თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ლიპის ტბა

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 23 2009, 11:06

ციტატა(mama7777 @ Sep 23 2009, 10:58 AM) *
ლიპის ტბა სად არის? ახლა მოვა ლიპაზე თევზი?


http://img33.imageshack.us/i/dsc06919.jpg/

http://img199.imageshack.us/i/dsc06919q.jpg/

http://img199.imageshack.us/i/dsc06920.jpg/

http://img199.imageshack.us/i/dsc06922x.jpg/

http://img21.imageshack.us/i/dsc06923w.jpg/

http://img21.imageshack.us/i/dsc06926l.jpg/

http://img26.imageshack.us/i/dsc06927y.jpg/

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 24 2009, 13:35

ციტატა(nika @ 13th July 2009 - 04:26 PM) *
უფასოა და მაგარი ტბაა კარგი წყალიცაა ესენი ატრაკებენ თორე მაგარი წყალია სულ შემავალ გამავალი წყალია სუფთა ადგილიც აქვს და კამიშიანიც, ფსკერი ფოთლიანია (ანუ ლამი არ არის)ჩრდილიანი ადგილიც არის მაგრამ მე გაშლილ ადგილს ვამჯობინებდი.იტოგში პატარა მაგრამ მაგარიტბაა



ციტატა(nika @ 13th July 2009 - 05:25 PM) *
ხრამული მოდის და კარპი ზერკალნი მაგრამ სავარაუდოთ 1 კილოზე მეტი არ უნდა იყოს



ციტატა(nika @ 13th July 2009 - 05:31 PM) *
რაც ვნახეთ და რაც გავიგეთ ეგ იყო კილომდე კარპები მოდისო და 1-2 ცლის ლიფსიტასგან და იმის გარდაც იქნება რამე დიდი მემგონი ყოველშემთხვევაში კარას არ შეუჭამია ტვინი



ციტატა(Karasis mteri @ 14th July 2009 - 08:38 AM) *
საით არის ეგ ლიპას ტბა? გუგლზე ვერ ვიპოვე, შეგიძლიათ რუკა დადოთ?

ციტატა(dubidubiduu @ 14th July 2009 - 12:27 PM) *
თეთრი წყაროდან მარცნივ და ცოტა ქვემოთ პირველივე ტბა რომ ჩანს - ეგაა

ციტატა(vanichka @ 15th July 2009 - 12:32 PM) *
ცოტა უფრო დაწყრილებით შეგიძლიათ რო ახსნათ გზა? თეთრწყაროში უნდა შეხვიდე თუ სადმე მანამდეა გადასახვევი?

ციტატა(vito @ 15th July 2009 - 12:51 PM) *
vanichka
კი თეტრიწყაროში უნდა შეხვიდე, მერე გოროდში იკითხავ და ყველა მიგასწავლის, ახლოს არის,
რომ გაცდები გზიდანაც ჩანს, ძნელი საპოვნელი არ არის

პოსტის ავტორი: giga_bai Sep 25 2009, 01:13

აუ რა კარგი და ლამაზი ტბაა არის.

ეს ხომ არ არის?
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 25 2009, 12:53

giga_bai
კი ეგ არის

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Sep 25 2009, 13:42

და მანდ ბრაკონიერების საქმე როგორ არის?

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 25 2009, 13:43

მე იქ ბრაკონიერი არ მინახია..... საპატრიარქოს უვლის თუ არ ვცდები მაგ ტბებს... ყოველშემთხვევაში პატრონი რომ ყავს ნამდვილად ვიცი

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 25 2009, 13:56

ნიკაP&A
მე რამდენჯერაც ვიყავი ბადე არ შემინიშნია, საპატრიარქო უვლიდა ადრე, ეხლა არ ვიცი უყურებენ თუ არა

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Sep 25 2009, 14:07

და მერე რატომ არ თევზაობთ აქტიურად? კარგად მოდისო თევზი

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 25 2009, 14:16

აქტიურად რა... ამ ზაფხულს საერთო ჯამში საკმაო გასვლები იყო.. მე ორჯერ ვიყავი... და ბიჭებიც იყვნენ რამოდენიმი ჯერ

თან მანდ თEვზი ახალი გაშვებული აქვთ და შესაბამისად - დიდი ეგზემპლიარები ჯერ მაინც და მიანც ხშირად არ გხვდება

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 25 2009, 14:17

ნიკაP&A
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=477

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=437

პოსტის ავტორი: levan Sep 28 2009, 16:07

ამ ბოლო დროს ვინ იყო ამ ტაბზე და თუ დაიჭირეთ რამე. რაზე მოდის კიდევ ეგეც მაინტერესებს

პოსტის ავტორი: dato79 Oct 28 2009, 12:56

გამარჯობათ მეთევზეებო. ხომ არ ყოფილხართ ამ ბოლო დროს ლიპაზე? შაბათ კვირას მინდა გასეირნება, მოდის თუ არ მოდის? წინა დასვენებაზე მარაბდის ტბაზე ვიყავით და - კარჩხანა, კარჩხანა, კარჩხანა................newsmile019.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 28 2009, 13:27

გადავიდა ეტყობა სეზონი და აღარ დადის ხალხი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 28 2009, 13:52

მე ვიყავი 3 დღის წინ... 5 ცალი ხრამული და 1 ცალი 0.100 გრამიანი კარპი დავიჭირე... და 80-120 ლარის პავადოკები დავტოვე წყალში. უძრავი ზაცეპები იყო. მე მანდ წამსვლელი აღარ ვარ მაგის დედაც ვატირე...
მაქეთ თუ წავედი ალგეთზე ჩავალ ჯობია!

