თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ტბები მარაბდაში

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 10 2010, 22:39

გუშინ გახლდით მარაბდაში
ვიღებდით დოკუმენტურ ფილმს თევზაობის შესახებ
დანარჩენს აქვე მოგიყვებით

სოფელი მარაბდა მარნეულის გზაზეა და თბილისთან საკმაოდ ახლოსაა
იქვე ჩაედინება მდინარე ალგეთი
მდინარიდან შემოყვანილი არხები რამდენიმე ხელოვნურ ტბას კვებავენ
მათ შორის ყველაზე დიდია "მარაბდის წყალსაცავი"
რომელშიც დამერწმუნეთ საკმაოზე მეტად მძიმეწონოსანი სქელშუბლა და კობრის სანათესაო ბინადრობს
ბლომადაა კარჩხანაც
თუმცა გუშინ ალგეთისპირა პატარა (სიგრძე 100 მეტრამდე, სიგანე 20 მეტრამდე) ტბაზე ვითევზავეთ
თევზაობა ძირითადად მიმდინარეობდა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი"
თუმმცა ეს პრინციპი მხოლოდ თეთრ ამურზე ვრცელდებოდა
რომრლიც ამ ტბაში ხელოვნურადაა მოშენებული
და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს
წითელი ჭიიდან დაწყებული
სიმინდით გაგრძელებული და
ჩვეულებრივი მინდვრის ბალახით დამთავრებული ყველაფერზე იჭირება
თევზი ჯერ თეთრი ამურისათვის ძალიან მცირე ზომისაა (200-800 გრ)
თუმცა ტბაში ბლომადაა მდინარიდან შემოსული მურწა
ნაფოტა
თეთრულა

ტბის გარშემო უამრავი ფუნის მიუხედავად
ბუნება ულამაზესია

დავიჭირეთ ოცამდე ამური (მათგან მხოლოდ ყველაზე დიდი შეიწვა შამფურზე)
უგემრიელესი მურწები
და ბევრი ნაფოტა (რომელიც სხვა თევზებივით ყველა სატყუარაზე ეგებოდა. სიმინდზეც კი)

მოკლედ თევზაობა გაცილებით წარმატებული იქნებოდა
რომ არა რეჟისორ-ოპერატორები
რომლებიც განუწყვეტილ მათთვის საინტერესო პოზაში დგომას გვაიძულებდნენ

და კიდევ ერთი
შოთას მინდა მოვუბოდიშო
შეპირებული ვიყავი წაგიყვან მეთქი
მაგრამ ..........
შემდეგისათვის გადავდოთ

პ.ს
ფოტოებს თავის ვიდეოებიანად აუცილებლად განვათავსებ
მალე

პოსტის ავტორი: goxnari May 10 2010, 22:47

გუგლზე შეგიძლია გვანახო?ფასიანია?ფილმი ტელევიზიით გავა თუ ნაცნობებისათვის არის განკუთვნილი?newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მამუ May 10 2010, 23:41

მეც ძაან დავინტერესდი !

პოსტის ავტორი: goxnari May 10 2010, 23:46

აჰა მაგარი საინტერესოაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: zaza1978 May 11 2010, 09:40

(dila)adriano ვა! მართლა საინტერესოა, იქნებ დეტალურად გვითხრა სად არის გუგლის საშუალებით და რა ღირას

პოსტის ავტორი: Rniko May 11 2010, 16:16

(dila)adriano
ანუ შენ მარაბდის წყალსაცავზე არ გითევზავია ხო? სად ითევზავე იქნებ დაგვიდო google ს სურათი ან ისე აგვიღწერო საიდანააქ მისასვლელი

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 11 2010, 17:28

(dila)adriano

ციტატა((dila)adriano @ 10th May 2010 - 23:39) *
და კიდევ ერთი
შოთას მინდა მოვუბოდიშო
შეპირებული ვიყავი წაგიყვან მეთქი
მაგრამ ..........
შემდეგისათვის გადავდოთ

შენ მაგაზე არ იდარდო გენაც!!!
ფოტო მასალით დაგვტვირთე ოღონდ მალე
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: zDATOz May 11 2010, 17:41

