კარწახის ტბაზე თუ ხართ ვინმე ნამყოფი?
იქნებ ინფორმაცია გაგვიზიაროთ .
მე ნამყოფი ვარ ოღონდ სანადიროდ, ისე ცნობისათვის, კარწახის მიდამოები ყველაზე ცივი ადგილია საქართველოში, ზამთარში ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემა, ნომბრიდან მოყოლებული აპრილის დასაწყისამდე ტბა გაყინულია, მშვენიერი სანადირო ადგილია იხვზე, ორონდ შემოდგომაზე, ასევე გვხვდება ადრეულ შემოდგომაზე ბატიც, გაზაფხულზე იხვი იწყებს მიმდებარე ადგილებში ბუდობას, კარგი ტბაა, ნახევარი თურქეთს ეკუთვნის, ნახევარი ჩვენ
კი მე ვარ ნამყოფი,შარშან ივლისში,ძალიან ბევრ თევზს დაიჭერ ამ დროს ოღონდ კარასს,მაგრამ 500 გრამიანიდან 1 კილოგრამიანამდე.ნაპირთან წყალი სულ ქვირითითაა მოფენილი,3 დღე ვიყავით 4 ადამიანი,და სულ 2 ჯერ ვიტევზავეთ,იმიტომ რომ ისე ტევზი სუყველა უნდა გაგვეწმინდა და დამარილებული შეგვენახა,რამაც ძალიან დიდი დრო წაგვართვა და შეგვეზარა თევზაობა.2 გასვლაში დაახლოებით 60 კილო თევზი დავიჭირეთ.აგვისტოდან დიდი კობრებიც მოდის მაგრამ სამწუხაროდ ვერ წავედი.ყველა სათევზაო საშუალება მოვსინჯეთ,მაგრამ მხოლოდ წითელ ჭიაზე მოდიოდა.ძაან მაგარი და საოცარი ადგილია,აგერ ფოტოებიც და შეაფასეთ.ეს ჩემი პირველი პოსტია ამ ფორუმზე და გადავწყვიტე რომ სწორედ ამ თემაში დამეწერა.
ფოტო
ვერ ავტვირთე
http://D:\Documents%20and%20Settings\salo\Desktop\karzakhi%20forum
გუგლიდან ვერ დადებ სად არის?
რამდენი კილომეტრია?
ახალქალაქიდან 28 კილომეტრშია
http://pix.ge/
ესეც კარწახი
იგივე ხოზაფი
ტბა თურქეთ საქართველოს საზღვარზეა
და ისიც
როგორც ბარეთის (ბაშქოი)
და მადათაფის ტბები სინკლინურ მულდებშია დაგუბებული
ამიტომაც მათი სიღრმე 1 მეტრს არ აღემატება
ბარეთი და მადათაფა მცენარეულობითაა დაფარული
და სათევზაოდ ფაქტიურად უვარგისია
სხვა ამბავია კარწახი
აქ ბალახეულობა ნაკლებადაა
ისე ამ ტბამდე მიღწევა ერთი კაი პრობლემაა
შორსაა
გასაგებია მადლობა ინფოსთვის
http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=59942
davita156
ბლომად დაიჭირე?რა თევზი მოდის?
ნამეტნავად შორი ყოფილა, მაქეთ ბადეებით არ აწუხებენ თუ რაფერ მოდის მასე ბლომად თევზი?
შორი კია მარა თუ გაიასნდა რა, როგორ, რაზე და როდის მოდის მაშინ ერთ კვირიანი პახოდი გაასწორებდა
სურათები ვერ ავტვირთე თორე გაოცდებით რომ ნახავთ.ისეთი ადგილი მე საქართველოში მე არ მეგულება
davita156
უკვე მერამდენედ ამბობ რო სურათი ვერ ატვირთე ,თქვი ერთი რა გიჭირს იქნებ დაგეხმაროთ
davita156
სირბილაძე ხო არ ხარ შემთხვევიით?
ამიღწერე აბა როგორ უნდა დავდო
davita156
წერია ფორუმზე ყველაფერი დაწვრილებით თუ მოინდომებ იპოვნი
davita156
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3499 ფოტოს დადების ვიდეოგაკვეთილი............
T A M P L I E R
შენც მაგარი ხარ რაა..........
საინტერესო ტბაა როგორც ჩანს, მაგრამ ინფორმაცია არ გვაქვს სრული ეგ არის სამწუხარო, თუ წახვალ ადამიანი, მაშინ ყველაფრით მომზადებული უნდა წახვიდე თორე არ გამოვა, მაგრამ ერთხელ კი ღირს გარისკვა მიუხედავად სიშორისა, დაახლოვებით რამდენი კილომეტრია ნეტა?
თბილისი კარწახი თბილისი 550-600 კმ
ალპური ზონაა. ხე არ იზრდება, დღისით ზაფხულში ცხელა ღამე ცივა, ზამთარში ხშირად ტემპერეტურა -40 გრადუსს აღწევს, წამსვლელებმა გაითვალისწინეთ რომ კოცონისათვის საჭირო შეშა უნდა წაიღოთ
http://pix.ge/
აი მოვახერხე,
ესეიგი რადგან ფოტოების ატვირთვა შევძელი,პატარა ჩანახატივით მოგიყვებით კარწახის შესახებ ფოტოებთან ერთად/
მეგობრის მამა მუშაობდა კარწახის გამშვები პუნქტის მშენებლობაზე და მან დაგვპატიჯა სათევზაოდ,მანამდე არ ვიცოდი თუ ასეთი ტბა არსებობდა.მოკლედ ერთ საგამოს უცებ გადავწყვიტეთ და მეორე დილით დავიძარით.