პოსტის ავტორი: messidona Oct 29 2009, 08:41

ალგეთზე გაზაფხულამდე არ წახვიდე წყალი არ არის

ისე თუ სურვილი გექნა ერთად წავიდეთ ოღონდ შესართავში

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 29 2009, 10:48

ალგეთზე - ალგეთის თემაში ისაუბრეთ და გასვლას თუ აპირებთ ან გასვლებში დაგეგმეთ (იქნებ კიდე გაჩდეს მსურველი) და ან PM-ით

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 30 2010, 16:50

აბა ხალხნო, ამ შაბათს ვგეგმავ წასვლას ლიპაზე და რას მირჩევთ ღიირს?
ანუ ჯერ ძააბ ადრე ხო არ იქნება, როგორ ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 30 2010, 17:10

შოთა.03
წადი შოთა. ბოლო ბოლო ჩვენ მაინც გავიგებთ მოდის თუ არა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 30 2010, 17:21

ჭალიმგელა

ციტატა(Giorgi @ 30th March 2010 - 18:10) *
წადი შოთა. ბოლო ბოლო ჩვენ მაინც გავიგებთ მოდის თუ არა

შენც კაი ოხერი ხარ
newsmile035.gif
wtfg.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 30 2010, 17:27

შოთა.03
თეთრიწყაროში ჯერ სიცივე იქნება და ესე მალე არა მგონია წყალი გამთბარიყო

პოსტის ავტორი: (dila)adriano Mar 30 2010, 17:54

ციტატა(შოთა.03 @ Mar 30 2010, 17:50) *
აბა ხალხნო, ამ შაბათს ვგეგმავ წასვლას ლიპაზე და რას მირჩევთ ღიირს?
ანუ ჯერ ძააბ ადრე ხო არ იქნება, როგორ ფიქრობთ?

შოთა
ყინულისმჭრელი წაიღე და მარმიშკაზე ითევზავე small3d018.gif

პოსტის ავტორი: ochamchirski Mar 30 2010, 18:09

ჯერ ადრეა

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 30 2010, 18:42

ვაა, მა რა ჯანდაბა ვქნა, კატასტროფულად მეთევზავება!!!!
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 30 2010, 18:44

შოთა.03
ლისზე ადი, კარასზე იკაიფებ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 30 2010, 19:15

ჭალიმგელა

ციტატა(Giorgi @ 30th March 2010 - 19:44) *
ლისზე ადი, კარასზე იკაიფებ

მაგ ლისის ტბას, ისევ გლდანის ტბა ჯობია, უფრო დიდი შანსია საზანი გაბაწრო....
ამ პერიოდში ოღონდ....

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Mar 30 2010, 19:32

რას ლაპარაკობ რადროს ლიპაა?! ცივა იქ ჯერ.
ანდ შენსკენ გლდანის ტბა, ან ლისი ან კუმისი. სხვა გზა ჯერ არაა. კუმისზეც კარასი იქნება როგორც ლისზე და იქნებ საზანიც გამოჩნდეს რა იცი...

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 30 2010, 19:34

FISHING CLUB

ციტატა(FISHING CLUB @ 30th March 2010 - 20:32) *
რას ლაპარაკობ რადროს ლიპაა?! ცივა იქ ჯერ.

აბა როდიდან შეიძლება მანდ დაახლოებით გასვლა?

პოსტის ავტორი: 33 Mar 31 2010, 05:46

ციტატა(შოთა.03 @ Mar 30 2010, 20:34) *
FISHING CLUB

აბა როდიდან შეიძლება მანდ დაახლოებით გასვლა?


შოთა გლდნში ავიდეთ მორიგეობის მერე ან დიღმის ტბებზე ამასეწინათ ვსერავდი ხიდს და ხალხი იყო საღამომდე ალბათ მოდის

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 1 2010, 11:30

033

ციტატა(033 @ 31st March 2010 - 06:46) *
შოთა გლდნში ავიდეთ მორიგეობის მერე ან დიღმის ტბებზე ამასეწინათ ვსერავდი ხიდს და ხალხი იყო საღამომდე ალბათ მოდის

ვაიმე newsmile035.gif
ვინ ხარ კაცო აღარ იტყვი?
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 33 Apr 2 2010, 06:13

ციტატა(შოთა.03 @ Apr 1 2010, 12:30) *
033

ვაიმე newsmile035.gif
ვინ ხარ კაცო აღარ იტყვი?
newsmile035.gif


გიო ვარ ძმაო ქერჩიდან newsmile041.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 11 2010, 20:04

დრეს დილის 7 საათზე ვესტუმრე ამ ლამაზ ტბას, ვიჯექ საღამოს 7 საათამდე, ხეირი 2 გზააბნეული ხრამული....
1 სიტყვით ჯერ კიდევ მინიმუმ 2 კვირა უნდა, რომ გათბეს...
ვცადე წითელი ჭია, თეთრი ჭია, სიმინდი, პური, მანი ფაფა, კოპტონი...
პრიკორმკაც ჩავყარე....
მაგრამ რაი მერე?
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: დიტო Apr 11 2010, 20:12

ერთიც უნდა გემღერა ან გეცეკვა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 11 2010, 20:20

დიტო

ციტატა(dimitri @ 11th April 2010 - 21:12) *
ერთიც უნდა გემღერა ან გეცეკვა

ეჰ, რა აღარ ვქენი, მარა არაოოო
ოჩომ დაგვადო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 33 Apr 12 2010, 06:33

ციტატა(შოთა.03 @ Apr 11 2010, 21:20) *
დიტო

ეჰ, რა აღარ ვქენი, მარა არაოოო
ოჩომ დაგვადო newsmile035.gif


მერე არ უნდა გეთქვა რომ მიდიოდი ჰა ერთ ცალის დაჭერაში მაგარი ვარ ხომ იცი

პოსტის ავტორი: DATKA Apr 14 2010, 11:21

შოთა.03

ორ კვირაში 24 25-ში ვაპირებთ მანდ ასვლას და შესაძლოა რომ უკვე წამოვიდეს თუ კიდევ მოვიცადო?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 14 2010, 11:23

DATKA

ციტატა(DATKA @ 14th April 2010 - 12:21) *
ორ კვირაში 24 25-ში ვაპირებთ მანდ ასვლას და შესაძლოა რომ უკვე წამოვიდეს თუ კიდევ მოვიცადო?

ამინდების მიხედვით, ანუ თუ დათბა, მაშინ ღირს თუ არა და არა....

პოსტის ავტორი: DATKA Apr 14 2010, 11:26

მადლობა დიდი, თქვენ რა ადგილას ითევზავეთ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 14 2010, 11:32

DATKA

ციტატა(DATKA @ 14th April 2010 - 12:26) *
მადლობა დიდი, თქვენ რა ადგილას ითევზავეთ?