იქნებ ამიხსნა ეგ ტბები სად არის მარაბდაში.თორემ სოფელ მარაბდაში რო ტბაა (ანუ მარაბდის წყალსაცავი) მანდ ერთი ხეც არ დგას რო ჩრდილი იყოს.მანქანით საიდან უნდა მიუდგეთ მაგ ტბებს haied.gif haied.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 11 2010, 18:57

ახლაღა აღმოვაჩინე
რომ GOOGLE ის ფოტოების დადება არ მცოდნია

სოფელ ძველ მარაბდასთანაა
მდინარე ალგეთის პირას
საკმაოდ ადვილია მოსაძებნად

რაც შეეხება ფასს
შემიძლია ტბის პატრონის ნომერი მოგაწოდოთ
მე ბევრი ვესაუბრე
მაგრამ დასკვნა ვერ გამოვიტანე
მაგრამ მგონი 10 ლარზე და გარკვეული რაოდენობით თევზის წაყვანაზე უარი არ უნდა გითხრათ
გარკვეულ რაოდენობას იმიტომ ვწერ
რომ
თევზი ძალიან ბევრია და საკმაოდ ადვილად დასაჭერი newsmile041.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 11 2010, 19:00

უკაცრავად და ეს რაარის?
newsmile035.gif
(dila)adriano
შენ გეუბნები ხო შენ
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 11 2010, 19:08

ციტატა(შოთა.03 @ May 11 2010, 20:00) *
უკაცრავად და ეს რაარის?
newsmile035.gif
(dila)adriano
შენ გეუბნები ხო შენ
newsmile035.gif

newsmile041.gif

ტბის მფლობელის ტელეფონია
899 728154 მახო მენთეშაშვილი


პოსტის ავტორი: Rniko May 11 2010, 22:00

ეს მარაბდის ტბა არის ? თუ მარაბდის ტბა კიდე სხვაა ?

პოსტის ავტორი: მამუ May 12 2010, 01:05

ჯოხი 10 ლარი თუ კაცი 10 ლარი ? ვინმე თუ დარეკავს დაფოსტეთ დაზუსტებული ინფო .

პოსტის ავტორი: goxnari May 12 2010, 01:05

ციტატა((dila)adriano @ May 11 2010, 19:57) *
ახლაღა აღმოვაჩინე
რომ GOOGLE ის ფოტოების დადება არ მცოდნია

სოფელ ძველ მარაბდასთანაა
მდინარე ალგეთის პირას
საკმაოდ ადვილია მოსაძებნად

რაც შეეხება ფასს
შემიძლია ტბის პატრონის ნომერი მოგაწოდოთ
მე ბევრი ვესაუბრე
მაგრამ დასკვნა ვერ გამოვიტანე
მაგრამ მგონი 10 ლარზე და გარკვეული რაოდენობით თევზის წაყვანაზე უარი არ უნდა გითხრათ
გარკვეულ რაოდენობას იმიტომ ვწერ
რომ
თევზი ძალიან ბევრია და საკმაოდ ადვილად დასაჭერი newsmile041.gif


გაიხარე ინფორმაციის მოწოდებისთვისnewsmile05.gif.შეგიძლია კოორდინატები დაწერო და ისე ვიპოვი გუგლში.

პოსტის ავტორი: მამუ May 12 2010, 01:22

აუ არადა რო ვიცოდე სადაა მად წავიდოდი კუმისზე წასვლას ხვალ :( ამ შუაღამეს კიდე მეპატრონეს როგორ დაურეკო? ტეხამს ashh.gif


გადავატყავე გუგლი ვერ ვიპოვე ეს მარაბდა მარნეულთან არც სერჩავს :(

პოსტის ავტორი: მამუ May 12 2010, 08:17

დავრეკე მახოსთან და რავიცი მე არ მაქ ეგეთი ტბაო ჩემ ტბაში პატარა თევზებია ჯერო. აქვე რაგაც ტბააო და 5 ლარი ''1 ჯოხი'' ღირსო. და თევზი არისო როგორც მითხრა. მარაბდაში რო შემოხვალ იკითხე ყველაზე დიდი ტბაო და მიგასწავლიანო . ხო და რა მანიტერესებს (dila)adriano შენ ამ დიდ ტბაზე თუ არ გითევზავია საიდან იცი რო დიდი თევზები ყავთ და ადვილად რო იჭირება ნახე იქ ვინმეს რო ყავდა დაჭერილი ?

