თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ უჯარმის ტბები

პოსტის ავტორი: გიოკულუ Jul 4 2011, 16:10

თუ იცის ვინმემ, მოდის თევზი უჯარმის ტბებზე?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 4 2011, 17:31

ძირითადად მარტო კარასი, ათასში ერთი თუ გამოერევა კარპი, ეგეც მაქსიმუმ 500 გრამიანი, ეს რაც მე პირადად ვიცი...

პოსტის ავტორი: გიოკულუ Jul 5 2011, 10:22

მადლობა შოთა... ადგილობრივებმა მითხრეს ივნისის შუა რიცხვებში 30 კგ დაიჭირესო, ოღონდ ტროსითო vava.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jul 5 2011, 11:18

ციტატა(შოთა.03 @ Jul 4 2011, 18:31) *
ძირითადად მარტო კარასი, ათასში ერთი თუ გამოერევა კარპი, ეგეც მაქსიმუმ 500 გრამიანი, ეს რაც მე პირადად ვიცი...

შოთა გაფიცებ
უჯარმის ტბებში ისევ პალდოს ტბორს გულისხმობ? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Jul 5 2011, 14:51

ციტატა((dila)adriano @ Jul 5 2011, 12:18) *
შოთა გაფიცებ
უჯარმის ტბებში ისევ პალდოს ტბორს გულისხმობ? newsmile090.gif

პალდო დაბლაა მანდედან, მაგას უჯარმის ტბები ქვია ისევ როგორც მახსოვს. ერთი პერიოდი მანდ საკმაოდ დიდი რაოდენობის კარჩხანა იყო, პატარა ტბაში შამაიაც ბინადრობდა ერთ დროს, მარა ეხლა რა მდგომარეობაა არ ვიცი.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jul 8 2011, 15:23

ციტატა(FISHERMAN @ Jul 5 2011, 15:51) *
პალდო დაბლაა მანდედან, მაგას უჯარმის ტბები ქვია ისევ როგორც მახსოვს. ერთი პერიოდი მანდ საკმაოდ დიდი რაოდენობის კარჩხანა იყო, პატარა ტბაში შამაიაც ბინადრობდა ერთ დროს, მარა ეხლა რა მდგომარეობაა არ ვიცი.

მოდი ჯერ გავერკვეთ
რომელ ტბებზეა საუბარი

თუ თქვენ გულისხმობთ პალდოში
სარწყავ კაშხალთან არსებულ ორ ხელოვნურ ტბორს
მათ ტბები ვერანაირად ვერ დაერქმევა
მითუმეტეს "უჯარმის ტბები"

უჯარმის ტბა მდებარეობს არ მისული სოფელ უჯარმამდე
მუხროვანის სამხედრო ბაზასთან
გზიდანაც კარგად ჩანს

არის თავად სოფელ უჯარმაშიც
მთელი რიგი მსხვილფართიანი ხელოვნური ტბა
სადაც ყავთ უამრავი სახეობის თევზი
თუმცა ეს საშენებია და უნაცნობოდ არ ათევზავებენ

ესე იგი
რომელ ტბებზე ვსაუბრობთ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 8 2011, 17:10

(dila)adriano

ციტატა((dila)adriano @ 5th July 2011 - 12:18) *
უჯარმის ტბებში ისევ პალდოს ტბორს გულისხმობ

არა კაცო, მაგას სასადილოს ტბებს ვეძახი, პლატინის დაბლა როა....
ციტატა((dila)adriano @ 8th July 2011 - 16:23) *
უჯარმის ტბა მდებარეობს არ მისული სოფელ უჯარმამდე
მუხროვანის სამხედრო ბაზასთან
გზიდანაც კარგად ჩანს

აი ეგაა უჯარმის ტბა და მაგაზე ვამბობდი ზევით რაც მიწერია....

რაც შეეხება

გიოკულუ
ციტატა(გიოკულუ @ 5th July 2011 - 11:22) *
ადგილობრივებმა მითხრეს ივნისის შუა რიცხვებში 30 კგ დაიჭირესო, ოღონდ ტროსითო

აი ეგ ნაღდად არ ვიცი, ისე როგორც წესი ყველა ტბას ერთნაირი ისტორია აქვს, კერძოდ:
შარშან აქ დაიხრჩო "ვიღაც"", ქალაქიდან ამოვიდნენ მაშველები, ვადალაზები და რო ჩაყვინთეს იმხელა თევზები ნახეს, რომ შეეშინდათ და უკან ამოვიდნენო newsmile035.gif
სულ ცოტა 10-12 ტბაზე მაქვს ეგ გაგონილი, სადაც 1 კარასიც კი ვერ დავიჭირე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: shotka Sep 29 2011, 19:10

თუ ეს ის ტბაა მუხროვანის გზაზე ხელმარცხნივ რომ ჩანს, მაშინ ერთ ინფოს მეც შევმატებ. რამოდენიმე დღის უკან ვიყავით ბიჭები პირველად. მე ვერაფერი დავიჭირე, მაგრამ სხვებმა საზანი და კარასი დაიჭირეს. მარტო პერლოვკაზე, სხვას არაფერს მიეკარა. ხო და ძალიან საინტერესო ამბავი, 3 კაცი ბლესნას ატარებდა, ,,შუკა" არის აქო და მართლაც არის, ჩემი თვალით ვნახე. რომ არ მენახა ალბათ არ დავიჯერებდი, მაგრამ ვნახე ასე 20-25 სმ როგორ ამოათრიეს.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 29 2011, 19:22

shotka

ციტატა(shotka @ 29th September 2011 - 20:10) *
ხო და ძალიან საინტერესო ამბავი, 3 კაცი ბლესნას ატარებდა, ,,შუკა" არის აქო და მართლაც არის, ჩემი თვალით ვნახე. რომ არ მენახა ალბათ არ დავიჯერებდი, მაგრამ ვნახე ასე 20-25 სმ როგორ ამოათრიეს.

რაიიიიიიიიიი????????????
ვაააააააააააა აუ სურათები ხო არ გადაგიღია შემთხვევით?

პოსტის ავტორი: shotka Sep 29 2011, 21:17

არა სურათი არ გადამიღია, მაგრამ ნამდვილად შუკა იყო. თან ერთი ბლესნიანი ამბობდა წინა კვირას 4 კილოიანი დავიჭირეო, ნუ თუ მთლად 4 თუ არა 2 კილო ხო მაინც იქნებოდა )) ასე რომ მანდ ნამდვილად არის შუკა.

ოღონდ მანდ ორი ტბაა ერთი პატარა და ბალახით სავსე, სადაც საზანი მოდის ნორმალურად, მეორე კიდე დიდი. აი მაგ დიდ ტბაზეა საუბარი

პოსტის ავტორი: FISHERMAN Sep 29 2011, 21:51

ციტატა(shotka @ Sep 29 2011, 22:17) *
არა სურათი არ გადამიღია, მაგრამ ნამდვილად შუკა იყო. თან ერთი ბლესნიანი ამბობდა წინა კვირას 4 კილოიანი დავიჭირეო, ნუ თუ მთლად 4 თუ არა 2 კილო ხო მაინც იქნებოდა )) ასე რომ მანდ ნამდვილად არის შუკა.