მთელ ტბაზე ვიყავით მოდებულები newsmile035.gif

პოსტის ავტორი: DATKA Apr 14 2010, 11:40

ხრამული რაზე დაჯდა ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 14 2010, 14:46

DATKA

ციტატა(DATKA @ 14th April 2010 - 12:40) *
ხრამული რაზე დაჯდა ?

პურზე...

პოსტის ავტორი: DISEVI Apr 14 2010, 17:25

ლისზე გვინდა ბიჭებს ასვლა სათევზაოთ და ფასიანია? როგორ და რაზე მოდის?

სხვაგან სად მირჩევთ წასვლას თბილისთან ახლოს?

წინასწარ მადლობა....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 14 2010, 17:31

DISEVI

ციტატა(DISEVI @ 14th April 2010 - 18:25) *
ლისზე გვინდა ბიჭებს ასვლა სათევზაოთ და ფასიანია? როგორ და რაზე მოდის?

სხვაგან სად მირჩევთ წასვლას თბილისთან ახლოს?

წინასწარ მადლობა....


ეს ლიპის თემაა, აგე ლისის თემა და გადახედე...
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=225

პოსტის ავტორი: DISEVI Apr 14 2010, 17:41

ციტატა(შოთა.03 @ Apr 14 2010, 18:31) *
DISEVI


ეს ლიპის თემაა, აგე ლისის თემა და გადახედე...
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=225



მადლობაა.... newsmile05.gif

ძაან გადავიღალე დღეს და ლისი წავიკითხე.. :( უკაცრავად ოფისთვის...

პოსტის ავტორი: zDATOz May 8 2010, 18:34

ლიპის ტბაზე გვინდა წასვლა ბიჭებს და თუ იყავით ვინმე ამ დღეებში.დაწერეთ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 8 2010, 19:11

ცოტა ცივა მაქეთკენ და რავი,ისე ადით იქნებ ხრამული მაინც შეგხვდეთ

პოსტის ავტორი: DATKA May 8 2010, 21:02

ციტატა(zDATOz @ 8th May 2010 - 19:34) *
ლიპის ტბაზე გვინდა წასვლა ბიჭებს და თუ იყავით ვინმე ამ დღეებში.დაწერეთ
არ წახვიდეთ ჯერ წყალი ამღვრეულია, მე არ ვყოფილვარ მაგრამ ალგეთზე იქიდან მოსულმა ხალხმა მითხრა

პოსტის ავტორი: ვანიჩკა May 12 2010, 07:28

რას ფიქრობთ ღირს ლიპაზე წასვლა? შაბათს მინდა წასვლა და

პოსტის ავტორი: tengo39 May 12 2010, 09:48

მეც მინდა წასვლა ოღონდ კვირას, ნეტა თუ ღირს, ფასიანია თუ არა ხო არ იცით?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 12 2010, 10:17

უფასოა(აქმდე ეგრე იყო)მემგონი წამოვიდოდა უკვე ხრამული მაინც

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 12 2010, 19:58

მე ვიყავი დღეს ლიპაზე, ვაფშე არ დაურტყამს, ვიღაც ტიპმა დაიჭირა 2 მოზრდილი ხრამული და ეგ იყო სულ, აქამდე მოდიოდაო, მაგრამ გუშინ მაგრა აურევიუა ამინდს და აღარ მოდისო ასე თქვეს....

პოსტის ავტორი: tengo39 May 12 2010, 20:45

მადლობ tamplier, კვირისთვის ვგეგმავ, თან კარგი ამინდი იქნება კვირას.

პოსტის ავტორი: tarasa27 May 12 2010, 22:03

სალამი კველას .ხრამული რაზე მოვიდა?

პოსტის ავტორი: ვანიჩკა May 12 2010, 23:23

შოთა.03

ციტატა
მე ვიყავი დღეს ლიპაზე, ვაფშე არ დაურტყამს, ვიღაც ტიპმა დაიჭირა 2 მოზრდილი ხრამული და ეგ იყო სულ, აქამდე მოდიოდაო, მაგრამ გუშინ მაგრა აურევიუა ამინდს და აღარ მოდისო ასე თქვეს....


კარპიც მოდიოდა თუ მარტო ხრამული?

ამ შაბათ კვირას მინდა წასვლა და ვერ გადამიწყვეტია წავიდე თუ არა

პოსტის ავტორი: 33 May 13 2010, 07:29

ციტატა(ვანიჩკა @ May 13 2010, 00:23) *
შოთა.03


კარპიც მოდიოდა თუ მარტო ხრამული?

ამ შაბათ კვირას მინდა წასვლა და ვერ გადამიწყვეტია წავიდე თუ არა


კარპმა დაურტყა მაგრამ ვერ გამოიყვანა სანამ ამინდები არ იქნება არ ღირს დილიდან 2 ხრამული შედეგი არაა მემგონი პატარები გიყვარდეს ისე აწვალებენ რომ გადაგრევენ

ციტატა(tarasa27 @ May 12 2010, 23:03) *
სალამი კველას .ხრამული რაზე მოვიდა?


წითელ ჭიაზე

პოსტის ავტორი: ვანიჩკა May 13 2010, 20:09

ციტატა(33 @ May 13 2010, 08:29) *
კარპმა დაურტყა მაგრამ ვერ გამოიყვანა სანამ ამინდები არ იქნება არ ღირს დილიდან 2 ხრამული შედეგი არაა მემგონი პატარები გიყვარდეს ისე აწვალებენ რომ გადაგრევენ



წითელ ჭიაზე

ესეიგი ჯერ არ ღირს წასვლა

პოსტის ავტორი: 33 May 14 2010, 05:19

ციტატა(ვანიჩკა @ May 13 2010, 21:09) *
ესეიგი ჯერ არ ღირს წასვლა

სანამ მზიან ამინდებს არ საიჭერს და ცოტა არ გათბება წყალი არ ღირს

პოსტის ავტორი: მამუ May 14 2010, 18:05

თბილისიდან რამდენი კილომეტრია და პატარა მანქანით თუ მიხვალ ტბამდე? თუ გზაა იტირე ?