პოსტის ავტორი: Rniko May 12 2010, 20:05

ზეგ ვაპირებ წასვლას მარაბდაში და რომელ ტბაზე წავიდე ხომ ვერ მირჩევთ?

პოსტის ავტორი: მამუ May 12 2010, 22:12

ესეგი რა ხდება . დღეს ვიყავი სფელ მარაბდის წყალსაცავზე .

ესეც გუგლის ფოტო მაგ ტბის .

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეგი რა ხდება . 1 ჯოხი 5 ლარი. მეპატრონეს თქმით თევზი არის. საზანი , კარპი , ამური და როგორც იძახის დიდი ეგზემპლიარებიც არისო. კვებით არ ვკვებავო საერთოთო .


ერთი სიტყვით დაგვკერა newsmile035.gif

შევედით ვითევზავეთ... და დაახლოებით მისვლიდან 20 წუთში მართლაც სიმინდზე დავიჭირე 1 კგ-იანი კარპი (სურათს დავდებ სურათების თემაში) იმის მერე ჩვენ აღარ გავიმართლა და დაახლოებით 1.5კგ რაგაცა გამექცა , არ ვიცი საზანი იყო თუ კარპი. წამებში მოხდა ყველაფერი . ეგ იყო და ეგ მეტი ვერაფერი ვერ ვქენით.

ვიყავი 5 ჯოხით(დონკებზე) 3 სიმინდი ,1 კოფტონი ,1 წითელი ჭია.

ჩვენს მოპირდაპირე მხარეს ყავდათ დაჭერილი დაახლოებით 1.3 კგ-იანი საზანი(მგონი წითელ ჭიაზე დასვეს) და რომელიგაცა მაგათგანს ჩვენსავით გაექცა დიდი თევზი (თეთრ ჭიაზე)

კარასს რაც შეეხება როგორც ყველგან მადაც ბლომადაა . ოღონდ კუმისის კარასებთან ოდნავ პატარები.

ხო კიდე 1 ცალი ხრამულიც დავიჭირე პაპლაოკზე.

ჩვენს იქ ყოფნაში დილის 10 საათიდან 8 საათამდე სხვას არ დაუჭერია არაფერი (კარასს არ ვთვლი).დაახლოებით 5-6 მანქანა იყო ჩვენს გარდა .

ახლა თქვენ გადაწყვიტეთ ღირს თუ არა მად წასვლა. მე ვერც იმას ვიტყვი რო მაინცდამაინც გადასარევი ტბაათქო და ვერვ იმას ვიტყვი რო ცუდიათქო. ხო და რიავიციი ვიციი არ ვიცი newsmile011.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 12 2010, 22:29

მარაბდაში ერთი დიდი წყალსაცავია
დანარჩენი - პატარა ტბები
ჩემს მიერ ნახსენებ პატარა ტბაში სათევზაო თევზებიდან
ძირითადია: თეთრი ამური და მურწა (მდინარიდან შემოსული)
თეთრი ამური როგორც ავღნიშნე ჯერ შედარებით პატარაა (200 დან 800 გრამამდე)
თუმცა სტაბილურად იჭირება
ჩვენ დაჭერილთა უმრავლესობა გავუშვით

წყალსაცავზე აზარტი გაცილებით მეტია
თუმცა დაჭერის პერსპექტივა - რა თქმა უნდა უფრო დაბალი
წყალსაცავზე კარგი მეთევზე ათ კილომდე ეგზემპლარსაც დაიჭერს (თუ გაუმართლა, რა თქმა უნდა)

მაგრამ თუ ტბის მფლობელმა გითხრათ არ ვათევზავებო
ისევ წყალსაცავზე ჯობს წასვლა
კარასს ყველა ვარიანტში დაიჭერთ (ძალიან ბევრს)
თან კაი ზომისას (თუმცა უგემურს)


მამუ

შენს მიერ მითითებული წყალსატევი მარაბდის წყალსაცავია
პატარა ტბები მდინარის პირასაა

პ.ს.
ვინ გითხრა რომ ეგ მინგეჩაურია? ashh.gif

პოსტის ავტორი: მამუ May 12 2010, 22:31

ვინ მითხრა და გუგლმა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 12 2010, 22:35

ციტატა(მამუ @ May 12 2010, 23:31) *
ვინ მითხრა და გუგლმა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

გუგლს ნუ ენდობი
გულს ენდე newsmile090.gif

პოსტის ავტორი: მამუ May 12 2010, 22:40

ხო ნუ რა ვიცი მე პირველად ვიყავი საერთოთ მაგ მხარეს და არ ვიცი რა როგორაა და მომიტევეთ.

