თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ჟინვალის წყალსაცავი

პოსტის ავტორი: g.gasishvili Aug 18 2009, 16:00

მანდ თუ ხართ ნამყოფი და რა ხდება, თევზი მოდის?

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 19 2009, 08:39

არ ვიცი , მე არ ვარ ნამყოფი , ისე კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე , ვინმეს აქვს ჟინვალზე თევზაობის გამოცდილება? მოდის რამე?

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 10:19

არასოდეს არ მომწონდა ეგ ტბა, ყოველთვის ჭიდა დაჭერა, ყველაზე კარგ ადგილებში მანქანითვერ მიხვალ,
ალბათ ყველას ჯობია ანანურის მოპირდაპირე ხარს დადგომა, სორი ნაპირია და მიუდგები კაცი,
კარგად უნდა დაკორმო და შეიძლება გაგიმართლოს

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 19 2009, 14:17

ძაან მაგარი ადგილია, თევზი ცოტა ჭირს. მარა თუ ნორმალურად დაკორმავ და ნაჩოვკით წახვალ რაღაცას დაიჭერ, იდეაში მანდ უდიდესი თევზები უნდა იყოს. მე პირადად 1.700კგ დავიჭირე მანდ ყველაზე დიდი საზანი. შარშან. წელს რო ვიყავი ივლისში ჭირდა და ეხლა არ ვიცი თუ მოდის რამე...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 19 2009, 15:42

მე ერთად ერთხელ ვიკაიფე მად. უკანა მხრიდან ხორხე ერთვის და იქ ხრამულის მსგავსი თევზი იყო ასე 30 სმ მდე. ნავით შევედი ნაპირთან ახლოს და 10 კილომდე დავიჭირე. თან კი არ აწვალებდა ეგრევე მიქონდა და კილოიანი საზანის ეფექტი ქონდა ამოყვანისას. რა თევზი იყო არ ვიცი, ხრამულს გავდა მაგრა. კალიაზე ვიჭერდი

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 19 2009, 16:02

ანუ მანდ ნავით რო შეხვიდე, არ გიკრძალავენ ???

მანდ ხომ არის რაღაც შეზღუდვები

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 19 2009, 16:04

არ ვიცი, მაშინ არ იყო

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 19 2009, 17:54

არანაირი შეზღუდვები სახელმწიფო ტბაა, არ იბრაკონიოერო და რაც გინდა ის ქენი..

პოსტის ავტორი: nikaP&A Aug 19 2009, 23:05

ჟინვალზე არის ერთი კარგი ადგილი, რომელსაც ,,ხორხის ყელს" ეძახიან, ეს ადგილი მდებარეობს თითქმის წყალსაცავის შაუში, თუ ეხლა წყალი დაწეულია მაშინ ღირს იქ წასვლა, ბოლო ინფორმაციით სამანქანე გზა აღარ არსებობს. სოფელ გუდრუხში ხდება დაბანაკება და გუდრუხიდან ნავებით ,,ხორხის ყელამდე" ადგილი მართლა მაგარია, უზაცეპო და კარგი გაშლილი, თუმცა 2 წელია არ ვყოფილვარ ჟინვალზე და არ ვიცი ეხლა თევზი მოდის თუ არა. ისე ერთ წელს ერთი 10 ჯერ მაინც ვიყავი ზედიზედ სათევზაოდ, მუღამი მქონდა რომ შემესწავლა ეგ წყალსაცავი, სულ 2 ჯერ მყავს საზნები დაჭერილი თითოს წონა 2 კგ-ს არ აღემატებოდა(ისისც ძველი ფასანაურის გზის მხარეს). ისე ლეგენდების თანახმად საზნები ნავებს აკატავებენ თავისი მეთევზეებით რამოდენიმე საათი, ორაგული გლიჯავს ყველაფერსო, მე მსგავსი არაფერი არ მინახავს. მანდ წყლის დონის მუდმივი ცვალებადობის გამო თევზე ვეღარ მრავლდება. მოგეხსენებათ რომ ქვირითის დაYრის დროს თევზი მაღლა და მაღლა იწევს, ყრის ქვირითს, შემდეგ უშვებენ წყალს ელექტროენერგიის მისაღებად რის გამოც წყლის დონე იწევს ქვევით და დაყრილი ქვირითი რჩება ჰაერში. ესაა რეალობა

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 23:19

nikaP&A
ორაგული მაგ ტბაში არასოდეს არ ყოფილა, ბევრისგან გამიგია ეგეთი მცდარი ინფორმაცია, ადგილობრივების
გაბაზრებულია და საიდან მოიტანეს არ ვიცი, ან რა ტევზი მიამსგავსეს ორაგულს მაგასაც ვერ ვხვდები

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 19 2009, 23:22

ციტატა(FISHING CLUB @ 19th August 2009 - 06:54 PM) *
არანაირი შეზღუდვები სახელმწიფო ტბაა, არ იბრაკონიოერო და რაც გინდა ის ქენი..


სახელმწიფო რომ არის კი ვიცი, მაგრამ ეგ ხომ წყალმომარაგების სიტემაშია ჩართული და მაგ პონტში მგონი რაღაც შეზღუდვები არსებობს....

პოსტის ავტორი: nikaP&A Aug 19 2009, 23:35

ციტატა(ვიტო @ Aug 20 2009, 12:19 AM) *
nikaP&A
ორაგული მაგ ტბაში არასოდეს არ ყოფილა, ბევრისგან გამიგია ეგეთი მცდარი ინფორმაცია, ადგილობრივების
გაბაზრებულია და საიდან მოიტანეს არ ვიცი, ან რა ტევზი მიამსგავსეს ორაგულს მაგასაც ვერ ვხვდები



ხო რა ვიცი ადგილობრივებისგან გამიგია, გვიან შემოდგომაზე მოდისო (ზღაპრები უყვართ ადგილობრივებს) newsmile042.gif , რა ვიცი, რა ვიცი რას არ გაიგებ კაცი, ისე სექტემბერში შეიძლება მანდ წასვლა ერთი კარგი ადგილი ვიცი კიდევ ანანურის მხარეს, ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს,

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 19 2009, 23:41

ციტატა(ვიტო @ Aug 20 2009, 12:19 AM) *
nikaP&A
ორაგული მაგ ტბაში არასოდეს არ ყოფილა, ბევრისგან გამიგია ეგეთი მცდარი ინფორმაცია, ადგილობრივების
გაბაზრებულია და საიდან მოიტანეს არ ვიცი, ან რა ტევზი მიამსგავსეს ორაგულს მაგასაც ვერ ვხვდები


ეგ რა იყო იცი, ვიღაც იქაურს ქონდა ამ ორაგულის საშენივით პატარა რაღაც წყალში ჩაკიდებული, ეგენი გაექცნენ... და მაგაზეა ალბათ რო იძახიან მარა ალბათ აღარც იქნება უკვე იმიტომ რომ მინიმალურ რაოდენობაზე იყო ლაპარაკი...
ვინმე დაიჭერდა ერთი ორი კაცი და ხო იცი როგორც ბაზრდება ეგეთი რაღაცეები..

