თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ ბაშქოი

პოსტის ავტორი: goxnari May 23 2010, 22:07

აბა დაწერეთ რა ხდებაnewsmile05.gif.მარშრუტსაც დავდებ ოღონდ ცოტა მოგვიანებით.

პოსტის ავტორი: CECEIRON May 24 2010, 07:54

????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ლეკი May 24 2010, 08:21

goxnari
ეს ტბის სახელწოდებაა?? იქნებ დადო ინფო რა ადგილას არის ზუსტად..

პოსტის ავტორი: goxnari May 24 2010, 13:41

კი ტბის არის,,სოფელ იმერადან არის ზევით ასახვევი,,.ეხლა გავდივარ და მერე დავდებ.მარა მარტო კარჩხანააოქროსფერი,ადრე კარპიც იყო მარა დაამტავრა თავისი არსებობა.ნავიდან 500-900გრ-ანებიც მოდის მოდის,არხში კიდევ 90-150 გრ.მარა ძაან მაგრად.5 საათში 10კგ დავიჭირეთ 2მა.ისიც ცუდი ამინდი იყო და არ გაგვიმართლა.წინა კვირას ტიპებმა იბაზრეს ჩაგდებას ვერ ასწრებდიო.კაროჩე ისევ ვიტყვი რომ ვისაც ტივტივაზე კაიფი ევასება კარასზე მაგათთვის არის ბაშქოი და გოხნარი.ეგეთი ამბებია,მერე დავდებ გუგლის მარშრუტს.

პოსტის ავტორი: goxnari May 26 2010, 15:05

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჩელე May 26 2010, 15:50

goxnari
რამდენი კილომეტრია ხომ არ იცი და კიდევ: ვინმე პატრონობს მაგ ტბას?

პოსტის ავტორი: goxnari May 26 2010, 16:12

სადღაც 90 კმ-ია და ნებისმიერი მანქანით მიხვალ.დაცვა ყავს მარა არ ატრაკებენ რამეს თუ არ გააფუჭებnewsmile05.gif).თევზაობა უფასოა.

პოსტის ავტორი: geogio May 27 2010, 09:20

კი ნებისმიერი მანქანით მიხვალ, ჩემი მანქანით თუ ავედით, ჩათვალე ზ newsmile015.gif newsmile05.gif აპოტითაც ახვალ dastur.gif

პოსტის ავტორი: DATKA May 27 2010, 11:12

goxnari
geogio

მანდ არასდროს ვყოფილვარ, კი ვაპირებდი ასვლას სანახავად წალკიდან რო მოვდიოდით მარა დამეზარა.
მეც მასე გავიგე რომ ნავი აუცილებელიაო, სხვანაირად ვერ ითევზავებო, ბალახიანია ნაპირებიო, მართალია?
ბუნება თუ არის მანდ ჩრდილი რომ იყოს ტბასთან ახლოს ?

პოსტის ავტორი: goxnari May 27 2010, 12:57

ციტატა(DATKA @ May 27 2010, 12:12) *
goxnari
geogio

მანდ არასდროს ვყოფილვარ, კი ვაპირებდი ასვლას სანახავად წალკიდან რო მოვდიოდით მარა დამეზარა.
მეც მასე გავიგე რომ ნავი აუცილებელიაო, სხვანაირად ვერ ითევზავებო, ბალახიანია ნაპირებიო, მართალია?
ბუნება თუ არის მანდ ჩრდილი რომ იყოს ტბასთან ახლოს ?



ჩრდილი არის მარა ტბიდან ზევით ამიტომ მემგონი მანქანის ჩრდილი ჯობიაnewsmile05.gif.გუგლის მარშრუტი დავდე და ნახე მანდ ლურჯად არხი არის შემოხაზული,მანდ ნავი არ არის საჭირო და თევზიც კარგად იღებაnewsmile05.gif.ტბაში კიდევ კილომდე კარასები იჭირება ოღონ მანდ უკვე ნავიდან.

პოსტის ავტორი: geogio May 27 2010, 14:37

არა მგონი ხე არ შემინიშნავს ტბის სიახლოვეს, ყოველშემთხვევაში სანამ ფხიზელი ვიყავი და მერე თუ ვნახე ეგ აღარ მახსოვს newsmile01.gif newsmile035.gif newsmile015.gif haied.gif

პოსტის ავტორი: goxnari May 27 2010, 22:04

საღოლ ცხვირ ჩაგეთვალა ბრატnewsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: geogio May 28 2010, 10:17

გაიხარე noso.gif

პოსტის ავტორი: goxnari May 29 2010, 18:09

ბიჭო სადღაც ერთ კვირაში გავგაზოთ? ოღონდ ამინდი გვინდარა თორე წვიმამ გააჯაზა უკვე,მაგის დედაც.