http://pix.ge/
გრძელი გზა გვქონდა გასავლელი ძალიან რომ არ დავღლილიყავით მგზავრობით ასეთ ხერხს მივმართეთ
http://pix.ge/
http://pix.ge/
მაგრამ ჩვენი ეკიპაჟის ორმა წევრმა ასეთ გამხნევებაზე უარი განაცხადა და შედეგმაც არ დააყოვნა
http://pix.ge/
http://pix.ge/
გზაში გადაღებული ფოტოები
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს ფოტო windows ფონს მაგონებს
აი სოფელი კარწახიც
http://pix.ge/
აქ მოსახლეობა 100% სომხებია.საწყლებო როგორ ცხოვრობენ,ფოტოებიდან ჩანს რომ ხე ტყე არ არის ისე რომ შეშა კონდეთ და გამხმარ ნაკელს წვავენ,ამავე ნაკელზე ამოყავტ ყველი და პურსაც ასე აცხობენ
http://pix.ge/
ესეც შეშა
http://pix.ge/
ესეც სახლი,ძირიტადათ ასეტი სახლებია,მეტ ნაკლებად უკეთესები,
აი ნანატრი პეიზაჟიც გამოჩნდა
http://pix.ge/
http://pix.ge/
ამ ჭიშკართან მთავრდება საქართველო,იკეთ კი ნეიტრალური ტერიტორიაა
http://pix.ge/
http://pix.ge/
მართალია ნაკელს მიქონდა იქაურობა მაგრამ ჭიების გასაჭირი იყო.დიდი დრო დაგვჭირდა რომ საჭიროზე ნაკლები მარაგი გვქონოდა
http://pix.ge/
აბა შეჯიბრი პირველი თევზის დაჭერაზე
http://pix.ge/
თურმე ვინც პირველად გადააგდებდა ანკესს,ის მოიგებდა,და ჩაგდებიდან დაახლოებით 1 წუთში ალეკომ ყველა გაგვაოცა
მაგრამ მალევე მივხვდით რომ გასაოცარი არაფერი იყო
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს ნუკრის დებიუტია თევზაობაში
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ამხელა კარასები პირველად დავიჭირე,თან რაგაც სხვანაირი იყო,ნაკლები ფხიანი.და სულ სტანდარტები მოდიოდა.400 გრამიგად 800 მდე დაახლოებით
http://pix.ge/
აბა ხომ არ გავაფუჭებთ?ქუთაისამდე 350 კილომეტრია.
http://pix.ge/
ესე4ც ასე სადაცაა თევზის დაბინავებას მოვრჩები
კარგი რეპორტია
http://pix.ge/
და ჩვენს არაჩვეულებრივ საძინებელში გადავინაცვლებ დასაძინებლად,რომელშიც მკვეთრად იგრძნობა ნედლი ფიჭვის სუნი,ასე გემრიელად ცხოვრებაში არ მიძინია,ცნობისათვის ივლისის ბოლოა და საბნები ხო მაგრამ ტანსაცმელს დააკვირდით დღისით რომ გვაცვია თევზაობისას.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
დილით საუზმის შემდეგ ცოტა წავითევზავეთ და უკან,ადუგებული ქუთაისისკენ გამოვემართეთ
ასეც ხდება,სათადარიგო საბურავისთვის მთელი ბარგის და იმხელა თევზისთვის განკუთვნილი ყუთის ამოლაგება მოგვიხდა
http://pix.ge/
დაბრუნებისას უკვე აგარ გვეჩქარებოდა და მშვიდად დავათვალიერეთ ახლომდებარე ძეგლები
http://pix.ge/
ხერთვისის ციხე
http://pix.ge/
http://pix.ge/
ხედი ვარძიიდან
http://pix.ge/
ეკიპაჟის სრული შემადგენლობა
მარჯვნიდან:ნუკრი,გიო,დათო(მე),
და ალეკო
http://pix.ge/
დაახლოებით ამ ადგილზე ვთევზაობდით
დიდი მადლობა ჩელეს და TAMPLIERS,
შეიძლება რამე ინფორმაცია გამომრჩა ასე რომ მკითხეთ.
ვააა მაგარი იყო,საღოლ ისე რამდენი კილო დაიჭირეთ?
davita156 ყოჩაღ მაგარი რეპორტია
davita156
კარგი რეპორტია, ეგ ბიჭები სურათებში რომ არიან ჩვენი ფორუმელებიც არიან?
თუ კი მაშინ ეს რეპორტი ნამდვილად ცალკე თემის ღირსია და გადავიტან თუ გინდა
არა სამწუხაროდ არ არიან,მაგრამ შემოგვიერთდებიან უახლოეს მომავალში,მეც ახალი წევრი ვარ და როგორც კი დავრეგისტრირდი პირველი პოსტი ამ თემაში გავაკეთე
2 დღის ბაზარი კაი კუშია ჩაგეთვალათმარტო კარასია მაგ ტბაში თუ სხვაც ბინადრობს?წითელ ჭიაზე?
კობრი და საზანიც არის მაგრამ აგვისტოს ბოლოს მოდისო,რამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ,ქუთაისში კი ვნახე მანდ დაჭერილი სარკისებრი კობრი 3 კილოიანი დაახლოებით,და ჩვენ მარტო კარასი დავიჭირეთ,ამდენ თევზში არც ერთი არ იყო სხვა
გასაგებია გაიხარე
ჰა აბა აგვისტოს ბოლო მოდის და ხომ არ მოვიკითხოთ ეგ ტბა ??
(dila)adriano
ოკკკ თუ მოვიფიქრე გაგაგებინებ... ისე იდეაში შეიძლება ხვალეც წავიდე... რავი, ვნახოთ რა ხასიათზე გავიღვიძებ
გიორგი
(dila)adriano
ეეეეეეეეეე, ეეეეეეეე, მე არ უნდა მითხრა მერე?