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 23:45

FISHING CLUB
ჩემ ვარიანტსაც გეტყვი, ორაგულის საშენი კი არა საკალმახე იქნებოდა, ხოდა ზოგიერთებს ხომ გონიათ,
რომ "კალმახი რომ იზრდება ორაგული ხდებაო" newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

დანარჩენს ქე მიხვდებით.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikaP&A Aug 19 2009, 23:48

ციტატა(FISHING CLUB @ Aug 20 2009, 12:41 AM) *
ეგ რა იყო იცი, ვიღაც იქაურს ქონდა ამ ორაგულის საშენივით პატარა რაღაც წყალში ჩაკიდებული, ეგენი გაექცნენ... და მაგაზეა ალბათ რო იძახიან მარა ალბათ აღარც იქნება უკვე იმიტომ რომ მინიმალურ რაოდენობაზე იყო ლაპარაკი...
ვინმე დაიჭერდა ერთი ორი კაცი და ხო იცი როგორც ბაზრდება ეგეთი რაღაცეები..



ალბათ მასეა, სოფელ გუდრუხში ერთ ოჯახს ვიცნობ, კაცი თავს იკლავდა გინდა თუ არა ორაგულია ამ წყალშიო newsmile027.gif ისე ადგილობრივებს უყვართ ლეგენდების შეთხზვა შემდეგ ქალაქელებთან გაპიარება newsmile015.gif
ისე მაგსოფელში სადაც არაგვი უერთდება წყალსაცავს, მურწა მყავს კარგად დაჭერილი მსუბუქ დონკაზე, ფიჩხული კიდევ ასე ეძახიან ნოფოტასავით თევზია, უგემრიელესია!

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Sep 21 2009, 17:49

დღეს ერთ ნაცნობ კაცს შევხვდი, უყვარს თევზაობა და მობილურით ჟინვალზე დაჭერილი საზნების სურათების მანახა, 8 ცალი საზანი ყავდა დაჭერილი ბატონებო 8 ცალი, საშუალო წონა 800 გრამი, მაქსიმუმი 2,5 კგ. 80% ყვითელ სიმინდზე დაჯდაო, თვალები შუბლზე ამივიდა მოულოდნელობისაგან. ასე რომ თევზი ჯერ კიდევ არის ჟინვალის წყალსაცავში მთავარი მისი დაჭერაა newsmile042.gif
ადგილიც არაფერი განსაკუთრებული, ანანურის მოპირდაპირე მხარეს, საშუალო მოცულობის ყურეა ერთი, და აი იმ ყურეში დაუჭერია. ბრაკონიერებზე ვკითხე და ჩემდა გასაკვირად ბადეები 2 დღის განმავლობაში იქ ვიყავი და არ შემიმჩნევიაო. ამუშავდნენ ეტყობა ჯეკები, გდი-დან newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 22 2009, 00:01

ბოლო პერიოდში არ ვყოფილვარ, ერთი 2 თვის წინ ვიყავი და დიდი ვერაფერი. ფანტომაზზე არაფერი დაჯდა, ტივტივაზე დავიჭირე სამი ცალი პატარა საზანი 200 გრამიანები და ისე "რებეცი", მაგრამ თევზებს ვხედავდი ზედაპირზე დადიოდნენ ერთ 20-30 მეტრში, ერთი 4-5 კილოიანები. იმ ადგილზე სადაც მე ვიყავი მანქანა ვერ უდგება, მაგრამ მართლა კაი ადგილია. ფაცხები და რესტორნები რომ არის სანამ შეხვალ ანანურში, მაქედან არის შასასვლელი, იქაურები იმ ადგილს ჯოთირებს ეძახიან. მოკლედ თევზი არის უთენიას ყურეში ნაპირას მინახავს როგორ იწუწნებოდა ბალახებით და დასეირნობდა თავისთვის. მე მგონი მანდ ბოილი შეიძლება იდეალური იყოს.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Sep 22 2009, 00:16

ჟინვალის თევზს ღორის სოლიტერი ყავსო მითხრეს და რამდენად შეეფერება სიმართლეს?

პოსტის ავტორი: aragveli Sep 22 2009, 08:35

ჟინვალზე არ ვიცი მარა არაგვზე დაჭერილს ვუპოვე რამდენიმეცალს სოლიტერი

პოსტის ავტორი: ochamchirski Mar 2 2010, 20:16

ერთი 4 წლის წინ ვიყავით,არაგვზე,და დზააან ბევრი თევზი დავიჭირეთ წითელ ჭიაზე,დონკაზე...

პოსტის ავტორი: sergeevich Mar 2 2010, 20:22

ციტატა(ვანიჩკა @ Sep 22 2009, 01:16) *
ჟინვალის თევზს ღორის სოლიტერი ყავსო მითხრეს და რამდენად შეეფერება სიმართლეს?


მართალია, ყავს სოლიტერი. თბილისის ზღვის და შაორის თევზსაც კი ყავს მარა მანდ თითქმის ყოველ მეორეს. კობრს არ ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: shuna Apr 8 2010, 23:54

შარშან დავიჭირე ჟინვალზე 5 ცალი საზანი და არანაირი სოლიტერი არ ყავდა
ისე ეგეც შეგამებისას ნახევარ საათში თორე მთელი დგე ტყუილად ვიჯექი ლიფსიტაც არ მიკარებია
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 9 2010, 09:53

shuna
საზანს არ ყავს. მარტო ნაფოტა თუ ეგეთი თევზია და მაგას ყავს, დაჟე ხრამულსაც არ ყავს მად

პოსტის ავტორი: shuna Apr 9 2010, 13:10

ხოდა ძალიანაცა კარგი წელსაც ამოვყრი მაქედან საზნებს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 21 2010, 19:31

ეგ ნაფოტა არაა რებეცია მაგას ყავს სოლიტერი , დანატჩენი თევზი სყფთაა და გემრიელი, საზანი მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყიში მოდის, ისეთ ადგილებში სადაც დალიან ღრმა არაა და ამასთან თხელი წყალიც ერთვის რადგან ღამე გამოდის თხელში რომ გათბეს და იკვებოს. რაც შეეხება ორაგულს გარანტიას გადლევთ რომ არის, მხოლოდ ზამთარში იჭირება დეკემბერში გესის მარცხენა ნაპირზე არის კარგი ადგილები.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 22 2010, 16:56

gocha-tita

ციტატა(gocha-tita @ 21st April 2010 - 20:31) *
. რაც შეეხება ორაგულს გარანტიას გადლევთ რომ არის, მხოლოდ ზამთარში იჭირება დეკემბერში გესის მარცხენა ნაპირზე არის კარგი ადგილები.

და რაზე მოდის?

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 25 2010, 20:42

წითელ ჭიაზე, მალიოკზე ისაც თუ სადმე მოიპოვე. ვობლერზე ოღონთ ასანთის კოლოფის ზომისაზე.