პოსტის ავტორი: geogio May 31 2010, 09:11

ხო ამინდი თუ კაი იქნება კლოვიც იქნება და ქვირითობასაც მორცებიან და უფრო მოვა წესით ვნახოთ მოვიფიქროთ და გავგაზოთ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 31 2010, 09:15

ხალხნო თევზაობის დაგეგმვები და ამდაგვარი საუბრები ან მირადში ან სხვა თემაში გთხოვთ
ეს თემაც გასუფთავდება

პოსტის ავტორი: goxnari Jun 1 2010, 01:22

ციტატა(T A M P L I E R @ May 31 2010, 10:15) *
ხალხნო თევზაობის დაგეგმვები და ამდაგვარი საუბრები ან მირადში ან სხვა თემაში გთხოვთ
ეს თემაც გასუფთავდება


მიღებულიაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 1 2010, 10:00

goxnari
გაიხარ

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 3 2010, 22:01

ამაღამ დავისვენებ და
ხვალ დაწვრილებით გიამბობთ ჩვენ თავგადასავალს
და თავად ბარეთის ტბის (რომელსაც ბაშკოის ეძახით) ამბავს. newsmile041.gif

საათია რაც ჩამოვედი

პოსტის ავტორი: goxnari Jun 4 2010, 13:16

ციტატა((dila)adriano @ Jun 3 2010, 23:01) *
ამაღამ დავისვენებ და
ხვალ დაწვრილებით გიამბობთ ჩვენ თავგადასავალს
და თავად ბარეთის ტბის (რომელსაც ბაშკოის ეძახით) ამბავს. newsmile041.gif

საათია რაც ჩამოვედი

ვაააა მაგარს ველოდებიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 5 2010, 22:54

ციტატა(goxnari @ Jun 4 2010, 14:16) *
ვაააა მაგარს ველოდებიnewsmile05.gif

მაპატიე
ხომ იცი აქ უმრავლესობა რაჭველები ვართ
კარგად გამოვფხიზლდები
და დეტელურად აღვწერ ყოველივეს small3d018.gif

პოსტის ავტორი: ivana101 Jun 6 2010, 01:33

ციტატა((dila)adriano @ Jun 5 2010, 23:54) *
მაპატიე
ხომ იცი აქ უმრავლესობა რაჭველები ვართ
კარგად გამოვფხიზლდები
და დეტელურად აღვწერ ყოველივეს small3d018.gif

აქ უკვე ინტრიგას აქვს ადგილი newsmile090.gif ნუ დაგვაწყვიტე ნერვები, ორი დღეა ხალხი შენებურ რეპორტაჟს ელოდება thinking.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 6 2010, 17:33

საკუთარ თავში მოგზაურობის შემდეგ
ყველაზე საინტერესო მოგზაურობა რუკაზე მოგზაურობაა small3d018.gif
კუსმოსურ რუკებზე არაფერი რომ არ ვთქვა (სხვა თემაა)
საქართველოს რუკაზეც შეიძლება აღმოაჩინო შენში ჩასახლებული პრჟევალსკი ან მიკლუხო-მაკლაი small3d018.gif
მითუმეტეს არსებობს სატელიტური რუკების საიტი wikimapia.org

სწორედ ამ საიტზე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა თრიალეთის ზეგნისაკენ
კერძოდ ბარეთის ტბისკენ
GOOGLE -ის საძიებო სისტემით ვიპოვნე ყველა ვებ გვერდი
სადაც ასე თუ ისე ნახსენები იყო ბარეთის ტბა ან თქვენებურად "ბაშქოი"
პიემებით გავესაუბრე რამდენიმე ამ ტბის "პიარშიკ" მეთევზეს
და ყველამ ერთხმად დამიდასტურა
რომ
ბარეთის ტბა საქართველოში ბრაკონიერებისგან ერთ-ერთი ყველაზე დაცული ტბაა
რომ
თავად ტბის გეოგრაფიული მდებარეობა
დაბალი სიღრმე
და ხშირი მცენარეული საფარი ძალაუნებურად განიზიდავს ბრაკებს
რომ
ტბა კარჩხანად დუღს
(ერთ-ერთმა საზანის დიდი რაოდენობით არსებობაც კი დამიდასტურა)
და ყველამ ერთი აუცილებელი პირობა დაასახელა:
ნავი

ნავი გავჩითეთ small3d018.gif
ღამით დახუჭული ქუთუთოების ქვეშ შემოპარულმა გიგანტურმა კარჩხანებმა და სხვებმა
მართალია ძილი დამიფრთხეს
მაგრამ ღამის 4 საათზე უკვე ჩაცმული ვიყავი
და ოთხივე ანკესი იღლიებს ქვეშ მყავდა ამოჩრილი

იმღამინდელმა კოკისპირულმა წვიმამ კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა ჩვენს მოგზაურობას
დავიძარით
ჯერ წყნეთი-ბეთანია
შემდეგ ახალი პანტიანი - ორბეთი
მერე დიდი თონეთი - მანგლისი
ჩავუხვიეთ ქვევით და ასფალტიანი გზაც დამთავრდა
ბუნება?
მგონი აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებას ასე არასდროს მოვუხიბლივარ small3d018.gif small3d018.gif
მაშინ უკვე სერიოზულად ინანა იმან ashh.gif
ვისაც ძალიან ვთხოვე
შენი კარგი ფოტოაპარატი წამოიღე მეთქი
არც ძილი გვახსოვდა და არც ტბაში "დაბმული" კარჩხანები

