გორთან ახლოს სულ 7 კილომეტრში სოფელ სკრის შესასვლელში არის სათევზაო მეურნეობა შპს სკრა 2010, ამ მეურნეობას გააჩნია ორი დიდი ძირითადი ტბა და რამდენიმე დამხმარე სანაშენო ტბები. თევზის რაოდენობა ტბებში არის გამაოგნებლად დიდი...... როგორც მეპატრონემ აგვიხსნა ორივე ტბაში გაშვებულია ერთი წლის წინ 1ტბაში-65.000....... 2ტბაში-86.000 ლიფსიტა ...... შესაბამისად ყოველწლიურად ხდება ამ ტბების კვლავ და კვლავ განახლება(ლიფსიტის შეყვანა)..........შემდეგ თვეში თითო ტბაში 50 ხუთკილოიანი საზანი უნდა დაამატონ იმათთვის ვისაც დიდი ტრაფეები მოსწონს. ასევე არის დიდი ამურები. გაზაფხულზე დაგეგმილიაქვთ ლოქოს ლიფსიტების შეყვანა და ასევე აპირებენ ცალკე ტბორში ქარიყლაპიების მოშენებასაც. მანძილი ტბამდე არის თბილისიდან 80 კილომეტრი. გზა ტბამდე არის საუკეთესო მოასფალტებული მიდის პირდაპირ ტბის პირზე. კომფორტული პარკინგით მანქანანები ერთმანეთს არუშლიან. ადმინისტრაცია შედგება ძალზედ მეგობრული ხალხისაგან. მაქსიმალურად ითვალისწინებენ მეთევზეთა ინტერესებსა და მოთხოვნებს. ტბებში ბინადრობს :საზანი,სარკისებური კობრი,სქელშუბლა,ქაშაპი,2 სახის ამური.საკონტაქტო ტელეფონი-851 71 10 11- დაჩი. 899 27 87 02-დიტო
სად იყავიო აქამდე შე კაი კაცო
ანუ პრობლემა არ არის რომ ჩასხვიდე და ითევზაო?? წინასწარ უნდა დაურეკო და შეუთანხმდე? რა ღირს ანკესი?
ანუ მე ასე მივხვდი სურათიდან: 1 ანკესი 5 ლარი ამას პლიუს 4 ლარი 1 კგ. თებზი....
ღირს წასვლა.....
ჩელე
ღირს ნამდვილად გენაცვალე, გორელებში ცუდი არასოდეს იქნება ( მეც ხომ გორელი ვარ), ისე რომ წავიდეთ ერთხელ მანდეთ პატივცემულო სათევზაოდ კარგი იქნება, თან ქარიყლაპიის გაშვება-მომრავლების საკითხიც მაინტერესებს, როგორ აპირებენ მაი საქმეს ძამა
ჩვენც ვაპირაბთ კიდევ რამდენჯერმე ვისიამოვნოთ და მეგობრებიც გავახაროთ.... ერთი მაგად დავიჭიროთ კიდევ სანამ კარგად აცივდება....
დემი გაიხარე ძმაო მიხარია ჩემი კუთხის ხალხის გაცნობა მითუმეტეს ამ ფორუმზე.... კონკრეტულად საიდანახარ??
ისე, ამას ტბა რამდენად შეიძლება ეწოდოს არ ვიცი... უფრო ალბათ აუზია
ჩემი მეგობარი იყო რამოდენიმე დღის წინ ძალიან ნასიამოვნევი ჩამოვიდა. ძალიან ბევრი თევზი დავიჭირეთო კარგი ზომების სულ რაგაც 3 საატში ერთმა კაცმა 10კგ დავიჭირეო, მაგრამ თევზი არ ვარგაო სუნი აქვს. მოკლედ სპორტული ინტერესის გამო ღირს წასვლა აი თევზის დაგემოვნება ვისაც უყვარს მას ამ სემტხვევაში არ გაუმართლა
ჩავიდეთ ერთი მანდ, რას იტყვი პატივცემულო
რაზე მოდის თევზი იქნებ დაწეროთ ვინც იყავით
ქაშაპები დიდები ყავთ თუ იცი?
ისე მართლა მშვენიერი ტბა ჩანს მეცკი დამაინტერესა.
ეხლა გამახსენდა ეს წელს ჩემსმიერ სკრის ტბაზე დაჭერილი საზნები. სულ 1 საათი ვითევზავე.
ძალიან პატარებია,ჯერ არ ღირს წასვლა
ცოტა რო დაიზრდებიან მერე ვნახოთ
კობრის ლიფსიტებია.
cipo იოლად მისაგნებია? მომავალ შაბათ-კვირას თუ ღირს წასვლა?
მოგესალმებით ყველას. გუშინ ვიყავით დილით 8 საათზე ჩავედით 4 კაცი 12 საატამდე ვითევზავეთ ორი ცალი კარასი გარდა ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, ძალიან ცუდი ამინდი იყო წვიმდა და თან წყალი ძალიან ცივი იყო ალბათ ამინდის მიზეზით თორემ თევზი ძალიან ბევრი მოძრაობდა კამისებში, მაგრამ არაფერი არ აიღო არც სიმინდი, არც ჭია არც პური. მოკლედ ძალიან გულგატეხილები წამოვედით.
ვაა ძალიან ცუდი :( მეც მინდოდა წასვლა და თუ არ ღირს მაშინ :(
გამარჯობათ, ხომ არ იცით ახლა მოდის თუ არა თევზი,შაბათ კვირას უცხოელი სტუმარი მყავს წასაყვანი სათევზაოდ და სად წავიყვანო არ ვიცი :s არადა უეჭველი უნდა ვათევზაო კარგად : )) ფასს არ აქ მნიშვნელობა, კომპანია იხდის და იქნებ რამე მირჩიოთ რა
რა მეთოდით უნდა ათევზაო?
დღეს ვიყავით სკრის ტბაზე - 5 საათზე მივედით,მანამდე კუმში ვიყავით დილით,საშინელი ამინდი იყო მარ აკუმისში 1 საათში 7 ცალი 100 გრამიანი საზანი მოვიდა წითელი ჭიის ფსკერულზე. სკრის ტბაზე გრიგალი იყო ფაქტიურად ხეებს ვეჭიდებოდით, აქაც ერთი საათი გავჩერდით და ერთი მშვენიერი ზომის ქაშაპი და ერთიც 300 გრ სარკისებრი კობრი, ორივე სიმინდის კონსერვზე.დილით იყვნენო თბილისელი ბიჭებიო და 1.8 კგ-იანი კობრი დაიჭირესო.
სპინინგისტებს მგონი მოეწონებათ იქაური ქაშაპი - 22 სანტიმეტრი გამოვიდა ძმაო - light spinnings მოუხდება ხო ალბათ ? ფოტოს დავდებ მოგვიანებით - USB გამიფუჭდა ამის . . . დამისველდა დღეს - სუ გავილუმპეთ რა. მარა მაინც კარგი იყო.
სკრის ტბის ადმინისტრაცია რასაც ქვია ტან გადაგვყვა - გადასარევი ხალხია, თბილი კურტკები მოგვიტანეს,საწვიმარი.ჭიაყელე
ბიც კი მოგვიტანეს - თან არც კი გვითხოვია : ) ძალიან სასიამოვნოა ასეთი შემთხვევა თან ასეთ ამინდში განსაკუთრებით - თბილი მგონი მარტო ეს ხალხი იყო დღეს : ) აწი სხვაგან არც წავალ ალბათ
მაგ ტბაზე თევზაობა ფასიანია?