ოღონდ მანდ ორი ტბაა ერთი პატარა და ბალახით სავსე, სადაც საზანი მოდის ნორმალურად, მეორე კიდე დიდი. აი მაგ დიდ ტბაზეა საუბარი
tema-wamoweulia.gif

ვააა ეს რა ამბავი გვითხარი. არადა ეგეთი რამე არც გამიგია მაგ ტბაზე

პოსტის ავტორი: shotka Sep 29 2011, 21:56

მეც გაკვირვებული დავრჩი, არ მეგონა მტაცებელს თუ შევხვდებოდი მაგ ტბაზე. წარსულში კერძო ყოფილა, ეხლა კი მიტოვებულია. შესაბამისად ალბათ ადრინდელმა პატრონმა იზრუნა თავის დროზე მანდ თევზის მომრავლებაზე. ვისაც თევზაობის ეგ სტილი მოგწონთ მოსინჯეთ და ვფიქრობ შედეგი იქნება.

პოსტის ავტორი: dmoral Sep 29 2011, 22:00

იქნებ გვაჩვენო ფოტო გუგლიდან, თუ ზუსტად რომელ ტბაზეა საუბარი???

პოსტის ავტორი: shotka Sep 29 2011, 22:05

მარტივად ავხსნი, გომბორის გადასახვევიდან მუხროვანისკენ მიმავალი ცენტრალური გზით რომ მივდივართ გზაზევეა არ მისული მუხროვანამდე, მარცხენა მხარეს. გზიდან კარგად ჩანს. მხოლოდ ძველი, მაგრამ მოქმედი ფერმა აკრავს ზედა მხრიდან. ვარკეთილიდან დავნიშნე და ზუსტად 40 კმ გამოვიდა. გზა იდეალურია ნებისმიერი გამავლობის მანქანით მიხვალთ

პოსტის ავტორი: dmoral Sep 29 2011, 22:19

ციტატა(shotka @ Sep 29 2011, 23:05) *
მარტივად ავხსნი, გომბორის გადასახვევიდან მუხროვანისკენ მიმავალი ცენტრალური გზით რომ მივდივართ გზაზევეა არ მისული მუხროვანამდე, მარცხენა მხარეს. გზიდან კარგად ჩანს. მხოლოდ ძველი, მაგრამ მოქმედი ფერმა აკრავს ზედა მხრიდან. ვარკეთილიდან დავნიშნე და ზუსტად 40 კმ გამოვიდა. გზა იდეალურია ნებისმიერი გამავლობის მანქანით მიხვალთ

გაიხარე!! დიდი მადლობა.

http://pix.ge/ მგონი ესაა???

პოსტის ავტორი: FISHERMAN Sep 29 2011, 22:21

კი მეც ეგრე მგონია მაგრამ როგორც ვიცი მანდ სამივეში თევზია

http://imageshack.us/photo/my-images/17/ujarma.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

იმ პატარაშიც კი

პოსტის ავტორი: (dila)adriano Sep 30 2011, 08:09

ხალხოოოოოოოოო
ეგრე ხუმრობა არ შეიძლება
ახლავე მივდივარ და ვამოწმებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ახ ლა ვე!!!!!!!!! ashh.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 30 2011, 08:53

(dila)adriano
(dila)adriano

ციტატა((dila)adriano @ 30th September 2011 - 09:09) *
ხალხოოოოოოოოო
ეგრე ხუმრობა არ შეიძლება
ახლავე მივდივარ და ვამოწმებ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

არ გინდა ერთად შევამოწმოთ?
D.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Sep 30 2011, 09:20

(dila)adriano

გაგვაგებინე რას იზამ, წარმატებები newsmile027.gif

პოსტის ავტორი: zlost Sep 30 2011, 09:37

newsmile01.gif

პოსტის ავტორი: shotka Sep 30 2011, 10:06

ნამდვილად ეგ ტბებია. ყველაზე კარგი სათევზაო ადგილი სურათზე თეთრად მონიშნულ ადგილებზეა.

პოსტის ავტორი: antibraki Sep 30 2011, 11:35

რატომ აბაზრებთ ესე საჯაროდ ამგვარ ინფორმაციას? ეხლა ნახეთ შეესევა ყველა ძაღლი და მამაძაღლი და გაანადგურებენ ბადეებით და კიდევ რა ვიცი რითი, ჩვენ მერე ზამთარში ჯანდარა გვეყოფა არა? newsmile056 (1).gif

P.S.

გუშინ სპეციალურად კითხვა დავსვი სხვა თემაში, რომ ეს თემა არ გამოჩენილიყო პირველ გვერდზე. newsmile019.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 30 2011, 11:47

antibraki

ციტატა(antibraki @ 30th September 2011 - 12:35) *
ჩვენ მერე ზამთარში ჯანდარა გვეყოფა არა?

აბა შუკა ზამთარში მაინც არაა აქტიური და ისევ ჯანდარა რჩება ბოლო პასადკად ..

პოსტის ავტორი: shotka Sep 30 2011, 12:34

ციტატა(antibraki @ 30th September 2011 - 12:35) *
რატომ აბაზრებთ ესე საჯაროდ ამგვარ ინფორმაციას? ეხლა ნახეთ შეესევა ყველა ძაღლი და მამაძაღლი და გაანადგურებენ ბადეებით და კიდევ რა ვიცი რითი, ჩვენ მერე ზამთარში ჯანდარა გვეყოფა არა?

P.S.

გუშინ სპეციალურად კითხვა დავსვი სხვა თემაში, რომ ეს თემა არ გამოჩენილიყო პირველ გვერდზე.

შენ ჩემო მეგობარო ალბათ იცოდი ამ ტბების შესახებ და არ ამბობდი, იმიტომ რომ სხვამ არ ითევზაოს. მე გავიგე ინფო და დავდე. თუ ვინმე ბადით და დენით მივა და ვნახავ იქ გავუკეთებ თავის ხელსაწყოებს სადაც ყველაზე მეტად ეწყინება და თან ეტკინება. ასე რომ მე არაფერს არ ვაბაზრებ. ნამდვილი მეთევზეებისთვის დავდე ღია ფორუმზე ეს ინფო და ვისაც უნდა იმან ითევზაოს.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 30 2011, 12:40

ციტატა(antibraki @ 30th September 2011 - 12:35) *
გაანადგურებენ ბადეებით

შუკას ბადით ვერ დაიჭერენ....

პოსტის ავტორი: antibraki Sep 30 2011, 13:30

ციტატა(shotka @ Sep 30 2011, 13:34) *
შენ ჩემო მეგობარო ალბათ იცოდი ამ ტბების შესახებ და არ ამბობდი, იმიტომ რომ სხვამ არ ითევზაოს. მე გავიგე ინფო და დავდე. თუ ვინმე ბადით და დენით მივა და ვნახავ იქ გავუკეთებ თავის ხელსაწყოებს სადაც ყველაზე მეტად ეწყინება და თან ეტკინება. ასე რომ მე არაფერს არ ვაბაზრებ. ნამდვილი მეთევზეებისთვის დავდე ღია ფორუმზე ეს ინფო და ვისაც უნდა იმან ითევზაოს.