გადავიარეთ მდინარე ალგეთი
მდინარის ანკარა წყლის დანახვის შემდეგ ყველას ერთი აზრი გაუჩნდა:
ხომ არ გავჩერდეთ აქ?
ამაზე უკეთეს სათევზაო ადგილს სხვაგან სად ვიპოვნით-თქო.
მაგრამ იმ დღეს თევზზე მთავარი მოგზაურობა იყო
გავიარეთ გვირილად მობიბინე მთის ფერდობები
დროებითი ფერმები
გოხნარის ტბიდან გამომდინარე ღელისპირა წყაროს წყალი დავლიეთ
და ისევ წინ
მალევე გამოჩნდა სოფელი იმერა
სოფლის სახლებს აშკარად ეტყობათ არაქართული წარმოშობა
თუმცა სოფლის დათვალიერება სამომავლოდ გადავდეთ და
ბარეთის ტბისკენ გადავუხვიეთ
გადასახვევში დგას აბრა რუსული წარწერით "ბაშკოვო"
ასე ეწოდება სოფელს რომელიც ტბის შორიახლოსაა

სულ რაღაც ათიოდე წუთი
და გამოჩნდა ლელიანით გარჩემორტყმული საკმაოდ მოზრდილი ტბა
ვთქვი
მოვედით

პირველ რიგში შევჩერდით ჩვენი "გოხნარი"-ს მიერ მითითებულ არხთან
(ეს არხი სამოცდაათიან წლებში გაიყვანეს ტბიდან
რამაც წყალსატევის დონე რამდენიმე სანტიმეტრით დასწია)
არხი წარმოადგენს ბალახით დაფარულ პატარა ღელეს
იქ თევზაობა ამხელა გზაზე წამოსული ხალხისთვის ცოტა შეურაცმყოფელი იყო
(ან როგორ უნდა გვეთევზავა?)
ამიტომ გავაგრძელეთ გზა ტბის გარშემო
რათა დაგვეძებნა ლელიანისგან გათავისუფლებული ადგილი
ნავის შესაცურებლად და ნაპირიდან სათევზაოდ

ირგვლივ ადამიანის ჭაჭანება არ იყო
გაგიკვირდებათ და ტბის გარშემო არც ერთი ბოთლი
სიგარეტის კოლოფი
პოლიეთილენის პარკი
არ შეგვინიშნავს
ყველაფერი მიუთითებდა იმაზე
რომ ჩვენ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ ტბაზე ვიმყოფებოდით.

პირველი ცოცხალი არსება რაც შეავამჩნიეთ იყო ნაცრისფერი წერო იგივე Grus grus
თუმცა მთავარი ნაცნობობა ჯერ კიდევ წინ იყო
სათევზაო ადგილის ძიებაში ბევრი ვიარეთ თუ ცოტა
ტბის პირას ყველამ აშკარად დავინახეთ მეთევზის თავი
გადავწყვიტეთ მივსულიყავით მასთან და რჩევაც გვეკითხა
თუმცა 15 მეტრითაც არ ვიყავით მიახლოვებული
როდესაც "მეთევზემ" ფრთები გაშალა და ........
ერთხმად: "ბოზიშვილი ვიყო" აღმოგვხვდა newsmile05.gif
უზარმაზარი არწივი......
მანქანა შორიახლოს გავაჩერეთ და წყალსატევისკენ დავეშვით
არწივის ნახვამ მისტიურ განწყობაზე დაგვაყენა და
ტბიდან მომავალ ყველა ხმას გულისყურით ვუსმენდით
(ხმები კი იცოცხლე) newsmile041.gif
ერთმა ისიც თქვა
ამ ტბაში ლოხ ნესი რომ გაგვეძროს არავის გაუკვირდესო newsmile090.gif

სანაპირო ლელიანისგან თავისუფალი იყო
და სათევზაოდ საკმაოდ ნორმალურადაც გამოიყურებოდა (ნუ ყველაფერი ფარდობითია ამ ქვეყნად) newsmile041.gif
ყოველი შემთხვევისათვის ნავის შესაცურებლად გამოდგებოდა

ანკესის გაწყობამდე გადავწყვიტე დამეთვალიერებინა ადგილობრივი ენტომოფაუნა (მწერები)
წყალში ბლომად იყვნენ ჩემთვის უცნობი უხერხემლოები და კიბოსნაირები
კოღოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია (მაგრამ არ იკბინებოდნენ) newsmile027.gif
იქვე სანაპირო ქვაზე ვიპოვნე მოზრდილი წურბელა
რომელიც სასწრაფოდ ჭიების ყუთში გავამწესე newsmile027.gif

