თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ვინმეს თუ შეგიძლიათ მირჩიოთ

პოსტის ავტორი: cooldadie Sep 19 2011, 16:59

გამარჯობათ ხლახნო, ახალი ვარ ამ ფორუმზე და როგორც გამოცდილ მოგზაურ მეთევზეებს გეკითხებით სად შეიძლება რაჭაში წასვლა რომ ითევზაოს კიდეც კაცმა და ბუნებითაც დატკბეს? სამსახურიდან გვინდა წასვლა ასე 15 კაცს, შაორს ვუმიზნებთ მაგრამ ამ პერიოდში ძალიან არ ეცივება? ვინ ხართ რაჭველები გამოდით partyFishing.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 19 2011, 17:15

cooldadie

ციტატა(cooldadie @ 19th September 2011 - 17:59) *
ვინ ხართ რაჭველები გამოდით

უნდა დათვალო D.gif D.gif D.gif


შაორზე კარგი ვინ რა უნდა გირჩიოს
არ ეცივება ისე რო ვერ გაჩერდე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 19 2011, 19:26

რასაც შენ ამბობ შაორზე უკეთესს ვერც ინატრებ. თბილად თუ ჩაიცვამთ და წესიერი აღჭურვილობა გექნებათ პრობლემა არ იქნება

პოსტის ავტორი: (dila)adriano Sep 19 2011, 22:41

ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 19 2011, 20:26) *
რასაც შენ ამბობ შაორზე უკეთესს ვერც ინატრებ. თბილად თუ ჩაიცვამთ და წესიერი აღჭურვილობა გექნებათ პრობლემა არ იქნება

გუშინ ჩამოვედი ჯავახეთიდან
ზღვის დონიდან 2075 მეტრზე ვთევზაობდი
იქ არ შეგვცივნია და
შაორზე ხომ საერთოდ newsmile090.gif
ახლა გახურებული ზაფხულია

პ.ს.
ჭალიმგელასგან განსხვავბით ქვემო რაჭველი ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: skipi Sep 20 2011, 00:06

შაორზე დილით ადრეა კარგი თევზაობა მერე ტალღა იცისშუადგისკენ, საღამოსაც კარგია ოღონდ მალე ბნელდება. ასე რომ დილით ჯობია თევზაობა გამთენიისას. სიცივით კიდე არ ცივა ჯერ, რაჭაში რთველი ოქტომბერში იციან და მაგ დროსაც კარგათ ცხელა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 20 2011, 00:28

ციტატა(skipi @ Sep 20 2011, 01:06) *
საღამოსაც კარგია ოღონდ მალე ბნელდება. ასე რომ დილით ჯობია თევზაობა გამთენიისას.

რა მნიშვნელობა აქვს სიბნელეს, მთელი ღამე ვთევზაობთ ხოლმე მად

აი შაორის თემიდან ამოვიღე
ანკესებთანვე გავშალეთ
http://pix.ge/

http://pix.ge/


http://pix.ge/

რაღაც სურათები არ იხსნება. ამ ლინკზე შედით
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=3857&st=0&start=0

პოსტის ავტორი: Davitus Sep 20 2011, 00:29

აუფ, გამახსენდა კაი დრო ვატარეთ აშკარად, ისე ვიძიუები მე მაქვს და მერე ცოტა კაი დრო რომ გავა, კარგ მონტაჟს გავაკეთებ და დავდებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Sos049 Sep 20 2011, 12:00

მართალია!როგორც კი ჰაერი გათბება დილით,ქარი(ნიავი)დაუბერავს და ტალღას მოაყოლებს.ღამე და დილა კი სარკესავითაა წყალი.
პლატინის მარცხენა მხარეს,წყალმცენარეების განიერი ზოლია წყალზე და შესართავის მხარეს იცავს ტალღებისაგან.მე გირჩევდით შესართავის მხარეს,იქ ბანაკისთვის კარგი ადგილებია.
გზა:მე,პირადად გადავდივარ სოფელ ჭელიაღელეს გადასახვევიდან.მერე აუხვევ სოფ.აგარაში(პირდაპირი გზა სოფ თლუღში მიდის),ავუყვები სოფ.უყეში და ჩავდივარ პირდაპირ შაორის სათავის მარჯვენა ნაპირზე.
წელს,გზა გაასწორეს და პატარა მანქანითაც უპრობლემოდ მივა კაცი იქ newsmile029.gif

პოსტის ავტორი: davit.p Sep 20 2011, 22:15

გამარჯობა ყველას.
ამ უქმეებზე მინდა წასვლა(დაგეგმილია კიდეც.)
ვინმე ხომ არ ყოფილა ამ დღეებში შაორზე? როგორი ამინდია და თუ მოყვება თევზი?
ისე ამ ზაფხულს კი ვიყავი, აგვისტოს ბოლო 3 დღე. კაი იყო, ოცნება ავისრულე newsmile027.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: skipi Sep 20 2011, 23:18

თუ ვინმე წახვალთ შაორზე მე გირჩევთ საკორმავი წაიღეთ აუცილებლად

პოსტის ავტორი: იაშკა Sep 20 2011, 23:22

გააჩნია რა გინდა და სად მიდიხარ?აყევი ლაჯანურს..ეს ლეჩხუმია თუ ჭრებალოში მიდიხარ უფრო ახლო იქნება.რიონზეც წვერაზეც შეძლებ და ლაშიჭალისკენ თუ ახვალ კალმახზე,ბუნება ულამაზესი...სიამოვნება მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ

პოსტის ავტორი: littel fisher Jan 25 2012, 17:07



ხახლნო შეგიძლიათ მეც მირჩიოთ სად შეიძლება წავიდე თებერვალი მარტში სათევზაოდ ისე რომ ცოტა დიდი ეგზემპლარები დავიჭირო ? ყველა ტბის პოსტი ვნახე D.gif და ზოგი ამბობს კაიაო ზოგი ამბობს ცუდიაო... აღარ შემიძლია თევზაობა მომენატრა და იმიტომ მივდივარ ესე ადრე სათევზაოდ და ვერ გადამიწყვეტია სად იქნებ მირჩიოთ რამე newsmile05.gif ოგონდ თბილისთან ახლოს გინდ თბილიში რომელიმე ტბა ოღონდ თევზი მოდიოდეს მაგ დროს

პოსტის ავტორი: jorj Jan 25 2012, 19:28

ციტატა(littel fisher @ Jan 25 2012, 18:07) *
ხახლნო შეგიძლიათ მეც მირჩიოთ სად შეიძლება წავიდე თებერვალი მარტში სათევზაოდ ისე რომ ცოტა დიდი ეგზემპლარები დავიჭირო ? ყველა ტბის პოსტი ვნახე D.gif და ზოგი ამბობს კაიაო ზოგი ამბობს ცუდიაო... აღარ შემიძლია თევზაობა მომენატრა და იმიტომ მივდივარ ესე ადრე სათევზაოდ და ვერ გადამიწყვეტია სად იქნებ მირჩიოთ რამე newsmile05.gif ოგონდ თბილისთან ახლოს გინდ თბილიში რომელიმე ტბა ოღონდ თევზი მოდიოდეს მაგ დროს

თბილისის ზღვა/ვარკეთილიდან/მარტის ბოლოს/შამაია

პოსტის ავტორი: littel fisher Jan 25 2012, 19:33

jorj... დიდი მადლობა newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)