კი ნამდვილად კარგი დამოკიდებულების ხალხია . კარგი მოვლილი წყალსაცავია და თევზიც კარგა ბლომად ყავთ. გუშინწინ ვიყავით 1.8 კგ კობრი საზანით დავიჭირეთ დილით 7-30 ზე მივედით 2 ცალი 600-800 გრამიანი და+2 პატარა სულ რაღაც 15 წუთში დავიჭირეთ. ფსკრულზე ლავაშით. მერე გაჩერდა. გორიდან ერთი მეთევზე კაცი ავიყვანეთ(გზიდან) 12 საათისკენ კარგა მოზრდილი საზანი(1.5ან 1.7 კგ ) დასვა მაგრამ "საჩოკამდე" ვერ მოიყვანა ნახევარ მეტრში გაექცა(( ნემსკვები რომ ვნახე მიზეზიც გავიგე. პატარა და გრძელყუნწიანი .. კი მივეცი ახლები მაგრამ ამაოდ... მოკლედ 6 საათამდე დავრჩით ქარი წმიმა. სეტყვა ელვა და რავი ამინდი არ ვარგოდა ... კარგი ხალხი მეც მაქეთ ვივლი სეზონში..მადლობა ადმინისტრაციას
http://pix.ge/
მგონი თქვენზე თქვეს 1.8 კგ იანი კობრი დასვესო და მაგის ხათრით ვებრძოლეთ სტიქიას ამგრამ მხოლოდ ერთი პატარა კობრი და ერთი ქაშაპი დავიჭირეთ, ზატო იმედი და მოლოდინი იმხელაა შემდეგი თევზაობისთვის რო ნამდვილად ღიდა დასველებად
სამსახური როგორ გადავაგდო მაგ ტბის გამო თორე მანქანის პონტი მაქ მეც ოთხშაბათს :s შაბათს ან კვირას მაინც მოვახერხებ
გამარჯობა . თუ შეგიძლია მონიშნე გუგლზე სად არის
გამარჯობათ, ახალი ვარ ამ ფორუმზე.. კვირას ვაპირებს წასვლას თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა 2 ადგილი მექნება ალბათ, მსურველები მომყევით
გამარჯობა მე მინდა....
წავიდეთ მერე უეჭველი მინდა უკვე ანკესი მესიზმრება ხვალ გადაწყდება მეცლება თუ არა და დავწერ აქ
ანუ გორსში უნა შეხვიდე გასაგებია მადლობა
კი უნდა შეხვიდე, და ხაშურისკენ რომ რკინიგზა მიდის იმ გზას უნდა გაყვე. ბეტონის კედელი მიყვება მაგ რკინიგზას თავიდან და მიგიყვანს პირდაპირ ტრაფარეტთან. : ))
OK ახალი ინფორმაცია......ქარიყლაპია უკვე სკრის ტბებში ბინადრობს........... თქვეს და გააკეთეს კიდეც. გაუშვეს 47 ქარიყლაპია, 15 ქორჭილა
კიდე გუწუ და ნაფოტა.
ესეც ინფორმაცია მეზობელი ფორუმიდან.
http://fisher.ge/index.php?showtopic=694&pid=28469&st=20&#entry28469
და ქალიყლაპიები დიდები არიან???
ვააა კაიი დაა სამომავლოოო საქმეე გაუკეთებიათ ამ ხალხს... ბრავოოოო....
აი საღოლლლლლლლლლლლლ
მაგარია, კარგი იქნება თუ ეს მაგალითი გადამდები გახდება
http://fisher.ge/index.php?showtopic=694&pid=28469&st=20&#entry28469
ამ ლინკზე დევს ყველაფერი რა ტევზი და რა ზომის გაუშვეს
ვაა, თქვენ გენაცვალეთ, , , , , გადასარევია,
ახლა კი ნამდვილად დავიწყებ ქარიყლაპიის მუშკები კეთებას
ეგ ტბა აქამდეც ყველაზე მეტად მიყვარდა და ეხა მითუმეტეს
ყოჩაღ და წარმატებებს გისურვებთ, და კიდე სტუმრებიც მასპინძელივით კარგი გყოლოდეთ
...47 ქარიყლაპია, 15 ქორჭილა...
ეხლა ადეკვატურად. ქარიყლაპია ვიდეოში ჩანს 5 ცალი ქორჭილა 15 ცალი რა არი?)) იგივე საზანების ვიდეო...
ქარიყლაპია შემოუშვეს მაგისთვის რომ გაანადგუროს კარჩხანა. რაღა გიხარიათ ვერ გავიგე...
რო მოუსმინო 1000ობით ყავთ თევზი და 100ობით იჭერენ ყოველ დღე.
გზაში ბენზინი დახარჯე,ანკესში 5 ლარი გადაიხადე+ მერე შენი დაჭერილი თევზის კიდე 4 ლარი გადაიხადე...
ეხლა თბილისიდან თუ წახვალთ იქეთ მაგისთვის რომ დაიჭიროთ ან არა ეს 5 ქარიყლაპია და 15 ქორჭილა?!...გისურვებთ წარმატებას...
lexoxel ჩემი ძმა და OQRO 444 იყვნენ მანდ ბევრჯერ სა საქმის კურსში ვარ რახდება. ის რაც აქ ნახეთ ეგ ყველაფერი არარის. თევზების გაშვების პროცესი სულ მიმდინარეობს. ყველაფერს კი ვერგადაიღებ და არცარის საჭირო. ეხლა ყველაფრისდა მიუხედავად თუ ისეთი აზრი დაგრჩა რომ მხოლოდ ის თევზებია დასაჭერი რაც ფირზე აღბეჭდეს............. რავიცი რაგითხრა........ შენი საქმისა შენიცი. ისე ეს პირველი პოსტი ამთემას რომ მოუძღვენი მოგვსალმებოდი მაინც..........
OQRO444
ხომ არ იცი, ქარიყლაპიაზე სპინინგით თევზაობა უკვე დაშვებულია? და რა ღირს?
მე პირადად ამ ტბაზე ცუდს რო ამბობს ხალხი, ან რო არ აქებს - არ მესმის, ჯერ მარტო ისეთი ყურადღებიანი ხალხია რო მეტი არ შეილება, თან შტორმში ვითევზავე და თევზი დავიჭირეთ ტო : ) პლიუს - აღმოსავლეთისთვის ფუფუნება გაგვიკეთეს - ქარიყლაპია და ქორჭილა სულ რო 3 ცალი იყოს მაინც მაგარია , იქნებ სხვამაც მიბაძოს და გაახაროს ხალხი როგორც მე გამიხარდა მაგალითად. ეგოიზმის გარეშე ვამბობ - სპინინგით არასოდეს მითევზავია მარა მაგრად ასწორებს მაინც ქარიყლაპია&ქორჭილა
მაგრად მომეწონა ეგ ტბა მოკლედ თავისი ყველაფრით
უცხოელი სტუმარი მყავდა წაყვანილი , და იქ დამხვედრი ადაიამიანების ქცევას რო უყურა (ტბილი ტანსაცმელი მოგვაშველეს, ცეცხლს აგინთებთო,თან წვიმდა, ბრეზენტი გაგვიჭიმეს ,არც გვითხოვია საერთოდ. წიაყელები მოგვიტანეს - და სანამ იქ ვიყავიტ სასიამოვნო მუსაიფიც გვქონდა- მეტი რა გინდა ტო? ) მკითხა - ყველა ქართველი ესეთიაო? : ) შოკში იყო კაცი
...47 ქარიყლაპია, 15 ქორჭილა...
ეხლა ადეკვატურად. ქარიყლაპია ვიდეოში ჩანს 5 ცალი ქორჭილა 15 ცალი რა არი?)) იგივე საზანების ვიდეო...