ახლა რაც შეეხება თავად ტბას
პირველი წკიპურტი მისი მხრიდან მაშინ მივიღეთ
როდესაც "პრიკორმკა" დავამზადეთ და მასში სანაპიროს ნიადაგის გარევაღა გვრჩებოდა
ჩემდა გასაოცრად ტბაში ნიადაგის ფენა საერთოდ არ აღმოჩნდა
ამის მთავარი მიზეზი კი ისაა
რომ წყალსატევი ეგრეთწოდებულ სინკლინურ მულდეშია განლაგებული
გასაგებად რომ ავხსნა
სინკლინური მულდე გახლავთ გეოლოგიური ტერმინი
რაც ერთი მთლიანი ქანის ოვალურ დაწევას ნიშნავს
ტბის ფსკერი მთლიანად კლდეა
ხოლო ტბის სიღრმე არამგონია რომელიმე ადგილას მეტრს აღემატებოდეს
ასეთ ფსკერს არ გააჩნია ღრმულები ან რამე მსგავსი
ის მთლიანად ერთ დონეზეა მოსწორებული

შემდეგი წკიპურტი რომელიც ტბამ გვითავაზა
იყო ის რომ
ნავით გასვლის შემდეგ წყალსატევის მთელი ზედაპირი მცენარეებით დაფარული აღმოჩნდა
ის შორეული ადგილებიც კი
რომლებიც ნაპირიდან თითქოს სუფთა ჩანდა
სიღრმე მეტრს არსად არ აჭარბებდა

ახლა თევზაობა:
პირველი კარჩხანა იქვე ნაპირიდან დავიჭირეთ
ის იყო პატარა
თუმცა წურწკურით სდიოდა ქვირითი
შემდეგი კარჩხანა უკვე მე ამოვიყვანე
ისევ ნაპირიდან
წონა 300 გრამამდე
მას მოყვა ერთი 200 გრამიანიც და
შემდეგ სრული მდუმარება

ნავით თევზაობა ოდნავ შედეგიანი იყო
დავიჭირეთ 2 კილომდე
თუმცა პატარები

შუადღისთვის ეგ პატარები ნაპირსაც მოაწყდნენ და
3 კილომდე მანდაც დავიჭირეთ

მოკლედ თევზაობა დიდი ვერაფერი
(შეიძლება ქვირითობის ბრალიც იყო) newsmile058.gif
თუმცა როდესაც კარჩხანის დასაჭერად მიდიხარ
მაინცდამაინც სათევზაო წარმატებებზე არ უნდა გქონდეს აქცენტი გაკეთებული

ჩვენთან ერთად თევზაობდა 12 (დავითვალე) არწივი
ისინი ჩვენსგან რაღაც 20-25 მეტრში დაფრინავდნენ
(საერთოდ არ ეშინოდათ)

მერე იყო არაყი და საბუნებისმეტყველო სადღეგრძელოები newsmile045.gif
ვაღიარეთ რომ წამოსვლა ღირდა
თუნდაც არწივების ხათრით
თუნდაც იმის ხათრით რომ საღამოს ხუთი საათი ისე შესრულდა
კაციშვილი არ შეგვინიშნავს ახლომახლო

მოკლედ
ამ ტბაში შეუძლებელია ყოფილიყო კარჩხანის გარდა სხვა თევზი
ლეგენდები კობრისნაირებზე მხოლოდ ლეგენდებია
ისინი ვერ იარსებებენ ისეთ წყალსატევში
რომლის ფსკერზეც არაა ნიადაგი
კარჩხანა კი ბლომადაა (ალბათ)
თუმცა ისინი პურს და სიმინდს პირს არ აკარებენ
და მხოლოდ ხორცეულს გეახლებიან
(ამ მარხვაშიც კი newsmile090.gif )
(ბოლოს როდესაც ჭია დაგვიმთავრდა ძეხვის ნაჭრებზე ვიჭერდით)

ერთადერთი ნაკლი ამ მოგზაურობისა ის იყო
რომ ფოტოაპარატი არ წაგვიღია newsmile019.gif

პოსტის ავტორი: goxnari Jun 8 2010, 21:46

ძაან მაგარი სტატიაა გაიხარე,ასე მეგონა მეც იქ ვიყავი,მაგარიაnewsmile045.gif.გუშინწინ მეც ვიყავი,ნავიც გვქონდა მარა 3 კილოს მეტი ვერ დავიჭირეთ.150 გრამზე დიდი არ ჯდებოდა:(.მანდ ნავით პირველად ვიყავი და მცენარეებმა გამაცოფა,მერე უფრო ნაპირისკენ გავაძრე დუმფარები და იქ ის მურტალი მცენარეები აღარ იყო და არც ზაცეპი.უფრო ნავით სეირნობა გამომივიდა ვიდრე თევზაობა მარა მაგარი დავისვენე.საეთო ჯამში კარგი დასვენება გამოვიდა თევზაობას თუ არ ჩავთვლიტnewsmile05.gif).ხო დამავიჭყდა სანამ მანდ მივიდოდით ლიპაზე ვიყავით და მემგონო გალავლი ქვია ეგენი დავსვით 6 ცალი.ეგ იყო და ეგ.საერთო ჯამში გაასწორა.

