ა, ტბაზე თუ ხართ ნამყოფი ვინმე,რამე ინფორმაცია დაწერეთ არის აქ საერთოდ თევზი
http://www.radikal.ru
ჰა არავის არ გსმენიათ თO,რაღაც ჩაკვდა ფორუმი,იაკტიურედ ცოტა
მე ვარ ნამყოფი თან ბევრჯერ მაგრამ არა სათევზაოდ ,დასასვენებლად და საქეიფოდ მაგარი ადგილია, ბაკურიანში რო ვარ ხოლმე ხშირად ავდივართ, ისე როგორც ვიცი თევზი არის იქაურებს ბადეები აქვთ ჩაყრილი , სავარაუდოდ 2 კვირაში წავალ ბაკურიანში და ვცდი მანდ თევზაობას და მერე მგახსენებთ
ოკ,ველით აბაშენს ინფორმაციას
CECEIRON
ძალიან ბევრი მსმენია მაგ ტბაზე, ზუსტად ვიცი რომ ბადეებიტ აქვთ გადახლართული,
ტივტივას ვერ ჩააკვეხებ, თორე ქე ვიცი რა პოტენციალიც აქვს
ochopintre
ბაკურიანში რატო მიდიხარ, სბორებზე მიდიხარ?
ერთი ხომ არ მოვაწყოთ გასვლა ??თან გდი-საც გამოვაფხიზლებდით
არა რა ზბორებზე ნათესავები მყავს და ავდივარ ხოლმე, სავარაუდოთ თუ ძაან არ აურია ამინდმა ხვალ ავალ ბაკურიანში და აუცილებლად გავისეირნებ ტაბაწყურზე და მოგახსენებთ მდგომარეობას
სამოყვარულო თევზაობა
ქცია-ტააწრყურის აღკვეთილი საინტერესოა სამოყვარულო თევზაობის განვითარების თვსლსაზრისით. ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად. ჯერ კიდევ 1896 წელს ტაბაწყურში მობინადრე კალმახი აღიწერა ცალკე ფორმის სახით: Salmo lacustris L. var. romanovi. ამ კალმახი წონა ტაბაწყურში 5 კგ-მდეც აღწევდა. 1930 წლამდე ტბის იქთიოფაუნა წარმოდგენილი იყო მხოლოდ კალმახით. მოგვიანებით მოხდა ტბაში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის: რიაპუშკის (Coregonus albula), სევანის კალმახის (Salmo ischchan), ფარავნული კობრისა (Cyprinus carpio) და სევანური ხრამულის (Varicorhinus capoeta sevangi) ინტორდუქცია. დღეისათვის ტაბაწყურის ტბის იქთიოფაუნა 13 სახეობითაა წარმოდგენილი:
სახეობის ლათინური დასახელება სახეობის ინგლისური დასახელება სახეობის ქართული დასახელება საქართველოს წითელო ნუსხა
1 Salmo trutta trutta caspius morpha lacustris var. romanovi Tabatskuri trout ტაბაწყურის კალმახი VU
2 Salmo ischchan Sevan trout იშხანი -
3 Coregonus albula European cisco რიაპუშკა -
4 Coregonus albula Infraspecies ladogensis European cisco sub. species ლადოგური რიპუსი -
5 Coregonus laveretus Lake whitefish ლადოგური სიგი -
6 Varicorhinus capoeta sevangi Khramulya სევანური ხრამული -
7 Cyprinus carpio European carp ფარავნული კობრი -
8 Rutilus rutilus caspius natio kurensis Kora vobla (Roach) მტკვრის ნაფოტა -
9 Carassius carassius Crucian Carp
კარჩხანა -
10 Chondrostoma cyri Kura undermouth მტკვრის ტობი -
11 Barbus lacerta Kura barbel მტკვრის წვერა -
12 Acanthalburnus microlepis Blackbrow შავწარბა -
13 Neogobius cephalarges constructor Caucasian mushroom goby კავკასიური ღორჯო -
სამოყვარულო მეთევზეობისათვის ლიცენზიის მოპოვების წესებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადმინისტრაციას.
sergeevich
საიდან ესეთი ინფო?
