ჩემი), კაროჩე დიდი თევზი არაა და არც გასაგიჟებლად მოდის მარა გაერთობი, მოდის ჭიაზეც, კოპტონზეც და ასე შემდეგ, ნორმალური ჯიპით ახვალთ ცუდი და აუსვლელი გზა არ არის, ხაშურიდან უნდა გადახვიდეთ მტკვარზე და იქიდანაა ასასვლელი, პარატა და ერთხიდიანი მანქანაც ავა მარა ცოდოა ან რუსული ნოლ–შესტი უპრობლემოდ ადის... თევზაობაზე მეტად მანდ შემოდგომას ნადირობაა კარგი მთებზე მაღლა რო ჩამოთოვს ბლომად ტყის ქათამი ჩამოდის ფერდობებზე და ასწორებს... მერე ქვემოთ ღელეა და იქ ისეთი ადგილია სულ რო ვერ დაიჭირო ბევრი თევზი იქ რო მაინც იქეიფო მაგათაც ღირს წასვლა... ზუსტად გუშინ წინ ვიყავით წასულები... კიდე თუ გაინტერესებთ რამე მომწერეთ და გიპასუხებთ არაა პრობლემა... ისე მიყვარს ეგ ადგილი რაც მეტ ხალხს ვანახებ და მოვაწონებ ჩემთვისაც უკეთესია ....

ოღონდ ეგ ტბა არის ზედმეტსახელად ჭარხალასი და ცოტა შეიძლება გაატრაკოს მარა ითევზავებთ არაა პრობლემა

პოსტის ავტორი: irakli-23 Aug 30 2011, 22:18

ციტატა
მარა ითევზავებთ არაა პრობლემა


ტბაზე თევზაობა აკრძალულია!

ვითევზავე(დიდი ნაცნობობით) 1 თვის წინ, იჭირება საზანი, კობრი, ამური, პატარა ეგზემპლარები 200 გრამამდე. სათევზაოდ შეგვიშვებენ მომავალი წლიდან.

ასვლა პატარა მანქანითაც შეიძლება თუ არ გეცოდებათ newsmile035.gif მე ვენტოთი ავდივარ უპრობლემოდ

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Don-G May 30 2013, 02:41

რამე თუ იცით რა ხდება ამ ტბაზე ახლა?

პოსტის ავტორი: Deutschland May 30 2013, 09:20

მე ვიცი ოქროსოფელთან ტბა და 2008 ში კი ვითევზავე და კაი ეგზეპლიარები კი მოდიოდა.

რაღაც ხიდი შგვხვდა და მიკროავტობუსით ვერ გადავედით ძალიან ვიწვალეთ მერე სოფელში მანქანა დავტოევთ და ისე ავედით.

მარა ამას არ გავს ის უფრო პატარა იყო :/

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 30 2013, 11:50

Deutschland
შენ სხვა ტბაზე ლაპარაკობ, ეს სურათზე როა სულ სხვაა და საკუთარია!

ციტატა(misterio @ 30th May 2013 - 10:20) *
2008 ში კი ვითევზავე და კაი ეგზეპლიარები კი მოდიოდა.

რა თევზი მოდიოდა და რაზე?
Don-G
ორი დღის წინ იყვნენ ბიჭები ორი დღით და ცოტა დაიჭირწს პატარა კობრი და რამდენიმე საზანი, ბალახია მთელ ზედაპირზე ამოსული,
ცუდი სათევზაოა ძაან! ხარ ნათევზავები მაგ ტბაზე?

პოსტის ავტორი: Deutschland May 30 2013, 12:49

კარპი და საზნები მოდიოდა სულ.

იქური სოფლის ბავშვებიც თევზაობდნენ ჩემ სისქე ძუით და კავებით ძალიან დიდები მოდისო და რიავიცი ვერ ვიტყვი დაზუსტებით ვერაფერს.

კი ვისიამოვნე მთლიაანდ ტყეშია ეგ ადგილი

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 30 2013, 12:56

Deutschland
საზანი? არამგონია საზანი ყოფილიყო, ხომ არ გეშლება? არ ყავს მაგ ტბას საზანი, ყავს კარასი და სარკისებური კობრი მარტო. ჩემი ერთერთი საყვარელი სათევზაო ადგილია და არასდროს სხვა სახეობა არ დამიჭერია, არც გამიგია,.

პოსტის ავტორი: Don-G May 30 2013, 13:38

მაქსიმუსა

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 30th May 2013 - 12:50) *
ხარ ნათევზავები მაგ ტბაზე?