პოსტის ავტორი: goxnari Jun 10 2010, 20:19

შენიშვნა: ეგ ლიპა არ ყოფილა გუგლზე ვნახე და ლიპა სულ სხვა მხარეს არის.ჯეიჰანის გზა რომ უხვევს მაქეთ არის და არც ვიცი რა ტბაა.იცით ვინმემ რა ქვია?ივანოვკასთან არი.

პოსტის ავტორი: ivana101 Jun 10 2010, 21:55

ივანოვკაზე მე ვარ ნამყოფი, სოფელ ივანოვკაშია და როგორც მახსოვს ორი ულამაზესი კუნძულიც აქვს მაგ ტბას.

პოსტის ავტორი: goxnari Jun 11 2010, 00:37

ციტატა(ivana101 @ Jun 10 2010, 22:55) *
ივანოვკაზე მე ვარ ნამყოფი, სოფელ ივანოვკაშია და როგორც მახსოვს ორი ულამაზესი კუნძულიც აქვს მაგ ტბას.


დაგიჭერია მანდ რამე?კიიი ძაან ლამაზი ტბაა 2 კუნძულით.ეგეთ მაგარ ადგილას არასდროს არ ვყოფილვარ,სილამაზით დაგლიჯა.თან ისე იჩითება რომ ჯერ არ ჩანს და უცებ მაგარი სილამაზის ტბა ეძრობაnewsmile05.gifთევზიც ბლომად დახტოდა თან დიდი ეგზემპლარები მარა შორს იყო და ვერ გავარჩიე რა ჯიში იყო.სულ 6 ცალი დავიჭირეთ და მემგონი გოლავლი იყო.ისე ქართულად როგორ არის გოლავლი?

პოსტის ავტორი: Maverick Jun 11 2010, 08:15

goxnari
დადე აბა გუუგლიდან მაგ ტბის სურათი

პოსტის ავტორი: Davitus Jun 11 2010, 08:36

(dila)adriano


გაიხარე ასეთი ლამაზად საკითხავი რეპორტისთვის newsmile05.gif... დაუზარელი კაცი ხარ... დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დასანანია ასეთ ლამაზ რეპორტს სურათებით რომ ვერ ავსებ...

პოსტის ავტორი: ivana101 Jun 11 2010, 10:17

ციტატა(goxnari @ Jun 11 2010, 01:37) *
დაგიჭერია მანდ რამე?კიიი ძაან ლამაზი ტბაა 2 კუნძულით.ეგეთ მაგარ ადგილას არასდროს არ ვყოფილვარ,სილამაზით დაგლიჯა.თან ისე იჩითება რომ ჯერ არ ჩანს და უცებ მაგარი სილამაზის ტბა ეძრობაnewsmile05.gifთევზიც ბლომად დახტოდა თან დიდი ეგზემპლარები მარა შორს იყო და ვერ გავარჩიე რა ჯიში იყო.სულ 6 ცალი დავიჭირეთ და მემგონი გოლავლი იყო.ისე ქართულად როგორ არის გოლავლი?

დაჭერით ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, მაგრად ციოდა, აქ რომ გაგანია ზაფხული იყო და მაგრად ცხელოდა, იქ ხეებს კვირტები ახალი დამსკდარი ქონდა, მანდ ალბათ ივლისიდან კარგი იქნება. თევზი მართლაც ბევრი ყავს თანაც კარგი ეგზემპლარები.

პოსტის ავტორი: Maverick Jun 11 2010, 10:45

ivana101
სად არის ეგ ტბა? ივანოვკაშის ტბა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 11 2010, 10:51

goxnari

ციტატა(goxnari @ 11th June 2010 - 01:37) *
დაგიჭერია მანდ რამე?კიიი ძაან ლამაზი ტბაა 2 კუნძულით.ეგეთ მაგარ ადგილას არასდროს არ ვყოფილვარ,სილამაზით დაგლიჯა.თან ისე იჩითება რომ ჯერ არ ჩანს და უცებ მაგარი სილამაზის ტბა ეძრობათევზიც ბლომად დახტოდა თან დიდი ეგზემპლარები მარა შორს იყო და ვერ გავარჩიე რა ჯიში იყო.სულ 6 ცალი დავიჭირეთ და მემგონი გოლავლი იყო.ისე ქართულად როგორ არის გოლავლი?


http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=69

პოსტის ავტორი: ivana101 Jun 11 2010, 12:48

ციტატა(Maverick @ Jun 11 2010, 11:45) *
ivana101
სად არის ეგ ტბა? ივანოვკაშის ტბა?

თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ივანოვკაში.

პოსტის ავტორი: goxnari Jun 11 2010, 14:18

ციტატა(Maverick @ Jun 11 2010, 09:15) *
goxnari
დადე აბა გუუგლიდან მაგ ტბის სურათი



ვერ დავდებ არ ჩანს,გზა მიდის და ტბა არსად არ არის:(

ციტატა(ivana101 @ Jun 11 2010, 11:17) *
დაჭერით ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, მაგრად ციოდა, აქ რომ გაგანია ზაფხული იყო და მაგრად ცხელოდა, იქ ხეებს კვირტები ახალი დამსკდარი ქონდა, მანდ ალბათ ივლისიდან კარგი იქნება. თევზი მართლაც ბევრი ყავს თანაც კარგი ეგზემპლარები.