აბა დამირეკეთ ერთი ორივემ
ვიტო
აბა მწყერიო ???
ამ ტბის დიდი ნაწილი არის თურქეთის ტერიტორიაზე და ნეიტრალურ ზონაში, რაც ჩვენს მხარეზეა მთლიანად არის საგუშაგოს შიგნით (შემოსაზღვრულია). ასე რომ თუ მაგ ტბაზე გინდათ თევზაობა უნდა გყავდეთ ნაცნობი საგუშაგოს დაცვის ბიჭებიდან ან უფროსობიდან რომ შეგიშვან.
თევზაობა შეიძლება საგუშაგოს გარეთაც ტბაში შემავალ პატარა მდინარეში, ქვირითობისას კარასი მოდის ისე რომ ანკესის ამოღებით დაიღლები. რაც შეეხება ნადირობას, იხვი ბატი და კიდევ რაღაც ფრინველები ტბაზე ძალიან ბევრია, მაგრამ საგუშაგოს შიგნით თოფით შესვლაზე ოცნებაც კი ზედმეტია.
მეც დავწერ ორიოდ სიტყვას ამ ტბის შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ ვმუსჰაობ საბაჟო სისტემაში, ხოლო კარწახის მშენებლობის დაწყებისას დიდი შეხება მქონდა მაქაურობასთან, გეტყვით: კარწახზე არის კარასები, რომლებიც დაახლოებით 2,5-3 კგ-ს იწონიან და არის საზანი და კარპიც, რომლებიც სადღაც 10-12 კილომდეა, მაგრამ მანდ თევზაობა მართლაც პრობლემაა, რადგან დახურული ზონაა. რაც შეეხება ბრაკონიერობას, მანდ ვერ ბრაკონიერობდნენ, კომუნისტების დროიდან სულ დახურული ზონა იყო და ამიტომ თევზიც უაზროდ ბევრია, თუ გაგრძელდება ეგეთი დაცვა მაგ ტერიტორიის, მაშინ ყოველთვის ბევრი თევზი ეყოლება მაგ ტბას.
P.S. ისე წელს აუცილებლად ვაპირებ მანდ თევზაობას თუ მსურველები გამოჩნდებიან, შეიძლება მოვიფიქრო რამე რომ შეგვიშვან ტერიტორიაზე
riko
დიდი მადლობა სასიხარული ინფოსთვის
riko
ეგ ტბა როგორ ყოფილა იცი? ,,მაშინ რა საჭიროა გზა, თუ ტაძრამდე არ მიმიყვანს,,..... ანუ ეგ ტბა გინდა ყოფილა, გინდა არა. თუ ვერ ვითევზავებ, გავკარი ეგეთ ტბებს..... მიდი მოიფიქრე და მსურველები გამოვჩნდებით. + წავიოფროუდებთ სადმე გზაში და გავერთობით...
davita156
რეპორტი ახლა ვნახე. მართლა ვისიამოვნე.
დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ღირს მანდ წასვლა......
ჩელე
წაოფროუდება ტრუხა პონტია,სათევზაოდ რო მიდიხარ და მთელი მანქანა გაძეძგილი გაქვს ვეშჩებით და პასაჟირებიც ოპტამ გყავს არ გაგახსენდება წაოფროუდება,მითუმმეტეს მაგხელა გზაზე რატომ უნდა იოფროუდო არ მესმის აგერ არის ჭილი და მისთანები და იოფროუდე რამდენიც გინდა
რაც შეეხება ტბას ბევრი მსმენია რიკო-ს ნაირი მონაყოლები და წელს აუცილებლად ვაპირებ მანდ წასვლას
რაცხა რაცხა სვიაზები არის ჩემკენაც და იქნებ ვქნა რამე
T A M P L I E R
არ შემარჩინო ახლა... თუ გული გულობსო ხომ გაგიგია? მეც მაქვს სურვილი წასვლისა.....
შვილნო ჩემნო
კობრია მანდ დასატესტი
ოდნავ ეჭვი მეპარება
ტბის 1 მეტრამდე სიღრმის გამო
T A M P L I E R
(dila)adriano
კუმისიც 3-4 მეტრზე მეტი არ არის მაგრამ კი ცხოვრობენ მონსტრები
რიკომ რაც თქვა მეც გამიგია ბევრო ბორჯომელ ახალციხელისგან
მდააააა
აბა გაგებული რო მაქვს
გამარჯობათ. 1 კითხვა მაქვს. გადავიკითხე მთელი თემა და ვერ ვნახე პოსტი სადაც ეწეროს, იყო თუ არა შარშან ვინმე. 25 აგვისტოს მერე არის წასვლის სურვილი და ვერავინ მოახერხა თევზაობა ამდენი ხანი?
davit.p
ალბათ არავინ ყოფილა, იმიტომ რომ ამბობენ თუ ვინმე არ გყავს არ უშვებენო. ამხელა გზაზე კი დამეთანხმები ტყუილად სიარული არ ღირს....
კარწახზე შარშან ვიყავი და მაგრათ ვიჭირეთ. საზღვარია მაგრამ არხი ჩაედინება ტბაში და იმ არხში მოდის ძალიან მაგრად.შეიძლება მესაზღვრეებს თხოვო და ეგრეთ წოდებულ [ზაპრეტკაში] შეგიშვან.არხი არ არის აკრძალული ზონა მაგრამ სეზონი აქვს.წალკაში როგორც დაიძრება თევზი უკვე შეიძლება კარწახში წასვლაც.გზა წყნეთიდან არის ძალიან მაგარი.წასვლას ჩვენც ვაპირებთ აუცილებლად და სათევზაო დროს და შედეგებს დავდებთ აუცილებლად.