არა არასდროს ვყოფილვარ. ამ თემას გადავაწყდი, გადავიკითხე და დამაინტერესა ამჟამინდელი სიტუაცია. ალბათ ისევ ფასიანია არა?

პოსტის ავტორი: Deutschland May 30 2013, 13:41

მაქსიმუსა

მაშინ კარპი იქნებოდა. აღარ მახსოვს ზუსტად newsmile05.gif

ულამაზესი ადგილია ძააან მაგარია რა

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 30 2013, 14:31

Don-G
კი ფასიანია
Deutschland

ციტატა(misterio @ 30th May 2013 - 14:41) *
ულამაზესი ადგილია ძააან

კი ნამდვილად, ჯერ მარტო მაგისთვის ღის მანდ ასვლა, ყოველთვის 2 დღიანზე ავდივართ ხოლმე, ღამე მანდ ასწორებს ძაან მაგრად სასტავთან!

პოსტის ავტორი: Don-G May 30 2013, 14:39

მაქსიმუსა

გაიხარე. ადრეულ პოსტებში მობილური ეწერა მფლობელის, შემთხვევით ხომ არ იცი ისევ ის ნომერი აქვს თუ არა?

პოსტის ავტორი: gio776 May 31 2013, 14:38

მოგესალმებით მეგობრებო, წელს არ ვყოფილვარ, თუმცა შარშან ვიყავი მაგ ტბაზე. ნაკლებად მომზადებული წავედი, მხოლოდ წითელი ჭია, მსუბუქ ფსკერულაზე. 3-4 საათის განმავლობაში ვითევზავე და 20-25 მდე კარჩხანა დავიჭირე. სხვას ვერაფერს ვიტყვი თუმცა დიდი სიამოვნებით წავიდოდი ისევ. ძალიან კარგი ადგილია.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 31 2013, 16:58

Don-G
ეგ ნამდვილად არ ვიცი, ვერ გეტყვი!

პოსტის ავტორი: gogi101 Jul 2 2014, 18:11

მეპატრონის ტელეფონი ხომ არ იცით ვინმემ რომ მოწეროთ?

პოსტის ავტორი: apaga jabastan Oct 20 2014, 10:13

მოგესალმებით, ძალიან მოხარული ვარ რომ ამხელა გამოხმაურება აქვს ღორინამკალას მთას, რომელიც ყველაზე მაღალი წერტილია თრიალეთის ქედზე და ასევე ღორინამკალას-იგივე კოდიწყაროს ტბას. ჩვენ ამ წელს გავხსენით ტურისტული ბაზა რომელიც ფაქტიურად ტყეში, ღორინამკალას მთის ძირში მდებარეობს. გვაქვს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ტურები. საცხენოსნო, სამონადირეო, სათევზაო და ასე შემდეგ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს ტურისტულ ბაზას
https://www.facebook.com/pages/Apaga-Jabastan/722380877807967?ref=hl
ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს

http://postimg.cc/image/ajaui6k8z/

პოსტის ავტორი: apaga jabastan Oct 20 2014, 10:19


http://postimg.cc/image/gq2zkd3pl/

http://postimg.cc/image/6haiejfnt/

http://postimg.cc/image/s8vktoiot/

http://postimg.cc/image/5qooaxztp/

http://postimg.cc/image/so6ump4m5/

http://postimg.cc/image/xcrfvmj6l/

პოსტის ავტორი: AutoBilder Nov 3 2014, 12:18

ჩამოთვლილ ცხოველებზე ნადირობა რა პრინციპით ხდება ვერ გავიგე. ტყე ჩვენ არ გვეკუთვნისო და ესეიგი არც ამრავლებთ ცხოველებს, უბრალოდ ხოცავთ??? მე მაპატიეთ თუ სწორად ვერ გავიგე, მარა რა უფლებით???

პოსტის ავტორი: Kacho12 Aug 31 2016, 01:28

ბიჭებო მე ვარ ხაშურელი ვარ ნამყოფი ამტბაზე ვიცი რათევზებია ბლომად ესეიგი ამ ტბაში არის დიდი რაოდენობით კობრი ასევე საზანი და კარასი არანაკლებია თეთრი ამური ტივტივისთვის ცუდი ადგილია რადგან გამბუზიაა ძაან ბევრი უფრო ფსკერული სჯობს მოკლედ სპორტული თევზაობისთვის არის დიდი ეგზემპლარები დაასევე შეილება შეხვდეთ ლოქოსაც მე მაგ ტბაში მინახავს 9.6 კილოიანი საზანი 4.5კილოიანი ლოქო 6კილოიანი კობრი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)