ბაზარი არაა ვიცოდი, მაგრამ ვისზეც მიმიწვდა ხმა პატიოსან მეთევზეზე ყველას ვუთხარი, აქ იმიტომ არ დავდე და არც მომავალში არ დავდებ, რომ ამ ფორუმს ნამდვილი მეთევზეების გარდა მამაძაღლი მეთევზეებიც კითხულობენ. აი დახურული თემა რომ იყოს, აუცილებლად დავდებდი ნებისმიერ ინფორმაციას.
ასე რომ ნუ გეწყინება ჩემი შენიშვნა და მომავალში, იმედია ყველა გაითვალისწინებს.

შოთა.03

პატარა შუკებს ხომ დაიჭერენ.

პოსტის ავტორი: jorj Sep 30 2011, 13:35

ბადითაც კარგად იჭერენ და დენითაც newsmile055.gif ამიტომ რამეს რომ გაიგებთ მაგდაგვარს ashh.gif ან რუსტავი 2 გააბაზრეთ.ქარიყლაპიას კიარა კარასი არ დატოვეს ამ პი/////////ბმა.ხალხმა იშვალა ჩამოიყვანა თანხა დახარჯა და თქვენ აბაზრებთ ты только кушать любишь bliadzl.gif

პოსტის ავტორი: shotka Sep 30 2011, 13:42

ციტატა(jorj @ 30th September 2011 - 14:35) *
ბადითაც კარგად იჭერენ და დენითაც ამიტომ რამეს რომ გაიგებთ მაგდაგვარს ან რუსტავი 2 გააბაზრეთ.ქარიყლაპიას კიარა კარასი არ დატოვეს ამ პი/////////ბმა.ხალხმა იშვალა ჩამოიყვანა თანხა დახარჯა და თქვენ აბაზრებთ ты только кушать любишь

აი ამ ყველაფერს ვიზე წერ ტავის ბლიადის მიყოლებით შეგიძლია დააკონკრეტო პატივცემულო?

პოსტის ავტორი: jorj Sep 30 2011, 14:25

თუ ეს ის ტბაა მუხროვანის გზაზე ხელმარცხნივ რომ ჩანს, მაშინ ერთ ინფოს მეც შევმატებ. რამოდენიმე დღის უკან ვიყავით ბიჭები პირველად. მე ვერაფერი დავიჭირე, მაგრამ სხვებმა საზანი და კარასი დაიჭირეს. მარტო პერლოვკაზე, სხვას არაფერს მიეკარა. ხო და ძალიან საინტერესო ამბავი, 3 კაცი ბლესნას ატარებდა, ,,შუკა" არის აქო და მართლაც არის, ჩემი თვალით ვნახე. რომ არ მენახა ალბათ არ დავიჯერებდი, მაგრამ ვნახე ასე 20-25 სმ როგორ ამოათრიეს. ეს პოსტი მემეგონი შენია/ამაზე კიდე bliadzl.gif ბოდიში/უბრალოდ ჩემი შრომა და ენთუზიაზმი მენანება ამდენ ბრაკონიერებში

პოსტის ავტორი: shotka Sep 30 2011, 14:54

ეხლა გასაგებია. თუ ტბას უვლი და შესაბამისად თევზს ამრავლებ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ რაღაც არ ეტყობოდა იმ ტბას მფლობელის ხელი. გადასახადი არავის მოუთხოვია და არც არავინ აკონტროლებდა რა ხდებოდა. რაც შეეხება ბრაკებს, მე სადაც გადავაწყდები ყველას საკადრისად ვექცევი, მათ შორის ყველანაირი პასუხისმგებლობით, ასე რომ არც კი მიფიქრია მათთვის ინფორმაციის გაზიარება. უბრლოდ ის ვერ გავიაზრე, რომ აქ უცხოსაც შეუძლია შემოხედვა.

პოსტის ავტორი: jorj Sep 30 2011, 17:42

ციტატა(shotka @ Sep 30 2011, 15:54) *
ეხლა გასაგებია. თუ ტბას უვლი და შესაბამისად თევზს ამრავლებ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ რაღაც არ ეტყობოდა იმ ტბას მფლობელის ხელი. გადასახადი არავის მოუთხოვია და არც არავინ აკონტროლებდა რა ხდებოდა. რაც შეეხება ბრაკებს, მე სადაც გადავაწყდები ყველას საკადრისად ვექცევი, მათ შორის ყველანაირი პასუხისმგებლობით, ასე რომ არც კი მიფიქრია მათთვის ინფორმაციის გაზიარება. უბრლოდ ის ვერ გავიაზრე, რომ აქ უცხოსაც შეუძლია შემოხედვა.

არ ვუვლი მაგრამ მაინც გული შემტკივა.ვაპირებდით ამ თევზის სხვაგან გადამრავლებას მაგრამ თუ ყველა სპინინგისტი მაგ პატარა ტბებზე დაიწყო ამ ტევზის ჭერა-ჭამა რა გადავსვათ სხვაგან?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 30 2011, 19:28

რა ხდება აქ ვეღარ გავიგე, თუ რაღაცის გაკეთება გინდა ისეთის, რომ არავინ იცოდეს და ხელი არ მიუწვდებოდეს, მაშინ საკუთარ შემოღობილში უნდა ქნა ან და ისეთ ადგილზე, რომელზეც არავის არაფერი სმენია, გარდა მაგისა, როცა აქ უკვე რამე დაიწერება, ძალიან უხერხულია მერე ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ დაწერე და რატო აბაზრებო, გუშინ დარეგისტრირდით და უკვე ხიპიშის სუნი ტრიალებს ამ თემაში, რაც ნამდვილად არაა ლამაზი და ჩვენი ფორუმის ფორმატშიც მსგავსი რამ არ ჯდება....
და რაც შეეხება იმ შუკის ჭერას თუ უპატრონებთ ისე ქენით რომ დენით და მსგავსი მაიმუნობით არ შევიდნენ სათევზაოდ, თორემ სპინინგისტებისთვის მაგის დაშლა არაა ლამაზი, 350 კილომეტრს გადის მაგ თევზის დასაჭერად აქედან ხალხი და თუ აქ იქნა ყურის ძირში ნამდვილად შეესევიან და არანმაირად არ იქნებიან ისინი "ცუდი ტიპები".

ციტატა(jorj @ 30th September 2011 - 18:42) *
არ ვუვლი მაგრამ მაინც გული შემტკივა

არც ჩვენ უვლით არცერთ გარეულ ცხოველს, ფრინველს და თევზებს, მაგრამ ყველა ნამდვილ მონადირეს შესტკივა გული მათზე. აგერ გვერდზე თემაში დათვი და ჯიხვი ჩვენი დასაცავი გახდა...