პოსტის ავტორი: 33 May 15 2010, 09:28

80 კილომეტრამდეა ზოგან გზა არვარგა, გოლფით ვიყავით და კარგად იარა

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 15 2010, 09:49

მამუ

ციტატა(mamuka700 @ 14th May 2010 - 19:05) *
თბილისიდან რამდენი კილომეტრია

გააჩნია რა უბნიდან გადიხარ. მაგალითად გლდანიდან სადღაც 70-80 კილომეტრია..

პოსტის ავტორი: tengo39 May 17 2010, 19:47

გაუმარჯოს რიბაკებს. ესე იგი, გუშინ გამთენიისას ვიყავით ლიპის ტბაზე და რაღა არ ვცადეთ, კოპტონი,სიმინდი,წითელი და თეთრი ჭია, კორკა , საერთოდ არ გაეკარა არაფერს. პაპლაუკზე მალიოკი ტვინს ჭამდა,12 საათამდე ვიცოდვილეთ და გამწარებულები წამოვედით.იქიდან ავიარეთ ალგეთზე და იქ კი გიყვარდეს ვისიამოვნეთ. შუადღიდან ხუთამდე კარასები და ხრამულები დავიჭირეთ ჩემდა წილად ორ კილომდე დავიჭირე.არ ვიცი ლიპის ტბას რატო აქებენ.შეიძლება ჯერ ადრეა. არადა პირველად ვიყავი.ალბათ იქით არც გავიხედავ.

პოსტის ავტორი: Rniko May 17 2010, 20:12

ალგეთის წყალსაცავზე იყავი ხო? საზანი ხო არ დაუჭერია ვინმეს კარგად მოდის მაინც?

პოსტის ავტორი: tengo39 May 17 2010, 20:51

საზანი არ ვიცი.აქეთ იქიდან ვინც იჯდნენ ისინიც კარასებს და ხრამულებს იჭერდნენ. ჩვენ გვიან ავედით.დილიდან უკეთესი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: nodo70 May 17 2010, 22:41

ლიპზე ქვედა მხარეს მოდის თევზი , მდინარე საიდანაც შემოდის, წყალი დაწეულია და საერთოდ ვერ მიუდგები! მთელი დღე ტყუილად უნდა იყო. ადგილობრივებმა იციან რაღაც საიდუმლო და არ აბაზრებენ. ისინი აშკარად იჭერენ. ჩვენ ტყუილად დავკარგეთ მთელი დღე

პოსტის ავტორი: მამუ May 17 2010, 23:02

რა თევს იჭერდნენ ადგილობრივები რა ზომებს და როდის იყავი ?

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 3 2010, 18:34

ეხლა ვიყავი ლიპაზე შედეგი 0 ლი. ლოპტონი, სიმინდი, ჭია, ბუღლუჯი, სმესები, კორკა, მალიოკი და მაინც შედეგი 0 ლი მაგის დედაც ...... newsmile040.gif

პოსტის ავტორი: 33 Jun 3 2010, 20:42

ისევ წვიმა ხომ არ იყო?
წვიმის შემდეგ არ მოდის

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 3 2010, 21:53

ნაწვიმარი კი იყო მაგარი მარა ალბათ 2 დღის წინანდელი.

პოსტის ავტორი: დიტო Jun 13 2010, 18:27

დღეს ვიყავი ლიპის ტბაზე,შედეგი არადამაკმაყოფილებელი რამდენიმე ხრამული,ბევრი თაღლითა და 1 ცალი კარპი ალბათ 200 გრამიანი,ვითევზავეთ თითქმის ყველაფერზე რაც დაშვებულია,ფიდერიც ვსინჯე მაგრამ უშედეგოდ,ისე არც არავის არ დაუჭერია,ჩემი აზრით ჯერ კიდე ადრეა

პოსტის ავტორი: geogio Jun 16 2010, 14:52

14:37:35 16.06.2010
ტბებზე თევზჭერის ლიცენზიები აუქციონზე გაიყიდება

საბეჭდი ვერსია


გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების მიერ საქართველოს ცამეტი ტბის ხანგრძლივვადიანი სარგებლობის მიზნით ერთობლივი სალიცენზიო პირობები შემუშავდა, _ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სულხან სისაურმა განაცხადეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია წყლის რესურსებით, ტბებით, თევზის მრეწველობაში გვაქვს პრობლემები. ამის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში, 20-წლიანი სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოვაცხადოთ აუქციონი. ასევე ლიცენზირებისთვის გამოდის ტყის მასივები. ნებისმიერი ბუნებრივი რესურსით სარგებლობაში, თუ ინვესტორების მხრიდან მისი გონივრულად გამოყენების და ინვესტიციების ჩადების ნება არსებობს, ჩვენ, ორივე სამინისტრო მზად ვართ მსგავსი წინადადებები განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ ბუნებრივ რესურსებში მსგავსი ტიპის ინვესტიციებს. ჩვენ მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის სულხან სისაურის თქმით კი, თევზჭერის მიზნით გამოცხადებულია აუქციონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 13 ტბაზე, ასევე ხე-ტყის დამზადების მიზნით აუქციონი 13 ტყის მასივზე. `ფასები არის დაბალი. მოსახლეობას და ამ სახის ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში. ყველაზე მცირე ტბებზე საწყისი ფასი არის 10 000-ს ზემოთ, აუქციონის პირობებიდან გამომდინარე ის კონკურენციის შემთხვევაში გაიზრდება“ - განაცხადა სისაურმა.

აუქციონზე გამოტანილია სანატას, ახმაზის, გედესან გიოლის (შიშველი), ზრესის, სულდის, სამსარის, უძირო, პანტიანის, კაიშაურის ტბები და ალგეთის, ლიპის, სიონისა და ტყიბულის წყალსაცევები. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადების მიღება 16 ივნისიდან დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ტბების სარგებლობისთვის აუქციონი 16 ივლისს გაიმართება.

გოგა ხაჩიძის და სულხან სისაურის განმარტებით, ტბები რეკრეაციულ ფუნქციას შეინარჩუნებს და სპორტული თევზაობა ნებისმიერი მოქალაქისთვის შესაძლებელი იქნება. მოსახლეობისთვის ამ ტბებით სარგებლობისას რაც იყო უფასო, ის დარჩება კვლავ უფასო.

