ბაზალეთის ტბაზე რას იტყვით?
ბალახი ბალახი ბალახი
კიდევ ოქროს აკვანია T A M P L I E R დაგავიწყდა?! კარასსაც გაარტყამს კაცი
Maverick
არა საზანი არის მაგრამ მაგარი ბალახიანია და ძირიტადად ნავით დადიან მანდ მე ლიჩნად ბევრი საზანის მალიოკი დამიჭერია
ბესო
+1
კი ნამდვილად ასეა მე დუშეთიდან ვარ და მანდ კარასის მეტი არაფერი იჭირება. წელიწადში ერთხელ შეიძლება დაჯდეს კარპი ან საზანი. მაგრამ სამაგიეროდ ბოსტანასა და ჩალის სატყუარაზე მაგრად ჯდება მანდ ამური. საკმაოდ დიდებს იჭერენ
არ მიყვარს ეგ ტბა..
ნავით უშვებენ ბაზალეთზე? კერძო რომ არის მაგიტომ ვკითხულობ
თევზი კი არის მაგრამ კარასი აცდის რომელიმე მათგანს სატყუარასთან მისვლას, ჯერ გადაგდებული არ გაქვს რომ კარასი ზის უკვე ზედ. ძაან ბევრია.
არა რამე სადონკე ადგილები ბაზალეთზე?!
არა ნავის მუღამი არ მაქვს, ვერ ვჩერდები ზედ, ნაპირიდან უნდა ვცადო..
ამ ტბაზე ბევრი კარგი მოგონება მაქვს ( სათევზაო რასაკვირველია)
ეს დღეც განსაკუთრებული აღმოჩნდა
საზანი 2,4 კგ
http://www.radikal.ru
თეთრი ამური 3.5 კგ
http://www.radikal.ru
ორივე ერთად
http://www.radikal.ru
ჩემი პატარა ,,შკეტი", მე და საზანი
http://www.radikal.ru
ჩემი პატარა ,,შკეტი" მე და თეთრი ამური
http://www.radikal.ru
და ფოტო განწყობისათვის, ასე ელოდებოდა ჩემი პატარა კლოვს.
http://www.radikal.ru
მაგარია ნიკა ,ჯერ ბავშვზე უნდა ვთქვა ,ღმერთმა გაგიზარდოს ეს ანგელოზი
და თევზიც მაგარია ,საღოლ
ყოჩაღ შენ უკვე აღარ ხუმრობ!
ნიკა რა ადგილებში თევზაობ ხოლმე ბაზალეთზე? წყალი ძაან დაბალი არ არის ნაპირზე? ზაცეპების საქმე როგორაა?
კლასიკური ზაცეპია, ქვედა ტუჩზე .... საღოლ ნიკა, კარგი ნადავლია.
ეგ სურათები წელსაა გადაღებული პირველათ ვნახე წელს კაცი რომელმაც მანდ საზანი დაიჭირა ამური კი იჭირება იცოცხლე.
ვაააა... მეც პირველად გავიგე რომ მანდ კარგი თევზი ყოფილა. ყველა ამბობდა არაფერი არ არისო ბაზალეთზეო. თუ გინდა დაჭერაო, ნავით უნდა შეხვიდეო და ა.შ.
ნიკაP&A
რა მაინტერესებს. ეხლა უკვე ოქტომბერია, არც ისე ცხელა და მანდ კაი ყველაზე გვიან როდის დაგიჭერია, ანუ როდემდე იღებს მანდ საზანი?
ნიკაP&A
და ისე რაზე ჯდება ხოლმე?
ეგ ტყუილია,7 ცელია რაც მაგ ტბაზე ვტევზაობ და ყოველ ცასვლაზე ვიჯერ დიდი თევს,უნდა იცოდე კარპი რაზე დაიჯირო,კოპტონს არ ვხმარობ და ეგეტ რაგაცეებს მე მეტიტონ ვამზადებ მაგ სატყუერებს და სხვათაშორის გაამართლა ცჰემმა სატყუარამ,მეორეც ადგილები უნდა იცოდე ბაზალეთზე.
giorgi555
გაგვანათლე აბა
ვაა რამხელა თევზებიაა საღოლ
ახლა ვიყავი ბაზალეთზე, მშვენიერი ამინდი იყო, კარასები თავს იგიჟებენ, სამწუხაროდ სხვა ვერაფერი. რაც დავიჭირე უკანვე გავუშვი = )
ხო იქით ნაპირზე მთეეეეელს ჩაყოლებაზე ბადე აქვთ ჩაგებული დილით დადიოდნენ ნავით და იღებდნენ ბადეს....
