თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ზღვა _ თევზჭერა შავ ზღვაზე

პოსტის ავტორი: Pendragon Sep 24 2009, 22:46

ზღვაზე თევზაობის არანაირი გამოცდილება არ მაქვს - სავარაუდოდ კატერით შესვლა იქნება საჭირო, მაგრამ სად უნდა გაჩერდე და სად უნდა დაიწყო თევზაობა აზრზე არ ვარ newsmile038.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 24 2009, 22:50

ციტატა(Pendragon @ 24th September 2009 - 11:46 PM) *
მაგრამ სად უნდა გაჩერდე და სად უნდა დაიწყო თევზაობა აზრზე არ ვარ


მაგ საკითხს ექალოტი აგვარებს უპრობლემოდ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 25 2009, 04:44

ფოთი გამორიცხე(ხალხს თუ არ ჩარევთ)და ბათუმში მოსულა.

პოსტის ავტორი: kakhaber Sep 25 2009, 16:32

თუ ეხალოტი არ გაქ სადაც ბევრი ნავი იქნება შეგროვებული იქ გააჩერე შენაც. ვაბშე რად გინდა ნავი, ნაპირიდან ბათუმის მორვაკზალში ახლა კაკრას სტავრიდის სეზონია

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 25 2009, 16:36

ციტატა(kakhaber @ 25th September 2009 - 05:32 PM) *
ვაბშე რად გინდა ნავი, ნაპირიდან ბათუმის მორვაკზალში ახლა კაკრას სტავრიდის სეზონია



აუ მაგარი კაიფია რაააა..... მე ეგრე ძალიან ჯერ თევზაობაზე არ მიკაიფია....

ჩააგდე - ამოწიეეე.... ჩააგდე - ამოწიეეე.... თითო ამოწევაზე 2-3 თევზი მოსდევს..... ძაან მაგარია

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Sep 25 2009, 17:39

ციტატა(გიორგი @ Sep 25 2009, 05:36 PM) *
აუ მაგარი კაიფია რაააა..... მე ეგრე ძალიან ჯერ თევზაობაზე არ მიკაიფია....

ჩააგდე - ამოწიეეე.... ჩააგდე - ამოწიეეე.... თითო ამოწევაზე 2-3 თევზი მოსდევს..... ძაან მაგარია




და სატყუარად რა გამოიყენება, გამიგია თითქოს ბრჭყვიალ ღილებზე თევზაობენო, რეალურია თუ მითია ეგ ამბავი

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 26 2009, 22:01

ნიკაP&A

ღილების რა მოგახსენო, მაგრამ იქვე მაღაზიაში იყიდება გამზადებული "სამადურები"..... ეხლა ეს სამადური რა არის.... პავადოკია დაახლოებით 1 მეტრი, ბოლოში თავისი სიმძიმით... ხოდა ზედ აკვს თუ არ ვცდები 10 ნემსკავამდე თავისი ბუსუსებით... 2 ლარი ღირს..... ხოდა ეგაა "სამადური"

მეტი არაფერი არ გჭირდება... მაგას მიაბავ ძირითად ძუაზე და წავიდა თევზაობა... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Sep 26 2009, 22:05

ხო ეგ არის რამოდენიმე პავადოკი და სატყუარეს გარეშე ტევზაობ ხომ? და რა იზიდავს თევზს?

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 26 2009, 22:17

ციტატა(nikaP&A @ 26th September 2009 - 11:05 PM) *
ხო ეგ არის რამოდენიმე პავადოკი და სატყუარეს გარეშე ტევზაობ ხომ?


არა პავადოკი ერთია. უბრალოდ ზედ აქვს რამოდენიმე ნემსკავი 10-15 სანტიმეტრის დაშორებით. ნემსკავები პავადოკზევეა დამაგერებული დაახლოებით 1-2 სანტიმეტრიანი ძუით... სამწუხაროთ აქ არ მაქვს თორე სურათს დავდებდი.... იმედია დასავლეთიდან ვინმე შემოგვეხმიანება და დადებს სურათს....

ციტატა(nikaP&A @ 26th September 2009 - 11:05 PM) *
და რა იზიდავს თევზს?


ალბათ ეს ბუსუსები... მანდ როგორ ხდება ეხლა - ანკეს რომ გადააგდებ, ეგრევე მოგაქვს - სპინინგის პონტში.... ხოდა ის თევზი ნახადუ ეკიდება

პოსტის ავტორი: Pendragon Sep 28 2009, 12:50

ციტატა
მეტი არაფერი არ გჭირდება... მაგას მიაბავ ძირითად ძუაზე და წავიდა თევზაობა.

ჩემი აზრით, ძალიან უინტერესო თევზაობაა და უფრო გავს თევზის მოპოვებას... არანაირი იმპროვიზაცია, არანაირი ჩაკვრის მომენტი და მასთან ასოცირებული ადრენალინის გამოყოფა... და რაც მთავარია არანაირი თევზთან ჭიდილი გამოყვანისას... ერთი სიტყვით ამ მეთოდით თევზაობა არ შეიძლება განხილულჯ იქნას როგორც "თევზაობა" - ესაა ჩემი პირადი აზრი ....

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 28 2009, 12:53

Pendragon

სპინინგით გითევზავია ??

პოსტის ავტორი: Pendragon Sep 28 2009, 12:57

ციტატა(გიორგი @ Sep 28 2009, 01:53 PM) *
Pendragon

სპინინგით გითევზავია ??

შავ ზღვაზე არა... საინტერესო იქნება ძალიან შესაბამისი ეკიპირებით... ამ ზაფხულს თითქოს იყო რაღაც შანსი იახტით შესვლის მაგრამ გაიმაზა. თუ გექნებათ რამე ვარიანტი გამითვალისწინეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 28 2009, 13:01

მოდი მაშინ ცოტა უფრო დეტაულრად ავღწერ....

ჩარტყმის მომენტს შენ რას იძახი არ ვიცი, მაგრამ რომ გადააგდებ ანკეს და ნელ ნელა მოგაქვს და ნელ ნელა თევზი რომ ეკიდება და აგიძაგძაგებს ანკესსაც და ხელსაც და რაც მეტი თევზი ეკიდება - მით უფრო მეტად რომ გიძაგძაგებს ამ ხელს და რომ ამოტან ბოლოს და ზედ არის 4-5-6 თევზი... და ეს გრძელდება მანამ სანამ 50-60 მეტრა ძუას ამოახვევ..... ამაზე მეტი ემოცია რა უნდა იყოს ??? newsmile05.gif

და რაც მთავარია თევზი ყველა შემთხვევაში არის და ხელცარიელი ვერ წამოხვალ იქედან.... რავი ყველას თავისი მუღამი და ჭია ყავს და ყველა თავისებურად ახარებს ამ ჭიას... და რაც შეეხება თევზჭერას ვერ დაარქმევო - მაგაში ვერ დაგეთანხმები newsmile05.gif აპარატის და პუტანკის გარდა ყველა თევზჭერა - თევზჭერა newsmile05.gif

ციტატა(dubidubiduu @ 28th September 2009 - 01:59 PM) *
. საინტერესო იქნება ძალიან შესაბამისი ეკიპირებით...



ხოდა დახლოებით იგივე პონტია რაც სპინინგი newsmile05.gif ძალიან დაახლოებით, მაგრამ მაინც newsmile05.gif და სპინინგს რომ მუღამი აქვს - ეგეთი მე პირადად სხვა არ ვიცი... newsmile05.gif ანუ ჩარტყმას ხელზე გრძნობ და არა ტივრივაზე ან ზარზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Sep 28 2009, 13:05

საკამათოდ არ მითქვამს newsmile05.gif...
ვისაც როგორ მოსწონს ისე უნდა ითევზაოს.

მე აღვნიშნე, რომ ჩემთვის ასეთი თევზაობა იქნება ინტერესმოკლებული, რადგან არაფერი არ გაქვს მოსაფიქრებელი იმისთვის, რომ თევზი დაიჭირო. იმეორებ ერთი და იგივეს და ხან 5 თევზი მოყვება და ხან 6...

ხოლო ჩარტყმას ვეძახი "პაკლ'ოვკა"-ს.

ციტატა
ხოდა დახლოებით იგივე პონტია რაც სპინინგი

აბა ამაში როგორ დაგეთანხმო?
სპინინგით თევზაობისას გიწევს ათასი "ხრიკის" მოფიქრება იმისთვის რომ თევზი მოატყუო და სატყუარა ააღებინო. სატყუარის გადაგდება, გამოტარება, სატყარის შერჩევა, ადგილის შერჩევა, შენიღბვა, ჩარტყმისას დროული რეაგირება, თევზის უსაფრთხო გამოყვანა და კიდევ ათასი წვრილმანი... ეს ხომ მთელი ხელოვნებაა. რა აქვს საერთო ამას ძუის გაწელვა-ამოღებასთან??? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 28 2009, 13:15

Pendragon

არც მე გეკამათები newsmile05.gif გესაუბრები newsmile05.gif

ციტატა(Pendragon @ 28th September 2009 - 02:05 PM) *
სპინინგით თევზაობისას გიწევს ათასი "ხრიკის" მოფიქრება იმისთვის რომ თევზი მოატყუო და სატყუარა ააღებინო. სატყუარის გადაგდება, გამოტარება, სატყარის შერჩევა, ადგილის შერჩევა, შენიღბვა, ჩარტყმისას დროული რეაგირება, თევზის უსაფრთხო გამოყვანა და კიდევ ათასი წვრილმანი... ეს ხომ მთელი ხელოვნებაა. რა აქვს საერთო ამას ძუის გაწელვა-ამოღებასთან??? newsmile05.gif


რა თქმა უნდა ამაში გეთანხმები და მეც იმიტომ დავწერე "ძალიან დაახლოებით" - ანუ მაგრა ჰგავს კი არა და - პირიქით newsmile05.gif მაგრამ ერთი რამეც არის... რომ მოვიბოდიალე მთელი სეზონი ხან სპინინგით და ხან დონკით, ხან ერთი ადგილი და ხან მეორე და ხან მესამე და წესივრად თევზი ვერ დავიჭირე newsmile05.gif - წავედი მერე ბათუმის პორტში და მთელი სეზონის მუღამი იქ მოვიკალი newsmile05.gif

საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რომ თევზაობა მარტო ის არ არის რომ თევზი დაიჭირო და ბუნებაა და ეს არის და ის არის...... და როგორც არ უნდა ატრიალო - სათევზაოთ იმიტომ მიდიხარ - რომ დაიჭირო თევზი ! newsmile05.gif newsmile05.gif და მთელი სეზონი რომ ვერ მოიკლავ მაგ კაიფს - მერე წახვლა და მანდ მოიკლავ და თანაც ხოშიანად newsmile05.gif newsmile05.gif

რავი მე თევზაობაც მიყვარს და დაჭერილი თევზიც newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Sep 28 2009, 14:02

გიორგი

ციტატა
რა თქმა უნდა ამაში გეთანხმები

newsmile027.gif

მე რაც სპინინგი დავიჭირე ხელში, უშედეგო გასვლა, ანუ ისეთი რომ თევზი საერთოდ არ დამეჭიროს, მქონდა 10-დან ალბათ 1...
ხოლო პატარა თევზს (100გრ-მდე რომ იყოს) სპინინგით თითქმის არ იჭერ, ასე რომ ნებისმიერი ნადავლი უკვე ნორმალურია.


პოსტის ავტორი: გიორგი Sep 28 2009, 14:10

ციტატა(Pendragon @ 28th September 2009 - 03:02 PM) *
მე რაც სპინინგი დავიჭირე ხელში, უშედეგო გასვლა, ანუ ისეთი რომ თევზი საერთოდ არ დამეჭიროს, მქონდა 10-დან ალბათ 1...



ღმერთმა მეტი დაგაჭერინოს newsmile05.gif მეც რომ მივალ მაგ შეფარდებამდე – ალბათ ასევე დავიკიდებ სტავრიდობანას newsmile05.gif newsmile05.gif მაგრამ მაინც ხო იცი, პირველი გამოცდილება თვისას შვრება.... სხვა თუ არაფერი – პირველი თებზი მანდ დავიჭირე newsmile05.gif ნოსტალჟი newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 8 2009, 15:18

ფაქტია რო სტავრიდის გამოყვანაც არ არის ადვილი საქმე, როგორც ადვილად დაკრავს და ხელში გადმოგცემს ვიბრაციას ისევე ადვილად სხლტება ნემსკავიდან. რამდენჯერ მინახავს გვერდიგვერდ მდგარი მეთევზეები, ერთ კასიაკზე რო ნადირობენ ერთიდაიგივე პავადოკებით და ერთს ჩურჩხელასავით ახუნძლული ამოყავს და მეორეს ან საერთოდ არ მოყვება ან კიდევ თითო ოროლა შერჩება ანკესზე. სტავრიდაზე თევზაობას მაგარი მუღამი აქვს და ადრენალინიც კარგად მოაქვს, ვეთანხმები გიორგის

და რაც მტავარია ზგარა გამოდის დზალიან მაგარი :-)

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 8 2009, 15:25

kakhaber

"ვოტ ტაკ" უნდა დაგეყოლებინა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 26 2009, 17:22





აი რა დავიჭირე შავ ზღვაზე

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 26 2009, 17:51

kakhaber

ეს რა უბედურებაა?