ესეიგი ეხლა ქვირითობს ეტყობა და მართლა ივლისისკენ გაასწორებს.მაგარი ტბაარაnewsmile05.gif

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 11 2010, 11:51) *
goxnari


http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=69



მადლობა ამ თევზის ინფოსთვის,გაიხარეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ivana101 Jun 11 2010, 19:51

მანდ წამსვლელებმა გაითვალისწინეთ რომ 4X4 მანქანით წახვიდეთ.

პოსტის ავტორი: goxnari Jun 13 2010, 15:23

ციტატა(ivana101 @ Jun 11 2010, 20:51) *
მანდ წამსვლელებმა გაითვალისწინეთ რომ 4X4 მანქანით წახვიდეთ.



კი ეგრეა ან სოფლამდე და მერე ფეხითაც მოსულაnewsmile05.gif).გავხსნათ მაგ ტბაზე ბლოგი?იქნებ გაგვაიასნოს ვინმემ რა ხდება და როდის.

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 13 2010, 16:53

ბოგდანოვკაში რო ტბა არის იმას რა ქვია?

პოსტის ავტორი: goxnari Jun 13 2010, 20:56

ციტატა(BEK_M @ Jun 13 2010, 17:53) *
ბოგდანოვკაში რო ტბა არის იმას რა ქვია?


აზრზე არ ვარ.სახელი კიარა გუგლზე ტბაც არ ჩანს.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 14 2010, 10:52

2004-2005 წლებში ვმუშაობდი სტუდია "გეოსკოპში"
ჩვენ დავალებული გვქონდა
საბჭოთა სამხედრო ტოპოგრაფიული რუკებისათვის
GIS სისტემის დახმარებით მიგვეცა 3D ციფრული ფორმატი
ვაკეთებდით საქართველოს 200 000 იან მასშტაბის რუკას

ხაზვისა და იზოფიპსების ერთმანეთტან შეერთების გარდა
ჩემს მოვალეობაში შედიოდა
პროგრამაში ათიათასამდე ჰიდროობიექტის დასახელების შეყვანა
სწორედ მაშინ გადავეყარე სოფელ ივანოვკის თავზე არსებულ ტბას
რუსულ რუკაზე საკმაოდ ბუნდოვნად ჩანდა ტბის სახელწოდება
გავარჩიე მხოლოდ რამდენიმე ასო: дадрни
მომიწია სახელის გადამოწმება სამოციან წლებში გაკეთებულ ტოპოგრაფიულ რუკებზე
სახელი იქაც თითქმის წაშლილი იყო
თუმცა გამორიცხვის მეთოდით დავადგინე ტბის სახელწოდება: "დილაადრიანი"
ტბის ან მდინარის სახელწოდების დასადგენად ამდენი დრო არასოდეს დამეხარჯა
თან სახელი ძალიან მომეწონა
და გადავწყვიტე მსგავსი ნიკი ამეღო

ეს ტბა გუუგლის რუკებზე არ ჩანს
რადგან აეროფოტო ზამთარშია გადაღებული
როდესაც ტბა გვარიანად იყინება

წელს მიზნად მქონდა ამ ტბის თავიდან აღმოჩენა
თუმცა როგორც ვხედავ დამასწარით newsmile029.gif

მომავალ კვირას მეც მოვინახულებ ჩემს მოსახელე ტბას
და გპირდებით რომ
კარგ რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ
(ამჟამად უკვე დასურათებულს) small3d018.gif

პოსტის ავტორი: goxnari Jun 14 2010, 13:09

ვააა მაგარი იყო,შენ ყოველ სტატიას მაგარი ველოდები ხოლმე მაგრად გამოგდის.ჩვენ ნახვით დაგასწარით,იმედია შენ თევზით დაგვასწრებnewsmile045.gif ესეიგი ,,დილაადრიანი,, ყოფილა.მაგის ბლოგი მაშინ შენ გახსენი რომ ჩამოხვალnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 14 2010, 15:36

ებიჭო გახსენით თუ ხსნით რა უბედურებაა ამდენი ლაპარაკი ჭორაობა თუ გინდათ არის საჭორაო თემაც

პოსტის ავტორი: ivana101 Jun 15 2010, 21:45

ციტატა(BEK_M @ Jun 13 2010, 17:53) *
ბოგდანოვკაში რო ტბა არის იმას რა ქვია?

ბოგდანოვკაში რომ ტბა იყო იმას ხანჩალი ერქვა, ეხლა მგონი დამშრალი უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: goxnari Jul 19 2010, 19:59

ციტატა(ivana101 @ Jun 15 2010, 22:45) *
ბოგდანოვკაში რომ ტბა იყო იმას ხანჩალი ერქვა, ეხლა მგონი დამშრალი უნდა იყოს.



ვიყავი და არ იყო დამშრალი.ტბაში 2 კუნძულია.ეგ რა ტბაა მაშინ?