ზუსტი ინფორმაცია მაინტერესებს მაგ ტბაზე რამდენი კილომეტრია რა მოდის და რა ზომები
ზუსტი ინფორმაცია მაინტერესებს მაგ ტბაზე რამდენი კილომეტრია რა მოდის და რა ზომები
სადღაც 200-220 კილომეტრია ,მაგრამ გზაა ძალიან მაგარი . კარასი კიდე მოდის მინიმუმ 700 გრამიდან 1.200 -1.500იც ბევრი დავიჭირეთ
მანდ მგონი ვარძიის ნახვა რომ გინდა, მტკვარზე ციმორის დაჭერა და ახალი გზის დატესტვა მაშინ უნდა წახვიდე თორემ კარასიის გულისთვის რავიცი აბაა
საკარასე აგერ არ გვააქვს წალკაა
თან იქ ეხვეწე ეხლა მესაზღვრეებს, ნეიტრალურში შეშვება
გაუმარჯოს რიბაკებს.....რაც შეეხება კარწახს ,პატარა გაიასნება უნდა შესვლას, დიდი პრობლემა არაა ....................კარასი მოდის დაიღლები....მთელი სამცხე-ჯავახეთი იქ არის... პატიოსნათ ანკესით 12 -15 კილო დაიჭირა ბიძაჩემა.......ისე ფარდებით , საჩოკებით და მოსასმელი ათასი საშუალებით (ბადის გარეშე) 40-50კგ იჭერენ ....( აბარებენ მერე 2-3ლარათ) ................თვის ბოლომდე გაგრძელდება ეს ამბავი, ქვირთობს და ნაპირშია გამოსული........ბიძამ 10 ცალი ხელით დავიჭირეო 25-30 სმ .... ასე რომ, ვისაც დაღლამდე უნდა კარასის ჭერა ნამდვილათ ღირს წასვლა.
გიოკულუ გვითხარი როდის იყო ბიძათქვენი და არხში ითევზავა თუ ტბაზე.
მაგდენი კარასი თუა არამგონია 28 მაისიის მერე გაჩერდეს კლიოვი
მანდ ალბათ სულ იქნება სეზონი. მთავარია ჩასვლა მაქამდე.
გაიხარე გიოკულო აუცილებლად გავკრავ მაქეთ. შარშან ვიყავი დამეც მაგრა ვიკაიფე კილოიანი კარასები ჯდებოდა არხში
სალამი ყველას..... 11 ივნისს ვიყავი კარცახზე..... 9 კავი ვიყავიტ მარშუტკით...... 100 კგ. თევზი დავიჭირეთ მიახლოებით 3 საათში ანკესით...... 300 გრამიდან 1.500 კგ. მდე კარასები იყო სუყველა არცერთი სხვა სახეობა...... კარგი გასართობია მართლა მარა ცუდი პირობებია ადგილზე.... გრუბლიანში მაგრად ცივა მზე თუ ანათებს იწვის იქაურობა. ერთი ხეც არ არის რომ თავი შეაფარო.... ამინდი 3 საათში სამჯერ შეიცვალა........ ალპური ზონაა.......... გამის თევით არ გირს წასვლა იმიტო რომ იმდენ კარასს დაიჭერ 3-დან 5 სათ.მდე თევზაობით რომ ერთი ადამიამი მარტო თავის დაჩერილს ვერ ზიდავს მანქანამდე
ესე იგი, მაგ ტბაზე ხშირად მითევზავია და მაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება კობრს ნამდვილად არის, მაგრამ ქვირითობისას იჭერენ და თანაც ბადით. ბებერი მონადირისგან გამიგია რომ 15 კილო მოკლული ყავს სკს-ით მარა ეგ დიიიდი ტყუილი მგონია ბებერი მონადირეების სტილში მონაყოლი. ბრაკონიერები მანდ ვერ შედიან, ბადით კიდე იჭერს ვიღაც სომეხი, რომელსაც იჯარით თუ რაცხა ჯანდაბით აქვს ეგ ტბა აღებული და დიდ ბადეებს შლის ხოლმე მერე ლებიოტკით (ქართულად მგონი ბერკეტი) წევენ ხოლმე მაგ ბადეებს და იქ კი ნამდვილად მოყოლილა დიდი კობრები 10 კგ და ზევითაც, ხშირად უჩუქნია კიდეც იმ სომეხს სათევზაოთ ჩასული პატივსაცემი სტუმრებისთვის, რომლებიც მერე ანკესით თავის მიერ დაჭერილად ასაღებენ ამ თევზს. რეალურად მანდ ანკესით რომ კობრი დაეჭიროს ვინმეს არც გამიგია.
კარასი კი იცოცხლე ქვირითობისას თითქმის ცარიელ ნემსკავზე შეიძლება დაჯდეს, ერთი ჭიით რომ 10-15 დაიჭერ. ოთხი ანკესით გვაქვს მანდ დაჭერილი 85 კილო კარასი მხოლოდ დილის კლიოვზე. კარასის ზომებს რაც შეეხება მერყეობს 300-700 გრამს შორის, 1.5-3 კგ ისეთივე ზღაპარი მგონია, როგორც დიდი კობრის ანკესით დაჭერა.
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ კარასის მაგარი მოსვლა მხოლოდ ქვირითობისას არის, ივლის აგვისტოში კიდე შეიძლება დაიჭიროთ ნორმალურად შეიძლება კიდე ვერც ერთი ცალი.
მაგრად დამაინტრიგა ამ ტბამ. შეგიძლიათ მითხრათ თბილისი-წალკის მარშრუტით რომ წავიდეს კაცი რამდენი კილომეტრია და რა დრო ჭირდება ამ გზის გავლას? მანდ კაი სათევზაო ექსპედიციის მოწყობა შეიძლება.
http://pix.ge/
ესეც კარწახის კარასი
წონით ყველაზე დიდი რამხელა იყო?
