თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფასიანი სათევზაო ადგილები / კერძო მეურნეობები _ დალის მთა

პოსტის ავტორი: CECEIRON Aug 19 2009, 18:13

ვინმეს გსმენიათ ამ მეურნეობაზე დეედოფლისწყაროშია იორის წხალსაცავზე მგონი,თუ გსმენიათ დაფოსტეთ ,კაი პირობები ყოპილა თან იქ და თევზიც ბლომად

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 19 2009, 19:46

ხო რამდენიმე წელია მაგ ტბიდან მარტო იღებენ თევზს, თან განუწყვეტლივ სულ ბადეებია როცა არ უნდა ჩახვიდე.. გაშვება და გამრავლებაზე ხო ბაზარი არარის..

პოსტის ავტორი: nikaP&A Aug 19 2009, 20:46

ეგ ადგილი თავის დროზე ძალიან სერიოზული სათევზაო ადგილი იყი, 5 წლის წინ მანდ საზანი მოდიოდა ჯოხები მიქონდა წყალში, ასევე კარგად მოდიოდა ჭანარი,ბოლო ორი წელია რამდენჯერ ვიყავი იმდენჯერ უშედეგოდ, თევზს ინტენსიურად იღებდნენ ბაედეებით, მეურნეობა და ამბები კიდევ ქართული ბოლია, რომელზეც კარგად აგებენ ხალხს, წელს საერთოდ თითქმის დააშრეს ეგ წყალსაცავი და რაც დასაჭერი იყო მუსრი გაავლეს, არ გეგონოთ რომ ბრაკონიერებმა, თვითონ მეპატრონემ ჩაიდინა ეს ბარბაროსობა, ასე რომ ერ დროს ლეგენდარული დალის წყალსაცავი დღეს მხოლოდ მოგონებებეთ გვახსენებს თავს, არადა მოსაგონარი მართლაც რომ ბევრია მაგ წყალსაცავიდან, და მერე რა მოსაგონარი small3d029.gif


მაგ წყალსაცავიდან იორის არხი გადის, იმ არხზეც კარგად იჭირებოდა თევზი, მაგრამ ახლა არხიც ცარიელია

პოსტის ავტორი: Lava Aug 19 2009, 21:51

არადა რამდენი ხანია ვგეგმავ მანდ წასვლას
თურმე ეგეთ გაიძვერობას ქონია ადგილი.
სამწუხაროა!

პოსტის ავტორი: nikaP&A Aug 19 2009, 22:13

ციტატა(Lava @ Aug 19 2009, 10:51 PM) *
არადა რამდენი ხანია ვგეგმავ მანდ წასვლას
თურმე ეგეთ გაიძვერობას ქონია ადგილი.
სამწუხაროა!




არ წახვიდე, იმიტომ რომ თევზს ვერ დაიჭერ და მაგრად გაგიტყდება ამხელა გზაზე ტყუილი სიარული, წელს ვინც იყო ჩემი ნაცნობი, ყველა იმედგაცრუებული დაბრუნდა, მოკვდა ეგ ადგილი, მე არც წავსულვარ. მერე რომ იცოდე როგორ ცხელა newsmile027.gif


პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 19 2009, 22:22

ხო ცხელა ცოტა რბილად რო ვთქვათ.. შუადღისას შეიძლება დაიხრჩო....
ვისაც მანდ მაინც და მაინც წასვლა გინდათ 15 მაისდან -10 ივნისამდე და 15 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე, საუკეთესო დროებია მაგ ტბისთვის.. ნუ იყო ყოველშემთხვევაში თუ დატოვეს ეხლა რამე....

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 23:16

არა მგონია ეგეთი სავალალო ვითარება იყოს მანდ, ტევზი რომ არის მაგას არ უნდა ლაპარაკი, ბადეებიტ
რამდენი უნდა ამოეროთ, ვინ იტყვის ჟინვალზე თევზი არ არისო, უბრალოდ აღარ იჭირება რა,
ჩამი ახლობელი იყო წელს და კარგად დაიჭირა, მეზობელმაც მითხრა რომ წელს 2-ჯერ ვიყავი და კმაყოფილი ვარო....

პოსტის ავტორი: Rivium Aug 26 2009, 12:11

რატო იძახით ამ ტბაზე ცუდს? newsmile035.gif

წინაზე ვიყავი და 2 კილომდე დავიჭირე ... თევზებშI ვერ ვერკვევი მარა ნორმალურად მოდიოდა... ნუ მეპატრონეს რო ვკითხე არისო და წავედი... newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ქევხო Aug 26 2009, 14:34

მანდ თევზი რომ გააქრო, ტბა უნდა დააშრო რაც გამორიცხულია, ვინმემ თუ ვერ დაიჭირა არ ნიშნავს რომ თევზი არაა

პოსტის ავტორი: მონადირე Sep 1 2009, 15:10

ვერაფერი გავიგე სიმართლე გითხრათ - ერთნი გამწარებით ამტკიცებენ მოისრა ყველაფერიო, მეორენი - საკაიფოდ არის თევზიო.......


რა გჭირთ ?

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 1 2009, 16:02

Rivium
ზუსტად მაგაზეა საუბარი რომ 2 კილომდე დაიჭირე. 2 კილოიანები უნდა დაგეჭირა. საზანზე აღარ ვამბობ ჭანარი მოდიოდა მაგხელები. ეხლაც არის რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა

პოსტის ავტორი: Maverick Sep 1 2009, 16:16

კიდევ დავამატებდი, დალის მთაზე, ტბის ქვემოთ ივრის დინებაში, მორევებში, 2-3 წლის წინ მინიმუმ 5 კგ-იან ლოქოებს ვიჭერდით, ეხლა ფაფუ, 1 კგ-ია თუ დაიჭირე, ნამუსმა უნდა შეგაწუხოს და გაუშვა რომ გამრავლდეს

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Sep 6 2009, 18:56

ფაქტია რო მაგ ტბის საქმე ნელნელა უკან მიყავთ.. არადა რა გინდა რო უტხრა?! კერძოა...

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Sep 21 2009, 20:34

რაიმე ახალი ინფო ხომ არ გაქვთ მაგ წყალსაცავიდან, ეხლა საუკეთესო დროა მაგ წყალსაცავზე სათევზაოდ, ვინმე ხომ არ ყოფილა ნეტავ რა ხდება საინტერესოა.
საიტი ქონიათ ინეტში, იცოდით ამის შესახებ http://www.dalismta.com/index.php?pg_id=0&id=5&lang=0
აი რა წერია თევზაობაზე

,,სამონადირეო მეურნეობა `დალის მთა~ მდებარეობს დალის წყალსაცავის სანაპიროზე, რომელშიც ჩვენ ყოველწლიურად 100 000-ობით ლიფსიტას ვუშვებთ.
თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, გოჭა, ხრამული, ლეშა, შამაია, ლოქო _ აი, რაზე თევზაობენ ჩვენთან.
არ დაგავიწყდეთ ანკესების და სატყუარების წამოღება, მაშინ თქვენც ისევე გაგიმართლებთ, როგორც ჩვენს სხვა სტუმრებს გაუმართლა.
ვინ იცის იქნებ რეკორდიც მოხნსათ და უფრო დიდი თევზი დაიჭიროთ ვიდრე აქამდე დაუჭერიათ დალის წყალსაცავში
თეთრი ამური 6 კგ;
ჭანარი 9 კგ;
ლოქო 17 კგ;
გოჭა 20,5 კგ."

პოსტის ავტორი: troutbaiter Sep 22 2009, 12:58

არ დაგავიწყდეთ, რომ მად ქაშაპიც არის, რომელიც მშვენივრად რეაგირებს ტრიალებზე და ვობლერებზე!!! აგრეთვე შამაიას დაჭერის შანსია ულტრა ლაით სპინინგზე! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Sep 22 2009, 20:54

ციტატა(troutbaiter @ Sep 22 2009, 01:58 PM) *
არ დაგავიწყდეთ, რომ მად ქაშაპიც არის, რომელიც მშვენივრად რეაგირებს ტრიალებზე და ვობლერებზე!!! აგრეთვე შამაიას დაჭერის შანსია ულტრა ლაით სპინინგზე! newsmile027.gif





მართალი ხარ, ჩემპიონატის შემდეგ შეიძლება ერთხელ ორდღიანი გასვლის ორგანიზება, ოქტომბერის დასაწყისი იდეალურია მაგ წყალსაცავზე სათევზაოდ.
შამაია კარგად მოდის, მაგრამ ქაშაპიც თუ იყო ეგ არ ვიცოდი, ეჰ საზანი იყო მანდ გოჭებივით, ახლაც დარჩა ალბათ მაგრამ რაოდენობაა მნიშვნელოვანდ შემცირებული.
ჭანარი (მართალია გემოთი დიდი არაფერი იყო) კარგად მოდიოდა. შეიძლება მოსინჯვა, რას იტყვით?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 10 2009, 21:59

დღეს ჩამოვედი მაქედან თევზი ძაან ცუდად მოდიოდა, გამოსაჩენი 1 ცალი 2.400კგ ჭანარი დავიჭირეთ....

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 11 2009, 23:22

ციტატა(FISHING CLUB @ Oct 10 2009, 10:59 PM) *
დღეს ჩამოვედი მაქედან თევზი ძაან ცუდად მოდიოდა, გამოსაჩენი 1 ცალი 2.400კგ ჭანარი დავიჭირეთ....



წყლის დონე როგორ არის, შევსებულია კარგად? წყალსაცავიდან რომ არხი გადის იმ არხზე ხომ არ გიცდიათ ტივტივით?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Oct 24 2009, 22:28

კარგად არის აწეული. არ ნიკა მე პაპლავოკი არ მიყვარს ხო იცი...

პოსტის ავტორი: basota Oct 28 2009, 13:50

არხზე ხომ არ ყპფილხართ ამ ბოლო დროს?
ეხლა ვაპირებ ნოემბრის დასაწყისში წასვლას და

პოსტის ავტორი: dato79 Nov 8 2009, 10:11

მივესალმები ყველას. გუშინ ვიყავი დალის ტბაზე ..... ნეტა არ ცავსულვიყავი. ერთხელაც არ გაუტოკებია არც ტივტივა, არც ''დონკა''. ერთი პატარა ლიფსიტაც არ დაგვინახია. მგონი მოკვდა ''ტარიბანა'' newsmile042.gif newsmile042.gif newsmile042.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 8 2009, 22:31

dato79
ზოგადად ტბაზე თევზაობის სეზონი წავიდა და არსად არ აქვს გასვლას აზრი

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 21 2010, 13:13

მაგ ტბაზე თევზის დეფიციტია. რაც შეეხება მდ.იორს მანდ კიდე არაუშავს მოდის თევზი. ოღონდ ადგილი უნდა შეარჩიო. ძირითადად მანდ მოდის: კარასი, შამაია, წვერა, ლოქო(იშვიათად. მარტო მორევში თუ წააწყდები), ამური, ხრამული. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: basota Feb 24 2010, 19:37

თქვენი არ ვიცი მაგრამ უკმაყოფილო არსდროს არ წამოვსულვარ მანდედან ყოველტვის მოდის კარგად თუ დაწყებულია სეზონი, მაგრამ მე ძირითადათ არხზე დავდივა და ვიჭერ ( საზანი, ჭანარი, კარასი, წვერა, შამაია,ხრამული) და რაღაც უცნაური თევზი კიდე არ ვიცი რა ქვია ეკლები აქვს newsmile035.gif როგორც ვიცი ეხლაც მოდის მანდ შამაია ეგრე იძახიან ყოველშემთხვევაში და ზუსტად ვერ გეტყვით.

ამური და ლოქო დამავიწყდაnewsmile035.gif

პოსტის ავტორი: DATKA Mar 29 2010, 21:48

ხომ არაფერი გსმენიათ წელს ამ ტბაზე, პარსკევს ვაპირებთ წასვლას მანდ ღამისთევით არ გვითმენს სული, ამოვიდა ყელში კარასი მთელი ზამთარი და გასვლა გვინდა

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი Mar 30 2010, 07:55

ციტატა(basota @ Feb 24 2010, 20:37) *
თქვენი არ ვიცი მაგრამ უკმაყოფილო არსდროს არ წამოვსულვარ მანდედან ყოველტვის მოდის კარგად თუ დაწყებულია სეზონი, მაგრამ მე ძირითადათ არხზე დავდივა და ვიჭერ ( საზანი, ჭანარი, კარასი, წვერა, შამაია,ხრამული) და რაღაც უცნაური თევზი კიდე არ ვიცი რა ქვია ეკლები აქვს newsmile035.gif როგორც ვიცი ეხლაც მოდის მანდ შამაია ეგრე იძახიან ყოველშემთხვევაში და ზუსტად ვერ გეტყვით.

ამური და ლოქო დამავიწყდაnewsmile035.gif


მე მგონი ერში უნდა იყოს ეგ ეკლებიანი თევზი, თუ საშუალება გექნება დადე სურათი.

პოსტის ავტორი: kasablanka Apr 5 2010, 13:47

ეგ ის ხომ არ არის ღორჯოს რომ წააგავს?

პოსტის ავტორი: ivana101 Apr 7 2010, 17:32

ციტატა(kasablanka @ Apr 5 2010, 14:47) *
ეგ ის ხომ არ არის ღორჯოს რომ წააგავს?

რუსების თქმით ეგ თევზი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, უხა რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს.

პოსტის ავტორი: NNN-504 Apr 7 2010, 19:08

ორშაბათს ტბის შემდეგ მდინარეზე ძლიერ ქარში მარტო შამაია დაიჭირეს

პოსტის ავტორი: DATKA Apr 7 2010, 20:21

პარასკევს და შაბათს იყვნენ მანდ ჩემი მეგობრები, საერთოდ ვერ დაიჭირეს, მეპატრონემ თქვა ჯერ ცოტა კიდევ ადრეაო, 20 აპრილის შემდეგ წამოვაო

პოსტის ავტორი: charch_man Apr 7 2010, 20:37

ციტატა(ალაზნისპირელი @ Mar 30 2010, 08:55) *
მე მგონი ერში უნდა იყოს ეგ ეკლებიანი თევზი, თუ საშუალება გექნება დადე სურათი.


