თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ტაბაწყურის ტბა

პოსტის ავტორი: CECEIRON Jul 27 2009, 21:23

ა, ტბაზე თუ ხართ ნამყოფი ვინმე,რამე ინფორმაცია დაწერეთ არის აქ საერთოდ თევზი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: CECEIRON Jul 28 2009, 21:03

ჰა არავის არ გსმენიათ თO,რაღაც ჩაკვდა ფორუმი,იაკტიურედ ცოტა

პოსტის ავტორი: ochopintre Jul 30 2009, 21:34

მე ვარ ნამყოფი თან ბევრჯერ მაგრამ არა სათევზაოდ ,დასასვენებლად და საქეიფოდ მაგარი ადგილია, ბაკურიანში რო ვარ ხოლმე ხშირად ავდივართ, ისე როგორც ვიცი თევზი არის იქაურებს ბადეები აქვთ ჩაყრილი , სავარაუდოდ 2 კვირაში წავალ ბაკურიანში და ვცდი მანდ თევზაობას და მერე მგახსენებთ

პოსტის ავტორი: CECEIRON Jul 30 2009, 21:44

ოკ,ველით აბაშენს ინფორმაციას

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 31 2009, 02:18

CECEIRON
ძალიან ბევრი მსმენია მაგ ტბაზე, ზუსტად ვიცი რომ ბადეებიტ აქვთ გადახლართული,
ტივტივას ვერ ჩააკვეხებ, თორე ქე ვიცი რა პოტენციალიც აქვს

ochopintre
ბაკურიანში რატო მიდიხარ, სბორებზე მიდიხარ?

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 31 2009, 03:09

ციტატა(ochopintre @ 30th July 2009 - 11:34 PM) *
ისე როგორც ვიცი თევზი არის იქაურებს ბადეები აქვთ ჩაყრილი

მერე სად არის გ-დ-ი ???................

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 31 2009, 10:17

ერთი ხომ არ მოვაწყოთ გასვლა ??თან გდი-საც გამოვაფხიზლებდით

პოსტის ავტორი: ochopintre Aug 1 2009, 00:45

არა რა ზბორებზე ნათესავები მყავს და ავდივარ ხოლმე, სავარაუდოთ თუ ძაან არ აურია ამინდმა ხვალ ავალ ბაკურიანში და აუცილებლად გავისეირნებ ტაბაწყურზე და მოგახსენებთ მდგომარეობას

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 4 2009, 11:30

სამოყვარულო თევზაობა

ქცია-ტააწრყურის აღკვეთილი საინტერესოა სამოყვარულო თევზაობის განვითარების თვსლსაზრისით. ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად. ჯერ კიდევ 1896 წელს ტაბაწყურში მობინადრე კალმახი აღიწერა ცალკე ფორმის სახით: Salmo lacustris L. var. romanovi. ამ კალმახი წონა ტაბაწყურში 5 კგ-მდეც აღწევდა. 1930 წლამდე ტბის იქთიოფაუნა წარმოდგენილი იყო მხოლოდ კალმახით. მოგვიანებით მოხდა ტბაში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის: რიაპუშკის (Coregonus albula), სევანის კალმახის (Salmo ischchan), ფარავნული კობრისა (Cyprinus carpio) და სევანური ხრამულის (Varicorhinus capoeta sevangi) ინტორდუქცია. დღეისათვის ტაბაწყურის ტბის იქთიოფაუნა 13 სახეობითაა წარმოდგენილი:

სახეობის ლათინური დასახელება სახეობის ინგლისური დასახელება სახეობის ქართული დასახელება საქართველოს წითელო ნუსხა
1 Salmo trutta trutta caspius morpha lacustris var. romanovi Tabatskuri trout ტაბაწყურის კალმახი VU
2 Salmo ischchan Sevan trout იშხანი -
3 Coregonus albula European cisco რიაპუშკა -
4 Coregonus albula Infraspecies ladogensis European cisco sub. species ლადოგური რიპუსი -
5 Coregonus laveretus Lake whitefish ლადოგური სიგი -
6 Varicorhinus capoeta sevangi Khramulya სევანური ხრამული -
7 Cyprinus carpio European carp ფარავნული კობრი -
8 Rutilus rutilus caspius natio kurensis Kora vobla (Roach) მტკვრის ნაფოტა -
9 Carassius carassius Crucian Carp
კარჩხანა -
10 Chondrostoma cyri Kura undermouth მტკვრის ტობი -
11 Barbus lacerta Kura barbel მტკვრის წვერა -
12 Acanthalburnus microlepis Blackbrow შავწარბა -
13 Neogobius cephalarges constructor Caucasian mushroom goby კავკასიური ღორჯო -
სამოყვარულო მეთევზეობისათვის ლიცენზიის მოპოვების წესებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადმინისტრაციას.