ციტატა(jorj @ 30th September 2011 - 18:42) *
.ვაპირებდით ამ თევზის სხვაგან გადამრავლებას მაგრამ თუ ყველა სპინინგისტი მაგ პატარა ტბებზე დაიწყო ამ ტევზის ჭერა-ჭამა რა გადავსვათ სხვაგან?

ეგ ძმაო ნამდვილად არაა არავის პრობლემა, გარდა იმისა ვინც დაატარებს იქეთ-აქეთ მაგ თევზებს....

პოსტის ავტორი: КАА Sep 30 2011, 21:54

QUOTE (შოთა.03 @ Sep 30 2011, 13:40) *
შუკას ბადით ვერ დაიჭერენ....

Шота, ты наверно в Поти никогда не был newsmile045.gif...
Иначе такую ерунду не написал бы..
Щука прекрасно ловится любыми способами - от поплавка до путанки...
Ну, может быть кроме донки..

პოსტის ავტორი: (dila)adriano Oct 1 2011, 08:49

ციტატა(КАА @ Sep 30 2011, 22:54) *
Щука прекрасно ловится любыми способами - от поплавка до путанки...

მიშაჯან
შეიძლება ლოვიტსია კიდევაც
მაგრამ
ესლი ტი ვ პოტი ბიიილ
ანეგდოტიც გეცოდინება პრო ნეულავიმი ჯოო
პოჩემუ ნეულავიმიო და
ნახუი ონ კამუ ნუჟენო - ეგრეა
შუკა ბაზარში თუ გამოიტანეს - კარასზე იაფია
ტაკ ჩტო პუტანკის ტრეტად არ უღირთ ეგ კროქოდაილი newsmile05.gif

პ.ს.
გუშინ ვიყავი უჯარმაში
რიბა იესტ, ლავიტ ნუჟნა უმეტ newsmile029.gif

სურათებიც მანახეს newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Infest Oct 1 2011, 10:58

ციტატა((dila)adriano @ Oct 1 2011, 09:49) *
რიბა იესტ, ლავიტ ნუჟნა უმეტ newsmile029.gif

ქარიყლაპიები დაიჭირე?

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 1 2011, 13:22

თუ ვინმე მაგ ტბას უვლის და თევზის გამრავლებაზეც ფიქრობს, მაშინ არის გამოსავალი: უბრალოდ დააწესოს გადასახადი და ნებისმიერი სპინინგისტი გადაიხდის თანხას შუკის დაჭერაში. პირდად მე დიდი სპინინგისტი არ ვარ, მაგრამ თუ მეცოდინება, რომ ტბაში არის შუკა, სიამოვნებით გადავიხდი თანხას და სიამოვნებასაც მივიღებ. მე ჭერა მიყვარს და არა ჭამა..... newsmile05.gif ასე რომ სიამოვნება ფული ღირს.......

პოსტის ავტორი: КАА Oct 5 2011, 13:20

QUOTE
შუკა ბაზარში თუ გამოიტანეს - კარასზე იაფია

შაკო, გენაცვალე, მეი ბი newsmile05.gif ... ბატ მეი ბი ნოტ newsmile045.gif .. ვპოლნე შესაძლებელია, მაგრამ სიმართლე გითხრა, არ მინახია ფოთის ბაზარში კარასი 3 ლარად ან სამ ლარზე ძვირი (გაზაფხულზე).. და ამ დროს სჩუკა ფოთში 3 ლარი და მეტიც ღირს.. და რამდენად ყიდიან ქარიყლაპიას ბათუმის გზაზე - მოლჩუ newsmile045.gif..
და ვოობშე, მე რატომღაც მგონია რომ, ბადეს სპეცომ გარკვეულ თევზე არ ყრიან newsmile045.gif, და იქ შედის ნებისმიერი თევზი...

პოსტის ავტორი: КАА Oct 5 2011, 14:06

Да, и кстати, как там обещанная вылазка на уджармский пруд?
состоялась? если да, то интересны результаты newsmile045.gif ..

პოსტის ავტორი: (dila)adriano Oct 6 2011, 19:49

ციტატა(КАА @ Oct 5 2011, 15:06) *
Да, и кстати, как там обещанная вылазка на уджармский пруд?
состоялась? если да, то интересны результаты newsmile045.gif ..

სოსტოიალას
ტოლკო ბეზ რეზულტატა

სამაგიეროდ კარასზე მოთევზავეებმა ჯერ შემთხვევით მათივე დაჭერილი კილონახევრიანი შუკა მაჩვენეს
მერე ტელეფონში ფოტოებიც მანახეს
12 სექტემბერს დაუჭერია ვიღაცას ბლესნით 4 კგ-იანი შუკა
და 7 კგ-იანი ამური
როგორც ამბობენ ეგეც ბლესნაზეო

ვეიდერსები არ მაქვს და
მაღალ ჩექმებში ძალიან გავწვალდი
ნაპირიდან ეგრევე სიღრმე იწყება
თან ყველაზე ცოტა 3-4 მეტრი

პოსტის ავტორი: КАА Oct 7 2011, 17:15

QUOTE
ტოლკო ბეზ რეზულტატა
მე ვიყავი სამშაბათს საღამოს, და შედეგი იგივეა.. ქარი იყო არასასიამოვნო, გატარება წესიერად ვერ გავაკეთე..
QUOTE
12 სექტემბერს დაუჭერია ვიღაცას ბლესნით 4 კგ-იანი შუკა

И как она выглядела на снимке? имею ввиду пропорции..
Но по моему, лучше поделить этот вес пополам newsmile045.gif.. а может и на 4 newsmile05.gif.. Тогда будет реальнее..
QUOTE
და 7 კგ-იანი ამური
როგორც ამბობენ ეგეც ბლესნაზეო

Вааа, что за интересная блесна такая?

პოსტის ავტორი: КАА Oct 7 2011, 17:21

QUOTE
ვეიდერსები არ მაქვს და
მაღალ ჩექმებში ძალიან გავწვალდი
ნაპირიდან ეგრევე სიღრმე იწყება
თან ყველაზე ცოტა 3-4 მეტრი
без вейдерсов - хреново.. Часто приходится заходить в воду по йатсы и выше, и никакие сапоги тут не помогут.. Уж лучше вообще без них.. Правда, это только летом...
А на уджармском пруду и в вейдерсах имхо делать нечего - там глубина резко увеличивается, а где мелко - там на дне исключительно липкий и вонючий ил, в который проваливаешься выше колена..