პოსტის ავტორი: Leonsito May 17 2010, 09:39

გამარჯობათ ყველას , გუშინ ვიყავი წასული ჯინვალზე , დილის 6 იქ ვიყავი. დავდექი ხიდს რომ გადახვალ სანამდე გზაც მიდის იქვე ჩავყარე პადკორმკა . სხვათა შორის გამზადებული ვიყიდე ზაქარიაძეზე ახალი მაღაზიაა (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) მოვიდა საზანი 700 გრ-1 კგ მეტი არ იყო. იყო კლოვი სადღაც 12 საათამდე. მერე გაჩერდა, არ დავლოდებივარ საღამოს წამოვედი. მე მგონი ღირს იქ მისვლა. თევზი ძაან გემრიელია.

პოსტის ავტორი: george May 17 2010, 21:14

საზანი რაზე დაჯდა?საზნის გარდა სხვა დაიჭირეთ რამე?

პოსტის ავტორი: Sazani_Gio May 25 2010, 15:06

აბა ბოლოს ვინ იყავით და წყალი როგორ დონეზეა ხომ ვერ მეტყვით მეგობრებო?

პოსტის ავტორი: Sazani_Gio May 27 2010, 20:43

26 მაის ვიყავი და ტევზის ნასახი არ იყო.
გავიყინეთ ღამე სიცივისგან გაგვეღვიძა და ეგრევე ცეცხლი გავაღვივეთ ძლივს გავთბით. ტყუილა ჯერ არ ღირს ასვლა, თან წყალი არის ძალიან დაკლებული....

პოსტის ავტორი: tengo39 May 27 2010, 20:53

დილას ზგავაზეც ხო არ ამოიარე? ორნი იყვნენ იმატაც ეგრე ტკვეს.

პოსტის ავტორი: Sazani_Gio May 28 2010, 10:03

ციტატა(tengo39 @ May 27 2010, 21:53) *
დილას ზგავაზეც ხო არ ამოიარე? ორნი იყვნენ იმატაც ეგრე ტკვეს.


კი ზღვაზეც ავედი იქაც ვერაფერი და მერე ნერვებ მოშლილი ისევ ლისზე ავედი კარასიტ გავტენე სადოკი... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Jun 18 2010, 09:25

მოდის თუ არა დაწერეთ რა და რა ადგილზე მოდის

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Jul 28 2010, 08:39

რა ხდება ჟინვალზე ვინ იყო ამ ბოლო დროს წყლის დონე როგორა ხო ვერ მეტყვით...

პოსტის ავტორი: ვაჟა Mar 25 2011, 10:09

ჟინვალის წყალსაცავს აქვს ერთი უცნაური თვისება, სეზონის ძალიან მცირე მონაკვეთში მოდის თევზი და ის პერიოდი თუ გამოიცანი მართლა არ ინანებ... ეს პერიოდი შეიძლება მაქსიმუმ 1-თვე გაგრძელდეს... საუკერესო ადგილებია--- ფშავის მხარეს და ანანურის მოპირდაპირედ, ციხესთან არის გაშლილი ადგილი "აბრივი" არ არის ბალახიანი ფსკერია და რაც მთავარია არავითარი "ზაცეპი" არ არის.... საუკეთესო სატყუარებია კოპტონი და პურის ქერქი... და რაც მთავარია---დღისით იქ თევზაობა ძალიან ნაკლებ შანსს მოგცემთ...

პოსტის ავტორი: paata71 Mar 25 2011, 13:13

გამარჯობა.შარშან ვიყავი ჟინვალზე და მაგარი უკმაყოფილო ვარ.ბადეებით იკო სავსე.თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე ღამით ჯობია ტევზაობა?და რა პერიოდში?

პოსტის ავტორი: ვაჟა Mar 25 2011, 14:24

თევზის დაჭერა პირდაპირ კავშირშია წყლის დონეზე... თუ წყალსაცავი მანამდე აავსეს სანამ ბალახი ამოვა, მით მეტი შანსია საზნის დასაჭერად. ყოველ წელს ძირითადად იქაურებისგან ვიგებ როდის მოდის ეგ პერიოდი ანუ როდის იღებს საზანი. ეს დაახლოვებით მაგარი სიცხეების პერიოდია. ნავების კატაობაზე მეც ბევრი მსმენია მაგრამ მე ჯერ ვერ განვიცადე ეგ ბედნიერება. შარშან ვიყავი ანანურში და სანამ დაღამდებოდა, არაგვის შესართავთან ჩავედი პაპლაუკზე გასართობად. ჭიაზე "რებეცი" კარგად წამოვიდა და 1-საზანიც ავიყვანე. 1,7-კგ გამოვიდა. წელს როცა საზნის პერიოდს შემატყობინებენ, აუცლიებლად მოგწერთ.

პოსტის ავტორი: paata71 Mar 25 2011, 14:44

დიდი მადლობა.გელოდებით.შარშან კარგად ვითევზავეთ ქესალო არის ეგეთი სოფელი წითელი ხიდისკენ.სამნი ვიყავით და 12 კგ ჭანარი და 2 კგ ხრამული დავიჭირეთ ხავსზე.(მტკვარზე)

პოსტის ავტორი: მატო May 12 2011, 15:57

ჟინვალზე ვფიქრობ ამ შაბათ კვირას წასვლას, ვინმეს რამე იმფო ხომ არ გაქვთ??

პოსტის ავტორი: Fishing Club May 12 2011, 17:08

მატო

გაიგე თუ წყლის დონე თამაშობს ძაან არ მოვა არაფერი

პოსტის ავტორი: Fishing Club May 12 2011, 18:33

ისე მანდ ყოველთვის ღირს წასვლა... მაგარი ადგილია ძაან. თუ რამე გაიგო დაწერე რა გეხვეწები მეც ძაან მაინტერესებს..

პოსტის ავტორი: მატო May 13 2011, 10:11

წყალსაცავი ივსება ეგ ვიცი, ესეიგი არ ღირს?? wtfg.gif

პოსტის ავტორი: Fishing Club May 13 2011, 10:43

რავი აბა, მე მანდ წასვლა ყოველთვის მიღირს... თევზი რომც ვერ დავიჭირო მაიც ვისვენებ ხოლმე..

პოსტის ავტორი: giga_bai May 13 2011, 18:12

მართლაც რომ ძალიან ლამაზი ადგილია. 2 წლის წინ ვიყავი. მაშინ არც აღჭურვილობა მქონდა კარგი და არც თეორიული გამოცდილება. ამიტომ თევზიც შესაბამისად ვერ დავიჭირეთ კარგად. წელს უფრო მომზადებული წავალ.

აი ესეც ფოტოები. ამ ადგილზე მხოლოდ ნავით ან ფეხით შეიძლება მისვლა. მაგ დროს გზა წყალშია. ეს დაახლოებით ივნისია თუ ივლისი.


http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ეს ნაგავი და ბოთლები მერე შევაგროვეთ და დავწვით
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: მატო May 13 2011, 19:31

მოკლედ გადაწყდა ხვალ მივდივარ, რამდენადაც ვიცი მანდ გაზაფხულობით ხრამული იჭირება,

თუ ვინმეს რამე ინფო გაქვთ იქნებ გამიზიაროთ.