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 4 2009, 12:06

sergeevich
საიდან ესეთი ინფო?
იშხანი სევანს წაუღია და აქაც იგივე ხომ არ გვემუქრება?
ძალიან მდიდარი კი არისო მაგრამ ბადეებს მიაქვთ იქაურობაო, სამოყვარლო ტევჭერის პონტი არ არისო,
რამე სანუგეშო ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 4 2009, 13:14

ინფოს რაც შეეხება, ნაშრომი მაქვს ძალიან მაგარი მარა პდფ ფაილის ატვირთვა არ ვიცი. თუ იცი დამაკვალიანე და მაგარ ინფოს მოგაწვდით. ტაბაწყურზე კი პაწა ხანს მაცალეთ და მოგაწვდით ინფოს.

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 4 2009, 14:21

ციტატა(ვიტო @ Sep 4 2009, 01:06 PM) *
sergeevich
საიდან ესეთი ინფო?
იშხანი სევანს წაუღია და აქაც იგივე ხომ არ გვემუქრება?
ძალიან მდიდარი კი არისო მაგრამ ბადეებს მიაქვთ იქაურობაო, სამოყვარლო ტევჭერის პონტი არ არისო,
რამე სანუგეშო ხომ არ იცით?

რამდენად არის სანნუგეშო თვითონ ნახე.
http://www.cenn.ge/ktsia_old/index.php?item=turizmi/samoyvarulo_tevzaoba.html

პოსტის ავტორი: ochopintre Sep 4 2009, 21:40

3 დღეა რაც ჩამოვედი ტაბაწყურიდან, ანკესით თითქმის შეუძლებელია რამის დაჭერა, მთელ პერიმეტრზე ბადეები აქვთ ჩაყრილი და ისე იჭერენ ადგილობრივები, ასე რომ ჩემი აზრით სპეციალურად მარტო სათევზაოდ მანდ წასვლა არ ღირს. ისე ბუნება უმაგრესია

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 4 2009, 21:43

sergeevich
ეს რა საიტია, შენი აწყობილია? ეხლა დრო არ მაქვს, მერე გადავხედავ, საინტერესოა......

პოსტის ავტორი: ochopintre Sep 4 2009, 21:47

ისე ვისაც ზამთრის თევზაობა ანუ Ice Fishing აინტერესებს მისწრება იქნება იმისთვის , ზამთარში მთლიანად იყინება ტბა , შარშან ბურანებით ვიყავით გადასული და ზედ ვკატაობდით

პოსტის ავტორი: sergeevich Sep 4 2009, 23:50

ციტატა(ვიტო @ Sep 4 2009, 10:43 PM) *
sergeevich
ეს რა საიტია, შენი აწყობილია? ეხლა დრო არ მაქვს, მერე გადავხედავ, საინტერესოა......

არა რა ჩემი, მივაგენი უბრალოდ. ეტყობა გდი იქამდე ვერ ადის? ისე კი ჩაკვდნენ ისევ ეტყობა, ტარიბანადანაც ცუდი ხმები მოვიდა.

პოსტის ავტორი: Lava Sep 7 2009, 19:24

ochopintre

ციტატა
ანკესით თითქმის შეუძლებელია რამის დაჭერა, მთელ პერიმეტრზე ბადეები აქვთ ჩაყრილი და ისე იჭერენ ადგილობრივები

დავიჯერო გდი-მ არ იცის ეს ამბავი?
ვერ გავიგე რატომ არ გვიყვარს ქართველებს მუშაობა მაგის დედა ვატირე რა

პოსტის ავტორი: dddttt777 Oct 26 2009, 21:03

მანდ თავიდანვე ბადით თევზაობდნენ კომუნისტების დროსაც ანკესსზე არ ხვდება

პოსტის ავტორი: gocha311 Jun 18 2010, 09:44

გული დაგწყდება რა ესეტი მაგარი ადგილები გვაქ და სადაც გინდა წახვიდე არსად არაფერი აგარ არის ამ გაჭირვებამ ყველაფერი მოსპო ამ ქვეყანაში,ბადეები ,,დენები,,,და კიდე რავი რეებს ჩალიჩობს ეს ხალხი,,პატრონი ჭირდება ბუნებას თორე ვერ არი კარგა საქმე