(dila)adriano იმ ნომერზე რო დავრეკე ესე მითხრა რო არაო მეო არ ვათევზავებო ხალხსო. მე მინდა რო ვინმემ ტბა ამომიცალოსო . ანუ გაყიდვა მინდა თევზისო ერთიანადო.

მეუთხარი 3 თვე მაცადე და ამოგიცლი ანკესითთქო და არაო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ერთი სიტქვით შენ სადაც ითევზავე იმ ტბაზე არ ათევზაევებენ და მარაბდის წყალსაცავის სურათი ეგერ ვიწვალე და დავფოსტე .

ისიც ვიკითხე მოსახლეობაში რო კერძო ტბებში თუ ათევზავებენ ხალხსთქო ფულის გადახდის შემთხვევაშითქო .და ასე მიპასუხეს : აქ ბევრს ააქო ტბებიო მაგრამ არავინ არ შვება ეგრეო. არ გათევზავენენო ფული კი არა სული რო მიცეო .

პოსტის ავტორი: Rniko May 12 2010, 23:01

და ამ წყალსაცავზე დარჩენა თუ შეიძლება ?

მფლობელის ნომერს თუ დაწერთ ძალიან კარგს იზავთ ..

პოსტის ავტორი: მამუ May 12 2010, 23:28

ნომერი არ ვიცი და არც ის ვიცი დარჩენით შეიძლება თუ არა. ერთი ის ვიცი რო ნავი თუ გყავს შეგიძლია შეხვიდე და ნავიდან ითევზაო.

პოსტის ავტორი: zaza1978 May 13 2010, 10:54

მოგესალმებით ყველას!
მოკლედ გუშინ ვიყავით მაგ წყალსაცავზე, 20 წუთში პირველი ნადავლი დაახლოებით 1.5-2 კგ ნაპირზე მოყვანილი გაგვექცა, ნემსკავი გატყდა, თეთრ ჭიაზე. ამის შემდეგ საინტერესო არაფერი ყოფილა მხოლოდ ქარჩხანა დავიჭირეთ ბლომად. სავარაუდოდ თევზი არის ალბათ უმჯობესი იქნება ნავით შესვლა და ისე თევზაობა, მეპატრონეს ვესაუბრეტ და ცოტა ხანში ამური დაიცკებს მოსვლას კალიაზეო.

პოსტის ავტორი: მამუ May 13 2010, 12:58

ციტატა(zaza1978 @ May 13 2010, 11:54) *
მოგესალმებით ყველას!
მოკლედ გუშინ ვიყავით მაგ წყალსაცავზე, 20 წუთში პირველი ნადავლი დაახლოებით 1.5-2 კგ ნაპირზე მოყვანილი გაგვექცა, ნემსკავი გატყდა, თეთრ ჭიაზე. ამის შემდეგ საინტერესო არაფერი ყოფილა მხოლოდ ქარჩხანა დავიჭირეთ ბლომად. სავარაუდოდ თევზი არის ალბათ უმჯობესი იქნება ნავით შესვლა და ისე თევზაობა, მეპატრონეს ვესაუბრეტ და ცოტა ხანში ამური დაიცკებს მოსვლას კალიაზეო.


zaza1978 ესეგი თქვენ ყოპილხართ ჩვენს მოპირდაპირე მხარეს. თეთრი ჯიპით თქვენ იყავით რო ჩავარდით?

პოსტის ავტორი: zaza1978 May 13 2010, 13:16

მამუ
კი ჩვენ ვიყავით

ამ საბათ-კვირას გვინდა ისევ მაქ წასვლა პგპნდ აუცილებლად ნავით უნდა შევიდეთ იქნება რამე ნორმალური ეგზემპლარს გამოვკრათ ხელი

პოსტის ავტორი: მამუ May 13 2010, 14:14

ხო ესეგი წითელი ჭია თქვენთვის გამოურთმებია ჩემ მეგობარს(ხუჭუჭას)

მეც ჩავალ კიდე ერთი ჩასვლა მად ოღონდ მომზარებულ და ზედმეტი ტვინის მჭამელების გარეშე.2 ეგეთი მეგობარი მახლდა თან ჩასვლის მომენტიდან წავიდე წავიდეთო იძახოდნენ.