პოსტის ავტორი: davit.p May 14 2011, 16:27

ციტატა(მატო @ May 13 2011, 20:31) *
მოკლედ გადაწყდა ხვალ მივდივარ, რამდენადაც ვიცი მანდ გაზაფხულობით ხრამული იჭირება,

თუ ვინმეს რამე ინფო გაქვთ იქნებ გამიზიაროთ.



წარმატებულ თევზაობას გისურვებ.

მე მანდ 1-2 ჯერ მყავს დაჭერილი კარგად და ისიც ფშავის მხრიდან შესართავში. "რებეცი" თან კარგა ბლომად, "დონკაზე" წითელი ჭიით.
ხრამულისა კი არა გამიგია რაა.
ისე ამბობენ ამ თემაში, რო ორაგულიც არისო newsmile05.gif რაც არ ვიცი ვერ დავადასტურებ.
საზანი, რებეცი და კარასი როა ეგ უეჭველი ვიცი.

პოსტის ავტორი: მატო May 16 2011, 21:27

მოგეხსენებათ წავედი ამ შაბათ კვირას, წვიმა, წვიმა, წვიმა, წვიმა.

შედეგი ერთი საზანჩიკი, რომელიც დაუბრანდა თავის სამფლობელოს და ერთი პაკლიოვკა .

ჯერ ადრეა, თვის ბოლოსთვის წყალიც მოიმატებს და იმედია ამინდიც გამოვა.



პოსტის ავტორი: george May 17 2011, 07:48

გამარჯობა, საზანი რაზე დაჯდა?

პოსტის ავტორი: მატო May 19 2011, 10:16

QUOTE (george @ May 17 2011, 08:48) *
გამარჯობა, საზანი რაზე დაჯდა?

სიმინდზე

პოსტის ავტორი: giga_bai May 24 2011, 15:07

მატო

ავსებამდე რამდენი უკლია ?

პოსტის ავტორი: მატო May 27 2011, 09:53

გუშინ ვიყავი, დავიჭირეთ 3 ცალი 2, 1.5, 1 კგ-იანი-ები. ანანურის ციხის ქვემოთ ძველ ხიდზე რომ აგადახვალ იქვე.

წყალი მაგრად იმატებდა, მაგრამ მაინც მოვიდა, ჩემს გვერდით ჟინვალელებმა 3-კგ იანი ამოაგდეს წითელ ჭიაზე,

მე ვთევზაობდი სიმინდით, კოფტონით და ბუღლუჯით, მაგრამ სამივე სიმინდზე დაჯდა.

სურათებს მოგვიანებით დავდებ.


პოსტის ავტორი: tarasa27 Jun 28 2011, 18:50

დიდი სალამი ყველას
რა ხდება ჟინვალის წყალსაცავზე თუ არი ვინმა საქმისყურჰი?

პოსტის ავტორი: მატო Jun 29 2011, 09:34

გაუ. ამ შაბათ კვირას იყო 2 სასტავი, ვერაფერი ვერცერთმა. წყალი თითქმის ბოლომდეა ავსებული ბალახშია შესული და ალბათ მაგიტომ არ მოდი, თან ქვირითობაც ახალი მორჩენილი აქვს საზანს. შეიძლება წავიდე ამ შაბათ-კვირას თუ რამეა დავწერ.

პოსტის ავტორი: 197610 Jul 3 2011, 17:18

მე დავდივარ ხშირად , ვერ გაიებ ხან მოდის ხან არა . ივნისში ვიყავით სასტავი სამი საზანი დავიჭირეთ , კილოზე ნაკები არ იყო , მერე ორჯერ ვიყავით ნაჩოვკით დიდი არ დაჯდა , ხრამულები ვიჭირეთ ჭიაზე პატარები , ასე რომ ვერ გაიგებ . ზატო ბუნებაა სუპერი !

პოსტის ავტორი: 197610 Jul 4 2011, 11:43

ციტატა(მატო @ May 13 2011, 20:31) *
მოკლედ გადაწყდა ხვალ მივდივარ, რამდენადაც ვიცი მანდ გაზაფხულობით ხრამული იჭირება,

თუ ვინმეს რამე ინფო გაქვთ იქნებ გამიზიაროთ.

მიწის წითელი ჭია წაიღე მიცკევიჩის 15 ში იყიდება , ცოტას პატარები გაწვალებს , იტოგში ხრამულებს დაიჭერ , დონკაც გაუშვი საზანზე , სიმინდი გაუკეთე ! წარმატებას გისურვებ !








პოსტის ავტორი: giga_bai Jul 29 2011, 23:48

მოკლედ ეხლა ვემზადები ჟინვალზე წასასვლელად ღამისთევით, კონკრეტულად ამ ადგილას
http://wikimapia.org/#lat=42.1590373&lon=44.7272193&z=18&l=0&m=b
. მიმაქვს სიმინდი, პერლოვკა, წითელი ჭია, კოპტონი (კალიაც მინდა ვცადო). თევზაობას ვაპირებ მატჩით და ფსკერულით. თუ რამე დამატებით რჩევას მომცემთ დიდად მადლობელი დაგრჩებით.

პოსტის ავტორი: giga_bai Jul 30 2011, 00:32

აბა წავედი. შედეგს გაგაგებინებთ vot-tak.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Jul 31 2011, 22:27

შედეგი 0. ყველაფერი ვცადე სიმინდი, პერლოვკა, კალია, პური,კოპტონი, სიმინდი პოპაპით, ჭია, . ტივტივაზე ცოტა ქაშაპი დავიჭირეთ და კარასი. დილით რომ მივედით იმხელა საზნები დასეირნობდნენ, თვალებს არ ვუჭერებდი, ერთი 15-20 ცალი კი იყო, თითო არანაკლებ 5 კგ. შეიძლება ამურები იყვნენ, ცოტა მოგრძო ტანი ქონდათ. . ფოტოებიც გადავუღე, მეგობარი მომაწვდის და დავდებ. თევზაობის შედეგს ალბათ მთვარეს და სიცხეს დავაბრალებდი (შეიძლება ჩემს გამოუცდელობასაც მანდ თევზაობის). ფსკერიც არ მომეწონა, ძალიან ბალახიანი იყო. წყალსაცავი ბოლომდეა ავსებული , მაგრამ როგორც დავაკვირდი მეორე დღეს დაკლებული იყო 20 სანტიმეტრამდე, ანუ კლებაშია უკვე. ასე თუ ისე ვისიამოვნე, ბუნებით დავტკბი და დავისვენე. ასტე და ამგვარად.

