თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდინარეები _ თეთრი არაგვი

პოსტის ავტორი: (dila)adriano Aug 24 2010, 22:43

ბედის ირონიით
გრიგოლეთში მიმავალი კაცი ფასანაურში აღმოვჩნდი
თან ისეთ სასტავთან ერთად
რომ
10 დღის განმავლობაში ფასანაურის მაღაზიებში არაყი გამოცალეს
(ამ საქმეს ძირითადად გოგოები ჩადიოდნენ)
ერთი შეხედვით თევზაობისთვის დრო არ უნდა დამრჩენოდა
თუმცა ყოველ დილით ჯიუტად ვდგებოდი დილის 7 საათზე
და თეთრი და შავი (გუდამაყრის) არაგვის შესართავთან გავდიოდისათევზაოდ
"ჯიუტადო" იმიტომ ვამბობ რომ
პირველი 3 დღე ვერაფერს ვიჭერდი
გამოვცადე ყველანაირი სატყუარა
თეთრი ჭია
წითელი
კალია
"სმესი"
მაგრამ სახლში უთევზოდ ვბრუნდებოდი

სიტუაცია შეიცვალა მასშემდეგ რაც ერთი ძალიან მაგარი მეთევზე გავიცანი
იქნებ თქვენც იცნობთ
ფორუმებზე მას "რომანოზა' ქვია
გამოგიტყდებით პირველად გადავეყარე ნამდვილ "მეთევზე სპორტსმენს"
ეს სამტრედიელი კაცი დილიდან საღამომდე
ყოველ დღეს არაგისპირას ატარებდა
შესაშური რაოდენობით იჭერდა მურწებს და კალმახებს
(ახლა არავინ თქვას კალმახის ჭერა კანონითააო აკრძალული
ეგეთ მეთევზეს ყველანაირი მორალური უფლება აქვს მისი დაჭერის)

რომანოზამ არაგვზე თევზაობის სადუმლოებებს მაზიარა:
მსუბუქი დონკა
გრძელი ჯოხი (ჯოხები იცოცხლე მრავლად მქონდა)
და რაც მთავარია
სატყუარა
არაგვზე (ზემო დინებაში) თევზი მხოლოდ სამსალაზე და ყურყუმალაზე მოდის
სამსალა ისევე როგორც ყურყუმალა
თხელ წყლებში ქვების ქვეშ ბინადრობს
სამასალები ძირითადად ერთი ზომის არიან
მათ დასჭერად რომანოზამ ფასანაურიდან 3 კილომეტრი მატარა
მდინარე ხანდოსწყლამდე
ამ მდინარის ჩქერებში დიდი ქვების ქვეშ
ეს მწერი იმდენია რომ
შეიძელბა არც დამიჯეროთ
ქვის ერთი გადატრიალება და 30-40 სამსალა უკვე შენს წინდაშია
სხვათა შორის
თუ სამსალას ცოცხლად შენახვა გსურთ (რაც აუცილებელია)
სველ ნაჭერში უნდა შეინახოთ
უმჯობესია წინდაში

რაც შეეხება ყურყუმალას
მისი დაჭერა გაცილებით რთულია
ისინი ზომით სამსალაზე ბევრად დიდები იზრდებიან (4 სმ-მდე)
(ჩემი დაკვირვებით ყურყუმალაზე თევზაობა გაცილებით ეფექტურია)
და არაგვის თავთხელში ბინადრობენ ქვების ქვეშ

სატყუარებს შორის ასევე აღსანიშნავია
ქვების ქვეშ მობინადრე უცნაური მატლები
ზომით 5 სანტიმეტრამდე
სამწუხაროდ მათი სახელი არავინ მითხრა
(თუმცა ჩემი პირველი ფასანაურელი კალმახი სწორედ მასზე მოკალათდა
დიდი ზარ-ზეიმით წამოვაბრძანე სახლში
ორი დღე ეზოს უკან დაგუბებულ პატარა წყაროში ვაჭყუმპალავე
რითაც დიდად გაიხარეს ბავშვებმა
ორი დღის შემდეგ კი
ბავშებისავე თხოვნით კალმახი სამშვიდობოზე გავუშვით)

მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ
რომანოზამ არაგვზე თევზაობის ანბანი შემასწავლა
მთავარი წესია:
გყავდეს ცოცხალი სამსალა (ან ყურყუმალა) წინდაში
გებას newsmile090.gif გრძელი და მსუბუქი ჯოხი
და მუდმივად იმოძრაო
ერთი მორევიდან მეორისაკენ

რომანოზა თითო გასვლაზე 2 კილოზე ნაკლებს არასოდეს იჭერდა
ჩემი თვალით ნანახი მისი სარეკორდო თევზებია:
ხრამული (იგივე ფიჩხული) 750 გრამი
კალმახი 500 გრამი
და მურწა 250 გრამი

რაც შეეხება ჩემს მონაგარს
როგორც მოგახსენეთ ჩვენს ეზოში არაყმა ამოხეთქა
ასე რომ სათევზაოდ დიდი დრო არ მრჩებოდა
ერთი ორჯერ კი დავიკარგე რომანოზასთან ერთად
თუმცა არც მაშინ მისახელებია თავი
10 დღის განმავლობაში ჩემი მონაგარია:
40-მდე მურწა (ყველაზე დიდი 100 გრამი)
ერთი კალმახი (გათავისუფლებული)
ერთი 300 გარმიანი ხრამული (დავიჭირე ნაპირში, თითქმის მოზაგრავე ქალების ფეხებთან newsmile090.gif

ფასანაურში თევზაობა ზედმეტად აზარტულია
პრინციპი ერთია:
"შენ სამსალა მომეცი და მურწას მე გაჭმევო"
ხრამულს კი არა
ისეთი მოზაგრავე ნაშობა ეძრობა
პატიოსანმა კაცმა სამსალამობმული ანკესი გვერდზე უნდა გადადო
და ჭეშმარიტი ანკესი მოიმარჯვო newsmile090.gif

მე რა უნდა მექნა
ცოლიანი კაცი ვარ
და შამფურზე შემწვარ მურწას ვჯერდები newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 25 2010, 02:14

ვააა, კარგი იყო............ მეამა, კარგად და საინტერესოდ წერ......... მაგრამ ეს ყურყუმელა ვერ მივხვდი რომელია.... ის რაღაც მატლი, ფშატის ჭია ხომ არ ყო შემთხვევით? ... ისე ცოტა პრეტენზიული ხრამული და მურწა ყოფილა, თიანეთში ეგრევე ეგებოდნენ წითელ ჭიაზე და ეტყობა მანდეთ გაბლატავებულები არიან............ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 25 2010, 09:14

(dila)adriano
ვა საღოლ როგორც ყოველთვის მაგარი რეპორტია. ის სამტრედიელი რომანოზა რა გვარის კაცი იყო?

პოსტის ავტორი: romanoza Aug 29 2010, 17:31

გაუმარჯოს ყველა მეტევზეს დილაადრიანო მადლობა შექებისტვის მარა არტს ტუ ისეტი მაგარი მეტევზე ვარ შენ რო დამახასიატე ტუ სურვილი გექნებად შევიკრიბოტ და ერტ დგეს წავიდეტ სანამ მოდის მურწა-კალმახი-ფიჩხული

ორი დგის უკან ვიყავი არაგვზე მაგარი ნასიამოვნები დავრჩი სულ ბებერი მერწები მოდიოდა

პოსტის ავტორი: romanoza Aug 29 2010, 18:47

ციტატა(zaza1978 @ Aug 25 2010, 10:14) *
(dila)adriano
ვა საღოლ როგორც ყოველთვის მაგარი რეპორტია. ის სამტრედიელი რომანოზა რა გვარის კაცი იყო?

მითაგვარია ვარ

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 30 2010, 17:24

(dila)adriano
საოცარ newsmile05.gif სპინინგი არ გიცდია? ერგ სანსამალა ჭუპრებში ხომ არ არის?