პოსტის ავტორი: Infest Oct 8 2011, 15:36

ციტატა((dila)adriano @ Oct 6 2011, 20:49) *
როგორც ამბობენ ეგეც ბლესნაზეო

ამური პატარა ვობლერზე კიდე გამიგია, ისიც აქ არა, და ისეთ ადგილას სადაც ყველაფერზე დაიჭერ

მაგრამ ბლესნაზე ნაღდად არსად გამიგია

პოსტის ავტორი: (dila)adriano Oct 9 2011, 21:27

ციტატა(Infest @ Oct 8 2011, 16:36) *
ამური პატარა ვობლერზე კიდე გამიგია, ისიც აქ არა, და ისეთ ადგილას სადაც ყველაფერზე დაიჭერ

მაგრამ ბლესნაზე ნაღდად არსად გამიგია

რა გითხრა აბა newsmile029.gif
რაც მარაბდის ამურით ამოვსებულ ტბორებში მაქვს მანტრიალები ბლესნა-ვობლერები
წესით ერთხელ მანც უნდა დამეჭირა newsmile029.gif

ისე რამდენჯერმე დავინახე რომ ნაპირამდე მოაცილა
ტაკ ჩტო
ვარაუდის დაშვება სავსებით შესაძლებელია

ისე ის მეკარასეები
ეჭვი მეპარება ერთმანეთისგან ბლესნას და ვობლერს არჩევდნენ newsmile05.gif

ციტატა(КАА @ Oct 7 2011, 18:15) *
Вааа, что за интересная блесна такая?

ჩტო ზა ინტერესნი ამურ ტაკოი newsmile01.gif

პოსტის ავტორი: Fishing Club Oct 9 2011, 23:20

ჩემი აზრით აფსოლიტური სისულელეა ტრიალით ამურის დაჭერა, მითუმეტეს ჩვენაირ "გაჭირვებულ" ქვეყანაში, ამ შემთხვევაში თუ მართლა დაიჭირა ვინმემ პასუხი მარტივია ბლესნის სამკავი გამოედო შემთხვევით გატარებისას...

პოსტის ავტორი: zlost Oct 10 2011, 10:27

ტასაობდა ამური თავისი უბანში. დაინახა ბლესნა, იფიქრა - ეგ ვინ არი?! რას ბლატაობს ჩემ უბანში?! ე!...ბიჭო გაიარე აქედან! და ხია სიფათში...
არსებობს ესეთი რამე?...თუ აღარ მოვწიო? D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 10 2011, 11:49

zlost

ციტატა(zlost @ 10th October 2011 - 11:27) *
არსებობს ესეთი რამე?...თუ აღარ მოვწიო?

D.gif D.gif აღარ მოსწიო D.gif და წერტილების ხმარებას მიეჩვიე

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 10 2011, 23:46

zlost

ციტატა(zlost @ 10th October 2011 - 11:27) *
არსებობს ესეთი რამე?...თუ აღარ მოვწიო?

პრინციპში მოწევა მავნებელია როგორც იძახიან, მაგრამ ვინ უჯერებს რომ იძახიან???.....

პოსტის ავტორი: jorj Oct 11 2011, 06:44

მოწევა კლავს d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: eqstazi Nov 3 2011, 12:34

ეხლა რამე იქნება უჯარმაზე ღირს წასვლა თუ კი რაზე უნდა ითევზაო მანდ

პოსტის ავტორი: ბესო Nov 3 2011, 22:13

საინტერესოა ვის რად უნდა ეს შუკა და რაში უნდა გამოიყენო? newsmile05.gif ერთად-ერთი სხვა რომ არაფერია დარჩენილი დასაჭერი, მაშინ სპინინგისტი თუ დაიჭერს და ისევ უკან გადააგდებს... რა ბათუმის გზაზე იყიდებაო და რა ფოთში 3 ლარზე მეტი ღირსო... ნახევარ ფოთს ვიცნობ და ეს ჩემი ნაცნობი ნახევარი არავინ ჭამს მაგ ჩალას!!! მით უმეტეს ფულს მაგაში როგორ გადაიხდიან! ბლომად რომ იჭირება ლაბანი მაშინ 3-4 ლარამდეც ჩამოდის ხოლმე ფასი და შუკა? აქეთ რომ მომცენ ფული მაშინაც არ ვჭამო შეიძლება. ფიტული მაინც კეთდებოდეს newsmile05.gif

არ მახსოვს ეხლა ვინ დაწერა მაგრამ ძალიან კარგი ქნა რომ აქ დაწერა მაგ შუკის ამბავი. რაც მეტი გაიგებს მეტი ხალხი ივლის იქ და ამ გოთვერნებს მოერიდებათ ცოტა, თორემ წლებია "მესნები" ნავით დადიან ზამთარ-ზაფხულ და დენის აპარატს აღარ იღებენ მაგ ტბიდან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

რამდენჯერ თავზე დავდგომივარ დენით ნავიდან რომ უბაყუნებდნენ ხოლმე. მანქანით, რომ გადავუხვიე ეგრევე მოტეხეს ყველაფერი და ნავით შორს გაცურეს, რომ ვითომ ვერ მივმხვდარიყავი!

ისე კი თუ გაინტერესებთ ჯანდარის ტბაც გაპრობეთ ხოლმე შიგა და შიგ newsmile045.gif

მხოლოდ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების მომხრე და მსგავსი ფილოსოფიის მატარებელ მეთევზეებს რომ იკითხო ვერ იტანს ერთი ნაწილი და საზოგადოებიდან მოიკვეთავენ ხოლმე ამ დროს თვითონაც ზედმიწევნით იგივეთი საზრდოობენ...

საკუთრად რომ მინდოდა გავუშვი მეც ბევრად შუკაზე უფრო მეტი ღირებულების თევზი ერთ ადგილას და კაი ბიჭია და ითევზაოს ჩემს გარდა ვინმემ... newsmile05.gif newsmile05.gif

მაგრამ ის შემოღობილია და უყურებენ!

პოსტის ავტორი: (dila)adriano Nov 11 2011, 16:38

ციტატა(ბესო @ Nov 3 2011, 23:13) *

კაცო შენ მეთევზე ხარ თუ პრავაკატორიიიი? newsmile05.gif))))))))))))))))))
ნახევარი სათევზაო ინდუსტრია ქარიყლაპიის ჭერასა და შესაბამის ვობლერ-ტრრიალების წარმოებაზეა ორიენტირებული
შენ კიდევ:
ერთად-ერთი სხვა რომ არაფერია დარჩენილი დასაჭერი, მაშინ სპინინგისტი თუ დაიჭერს და ისევ უკან გადააგდებსო - წერ
აბა სხვა რა უნდა ქნას სპინინგისტმა???
ის თევზები
რომლებიც საქართველოში სპინინგით იჭირება
ქაშაპის გარდა ყველა გადაშენების პირზეა
ქარიყლაპია-წებრი მათ შორის
რასაც დაიჭერ ყველაფერი ხომ არ უნდა შეჭამო? newsmile05.gif)))))))))))))))))))))))))))

ან ეს რა ქართულია?
ადმინი ხარ ბოლო-ბოლო newsmile05.gif))))))))))))

პოსტის ავტორი: maxo06 Nov 11 2011, 19:57

დღეს შემთხვევით გავიგე -----უჯარმის ტბის მეპატრონე(ოღონდ რომელ ტბაზეა საუბარი ვერ დავადგინე--დიდზე,პატარაზე თუ სულ პატარაზე) მარტყოფში ეძებდა პომპა -ნასოსს,უნდა დავაშრო ეგ ტბა,თევზს ამოვყრი და მერე ისევ ჩავაგუბებო.თან მგონი მარტყოფელია ეგ ვიღაცა,თქვენ შლანგები მიშოვეთ და თევზი ჩემზე იყოსო