იშხანი სევანს წაუღია და აქაც იგივე ხომ არ გვემუქრება?
ძალიან მდიდარი კი არისო მაგრამ ბადეებს მიაქვთ იქაურობაო, სამოყვარლო ტევჭერის პონტი არ არისო,
რამე სანუგეშო ხომ არ იცით?
ინფოს რაც შეეხება, ნაშრომი მაქვს ძალიან მაგარი მარა პდფ ფაილის ატვირთვა არ ვიცი. თუ იცი დამაკვალიანე და მაგარ ინფოს მოგაწვდით. ტაბაწყურზე კი პაწა ხანს მაცალეთ და მოგაწვდით ინფოს.
3 დღეა რაც ჩამოვედი ტაბაწყურიდან, ანკესით თითქმის შეუძლებელია რამის დაჭერა, მთელ პერიმეტრზე ბადეები აქვთ ჩაყრილი და ისე იჭერენ ადგილობრივები, ასე რომ ჩემი აზრით სპეციალურად მარტო სათევზაოდ მანდ წასვლა არ ღირს. ისე ბუნება უმაგრესია
sergeevich
ეს რა საიტია, შენი აწყობილია? ეხლა დრო არ მაქვს, მერე გადავხედავ, საინტერესოა......
ისე ვისაც ზამთრის თევზაობა ანუ Ice Fishing აინტერესებს მისწრება იქნება იმისთვის , ზამთარში მთლიანად იყინება ტბა , შარშან ბურანებით ვიყავით გადასული და ზედ ვკატაობდით
ochopintre
მანდ თავიდანვე ბადით თევზაობდნენ კომუნისტების დროსაც ანკესსზე არ ხვდება
გული დაგწყდება რა ესეტი მაგარი ადგილები გვაქ და სადაც გინდა წახვიდე არსად არაფერი აგარ არის ამ გაჭირვებამ ყველაფერი მოსპო ამ ქვეყანაში,ბადეები ,,დენები,,,და კიდე რავი რეებს ჩალიჩობს ეს ხალხი,,პატრონი ჭირდება ბუნებას თორე ვერ არი კარგა საქმე
მაგ ტბაზე ვიყავი 2 თვის წინ, ადგილობრივები იჭერენ რიაბუშკას (უკაცრავად ამ თევზის ქართული სახელი არ ვიცი) ბადეებით, ისიც პატარა ზომებს, იმიტომ რომ გაზრდას ვეღარ ასწრებს. ვიკითხე და მითხრეს რომ კარასი და რიაბუშკააო მარტო დარჩენილი, სხვა თევზი აღარააო.
ადრე არა მარტო მაგ ტბაში ლიფსიტას უშვებდნენ ყოველწლიურად ეხლა კიდე ბუნებრივად გამრავლებასაც აღარ აცლიან, ასე რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში თუ არაფერი არ შეიცვალა ტბაში თევზი საერთოდ აღარ იქნება.
ანკესით თევზაობას კიდე მაგ ტბაზე არანაირი აზრი არაა აქვს, ერთ-ორ კარასს თუ დაიჭერ ეგეც უნდა გიხაროდეს
http://pix.ge/
axalcixeli
სხვა სურათებიც ხომ არ გაქვს
სახლში იქნებ მქონდეს, ახლა სამსახურში ვარ და საღამოს ვნახავ
axalcixeli
ოკ
წაბაწყურის ტბაში განადგურების პირასაა. თევზი სულ უფრო და უფრო პატარავდება ანუ უკვე ლიფსიტებზე გადავიდნენ.
მართლაც ბაადებითა გადახლართული. ადგილობრივებთან გასაუბრებით გავარკვიე რომ ტბას შეიძლება ეშველოს 2 წლის განმავლობაში თუ ტბაში აიკრძალება თევზაობა ყველაფერი უწინდელს დაუბრუნდებაო. თევზი საკმაოდ მომრავლდებაო.
ყველას ჰგონია მხოლოდ ადგილობრივები აგდებენ ბადეებს. მთელი ხაშურის ბადეები იქ არის ჩაშვებული.