ეს სურათი შარშანდელია. თევზი არ აგვიწონია, ისე ალბათ მაქსიმუმ 600-700 გრამი ერთი 5 -6 ცალი მოზრდილები იყო.
ა ბატონო, ეს დილის კლიოვისაა მარტო, 4 ანკესი გვქონდა და ორი ტომარა გავავსეთ
http://pix.ge/
ესეც შარშან იყო
იმდენი ლეგენდა მქონდა გაგონილი რომ ბოლო ბოლო დავადგი საშველი მოვნახე ნაცნობ მეგობრები(ისე ტბაზე ვერ მოხვდები სასაზღვრო ზონაა) და წავედით.. გზა იდეალური, ასფალტის ახალი საფარი პირდაპირ პოსტამდე მიდის.. საგამოს 4 საათზე ჩავედით, ვეჩერნიი კლოვის პონტში 15 წუთი მოვასწარით წათევზავება( შედეგი 15 ც. 400 დან 1კგ მდე კარასი) ისეთი წვიმა წამოვიდა წარღვნა მეგონა. თავი "პრიჩალს" შევაფარეთ..გამე როგორც გრუზინულ რიბალკას შეეფერება ღვინო, რამე რუმეები და "ცოტა" დავთვერით(დაჭერილი თევზი იმ გამესვე შევწვით თუმცა მის გემოზე ბევრი ვიდავეთ). იქვე პრიჩალზე( გადახურულია) დავიდზინეთ, ღამე მიუხედავად იმისა რომ პიანნი ვიყავი და ამ მდგომარეობასჰი ჩემი გაღვიძება ცოტა ძნელია რამოდენიმეჯერ გამაგვიდზა მყრალმა სუნმა რომელიც აღელვებულ ტბას ასდიოდა......დილას 4 საათზე ადგილებზე ვიყავით( სულ ტბაზე 3-4 ადგილია სატევზაოდ დანარჩენი სულ კამიშია) ტუმცა გიჟური კლოვი 11 !! საათზე დაიწყო 400-1200 კარასები(საკაიფოდ გეწინააღმდეგებიან გამოყვანისას) ყოველგვარი პადკორმკის და ჯადოქრობების გარეშე...3 საათზე ისე ვიყავით დაგლილები რომ სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ... რამდენი დავიჭირეთ არ ვიტყვი "მრცხვენია"... თევზი საჭმელად უვარგისია დაჟე კუმისის თევზი ბევრად ჯობია!!!! ეგეთი მყრალი რამ არ გამისინჯავს.. დონკები რომლებზეც საქართველოში ცნობილი ყველანაირი საშულება გვქონდა ნახმარი სულ ტყუილად ვათრიეთ..ნიხუუია... საზანი(8-12 კილოიანები მოდისო სულ) მესაზღვრეებმა გვიტხრეს აგვისტოს ბოლოსო... მოკლედ ესამბავი კარწახისა...
დასკვნა:თევზი თუ საჭმელად გინდათ არ წახვიდეტ ტუ პაპლაოკზე კაიფი უკეთეს ადგილ ვერც ინატრებ.... მე კიდევ ბევრჯერ ვეჭვევი ამ საოცარ ტბას...
NNN-504
თუ არის დიდი თევზიო რათ ვერ დაიჭირეთ ერთი პატარა მაინც(თუ არც გიცდიათ??)
მეეჩვება ეგეთ დაბალ წყალში ეგეთ სიმაღლეზე ტბა რო გაიყინება კარასის მეტმა გაძლოს რამემ
გამარჯობათ ბოლოს ვინ იყავით ან რამე თუ იციტ მოდის თევზიი
ისე დასამარილებლად კარგი იქნება, სიმყრალეც გაუვა და ლუდზეც მაგრად წავა......
ახალცოხოდან რამდენინკილომეტრი იქნება არ იცით?
ხალხნო
ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების დასაწყისისათვის
ამ ტბაში კარჩხანაც არ იყო
ყველა იმდროინდელ წყაროში ხასგასმითაა მითითებული:
ტბაში თევზი არაა
სულ რაღაც 30 წელია რაც კარწახის ტბაში გაჩნდა თევზი – კარჩხანა
აქ ის გამრავლდა და
ადვილად შეეგუა მკაცრ ჰავას
მეჩხერ წყალს
კლდოვან ფსკერს
ღმერთმა ქნას მანდ კობრი იყოს
თუმცა
უკვე მარავალჯერ არ დადასტურდა "მესტნების" ლეგენდები მსგავს ტბებში კობრის არსებობაზე
ეგრე ამბობდნენ ბარეთის ტბაზეც (ბაშქოიზე)
კარწახი საქართველოს ერთ–ერთ იმ ტბათაგანია
სადაც კარჩხანამ სიცოცხლე კი არ მოსპო
არამედ სიცოცხლეს დაუდო სათავე
რამდენიმე წლის წინანდელი სურათია, შემთხვევით წავაწყდი კომპში. 4 ანკესით დავიჭირეთ დილის 10 დან საღამოს 4 საათამდე. ორი ტომარა გაავსო პირთამდე
http://www.radikal.ru
არავინ იცით რა ხდება ამ დროისთვის ამ ტბაზე ძალიან საინტერესო ადგილია თუ იცით ვინმემ რამე ახალი დაწერეტ
gelka72
ანკესით დაჭერილი ღმერთმა ყველას შეარგოს. მითუმეტეს კარასი! კარასი რა გასაფრთხილებელია
არის რაიმე სიახლე კარწახის ტბიდან?
Doc
კი არის. მოდის დიდი კარასი. 700 და 1200 მდე წონის
გინდა პასპორტი ან პირადობა შესასვლელათ
ახალციხელი თბილისიდან რა გზით სჯობია მანდ წასვლა? ბორჯომი ახალქალაქი თუ წალკიდან ან სხვა მარშუტით?