კარასს რო გავს და ეკლები რო აქვს ეგ არის ქორჭილა, დასავლეთშია ეგ თევზი გავრცელებული და უხაც მაგარი გამოდის

პოსტის ავტორი: shuna Apr 8 2010, 12:02

ეხ იყო დრო მაგ ტბას არაფერი შეედრებოდა ეხლა უკვე 5 წელზე მეტია მანდ წასვლა აღარ ღირს newsmile039.gif
ეს 2004 წელს გადაღებული სურათებია
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს კიდე 2008 წელს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეგეც განსხვავება

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 8 2010, 12:52

shuna
გაუმარჯოს, დიდი ბოდიშI, მაგრამ შუაში რო დგას ბიჭი, მაგის სახელი რო მითხრა შეგიძლია?
ძაან მეცნობა...

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 19 2010, 18:29

თევზზის მეტი რაა ტარიბანაზე, უბრალოდ დრო უნდა შეარჩიო. სურათები როგორ დავდო მასტავლეთ. განახებთ 2009 დაჭერილ საზნებს და ჭანრებს ეხლა ვიყავით 12.13.14. 2010 აპრილში და კაი კარასები მოვიდა სულ 300,800 გრამამდე, ჯერ ადრეა საზნისთვის, სადღაც 1,2,3 მაისიდან დაიტყება ჭანრის და საზნის კაი კლოვები, თუ ამინდები მზიანი და თბილი წავიდა უფრო მაგარი კლოვი იქნება.

პოსტის ავტორი: fisherniko Apr 19 2010, 18:46

თუ შეგიძლიათ დაწეროთ რა ადგილასაა ტბა

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 20 2010, 14:30

ციტატა(fisherniko @ Apr 19 2010, 19:46) *
თუ შეგიძლიათ დაწეროთ რა ადგილასაა ტბა

http://dalismta.com/index.php?pg_id=0&id=8&lang=0 აქ შედი და ყველაფერს გაიგებ. რუკაც არის მაგ საიტზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: basota Apr 20 2010, 23:24

9-10 აპრილს ვიყავი არხზე და საერთოდ არც კი დაურტყია დონკაზე და არც ტივტივაზე თან დაახლოებით 12 ანკესი მქონდა :(
ადრეა ჯერ დაახლოებით 2 კვირაში კარგი იქნება ალბაათთთთთ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 21 2010, 18:55

PIX.GE - ზე

http://pix.ge/

http://pix.ge/

ამაზე მოდის ტარიბანაზე
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 21 2010, 23:16

ერთი რა მაინტერესებს თუ მეურნეობაა ტარიბანა გადასახადი არა აქვთ??

პოსტის ავტორი: shuna Apr 21 2010, 23:28

კი აქვთ ერთი კაცი დადის და სანამ არ მიცემ ან არ ცემ არ მოგეშვება newsmile01.gif
ჩვენ 4 კაცი დავდიოდით და 10 ლარს ვაძლევდით ხოლმე

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 21 2010, 23:39

ნიკა
3 ლარი ღირს 1 კაცი. სირცხვილია მაგის არ მიცემა... newsmile058.gif

პოსტის ავტორი: ivanetodua Apr 22 2010, 10:06

მპგესალმებით ბიჭებო მე ეს ესაა გავიგე თქვენი კლუბისა და ფორუმის შესახებ და ნავიჩოკად ვარ ჯერ ჯერობით რა როგორ და რანაირად ამას ნელ-ნელა გავიგებ.

მოკლედ დალის ტბას რაც შეეხება ჩემი ინფორმაციით თევზი არის და თანაც კარგად არის. ლოქო შამაია მურწა და და ცოტა ცოტა სხვადა სხვაც. უბრალოდ ნვი უნდა დაიქირაო და სეხვიდე შიგნით და ისე ითევზაო, ნავის დაქირავება კი 20 ლარია დღეში ბოლოს ეს ინფო დაახლოებით ზამთარში გადამოწმდა და ახლა რა ხდება ნამდვილად ვერ დავდებ თავს.
მე პირადად დიდი გულით მინდა წასვლა და ალბათ წავალ კიდეც.

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 22 2010, 16:18

ციტატა(ivanetodua @ Apr 22 2010, 11:06) *
ნავის დაქირავება კი 20 ლარია დღეში

უმოტორო ან რეზინის ნავი დღეში 30 ლარი, მატორიანი 1 საათი 20 ლარი. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 23 2010, 18:26

წელს ვიყავი სადღაც 14.15 აპრილს საშინელი ამინდი იყო ტარიბანაზე, მესამე დღეს გამოვიდა მზიანი ამინდი და კლოვებიც მაშინ დაიწყო, ოღონდ სულ კარასი მოვიდა პაპლაუკზე წითელ ჭიაზე 300გრამიდან 800 გრამამდე თითო . ერთი 25 კ დავიჭირეთ ორმა კაცმა. საზანი და ჭანარი არ მოვიდა კოპტონის ჯოხები როგორც ჩავყარეთ ისევე ამოვყარეთ. ეხლა ვაპირებთ 3.4.5 მაისისთვის წასვლას მინდა კაი კლოვებს გავარტყა. პირველი კლოვები მაგარიახოლმე, საკაიფოდ ვიჭერთ.

ხო მართლა წყალს რაც შეეხება მაგრად იყო აწეული, გესის შუაზე იდგა წყალი ლამის ბუჩქებში იყო შესული, მაგრამ იქ თქვეს რომ ერთი 2.3. მეტრს დააკლებენ ასე არ დატოვებენო.

პოსტის ავტორი: shuna Apr 23 2010, 18:39

უკვე დაუწყიათ გაშვება ახლობლები იყვნენ წასული ოღონდ ტბაზე არ უთევზავიათ მდინარეზე ითევზავეს გესის ქვემოთ და გაშვებული ქონდათ წყალიო
ისე 2 ცალი ჭანარი დაუჭერიათ კილოიანები და კიდე ხრამულები დავიჭირეთო სულ წითელ ჭიაზეო

პოსტის ავტორი: shuna May 10 2010, 18:44

ამ შაბათ ვიყავი ტარიბანაზე და სულ თავბედი ვიწყევლე
წყალი ისეთი მომატებული იყო რო მე ეგეთი არასდროს მინახავს ეგ წყალსაცავი
8 დან 2 საათამდე ვითევზავე ტბაზე და საერთოდ არ მიკარებია არც კოფტონს არც ჭიას არც სიმინდს და პურს
კარგადაც ჩავკორმე მაგრამ არაფერიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

პოსტის ავტორი: FISHING CLUB May 10 2010, 19:02

მეც ვიყავი 24 საათი, ძალიან უიმედო სიტუაცია იყო. ვერაფერი ვერ დავიჭირეთ საერთოდ, მარტო ჩემ უცოდინრობას ვერ დავაბრალებთ. წყალი ძალიან ადიდებული იყო და ძალიან არასასიამუვნო სურათს ტოვებდა...

shuna სავარაუდოთ ერთმანეთს შევხვდით, ხო!? ტროიკით იყავი?

პოსტის ავტორი: shuna May 11 2010, 00:08

ციტატა(FISHING CLUB @ May 10 2010, 20:02) *
shuna სავარაუდოთ ერთმანეთს შევხვდით, ხო!? ტროიკით იყავი?




კი მე ვიყავი
სულ მოვიარე იქაურობა მაგრამ ვერაფერი არც ტბაზე და არც მდინარეზე

პოსტის ავტორი: goxnari May 11 2010, 00:54

არადა სულ რაღაც 3 წლის წინ თევზი ანგრევდა იქაურობას,აპსუს.

პოსტის ავტორი: basota May 15 2010, 14:21

არავინ არ ყოფილხართ ამ ახლო პერიოდში?

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 6 2010, 21:47

ამაღამ მიბდივარ სათევზაოთ დალის წყალსაცავზე, რაღაც სლუხები მომივიდა რომ საზანი მოდისო და მინდა მოვშინჯო, იმფორმაცია ნაღდია იქაურმა მეთებზეების ბრიგადირმა მითხრა და რა ვიცი ვნახოთ, ალბათ ერთი 3-4 დღე გავჩერდები და რომ ჩამოვალ ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: pepe7 Jun 8 2010, 22:49

მე 2 კვირის წინ ვიყავი და ვერაპერი ვერ დავიჭირეტ, მარტო, 4 საცოდავი კარასი და ისიც გაუშვი. წყალი იყო ძაან აწეული, თან ეგენი ბადით ზაან მაგრად იჭერე. ჩემი აზრით მანდ არ ღირს წასვლა

პოსტის ავტორი: gocha-tita Jun 10 2010, 10:36

გუშინ ჩამოვედი . კლოვბები არ არის დიდი საზნების . მოდიოდა კარასი ენ რაოდენობის და თანაც დიდები კოპტონზეც და ჭიაზეც ერთნაირათ იღებდა. წალკის კარასებს არ ჩამოუვარდებოდა სიდიდით დაჟე შეიძლება უფრო დიდებიც იყო, აგრეთვე პატარა საზნები და ზერკალნი კარპები რომლებიც უკან დავაბრუნეთ. წყალი ვარდებოდა რაღაც კატასტროფულად 3 დღეში ალბათ ერთი10 მეტრი დავარდა. პლატინის ყარაულმა თქვა რომ 21 ნიშნულამდე დაიყვანენ და დაკეტავენო. ასე რომ მაგარი სათევზაო იქნება ერთ 10 დღის შემდეგ , მანამდე არ ღირს წასვლა . საზანმა მოიქვირითა და ამიტომაც არ იღებს თანაც ემატება წყლის ვარდნა და ნაპირთან არ გამოდის. მოკლეთ ერთ 3-4 დღეში დაკეტავენ გესს და მაქსიმუმ ერთი კვირა რომ თევზი მიეჩვიოს და წამოვა მაგრად ეს ასპროცენტიანი ვიცი იმიტომ რომ ქვირითობის შემდგომ მაგრად იღებს , წყალიც სტაბილური იქნება და მერე ნახე კლოვები. ხო მართლა კოღოს და ქინქლების საწინააღმდეგო რამე წაიღეთ თუ წახვალთ თორემ დამკბინეს ვერ წარმოიდგენთ ისეთი დაკბენილი ვარ. ჩულქებს იცვავდნენ სახეზე მაგრამ იქაც ძვრებოდნენ, ასე რომ 20 რიცხვიც შემდგომ ღირს იქ წასვლა.

http://pix.ge/g]http://b.pix.ge/t/dmhal.jpg[/img][/url]

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: levani-78 Jun 12 2010, 00:59

ერთი ეს მითხარით გველის სქმე როგორ არის მანდ

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 12 2010, 01:08

ძალიან ბევრი გველია მაგ ტბის შემოგარენში და სიფრთხილე გვმართებს. newsmile055.gif

პოსტის ავტორი: basota Sep 13 2010, 09:06

ვინმე ხომ არ ყოფილხართ ამ ბოლო დროს?

პოსტის ავტორი: basota Sep 24 2010, 11:48

ციტატა(basota @ Sep 13 2010, 10:06) *
ვინმე ხომ არ ყოფილხართ ამ ბოლო დროს?

საერთოდ აღარავის არ გახსოვთ ეს მშვენიერი სათევზაო ადგილები რომ არ წერთ არავინ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 25 2010, 10:47

არ გვიწევს მაქეთ გული newsmile05.gif

პოსტის ავტორი: basota Sep 25 2010, 12:00

ციტატა(ვიტო @ Sep 25 2010, 11:47) *
არ გვიწევს მაქეთ გული newsmile05.gif

და რატომ ? რა ხდება გველების გამო ხომ არა? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: basota Oct 9 2010, 18:01

მოკლედ არავინ არ იცის რა ხდება დაროგორ არის დალის მთის საქმეები რა newsmile090.gif მოკლედ იქით შაბათ-კვირას ვაპირებ არხზე წასვლას, რაგაც პატარ-პატარა ინფორმაციები მოვიპოვე და ვნახოთ რა გამოვა თან გველაძუებიც უკვე ნაკლებად იქნებიან სურათებს დავყრი რა თქმა უნდა თუ დავიჭერ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 2 2011, 01:02

მოგესალმებით ყველას,
გილოცავთ ახალ 2011 წელს და გისურვებთ ყველას შედეგიანობას თქენს საყვარელ საქმეში newsmile05.gif

მე შემიძლია "დალის მთის" როგორ სამონადირეო ისე სათევზაო მეურნეობაზე ობიექტური და ზუსტი პასუხების გაცემა, ასე რომ ამიერიდან თქვენი ფორუმის საშუალებით შეგვიძლია ვიურთირთობოთ ნებისმიერ საკითხზე newsmile05.gif

ამ თემის პირველივე გვერდებზე ისეთი სისულელეები დამხვდა რომ გული ძალიან დამწყდა, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ საქმის უვიცი კაცის ნააზრევი დასკვნები ხშირად რელსებს აცდენილია ხოლმე, მიპატიებია ბევრისთვის ის ბჟუტური რაც შეეხება "მეპატრონის მიერ ბრაკონიერობას და ვანდალიზმს" დალის მთაზე.

ყველას მოგეხსენებათ რომ "დალის მთა" არის კერძო მერუნეობა, რომელიც სათავეს იღებს 1992 წლიდან, მაშინდელ დროში ეს ერთ ერთი პირველი ამ ტიპის მეურნეობა იყო, ასევე სამონადირეო მეურნეობა "დალის მთა"=ც რომელიც ასევე 2002 წლიდან შეიქმნა და იმ დროისთვის ერთ ერთი პირველი იყო.

