ღორი ნამკლის ტბა ვის გაგიგიათ ან ვინ ხართ ნამყოფი, ბავშობაში გავყევი ერთხელ სანადიროდ ვზროსლებს და მახსოვს ზემოდან რომ გადავხედავდი ტბას ლამის ჩემზე დიდი თევზები დაცურავდნენ ხოლმე წყვილ-წყვილად ნეტა ეხლა რახდება საინტერესოა.
სადაა ეგ ტბა?
ლადო
იქნებ გუგლში გვანახო?
საქართველოში ბევრი ტბაა. აღსანიშნავია კოდისწყაროს ტბა, რომელიც მდებარეობს ღორინამკლის შტოქედის ძირში, ზღვის დონიდან 800მ სიმაღლეზე. ტბის როლი რაიონის გეომორფოგენებში უმნიშვნელოა. ტბის სიღრმე გაზაფხულობით 2-3 მეტრს აღწევს, ზაფხულში კი დონე ძლიერ კლებულობს. რაიონში კიდევ გვხვდება ორი პატარა ტბა: ერთი სოფელ წაღვლთან, რომელსაც კაკოს ტბას უწოდებენ და მეორე ტბა სოფელ ყელეთთან_ყელეთის ტბა. აღნიშნული ტბები საზრდოობენ თოვლის, წვიმისა და გრუნტის წყლებით. http://www.radikal.ru
ალბათ ამას გულისხმობდა..
ლევანა90
კი მარა სად არის კონკრეტულად, რომელ რეგიონთან ან რა ქალაქთან ახლოს?
მემგონი ხაშურთან უნდა იყოს ვიტო , ლადო რო მოვა გვეტყვის ალბათ ზუსტ პასუხს
კი ეგ არის კოდი წყაროს ტბა, სახელი აგღარ მახსოვდა, ხაშურში სახლი მაქვს, ხომ არ გვეცადა ხალხო? ცოტა რთული მისადგომია ადრე ფეხით ავედით მანქანა უდგება თუ არა ვერ ვიტყვი დანამდვილებით.
ასევე ძალიან კარგად მახსოვს ხაშურამდე არ მისული ხცისის ხიდზე გადადიხარ და ადიღარ მაღალმთიან რაიონში "ოქროსოპელში" ტბას არ მახსოვს რა ქვია მაგრამ მანდ სულ სარკისებრი კობრები იყო ხოლმე თანაც საკმაოდ მოზრდილები
კარგი ადგილი ჩანს თუ ბრაკონიერებს არ აქვთ უკვე დამუშავებული
ლადო
..... კარგი ადგილი ჩანს, მაგრამ მანდ ვინ დაგიტოვებს რამეს, სოფლის მოსახლეობა იქნება შესეული, მაგრამ მიქნება შენ თვითონ მოიძიო ინფორმაცია, ხაშურელი მეზობლებიდან?.......
ვაა საინტერესოა ძალიან.იქნებ დაწეროთ რა ინფორმაცია.
მაგრად საიტერესოა ,სიამოვნებით მოსინჯავს კაცი
რაგაც ვიდზე მომეწონა მეც მემგონი ღირს სინჯვა თან არც ისე შორს არის
T A M P L I E R
..... მერე წავიდეთ რა გვიდგას წინ?....
ისეთი არავინ არის ნაღდად რომ მოვიძიო მაგრამ ორივე ტბაში თევზი წესით ბლომად უნდა იყოს, როგორც მახსოვს თვითონ სოფლელები თუ შეატყობდნენ რამე ნეტოს უშლიდენ ხოლმე, ანუ აშკარად იცავდნენ ბრაკონერული ზახოდებისგან თავიანთი ძალებით... რაც მთავარია ბუნებრივი ტბაა, არანაირი ხელოვნური კვება ან რამე მაგდაგვარი და ძირითადათ დიდი ეგზემპლარები უნდა იყოს
ლადო
ცოტა მეტი ინფო იქნებ გაიგო მაგ ტბაზე რა, ანუ რა თევზებია, მანძილი თბილიდან, მანქანა თუ უდგება და რაზე მოდის და გავიდეთ, რაღაც ნამეტანი ლამაზი ადგილი ყოფილა
ჩელე
მერე როდის ვთქვი უარი მაგეთ რაგაცეებზე
ეს ყოფილა ღორინამკლის მთა და ამის უკან არისო ტბა
http://img19.imageshack.us/i/dsc06669g.jpg/
კოდიწყაროს ტბაზე ვიყავით დაახლოებით 2 კვირის წინ. მანდ 2 წლის წინ დაიხოცა თევზი. ეხლა არის კილოიანი საზნები, მაგაზე დიდები არ არის. სამანქანო გზა ადის. ერთ ხიდიანებიც ადიან მშრალ ამინდში. ძალიან მაგარი ბუნებაა. ფასიანია, ანკესი 4 ლარი. მეპატრონის ნომერიც მაქვს ტუ დაინტერესდებით გაგაგებინებთ.
