თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ალიგელის და უზუნგიოლის ტბები სოფ.სანტასთან.

პოსტის ავტორი: davit.p Jul 20 2012, 12:16

გამარჯობათ
გუგლიდან ვათვალიერებ და რამოდენიმე ტბა ჩანს, ორს სახელიც აქვს. უზუნგიოლი და ალიგელი.
ალიგელის სოფლამდე სანამ მიხვალ მანამდე მოჩანს გზიდან მარცხნივ. წალკის წყალსაცავისკენ.
ამ ტბის ზემოდან კიდე ერთი, ოდნავ მოზრდილი ტბა ჩანს. სახელი არ აწერია და არც ვიცი რა ქვია.
რაც შეეხება უზუნგიოლის ტბას:საკმაოდ მოშორებით მოჩანს სოფ სანტას თავზე. თავად ტბაც საკმაოდ მოზრდილია, მაგრამ მისასვლელი გზა არ ჩანს რუქაზე.


თუ ვინმემ იცით ამ ტბების შესახებ, ძალიან გთხოვთ რაიმე ინფო მომაწოდეთ.
აგერ თემა და ახლი სათევზაო ადგილი თუა(ჩემთვის მაგალითად ახალია.) განვიხილოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება.
წინასწარ მადლობა ყველას ვინც დაინტერესდებით ამ თემით.

პოსტის ავტორი: davit.p Jul 20 2012, 17:12

დავიჯერო კაცი არაა ამ ფორუმში ვინც ნამყოფია ამ ადგილებში?

პოსტის ავტორი: ivana101 Jul 20 2012, 18:14

თუ სანტას ტბაზე იძახი მე ვარ ნამყოფი 15 წლის წინ. მაშინ გზა არ არსებობდა ავედით ვილისით. თევზი სტროგათ საზანი. იღებდა ყველაფერს, ყველაზე დიდი დავიჭირე 1,5 კილოიანი, დანარჩენი დიდები რაც ჯდებოდა გამოყვანის დროს ბალახებში ითესებოდა. საერთო ჯამში ერთ დღეში ჩემდაწილად პაპლაოკზე დავიჭირე 20 კილომდე საზანი. ეხლანდელი ინფორმაციით ტბა იმყოფება კერძო საკუთრებაში.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 20 2012, 18:22

ivana101

ციტატა
ეხლანდელი ინფორმაციით ტბა იმყოფება კერძო საკუთრებაში.

dastur.gif

პოსტის ავტორი: davit.p Jul 20 2012, 18:36

ამ სანტასთან 3-4 ტბაა. რომელ ტბაზე საუბრობთ კონკრეტულად. გზასთან ახლოს რომელიც არის? ტუ სოფ სანტას ზემოტ, ნაძვნარის მაღლა მოზრდილი ტბა რომ არის.? აი მანდ არ ჩანს გზა.

პოსტის ავტორი: ivana101 Jul 20 2012, 20:14

ციტატა(davit.p @ Jul 20 2012, 19:36) *
ამ სანტასთან 3-4 ტბაა. რომელ ტბაზე საუბრობთ კონკრეტულად. გზასთან ახლოს რომელიც არის? ტუ სოფ სანტას ზემოტ, ნაძვნარის მაღლა მოზრდილი ტბა რომ არის.? აი მანდ არ ჩანს გზა.

მე რომელი სანტაც ვიცი იქ გზა მაშინ არ არსებობდა და არა მგონია 15 წლის მანძილზე გაეკეტებინოთ. სოფლის თავზეა ნაძვნარში ჩაფლული, ულამაზესი ადგილია. თუ 4X4-ზე არ გყავს არც იოცნებო იქ ასვლაზე.

პოსტის ავტორი: davit.p Jul 20 2012, 20:38

ivana101
გაიხარე. გასაგებია, რომელ ტბაზეც საუბრობ. მაგ მოზრდილ ტბას უზუნგიოლი აწერია გუგლის რუქაზე. newsmile05.gif დაა მანამდე რომ არის, ფერმემბამდე, შედარებით მომცრო ტბა. იქ თუ გითევზავია?

პოსტის ავტორი: ivana101 Jul 20 2012, 22:36

იქ არ მითევზავია, მაგრამ ერთხელ როცა წალკის წყალსაცავს წრეს ვურტყავდი კაი ადგილების დასალივერებლად, მაგ ტბაზე ვნახე რიბაკები რომლებიც ორი ნავით იყვნენ შესულები და ანკესებით თევზაობდნენ, რას იჭერდნენ ნაღდად არ ვიცი. საზნის დაჭერა თუ გინდა ანკესით უკეთეს ადგილს გაგისაიდუმლებ, ოღონდ პმ-ში.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 20 2012, 22:46

ლამაზი ტბაა სანთა, სოფელ სანთის თავზე. გაზა ეხლაც არ არის. არის მაგრამ ქვებში უნდა იძრომიალო, უჯიპოდ ვერ ახვალ. თევზი კარგად იყო, საზანი. ეხლა კერძო საკუთრებაშია და თევზი აღარც დატოვეს, სულ მოსასმელი ბადეებით ამოყარეს. მიუხედავად ამისა მაინც არ უშვებენ სათევზაოდ

პოსტის ავტორი: davit.p Jul 20 2012, 23:20

ivana101
დიდი სიამოვნებით. ამაღამ მივდივარ, 3-4 საათზე. თუ აქ ხარ რამე მომწერე. თუ შევძლებ აუცილებლათ მივალ იმ ადგილზე.

პოსტის ავტორი: davit.p Jul 20 2012, 23:26

ჭალიმგელა
ეგ ტბა არის, ასე ვთქვათ: მაღლა. ანუ წალკის წყალსაცავიდან ვამბოობ. გუგლის რუქას რომ ვუყურებ. მანამდე კი, არ მისული სოფლამდე არის კიდე ერთი ტბა, რომლის სახელიცაა ალიგელი. მომცრო ტბაა. მანდ არ იცით რა ხდება?

პოსტის ავტორი: llevis501 Jul 14 2013, 10:26

მე ვარ ნამყოფი მაგ უზუნგიოლის ტბაზე. წინა პარასკევს ვიყავი, თუ გინდათ გზასაც გასწავლით და თევზებსაც განახებთ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)