პოსტის ავტორი: axalcixeli Nov 12 2010, 16:52

მაგ ტბაზე ვიყავი 2 თვის წინ, ადგილობრივები იჭერენ რიაბუშკას (უკაცრავად ამ თევზის ქართული სახელი არ ვიცი) ბადეებით, ისიც პატარა ზომებს, იმიტომ რომ გაზრდას ვეღარ ასწრებს. ვიკითხე და მითხრეს რომ კარასი და რიაბუშკააო მარტო დარჩენილი, სხვა თევზი აღარააო.

ადრე არა მარტო მაგ ტბაში ლიფსიტას უშვებდნენ ყოველწლიურად ეხლა კიდე ბუნებრივად გამრავლებასაც აღარ აცლიან, ასე რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში თუ არაფერი არ შეიცვალა ტბაში თევზი საერთოდ აღარ იქნება.

ანკესით თევზაობას კიდე მაგ ტბაზე არანაირი აზრი არაა აქვს, ერთ-ორ კარასს თუ დაიჭერ ეგეც უნდა გიხაროდეს

პოსტის ავტორი: axalcixeli Jun 21 2011, 12:31

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 21 2011, 12:48

axalcixeli
სხვა სურათებიც ხომ არ გაქვს

პოსტის ავტორი: axalcixeli Jun 21 2011, 14:07

სახლში იქნებ მქონდეს, ახლა სამსახურში ვარ და საღამოს ვნახავ

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 21 2011, 14:18

axalcixeli
ოკ

პოსტის ავტორი: argakaki Sep 17 2011, 20:08

წაბაწყურის ტბაში განადგურების პირასაა. თევზი სულ უფრო და უფრო პატარავდება ანუ უკვე ლიფსიტებზე გადავიდნენ.
მართლაც ბაადებითა გადახლართული. ადგილობრივებთან გასაუბრებით გავარკვიე რომ ტბას შეიძლება ეშველოს 2 წლის განმავლობაში თუ ტბაში აიკრძალება თევზაობა ყველაფერი უწინდელს დაუბრუნდებაო. თევზი საკმაოდ მომრავლდებაო.
ყველას ჰგონია მხოლოდ ადგილობრივები აგდებენ ბადეებს. მთელი ხაშურის ბადეები იქ არის ჩაშვებული.
ყველას გთხოვთ ვისაც რა შეგიძლიათ ამ საქმისთვის ყველაფერი გავაკეთოთ რომ ამ უნიკალურ ტბაში თევზი შევინარჩუნოთ

პოსტის ავტორი: ochopintre Sep 17 2011, 23:01

ციტატა(argakaki @ 17th September 2011 - 21:08) *
წაბაწყურის ტბაში განადგურების პირასაა. თევზი სულ უფრო და უფრო პატარავდება ანუ უკვე ლიფსიტებზე გადავიდნენ.
მართლაც ბაადებითა გადახლართული. ადგილობრივებთან გასაუბრებით გავარკვიე რომ ტბას შეიძლება ეშველოს 2 წლის განმავლობაში თუ ტბაში აიკრძალება თევზაობა ყველაფერი უწინდელს დაუბრუნდებაო. თევზი საკმაოდ მომრავლდებაო.
ყველას ჰგონია მხოლოდ ადგილობრივები აგდებენ ბადეებს. მთელი ხაშურის ბადეები იქ არის ჩაშვებული.
ყველას გთხოვთ ვისაც რა შეგიძლიათ ამ საქმისთვის ყველაფერი გავაკეთოთ რომ ამ უნიკალურ ტბაში თევზი შევინარჩუნოთ

2 წლის წინ და უფრო ადრე გეთანხმები საშინელი სიტუაცია იყო .
მე ვიცნობ ადგილობლივს რომელსაც 1 კილომეტრინი ბადე ქონდა ჩაკიდებული.
წელს უკვე აკრძალეს თევზაობა და ასე თუ ისე აკონტროლებენ და ცოტა მოუკლეს ბადეებს

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეც მესნი კოლორიტი "ანთო"

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: axalcixeli Sep 19 2011, 08:49

argakaki

სად ხაშური და სად ტაბაწყური? რა უნდათ მანდ ხაშურლებს? და ეგეც რომ არ იყოს მანდ მცხოვრები სომხები ხაშურლებს ბადის გაჭიმვის საშუალებას მისცემდნენ? მე გიპასუხებ რომ არა არ მისცემდნენ.
ბადეები არის 100% ახლომახლო მდებარე სოფლების.