http://img357.imageshack.us/i/dsc00029z.jpg/http://g.imageshack.us/img357/dsc00029z.jpg/1/
მართლა ცოტა მეტი ინფო დაწერეთ ვინ იცით
კახუჩა
ა კაციგაიხარე
რა ცოტა დრო რჩება სეზონამდე არადა ყველგან მინდა წასვლა, ამ შაბათ კვირას სავარაუდოდ
დასავლეთისკენ გავალ, მერე დავგეგმოთ ეს ტბაც
ხო მაგარი ადგილია ძალიან
მეპატრონეს ძმა დაეღუპა და ყინულები ვეგარ ჩაამტვრიეს და დაეხოცათ!
მეტი ონფო ამ ტბის შესახებ არ არის? პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ.
იქნებ მოვიპოვოთ დამატებითი ინფო და შეიძლება მოსინჯვა
მე ვიყავი ამ ზაფხულს მაგ ტბაზე ძაან მაგარი ადგილია გზა: ხაშურში წრეზე პროკრედიტ ბანკთან ჩაუხვიე მივედი დაკიდებულ ხიდთან გადავედი ქანაობით მერე გზა იყოფა აუხვიე მარჯვნივ და 3-4 კმ სულ მაღლა და მაღლა პატარა სოფელი გავიარე და ტბაზე ჩავედი. თევზი კარსი ბატონო უმაგისოდ როგორ იქნება და პატარა საზანი და ამურები რომლებიც უკან დაბრუნდნენ
http://www.radikal.ru
ესეც ტრანსპორტი რითიც ავედი
http://www.radikal.ru
საინტერესოა...
ადმინისტრატორებს!
აქ თემა მეორდება, რადგან "ღორინამკლის ტბა" და "კოდიწყაროს ტბა" ერთი და იგივეა. მთა ღორინამკალი და მის ძირში არის ტბა კოდიწყარო. კიდევ მაგას "ჭარხალას" ტბასაც ეძახიან, მეპატრონის მეტსახელიდან გამომდინარე. ერთი წითელი პირისახის კაცია. წელს ვიყავი, ყველაზე დიდი 1.5 ამური და 2.5 კობრი დავიჭირე. მეპატრონემ ამაზე დიდები ჯერ არ დაზრდილანო. ისე საზანიც ყავს და კარჩხანიც. კარგი სათევზაო ადგილია. ფასი 5 ლარი ანკესი, მაგრამ დალაპარაკების შემთხვევაში ფასდაკლებაც შეიძლება.
ეხლა რაც შეეხება ტბას მეორე ფოტოზე - ეს არის ხაშურმდე არ მისული, სადღაც ქარელთან გადასახვევი სოფ. წრომისკენ, წრომის ტაძარიცაა მანდ (შესული კულტურული მემკვიდერეობის ნუსხაში), შემდეგ გზა მიდის მაღლა "ოქროსსოფელში" და ამ ტბას "ყელეთის" ტბას ეძახიან. მანდ კიდე 3 ტბაა მგონი, მაგრამ თევზით უხვი მხოლოდ ეგ არისო ადგილობრივებმა. წელს მანდაც ვიყავი, ღამისთევით წავედით, დავკვებე თევზი და როცა უნდა მეთევზავა ისეთი წარღვნა მოვიდა, რომ კარვებიც კი წაგვილეკა. ასე რომ ტევზაობა არ გამომივიდა მაგრამ ამბობენ მოზრდილი თევზი ყავსო, და მისი სიღრმის გამო ბრაკები ვერც ბადეს შლიან და ვერც ელეკტროობას იყენებენო. ბლომად სოფლელები იყვნენ ამოსული სათევზაოდ. ესე მითხრეს 4-6 კგ დაგვიჭერია ლელიანშიო. ყავს კარჩხანა, და კობრი, ზუსტად რაც ვიცი.
