თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდინარეები _ ალაზანი

პოსტის ავტორი: Lava Sep 10 2009, 10:39

ყველას მოგესალმებით
მეგობრებო, შაბათს 12 სექტემბერს მივდივარ ალაზანზე სათევზაოდ
ძმაკაცის სანათესაოში ვაპირებთ ჩასვლას და კახურად მოლხენას newsmile05.gif
ხოდა ძალიან მინდა, რომ ცოტა მომზადებული წავიდე.
მაინტერესებს სულ ყველაფერი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი აღჭურვილობით წავიდე და როგორ ვითევზაო.
რა ზომის ნემსკავები ვიხმარო, რა ტიპის სიმძიმეები (მჩატე თუ მძიმე), რა სატყუარები და ასე შემდეგ
მოკლედ ძალიან მჭირდება თქვენგან რჩევების მიღება, მითუმეტეს ვისაც გამოცდილება აქვს და ვინც ალაზანთან ურთიერთობს.
ყველას დიდ მადლობას მოგიხდით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 12:48

ჯერ ის გვითხარი რაზე აპირებ თევზაობას... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levan Sep 10 2009, 12:54

მეც ხვალე მივდივარ დედოფლისწყაროში ვითევზავებ კერძო ტბებზე სადაც თევზი ოხრადაა. მინდა ასევე ალაზანზე თევზაობა.

პოსტის ავტორი: Lava Sep 10 2009, 14:28

ბესო
რავიცი...
არც კი ვიცი რა გითხრა newsmile05.gif მინდა დავიჭირო ყველაფერი, რაც-კი ცურავს newsmile090.gif
მინდა, რომ რამე ოპტიმალური მირჩიოთ.
ისეთი, რითაც მეტნაკლებად, ყველაფრისათვის მზად ვიქნები.
ჯოხები ბლომად მექნება და რავიცი აბა
მიახლოებით ასეთი რჩევა მჭირდება - 2 ანკესი ააწყვე ასე და ასე, ორიც იმნაირად, ერთი-ორიც ტივტივაზე.... ტივტივიანზე სატყუარად, იხმარე ესა და ეს.
ფსკერულზე გამოაბი ქათამი newsmile035.gif

აზრს მიმიხვდით ალბათ ხომ?
მინდა რომ ყველა მეთევზეს სახელით, დავსაჯო მცურავთა მოდგმა, რათა ურჩობის მაგიერ, სრული მორჩილება და კაპიტულაცია გამოუცხადონ, უცნაური, გრძელი გასაშლელი ჯოხებით შეიარაღებულ უფარფლო მითიურ არსებებს, რომლებიც ჰაერზე არ იხრჩობიან! newsmile051.gif

პოსტის ავტორი: Maverick Sep 10 2009, 14:37

Lava
მოდი უფრო დავკონკრეტდეთ, ალაზნის რომელ დინებაში უნდა ითევზაო? თუ ზემოთ ომალოსკენ აპირებ იქ სხვა რამეა, შუა წელში, ხრამული და უფრო მეტად წვერა,
ქვემო დინებაში, მრავლად არის შამაიაც, წვერაც, ხრამული, მურწა, ჭანარი, ლოქო, კობრსაც შეხვდები, ამიტომ უნდა დაკონკრეტდე, ამის შემდეგ უკვე შეიძლება ვინმემ რამე გირჩიოს newsmile05.gif
თუ ჯოხები ბლომად გაქვს, ყველა ჩაყარე და სხვადასხვა სატყუარა გაუკეთე, რაღაც შეიძლება მოებას newsmile035.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ramazi Sep 10 2009, 17:22

ალაზანზე ლოქი და წვერაც ოხრად მოდის, მაგრამ თუ ძაან მაგრად არ იცი ცურვა საშისია.
ხარისხზე ბოდიშით ჩემი გადაღებულია. (ამ ადგილს რობაის ყურეს ეძახიან)

(პ.ს. კიდე ამ სურათზე, ალაზნის იქეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაა და თათარი პაგრანიშჩიკებიც კი გამეჩითნენ ავტომატებით და რაციებით მეორე მხარეს.)

პოსტის ავტორი: ramazi Sep 10 2009, 19:10

ეს კი პატარა ლოქო დავიჭირეთ



(პ.ს. ხარისხზე ბოდიშით)

პოსტის ავტორი: Lava Sep 10 2009, 19:36

Maverick
აზრზე არ ვარ სად წაგვიყვანენ და მეც ეგრე ვაპირებ, რომ ყველაფერი გამოვიყენო და ვცადო, რასაც ბრაკონიერულ საზღვრებში გადაჭრა არ დაერქმევა newsmile05.gif
მოკლედ, ჩავატარებ ექსპერიმენტებს.

პოსტის ავტორი: levan Sep 10 2009, 19:37

მე უნდა ვითევზავო ალაზანზე და რამე რჩევას ხომ არ მომცემთ? სატყარა რა წავიღო?

პოსტის ავტორი: ramazi Sep 10 2009, 19:46

წითელი ჭია

პოსტის ავტორი: ramazi Sep 10 2009, 19:53

ციტატა(levan @ Sep 10 2009, 01:54 PM) *
მეც ხვალე მივდივარ დედოფლისწყაროში ვითევზავებ კერძო ტბებზე სადაც თევზი ოხრადაა. მინდა ასევე ალაზანზე თევზაობა.


კერძოდ რომელ ტბებზე მისდიხარ? ყველა ტბა ვიცი ზეპირად თითქმის.

კაროჩე ალაზანზე არის ერთი ადგილი მიჯნის ყურე ქვია (ნაკრძალის შემადგენლობა) და იქ ნადირობისთვის დედოფლისწყაროში უნდა მიხვიდე ოფისში და აიღო ნებართვა მარტო ანკესით თევზაობაზე 5 კაცი 7 ლარი ღირს, მარტო პირადობის მოწმობა უნდა... ბევრ თევზს იჭერენ დაჟე 6 კილოანი ლოქოც კი დაიჭირეს იმდღეს...

პოსტის ავტორი: ქევხო Sep 10 2009, 20:53

წითელი ჭია (არა ნაკელში დაჭერილი) ორიგინალური სატუარაა ალაზანზე, ჟერეხის გარდა ყველანაირი თევზი დამიჭერია წითელი ჭიით (ჟერეხი ცოტაა ისედაც)

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 11 2009, 21:38

ციტატა(ramazi @ 10th September 2009 - 06:22 PM) *
მაგრამ თუ ძაან მაგრად არ იცი ცურვა საშისია


ცურვა რატო ???

პოსტის ავტორი: ramazi Sep 12 2009, 11:20

ციტატა(გიორგი @ Sep 11 2009, 10:38 PM) *
ცურვა რატო ???


ცურვა ჯერ ეგერთი იმიტომ რომ ძაან ცუდი მორევები აქ და შემთხვევით რომ ჩავარდე მალე დაგღლის და საშიშია, მეორე ის რომ სიღრმეს ვერ გაიგებ,შეიძლება მუხლებამდე იყო შესული და ერთი ნაბიჯი გადადგე და შეიძლება დაგფაროს,ასე რომ ალაზანზე თუ წახვალ ყველანაირად ფრთხილად უნდა იყო.ამბობენ ზევით და ზევით ალაზანი არ არის ღრმაო მაგრამ მილარიდან მინგეჩაურამდე ძაან საშიშია.