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 30 2010, 17:29

romanoza
სურვილი როგორ არ არის როგორც თევზაობის ასევე ზემლიაკის გაცნობის, უბრალოდ ეხლა შაბათ- კვირას არ მცალია, აი მომდევნო შაბათს შეიძლება

პოსტის ავტორი: aragveli Aug 30 2010, 17:41

ციტატა(ვიტო @ Aug 30 2010, 18:24) *
(dila)adriano
საოცარ newsmile05.gif სპინინგი არ გიცდია? ერგ სანსამალა ჭუპრებში ხომ არ არის?

ჭუპრში რომ ზის ეგ ფშის ჭიაა newsmile05.gif .სანსალა კალიას წააგავს ცოტათი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: romanoza Aug 30 2010, 19:12

barem-mec-gilocav.gif

ციტატა(aragveli @ Aug 30 2010, 18:41) *
ჭუპრში რომ ზის ეგ ფშის ჭიაა newsmile05.gif .სანსალა კალიას წააგავს ცოტათი newsmile035.gif

სანსალა ჩქერში ქვის ქვეშ ბინადრობს მარა ყველგან არა არაგვზე სანსალას არაპერი ჯობს დამიჯერეტ
წასვლას რც შეეხება მე 15 სექტემბრამდე მაქ მშვებულება მერე არ მტსალია და აზრიც არ ექნება

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 31 2010, 11:16

romanoza
11-12 შევძლებთ ალბათ ჩამოსვლას, უბრალოდ თქვენი დახმარება დაგვჭირდება ალბატ ბატონო რომანოზ. როგორც მივხვდი სატყუარების (თეთრი ჭია, წითელი ჭია, სმესი და ა.შ) წამოღებას აზრი არ აქვს

პოსტის ავტორი: amroci Aug 31 2010, 12:31

ციტატა(aragveli @ Aug 30 2010, 18:41) *
ჭუპრში რომ ზის ეგ ფშის ჭიაა newsmile05.gif .სანსალა კალიას წააგავს ცოტათი newsmile035.gif

ჩვენ მაგას ღორტავას უძახით. მდინარე კინტრიშზე ძირითადად მაგით თევზაობენ. მე ძალიან იშვიათად :(

პოსტის ავტორი: romanoza Aug 31 2010, 13:45

ციტატა(zaza1978 @ Aug 31 2010, 12:16) *
romanoza
11-12 შევძლებთ ალბათ ჩამოსვლას, უბრალოდ თქვენი დახმარება დაგვჭირდება ალბატ ბატონო რომანოზ. როგორც მივხვდი სატყუარების (თეთრი ჭია, წითელი ჭია, სმესი და ა.შ) წამოღებას აზრი არ აქვს

მე ტბილიში ვარ ეხლა მოვილაპარაკოტ და წავიდეტ სატყუარას ადგილზე ავიგებთ ჩემი სკაიპია (რამან741) ლათინურით

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 31 2010, 14:02

romanoza
ოკ

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 31 2010, 14:17

zaza1978
romanoza
თუ წახვედით ნორმალური რეპორტი დაგვიდეთ რა, სურათები და დეტალური განხილვა არ დაგეზაროთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: romanoza Aug 31 2010, 21:21

ციტატა(ვიტო @ Aug 31 2010, 15:17) *
zaza1978
romanoza
თუ წახვედით ნორმალური რეპორტი დაგვიდეთ რა, სურათები და დეტალური განხილვა არ დაგეზაროთ newsmile05.gif

ტუ სუტვილი გაქვტ შეგიძლიატ წამოხვიდეტ ბინის პრობლემა არ არი მე იქ სახლი მაქ

პოსტის ავტორი: zaza1978 Sep 1 2010, 09:30

ვიტო აუცილებლად, მთავარია წავიდეთ და თევზი დავიჭიროთ და რეპორტი თავისი ჩანახატებით იქნება

პოსტის ავტორი: davit.p Apr 28 2012, 16:37

ვახ ეს რა კაი თემა ვნახე. კაი, საინტერესო რეპორტით დაიწყო,მაგრამ როგორც კი უნდა გახურებულიყო საუბარი დამთავრებულა.

დავიჯერო 2011 წელს არავის უთევზავია არაგვზე.?