პოსტის ავტორი: BIGმიშა Jul 31 2011, 23:11

მჭადზე რატო არ ტევზაობთ? მჭადის ფქვილი, პურის ფქვილი და ხალვა. და გამოაცხვეთ ნახევრად. ანუ პლასტენილივით. კობრი და საზანის მაგრა ევასება. მე მასე ვიჭერხოლმე თანაც კარგად. გაროხზეც დამიჭერეია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Jul 31 2011, 23:30

BIGმიშა

ეგ არ მიცდია. საინტერესოა ისე. მაგრამ მგონი არც მჭადი და არც ყველი უშველიდა მაგ საქმეს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MARLIN Aug 1 2011, 15:00

დილით რომ მივედით იმხელა საზნები დასეირნობდნენ, თვალებს არ ვუჭერებდი, ერთი 15-20 ცალი კი იყო, თითო არანაკლებ 5 კგ. შეიძლება ამურები იყვნენ ცოტა მოგრძო ტანი ქონდათ + ფსკერიც ძალიან ბალახიანი იყო. ეგეთ სიტუაციაში ჩემ პირად გამოცდილებას გაგიზიარებ. ეგრედწოდებული "დურაკა" ანუ, ნემსკავი 10-12 ზომის და ნემსკავზე დამაგრებული პურის ქერქი რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს,,, დაბალ წყალში საკმაოდ შედეგიანია... და რაც მთავარია, იდეალური სიწყნარე. newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Aug 1 2011, 17:01

ეგ არ უშველის როცა ბალახში ჯგუფად დადის საზანი ან კარპი ესეიგი ქვირითობს და მაგდროს აზრიარაქვს.

პოსტის ავტორი: aragveli Aug 1 2011, 17:18

ხო ეგრეა გოჩა გეთანხმები

პოსტის ავტორი: MARLIN Aug 1 2011, 18:46

ქვირითობის დროს არ იღებს. როცა იქვირითებს გაბრუებული, დასუსტებულია და გარკვეული პერიოდი საერთოდ არაფერს ეღებს. გამოდის რომ ზაფხულის ბოლომდე არ უნდა ითევზავო, რაც ჩემი აზრით არასწორია... დღემდე ამოუცნობია რა დროს რაზე იღებს... 15-წლის სტაჟის მიუხედავად, დღესაც არ ვწყვიტავ ექსპერიმენტებს და ჩემი აზრით წინასწარი პროგნოზები ხშირად გაუმართლებელია... ამას იმის მერე მივხვდი რაც, თეთრი ამურის დამუშავების შემდეგ, ქვირითი დაახლოვებით 3-კგ გამოვიდა... ამხელა სიმძიმის პატრონს საჭმელი არ უნდა გახსენებოდა, რომელიც ასევე ბალახებში დანავარდობდა....

პოსტის ავტორი: MARLIN Aug 1 2011, 18:59

ქვირითობის დროს შედარებით ჭირვეულათ მაგრამ პატივცემული საზანიც მყავს აყვანილი დურაკაზე, რომელიც ამურივით ზუსტათ მე-9 თვეში იყო... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: MARLIN Aug 1 2011, 19:17

და მესამე... საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ, ამურს ჯერ არ ვიცი მაგრამ საზანი და კარპი ქვირითობის დროს მეჩხერ ადგილებს ეძებს, როგორიცაა --კამიში, წყალში ჩაძირული ხეები და ჯაგები. რაც შეეხება ბალახს, ქვირითობს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა ეს უკანასკნელები პრაქტიკულად არ არის... ჟინვალის წყალსაცავში ხეები და ჯაგები საკმარისზე მეტია...

პოსტის ავტორი: MARLIN Aug 1 2011, 19:29

2-დღის წინ ფსკერულ თევზაობისას, რამდენიმე კარგი ნავარჯიშები საზანი ავიყვანე (ანუ კარგად იბრძოლეს) ლიფსიტაზე, რომლებიც ასევე სავსე იყო ქვირითით. არ უარყობ რო ჭირვეულობს მაგრამ გამორიცხვის მეთოდი არასწორია... ნებისმიერ პერიოდში ბოლომდე უნდსა იბრძოლო რო გამარჯვება მოიპოვო... newsmile090.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Aug 1 2011, 21:02

მოკლედ: ბარში და მთაში სხვადასხვა დროს ქვირითობს, ბარში მაისის 20 დან ივნისის 25 მდე ხოლო მთაში ივლისის 20 დან აგვისტოს 25 მდე და ზოგიერთ შემთხვევაში თუ ტბა ან ტბორი გრუნტის ცივი წყლებით საზრდოობს შეიძლება კიდევ დააგვიანოს ან საერთოდ არც იქვირითოს იმ წელს მაგრამ ციკლს მაინც გადის ანუ ავადმყოფობს. რაც შეეხება ამურს ის ტბაში ქვირითს არ დაყრის მXოლოდ იმ ტბებში ქვირითობს რომელსაც ღრმა და გრავილიანი მდინარე უერთდება რადგან ის ქვირითს მუცლის ხახუნით ქვიშაზე ყრის. რაზეც დინებაც ეხმარება. ტბაში კი მხოლოდ თავისი ძალებით სადაც დინება არ არის ვერ ყრის ქვირითს, მხოლოდ ხელოვნურად აყრევინებენ.......

პოსტის ავტორი: gocha-tita Aug 1 2011, 21:14

თეთრი ამური:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8, გვერდის ხაზში 43-45 ქერცლია. ხახის კბილები ორმწკრივადაა, მკვეთრად დაკბილული. ლაყუჩის კბილაკები პირველ რკალზე დაახლოებით 12, მოკლე, მეჩხერი. პირი ნახევრად ქვედაა. სხეული წაგრძელებულია, შუბლი განიერი. შეფერილობა ისეთივე აქვს როგორც კობრს, ხოლო გვერდები უფრო ნათელია, ოდნავ ოქროს ელფერით. ყველა ფარფლი მუქია. თითოეული ქერცლის ფუძე მურაა, სიგრძე 1მ და მეტი, წონა 32კგ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.

გავრცელება. ბინადრობს მდ. ამურში, ჩინეთში კანტონამდე. გავრცელებულია მდ. ამურის შუა და ქვედა დინებაში, მდ. უსურში, ტბა ხანკაში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან, ბინადრობს ჯაპანისა და ნაქალაქევის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში, მარაბდის წყალსაცავში და სხვა. საქართველოს გარეთ აკლიმატიზებულია შუა აზიის, უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკაში.

ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. დღისით იმყოფება მდინარის ღრმა ადგილებში, ღამე ამოდის სანაპირო ზოლში საკვებად. იკვებება წყლის მცენარეებით, ბალახით, ხის ფოთლებით, თევზის ლიფსიტებით, ჭიებით, მწერებით და სხვა. მოზარდი ერთი თვის ასაკამდე იკვებება, პლანქტონით, ხოლო შემდეგ – მცენარეულით. სქესობრივად მწიფდება 4 წლის ასაკიდან, როცა იწონის არანაკლებ 3.5 კგ-ს. ნაყოფიერება 100-816.7 ათას ქვირითამდე. ტოფობს აპრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, მდინარის ჩქარი ადგილების ზედა ფენებში, წყლის 26-30 გრადუსი ტემპერატურისას. საქართველოში ამრავლებენ ხელოვნურად. ქვირითი ნახევრად პელაგურია, მისი დიამეტრი აღწევს 2-2,5 მმ, ქვირითიდან ლარვა გამოდის 32-40 საათის შემდეგ. ყვითრის შეწოვა მთავრდება მე-6 დღეს და იწყებს დამოუკიდებელ კვებას. 1 წლის სიგრძით აღწევს 20-25 სმ, წონით – 0.6 კგ-ს.
სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია, ხორცი აქვს ცხიმიანი (5.2-6.7%), გემრიელი, გამოიყენება როგორც საუკეთესო საკვები, (ნედლი და დამარილებული)და აგრეთვე წყალსატევების, ხელოვნური არხების, მცენარეულობისაგან გამწმენდი (იკვებება ძირითადად წყლის მცენარეულობით). მისი მოპოვება ხდება უმთავრესად ზაფხულში, ძირითადად მოსაყრელი და მცურავი ბადეებით, ვენტერით.

დანარჩენი გადაიკითხეთ განყოფილებაში / საქართველოში მობინადრე ღევზების ჯიშები/ დაგაინტერესებს;

პოსტის ავტორი: MARLIN Aug 1 2011, 23:21

ამ ყველაფრისთვის რა თქმა უნდა დიდი მადლობა და გავითვალისწინებ მაგრამ საქართველოში ჯერ ისე კარგად არ არის დახვეწილი ამურზე თევზაობა, რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს. აუცილებლად უნდა იყოს ისეთი სატყუარა რომლითაც, არცერთი გასვლიდან უშედეგოთ არ წამოხვალ... ყველაზე შედეგიანად სიმინდი, პური და კალია ითვლება მაგრამ არც ეგ იძლევა სრულ გარანტიას... რუსულ საიტებზე არის მრვლფეროვანი მონტაჟები, ასევე ამომწურავი პასუხებით მაგრამ ქართული ამურის სპეციფიკა სულ სხვაა... ყველა რუსი მეთევზე ერთხმათ ამტკიცებს რომ, ამური მხოლოდ 1-წლამდე იკვებება ცოცხალი არსებებით, რაც აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენთან მოზდილი ეგზემპლიარიც დიდი სიამოვნებით აგემოვნებს კალიას...

პოსტის ავტორი: MARLIN Aug 1 2011, 23:53

რაც შეეხება კამიშით ამურის დაჭერას- აუცილებლად უნდა შეირჩეს კამიშთან ისეთი ადგილი სადაც არცერთი კამიშის ფოთოლი წყალზე არ არის დაკიდებული და მერე შეიძლება გაგიმართლოს... ასევე უპირატესობას ანიჭებენ კამიშის ყლორტს, რაც ჩემი აზრით გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, ერთი მარტივი მიზეზის გამო... ერთხელ, თევზაობის დროს ისე ახლოს გაუარა პურის ქერქს რომ ზურგით შეეხო, შემდეგ მივიდა კამიშთან და ფოთოლი რომელიც წყალზე იყო დაკიდებული, ისე მძლავრათ აჯანჯღარა სანამ კამიში არ მოტეხა და ტოტიანათ სიღრმეში გაუჩინარდა... მე კიდე დამტოვა გაღიმებული, მაგრამ იმის ჯავრი სხვაზე ვიყარე... vot-tak.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Caldera Aug 2 2011, 00:20

ციტატა(gocha-tita @ 1st August 2011 - 22:14) *
ნაქალაქევის თევზსაშენ ტბორებში


თუ ნოქალაქევის?

ნათევზავები ვარ, სასროლი ბადით ერთ სროლაზე 3-4 ცალი კარპი, საზანი და თეთრი ამური ჯდებოდა აქედან ყველაზე კარგ შემთხვევაში 1 გამირბოდა და 2-ს ვიჭერდი ხოლო ყველაზე ცუდ შემთხვევაში 2 გამირბოდა და 1-ს ვიჭერდი. ეს ტბები საზრდოობს მდ. ტეხურის წყლით.

ჟინვალზე მოდის თევზი? ბოლოს ვინ იყავით დაწერეთ ერთი

პოსტის ავტორი: gocha-tita Aug 2 2011, 09:35

MARLIN
15 წელია ამურზე ვთევზაობ და ასე თუ ისე ვიცნობ მაგ თევზს პირველი ჩემი თევზი ბაზალეთზე 8 400 იყო კამიშზე იმის მერე ინტენსიურად ვთევზაობ ამურზე მაშინ მობილურები არ იყო და სურათებს არ ვიღებDით და კომპიუტერზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. რაც შეეხება კალიას ან მახრას ეს ორივე ბალახის მჭამელია და ამიტომაც მოზრდილი ამური ჭამს, ის მხოლოდ ბალახის სუნზე მიდის.

შედი გლდანის ტბის განყოფილებაში და ნახე სურათები.

პოსტის ავტორი: MARLIN Aug 3 2011, 08:38

ქება და დიდება შენ ნადავლს... small3d018.gif წარმომიდგენია რამხელა ადრენალინით დაიმუხტე როცა მაგხელა ტირანოზავრებს ეჭიდავებოდი.... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 3 2011, 12:41

http://pix.ge/


ესეც ბაყ-ბაყ თევზები newsmile05.gif
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს ბოთლი მეგობარმა მასშტაბისთვის მიუხატა newsmile035.gif
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 3 2011, 13:11

ტიტუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

მერე დაიჭირეთ? თუ ფოტოგრაფობამ გაგიტაცათ? newsmile035.gif



ეხლა რო დავადო თავი და წავიდე, საღამოსკენ დავიჭერ რამეს? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: eqstazi Aug 3 2011, 13:21

რა ადგილას იკავიტ კონკრეტულად წასვლამინდა

პოსტის ავტორი: aragveli Aug 3 2011, 13:25

ადგილები აქ არ დაწეროთ პმ -ით ისარგებლეთ, ამოხვეპავენ მაგ თევზს ბადეებით.

პოსტის ავტორი: eqstazi Aug 3 2011, 13:31

ო ეგეც მარტალი და მასჰინ მომცერეთ პმ სჰი თუ არ შეცუხდებით ვინმემ
სადაა მან ნორმალური სათევზაო წყალი კიარი აცეული ხიდიც დაფარულია ეკლესიასტან არი ნორმალური სათევზაო ?

ეგ თევზები სად დაცურავდა ნეტა ?

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 3 2011, 13:35

ეხლა რო დავადო თავი და წავიდე, საღამოსკენ დავიჭერ რამეს?

ადგილს თუ მომიპიემებთ მადლობელი ვიქნები და წავედი. ნახევარ საათში გავდივარ. შედეგებს გაცნობებთ.



offtop:
ბრაკონიერი
არ ვარ

პოსტის ავტორი: eqstazi Aug 3 2011, 13:42

რაიქნა ეგეთი

პოსტის ავტორი: Maverick Aug 3 2011, 17:02

QUOTE (Qartvela™ @ Aug 3 2011, 14:35) *
ეხლა რო დავადო თავი და წავიდე, საღამოსკენ დავიჭერ რამეს?