პოსტის ავტორი: zaza1978 May 13 2010, 14:22

მამუ

კი ბატონო ჩვენ ვუწილადეთ წითელი ჭია, თან აღნიშნეს ბიჭებმა რომ ჩვენსკენ ქარჩხანა საერთოდ არ იჭირებაო, ჩვენთან კიდე ანკესისი ჩაგდება და ზედ ქარჩხანის ამოყვანა ერთი იყო. მოკლედ ნავი უნდა ამ მაბავს და ალბატ შედეგიც უნდა იყოს, მე ასე ვფიქრობ

პოსტის ავტორი: goxnari May 13 2010, 15:01

მარნეულიდან რამდენი კილომეტრი გამოდის?აბა ბრატცი ამ შაბათ-კვირას წარმატებებს გისურვებთ და რომ ჩამოხვალთ ინფო დადეთ,,სასურველია სურათებიც,,newsmile05.gif

პოსტის ავტორი: zDATOz May 13 2010, 15:45

შარშან დავდიოდით მაგ ტბაზე ხშირად, შაბათ კვირას მემგონი წასვლა არ გირს.ხალხი ბევრია და თევზი კი არ მოდის newsmile01.gif ,მეპატრონე აჭმევს მგონი.ისე ამური მოდის 1დან 5 კგ ეგზემპლარები. იცის კალიაზე .ოგონდ კალიაზე უშლიან .საზანიც მოდის ოგონდ ცოტა პატარა.თუ მზიანი ამინდია ჯობია რამე დამცავი საშუალკებები წაიგეთ თორემ ერთი ხე არ დგას newsmile027.gif newsmile027.gif ხო კიდე ტბაში მილით შედის წყალი და ჯობია მაგ ადგილას ითევზაოთ.

პოსტის ავტორი: მამუ May 13 2010, 16:17

ციტატა(zDATOz @ May 13 2010, 16:45) *
შარშან დავდიოდით მაგ ტბაზე ხშირად, შაბათ კვირას მემგონი წასვლა არ გირს.ხალხი ბევრია და თევზი კი არ მოდის newsmile01.gif ,მეპატრონე აჭმევს მგონი.ისე ამური მოდის 1დან 5 კგ ეგზემპლარები. იცის კალიაზე .ოგონდ კალიაზე უშლიან .საზანიც მოდის ოგონდ ცოტა პატარა.თუ მზიანი ამინდია ჯობია რამე დამცავი საშუალკებები წაიგეთ თორემ ერთი ხე არ დგას newsmile027.gif newsmile027.gif ხო კიდე ტბაში მილით შედის წყალი და ჯობია მაგ ადგილას ითევზაოთ.



მეპატრონემ მითხრა რო არ ვაჭმევ საერთოთ არაფერსო და დამშეულებივით არიანო ყველაფერზე იჭირებაო და თუ გაგიმართლაო დაიჭერო. არც ის უთქვია რო კალიაზე არ ითევზაოო(ჯერ რა პონტში უნდა დამიშალოს?) მინდა სიმინდით ვითევზავებ და მინდა კალიით ან სულაც არაფერს არ გაუკეთებ ისე გადავაგდებ! მაგას ვერც გაგიკონტროლებს იქ შენ რაზე თევზაობ სიმინდზე თუ კალიაზე.

ეგ მილი სადაა იქნებ სურათი დადო ან მიმახვედრო რამენაირად.