მოყოლებული 19992 წლიდან (1992 წელს 1 000 000 "სქელშუბლას" ლიფსიტა ჩაისვა წყალსაცავში) ყოველ წელიწადს ხდება ლიფსიტის ჩასმა, მაგრამ წარმოების მიზნებიდან გამომდინარე ლიფსიტა ისმება ძირითდად "სქელშუბლა", ხანდახან საზანიც. ხოლო იმ ჯიშებზე რაზეც თქვენ თევზაობთ დალის მთაში არასდროს არ ქონია საწარმოო მიზნები და თუ თქვენ მათ ანკესზე ვერ იჭერთ ეს ადმინისტრაციის მიზნით ნამდვილად არ ხდება newsmile05.gif

თევზაობის საფასური არის დღეში 3 ლარი კაცზე, ითევზავეთ რამდენიც გინდათ, არავინ გიწონით, არავინ გზღუდავთ, ხოლო "იმ კაცს" რაც შეეხება, რომელიც დადის და თანხას კრიბავს, მას ყველა იცნობს "მაისევიჩ"-ად, რომელსაც აქ ვიღაცეები ცემით ემუქრებიან, ეგრე ნუ უყურებთ, სმერწელნი უდარი აქვს newsmile035.gif newsmile035.gif


პატივისცემით,

ბექა

პოსტის ავტორი: Davitus Jan 2 2011, 01:06

ჩაკრულო

ციტატა(ჩაკრულო @ 2nd January 2011 - 02:02) *
მე შემიძლია "დალის მთის" როგორ სამონადირეო ისე სათევზაო მეურნეობაზე ობიექტური და ზუსტი პასუხების გაცემა, ასე რომ ამიერიდან თქვენი ფორუმის საშუალებით შეგვიძლია ვიურთირთობოთ ნებისმიერ საკითხზე


მადლობა გამოხმაურებისთვის, იმედია ფორუმზე ხშირად იქნებით და ბევრ კითხვას გასცემთ პასუხს რაც ამ მეურნეობას შეეხება, რომ არ იყოს სხვადასხვა არაკომპეტენტური ადამიანების აზრთა ფრქვევა

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 2 2011, 09:51

თAვისთავად,
ასევე შემიძლია შემოგთავაზოთ როცა თევზაობის სეზონი დაიწყება ჩამობრძანდეთ. წინასწარ დავგეგმოთ რამე ღონისძიება რომელსაც მერე ღვინისძიებასაც მოვაყოლებთ newsmile035.gif


პოსტის ავტორი: ვიტო Jan 2 2011, 10:47

ჩაკრულო
გამარჯობა, სასიამოვნოა რომ გამოეხმაურე, თქვენი სტატუსი იქნებ გვითხრათ

პოსტის ავტორი: Maverick Jan 2 2011, 10:56

ვვიტო, ჩაკრულო, იგივე ბექა, ბაჩუკის შვილია, ტარიბანას მეურნეობის მფლობელის შვილი და პარტნიორი

QUOTE (ვიტო @ Jan 2 2011, 11:47) *
ჩაკრულო
გამარჯობა, სასიამოვნოა რომ გამოეხმაურე, თქვენი სტატუსი იქნებ გვითხრათ

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 2 2011, 11:00

Maverick
ხოკეი

ჩაკრულო
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1790
ბარემ ეს თემაც გადაიკითხე, ეხლა მაინც სანადირო სეზონია, ძალიან კარგია
აქაურობისადმი ინტერესით რომ განეწყვე, უშუალო კონტაქტი უფრო
კარგია ვიდრე სხვების მოყოლილის კითხვა

პოსტის ავტორი: საჩხერე Jan 2 2011, 11:11

ბექა, ოჩოელები შენი უბნელებიც არიან, ტამპლიერი და გოგა.

პოსტის ავტორი: sabo73 Jan 2 2011, 14:07

მშვენიერი საახლალწლო და საბედო ინფოა.

ჩაკრულო

სასიამოვნოა კომპეტენტურ პიროვნებასთან უშუალო კავშირი და რელური ინფოს მიღება.
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმზე.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jan 3 2011, 15:05

მიივესალმები ფორუმზე ბექას გამოჩენას

ჩემი პირველი კითხვა ასეთია:
თუ შეგიძლია ჩამოგვითვალე
წყალსატევში მობინადრე თევზების ჯიშები

აქ ისიც ახსენეს
თითქოს ტარიბანაზე დაუჭერიათ საქართველოსთვის ძალიან იშვიათი ჯიშის თევზი "ჩიქვი"
ძალინ მაინტერესებს მითი ტარიბანაში "ფარგას" არსებობის შესახებ
ყვებიან ასევე 10-12 კილოგრამიან "ჭანარებზე"

ბექა
მგონი შენთვის რთული არ იქნება თევზების სრული სია დადო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 3 2011, 15:57

ვიტო
რადგან მავერიკმა გიპასუხა ხო ეგე ეგა ვარ რაა newsmile035.gif
რაც შეეხება მეორე თემას, მაგას გადავიკითხავ და იქვე ვუპასუხებ და მომავალში ვიქატიურებ იქა newsmile05.gif

საჩხერე
ძალიანაც კარგი newsmile05.gif
ტამპლიერი მე უფრო ფრანგი მეგონა ვინემ ორთაჭალელი newsmile035.gif

sabo73
გპირდებით ვიქტიურებ, თუ არა ჩემი მაილია: chakrulo@gmail.com რომელსაც ყოველთვის ვნახულობ და იქ შეგიძლიათ მომწეროთ ნებისმიერი საკითხი


(dila)adriano
ჩვენთან თევზების სახეობები ძირითადად საწარმოო მოპოვებაზეა გათვლილი, რასაც ჩვენ ვსვავთ, ხოლო დანარჩენი არის ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც ბუნებრივად მრავლდება.

ჩვენთან არის:
1) სქელშუბლა;
2) საზანი;
3) კარპი;
4) თეთრი ამური;
5) ჭანარი;
6) ხრამული;
7) მურწა;
8) შამაია;
9) ლოქო (მაგრამ ძალიან ძალიან იშვიათია, თუ არის ძალიან დიდი ზომის)
10) და რა თქმა უნდა კარასი newsmile035.gif

დანარჩენი, კიდევ არის ხოლმე საკმაოდ იშვიათ და განსხვავებულ თევზი იჭირება ხოლმე, მაგრამ დასახელება ნამდვილად არ ვიცი და ტყუილად რა ვთქვა? newsmile035.gif

რაც შეეხება შენს მიერ ჩამოთვლილ სახეობებზე, შენ თუ შეგიძლია სურათი დადო იქნება ისე ვიცნო რომელი რომელი იყო.

10-12 კილოიან "ჭანარზე" რაც შეეება, მასეთი დიდის დაჭერას არ შევსწრებივარ, მაგრამ ერთხელ 9 კილო და 800-მდე რო დაიჭირეს ეგ ვიცი. ახლა სტაბილურად მოდის ბადეში 4-5-6 კილოანი ჭანრებიც, ხან უფრო მეტიც არიას ხოლმე.

პატივისცემით,

ბექა

პოსტის ავტორი: მებადური Jan 3 2011, 16:08

მოგესალმებით, ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს.

მინდა დავადასტურო ჩიქვის არსებობა დალის მთის მეურნეობაში.

ეს ჩემი დაჭერილი ჩიქვია, 2009 წლის სექტემბერში. დაჯდა საკმაოდ დიდ სატყუარაზე - წვიმის ჭიაზე.

http://pix.ge/




P.S.

მე მგონი სათაურში შესწორებაა შესატანი, დალის მთა და ტარიბანა სხვადასხვა ადგილებია. ამას ბექა თუ დაადასტურებს.

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jan 3 2011, 16:24

ჩაკრულო
და ფარგაზე რას იტყვი?

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 3 2011, 17:52

მებადური
(dila)adriano
კი აი ეს თევზი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ერთი ორჯერ ბადეში იყო, ძირითადად ეკლების გამო იყო გახვეული, თორე ამისთვის ბადეები არც არის ჩვენთან.

რაც შეეხება "დალის მთა"-ს და "ტარიბანა"-ს ნამდვილად სხვადასხვა ადგილია, მაგრამ "ქალაქელები" ტარიბანას ეძახიან ჩვენ მერუბნეობას, ასე რო მიჩვეულები ვართ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jan 3 2011, 18:18

ესე იგი ფარგა გყავთ?

პოსტის ავტორი: sabo73 Jan 3 2011, 22:51

ციტატა(ჩაკრულო @ Jan 3 2011, 16:57) *
sabo73
გპირდებით ვიაქტიურებ, თუ არა ჩემი მაილია: chakrulo@gmail.com რომელსაც ყოველთვის ვნახულობ და იქ შეგიძლიათ მომწეროთ ნებისმიერი საკითხი


გაიხარე ჩემო ძმაო, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს დადებით ემოციას ყოველივე შენგან დაწერილის გამო.
თუ რაიმე ინდივიდუალური შეკითხვა გაგვიჩნდა, გვაქვს "PM", რომლითაც ვეხმიანებით ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 4 2011, 09:44

Oკ, ჩემი თავი გენაცვალოთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 18 2011, 18:55

ისე ჭანარსაც რომ არ იჭერდნენ და მარტო თავის გშვებულ ტევზებზე ნადირობდნენ კიდე არაფერი მაგრამ ბადეში რაც ყვება პადრიად იღებენ, და მეორე ვინ იტყვის თავის ტერიტორიაზე ცუდს, ეხ არვიცოდე მაინც 14 წელია მანდ დავდივარ და ნელნელა უარესდება, შარშან უკვე დედა ქონდა მ...... მანდაურობას.

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 19 2011, 00:58

gocha-tita


პ.ს. თავისდროზე მაგ წყალსაცავს ატომური დანიშნულება ქონდა და გადავრჩით... მაშინ კი ვითევზავებდით ალბათ ორთავიან ჭანრებზე და ბაბუაწვერა მურწებზე ბედნიერად newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 19 2011, 19:14

მე არვუცი ატომური დანიშნულება ქონდათუ არა მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ უარესდება, ეს მარტო ჩემი აზრი კიარარის 99% იტყვის ვინც მაგ წყალსაცავზე დადის ხშირათ, მე ამას საწყენად არ ვამბობ უბრალოდ მაგათვე ინტერესსში უნდა იყოს იმ თევზების მომრავლება რომლებიც მეთევზეთა ინტერესსშია თორემ ერთხელ რომ მეთევზე მანდ თევზს ვერ დაიჭერს საერთოდაც არ გაიხედავს მანდეთ და ვისაც აქტიური დასვენება უყვარს შენი თევზი ფეხზე კიდია. რასაც ბენზინში საჭმელში და სხვადასხვა რაღაცეებში ხარჯავს ერთი მეთევზე მანდ წამოსვლაში ფულს ბაზარში იყიდიდა ოხრად . ასე რომ აზარტი და დილიხორი მილიონი ჯდება მარა გამართლებული უნდა იყოს ეს ყველაფერი. მანდ კიდე 80% თბილისელები დადიან. elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 19 2011, 20:12

gocha-tita
რას ამბობ უფროსო, გართობა და აზარტი რომ ძვირი ჯდება მაგი არ ესმის არავის და სულ ვწუწუნებთ ყველა მაინც დაააა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 19 2011, 20:24

ეეე ჩემო ძმაო ჩემს ნიკზე რომ სურათია ეგ წყალსაცავია და მანდ დაჭერილი საზნებია. უკვე ორი სამი წელი იქნება მანდ თევზი აღარ დამიჭერია, მითუმეტეს 3-4 დღე ვრჩებით ხოლმე, მაგრამ იმედები გვიცრუვდება.

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 19 2011, 23:27

რამდენს იხდიდით მანდ თევზაობაში თQვენ?

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 22 2011, 17:01

რამდენს და კაცზე 3 ლარი

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 22 2011, 17:45

ძვირია თუ იაფი?

პოსტის ავტორი: შალვა Jan 22 2011, 20:43

მაპატიეთ თქვენს საუბარში newsmile035.gif რომ ვერევი მაგრამ

ციტატა(ჩაკრულო @ 22nd January 2011 - 18:45) *
ძვირია თუ იაფი?

თუ კაცზე 3 ლარია და 4 დღის განმავლობაში ვერაფერს იჭერ--ძვირია! newsmile093.gif ხოლო თუ იჭერ რამეს მაშინ მაგარი იაფია newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 22 2011, 22:47

შალვა
ანუ შენზეც ბევრი ყოფილა დამოკიდებული, როგორც საერთოდ ყველაფერი ამ ცხვორებაში? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jan 23 2011, 09:13

დიდი ბოდიში, მაგრამ რომ არ ჩაგერთოდ არ შემიძლია. წელს, ანუ შარშან newsmile05.gif ორჯერ ვიყავი მანდ. ორივეჯერ კმაყოფილი წამოვედით. რაც მანდ მივლია ეგეთი დიდი ზომის შამაია არასდროს მიჭერია, თან დიდი რაოდენობით. საზნები იჭირებოდა ბევრი, დავიჭირეთ რამოდენიმე 2 კილოგრამიანი და ერთი 3 კგ. პატარები ბევრი იყო და რა თქმა უნდა უკან ვუშვებდით. სქელშუბლა უამრავია და დიდი ზომისანი, უბრალოდ დაჭერას ცოდნა უნდა, მე ვერ დავიჭირე :( ამბობდნენ გამავალ არხში კარგი ლეშა მოდიოდაო, მე დავიზარე გადასვლა, უფრო სწორედ აღარ გავრისკე, რადგანაც ღამე ჩემს სადოკში ნახევარ მეტრიანი გიურზა აღმოვაჩინე.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ქევხო Jan 23 2011, 09:47

ციტატა(მებადური @ Jan 23 2011, 10:13) *
http://pix.ge/


ოოო ასეთი მეც მინახავს მანდ newsmile05.gif რას ვიზავთ . .

შამაია რა დროს მოდიაოდა კარგად და რა სატყუარაზე?

პოსტის ავტორი: მებადური Jan 23 2011, 10:38

რაც შეეხება შამაიას - 21 სექტემბერს იყო ბოლო ვიზიტი. ამინდი სტაბილური. ჩავედით საღამოს. მე ფიდერით დავიწყე და დილამდე კარგად ვიჭირე საზნები და კარასები (კარჩხანები moderirebulia.gif ). დილით, ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა ტივტივაზე გადავედი (მძიმე ვაგლერი) და დაიწყო, მარა რა დაიწყო. სატყუარა წითელი მიწის ჭია, სიღრმე 2-3 მეტრი, მანძილი 30-45 მეტრი. მოდიოდა თევზი 25-30 სმ. სულ ნარჩევი შამაია, ცხიმიანი, უგემრიელესი. რა გითხრათ, წელს კიდევ ვეწვევი მაქაურობას.

ადგილმდებარეობა: პლატინაზე რო გადახვალთ ეგრევე ქვევით, გამავალ არხთან. ადრე მანდ არ ვთევზაობდი ხოლმე, მაგრამ იმ დროს მანდ მოდიოდა.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 23 2011, 12:49

აი ხომ ვთქვი მეთევზეზეა ბევრი რამ დამოკიდებული თქო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 24 2011, 13:32

მასეც არაა რა როგორც ქარგავენ მე ვერავის პროფესიონალობაში ეჭვს ვერ შევიტან და მათ სათევზაო სტაჟჟე, მაგრამ ფაქტია რომ ჯერერთი რომ თევზაობა ბევრ ფაქტორთან არის დამოკიდებული 1. პერიოდი,2. თვე,3 მთვარის ფაზა, 4. რა თევზზე თევზაობ. 5.ამინდი, 6. წნევა და ტენი. 7. ადგილის სწორი შერჩევა, 8. სატყუარა, 9. შენი ჯოხის მოწყობილობა, შემდეგ ცოტა იღბალი და შეიძლება შედეგიც მოქცეს. მაგრამ თუ თევზი ნაკლებია იმ ტბაზე თუ წყალსაცავზე შედეგებზე არც იოცნებო. მერეკიდევ 360 კილომეტრი გავიარო შამაია და კარასი რომ ვიჭირო? მანდ ადრე რა თევზი იჭირებოდა იმ ხალხს მაინც ახსოვს ვინც წლებია მანდ დადის.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 24 2011, 15:55

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 24 2011, 17:18

ციტატა(gocha-tita @ Jan 24 2011, 14:32) *
ადრე რა თევზი იჭირებოდა იმ ხალხს მაინც ახსოვს ვინც წლებია მანდ დადის.

dastur.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jan 24 2011, 17:35

კარგი შამაიასთვის შამქორზეც ჩავსულვართ ბიჭები. გააჩნია ვინ რას ეძახის თევზაობას.