წაიღეს ტვინი ამ ბადეებით ყველგან ბადე ბადე
შევიძინოთ პნევმატური თოფები და შევუდგეთ ბრაკონიერებზე ნადირობას
კი მაგრამ ეს გარემოს დაცვა საერთოდ რას აკეთებს? აშკარად ყველამ იცის რომ ამ ტბაზე ხალხს ბადეები აქვს ჩაგებული და არც იმ კაცს ანაღვლებს იმიტომ რომ დარწმუნებულია არავინ არაფერს ეტკვის, დღისით მზისით შესულია იღებს ბადეს. მდა რა
sbr200
გარემოს დაცვა ბუნებას იცავს ადამიანიც და თევზიც ბუნების ნაწილია თუმცა გარემოს დაცვისთვის ადამიანი უფრო ძვირფასია ვიდრე თევზი შესაბამისად ადამიანზე უფრო ზრუნავს ვიდრე თევზზე რის გამოც ეგუება იმ ფაქტს რომ ადამიანი იკვებება თევზით,
აი ამას აკეთებს გარემოს დაცვის ინსპექცია ანუ გდი მაგარია დარია თუ ავდარია
ხო მაგრამ ბადეებით და დენებით და მსგავსი საშუალებებით თევზის გაწყვეტით არამგონია საბოლოო ჯამში რომელი მხარე, თევზი და ადამიანი, დარჩეს კმაყოფილი.
გარემოს დაცვა იმიტო ქვიათ რო უნდა დაიცვან , არასოდეს გამიგია ვინმე ბრაკონიერი დაეჭიროთ, რა არის ეს !! რა ქვეყანაში ვართ
გამარჯობათ მეთევევზეებო!
მოკლედ რამოდენიმე ადგილას ვიყავით ცელს უკვე მაგრამ ქარჩხანას გარდა ჯერ არაფერი და რამოდენიმე ცალი ხრამული
ამ შაბათ-კვირას ვაპირებტ ბაზალეთზე წასვლას და ხომ არ კოფილხართ ვინმე რა ხდება ხომ არ იცით?
ნიკაP&A ნიკა შენ როგორც გამოცდილ მეთევზეს და ბაზალეთის ოსტატს ხომ არ ციცი ახალი რამე? ვეფხის კაკლის ბოილი სად შეიძლება ავიგო?
ვინმე ხომ არ ყოფილხართ ბაზალეთზე? რა ხდება ღირს წასვლა?
ამ შაბათ კვირას თუ წვიმიანი დღეები იქნება ისევ მე წავალ ბაზალეთზე. ვნახოთ
sbr200
აბა წარმატებებს გისურვებთ და ველით ახალ ინფოს
კვირას ვიყავით ბაზალეთზე ასულები 12:00 დან 16:20 მდე ვთევზაობდით 4 ანკესით. დიდი არაფერი პატარა კარასები დავიჭირეთ მერე დონკაზე გადავაწყვეთ 2 ანკესი და 1 საშუალო ზომის საზანი დავიჭირე 400 გრამი იქნებოდა. თეთრ მატლზე დავიჭირეთ. კამიშებში მოდის მოზრდილი კარასები მაგრამ იქ ნავით თუ შეხვალ. უმრავლესობა მეთევზეებისა პურზე თევზაობენ. ძალიან ცხელოდა და დავიზაგრეთ. იქაურებმა მითხრეს დილით ადრე ჯობია მოსვლა ან საგამოზე თევზაობაო. წყალი თბილი იყო. მომავალ კვირას ისევ წავალთ.
ამ წუთას მოვედი კარასი ჭიების შეცვლას არ გვაცდიდა პაპლაოკზე
aragveli კარასის გარდა არაფერი არ მოვიდა?
წყალი თბილი იყო?
არხში ვითევზავეთ იკ საზანი არ არის კარასი იყო მხოლოდ შემოსული მარა ჩაგდება და ამოყვანა ერთი იყო 3 კაცმა 6 კილომდის პაპლაოკზე წვრილი კარასი ამოვკრიფეთ
წყალი თბილია მოძრაობს დიდი თევზიც ისე უკვე
ვახ ე.ი. ღირს ბაზალეთზე ასვლა ხო. თევზის დაჭერა მინდა ცუდად ვარ
აუ თუ ვინმე იყო ამ დგეებში ბაზალეთზე?მაინტერესებს რახთება,და ტუ იცით ვინმემ იქ ნავს ვინც აქირავესბ იმის ნომერი რა?კაცურად იქნებ ვინმემ იცის და მომცეროთ რა!