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 26 2009, 20:38

ზღვის ეშმაკს ეძახიან თუ არ ვცდები

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 26 2009, 20:46

აუ რა როჟა აქვს ტო

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 26 2009, 21:12

არა, ესაა მარსკოი იოჟიკი,შემთხვევით არ შეგერჭოს ეგ ეკლები თორემ ხელი გაგიხდება დიდი და წითელიnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 27 2009, 15:09

kakhaber
აი მართლა შენ დაიჭირე, თუ თვითონ დაგიჭირა ?? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 27 2009, 15:11

საღოლ კახა შენ აღარ ხუმრობ

პოსტის ავტორი: amroci Nov 11 2009, 12:49

სალამი ყველას,
ჩემო კარგო პანდრაგონ, ჯერ ის გვითხარი თავად თუ გითევზავია პავადოკით ზღვაში, თუ უბრალოდ ნანახი/გაგონილით იცი?
ეხლა გეტყვი რაშია მუღამი გარდა იმისა რაც ღრმადპატივცემულმა გიორგიმ თქვა.
პირველი და მთავარი - ა ბ ს ო ლ ი ტ უ რ ა დ ს ხ ვ ა მ ა შ ტ ა ბ ი ა!
როცა სპინინგით ქარიყლაბიაზე, ოკუნზე თუ კარპისებრთა სხვადასხვა ჯიშზე თევზაობ, ყველაფერი ცხვირწინ გაქვს ლამის ჯოხის წვერით წვდები დასაჭერ თევზს. შეილება ითქვას ყოველდღე გამარჯობით იცნობ იმ კონკრეტულ თევზს (მე თევის სახეობას არ ვგულისხმობ, არამედ იმ თითზე ჩამოსათვალ თითოეულ თევზს) რომლის დაჭერეასაც აპირებ, უბრალოდ ყოველ მომდევნო თევზაობისას თავიდან აპირებ მოტყუებას რაფერც უბანში იმ არიფის ყოველდღე რო თავს აჭმევ ხოლმე.
ზღვაში, თევზი რომელიც შენ დაიჭირე ათი ქვეყანა აქვს მოვლილი და მინიმუმ სამი ეკოზოლი აქვს გამოვლილი. ამასთან ის უბრალოდ წყალში კია არ არის რომელიმე ჯილეში ან ქვის უკან. იგე შეიძლება 1 კილომეტრით სიღმისკენ იყოს ან 10 მეტრით ნაპირში. შეიძლება 60 მეტრით დაბლა იყოს შეიძლება მთლად ზედაპირზე. ამასთან შენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაიჭერ თუ თითოეული ამათგანი არ დაამთხვიე და ისე არ გამოატარე პავადოკი. თან უნდა იცოდე სად უბრალოდ გამოატარო და სად აათამაშო. კიდე გარდა ამისა იგივე პავადოკით არამარტო სტავრიტკას იჭერ, არამედ მერლანკა, ლოფას, სელდ, სკუმბრიას, სარღანას, დრაკონს, ხამსას, ქოთეხს თითოეულ მათგანზე სულ სხვადასხვა სიღრმესა და სიშორეზე უგდებ, სხვა სიღშირით უქანებ და სხვა სიჩქარით უშვებ და ამოგყავს თორე თევზის მაგიერ უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ცარიელ ანკეს ამოიღებ.
ასე რომ, ითევზავე დაიჭირე ერთი პავადოკით 4 ნაირი სახეობის თევზი მაინც და შენ თუ ყველაფრის მუღამი არ დაიჭირო მე არ მცოდნია არაფერი. გისურვებ იღბალს და წყნარ წყალს newsmile041.gif
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: 919 Nov 12 2009, 00:31

აი საღოლ, აი ლიფიორა და სარგანა!!! უგემრიელესი თევზების ჯენტლმენურ ნაკრებს ბარაბულკა და გარბილი აკლია! იფ-იფ!!

პოსტის ავტორი: amroci Nov 12 2009, 14:27

ციტატა(919 @ Nov 12 2009, 01:31) *
აი საღოლ, აი ლიფიორა და სარგანა!!! უგემრიელესი თევზების ჯენტლმენურ ნაკრებს ბარაბულკა და გარბილი აკლია! იფ-იფ!!


აქ ლიფიორი არ არის ეს სკუმბრიაა. სარგანი და შავ ცელოფანში პატარა სტავრიტკებია
შემოდი ქობულეთის პრიჩალის თემაზე დაწვრილებით ნახავ.

პოსტის ავტორი: amroci Nov 13 2009, 13:46

მე პირადად ზღვაში სპინინგით ხშირად ვთევზაობ ქობულეთის პრიჩალზე, ბევრ სხვადასხვა თევზზე. რაც ამ მომენტისთვის არის აქტუალური აღწერილი მაქვს ქობულეთის პრიჩალის განყოფილებაში.
აი ციტატა იქედან
"........პრიჩალზე სხვა ამბავია. თუ მოსული ხარ უბრალოდ თევზის საჭერად მაშინ სკუმბრიაზე არავინ იქნევს. რადგან სკუმბრიაზე მარტო სპორტული ჟინით უნდა იყო რო ითევზაო.
პრიჩალზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან უკვე მოსალოდნელია სკუმბრიის მოსვლა და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ნამდვილად ჩერდება, ამის შემდეგ უკვე ყოველ წელიწადს თავისებურად.
ეხლა როგორ უნდა ითევზაო:
უნდა გქონდეს ისეთი სპინინგი რომლითას 40-50- გრამის ტყვიას რაც შეიძლება შორს გადააგდებ. ამასთან ძირითადი ძუა არ უნდა იყოს 0.35მმ.-ზე ნაკლები პავადოკიც შგიძლია იგივე სიმსხო გააკეთო მაგრამ უფრო გირჩევ 0.25მმ. ძალიან სუფთა ძუას. დრეკადობას დიდი მნიშვნელობა არ ქვს. კავები აცმული უნდა იყოს ისევე როგორც სტავრიდის პავადოკია, ოღონდ დიდი, გრძელღეძიანი, უყუნწო და ბრჭყვიალა კავებით, ამსთან უკეთესია თუ კავები არ იქნება მძიმე ლითონისგან და სქელი მავთულისგან გაკეთებული. ჯობია დიდი ზომის მაგრამ თხელი და მჩატე იყოს. რადგან დიდი ზომის კავებია ხოლო პავადოკის სიგრძე შენი სპინინგის 3/4 უნდა შეადგენდეს, პავადოკზე ყენდება 7-დან 9 კავამდე. შეგიძლია ბუმბულის დაბნევაც, ეს ხშირად მაგრად ჭრის (ანუ მოდის). არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კავზე არაფერი ფერადი. მხოლოდ თეთრი ან სარკისებრად ბრჭყვიალა.
სიმძიმე განსაკუთრებული საკითხია. სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს და არც ტელეფონზე მაქვს გადამღები მაგრამ აგიხსნი რამდენიც შემიძლია
სიმძიმეს 3 მთავარი პრინციპია:
1. უნდა იყოს იმისიმძემე რომ პავადოკი გადაგაგდებინოს რაც შეიძლება შორს ამასთან 0.25მმ. პავადოკი არ გაგიწყვიტოს როგორც წესი 35-45 გრ. ამიტომ არის თხელი და მჩატე კავები საჭირო რომ ნაკლებად დაგიტორმუზოს გადაგდებისას პავადოკი.
2. უნდა იყო ამრეკლი ზედაპირის ანუ სარკესავით, რომ წყალში 4-5 მეტრ სიღრმეზე მზის ანარეკლი ჰქონდეს მაქსიმალურად ნათელი, რომ სკუმბრიას რაც შეიძლება შორს მოხვდეს თვალში არეკლი სხივი. ამისათვის ტყვიას ვასხამთ 6-7 სმ. სიგრძის და სანტიმეტრ-სანტიმეტრნახევარი სიმსხვილის ლატუნის მონიკელებულ რადიო ანტენის ნაჭერში. თან ბოლოში ყუნწისათვის ვუყენებთ უჟანგავი ტროსის რამოდინემე წვერს.
3. ტყვიას არ უნდა ჰქონდეს მბასრი და წაბრტყელებული მხარეები. რადგან გადაგდების დროს არ ჰქონდეს ჰაერთან დიდი წინაღობა, ასევე წყალში უკან გამოტარებისას არ აბრზრიალდეს (აქ ასევე მნიშვნელოვანია კავების სიმჩატე და სითხელე დიდი ზომების მიუხედავად). როცა სკუმბრია დაებება, განსაკუთრებით რამოდენიმე ერთად აუცილებლად ათასნაირად დაგრიხავს შენს პავადოკს სანამ 30-40 მეტრს გამოატარებ, ამიტომ თუ ტყვიას მბასრი წვეტები აქვს სადმე ძუას გადაგიწყვეტს. ამიტომ გვერდები შემოუქლიბეთ.
როგორც წესი სკუმბრიას უყვარს როცა ნახევრად ავდარია მაგრამ არაფერი სერიოზული, ამასთან წყალი არ უნდა იყოს ამღვრეული. განსაკუთრებით მოდის დილის საათებში. თუმცა არც დღის სხვა დროს ღირს ხელის ჩაქნევა.
გაფრთხილებთ სკუმბრიას ხიდზე ვერ დაიჭერთ ბევრს. ამიტომ ვინც სტავრიტკაზეა მიჩვეული ბევრ ჭერას გაუჭირდება სკუმბრიაზე თევზაობის რეჟიმი. ასევე ვაფრთხილებთ ნაჟივკით თევზაობის მოყვარულებს, სკუმბრიაზე თევზაობისას დაივიწყეთ დასვენება. აქ ნამდვილი მარაფონისტის მონაცემები გჭირდებათ.
ვიმეორებ სკუმბრიაზე თევზაობა მხოლოდ სპორტული ჟინით ღირს.
რაც შეეხება თევზაობის სტილს: მოდიხარ დილით გათენებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხსნი პავადოკს და სპინინგს. დგები პრიჩალის ზედა იარუსზე სულ ბოლოში (სიღრმისკენ) და ისვრი პავადოკს იმისიშორეზე რაც ძალი და ჭაპანი გაქვს . მაგრამ თან მეორე ხელს კატუშკასთან ახლოს ტოვებ რადგან როგორც კი ტყვია წყალს შეეხება ხელათ უნდა გააჩერო და ჩაკეტო კოჭა. ტყვიის წყლის ზედაპირზე შეხებიდან 3-4 წამში ( როგორც კი ძუა გასწორდება) სპინინგს ქაჩავ უკან რამდენზეც მკლავი და ჯოხი გადის. ამდროს პავადოკი, რომელმაც უკვე მოასწრო დაახლოებით 3-4 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა მაქსიამლური სიჩქარით ამოდის თითქმის ზედაპირზე. ისევ მიუწევ ჯოხს წინ რო მიუშვა ტყვია. დაიძიროს ისევ 3-4 მტრზე და ისევ მაქსიმალური სიჩქარით მაოქაჩავ შენკენ, რითაც ისევ ამოიტან ტყვიას ზედაპირთან. ასე უნდა იმეორო სანამ პავადოკი არ მოვა შენთა. ან სპინინგი არ დაიკვნესებს "ვაიმე ნანაო". რადგან როცა სკუმბრია ამ სიჩქარეებზე ებმება პავადოკს, ხელში ისეთი შეგრძნება გაგქვს თითქოს იდატყვი უკან მიარტყი ბეტონს მთელი ძალით. დამიჯერეთ ამ დროს გული ლამის ამოგივარდეს ისე ფეთქვას ენდორფინი.
სკუმბრიისთვის მნიშვნელოვანია რომ სატყუარა (პავადოკი) მოძრაობდეს ძლიერი რივოკებით. ამ დროს ის ძალიან ჰგავს ლიფსიტის ქარავანზე დადევნებულ სტავრიდის ან სილიოტკის ქარავანს და სკუმბრიაც ზუასტად ამას დაეძებს ზღვაში. სკუმბრია ასეთ ბატალიებს სუფთა და მზიან წაყალში კარგი 10-15 მეტრის სიშორიდან ამჩნევს და სანამ შენი ერთი მოქაჩვის დასაწყისიდან, მის მკლავის ბოლომდე მისვალამდე, ასწრებს ამ მაძილის დაფარვას და შენი პადსეჩკის (მოქაჩვის) შუაგზაში გზაგადაჭრის ტრაექტორიით დაკავებას. ამოყვანისას მოგატარებს მთელი ზღვისმხარე ნახევარსფეროს სანამ მოიყვან პრიჩალამდე. დამიჯერეთ, ანკესზე დაბმიდან ასე ჩქარა და დიდ მანძილზე მოცურავე თევზს საქართველოს ვერცერთ სხვა თევზი შეედრება.
ჰუჰ დავიღალე დანარჩენი მერე
აგერ ჩემი ორი წლის უკან თევზაობაზე უცნობი რიბაკის გადაღებულეები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დააკვირდით ამინდს. ასეთი ძალიან უყვარს სკუმბრიას
აქ პატარა სკუმბრიაებია ასე 300 გრამამდე. ისე კილოიანიც კი მიჭერია. და საერთოდ დაახლოებით ნახევარ კილოიანები იცის ხოლმე, პლიუს-მინუს 200 გრამი......"
სხვა კონკრეტულ სპინინგის თევზაობას დროთა განმავლობაში დავდებ ჩემს მშობლიურ პრიჩალზე http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1226 და აქაც გიწილიდებთ მომავალში. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Nov 13 2009, 14:46

ყოჩაღ ძია! და მადლობა შინაარსიანი მონათხრობისათვის! newsmile027.gif

ოღონდ მაგ მეთოდს სპინინგთან საერთო არაფერი აქვს და მოდერს ვურჩევ ამ საინტერესო თევზაობას ცალკე თემა გაუხსნას.

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 13 2009, 14:54

troutbaiter

ისე ერთხელ კი ვიკითხე და ვერავინ ვერ მითხრა მაგ მეთოდს რა ჰქვია ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Nov 13 2009, 15:03

მაგის გარკვევაც შეილება, მაგრამ ერთი ცხადია - სპინინგი არ არის! newsmile05.gif
ზღვაზე თევზაობის თემა ცალკე თუ არის სადმე იქ გადაიტანე. ან კიდევ ისევ ქობულეთის პრიჩალს მიაბი.

პოსტის ავტორი: amroci Nov 13 2009, 15:20

მართალს ბრძანებთ. ეს რითაც მე სკუმბრიას, სარღანას (და საერთოდ ერთი ჯოხი მაქვს newsmile035.gif ) ვიჭერ ქვია ტელესკოპური ანკესი. ძველებური. ნამდვილად არ ვიცი საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებულ ამ ანკესს სახელი რა დაარქვა მწარმოებლმა. მაგრამ ეს ყოველივე თავისუფლად შეგიძლიათ სპინინგითაც ჩაიდინოთ. არავინ გიწყენთ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Nov 13 2009, 15:22

სპინინგი ჯოხის სახეობა კი არა თევზაობის მეთოდია.

პოსტის ავტორი: Pendragon Nov 13 2009, 15:39

troutbaiter
სპინინგით რატომ არ შეიძლება იგივე წარმატებით ითევზაო? რაც ამ კაცმა თევზები ჩამოთვალა, ყველა მტაცებელია... მე მგონი ღირს ერთი გასვლის გაკეთება???

პოსტის ავტორი: amroci Nov 13 2009, 16:13

ციტატა(Pendragon @ Nov 13 2009, 16:39) *
troutbaiter
სპინინგით რატომ არ შეიძლება იგივე წარმატებით ითევზაო? რაც ამ კაცმა თევზები ჩამოთვალა, ყველა მტაცებელია... მე მგონი ღირს ერთი გასვლის გაკეთება???