რაც შეეხება სანსალას და სხვა დანარჩენებს. რიონის თემაში მაქვს ნახსენები "ღორტავი". (რაჭულად ღორღავი)
როგორც ზემოთ დაახასიათეს ჩქერიან და თხელ დინებაში მოიპოვება. ქვის ქვეშ. ასევე თუ პატარა მთის ნაკადული ეცემა ქვიან ადგილას, იქ იცის ხშირად ღორტავი.
სანსალას კი ვეძახი მატლს, რომელიც ქვის ქვეშ სილით და პატარა კენჭებით იკეთებს ბუდეს, ჩუპრიტურტ. უმეტესად სალათის ფერია, ფოსფორის ფერში გადადის.
კიდე ესეითივე მატლები გვხვდება ყავისპერ ჭუპრებში და უფრო ხშირად ხავსიან ან ნაგვიან ქვებზე.
მინდა ავღნიშნო როომ ორივე მწერი მშვენიერი სატყუარაა მდინარის თევზისთვის. და არამარტო.

პოსტის ავტორი: lapsha889 May 10 2012, 12:57

მე ვითევზავე 2011 წელს ფასანაურის რაიონში სოფელ დოლასქედთან სანსალაზე და ძალიან კარგი ეგზაემპლარები დავიჭირე მურწაც და წვერაც.წითელ ჭიაზე საერთოდ არ მოვიდა

პოსტის ავტორი: romanoza May 15 2012, 08:50

აბა ვის უნდა აგაგვზე მურწა კალმახი , მოვემზადოტ სჰევიკრიბოტ და ავიდეტ, რა არი ამაში ძნელი და განუხორციელებელი, 2 დგით ბაიტი არის, რომანოზა.

პოსტის ავტორი: ბესო May 17 2012, 21:48

ციტატა
მოვემზადოტ სჰევიკრიბოტ და ავიდეტ, რა არი ამაში ძნელი და განუხორციელებელი, 2 დგით ბაიტი არის, რომანოზა.


წყალი როგორია? თოვლის დნობა მორჩა მთებში? ამ წვიმებმა არ აატალახა?

პოსტის ავტორი: ჩელე May 17 2012, 21:49

არა მგონია წყალი სუფთა იყოს.....

პოსტის ავტორი: romanoza May 18 2012, 20:36

რა გაატრაკა ამ წვიმებმა საქმე რატქმაუნდა ამღვრეული წყალი იქნება ჯერ ისრ დავრეკო შემიძლია და იქნებ სადმე ხევზე გვეთევზავა

პოსტის ავტორი: ბესო May 20 2012, 13:28

ციტატა
რა გაატრაკა ამ წვიმებმა საქმე რატქმაუნდა ამღვრეული წყალი იქნება ჯერ ისრ დავრეკო შემიძლია და იქნებ სადმე ხევზე გვეთევზავა


თუ დარეკვის და წინასწარ მდგომარეობის გაგების საშუალება არის მაგას რა ჯობია.
როგორც კი დაიწმინდება შეიძლება 1 დღე გაქცევა და მოსინჯვა....

პოსტის ავტორი: romanoza May 20 2012, 15:52

დარეკილი მაქვს . მარა მე მაინჩ წავალ ხუთშაბათს დილით დავღალე ტყუილა ყოფნით

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 21 2012, 07:35

romanoza

ციტატა(romanoza @ 20th May 2012 - 16:52) *
დარეკილი მაქვს . მარა მე მაინჩ წავალ ხუთშაბათს

ანუ? ამღვრეულ?
D.gif

პოსტის ავტორი: romanoza May 21 2012, 15:13

მე ტვიტონ გადაგლილი ვარ და ტუ არ გავედი სადმე სისხლი ამენღვრევა, მითევზავია ბევრჯერ ეგეტ წყალში ისე კარგად არ ყვება რათქმაუნდა მარა გასრთობათ საკმარისია

პოსტის ავტორი: ბესო May 22 2012, 00:22

ხუთშაბათს რაიმე "ნეიშენალ ჰოილიდეი" თუ არ არის ისე ვერ მოვახერხებ გასვლას newsmile05.gif

წარმატებულ თევზაობას გისურვებ!