პოსტის ავტორი: (dila)adriano Nov 11 2011, 20:21

უჯარმაში (თავად სოფელში)
არის თევზსაშენი მეურნეობა
4-5 მოზრდილი ტბორით
საუბარი ალბათ მათზე იყო

ჩვენს მიერ ნახსენები ტბა - ბუნებრივია
და მისი დაშრობის უფლება არა მარტო არავის აქვს
არამედ კონსტიტუციური დანაშაულიცაა

newsmile019.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ბესო Nov 11 2011, 23:51

ციტატა((dila)adriano @ Nov 11 2011, 17:38) *
კაცო შენ მეთევზე ხარ თუ პრავაკატორიიიი? newsmile05.gif))))))))))))))))))
ნახევარი სათევზაო ინდუსტრია ქარიყლაპიის ჭერასა და შესაბამის ვობლერ-ტრრიალების წარმოებაზეა ორიენტირებული
შენ კიდევ:
ერთად-ერთი სხვა რომ არაფერია დარჩენილი დასაჭერი, მაშინ სპინინგისტი თუ დაიჭერს და ისევ უკან გადააგდებსო - წერ
აბა სხვა რა უნდა ქნას სპინინგისტმა???
ის თევზები
რომლებიც საქართველოში სპინინგით იჭირება
ქაშაპის გარდა ყველა გადაშენების პირზეა
ქარიყლაპია-წებრი მათ შორის
რასაც დაიჭერ ყველაფერი ხომ არ უნდა შეჭამო? newsmile05.gif)))))))))))))))))))))))))))

მხოლოდ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების მომხრე და მსგავსი ფილოსოფიის მატარებელ მეთევზეებს რომ იკითხო ვერ იტანს ერთი ნაწილი და საზოგადოებიდან მოიკვეთავენ ხოლმე ამ დროს თვითონაც ზედმიწევნით იგივეთი საზრდოობენ...

ან ეს რა ქართულია?
ადმინი ხარ ბოლო-ბოლო newsmile05.gif))))))))))))

ქარიყლაპიას რა გადააშენებს იმ სიტუაციაში როცა გამოუვალი მდგომარეობის დროს თევზაობს კაცი მაგაზე? D.gif

და ამ თივის გემოს მქონე თევზს რად უნდა კეთილშობილი ირემივით მოფრთხილება ვერ ვხვდები!! D.gif

ციტატა((dila)adriano @ 11th November 2011 - 17:38) *
ან ეს რა ქართულია?

თუ ვინმე განეკუთვნება მაგ კატეგორიას ის გაიგებს უპრობლემოდ newsmile05.gif)))))))

პოსტის ავტორი: dmoral Nov 12 2011, 15:23

ამ ლოგიკით, რაც გემრიალი არაა ყველაფერი უნდა გავანადგუროთ?!

მაგ თევზის სპინინგით დასაჭერად პერიოდულად 1000 კმ.-ზე მეტს გავდივარ.

ისე, გემოვნებაც ინდივიდუალურია.

პოსტის ავტორი: ilariona Jan 11 2012, 16:48

მოგესალმებით ყველას, დღეს თელავიდან ვბრუნდებოდი გობორის უღელტეხილით. უჯარმიდან, რომ გამოვდიოდი მარცხენა მხარეს გაიხსნა ხედი სადღაც 5-6 ტბის მიმართულებით. უზარმაზარი ტბები იყო და სურათზე კი ჩანს რამხელა ტერიტორიაზეა გაშენებული ტბები. სამწუხაროდ ამ სურათზე არ ჩანს თვითონ ტბები, მაგრამ მონიშნულ ტერიტორიაზე იყო მართლა ძალიან დიდი ტბები. დარწმუნებული ვარ ვინმეს გეცოდინებათ თუ რა ტბებია და გითევზავიათ თუ არა მანდ.

აბა ველი გამოხმაურებას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jorj Jan 11 2012, 18:22

მართალი ხარ გზიდან ჩანს მაგრამ რამდენადაც მე მახსოვს ზაფხულში შრება

პოსტის ავტორი: ilariona Jan 11 2012, 21:45

jorj

ზაფხულში როგორ დაშრება მაგხელა ტბები? newsmile05.gif მგონი თქვენ სხვა ტბებზე საუბრობთ.

პოსტის ავტორი: jorj Jan 12 2012, 06:48

ციტატა(ilariona @ Jan 11 2012, 22:45) *
jorj

ზაფხულში როგორ დაშრება მაგხელა ტბები? newsmile05.gif მგონი თქვენ სხვა ტბებზე საუბრობთ.

მაშინ რითი ახსნით ამ ტბების საოცარ გაუჩინარებას რუკაზე? გუგლში გადაღებული სურათის თარიღია 08/18/2006 elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Jan 12 2012, 17:16

ციტატა(jorj @ Jan 12 2012, 07:48) *
მაშინ რითი ახსნით ამ ტბების საოცარ გაუჩინარებას რუკაზე? გუგლში გადაღებული სურათის თარიღია 08/18/2006 elementarno-vatson.gif

ეგ ტბები არ არის, ტბის კლასიკური გაგებით. ტბორებია.
ეგ ხელოვნური ტბორები დიდი ხნის წინ გაკეთდა თევზის მეურნეობისათვის. იმუშავა რაღაცა პერიოდი და მერე ეტყობა მეპატრონეებს გაუჭირდათ მეურნეობის წარმართვა და ეგრე დგას ხან დაშრება და ხან წვიმის და ნაჟური წყალი შეავსებს. თევზაობის მიზნით ეგ ტბორები არ გაკეთებულა.
ვიღაც უკრაინელი ცდილობს აღდგენას, მაგრამ მაგ ტბორების თუ ხაშმის ტბორების ეგ არ ვიცი.

პოსტის ავტორი: ilariona Jan 12 2012, 20:20

akela1954

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.

ისე კი გავდა მიტოვებულებს და მაგან დამაეჭვა...

პოსტის ავტორი: FISHERMAN Jan 12 2012, 20:42

akela1954
dastur.gif
მეც ეგრე მაქვს გაგონილი, მაგრამ როგორც სათევზაო ადგილი მაგ ტერიტორიაზე ეგ ტბორები არაფერს არ წარმოადგენდა არც ადრე და არც ეხლა, ერთადერთი ადგილი სადაც თევზი მოდიოდა ეგ არი უჯარმის ტბები.

და სასადილოს ტბები სადაც კერძო მეურნეობაა და შესვლის შანსი არ არი. newsmile045.gif სხვა ახლომახლო მანდ არანაირი ტბა არ არსებობს სადაც თევზი ბინადრობს. სიონის წყალსაცავამდე, თუ ივრის ცივ მდინარეს არ ჩავთვლით.