სამწუხაროდ ამ დღეებში ცუდი ამინდია გამოცხადებული. მაგრამ როგორც კი ამინდი გამოვა პრიჩალზე შეიძლება იქვე დაჭერილი ფილეებად დაჭრილი სტავრიდკის ნაჭრებზე ოკუნის ჭერა. ამასთან არის შანსი ჯეკ-პოტის მოხსნის, ანუ კამბულის დრო მოვიდა უკვე ამ თვის შეცვლის შემდეგ. თუ ზღვის ჭიას ან რაჩკებს მოიტანთ ქოთეხი და შავთვალა კეფალი უნდა იყოს წესით. მართალია ბოლოს რაჩკით ერთი კვირის უკან იჭირა კაცმა ვერცხლისფერი ქოთეხები მაგრამ, მემგონი ჭიაზე კეფალიც უნდა იყოს და ქოთეხიც. რაჩკებზე კეფალია არაა, მაგრამ ქოთეხი, ბარაბულკა, სტავრიდა და ასეთები არის ნამდვილად, თუ მასობაში სადმე არ დაითესა.
ასე რომ ძალიან გამიხარდება თუ კარგი მეთევზეები ეწვევა ჩემს მშობლიურ პრიჩალს სათევზაოდ newsmile041.gif

რაც შეეხება მტაცებლებს, ეხლა პრიჩალზე მარტო სარღანა აქტიურობ. სკუმბრია წელს მღალატობს. სამი დილა არაქათის გამოცლამდე ვიქნიე მაგრამ მარტო სარღანები გავაბი. ერთი სკუმბრიაც არ მომყვა. ვნახოჳ, მე კიდე ველოდები და იმედი მაქვს ამ სეზონის ბოლომდე

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 13 2009, 16:20

Pendragon

მე ერთი ვიცი, რომ მარილიან წყალში ჩემს ბიჭებს არ შევუშვებ newsmile05.gif უკვე ერთი კოჭა გავაფუჩე მაგის გამო.... ზღვაზე თევზაობას მგონი შსაბამისი აღჭურვილობა უნდა

პოსტის ავტორი: troutbaiter Nov 13 2009, 20:16

მართალია, მარილიანი წყალი აღჭურვილობაზე განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებს!
ისე კი, სარგანზე შეილება კაცმა სცადოს ჩვენი ხელოვნური სატყუარებიც! გამიგია ვიწრო "ყანყალებზე" იჭერენო. ისე კი ალბათ არც ტვისტერზე, ვობლერზე და ტრიალაზე იტყვის უარს! მთავარი პირობა ისევ ისაა - მთავარია წყალში მტაცებელი იყოს! და აუცილებლად აიღებს!

პოსტის ავტორი: amroci Nov 15 2009, 14:51

ციტატა(troutbaiter @ Nov 13 2009, 21:16) *
ისე კი, სარგანზე შეილება კაცმა სცადოს ჩვენი ხელოვნური სატყუარებიც! გამიგია ვიწრო "ყანყალებზე" იჭერენო. ისე კი ალბათ არც ტვისტერზე, ვობლერზე და ტრიალაზე იტყვის უარს! მთავარი პირობა ისევ ისაა - მთავარია წყალში მტაცებელი იყოს! და აუცილებლად აიღებს!


მე პირადად არაერთხელ მიცდია 'ყანყალაზე" თევზაობა, და ერთადერთი რაც გამომეკიდა იყო ლოფა. თუმცა სარღანაბიც არ ამბობდნენ უარს. საქმე იმაშია რომ. ლოფას დაჭერა ყანყალაზე შესაძლებელია იმის გამო რომ მას აქვს სატყუარაზე დადევნების კლასიკური ტრაექტორია (ანუ მოსდევს უკნიდან და კბიჩავს), ხოლო სარღანას ვერ ვიჭერ ყანყალაზე იმიტომ რომ მას აქვს ნისკარტი და ამ ნისკარტით, როგორც პინცეტით ისე ჰკიდებს პირს ნებისმიერ სატყუარას და შესაბამისად უსაფრთხოდ უშვებს უკან. რადგან კლასიკური სპინინგების სატყარებს აქვს ცალმიმართულებიანი გამოტარების ტრაექტორია, ამიტომ სამკავას ძალიან ცოტა შანსი აქვს გასდოს სარგანას სადმე. განსაკუთრებით გაუჭირდება ნემსივით წვრილ ნისკარტზე გამოკვრა.
რაც შეეხება სილიკონს. სილიკონმა დიდი იმედები მომცა პირველი ცდისას, რადგან როცა ნისკარტი ჩაავლო სილიკონს მისი უტრაწვრილი კბილები სილიკონში ისე გაება რო პირს ვეღარ უშვებდა. თუმცა საერთო ჯამში ეს არც ისე დიდ შანსებს გვაძლევს გამოცდილ ადგილობრივ პავადოკთან შედარებით.
რო წამოხვალთ ყოველი შემთხვევისთვის პავადოკიც მოიყოლიეთ ექსპერიმენტის სრული სისუფთავის დაცვის მიზნით.
მოხარული ვიქნები თქვენი კომპენტენტური ვიზიტის, ჩემს მშობლიურ პრიჩალზე newsmile027.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Nov 15 2009, 15:01

დიდებულია!
ლოფას ლუფარს ეძახი ალბათ. მაინტერესებს როგორია მაგ თევზის მარაგი. ძალიან საინტერესო სპორტული თევზაობის ობიექტია. როგორც მე ვიცი ჩვენი ნაპირები არაა მდიდარი მაგ თევზით.
სარგანას კი შეილება მაინც რაიმე მოვუფიქროთ.

პოსტის ავტორი: amroci Nov 15 2009, 16:32

ციტატა(troutbaiter @ Nov 15 2009, 16:01) *
ლოფას ლუფარს ეძახი ალბათ. მაინტერესებს როგორია მაგ თევზის მარაგი. ძალიან საინტერესო სპორტული თევზაობის ობიექტია. როგორც მე ვიცი ჩვენი ნაპირები არაა მდიდარი მაგ თევზით.
სარგანას კი შეილება მაინც რაიმე მოვუფიქროთ.


ალბათ მასეა. ისე რო დავაკონკრეტო ეს ის თევზია რომელიც თავისი ცხოვრების წესით და ქარავნული აგრესიულობით ძალიან წააგავს პირანის.
შემიძლია ლოფაზე თუ ლუფაზე ჩემი პრიჩალზე თევზაობის გამოცდილება გაგიზიაროთ ვრცელი სტატიით, მაგრამ ჯერ მოდერატორს დავეკითხოთ სად ჯობია ამის გაკეთება. კარგი?
ჰო, მართლა. სამწუხაროდ სურათებზე ღარიბად ვარ ამიტომ სიტყვიერი ახსნით შემოვიფარგლები.

small3d029.gif

პოსტის ავტორი: Fishing Fnatic . Nov 15 2009, 16:55

ფოთში ოთხ ოთახიანი ბინა მაქ და იქაურ გამოცდილ მეთევზეებსაც ძალიან ბევრს ვიცნობ newsmile05.gif გამაწევრიანეთ კლუბში და გპირდებით მრავალჯერ ვითევზავებთ ფოთში newsmile05.gif newsmile05.gifnewsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishing Fnatic . Nov 15 2009, 17:50

ციტატა(გიორგი @ Sep 28 2009, 14:01) *
მოდი მაშინ ცოტა უფრო დეტაულრად ავღწერ....

ჩარტყმის მომენტს შენ რას იძახი არ ვიცი, მაგრამ რომ გადააგდებ ანკეს და ნელ ნელა მოგაქვს და ნელ ნელა თევზი რომ ეკიდება და აგიძაგძაგებს ანკესსაც და ხელსაც და რაც მეტი თევზი ეკიდება - მით უფრო მეტად რომ გიძაგძაგებს ამ ხელს და რომ ამოტან ბოლოს და ზედ არის 4-5-6 თევზი... და ეს გრძელდება მანამ სანამ 50-60 მეტრა ძუას ამოახვევ..... ამაზე მეტი ემოცია რა უნდა იყოს ??? newsmile05.gif

და რაც მთავარია თევზი ყველა შემთხვევაში არის და ხელცარიელი ვერ წამოხვალ იქედან.... რავი ყველას თავისი მუღამი და ჭია ყავს და ყველა თავისებურად ახარებს ამ ჭიას... და რაც შეეხება თევზჭერას ვერ დაარქმევო - მაგაში ვერ დაგეთანხმები newsmile05.gif აპარატის და პუტანკის გარდა ყველა თევზჭერა - თევზჭერა newsmile05.gif




ხოდა დახლოებით იგივე პონტია რაც სპინინგი newsmile05.gif ძალიან დაახლოებით, მაგრამ მაინც newsmile05.gif და სპინინგს რომ მუღამი აქვს - ეგეთი მე პირადად სხვა არ ვიცი... newsmile05.gif ანუ ჩარტყმას ხელზე გრძნობ და არა ტივრივაზე ან ზარზე newsmile05.gif

გიორგი ძნელია სპინინგით თევზაობა ? : ) 3.5 მეტრიანი შტეკერისთვის რა არის საჭირო შეგიძლია მითხრა ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 15 2009, 23:27

ციტატა(guka_13 @ 15th November 2009 - 17:55) *
მაგრამ ჯერ მოდერატორს დავეკითხოთ სად ჯობია ამის გაკეთება. კარგი?



amroci
troutbaiter

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=811 აი აქ არის მაგ თევზის თემა და შეგიძლიათ აქ ისაუბროთ



Fishing Fnatic .

http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=77 ეს განყოფილება გადაიკითხე და თუ რამე კითხვები დაგებადა ან შესაბამის თემაში დასვი, ან ახალი თემა გახსენი - თუ შესაბამისი თემა ვერ ნახე მაგ განყოფილებაში

პოსტის ავტორი: amroci Nov 19 2009, 11:22

http://www.radikal.ru
5 ნოემბერს ვითევზავე ბოლოს ზღვაზე პრიჩალზე და აი მთელი ნადავლი
http://radikal.ru/F/s61.radikal.ru/i173/0911/2a/0b708ed2e54e.jpg.html
ნავში მოთევზავემ, რომელმაც ჩვენ პრიჩალიდან გამოგვიყვანა, დაიჭირა აი ეს.
http://www.radikal.ru
პატივცემულო მეთევზეებო, ეს თევზი თუ დაიჭირეთ, აუცილებლად გაუშვით უკან ზღვაში. ძალიან გთხოვთ. ზღვის მამალი გადაშენების პირასაა.
უფრო ვრცლად. ერთი მეთევზის დღიურში არის http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1226

პოსტის ავტორი: tofudi Dec 1 2009, 19:11

ფოთში, ამ კვირას მშვენივრად მოდიოდა კეფალი.
იქაურები იჭერდნენ ე.წ. "ფანტომასზე" - ჩემს თვალწინ კაცმა დაიჭირა 6 ცალი 15 წუთში.

მე იმის გამო რომ "ფანტომასი" არ მქონდა, ვცადე ჩვეულებრივ დონკაზე, ქაფსიას (ხამსა) ნაჭრებზე და აი რეზულტატიც სულ რაღაც 5 წუთში

http://radikal.ru/F/i041.radikal.ru/0912/47/40e89d8ebf46.jpg.html

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Mar 8 2010, 10:20

შავ ზღვაზე უნდა იტევზაო სატყუარატი ძაან მაგარია პროსტა გამძლე სპინინგი უნდა გქონდესს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kuxe Apr 8 2010, 09:30

სალამი ყველას.... სტავრიდა ხომ არ გამოჩენილა თუ იცით ვინმემ ზგვის ნაპირებზე?????????? წესით დროა უკვე რომ შემოგვიარონnewsmile05.gif წინასწარ მადლობა ინფორმაციისთვის ვინც მიპოასუხებს იმას

პოსტის ავტორი: kuxe Apr 8 2010, 16:13

არავინ არაფერი იცით?????????

პოსტის ავტორი: amroci Apr 10 2010, 16:38

ციტატა(kuxe @ Apr 8 2010, 17:13) *
არავინ არაფერი იცით?????????

ვინ გითხრა რო დროაო?
ჯერ ადრეა. კიდე უნდა მინიმუმ ნახევარი თვე. შეილება სულაც მაისში წამოვიდეს.
ისე ბათუმის პორტში იცის ყველაზე ადრე შემოსვლა და იქნება იქ გაომჩნდეს ცოტაცოტა. მაგრამ ჯერ მაინც არა.

პოსტის ავტორი: kuxe Apr 12 2010, 15:42

მადლობა მეგობარო ად რომ შემოცურავს სტავრიდა ჩვენს სანაპიროებზე იქნებ აქ დადო ინფო მაგის შესახებ

პოსტის ავტორი: amroci Apr 16 2010, 13:44

ციტატა(kuxe @ Apr 12 2010, 16:42) *
მადლობა მეგობარო ად რომ შემოცურავს სტავრიდა ჩვენს სანაპიროებზე იქნებ აქ დადო ინფო მაგის შესახებ

ცოტაც დარჩა! სუ ცოტაც!
დღეს არის16 ხო? თუ შტორმი არ ქნა როგორც იცის ხომლმე თევზის შემოსლის წინ მაშინ 28-29 მდე არ შემოვა. მაგრმამ თუ 19 შტორმი იყო ასე 3-4 დღიანი, აუცილებლად შემოყვება პირველი მიგრაცია და მაშინ არ უნდა გავმაზოთ.

პოსტის ავტორი: amroci Apr 30 2010, 09:03

შემოვიდა სტავრიდის პირველი მერცხლები!!
ნავით გასულები თითო-ორ კილოს იჭერენ ქობულეთში.
მე პირადად სამწუხაროდ ვერაფრიტ მივიცალე სათევზაოდ :(

პოსტის ავტორი: kuxe May 6 2010, 18:46

გაიხარე სასიამოვნო იმფორმაციისთვის.....

პოსტის ავტორი: amroci May 9 2010, 21:11

ამ შაბათ-კვირას გავედი პირველად ამ წელიწადში პრიჩალზე სათვზაოდ ამხანაგებთან ერთად და კარგადაც ვსიამოვნეთ.
დაახლოებით 3 კილომდე თევზი დავიჭირეთ.
ბარაბულკები, ზღვის ქორჭილები, დიდი ღორჯოები, ნალიმები და ზღარბები.
სტავრიდა სამწუხაროდ საერთოდ არ იყო.
ამხანაგები სურათებს რო გამომიგზავნიან დავდებ ფორუმზე დეტალურ აღწერილობას.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 9 2010, 22:13

amroci
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Lava May 12 2010, 15:28

amroci
ჯერ მე დავდებ და მერე გამოგიგზავნი newsmile090.gif
როგორ ხარ ჯიგარო?