ცოტა რომ არის თევზი და მაინც რომ დაიჭერ ეგ არის ბიჭობა, აბა სავსე რომ არის აკვარიუმი ყველა იჭერს.

საწყენად არ მიიღო ჩემო ძმაო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 24 2011, 18:49

არა ძმაო შენ ვერ გამიგე რაზე ვლაპარაკობ მე ტბის დაცარიელებას იმას ვეძახი როცა დიდი ეგზემპლიარები არ არის რისგანაც კაცმა ადრენალინი უნდა მიიღო რასაც სიამოვნება ქვია თორემ კლოვის ნახვა და ბუნებაში მწვადის წვა ეს სხვა თემაა.

და მეორე ალბათ შენ თევზს წყალში არ უთრევიხარ შენი ჯოხიანად თორემ ამას არ იტყოდი, ამას სულ სხვა მუღამიაქვს.

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 24 2011, 19:14

არა მარტო თევზის სიმცირე, მოცულობითაც დიდი იყო ეს ტბა თავიდან..

პოსტის ავტორი: DATKA Jan 24 2011, 19:18

ციტატა(gocha-tita @ 24th January 2011 - 14:32) *
მანდ ადრე რა თევზი იჭირებოდა იმ ხალხს მაინც ახსოვს ვინც წლებია მანდ დადის.

მეტს ვერ დავამატებ ამ სიტყვებს, ორი სეზონია აღარ დავდივარ.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 24 2011, 19:19

elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jan 24 2011, 19:28

ციტატა(gocha-tita @ Jan 24 2011, 19:49) *
არა ძმაო შენ ვერ გამიგე რაზე ვლაპარაკობ მე ტბის დაცარიელებას იმას ვეძახი როცა დიდი ეგზემპლიარები არ არის რისგანაც კაცმა ადრენალინი უნდა მიიღო რასაც სიამოვნება ქვია თორემ კლოვის ნახვა და ბუნებაში მწვადის წვა ეს სხვა თემაა.

და მეორე ალბათ შენ თევზს წყალში არ უთრევიხარ შენი ჯოხიანად თორემ ამას არ იტყოდი, ამას სულ სხვა მუღამიაქვს.



მე არ ვიცი ჩემო ძმაო შენ დალის წყალსაცავზე ეგრე მაგრა ვინ გათრია, მარა 20 კილომდე ეგზემპლარებს ალაზანზე და მტკვარზე მაგრად დავუღლივარ. შარშან წინ მანდაც დასვეს ბიჭებმა 6 კილოიანი საზანი, ჩემს თვალწინ პლატინაზე.

გასაგებია რომ თევზი იმდენი აღარ არის, მაგაზე არ ვდაობ, მარა სად არი რო მანდ იყოს. მე იმის თქმა მინდოდა რომ იმ კაცის (ბაჩუკის) გაკიცხვა ამისთვის ნამდვილად არ ღირს. ესე თუ ისე მანდ რაღაცა მაინც იჭირება, აბა სიონი აიღეთ, ფარავანი, ტაბაწყური, წალკა, ალგეთი, ჯანდარა, ლატარეაა მანდ თევზის დაჭერა არ დაჭერა. დალზე კი უთევზოთ არასდროს დავრჩენილვარ.

ღმერთმა ხელი მოგიმართოდ.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 25 2011, 18:37

შენ ჩემო ძმაო თუ ბუნების კატაკლიზმები არ გაწუხებს და ბაჩუკის ფანი ხარ ვისაც რეალურად ეგ წყალსაცავი არ ეკუთვნის და მარტო ლიცენზია აქვც თევზის რეწვაზე რამოდენიმე წლით აღებული და რომელიც დღესდღეობით არ კონტროლდება არანაირი ორგანიზაციის მიერ , მე არვიცი. მაგრამ როდესაც ასეთ ლიცენზიას იღებენ იქ გარკვევით წერია მათი მოვალეობები რომელსაც დღესდღეობით არცერთი ლიცენზიის მფლობელი არ ასრულებს გამონაკლისების გარდა იმიტომ რომ მაკონტროლებელი და თვით კანონმდებლობაც გაიყინა 90 წლებში.

დამეთანხმება ყველა ვინც ამ კანონმდებლობას გაცნობია ასე თუ ისე.

partyFishing.gif

და კიდევ ზოგისთვის თევზ ჭერა სიამოვნეებაა და ზოგისთვის კი ვითომ ბიზნესი

პოსტის ავტორი: მებადური Jan 25 2011, 19:59

ციტატა(gocha-tita @ Jan 25 2011, 19:37) *
შენ ჩემო ძმაო თუ ბუნების კატაკლიზმები არ გაწუხებს და ბაჩუკის ფანი ხარ ვისაც რეალურად ეგ წყალსაცავი არ ეკუთვნის და მარტო ლიცენზია აქვც თევზის რეწვაზე რამოდენიმე წლით აღებული და რომელიც დღესდღეობით არ კონტროლდება არანაირი ორგანიზაციის მიერ , მე არვიცი. მაგრამ როდესაც ასეთ ლიცენზიას იღებენ იქ გარკვევით წერია მათი მოვალეობები რომელსაც დღესდღეობით არცერთი ლიცენზიის მფლობელი არ ასრულებს გამონაკლისების გარდა იმიტომ რომ მაკონტროლებელი და თვით კანონმდებლობაც გაიყინა 90 წლებში.

დამეთანხმება ყველა ვინც ამ კანონმდებლობას გაცნობია ასე თუ ისე.

partyFishing.gif

და კიდევ ზოგისთვის თევზ ჭერა სიამოვნეებაა და ზოგისთვის კი ვითომ ბიზნესი



ვინ ვისი ფანია და რისი ფანია არ ვიცი მარა, შენი ვერც ეს აგრესია ვერ გავიგე, ვერც ბიზნესზე გაკეთებული აქცენტი და საერთოდ რაზე ვკამათობთ ვერც ის გავიგე. ისე თუ მოხვალ ჩემთან მაღაზიაში იქ ვისაუბროთ ადამინაურად და კაცურად, ნამდვილად არ მინდა ადამიანს რომელსაც პირადათ არ ვიცნობ აგრესიაზე აგრესიით ვუპასუხო. ასე რომ, მობრძანდით და გავიცნოთ ერთმანეთი.

პოსტის ავტორი: tarasa27 Jan 25 2011, 22:22

gocha-tita

გეთანხმები ნამდვილად შარშან ორჯერ ვიყავი მაგ მშვენიერ ტბაზე მაგრამ დაგდებული წყლის და ბადეების და შიგნით ამ ბადეების ამომღები ნავის მეტი არაფერი არ მინახია , ბევრიც უყარე პადკორმკა მაგრამ ვერაფერი ვერ დავიჭირე ერთადერთი სჰემომავალ არხზე მე არა მაგრამ სხვამ 2 სამ კილოიანი ჭანარი ამოიყვანა არხთან ახლოს კამიშებში.
ფულის ასაღებად არავინ მოსულა ვინც იქ თევზაობდა ყველა იმას ამბობდა მაქსიმალურად ცდილობენ ფულის ამოღებას , იმიტომ რომ მთავრობამ მაგრად გაწეწაამ ტბის მეპატრონეები.
ერთი ეგ ვიცი და გეთანხმები ძმაო ნამდვილად გული დამწყდა ამხელა მანძილის გავლა და ისიც ტყუილად მომავალში წავალ ტუ არა ნამდვილად ვერ გეტყვი .

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 26 2011, 00:38

მებადური
სად არის თქვენი მაღაზია და თუ გამოვიარე ვინ ვიკითხო? newsmile035.gif
მე საააგრესიოდ არ მოვდივარ ოღონდ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jan 26 2011, 01:38

ციტატა(ჩაკრულო @ Jan 26 2011, 01:38) *
მებადური
სად არის თქვენი მაღაზია და თუ გამოვიარე ვინ ვიკითხო? newsmile035.gif
მე საააგრესიოდ არ მოვდივარ ოღონდ newsmile035.gif



ღმერთმა დამიფაროს აგრესიისგან ვინმესთან, სამაგისოდ არც მე ვეძახი არავის. სამეგობროდ და კაი კაცობისთვის ჩემი თავი შემოგევლოთ. მე ჩემო ძმაო არც შენ გიცნობ და ბაჩუკიც 2-ჯერ მყავს ნანახი სულ. მე სულით ხორცამდე მეთევზე ვარ და ყველას პატივს ვცემ ვინც ამ კარგი საქმით არის დაკავებული და არსად, არც ერთ ფორუმზე ისეთი არაფერი დამიწერია რო ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმიყენებინოს. სიყვარულით შემოვდივარ აქ და არავის ფანობა არ მჭირდება იმისათვის რომ ჩემ საყვარელ საქმეზე ვისაუბრო და აზრი გაუზიარო თანაფორუმელს. და ვისაც ჩემი ბიზნესი არ მოწონს იმის ბიზნესს გაუმარჯოს ღმერთმა.

მისამართი ვაჟას 14, მაღაზია Xtreme. გიორგი ჯავახიშვილი

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 26 2011, 20:19

როდის გეახლო შემოგევლე რავიცი როცა გეცლება შენს განკარგულებაში მიგულე.

ბევვრს კიდევ ახალს გეტყვი რაც არიცი.

ესკიდევ ჩემი ტ 851144439

ხო და კიდევ ღმერთმა დამიფაროს აგრესიისგან.

newsmile05.gif newsmile05.gif

შეიძლება ასეთმა შეხვედრებმა ბოლოს კარგი და საშვილიშვილო საქმეები აკეთოს პროექტები ბევრია რომელსაც ხან მარტო ხანდა მეგობრებთან ერთად ვახორციელებ, ვნახოთ რა გამოვა.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Jan 26 2011, 20:56

პრეტენზიული ტბაა როგორც თითქმის ყველა მაგ ზომის წყალსაცავი საქართველოში.
ყოფილა რო ტყვილა ვმჯდარვარ 2 დღე, ისეც ყოფილა რო მაგრად მისიამუვნია. ხან ისეა ხან ისე...
ერთადერთი რასაც დავაკვირდი მაისში და სექტემბერში ბევრად მეტი შანსია მანდ კაი თევზაობის....
ისიც უნდა ითქვას რო მეპატრონეები არ უვლიან არანაირად, პირიქით ზამთარ ზაფხულ უკონტროლოდ ბადეებიაქვთ ჩაყრილი...

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 26 2011, 21:43

ასეა ძმაო აბა რას ვქარგავთ ამდენიხანი ყველა ამას ამტკიცებს მატო მე კი არ ვამბობ ამას ამას ეთანხმება ის ხალხი ვინც მანდ ხშირათ დადის, გაიხარე რომ სიმართლეს ემსახურები.

http://pix.ge/

http://pix.ge/ მე უბრალოთ ამ თევზზე მწყდება გული რომელიც ალბათ ჩვენთთან და კლავკასიის ტერიტორიაზე თუ არის თორემ არსად არ გვხვდება სხვაგან მემგონი ეს თევზი ნაციონალურ ჯიშად უნდა გამოცხადდეს რათქმაუნდა თუ არ ვცდები ევროპაში ზუსტათ ვიცი არ ბინადრობს, თუ ვინმეს მეტი იმფორმაცია გაქვთ მოგვტერეთ მემგონი ვიცანით რა ჯიშზეც არის ლაპარაკი.

http://pix.ge/

ჭანარი

პოსტის ავტორი: მებადური Jan 26 2011, 22:59

გაიხარე გოჩა, როცა გაგეხარდება და სურვილი გექნება მაშინ შემოირბინე. არც მე მაქვს მაგ ტბაზე ჯვარი დაწერილი, მაგრამ მე შარშან მაგრად ვისიამოვნე. გეგმები ჩვენც ბევრი გვაქვს და იმედია ერთად განვახორციელებთ, დავილაპარაკოდ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 26 2011, 23:05

კარგი გენაცვალე როგორც მოვიცლი მანდ ვარ, პივა და თევზი ნუ რათქმაუნდა თუ გესიამოვნებათ.

პოსტის ავტორი: მებადური Jan 26 2011, 23:07

ოო, მაგაზე მე გპატიჟებ. იქვე ჩემთან კარგი დუქანია d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 26 2011, 23:12

მებადური
gocha-tita
თქვენ იქნება გადამაფიქრებინოთ ხვალე კახეთში დაკრძალვაზე წასვლა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მებადური
ეგ რომელი დუქანია? კუთხეში როა და დაბლა ჩასასვლელი? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jan 26 2011, 23:13

ეგ არი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 26 2011, 23:27

თემა სათევზაო ადგილებს ეხება და არა სალოთაო... თემატურად ხალხნო, თემატურად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 27 2011, 21:47

და როდის ვთევზაობთ? newsmile035.gif
ოღონდ უნდა მასწავოთ, მისდღემში არ მითევზაოვნია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jan 28 2011, 09:51

ციტატა(ჩაკრულო @ Jan 27 2011, 22:47) *
და როდის ვთევზაობთ? newsmile035.gif
ოღონდ უნდა მასწავოთ, მისდღემში არ მითევზაოვნია newsmile035.gif



როცა შენ იტყვი, წყალსაცავი შენია და newsmile045.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 17:08

ხოოო მეც დამიკავშირდით movdivar.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 18:24

ეხლა ამიხსენით თუ რათქმაუნდა დაზუსტებით იცით ჭანარი რომელ ქვეყნებში ბინადრობს

პოსტის ავტორი: მებადური Jan 28 2011, 18:47

ციტატა(gocha-tita @ Jan 28 2011, 19:24) *
ეხლა ამიხსენით თუ რათქმაუნდა დაზუსტებით იცით ჭანარი რომელ ქვეყნებში ბინადრობს



ეგ თევზი ბევრგან არის, ევროპაში თითქმის ყველგანაა და ძალიან პოპულარულია მასზე თევზაობა, განსაკუთრებით ინგლისში. BARBEL, Проходной Усач

http://www.barbel.co.uk/
http://www.riversevernbarbelfishing.com/
http://www.barbelnow.co.uk/


ინგლისელები ამ თევზისთვის სპეციალურ ჯოხებს აწარმოებენ, ერთერთი გავრცელებული სატყუარა ჰოლანდიური ყველია, გაუდა. მაგ ყველზე ჩვენი ჭანარიც კარგათ ურტყავს.