მოგესალმებით ყველას... მე ახალი ვარ ფორუმზე და ძალიან მომწონს. ახლა მოგახსენებთ... კვირას ანუ 6 ივნისს ვიყავით ბაზალეთის ტბაზე, დაახლოებით 11 საათისთვის მივედით. დავდექით ე.წ. ტრუბებთან, პლიაჟთან ახლოს. 2–3 საათში ორმა დავიჭირეთ დაახლოებით 3 კილომდე კარასი, სხვადასხვა ზომის, უმეტესად პატარები. ასევე დავიჭირეთ 3–4 ცალი დაახლოებით 15 სანტიმეტრის ზომის თევზი, რომელიც ძაან გავს შამაიას, თუმცა მკვრივი ქერცლი აქვს, როგორც ქაშაპს.. ვერ მივხვდი რა თევზია... შეიძლება ჟერეხი იყოსო ასე მითხრეს. მეც დავდე სურათი... მთაცებელი თევზების განყოფილებაში... მინდა გკითხოთ, დაახლოებით 17–18 წელია ბაზალეთზე არ ვყოფილვარ. როგორც ვხვდები ნავის გარეშე მანდ თევზაობას აზრი არ აქვს. იქნებ მითხრათ რა ადგილას ჯობს მანდ თევზაობა... კამიშებში, ღიაში... საზანი თუ მოდის და რა სატყუარაზე? მე ვთევზაობდი წითელ ჭიაზე... წინასწარ მადლობას გიხდით...
ნაპირიდან სათევზაო ადგილი ბაზალეთზე ,მოპირდაპირე მხრიდან პანსიონატის მხარეს არის, მარა საზანზე კარგად ბაზალეთზე ამური იჭირება, ოღონთ აქ უკვე ნავია საჭირო ,ამური ბოსტანასა და ჩალაზე იღებს
გითევზავია ბაზალეთზე ნავით ჩემი ზმა?და ბოსტანა რა არის?ან ჩალა იქნებ დააკონკრეტო რა?ან თუ ვინმემ იცის იქ ნავებს ვინც აქირავებს იმის ნომერი
ბოსტანას მახრას ეძახიან, მე ახლობელს ჰყავდა ნავი მანდ და იმით შევდიოდი ხოლმე ზამთარში იხვზე, ახლა მგონი აღარ ჰყავს . ჩალა კამიშის ნორჩი ღერო კეთდება ნემსკავზე.
ბოსტანაზე ტივტივით ტევზაობ თუ ე.წ. დონკაზე? კამიშის ღეროც ტივტივიან ანკესზე?
რა ხდება ეხა ბაზალეთზე იცის ვინმემ?
ამ პერიოდში თუ მოდის საერთოდ თევზი?
და რაზე
გუშინწინ ვიყავი, ცოტახნით შევიარე.
ლიფსიტები ტვინს ხნავენ და სპორცმენი ნიჩბოსნებიც არ აკლებენ
რამის ზედ ანკესებს გადაუარეს.
შედეგი ერთი ლიფსო.
ჰა რა არი არ ვარგა ეხლა ბაზალეთი? :(
ვაპირებთ წასვლას და :შ
მოგესალმებით ყველას,რამე სიახლე ხომ არ იცით ბაზალეთზე ვინმემ?მოდის თევზი ?ამოზრავდა თუ ადრეა ჯერ?ან თუ მოდის რაზე და რა ადგილას იქნებ დამაკვალიანოთ...
.
rachinski
ეს წერტილები რას ნიშნავს ყველა თემაში?
კოდური შრიფტი ხომ არ არის rachinski
არ უნდა კაცს ბრაკობა და პოსტების რაოდებას ამაგლებს ვაა
ბაზალეთზე ბადის გარდა მგონი ვერაპრით ვეგარ იჭერენ თევზს.
ადრეც არ მინახია მანდ დაჭერული საზანი და არც ამ ბოლოს მსმენია რამე.
არადა ბაზალეთს დიდი პოტენციალი აქვს რო გამრავლდეს მტაცებელი თევზი, მაგალითად ქარიყლაპია, ლოქო და ქაშაყი. (ჩემი მოკრძალებული აზრით.)