პოსტის ავტორი: GIZOVICHI Apr 12 2010, 12:54

ალაზანზე გავხსენით სეზონი, ადგილობრივმა მეგობარ-რიბაკებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია ლოქო გამოჩნდაო და
ჩვენც არ დავაყოვნეთ და გავეშურეთ ლაგოდეხისკენ, მესტნებს თუ დავუჯერებთ წინა დღით დაუჭერიათ 9 კგ ლოქო
და 2კგ-იანი გოჭები(საზნები), სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვიმართლა ვერც ლოქო ვნახეთ ვერც საზნები და ვერც ვერაფერი,
ისე რამოდენიმე კრუჩოკზე შებმული წითელი ჭიების მადისაღმძრვრელი ბუკეტი შეჭმული იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: davit.p May 6 2011, 18:54

გაუმარჯოს ყველას ვინც შემოვა აქ.
ამ თვის ბოლოს მინდა წასვლა ალაზანზე, ლოქოზე სათევზაოთ. ლაგოდეხის რაიონში "ერთ-ერთ" ულიანოვკაში.
შარშან დამპატიჟა ადგილობრივმა , სარწყავ არხებში შემოდისო ბლომადო და გამით უნდა ითევზავოო. შებინდებიდან 2-3 სათამდე იმდენს დაიჭერ რომ გასაყიდათ გეყოფაო. ის ნასვამი იყო და ტრაბახობდა აშკარად, მაგრამ 2-3 ცალი რომ დაჯდეს მე კმაყოფილი დავრჩები, რაც მეტი იქნება იმან გაყიდოს ისევ newsmile05.gif))


თუ გითევზავიათ მაქეთ ვინმეს, გამიზიარეთ გამოცდილება.

პოსტის ავტორი: alika77 May 22 2011, 14:07

შავწყალა სადაც უერთდება იქ მოდის ახლა

პოსტის ავტორი: giga_bai Oct 14 2011, 16:23

დამეხმარეთ ხალხო

ხვალ მივდივარ ალაზანზე ვაშლოვანის ნაკრძალში ღამისთევით და თქვენი რჩევა და დახმარება მჭირდება. ფიდერით მინდა ვითევზავო. მაქვს ჰევი ფიდერი 120 გრამის ტესტით. ფიდერით მდინარეზე პირველად მივდივარ და თქვენი კონსულტაცია მჭირდება. თეორიულად გავერკვიე ყველაფერში, უბრალოდ ადგილის და თევზის შესახებ მაინტერესებს, რა სატყუარა გამოვიყენო, ღამე რაზე შეიძლება თევზაობა. ნამყოფი თუ არის ვინმე და როგორია მდინარის აგებულება, ფსკერი, დინება და ა.შ.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 24 2011, 21:23

სად მოდის ალაზანზე თევზი? ხრამული და მურწაო... გოგლეზე დამიდეთ. და ლოქო მოდის?

პოსტის ავტორი: darcho Oct 24 2011, 21:29

ეხლა არ ვიცი სად რა მოდის, ამ დროს არასდროს მითევზავია ალაზანზე...

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 25 2011, 15:00

და ისე საერთოდ?

პოსტის ავტორი: davit.p Apr 24 2012, 00:59

გამარჯობა მგონი ამ თემაში საუბრის დროა.
როგორც ვიცი მაისის შუა რიცხვებიდან ალაზანზე აზერების მხრიდან რაგაცა მტაცებელი თევზი მიგრირებს, საქვირითოოთ.
ვინაა გარკვეული ამ საკითხში??? გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. newsmile05.gif
(წინასწარ მადლობა)

პოსტის ავტორი: davit.p Apr 28 2012, 14:20

სოფ.ბაკურციხიდან გუშინ ჩავიდნენ ალაზნის ველებში ბიჭები. ცოტაც ითევზავეს, 1 ლოქო დაიჭირეს პატარა.
ჯერ ადრეაო ალაზანიო. თოვლი რო დადნება და მატლს წამოიღებს მერე დაიწყება კაი 'კლიოვიო"
ხო ეს ეგრედწოდებული "კლიოვი" ლოქოსი იქნება.
მე კი მაინტერესებს, ის თევზი, აზერების მხრიდან რო შემოდის მაისიის ბოლოსკენ.
არავინ არაფერი იციიით?

პოსტის ავტორი: davit.p Apr 29 2012, 22:42

აჰა გავიგე, ისევ აქ, იხთოლოგიის თემებში.
მოკლედ "ჟერეხზე" მაქვს საუბარი. newsmile045.gif ეხლა კი ვინმე თუ შემოვა აქ, ვინც იცის თუ როდის შემოდის ალაზანში ჟერეხი?
თევზაობის სტილი და ასე შემდებ???

პოსტის ავტორი: alika77 May 22 2012, 16:19

ალაზანზე სადამ ჩახვალთ წნორიდან ტრასაზე მარჯვნივაა გადასახვევი 3 კომპლექსი უნდა გაიაროთ და შეგხვდებათ კანაო ალაზანს უერთდება თევზი ყავს ყველანაირი ლოქოც გართობა შეიძლება თუ მაინთ მოხვდით შეიარეთ, გოგლეთი ფოტოს როგორ აკეთებთ არ ვიცი თორე დავდებდი

პოსტის ავტორი: davit.p May 23 2012, 21:52

alika77
იქნება გაარკვიო გოოგლიდან პოტოს დადების მუღამი. მაინტერესებს ეგეთი ადგილები.

მე ვაპირებ ბაკურციხიდან ჩასვლას ალაზანზე, მგონი დროა უკვე იქ სათევზაოთ.
გამირკვევს ჩემი სიძე და წასვლამდე დავწერ აქაც რა ამბებია.

პოსტის ავტორი: alika77 May 23 2012, 21:57

ციტატა(davit.p @ May 23 2012, 22:52) *
alika77
იქნება გაარკვიო გოოგლიდან პოტოს დადების მუღამი. მაინტერესებს ეგეთი ადგილები.

მე ვაპირებ ბაკურციხიდან ჩასვლას ალაზანზე, მგონი დროა უკვე იქ სათევზაოთ.
გამირკვევს ჩემი სიძე და წასვლამდე დავწერ აქაც რა ამბებია.

ვეწვალე და ვერ გავუგე მუღამი არადა იქ კაი გასართობია, არხზეც ცადე გურჯაანიდან რომ მოდის ეგ არხი ხო იცი? სოფლების ბოლოს გადის შარშან გეფიცები სულ მურწა ვიჭირეთ კერძოთ ქუდურის ბოგირს ეძახიან კარდენახის ბოლოზეა

პოსტის ავტორი: diablo May 23 2012, 22:09

alika77 ალზანი მღვრიეა ?



თუ დაიწმინდა?