ქარიყლაპია შემოუშვეს მაგისთვის რომ გაანადგუროს კარჩხანა. რაღა გიხარიათ ვერ გავიგე...
რო მოუსმინო 1000ობით ყავთ თევზი და 100ობით იჭერენ ყოველ დღე.
გზაში ბენზინი დახარჯე,ანკესში 5 ლარი გადაიხადე+ მერე შენი დაჭერილი თევზის კიდე 4 ლარი გადაიხადე...
ეხლა თბილისიდან თუ წახვალთ იქეთ მაგისთვის რომ დაიჭიროთ ან არა ეს 5 ქარიყლაპია და 15 ქორჭილა?!...გისურვებთ წარმატებას...
ვიდეოში ყველა თევზი არა ნაჩვენები და რომც იყოს 5ქარიყლაპია და 15 ქორჭილა ესეც წინ სვლაა და შენი აზრები შენთვის შეინახეეეეეეე
OQRO444
სკრის ტბამდე რამდენი კილომეტრია?
დიდი მადლობა (Y)
80 კმ გამოვიდა პეკინიდან,დიანა როა მაღაზია : )
OQRO444
კარგი წამოწყებაა, მიხარია, რომ არსებობს ხალხი ვინც მხოლოდ ფულის გულისთვის არ აკეთებს ამას, მე როგორც გორელ კაცს ყოველთვის გამეხარდება ჩვენი კუთხის წარმატებები, ეგ ერთი და სხვა მრავალი, მომავალი გვაჩვენებს, მომავალში კი შესაძლოა მაგ ტბიდან წყლის ფრინველმა თვითონ გაავრცელოს (გადაიტანოს) ქვირითი სხვა წყალსაცავებში და ტბებში(როგორც დასავლეთში მოხდა და ხდება კიდევ), გამრავლდება და ალბათ 10-20 წლის მერე აღმოსავლეთ საქართველოშიც გვეყოლება ქარიყლაპიები, ქორჭილები და ა.შ. მერე იაროს ხალხმა და ითევზაოს უფულოდ.
ადრეც ავღნიშნე და ეხლაც გავიმეორებ, რომ მისაბაძი საქმეა და სხვა ადგილებშიც მოსამრავლებელია არა მარტო ზემოთთქმული თევზის ჯიშები არამედ ისინიც რომელიც არის აღმოსავლეთში და ბრაკონიერებისაგან დაცვა სჭირდება, რათა უმოწყალო განადგურებას გადაურჩნენ.
შვილები გვეზრდება და მათაც უნდა ითევზაონ და გაიხარონ დაჭერილი თევზით.
დემი
მეც რა თქმა უნდა სამივე ხელით მივესალმები ამ გაბედულ წამოწყებას
ქარიყლაპიისა და ქორჭილას აღმოსავლეთში გავრცელება
რათქმა უნდა
ერთი-ორად გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს გახდის თევზაობას
თუმცა
გარკვეული შიშები მაქვს და
მათზე ახლავე მოგახსენებ
(როგორც ხშირად აღგვინიშნავს) ქართული იქტიოლოგია ფაქტიურად არ არსებობს და
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს მისია ჩვენ
ამ და სხვა მეთევზეთა ფორუმებზე მოღვაწე ადამიანებს გვეკისრება
დემი
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ წებრთან (ქარიყლაპია) პირზე კოცნით ხარ
ამიტომაც მინდა ჩემი შიშების შესახებ სწორედ შენ გესაუბრო:
ჯერ ერთი
მე სერიოზულად მეპარება ეჭვი
რომ ამ თევზის ქვირითი ფრინველებს გადააქვთ
მაგრამ თუ ეს სიმართლეა იმ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვები:
რატომ არ ბინადრობენ ისინი დასავლეთ საქართველოს იმ წყალსატევებში
რომელთაც გადამფრენი წყლის ფრინველები სტუმრობენ ხშირად
მაგალითად
ქარიყლაპია არ არის ვარციხის
შაორის
ტყიბულის წყალსაცავებში
ზღვის დონიდან 200 მეტრზე უფრო მაღლა ის ფაქტიურად არსად ბინადრობს
რაც მაფიქრებინებს რომ ქარიყლაპიის არსებობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის შემადგენლობას
ხოლო იმ შემთხვევაში
თუ ჩვენ ვსაუბრობთ კოლხურ ქარიყლაპიაზე (იგივე წებრზე)
აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ
რომ ეს თევზი თავისი გენეტიკით თბილ კლიმატსაა შეჩვეული
და აღმოსავლეთის სუსხი სერიოზულ პრობლემებს შEუქმნის
მსგავსი ექსპერიმენტი როგორც ვიცი ამ 30 წლის წინ ჩატარდა
როდესაც გომბორში ერთ-ერთ ტბაზე კოლხური ქარიყლაპია დაასახლეს
მაშინ მხოლოდ რამდენიმე თევზმა შეძლო აღმოსავლეთის ცივ კლიმატთან და
წყლის მათთვის უცხო შემადგენლობასთან შეგუება
ამჟამად დიდი იმედი მაქვს
რომ ეს ექსპერიმენტი გაამართლებს
და სკრის ტბაში ქარიყლაპიას ახალი
ყინვაგამძლე გენი გამოუმუშავდება
თან გაზაფხულსაც უნდა დაველოდოთ
მაგ დროისათვის თუ წებრი იაქტიურებს
ზნაჩიტ ექსპერიმენტი შედგა
და შეგვეძლება ამ თევზის ჯავახეთისაკენ გადამისამართება
სადაც მას ყოვლად უნამუსოდ გამრავლებული კაარასის ასორტი ელოდება
ძვირფასო და ღრმად პატივცემულო (dila)adriano
ვფიქრობ წყლის ფრინველს შორ მანძილზე არ შეუძლია ქვირითის გადატანა(ალბათ გამოშრება გზაში)რაც შეეხება სხვა წყალსაცავებს გურიაშიც არის ქარიყლაპიები,მაგალითად ჯაპანას ტბებზე(რაც მე ვიცი).
ჩემი თანამშრომლის ბიძამ,ბორჯომის მიდამოებში,მდინარე მტკვარზე,ბადით დაიჭირა მტკვრის თევზებთან ერთად ქარიყლაპიაც(200-300 გრამიანი),რაც მართლაცდა დაუჯერებელია,მაგრამ სრულ სიმართლეს წარმოადგენს. საიდან აღმოჩნდა მტკვარში რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
მართალი ხარ დემი
ჯაპანას ტბებზე ქარიყლაპია ბლომადაა
მაგრამ ჯაპანიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა ვარციხის წყალსაცავი
რაც შეეხება ბორჯომელ ქარიყლაპიას
ფაქტი რომაა ჯიუტი სწორედ ეგ მახარებს
იქბებ სკრის ტბაშიც შეძლონ ამ თევზებმა სიცოცხლე
სხვათა შორის
კოლხურებზე სანადიროდ ხომ არ წამოხვიდოდი?
უფრო სწორედ
თავისუფალი დღე როდის გაქვს?