ეს მტკვარზე დავიჭირე შარშან, ბუღლუჯზე დაჯდა.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 19:10

ვააა ეს ქესალოსკენ თუ მცხეთაში.

პოსტის ავტორი: მებადური Jan 28 2011, 19:13

ციტატა(gocha-tita @ Jan 28 2011, 20:10) *
ვააა ეს ქესალოსკენ თუ მცხეთაში.



ქესალოსკენ, ნაკრძალში 10 ოქტომბერს, ესე 2-3 საათზე დაჯდა ღამით.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 19:19

მაგრამ ჩვენი ჭანარი ძალიან ლამაზია

პოსტის ავტორი: მებადური Jan 28 2011, 19:20

კი, უეჭველი იქნება რაღაც სხვაობა, ქცევებშიც.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 19:50

მე საერთოდ მცხეთაში გავიზარდე და ოქ ვისწავლე თევზაობის ანი და ბანი სულ ზეპირად ვიცი საჭანრე ადგილები თანაც კარგი ეგზემპლარების ხავსზე 2 წლის უკან კარგებც ვიჭერდი 2-4 ხანდახან 6 დამისვია ხავსით ვთევზაობ ხოლმე და ხშირად მოდის ხრამულთან და მურწასთან ერთად ეს ორი წელია რაც გადავერთე კარპის და საზნის ჭერაზე ინტენსიურად და ქესალოში კი ლოქოზე მივდივარ ხოლმე და ხავსს იმდენათ ვერ უთმობ დროს იმიტომ რომ სასტავში ვისთანაც დავდივარ 1-2 ორმა თუ იცის მეტნაკლებათ ხავსზე თევზაობა ესენი უფრო კარპიატნიკები არიან.

პოსტის ავტორი: Danelli Jan 28 2011, 19:51

მებადური,
გიორგის გაუმარჯოს, დათო ვარ გიო გუშინ რომ გაგეცანი X-treme-ში... მაგარი სურათია და თანაც აშკარად გესმის საგნისა, ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს რომლებსაც ესმით და უყვართ თავისი თუნდაც ამჟამინდელი საქმე........

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 19:54

თანაც დალის წყალსაცავზე რომ ვთევზაოფთ ხოლმე შიგადაშიგ წანარიც მოდიოდა ხოლმე ადრე.

პოსტის ავტორი: მებადური Jan 28 2011, 20:16

ციტატა(Danelli @ Jan 28 2011, 20:51) *
მებადური,
გიორგის გაუმარჯოს, დათო ვარ გიო გუშინ რომ გაგეცანი X-treme-ში... მაგარი სურათია და თანაც აშკარად გესმის საგნისა, ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს რომლებსაც ესმით და უყვართ თავისი თუნდაც ამჟამინდელი საქმე........


დათოს გაუმარჯოს, მიხარია რომ გაგიცანი. დღეს ბექაც იყო (chakrulo) და გავიცანით ერთმანეთი. სეზონზე ერთი კარგი გასვლა მოვაწყოთ ფორუმელებმა.

ციტატა(gocha-tita @ Jan 28 2011, 20:50) *
მე საერთოდ მცხეთაში გავიზარდე და ოქ ვისწავლე თევზაობის ანი და ბანი სულ ზეპირად ვიცი საჭანრე ადგილები თანაც კარგი ეგზემპლარების ხავსზე 2 წლის უკან კარგებც ვიჭერდი 2-4 ხანდახან 6 დამისვია ხავსით ვთევზაობ ხოლმე და ხშირად მოდის ხრამულთან და მურწასთან ერთად ეს ორი წელია რაც გადავერთე კარპის და საზნის ჭერაზე ინტენსიურად და ქესალოში კი ლოქოზე მივდივარ ხოლმე და ხავსს იმდენათ ვერ უთმობ დროს იმიტომ რომ სასტავში ვისთანაც დავდივარ 1-2 ორმა თუ იცის მეტნაკლებათ ხავსზე თევზაობა ესენი უფრო კარპიატნიკები არიან.


გოჩა, ხავსი კარგია. მე არ მაქვს გამოცდილება, თუმცა პრავოდკაზე ვთევზაობ ხოლმე. ისე იმ ჭანარის სატყუარა ლოქოსთვის იყო განკუთვნილი, მარგამ დაასწრო. ქესალოსკენ მეც ლოქოზე დავდივარ ძირითადათ. იყო დრო მაქეთ მაგარ ლეშას ვიჭერდით, 30-50 კგ ღამეში. სექტემბრის თვეში ვიღებდით ძირითადათ.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 20:29

ეეე გაიხარე ძმაო მაგ დროს რომ ვიხსენებ მაჟრიალებს ამ ელექტრიკების დედა........, წელს შე კაი კაცო ლეში კიარა ხრამულიც არ მოდიოდა მარტო 400-- 900გ ღლავები მოდიოდა ერთხელ იყო რომ სადღაც 3,600გ დაჯდა ეგარის ეგ, წელს რა იქნება უფალმა იცის თუ ეგ ბრაკონიერები არ მოვსპეთ ჩვენი შვილები გამბუზიასაც ვერ დაიჭერენ მომავალში.

30-50 კგ ღამეში. სექტემბრის თვეში ვიღებდით ძირითადათ.


პოსტის ავტორი: Danelli Jan 28 2011, 20:32

ციტატა(alphag @ 28th January 2011 - 21:16) *
სეზონზე ერთი კარგი გასვლა მოვაწყოთ ფორუმელებმა.


გაიხარე გიო, დიდი სიამოვნებით newsmile035.gif , მე მზად ვარ ყოველთვის..... newsmile041.gif


ციტატა(gocha-tita @ 28th January 2011 - 21:24) *
თუ ეგ ბრაკონიერები არ მოვსპეთ ჩვენი შვილები გამბუზიასაც ვერ დაიჭერენ მომავალში.


+100000000000 dastur.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jan 28 2011, 20:38

ბრაკონიერობის თემაზე აღარც ვსაუბრობ უკვე, საშველი არ არის. სანამ მთავრობის ნება არ იქნება, მანამ საშველი და გამოსავალი არ იქნება.

ეს ლოქო შარშან წინ დავიჭირე ქესალოსკენ 4კგ, იმის მერე ეგ ზომაც სანატრელია მაქეთ.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 20:57

ხო რა მასეთი იყო რომ დავსვი წელს. სურათი ვერ გადავიღე ტელეფონი მქონდა დამჯდარი , და რაც დავიჭირე 60 ლიტრიანი პლასმასის ცისტერნა მაქვს და მიმაქვს ხოლმე თან როცა ლოქოზე მივდივარ, ვიცი რომ პატარა ლოქოები ხშირათ მოდის და თან მომყავ, მერეკი სხვაგან უშვებ ეხლა ვერ ვიტყვი სად იმიტომ რომ ამ საიტს ბრაკონიერებიც სტუმრობენ ამას როცა შევხვდებით ერთმანეთს მაშინ გაგანდობ, ამ ორი კვირის წინ ჯანდარაზე ბადით დაჭერილი პადლეშიკები ვიყიდე სადღაც 22კილო ცოცხლად წამოვიყვანე და იქ გაუშვი თანაც დარჩეულები იყო 300დან 600 გრამამდე, მოკლედ წელსაც უნდა გადმოვსხა სხვა ჯიშებიც. კარპს და საზანს უკვე 3 წელია ყოველ გაზაფხულზე 80-120ცალს ვსვავ , ვნახოთ რა გამოვა.

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 28 2011, 21:25

ხო კიდევ გომარეთის ტბებზე თუ გითევზავია.

პოსტის ავტორი: Davitus Jan 28 2011, 21:51

ხალხნო ძალიან აოფებთ, ყველაფერზე მიდის საუბარი კონკრეტული მეოურნეობის გარდა... თევზაობის საჭორაო თემა მონახეთ, მერე გადავიტან ამ ყველაფერს

ვინ არის ამ განყოფილების მოდერი?

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 29 2011, 00:00

მებადური
დღეს თქვენი გაცნობა ფრიად გამიხარდა newsmile05.gif

ერთი შეკითხვა მაქვს, ჭანარი თქვენ რა ზომისა დაგიჭერიათ ვინც თევზაობთ? ანუ რამხელას იზრდება?


პოსტის ავტორი: ბესო Jan 29 2011, 08:35

სანამ მოდერი მოსულა მეც გავაოფებ ცოტას newsmile05.gif

ციტატა(gocha-tita @ 28th January 2011 - 21:29) *
წელს შე კაი კაცო ლეში კიარა ხრამულიც არ მოდიოდა


მე არ ვიცი თქვენ სად დადიოდით, მაგრამ მტკვარზე სულ რამოდენიმეჯერ ვიყავი ზედიზედ და 3 კაცი 40, 60, 80 კგ ჭანარს ხრამულს და კაპოტს ვიჭერდით. ვისთან ერთადაც მე ვიყავი სათევზაოდ ისენი 1 თვის 1.5 თვის განმავლობაში სულ დადიოდნენ თითქმის ყოველდღე და რა თევზი იჭირეს ვერ წარმოიდგენ...

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Jan 29 2011, 11:12

რეებს წერთ?! რა 50- 80 კგ ?!
ბრაკონიერები თქვენ ყოფილხართ და ვიღას ემდურით? newsmile029.gif
80კგ თუ გოჩამ დაიჭირა, 70 გიგამ და 100 ბესომ ... აღარაფერი დაგიტოვებიათ და ბრაკონიერებიც თქვენ ყოფილხართ აპარატით 20კგ ზე მეტს კი ვერავინ იჭერს....
ის მაინც დაწერეთ რო მერე უკან გაუშვითო ან რამე ეგეთი...

-----------------------------------

მარა მემგონია რო ჯიგრები ხართ! და პროსტა ერთმანეთს აბოლებთ!!! newsmile090.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მებადური Jan 29 2011, 11:29

ციტატა(FISHING CLUB @ Jan 29 2011, 12:12) *
მარა მემგონია რო ჯიგრები ხართ! და პროსტა ერთმანეთს აბოლებთ!!! newsmile090.gif newsmile05.gif



ბიძინა, აბა უმაგისოდ რა მეთევზეები ვიქნებოდით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Jan 29 2011, 13:10

ციტატა
მარა მემგონია რო ჯიგრები ხართ! და პროსტა ერთმანეთს აბოლებთ!!!


ამან დაგლიჯააა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 29 2011, 16:56

აბა ლომებო სად ვიჭერთ 80 და60 კილო თევზს ეგ მე არვიცი მარა კომუნისტების დროს აზერბაიჯანში რომ დავდიოდით იქ კი იჭირებოდა მაგდენი და შეიძლება 4-5 კაცს მეტიც დაეჭირა მაგრამ უფრო დიდ ეგზემპლარებს იტოვებდნენ დანარჩენს უკან ვუშვებდით, ჯერერთი ამდენი თევზი ვის შჭირდებოდა და მეორე წამოსაღებად არ ღირდა გზაში გაგიფუჭდებოდა, მესამე კი მაღაზიები და ბაზრები სავსე იყო ასატრინა სათალით და შავი თუ წითელი იკრით თანაც იაფად რაღაც კაპიკებში, ეხლა რომ ცეცხლის ფასი აქვს და თანაც არ იშოვება. cryme.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jan 30 2011, 08:56

ციტატა(FISHING CLUB @ 29th January 2011 - 12:12) *
მარა მემგონია რო ჯიგრები ხართ! და პროსტა ერთმანეთს აბოლებთ!!!

მე არავის არ ვაბოლებ. მე კი იცი რომ სპინინგის გარდა ხელს არ ვკიდებ არაფერს. უბრალოდ ხავსზე დამპატიჟეს და წავედი. თან მაშინებდნენ ძნელიაო. newsmile05.gif
მოკლედ ხავსს პირველად მოვკიდე იმ დღეს ხელი და 2 ხრამული და 1 ჭანარი ამოვაგდე 80 კილოს რომ ვიძახი ხომ არ გგონია 100 გრამიანებს ვიჭერდით 2 კილოზე ნაკლები არცერთი თევზი არ ყოფილა.
იყო ისეთებიც, რომ დაჯდა ანკესზე და წაიღო, სანამ ძუა არ გათავდა მანამდე მიქონდა, ვერ გავაჩერეთ და ბოლოს მიაწყვიტა!

ციტატა(gocha-tita @ 29th January 2011 - 17:56) *
აბა ლომებო სად ვიჭერთ 80 და60 კილო თევზს

საზღვართან!

ციტატა(gocha-tita @ 29th January 2011 - 17:56) *
უფრო დიდ ეგზემპლარებს იტოვებდნენ

2 კილოიანზე ნაკლები არ გვყოლია. newsmile05.gif

ციტატა(gocha-tita @ 29th January 2011 - 17:56) *
ჯერერთი ამდენი თევზი ვის შჭირდებოდა


არცერთი არ მიჭამია newsmile05.gif მტკვრის თევზს არ ვეტანები და არც ეგ ჯიშები მიყვარს. ცოცხალი ხომ საერთოდ დასანახად ვერ ვიტან. newsmile05.gif
სულ 30-35 ცალი იყო ჩემდა წილად 5 თუ ექვსი ცალი წამოვიღე და დავურიგე მეზობლებს newsmile05.gif

ბიძო არ მითხრა ეხლა ისევ ბრაკონიერი ხარო newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Jan 30 2011, 21:41

ბესო ძმა რომელი თვე იყო თუ გახსოვს და ზუსტათ რა აგილას თვზაობდი

პოსტის ავტორი: ბესო Jan 31 2011, 08:45

gocha-tita
ოქტომბერი, საზღვართან ახლოს ის ადგილი არ ჩანს კარგად გუგლში.