პოსტის ავტორი: gocha311 Jun 18 2010, 09:10

15 ივნისს ვიყავით ლიპას ტბაზე დაან ცუდად მოდის ხრამული 20 ცალი დავიჭირეთ სულ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 1 2010, 16:04

ახალი ხო არ იცით ვინმემ მაგ ტბაზე რა ხდება?
წამოვიდა თებზი?
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jul 11 2010, 21:34

დღეს ვიყავი ლიპაზე.თევზი მოძრაობდა,დაცურავდა,დახტოდა,

პოსტის ავტორი: დიტო Jul 11 2010, 22:26

დაიჭირე რამეე?გოგა

პოსტის ავტორი: გოგა Jul 11 2010, 22:46

აუ რამხელა რამე დავწერე ამის დედა ვატირე და წაუშლია :(


მოიცა გავაგრძელებ newsmile035.gif

წითელ ჭიაზე მოდიოდა მაგრამ ჩაგვეხუთა ჭია და დაიბრიდა,აღარ ვარგოდა.
მტკაველიანი კასიაკები მოძრაობდა ნაპირთან მაგრამ არ ეკარებოდა.მარტო პაპლავოკზე ურტყავდა მალიოკი და ტვინს ბურღავდა.დიდი თევზი არ გაგვკარებია.დონკაც ჩავაგდე სიმინდზე მაგრამ არაფერი,ფური და გაფუჭებული ჭიაყელაც შევზილე მაგრამ მაინც არაფერი,მოკლედ დონკა არ იძვროდა.
დაჭერით დავიჭირეთ 5 ცალი მალიოკი თითის ხელა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: დიტო Jul 12 2010, 10:51

რაღაც მოკვდა წელს ლიპა

პოსტის ავტორი: gocha-tita Jul 12 2010, 11:24

ლიპა კი არ მოკვდა მაგარი სიცხეებია და თევზი არ იღებს ეს ჩათვალე რომ მაგარი ყინვები იყოს იგივეა თანაც მთვარე არ არის კარგი. გლდანის ტბაზეც მოდიოდა ამური მაგრად და რაც მთვარე გამოიცვალა შეწყდა კლოვები.

პოსტის ავტორი: gocha311 Jul 17 2010, 10:25

ერთი კვირის წინ ვიყავი არანაირი ზაცეპი მანდ არ არი ხრამულიც საკაიფოდ ორ კილოზე მეტი დავიჭირე ქვევით დამბასთან,,ადგილიც მაგარი ლამაზია.

პოსტის ავტორი: levani-78 Sep 18 2010, 22:24

დილით მივდივარ 5 საათზე. შედეგები საღამოს

პოსტის ავტორი: levani-78 Sep 19 2010, 19:38

ჩამოვედი ლიპადან ხელცარიელი, საერთოდ არ მოვიდა, რაზე არ ვცადეთ, სიმინდიდან დაწყებული ბოილით დამთავრებული, განა მარტო ჩვენთან, კველა ვინც დღეს თევზაობდა არავისთან იღებდა

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 20 2010, 10:59

levani-78
ხრამულზე ერ გითევზავიათ?

პოსტის ავტორი: levani-78 Sep 20 2010, 11:52

ციტატა(ვიტო @ Sep 20 2010, 11:59) *
levani-78
ხრამულზე ერ გითევზავიათ?

ვითევზავეთ ვიტო მაგრამ 2 ცალი დავიჭირეთ . იქით დამბასთან ხალხი იყო, საერთოდ არაფერი, ტიპებმა აალაგეს და წავიდნენ, ჩვენ საღამოს კლიოვს ველოდებოდით და გავჩერდით იქნებ წამოვიდეს თევზიო, ერთხელაც არ დაურტყია, ვიღაცეები იყვნენ მოსულები ადგილობრივები, იცენიც ამბობდნენ დღეს საერთოდ არ მოდისო. ატმოსქერული წნევა მოქმედებს თევზზე ძალიანო, რავიცი.....

პოსტის ავტორი: vip-travel Sep 21 2010, 19:59

მთელი ღამე არც განძრეულა, არ ცჰაკორმვა დაგვიკლია არც არაფერი
კოპტონი, სიმინდი , ჭია ყველაფერზე გვქონა
დილით 12 მდე არაფერი არ მოსულა. მერე 1 საათში კარპი მოვიდა ალბათ კილო იყო
მერე 4 ცალი ამური, ისინიც ეგრე იქნებოდა
მოსვლა უჭირდა მაგრამ მოვიდა ფაქტია
გემო არცერთს არ უვარგოდა
ვიჯექით მარჯვება მხარეს გაშლილი ადგილი როა
წითელი ჟიგულით, იქ ვექტრა იდგა კიდევ
მერე შავი მერსედესის ჯიპი
ჩვენები მეორე მხარეს იჯდნენ ჯიპით
ეს იმისთვის რომ ნამდვილად ვიყავით

პოსტის ავტორი: davit.p Apr 14 2011, 21:22

წელს რა იქნება ნეტავ ლიპზე, ძალიან მაინტერესებს ეგ ადგილი. არ ვყოპილვარ არასდროს.

პოსტის ავტორი: იაშკა Apr 22 2011, 00:02

უცნაური ტბაა..newsmile05.gifთუმცა იჭირება არის პერიოდი ნორმალურად მოდის.. კილომდე კარპი სარკისებრი.ასევე ხრამულიც დამიჭერია..ქაშაპიც ანკესი ჩაგდებული არ მქონდა რომ დაეკიდა..სიმართლე რომ ვთქვა,ჭირვეულია მანდ თევზიც და ამინდიც ძალიან უცბად იცვლება ხოლმე, და გავლენას ახდენს თევზაობის და ჩაკვრების სიხშირეზე.ასე რომ რაღაც განსაკუთრებულ ზომებს ან სიხშირეს მანდ არ უნდა ელოდო დიდი +ბუნებაა...მე მომწონსnewsmile05.gif)

პოსტის ავტორი: rachinski Apr 30 2011, 00:19

ლამაზი ადგილია

პოსტის ავტორი: იაშკა May 3 2011, 18:58

dastur.gif

პოსტის ავტორი: rachinski May 5 2011, 21:03

.

პოსტის ავტორი: davit.p May 6 2011, 18:57

ჯერ ადრეა ხო ლიპზე წასასვლელად?
და როდესაა სავარაუდო სეზონი ლიპისთვის?

