თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ლისის ტბიდან 700 მეტრში.

პოსტის ავტორი: dimitriuss Mar 29 2011, 13:25

გამარჯობა ყველას. არც თუ ისე ხშირად ვწერ ფორუმზე მაგრამ პერიოდულად მეც აღმოვაჩენ ხოლმე რაღაც "ახალ" ადგილებს. გუშინ ვნახე "GOOGLE"-ით ეს ტბა. ხოდა რომ გავზომე, არის 170X100 მეტრზე. ანუ საკმაოდ მოზრდილია. თუ ვინმემ იცის რა ტბაა და რა ხდება შიგ. partyFishing.gif წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 29 2011, 13:33

dimitriuss


ზედა მხრიდან არის მლაშე ტბა. სიღრმე 30-45 სმ. ზაფხულში ხანდახან მთლიანად შრება. რაც შეეხება ბინადრებს შეიძლება ბაყაყი ნახო ხოლმე newsmile05.gif

მინდვრების მხრიდან იყო შედარებით პატარა, ტრაქტორით ამოთხრილი საგუბარი, ალბატ სიგანე 10- 15 მეტრი, სიგრძე 25-30 მეტრი. ადრე იჭირებოდა ძალიან ჭვრილი კარასი. ეხლა მადაც ბაყაყებია.

პოსტის ავტორი: dimitriuss Mar 29 2011, 14:45

ჭალიმგელა


დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.
არადა ვიფიქრე ამოვყრი-თქო ზვიგენებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Infest Mar 29 2011, 16:05

ციტატა(dimitriuss @ Mar 29 2011, 15:45) *
ჭალიმგელა


დიდი მადლობა ინფორმაციისათვის.
არადა ვიფიქრე ამოვყრი-თქო ზვიგენებს newsmile05.gif


ზედა მლაშე ტბაა და მანდ თევზი არც არასდროს ყოფილა

მაგრამ ეგ 400 მეტრშია და არა 700ზე

700 მეტრში ლისის მერე შეიძლება წოდორეთის ტბაზე იძახი (ლისის გზაზეა ლისის მერე)

მაგრამ მანდაც მარტო კარასებია

ამიტომ: არ ღირს მაქეთკენ თევზაობა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 29 2011, 17:16

ციტატა(Infest @ Mar 29 2011, 17:05) *
ზედა მლაშე ტბაა და მანდ თევზი არც არასდროს ყოფილა

მაგრამ ეგ 400 მეტრშია და არა 700ზე

700 მეტრში ლისის მერე შეიძლება წოდორეთის ტბაზე იძახი (ლისის გზაზეა ლისის მერე)

მაგრამ მანდაც მარტო კარასებია

ამიტომ: არ ღირს მაქეთკენ თევზაობა


ზუსტად მაგაზე ვწერ მეორე შემთხვევაში

ციტატა(ჭალიმგელა @ Mar 29 2011, 14:33) *
მინდვრების მხრიდან იყო შედარებით პატარა, ტრაქტორით ამოთხრილი საგუბარი, ალბატ სიგანე 10- 15 მეტრი, სიგრძე 25-30 მეტრი. ადრე იჭირებოდა ძალიან ჭვრილი კარასი. ეხლა მადაც ბაყაყებია.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Mar 29 2011, 17:28

წოდორეთის ტბა უპატრონობის გამო
დღეს საერთოდ აღარ არსებობს
დაშრა
მის ადგილზე ახლა პატარა გუბეა

პოსტის ავტორი: Infest Mar 29 2011, 23:44

ციტატა((dila)adriano @ Mar 29 2011, 18:28) *
წოდორეთის ტბა უპატრონობის გამო
დღეს საერთოდ აღარ არსებობს
დაშრა
მის ადგილზე ახლა პატარა გუბეა


ასე ნოემბრისკენ (ეხლა რომელიც იყო) კი მოქმედი იყო, კარასებიც იყო, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს

პოსტის ავტორი: ROVER Apr 23 2011, 18:26

დიდი არაფერი ტბა არ არის, იპოდრომის ტერიტორიაზეა ეგ ტბა. ისე მტკაველის ხელა კარასები კი მოდიოდა შარშან.