პოსტის ავტორი: basota Apr 19 2011, 16:55

მოდის ამ საოცარი (ერთ დროს newsmile035.gif ) ადგილის სეზონი მაგრამ მე მაინც მიზიდავს მანდ თევზაობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: davit.p Apr 23 2011, 02:05

მანდაც კაია თევზაობა, მაგრამ ის ოღრაში გიურზები ტუუუ ტვინს, ყელში არ გეცემიან მაგრამ რო იცი არის და თან ბლომად ტეხავს. თან სიცხის დროს წყალშიც ძალიან კომფორტულად გძნობენ თავს :( მეც მუხლებამდე წყალში მქონდა პირველი პაემანი გიურზასთან shiverr.gif shiverdog.gif newsmile035.gif ხოო იმედია პირველი და უკანასკნელიც იყოო newsmile035.gif საშიში ტიპია გაწყდეს მაგისი სინსილაა newsmile035.gif newsmile035.gif

ეხლა წავიკითხე კარწახის ამბები, მგონი მანდ წასვლას იქ წასვლა ჯობია, თან ახალი გზაც გაკეთებულია უკვე და გიურზებიც არ არიან იქეთ, სიცხეც ნაკლებად შეგვაწუხებს.
რავიცი რავიცი ცდა უნდა და ზაფხულიც მოდის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: basota Apr 26 2011, 08:07

ციტატა(davit.p @ Apr 23 2011, 03:05) *
მანდაც კაია თევზაობა, მაგრამ ის ოღრაში გიურზები ტუუუ ტვინს, ყელში არ გეცემიან მაგრამ რო იცი არის და თან ბლომად ტეხავს. თან სიცხის დროს წყალშიც ძალიან კომფორტულად გძნობენ თავს :( მეც მუხლებამდე წყალში მქონდა პირველი პაემანი გიურზასთან shiverr.gif shiverdog.gif newsmile035.gif ხოო იმედია პირველი და უკანასკნელიც იყოო newsmile035.gif საშიში ტიპია გაწყდეს მაგისი სინსილაა newsmile035.gif newsmile035.gif

ეხლა წავიკითხე კარწახის ამბები, მგონი მანდ წასვლას იქ წასვლა ჯობია, თან ახალი გზაც გაკეთებულია უკვე და გიურზებიც არ არიან იქეთ, სიცხეც ნაკლებად შეგვაწუხებს.
რავიცი რავიცი ცდა უნდა და ზაფხულიც მოდის newsmile05.gif

კი არიან გველები, მაგრამ უბრალოდ ფრთხილად უნდა იყვე და ეგ არის

პოსტის ავტორი: edwin Apr 27 2011, 20:54

გამაროჯობათ,ტარიბანაზე რა სიტუაციაა?

gocha-tita , სურათზე რო ჭანარი არის როდის და რაზეა დაჩერილი,თუ გახსოვს.წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 27 2011, 23:02

გაუმარჯოს ეგ საზნები და ჭანრები არის მაისის 12-13-14-15 რიცხვებშია დაჭერილი კოპტონზე და მსხვილი მიწის ჭიაყელის ბუკეტზე , იღებდა უფრო ღამით კარგად საზნები და კარპები ხოლო დილით და საღამოს ჭანრები, შუადღე იყო მკვდარი, წყლის დონე დაბალი, ანუ ნახევარზე გაშვებული იყო წყალსაცავი. პირველ დღეს იწვიმა , ხოლო დანარჩენ დღეებში საშვალო ქარი იყო, მაგრამ კლოვები გიყვარდეს სხოდებიც ბევრი გვქონდა, ესარის მთელი იმფორმაცია, ხო კიდევ ის ადგილი სადაც ვთევზაობდით არის გადაღმით საიდანაც წყალი გადის სადღაც 150 მეტრში მაღლა ზატონს რომ იკეთებს იქვე ახლოს, ოღონდ კარგად დავკორმე კოფტონის კუბიკებით ალბათ 2-3 ბარაბანი ჩავყარე მთელ პერიმეტრზე სადაც ვთევზაობდი.

პოსტის ავტორი: basota Apr 28 2011, 18:23

ციტატა(gocha-tita @ Apr 28 2011, 00:02) *
გაუმარჯოს ეგ საზნები და ჭანრები არის მაისის 12-13-14-15 რიცხვებშია დაჭერილი კოპტონზე და მსხვილი მიწის ჭიაყელის ბუკეტზე , იღებდა უფრო ღამით კარგად საზნები და კარპები ხოლო დილით და საღამოს ჭანრები, შუადღე იყო მკვდარი, წყლის დონე დაბალი, ანუ ნახევარზე გაშვებული იყო წყალსაცავი. პირველ დღეს იწვიმა , ხოლო დანარჩენ დღეებში საშვალო ქარი იყო, მაგრამ კლოვები გიყვარდეს სხოდებიც ბევრი გვქონდა, ესარის მთელი იმფორმაცია, ხო კიდევ ის ადგილი სადაც ვთევზაობდით არის გადაღმით საიდანაც წყალი გადის სადღაც 150 მეტრში მაღლა ზატონს რომ იკეთებს იქვე ახლოს, ოღონდ კარგად დავკორმე კოფტონის კუბიკებით ალბათ 2-3 ბარაბანი ჩავყარე მთელ პერიმეტრზე სადაც ვთევზაობდი.

ისე როდიდან ჯობია წასვლა მაგასაც თუ მირჩევ ხომ მთლად კარგი ტბაზე არ მითევზავია საერთოდ მე ძირითადათ არხზე დავდივარ

პოსტის ავტორი: basota Apr 28 2011, 18:23

ციტატა(gocha-tita @ Apr 28 2011, 00:02) *
გაუმარჯოს ეგ საზნები და ჭანრები არის მაისის 12-13-14-15 რიცხვებშია დაჭერილი კოპტონზე და მსხვილი მიწის ჭიაყელის ბუკეტზე , იღებდა უფრო ღამით კარგად საზნები და კარპები ხოლო დილით და საღამოს ჭანრები, შუადღე იყო მკვდარი, წყლის დონე დაბალი, ანუ ნახევარზე გაშვებული იყო წყალსაცავი. პირველ დღეს იწვიმა , ხოლო დანარჩენ დღეებში საშვალო ქარი იყო, მაგრამ კლოვები გიყვარდეს სხოდებიც ბევრი გვქონდა, ესარის მთელი იმფორმაცია, ხო კიდევ ის ადგილი სადაც ვთევზაობდით არის გადაღმით საიდანაც წყალი გადის სადღაც 150 მეტრში მაღლა ზატონს რომ იკეთებს იქვე ახლოს, ოღონდ კარგად დავკორმე კოფტონის კუბიკებით ალბათ 2-3 ბარაბანი ჩავყარე მთელ პერიმეტრზე სადაც ვთევზაობდი.

ისე როდიდან ჯობია წასვლა მაგასაც თუ მირჩევ ხომ მთლად კარგი ტბაზე არ მითევზავია საერთოდ მე ძირითადათ არხზე დავდივარ

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 28 2011, 22:47

სიმართლე გითხრათ არვიცი წყლის დონე ეხლა რამხელაა ან თუ იწევს მაღლა ან კიდევ ხომ არ დაწიეს დაბლა ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული იმიტომ რომ ამ ზამთარში სანადიროდ ვიყავი ივრის ჭალებში და წყალსაცავი ძალიან იყო დავარდნილი ნახევარზე დაბლა იყო წყალი და თუ ათამაშებენ წყლის დონეს აზრი არაქვს წასვლას თევზი დაშინებული და შეწუხებულია წყლის წნევის თამაშით და ამიტომაც არ აიღებს/. თორემ ეხლაა კარგი პერიოდი მსხვილი თევზი ნაპირზე გამოდის და აქტიურად იკვებება სანამ ქვირითს დაყრიდეს. თორემ სადღაც მაისის 20 დან ქვირითობას დაიწყებს და მშვიდობით კლოვებო ივნისის 22 ამდე / ხოლო შემდეგ დაიწყება სიცხეები და მთელი მსხვილი თევზი წავა სიღრმეში სადაც დონკებითაც ვერ მიწვდები თანაც გოურზებიც მაგ დროს აქტიურები არიან, ასერომ შენ გადაწყვიტე როდის ჯობია წასვლა.

thinking.gif

ხო სულ დამავიწყდა ვინმეს ფორუმზე თუ აქვთ იქაური ყარაულის ტელეფონი ზუსტად გაიგებ წყალს ათამაშEბენ თუ არა და თუ წყალი ისევ ისეა როგორც ზამთარში იყო ან ცოტა მომატებული , მარა რაღაც გარკვეული დონე უჭირავთ , partyFishing.gif partyFishing.gif მაშინ ასპროცენტიანი ღირს წასვლა

პოსტის ავტორი: Fishing Club Apr 28 2011, 22:51

აუ გოჩა სად გავიგოთ ეგ ამბავი ვის ვკითხოთ???

მინდა მოვასწრო წასვლა სადამ გველები გაცოცხლდენ.. ისე ამ დროს მე არ შემხვედრია გველი და შენ როგორ იცი? არ უნდა იყოს ხო წესით წყლის პირზე?

პოსტის ავტორი: basota Apr 28 2011, 23:11

ეხლავე მორწერთ
8 99 58 09 94
8 99 56 71 31
ამ ნომერზე ვრეკავ ხოლმე და ვკითხულობ თუ მოდის თევზი მაგრამ ვისია არ ვიცი თავიანთ საიტზე წავიკითხე newsmile035.gif

ეხლა ამ შაბათ-კვირას მინდოდა წასვლა მაგრამ ამინდების მეშინია სულ წვიმებია გამოცხადებული მერე წალკა ვიფიქრე იმიტომ რომ შარშან აპრილის შუა რიცხვებში ვიყავი წალკაში თან ისე ციოდა ღამე დილას ანკესი დზლივს ავაგლიჯე მიჭიდან მიყინული იყო მაგრამ გუშინ დავრეკე და თოვლიაოოო ასე რომ მანდაც აზრი არ აქვსო და ბოლოს ისევ კუმისზე მაქვს გაჩერებული არჩევანი არდაა არ მიყვარს ეგ ადგილი ხვალე მაინც გავარკვევ წესიერად რა ხდება მაქეთკენ და თუ რამე წესიერი ინფორმაცია მოვიპოვე და თან სანდო უეჩველი გამევე წავალ ასე 2-3 დღით რა თქმა უნდა თუ ამინდმა შემიწყო ხელი

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 28 2011, 23:29

ამინდების ნუ გეშინიათ გზა კარგია. მე თოვლში და ტალახში ვიარე და არსად არარის ისეთი ადგილი სადაც შეიძლება ჩავარდე ან დაბუქსავდეს მანქანა, ხო მეორე კიდევ ეხლა გველების ნუ გეშინიათ დაჟე ზაფხულში არ მინახია წყალთან ახლოს, თორემ ერთხელ ზედ პლატინაზე ძმაკაცურად გვეძინა მედა გიურზუნას სადღაც ერთ მეტრაზე მეტი კი იქნებოდა იმ ჩემისას რაღაც ქონდა გადაყლაპული და ინელებდა დილით გამთენიისას ვითომც აქ არაფერიო ავიდა მაღლა და იორის ჭალაში ცვითა თავი იმის მერე ზედ გესსზე აღარ ვდგები ღამე მაინც ბიტონი ცხელია და ალბათ თბილი კერა ეამა მაგის დედაც. ტაკშტო ნუგეშინიათ არაფერი დაუშაოთ და არაფერს გიზავთ მე უკვე მივეჩვიე მაგ ამბავს 10 წელია მანდ დავდივარ ხან წელიწადში 5 ჯერ.

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 29 2011, 00:35

ხოოო თუ წახვალ კარგს იზავ . ისე წინასწარ მომწერე ამ თემაში რას იზავ წახვალ თუ არა. თუ ადგილი გექნა შეიძლება მეც წამოვიდე ერთი საქმემაქვს თუ გავაკეთე 100% წამოვალ. თუარადა თქვენ მაინც მოშინჯავთ.

პოსტის ავტორი: ქევხო Apr 29 2011, 08:38

899 58 09 94 ამ ნომერზე ბაჩუკის ველაპარაკებოდი ხოლმე, ახლა არ ვიცი ისევ თვითონ აქვს თუ არა.

გველი უკვე ამოძრავებულია მე როგორც ვიცი, პლატინაზე მეც შემხვედრია ღამე თევზაობის დროს, სხვაგან ქვიან ნაპირებზე არაა საშიში.

მაისის ბოლოსკენ წესით შამაია უნდა გააქტიურდეს

პოსტის ავტორი: Fishing Club Apr 29 2011, 10:25

ქვიანზე რატო? უჭირს მოძრაობა თუ?

პოსტის ავტორი: ქევხო Apr 29 2011, 10:46

ციტატა(Fishing Club @ Apr 29 2011, 11:25) *
ქვიანზე რატო? უჭირს მოძრაობა თუ?


ეგ ისეთი ოხერია ყველგან დადის, ბეტონებისკენ მეტი სამალი აქვს. ისე, შეიძლება მთელი დღე ეძებო და ვერც კი ნახო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: edwin Apr 29 2011, 18:57

gocha-tita , გმადლობ ინფორმაციისთვის.ძალიან მინდა წასლვა მაგრამ წვიმა ხო არ შეგვიშლის,როგორ ფიქრობ?2 წლის წინ ვიყავი,წვიმა იყო და არაფერი არ დავიჩირე.მეშინია ტყვილა არ წავიდე მაგხელა გზაზე.მთავარია როგორმე გავიგოთ წყლის დონე.პარასკევს საღამოს (6 მაისს) ვაპირებ წასვლას ისე რომ 9 მაისს დავბრუნდე.ჩემ ახლობებლს არ სცალიათ და მარტო წასვლა ძვირი ჯდება და სერიოზულ მეთევზეებთან მინდა წასვლა.

პოსტის ავტორი: gocha-tita Apr 29 2011, 21:55

ნახე როგორ ოქნება საქმე და შეიძლება მეც წამოვიდე. წვიმა ხელისშემშლელი არარის მთავარია წყლის დონე რამხელაა და რამდენიხანია ეგ დონე უჭირავთ, თუ ათამაშებენ აზრი არაქვს წასვლას. thinking.gif thinking.gif

პოსტის ავტორი: basota May 1 2011, 07:54

ციტატა(gocha-tita @ Apr 29 2011, 01:35) *
ხოოო თუ წახვალ კარგს იზავ . ისე წინასწარ მომწერე ამ თემაში რას იზავ წახვალ თუ არა. თუ ადგილი გექნა შეიძლება მეც წამოვიდე ერთი საქმემაქვს თუ გავაკეთე 100% წამოვალ. თუარადა თქვენ მაინც მოშინჯავთ.