მოკლედ, ასე დაიწყო ყველაფერი ...
ჩავლაგდით და გავედით ასე შუა დღის 2 საათზე (სამსახური მაინც თავისას შვრება)
ვიმგზავრეთ მშვიდობიანად და სასიამოვნოდ, ამინდიც მშვენიერი იყო.
საღამოს 7 საათისთვის ჩავედით ქობულეთში.
არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ, გავეშურეთ ჩოლოქზე.
ჩავძვერით ხიდთან და დავიცყეთ ნელ-ნელა ჭეშმარიტების ძიება,
მაგრამ ცოტა არ იყოს და შეცბუნებულები დავრჩით, თითის ტოლა თაღლითების და პატარა კარასების მეტი, არა დაგვხვდა რა.



მტაცებელზე, რამოდენიმეჯერ მოვიქნიეთ სპინინგი, ცოტაც ავიარ ჩამოვიარეთ მდინარის გასწვრივ,
მაგრამ ქარიყლაპიამ მაინც არ მოგვაქცია ყურადღება...
ნელ-ნელა ჩამობნელდა კიდეც და ნამგზავრებსაც აღარ გვქონდა იმდენი ენერგია, რომ კიდევ გვექნია ჯოხები
ზანტად ავიბარგეთ და წავედით წინასწარ შეკვეთილ სახლში
საღამოს მცირეოდენი ალკოჰოლური რიტუალების შესრულების შემდეგ, მალევე დავწექით და მომავალი ორი დღის იმედით, ტკბილ ძილს მივეცით თავი.

გაგვითენდა.
დილის 6 საათისთვის უკვე გზას ვადექით ჩოლოქისაკენ.
ორად უნდა გავყოფილიყავით, ნაწილს ზღვაზე უნდოდა ბედის მოსინჯვა, ნაწილს კი მდინარეზე მტაცებლის მონადირება.
უთენია, ამ პერიოდში, ზღვაზე წასვლას, არ ჰქონია აზრი, ასე რომ ყველა ერთად დავიძარით მდინარისაკენ.



ძალიან ლამაზ გარემოში მოვხვდით





სამწუხაროდ, მდინარეზე ნადირობა, ფაქტიურად კრახით დამთავრდა.
ისევ და ისევ, თითის სიგრძე თაღლითებით, რამოდენიმე პატარა ღორჯო და თითოოროლა კარასისაგან შემდგარი მოსავალით დავიმძიმეთ თავი



ასე რომ, ღირებული, მხოლოდ ჩოლოქის მიდამოების კარგი ფოტო მასალით თუ დავიკვეხნიდი.
რამოდენიმე მცდელობა იყო, როდესაც ქარიყლაპია აედევნა სატყუარას (თვალისათვის დასანახად ხდებოდა ეს), მაგრამ რატომღაც შუა გზაში, მადა ერთმეოდა და პირს უკან იბრუნებდა ხოლმე





ბევრი ფიქრით აღარ შეგვიწუხებია თავი და გადავწყვიტეთ გავცლოდით იქაურობას. ავიკარით გუდანაბადი და გავსწიეთ ზღვისკენ, ეგრედწოდებულ "პრიჩალზე".
გზად ნავი შემოგვაშველეს და არხეინა გორაობით დავეშვით სანაპიროზე.



ბატონი ამირანი ნიჩბებთან newsmile05.gif ღმერთმა წყლის ძალა მოგცა! რაც შენ გვატარე აქეთ-იქით





აძრომა და საქმის დაწყება, ერთი იყო newsmile041.gif





სატყუარად, ორი ვარიანტის მონტაჟს ვიყენებდით -
15-15 სანტიმეტრით დაშორებულ ნემსკავებზე აცმულ მიდიებს, რომლებიც ბლომად მოიპოვება პრიჩალის კედლებზე, წყალში ხელის ჩაყოფა და აცლაღა ხდება საჭირო.
მეორე კი ღორჯოს ჭერისთვის, სპეციალურად შექმნილი მონტაჟია.
ჩვეულებრივად, სიღრმული ჭერისათვის აწყობილი ვარიანტია -
ნემსკავი - სიმძიმე და სიმძიმის ზემოთ, ასე 15 სანტიმეტრში, კვლავ ნემსკავი.
ღორჯო, უმეტესწილად, დაჭრილ თევზს ეტანება და შესაბამისად, ჩვენც ჩოლოქზე დაჭერილი თაღლითები და კარასები გავუყენეთ საიქიოს გზას.
პ.ს. საჭიროების შემთხვევაში, amroci უფრო დეტალურად აღწერს ზემოხსენებულ მონტაჟებს.

ესეც ნალიმი ჩემი პირველი სისხლი
ნალიმი newsmile05.gif



ეს კი ზღარბია
შხამიანი და გაიძვერაა
საკმაოდ მტკივნეული ყოფილა მისი ეკლის ნაჩხვლეტი.



ეს კი ჩვენი ძმა და მეგობარი - ღორჯო



სმარიდი, ძალიან ლამაზი სწრაფი და ცელქი თევზია
ძალიან სასიამოვნო მოსანადირებელი აღმოჩნდა, გემოთიც შესანიშნავი
(ცოტახანში ცოცხალ ვიდეოს შემოგთავაზებთ, როგორ ამოაგდო amroci-მ 4 ცალი ერთად)



ბარაბულკების და სმარიდების ასორტი


პოსტის ავტორი: თევზი May 12 2010, 15:47

აღარ ემატებოდა ფოტოები, და ცალკე პოსტად კი, არ იყოფოდა
ასე რომ ამ ნიკს, სეპარატორად ვიყენებ, უკაცრავად

Lava

პოსტის ავტორი: Lava May 12 2010, 15:47

ამას ძროხას ეძახიან
რქები აქვს თავზე, მაგრამ ფოტოს გადაღებისას, რატომღაც, ვერ წამოვაწევინეთ.


ეს კი ჩვენი რეკორდი, გიგანტი ღორჯო
სტანდარტული ზომის ეგზემპლარი, გვერდით უდევს.




ჯამში, ასეთი ნადავლი გამოგვივიდა




ეს ტყვეთა ბანაკი, გავუყენეთ იმ გზას, სადაც ჯერ არს






მოკლედ, აი ასეთი დრო გავატარეთ


ძალიან დიდი მადლობა amroci-ს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის და დროის სასიამოვნოდ გატარებისათვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 12 2010, 15:51

საღოლ კარგი რეპორტია.კარგი დრო გიტარებიათ დო ი პოსლე

პოსტის ავტორი: Lava May 12 2010, 16:05

ესეც შეპირებული ვიდეო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: amroci May 12 2010, 20:28

ციტატა
name='Lava' post='85877' date='May 12 2010, 17:05']ესეც შეპირებული ვიდეო newsmile05.gif


ვერ მივიცალე რა, რო ერთი მადლიანი და ბარაქიანი პოსტი გავაშანშხალო ჩვენს გმირობებზე.

გუშინ ძალიან ბევრი სტავრიდა იჭირეს ნავში.
იმ კატამარანით, რომლითაც ჩვენ ვიყავით ბოლოს პრიჩალზე გადასულები 25 კლ. სტავრიდა დაიჭირა დილლის 6:30-დან 12:00 საათამდე.
აი დღეს კი ერთი ცალიც ვერავინ დაიჭირა საფიცრადაც კი newsmile05.gif

მაგარი ჩორტი გაუჩალიჩა მოკლეთ რიბაკებს სტავრიდამ. - წინ დღით სულ რაღაც ორი მეთევზე იყო შესული და დაავსეს ნავები თევზით. მეორე დღრეს სუყველა ზღვაში გავიდა ძაღლიან კატიანად და ერთი ცალიც კი არ მოვიდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: amroci May 13 2010, 13:46

აჰა და გამოვნახე დრო სულის გახსნისათვის newsmile05.gif

მოკლედ და კონკრეტულად გადაწყდა 7 მაისს გაგვეხსნა საზღვაო თევზაობის სეზონი.
ჩემი ძმა - მეგობრები და ჭეშმარიტი მეთევზეები (მათშორის ჩვენი ფორმული Lava ) დაიძრა დედაქალაქიდან შავი ზღვის ასაღებად.
ჰოდა მეც დავხვდი რაც შემეძლო ვაჟკაცურად.
როგორც Lava-მ მოგახსენათ თავიდან ქარიყლაპიის იმედით მივაშურეთ მდინარე ჩოლოქს. თევზი იყო მაგრამ ჩვენ არ გვიკადრისა :( თვალით დაინახავდი ქარყლაპიებსა და დიდრონ ქაშაპებს.
სულ რამოდენიმე გამოსვლა გააკეთეს. ისიც ვეჭვობ, რომ ჩემი სტუმრების მოტანილი სუპერ პროფესიონალური სატყუარების ხათრით თორე იმასაც არ გვაკადრებდნენ ალბათ.
მოკლედ აქ რო ოფი არ გამოვიდეს გადავიდეთ შავ ზღვაზე.

პრიჩალზე გასვლისათვის ნავის პრობლემა რო მოვაგვარეთ უკვე 10 საათი იქნებოდა დაწყებული.
http://pix.ge/
ზღვა წყნარი და შუშასავით სუფთა იყო. თუმცა საშუადღო სამხრეთული ნიავი უკვე წამოწყებული ქონდა.
http://pix.ge/
რათქმაუნდა პირველი და მთავარი იმედი სტავრიდაზე იყო. მაგრამ რადგან საკმირისი რაოდენობის სტავრიდის პავადოკი (მონტაჟი როგორც პატივცემულმა Lava-მ ახსენა) არ გამაჩნდა, ნაწილი მეთევზეებისა გადავიდა სატყუარიან თევზაობაზე.
კერძოდ:
- ზღვის ქორჭილასა და ბარბულზე მიდიების სატყუარათი
- ფსკერის წვრილ თევზებზე ხამსის ფილეებით.

თევზაობა ლატარიას გავს მოგებას ელი მაგრამ მაინც მოულოდნელობაა!
http://pix.ge/
სტავრიდა საერთოდ არ მოვიდა არცერთი ცალი. მიუხედავად იმისა რომ მისი ნიშანი, წვრილ თევზიანი ქარავნები დავინახეთ. სამაგიეროდ სატყუარებიანმა ანკესებმა გვახარა გვარიანად.

თავდაპირველად განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რომ ყველაზე მეტად გამაოცა Lava-ს შთამბეჭდავი ზომის ნადავლმა "ნალიმ"-მა. ერთობ იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ტროფეია ნალიმი. იგი მხოლოდ ღამით იჭირება ხოლმე ზაფხულობით. თუმცა ეხლა მას ქვირითობა აქვს და შანსები ოდნავ მეტია.
ნალიმი როგორც წესი თევზის ფილეებზე მოდის ჩვეულებრივ ფსკერული თევზაობისათვის აგებულ ენკესზე. ისევე როგორც ღორჯო და ბარაბული იჭირება. ფილეს ზაფხულობით ვამზადებდით იქვე დაჭერილი სტავრიდისაგან. თუმცა შავ ზღვაზე სატყუარას სახით ფილეებს შორის საუკეთესოდ მაინც ხამსა არის და ამას წყალი არ გაუვა.
http://pix.ge/

დაუბრუნდეთ თემას. ხამსა ავართვთი ნაცნობ მებადურებს პრიჩალზე გამოსვლის დროს და ამან ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია შემდგომში. თუმცა ღორჯო და ზღარბი ისე კარგად მოდიოდა, რომ ხამსა არ გვეყო და წინდახედულად ჩოლოქიდან წამოღებული პაწია კარასები და ტობები წავიდა ხარჯში.
ეს ყველაფერი (ნალიმი, ღორჯო და ზღარბი) იჭირებოდა ხიდის ნაპირისკენა მხარეს ანუ ბოლოში. ვიჭერდით ამისათვის ბოძებს შორის განსაკუთრებით შერჩეულ საიდუმლო ადგილებში newsmile05.gif. 10 სანტიმეტრი იქეთ ან აქეთ და დრო ფუჭად ჩაივლიდა.

გამოვტყდები რომ იმდენად აცანცარებული ვიყავი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ჩემს საყვარელ პრიჩალზე გამოსვლის გამო, რომ ერთი სულმოკლეობა გამოვიჩინეთ. კერძოდ: გამოვეკიდეთ პირველივე დაჭერილ თევზსს. ანუ როგორც კი Lava-მ დაიჭირა ნალიმი, სუყველამ გადავედით ხიდის იმ კუთხეში რითაც უყურადღებოდ დავტროვეთ ხიდის თავი. რათქმაუნდა რამოდენიმე ანკესი იქაც გვქონდა ჩაგდებული მაგრამ ძირითადად უყურადღებოთ იყო მიტოვებული.
უკვე შუადღე იქნებოდა როცა მე ავიღე ჩემი იღბლიანი ჭაღარა ვეტერანი სასტავრიდე ანკესი და შემოწმების მიზნით გადავედი ხიდის თავში. რამოდენიმეჯერ მოვიქნიე ისევ და ისევ სტავრიდის იმედით, მაგრამ არაფერი.
შემდეგ გავარჩიე მიდიები, დაუგე ორად ორი ცალი და ჩაუშვი იქვე. ის იყო მის დატოვებას ვაპირებდი, რომ ჩემმა ვეტერანმა პირუეტების შესრულბა დაიწყო. ამოვიღე და რას ვხედავ, ზედ სასიძოდ გამოწყობილი (ასე ვეძახითხოლმე ზღვის ქორჭილას შეწყვილების პერიოდში შეფერილობის გამო) სმარიდი უბერავს ლამბადას.
http://pix.ge/
თან გამიხარდა და თან მწარე სინანულმაც შემიბყრო. ვინ იცის როდის შემოვიდა და რამდენი დრო ვხარჯეთ ღორჯოსა და ზღარბზე, როცა ქორჭილის ჭერაც შეიძლებოდა ამავდროულად.