ეს არის მთელი ინფო რაც ამ ტბებზე გამაჩნია. მომავალ წელს აუცილებლად მინდა ყელეთის დალაშქვრა.
პ.ს. იქნებ ადმინისტრაციამ ამ ჩემს პოსტებსაც ადგილი მოუძებნოს.
გმადლბთ.
triglit
მადლობა. გავაერთიანე
თუ არის ნამდვილად თევზი ღირს სეზონზე გასეირნება
შორია კარასისთვის...
ამ ბოლო დროს ვინმე ხომ არ ყოფილხართ?
წელსაც ვეწვიე ამ ტბას ძალიან ლამაზი ადგილია ვერ მოვითმინე და ავედი მაინც. გზა შარშანდელთან შედარებით უკეთესი იყო თევზებიც დაზრდილან დავიჭირე ერთი ამური კილო ნახევრამდე იყო მეორე უფრო მოზრდილი იქნებოდა ნაპირთან მოყვანილმა გვერდი დამანახა გადატრიალდა გაწვიტა და წავიდა. ანკესი ტივტივაზე მქონდა აწყობილი სატყურად ვიყენებდი კალიას. ფსკერულაზე მოდიოდა ზალიან პატარა საზნები 5-6 ცალი დავიჭირე და გაუშვი ასევე ფსკერულიტ დავიჭირე 10 მდე კარასი სიმინდზე
http://pix.ge/
http://pix.ge/
ტბა
გუგლზე მანახეთ რა ეს ტბა სად არის
http://pix.ge/
გზა ყველაზე ცუდი მონაკვეთი მკვეტრი აღმართი მოსახვევით
გუგლზე ვრ ვნახე ღრუბლებშია დამალული გზა ადვილი ასახსნელია
2 კვირის წინ ვიყავი მაგ ტბაზე და შედეგი 0, აბსოლიტურად ყველაფერი ვცადეთ , კოპტონი, მატლი , კალია, სიმინდი და კიდევ ათასი უბედურება მაგრამ ლიფსიტაც ვერ დავიჭირეთ, გვერდით ღამისთევით იყვნენ და არც იმათ არ ყავდათ დაჭერილი. არადა ტევზი ხტუნაობდა
შარშან კარგად მოდიოდა და ვიჭერდით თევზს მაგ ტბაზე... მაგის იმედად წელსაც ავედით, მაგრამ ბევრი ვერაფერი... მოგვიანებით მეპატრონეც ამოვიდა და გვითხრა აქ აღარ ვათევზავებთ ხალხსო და მიატოვეთ თევზაობაო... იქაურებმა, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ თქვეს, რომ ბადეები აქვთ ჩაყრილი და თევზი ამოყავთო... ისე ადგილი მართლა კარგია.
კოდიცკაროც ტბა მდებარეობს კალაკ ხაჰურჰი დზალიან ლამაზი ადგილია ასვლაც არარის პრობლემა ტევზი მაგრად მოდევს სეზონზე
კოდიცკაროც ტბა მდებარეობს კალაკ ხაHურHი დზალიან ლამაზი ადგილია ასვლაც არარის პრობლემა ტევზი მაგრად მოდევს სეზონზე
შარშან ზაპხულში მეც ვიყავი ასული, რაც მართალია მართალია ძალიან კარგი ადგილია, ეგაა რო მეპატრონე ყავს ცოტა ისეთი ჩვენ რომ არ მოგვწონს. აი მაგალითად ჩვენ დავიჭირეთ რამოდენიმე კარასი და პატარა საზანი, ტიპი მოვარდა და დაიწყო სადოკში დზრომიალი გამეცინა და ვუთხარი, უბრალოდ ვითევზავებთ, რასაც დავიჩერთ გავუშვებთ უკანთქო. არაო, ანკესი არ დამანახოთ თორე პატრულში დავრეკავო. მაგ თევზის "მომშენებელს" "ჭარხალა" ქვია :((((
იმის მაგივრად, კარგი ფასიანი სათევზაო გააკეთოს ხალხს უარყოპით სახეს აჩვენებს, კაი პატრონი უნდა მაგ ადგილს და საქართველოში ერთ-ერთი მიმზიდველი გასართობი ადგილი იქნებოდა. ასევე დასასვენებელი.
