თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფასიანი სათევზაო ადგილები / კერძო მეურნეობები _ სათევზაო მეურნეობა, სოფ. გამარჯვებასთან.

პოსტის ავტორი: საბო Oct 16 2017, 19:25

ძმებო და მეგობრებო, გაიხსნა სათევზაო მეურნეობა სოფ. გამარჯვებასთან.

https://www.google.ge/maps/place/41%C2%B037'35.7%22N+44%C2%B059'45.6%22E/@41.6265833,44.9942327,553m/data=!3m2!1e3!4b1!4m6!3m5!1s0x0:0x0!7e2!8m2!3d41.6265786!4d44.9960022?hl=en


ტბის ფართობი დაახლოებით 1 ჰა. სიღრმე 5-6მ.
ყავთ საზანი, სარკისებრი კობრი და თეთრი ამური.
არის როგორც პატარა, ასევე 8 კგ-მდე ეგზემპლარებიც.
ტარიფი:
შესვლა 1 კაცი 15 ლარი.
2კგმდე თავზი აუცილებლად უნდა იქნეს გაშვებული.
2კგ-ს ზემოთ 10ლარი - 1კგ.
კაცზე 10კილოზე ზემოთ დაჭერის და შეძენის შემთხევვაში საჩუქრად 1 კგ.
იჭირება როგორც ტივტივაზე (თან კაი ჯანმრთელი ეგზემპლარები) ასევე ფსკერულზე.

უახლოეს მომავალში (გაზაფხულისთვის) იგეგმება, მიმდებარედ კიდევ 2 ტბის მოწყობა და თევზის გაშვება.

https://www.facebook.com/archili.chanturishvili/videos/744698212385200/

საკონტაქტო ტელ: 577 04 27 53 აჩიკო. კაი კაცი და კარგი მასპინძელი.

პოსტის ავტორი: საბო Oct 17 2017, 19:53

აპ.....
დავიჯერო ისე კარგად დავწერე ყველაფერი, რომ არავის არანაირი კითხვა არ გაუჩნდა? 36_1_5.gif

მალადეც მე neaa.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Oct 18 2017, 10:48

ჯიმა იყავი შენ ?
სიტუაცია კარქია ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 18 2017, 14:13

საბო

ციტატა(sabo73 @ 17th October 2017 - 20:53) *
დავიჯერო ისე კარგად დავწერე ყველაფერი, რომ არავის არანაირი კითხვა არ გაუჩნდა?

რო დაწერე, რო ვნახე და კითხვა გამიჩნდა, ქე დაგირეკე ღამის 3 საათზე ჯიმა newsmile05.gif D.gif
ამ დღეებში ვესტუმრები და კაი რეპორტს დავდებ

პოსტის ავტორი: საბო Oct 18 2017, 23:52

ციტატა(ოთო. @ Oct 18 2017, 11:48) *
ჯიმა იყავი შენ ?
სიტუაცია კარქია ?



კი ვიყავი, სულ 10 წუთი ვითევზავე და 2 ცალი დაჯდა ფსკეტულზე. 1.7-2.00 კგანები დაახლოებით.მაგრამ მოუმზადებელი ვიყავი ჩასული და ორივე მოყვანილი გაიქცა.
ინფრასტრუქტურა ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მთავარია თებზი იჭირება. გასართობად თბილისთან ახლოს იდეალურია.

ა, კიდო ეს ნახეთ:
https://www.facebook.com/archili.chanturishvili/videos/746165652238456/

პოსტის ავტორი: საბო Oct 19 2017, 11:54

ნევრებს მიშლის უკვე ეს ბიჭი. თან ვერც ვიცლი წასასვლელად.....

https://www.facebook.com/archili.chanturishvili/videos/746470168874671/



პოსტის ავტორი: Don-G Oct 19 2017, 16:28

საბო ბიძია, როდის წავიდეთ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 19 2017, 20:29

1 სიტყვით ვერ გაუძელი ცდუნებას და დღეს საღამოს 6 საათზე გადავუძახე ანკესი წყალში, დავიწყე ფსკერუშის აწყობაც, მაგრამ.... წყლის ზედაპირზე ტივტივა აღარ ჩანდა :( სანამ ტივტივას ვეძებდი ფეხებთან ჩემმა ჯოხმა ჩამიქროლა... შეიქმნა აყალმაყალი, გამიშვი გამატარე და ეს ვერაგი საზანი, დაახლოებით 1.800 - 2000 გრამიანი გამოეთიშა ასპარეზობას... ესე დაკა დოლი გაწი გარმონით გაგრძელდა ჭიდაობა ჩემსა და პოსეიდონის შვილებს შორის, საბოლოო გამარჯვება მე მხვდა წილად, 7-8 თევზი, საერთო წონა დაახლოებით 18-20 კილო...
ამ უახლოეს დღეებში ისევ ვესტუმრები მაგ ადგილს....
P.S. ყველა დაუბრუნდა პოსეიდონის კალთას გარდა ერთი ერთეული ცალი კარპის გარდა newsmile05.gif
ჭირი იქა ლხინი აქა.....
ფოტოები არ მაქ ბინაიდან არ მეცალა, შემდგომ გასვლაზე უხვ ფოტოიან რეპორტს გპირდებით.....
მადლობა ადმინისტრაციად, ოქრო კაცია და საბოს ამ ადგილის გაცნობისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Oct 19 2017, 21:35