პოსტის ავტორი: იაშკა May 15 2011, 15:26

თვის ბოლოს უკვე კაი იქნება...newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aleko-lipa May 19 2011, 16:17

ეე ლიპა მაგარია ტო, მანდ__ეხლა გეტყვიტ რა მოდის:: კარპი--ტასტალობიკი--საზანიც არის ოღონდ ცოტაა, კიბორჩხალებიც არის,ადრე უფრო ბევრი იყო მაგრამ გაწყვიტეს და მაინც არის ცოტა შემორჩენილი...
newsmile027.gif xoshian.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif partyFishing.gif

პოსტის ავტორი: aleko-lipa May 19 2011, 16:36

შარშან მე ჩემმა ძმამ და ძმაკაცმა დავიჭირეტ 2 კილოანი კარპი,სიმინდზე, კიდევ კაი იქვე საჩოკი მქონდა ნაპოვნი და ამოვიყვანე ტორე მაგარს იწევდა... ისე წელსაც მივდივარ მაგარი იქნება... dastur.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif thinking.gif

პოსტის ავტორი: aleko-lipa May 20 2011, 09:20

მე მანდ მაქვს სახლი მაღლა რო სოფელივითაა სუ მაგლა სახლი,ზაფხულობიტ მანდ ვარ ხოლმე სატევზაოთ და ვიცი რა ხდება.მაგრამ ჯერ ადრეა სატევზაოდ უფრო მაისის. partyFishing.gif partyFishing.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif wtfg.gif thinking.gif xoshian.gif ar-gavidet-sadme.gif dastur.gif movdivar.gif newsmile045.gif newsmile027.gif ბოლოდან.

პოსტის ავტორი: ჩუბო Jun 4 2011, 22:47

დღეს ვიყავი წყალი ტალახის ფერია, ყველაფერი ვცადე მაგრამ საერთოდ არაფერს გაეკარა წყალია დასაწმენდი

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 16 2011, 18:04

ანგელა
ეს ისტორია უფრო მანქანის შესახებაა - ვიდრე თევზაობაზე
ჩემს მანქანას ანგელა ქვია
ჰონდას მოდგმისაა
CRV-ს ოჯახიდან

უთენია არ შევკრებილვართ
ცხრა საათი იქნებოდა როდესაც მაღაზიიდან უკანასკნელი ლიკანი გამოვიტანეთ
ანგელას საბარგული ანკესებით ავავსეთ
და თეთრიწყაროსაკენ დავქოქეთ

იქ მაღლა
ბედენის ქედზე
"დილაადრიანო"-ს ულამაზესი ტბაა
აღსავსე ქაშაპით და ყოვლითა სიკეთითა newsmile05.gif
ანგელაში ოთხნი ვართ
ორი "მეპაპლაოკე"
ერთი "დონკისტი" საზანოვა
და ერთიც მე ოდენ სპინინგითა

როდესაც თეთრიწყაროს გაცდებით
აუცილებლად შენიშნავთ ნავთობ ტერმინალს
იქვე კი ფირნიში წალკისკენ გადახვევას გირჩევთ
ჰოდა გადაუხვია წალკისკენ ანგელამ და
წაფრუტუნდა დილაადრიანოსაკენ
(შარშან
იგივე მოგზაურობის დროს
მან ყვერები მოიძრო და გამოგვიცხადა
კაცთა მოდგმის არ ვარ - მშვენიერი ქალწული ვარო newsmile05.gif
სწორედ მაშინ დაერქვა "ანგელა")

გზის ერთი მონაკვეთი შარშანდელთან შედარებით ხრეშმოყრილი და
სავალად საამურია newsmile05.gif
თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ერთი ტბის ნახვაზე ვოცნებობდი
დილაადრიანოსაკენ გზაზე
იქ სადაც რკინიგზა და დიუნებად და ბარხანებად გადაქცეული მაგლისტრალი ერთმანეთს უახლოვდება
არ მისული სოფელ ივანოვკის გადასახვევემდე
არის ერთი სამანქანო ბილიკი
იქ თუ გადავუხევთ
და შემდეგ ათასწლოვან მუხნარში ჩავუყვებით
ყველაზე მობიბინე მინდორსა და
ყველაზე მოყიყინე ტბას ვნახავთ

ანგელა მუხნარის ტალახიან თავდაღმართში ჩავასრიალეთ
სულ ვაი ვაიო იძახა
მაგრამ მაინც ჩავასრიალეთ

ოთხივე მოანკესე ტბისკენ გავიქეცით
შედეგი:
ძველი დიდების ნგრეული ნაშთი
ჭაოიბი+ჭაობი+ჭაობი :(
ამ ტბას ადრე რაღაც რუსული სახელი ერქვა
თუმცა ადგილობრივები (ივანოვკის მკვიდრები)
"მთვარეს ტბას" ეძახიან
სოფელი ივანოვკა ბოლო ათწლეულში სრულიად გაქართულდა
შეიძლება ითქვას გამეგრელდა newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
"თუთაშ ტბა"
ეს სახელი უფრო ზუსტია
იმის გათვალისწინებით რომ
თრიალეთის ფერდობები და ზეგნები
შორეულ წარულში ბაღვაშების ლაზურ დინასტიას ეკუთვნოდა
მეგრელების დაბრუნება– ლოგიკური და სასიამოვნოა

მოკლედ თუთაშ ტბა ვნახეთ
სათევზაოდ ყოვლედ უვარგისი
ბაყაყნარი
ბალახებში კარჩხანები ღლაბუცობდნენ
მაგრამ რა იცი?..........
იქნებ ეგ ღლაბუციც ბაყაყების დამსახურება იყო? newsmile05.gif newsmile05.gif

სხვა ტბაზე წავიდეთო
თქვა ერთმა
თქვა მეორემ
მესამემ
მეოთხემ

ანგელა ტალახიან მუხნარშია მიტოვებული
ლამის ფარებიდან ცრემლი წამოუვიდეს
ლამის "ლაბავოი" შეეჭმუხნოს
კარგად ესმის რომ ამ აღმართზე ამსვლელი არაა
მალე ამ ჭეშმარიტებას ჩვენს ვიაზრებთ
ტყეში მიმოფანტულ ფიჩხებს ვაგროვებთ და გზაზე ვუფენთ
"ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა,
და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა."