პოსტის ავტორი: goxnari Jul 30 2010, 12:23

დღეს მივდივარ არხზე და ვნახოთ რა იქნება,ვეცდები სურათებიც დავითრიოnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: goxnari Aug 4 2010, 13:17

კაროჩე სრული ბარდაგი იყო,წყალი დავარდნილია 60-70 სანტიმეტრით და 5 გადაგდებიდან 4 ზაცეპია,პახოდუ რაღაც ლიფსიტები ბურღავენ ტვინს,,ეგ პირველად ვნახე მანდ ლიფსიტა რომ არის,,ჩააგდებ და ეგრევე ურტყავს,სულ 14 კარასი ავიღეთ.სურათი მაქვს მარა აზრი არ აქვს დადებას,სამარცხვინოაnewsmile05.gif))).ისიც დილის 4 დან დილის 5-მდე მოვიდა ფოსფორზე.კაროჩე მაგარი გატეხა მაგის დედაც.მაისის პონტი ასწორებს ან ნავი და ისიც უნდა ეძებო ადგილი თორემ სულ მცენარეებია 5 სანტიმეტრის ქვევით და ნემსკავები ქვევით ვერ ჩადის.ეგეთი ამბებია.


მერე წავედით ტბისის საკალმახეში და ოოოოო გაასწორაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: goxnari Aug 10 2010, 19:35

პატარა ინფო:

ბარეთის ტბა, ბაშქოის ტბა, ტბა წალკის რაიონში, ხრამჰესის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიგრძე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არა აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური - ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დასწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Aug 30 2010, 01:02

ციტატა(goxnari @ Aug 10 2010, 20:35) *
პატარა ინფო:

ბარეთის ტბა, ბაშქოის ტბა, ტბა წალკის რაიონში, ხრამჰესის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიგრძე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არა აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური - ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დასწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.

ახლახანს ჩამოვედი სენაკიდან
და სანამ იქაური თევზჭერის თავისებურებებზე გესაუბრებოდეთ
(შესაბამის თემაში)
ბაშქოიზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა

ხუთი საათი მოუნდა მარშუტკა სენაკიდან თბილისამდე ჩამოღწევას
მგზავრობით და შთაბეჭდილებებით გადაქანცულები ვიყავით
და აღმოსავლეთ საქართველოს ერთფეროვანი პეიზაჟების მეათასედ თვალიერებას
ბაშქოის გახსენება ვამჯობინეთ
ერთმანეთს შევადარეთ
სამეგრელოს სათევზაო ადგილები
და თრიალეთის ზეგანზე არსებული ტბები
კერძოდ ბარეთის ტბა
გავიხსენეთ ის მისტიკური აურა
ბაშქოის ნაპირებზე რომაა გამეფებული
უცნაური ხმები გაღმა ნაპირიდან
ტბის კლდოვანი ფსკერი
მცენარეებით დაფარული წყლის ზედაპირი
და ის უსაშველო რაოდენობის კარასი რომელიც ამ წყალსატევში ..............
უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი
რომ წყალსატევში კი არა
ამ ბოტანიკურ ბაღში ბინადრობს
მაისის შემდეგ თევზი მთელს დროს მცენარეების ფესვებთან ატარებს
და ყველანაირი წარმოშობის ბრაკონიერისაგანაა დაცული
ალბათ ამიტომაცაა ბარეთის ტბაზე ამდენი თევზი
(რა მოხდა მერე თუ ეს თევზი კარასია?)
დავასკვენით
რომ ბაშქოიზე წასასვლელად საუკეთესო დროა - მაისის დასაწყისი ან შუა რიცხვები
(ჩვენ ივნისის დასაწყისში ვიყავით და
ტბა უკვე თითქმის მდელოსავით ბიბინებდა)
მაისის დასაწყისში
როდესაც მცენარე ჯერ მხოლოდ ოდნავაა დაყლორტილი
ამ ტბაზე მართლაც შეიძლება რეკორდული ზომების კარასის დაჭერა

სხვა დროს რა გითხრათ
შეიარაღებული ძალების სპეცაღჭურვილობას თუ გაიყოლიებთ
ალბათ დაიჭერთ რაღაცას
ანკესით თევზაობისას კი ოხვრა კვნესის მეტი არა აღმოგხდებათ რა newsmile090.gif

ჩემივე სიტყვებზე მეცინება

იდეაში სამეგრელოში თევზაობა ათასჯერ უფრო საინტერესო და აზარტულია
მაგრამ პროსტ ბაშქოი შეგვეცოდა და
მაგარი ტკბილი სიტყვები ვუთხარით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 30 2010, 17:29

(dila)adriano

ციტატა((dila)adriano @ 30th August 2010 - 02:02) *
იდეაში სამეგრელოში თევზაობა ათასჯერ უფრო საინტერესო და აზარტულია
მაგრამ პროსტ ბაშქოი შეგვეცოდა და
მაგარი ტკბილი სიტყვები ვუთხარით

აი ეგ არის ყველაფრის დედააზრი, წალკაში ასულომა კაცმა ბაშქოიში რატომ უნდა გადაუხვიოს?