ერთი საბრძოლო ყიჟინა ვტყორცნე ხიდის ბოლოს მდგომემბთ და შეუდექი მიდიების დარჩევა-აგებას რეპეტეს იმედით. მეგობრებმაც დაიწყეს ნელა-ნელა გადმობარგება ხიდის თავში. მიუხედავად იმისა რომ იქაც კარგად იჭერდნენ თევზს, განსხვავებულის დაჭერის სურვილმა მაინც დასძლია.
მეორე ჩაგდება უშედეგო გამოდგა, მიუხედავად იმისა რომ მიდიები დამიჭამა, გამოჭერა მაინც ვერ მოვახერხე.
დავაგე სამი მიდია, გადავედი ხიდის მარჯვენა კუთხეში და იქ ჩაუშვი. თავად შეუდექი მეგობრების დახმარებას რათა ისინიც გადმოსულიყვნენ მიდიებზე.
გადის დრო.
http://pix.ge/
თევზი ან საერთოდ არ ეკარება ანკეს ან თუ ეკარება, გვიჭამს მხოლოდ სატყუარებს. მეგობრებმაც იმედგაცრუებით დაუბრუნდნენ ხიდის ბოლოს.
მე კი იქვე ხიდის თავში, მარჯვენა კუთხეში წამოვწექი ჩემი ჭაღარა ვეტერანის ფერხთით. ის იყო წათვლემას ვაპირებდი, რომ ვიგრძენი ანკესის კოჭა როგორ დამეცა მუხლზე. გავახილე თვალები და დავიწყე წამოწოლილმა მაღლა ცქერა, თუ ვინ მომეპარა და მაღვიძებს. მაგრამ ჰოი საოცრებავ! თურმეც ანკესი თავისთავად აკეთებს ბუქნებს. ჩავავლე ხელი და ამოვიღე ერთდროულად 4 ზღვის ქორჭილა სუ ცისარტყელას ფერებში. ნამდვილად ამაღელვებელი სანახავი იყო. ჩემმა "ვეტერანმა" ისევ მასახელა!
საოცრება ის არის რომ სატყუარა (მიდია) მხოლოდ სამი ცალი მებნია. გამოდის, რომ ერთმა ქორჭილამ მეგობრების მხარდასაჭერად ცარიელი კავი გადასანსლა newsmile035.gif
Lava-მ ვიდეოთიც აღბეჭდა ეს ეიფორია

ძმა ხარ Lava გაიხარე!!

ამის შემდეგ დაიწყო მართლა აქტიური თევზაობა. წამოვიდა ქორჭილაც და ბარაბულიც. თანაც ბარაბულები მართლა სოლიდური ზომების.
http://pix.ge/
მიდიების დარჩევას ვერ აუდიოდით. მართალია უმეტესობას გვიჭამდა მაგრამ ჭერითაც ვიჭერდით. ეს კი თევზაობას გაცილებით მეტ ინტერესს სძენდა.
ვისაც სტავრიდის ანკესები გვქონდა უფრო მეტ ქორჭილებს ვიჭერდით ვიდრე ბარაბულებს, ხოლო ვისაც ფსკერისათვის განკუთვნილი ანკესები ქონდათ მათ უფრო ბარაბულები იჭირეს ვინემ ქორჭილები.

დაწვრილებით იხილეთ ერთი მეთევზის დღიურში http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1226&view=findpost&p=86358

პოსტის ავტორი: kuxe May 17 2010, 10:47

თქვენ გაიხარეთ....... ვისიამოვნე სურატების თვალიერებით და რეპორტის ცაკითხვით

პოსტის ავტორი: Nukry Max May 17 2010, 10:54

საააღოლ, მაგარი ვისიამოვნე......
xoshian.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 17 2010, 11:01

amroci

საღოლ, რეპორტების წერაში დაუზარელი კაცი ხარ, რესფექთ!

პოსტის ავტორი: amroci May 17 2010, 11:39

ჩემი თავი გენაცვალოთ ხალხნო და ჯამაათნო. newsmile05.gif

საბედნიეროდ ისეა ჩემი სამუშაო და დასასვენებელი დრო აწყობილი, რომ კარგად მოერგო ჯერ თევზაობას და მერე პოსტების წერას.
შაბათ-კვირას თევზაობა, დანარჩენ დღეებში სამსახურში კომპთან პოსტების წერა newsmile035.gif
ეგ არის რომ სურათებზე მაქვს ხოლმე გასაჭირი და ყველა თევზაობის შესახებ ვერ ვწერ პოსტებს. თუმცა ალბომის კეთება მგონი დავამუღამე. http://pix.ge/album/zd8zdi/

ეხლა ოფი რომ არ გამოვიდეს გაცნობებთ რომ რამოდენიმე დღეში პრიჩალზე შესაძლებელი იქნება ზღვის ჭიით ლობანების ჭერა. თუ მოვახერხე გასვლა აუცილებლად დავდებ ამის შესახებ პოსტს.

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 17 2010, 16:05

amroci

რეპორტებში (პლიუს თევზაობაში) ნომერ პირველი ხარ

მაგრამ
პიემზე რატომ არ მიპასუხე?
იქნებ რა საქმე მქონდა.

ივნისის ბოლოს ვიქნები ქობულეთში და არ დამეკარგო
ოკ?

პოსტის ავტორი: amroci May 17 2010, 18:22

ციტატა((dila)adriano @ May 17 2010, 17:05) *
მაგრამ
პიემზე რატომ არ მიპასუხე?
იქნებ რა საქმე მქონდა.


მე ბოდიში. მაგრამ არავითარი პერსონალური წერილი არ მომსვლია. არამარტო შენი, სერთოდ არცერთი.
ამ წელს საერთოდ ერთი წერილი მაქვს რაღაც გამწვანების აქციის შესახებ და სულ ეს არის.
იქნებ რაიმე სოფრტ შეცდომაა ან სხვა რამე?

ციტატა((dila)adriano @ May 17 2010, 17:05) *
ივნისის ბოლოს ვიქნები ქობულეთში და არ დამეკარგო
ოკ?

კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს მშობლიურ და საყვარელ სათევზაო ადგბილზე.
იქ გამოსაჩენად მე დამატებითი მიზეზები არ მჭირდება და თან შენ თუ გიხილავ მით უმეტესი.
ივლისის ბოლო შუა აქტიური სეზონია და მოსაწყენი არც შენ გექნება და არც მე newsmile027.gif

პოსტის ავტორი: amroci May 19 2010, 13:43

ქობულეთში ნავიდან სტავრიდა უკვე სტაბილურად იჭირება.

პრიჩალის ამბავი სამწუხაროდ არ ვიცი. მე არ ვყოფილვარ და სხვა იშვიათად მიდის იქ სათევზაოდ

პოსტის ავტორი: amroci May 22 2010, 16:28

დღეს ვიყავი პრიჩალზე.

ცოტა უხეიროდ აეწყო თავიდან ,რადგან. გუშინ ავდარი იყო.
პროგნოზიც ყველგან ავდარის იყო მაგრამ დილით სიურპრიზი დამხვდა.
შედეგად ნავებმა ზღვაში გამასწრა და დაახლოებით 9:30 საათამდე ტყუილა ვიყურყუტე ნაპირში ნავის იმედათ.
დღის ორ საათამდე ორ კილომდე ბარაბულკა, ქორჭილა ღორჯო და ზღარბი დავაგროვე.
ძირითადად ბარაბულები იყო. თანაც კარგი ზომების.

სამწუხაროთ აპარატი არავის ქონდა და უსურათოდ ვარ :(

პოსტის ავტორი: ლევანი May 22 2010, 17:50

ციტატა(amroci @ 22nd May 2010 - 17:28) *
დღის ორ საათამდე ორ კილომდე ბარაბულკა, ქორჭილა ღორჯო და ზღარბი დავაგროვე.
ძირითადად ბარაბულები იყო. თანაც კარგი ზომების.

კაცურად..დაწერე რა რა ადგილზე უნდა ვითევზაო და რითი კონკრეტულად. რამდენჯერაც ქობულეთში ვიყავი..ვერცეთხელ ვერ ვითევზავე ვერაფერზე. ერთხელ კინტრიშს მივადექი ანკესით.... ხალხი ისე მიყურებდა...მივხვდი.. რაღაც მაგარ სირობას ვაკეთებდი.(არ ვიცოდი მაგხელა სტატუსი თუ ქონდა მაგ მდინარეს) ზღვაზე თევზაობის კი აზრზე არ ვარ. წელსაც ვუმიზნებ მანდეთ და იქნებ დაწერო რაა..რა მოვიმარაგო და სად ვითევზაო.

პოსტის ავტორი: amroci May 22 2010, 18:55

Google Earthe თუ გაქვს ჩეუწერე ეს კოორდინატები:
Latitude: 41°50'42.99"N
Longitude: 41°46'33.29"E
მიგიყვანს ამ ადგილზე.
http://pix.ge/

მისამართი ასეთია:
ქ. ქობულეთი
აღმაშენელის ქუჩა,
პარკი.

წამოღებით წამოიღე:
ძუა გჭირდება ძირითადად ორი სახის: 0.14 ან 0.16 და 0.20 ან 0,25. აუცილებლად უფერულები და რაც შეიძლება წმინდები..
კავები აუცილებლად უჟანგავები, გრძელ ღერძიანი და წვრილი ლითონისგან (ანუ მჩატეები) 7-და 10 ნომრამდე. თეთრებიცა და შავებიც საჭიროა.
ტყვიაც ორი სახისაა საჭირო: მცოცავი ფსკერული თევზაობისათვის (ე.წ. ფანტომასი) დაახლოებით 15-და 30 გრამამდე და ყუნწიანი 20-დან 30 გრამამდე.
ანკესი რაც გაქვს წამოიღე. ყველას გამოყენებას მოახერხებ გარდა სატივტივეებისა, რომელიც უკოჭოა.

ფერშტეინ? მოდი და აქ უფრო იოლი გასარკვევი იქნება.
კეთილი იყოს შენი ფეხი.

პოსტის ავტორი: ლევანი May 24 2010, 00:34

amroci
დიდი მადლობა... newsmile041.gif
გუგლში ძებნის გონზე არ ვარ(ხვალ ვინმეს მოვიშველიებ) მაგრამ ეგ მგონი ის ადგილია...ნაპირიდან კატერების ჩასაშვები ტრუბა რომ არის(ლიბიოტკით)...დილაუთენია ნავებით გადიოდნენ მეთევზეები მანდედან ზღვაში. 3 წლის წინ..ზუსტად მაგის პირდაპირ ვცხოვრობდი აღმაშენებელზე.

პოსტის ავტორი: amroci May 24 2010, 08:23

ციტატა(ლევანი @ May 24 2010, 01:34) *
amroci
დიდი მადლობა... newsmile041.gif
გუგლში ძებნის გონზე არ ვარ(ხვალ ვინმეს მოვიშველიებ) მაგრამ ეგ მგონი ის ადგილია...ნაპირიდან კატერების ჩასაშვები ტრუბა რომ არის(ლიბიოტკით)...დილაუთენია ნავებით გადიოდნენ მეთევზეები მანდედან ზღვაში. 3 წლის წინ..ზუსტად მაგის პირდაპირ ვცხოვრობდი აღმაშენებელზე.


ჰოდა რაღად გინდა გუგლი და GPS newsmile05.gif ზუსტად გცოდნია სადაც ყოფილა. ეგაა გაა dastur.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 24 2010, 13:19

რადგან "ტოჩკა" მცოდნია.... ეხლა თევზაობის მეთოდი დამრჩა გასარკვევი. მანდ დონკაზე მიდის თევზაობა???..თუ "ბლესნა"-ზე??.. მანდ კეფალი თუ იჭირება???..კეფალს მგონი..რაღაც ბუმბულებიანი კრუჩოკები ჭირდება. ეგეთები მანდ არ მოსულა???...

პოსტის ავტორი: amroci May 24 2010, 13:30

ციტატა(ლევანი @ May 24 2010, 14:19) *
რადგან "ტოჩკა" მცოდნია.... ეხლა თევზაობის მეთოდი დამრჩა გასარკვევი. მანდ დონკაზე მიდის თევზაობა???..თუ "ბლესნა"-ზე??.. მანდ კეფალი თუ იჭირება???..კეფალს მგონი..რაღაც ბუმბულებიანი კრუჩოკები ჭირდება. ეგეთები მანდ არ მოსულა???...

ცოტაც მოიცადე და მაგარი რეპორტი მოვა. ფოტოებითა და ვიდეოებით.

ნოსოოო!! სად დაიკარგე? დროზე რა!!

პოსტის ავტორი: hendri May 24 2010, 16:26

amroci

ნოსოს კომპიუტერმა გაჭედა და საღამოს დაიდება რეპორტი....

რავა ხარ ამირან? newsmile041.gif

პოსტის ავტორი: amroci May 24 2010, 16:37

hendri
მაგრა. რა ქენით გუშინ?
მაგარი შტორმია აქა. იმედია მომავალი შაბა-კვირისთვის გამობა დარი.

პოსტის ავტორი: hendri May 24 2010, 17:56

amroci

მდააა... შტორმი ცუდია... გუშინ რას ვიზამდით... მაგარი დღე იყო რა... newsmile05.gif
ერთი სული მაქვს კიდევ როდის წამოვალ იქეთ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ნოსო May 24 2010, 18:24

ნუჩქარობთ მეგობრებო, ცოტახანში დაიდება რაც საჭიროა ის newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: amroci May 24 2010, 19:36

hendri
რას ვუზავდით გაგანია შტორმს და ვერაფერს. კიდე კარგად მოვასწარით თორე ერთი 15 წუთი რო დაგვეგვიანებინა არცერთს ქუდებს არ შეგვარჩენდა სხვას რო თავი დავანებოთ newsmile05.gif

ბოლოს დიდი სტავრიდა როგორ მიეცი! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Pendragon May 24 2010, 19:58

hendri
არ მითხრა, სპინინგიც სცადე? what.gif

პოსტის ავტორი: hendri May 24 2010, 20:09

Pendragon

სამადურით... მომცრო თევზების დიდი გუნდი მოძრაობდა მათ სტავრიდები მისდევდა და იქ ჩავაგდე მეც სამადური და 2 ცალი აყვა... სამწუხაროდ ერთი მოწყდა.. მაგრამ ის ერთი კაი ზომის იყო... დაიდება მალე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 280678 May 29 2010, 09:43

ურეკში ვაპირებ ბავშვის წაყვანას და ანკესიც მიმაქვს თავისთავად. ვერ მეტყვით იქ სად და რაზე შეიძლება თევზაობა?