სასწაული მოხდა.....
ბორბლიან ძარიანად შავმიწაში ამოსვრილი ანგელა
სამშვიდობოზე გამოსული
სტალინგრადში მდგარ ტანკის ძეგლს გავდა
ტალახი როცა შეაშრა – მითუმეტეს

დილაადრიანოზე ისევ გავიჭედებითო
თქვა ერთმა
მეორემ და ყველამ – ანგელას ჩათვლით
დავეშვით ლიპისკენ

http://pix.ge/
ყინულზე მოთევზავეები კამერის წინ პ[ოზირებენ

ფეხით დილაადრიანოსაკენ
თუთაშ ტბას ძიებაში
http://pix.ge/

ასეთები ვიყავით თებერვალში
ლიპის წყალსაცავთან
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 16 2011, 18:41

ლიპი
ლიპი
ეს არის მდინარე ასლანკის ღიპი
მდ. ასლანკა დილაადრიანოდან გამოედინება
ერთი პატარა ღელეა
მაგრამ გაბრაზება-ამღვრევა და მოდიდება ჩვევია

წყალსაცავი ამღვრეული და ნაპირებს მობჯენილი დაგხვდა
ნაპირები - ამწვანებული
ტყე - ჩრდილოვანი
დონკისტ საზანოვასთვის - სამოთხე
მეპაპლაოკისათვის - სალხინებელი
სპინინგისტისთვის - ჯოჯოხეთი

თევზი იყო
ვხედავდით დიდი თევზების აკობატობას
თევზი იყო
და ეტყობა დამჭერი არ ვარგოდა
ან მღვრიე წყალი იყო მიზეზი
ან მთვარის დაბნელება იყო მიზეზი
ან ქვირითობა იყო მიზეზი
ან მიზეზს რომ არაფერი გამოლევს - ის იყო მიზეზი newsmile05.gif
დავიჭირეთ ერთი ქაშაპი newsmile05.gif
დავიჭირეთ სამი თეთრულა ashh.gif
ვცადეთ:
სიმინდი
წითელი და თეთრი ჭ...
ბუზი-კალია
სასმელ-საჭმელიც ბლომად ჩავუყარეთ

მოკლედ newsmile019.gif

მაგრამ ძალიან მაგრად დავისვენეთ
ნეტა მაგ სოფელში სახლი არ იყიდებააააა აააა?

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 16 2011, 19:57

აუ საღოლ მაგარი სურათებია d778bc34f693c93907196ff195628213.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: davit.p Jun 21 2011, 21:07

საღოლ ძმაო, აქ მარტო შენი პოსტების წასაკითხად ღირს შემოსვლა newsmile05.gif
წარმომიდგენია, სიონის ამბები რო გადაგხდენოდა რა პოსტს გააშანშალებდი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩიკა Jul 10 2011, 14:20

გამარჯობათ მეგობრებო გუშინწინ 19:20 წავედი ლიპაზე ახალი გზით კოდიდან და20:40- ზე უკვე ადგილზე ვიყავი გავშალეთ ანკესები და გადავყარეთ, გუშინ 15:00 საათზე უკვე სახლში ვიყავი მინდა ვთქვა,რომ ამ ხნის მანძილზე თევზი არ გაკარებია არც ერთ ანკესს არც ჭიაზე არც სიმინდზე, არც პურზე მოკლედ მაგ მხრივ მაგარი დაგრუზული ჩამოვედი სხვა მხრივ კი ბუნებით დამტკბარი და კარგი დრო გატარებული მივედი სახლში. წყალი კი იყო დაწმენდილი და სუფთა მაგრამ ამინდი ატასჯერ შეიცვალა ოდნავ წამოწვიმა კიდეც, მერე მზე გამოვიდა, მერე მოიღრუბლა, ისევ მზე გამოვიდა ხან ნიავი უბერავდა ხან ჩერდებოდა, ეტყობა წნევის ცვალებადობაც იყო შედეგად დავბრუნდი ხელცარიელი

პოსტის ავტორი: dmoral Jul 15 2011, 12:33

ხომ არ იცით რა ხდება ლიპის წყალსაცავზე??

დამბა დაზიანდაო?!

პოსტის ავტორი: ჩიკა Jul 15 2011, 19:49

dmoral
მე ,რომ ვიყავი დამბა არ იყო დაზიანებული

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 16 2011, 19:53

ამ ბოლო წვიმებმა დამბა გაანგირა და დაზიანდა, შესაბამისად წყალი გაუშვეს, მაგრამ რამდენი დარჩა შიგნით კაცმა არ იცის....

პოსტის ავტორი: Qartvela™ Jul 31 2011, 12:00

წასვლას ვაპირებ ლიპაზე, ხომ არ იცით ახლა რა მდგომარეობაა? სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ ...
რაზე ვითევზაოთ? ტივტივასთვის სატყუარად რას მირჩევთ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 1 2011, 07:05

Qartvela™

ციტატა(Qartvela™ @ 31st July 2011 - 13:00) *
წასვლას ვაპირებ ლიპაზე, ხომ არ იცით ახლა რა მდგომარეობაა? სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ ...
რაზე ვითევზაოთ? ტივტივასთვის სატყუარად რას მირჩევთ?

ვაფშე წყალი არის რო მიდიხარ?
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 1 2011, 08:58

ციტატა
ვაფშე წყალი არის რო მიდიხარ?


http://ochopintre.ge/forum/index.php?s=&showtopic=803&view=findpost&p=158953


პოსტის ავტორი: irakli11 Aug 26 2011, 17:38

http://pix.ge/x/b/x/w3f9n/

დაზიანებული ჯებირი http://pix.ge/x/b/m/nfjrc/

http://pix.ge/x/a/p/a6n1c/<a href="http://pix.ge/x/b/r/kb62z/"><img src="http://b.pix.ge/r/kb62z_thumb.jpg" alt="" /></a>


http://pix.ge/x/b/r/kb62z/

http://pix.ge/x/b/s/xu1jn/

http://pix.ge/x/a/x/j3pt8/

აი ეს მდგომარეობაა ტბა დაცლილია თევზი ნაკლებათ არის

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 24 2011, 18:48

ციტატა(irakli11 @ 26th August 2011 - 18:38) *
ტბა დაცლილია თევზი ნაკლებათ არის

D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: dato20 May 16 2012, 20:27

ეხლა რა სიტვაცია თუ იცით ვინმემ?