პოსტის ავტორი: goxnari Aug 31 2010, 17:29

(dila)adriano


საღოლ კაი სტატია იყო გაიხარეnewsmile05.gif.მე მაგიტომ დამევასა ბაშქოი და თემაც მაგიტომ გავხსენი რომ მათლა დიდი ეგზემპლარებია და ბევრი რომ არ გავახურო მევასება ეგ ადგილები,თან იქვე გოხნარია და ეგე ტბაც მიზიდავს თავისი კარასითnewsmile05.gif)).

პოსტის ავტორი: goxnari Apr 13 2011, 21:41

მაისი მოვა და გავაგრძელებ დაპოსტვასnewsmile05.gif))

პოსტის ავტორი: goxnari Apr 30 2011, 14:37

13-ში მივდივარ და წესით უნდა მოვიდეს ჩემი ოქროსფერი კარჩხანები.ნავიც მიმაქ.დანარჩენი მერე vot-tak.gif newsmile029.gif ashh.gif

პოსტის ავტორი: goxnari May 15 2011, 10:55

ვიყავი მარა არ გაამართლა.არხზე წყალი დაკლებულია და არ დაურტყავს .ტბაზე კიდევ არც ნავიდან და არც ნაპირიდან.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თევზი საერთოდ არ იყო.მერე წავედით გოხნარზე.

პოსტის ავტორი: DATKA Jul 31 2011, 22:16

ამ ტბის შესახებ დაამვიწყდა მეთქვა:
16 ივლისს შაბას ავედით ამ ტბაზე ,,ნუ რაც არის,, 8.00-17.00 საათამდე ვითევზავეთ
ვითევზავეთ არხთან, წითელ მშობლიურ ჭიაზე.
სამაღმე მაქსიმუმ 40-50სმ.
დაჭრილი თევზი არვიცი ალბათ კაცზე 12-14 კილო კარჩხანა,
თევზი გამხდარია ცარიელი ფხაა, მარა რა კატლეტი გამოდის.....

პოსტის ავტორი: taribanski2 Oct 18 2011, 22:42

სანამ წალკაში შეხვალ გადასახვევია ბაშკოვი აწერია ტრაFარეტზე გადაუხვევ და 10 წუთში ტბაზე ხარ

პოსტის ავტორი: Davitus Oct 18 2011, 23:07

taribanski2

ბაშკოვი არა, ბაშქოი

პოსტის ავტორი: goxnari Nov 11 2011, 13:11

გაუმარჯოს სასტავსnewsmile05.gif
სანამ გადასახვევთან მიხვალ მანამდე გზასთან მარჯვენა მხარეს რომ ტბორივით არის მანდაც კარგად მოდის,მარა ისევ კარჩხანაა.მარა ეხლა არამგონია უკვე,აგვისტოს ბაზარს ვიძახი.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 11 2011, 13:43

აგვისტოში კარჩხანა ყველგან მოდის ,ზომები თქვი შენ ზომები

პოსტის ავტორი: goxnari Nov 11 2011, 14:14

ზომები ყველანაირი,ნახევარ კილომდე.პროსტო იმაზე ვიკაიფე რომ მანდ არაფერი არ ყოფილა არასდროს და იხვებს რა მაგრად უმუშავიათnewsmile05.gif))).სამკუთხედი შევკარი:
გოხნარი-,,ეგ ტბორი,,-ბაშქოი.newsmile05.gif))
მაისში გავისეირნებ ისევnewsmile05.gif)))))

პოსტის ავტორი: DATKA Nov 12 2011, 21:29

ციტატა(nika @ 11th November 2011 - 14:43) *
ზომები თქვი შენ ზომები

ციტატა(goxnari @ 11th November 2011 - 15:14) *
ზომები ყველანაირი

ციტატა(goxnari @ 11th November 2011 - 15:14) *
,ნახევარ კილომდე.

goxnari
ნუ მაცინებ, ზომას დააკელი რა. newsmile090.gif


















პოსტის ავტორი: goxnari Nov 14 2011, 01:14

რატომ გაცინებ?!რაც იბაზრეს ეგ არის.

პოსტის ავტორი: DATKA Jun 4 2012, 21:09

წალკიდან გამოვიარე კვირას საღამოს სიტუაციის სანახავად.
რა თევზი რის წყალი ... არხში 3 სმ წყალი მოდის, ტბაში თუ ნავით არ შეხვედი აზრი არააქვს.

პოსტის ავტორი: goxnari Jun 7 2012, 21:22

3 სანტიმეტრი ტეხავს,ესეიგი მაისის დასაწყისში ღირდა არხაობა.

პოსტის ავტორი: fisherr Aug 31 2015, 11:29

ბაშქოი კარგი ტბაა უბრალოდ ნავია საჭირო და კარგი ეგზემპლიარები მოდის კარასი მხოლოდ მაგრამ კარგები 300 გრამიდან ზემოთ 1200 მყავს დაჭერილი მაქსიმუმი.


ნავი თუ გყავთ წადით და მაგრად იკაიფებთ არაფერია საჭირო მხოლოდ წითელი ჭია.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)