პოსტის ავტორი: davit.p Sep 21 2011, 21:21

ხო ისე მართალი ხარ, არამგონია ხაშურლებმა მანდ ბადეები აიტანონ , ადგილობრივები არიან მგლებივით.
ადრე მეც ველაპარაკე ერთ "სომეხს", თევზი თავზე საყრელად მაქვს. ნასვამი ბაქი-ბუქობდა.
ეგრე თუა საქმე თევზი კი არა, მალე ლიპსიტაც საძებარი გახდება.
არადა რა სილამაზეა და კარასით სავსე ტბა რა ჯანდაბად უნდა ვინმეს :( lotebo.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 2 2011, 11:53

წელს ვინადირე ტაბაწყურის ტბაზე.მაგარი იგბლიანი ტბა იმ თვალსაზრისით რომ რამდენჯერაც წავედით არასდროს ხელ ცარიელი არ წამოვსულვაღთ.იხვი იყო კარგად ადგილები ვიცით და იქმ ვდივართ სულnewsmile05.gif
რაც შეეხება თევზს ადრე ბადეებით იყო სავსე მარა ეხლა შეისყიდეს ეგ ტბა და დიდი ყურადგებას აქცევენ.აგარ ხდებაო ბადეებით თევზაობა. ზუსთად აგარ მახსოვს მარა რამოდენიმე ტონა კიბორჩხალა გაუშვეს და თევზიც თუ არ ვცდები.
იწყება ტაბაწყურის ტბის და მისი მიდებარე ტერიტორიის კეთილ მოწყობა დასვენების და კურორტის თვალსაზრისით.რამდენდაც მე ვიცი ტაბაწყურის ტბა საქართველოში სიდიდით მესამე ტბა. ამ დროს უკვე ყინავსზამთარში მთლიანად იყინება.სექტემებერი ოქტომბრის შუა რიცვებამდე შეილება მანდ წავლა, კარგად იხალისებთ. წყლის ქათამი არის სავსე გაშავებულია ტბა .გეკოთი მაგრად გავერთეთ:დ

პოსტის ავტორი: (dila)adriano Nov 11 2011, 16:48

ციტატა(sergeevich @ Sep 4 2009, 12:30) *
სამოყვარულო თევზაობა

ქცია-ტააწრყურის აღკვეთილი საინტერესოა სამოყვარულო თევზაობის განვითარების თვსლსაზრისით. ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა თევზით მდიდარ ტბად. ჯერ კიდევ 1896 წელს ტაბაწყურში მობინადრე კალმახი აღიწერა ცალკე ფორმის სახით: Salmo lacustris L. var. romanovi. ამ კალმახი წონა ტაბაწყურში 5 კგ-მდეც აღწევდა. 1930 წლამდე ტბის იქთიოფაუნა წარმოდგენილი იყო მხოლოდ კალმახით. მოგვიანებით მოხდა ტბაში სხვადასხვა სახეობის, მათ შორის: რიაპუშკის (Coregonus albula), სევანის კალმახის (Salmo ischchan), ფარავნული კობრისა (Cyprinus carpio) და სევანური ხრამულის (Varicorhinus capoeta sevangi) ინტორდუქცია. დღეისათვის ტაბაწყურის ტბის იქთიოფაუნა 13 სახეობითაა წარმოდგენილი:

სახეობის ლათინური დასახელება სახეობის ინგლისური დასახელება სახეობის ქართული დასახელება საქართველოს წითელო ნუსხა
1 Salmo trutta trutta caspius morpha lacustris var. romanovi Tabatskuri trout ტაბაწყურის კალმახი VU
2 Salmo ischchan Sevan trout იშხანი -
3 Coregonus albula European cisco რიაპუშკა -
4 Coregonus albula Infraspecies ladogensis European cisco sub. species ლადოგური რიპუსი -
5 Coregonus laveretus Lake whitefish ლადოგური სიგი -
6 Varicorhinus capoeta sevangi Khramulya სევანური ხრამული -
7 Cyprinus carpio European carp ფარავნული კობრი -
8 Rutilus rutilus caspius natio kurensis Kora vobla (Roach) მტკვრის ნაფოტა -
9 Carassius carassius Crucian Carp
კარჩხანა -
10 Chondrostoma cyri Kura undermouth მტკვრის ტობი -
11 Barbus lacerta Kura barbel მტკვრის წვერა -
12 Acanthalburnus microlepis Blackbrow შავწარბა -
13 Neogobius cephalarges constructor Caucasian mushroom goby კავკასიური ღორჯო -
სამოყვარულო მეთევზეობისათვის ლიცენზიის მოპოვების წესებისა და პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადმინისტრაციას.