პოსტის ავტორი: o.cho Apr 30 2011, 03:00

წოდორეთის ტბის ადგილზე დარჩა რამე პატარა წყალივით მაინც?

პოსტის ავტორი: rachinski May 5 2011, 21:04

.

პოსტის ავტორი: Apach Aug 1 2011, 00:25

ციტატა((dila)adriano @ Mar 29 2011, 18:28) *
წოდორეთის ტბა უპატრონობის გამო
დღეს საერთოდ აღარ არსებობს
დაშრა
მის ადგილზე ახლა პატარა გუბეა



არააა ეგრეე ხვაალ მივდიივარრრ წოდორეთის ტბაზე სათეევზაოოოდდ 1 თვის წინაც ვიყავიი და მაგრაადაც ვისიიამოვნეე. ესს კაციი სხვა ტბაზეე ამბოობსს მაგგ ტბას პატარა ლისიი ქვიაა და წოდორეთისს ტბა სულ სხვააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ikako_1 Aug 4 2011, 23:27

სალამი ყველას .... მე ვიყავი 1 კვირის წინ და ამყრალებული გუბის მეტი არაფერი მინახავს იქ... დამშეული კარასები იცოცხლე ტივტივის ჩაგდებას არ გაცდიან ... აი "დომკაზე" კი შეუდზლებელი იყო თევზაობა,მთელი ეს გუბე ბალახიანია...რთული ზაცეპი არ აქვს მაგრამ ... ან მეორე კიდევ ის რომ გლდანის თევზი ყარს და კუმისის რაგაც დოზით და მანდ დაჭერილი თევზის ჭამა არ ვიცი როგორ შეიძლება ... მოკლედ თუ ვინმე ინახულებს კიდევ ამ ტბას მისი შედეგი და შთაბეჭდილება იქნებ გაგვაგებინოთ ... მე პირადად იმ გუბის შემხედვარე 20 წუთში დავტოვე იქაურობა ...

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 5 2011, 00:11

მაგ ტერიტორიაზე.. ერთადერთი გუბეა(დაახლოებით მაგ ზომებში)..სოფელი ლისისკენ მიმავალი გზის პირას.(ალბათ მაგას გულისხმობთ) ეგ ტბაა მაგ მანძილით ლისის ტბისგან დაცილებული. ხოდა თუ მაგას გულისხმობთ... ამ რამდენიმე წლის წინად დაგუბდა დიდი წვიმების გამო და რატომღაც დარჩა(აღარ დაშრა) მერე რამდენიმე მეთევზემ ლისზე დაჭერილი კარასი ჩაყარა მაგ ტბაში და საკმაოდ მომრავლდა. სიღრმე 1 მეტრიც არ იქნება. აი ეგ არის მაგ ტბის ისტორია. მანდვე ვცხოვრობ და იმიტომ ვიცი ეგ ყველაფერი.

პოსტის ავტორი: ikako_1 Aug 5 2011, 11:02

მე რა ტბაზეც აგვნიშნე ის ტბა ლისის ტბიდან 700 მეტრში არ არის ... იპოდრომსაც უნდა გასცდე და რაგაც სოფლის შესასვლელთან უნდა გადაუხვიო მარჯვნივ... ანუ იპოდრომის შემდეგ სოპელში არ შესული მარჯვენა მხარეს ხრეშიან გზაზე გადიხარ და მოკლედ მიადგები მაგ გუბეს რომელიც ხელმარცხნივ ჩანს ... მოკლედ არავინ ირწმუნოთ მაგ "ბტის" და მისი ბინადრების ... ხო კიდევ ნაპირიდან რომ ჩავხედე წყალს ხვლიკებით და ბაყაყებით იყო სავსე ... ეს არის მემგონი მისი ძირითადი ბინადრები

პოსტის ავტორი: Infest Aug 5 2011, 15:34

ვა ესეიგი არც წოდორეთზე არც იმ მლაშე ზედა ტბაზეა საუბარი?