პოსტის ავტორი: DATKA Jun 14 2012, 23:02

გავიმეორებ კითხვას, თუ ვინმემ იცის.

ლიპის ტბაზე წყალი არსებობს?
თევზი არ მაინტერესესებს, ,,რაკების" პონტში ვკითხულობ.

პოსტის ავტორი: diablo Jun 16 2012, 09:27

ციტატა(DATKA @ Jun 15 2012, 00:02) *
გავიმეორებ კითხვას, თუ ვინმემ იცის.

ლიპის ტბაზე წყალი არსებობს?
თევზი არ მაინტერესესებს, ,,რაკების" პონტში ვკითხულობ.

ხო ეგ საკითხი მეც მაინტერესებს,ხო არავინ იცის რა ხდება? ისე მე თევზიც მაინტერესებს newsmile090.gif

პოსტის ავტორი: maxo06 Jun 16 2012, 10:14

diablo
DATKA
გუშინ დაწერეს ფიშერ.გე-ზე----ლიპა დამშრალია,თავიდან ბოლომდე ჭაობია,ასული ვიყავი და თვითონ ვნახეო.ლიპას თემაში

პოსტის ავტორი: diablo Jun 16 2012, 19:12

vava.gif ძალიან ცუდიიი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 9 2012, 13:49

ესეც ჩვენი დამშრალი და ნამუსახდილი ლიპის ტბა
სურათები გადაღებულია გუშინ!
მეთევზეები იყვნენ და თევზაობდნენ,დრო არ მქონდა მივსულიყავი და მეკითხა.
ისე კი რაცხა აფორიაქებული მეჩვენა წყალი ტბაში,გეგონებოდა უხვთევზიან ტბას წყალი მოაკლეს და თევზი ვიწროდ მოძრაობდა დარჩენილ წყალში.


http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 9 2012, 14:53

აუ რა წუმპედ გცეულა ეს ტბა ტოოო. არა და ძაან მიყვარდა.....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 9 2012, 15:02

შოთა.03
აუ რა წუმპედ გცეულა ეს ტბა ტოოო. არა და ძაან მიყვარდა.....

ხო მეც მაგრამ მიყვარდა ეგ ტბა და კარგი დროც მაქვს ნატარები
იმედია ტყუილად არ არის დამშრალი და ვინც დააშრო გაკეთებას უპირებს(რაშიც ეჭვი მეპარება ძალიან)

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 9 2012, 15:12

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 9th July 2012 - 16:02) *
იმედია ტყუილად არ არის დამშრალი და ვინც დააშრო გაკეთებას უპირებს

წვიმამ დაარღვია დამბა და გადმოხეთქა, არაის დაუშრია, ანუ ბუნებრივად მოხდა ეგა და არა ხელოვნურად....
ასე რო ბუნებას მოსთხოვე სპროსი D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 9 2012, 15:54

ეგ ტბა მომცა და ერთი ორი ზედმეტი ლიმონი ისეთ რამეს მოვაწყობდი მანდ რო ყვარელსაც და ლოპოტასაც .......

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 9 2012, 17:24

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 9th July 2012 - 16:54) *
ეგ ტბა მომცა და ერთი ორი ზედმეტი ლიმონი ისეთ რამეს მოვაწყობდი მანდ რო ყვარელსაც და ლოპოტასაც ...

აბააა შენ ეგა თქვი, ძაან მაგარ რარაცას გააკეთებდა კაცი.....

პოსტის ავტორი: lapsha889 Apr 16 2013, 11:55

ღმერთმა თქვენსავით მოაზროვნე ხალხი გვიმრავლოს

პოსტის ავტორი: nugo1ng Apr 22 2015, 21:09

მოგესალმებით ყველას.კაი ხანია ეს თემა მიტოვებულია, ალბათ იმ მოტივით რომ წყალი დაშრაო. ახალი ვერსიით რუქაზე მაგ ტბას პირვანდელი სახე აქვს თითქოს. შეიძლება ვცდები და თქვენ ხომ არა გაქვთ რაიმე ახალი ზუსტი მონაცემები. წინასწარ მადლობა/

პოსტის ავტორი: natela Apr 30 2015, 22:32

შარშან ზაფხულში ისევ ჭაობივით იყო. თუმცა ხალხი მაინც ცდილობდა თევზაობას. წელს არ ვიცი.

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი May 25 2015, 13:29

გაუმარჯოს ყველა პატიოსან მონადირესა და მეთევზეს!
დღეს დილით ვიყავი ასული ლისზე, სათევზაოდ პირველად ვიყავი მანდ და მე მგონი აღარც გამიჩნდება სურვილი მანდ თევზაობის. საშინელი სიბინძურე და ანტისანიტარია, ბავშვმა დაიჭირა 15 კარჩხანა და ყველა სისხლიანი წყლულებით. ვერ გადამეწყვიტა გამეშვა თუ წამომეღო და სადმე გადამეყარა, ბოლოს მაინც გავუშვი. მე ვითომ ამურზე ვთევზაობდი ლერწმის მონტაჟით მაგრამ 2 უშედეგო ჩარტყმა მხოლოდ. ყველა წუწუნებდა, ხალხი ბევრი იყო. ბოლოს მოვაგროვე ჩემი და რაც ხელი მიმიწვდა სხვისი დაყრილი ნაგავი პარკებში და გავასეირნე პირველ ნაგვის ურნამდე. შორიდან რომ გადახედავ კარგი სათევზაო ადგილია თითქოს მაგრამ ახლოდან ვერ ამართლებს იმედებს. ვინმემ თუ იცის რა ჭირთ კარჩხანებს და ყველა თევზი ეგეთი დავადებულია მანდ?

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი May 25 2015, 17:26

მაპატიეთ ბიჭებო!
ლისის ტბის ამბები დავწერე შეცდომით ლიპის თემაზე. ლისის ტბის თემა დახურულია საერთოდ როგორც ჩანს და სწორიცაა პრინციპში.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)