ყველას გთხოვთ ვისაც რა შეგიძლიათ ამ საქმისთვის ყველაფერი გავაკეთოთ რომ ამ უნიკალურ ტბაში თევზი შევინარჩუნოთ
argakaki
სად ხაშური და სად ტაბაწყური? რა უნდათ მანდ ხაშურლებს? და ეგეც რომ არ იყოს მანდ მცხოვრები სომხები ხაშურლებს ბადის გაჭიმვის საშუალებას მისცემდნენ? მე გიპასუხებ რომ არა არ მისცემდნენ.
ბადეები არის 100% ახლომახლო მდებარე სოფლების.
ხო ისე მართალი ხარ, არამგონია ხაშურლებმა მანდ ბადეები აიტანონ , ადგილობრივები არიან მგლებივით.
ადრე მეც ველაპარაკე ერთ "სომეხს", თევზი თავზე საყრელად მაქვს. ნასვამი ბაქი-ბუქობდა.
ეგრე თუა საქმე თევზი კი არა, მალე ლიპსიტაც საძებარი გახდება.
არადა რა სილამაზეა და კარასით სავსე ტბა რა ჯანდაბად უნდა ვინმეს :(
წელს ვინადირე ტაბაწყურის ტბაზე.მაგარი იგბლიანი ტბა იმ თვალსაზრისით რომ რამდენჯერაც წავედით არასდროს ხელ ცარიელი არ წამოვსულვაღთ.იხვი იყო კარგად ადგილები ვიცით და იქმ ვდივართ სულ
რაც შეეხება თევზს ადრე ბადეებით იყო სავსე მარა ეხლა შეისყიდეს ეგ ტბა და დიდი ყურადგებას აქცევენ.აგარ ხდებაო ბადეებით თევზაობა. ზუსთად აგარ მახსოვს მარა რამოდენიმე ტონა კიბორჩხალა გაუშვეს და თევზიც თუ არ ვცდები.
იწყება ტაბაწყურის ტბის და მისი მიდებარე ტერიტორიის კეთილ მოწყობა დასვენების და კურორტის თვალსაზრისით.რამდენდაც მე ვიცი ტაბაწყურის ტბა საქართველოში სიდიდით მესამე ტბა. ამ დროს უკვე ყინავსზამთარში მთლიანად იყინება.სექტემებერი ოქტომბრის შუა რიცვებამდე შეილება მანდ წავლა, კარგად იხალისებთ. წყლის ქათამი არის სავსე გაშავებულია ტბა .გეკოთი მაგრად გავერთეთ:დ
მაგ ტბაში 100% არის ряпушка (არ ვიცი ქართულად რა ქვია) სიგი და ეგ თუ იგივეა ბოდიში მომიხდია.
კი არის ряпушка იგივე სიგი როგორც გაირკვა, მაგრამ ინტენსიურდ ბადეებით ჭერის გამო დიდი ზომის თევზი აღარ არის, გაზრდას არ აცლიან. ეს არის სადღაც 1 წლის წინანდელი ინფორმაცია, მას შემდეგ რა ხდება არ ვიცი
აი ესარის ნამდვილი რიაბუშკა ძმებო: ლადოგური ლიპუსი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 711, ანალურში დაუტოტავი სხივი 2-4, დატოტვილი 9-3. გვერდის ხაზში 71-90 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 43-55. მალები 54-59. ქვედა ყბაზე ზედაზე ოდნავ გრძელია, პირი ზემოთაა მიმართული. ზურგის ფარფლის უკან ცხიმოვანი ფარფლია. ზურგი მომწვანოა, მუქი წინწკლებით. გვერდები მოვერცხლისფროა. ადვილად სცვივა ქერცლი. სიგრძე 25-30 სმ, წონა 170-500 გ. იშვიათად სიგრძე 46 სმ-მდე, წონა 1კგ-მდე.