პოსტის ავტორი: nukri_75 May 8 2012, 16:09

უჯარმის ტბებს ადგილობრივები მლაშესაც ეძახიან თითქმის ყოველ წელს დავდივართ ქარიყლაპია ნამდვილად არასოდეს მინახია, რაც შეეხება პატრონს თავის დროზე ემზარ კვიციანი უვლიდა ფაცხაც იყო და ქეიპი და წვიმისაგან თავის შეპარებაც შეიძლებოდა თეთრი ამურიც იმან გაუშვა. მერე ათასი ბრაკონიერის ხელით საერთოდ გააქრეს მანდ თევზი. ანუ ეხლა ისეა გაწყვეტილი შეიძლება კარასიც ვერ დაიჭიროტ

პოსტის ავტორი: DISEVI Aug 23 2012, 20:26

უჯარმის ტბები კერძო ხომ არაა? სათევზაოდ მინდა წასვლა და.....

პოსტის ავტორი: გიოკულუ Aug 23 2012, 20:56

ციტატა(DISEVI @ Aug 23 2012, 21:26) *
უჯარმის ტბები კერძო ხომ არაა? სათევზაოდ მინდა წასვლა და.....

გაუმარჯოს , ფასიანი არ არის მაგრამ თევზიც არ მოყვება. ორი კვირის წინ ვიყავი გავლით ერთ საათში სამი პატარა კარჩხანა დავიჭირე

პოსტის ავტორი: DISEVI Aug 23 2012, 21:04

გიოკულუ
მადლობა გავივლი გავერთობი ცოტას და მერე რეპორტს დავდებ აქ

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 23 2012, 22:18

უჯარმაში სხვა ტბებიც არის, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი იქ რა სიტუაციაა....

პოსტის ავტორი: lado.b. Oct 22 2012, 13:50

გუშინ ვიყავით და დავიჭირეთ ბევრი ვერა მაგრამ მაინც კარგია newsmile05.gif) ანუ თევზი არის ტბაში

moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 22 2012, 21:00

LeoTaso
ვიღაც კაი ადამიანმა ჩასვა ეტყობა რამდენიმე ცალი და მთელი თბილისი მაგაზე ცდილობს თევზაობას

პოსტის ავტორი: ბესო Oct 22 2012, 21:46

მოდერირება მე გავაკეთე.

ციტატა
იმ ვიღაც კაი ადამიანმა
რომ ჩასვა, იმისთვის ჩასვა, რომ "გალიაკის" დროს თევზაობის ჟინი მოეკლა. ამიტომ ვცეთ პატივი დროებით და სახალხოდ ნუ ვიტყვით ყველაფერს... ჯერ-ჯერობით სანამ პატრონი გამოუჩნდება ფლორა-ფაუნას!!!

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 22 2012, 22:09

ჩემი პოსტის მოდერირება აუცილებელი იყო ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 22 2012, 22:11

ალთაზარ
ალბათ კი თორე გიჟი ხო არავინაა
D.gif

პოსტის ავტორი: ბესო Oct 22 2012, 22:30

ციტატა(ალთაზარ @ Oct 22 2012, 23:09) *
ჩემი პოსტის მოდერირება აუცილებელი იყო ?

შენი პოსტი უბრალოდ წავშალე და სხვა პოსტებიც newsmile05.gif იმედია არ გეწყინება, მაგრამ იმდენი იყო "სამოდერირო", რომ წაშლა ვარჩიე... newsmile05.gif

ნუ იდეაში იმ პოსტის წაშლასაც ვაპირებდი (საიდანაც დაიწყო ყოველივე), მაგრამ მერე ვნახე, რომ ავტორისთვის ამ ფორუმზე პირველი პოსტია და "დავინდე" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gimila033 Oct 25 2012, 12:52

შოთააააა როგორა ხაარ? სად მოდის ეხლა ტევზი კარგად ახლო-მახლოოო

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 25 2012, 17:23

gimila033
ვააა გიას გაუმარჯოს, ბაზარში ვიცი იაფი ტოჩკა D.gif
არ ვიცი გია, კაი ხანია არ მითევზავია არსად, ეხლა მალე ჯანდარას სეზონი წამოვა....

პოსტის ავტორი: kasablanka Nov 5 2012, 07:44

ვიყავით გუშინ უჯარმაში, მაგრამ ბევრი არაფერი, 3 ცალი პატარა ქარიყლაპია დავიჭირეტ, ერთი ვობლერზე, ორი პატარა თევზზე

პოსტის ავტორი: wero-gio Apr 13 2013, 12:06

ერთი კვირის წინ ვიყავი მარა ვერაფერი ძაან ცუდი ამინდი იყო მარა იქ ვინც დაგხვდა იმათ ყავდათ დაჭერილი,ერთს მინიმუმ 3კგ.იანი ეყოლებოდა.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2013, 13:08

ამ თვეში 5-ჯერ მაინც მომიწია თელავში წასვლა უჯარმის გავლით. ტბები ამომშრალია და სად იჭერს ეს ხალხი ამ თევზს გამაგებინეთ რაა.....

პოსტის ავტორი: bessos Jun 4 2013, 20:41

ამ დგეებში თუ ყოფილხართ ვინმე შაბათს გვინდა წასვლა და გირს?

პოსტის ავტორი: ---გიორგი--- Jun 5 2013, 08:54

ამას წინათ ვიყავით უჯარმის ტბებზე და სხვა დროს უკვე აღარც წავალ. იმდენი უხსენებელია, თევზი და ბაყაყი არაა იმდენი newsmile042.gif თუ ეს გარემოება თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ წასვლა ღირს და ალბათ თევზსაც დაიჭერთ.

პოსტის ავტორი: გიგი Jun 5 2013, 10:55

ქარიყლაპია ცხოვრობსო ამ ტბებშიო და მართალია?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 5 2013, 10:58

გიგი

ციტატა(გიგი @ 5th June 2013 - 11:55) *
ქარიყლაპია ცხოვრობსო ამ ტბებშიო და მართალია?

არა ვინ გითხრა!რა უნდა მანდ ქარიყლაპიას!

პოსტის ავტორი: გიგი Jun 5 2013, 10:58

რავიცი... გაუშვესო და არისო ვიღაცა ამბობდა...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 5 2013, 11:02

შენა ჯანზე ხომ ხარ??მაგარ უცნაურ რაღაცეებს წერ ბოლო დროს

პოსტის ავტორი: გიგი Jun 5 2013, 11:21

T A M P L I E R
D.gif D.gif D.gif რავიცი ნუ... მეშლება რაღაცა ესე იგი...

T A M P L I E R
აჰააააააა... ესეც მე ვარ?????/

http://fisher.ge/index.php?s=&showtopic=507&view=findpost&p=38656

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 5 2013, 11:32

რა ესეც შენ ხარ მანამ რამეს იკითხავ იქნებ თემა გადაიკითხო!