ციტატა(Don-G @ Oct 19 2017, 17:28) *
საბო ბიძია, როდის წავიდეთ? newsmile05.gif



კვირას ვფიქრობ, თუ რამემ არ შემიშალა ხელი.

შოთა.03

მიხარია თუ ისიამოვნე ჯიმა.

პოსტის ავტორი: ოთო. Oct 22 2017, 19:18

საბო

ჯიმა აბა მოყევი რა დაიჭირე დღეს, ჩამოვიარე დაგინახე გირეკავდი არ მიპასუხე ეტყობა დიდი ეგზემპლარი გამოგყავდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Oct 22 2017, 20:39

ციტატა(ოთო. @ Oct 22 2017, 20:18) *
საბო

ჯიმა აბა მოყევი რა დაიჭირე დღეს, ჩამოვიარე დაგინახე გირეკავდი არ მიპასუხე ეტყობა დიდი ეგზემპლარი გამოგყავდა newsmile05.gif



მერე ვერ ჩამოირბინე შე კაცო? რო რეკავდი ვჭიდაობდი მაშინ. ეს არის დღევანდელი ნადავლი, 7 ცალი 1 კილომდე და ყველა გაისამდე პირობით დაუბრუნდა მშობლიურ გარემოს. 1ცალი დაახლოებით 5 კგ-ზე მეტმა ჩამიწყვიტა და ჩემი გულიც თან გაიყოლა.

https://postimages.org/

https://postimages.org/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 23 2017, 09:17

სულ რომ არ წამოიღო ხომ შეგიძლია?
და დიდი თევზი რა ყავთ?

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 23 2017, 10:11

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 23 2017, 10:17) *
და დიდი თევზი რა ყავთ?


აკვალანგისტი D.gif ეგაა ლესკას რომ წყვეტს.

პოსტის ავტორი: საბო Oct 23 2017, 11:29

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 23 2017, 10:17) *
სულ რომ არ წამოიღო ხომ შეგიძლია?



კი შეგიძლია....

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 23 2017, 10:17) *
და დიდი თევზი რა ყავთ?


ეჰ ვერ მოვიდა ნაპირამდე, მიმართულება იცვალა, ზეცეპში შევარდა და ქე ჩამიწყდა მერე bliadzl.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 23 2017, 12:57

საბო
ზოგადად რა ყავთ დიდი თევზი?

ჯიშებიც და ზომებიც

ქათამი მაინც არ არის და ........

პოსტის ავტორი: ოთო. Oct 23 2017, 15:29

საბო

მალადეც შენ საბო ბიძია კარგად გითებზავია, უნდა მოვსინჯო მეც აუცილებლად.

პოსტის ავტორი: საბო Oct 23 2017, 19:49

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 23 2017, 13:57) *
საბო
ზოგადად რა ყავთ დიდი თევზი?

ჯიშებიც და ზომებიც

ქათამი მაინც არ არის და ........


აი რას ნიშნავს ყმაწვილო, I პოსტს, რომ არ კიღხულობ. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 24 2017, 09:18

საბო
ეგ კი წავიკითხე ოფიციალურ პონტში რაცაა, მაგრამ როგორცთ თვითმხილველი 8 კილოიანები იქნება? თუ 2 ცალია სათქმელად. მაგიტომ გკითხე


თევზი არ მომყავს და ჯიკავით მაინც ხომუნდა გავერთო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Oct 24 2017, 13:30

ჭალიმგელა
რაც მთავარია, დიდი ეგზემპლარები უზის და ეხლა თევზი როგორ მიოძრავებს დანარჩენი მაგაზე დამოკიდებული, კი იცი შენ.

პოსტის ავტორი: koba1973 Oct 25 2017, 12:10

მეგობრებო ვიღაც იქთიოლოგს კითხულობდა კახეთი და თემას ვეღარ ვპოულობ. იქნებ გახსოვდეთ რომელ თემაშია?

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 25 2017, 12:45

koba1973
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13585&hl=

პოსტის ავტორი: შოთა.03 Nov 25 2017, 11:23

მაგ ტბას დავამატეთ, 4 ცალი 4-5 კილოიანი ლოქო.
1 ცალი 14 კილოიანი ამური
რამოდენიმე სადედე ჯოგი ქარიყლაპიის და ასევე ქორჭილის.
გადასახლებები კიდე გრძელდება newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)