გავრცელება. საქართველოში გადმოტანილ იქნა განაყოფიერებული ქვირითი ვოლხოვის თევზსაშენიდან (სანქტ-პეტერბურგის ოლქი) 1930-1934 წლებში და მოშენდა ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში; ფარავნიდან გავრცელდა საღამოს ტბაში. გადაყვანილია ბაზალეთის ტბასა და თბილისის წყალსაცავში. ბინადრობს ძირითადად ლადოგისა და ონეგის ტბებში, ფინეთისა და შვედეთის წყლებში.
ბიოლოგია. ტბის ბინადარია, კარგად ეგუება ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, თუმცა ადვილად იტანს წყლის ტემპერატურას 20-270-მდე.
ახალგამოჩეკილი ლიფსიტები ათი დღის მერე აქტიურად იკვებებიან ძირითადად პლანქტონით – კიბოსნაირებით (დაფნია, ციკლოპი, დიაპტომუსი, ლეფტოდორა, ბოსმინა და სხვა.) პლაქტონის სიმცირისას ნაწილობრივ ჭამენ ბენთოსურ ორგანიზმებს; გვერდულებს, მწერთა მატლებს, ლოკოკინებს და სხვა. იშვიოათად ეტანება თევზის ლიფსიტებსაც. სქესობრივად მწიფდება მეორე წლიდან. ტოფობს – ნოემბრიდან იანვრამდე, უმთავრესად ყინულქვეშ, წყლის 5-20ტემპერატურისას, ქვა-ქვიშიან ადგილზე. ნაყოფიერება აღწევს 8,2-111 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი უდრის 2 მმ-ს. ინკუბაცია 1.50 ტემპერატურისას გრძელდება 120-155 დღეს.
სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; საკმაოდ ცხიმიანია. 1944-1949 წლებში მისი მოპოვება ფარავნისა და საღამოს ტბებში ყოველწლიურად აღწევდა 290-1328 ცენტნერამდე, საშუალოდ 669 ცენტნერს. აღნიშნულ ტბებში ჭარბი ჭერის შედეგად რიპუსის მარაგი საგრძნობლად მცირდება, რის გამოც საჭირო ხდება შესვენება და მარაგის აღდგენა, ამას ხელს უწყობს აგრეთვე ხელოვნურად მოშენებული ლიფსიტების ჩაშვება აღნიშნულ ტბებში. რიპუსის მოპოვება ხდება მოსასმელი და ჩასადგმელი ბადეებით. იყენებენ ნედლსა და
მაგრამ მე ეს უფრო მგონია:ევროპული ჭაფალა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 8-10, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 10-13, გვერდის ხაზში 70-90 ქერცლი, ლაყუჩის კბილაკები 36-52, გრძელი, მჭიდროდ მჯდომი მალები 55-60. პირი ზედაა – ქვედა ყბა ზედაზე შესამჩნევად გრძელია, თვალები დიდია, შეადგენს შუბლის სიგანის 70%-ს. ზურგი მომწვანო, გვერდები მოვერცხლისფრო-თეთრი, დინგის ბოლო მუქი, სიგრძე 20-26 სმ, იშვიათად 32,5 სმ. წონა საშუალოდ 25-30 გ.
გავრცელება. ბალტიის ზღვის აუზის მკვიდრია. ბინადრობს: შვეციისა და ფინეთის ტბებში, საბჭოთა კავშირის წყლებში: ფინეთის ყურე, ლადოგის, ჩუდის, ონეგის, კარელიის, ლატვიის, ლიტვის, ბელორუსიის, ლენინგრადის ოლქის ტბები, ბარენცისა და თეთრი ზღვების აუზის ტბები. შედის ზოგიერთ მდინარეში (ნევა).
საქართველოში აკლიმატიზებულია ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენიდან ქვირითის გადმოტანით 1930 წელს, ტაბაწყურისა და შემდეგ ფარავნის ტბებში.