ვითომ დაბმული ყავდა?

ან დაიჭერ ან ვერ დაიჭერ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: maxo06 Aug 3 2011, 20:16

ჟინვალზე აქ არისდ საყურადღებო ინფორმაცია
http://fisher.ge/index.php?showtopic=777&st=20

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 3 2011, 20:36

ვერაფერიც ვერ დავიჭირე, კაი გვარიანი ქარი იყო newsmile042.gif
პლაჟი რომ გაუკეთებიათ, ეკლესიის დაბლა, მაგის ზემოთ მდინარის შესართავთანაც ვიყავით, დამბებთანაც ჩამოვედით მარა ერთხელაც კი არ დაუკრავს არაფერს :(
მტკაველის ხელა თევზები კი იყვნენ მარა იდგნენ, ნემსკავს თავში ვურტყავდი და არც კი მიცურავდნენ, რა ჭირდათ არ ვიცი

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 3 2011, 22:31

მეც იგივე სიტუაცია მქონდა. არ ეკარებოდნენ არაფერს.

პოსტის ავტორი: 1976 Aug 4 2011, 12:18

ციტატა(g.gasishvili @ Aug 18 2009, 17:00) *
მანდ თუ ხართ ნამყოფი და რა ხდება, თევზი მოდის?

ჯოგრებო მე დავდივარ თითქმის ყოველ შაბათს, ნაჩოვკით , ვერ გაიგებ უეჭველი რო დაიჭირო ეგეთი ადგილი არ არსებობს , დიდზე მაქვს ლაპარაკი . 23 ივლის ვიყავით ერთი 2 კილოიანი დავსვით , ერთი გაგვექცა, ნაპირთან მოყვანილი , ჩვენს გვერდით ერთი სომეხი დადის პასტაიანად იმან დაიჭირა 3 კილოიანი , ავწონეთ ეგ მოხდა ღამით , წინა კვირასაც წავედით მაგრამ ვერაპერი , ასე რომ ხან ისეა ხან ასე.

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 8 2011, 15:22

რა ხდება ჟინვალზე ხომ არ იცით. წყალი რა დონეზეა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: marani Oct 7 2011, 06:26

ვინმე ხომ არ ყოფილხართ სატევზაოდ დაწერეთ რამე! vava.gif

პოსტის ავტორი: vaababa Dec 7 2011, 00:57

გაცყვიტეს ამ ბადეებით 10 ცელია მანდ ვისვენებ და ვტევზაობ 2 ცლის ცინ 5 7 იანიც დამიცჰერია ცელს 1 ცალი 1კგ ,ზინვალის საზანს რო გემო აქქ

პოსტის ავტორი: zaza37 Dec 7 2011, 11:51

57 კილოიანი, თუ 5 და 7 კილოგრამიანები?

პოსტის ავტორი: Infest Dec 9 2011, 22:04

ციტატა(zaza37 @ Dec 7 2011, 12:51) *
57 კილოიანი, თუ 5 და 7 კილოგრამიანები?


ჰაჰა 57 კილოიანი არ არსებობს


5 და 7 კილიოიანიო

პოსტის ავტორი: gocha-tita Dec 10 2011, 11:40

newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif არა ვერ მიუხვდით 5 დან 7 კილომდეო.

პოსტის ავტორი: zaza37 Dec 10 2011, 11:49

http://rvmeste.narod.ru/images/_i28.jpg

ეს რა წონის იქნება?

პოსტის ავტორი: Fishing Club Dec 10 2011, 11:51

25-30 კგ. პროსტა სურათია ისე გადაღებული კიდე უფრო დიდი ჩანს..

პოსტის ავტორი: jorj Dec 10 2011, 22:22

თანაც სქელშუბლაა

პოსტის ავტორი: Davitus Dec 10 2011, 22:38

ობიეკტივთან ახლოს არის თევზი ჩამოკიდებული, ფოტოსიმულაციაა ფაქტიურად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: beqa10 Jun 8 2012, 13:58

რა ხდება ეხლა ჟინვალზე არ იცით?

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Jun 30 2012, 11:53

იტოკში როგორც ჩანს ჟინვალს ჯერ არავინ სტუმრობთ ხო ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 30 2012, 12:02

არა და ინტერესნო

პოსტის ავტორი: davit.p Jun 30 2012, 22:32

წყლის დონეა ჟინვალზეც დაბალი. მაგრადაა დაწეული

პოსტის ავტორი: DATKA Apr 13 2013, 08:26

აბა წამოვწიოთ ეს თემაც,
ესეიგი ვიყავი 4დღის წინ, ანანურის მოპიდაპირე მხარეს, წყლის დონეს არაუშავრს ცოტა მომატებულია.
თევზი მოდის: კარჩხანა, ნაფოტა და კიდევ (ბულაჩაურში შემწვარი თევზი რომ აქვთ აი ის) D.gif
სატყუარა წითელი და თეთრი ჭია.
ამინდი ცვალებადი იყო საშინელი ქარით, მზიან ამინდში უკეთ წამოვა.

პოსტის ავტორი: ამური Apr 13 2013, 10:31

ციტატა(DATKA @ Apr 13 2013, 09:26) *
აბა წამოვწიოთ ეს თემაც,
ესეიგი ვიყავი 4დღის წინ, ანანურის მოპიდაპირე მხარეს, წყლის დონეს არაუშავრს ცოტა მომატებულია.
თევზი მოდის: კარჩხანა, ნაფოტა და კიდევ (ბულაჩაურში შემწვარი თევზი რომ აქვთ აი ის) D.gif
სატყუარა წითელი და თეთრი ჭია.
ამინდი ცვალებადი იყო საშინელი ქარით, მზიან ამინდში უკეთ წამოვა.


კოპტონი არ გიცდია?

პოსტის ავტორი: wero-gio Apr 13 2013, 11:35

დონკა ტუ ტივტივა?უფრო რომლით ჯობია?

პოსტის ავტორი: DATKA Apr 13 2013, 11:35

ამური

ციტატა(MARLIN @ 13th April 2013 - 11:31) *
კოპტონი არ გიცდია?

კი ვცადე, მაგრამ არაფერი არ დაჯდა.

დონკაზე, ტივტივით ვერ ვითევზავეთ ქარი იყო და ხელს გვიშლიდა.

პოსტის ავტორი: Sazani_Gio Apr 16 2013, 21:32

ნუ ჟინვალი ჯერ მაინც ადრეა მანდეთ ჯერ სიცივებია, მარა კაია რო ხალხი დადის და მაინც ინფორმაცია გვაქვს

პოსტის ავტორი: CHUDA Apr 17 2013, 11:31

მე ვაპირებ წასვლას ჟინვალზე, ნავით უნდა შევიდე, მაგის გულისთვის ვიყიდე ბენზინის მოტორი და ეხოლოტი, წელს უნდა მაგრა დავლაშქრო newsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: davit.p Apr 25 2013, 00:00

წარმატებას გისურვებ.
რამე სიახლეებს თუ მოგვაწვდი კაი საქმე იქნება.
ადრე შესართავებში იღებდა ხოლმე კარგად. ეხლა რა სიტუაციაა არც გამიგია.
იმედია ახალ-ახალ ამბებს მოგვაწვდიით. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Apr 30 2013, 22:37

ღირს ეხლა ჟინვალზე წასვლა თუ ჯერ ადრეა ჟინვალი?