(dila)adriano
ამ ტბებზე გავატარე მთელი ზაფხული , ყოველდღე დავდიოდი ივნისიდან აგვისტომდე, ყველაზე დიდი კობრი და ყველაზე დიდი ამური დავიჭირე რაც ამ ტბაზე დაჭერილა, სურათები გორის კომპიუტერში მაქვს და რო ჩავალ დავაგდებ აუცილებლად, ეხლა ინფოს მოგაწვდით, ამ ტბაზე მოდის მარტო პურზე, მე დონკაზეც და ტივტივაზეც ვთევზაობდი თავიდან მაგრამ მერე ახალი მეთოდით დავიწყე თევზაობა და იმ მეთოდზე მოდიოდა დიდები, ძუას ვაბამ მარტო ერთ დიდ ნესკავს, დაახლოებით ისე როგორც შოლტით თევზაობაა, მერე ამ ნესკავზე ვუკეთებ თონის პურს დაახლოებიტ 10 კვადრატული სანტიმეტრი, და ვაგდებ წყალში, ეს პური ტივტივებს წყლის ზემოთ და დიდი კობრი ნელ ნელა ჭამს და ბოლოს ვიჭერ, თუ დიდი ამურის დაჭერა გინდათ იგივე მექანიზმით ოღონდ პატარა 1სმ პურით უნდა ითევზაოთ, და სადაც დიდი ლელებია იქ ჩავაგდოთ, ზოგჯერ ამურს რო ვიჭერდი ბალახებში იჭედებოდა და ვერ გამომყავდა გამიწყვეტია ბევრჯერ ძუა, იმ წყალში შესვლა ძალიან სახიფათოა ზაფხულში, გველებია უამრავი, მოკლედ სექტემბერში ვიყავი ბოლოს და ძალიან ცოტა დავიჭირე იმის მერე თუ გაუშვეს თევზი არ ვიცი , ბოლოს საერთოდ აღარ მოდიოდა, ეგეც ეხლა გავიგე ქარიყლაპია და ქორჭილა თუ გაუშვეს, "ტუხო"ს სურათი რო გაიჩითა : ))))
ხო არავინ ყოფილხართ ამ ბოლო ხანს თევზის აქტივობა მაინტერესებს ღირს წასვლა?
მეც ძალიან მაინტერესებს თუ ღირს ახლო მომავალში წასვლა?
ყველაზე დიდი მანდ დაჭერილი რამდენს იწონიდა? ამ ბოლო დროს რა ხდება მანდ ხომ არ იცით ვინმემ მაგის მეპატრონეს რომ კითხო თევზი მთელი ზამთარი იჭირება თან ბლომადაც რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება
ზაფხულში კი მართლა კაი გასართობი ადგილია
სკრის ტბაში 67 ქარიყლაპია დაამატეს ნოემბერში. სკრის ტბაში 100 მეტი ქარიყლაპიაა უკვე.
http://fisher.ge/index.php?showtopic=694&st=40
ყველაზე კარგად რაზე მოდის თევზი ხომ ვერ მეტყვით?
უახლოვეს მომავალში წასვლას ვინმე ხომ არ აპირებთ? ძალიან საინტერესოა თუ იქნება ეხლა ნორმალური თევზი? თუ ვინმე წახვიდოდით დიდი სიამოვნებით გამოგყვებოდით
ვა სად გავიჩითე = ))))
კაი ადგილია წავიდოდა კაცი სიამოვნებით, მარა ცოტა მეძვირება, ანკესის გადასახადი და კიდე + წონით. თან ახლო არაა ბენზინიც საკმაოდ უნდა და საერთო ჯამში მაგდენის დახარჯვა არ მიღირს მანდ წასასვლელად
მარტო ანკესის გადასახადი რომ იყოს კიდე დაფიქრდებოდა კაცი
რამე თუ დაიჭირე?
ეს ჩვენი დაჭერილია. სექტემბრის ბოლოს ვიყავით, საკმაოდ ციოდა და მაგარი ქარი + წვიმა იყო.
EML430 გაუმარჯოს. ეხლა თუ დაიწირეთ რამე?
მალე ლოქოც ჩასახლდება სკრის ტბებში. სულ მალე
ვააა ძაან მაგარია და ფასი იგივე დარჩება? გადიდებას ხომ არ აპირებენ?
კარგი სიახლეები იგეგმება სამომავლოდ, დიდი პერსპექტივებით....
რა პირობებია?
მე არც კი ვიცი სადაა ეგ ტბა.
შენ შემოგევლე, საიდან ამხელა ინფო საღოლ კარგი იყო
შენადა, რა ეღირება და ეგეთებიც იციი?
წონაზე ფულის დამატებაზე,და ნაგავი თევზის გატანაზე მარტო
ანუ თბილისიდან 40-45 ლარის ბენზინი ჭირდება ხო? + 15-20 ლარი კაცზე ანკესებში (კარპზე მოთევზავეებს ვგულისხმობ) და ერთი 15-20 თევზის წამოსაღებათ.
ხხო იაფი ნამდვილად არ გამოდის. საკმაოდ ძვირიც კია.
მე პირადად მაინც წავიდოდი სათევზაოთ თუ მეცოდინებოდა რო 5კგ -ზე ზევით კარპები ყავთ ტბაში (არა სარეკლაოდ 4-5 ცალი როგორც სხვა ტბებში ყავთ),
ალბათ პატარა ზომის თევზის გაშვება შეიძლება ხო 1კგ ს ქვევით რო გაუშვა?
ამ ლინკებზე ნახავთ სხვადასხვა თევზების შესახლების პროცესს ტბაში
ერთი რამ არის კიდევ მეგობარმა მითხრა რომ შარშან ძალიან ბევრი თევზი დავიჭირეთ მაგრამ სამცუხაროდ გემრიელი არ არისო:(((
შეგიძლიათ აქ ატვირთოთ ვიდეო ან სურათები, გადამისამართება ცოტა მოუხერხებელია
რომ ვიცოდე დიდი თევზია და კარგად მოდის, შეიძლება გადახდაც. მე პირადათ მიღირს. წელიწადში ერთხელ ავალ და კარგად ვისიამოვნებ. ისე მაგ ხალხმა სერიოზული საქმე დაიწყო ქარიყლაპიას გადმოყვანის სახით. თუ კარგად გამრავლდა, მერე შეიძლება სხვა აღმოსავლეთის ტბებშიც მომრავლდეს. მე პირადათ მივესალმები მაგ ხალხის შრომას
საკმაოდ კარგი ჩანაფიქრია, მივესალმები ნამდვილად
კი ძმებო, მეც გეთანხმებით და მომწონს რომ აკლიმატიზაცია უნდა ჩაუტარონ ქარიყლაპიას და იმისი იმედიც მაქვს რომ სხვა ტბებში თუ წყალსატევრებშიც გამრავლდება ეგ საკმაოდ მაგრი და მშვენიერი სახეობა ... იფფფ რას ჩაუტარებს მალიოკს და კიდევ 1. ციცერონ, შენ, შენ ხარ თუ შენი ძმა, რაგაცა ისე წერ აქ მგონია რომ ქვეყანა გაქვს მოვლილი და თევზაობაში გიგამდება და გითენდება მეღიმება და თან გბალეშიკობ
ხოო რაც შეეხება თევზაობას და მის ფასს ხალხნოოო 1 კაიფია თევზაობა და დაჭერა, მეორეა ჭამა. მგონი მეთევზე სათევზაოთ არ მიდის იმის იმედზე როომ იქ დაჭერილი თევზით დანაყრდება (მე ეგრე არ დავდივარ და სხვისი არ ვიცი) შე დალოცვილო დაიჭირე ის დიდი თევზი და მერე გაუშვი უკან, დიდი ამბავი თუ არ დაკალი და ჩაახრამუნე რავიცი რავიციი სხვაც ხო ანალოგიურად იკაიფებს და ადრენალინის მოზგვავებას იგრძნოობს იმ ჩემი, შენი გაშვებული ეგზემპლიარით? მგონი კი ასე რომ იკაიპეთ "რიბალკით" მუცელზე კიდე ისევ მოხარშულ-შემწვარმა კარტოპილმა იპიქროს
მოკლედ ესე შევთანხმდეთ!