ბიოლოგია. მტკნარი წყლის ქარავნული თევზია, ძირითადად ტბის ბინადარია, ამჯობინებს ცივ წყალს, გაურბის 170-ზე მაღალ ტემპერატურიან წყალს, ზოგან ნახევრად გამსვლელი ფორმაა (ბალტიის ზრვის ყურეები). სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. მრავლდება ტბის გაყინვის წინ და გაყინვის შემდეგ, ჩვეულებრივ წყლის ტემპერატურის 4-50-ის დროს – ოქტომბერ-დეკემბერში. ტოფობის ხანგრძლივობაა 10-30 დღემდე. ქვირითს ყრის ერთდროულად (1,5-3,5 მ სიმაღლეზე) შლამიან, ქვა-ქვიშიან გრუნტზე. ნაყოფიერება მერყეობს 0,8-20 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1-1,4 მმ-მდეა, იგი ფსკერულია, ნაკლებ წებოიანი. ინკუბაცია გრძელდება 160 დღე-ღამემდე, ყვითრიანი ლარვის სიგრძე 7,5 მმ. ლიფსიტა ერთ წლამდე აღწევს 6-8 მმ სიგრძეს, წონით 4-6 გ. ცოცხლობს 10 წლამდე. იკვებება ინტენსიურად ზაფხულში, იყენებს უმთავრესად ზოოპლანქტონს, ნაკლებად ბენთოსს, წყალმცენარეებსა და ხმელეთის მწერებს, იშვიათად თევზის ქვირითსა და მოზარდს. პლანქტონით კვებასთან დაკავშირებით პლანქტონთან ერთად ეწევა ვერტიკალურ მიგრაციას.
სურათებს ვერ ვდებ პიხ გე ჭედავს: ბოდიშით
მაგარი თევზი კია, გამხმარი ლუდზე უმაგრესია, ფხა ''არ აქვს'' და მაგარი ცხიმიანია. ადგილობრივი ბრაკები იჭერენ ბადეებით და ყიდიან ოღონდ მხოლოდ ზამთარში, სიცივეში, იმიტომ რომ ძაან მალე ფუჭებადია და ცოტა მაინც თუ თბილა ტრანსპორტირებას ვერ ახერხებენ.
საზანი რომ მაგ ტბაში არის ეგ ვიცი თან დანამდვილებით.დანარჩენის რა გითხრათ
აი ესარის რიაბუშკა ჩვენებურად ჭაფალაhttp://www.radikal.ru
გამარჯობათ! მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და თუ რამე ისე ვე დავწერე ან ..... ნუ მიწყენთ ! მოკლეთ თევზაობაზეუზომშრყვარებილი კაცი ვარ და ძალიან მახარებს ის რასაც აქ ვკითხულობ,სულ რაღაც ორი დღეა რაც გავიგე ამ ფორუმის არსებობა და თვალს ვერ ვწყვეტ აქაურ პოსტებს, განსაკუტრებით ბატონი გოჩას სტატიებით მოვიხიბლე,(მემგონი თქვნ გოჩა უნდა გერქვათ gocha-tita )მახარებს ის რომ ამდენწლიანი გამოცდილების ადაიანი არ იზარებს და სხვასაც უზიარებ ოთ თავის გამოცდილებას (თქვენ აღნიშნეთ რომელიღაც პოსტში 15 წელია დავდივარო თუ არ მეშლება) და რათქმაუნდა თითოეული ფორუმელი. ძალიან მომენატრა თევზაობა ამ ცივი ზამთრის მერე და იქნებ ერთობლივათ დავგეგმოთ საგაზაფხულო გასვლა 3 ან 4 დღიანი, მე შაორის ან დალის წყალსაცავისკენ მაქვს გეზი. თუ რამე საინტერესო იდეა იქნება მე მზად ვარ. პატივისცემით გიორგი კალანდაძე
გამარჯობათ! მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და თუ რამე ისე ვე დავწერე ან ..... ნუ მიწყენთ ! მოკლეთ თევზაობაზეუზომშრყვარებილი კაცი ვარ და ძალიან მახარებს ის რასაც აქ ვკითხულობ,სულ რაღაც ორი დღეა რაც გავიგე ამ ფორუმის არსებობა და თვალს ვერ ვწყვეტ აქაურ პოსტებს, განსაკუტრებით ბატონი გოჩას სტატიებით მოვიხიბლე,(მემგონი თქვნ გოჩა უნდა გერქვათ gocha-tita )მახარებს ის რომ ამდენწლიანი გამოცდილების ადაიანი არ იზარებს და სხვასაც უზიარებ ოთ თავის გამოცდილებას (თქვენ აღნიშნეთ რომელიღაც პოსტში 15 წელია დავდივარო თუ არ მეშლება) და რათქმაუნდა თითოეული ფორუმელი. ძალიან მომენატრა თევზაობა ამ ცივი ზამთრის მერე და იქნებ ერთობლივათ დავგეგმოთ საგაზაფხულო გასვლა 3 ან 4 დღიანი, მე შაორის ან დალის წყალსაცავისკენ მაქვს გეზი. თუ რამე საინტერესო იდეა იქნება მე მზად ვარ. პატივისცემით გიორგი კალანდაძე
gio.k
ძალიან კარგია რომ თევზაობა გიყვართ! გარკვევა უნდა" რიბაკებთან", შაორზე როდი იწყებს თევზი "კლიოვს" და შეიძლება 2 ან 3 დღით წასვლა!