პოსტის ავტორი: goxnari May 13 2010, 16:21

მანდ რაც ტბებია რომ დაიარო არ მოსულა?ეგრე უფრო მეტი შანსია დიდი თევზების აღების.newsmile05.gifმე თუ წავედი უეჭველი დავირბენ ყველა ტბასnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 13 2010, 17:20

ციტატა(goxnari @ May 13 2010, 17:21) *
მანდ რაც ტბებია რომ დაიარო არ მოსულა?ეგრე უფრო მეტი შანსია დიდი თევზების აღების.newsmile05.gifმე თუ წავედი უეჭველი დავირბენ ყველა ტბასnewsmile05.gif

ტბების შემოსარბენად თუ წახვალ
ჯობს ბლომად ძვალი წაიღო
თორემ იქ ისეთი გველეშაპია (ძაღლი) დაბმული
შეიძლება ანკესიანად შეგახრამუნოს newsmile041.gif newsmile01.gif


ისე ჯერ კალია არ ჩანს
შარშან წყალსაცავზე ათკილოიანი ამური ამოიყვანეს
კალია ჭამა და ლაყუჩებში გაეჩხირა small3d018.gif

პოსტის ავტორი: zDATOz May 13 2010, 19:45

ციტატა(მამუ @ May 13 2010, 17:17) *
მეპატრონემ მითხრა რო არ ვაჭმევ საერთოთ არაფერსო და დამშეულებივით არიანო ყველაფერზე იჭირებაო და თუ გაგიმართლაო დაიჭერო. არც ის უთქვია რო კალიაზე არ ითევზაოო(ჯერ რა პონტში უნდა დამიშალოს?) მინდა სიმინდით ვითევზავებ და მინდა კალიით ან სულაც არაფერს არ გაუკეთებ ისე გადავაგდებ! მაგას ვერც გაგიკონტროლებს იქ შენ რაზე თევზაობ სიმინდზე თუ კალიაზე.

ეგ მილი სადაა იქნებ სურათი დადო ან მიმახვედრო რამენაირად.



ჯერ კალია ადრეა მგონი,არ იქნება.იმ პონტში უშლიან რო ამური მოდის კალიაზე და ეგ თევზი ცოტა გვყავსო .ბალახი რო გაასუფთაოსო ტბაში.მე მაინც კალიაზე ვიჩერდი ამური სხვა არფერზე მოდიოდა.სიმინდზე უფრო საზანი ჯდება.ეგ მილი წყალშია არ ჩანს,სოფლიდან რო მიხვალ ტბაზე მარჯვენა მხარეს წადით. საქონელი ჩამოყავტ მაგ ადგილას და მიხვდებით ნაპირი სულ ატალახებულია newsmile035.gif

ჯერ კალია ადრეა მგონი,არ იქნება.იმ პონტში უშლიან რო ამური მოდის კალიაზე და ეგ თევზი ცოტა გვყავსო .ბალახი რო გაასუფთაოსო ტბაში.მე მაინც კალიაზე ვიჩერდი ამური სხვა არფერზე მოდიოდა.სიმინდზე უფრო საზანი ჯდება.ეგ მილი წყალშია არ ჩანს,სოფლიდან რო მიხვალ ტბაზე მარჯვენა მხარეს წადით. საქონელი ჩამოყავტ მაგ ადგილას და მიხვდებით ნაპირი სულ ატალახებულია

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 13 2010, 20:54

შევეცდები ტბათამფლობელი მახო დავარწმუნო რომ
ტბაზე ფასიანი თევზაობა მისთვის სასარგებლო იქნება
10 ლარი კაცზე მგონი ძვირი არაა

წარმოიდგინეთ რა სიამოვნებაა როდესაც ყოველ ათ წუთში ამოგყავს წყლიდან თეთრი ამური
მართალია ზომებით ვერ დაიკვეხნიან
მაგრამ სატყუარას ისე ყლაპავენ
ღრანჭიკა (პლოსკოგუფცი) თუ არ მიახმარე
ნემსკავს ვერ ამოიღებ
წითელ ჭიაზე კი მურწა მოდის საკაიფოდ

მაგრამ უფრთხილდით თეთრულებს და იმას რასაც თქვენ გამბუზიას უწოდებთ
ლავაში ჩავაგდე წყალში და
მოტორიანი ნავივით დააგრიალებდნენ მთელ პერიმეტრზე
ძალიან ბევრნი არიან ashh.gif

და არანაირი კარასიიიიიი

პოსტის ავტორი: Rniko May 13 2010, 21:50

გველები თუ არიან ?