კიდე ლეში და წითელფარფლა. (ვინაა მაგის გამკეთებელი თორემ აგმოსავლეთში რატომ არ უნდა ამრავლებდნენ ამ თრევზის სახეობებს)
ვთქვათ თბილისის ზღვა, ნუთუ ვერ გამრავლდება ქარიყლაპია, ან თუნდაც მტკვარში.
მაგრამ ბაზალეთის ნაირ წყალსატევრებში ყველა ის თევზის სახეობა იმრავლებს რომელიც ჩამოვთვალე?(ასე მგონია)
გაუმარჯოს კაი ხალხს პოსტებს ვაგროვებ ჯიგრებო ბრაკონიერობა არ მსიამოვნებს დასაცერი კიდე ჯერ არაპერი მაქვს ამ ტვის ბოლოდან იმედია ნადავლის სურატებიტ სჰემოვალ აქ სანამ ჩემ სურატს არ დავინახავ აქ მანამდე უნდა ვსვა ცერტილები რავქნა გამიგეთ.
ვააახ რა მაგარი ვარ რაა როგორ გამოვიცანი
ბაზალეთის ტბაზე ეხლა რაზე მოდის თევზი? ხომ ვერ დამეხმარებით
DISEVI
თითიც რომ ჩაყო მაინც მოვა
ისე კი რავი ყველაფერზე იჭერენ
ალთაზარ
ხუმრობ თუ მართლა ეგრე მოდის?
დონკაზე თუ ტივტივაზე?
როგორც ყოველთვის ტივტივაზე საზიზღარი კარასები
საზნები თუ გინდა ნავით შებრძანდი კამიშებში )
დონკასი რა მოგახსენო შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ ქნას , წყალია ამღვრეული ნამეტანი ეხლა იწყება ტბაში ნახირის ჩაყვანა ასე რომ დაგიფრთხობენ თევზებს
მაგრამ მე პირადად ბაზალეთს გრემის ხევი მირჩევნია 30 წუთის სავალია ბაზალეთის ტბიდან მაგრამ ზატო ხალხის სიმცირე შეინიშნება
მეც მინდა წასვლა მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი სამსახური რომ არ აჩმახებდეს :(
დიდი მადლობა..
და თევზი უფრო რომელ მხარეს მოდის?
თუ მოვახერხე გრემისხევზეც ჩავალ
DISEVI
ჭაობების მხარეს რათქმაუნდა
როდესაც ბაზალეთზე ადიხარ , რაღაც კოშკი დგას დაუმთავრებელი , მანდაც თევზაობენ თუმცა ეს ტერიტორია მითვისებული აქვთ ამიტომ მოპირდაპირე მხარეს ჯობია
შორს გადაგდებაც არ იქნება საჭირო რადგან თევზი ჭაობში მოძრაობს , რაც მე მანდ მითევზავია ერთის თქმა შემიძლია წინა დღეს აუცილებლად წვიმა თუ იქნება აი მეორე დღეს თევზი იქნება ნა ვალომ ))
ქარში თევზაობა ხო ისედაც ცუდია .
ხო სხვა თა შორის გაითვალისწინე ისიც რომ ნამეტანი ღრუბლიან ამინდშიც ნუ ითევზავებ მანდ 20-30 მეტრში ელექტროენერგია გადის (ღმერთმა არაფერი არ ქნას მაგრამ , შემთხვევები ბევრია )
ალთაზარ
დიდი მადლობა
ხვალ თუ ამინდმა არ მიმტყუნა გავალ ტბაზე და მოგიყვებით შემდეგ ამბებს , სხვა რაღა დამრჩენია თევზაობა რამდენიც გინდაო და ნადირობა ამიკრძალეს სანამ 50 წლის არ გახდებიო :(
თუ ვინმეს მოუნდება ბაზალეტის ტბაზე თევზაობა შემეხმიანეთ
593 53 75 33
ალთაზარ თუ იცი,,, ბაზალეთზე პატივცემული ამური ბინადრობს?....
MARLIN
კეეეეეეეეეეეეეეეეე
დიიიიიიიიიიიიიიიიიიდებიიიი
გუშინ ღამე ბიჭებს დაურეკე,მაინტერესებდა მწყერზე,მითხრეს გრემის ხევში მივდიოდით და აქ გავჩერდითო.სადევზაოთ ვართო.შედეგი ვკითხე რას შვრებითქო..და ნულიო..ეგ ღამე იყო.ხო,ისე რა დავიჭირეთ ,თუ დაჭერა ქვია კარასო ) ეხლა დაურეკე
T A M P L I E R
MARLIN
დიდებზე რა მოგახსენოთ მაგრამ საშვალო ზომისანი კი დაეხეტებიან თუმცა არც-თუ ისე ბლომად
იაშკა
პრინციპში გააჩნია ადგილს წინა კვირას ჩემი მეგობრები იყვნენ 6 საზანი ამოათრიეს და 1 "ვედრო" კარასით გატენეს :D:D
კეთილი და პატიოსანი... დადებითი პასუხი ორმაგათ სასიამოვნოა...