შეგიძლიათ მითხრათ ტაბაწყურზე მინდა წასვლა და რაზე მოდის?(სიმინდი, პური , წითელი თეთრი ჭია) მაქვს ორი უძუო კოჭა ერთი საშუალო და ერთი დიდი რა ზომა დავაყენო დიდზე ვფიქრობ 4ან5 იანი და რა თევზი მოდის ?
მოდის მხოლოდ ბადეზე. ისიც თუ ადგილს იპოვი, ადგილობრივებს კილომეტრობით ბადე აქვთ ჩაშვებული.
ამ შაბათ კვირას მინდა წასვლა და ვინმე ხომ არ იყავით წელს?
რა ხდება ტაბაწყურში ხო არ იცით? გავსებულია ისევ ბადეებით?? დატოვეს ბრაკონიერებმა თევზიი??
vaja maisuradze
მე და (გიო,კაჯუბერი) ხშირად დავდივართ ტაბაწყურში კოტეჯი მაქვს, ჯავახეთში რო ვნადირობთ ტაბაწყურში ვრჩებით ხოლე.. სათევზაოთ ჩემი აზრით არ ღირს კრუგომ ბადეებია ტბაზე არ მახსოვსს ვინმეეს კარგათ ეთევზაოს ანკესით ჭაობებთან შეიძლება კარასი დაიჭირო ან ქვირითობის დროს ჭაობში საზანი თუ ხვალ არ მიდიხარ პმ მომწერე ნომერი და ადგილობრივისგან ზუსტ ინფოს მოგაწვდი ტყვილა რომ არ იარო ამხელა გზა!!
გაიხარე ძმაო ასვლას არ ვაპირებ უბრალოდ ბევრი მსმენია და დაინტერესებული ვარ მაგ ტბით. საწყენია რომ ეს ბადეები ესე ძალიან აფუჩებს სიტუაციას. მომავალ სეზონზე უეჩველი ავალ ამ სეზონზე აზრი აღარ აქვს
ბიჭებო გუშინ ვიყავი ტაბაწყურის ტბაზე და გაასწორა საკაიფოთ ვითევზაე კარასი მოყვებოდა მაგრამ პატარები, ადგილობრივები იძახდენ სადღაც თვის ბოლოს კარგათ წამოვაო თან დიდები სადღაც ნახევარ კილოიანები მოდისო მაგრათ ვემზადები და ველოდები როდის დათბება
ვინმე ხომ არ ყოფილხართ ბოლო პერიოდში? რა ხდება ტბაზე ღირს წასვლა?
ვანიჩკა
დღეს იყო მამაჩემი კარასი დაიჭირეს წვრილი. თუ ქარიაა ჭაობიან ყურეში თუ ითევზავებ სხვაგან აზრი არ აქვს კრუგომ ბადეებია!
hunter88
გამარჯობათ , ტაბაწყურის ტბაზე გადავწყვიტე გასეირნება და ხო არაფერი იცით რა ხდება თევზი თუ მოდის ან საერთოდ თუ შეიძლება თევზაობა??
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)