პოსტის ავტორი: Rniko May 14 2010, 11:44

დღეს ღამე მივდივარ სადღაც 4 საათზე და ვნახოთ შედეგს შეგატყობინებთ ყველაფერზე მოვსინჯავ ჭიაზე წითელზეც და თეთრზეც კოპტონზეც და სიმინდზეც

პოსტის ავტორი: levan May 15 2010, 11:17

ციტატა((dila)adriano @ May 13 2010, 21:54) *
შევეცდები ტბათამფლობელი მახო დავარწმუნო რომ
ტბაზე ფასიანი თევზაობა მისთვის სასარგებლო იქნება
10 ლარი კაცზე მგონი ძვირი არაა

წარმოიდგინეთ რა სიამოვნებაა როდესაც ყოველ ათ წუთში ამოგყავს წყლიდან თეთრი ამური
მართალია ზომებით ვერ დაიკვეხნიან
მაგრამ სატყუარას ისე ყლაპავენ
ღრანჭიკა (პლოსკოგუფცი) თუ არ მიახმარე
ნემსკავს ვერ ამოიღებ
წითელ ჭიაზე კი მურწა მოდის საკაიფოდ

მაგრამ უფრთხილდით თეთრულებს და იმას რასაც თქვენ გამბუზიას უწოდებთ
ლავაში ჩავაგდე წყალში და
მოტორიანი ნავივით დააგრიალებდნენ მთელ პერიმეტრზე
ძალიან ბევრნი არიან ashh.gif

და არანაირი კარასიიიიიი


მეპატრონის ტელეფონი არ იცი? გადავიხდი 10 ლარსაც და 20 ლარსაც სიამოვნებით თუ მართლა მას ემოდის თევზი



პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი May 15 2010, 11:24

სად არის ეგ ტბები გოგლზე ვერ მონიშნავთ?

პოსტის ავტორი: მამუ May 15 2010, 11:44

ციტატა(ალაზნისპირელი @ May 15 2010, 12:24) *
სად არის ეგ ტბები გოგლზე ვერ მონიშნავთ?


მად რამოდენიმე ტბაა და რომელი გაინტერესებს?

ისე გეტყვი 1 -ტბაა მად რომელზედაც ნებადართულია თევზაობა ფულის გადახის შემთხვევაში. და მაგ ტბის გუგლის სურათი ნახე ზედა ფოსტებში არის სადგაც.

პოსტის ავტორი: ivana101 May 15 2010, 12:28

მანდ როგორ არის, დაჭერილ თევზს გატანენ თუ რაიმე შეზღუდვებია?

პოსტის ავტორი: მამუ May 15 2010, 12:46

5 ლარი 1 ჯოხი და არანაირი შეზღუდვა .

პოსტის ავტორი: Rniko May 15 2010, 15:27

დღეს ვიყავი მარაბდის წყალსაცავზე, ეხლა ჩამოვედი საერთოდ არაფერი არ მოვიდა 7 დომკა მქონდა ჩაგდებული ერთი 5 მანქანით იყვნენ ხალხი ნავებითაც ვერაფერი ვერ დაიჭირეს მე მქონდა კოპტონი ჭია სიმინდი გადაგდებული მარა სულ კარასები ეგეც იშვიათად... მოკლედ ჯერ არ ღირს და რავიცი მემგონი საერთოდაც არ ღირს ბევრი ხალხი იყო და ვერეავინ ვერ დაიჭირა თითის ხელა კარასებია რომელსაც ვერც გაარჩევ მარტო ძვალი დარჩება მოკლედ არ ღირს რავიცი მე არ მომეწონა ვისაც წყალსაცავის სურათები აინტერესებს დავდებ რამოდენიმე საათში გადაუღე წყალსაცავს და დავდებ მალე..

პოსტის ავტორი: goxnari May 16 2010, 17:19

ციტატა((dila)adriano @ May 13 2010, 18:20) *
ტბების შემოსარბენად თუ წახვალ
ჯობს ბლომად ძვალი წაიღო
თორემ იქ ისეთი გველეშაპია (ძაღლი) დაბმული
შეიძლება ანკესიანად შეგახრამუნოს newsmile041.gif newsmile01.gif


ისე ჯერ კალია არ ჩანს
შარშან წყალსაცავზე ათკილოიანი ამური ამოიყვანეს
კალია ჭამა და ლაყუჩებში გაეჩხირა small3d018.gif



გასაგებია,ძვალიც მოსულაnewsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 23 2010, 15:08

მოგესალმებით ყველას! ხომ არ ყოფილხართ ვინმე ამ ტბაზე ამ ბოლო ხანს ან ხომ არ იცით რა ხდება?