პოსტის ავტორი: alika77 May 23 2012, 22:10

არ ვყოფილვარ ამ კვირაში წავალ

პოსტის ავტორი: romanoza May 24 2012, 12:15


ესეც რიონის მომავალი დიდი ლოქოა



http://www.radikal.ru




http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: davit.p May 24 2012, 22:01

ალაზანის თევზი გვეინტერესებაააა newsmile045.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: alika77 May 24 2012, 22:04

სხვაგან არ ვიცი მარა კახეთში ალაზანზე გემრიელი თევზი არცერთ წყალს არ ყავს

პოსტის ავტორი: kondoli May 25 2012, 10:16

ციტატა(alika77 @ May 22 2012, 17:19) *
ალაზანზე სადამ ჩახვალთ წნორიდან ტრასაზე მარჯვნივაა გადასახვევი 3 კომპლექსი უნდა გაიაროთ და შეგხვდებათ კანაო ალაზანს უერთდება თევზი ყავს ყველანაირი ლოქოც გართობა შეიძლება თუ მაინთ მოხვდით შეიარეთ, გოგლეთი ფოტოს როგორ აკეთებთ არ ვიცი თორე დავდებდი


გაუმარჯოს,
წნორიდან ლაგოდეხისკენ რომ მიდიხარ მაგ გზაზე იძახი ხო?
და ეგ გადასახვევი რამდენ კოლომეტრიშია, 3 კომპლექსი რუქაზე და ისედაც ცოტა ძნელი მისახვედრია.
GOOGLE-ში სახაზავი რომ ახატია იმიტი გადაზომე და მომწერე, თუ არ დაგეზარება.

პოსტის ავტორი: alika77 May 25 2012, 11:27

წნორიდან ლაგოდეხისკენ რომ მიდიხარ მაგ
გზაზე იძახი ხო?

კი მაგ გზაზე. ტრასა რომ იწყება ლაგოდეხის იქედან 6 კილომეტშია ეგ გადასახვევი

პოსტის ავტორი: davit.p May 29 2012, 01:14

დღეს იყვნენ ჩასულები, ბაკურციხიდან. 1 ცალის მეტი ვერ დაიჭირეს. 400-500 გრამიანი.

პოსტის ავტორი: ქევხო May 29 2012, 13:12

ციტატა(davit.p @ May 29 2012, 02:14) *
დღეს იყვნენ ჩასულები, ბაკურციხიდან. 1 ცალის მეტი ვერ დაიჭირეს. 400-500 გრამიანი.


არცაა გასაკვირი, ნავებით დადიან და ადუღებენ

პოსტის ავტორი: davit.p May 29 2012, 22:13

ნეტავ როდესმე თუ გათენდება ისეთი დღე, როცა ეგ ავად სახსენებელი აპარატი აღარ იარსებეებს.
უბრალოთ თევზი გამრავლდება, ბუნებრივად და ყოველგვარი ადამიანური ჩარევების გარეშე. გაიზრდება ველურ პირობებში და ეს გაუმაძღარი "ტიპები", "მეხორცე და მემუცლეები" აღარ გაავლებენ მუსრს ნებისმიერ მდინარეს, ტბას თუ რაიმე სახის წყალსატევარს.
მეცოდება ეს ქვეყანა და იმიტო როომ: მუცელა ტიპებით ივსება ყველა კუთხე :(

პოსტის ავტორი: temo Jun 2 2012, 19:24

ყველა ბრაკონიერი ერთადაა შესაკრები და უნდა ურტყა თავისივე აპარატით დენი იქამდე სანამ გამრავლებას არ შეწყვეტენ რადგან ბრაკონიერების შთამომავლებიც იგივე მეთოდებს იყენებენ კაის ხომ არაფერს ასწავლიან შვილებს ბოდიში ოფისთვის გამწარებული ვარ

პოსტის ავტორი: davit.p Jun 3 2012, 17:05

dastur.gif
მეც ვაოფებ ხოლმე, მაგრამ ამ ტემას რაც შეეხება (ბრაკებს) ვე ვითბენ.
რამე სიახლე ხო არაა ალაზანზე, ვინე იჭერთ რამეს?

პოსტის ავტორი: bigbear Jul 16 2012, 11:06

გამარჯობათ.

ვაპირებ ალაზანზე სათევზაოდ წასვლას ღამისთევით. ველისიხე რომ არის სოფელი, იმას რომ გასცდები ხიდი არის, მანდ ვაპირებ წასვლას. სანამ ყვარელში შეხვალ.

თუ იცის ვინმე რა ხდება მანდ? ბოლო დროს თუ იყო ვინმე? მოდის თევზი თუ არ მოდის? და საერთოდ ღირს თუ არა მანდ წასვლა?

პოსტის ავტორი: darcho Jul 17 2012, 01:19

ბოლო ინფორმაციით ადუღებენ მაგრადოო ასე მითხრეს ჯობია წნორის მხარეს წახვიდეო სადაც ცოტა მიუდგომელია უსხენებლებისთვის და წყალიც ღრმაა უფრო.

პოსტის ავტორი: zura_biba1 Aug 1 2012, 10:36

ალავერდიდან მინდა ზემოთ დუისის და ომალოსკენ. გამიგია რომ მურწა, ხრამული, ციმორი, ჭანარი და კალმახი მოდისო და იქნებ მირჩიოთ რა ჭიით და როგორი სიმძიმით ვითევზაო. დამწყები ვარ.newsmile045.gif

პოსტის ავტორი: alika77 Aug 1 2012, 11:43

ციტატა(darcho @ Jul 17 2012, 02:19) *
ბოლო ინფორმაციით ადუღებენ მაგრადოო ასე მითხრეს ჯობია წნორის მხარეს წახვიდეო სადაც ცოტა მიუდგომელია უსხენებლებისთვის და წყალიც ღრმაა უფრო.

რას ამბობ რა მიუდგომელი D.gif მუსრს ავლებენ აპარატით ბოზი ცოლის პატრონები. ალაზანზე თუ გინდათ თევზის დაჭერა უფრო ქვევით ჯობია მესაზღვრეებთან ახლოს იქ ვერ მიდიან ბოზი ცოლის პატრონი ბრაკები იმიტო რომ ცოლებს გაუბახებენ მესაზღვრეები D.gif

პოსტის ავტორი: ქევხო Aug 1 2012, 11:55

ციტატა(alika77 @ Aug 1 2012, 12:43) *
რას ამბობ რა მიუდგომელი D.gif მუსრს ავლებენ აპარატით ბოზი ცოლის პატრონები. ალაზანზე თუ გინდათ თევზის დაჭერა უფრო ქვევით ჯობია მესაზღვრეებთან ახლოს იქ ვერ მიდიან ბოზი ცოლის პატრონი ბრაკები იმიტო რომ ცოლებს გაუბახებენ მესაზღვრეები D.gif


მიდიან, თვითონ მესაზღვრეები უმწვანებენ!

პოსტის ავტორი: alika77 Aug 1 2012, 12:07

მაშინ მაგათი დედაც ვინც უმწვანებს

პოსტის ავტორი: gio-hunter Aug 1 2012, 15:34

ალაზანზე ძმაო მაგარი სათევზაოა, მარა 2 ანკესი დაგჭირდება მე თუ დამიჯერებ, 1) ჩვეულებრივი პაპლაოკიანი ანკესი გათვალე საშუალოდ 100 გრამიან თევზებზე, 2) მოკლე სპინინგი ძლიერი ლარით და დიდი ნემსკავებით, თუ სადმე მორევს დაინახავ შეილება იქ დიდი ლოქო იყოს და იქ უნდა გადააგდო. რაც შეეხება თევზებს ძალიან გემრიელი თევზები ყავს ალაზანს : მურწა, პესკარი, ლოქო , პატარა კრასნაპიორკებსაც დაიჭერ

პოსტის ავტორი: gi2gi Sep 2 2012, 23:43

გამარჯობათ სეზონი როდის მტავრდება ალაზანზე და ძირითადად რა მეთოდით თევზაობენ ?