სკრის ტბა ჩვენთვის ძვირია! ნაწილი არ ვივლით, მაგრამ მეორე ნაწილი მაინც ვივლით როცა შევძლებთ ოღონდ იმ შემთხვევაში თუ დიდი ეგზემპლიარები ეყოლებათ.
(dila)adriano
კი არის ქარიყლაპია, ბადეებითაც ამოიღეს
რავი ძმებო მე მაგ სკრის ტბაზე შეიძლება ცხოვრებაში არ ჩავიდე, მაგრამ ხომ შეიდზლება მაგარი სათევზაო მეორნეობა რომ გაადზრონ იმ მონდომებულმა ადამიანებმა.
ხო და მეც ეგ მინდა რომ საქართველოში ეგეთი მონდომებული ხალხი იყოს ბევრი, რომ ფასიანი სათევზაო მაინც იყოს ნორმალური, აი მერე კი რამე იქნება, საჩვენოც
ისე კი თუ ვინმე მაგრად გააპიარებს სკრის ტბეებს შეიძლება ჩავაკითხო კიდევაც მაგრამ რა მინდა სკრაზე როცა წამოვა თევზი წალკაში
ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა დავაფიქსირო ქარიყლაპიასთან დაკავშირებით. წალკის წყალსაცავში გამრავლდებოდა მაგრად. და წარმოიდგინეთ რა მაგარი გახდებოდა ჯერ ისეც ხო მაგარია ხრამულზე თევზაობა, დიდი კარასები და ქარიყლაპიაც მშვენიერი იქნებოდა
ბიჭებო ამ ტბას როგორ მივაგნო გორში რა ადგილასაა ან მისამართი მაინც დაწერეთ ძმურად რა
svanski
1-2 გვერძე იქნება ახსნილი სად მდებარეობს, და პირობებიც იქნებაა დაწერილი !!
გაიხარეთ დიდი მადლობა
სპპასიბა
OQRO444
ქარიყლაპია როგორ გრძნობს თავს? დაიწყო ჭერა?
OQRO444
ღამე თევზაობა შესაძლებელია? და ზედმეტი თევზის უკან გაშვება ხო შეიძლება? (ვთქვათ 5კგ. -ს ფული მაქ და 15 მოვიდა)
OQRO444
წინა გვერდზე შეგეკითხე და...
თუ კლიენტზე მართლა ფიქრობთ, ამ კითხვასაც გაეცით პასუხი.
ქარიყლაპია როგორ გრძნობს თავს? დაიწყო ჭერა?
ვახ ვაახ, მგონი ატყდა "რიბალკა" გორშიიი ტან ყველაფერ კარგთან ერთად, კაი გორული ვაშლიც ხო არ შედის კლიენტის სიამოვნებაში? ან რამე გორული, სადილად "კატლეტი"
))))))))))))))))))))
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ითევზაოთ ქარიყლაპიაზე 1კგ 10 ლარი ....... ზამთარშიც თევზაობდნენ მსურველები
ერთი რამე ვერ გავიგე. კაცმა დაწერა თავისი პირობები. რად უნდა ამდენი გარჩევა, გიღირს ამდენის გადახდა, წადი და ითევზავე, არ გიღირს და დაანებე თავი ნუ წახვალ. ეს ტბა თბილისში რომ იყოს, ხომ აღარ იტყოდით, რომ ძვირიაო? რა ქნას ამ ხალხმა, სადაც მოუხერხდა იქ გააკეთა ტბა. რა ამათი ბრალია, რომ ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ? ნუ გაბრაზდებით, უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე.
OQRO444
როგორც მივხვდი იქაურობას კარგად იცნობთ და ერთ-ერთი ხართ ვინც ეს საქმე წამოიწყო. ( თუ ვცდები მაპატიეთ) ერთი შენიშვნასავით მეც მაქვს თქვენთან. ჩემი აზრით ეს ასე ვთქვათ ,,უკმაყოფილება,, წამოვიდა ფასიდან ხო? ამიტომ ერთ იდეას მოგაწვდით. რაღაც რაოდენობის შემდეგ გადაგვახდევინეთ კილოზე 5 ლარი, თუნდაც სიმბოლურად 2- კილოს დაჭერის შემდეგ ანუ ის 2 კილოგრამი თევზი გვაჩუქეთ რომ უფრო დიდი სტიმული იყოს ჩვენთვის და ჩამოსვლისთვისაც ცოტა მეტი მიზეზი გვქონდეს.
პატივისცემით: მე.....
მე ვფიქრობ რომ ეგ თბა ძვირი სიამოვნებაა,ანკესებზე,ბენზინ
ზე და ჭამაზე სადღაც 50 ლარი ხო გინდა!+ ამას დაჭერილი თევზის გადასახადი,საერთო ჯამში 70-80 ლარამდე გამოდის
ჩელე
მართალს ამბობ, რაღაც წამახალისებელი ჭირდება პირობებს. თუნდაც 1კგ უფასოდ. მე მაგალითად 4 ჯოხით უნდა ჩავიდე და 20 ლარში 1კგ. არაფერს დააკლებს ბიზნესს და მე მაგალითად წავხალისდებოდი...
ის ფაქტია გასათვალისწინებელი რო თბილისიდან მანქანის ხარჯი გვაქვს 40-50 ლარი. ანუ კაცზე დაახლოებით 15 ლარი.
ჩელე ...... ეს ტბა ჩემი ახლობლებისაა და ყველა ვზრუნავთ იმისათვის რომ მაქსიმალურად შეძლებისფარგლებში კარგად ვათევზაოთ სტუმარი .......
რაც შეეხება ფასს სამწუხაროდ ეს ყოველივე თვით თევზის მოპოვების წყაროდანაა გამომდინარე (ადგილზე ყიდვის ფასი, ტრანსპორტირება, კვება, წამალი და ასე შემდეგ)......
ჩელე....Fishing Club.......კარასს და ქაშაპს რამდენსაც დაიჭერ უფასოა........რაც შეეხება შეღავათებს კიდევ ვიმეორებ რომ ამ ხალს მარტო ფული არ აინტერესებს....ვინც სკრის ტბებზეა ნამყოფი თვითონ მოგიყვებიან მეპატრონეთა კეთიგანწყობაზე და მათ კარგ ადამიანობაზე ......
ხო მართლა ამწუთიერი იმფორმაციით ქარიყლაპიას ფასი შეიცვალა და გახდა 5 ლარიიიიიიიი........ ტბაში ამჟამად არის 116 ცალი ქარიყლაპია........ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერავინ ვერ დაიჭირა გისურვებთ წარმატებებს
(dila)adriano......პირობებს საკმაოდ კარგად შეეგუა......შემოდგოიდან ტბაში შეყვანილ იქნა 120 ცალი ქარიყლაპი და აქედან მარტო 4 მოკვდა.....
კიდევ სეზონის გახსნასთან გაკავშირებით კახეთიდან შემოვა 5 ტონა თევზი.....
OQRO444
ცოცხლები ყოფილან
OQRO444
გასაგებია ჯიგარო. ეგ ყველამ ვიცით, რომ ხარჯი ბევრი აქვს პატრონს, მაგრამ მე უბრალოდ ჩემი იდეა შემოგთავაზეთ. მაინც უთხარი, იქნება და მოდიან მასეთ წინადადებაზე? ისე არა მგონია, კაცზე 2 კილო უფასოდ დიდი ზარალი იყოს. რა ვიცი აბა? მეთევზეც წახალისდება და ტბაზეც აშკარა აქტიურობა დაიწყება. თორე კარასი კუმისზეც ბლომად არის. უფულობას რა ვუთხარი, თორე წახვალ კაცი და დაიჭირე-გაუშვის პრინციპით ითევზავებ, მაგრამ მაგ დროსაც არის თევზის დაზიანების საშიშროება და რომ არ გქონდეს ის 4 ლარიც, უხერხულობაში ჩავარდება კაცი.....