პოსტის ავტორი: romanoza May 24 2012, 08:49

ფასანაურში მიმავალმა სამტრედიაში ამოვყავი თავი რიონზე პატარა ლოქოები დავიჩირე
მაგრა კი გავერტე
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: romanoza May 24 2012, 09:02

რამდენად არ დამიგერებთ და იტყვით რომ მეთევზეს მორიგი ტყუილიაო არ მაინტერესებს, ზესტად ამ ადგილას 15-17 წლის უკან 27 კილოიანი მყავს ამოყვანილი

პოსტის ავტორი: aragveli May 24 2012, 09:02

აუ მაგარი ტიპია newsmile027.gif გაუშვი უკან ხომ?

პოსტის ავტორი: romanoza May 24 2012, 11:52

კი აბა რა ეგ ხო უნდა გაიზარდოს და მერე ისევ ამოვაგდებ და შევსანსლავ

პოსტის ავტორი: ჩაგელა May 24 2012, 19:59

რომანოზ ძმაო მე ახალი წევრი ვარ,გიორგი მქვია,ფასანაურში თუ დააპირებთ წასვლას მეც გამაგებინეთ,ერთმანეთსაც გავიცნობთ და კაი თევზაობასაც გავმართავთ...

პოსტის ავტორი: romanoza May 25 2012, 09:00

ციტატა(ჩაგელა @ May 24 2012, 20:59) *
რომანოზ ძმაო მე ახალი წევრი ვარ,გიორგი მქვია,ფასანაურში თუ დააპირებთ წასვლას მეც გამაგებინეთ,ერთმანეთსაც გავიცნობთ და კაი თევზაობასაც გავმართავთ...



წავიდეთ დავგეგმოთ როდის და სად სჰევხვდეთ და ღამისთევით წავიდეთ

პოსტის ავტორი: romanoza Jun 10 2012, 19:38

ციტატა(romanoza @ May 25 2012, 10:00) *
წავიდეთ დავგეგმოთ როდის და სად სჰევხვდეთ და ღამისთევით წავიდეთ





http://www.radikal.ru

ციტატა(romanoza @ Jun 10 2012, 20:32) *
http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru

ესეტს კალმახი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: diablo Jun 10 2012, 19:53

მეც მანდ ვარ
newsmile05.gif

იესლი მოჟნა რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: ჩაგელა Jun 11 2012, 13:20

წავიდეთ მე ჩემ ნომერს გეტყვით და როცა იტყვით წავიდეთ ძმებო. 597 944 524 გიორგი . თან მლეთაშიც მაქვს სახლი და იქაც დავრჩებით თუ რამეაა...

პოსტის ავტორი: romanoza Jun 11 2012, 19:55

ციტატა(ჩაგელა @ Jun 11 2012, 14:20) *
წავიდეთ მე ჩემ ნომერს გეტყვით და როცა იტყვით წავიდეთ ძმებო. 597 944 524 გიორგი . თან მლეთაშიც მაქვს სახლი და იქაც დავრჩებით თუ რამეაა...


კარგი იქნება ერთ დგეს დავეშვებით მლეთიდან საღამოს ფასანაურში დავრჩებიტ დილიდან

ისევ დავეშვებით სოპელ სონდამდე იქედან დაუბერავთ სახლებში ( მანქანა ამ შემთხვევაში ხელის შემშლელი იქნება )

პოსტის ავტორი: diablo Jun 11 2012, 20:02

movdivar.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 11 2012, 20:11

diablo
სად მიდიხარ რო მიდიხარ დაკავებული კაცი ხარ ხომ არ დაგავიწყდა D.gif:D:D:D:D (ბოდიშით ოფფისთვის)

პოსტის ავტორი: diablo Jun 11 2012, 20:24

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 12 2012, 08:18

იფფფ, მშვენიერი იდეაა, და მდინარე დასუფთავდა უკვე?

პოსტის ავტორი: romanoza Jun 12 2012, 10:17

მე მცალია 17-18 რიცხვი აბა რიბაკებო ეხლა თქვენზეა თუ გცალიათ თქვენ????????