რუკაზე მაჩვენეთ რა ვინმემ !!

ეს ხომ არაა შემთხვევით?

http://wikimapia.org/#lat=41.7548421&lon=44.7169304&z=18&l=0&m=b

პოსტის ავტორი: ikako_1 Aug 5 2011, 17:22

http://wikimapia.org/#lat=41.7663505&lon=44.6275806&z=15&l=0&m=b


აი ეს არის მე რაზეც ვილაპარაკე

პოსტის ავტორი: Infest Aug 5 2011, 18:53

ეგ წოდორეთია და ნაღდად არაა 700 მეტრში

პოსტის ავტორი: ikako_1 Aug 5 2011, 21:24

ხო ნუ არ ვიცი მე მაგაზე ვისაუბრე და სუპთა გუბეა და სხვა არ ვიცი ...

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 6 2011, 00:22

ციტატა(ikako_1 @ 5th August 2011 - 23:24) *
ხო ნუ არ ვიცი მე მაგაზე ვისაუბრე

ეგ..ნამდვილად გუბეა. წვიმების დროს გუბდება ხოლმე და მერე შრება. ეგ გზა დიდგორისკენ გადადის და იქ არის გზის პირას. არაფერი მანდ არ ბინადრობს ხოლმე ბაყაყების მეტი. თვითონ ეგ გუბეც დაშრება.

პოსტის ავტორი: ikako_1 Aug 6 2011, 00:27

newsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 7 2011, 13:13

კი წოდორეთის ტბაა. მინდა გითხრათ რომ არანაირი გუბე არ არის კუს ტბის ზომის მაინც არის თუ მეტი არა. გუშინ ვნახე იქ ვასვენებ შვილს. დილით ნახევარ საათით გავიყვანე ბავშვი ძალიან ცივოდა და ექვსი ცალი ქარჩხანა დავაჭერინე სულ ორ ორი ცალი მოდიოდა. წყალი საკმაოდ სუფთაა,ძალიან ბევრი წყალმცენარეა, ნავით უნდ შესვლა და მგონი რომ კარგი თევზის დაჭერაც შეიძლება, მაქ არა მგონია ბრაკებმა რომ იმუშაონ. ადგილობრივ ბავშვებს ვკიტხე და პატარა ზომის საზნებსაც ვიჭერთო ნაპირიდან პატარა ცყალში. ასე რომ იმ შაბათ კვირას აიცილებლად უნდა მოვსინჯო ნავით შესვლა და შედეგებსაც მოგახსენებთ

პოსტის ავტორი: ikako_1 Aug 7 2011, 21:17

ჩემთვის ეგ წუმპეა ...

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 8 2011, 03:18

ციტატა(zaza1978 @ 7th August 2011 - 15:13) *
კი წოდორეთის ტბაა. მინდა გითხრათ რომ არანაირი გუბე არ არის კუს ტბის ზომის მაინც არის თუ მეტი არა.

ვაა..მაშინ ეგ კიდე სხვა ტბა ყოფილა. მაგ მიდამოებში...ამდენჯერმე მაქვს ნანახი ადგილი(სხვადასხვა დროს) სადაც წყალი ხან იყო და ხან შრებოდა.(წვიმების გამო) უკან კარგი საქეიფო მაგიდაც კი იყო ადრე. მე ეგ მგონია და ეტყობა კიდე სხვა ყოფილა.

პოსტის ავტორი: krixula May 29 2015, 03:33

გამარჯობათ მკითხველო ამ დრეებში ვაპირებ წოდორეთის ტბის მონახულებას და აუცილებლად გაგიზიარებთ ნანახს და დავწერ თუ რომელი ჯიშის თევზი ბინადრობს წოდორეთის ტბაში

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 29 2015, 08:01

მაქსიმუმ კარჩხანი და ტრიტონი იყოს!
ეგ ტბაც კი არ არის!ზაფხულობით შრება იმ დონეზე რომ მანქანით გადამივლია ბევრჯერ!
ას რომ დიდი იმედებს ნუ დაამყარებთ მაინც რავიცი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)