ეგ ძველი მოანაცემებია მეგობარო
სადღეისოდ მხოლოდ სიგი
და არც ერთი ორაგულისებრი
სხვათა შორის კარჩხანაც ძაან ცოტაა

ტაკ ჩტო
ამ ტბის გამოცოცხლებას 5 წელი მაინც ჭირდება :

პოსტის ავტორი: axalcixeli Nov 11 2011, 17:20

მაგ ტბაში 100% არის ряпушка (არ ვიცი ქართულად რა ქვია) სიგი და ეგ თუ იგივეა ბოდიში მომიხდია.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Nov 11 2011, 17:28

ციტატა(axalcixeli @ Nov 11 2011, 18:20) *
მაგ ტბაში 100% არის ряпушка (არ ვიცი ქართულად რა ქვია) სიგი და ეგ თუ იგივეა ბოდიში მომიხდია.

რიაპუშკა სიგის ერთ-ერთი სახეობაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Infest Nov 11 2011, 22:41

ციტატა((dila)adriano @ Nov 11 2011, 18:28) *
რიაპუშკა სიგის ერთ-ერთი სახეობაა newsmile05.gif

როგორც ვიცი დღეს ტაბაწყურში ბადითაც კი თეთრულას თუ დაიჭერ, ისიც..

და საერთოდ როგორც ვიცი ვაბშე ცარიელია

არი მართლა მანდ რამე?

პოსტის ავტორი: axalcixeli Nov 16 2011, 15:08

კი არის ряпушка იგივე სიგი როგორც გაირკვა, მაგრამ ინტენსიურდ ბადეებით ჭერის გამო დიდი ზომის თევზი აღარ არის, გაზრდას არ აცლიან. ეს არის სადღაც 1 წლის წინანდელი ინფორმაცია, მას შემდეგ რა ხდება არ ვიცი

პოსტის ავტორი: gocha-tita Nov 17 2011, 21:56

აი ესარის ნამდვილი რიაბუშკა ძმებო: ლადოგური ლიპუსი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 711, ანალურში დაუტოტავი სხივი 2-4, დატოტვილი 9-3. გვერდის ხაზში 71-90 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 43-55. მალები 54-59. ქვედა ყბაზე ზედაზე ოდნავ გრძელია, პირი ზემოთაა მიმართული. ზურგის ფარფლის უკან ცხიმოვანი ფარფლია. ზურგი მომწვანოა, მუქი წინწკლებით. გვერდები მოვერცხლისფროა. ადვილად სცვივა ქერცლი. სიგრძე 25-30 სმ, წონა 170-500 გ. იშვიათად სიგრძე 46 სმ-მდე, წონა 1კგ-მდე.

გავრცელება. საქართველოში გადმოტანილ იქნა განაყოფიერებული ქვირითი ვოლხოვის თევზსაშენიდან (სანქტ-პეტერბურგის ოლქი) 1930-1934 წლებში და მოშენდა ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში; ფარავნიდან გავრცელდა საღამოს ტბაში. გადაყვანილია ბაზალეთის ტბასა და თბილისის წყალსაცავში. ბინადრობს ძირითადად ლადოგისა და ონეგის ტბებში, ფინეთისა და შვედეთის წყლებში.