პოსტის ავტორი: თაზო Apr 7 2013, 14:07

წუხელ ღამისთევით ვიყავით წასულები ალაზანზე, არმისული ლაგოდეხთან. მე, გენერალი, ნოდარ ილარიონოვიჩი და ჩვენი მეგობარი. 2 ცალი 500 გრამამდე ლოქო დავიჭირეთ და დავუბრუნეთ მშობლიურ წიაღს. მოკლედ ბუნწიაღში გავედით დაზვერვაზე რა. რაც ყველაზე ცუდი იყო, ღამის 1 საათისთვის ჩამოიარეს დედაშიაფეთქებულმა ბრაკებმა აპარატით და ის პატარა იმედიც , რომ გამთენიისას მაინც დავიჭერდით რამეს ფაფუ! როდის მოეღება ნეტა ამას ბოლო.. engruss.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 7 2013, 23:33

newsmile045.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: general Apr 8 2013, 16:36

თაზო

ციტატა(თაზო @ 7th April 2013 - 15:07) *
როდის მოეღება ნეტა ამას ბოლო..

ბატონო კახი გვეშველება რამე ? newsmile055.gif

პოსტის ავტორი: maxo_987 Apr 27 2013, 23:29

არამგონია ეგეთ ხალხს რამე ეშველოსსსს...წნორისკენ გამეში 4 პარტია ნავტიკი მოდზრაობს.... დედა უტირეს ლოკოს და ჭანარსსსსს.......

პოსტის ავტორი: davit.p May 2 2013, 00:22

ყველას პრობლემა ეს ოხერი "ელეკტრიკები" გახდნენ!!!

დავიჯერო არავინაა კომპეტენტური პირიი, რო რაიმე სახის რეაგირებაა მოახდინოოს????
ალოოო, გაიგვიძეეთ, მალე ნებისმიერი მდინარის სახეობა გადაშენდება!!!


მერე ვეგარც წითელი წიგნი გვიშველის და ვეგარც "შავიი"!!!!!!!

პოსტის ავტორი: lasha-gs May 9 2013, 09:12

გამარჯობათ კაი ხალხო ეხლა რა მაინტერესებს ალაზანზე პირველად მივდივარ სათევზაოთ ლოქოზე , ხომ ვერ მეტყვტ როგორი მონტაჯით ვიტევზაო იქნებ დადოთ სურატები როგორი ნემსკავით რა ნომრით . როგორი ძუით ,


წინასწარ მადლობთ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 10 2013, 07:51

რათ არის დუმილი? აბა მელოქოვეებო მონტაჟის სურათი დააგდეთ რა

პოსტის ავტორი: alika77 May 10 2013, 12:49

ციტატა(lasha-gs @ May 9 2013, 10:12) *
გამარჯობათ კაი ხალხო ეხლა რა მაინტერესებს ალაზანზე პირველად მივდივარ სათევზაოთ ლოქოზე , ხომ ვერ მეტყვტ როგორი მონტაჯით ვიტევზაო იქნებ დადოთ სურატები როგორი ნემსკავით რა ნომრით . როგორი ძუით ,


წინასწარ მადლობთ

ლოქო ჯერ არ მოდის, ჭანარს თუ დაიჭერ ღამე

პოსტის ავტორი: CHUDA Sep 22 2013, 19:00

შაბათს ვიყავი ალაზანზე სათევზაოთ აზარბაიჯანის საზღვართან, სოფელს მემგონი ერისიმედი ქვია, თევზი მოდიოდა, მარა ეტყობა მაინც ამინდი რომ იცვლებოდა უჭირდა. შედეგი მაინ არის, სულ ჭანარი და მურწა. მქონდა 4,5 კაი პაკლოვკა, ისე რომ ანკესს აგდებდა, ამოღებას ვერ ვასწრებდი ნაპირისკენ რომ მომყავდა ვხედავდი დინების საწინააღმდეგოდ რომ მიქონდა ლესკა და ზაცეპში შექონდა, საკმაოდ ძლიერია დიდი ეგზეპლარები. ბევრი ჩავწყვიტე :(((( სიმძიმეები 100 გრ მეყენა, მაგრამ 150-180 მაინტს უნდდოდა. ისე კარგი იყო ყველაფერი დანარჩენიც დონეზე იყო, (ღვინო მჭვადი და ცხ**ილ ყველი ყველა ატრიბუტით )
http://postimg.cc/image/olrhqj88b/

პოსტის ავტორი: ilariona Sep 22 2013, 19:11

CHUDA
ერთი შენთან ერათად სათევზაოთ ვერ წამოვედი რა.

კარგათ გითევზავია ალაზანზე, მშვენიერი შედეგია.


დღეა ალაზანი ნაპირებს სცდებოდა, ნაფარეული დაიტბორა ჩემს თვალწინ.

პოსტის ავტორი: CHUDA Sep 22 2013, 19:23

ვიცი ხო, ვაპირებდით ღამით დარჩენას, კიდე კაი წამოვედით.


ერთად კიდე მოვხვდებით, მაგას წინ რა უდგას newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: ilariona Sep 22 2013, 19:25

CHUDA
კი ტო newsmile05.gif დღეს ოჩოპინტრეს სახელზე ერთი 20კგ-ანი ლოქო უნდა დავიჭირო.


პოსტის ავტორი: CHUDA Sep 22 2013, 19:42

ნეპტუნი შენსკენ, ოჩო ისედაც ჩვენთანაა newsmile05.gif)

ochom-dagchipos.gif


ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: lavriskheveli Sep 22 2013, 20:38

CHUDA

ხოშიანია ; ) დალოცვილი მდინარეა ეს ალაზანი რაა : )

პოსტის ავტორი: დ-NT Sep 22 2013, 21:35

lavriskheveli
+1

პოსტის ავტორი: kulaki Aug 18 2014, 19:25


მოგესალმებით,
შაბათს მეგობრებთან ერთად გახლდით მდინარე ალაზანზე - ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მიდამოებში. თევზაობა 23.30 საათზე დავიწყეთ და დილის 10 საათზე დავასრულეთ. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც საქართველოში ერთი ჩვეულებრივი ღამე უნდა წარიმართოს: ვარსკვლავებით დახუნძლული ცა, საოცარი სიჩქარით და გაურკვეველი მიმართულებით მოძრავი უამრავი მეტეორიტი, იდუმალი და ოდნავ ძრწოლვის მომგვრელი ხმები და გამთენიისას აღმოსავლეთიდან ამომავალი ვარდისფერი ბრილიანტი - ცისკრის ვარსკვლავი. „გამთენიისას ჩამეძინა“-ო - ხშირად მომისმენია ასეთი სიტყვები შეცბუნებული ღამისმთევლებისაგან, ალბათ ასეთ დროს თვითონ ბუნებაც გვინდობს, თორემ ამდენი სილამაზის შემხედვარე შეიძლება ემოციებისგან ჭკუიდან შეიშალო კაცი.
ალაზანი პატარა სამეფოებისაგან (მორევებისგან) შემდგარ სახელმწიფოს წააგავს, რომლებიც ერთმანეთთან ვერცხლისფერი გზებით (ჩქერებით) არის დაკავშირებული. ადგილობრივების რჩევით ერთ-ერთ ასეთ სამეფოს ვესტუმრეთ. მის სიუხვეზე ადგილზე მისვლამდე ბევრი ლეგენდა მოვისმინეთ. რეალობა კი სამწუხაროდ, სხვა აღმოჩნდა. შედეგად მხოლოდ 11 ცალი, თუმცა კარგი ზომების (250 – 300 გრამამდე) მთვარის შუქზე ათასფერად აელვარებული შამაია.
და კიდევ ერთი, რომლის გარეშეც სურათი დასრულებულად არ ჩაითვლება: თბილისიდან ჩატანილი ლორი და ძეხვი „მონადირული’’, ადგილობრივი ყველი და პომიდორი და დაახლოებით 60 გრადუსიანი ჯადოქარი. აი, ასეთი დონის სურათს კი თამამად მოაწერ კაცი ხელს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 18 2014, 19:48