მეც მაგას ვწუხვარ დმაო დაადოს ნორმალური პასი ახვალ და იისიამოვნებ
ტუ არა ტელს კარგი ამურები დახდებოდნენ
ისე მაგ ტბის პატრონებს ხაშურლები უნდა შეეხმიანოთ და შეიძლება რაგაცა მოიფიქრონ. თორე ტეხავს, კაი სათევზაო ადგილია და ვერ კაიფობს კაცი.
სურამ-ხასჰურ-სტეკლიანის ტბაა და წელიწადში 3-ჯერ ცლიან და ავსებენ მგონი, თორემ იქაც გაიზრდებოდა კარგი თევზუკები
მანდ ტევზი რასაც კვია აგარარის ოტხი ტლის უკან დააHრეს ეხლა ჰყავს მაგრამ პატარები
ეხლა ვაპირებ მანდ ცასვლას ვ იცნობ კარგად და გავიგებ რა იქნება გაუშვებს თუ არა თევზაობას
მიდი აბა ერტი რას გეტკვის და გამაგებინე დმაო
ვინმე ხომ არ იცით რა ხდება ეხლა ამ ტბაზე?
ამ ტბაზე ასე ერთი თვის წინ ვიყავი,თევზი საკმაოდ კარგად მოდის,დილიდან საღამომდე 7-8 კილოს ავცდი ორი ანკესით,ჩვეულებრივი ტბის დონკით,სიმინდზე ვთევზაობდი...მერე მეორე დღესაც ავედით და პატრონი დაგვხვდა,გვითხრა თევზაობა აკრძალულიაო და არც ფულს ვიღებთ ანკესზე და არც არაფერსო...აკრძალულია და მორჩაო...ავახვიეთ ანკესები და მორჩილად დავეშვით ასეო,ისეო,შენი დიდი ხათრიცა მაქ მაგრამ,არაო!
ვააა :( არადა რა ლამაზი ადგილია. ისე თუ არ ათევზავებენ არავის და "ბადით თუ არ ამოყავთ თევზი", მანდ სერიოზული და ვაჯკაცი ეგზემპლარები შეიძლება წამოიზარდონ. მაგრამ მაგის იმედი ნაკლებად მაქვს :(
მეტ ინფოს დავწერ ეხლა: მე თვითონ კურტანიძე ვარ და მანდედან ვარ წარმოშობით (სამი გვარია სულ მანდ, ერთ–ერთი ჩემი), კაროჩე დიდი თევზი არაა და არც გასაგიჟებლად მოდის მარა გაერთობი, მოდის ჭიაზეც, კოპტონზეც და ასე შემდეგ, ნორმალური ჯიპით ახვალთ ცუდი და აუსვლელი გზა არ არის, ხაშურიდან უნდა გადახვიდეთ მტკვარზე და იქიდანაა ასასვლელი, პარატა და ერთხიდიანი მანქანაც ავა მარა ცოდოა ან რუსული ნოლ–შესტი უპრობლემოდ ადის... თევზაობაზე მეტად მანდ შემოდგომას ნადირობაა კარგი მთებზე მაღლა რო ჩამოთოვს ბლომად ტყის ქათამი ჩამოდის ფერდობებზე და ასწორებს... მერე ქვემოთ ღელეა და იქ ისეთი ადგილია სულ რო ვერ დაიჭირო ბევრი თევზი იქ რო მაინც იქეიფო მაგათაც ღირს წასვლა... ზუსტად გუშინ წინ ვიყავით წასულები... კიდე თუ გაინტერესებთ რამე მომწერეთ და გიპასუხებთ არაა პრობლემა... ისე მიყვარს ეგ ადგილი რაც მეტ ხალხს ვანახებ და მოვაწონებ ჩემთვისაც უკეთესია ....
ოღონდ ეგ ტბა არის ზედმეტსახელად ჭარხალასი და ცოტა შეიძლება გაატრაკოს მარა ითევზავებთ არაა პრობლემა
რამე თუ იცით რა ხდება ამ ტბაზე ახლა?
მე ვიცი ოქროსოფელთან ტბა და 2008 ში კი ვითევზავე და კაი ეგზეპლიარები კი მოდიოდა.
რაღაც ხიდი შგვხვდა და მიკროავტობუსით ვერ გადავედით ძალიან ვიწვალეთ მერე სოფელში მანქანა დავტოევთ და ისე ავედით.