კარწახში ვიყავით 28 აგვისტოს. ჩვენი მისვლისას ქარი ამოვარდა. 2 საათში ვერაფერი დავიჭირეთ. სხვებმაც ჩქარა აკეცეს ანკესები.
თბილისი ახალციხე ახალქალაქი კარწახი იქნება დაახლოებით 310–კმ. გზა სულ კარგია, ნაწილს ავტობანზე მიდიხარ, ბარში მოძრაობ და მიხვეულ მოხვეული და ვიწრო გზა თითქმის არ არის, გზად დრო თუ გექნება უამრავი შესანიშნავი ძეგლი შეგიძლია მოინახულო.
თბილისი წალკა ნინოწმინდა ახალქალაქი კარწახი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იქნება მაქსიმუმ 230 კმ, გზა აქაც კარგია. მოძრაობ მთაში, მიხვეულ–მოხვეულ გზაზე ტიკმატაჟის უღელტეხილით (ზამთარში მაგ გზით წასვლა დიდი რისკია), მთელი გზის მანძილზე წალკიდან ახალქალაქამდე არის ულამაზესი ხედები, გაივლი წალკის წყალსაცავს, ფარავნის და საღამოს ულამაზეს ტბებს.
ჩემზე რომ იყოს ზაფხულში აუცილებლად მეორე მარშრუტს (წალკიდან) ავირჩევდი.
კარასის გარდა საზანი ბინადრობს, ჩემი თვალით ვნახე 3 კგ-იანი დაჭერილი საზნები. ორიკვირის წინ ვიყავი, მხოლოდ პარასკევი-შაბათი-კვირას უშვებენ სათევზაოდ, გჭირდება პირადობის მოწმობა.
დიდი მადლობა .
სანამ ნეიტრალური ზონა იყო და შიგნით არ უშვებდნენ (ნაცნობობა ჭრიდა) ბადით ვიღაცა სომეხი იჭერდა თევზს იჯარით მაქვს აღებულიო, თავისი ჭკუით ანკესით თევზაობაზეც მოგვინდომა ერთხელ გატრაკება ჩემია აქაურობაო, ხოდა მაგ სომეხის მიერ ბადით დაჭერილი საზანი ბევრი გამიგია, ანკესით ვინმეს დაეჭიროს არა. ახლა მაგ ტბაზე თუ თავისუფალია თევზაობა ალბათ ცოტა ხანში დედა აღარ ეყოლება მაქაურობასაც.
პ.ს. ნეტა ის სომეხი რა იქნა?
Doc
თუ წახვალ იქნებ მოგვაწოდო ინფო რა სიტუაციაა.
შედეგებს აუცილებლად შეგატყობინებთ.
ძველი მტავრობის დროს ვანოდან ქონდა გაპრავებული როგორც მახსოვს და იმიტომაც ტევზაობდა ბადით, ეხლა არ ვიცი სად არის.
მოკლედ გახლდით პირველად კარწახის ტბაზე, ცოტათი შორი და დამრლელი გზაა ერთდღიანი თევზაობისათვის, საერთო ჯამში მომეწონა თევზაობა, არ მომეწონა სიტუაციოა რადგან: იქაურმა "რეიჯერებმა" ძალიან გამაღიზიანეს!
დავიჭირე კარასი (500 გრამზე ნაკლები არცერთი არ იყო) და საზანი საკმაოდ კარგიო ეგზემლიარები.
ფოტოც დაგედო შეკაიკაცო
მოგიყვებიტ რატომაც არა?!:)
10 საათი იყო სარამოსი რომ ჩავედი, წინასწარ დავრეკე და გავაფრთხილე საზღვრის უფროსი, დამხვდნენ და დამაბინავეს, ღამევე შევუდექი თევზაობას, პირველივე კარასი 15ოდე წუთში დავიჭირე, სადღაც კილომდე იქნებოდა, გამთენიისას პირველი საზანი დაჯდა სადღაც 1,5კგმდე იქნებოდა, სადრაც 7 საათზე სუზუკი სამურაით "ბიჭები" მოვიდნენ, გულზე წარწერით "რეინჯერები" მომთხოვეს ტერიტორიის დატოვება რადგან რუსულად არ დაველაპარაკე , მოკლედ ცოტათი დავძაბეთ, უფრო სწორად დავძაბე და შემეშვა , მართალია ხასიათი კი გამიფუჭა, როგორც მიხვდი ვერ იტანენს ქართველებს სომეხი რეინჯერები მეტჯერ ჩემთან აღარ მოსულა, გავაგრძელე თევზაობა, თევზი არც ისე აქტურობდა , ერთვოდა ქარი და ტალღები, მოკლედ შედეგი იყო 3 საზანი ყველაზე დიდი 2კგზე მეტი არ იქნებოდა და კარასი ათ ცალამდე ....
ვერ ვახერხებ სურატების დადებას სამწუხაროდ
http://s020.radikal.ru/i711/1409/7e/ff8e10387fff.jpg
რადგან ვერანაირად ვერ დავდე სურათები დავდებ ლინკს ფაცებუქისას
https://www.facebook.com/ako.sulakvelidze/media_set?set=a.649715238477940.1073741833.100003184094252&type=3
Doc
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8975
წელს რა ხდება კარწახზე?
არავინ ყოფილხართ?
ალგეთის გაწბილებული, კარწახს ვუმიზნებ და ჩემი ქმარი შემპირდა თანამშრომლებთან ერთად წავიდეთ, მანამდე ინფორმაცია მოიძიეოოოო
კარტახში ტევზაობა 5 ლარი გახადეს მაგრამ ჯერ ჯერობიტ არაფერი არ იტირება ტკალი ცივია
მადლობა ინფოსთვის. ივნისის შუა რიცხვებში გვაქვს დაგეგმილი წასვლა და ალბათ იმ დროისთვის დათბება
5 ლარი ალბათ ანკესი ხომ?