გავალთ 17-ში დილით დავბრუნდებით 18-ში საღამოს ( ღამე )

პოსტის ავტორი: diablo Jun 12 2012, 20:22

მოკლედ გადაწყდა 17 ში. ორი კაცი არის, ველოდებით მსურველებს, აბა წავიდა თეთრი არაგვი ach.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jun 12 2012, 21:28

diablo
ორ კაცში ვინ იგულისხმება ? blashe.gif

პოსტის ავტორი: diablo Jun 12 2012, 21:49

D.gif უი შემშლია 3 მი კაცი kiss.gif

პოსტის ავტორი: Deutschland Jun 12 2012, 21:54

ალთაზარ

ochom-dagchipos.gif მწარედ თან D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 12 2012, 21:56

nu-oferistobt.gif

პოსტის ავტორი: ჩაგელა Jun 15 2012, 07:58

ძმებო დაგეგმეთ და აქა ვაარრრ...


პოსტის ავტორი: romanoza Jun 15 2012, 22:31

გავდივარ დილიტ 8 საატზე ანკესებიტ ხელში ვხვდებიტ დიდუბის მეტროს სალაროსტან

პოსტის ავტორი: diablo Jun 15 2012, 23:26

ციტატა(romanoza @ Jun 15 2012, 23:31) *
გავდივარ დილიტ 8 საატზე ანკესებიტ ხელში ვხვდებიტ დიდუბის მეტროს სალაროსტან

როდის????
\

17ში???

პოსტის ავტორი: romanoza Jun 16 2012, 08:32

კი 17 -ში ანუ ხვალ

პოსტის ავტორი: Davitus Jun 16 2012, 08:36

ხალხნო, ყველა თემას ნუ გააბახებთ ამ დაგეგმარებით, არის ერთი თემა და იქ დაწერეთ ყველაფერი.

ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილებით შემოვიფარგლები

პოსტის ავტორი: romanoza Jun 16 2012, 13:09

ციტატა(diablo @ Jun 16 2012, 00:26) *
როდის????
\

17ში???





558 444 227

პოსტის ავტორი: davit.p Jun 28 2012, 00:32

რა მოხდა არაგვზე, თუ დაიჭირეთ თევზუკები?

პოსტის ავტორი: romanoza Jun 28 2012, 12:50

ვერაპერი რა მოხდა არ ვიცი იმ დღეს როცარიელი დავბრუნდი ეგრე არსდროს არ წამოვსულვარ არაგვიდან

პოსტის ავტორი: diablo Jun 29 2012, 09:30

ციტატა(romanoza @ Jun 28 2012, 13:50) *
ვერაპერი რა მოხდა არ ვიცი იმ დღეს როცარიელი დავბრუნდი ეგრე არსდროს არ წამოვსულვარ არაგვიდან

შენ მაგაზე არ ინერვიულო ძმაო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: bigbear Jul 20 2012, 09:40

გამარჯობათ.

ვინმე თუ დადის ბულაჩაურის არაგვზე? ვინმეს თუ უთევზავია? რაზე თევზაობთ?

სურათზე ნაჩვენები მაქვს ადგილი სადაც ერთხელ ვიყავი. წყალში საკმაოდ დიდი თევზი ხტუნაობდა მაგრამ 3 საათის განმავლობაში ვერაფერი დავიჭირე. ვთევზაობდი ეგრე წოდებულ "დონკაზე" და "სტიკზე". სატყუარას ვიყენებდი წითელ და თეთრ ჭიას. მაგრამ დავიჭირე რატომღაც სულ რამოდენიმე პატარა მურწა. ამის მერე ჩავედი დამბის ქვემოთ და რა თქმა უნდა დავიჭირე ბლომად ღორჯოები და ისევ რამოდენიმე მურწა.

ესეიგი კითხვა მაქვს მასეთი. რაზე და როგორ თევზაობთ მანდ? თუ გაქვთ გამოცდილება გამიზიარეთ.