პოსტის ავტორი: kaxa1989 Jun 14 2013, 22:45

ხვალ ვგეგმავთ გასვლას ჟინვალზე და ღირს? რას მეტყვით?

პოსტის ავტორი: Sos049 Jun 15 2013, 11:22

ციტატა(kaxa1989 @ Jun 14 2013, 23:45) *
ხვალ ვგეგმავთ გასვლას ჟინვალზე და ღირს? რას მეტყვით?

თუ ვინმე გეტყვით:ღირს! არ დაუჯეროთ!
და თუ ვინმე გეტყვით:არ ღირს! არც იმას დაუჯეროთ newsmile045.gif
ასეთია თევზაობა...

ერთადერთი მოსინჯვაა,რომელიც ყოველთვის ღირს D.gif .

პოსტის ავტორი: kaxa1989 Jun 15 2013, 12:24

კაი აბა გავდივართ უკვე და გეტყვით რა იქნება

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: alika77 Jun 15 2013, 18:00

ციტატა(Sos049 @ Jun 15 2013, 12:22) *
თუ ვინმე გეტყვით:ღირს! არ დაუჯეროთ!
და თუ ვინმე გეტყვით:არ ღირს! არც იმას დაუჯეროთ newsmile045.gif
ასეთია თევზაობა...

ერთადერთი მოსინჯვაა,რომელიც ყოველთვის ღირს D.gif .

100%

პოსტის ავტორი: ჩაგელა Jun 16 2013, 09:35

კახა იყავი სათევზაოოდდ???

პოსტის ავტორი: kaxa1989 Jun 16 2013, 16:58

კი ვიყავით არაფერი საერთოდ. ბევრი ხალხი იყო მაგრამ საერთოდ არავის ქონდა დაჭერილი თევზი. 15 ივლისიდან წამოვაო აქ! ეხლა შერმდეგ შაბათზე უნდა ვიფიქრო thinking.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 16 2013, 18:05

ხალხ ჟინვალზე კარგი სათევზაო საპიკნიკე საბანაო ღამის გასათევი ადგილი ხომ არ იცით!?
სასურველია უკაცრიელი ისეთი რომ არავინ შეაწუხოს.
თუ ვინმემ რამ,ე იცით იქნებ გუგლირსიდან სურათი დადოთ

პოსტის ავტორი: Davitus Jun 16 2013, 18:41

T A M P L I E R



https://maps.google.com/maps?f=d&source=embed&saddr=42.159085,44.725395&daddr=&hl=en&geocode=&aq=0&oq=jinvali+reservoir&sll=42.158727,44.726254&sspn=0.003448,0.008256&t=h&doflg=ptk&mra=mift&mrsp=0&sz=18&ie=UTF8&ll=42.158727,44.726254&spn=0.003448,0.008256


სუპერმაგარი ადგილია, ახლა მაგის ტრეკს ნუ მომთხოვ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 27 2013, 22:55

Davitus
უი ეხლა ვნახე ეს პოსტი!
ბიჯო შენა ნამყოფი ხარ მანდ და იცი რო მაგარია თუ ჩემს თვალებს ვენდო და შეურაწყოფა მოგაყენო D.gif D.gif

მაგ რუკაზე რასაც ვუყურებ სადაც წერტილი გიზის მაგარი აბრივი ჩითავს და რა მოგეწონა მაგ ადგილში??

პოსტის ავტორი: Davitus Jun 27 2013, 23:14

T A M P L I E R

რავი, მე სხვაგან მივუთითე და მანდ როგორ აღმოჩნდა ხ.ზ

იასნია ეგ აბრივია

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 28 2013, 05:33

დადე ახალი

პოსტის ავტორი: vaja maisuradze Sep 2 2013, 22:53

6 ში ვაპირებ ჟინვალზე წასვლას და რა ხდება ბოლო ინფორმაციით?

პოსტის ავტორი: smekosmeko Aug 20 2014, 11:42

არავინ ყოფილხარ ბოლო პერიოდში?

პოსტის ავტორი: MACTAVISHI Aug 3 2015, 21:59

გამარჯობატ. ხალხო. ტუ ვინმე აპირებტ სატევზაოდ წასვლას. ჯინვალზე არ წახვიდეტ. ასეტი ლამაზი წკალსაცავი. და საერტოდ ტევზის გარესჰე. გუსჰინ ვიკავიტ ოტხი კაცი. 7 ანკესიტ. ანანურის მხრიდანაც. მის მოპირდაპირე მხრიდანაც. და სჰავი არაგვის მხარესაც. დილის ექვსი საატიდან ორ საატამდე არცერტი გერი. მხოლოდ ცრუ ცჰარტკმები. კოპტონზე. პიდერი მკვდარი იკო საერტოდ და ტივტივაც. წკალი კარგად იდგა. არც წიტელზე არც პურზე არც მცჰადზე არც სიმინდზე არ მივიდა. მოკლედ არ გირს იქ დროის დაკარგვა. ბაზალეტზე ცჰამოვიარეტ და სანაპიროს მოპირდაპირე მხარეს დავდექიტ. ტივტივატი 4 საატსჰი 3 კილო კარასი დავიცჰირეტ ტივტივატი. . იქნებ ვინმეს გამოგადგეტ ეგ ინპორმაცია. გმერტი ტქვენსკენ.

პოსტის ავტორი: kajuberi Aug 4 2015, 10:05

3 კვირის წინ ვიყავი მეც და იგივე შედეგი.ადრე მარგად მოდიოდა და თან კარგი ეგზემპლარები.

პოსტის ავტორი: i.gor Aug 4 2015, 15:45

ციტატა(MACTAVISHI @ 3rd August 2015 - 22:59) *
პიდერი მკვდარი იკო საერტოდ

D.gif D.gif D.gif "ლგბტ"-მ არ გაგიგოთ თორე ვერ გადაურჩებით.

პოსტის ავტორი: ამური Aug 4 2015, 21:38

შარშან კოპტონზე

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 5 2015, 10:32

ისე ძალიან უცნაური ტბაა....

პოსტის ავტორი: Shavi Mamba Jun 9 2016, 11:07

გამარჯობათ, ჟინვალზე წყლის დონემ აიწია უკვე თუ იცით ? კვირას ვაპირებ წასვლას, შუა მაისში ძაან დაწეული იყო წყალი.

პოსტის ავტორი: GAJET Jul 5 2016, 12:09

დადე აბა ადგილი მეც მაინტერესებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 24 2019, 11:02

ყველაზე ამოუცნობი და შეუსწავლელი ტბაა მგონი. თან დიდი პოტენციალით

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)