პოსტის ავტორი: .ZB. Aug 26 2010, 23:17

გაუმარჯოს ყველას წინა სეზონზე ვიყავი ამ ტბაზე და სერიოზული თევზი მოდიოდა საზანი და ამური ოღონდ ამურს თუ დაიჭერდი
მეპატრონე ითხოვდა რო გაგეშვა და ეხლა ამ სეზონზე არ ვყოფილვარ იძახიან რო მეპატრონე ბადის მოსმას აპირებდა ანუ დიდი თევზის ამოყვანას

პოსტის ავტორი: fisherr Sep 30 2014, 18:41

http://postimage.org/ეს ამ ზაფხულს დავიჭირე მარაბდის პატარა ტბაზე.
http://postimage.org/index.php?lang=russian

ციტატა(fisherr @ Sep 30 2014, 19:39) *
http://postimage.org/ეს ამ ზაფხულს დავიჭირე მარაბდის პატარა ტბაზე.
http://postimage.org/index.php?lang=russian

სხვა ვერაფერი ცუდ დგეს დავაბრალე არადა მითხრა ადგილობრივმა რო კარგი ზომის კარპი დავიჭირეთო.

პოსტის ავტორი: fisherr Oct 2 2014, 19:40

ციტატა(fisherr @ Sep 30 2014, 19:41) *
http://postimage.org/ეს ამ ზაფხულს დავიჭირე მარაბდის პატარა ტბაზე.
http://postimage.org/index.php?lang=russian


სხვა ვერაფერი ცუდ დგეს დავაბრალე არადა მითხრა ადგილობრივმა რო კარგი ზომის კარპი დავიჭირეთო.

ყველა დავაბრუნე უკან ტბაში.

პოსტის ავტორი: Shavi Mamba Jun 12 2016, 20:31

გამარჯობათ რიბაკებო, დღეს მარნეულში საქმეები მქონდა და შევირბინე მარაბდის წყალსაცავზე, იქვე ჭიაც ვიპოვე და ერტი სიტყვით შეუდექი საქმეს, დავიჭირე კარასები, 56 ცალი 3 საათიდან 7 საათამდე, ქარი იყო და პაპლავოკით ჭერა ცოტა რთული იყო თორე მეტს დავიჭერდი. მოვიდა ვიღაც თეთრი CR-V თი, და რაღაც უხეშად მკითხა ჩემ იქ ყოფნაზე, იტოგში არ მომეწონა მისი ტონი ასე რო ვთქვათ, ფასიანი არისო და აქ რომ მოდიხართ არც კითხულობთო, კაროჩე ნერვები მომეშალა და დავუძაბე, აბა საბუთები მეთქი რო შენია ტბა, მითხრა საბუთებამდე მიგიყვან წამომყევიო, მე უთხარი რომ თან უნდა გქონდეს მეთქი, უთხარი რომ მე იქ პირველად ვიყავი და არ ვიცი და არც ვიცნობ არავის, ვის უნდა მივცე ფული მეთქი, ბოლო ბოლო დამეთანხმა რომ მართალი ვიყავი და მოლბა. მე მართლა ვიყავი პირველად მარაბდაზე მაგრამ წაკითხული მქონდა ამ თემაში რომ ფასიანი იყო, და მზად ვიყავი ფულის გადასახდელად, უბრალოდ ისე ცუდად დაიწყო ადამიანმა დიალოგი რომ მეც აუკრიფე. გადავიხადე 5 ლარი და გავაგრძელე თევზაობა. სურათები აიპადით როგორ დავდო არ ვიცი ჯერ. მინდა შემდეგ შაბათს ან კვირას დილით ჩავუჯდე ადრე სიმინდით და კოპტონით ცოტა მოზრდილ თევზებს, ამ კარასმა დამღალა )))


http://postimg.cc/image/4evikny2z/


გავერკვიე დ. სურათიც დავდე, კარასია რააა newsmile045.gif


http://postimg.cc/image/r273ftm4r/


პურიც ბავშვებმა ჩაუყარეს

დამავიწყდა, 1 შამაიაც არის, მგონი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)