პოსტის ავტორი: gocha-tita May 29 2010, 09:58

ურეკში კარგი ადგილია ზღვას მდინარე რომ უერთდება სახელი არ ვიცი, მე მითევზავია მანდ და კარგათაც ვისიამოვნე თუ ვობლერებს იყიდი მაგით დაიჭერ . ხიშნიკი თევზი არის მანდ შუკა, ოკუნი. პაპლაუკზეც მოდის კარჩხანა, და კიდევ ბევრი მშვიდობიანი თევზი სახელები არ ვიცი ზღვიდან შემოდის და ზღვის თევზებში ცოტა მოვიკოჭლებ. კარგ ნადირობას გისურვებ. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: kuxe Jun 1 2010, 12:45

არ სჰეგიდზლია გუგლიტ მაცჰვენო ეგ ადგილი......ურეკს კარგად არ ვიცნობ

პოსტის ავტორი: ბესო Jun 7 2010, 21:34

ბიძაჩემი ყოველდღე 60-120 ცალამდე ლაბანს იჭერს კაპარჭაზე - სად არ მცალია :(

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 7 2010, 22:53

ბესო
ეუფ ხომ არ გაგვეგაზა

პოსტის ავტორი: ბექა_ Jun 8 2010, 09:16

ბესო

ციტატა(Beso @ 7th June 2010 - 22:34) *
ბიძაჩემი ყოველდღე 60-120 ცალამდე ლაბანს იჭერს კაპარჭაზე - სად არ მცალია :(


მართალი ხარ... მაგრამ პატარებია, აგერ-ეგერ თუ გამოერევა დიდი კეფალი... ცოტა ხანი უნდა კიდევ და წამოვა...


პს. სახელი შევიცვალე ადრე HENDRI ვიყავი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jun 9 2010, 17:59

ციტატა(ბექა_ @ Jun 8 2010, 10:16) *
ბესო


მართალი ხარ... მაგრამ პატარებია, აგერ-ეგერ თუ გამოერევა დიდი კეფალი... ცოტა ხანი უნდა კიდევ და წამოვა...


პს. სახელი შევიცვალე ადრე HENDRI ვიყავი newsmile05.gif

მაიცა კაცო newsmile040.gif
თუ ლაბანია
პატარა როგორაა?
ლაბანი დიდ კეფალს ქვია

პოსტის ავტორი: ბექა_ Jun 9 2010, 21:54

(dila)adriano

ვიცი რომ ლაბანი დიდია, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ფოთში დღეს არავინ იჭერს დღეში 60-120 ლაბანს, ვიფიქრე რომ შეეშალა და იგულისხმა ჩვეულებრივი,პატარა კეფალი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: amroci Jun 21 2010, 10:07

გუშინ ქობულეთის პრიჩალზე დიდი სტავრიდები ვიჭირე ტივტივათი.

ვის აქვს ნანახი ზღვის კარჩხანა?
გუშინ ერთი ცალი დავიჭირე მიდიით სამადურზე.
ბავშვობაში ბევრს ვიჭერდი. რუსები ზელენუხას უძახდნენ მახსოვს.
ეხლა ძალიან იშვიათია ზღვის კარჩხანა ქობულეთის პრიჩალზე.

პოსტის ავტორი: nikakuxo Jul 8 2010, 09:53

amroci ნიკა ვარ ხო და შაბათს დილით მანდ ვარ და ვისიამოვნოთ თევზის ჭერით

პოსტის ავტორი: amroci Jul 8 2010, 10:21

nikakuxo
გელლოდები.
პავადოკები მზად მაქვს.

პოსტის ავტორი: nikakuxo Jul 12 2010, 13:56

amroci , ძალიან მაგრა ვისიამოვნეთ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 12 2010, 14:03

nikakuxo
მერე სურათები???

პოსტის ავტორი: amroci Jul 12 2010, 14:26

nikakuxo
გუშინაც ვიყავი დილით და დღესაც.
იმ ქოთეხმა სული ამომაძრო რა. ყოველდღე მებმებოდა თითო ორჯერ. დამიწყვიტა პავადოკები. მარა ახლა მემგოი უფრო დიდები იყო. იმიტომ რომ 0.25 ისე გამაწყვეტინა თავიც ვერ წამოვაწევინე ფსკერიდან.
გასკდა რა ტვინივერაფერი მოვუფიქრე მაგ ოხრებს.

ჭალიმგელა
სამწუხაროდ ფოტოაპარატების პატრონები არავართ. :(

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 12 2010, 14:36

amroci
სამაგიეროდ კარგი ენის პატრონი ხარ და ჩვენც უარს არ ვიტყვით შენს ნაამბობზე

თუ არადა საჭორაო თემა სხვაგანაა და პიემითაც შეიძლება ჭორაობა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 12 2010, 15:14

T A M P L I E R
ახლა ვიცით დაბადების დღეზე რა უნდა ვუყიდოთ ამროცის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 12 2010, 15:21

ჭალიმგელა
newsmile05.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: amroci Jul 12 2010, 15:55

იციტ რა ეგსპერიმენტი ვცადე?
დღეს დილით პატარა ვიბრახვოსტებით ვჩალიჩობდი ქოთეხზე. ვითომ ახალი ამერიკის მოგონება მინდოდა, მაგრამ სანამ ამ სილიკონის სათამაშოს ვატარებდი წაღმაუკუღმა მასობაში მეორე ანკესზე სტავრიდისთვის დატოვებული ლიფსიტას ეცა ქოთეხმა.
კიდევ კარგი კოჭაზე მუხრუჭი არ მქონდა ჩაკეტილი თორე ანკესისთვის მომიწევდა დაყვინთვა.

იქნებ ვინმემ იცით ისეთი სასპინინგე სატყუარა ან/და მონტაჟი რომლითაც ცოცხალი ლიფსიტის გატარება შეიძლება დაკიდული კუთხით და ნელი ტემპით 8-9 მეტრ სიღრმეზე ისე რომ სატყუარის საერთო წონა 10-15 გრამს არ აღემატებოდეს.
ხელოვნურებში მარტო "ჟიგი" ვარგა მაგრამ აქ იმდენი ბეტონები და ალმატურებია ფსკერზე, რომ მაგის გატარებას აზრი არ აქვს.

P.S. ჭალიმგელა მოცა კაცო რა უნდა მაჩუქო. ამ ზაფხულს ცოტაცოტა შემოსავალი მექნება და ტელეფონს ვიყიდი აპარატიანს.
P.P.S. ისე უსურათებოთ ჩემს თემაში წერა მიტყდება და ვცდილობ როცა სურათი მაქვს მაშინ დავპოსტო.

პოსტის ავტორი: dmoral Jul 12 2010, 16:11

კასტმასტერი !!! ვერტიკალურადაც მუშაობს კარგად newsmile05.gif) ზომები თვითონ აარჩიე

მემგონი ადრეც ვისაუბრეთ ამაზე newsmile05.gif)

მოსინჯე

პოსტის ავტორი: amroci Jul 12 2010, 16:16

dmoral
არა მე არ მახსოვს რომ მასეთზე გვესაუბრა. ყოველ შემთხვევაში ფორუმზე.
აბა დაწერე ინგლისურად როგორ იწერება. რომ მოვძებნო.
მინდა თვალით დავინახო და ინფო წავიკითხო რაიმე

პოსტის ავტორი: nikakuxo Jul 12 2010, 16:17

ფოტო არ გადაგვიგია სამწუხაროდ ისე 2 კილომდე სტავრიდა იყო ერთი ქოთეხი ნახევარ კილომდე ბარაბულკაც იყო მარა ჩვენ სტავრიდაზე გვქონდა აქცენტი იმ მიდიის ნემსკავზე წამოცმევა გვეზარებოდა ამ კირინკის დაჩერა და მერე იმავე ნემსკავზე თავისი კირინკებით ,,კირინკა ცოცხალი თევზია ხამსაზე პატარა ოდნავ,, ჩაგდება და ანკესის მოხრა ერთი იყო მტაცებელზე თევზაობა მართლაც რომ მაგარი საინტერესოა ამის მერე არ გინდა კარასზე თევზაობა კაცს:( ეგ ქოთეხი მე თუ მკითხავ შარია რა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 12 2010, 16:29

და ეგ ქოთეხი დიდი იზრდება? თქვენთან ყველაზე დიდები რამხელებია?

პოსტის ავტორი: amroci Jul 12 2010, 16:45

ვნახე კასტმასტერი
http://pix.ge/
ამან ვერტიკალურად როგორ უდა იმუშაოს?! მართლა შეუძლია ვერტიკალური თამაში?
მე ვერ წავიკითხე რამისიგრძეა მაგრამ 3/8 oz (10 გრამი) წონაა ზუსტად ისეთი მე რომ მაწყობს. მაგრამ ეგ თვითონაა სატყუარა მაგაზე ხომ ცოცხალ ლიფსიტას ვერ დააგებ. მოკლედ სინჯვა ყოველთვის ღირს მაგრამ ქოთეხზე ძალიან საეჭვოა.

სამაგიეროდ სექტემბერში სკუმბრიაზე აი ეს
http://pix.ge/
3/4 oz (21 გრ.) წონით და კარგი 3.5 მეტრიანი საჯიგე სპინინგით ვფიქრობ ერთ 80 მეტრზე მაინც გადამაგდებინებს.
თბილიში თუ იშოვება სადმე ასეთი კასტმასტერი ან რაიმე მაგვარი წონისა და ზომის სასპინინგე სატყუარა (ვობლერი ან ქნქარა) რომელიც ხარისხიანად იქნება ქრომირებული იმისათვის რომ ზღვას გაუძლოს.
მოკლედ მთავაია 4 რამ:
1. 6-დან 8 სატიმეტრამდე სიგრძის
2. 20-დან 30 გრ.მდე სიმძიმის
3. ქრომირებული მთლად სარკესავით
4. შეიძლებოდეს ძალიან მაღალ სიჩქარეზე თამაშით გატარება

ეეჰჰ newsmile039.gif რა ძვირია ეს ოხერი ზღვის სპინინგები.

ჭალიმგელა
ქვის (იასამნისფერი) ქოთეხი (კუზანა) მაქსიმუმ 3 კლ. მაქვს გაგონილი რო დეჭიროთ. ისიც ბადით. ხოლო ქვიშის (ვერცხლისფერი) ქოთეხი მე პირადად მაქვს ნანახი 30 კილომდე იყო სეინერზე აათრიეს. სუ ნაპირში დააყარეს ბადე ციხისძირში იმ ჩათლახმა თურქებმა.

პოსტის ავტორი: dmoral Jul 12 2010, 16:51

ციტატა(amroci @ Jul 12 2010, 17:16) *
dmoral
არა მე არ მახსოვს რომ მასეთზე გვესაუბრა. ყოველ შემთხვევაში ფორუმზე.
აბა დაწერე ინგლისურად როგორ იწერება. რომ მოვძებნო.
მინდა თვალით დავინახო და ინფო წავიკითხო რაიმე


http://pix.ge/ სამწუხაროდ ზღვაზე მე არ გაგომიყენებია.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ის კი ზუსტად ვიცი, რომ ვერტიკალურად ჩაგდებისას, ფსკერზე დავარდნამდე, კარგად მუშაობს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: amroci Jul 12 2010, 16:54

dmoral
დიდი სიჩქარით გატარების საშუალებას თუ გაძლევს?

პოსტის ავტორი: dmoral Jul 12 2010, 17:05

ციტატა(amroci @ Jul 12 2010, 17:54) *
dmoral
დიდი სიჩქარით გატარების საშუალებას თუ გაძლევს?


რაც მე ვიცი kastmasteri ყველა სატყუარაზე შორს მიფრინავს თავისი ფორმის გამო. გატარება შენზეა დამოკიდებული რა სისწრაფითაც გაწყობს.

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: amroci Jul 12 2010, 17:10

dmoral
თუ ვითრიე სკუმბრიაზე აუცილებლად ვსინჯავ

აი ქოთეხზე თუ დღისით თევზაობ. ვფიქრობ ცოცხალი და თავისით მოფართხალე სატყუარა დაგებული არაუმეტეს 0.2 ძუაზე არის საუკეთესო ვარიანტი თუ ერთადერითი არა.

პოსტის ავტორი: dmoral Jul 12 2010, 17:24

ხო სკუმბრიაზეც უნდა იმუშაოს.

http://gachok.com.ua/hizak/bezzubiy-hizak/309-novii-starii-kastmaster.html ნახე

ეს
К тому времени Арт отошел от пресноводной рыбалки и занялся исключительно морской. На свой кастмастер он стал успешно ловить морского полосатого басса. Новую уловистую приманку оценили и морские, и пресноводные рыбаки как в США, так и за их пределами.



და ამაში http://www.intast.ru/sovet/snasti/kastm.shtml

ეს

Стоит особо отметить универсальность этой приманки. На Kastmaster (кастмастер) можно ловить любую хищную рыбу как в пресных водоемах, так и в море. Это объясняется тем, что блесна удачно имитирует малька, который является основным кормом хищника.


უნდა იმუშაოს წესით newsmile05.gif))) ხომ იცი ყველაფერს ცდა უნდა newsmile05.gif)

აბა შენ იცი.

p.s. pm-იც ნახე

პოსტის ავტორი: amroci Jul 13 2010, 08:38

dmoral
მეორე ლინკში არის აღწერილი ზუსტად ის რასაც მე ვაკეთებ სკუმბრიაზე თევზაობის დროს.
აი ეს
Проводка "подъемом" - аналог так называемой "американской" проводки. Хватки хищника ожидаются и происходят момент контролируемого подъема блесны в толще воды (в частности, со дна к поверхности). Поклевки определяются по изгибу вершинки удилища или по ощущениям руки, держащей удилище.
После падения блесны на дно или на заданный горизонт глубины выбирают слабину лески (фаза 1). Теперь плавно поднимают кончик вершинки на 1-1,5 м вверх до угла 40-50° к горизонту (фаза 2). Время подъема составляет от 0,5 секунды до 1 минуты в зависимости от глубины, течения, активности клева (стандартно 1-2 секунды). Далее совершают автоподсечку (фаза 3). Автоподсечка выполняется среднемощным движением удилища из конечного положения подъема за голову вверх (или немного вбок). Обычно между фазами 2 и 3 нет перерыва. Затем возвращают удилище в исходное положение и ждут погружения блесны на дно или на заданный горизонт (фаза 4). Во время фазы 4 приловле со дна леску можно сбрасывать со шпули, при ловле на заданном горизонте глубины леску нужно подматывать (обычно один-два оборота катушки). Потом повторяют действия
აი ზუსტად ის არის რაც მე მქონდა ჩაფიქრებული. უბრალოდ არ ვიცოდი რომ ეს კასტმასტერით კეთდებოდა. მართალი გითხრა მისი არსებობაც ნაკლებად ცნობილი იყოჩემთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dmoral Jul 13 2010, 15:53

მგონია კარგად იმუშავებს newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: დემი Jul 13 2010, 18:04

ბაზრობებზე არის კასმასტერის იმიტაცია მუშაა, თუ ნემსკავს შეცვლი ხარისხიანით. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: LUI48 Jul 14 2010, 01:08

ბიჭებო ზეგ ურეკში მივდივარ და რაზე უნდა ვითევზაო ხომ ვერ მეტყვი ტუ რამე იცით?????????????