საპატრიარქოს ტბებზე შესვლზეა მანქანა ღირს 5 ლარი, ამიტომ ვცდილობ დაზუსტებას.
5 ლარი კაცი დაშვებულია 2 ჯოხი
მადლობაააა
გავითვალისწინებ. იქნებ თევზაობის სურვილის მოკვლის მიზნით მაინც ავიდე
კარწახის ტბა როგორ გახდება კერძო, ნახევარუი ჩვენია და ნახევარი თურქეთის, რაღაც მამაძაღლობას აქვს ადგილი....
ახალკალაკში ძველი რკინიგზის სადგური რო იკო იკ უნდა იკიდო ნებარტვა ტევზაობაზე კარტახის ტბა ხო ეროვნული ნაგ რძალში შევიდა და ალბატ მაგიტომ.
ვინმეს საზანი თუ დაგიჩერიათ კარწახზე სურათი დადეთ რა მარტო ლეგენდის თანახმად მსმენია კარწახის გიგანტურ საზანზე მართლა ყავს ნეტა კობრი ამ წყალსატევს ვინმემ თუ იცის დაწეროს რეალურად რახდება
კი ძმაო მაგარი საზნები ვიტირე შარშან სეკტემბერში კობრიც ჰკავს კველიზე პატარა იკო 2 კგ და700გრამი მაგრამ ეხლა კარასი ტამოვა სულ კილოიანები იცის
ამბობენ ძალიან ჭაობის გემო აქვს მაქაურ თევზსო. მართალია?
როდის არის კარწახზე წასვლა კაი და რაზე დაჯდა საზანი მირჩიეთ რამე და ნებისმიერ დროს შემიდზლია ასვლა თუ რამე დგეებია როცა გიშვებენ და გზა როგორია ტბასთან მისასვლელი სედანით მივალ
თხოვნა მაქვს ვინმე თუ ყოფილხართ ბოლოს ამ ტბაზე დაწერეთ ნორმალურად მისასვლელი გზა როგორია, რაზე მოდის თევზი, ფული თუ არის გადასახდელი სად უნდა გადავიხადოთ.
არავიტარი ჭაობის გემო არააკვს გზა კიდევ მაგარი კარგია 5 ლარი გირს ტევზაობა 2 ანკესიტ საზანი დაჯდა სიმინდზე ხოლო კარასი ჭიაზე მაგრამ ჯერ საზანი ჯერ არ წამოვა ეხლა დაიწყებს კარასი სულ 1ნი ხოლო საზანი უფრო აგვისტოში მოდის
არავიტარი ჭაობის გემო არააკვს გზა კიდევ მაგარი კარგია 5 ლარი გირს ტევზაობა 2 ანკესიტ საზანი დაჯდა სიმინდზე ხოლო კარასი ჭიაზე მაგრამ ჯერ საზანი ჯერ არ წამოვა ეხლა დაიწყებს კარასი სულ 1ნი ხოლო საზანი უფრო აგვისტოში მოდის
გაიხარე მადლობა
ღამე დარჩენა შეიდზლება თუ იცით ?
არა დმა გამე არ გტოვებენ ტუ ვინმე კყავს ნასნობი ზევიტ პრობლემა არ არი მაგრამ ჯერ არ ტახვიდეტ ეგრე 13 დან დაიწყებს
მე ვიდეო ვნახე დიდი საზანი დაიჩირეს გარემოს ჭაობის არაფერი ეტყობოდა საკმაოდ ქვიანო იყო.წელს მინდა ასვლა და დავწერ შედეგებს. თუ ვინმე წახვალთ თქვენც დაწერეთ
tevzi1989
ეგ ტბა სინკლინურ მულდეშია რაც იმას ნიშნავს რომ ტბის ფსკერი მთლიანად კლდეა, მაგრამ ნაპიზე საკმაოდ არის ტალახი და ლაფი.
ნუ ახლა ჭაობი ნამდვილად არ არის, და ჭაობის გემოც არ ვიცი როგორია (ჭაობი არ გამისინჯავს ჯერ ) მაგრამ კვლავ ვიმეორებ და პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, რომ მანდ დაჭერილი კარასი ვერ დაიკვეხნის კარგი გემოთი, საზანი არ ვიცი იმიტომ რომ არ დამიჭერია, მაგრამ აქსიომაა რომ ღრმა, სუფთა, ცივი და გამდინარე ტბის თევზი გემრიელია, დაბალი სიღრმის (წარმოიდგინეთ მაგხელა სარკის ტბაში 1 მეტრი საშუალო კი არა მაქსიმალური სიღრმეა), ჭუჭყიანი და გაუმდინარე ტბის (როგორიც კარწახია) თევზი კი ნაკლებად.
ეს ტბის ნაპირია:
http://postimage.org/
http://postimage.org/
ეს კი მომცრო ტბაა, რომელიც ასევე სასაზღვრო ზოლშია და კარწახის ტბის ზემოთ, ახლოსვე მდებარეობს აი ეს ტბა კი პატარა და კოხტაა. ჩემი ინფორმაციით აქაც არის საზანი.
http://postimage.org/
http://postimage.org/
პ.ს კარწახში სათევზაოთ წასვლა ნამდვილად ღირს. დიდი სიამოვნებით წავიდოდო თუნდაც ამ შაბათ-კვირას ცოტა შორს რომ არ იყოს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ კარასზე გინდათ თევზაობა ახლა აქვს პერიოდი, თორემ ქვირითობას რომ დაამთავრებს შესაძლოა ერთიცალიც ვერ დაიჭიროთ.