პოსტის ავტორი: asana Jun 5 2013, 23:04

უჯარმის ტბები სავსეა ქარიყლაპიით და საკმაოდ მრავლად არის და არაერთხელ მინახავს მანდ დაჭერილი ქარიყლაპია newsmile05.gif)))))
მალიოკზე და ბლესნაზე მოდის კარგად .. ჩემ თვალცინ ყავთ ამოყვანილი საკმაოდ მოზრდილი ეგზემპლიარები.. ადრე მაგ ტბაში კვიციანმა გაუშვა თუ არ მეშლება newsmile05.gif)

წინა კვირას დავიჭირეთ 300 გრამიანები და გავუშვიტ ისევ უკან მალიოკზე იღებს კარგად

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 6 2013, 10:49

მე მაინც ვერ ვხვდები რომელ ტბაზე ლაპარაკობთ. სანამ სოფელ უჯარმაში შეხვალ ხელმარცხნივ რომ არის პატარა ტბა მაგაზე თუ სოფელს რომ გაცდები და ივრის პირზე რომ ტბებია ( სხვათაშორის ეხლა ამომშრალია რამდენადაც ვიცი) მაგ ტბებზე?

პოსტის ავტორი: Sos049 Jun 6 2013, 11:08

ციტატა(asana @ Jun 6 2013, 00:04) *
უჯარმის ტბები სავსეა ქარიყლაპიით და საკმაოდ მრავლად არის და არაერთხელ მინახავს მანდ დაჭერილი ქარიყლაპია newsmile05.gif)))))
მალიოკზე და ბლესნაზე მოდის კარგად .. ჩემ თვალცინ ყავთ ამოყვანილი საკმაოდ მოზრდილი ეგზემპლიარები.. ადრე მაგ ტბაში კვიციანმა გაუშვა თუ არ მეშლება newsmile05.gif)

წინა კვირას დავიჭირეთ 300 გრამიანები და გავუშვიტ ისევ უკან მალიოკზე იღებს კარგად

მალე შეიძლება თბილისის ზღვაზეც დაუჯდეს ვინმეს newsmile027.gif
შარშან, მე თვითონ ვნახე,რომ 8-10ცალი გაუშვეს დიდ ზღვაში.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 6 2013, 11:21

რაკი უკვე გაბაზრებულია ყველას გთხოვთ. საჭმელად ქარიყლაპია არ ვარგა და დაჭერით რომ გაერთობით იქნებ გაუშვათ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში პატარები მაინც

პოსტის ავტორი: DISEVI Aug 2 2013, 09:29

ციტატა
მალიოკზე იღებს კარგად

ეს მალიოკი რომელია?

შარშან დავიჭირეთ 4-5 ცალი და უკან გავუშვით ჩვენც

პოსტის ავტორი: LEX3800 Oct 11 2013, 16:53

დღეს ვიყავი 3 ცალი დავიჭირეთ სურათებიც მაქვს და ვიდეოებც,მარა დიდი ქარიყლაპია არ იღებს )))

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 11 2013, 20:32

თხოვნა მექნება უჯარმაზე მოთევზავეებთან.

აღმოსავლეთში თითო ოროლა ადგილია სადაც ქარიყლაპია გაუშვეს ენთუზიასტმა და გულანთებულმა სპინინგისტებმა. როგორც იცით ქარიყლაპია დიდი გასტრონომიული გემოთი არ გამოირჩევა, დასაჭერად კი სასიამოვნოა. ხოდა თხოვნა მექნება რამდენათაც შეძლებთ ეცადეთ დაიჭიროთ და გაუშვათ, რომ სხვა დროსაც გქონდეთ სიამოვნების საშუალება. გაიხარეთ დიდი მადლობა

პატივისცემით ჭალიმგელა

პოსტის ავტორი: LEX3800 Oct 12 2013, 15:28

ვეთანხმები ჭალიმგელას იქნებ სცადონ მაინც გაშვება დამიჯერეთ დაჭერაზე სასიამოვნოა )

http://www.youtube.com/watch?v=ydjIFWyghlY&feature=youtu.be

პოსტის ავტორი: vaja maisuradze Mar 12 2014, 15:19

რა ხდება უჯარმის ტბაზე რიბაკებო რამე საინტერესო ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ? უჯარმის ტბა კერდზოა?? ფასიანია თევზაობა?

პოსტის ავტორი: feroni Mar 12 2014, 16:20

ჭალიმგელა
+1
თან ძალიან საწვალებელი საქმეა მაგის გადმოსახლება, ნუ დაჭერა სიამოვნებაა მაგრამ მერე იწყება ყველაფერი, აბა ჟანგბადი არ მოაკლდეს, მერე ტემპერატურის ცვლილება, 360 კმ გზა და ა.შ., მართლა კარგი იქნება დაიჭირე გაუშვის პრინციპს თუ შევინარჩუნებთ ამ თევზის და ასევე ქორჭილის მიმართაც.

პოსტის ავტორი: მიხაილ Mar 12 2014, 21:23

საქართველოში არსებული თითოეული ტბა, მდინარე თუ წყალსაცავის არსებობა და მასში მყოფი მობინადრეების პოპულაცია თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. თუ ყოველი თგვენგანი ერთი სეზონის მანძილზე მაინც უარს იტყვის იშვიათი და სპორტული მნიშვნელობის ჯიშის თევზის სახლში წაღებაზე, შემდეგ წელს იმ ტბაში თუ მდინარეში ანდა წყალსაცავში გა 10 მაგებულ რაოდენობას მიიღებთ. ძალიან მარტივია. ეს ის მომენტია როცა გულწრფელი აზარტი გამოძრავებს და არა თევზის ჭამა.

რა თქმა უნდა ამ ტბაზეცააა საუბარი, ნამდვილად არასდროს მითევზავია ამ ტბაზე და განსაკუთრებით შუკაზე, ვერც დარწმუნებით გეტყვით ნამდვილად არის თუ არა მასში ქარიყლაპია, მაგრამ ერთს მაინც გთხოვთ ნებისიერ მიმსვლელს რომ აუცილებლად გაუშვით ის ქარიყლაპია უკანვე წყალში რო შემდეგ წელს უფრო მეტი სტიმული და აზარტი მოგენიჭებათ იგივე თევზის დაჭერით რადგან საგრძნობლად დიდი წონის იქნება.

ტაკ შტო ყველაფერი ჩვენს ხელშია

პოსტის ავტორი: .ZB. Mar 13 2014, 23:27

მიხაილ small3d018.gif
vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: vaja maisuradze Mar 16 2014, 14:14

უჯარმის ტბა კერძოა? ფასიანია თევზაობა?

პოსტის ავტორი: დიასა Jul 15 2014, 22:08

ძალიან მაინტერესებს უჯარმის ტბის ამბავი თუ ვინმემ იცით?გტხოვთ არ დაიზაროთ და მიპასუხეოთ.პატივისცემით დიასა

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 15 2014, 23:15

მე რამდ3ნადაც ვიცი კერძოა და არ ათევზავებენ. 2 ავსებული იყო. ორსაც ავსებენ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 16 2014, 07:31

ჩელე
ეგ სხვა ტბაა კიდევ. ეგენი საშენები იყო და კერძოა

ეს ტბებიც კერძოა, მაგრამ ფასიანი არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არავინ მოსულა და არც სხვასთან რაც იქ ვყოფილვარ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)