პოსტის ავტორი: amroci Jul 14 2010, 08:43

LUI48

სამწუხაროდ ურეკში საერთოდ არ ვარ ნათევზავები.
ისე ბარაბული იქნება აუცილებლად. დანარჩენი სხვა ადგილობრივ მოთევზავეებს უნდა კითხო ამ სეზონზე რა მოდის და როგორი მეთოდით.
არაა გამორიცხული ზღვის ჭიით კეფალი მოდიოდეს.
მოკლეთ წაიღე მონტაჟისთვის ძუა 2.5მმ. და ერთიც 0.16მმ. აუცილებლად უფერულები.
კავები აუცილებლად უჟანგავები და გრძელღერძიანები. სასურველი უყუნწოები (ნასვრეტის გარეშე)
თუ ცოცხალი სატყურებით აპირებ თევზაობას მაშIნ უმეტესად შავები. უმჯობესია რამოდენიმე ზომისები წაიღო, რომ შეგეძლოს იმ ზომის თევზისთვის შერჩევა რომელიც იმ მომენტისთვის წამოვა. თითო ზომის ათ-ათი ცალი დაახლოებით.
ტყვიები წაიღე 15-დან 25 გრამამდე წონის და ერთი 2 ცალი 40-45 გრ. ყოველშემთხვევაში, რადგან შესაძლებელა ძალიან შორს გადაგდება დაგჭირდეს. ტყვიები უნდა იყოს მცოცავები, ეგრედწოდებული ფანტომასის ტიპების.
ეს ყველაფერი ეხებოდა ცოცხალი სატყუარათი ტევზაობას როგორიცაა ჭია, კიბორჩხალა, თევზის ფილე და სხვა.
ხოლო თუ კი სამადურით თევზაბას მოინდომებ ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია ადგილზე ან ფოთსა და ქობულეთში შეიძინო სამაგისო აღჭურვილობა.
ანკესი უნდა იყოს მინიმუმ 3 მეტრის და აუცილებლად უინერციო კოჭათი.

პოსტის ავტორი: LUI48 Jul 14 2010, 09:16

მადლობა რჩევისთვის

პოსტის ავტორი: Pendragon Jul 14 2010, 10:11

amroci

Kastmaster იმიტირებს სწორედ ლიფსიტას, ზუსტად ისეთს, შენ რომ ნემსკავზე უგებ მაგ ოხერ ქოთეხს, ასე რომ აუცილებლად უნდა სცადო... თუ თბილისში მოხვდი, შემომძახე და ერთი კასტმასტერი ჩემზე იყოს newsmile045.gif. ხოლო თუ მე ჩამოვედი ქობულეთში, მაშინ მე შემოგძახებ newsmile05.gif


პოსტის ავტორი: amroci Jul 14 2010, 10:43

Pendragon
კეთილი და პატიოსანი. შემოუძახოთ ერთმანეთს.
ისე ჩემი ამხანაგი ჩამოდის ამ პარასკევს თბილისისდან სათევზაოდ. უნდა დავაბარო და ხო ვერ მეტყვი მაგის ფასები როგორ არის და კიდე მაინდამაინც ლილოში რო არ ჩავიდეს იქნებ თბილისშივე იყოს რომელიმე მაღაზიაში.


პოსტის ავტორი: Pendragon Jul 14 2010, 16:07

amroci

სამწუხაროდ მართლა არ ვიცი თბილისში თუ სადმე იყიდება კასტმასტერი.

899 923601 - დამირეკოს ამ ნომერზე, შევხვდები და გამოვატან შენთვის ერთ ცალს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: amroci Jul 15 2010, 08:40

Pendragon
არა კაცო, ეგრე როგორ იქნება. უხერხულია.
თან მე ერთ თვეს არ დამჭირდება და მასობაში შენაც კი მოხვალ და ერთად ვითევზავებთ ალბათ.

პოსტის ავტორი: amroci Jul 22 2010, 16:34

ქობულეთის პრიჩალზე ბეწვის ხიდი გაუდეს.
ეხლა აღარ არის პრობლემა პრიჩალზე გასვლა-გამოსვლა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 22 2010, 16:58

amroci
ერთი სურათი გექნება

პოსტის ავტორი: amroci Jul 22 2010, 17:48

T A M P L I E R
არა სამწუხაროდ.
ისე ხიდი კარგი კათებულია. მსხვილი ფოლადის გაზეთილი ტროსებით.
მეთევზეებმა შევთანხმდით ფული შევკრიბოთ და ტროსის საყრდენებს ცემენტით ძირის საყრდენი შემოუმატოთ.
იმათ რა ენაღვლებატ ეს ორი თვე აინტერესებთ და ჩვენ კიდე დაინტერესებული ვართ რომ ერთი-ორი ზამთარი მაინც გაძლოს.

P.S. მგონი ამ ზამთარს ვეღირსები ნორმალურად კამბულის ჭერას. გავიხსენებ ბავშვობას.

პოსტის ავტორი: nikakuxo Jul 22 2010, 19:07

ამროცი თუ არ დაგეზარება დადე ჩვენი ფოტო რა დავიჩირეთ

პოსტის ავტორი: amroci Jul 23 2010, 08:57

შაბათს გაბაწრული ქოთეხი ქობულეთის პრიჩალზე

http://pix.ge/

სატყუარა: ცოცხალი ლიფსიტა
მონტაჟი: თორმეტკავიანი სამადური
ძუა: მონოლითი, წმინდა, 0.25მმ.
ინცინდენტის დრო: დილით 10 სთ.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 23 2010, 09:56

amroci
რა მაინტერესებს იცი, სპინინგზე არ მოვა ქოთეხი? ანუ ვობლერზე?

პოსტის ავტორი: nikakuxo Jul 23 2010, 10:13

მადლობა amrocis კარგი იყო ნაღდად ის დგე ჩვენ სტავრიდების ფოტოს გადაგება დაგვავიწკდა . რა ქოტეხია small3d018.gif

პოსტის ავტორი: amroci Jul 23 2010, 10:34

nikakuxo
პირველად რო დაგება ის უფრო დიდი იქნებოდა რა თქმაუნდა. ach.gif

სტვრიდებზე წინა კვირას ნათევზავები უნდა გადაგვეღო. ნახევაი იდაყვის სიგრძეები რო იყო.

პოსტის ავტორი: nikakuxo Jul 23 2010, 11:38

აბა, გამოვასწორებთ

პოსტის ავტორი: MIMINO Jul 23 2010, 13:49

გამარჯობა ლკაი ხალხს. სჰეკითხვა მაქვს მცოდნე ხალხთან. აგვისტოს შუა რიცხვებში ქობულეთში ვაპირებ წასვლას, ცურვა, შეზლონგი, გრიალი ნაკლებად მაინტერესებს. მიმაქვს ანკესი და არ ვიცნობ ქობულეთის სათევზაო ტერიტორიებს. დამაკვალიანეთ თუ არ შეწუხდებით, სად ვითევზაო? რაზე ვითევზაო? რა დროს მოდის თევზი? დონკა თუ ტივტივაზე?

თქვენი იმედი მაქვს

პოსტის ავტორი: amroci Jul 23 2010, 14:09

MIMINO
როგორი ანკესი გაქვს აღგვიწერე და მის შესაბამისად გირჩევ თევზაობასაც.
ზღვაზე გირჩევნია თუ მტკნარ წყალზე, თუ ორივე ისიც დაწერე.

პოსტის ავტორი: amroci Jul 23 2010, 15:06

ჭალიმგელა
ძალიან ძნელია სპინინგის ხელოვნური სატყუარები გააუტარო ქოთეხს ბოძებთან. მითუმეტეს ბოძებსშორის 7-9 მეტრ სიღრმეზე. თანაც, რომ პრატიკულად ვერტიკალურად გიწევს მიდგომა. გარდა ამისა აქა-იქ არი ნახევრად და მთლიანად გაწოლილი ბოძებიც. რომლებიც ზეპირად უნდა იცოდე, რომელი სად და როგორ არის.

ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ ეს შეუძლებელია. უბრალოდ მე ვცადე და ასეთ სირთულეებს წავაწყდი.
ჩემს გასაჭირს ისიც ემატება რომ ჩემს ჭაღარა ვეტერანს ნულოვანი მგრძნბიარობა აქვს 5 და 10 გრამიან სპინინგის სატყუარებზე. რასაც ემატება ინციდენტის უქონლობით გამოწვეული თავდაუჯერებლობა.
მოკლეთ ცდა ღირს და აუცილებელიც არის. უბრალოდ შეაბამისი მეთევზეა მაგისთვის საჭირო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 23 2010, 17:26

ბოძის გარდა არსად დაცურავს ქოთეხი??? პირდაპირ ზღვაზე რომ გაუშვა სიღრმული ვობლერი არაფერს იზავს?

პოსტის ავტორი: amroci Jul 23 2010, 18:27

ციტატა(ჭალიმგელა @ Jul 23 2010, 18:26) *
ბოძის გარდა არსად დაცურავს ქოთეხი???

რათქმაუნდა ყველგან დაცურავს. საკაითხავი ისაა სად უფრო ღებულობს?
ძნელია როცა შენს გვერდით სხვა მეთევზე იჭერს, ამ დროს ჯიუტად გააგრძელო გამოუცდელი მეთოდიდ თევზაობა.
ციტატა
პირდაპირ ზღვაზე რომ გაუშვა სიღრმული ვობლერი არაფერს იზავს?

მაგის გაგება მხოლოდ ცდების ჩატარებით შეიძლება.

პოსტის ავტორი: amroci Aug 1 2010, 10:17

ქობულეთის პრიჩალზე გადებული ბეწვის ხიდი ჩაწყდა.

წინა კვირას კეფალი იჭირებოდა ცომით. მაგრამ გუშინ და დღეს საერთოდ არ უნდა ანკესი.
დაგულაობს თევზი ზედაპირზე და არცერთნაირი ანკესს არ კიდებს პირს.
პრიჩალზე რო გახვიდეთ თავი დიდი მარჟნის რიფზე გეგონება იმდენი თევზია ზედაპირზე მოფენილი.
თანაც ისე ადუღებენ წყალს თამაშით, რომ გეგონება ფეხბურთს თამაშობენო newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ბექა_ Aug 2 2010, 11:22

amroci

ფოთშიც ზუსტად ესეა ... გუშინ თევზი ბევრი იყო მაგრამ არ კიდებდა ჭიას პირს... ღამე ქოთეხზეც ვიყავი მაგრამ ერთის მეტი ვერ დავიჭირე... :(

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 2 2010, 12:52

ზღვაზე პაპლაუქით უფრო ღირს თევზაობა თუ დონკაზე? ან რამე საინტერესო მეთოდი ხომ არ იცით? ქობულეთში რა გაამართლებს?

პოსტის ავტორი: amroci Aug 2 2010, 13:57

MIMINO
ქობულეთში აბსოლიტუერად ყველა სახის სათევზაო ადგილებია.
კერძოდ
არის უხვწყლიანი და ჩქარწყალიანი მდინარე კინტრიში, ჩანჩქერებით და უბრალოდ ჩქერიანი მონაკვეთებით.
არის მცირე წყლიანი სუფთა მდინარეებიც. მაგალითად დეხვა, ოჩხამური და სხვ.
არის უხვწყლიანი და მდორე დინებით მდინარე ჩოლოქი
არის ეკოლოგიური და არც ისე ეკოლოგიური ჭაობები ისპანები.
არი საშუალო სიდიდის ტბებიც.
და რა თქმა უნდა ზღვა

შენ სად გაინტერესებს თევზაობა?

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 3 2010, 08:44

პლიაჟთან შედარებით ახლოს რომ იყოს

პოსტის ავტორი: (dila)adriano Aug 3 2010, 09:47

ციტატა(MIMINO @ Aug 3 2010, 09:44) *
პლიაჟთან შედარებით ახლოს რომ იყოს

ძმაო
ჭყონიას სასტუმროს წინ პლიაჟზე
თან ზაგარი - თან თევზი
გინდა დონკა -გინდა პაპლაუქი
ჯდება:
ბელიამური ძმაო
საზანი
ზერკალნი კარპი
კაპოტი ძმაო

ოღონდ მაგარი ნაშები უნდა იყვნენ წყალში შესულები
სხვა დროს არ მოდის
ზღვაზე თევზაობა მაინც სხვაა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 3 2010, 09:55

(dila)adriano
მეც მინდა ჭყონიას სასტუმროს წინ თევზაობა და პრეზერვატივი დამჭირდება??? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: amroci Aug 3 2010, 12:20

MIMINO
მაშინ ჯობია წამოიღო ანკესი და მზის ქოლგა. ხოლო დანარჩენები ადგილზე შეიძინო. კერძოდ გამზადებული სამადურები 10 კავიანი ღირს 2 ლარი დაახლოებით.
დაიჭერ ერთი ათეული სახეობის თევზს.
დანარჩენი უქმე დღეებზე პრიჩალზე თუ შემხვდი ადგილზე გაჩვენებ და აგიხსნი.

პოსტის ავტორი: MIMINO Aug 3 2010, 16:22

გაიხარე კაი კაცი ხარ

პოსტის ავტორი: (dila)adriano Aug 3 2010, 16:54

ციტატა(ჭალიმგელა @ Aug 3 2010, 10:55) *
(dila)adriano
მეც მინდა ჭყონიას სასტუმროს წინ თევზაობა და პრეზერვატივი დამჭირდება??? newsmile05.gif

გააჩნია რაზე თევზაობ ძმისგულ newsmile090.gif
ტრიპო და ტრიხო სამადურზეც კარგად მოდის
უპრეზერვატივოდ

პოსტის ავტორი: amroci Aug 3 2010, 18:22

ბექა_
ქოთეხზე რით თევზაობდი?
რაჩკით თუ ზღვის ჭიით?