ამური არის საკმაო რაოდენობით და საკმაოდ დიდები.
გამარჯობათ ძვირფასო ოჩოპინტრელებო... მაინტერესებს ექნება თუ არა აზრი მარტის დასაწყისში ბაზალეთის ტბაზე ასვლას... რა სატყუარაა მაგ დროს კარგი და რომელი თევზჭერის სახეობა ? ... წინასწარ დიდი მადლობა რჩევისათვის
ანკესები არ გინდათ ციგურები წამოიღეთ გაყინულია
ბაზალეთზე რა სიტუაციაა ხომ არ იცით მოდის რამე?
დიდი ამდლობა წინასწარ
ჯერ არ მოდის მარა მალე დაიწყება..
ეხლა რაზე მოდის ხომ არ იცით ? ან არის რამე წეელს ?
ამწამს მოვედი არაფერი იქაც ბრაკონიერები ადუღებენ კიბორჩხალები დარჩა არა თევზიცაა მარა სიღრმეში დაშინებული ნაპირს არ ეკარება კარასიც კი
აუ რა რა ეშველება ამ ქვეყანას რაააააააააა
10 ში ვაპირებ წასვლას შარშან დიდი ეგზემპლარები იყო და წელს ვნახოთ
Maglaf
ახლო მომავალში ბაზალეთში ვაპირებ წასვლას, თუ ერთად მოვხვდით იქაურებისგან ნავის და კარგი ადგილის პრობლემა არ იქნება.
ამური
10 ში ვგეგმავ და თუ არაფერი შეიცვალა წავალ
ხალხნო, ბაზალეთზე შამაია არის? ჩემს ახლობელს უმტკიცებს ვიღაც ტიპი სიმინდზე მაგრა მოდის შამაიაო და მაგიტომ დამაინტერესდა.
axalcixeli
აფსურდია...
ის რებეცია თუ რაღაც თეთრია და შამაიას გავს
მოკლედ მთელი 1 კვირა ვისვენებდი აგარაკზე ხოდა 26 მაისს დილის 6 საათზე წავედი სათევზაოდ, ნუ რათქმაუნდა ამინდი მთლად გადასარევი არ იყო ბურუსი ბურუსი . 7-8 საათიდან რომ დაიწყო წვიმა საღამოს 6 საათამდე მგონი არც გაჩერებულა :( წვიმდა წინწკლავდა წვიმდა წინწკლავდა .... სათევზაოდ ადგილები არის "მურტალი " იქ სადაც 2 წლის წინ საკაიფოდ შეგეძლო გეთევზავა ეხლა ხავსია :(
მოკლედ დილის 6 დან საღამოს 5 ამდე ვიჯექი იქ მშიერ მწყურვალე თევზის მოლოდინში როგორც იქნა დავიჭირე ის ერთიც სურათს მოგვიანებით დავდებ მობილურში მაქვს ესეიგი ვინსტონის "პაჩკაზე ცოტა დიდი"
მოკლედ თევზი თუ არა საღამოს 6 დან 10 საათAმდე კაი რაოდენობით კიბორჩხალას დაიჭერთ
ალთაზარ რატო ტოო, შამაია იჭირება მშვენიალურები
რას ერჩი მერე კიბორჩხალას? მშვენიერ ცივ ლუდთან ერთად. კარგად იყო კიბორჩხალა?
გოგიტა
რავიცი მე ალბათ ამინდში არ გამიმართლდა , მთელი დღე წვიმდა და ალბათ მაგიტომ ეხლა კვირას ჩავალ ისევ აგარაკზე და მერე კაი ამინდს შევარჩევ და ისევ წავალ ვნახოთ თუ გამიმართლებს მაგრამ აი ნავიც რო მქონდეს ვაბშე დიდებული იქნება შიგ ჭაობში ჩავჯდები და დავიჭერ ბლომად ალბათ
gagrinski
არაფერს არ ვერჩი პირიქით კაია , უბრალოდ საღამოს საათებში უნდა მიუდგე და დაიჭერ ისიც 5 ლიტრიანი ბალონს თავი უნდა გადაუჭრა და შეუტრიალო და დაამაგრო მავთულით ან რამე ამდაგვარით + ამას რამე მყრალი უნდა შეაგდო შიგნით მაგალითად დამპალი ხორცი და 1-2 საათში 5-10 ცალამდე გარანტირებულ
კი ბლომად არის წინა დღეს რომ მოვიარეთ მე და ბაბუაჩემმა დაახლოებით 20-30 ცალამდე ქონდა კაცს ამოყვანილი ...