ბიოლოგია. ტბის ბინადარია, კარგად ეგუება ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, თუმცა ადვილად იტანს წყლის ტემპერატურას 20-270-მდე.
ახალგამოჩეკილი ლიფსიტები ათი დღის მერე აქტიურად იკვებებიან ძირითადად პლანქტონით – კიბოსნაირებით (დაფნია, ციკლოპი, დიაპტომუსი, ლეფტოდორა, ბოსმინა და სხვა.) პლაქტონის სიმცირისას ნაწილობრივ ჭამენ ბენთოსურ ორგანიზმებს; გვერდულებს, მწერთა მატლებს, ლოკოკინებს და სხვა. იშვიოათად ეტანება თევზის ლიფსიტებსაც. სქესობრივად მწიფდება მეორე წლიდან. ტოფობს – ნოემბრიდან იანვრამდე, უმთავრესად ყინულქვეშ, წყლის 5-20ტემპერატურისას, ქვა-ქვიშიან ადგილზე. ნაყოფიერება აღწევს 8,2-111 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი უდრის 2 მმ-ს. ინკუბაცია 1.50 ტემპერატურისას გრძელდება 120-155 დღეს.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; საკმაოდ ცხიმიანია. 1944-1949 წლებში მისი მოპოვება ფარავნისა და საღამოს ტბებში ყოველწლიურად აღწევდა 290-1328 ცენტნერამდე, საშუალოდ 669 ცენტნერს. აღნიშნულ ტბებში ჭარბი ჭერის შედეგად რიპუსის მარაგი საგრძნობლად მცირდება, რის გამოც საჭირო ხდება შესვენება და მარაგის აღდგენა, ამას ხელს უწყობს აგრეთვე ხელოვნურად მოშენებული ლიფსიტების ჩაშვება აღნიშნულ ტბებში. რიპუსის მოპოვება ხდება მოსასმელი და ჩასადგმელი ბადეებით. იყენებენ ნედლსა და

პოსტის ავტორი: gocha-tita Nov 17 2011, 22:17

მაგრამ მე ეს უფრო მგონია:ევროპული ჭაფალა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 8-10, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 10-13, გვერდის ხაზში 70-90 ქერცლი, ლაყუჩის კბილაკები 36-52, გრძელი, მჭიდროდ მჯდომი მალები 55-60. პირი ზედაა – ქვედა ყბა ზედაზე შესამჩნევად გრძელია, თვალები დიდია, შეადგენს შუბლის სიგანის 70%-ს. ზურგი მომწვანო, გვერდები მოვერცხლისფრო-თეთრი, დინგის ბოლო მუქი, სიგრძე 20-26 სმ, იშვიათად 32,5 სმ. წონა საშუალოდ 25-30 გ.

გავრცელება. ბალტიის ზღვის აუზის მკვიდრია. ბინადრობს: შვეციისა და ფინეთის ტბებში, საბჭოთა კავშირის წყლებში: ფინეთის ყურე, ლადოგის, ჩუდის, ონეგის, კარელიის, ლატვიის, ლიტვის, ბელორუსიის, ლენინგრადის ოლქის ტბები, ბარენცისა და თეთრი ზღვების აუზის ტბები. შედის ზოგიერთ მდინარეში (ნევა).

საქართველოში აკლიმატიზებულია ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენიდან ქვირითის გადმოტანით 1930 წელს, ტაბაწყურისა და შემდეგ ფარავნის ტბებში.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის ქარავნული თევზია, ძირითადად ტბის ბინადარია, ამჯობინებს ცივ წყალს, გაურბის 170-ზე მაღალ ტემპერატურიან წყალს, ზოგან ნახევრად გამსვლელი ფორმაა (ბალტიის ზრვის ყურეები). სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. მრავლდება ტბის გაყინვის წინ და გაყინვის შემდეგ, ჩვეულებრივ წყლის ტემპერატურის 4-50-ის დროს – ოქტომბერ-დეკემბერში. ტოფობის ხანგრძლივობაა 10-30 დღემდე. ქვირითს ყრის ერთდროულად (1,5-3,5 მ სიმაღლეზე) შლამიან, ქვა-ქვიშიან გრუნტზე. ნაყოფიერება მერყეობს 0,8-20 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1-1,4 მმ-მდეა, იგი ფსკერულია, ნაკლებ წებოიანი. ინკუბაცია გრძელდება 160 დღე-ღამემდე, ყვითრიანი ლარვის სიგრძე 7,5 მმ. ლიფსიტა ერთ წლამდე აღწევს 6-8 მმ სიგრძეს, წონით 4-6 გ. ცოცხლობს 10 წლამდე. იკვებება ინტენსიურად ზაფხულში, იყენებს უმთავრესად ზოოპლანქტონს, ნაკლებად ბენთოსს, წყალმცენარეებსა და ხმელეთის მწერებს, იშვიათად თევზის ქვირითსა და მოზარდს. პლანქტონით კვებასთან დაკავშირებით პლანქტონთან ერთად ეწევა ვერტიკალურ მიგრაციას.