kulaki
კარგი იყო small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 19 2014, 08:38

kulaki

ასე მხატვრულად აღწერილი სურათი, კაი ხანია არ წამიკითხავს.... კარგი იყო...

აი მე კი სხვა ინფორმაცი მაქვს. მიჯნის ყურეში იმდენი თევზია, რომ ვერ აუდიან ჭერას. სასროლი ბადე ვეღარ გამოაქვთ რიგ შემთხვევაში-ო. თან კარგი ზომები მოდისო....

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 19 2014, 09:24

მართლაც მაგარი იყო. კარგი დრო გიტარებია და მეორე მომენტია როგორ ხედავს ადამიანი ამა თუ იმ მოვლენას და სურათს. მშურს თქვენი small3d018.gif

პოსტის ავტორი: თაზო Aug 19 2014, 20:45

ნადირობას კიდევ მოვასწრებ, წინაა სეზონი და ამ შაბათ-კვირას ალაზანზე თუ არ წავედი სათევზაოთ, გამპარსეთ ულვაში))))

kulaki

აი ეს მესმის ზურა, რესპექტები... small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ახლა უფრო მომინდა თევზაობა)))

პოსტის ავტორი: CHUDA Aug 20 2014, 10:03

ორი კვირის წინ გახლდით ალაზანზე, კარდენახიდან ჩავედი, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვთევზაობდით სამი კაცი. შედეგი შესანიშნავი 22 კილოგრამი შამაია და ერთი ჭანარი 900 გრ. ღამით ად დავრჩით წამოსასვლელი ვიყავი. ეს ჭანარიც დილით მოვიდა. დღის განმავლობაში სულ მსხვილი შამაია.
http://postimg.cc/image/d7kgz8mk5/

http://postimg.cc/image/rk49b6cnt/

http://postimg.cc/image/turwcb91p/

პოსტის ავტორი: Nodar_Ilarionich Aug 20 2014, 11:06

მოგესალმები ზურა (kulaki) ბატონო
გილოცავ ფორუმში ჩართვას
მშვენიერი და ლამაზი რეპორტი იყო, რომც არ გქონდეს თევზაობის დრო, გადაგადებინებს ყველა საქმეს და ალაზნისკენ გაგაქანებს
ამ შაბათს ვაპირებთ მე და თაზო, გაგვიხარდება, თუ ვინმე შემოგვიერთდება

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 21 2014, 10:12

Nodar_Ilarionich

ვახ მეეე ნეტა არ მივდიოდე ქობულეთსა შინა, კი წამოვიდოდი დიდის სიამოვნებით.... მიჯნის ყურეში ჩადით, ამბობენ ბლომად არისო თან ბადე და ბევრი მშრალი ყინული წაიღეთ, რომ თევზი არ გაგიფუჭდეთ....

პოსტის ავტორი: Nodar_Ilarionich Aug 21 2014, 10:53

ნიკა სამწუხაროა, რომ ვერ მოდიხარ
ყინულსაც და მარილსაც ბევრს წავიღებთ

პოსტის ავტორი: Nodar_Ilarionich Aug 22 2014, 07:55

სანდრო ბოდიში ტამპლიერა სულ ნიკო-ნიკოო რომ იძახის მეც მაშინალურად ჩავწერე ნიკა

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 22 2014, 08:37

Nodar_Ilarionich

როგორ გეკადრებათ ბატონო ნოდარ, რა მნიშვნელობა აქვს რას დამიძახებთ. მთავარია, რომ მე მიგულისხმეთ. არ იდარდოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Doc Jun 2 2015, 14:19

გამარჯობატ მეგობრებო, შაბათს ვფიქრობ წასვლას , რას მირჩევთ ან სად არის ეს მიჯნის ყურე?

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 2 2015, 16:05

Doc
სად არის და ვაშლოვანის ეროვნულ ტყეპარკში newsmile05.gif))
მანდ თვითნებურად ვერ წახვალ რადგან ნებართვა გჭირდება შესასვლელად რომელიც დედოფლისწყაროში უნდა აიღო ეროვნულ ტყეპარკების სააგენტოში newsmile045.gif
მე ბოლოს რომ ვიყავი 10 ლარი ღირდა 1 კაცის შესვლა + კოტეჯის საფასური(30-50 ლ) თუ იქ დარჩი . შენი კარავიტ დარჩება 7 ლარი დღე როგორც მახსოვს

უნდა დარეკო წისაწარ , ადგილები შეძღუდულია რადგან ეხლა იწყება მიჯნის ყურის სეზონი შამაია როგორც შემოვა ეგრევე მოყვება დიდი ტროფეინი ლოქოებიც newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Doc Jun 2 2015, 22:42

ციტატა(ზახარა @ Jun 2 2015, 17:05) *
Doc
სად არის და ვაშლოვანის ეროვნულ ტყეპარკში newsmile05.gif))
მანდ თვითნებურად ვერ წახვალ რადგან ნებართვა გჭირდება შესასვლელად რომელიც დედოფლისწყაროში უნდა აიღო ეროვნულ ტყეპარკების სააგენტოში newsmile045.gif
მე ბოლოს რომ ვიყავი 10 ლარი ღირდა 1 კაცის შესვლა + კოტეჯის საფასური(30-50 ლ) თუ იქ დარჩი . შენი კარავიტ დარჩება 7 ლარი დღე როგორც მახსოვს

უნდა დარეკო წისაწარ , ადგილები შეძღუდულია რადგან ეხლა იწყება მიჯნის ყურის სეზონი შამაია როგორც შემოვა ეგრევე მოყვება დიდი ტროფეინი ლოქოებიც newsmile045.gif




ნომერი ხომ არ იცი? ან ამ ფულს ვის უხდი? ან კოტეჯები და კარავების ფულს ვის უხდი?


პოსტის ავტორი: Doc Jun 2 2015, 23:23

ხო და კიდევ ამიხსენით რა ლოქოს "ზაკიდუშკა" როგორ გავაკეთო?

პოსტის ავტორი: Doc Jun 3 2015, 12:25

http://postimg.cc/image/h2geu1zl5/



ეს იცით რა არის?