მგონი ქარიყლაპია შოკშია, ითევზავეს და ვერ დაიჭირეს? თან ფასიც დაეცა? ჩემტვის ცოთა გასაკვირია
რა არის გასაკვირი?
116 ცალი გაუშვესო და მაქედამ მაქსიმუმ 20-30 გადარჩენილიყო და 20 თევზიდან რო არ მოვიდეს არაფერია გასაკვირი
თუ იმით მოხდა დათვლა, რო 4 ცალი მკვდარი ნახეს.. და მეტი არა ეგ მასე არ ითვლება საერთოდ...
ყველაფერს რო დაანებო თავი ეგ ჯიში თავის ნათესავებსაც კარგად მიირთმევს როცა შია..
ნუ მე პრინციპში რას ვნერვიულობ, ჩემთვის მთავარია საზანი იყოს და სხვას არააქვს მნიშვნელობა..
გაუმარჯოს ეხლა დავრეგისტრირდი, ვკითხულობდი სკრის ტბის პოსტებს და ცოტა სკეპტიკური აზრებია დაფიქსირებული.
თუ ნებას მომცემთ ჩემს აზრს დავაფიქსირებ საკუთარი გამოცდილებიდან.
მოკლეთ შარშან მთელი სეზონი ვიარე მაგ ტბაზე და ძალიან ნასიამოვნები ვარ. გაზაფხულზე მაგარი 'კლოვი' იყო, ყოფილა დღეები რო დილის 7 საათზე მისულები 12-1 საათზე (შუადღეს) წამოვსულვართ იმიტო რომ 20-25 კილო თევზი დაგვიჭერია 4 კაცს ტივტით და "დომკით," მოკლეთ 5 კილოზე ნაკლები არასდროს არ დაგვიჭერია, სხვათა შორის არც ისე პატარა ეგზემპლიარები. (300-700 გრამიანები) ვისაც ტივტივაზე უყვარს თევზაობა მე ვფიქრობ რომ იდეალური ადგილია მისთვის. რაც მთავარია თევზი არის ძალიან "ჟივუჩი" (ქართულად ვერ შევუსაბამე უკაცრავად) და თევზია ამოყვანის პროცესი საკმაოდ სასიამოვნოა, რათქმა უნდა ტივტივით.
ხო კიდე თევზი საზანი და კარპი მოდის თონის პურზე, და უფრო "ევასებათ" კახურ ზეთში ამოვლებული თონის პური, წითელ ჭიაზე უჭირს (ძირითადად კარასი აქტიურობს) თეთრი ჭია არ არის საჭირო, კოპტონი ისე რააა.
ეხლა რაც შეეხება უარყოფით მხარეს.
1) არის დღეები როცა წნევა იცვლება და "კლოვი" არ არის (ეგ პრობლემა ყველგან არის)
2) თუ ქარია და ცუდი ამინდია (ეგ პრობლემა ყველგან არის)
3) ფასი, ზოგისთვის ძვირია, ზოგისთვის იაფი. (მე მაგალითად თევზს უკან ვაბრუნეფ წყალში, ეს მომენტი ნაკლებად მტკივნეულია ჩემთვის რადგან თევზის ჭერით მიღებული სიამოვნება უფრო მეტია.)
4) საღამოს კლოვი ვერ არის მთლად აქტიური, ჯობია დილით. (ღამითაც მოდის მარა ისე არა როგორც დილით)
5) განსაკუთრებით დიდი ეგზემპლიარები არ არის, მე მყავს 2-4 კილოიანი საზნები დაჭერილი, მეტი არა. მარა პატრონი (დაჩი) იძახის რო 15-20 კილოიანებიც არისოოო.
რავი შარშან და იმის წინ ასე იყო, წელსაც იმედი მაქ რომ ასევე იქნება.
უკაცრავად რომ ამხელა პოსტი დავცერე, მინდოდა ამომწურავი ინფორმაცია დამეწერა სკრის ტბაზე.
უი ქარიყლაპიას რაც შეეხება მე მგონი 100 და 150 ეღტეულისათვის წასვლა ჯერ არ ღირს, აი მერე ვნახოთ თუ გამრავლდა კარგად.
ეს თემა მგონი გასაპიარებლად არის გასნილი ))
siora
ძალიან კარგი და ამომწურავი ინფოა, დიდი მადლობა... ვისთვისაც ძვირია, არ წავა და ეგ იქნება, არავინ არაფერს არ აძალებს..... პირიქით, მე პირადად მივესალმები მსგავსი ტბების მომრავლებას, რაც მეტი იქნება, მით უკეთესი....
CECEIRON
გაპიარდეს მერე, ამაში ცუდი მგონი არაფერია, ის მაინც მეცოდინება რო რამე იყოს სად შეიძლება წასვლა....
OQRO444
OQRO444
თუ შენი ახლობლებისაა ქარიყლაპიას ჭერა ჯერ უნდა აუკრძალონ ხალხს. ჯერ ერთადერთი ადგილია აღმოსავლეთში სადაც ქარიყლაპია გაუშვეს. ეგ დიდი საქმეა და მგონია ჯობს აკრძალოს 1-2 წელი. როცა ქარიყლაპიას ლიფსიტა გამოჩნდება ესე იგი საქმე კარგად მიდის. ისე საზანზე ერთხელ მაინც ვეწვევი აუცილებლად
ისე ეხლა ჯერ თუ მოდის საზანი? ღირს წასვლა ჯერ?
საზანი კუმისზეც მოდის თუ რათქმაუნდა კლოვების ნახვა გინდა დიდები არა მარა კარგად გაერთობი, ვიდეოს დადება არვიცი თორემ წინაკვირის ნანადირევს განახებდით.
გუშინ ვიყავი ამ ტბებზე !!
ძალიან ლამაზი ადგილია.
კარგი ხალხია (ადმინისტრაცია) - თბილი და მეგობრული !
დავიჭირეთ სამმა კაცმა 7 კგ თევზი - ძირითადად ტივტივაზე.
ბალახებშია უამრავი თევზი ეტყობა ქვირითობა იწყება ან მიდის უკვე - ამიტომაც ცოტა დავიჭირეთ.
რა თევზი დაიჭირეთ და რამხელები ?
lg78
მამუ
საზნები და კობრები იყო პატარები ძირითადად 400-500 გრ. ორი ცალი იყო 1კილოიანი.
წითელ ჭიაზე რომ დავიწყეთ თევზაობა პატარა კარასმა არ გაგვახარა.
მერე სიმინდზე გადავედით და სულ სიმინდზე მოვიდა საზანი და კობრი
რა ქნეს ლოქო გაუშვეს?
მოკლედ გუშინ ვიყავით მე, ამირანი და ლევან ჯორბენაძე სკრის ტბაზე.
დავიჭირეთ პატარ პატარა თევზები, აგერ სურათებიც რაც შედარებით დიდი იყო..
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=66&st=135#entry150228
კაი სიტუაციაა, კაი ხალხია. განსაკუთრებით ტივტივა და ფიდერის მოყვარულებს მოგეწონებათ, ფსკერულისთვის პატარაა.
საღოლ ძმაო. რაზე დაიჩირე?
ძირითადათ სიმინდზე, ის ამური "მახზით" დავიჭირე სიმინდზე იქიდან გამომდინარე რო 8მეტრიანი სპორტული მახი იყო (ძალიან წვრილი) და 0,18მმ ძირითადი და 0,16მმ სადავე ძალიან ვისიამუვნე.