დიდი მადლობა


http://postimage.org/image/pow7jew0x/

პოსტის ავტორი: beqa10 Jul 21 2012, 17:34

გაუმარჯოს.2 კვირის წინ ვიყავი ხიდთან, კარგად დაიჭერ ნახლისტზე და ლოხკი დონკაზე.ტივტივით ვითევზავე ჩატარებაზე და ცოტა დავიჭირე პატარები თეთრ და წითელ ჭიებზე

პოსტის ავტორი: Little Fisher Sep 30 2012, 18:56

დღეს ვიყავი არაგვზე, ესეთი ცუდი გასვლა არ მქონია არაგვზე, არაგვიდან უშედეგოდ არასდროს დავბრუნებულვარ, ფაქტიურად არც კი მითევზავია, ივლისთან შედარებით წყლის ნახევარზე მეტი დამშრალია, სუფთა წყალია მაგრამ სულ დამშრალი წყაროსავით არის არაგვი...

პოსტის ავტორი: LeoTaso Sep 30 2012, 19:09

Little Fisher

ხავსით გახვედი როგორც აპირებდი?

პოსტის ავტორი: Little Fisher Sep 30 2012, 19:11

არა ხავსით კი არა ვერანაირი მეთოდით ვერ ითევზავებდი იმდენად პატარა წყალია, ვერ გაატარებდი ვერანაირად... სასროლი ბადისთვის და ჩანგლით თევზაობისთვის კარგი იყო მაგრამ ანკესით აზრი არ ქონდა

პოსტის ავტორი: LeoTaso Sep 30 2012, 19:13

არაგვი ისვენებს ზნაჩიტ newsmile05.gif
წარმატებები...

პოსტის ავტორი: Little Fisher Sep 30 2012, 19:24

LeoTaso

მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 4 2013, 14:40

გუშინ მე და აქაური ახალი ფორუმელი (Sopromadze) ვიყავით არაგვზე დასატესტად, დილით 10 საათზე ჯერ კიდევ -1 გრადუსი იყო, ვითევზავეთ წითელ და თეთრ ჭიაზე, ჯერჯერობით ვერაფერი დავიჭირეთ მარა კარგი ადგილები დავიმახსოვრე სატივტივე, რამოდენიმე ფუჭი ჩარტყმა იყო წითელ ჭიაზე მაგრამ ალბათ პატარები აწვალებდნენ... 2 კაცი თევზაობდა იმათ 6-7 პატარა თევზი ყავდათ დაჭერილი, ამბობდნენ არაგვისთვის ჯერ ადრეა 2 კვირაში კარგად წამოვა თევზიო newsmile05.gif ეს 2 კვირა მომიწევს გლდანის ტბაზე გავატარო და მერე ისევ არაგვს გადავხედავ D.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 4 2013, 14:48







ეს 3 ფოტო მაქვს დანარჩენები სუ ბუნდოვნებია, ციოდა აღარ მქონდა ფოტოაპარატის თავი D.gif

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 4 2013, 18:20

და კიდევ ანანურის ფოტო მაქვს სულ დამშრალია


პოსტის ავტორი: Saba.S Jun 10 2013, 20:02

8-9 ივნისს ვიყავი ბულაჩაურში და ორჯერ არაგვზეც ჩავიარე, 9 ში Sopromadze ც ჩამოვიდა ცოტახნით, სულ 2 დღის განმავლობაში 4 საათი გამომივიდა თევზაობა, 2 ამბავია ერთი კარგი და ერთიც ცუდი, კარგი ისაა რომ დენით აღარავინ აღარ დადის, თევზი ძალიან ბევრია და კარგადაც მოდის, ცუდი ისაა რომ ყოველ 2 ნაბიჯში ეკრანშიკები არიან, თევზის ზომა არაა ისეთი დიდი როგორიც შარშან ან იმის წინ. ვთევზაობდი მსუბუქი ფსკერულით წყლის ჭიით ( ქვების ქვეშ რაც არის, იქ სანსალებს ეძახიან )

არ ვიცი რატომ მაგრამ ესეც ეყარა ნაპირებზე





ძირითადად მოდიოდა ესეთი ზომის თევზი








პოსტის ავტორი: მონადირე Jun 14 2013, 13:17

Saba.S
ყოჩაღ, მაინც კარგია! რომელ მხარეს ითევზავე? ბულაჩაურის წყალსაცავის ზემოთ თუ ქვემოთ?


პოსტის ავტორი: Saba.S Aug 5 2013, 20:16

მონადირე

წყალსაცავთან სადაც ჩანჩქერია...



ესეც მანდ დაჭერილი ხრამულია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)