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 3 2015, 12:30

Doc
ნომერი დავკარგე ...
ეროვნული ტყეპარკების სააგენტოს ნომერი გაიგე და მანდ იკითხე დეტალები
ჩვენ დედოფლისყაროში ავიღეთ შესვლის ნებართვა

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 3 2015, 13:28

წელს რომ კოღოა ალაზანზე ამდენი არასოდეს არ ყოფილა. ადამიანს ცოცხლად შეჭამენ.

პოსტის ავტორი: Doc Jun 3 2015, 13:33

577 10 18 49 ნინო, ამ ნომერზე ხდება ჩაწერა მაგრამ 19 ივლისამდე ხალხია ჩაწერილი-ო

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 3 2015, 14:05

Doc
კი ეგრეც იქნება 1-2 თვით ადრე უნდა დაიკავო ადგილი თუ იმ წელს აპირებ წასვლას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 3 2015, 14:11

უიარაღო
მე რომ ვიყავი კოღოების ღრუბლები იყო newsmile05.gif))))))))

2 შეკვრა სპრეი გქვონდა წაგებული და დამატებით მაზები newsmile045.gif ინსტრუქციაში 5-6 საათი ეწერა რომ არ მოგეკარებიან თუმცა ეგ მიჯნის ყურეში არ მუშაობს newsmile05.gif ყოველ ერთ საათში ვისხავდით და ვისმევდით მაზებს newsmile045.gif 2-3 დღე გავძელით გაჭირვებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 3 2015, 14:18

ესეც სურათები newsmile05.gif

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

ბოლო სურათში გადიდებით ჩანს , კაკაბი მიგვიძღვება თავისი ბარტყებითურთ გზაზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Doc Jun 3 2015, 15:07

და გზა რა თქმა უნდა მსუბუქი მანქანისათვის გაუვალია ხო?

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 3 2015, 15:17

ციტატა(Doc @ 3rd June 2015 - 16:07) *
და გზა რა თქმა უნდა მსუბუქი მანქანისათვის გაუვალია ხო?

კი ჯიპი ჭირდება მაგ საქმეს newsmile05.gif მე რომ ვიყავი მაშინ ეგრე იყო ეხლა არ ვიცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jun 3 2015, 15:30

ზახარა

სასწაული ადგილია. გიურზა და ძმანნი მისნი არ იყვნენ ახლომახლო? newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 3 2015, 15:53

მაგარი ლოქოები დაგიჭერიათ. სპრეის მეც ვისხამ ხოლმე მარგამ როგორც ვიცი თევზიც უფრთხის სპრეის სუნს და ერთ მეთევზეს ვტოვებთ ხოლმე უსპრეოდ ჭიები რომ გაუკეთოს ნემსკავზე D.gif

პოსტის ავტორი: Doc Jun 3 2015, 16:19

ციტატა(უიარაღო @ Jun 3 2015, 16:53) *
მაგარი ლოქოები დაგიჭერიათ. სპრეის მეც ვისხამ ხოლმე მარგამ როგორც ვიცი თევზიც უფრთხის სპრეის სუნს და ერთ მეთევზეს ვტოვებთ ხოლმე უსპრეოდ ჭიები რომ გაუკეთოს ნემსკავზე D.gif





საწყალი ვისაჩ ეგ მისია დაეკისრება.....

პოსტის ავტორი: fisher leo Aug 15 2015, 20:30

გამარჯობა ხალხო! დღეს ვიყავი ალაზანზე კარდენახში. პირველად ვიყავი და არ ვიცი ტოჩკები ასე რომ თუ მასწავლით უკეთეს ადგილს მადლობა.
დავიჩირე 3 კაააარგი შამაია 3საშუალო ჭანარი. მერე დინამიტი ამიფეთქეს გვერდით და მეგონა ომი დაიწყო. მერე ეკრანებით 7 კაცი დატოპაობდა და სურვილი აღარ მაქ მანდ მისვლის. იქნებ მასწავლოთ უკეთესი საიდანაა რომელი სოფლიდან ხალხი რომ არ მაიმუნობდეს.
პ.ს. 30 ბოთლი და ნაგავი დავწვი ნაპირზე (გავწმინდე ნაპირი) როგორც ყოველთვის.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 16 2015, 08:33

დენითაც დადიან. ეტყობა შენი და ელექტრიკების განრიგი არ დაემთხვა. რამისაა მიშა სანატრელი გაგვიხდეს იმდენი უსამართლობა და განუკითხაობა სუფევს. მიშვებულია ყველაფერი.

პოსტის ავტორი: fisher leo Aug 16 2015, 10:42

აბა მიშას დროს იყო თუ იყო. (აპოლიტიკური ვარ).

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 16 2015, 12:03

მეც აპოლიტიკური ვარ მაგრამ მაგრამ ძალიან მიშვებულია გარემოს დაცვა. აღარავის არაფრის შიში არ აქვთ.

პოსტის ავტორი: თაზო Aug 18 2015, 14:58

fisher leo
მარტო აქ წერა და პრობლემის გაზიარება არ ყოფნის მაგ თემის მოგვარებას... აუცილებლად უნდა დარეკო სადაც ჯერ არს და მიხედავენ მაგ ნაბიჭვრებს!!! რაც შეეხება დასუფთავებას, რესპექტები newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: tengo39 Aug 20 2015, 22:47

გამარჯობათ.ბიჭებო,ჭალის გვრიტებო,(კახელებო) ალაზანზე მინდა წასვლა, ღამის თევით და მირჩიეთ რამე ძმურად გთხოვთ.საით წავიდე ან თუ ღირს საერთოდ წასვლა,არადა მაგარ მუღამში ვარ. გენაცვალეთ სუყველას.(ცოტა შიფხონში ვარ)
d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: fisher leo Aug 21 2015, 08:59

ციტატა(თაზო @ Aug 18 2015, 15:58) *
fisher leo
მარტო აქ წერა და პრობლემის გაზიარება არ ყოფნის მაგ თემის მოგვარებას... აუცილებლად უნდა დარეკო სადაც ჯერ არს და მიხედავენ მაგ ნაბიჭვრებს!!! რაც შეეხება დასუფთავებას, რესპექტები newsmile027.gif small3d018.gif

მე მგონია მაგათ კრიშავენ. აბა დინამიტი კაცოოო? რა ხმა არ ისმის? იცი რა ხმა ქონდა. მეგონა ომი დაიწყო.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 21 2015, 11:14

ელექტრიკი მიყვებოდა რომ მაღალ ჩინოსნები აგზავნიან ალაზანზე სათევზაოდ. იმათ ერთი 20-30 კილოს მივუტან და ბევრად მეტი მე მიმაქვსო.

პოსტის ავტორი: fisher leo Aug 21 2015, 11:51

ციტატა(უიარაღო @ Aug 21 2015, 12:14) *
ელექტრიკი მიყვებოდა რომ მაღალ ჩინოსნები აგზავნიან ალაზანზე სათევზაოდ. იმათ ერთი 20-30 კილოს მივუტან და ბევრად მეტი მე მიმაქვსო.

უეჭველი 1000000000000%

პოსტის ავტორი: kupra Aug 21 2015, 12:23

ალაზანი დიდია შიგ ბებერი კიდიას ამბავი უნდა იყოს ეგ D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 21 2015, 14:02

სათავეში კიდევ ძაღლის თავი მარხია D.gif ფოტოხაფანგები და უპილოტო მზვერავი თვითმფრინავები, რომელიც საქართველოში იწყობა და არ ისე დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ეს დამხმარე საშუალებები მაგარ ეფექტურს გახდის გარემოს დამცველების მუშაობას.

