მოგესალმებით ყველას,
მე ამ ფორუმზე ახლად დარეგისტრირებული წევრი ვარ. და იმედი მაქვს მალე მოვაწყობთ ერთობლივ სათევზაო გასვლებს.
წინა კვირას ვითევზავეთ ჯავახეთში სხვადასხვა ტბებზე (საღამოს ტბა, ფარავნის ტბა, წალკის წყალსაცავი). ულამაზესი ადგილებია, ალპური ზონა, სუფთა ჰაერი და ა.შ. თუმცა თევზის დაჭერა ჭირს (ბრაკონიერების გადამკიდე), საღამოს ტბაში კალმახიც ბინადრობს. პრაქტიკულად ეს ულამაზესი ტბა განადგურებულია, თევზის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ადგილზე თეთრ ჭიაზე ტივტივის საშუალებით დაჭერილ იქნა რამოდენიმე ცალი ,,გალავლი" (ქართულად რა ქვია არ ვიცი) ადგილობრივი ბრაკონიერები დღეში რამოდენიმეჯერ ამოწმებენ ჩაგებულ ბადეებს და ბოლო ეგზემპლიარებს ანადგურებენ, პრაქტიკულად მანდ თევზაობას აზრი არ ააქვს!!!
ფარავანის ტბაზე (ყველაზე დიდი ტბაა საქართველოში) თევზი მეტია, თუმცა აქაც მძიმედ არის საქმე, კარგ ადგილებს უნდა მოძებნა და კიდევ შეიძლება ალბათ ტროფეული საზნის ან კარპის დაჭერა.
წალკის წყალსაცავზე ყველაზე სტაბილურია ,,კლოვი”. თევზებიდან კარჩხანა და ხრამული მოდის
რამოდენიმე ფოტო ნადავლისა და ტბების შესახებ
ეხლა კი ფოტო მასალა:
http://img190.imageshack.us/i/dsc00036cya.jpg/http://g.imageshack.us/img190/dsc00036cya.jpg/1/
URL=http://img196.imageshack.us/i/dsc00038dvb.jpg/][/URL]http://g.imageshack.us/img196/dsc00038dvb.jpg/1/
http://img199.imageshack.us/i/dsc00039jzw.jpg/http://g.imageshack.us/img199/dsc00039jzw.jpg/1/
http://img196.imageshack.us/i/dsc00040msg.jpg/http://g.imageshack.us/img196/dsc00040msg.jpg/1/
http://img268.imageshack.us/i/dsc00046o.jpg/http://g.imageshack.us/img268/dsc00046o.jpg/1/
http://img200.imageshack.us/i/dsc00051xbc.jpg/http://g.imageshack.us/img200/dsc00051xbc.jpg/1/
საინტერესო ადგილებია
სადაც ბრაკონიერებს დაინახავთ, დარეკეთ 070-ზე, გარემოს დაცვის ინსპექციის ნომერია. ამ ბოლო დროს გააქტიურდნენ და ებრძვიან ბრაკონიერებს, მაგათაც ბოლო უნდა მოვუღოთ მაგ ტბებზე.
მე მგონი გასწორდა ბატონებო, ფოტოებს თავიდან კი ხსნის დიდი მაშტაბით, მაგრამ შემდეგ ავტომატურად აპატარავებს ნორმალურ ზომაზე, ამ თემას საღამოს ტბა დავარქვათ, სურათები ძირითადად საღამოს ტბისაა
ჩემი აზრით დგეს დგეობით ისეა განადგურებული საქართველოში ყველაფერი გინდა თევზი გინდა ნადირი რო ცოტა ხანში აგარაფერი დაგვრჩება,, ყველამ უნდა ვიზრუნოთ რომ საერთოდ არ გადაშენდეს ყველაფერი და ჩვენთითონ მივხედოთ და თუ ბრაკონიერი დავინახეთ აუცილებლად ვიმოქმედოთ და გადავარჩინოთ ის რაც კიდევ შემორჩა ამ ქვეყანას ,, ბუნება ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა ხოდა გავუფრთხილდეთ სანამ კიდე რაგაც გაგვაჩნია,,...
