თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ქედის ტბა

პოსტის ავტორი: 919 Apr 9 2010, 20:20

ვინმე თუ არის ნამყოფი რაჭაში ონის რაიონის უკანასკნელ დასახლებულ
პუნქტში (თუმცა პუნქტი კი არა ერთი ფერმაა) ქედის ტბაზე.
ეს გამდინარე მთის ტბა არის. ამ ტბიდან იღებს სათავეს მდ. ქვედრულა.
ქვედრულაა ადიდეეეებულაააა...
ულამაზესი ადგილია და მანდ ბინადრობს თევზის მხოლოდ ერთი ძვირფასი სახეობა.
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 9 2010, 20:23

919
ქედის არა ქვედის ტბა. შენ ხო არ ხარ მანდ ნამყოფი?

პოსტის ავტორი: 919 Apr 9 2010, 20:39

ისე ამ ტბას ქვედის ტბასაც უწოდებენ.

BEK_M
მართალი ხარ! ქვედის ტბაა, მაგრამ პირველად ასე უწოდა მამაჩემის ცხონებულმა მეგობარმა.
კი, მანდ ვარ ნამყოფი 1987 წელს, 5 ოჯახი, კარვებით 3 მანქანით და 1 თვით - ეს იყო საოცრება...
მის მერე ნორმალურად ჯერ არ მითევზავია :( აი ის იყო თევზაობა რა...

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 9 2010, 20:48

919
მეც მაგ წელს ვიყავი პირველად და უკანასკნელად როგორც იცით ეგ ტბა კომფლიქტის ზონაშია და ამის გამო მიზანშეწონილი არაა ასვლა
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: 919 Apr 9 2010, 21:25

BEK_M

ზუსტად ამის დაწერა მინდოდა...
არა და შემიძლია დავწერო, რომ იქ რომ არის კალმახი, ან იქ რომ იყო კალმახი...
ამისთანა რაოდენობა თუ მენახოს სადმე... კალმახის გარდა არაფერი მოდის რა.

იმედია ბანს არ მომცემს ადმინი... იქ საღი ჭკუის პატრონი არ ავა! ისეეებიიიი-ოსეეებიიიიიი

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 9 2010, 21:29

919
ქვედრულა ჩემ სოფელში ჩამოდის ჩემი ეზოს წინ ათ მეტრში, მდინარეზეც კარგად მოდის კალმახი

პოსტის ავტორი: charch_man Apr 10 2010, 03:20

რა დაიჭირეთ მაგდენი 87 წელს იქნება მოგვიყვეთ , მადლობელი დაგრჩებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Apr 10 2010, 11:22

charch_man

იმ ტბაში კალმახის გარდა თევზი არ ბუდობს...
ახლა თუ ოსებმა ბოლო არ მოუღეს - კარგია
მისადგომად ადვილი არ არის, მაშინ 87-ში გაზ-66ით
ძლივს მივედით.

პოსტის ავტორი: troutbaiter Apr 10 2010, 16:27

ტბას გამჭვირვალობა აქვს დაახლოებით 6 მეტრი. სულ მაქსიმალური სიღრმე - 16მ. წყალს პირდაპირ ტბისას ვსვამდით. წყარომდე მისვლა გვეზარებოდა... თევზზე არაფერს ვიტყვი, ძნელი დასაჯერებელი იქნება. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: 919 Apr 10 2010, 16:36

troutbaiter

+1000! და როდის იყავი ბოლოს?
ეჰ, რა სამოთხე იყო :( სოკო?! სოკოებს მიჰქონდა იქაურობა!!!
ზევით მთაზე კი ერთი ფერმა იყო (1987-ში)...

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 10 2010, 16:45

ეგ ტბა გაჩნდა მეოცე საუკუნის 20 იან წლებში მდინარე ქვედრულამ მთა ჩამოშალა და ასი დღის განმავლობაში ივსებოდა ის ტერიტორია სადაც ეხლა ტბა არის. როცა მთა ჩამოინგრა მდინარე შეწყდა და წარმოიდგინეთ თევზის რა რაოდენობა დარჩებოდა ხმელეთზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Apr 10 2010, 16:53

BEK_M

პატარა შენიშვნა:

სოფელ ქვედში 1886 წელს იყო 57 სახლი ,სახლობდა 330 მამაკაცი და 294 ქალი.1996 წლის მონაცემებით კი 91 სახლია და 179 მუდმივად მცხოვრები.
მიწისძვრა ქვედში ორჯერ მოხდა რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფელს.პირველად მოხდა 1896წელს და მეორედ 1991 წლის 29 აპრილს.პირველი მიწისძვრის შედეგად ჩამოიქცა მთა კლდებოძალის მასივი და ჩაიხერგა ქვედრულის ხეობა,2 კვირის განმავლობაში ივსებოდა ჩაკეტილი ქვაბული და ხუთშაბათ დღეს კი ნაზვური ყრილი გადმოტეხა წყლის ვეება მასამ და ლამის წალეკა მთელი ხეობა.ამ მიწისძვრის შედეგად შეიქმნა ქვედის ტბა.რომელიც ულამაზესია.სამწუხაროდ დღეს ეს ტერიტორია შეიძლება ითქვას დაკარგულია...და იქ ასვლა საშიშია.

პოსტის ავტორი: troutbaiter Apr 10 2010, 18:11

აი ასეთი დამამახსოვრდა ქვედის ტბა 1999 წლიდან

http://www.radikal.ru

კლდებოძალის შთენილი კლდეები შორიდან ციხესიმაგრესავით მოჩანს და ლამაზად აირეკლება ტბის ზედაპირზე.

პოსტის ავტორი: charch_man Apr 10 2010, 21:29

რამდენი ესეთი ულამაზესი ადგილი დავკარგეთ ...

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 10 2010, 23:47

919
ზუსტი თარიღი არ ვიცი ეს ამბავი ბავშვობაში მოვისმინე და ალბად ამის გამო აღარ მახსოვს ზუსტად შენ საიდან გაქ ესე ზუსტი ინფორმაცია?

პოსტის ავტორი: 919 Apr 10 2010, 23:51

BEK_M

ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე, ეტყობა რომ ავტორი გეოლოგი და მხარეთმცოდნეა...
დაგუგლე და ნახავ... newsmile045.gif მდ. ქვედრულა და ქვედის ტბა

პოსტის ავტორი: BEK_M Apr 11 2010, 00:09

919
გაიხარე ძალიან გამიხარდა ეს თემა რო გახსენი და ცოტა არ იყოს შემრცხვა ქვედელ კაცს რო მომასწარი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Jul 17 2011, 09:38

რა დასანანია ესეთი ადგილის დაკარგვა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)