ისე ფსკერულზეც კარგად მოდიოდა პრინციპში პატარები, მარა ადგილია პატარა ფსკერულისთვის.
მადლობა. გაიხარე...
მეც ვიყავი 2 კვირის წინ და 1.4 საზანი დავჭირე. ერთმა ჩამიწყვიტა თან კაიხანი ვეჭიდავე. ცუდი პავადოკები მქონდა.
შარშან მაგ ტბაზე ვცხოვრობდი და მაგრად ვისიამოვნე.
Fishing Club
მშვენიერი ნადავლია ბიძო.
მატჩითაც თევზაობდი? თუ ფსკერულზე დაიჭირე ეს კოხტა თევზები. რაღაც კარგი ადგილი ჩანს სამატჩოდ. წყლის დონეც ალბათ არ არის ძალიან ღრმა არა? კარჩხანა ხომ არ ბურღავს ტვინს?
რაღაც მომინდა მანდ ასვლა და კვირას იქნება ავიდე.
P.S. შექსპირმა კარგად მასიამოვნა კუმისზე. ტივტივაზე მაგხელა საზნები არ დამიჭერია , და ეგრე თევზის ყოველი მოძრაობა ხელზე არ მიგრძვნია.ძალიან კარგი რამეა. მატჩით ძალზედ მოვიწამლე : ) )
ეხლა სკრაზე მინდა ვცადო, რაღაცა კარგს მიგძნობს გული.
ეს ტბაა?
http://pix.ge/
მაჩით არა გიგა, მახი და ფსკერულები. მახმა დაგლიჯა ეგ რო მცოდნოდა ფსკერულებს აღარც ვათრევდი. მაჩისთვის მაგარი ტბაა 1,5მ სიმაღლეა და 80 მ სიგანე. მაჩის კაი კომპლექტი, დასაკორმი შურდული და წესით უნდა ისიამუვნო.
სურათით ვერ ვხვდები ალბათ ეგაა...
მადლობა ბიძო
ვთევზაობდით სკრაზე ფსკრულით....
სკრას ჰყოლია შუკა სკრული...
მოვდეთ ბლესნა, ტბის პატრონი
მიწვა იქვე გულწასული
თავდაპირველად იყო ბენო
და ბენო იყო თევზი
და თევზი იყო საზანი
და ბენოს ერქვა საზანოვა...
თავდაპირველად ბენო და საზანი იყვნენ
ბენოს გარდა ვინ ამოიჭრიდა გულში სკრის ტბას?
აგერ ბიძინა დადის სკრაში
კარპისებრთა ოჯახს იჭერსო
(ბიძინაც კაი ხელმარჯვე საზანოვააა)
პრობლემ ვარეთქო ვუთხარი
ოღონდ მე და დათო შუკაზე ვითევზავებთ
შენ არსად დაკარგო დონკა და ბოილი-თქო
ბოილზე გამახსენდა
ვხარშავთ და ვაცხობთ ამ ბუსკვერცხებს
და ჯერ ვერაფერი დავიჭირეთ
ჰოდა
იქნებ სკრაზე დაგეჭირა თქო - შევცინეთ ბენოს
ბიძინა რამდენსაც გინდა იმდენს იჭერსო
დაბმული თევზის დაჭერა რა პონტიაო
ჩემს დონეს არ შეეეფერებაოო
სკრაზე თუ ვითევზავებ -
მხოლოდ და მხოლოდ ბოილითო
იქნებ რამე მართლა მოყვეს ამ ბუსკვერცხსოოოოოოო
ახლა საბოლოოოდ მივხვდი
რატომ გავკარი ყველა იმ პოლიტიკოსს
2008 წელს მიკროფონებში რომ აკუებდა:
მტერი გორშია - დადაქალაქთან ძალიან ახლოსოოოო
გორი საკმაოზე მეტად შორია
და სკრა მითუფრო
ვგულისხმობ ერთი ძღნერნაჭამი საზანის გამოა თქო საკმაოზე მეტად შორი
თვარააა
შუკისთვის აგერაა ყურისძირში
მე და დათო მისვლისთანავე საშუკე ატრიბუტიკით აღვიჭურვეთ
აღმოსავლეთ საქართველოს საიშხანე მდინარეებში სპინინგობისას
მე და ის დავრწმუნდით:
წვრთნისა და (განსაკუთრებით) აღჭურვის პროგრამა
აუცილებლად გსავლელი გვქონდა
გაგვაჩნდა რაპალას, მიკადოს და მეპსის
ბზირიალ-ვობლერები
კოჭიანი ჯოხები
ტესტებით დაუამრავი ქლიბობით რაც ზედ აწერიათ
(ედრენა მატ, თუ მეთევზე ხელში სპინინგის ჯოხს დაიჭერს
იმას როგორღა ვერ მიხვდება
გამოადგება ის თუ არა?
მოკლედ
მთავარია თქვენ დამეთანხმოთ რომ
არასოდეს გინახავთ ბენოს აღჭურვილობა
ესაა ორი დიდი ფუთა ნანოტექნოლოგია
თავისი ბატარეიკებით
აქააა ყველა ტიპის ნემსკავი და ტივტივა და ანტიზაკრუჩივატელი და
ვასმიორკა და ლეპტოპი თანამგზავრული კავშირით
კომპიუტერული პროგრამები
სადაც ვთქვათ შენ, დაუსვამ კომპიუტერ კითხვას:
ბოილის ჩაგდებიდან მერემდენე წუთზე დავიჭერ საზანს?
კომპიუტერი გპასუხობს:
ამურის დაჭერიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ
ბენომ თავისი ობსერვატორია გაშალა
ჩვენ შუკაზე წავედით
წყალი ტბაში - (ბავშბობაში ვხმარობდი ამ სიტყვას) ჰავნოოოო სრანნაია :(
მღვრიე
ყროლო
ქარიანი
ტბის პატრონი ბაზრობს: ტბაში
გვყავსო ქარიყლაპიანი
ვიცი მეთქი, მიტომაც მაქვს
ბლესნა მოწნულძაფიანი
ჯიშით მეფსი ან ბლუფოქსი
ფერით შაბიამნიანის
ახლა მეძინება და ხვალ განვაგრძობ
(დილა)ადრიანო, აღარ აგრძელებ? ქარიყლაპიას რომ ქარი ვაყლაპეთ და ჟანგბადით გაბრუებული რომ გავუშვით უკან, არ უნდა მოყვე?
OQRO444 გიას გაუმარჯოს! ერეკლე ვარ მაზიაშვილი, მშვენიერი საქმე გაგიკეთებიათ. წარმატებები და მოკითხვები სკრას!
შეგიძლიათ გუგლზე ზუსტად დადოთ რა ადგილას არის ეს ტბები?
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=4670
აქ ანუ 1 გვერდზე წერია დაზუსტებით, თუ გუგლთან მეგობრობ, ძალიან მარტივად გაარკვევ ყველაფერს....
და ქარიყლაპია რო გაუშვან ბლესნაზე მოვა ვითომ?
oxota u rubalka
აბა რაზე მოვა, ბოილზე? თუ სიმინდზე???
ყველანაირად მართალი ხარ.მართლა ჯობია 20 ლარიც გადაიხადო და წამოიღო რამდენიც გინდა იმდენი თევზი.
თან არა მგონია მანდ ქარიყლაპია მოშენდეს,მაგის ქვეყანა დასავლეთშია.აქეთაც რო შენდებოდეს აქამდე მოაშენებდნენ.