სურათებს ვერ ვდებ პიხ გე ჭედავს: ბოდიშით

პოსტის ავტორი: axalcixeli Nov 18 2011, 08:10

მაგარი თევზი კია, გამხმარი ლუდზე უმაგრესია, ფხა ''არ აქვს'' და მაგარი ცხიმიანია. ადგილობრივი ბრაკები იჭერენ ბადეებით და ყიდიან ოღონდ მხოლოდ ზამთარში, სიცივეში, იმიტომ რომ ძაან მალე ფუჭებადია და ცოტა მაინც თუ თბილა ტრანსპორტირებას ვერ ახერხებენ.

პოსტის ავტორი: Infest Nov 18 2011, 12:54

ციტატა(axalcixeli @ Nov 18 2011, 09:10) *
მაგარი თევზი კია, გამხმარი ლუდზე უმაგრესია, ფხა ''არ აქვს'' და მაგარი ცხიმიანია. ადგილობრივი ბრაკები იჭერენ ბადეებით და ყიდიან ოღონდ მხოლოდ ზამთარში, სიცივეში, იმიტომ რომ ძაან მალე ფუჭებადია და ცოტა მაინც თუ თბილა ტრანსპორტირებას ვერ ახერხებენ.

სად ყიდიან? იქვე ტაბაწყურის "ბაზარში"?

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 18 2011, 13:02

საზანი რომ მაგ ტბაში არის ეგ ვიცი თან დანამდვილებით.დანარჩენის რა გითხრათ

პოსტის ავტორი: gocha-tita Nov 19 2011, 17:56

აი ესარის რიაბუშკა ჩვენებურად ჭაფალაhttp://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gio.k Feb 23 2012, 21:41

ციტატა(gocha-tita @ Nov 19 2011, 18:56) *
აი ესარის რიაბუშკა ჩვენებურად ჭაფალაhttp://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gio.k Feb 23 2012, 21:54

გამარჯობათ! მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და თუ რამე ისე ვე დავწერე ან ..... ნუ მიწყენთ ! მოკლეთ თევზაობაზეუზომშრყვარებილი კაცი ვარ და ძალიან მახარებს ის რასაც აქ ვკითხულობ,სულ რაღაც ორი დღეა რაც გავიგე ამ ფორუმის არსებობა და თვალს ვერ ვწყვეტ აქაურ პოსტებს, განსაკუტრებით ბატონი გოჩას სტატიებით მოვიხიბლე,(მემგონი თქვნ გოჩა უნდა გერქვათ gocha-tita )მახარებს ის რომ ამდენწლიანი გამოცდილების ადაიანი არ იზარებს და სხვასაც უზიარებ ოთ თავის გამოცდილებას (თქვენ აღნიშნეთ რომელიღაც პოსტში 15 წელია დავდივარო თუ არ მეშლება) და რათქმაუნდა თითოეული ფორუმელი. ძალიან მომენატრა თევზაობა ამ ცივი ზამთრის მერე და იქნებ ერთობლივათ დავგეგმოთ საგაზაფხულო გასვლა 3 ან 4 დღიანი, მე შაორის ან დალის წყალსაცავისკენ მაქვს გეზი. თუ რამე საინტერესო იდეა იქნება მე მზად ვარ. პატივისცემით გიორგი კალანდაძე

პოსტის ავტორი: giga65 Feb 24 2012, 05:59

gio.k
ძალიან კარგია რომ თევზაობა გიყვართ! გარკვევა უნდა" რიბაკებთან", შაორზე როდი იწყებს თევზი "კლიოვს" და შეიძლება 2 ან 3 დღით წასვლა! partyFishing.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Jun 21 2012, 20:23

შეგიძლიათ მითხრათ ტაბაწყურზე მინდა წასვლა და რაზე მოდის?(სიმინდი, პური , წითელი თეთრი ჭია) მაქვს ორი უძუო კოჭა ერთი საშუალო და ერთი დიდი რა ზომა დავაყენო დიდზე ვფიქრობ 4ან5 იანი და რა თევზი მოდის ?

პოსტის ავტორი: arkip Jun 21 2012, 22:05

მოდის მხოლოდ ბადეზე. ისიც თუ ადგილს იპოვი, ადგილობრივებს კილომეტრობით ბადე აქვთ ჩაშვებული.

პოსტის ავტორი: qandara Jul 25 2012, 18:13

ამ შაბათ კვირას მინდა წასვლა და ვინმე ხომ არ იყავით წელს?