გზაზე შევამჩნიე ბადის მაგვარი დაახლოებით 10-15 მეტრის იქნებოდა გადმოგდებული ქონდა ვიღაცას ეტყობა , და შიგნით იყო გაკვეხებული "გამხმარი კიბორჩხალები" 2-5 ცალამდე და 1 კარასი
მაგრად მიყვარს კიბორჩხალა და ლობსტერები ხომ მთლათ გადასარევი. კარგი კაცი ხარ მერე მოგკითხავ ადგილებს უნდა დავეცე და დავუწითლო ტრაკები კიბოებს
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
დამპალი ამინდი
gagrinski
ა ბატონო 2 მშვენირი ადგილი ერთი სადაც მე ვდგევარ და მეორე აი პიპია რო მოჩანს მაგას ეძახიან "ტულიას საბანაოს " ჩვენს სოფელში რატომ არ ვიცი
[b]ალთაზარ[/b
თევზს იმენა მუსრსს ავლებ.
ალთაზარ
სასტიკი ხარ რააა... მუსრი გაავლე ყველაფერს...
ალთაზარ
დაგიჭერენ შენ...
მანდ ერთი ბებერი თევზაობდა ხოლმე ადრე კაი ხანია არ მინახავს,მახრაზე (ბოსტანა) თევზაობდა ხოლმე ამურს იჭერდა სუ 2 ...3 კილოანებს..კუნძული იყო ხოლმე ერთ ადგილას ჩალების მხარეს ეხლა არი თუ არა არვიცი მანდ შედიოდა და კუნძულზე იდგა..არ მიყვარს ეგ ადგილი.
გამრჯობათ მეგობრებო არ მითევზავია არასდროს ბაზალათზე და არც ვაპირებ სიმართლე გითხრათ კიბორჩხლების დაჭერა მინდა სტუმრები მაყავს უცხოეთიდან და დზლაინ უნდათ ამკიბორჩხალების დაჭერა როგორ მოვიქცე იდზახიან ბაზალეთზე ბევრიაო თან სეზონი როდის აქვთ არ ვიცი მოკლედ არ მინდა რო შევრცხვე მირჩიეთ რამე კეთილო ადამინებო მადლობას გიხდით წინასწარ
kriko
გაგიმარჯოს, კიბორჩხალების დაჭერა კანონით აკრძალულია (რომელირაც სახეობის)
რამდენადაც მახსოვს, ეგრეა, თუარადა ჩამისწორებენ ალბათ
აქ არის თემა გახსნილი http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=402
ისე ალბათ უფრო მტკნარი წყლის კიბოს კულისხმობ, კობორცხალა - ბრტყელი ქე რომ არის და გვერდულად დაიარება ეგ არის
სალამი რიბაკებს, მოკლედ დღეს ვიყავი ბაზალეთის ტბაზე მართალია შუადგეს ვიყავი მაგრამ ისეთი ქარი იყო რომ საგამომდე დარჩენის სურვილი დამეკარგა, ტივტივა საერთოდ ვერ ვისროლე ისეთი ურაგანი იყო და დონკაზე არანაირი ჩარტყმა არ ყოფილა, ქარი აზანზარებდა ზარს ეგ იყო და ეგ, ბალახია თითქმის ყველგან, კოპტონზე ვთევზაობდი და სულ ბალახიანი ამომქონდა....... მოკლედ ვერაფერი ვერ დავიჩირე, (კამიშების მხარეს ვიყავი) მკონდა თეთრი ჩია კოპტონი სიმინდი და წითელი ჩია.... შედეგი 0
vaja maisuradze
შემდეგში რო წახვალ , წადი ებრაელების კომპლექსის მხარეს ოღონდ მარცხენა მხარეს გაუყევი სამხედრო "ჩასტი" რო იყო ადრე მანდ აქირავებენ სპორტულ ნავებს "კანოებს" ხოდა მანდ არის კაი სათევზაოდ თუ მოვიძიე კაი სურათი გაჩვენებ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)