მარა ამას არ გავს ის უფრო პატარა იყო :/
Deutschland
შენ სხვა ტბაზე ლაპარაკობ, ეს სურათზე როა სულ სხვაა და საკუთარია!
კარპი და საზნები მოდიოდა სულ.
იქური სოფლის ბავშვებიც თევზაობდნენ ჩემ სისქე ძუით და კავებით ძალიან დიდები მოდისო და რიავიცი ვერ ვიტყვი დაზუსტებით ვერაფერს.
კი ვისიამოვნე მთლიაანდ ტყეშია ეგ ადგილი
Deutschland
საზანი? არამგონია საზანი ყოფილიყო, ხომ არ გეშლება? არ ყავს მაგ ტბას საზანი, ყავს კარასი და სარკისებური კობრი მარტო. ჩემი ერთერთი საყვარელი სათევზაო ადგილია და არასდროს სხვა სახეობა არ დამიჭერია, არც გამიგია,.
მაქსიმუსა
მაქსიმუსა
მაშინ კარპი იქნებოდა. აღარ მახსოვს ზუსტად
ულამაზესი ადგილია ძააან მაგარია რა
Don-G
კი ფასიანია
Deutschland
მაქსიმუსა
გაიხარე. ადრეულ პოსტებში მობილური ეწერა მფლობელის, შემთხვევით ხომ არ იცი ისევ ის ნომერი აქვს თუ არა?
მოგესალმებით მეგობრებო, წელს არ ვყოფილვარ, თუმცა შარშან ვიყავი მაგ ტბაზე. ნაკლებად მომზადებული წავედი, მხოლოდ წითელი ჭია, მსუბუქ ფსკერულაზე. 3-4 საათის განმავლობაში ვითევზავე და 20-25 მდე კარჩხანა დავიჭირე. სხვას ვერაფერს ვიტყვი თუმცა დიდი სიამოვნებით წავიდოდი ისევ. ძალიან კარგი ადგილია.
Don-G
ეგ ნამდვილად არ ვიცი, ვერ გეტყვი!
მეპატრონის ტელეფონი ხომ არ იცით ვინმემ რომ მოწეროთ?
მოგესალმებით, ძალიან მოხარული ვარ რომ ამხელა გამოხმაურება აქვს ღორინამკალას მთას, რომელიც ყველაზე მაღალი წერტილია თრიალეთის ქედზე და ასევე ღორინამკალას-იგივე კოდიწყაროს ტბას. ჩვენ ამ წელს გავხსენით ტურისტული ბაზა რომელიც ფაქტიურად ტყეში, ღორინამკალას მთის ძირში მდებარეობს. გვაქვს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ტურები. საცხენოსნო, სამონადირეო, სათევზაო და ასე შემდეგ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს ტურისტულ ბაზას
https://www.facebook.com/pages/Apaga-Jabastan/722380877807967?ref=hl
ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს
http://postimg.cc/image/ajaui6k8z/
http://postimg.cc/image/gq2zkd3pl/
http://postimg.cc/image/6haiejfnt/
http://postimg.cc/image/s8vktoiot/
http://postimg.cc/image/5qooaxztp/
http://postimg.cc/image/so6ump4m5/
http://postimg.cc/image/xcrfvmj6l/
ჩამოთვლილ ცხოველებზე ნადირობა რა პრინციპით ხდება ვერ გავიგე. ტყე ჩვენ არ გვეკუთვნისო და ესეიგი არც ამრავლებთ ცხოველებს, უბრალოდ ხოცავთ??? მე მაპატიეთ თუ სწორად ვერ გავიგე, მარა რა უფლებით???
ბიჭებო მე ვარ ხაშურელი ვარ ნამყოფი ამტბაზე ვიცი რათევზებია ბლომად ესეიგი ამ ტბაში არის დიდი რაოდენობით კობრი ასევე საზანი და კარასი არანაკლებია თეთრი ამური ტივტივისთვის ცუდი ადგილია რადგან გამბუზიაა ძაან ბევრი უფრო ფსკერული სჯობს მოკლედ სპორტული თევზაობისთვის არის დიდი ეგზემპლარები დაასევე შეილება შეხვდეთ ლოქოსაც მე მაგ ტბაში მინახავს 9.6 კილოიანი საზანი 4.5კილოიანი ლოქო 6კილოიანი კობრი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)