პოსტის ავტორი: Infest Aug 4 2010, 19:43

აუ ეხლა აგვისტოში ქობულეთში დილაობით ნაპირიდან პაპლაოკით რო ვითევზაო პურზე და სიმინდზე მოვა?


პოსტის ავტორი: amroci Aug 5 2010, 10:40

Infest
აუ არ მოვა.

პოსტის ავტორი: Infest Aug 5 2010, 13:28

ციტატა(amroci @ Aug 5 2010, 11:40) *
Infest
აუ არ მოვა.


არც დონკით?

პოსტის ავტორი: amroci Aug 5 2010, 13:55

დონკაზე ჭია დააბნიე და ბევრ ღოჯოებს დაიჭერ.

პოსტის ავტორი: Infest Aug 5 2010, 14:31

ციტატა(amroci @ Aug 5 2010, 14:55) *
დონკაზე ჭია დააბნიე და ბევრ ღოჯოებს დაიჭერ.


ღორჯოები რათ მინდა თევზი მინდა :დ

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 27 2010, 11:22

http://pix.ge/


ოკ რაგაც შემეშალა

ეხლავე გამოვასცორებ

http://a.pix.ge/w/udcj7.jpg

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Infest Aug 27 2010, 11:23



ვა გველთევზაა? საიდან დაიჭირე და რაზე?

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 27 2010, 11:41

წითელ ჭიაზე

კი ბატონო გველთევზა
Infest


კი ბატონო გველთევზა
Infest

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 27 2010, 13:08

zaza1978
აბა კარგად დაწერე რა მეთოდოლოგიაზე და ა.შ. დონკა იყო თუ რაფერ იყო?

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 27 2010, 13:36

ვიტო ზღვის ფსკერულზე, სიმძიმე ბოლოში და ზემოთ ორი პავადოკი, სატყუარა წითელი ჭია

პოსტის ავტორი: amroci Aug 29 2010, 09:58

zaza1978
მომილოცავს!
უგორი ერთერთი ყველაზე იშვიათი ტროფეია. ნამდვილი ჯეკპოტი მოხსენი ძმობილო.
რას ადგილზე დაიჭირე?

პოსტის ავტორი: zaza1978 Aug 30 2010, 08:54

amroci
მადლობთ, პირველი დავიჭირეთ მდინარე სუფსისა და ზღვის შესარტავში დღისით, ხოლო მეორე ნატანები-ჩოლოქი-ზღვის შესართავში

ღამით

პოსტის ავტორი: amroci Sep 9 2010, 19:55

ლიფიორი შემოვიდა ქობულეთის პრიჩალზე.
ჯერ ბევრი არ იჭირება და პატარებიცაა.
თუმცა ამ შტორმის სემდეგ შავსებით შეიძლება რო კარგები შემოვიდეს.

პოსტის ავტორი: gegaribak Jul 12 2011, 12:01

და სტავრიდას იჭერენ იქ?

პოსტის ავტორი: kupra Jul 12 2011, 12:45

კაია გველთევზა იჭმევა გემრიელი თევზია ისე?

პოსტის ავტორი: marani Oct 3 2011, 13:45

რიბაკებო მიღჩიეთ რამე! სათევზაოდ გვინდა ჩამოსვლა და როდიშ ჯობია? ან სად გავჩერდეთ, ან რა უნდ წამოვიღოთ? მოკლედ რიბაკების დახმარება გვინდა! vava.gif partyFishing.gif vava.gif

პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Oct 3 2011, 20:22

marani
მოდის კეფალი. პურზე. ბათუმში ობელისკის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის კეფალი

მოვა ბარაბულიც. წითელ ჭიაზე. მოდის აკადემიის გემი სადაც აყენია რესტორან სანაპიროს გვერდით, მაქ ჩამწკრივებულია მეთევზეები და მაქ მოდიოდა ბოლოს რო ვნახე.

სტავრიდაც მოდის ისე რა. "სამადურით". ზემოთ დაწერილ ადგილას. სამადურებს (პავადოკებს) თუ თქვენით ვერ გააკეთებთ, გამზადებულს იყიდით მაღაზიაში. გუდვილის გვერდით ჩასასვლელია და იქ ღირს 2 ლარი, სხვაგან სადაც ვნახე უფრო ძვირია

კეფალზე ჩვეულებრივად ტივტივიანი ანკესი. ძაან მგრძნობიარე უნდა იყოს.

ბარაბულკაზე "პავადოკი" წინ ტყვია და რამოდენიმე ნესმკავი. მე 3 ან 4 მაქვს ხოლმე

სტავრიდაზე გააჩნია სპინინგის სიგრძეს, ისე 10 ნემსკავიანი აქვს ყველას. თუ მოკლეა სპინინგი 6იანიც წავა

პოსტის ავტორი: zaza_zaza_b Oct 13 2011, 22:55

სალამი ყველას!
ხალხო, ე.ი. მაინტერესებს ესეთი რაღაც: არის თუ არა საქართველოში საზღვაო სათევზაო კრუიზები? თუ არის რომელ ტურისტულს აქვს ან თუ ტურისტულს არ აქვს ვის აქვს და როგორ დავუკავშირდე და საერთოდ ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია რა ჯდება ზოგადად მსგავსი კრუიზები. მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Oct 14 2011, 16:02

zaza_zaza_b
ბათუმში მაგის არსებობა არასდროს გამიგია და ზუსტად ვერ გეტყვი

პოსტის ავტორი: giga65 Jan 4 2012, 07:11

ახლა თუ იცით ვინმემ ზღვაზე ანკესით შეიძლება ით ევზაოს რამეზე კაცმა?

პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Jan 4 2012, 16:17

giga65
მთელი წელი თევზაობენ და იქნება რამე D.gif

ამ წელში რა ხდება არ ვიცი. წლის ბოლოს მოდიოდა ცოტ-ცოტა

ამინდები თუ წამოვიდა იქნებ ეღირსოს თევზს D.gif

პოსტის ავტორი: giga65 Jan 4 2012, 20:16

DaTo-KiZo
დიდი მადლობა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: zurikela Jan 28 2012, 13:00

თებერვალში ვაპირე ბათუმში ჩასვლას,თუ ვის მეს გქვთ იმფორმაცია (კასმასტერის)გარდა რომელი სახეობის ვობლერი ან ტვისტერი მუსშაოფს შავ ზღვაზე.

პოსტის ავტორი: giga65 Feb 22 2012, 15:56

თუ იცით ვინმემ თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში შეიძლება რამეზე თევზაობა ზღვაზე ან პალიასტომზე?

პოსტის ავტორი: gio.k Feb 23 2012, 22:08

თუ არ ვცდები პალიასტომზე ქარიყლაპიას დაიჭერ ვობლერზე ან ცოცხალ ლიფსიტაზე

პოსტის ავტორი: diablo May 8 2012, 20:06

კეფალს,ღორჯოს,შამაიას,კარასს და ა.ს.შ.........

პოსტის ავტორი: gocha-tita May 12 2012, 23:40

ციტატა(gio.k @ 8th May 2012 - 21:06) *
კეფალს,ღორჯოს,შამაიას,კარასს და ა.ს.შ.......

მაგატ ბაზარში დაიჭერ

პოსტის ავტორი: diablo May 13 2012, 11:13

რატო პალიასტომზე ვერა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita May 13 2012, 20:51

აქ ხომ გაწყვიტე თევზები და დაღალე ანკესები ეხლა პალიასტომი მოუნდა. მოხარშული საზანი არგინდა? kiss.gif kiss.gif partyFishing.gif newsmile01.gif newsmile01.gif D.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: diablo May 13 2012, 21:26

დედას ვუტირებ! მთავარია შენ მყავდე კარგათ ჩემო გოჩა ბიძია D.gif D.gif D.gif

ისე მაგარი newsmile045.gif iagoveli-xar.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita May 14 2012, 16:50

კაი ახლა ნუ დაიღვარე ცრემლადdiablo
cryme.gif cryme.gif

პოსტის ავტორი: გიგი Jul 12 2012, 13:21

წელს ითევზავა ვინმემ ზღვაზე??? რა ხდება??

პოსტის ავტორი: kriko Oct 5 2012, 15:26

კრგია მორ ვაგზალზე თევზაობაnewsmile05.gif მომენატრა

პოსტის ავტორი: kriko Oct 29 2012, 13:01

გამრჯობათ ყველას დეკემბერში ვაპირებ ჭასვლას ბატუმში სატევზაოთ სილიოტკაზე თუ მეტყვით კიდე რა თევზი ჭირება მაგ დრისთვის და როგორ
?

პოსტის ავტორი: kriko Mar 1 2013, 11:56

მოკლედ ეს ზღვის თემა მკვდარიაა????

პოსტის ავტორი: Mchedlo89 Jul 12 2013, 19:06

ესეიგი მაინტერესებს ბათუმში თევზაობის პრინციპები, რა როგორ ხდება და ა.შ ვინმე მანდ გამოწრთვნილი შემეხმიანოს თუ შეიძლება...

პ.ს მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: kalafi Apr 1 2014, 11:21

ძმებო მაინტერესებს სპინინგს მისი კატუშკით და კველაფრით ბათუმში დაახლოებით რამდენ ლარში დავითრევ?

პოსტის ავტორი: boxora Jul 5 2014, 17:58

mugami ki ar ak imdeni rac donkas an zaris jgaruns mara 8 nemskavidan 6 ro tevzia mainc ragac gixaria newsmile05.gif aba citeli chia me batumshi ver vnaxe gareubanshi dzroxebi agar yavt xalxs ise micashi kide ushno chiayelebia barabulka nasroli ar gak donka ro zis magari gemrieli tevzia saefo tevzi rkmevia erti gafikreba mtkvarze camebas jobia xan ra mogak xan ra saojaxo narchenebi yvelas tavis mugami ak newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kulaki Sep 3 2014, 21:47

მოგესალმებით,
შავ ზღვაზე თევზაობა ოცნებად მქონდა ქცეული, თუნდაც ერთი მოქნეული ჯოხი და გასროლილი სატყუარა - დანთქმული შავ უფსკრულში - ნამდვილად დააკმაყოფილებდა ჩემს „ავადმყოფურ“ ლტოლვას.
და ეს დღეც დადგა... როგორც იქნა, ძლივს ვეღირსე შვებულებას. ოჯახთან ერთად ვეწვიე შავიზღვისპირეთს და 2-3 დღეში კარგადაც შევიბრაწ-შევიხრუკე აგვისტოს მზეზე. „ახლა კი დადგა თევზაობის დრო“ - მითხრა ჩემმა „ავადმყოფურმა“ ლტოლვამ და მეც, დარწმუნებული მომავალ წარმატებაში, მედიდური ნაბიჯებით დავუყევი ქობულეთის ბაზრის დახლებს, რადგან მსმენოდა, რომ მხოლოდ აქ ვიშოვიდი ესოდენ სანუკვარ სატყუარას - წითელ ჭიას. ერთ დახლზე მიმითითეს, იქ იყიდება სათევზაო ინვენტარიო.
- ბიძაჩემო წითელ ჭიას სად ვიშოვი? - მივმართე გამყიდველს იმ იმედით, რომ შემოთავაზება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საქონლის აღებითა და ფულის გადახდით, არამედ გაიბმებოდა გულახდილი საუბარი ორ მეთევზეს შორის და თქვენი მონა-მორჩილი მიიღებდა უამრავ რჩევა-დარიგებას პენსიაზე გასული ზღვის მგელისგან.
- მიწაში. - მომიგო ერთი სიტყვა პასუხად და ჩემს შემდეგ მოსულ ქალს გაუბა ენაწყლიანი საუბარი იქვე ჩამოკიდებული თოკების ავკარგიანობაზე.

რაღას ვიზამდი, მთელი სიმძლავრით ავამუშავე გონება და გამახსენდა, რომ გიორგი (general) აპირებდა გურიიდან შავიზღვისპირეთისკენ რაღაც საქმეზე წამოსვლას და ვთხოვე რომ დამხმარებოდა. შედეგად, ქობულეთის ბოლოს, ზღვის პირას, წამოიმართა ორი ანკესის ჯოხი და მიუხედავად ძლიერი ტალღებისა, მოხერხდა ერთი ცალი ბარაბულკის დაჭერა, რომელიც მშვიდობით დაუბრუნდა მშობლიურ სტიქიას...
იქ, სადაც მდინარე კინტრიში შავ ზღვას უერთდება, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე ცხოვრობს ერთი ოჯახი, რომლის უფროსებს ჯიმშერი და ნატო ჰქვიათ. ეს არის ზაფხულში ერთ-ერთი მოთხოვნადი ოჯახი ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან იქ დღეში მინიმუმ 5 კაცი მიდის ერთადერთი მიზეზის გამო, მოიპოვონ წითელი (ნაკელის) ჭია. მეც კითხვა-კითხვით მივაგენი ამ პატიოსან ხალხს. ბატონი ჯიმშერი თვითონ დამეხმარა სატყუარის მოძიებაში...

ორი საათის განმავლობაში შევძელი მდინარე კინტრიშზე თევზაობა. შედეგი პირველი: ორი საშუალო ზომის კეფალი, ერთი სტავრიდა და ერთი ღორჯო (ყველა დაჭერილი თევზი დაუბრუნდა მშობლიურ სტიქიას). შედეგი მეორე: ბავშვივით გახარებული და ბედნიერებით აღსავსე თქვენი მონა-მორჩილი.

პოსტის ავტორი: kajuberi Sep 4 2014, 09:21

kulaki
ბრავოოოოო small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: general Sep 12 2014, 11:35

kulaki
არა რა თევზაობა შენი სტიქიაა რა... newsmile027.gif გურიიდან ჭიაზე კარგი რა უნდა ჩამომეტანა შენთან D.gif მაგარი ხარ ზურა ბატონო მაგარი newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 12 2014, 12:51

ვაახ... სურვილი თქვი შენ, თორე ყველაფერი შესაძლებელია.... აბა მე ვერ ავწიე ერთი ადგილი და ვერ წავედი სათევზაოდ. 16 დღე ქობულეთშ ვეგდე. მიზეზი უპირველესი იყო ის, რომ მარტო ვიყავი და ვერავინ ჩემი ჭკუის ვერ ვნახე. მეორე მიზეზი ის იყო, რომ ტელეფონი გამიფუჭდა და ჩვენი ფორუმელი ამროციც ვერ მოვიძიე ვერსად რომელიც ქობულეთელია და თან კარგი მეთევზე. მოკლედ, ანკესები გავასეირნე და უკან ჩამოვასეირნე თბილისში....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)