არა ჯიგარო ვეგარ წავედი ამინდმა შეგვაშინა ისეთები თქვეს ტელევიზორში თან მანქანაც გავიფუჭდა და მოკლედ ესე დავრჩით გულ დაწყვერილები

პოსტის ავტორი: levani-gabo May 2 2011, 18:32

ციტატა(gocha-tita @ Apr 29 2011, 22:55) *
ნახე როგორ ოქნება საქმე და შეიძლება მეც წამოვიდე. წვიმა ხელისშემშლელი არარის მთავარია წყლის დონე რამხელაა და რამდენიხანია ეგ დონე უჭირავთ, თუ ათამაშებენ აზრი არაქვს წასვლას. thinking.gif thinking.gif


გამარჯობათ.

ინფორმაცია არც მე მაქვს, მაგრამ ვეთანხმები ამ ადამიანს როომ გიურზაც პლატინაზე გვხვდება ხშირად და ხრეშიანში არ იცის და ტბის დონეზე ხომ ყველაზე მართალს ამბოობს.

1 თვის წინ რო მაგრად იყო დაწეული ეგ ვიცი. მაგრამ ეხლა იორიც იმხელა მოდის რომ აიწევდა წყალი.
და კიდევ 1 გასათვალისწინებელი ფაქტი. ეხლა ყველაზე აგრესიულია გიურზა, დატბა და გაიგვიდზა, თან მაისის ტვეში იწყებს შეჯვარებას და ყველაზე აგრესიული ხდება. ფრთხილად.

პოსტის ავტორი: edwin May 3 2011, 10:39

ხალხო ტარიბანიდან არაფერი არ იმის?

პოსტის ავტორი: davit.p May 3 2011, 18:21

დგეს ჩემმა არბოშიკელმა ძმაკაცმა მითხრა, ბიჭები იყვნენ ჩასულებიო, უკან იორი რო გადის დამბიდან, იქ დაიჭირეს შამაიაო.
ისე ჩემი ძმაკაცია თორე არ დავუჯერებდი newsmile05.gif
ალაბათ დაიჭირეს და წყლის დონეც მაღალიაო. თუ გყავთ მაქეთ ვინმე შეეხმიანეთ ეცოდინებათ იქაურებს.

პოსტის ავტორი: gocha-tita May 3 2011, 19:47

მევიცი ერთი მანდაური რიბაკების ბრიგადირის ტელეფონი. ტარიბანაზე ბადეებით რომ თევზაობენ მაგათი ბრიგადირია თეთრი ნივით დარბისხოლმე ტბაზე, ნომერს მოქცემთ დაურეკეთ და გეტყვით თევზი მოდის თუ არა ან წყლის დონე როგორარის, ესეც ტელ:899168222 მამუკა.

პოსტის ავტორი: troutbaiter May 3 2011, 19:47

თევზის დაჭერის ამბავი ნაღდია! მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ბრაკონიერებიც დადიან დენით ნავით ზუსტად მაგ ადგილზე. სამწუხაროდ ეგეც ნაღდია... :(

პოსტის ავტორი: edwin May 3 2011, 20:22

ყველას დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.ხვალ დავურეკავ და ზუსტად გავიგებ

პოსტის ავტორი: edwin May 3 2011, 21:21

მამუკა წასულია არ მუშაობს იქ

პოსტის ავტორი: davit.p May 4 2011, 23:27

და სახვაც არაფერი იცის ალბათ ხო?

პოსტის ავტორი: tofudi May 5 2011, 18:10

მე ვიყავი ორშაბათიდან სამშაბათზე (02.05 - 03.05)

ერთი ჭანარი, ერთი კარასი და ერთი საზანი - 3.800კგ

შამაია არც გაჰკარებია ანკესებს!

ამინდი ნორმალური იყო, მაგრამ წყალი იწევს მაღლა ძალიან მაგრად - ჩვენ სანამ ვიყავით 30-35 სმ აიწია, საღამოს დადებული ანკესი დილის 4 საათზე თითქმის წყალში იყო.


პოსტის ავტორი: davit.p May 5 2011, 19:03

ხო იორი მოდის ძალიან დიდი და ალბათ მაგიტომაც. კაია ,რო მივა ტავის დონეზე აგარ აათამაშებენ და მერე სტაბილურად შეიძლება თევზაობა.

პოსტის ავტორი: gocha-tita May 8 2011, 09:12

ეხლა ხო არავინ ყოფილა რა ხდება ნეტა?

პოსტის ავტორი: basota May 8 2011, 10:01

ვინ გაბედავს მაქეთ წასვლას რა ამინდებია კაცი გავგიჟდი უკვე არდა სეზონიც გადის უკვე :(

პოსტის ავტორი: davit.p May 8 2011, 20:18

მართლა რა ტვინი გაბურღა ამ წვიმამ ტოო, ბესო სად ხარ შე ოხეროო??????????

პოსტის ავტორი: Fishing Club May 8 2011, 21:32

მოკლედ კიდევ ერთხელ გავბრიყვდი და წავედი ამ წყალსაცავზე.
2 დღე ვიყავით ეხლა ჩამოვედი, ვინც მიცნობთ იცით რო "საქეიფოთ" არ დავდივარ და მცდელობას არ დავაკლებდი არც მე და არც ჩემი მეგობრები.
ერთხელაც არ დაურტყია ანკესს.... წყლის დონე იწევდა მაღლა მაგარი ტემპით, წყალს ნაგავი დაქონდა ბლომად მაგან ცალკე დამაწყვიტა ნერვები..
ნუ ამინდიც ძალიან ცუდი იყო და რათქმაუნდა ეგეც მოქმედებს.. + გველები, ტურები, ბაყაყები ...... და ჩემდათავად კიდე მანდწამსვლელის დედ....... newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: davit.p May 8 2011, 22:52

სამწუხაროა ehh.gif
ისე რა განუგეშო მაგხელა გზამოვლილ კაცს, მაგრამ გეცოდინება, მანდ თუ კაი დღე დაამთხვიე მაგარი ნასიამოვნები მოდიხარ.
წყლის დონის დასტაბილურებაა საჭირო და მერე შეიძლება წასვლა.
ეხლა ახლო-მახლო ტერიტორიებზე შეიზლება გასვლა.
ყური მოვკარი სოღალუღში იჭერენო რიბკებსო newsmile05.gif
კუმისიო, სიონიო, ლისიო. მალე წალკაც გაიხსნება იმედია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita May 8 2011, 23:28

აბატონო რამდენჯერ დავწერე ჯერ გაიგეთ ხალხო წყალს ხომ არ ათამაშბენ მეთქი და ისე წადით, ესეც შედეგი. მაგრამ ერთი საქმე მაინც გააკეთე ძმაო სწორი იმფო გაიგო ხალხმა და რამდენი კაცი გადაარჩინე ჩემის ჩათვლით უაზრო ხარჯებს დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: basota May 10 2011, 23:09

აბა გაიხარე ვაპირებდი პარასკევს წასვლას და აღარ წავალ წალკას მივაწვები

პოსტის ავტორი: davit.p May 12 2011, 12:32

ციტატა(gocha-tita @ May 9 2011, 00:28) *
აბატონო რამდენჯერ დავწერე ჯერ გაიგეთ ხალხო წყალს ხომ არ ათამაშბენ მეთქი და ისე წადით, ესეც შედეგი. მაგრამ ერთი საქმე მაინც გააკეთე ძმაო სწორი იმფო გაიგო ხალხმა და რამდენი კაცი გადაარჩინე ჩემის ჩათვლით უაზრო ხარჯებს დიდი მადლობა.



მართალია ეს კაცი რო გაიდზახის სტაბილურობაოო newsmile05.gif ვოოტ

პოსტის ავტორი: Fishing Club May 12 2011, 18:38

newsmile05.gif ეხლა მაგრები ხართ ყველა პროფესორობაში.. ვინმე თუ არ წავედით და ვნახეთ აბა საიდან გავიგებთ ან დონეს და ან სახვა რამეს ? მაგაზე რატო არ ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: gocha-tita May 13 2011, 14:58

რა პროფესორობა უნა მაგ ამბავს მიტოვებული წყლსაცავი ხომარარის შე კაცო პატრონობენ და ყავს ყარაული, ხოდა როცა ჩახვალთ გამოართვით ტელეფონის ნომერი და გადაურეკეთ ხოლმე, რა ხდება წყალსაცავზე გეტყვიან.

პოსტის ავტორი: Fishing Club May 13 2011, 17:20

სხვათაშორის მიტოვებულს კი გავდა, არც არავინ შეგვხვედრია და არც არავინ ფულზე მოსულა..

პოსტის ავტორი: gocha-tita May 13 2011, 19:21

ვააა მაშ მაგასაც დაერხა?, დავიღუპეთ და ეგარის , ისე გასარკვევია ხომ არ დაანებეს თავი მაგ წყალსაცავს.

ისე ადრე მე რომ ვაკრიტიკებდი მეპატრონეს აქ ჩვენმა მეგობარმა ფორუმელმა მხარი დაუჭირა ბაჩუკის ისაო ესაო მაგრამ რაც მე ამ ზამთარს ვნახე სანადიროდ რომ ვიყავი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ნახევრის ნახევარი წყალი იდგა და ბაჩუკის მებადურები გაშმაგებულები ბადეებს უსვავდნენ ამას კომენტარი ჭ vot-tak.gif ირდება მითხარით?

პოსტის ავტორი: davit.p May 14 2011, 16:34

რავი რაც მაქედან თევზი ამოქონდა იმ ვაი მეპატრონეს, ეხლა მიატოვა ვითომ.? რავიცი არამგონია.
ალბატ ყარაული სოპელში იყო გადასული. არბოშიკელია ეგ კაცი. დარწმუნებული ვარ რო გამოჩნდება, მოვა და დზველებურად მოითხოვს "თევზაობა 3 ლარი ღირსოო " newsmile035.gif
მაგარი წაყალსაცავია, უმაგრესი იქნებოდა ახლოს რომ იყოს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita May 14 2011, 21:24

მართალიხარ ახლოს რომ იყოს ალბათ მაგდენ თევზს არ ამოიღებდა და უფრო მეთევზე ძმებზე იშოვიდა ფულს მე პირადად 3 ლარის ნაცვლად 15 ლარს გადავიხდიდი ოღონდ ჯოხების და დღიურს ფასი არ უნდა ითვლებოდეს, უბრალოდ შესვლა და თევზაობა 3-4 დღე ღირდეს 15 ლარი დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი.

პოსტის ავტორი: davit.p May 14 2011, 22:04

მაგარი მდინარეა იორი და ბლომად ყავს თევზი. 3 წყალსაცავი, სამივეში ბლომად სახეობა თევზის. ტარიბანაზე ხო ვაბშე ჭანარიც ბლომადაა, ეეეეხ სადაა იმ სიშორეს newsmile05.gif
ისე სტაბილურობისას არც იქ ჩასვლა მეზარება ხოლმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: alika77 May 18 2011, 15:09

მანდ თევზს წლებია იჭერენ ბაჩუკას რიბაკები ძმაკაცები არიან ჩემი, ეგ ახალი ამბავი არაა ისე თავისია უნდა დაიჭერს უნდა არა მე ასე ვფიქრობ თუ მეშლება ბოდიშსაც მოვიხდი

პოსტის ავტორი: gocha-tita May 18 2011, 19:20

დაიჭიროს რამდენიც უნდა ჯერ ერთი საკუთარი არარის ლიცენზია აქვს რამოდენიმე წელი თევზის ჭერის და მეორეც რომ იჭერ და ჯიბეც ისქელებ სანაცვლო უნდა გაუშვა რასაც არ აკეთებს ეგ დაზუსტებით ვიცი ისკიარა ამ ზამთარს ნახევრის ნახევარი წყალი იდგა და გამალებული ბადეებს უსვავდენ არმენახა მაინც საკუთარი თვალით და კიდევ ვისაც ლიცენზია გააჩნია რა ვალდებულებას იღებს ჩაიკითხეთ გარემოს დაცვის სამინისტროს საიტზე და ნახავთ მაგის 30% რომ ასრულებდეს მაგ წყალსაცავს ბადალი არ ეყოლებოდა საქართველოში მაგრამ ყველაფერი სხვანაირად არის, იციან რომ მაკონტროლებელი არანაირი ორგაბიზაცია არ არსებობს და გულაობენ როგორც უნდათ, ერთხელ თუ მაინც შეუტანია საკვები თევზისთვის, მოკლეთ რა სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს.

პოსტის ავტორი: alika77 May 18 2011, 20:40

ციტატა(gocha-tita @ May 18 2011, 20:20) *
დაიჭიროს რამდენიც უნდა ჯერ ერთი საკუთარი არარის ლიცენზია აქვს რამოდენიმე წელი თევზის ჭერის და მეორეც რომ იჭერ და ჯიბეც ისქელებ სანაცვლო უნდა გაუშვა რასაც არ აკეთებს ეგ დაზუსტებით ვიცი ისკიარა ამ ზამთარს ნახევრის ნახევარი წყალი იდგა და გამალებული ბადეებს უსვავდენ არმენახა მაინც საკუთარი თვალით და კიდევ ვისაც ლიცენზია გააჩნია რა ვალდებულებას იღებს ჩაიკითხეთ გარემოს დაცვის სამინისტროს საიტზე და ნახავთ მაგის 30% რომ ასრულებდეს მაგ წყალსაცავს ბადალი არ ეყოლებოდა საქართველოში მაგრამ ყველაფერი სხვანაირად არის, იციან რომ მაკონტროლებელი არანაირი ორგაბიზაცია არ არსებობს და გულაობენ როგორც უნდათ, ერთხელ თუ მაინც შეუტანია საკვები თევზისთვის, მოკლეთ რა სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს.