პოსტის ავტორი: vaja maisuradze Oct 2 2013, 23:04

რა ხდება ტაბაწყურში ხო არ იცით? გავსებულია ისევ ბადეებით?? დატოვეს ბრაკონიერებმა თევზიი??

პოსტის ავტორი: kajuberi Oct 3 2013, 09:09

ციტატა(vaja maisuradze @ 3rd October 2013 - 00:04) *
რა ხდება ტაბაწყურში ხო არ იცით? გავსებულია ისევ ბადეებით?? დატოვეს ბრაკონიერებმა თევზიი??

წელს ვიყავი 2 ჯერ ჩასული. ისეთი სიტვაცია აღარ არის როგორც ადრე იყოვო თვითონ თქვეს.დაუხიეს ბადააები ზოგს შტრაფიც აკიდეს მარა ღამე მაინც შედიანოო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: vaja maisuradze Oct 3 2013, 23:53

ციტატა(kajuberi @ Oct 3 2013, 10:09) *
წელს ვიყავი 2 ჯერ ჩასული. ისეთი სიტვაცია აღარ არის როგორც ადრე იყოვო თვითონ თქვეს.დაუხიეს ბადააები ზოგს შტრაფიც აკიდეს მარა ღამე მაინც შედიანოო newsmile05.gif

2 ჯერ იყავი სათევზაოდ თუ პროსტა.? ტევზი მოდის? ღიირს სათევზაოდ წასვლა? იჩირება ეხლა რამე?

პოსტის ავტორი: hunter88 Oct 4 2013, 00:04

vaja maisuradze

მე და (გიო,კაჯუბერი) ხშირად დავდივართ ტაბაწყურში კოტეჯი მაქვს, ჯავახეთში რო ვნადირობთ ტაბაწყურში ვრჩებით ხოლე.. სათევზაოთ ჩემი აზრით არ ღირს კრუგომ ბადეებია ტბაზე არ მახსოვსს ვინმეეს კარგათ ეთევზაოს ანკესით ჭაობებთან შეიძლება კარასი დაიჭირო ან ქვირითობის დროს ჭაობში საზანი თუ ხვალ არ მიდიხარ პმ მომწერე ნომერი და ადგილობრივისგან ზუსტ ინფოს მოგაწვდი ტყვილა რომ არ იარო ამხელა გზა!!

პოსტის ავტორი: vaja maisuradze Oct 5 2013, 10:22

გაიხარე ძმაო ასვლას არ ვაპირებ უბრალოდ ბევრი მსმენია და დაინტერესებული ვარ მაგ ტბით. საწყენია რომ ეს ბადეები ესე ძალიან აფუჩებს სიტუაციას. მომავალ სეზონზე უეჩველი ავალ ამ სეზონზე აზრი აღარ აქვს

პოსტის ავტორი: temo 1986 May 10 2014, 20:48

ბიჭებო გუშინ ვიყავი ტაბაწყურის ტბაზე და გაასწორა საკაიფოთ ვითევზაე კარასი მოყვებოდა მაგრამ პატარები, ადგილობრივები იძახდენ სადღაც თვის ბოლოს კარგათ წამოვაო თან დიდები სადღაც ნახევარ კილოიანები მოდისო მაგრათ ვემზადები და ველოდები როდის დათბება partyFishing.gif

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Aug 4 2015, 12:16

ვინმე ხომ არ ყოფილხართ ბოლო პერიოდში? რა ხდება ტბაზე ღირს წასვლა?

პოსტის ავტორი: hunter88 Aug 4 2015, 17:41

ვანიჩკა
დღეს იყო მამაჩემი კარასი დაიჭირეს წვრილი. თუ ქარიაა ჭაობიან ყურეში თუ ითევზავებ სხვაგან აზრი არ აქვს კრუგომ ბადეებია!

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Aug 4 2015, 20:00

hunter88

ციტატა
დღეს იყო მამაჩემი კარასი დაიჭირეს წვრილი. თუ ქარიაა ჭაობიან ყურეში თუ ითევზავებ სხვაგან აზრი არ აქვს კრუგომ ბადეებია!

მადლობა ინფოსთვის newsmile05.gif ბაკურიანში უნდა წავიდე რამდენიმე დღით და გასართობათ წავალ ტბაზეც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Jun 18 2017, 17:44

გამარჯობათ , ტაბაწყურის ტბაზე გადავწყვიტე გასეირნება და ხო არაფერი იცით რა ხდება თევზი თუ მოდის ან საერთოდ თუ შეიძლება თევზაობა??

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)