პოსტის ავტორი: fisher leo Aug 21 2015, 15:02

ციტატა(უიარაღო @ Aug 21 2015, 15:02) *
სათავეში კიდევ ძაღლის თავი მარხია D.gif ფოტოხაფანგები და უპილოტო მზვერავი თვითმფრინავები, რომელიც საქართველოში იწყობა და არ ისე დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ეს დამხმარე საშუალებები მაგარ ეფექტურს გახდის გარემოს დამცველების მუშაობას.

ფოტომახეებს გამორთავენ სანამ დენავიკები იმუშავებენ.

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 21 2015, 15:47

fisher leo

ყველაფერი კარგად გაგიკეთებია ერთის გარდა: დაგავიწყდა 153-ის აკრეფა.... დარეკეთ ხალხო მაგ დროს, და-რე-კეეეთ.... ნუ მოგერიდებათ, ნუ გაგიტყდებათ....

პოსტის ავტორი: fisher leo Aug 21 2015, 18:52

ციტატა(ჩელე @ Aug 21 2015, 16:47) *
fisher leo

ყველაფერი კარგად გაგიკეთებია ერთის გარდა: დაგავიწყდა 153-ის აკრეფა.... დარეკეთ ხალხო მაგ დროს, და-რე-კეეეთ.... ნუ მოგერიდებათ, ნუ გაგიტყდებათ....

მართალი ხარ. უნდა დამერეკა.

პოსტის ავტორი: sandrozurabichi Apr 22 2016, 10:42

მოგესალმებით.ალაზანზე არავის გითევზავიათ ამ ბოლოს?2 ჯერ ვიყავი წასული და ჭანარი მოდის კარგად,მაგრამ ჩემ ინტერესს ლოქო წარმოადგენს.ბოლო ერთი კვირაა ამოძრავდაო ლოქო,1-3 კგ მოდისო.შარშან დავინტერესდი ლოქოს ჭერით ძალიან.წელს მინდა უკეთესი შედეგები მქონდეს.მაინტერესებს რაზე თევზობთ ლოქოზე.ბაყაყი გასაგებია,წურბელა და მახრაზეც მოვა ალბად.ჭიაყელაზე პატარები ჯდება 1 კგ მდე.ცოტა ადრე მეჩვენება ჯერ მაგრამ მთლად ადრეც აღარ არის მემგონი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 22 2016, 10:45

sandrozurabichi

ჭანარი რამხელები მოდის? შამაია არ დაგიჭერია?

პოსტის ავტორი: sandrozurabichi Apr 22 2016, 11:07

ციტატა(ჩელე @ Apr 22 2016, 11:45) *
sandrozurabichi

ჭანარი რამხელები მოდის? შამაია არ დაგიჭერია?

შამაია არ მოდის ჯერ,შემთხვევით თუ რამე დაჯდა ეგაა და ეგ.ციმორი ამოძრავდა ცოტა.ჭანარი 500 გრამიდან და ზემოთ.ხშირად 1-1.5 კგ ჯდება,იშვიათად უფრო დიდებიც.

პოსტის ავტორი: sandrozurabichi Apr 25 2016, 21:03

http://postimage.org/
შაბათ კვირას ალაზანზე newsmile05.gif წელს პირველი ლოქო newsmile05.gif იმედია 2 კვირაში უკვე კარგად წამოვა და თან კარგი ზომები newsmile05.gif ღამით დავიჭირე მხოლოდ 3 ცალი,არ მოვიდა საერთოდ,არ ვიცი რას დავაბრალო,სიცივეს ალბად.დანარჩენი შაბათს შუადგიდან საღამომდე.ჯამში ერთი ლოქო და 2 კილომდე არეულდარეულად newsmile05.gif ბოლოს ვეღარ გადავიღე საბოლოო შედეგი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 26 2016, 10:17

ციტატა(sandrozurabichi @ 25th April 2016 - 22:03) *
2 კილომდე არეულდარეულად

წვერაც ურევია მგონი?

პოსტის ავტორი: sandrozurabichi Apr 26 2016, 13:37

ციტატა(ნუკრიMax @ Apr 26 2016, 11:17) *
წვერაც ურევია მგონი?

მემგონი კიი newsmile05.gif წვერა,მურწა,ჭანარი,ციმორი,2 მოზრდილი შამაია და კიდე არ ვიცი რეები იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 26 2016, 14:12

მაგარი ბუკეტი გაგიკეთებია.......

პოსტის ავტორი: sandrozurabichi Apr 26 2016, 15:21

ციტატა(ნუკრიMax @ Apr 26 2016, 15:12) *
მაგარი ბუკეტი გაგიკეთებია.......

იმედია უკეთ წამოვა ცოტა ხანში.6-7-8 ში მიჯნისყურეში ვგეგმავ წსვლას და იმედი მაქვს ჩემ სათევზაო ობიექტს(ლოქოს) იქ დვიჭერ კარგ ეგზემპლიარებს.

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 27 2016, 08:25

ციტატა(sandrozurabichi @ Apr 25 2016, 22:03) *
http://postimage.org/
შაბათ კვირას ალაზანზე newsmile05.gif წელს პირველი ლოქო newsmile05.gif იმედია 2 კვირაში უკვე კარგად წამოვა და თან კარგი ზომები newsmile05.gif ღამით დავიჭირე მხოლოდ 3 ცალი,არ მოვიდა საერთოდ,არ ვიცი რას დავაბრალო,სიცივეს ალბად.დანარჩენი შაბათს შუადგიდან საღამომდე.ჯამში ერთი ლოქო და 2 კილომდე არეულდარეულად newsmile05.gif ბოლოს ვეღარ გადავიღე საბოლოო შედეგი newsmile05.gif


ბარაქა ბარაქა... როგორ გამახარა ამ სურათმა. ტკბილი მოგონებები აღმიძრა.

პოსტის ავტორი: თაზო Apr 27 2016, 08:28

sandrozurabichi

საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ეგეთი ზომის ლოქო კი უნდა დაგებრუნებია მშობლიურ სტიქიაში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: sandrozurabichi Apr 27 2016, 12:56

ციტატა(უიარაღო @ Apr 27 2016, 09:25) *
ბარაქა ბარაქა... როგორ გამახარა ამ სურათმა. ტკბილი მოგონებები აღმიძრა.

გაიხარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sandrozurabichi Apr 27 2016, 13:01

ციტატა(თაზო @ Apr 27 2016, 09:28) *
sandrozurabichi

საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ეგეთი ზომის ლოქო კი უნდა დაგებრუნებია მშობლიურ სტიქიაში newsmile045.gif

ვინ როგორ არ ვიცი,მე უკან არ ვუშვებ ხოლმე p.s გაუშვი არ გაუშვი აზრი არ აქვს,მაინც ადუღებენ იქაურობას,ზიხარ თევზაობ,ღამეს ათენებ თევზის მოლოდინში და უცებ ნავი ჩამოგივლის წინ,ყველაფრის მუღამს გიკარგავს კაცს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 27 2016, 13:24

ციტატა(sandrozurabichi @ 27th April 2016 - 14:01) *
უცებ ნავი ჩამოგივლის

მერე ზარი ახლობელთან და .......
მოვლენ, გააფართხალებენ

თუ ფოტო ან ვიდეომასალასაც მიაწვდი, მთლა უკეთესი

პოსტის ავტორი: uchinski Apr 27 2016, 13:54

ციტატა(sandrozurabichi @ Apr 27 2016, 14:01) *

გთხოვ მითხარი რა ადგილას თევზაობ ? იქნებ დაგვეხმარო და რუკაზე მოგვინიშნო ან მიგვასწავლო ცოტა დეტალურად. შაბათს რა დროს ჯობია ჩასვლა და რა სოფლიდან მივიდეთ ?