საჭმელს არ აძლევენ თევზს ეგ ვიცი, დანარჩენშიც მართალი ხარ მარა საქართველოა ძმაო საშველი არაა აგერ ალაზანს ყოველდღე ადუღებენ დენით მარა პატრონი ვინაა? მაღლა ტრასაზე გარემოს დაცვა დგას დაბლა დენით თევზაობენ რა არ იციან? მარა ფული ჯოჯოხეთს ანათებს აბა ისე გიჟი ვინაა დღისით ტრასის პირზე იბრაკონიეროს

პოსტის ავტორი: ლეკი May 18 2011, 20:56



ბიჭებო მესმის თქვენი გულის ტკივილი, მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ გააგრძელებთ ბაჩუკას და ტბის გაკრიტიკებას.. შეიძლება ძალიანაც ცუდი სიტუაციაა, მაგრამ მაგის ასე ღიად გამოაშკარავება არ უნდა იყოს მაინცდამაინც ლამაზი.. ამ ფორუმზე ბაჩუკას ბიჭია დარეგისტრირებული და რო წაიკითხავს ამ პოსტებს არ ესიამოვნება და შეიძლება ეწყინოს კიდეც... ასე რომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს... პატივისცემით..
newsmile05.gif ashh.gif ach.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita May 18 2011, 21:47

ლეკი ძმაო მართალიხარ მაგრამ არავის ვლანძღავთ ღმერთმა დაგვიფაროს უბრალიდ პატარა კრიტიკა არ აწყენდა ალბათ, გვაპატიოს ყველამ ვისაც ცოტათი მაინც შევეხეთ მაგრამ რეალობაა ასეთი და რას იზავ, ზურგს უკან ლანძღვას პირში კრიტიკა ჯობია, ეს ჩემი მოსაზრებაა. elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 19 2011, 10:20

ციტატა(gocha-tita @ 18th May 2011 - 22:47) *
არავის ვლანძღავთ ღმერთმა დაგვიფაროს უბრალიდ ჯანსაღი კრიტიკა არ აწყენდა ალბათ, გვაპატიოს ყველამ ვისაც ცოტათი მაინც შევეხეთ მაგრამ რეალობაა ასეთი და რას იზავ, ზურგს უკან ლანძღვას პირში კრიტიკა ჯობია, ეს ჩემი მოსაზრებაა.

+8

პოსტის ავტორი: alika77 May 22 2011, 14:00

ჭეშმარიტება იბადება კამათში.
ისე თუ ვინმეს გესიამოვნებათ იორში თევზაობა მესაზღვრეებთან ჩადით იქ დენით და მამაძაღლობით არავის უშვებენ წყალსაცავის ქვემოთაა კარგად მოდის თან თევზი რეკომენდაცია ჩემზე იყოს

პოსტის ავტორი: davit.p May 22 2011, 17:04

ციტატა(alika77 @ May 22 2011, 15:00) *
ჭეშმარიტება იბადება კამათში.
ისე თუ ვინმეს გესიამოვნებათ იორში თევზაობა მესაზღვრეებთან ჩადით იქ დენით და მამაძაღლობით არავის უშვებენ წყალსაცავის ქვემოთაა კარგად მოდის თან თევზი რეკომენდაცია ჩემზე იყოს



დამბის უკნიდან უნდა ჩავუყვე თუ სხვა მხრიდან ჩავდივართ საზღვრამდე?

პოსტის ავტორი: levani-gabo May 22 2011, 20:26

რა ბორჩალოელივით კითხულობ არ იცი საით არიან მესაზღვრეები ბატონო დავით? ტელეფონი ჩართე ან სახლში დამირეკე ხვალ წალკაში ვაპირებთ წასვლას

მარტო შარშან გაზაფხულზე საგარეჯოში4-5ტბა გახეთქა და სიმწრით გაზრდილი საზნები( ფოდნოსით)ჩაუცურდა ტბაში. ეგრევე შეუბერეს ინტესიური ტევზჭერა/ჭყლის დონის აწევ დაწევას ნაღდათ ვიცი რომ მაგას არავინ ეკითხება.უბრალოთ ბუნებაც ხელს უწყობს რომ სანამ ლიცენზიის ვადა გაუვა საჯიშე თევზიც ამოიღოს წყლიდან. შამაია რო შამაიაა შარშან ისიც აღარ მოდიოდა წესივრად.ყარაულზე რო წერენ (ტენგო)ის კი მართლა საწყალი კაცია დაიმაზე 3ლარის მიცემა( რათქმა უნდათუ გაქ) მართლა მადლია.

პოსტის ავტორი: davit.p May 22 2011, 22:03

რავიცი ლევან მე საზღვართან არ ჩავსულვარ არასდროს და ვიკითხე, აგერ შენ კი იცი და უშენოდ არც წავალ newsmile05.gif
ისე ტარიბანაზე შამაიის კლიოვიიი იიიფ. უკეთეს ვერც ინატრებს კაციი, მაგას ქვია ანგრევსოო newsmile05.gif

ციტატა(gocha-tita @ May 18 2011, 22:47) *
ლეკი ძმაო მართალიხარ მაგრამ არავის ვლანძღავთ ღმერთმა დაგვიფაროს უბრალიდ პატარა კრიტიკა არ აწყენდა ალბათ, გვაპატიოს ყველამ ვისაც ცოტათი მაინც შევეხეთ მაგრამ რეალობაა ასეთი და რას იზავ, ზურგს უკან ლანძღვას პირში კრიტიკა ჯობია, ეს ჩემი მოსაზრებაა. elementarno-vatson.gif



ჯობია ნამდვილად იცოდეს იმ კაცმა რას ვფიქროობთ. რაა დასამალი, რაც სიმართლეა იმას ვწეერთ.
ნეტა მამაჩემის იყოს და კრიტიკა მერე გენახა იმის newsmile05.gif რიბაკებს თუ გვაწყენინებდა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: basota Sep 19 2011, 11:01

ეს კარგი ადგილი რაღარ აღარ არის აქუალური? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო Sep 20 2011, 09:36

კიდევ ერთხელ კახური სიდინჯით მინდა აქ დასმულ რამდენიმე საკითხზე განმარტება გავაკეთო!

წყლის დონე: ეს ძირითადად არის ბუნებაზე დამოკიდებული და წლების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება! რაც შეეხება კაშხლის მენეჯმენტს, ამას მელიორაცია ახორციელებს და კი ვიხდით ყოველწლიურ გადასახადს მაგრამ ხშირად კატასტროფიულ მდგომაერეობას რომ მიაღწევს ხოლმე წყალი ჩვენივე ხარჯებით გვიწევს მათი ტარება აქეთ-იქით რომ ცოტა მაინც დაკეტონ ფარები, ასე რომ პრეტენზია იმაზე რასაც ჩვენთითონაც ვცდილობთ არ მიიღება!!!

თევზის მარეგები: ყოველწელიწადს, 1992 წლიდან მოყოლებული მხოლოდ 2008 წელს გავიცდა ვსვავთ ლარვებს, რომელიც მოგვაქვს ალვანის მეურნეობიდან, გოგია ჭოლიკიძისგან და ამის შესახებ შეგიძლიათ დაურეკოთ, კითხოთ და თუ არ იცნობთ მაშინ ფაქტურები ნახოთ, ყოველწელიწადს დაახლოებით 30 000 ლიფსიტამდე ტასტალობიკი ემატება წყალსაცავს!!!

ადგილობრივი ჯიშებიდან მხოლოდ ხდება ჭანრების დაჭერა და ხრამული იშვიათად, ამ ჭანარში ვიჭერთ დიდ ზომისას, ამასთან ტასტალობიკი, თეთრი ამური, საზანი არ იჭირება 5 კილოზე ნაკლები, იმიტომ რომ ფიზიკურად ბადეებია დიდი და რომ დავიჭიროთ ვუშვებთ უკან წყალში, ვინც იცნობთ "ბაჩუკას რიბაკებს" იმათ კითხეთ რას იჭერენ და როგორ?!!!!

რაც შეეხება "მაისევიჩის" (თემოს) 3 ლარს, ვფიქრობ ძვირი არ არის და ამხელა გზაზე ჩამოსულ კაცს იმის მშნოც გექნება რომ მაისევიჩს 3 ლარი არ დაუზარდე, თანაც როცა ამაზე კანონიერი უფლება გვაქვს!!!!


დამატებითი კითხებისთვის მომმართეთ ხოლო აღნიშნულ საკითხებზე თუ კამათის გაგრძელება სურს ვინმეს გვეწვიოს და ადგლზე დოკუმენტალურად გაეცნოს ყველაფერს.

პატივისცემით,

ბექა გონაშვილი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 20 2011, 09:54

ჩაკრულო
სად დაიკარგე ადამიანო? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: basota Sep 20 2011, 11:19

ციტატა(ჩაკრულო @ Sep 20 2011, 10:36) *
კიდევ ერთხელ კახური სიდინჯით მინდა აქ დასმულ რამდენიმე საკითხზე განმარტება გავაკეთო!

წყლის დონე: ეს ძირითადად არის ბუნებაზე დამოკიდებული და წლების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება! რაც შეეხება კაშხლის მენეჯმენტს, ამას მელიორაცია ახორციელებს და კი ვიხდით ყოველწლიურ გადასახადს მაგრამ ხშირად კატასტროფიულ მდგომაერეობას რომ მიაღწევს ხოლმე წყალი ჩვენივე ხარჯებით გვიწევს მათი ტარება აქეთ-იქით რომ ცოტა მაინც დაკეტონ ფარები, ასე რომ პრეტენზია იმაზე რასაც ჩვენთითონაც ვცდილობთ არ მიიღება!!!

თევზის მარეგები: ყოველწელიწადს, 1992 წლიდან მოყოლებული მხოლოდ 2008 წელს გავიცდა ვსვავთ ლარვებს, რომელიც მოგვაქვს ალვანის მეურნეობიდან, გოგია ჭოლიკიძისგან და ამის შესახებ შეგიძლიათ დაურეკოთ, კითხოთ და თუ არ იცნობთ მაშინ ფაქტურები ნახოთ, ყოველწელიწადს დაახლოებით 30 000 ლიფსიტამდე ტასტალობიკი ემატება წყალსაცავს!!!

ადგილობრივი ჯიშებიდან მხოლოდ ხდება ჭანრების დაჭერა და ხრამული იშვიათად, ამ ჭანარში ვიჭერთ დიდ ზომისას, ამასთან ტასტალობიკი, თეთრი ამური, საზანი არ იჭირება 5 კილოზე ნაკლები, იმიტომ რომ ფიზიკურად ბადეებია დიდი და რომ დავიჭიროთ ვუშვებთ უკან წყალში, ვინც იცნობთ "ბაჩუკას რიბაკებს" იმათ კითხეთ რას იჭერენ და როგორ?!!!!

რაც შეეხება "მაისევიჩის" (თემოს) 3 ლარს, ვფიქრობ ძვირი არ არის და ამხელა გზაზე ჩამოსულ კაცს იმის მშნოც გექნება რომ მაისევიჩს 3 ლარი არ დაუზარდე, თანაც როცა ამაზე კანონიერი უფლება გვაქვს!!!!


დამატებითი კითხებისთვის მომმართეთ ხოლო აღნიშნულ საკითხებზე თუ კამათის გაგრძელება სურს ვინმეს გვეწვიოს და ადგლზე დოკუმენტალურად გაეცნოს ყველაფერს.

პატივისცემით,

ბექა გონაშვილი

და ამჟამად რა ხდება ღიირს ჩამოსვლა სათევზაოდ?

პოსტის ავტორი: გიგი Jun 26 2012, 13:49

რა ხდება ხანხლნო გაგვაგებინეთ რა...

პოსტის ავტორი: davit.p Jul 3 2012, 20:59

და არავინ არაფერს არ გვწერს newsmile05.gif))))))))))))))))))))
ალბათ ისევ ის ხდება რაც ხდებოდა. ბადე, ბადე, ბადეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

პოსტის ავტორი: alika77 Jul 3 2012, 21:58

ჭანარს რაც შეეხება კაშხალზე სინსილა გაწყვიტეთ მაგას რად უნდა კამათი, დამარიკებულ შამაიასაც აბარებს ბაჩუკა და საზანს დატოვებს?

პოსტის ავტორი: gloster Jul 5 2012, 20:50

მოსპეს თევზი საერთოდ როგორც ჩანს.
ან მეთევზეები მოსპეს მაგ ტბაზე

პოსტის ავტორი: charch_man Aug 1 2012, 10:10

ციტატა(მებადური @ Jan 28 2011, 19:47) *
ეგ თევზი ბევრგან არის, ევროპაში თითქმის ყველგანაა და ძალიან პოპულარულია მასზე თევზაობა, განსაკუთრებით ინგლისში. BARBEL, Проходной Усач

http://www.barbel.co.uk/
http://www.riversevernbarbelfishing.com/
http://www.barbelnow.co.uk/


ინგლისელები ამ თევზისთვის სპეციალურ ჯოხებს აწარმოებენ, ერთერთი გავრცელებული სატყუარა ჰოლანდიური ყველია, გაუდა. მაგ ყველზე ჩვენი ჭანარიც კარგათ ურტყავს.


ეს მტკვარზე დავიჭირე შარშან, ბუღლუჯზე დაჯდა.

http://pix.ge/



მე ვცხოვრობდი ინგლისში და უმეტესად სულ ჭანარზე ვთევზაობდი, ანუ barbel ზე , საკმაოდ კარგ ზომებს ვიჭერდი 5-10 კილოგრამიანებს, სამწუხაროდ სურათები მარტო კალმახის და ქარიყლაპიასი შემომრჩა

პოსტის ავტორი: alika77 Aug 1 2012, 11:45

კაი ჩასუქებული ჩანს xoshian.gif

პოსტის ავტორი: davit.p May 21 2013, 22:33

დრო იყო ალაზანზე მოდიოდა მაგრად ასეთი ზომები, მაგრამმმ ეგ დრო იყოო :(
მაგარი თევზია, რამოდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი, როგორ იჭერენ დიიდ წვერას და ჭანარს, მოხარშულ ხორცზე. რაგაც სოიოს ფარშის მსგავსი იყო.
ყველაზე მაგარი ისაა, რო დაიჭერენ უკან აბრუნებენ, 5-7-ათ კილოიანებს. "ჩვენსავით უვლიან გარემოს" D.gif

პოსტის ავტორი: jemo May 19 2014, 19:43

გამარჯობათ! ხომარ იცით რახდება დალის წყალსაცავზე? ახალი ხოარააა რამე? ვინმე ხოარ ყოფილხართ მოდის თუ არა თევზი?

პოსტის ავტორი: nodo70 May 8 2015, 14:14

ციტატა(basota @ Sep 20 2011, 12:19) *
და ამჟამად რა ხდება ღიირს ჩამოსვლა სათევზაოდ?

დღეს რა მდგომარეობაა? ღირს წასვლა? ფასი გაიზრდებოდა...

პოსტის ავტორი: Gcckoka Dec 16 2016, 22:33

ვინმემ ხომ არ იცით ამ მეურნეობაში ნადირობის დაგეგმვა ისევ თუ ხდება ან როგორ დავეკონტაქტო ?

პოსტის ავტორი: gacho Dec 17 2016, 11:47

ეგ მეურნეობა აღარ არსებობს

პოსტის ავტორი: Gcckoka Dec 17 2016, 12:11

ციტატა(gacho @ Dec 17 2016, 12:47) *
ეგ მეურნეობა აღარ არსებობს


თოფაძის გარდა კიდე რა მეურნეობები ფუნქციონირებს და საკონტაქტო ინფორმაცია ან პრაის ლისტი სად ვნახო ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)