დღეს ვიყავი ახალქალაქში. გზად რა თქმა უნდა გავიარე საღამოს ტბაზე და მინდა გითხრათ, ძალიან სასიამოვნო და კარგი ტბა ჩანს. მაგრამ, როგორც ყველგან, აქაც ბადეებია პრობლემა. 2 ნავი იყო შესული (დილით) საღამო ხანს არცერთი არ დამინახავს. მაგრამ რაც დავაკვირდი, მხოლოდ სოფლის მხრიდან აგებენ ბადეებს. შეიძლება წასვლა და მოსინჯვა. გზა დაახლოვები 140 კილომეტრი დავითვალე ( ერთი მხარე )
ჩელე
შედეგი???
მაგ ტბაში ბადეებით იჭერენ ряпушка–ს, ჭაფალა ქვია ქართულად გუგული დეიდა თუ არ მატყუებს. ეგ თევზი ანკესზე არა მგონია იჭირებოდეს, სხვა ღირებული თევზი კი მაგ ტბაში სამწუხაროდ აღარ ან ძალიან ცოტაა. იგივე სიტუაციაა ფარავანზე. ხანჩალსა და მადათაფაზე კი ეს ჭაფალა არ არის და დარჩენილია კარასი ისიც ცოტა.
ვოტ, ჩემი ინფორმაციით ასეთი უცუდესი მდგომარეობაა მაგ ტბებზე, ისევე როგორც საქართველოს ტბების 90%–ზე.
ერთი სიტყვით ამხელა მანძილის გავლა მაგ ტბებზე სათევზაოთ არ ღირს, ექსკურსია და გართობა სხვა საქმეა.
გიგი
რა შედეგი კაცო, საქმეზე ვიყავი წასული )))))
ჩელე
მომიტევეთ...
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/37/Saghamo_Lake%2C_Javakheti_Upland%2C_Georgia_%281%29.jpg/450px-Saghamo_Lake%2C_Javakheti_Upland%2C_Georgia_%281%29.jpg
სალამი ბიჭებს ..გირს თუ არა წასვლა ამ ტბაზეეე ხო არავინ იცის???? მინდა წასვლა და რას მირჩევთთ?
maxo_987
როგორც ყველგან, მანდაც ბადეებით არის გადატენილი. ისე კი რამდენჯერაც გავიარე, კაციშვილი არ არის მანდ ანკესით. არ ვიცი რატომ....
ilariona
ორშაფათს მივდივარ ნინოწმინდაში და ვნახავ აბა? ეხლაც ხომ არ ცივა არაა???....
აგარ ცივა უკვე ისე რო თევზმა არ იმოდზრაოსს შუა დგეს მაინც... თუ ბადეებითა ეგ ტბა გავსებული სავარაუდოდ აზრიც არ აკ..დზან ცუდიიი..ალბათ ისევ წალკას ვესტუმრები
მადლობა ჩელე....
maxo_987
ორშაფათს დავწერ რა მდგომარეობაა თუ არ გეჩქარება რა თქმა უნდა....
არა დზმაო არ მეჩკარება.ამ შაბათ კვირას ცუდი ამინდებია არ გირს მაკეთ წასვლა.იკით შაბათს ან კვირას ვპიკრობბბ
აი ასეთი სიტუაცია დამხვდა საღამოს ტბაზე. ალაგ-ალაგ დაქსელილია ბადეებით. მშვიდი ამინდი იყო აქედან რომ მივდიოდი, რასაც იქიდან წასვლაზე ვერ ვიტყვი, წალკაში სეტყვა დამეწია....
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
მეჩქარებოდა და ბევრი ფოტო ვერ გადავიღე...
სადააა და როგორ უნდა მიხვიდე ამ ტბაზე ? რამდენი კილომეტრია ?
გაიხარე დზმაო დიდი მადლობა... რაგაც კაი ადგილი ჩანს მარა ეს ნავი და ბადები არ მომეწონა...
eqstazi
წალკას გაცდები ნინოწმინდისკენ, 135- 145 კმ უნდა იყოს დაახლოებით. გზა კარგია სედანითაც მიხვალ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)