პოსტის ავტორი: sandrozurabichi Apr 27 2016, 15:08

uchinski წნორის ქვემოთ და არ მისული წნორამდე.დაუხვევ ქვევით და ჩახვალ ალაზანზე,სულ სათევზაო ადგილებია მანდ.მარა მაინც მგონია რომ ადგილობრივი ვინმე ან ვინც იცის ადგილები ისეთი კაცი უნდა გყავდეთ გვერდით.ცოტა ძნელია მაგის გარეშე.

პოსტის ავტორი: tengo39 Jul 15 2016, 17:12

გამაჯობათ. ქევხო მიშველე ძმაო,ალაზანზე მინდა თევზაობა და არ ვიცი სად და რომელ მხარეს ჯობია, გურჯაანის მხარეს ხიდტან თუ წნორის მხარეს ხიდთან, მე პირადატ არცერთი ადგილი არ ვიცი იქნებ დამაკვალიანო და მირჩიო.წაკითხულმა და ნანახმა ვიდეოებმა გამაგიჟა კვირისთვის მინდა მაქეთ წამოსვლა. ეს ლომკა უნდა მოვიკლა, შარშანაც ვგეგმავდი და არ გამომივიდა.მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: gunsmoke4ever Jul 17 2016, 08:11

გამარჯობათ. გუშინ გახლდით ალაზანზე წნორი ლაგოდეხის ხიდის ქვემოტ 200- 300 მეტრში , ვთევზაობდი საგამოს 6 დან 2 მდე, წურბელის გარდა ყველაფერი მქონდა, შედეგი ლოქოს ლიფსიტები მტკავლიანები 7 თუ 8 ცალი იქნებოდა რატქმაუნდა უკან გავუშვით.

პოსტის ავტორი: shotka Jul 21 2016, 10:52

გამარჯობათ, თუ ვინმემ იცით სოფელ კარდენახიდან როგორ ჩავიდე ალაზანზე იქნებ ამიხსნათ, მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jul 21 2016, 16:48

GPS დაიხმარე და ჩახვალ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nrg200 Jul 21 2016, 20:06

ციტატა(shotka @ Jul 21 2016, 11:52) *
გამარჯობათ, თუ ვინმემ იცით სოფელ კარდენახიდან როგორ ჩავიდე ალაზანზე იქნებ ამიხსნათ, მადლობა წინასწარ


კარდენახიდან ჩასასვლელი ასახსნელად ძნელია თუ იქაური არ ხარ, მაგრამ ბაკურციხიდან არის ადვილი თბილისიდან მიმავალმა ბაკურციხის ცენტრიდან უნდა გადაუხვიო მარჯვნივ წნორისკენ და კრუგს რომ გაცდები 10-15 მეტრში ისევ გადმოუხვიო მარცხნივ და დაეშვა ქვევით ხრეშიან გზაზე ასე 3-4 კილომეტრში ანცოტა მეტში შეგვხდება კარგად ამაღლებული ასასვლელი აივლი იმას და წახვალ პირდაპირ მერე მარცხნივ შეგხვდება ტბები გადაუხვევ მათკენ და ტბებს რომ გაივლი პირდაპირ ალაზანს მიადგები, ყველაზე მაგარი ლოქოზე სათევზაოადგილიარის მანდ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nrg200 Jul 21 2016, 20:15

მაგრამ საღამოს 7 საათიდან ღამის 12 საათამდე კოღო აირევა და იმდენი არიან იმდენი რომ თუ შენი სისხლის ჯგუფი აღმოჩნდა კოღოსთვის გემრიელი ჩათვალე ინანებ საერთოდ რომ იქ ჩახვედი

პოსტის ავტორი: nrg200 Jul 21 2016, 20:25

მომიტევეთ. ეხლა მე რა ადგილიც დავწერე ეგ არის სოფელი კოლაგის ბოლოს, მაგრამ ეგეც კიარა და მგონი ეგ ადგილია მაგ მხარეში საუკეთესოა

პოსტის ავტორი: nrg200 Jul 21 2016, 20:53




პოსტის ავტორი: gunsmoke4ever Jul 21 2016, 20:57

რას ერჩით ამ ალაზნის კოღოს ან რატომ გეშინიათ ეგრე/ აირჩიეტ ცოტა გასჰლილი ადგილი ხეები ცოტა მოშორებიტ რომ იყოს. გვიან ღამიტ 12 სკენ ისედაც აგარ არიან ხოლმე და ჩვეულებრივი წამალი ( მე პიკნიკს ვხმარობ ) 3 ჯერ ვიყავი და არ შევუწუხებივარ

პოსტის ავტორი: nrg200 Jul 22 2016, 11:27

ციტატა(gunsmoke4ever @ Jul 21 2016, 21:57) *
რას ერჩით ამ ალაზნის კოღოს ან რატომ გეშინიათ ეგრე/ აირჩიეტ ცოტა გასჰლილი ადგილი ხეები ცოტა მოშორებიტ რომ იყოს. გვიან ღამიტ 12 სკენ ისედაც აგარ არიან ხოლმე და ჩვეულებრივი წამალი ( მე პიკნიკს ვხმარობ ) 3 ჯერ ვიყავი და არ შევუწუხებივარ



სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული რომლის მატარებელი ხარ, მე დელიკატესი ვარ კოღოსთვის ერთადერთი ბრმა კოღო რომ არსებობდეს დედამიწაზე მომძებნის და მე მიკბენს, ასე რომ მე მაგრად მაწუხებენ, აი ჩემს მამიდაშვილს ვერ კბენენ დააჯდება კოღო უნდა უკბინოს და თითქოს რაღაც გაახსენდაო თავქუდმოგლეჯილი მიფრინავს ისევ newsmile05.gif სისხლი უნდა ვესესხო ცოტა.

პოსტის ავტორი: shotka Jul 22 2016, 13:13

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და მსუბუქი მანქანით შესაძლებელია მისვლა?

პოსტის ავტორი: nrg200 Jul 22 2016, 16:49

ციტატა(shotka @ Jul 22 2016, 14:13) *
დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და მსუბუქი მანქანით შესაძლებელია მისვლა?


კი მშრალ ამინდში ჩვეულებრივად მიხვალ, ნაწვიმარზე არ წახვიდე ცალხიდიანით.

პოსტის ავტორი: მალხაზი 1984 May 5 2019, 23:17

ალაზანზე არ ყოფილხართ წელს?

პოსტის ავტორი: უიარაღო May 6 2019, 08:43

ალაზანი გადმოვიდა ნაპირებიდან და დატბორა ბაღ-ვენახები. რომ დაპატარავდება ვაპირებ თევზაობას.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)