მადლობა ინფორმაციისთვის
ნაპ ირტან აკვს ცოტა ლამი ისე რაც შეეხება ტბას ფსკერი ააკვს სულ კლდიანი სიღრმე 1,50რი ტუ იკნება
გაიხარეთ ბიჭებო მეც ვეცდები მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია წარმატებული სეზონი ყველა ნამდვილ მეთევზეს
პარასკევს შეიძლება წავიდე და ყველაპერს გეტყვი
წარმატებები
შაბათს იყო ჩემო ძმაკაცი და მაგრად დაიჭირეს.თან სულ დიდებიი
რა თევზი დაიჭირა საზანი იყო?
კარასიც და საზანიც
ვა მაგარია საზანი თუ მოდის უკვე გაიხარე მადლობა
რა ხდება ამ ტბაზე არ ყოფილხართ არავინ?
კვირას ვიყავი ცასული 3 ცალი საზანი დაახლოებით 2 კილომდე კარასი 600- 800 გ რამდენიც გინდა .მოდიოდა სიმინდზე
kokhta
იქნებ სურათებიც დადო
სურათები თუ გადაიღე იქნებ დადო დიდი ინტერესია
წუხელ მეც ვიყავი კარწახზე და აქ ვარ არსად მივდივარო
სურათები არ გადამიგია. მაგრამ ზაან მაგარი ტბაა.
5 ლარს იხდით კაცზე ახალქალაქამდე არ მისული რეინჯერიბის ბინაა, ტან უნდა ცაიგოთ პირადობა.
ღამე არ გტოვებენ ხო როგორც ვოცი თუ ვინმე არ გყავს
ვის გსუთ წასვლა? შევიკრათ და წავიდეთ, ღამე დარჩენაზე მე ვიზრუნებ თუ სურვილი გექნებათ?!
ესე ვერ აგიხსნი პირდაპირ მიდი ოგონდ პირადობა ცაიგე მასტი მოვა პატარა ჯიპი ყავს სუზუკი და ადგილზე გადაუხადე კაცზე 5 ლარია
გაიხარე
ხო არ იცი ანკესების რაოდენობაზე არის რაიმე შეზღუდვა? ან ფასზე ხო არ მოქმედებს?
ანკესებს მნიშნელობა არ აქვს კაცი 5 ლარია
ტელს ვიყავი კარწახში ტევზაობა გახადეს 10 ლარი. მაგათი დედა . იკაურ სომხებზე უფასოა. მაგარი ჩხუბი მომივიდა რეინჯერებტან. ჩვენ ქართველებმა 10 ლარი უნდა გადავიხადოთ საქართელოში და სომეხმა მუქთად უნდა იჭიროს
თევზაობა თუ მოახერხე ან თუ იჭერდა ვინმე რამეს????
ვიკავი და იქიდან ვიცი ტევზაობას რაც შეეხება ანკესზე არაქნა საჩოკებით იჭერდნენ სულ კილოიან კარასებს მე ჩხუბი მომივიდა რეინჯერებთან ვაგინე და წამოვედი . ალბატ დაიწყებს მოკოლას უკვე . ახლობლები უნდა წავიდნონ და გეტყვიტ რას იზამენ. აგვისტოს ათიდან მოდის სულ დიდი საზნები
დღეს ჩAმოვედი კარწახიდან. თევზი არა ისი)) ერთი დარტყმაც არ ყოფილა მთელი დღე...
აგვისტოს 10 დანოოო
კი ბატონო 10 დან დაიწყებს საზანი წამოსვლას . ახლა კარასი უნდა წამოვიდეს ოგონდ კარგი ამინდები უნდა ერტი სამი დღე მაინც
კარწახში იკვნენ ახლობლები დღეს და მაგრად იჭირეს სულ 1-ნი კარასი მოვიდაო . 3-მა კაცმა დაიჭირა 100კილომდე .
XACHASABA
ფაქტები?
საინტერესოა რა უნდა უქნან იმ 100 კილო ''კარასს''... არ გინდა მაგის გარჩევა და გადამუშავება?...
მტელი უბანი მაგას არყევდა . ხვალეც მიდიან გეტყვიტ რას იზავენ. მე ვმუშაობ ეს კვირა ვერ მივდივარ .
პივისთვის დიდ მარაგს აკრიფავენ
არ გაქვთ ახალი ინფორმაცია?
წასვლას ვაპირებ
კარგად მოდის ვიყავი და დავიჭირე ერტი 20კ.
მე პირველად მივდივარ
რაზე მოდის, დონკით თუ შეიდლება თევზაობა????
კი დონკაზე უფრო მოდის წითელი ჭიაზე სიმინდიც გაიყოლე ერთი დონკა სიმინდზე გაუშვი. არავის არ დაელოდო პირდაპირ მანკანით ჩადი ტბამდე . პირადობა და ათი ლარი. ჭილებში არ დადგე არ მოდის გვერძე მიდი ცოტა ქვიანია
gio68
რომ ჩამოხვალ ინფო აქაც დადე, სურათებით მთლა უკეთესი
მადლობა
gio68
როდის აპირებ წასვლას?
ისევ კარასი მოვიდა ტან სულ 1ნი. საზანი არ გამოუვიდა
XACHASABA
სურათი მაინც გადაგეღოთ)) საინტერესო იქნებოდა...
კარწახზე არ ყოფილა არავინ ამ დღეებში?
დგეს ვიყავი და არ კნა 2ცალი მოყვა
გამარჯობათ კეთილი იყოს ჩემი ფეხი ფორუმზე, ხომარ ყოფილხართ კარწახში ვინმე? რახდება რა სიტუაციაა? მოდის თევზი?
არავინ გამომეხმაურა მაგრამ მაინც გადავწყვიტე წასვლა და ვიყავი კარწახში, ვისაც ანტერესებს ვეტყვი რომ თევზი მოდის კარგად ოღონდ მარტო კარასები.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)