არაფერზე მოკვდება და ვსიო.....ყოველ სჰემტხვევასჰი მე ეგრე მგონია.
რავი აბა ან კი და ან არა
სკრის ტბის გარდა კიდევ სხვა ტბებში არის აღმოსავლეთში ქარიყლაპია. ასერომ ირონია საჭირო არარის.
რა ხდება ამჟამად სკრის ტბაზე. ხომ ვერ დამაკვალიანეებთ?
ტუ ხართ ვინმე ამ თემაში, ძალიან გთხოოვთ ხვალ მინდა წასვლა.
მეც ხვალ მინდა და ვერ მეტყვით?
სამი კვირის წინ ვიყავიტ ოთხნი
ამინდი საუკეტესო სატყუარა მრავალფეროვანი შედეგი 1 კარჩხანა
როგორც ადგილობრივებმა თქვეს თევზი ამოიყვანესო!
irakli-23
მარტო "ტალსტალობიკი" ამოიღეს დიდი ოდენობის გამო სხვა არაფერი .......... ისე თევზი უკვე დაწვა და ძნელად მოდის ანკესზე.........
nikoloza_migina
რამდენგან აპირებ წასვლას ნიკოლოზ?
OQRO444
დააგდე ხოლმე რა ინფო მაგ ტბაზე, თუ არ შეწუხდები. როგორც მახსოვს შენი ახლობლებისაა ხო?
http://www.radikal.ru
ესეც შუკასკრული
Maverick
ა ტი ხოროშო პოსმოტრი
ვინც ეძებს ყოველთვის პოულობს........მაგაზე ნაკლებები არ დაგეჭიროს ძმაო....
საერთოდ სეზონი როდის იწყება ნეტა
სკრაზე რა ხდება ხომ არ იცით?
სკრაზე რა ხდება ხომ არ იცით ?
საინტერესოა თევზი თუ ამოძრავდა
ეხლა ველაპარაკე დაჩის(სკრის ტბის შეფს) და ამური დიდი ხანია მოძრაობსო, ხოლო საზანმა და კობრმა ეხლა დაიწყეს მოძრაობაო ...........ანუ უკვე დადის ხალხი და საკმაოდ კარგადაც იჭირებაოოოოოოოო........წარმატებე
ბს გისურვებთ
ეს მეპატრონის ტელეფონია და შეგიძლიათ გადამოწმოთ ინფორმაცია........551-711-011 დაჩი
მინდა წასვლა ! მინდა წასვლა !
ეჰ, ანკესში ფული გადაიხადე, მერე კიდე თითო კილოში გადაიხადე იკარგება მთელი თევზაობის რომანტიკა. ჩემთვის თევზაობა ცოტა სხვა რამ არის. არავის არ ეწყინოს ვინც მანდ დადის. =)
ერთი რამე ტეხავს რაც ბევრს იჭერ ბევრს იხდი, ჩემი აზრით ძვირია. მანდ მთელი დღე რომ გაჩერდე ალბათ მოგიწევს 500 ლარი სისულელეა
alika77
და აუცილებელია რასაც დაიჭერ ყველაფერი წამოიყვანო ?
და თევზი კიდევ ბაზარში უფრო იაფია აქვე დეზერტირებზე
ათი კილო 40 ლარი პლიუს 5 ლარი გზის ხარჯი და უფფფფფფფ ჩემთვისაა ძვირი თორე ...............
ესეიგი რა ხდება ეხლა! გუშინ მეგობარმა დამირეკა სადმე გორსი ახლომახლო ხომ არიცი სათევზაო ადგილიო? მე შევთავაზე ნადარბაზევზე წავიდეთთქო, კიბატონოო და წავედით საღამოს 5 ან 6_ი იქნებოდა,ჩავედით და რა ხდება : ტბა გაყიდულიაო(კი ვიცოდი გაყიდული რო იყო მარა ,ვიპიქრე ფასიანი გახდათქო და .....) თევზაობა არ შეიძლებაო და გამოგვაბუნძულეს უკან რაუნდა გვექნა!? მოდი სკრაზე წავიდეთთქო და მართლაც წავედით, წავედით და აი:::::::http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ეს იყო და ეს
ოხ შე საზიზღარო მთელი დღე უქმად ვიყავი რატომ არ დარეკე.
ბარაქა დიაბლო ბარაქა......
გაიხარეთ ხალხოოოოოოოოოოო
კარგი რა გოჩა ბიძია, ხო იცი რო შენთან ერთდა ამ საქმეზე წასვლა როგორ მიყვარს! იყო მიზეზები და ამას მერე მოგახსენებ და გამიგებ
გამარჯობათ ხალხნო როგორ ხართ? მე 9 მაისს ვიყავი მანდ სათევზაოდ და ერთი ამური დავიჭირე პურზე დილით მივედით თუ არა ეგრევე დაა ხლოებით 600-700 გრამი იქნებოდა, მერე მთელი დღე ნორმალური არაფერი მოსულა მხოლოდ კარასები ერთი კობრი დავიჭირე ძალიან პატარა ისიც, ცუდი ამინდი იყო ძალიან და ქარი იყო, ყველაფერზე ვცადეთ, პურზე, ჭიაზე, სიმინდზე, კოპტონზე რავი ყველაფერზე, როგორც პაპალაუკზე ასევე დომკაზეც მაგრამ იმის მერე არეფერი მოსულა, ის ამურიც პაპლაუკზე დავიჭირე, პატრონი გაგიჟებული იყო გუშIნ ბევრი დაიჭირესო აქ და დღეს რატომ არ მოდისო. ისე ადგილი მომეწონა განსაკუთრებით იქიდან რომ წამოვედით გორიჯვარზე ავედით და ძალიან მაგარი ადგილი ყოფილა ულამაზესი.
დიაბლო შენთან მაქვს კითხვა რაზე ითევზავეთ ეგეთი კარგი ნადავლი რომ დაგიჭერიან, სატყუარად რას იყენებდით ან დომკაზე მოვიდა თუ პაპლაუკზე, რამდენი ანკესით იყავით და კავები რა ნომრები გეყენათ, ლესვა რა ნომერი გეყენათ და კიდევ მაინტერესებს თუ გაგექცათ რომელიმე დიდი თევზი? ხო კიდევ მაინტერესებს რომელ ტბაზე ითევზავეთ, მარცხნივ რომაა თუ მარჯვნივ? სალიფსიტეში ხომ არ გითევზავიათ?
მადლობა დიდი ინფორმაციისათვის დიაბლო. თევზი ძირითადად ალბათ ფსკერულზე მოდიოდა ხო? იცი რა მაინტერესებს რომელ სიმინდზე თევზაობდი?
სად იცით კიდევ ეგეთი კერძო ტბა სიშორეს მნიშვნელობა არ აქვს? ოღონდ ძალიან ბევრი რომ არ იყოს გადასახდელი.
სიმინდი თუ არ ვცდები ბონჯუელი თუ ბონგუელია ზუსტად არ მახსოვს რა ქვია, ყველაზე კარგი ეგაა, ძირითადად ფსკერულე მოდიოდა, ეგეთი კერძო ტბა მოსკოვის პროსპექტის ბოლოშია 10 ლარი ღირდა აკესი ეხლა არ ვიცი, 31-ე საავიასიოს ველს ეძახიან, მაგის ეზოშია. კიდე ერტი მარა ძაან ძვირია; დებედა ლეიქი 30 ლარია და თევზი 12ლარი თუ სწორად მახსოვს
ახლა ჩამოვედი ტბიდან, 12 ანკესი გვქონდა ჩაყრილი და 4 თევზი დავიჭირეთ სულ! თითო 50 გრამს არ ცდებოდა.
CECEIRON
ამ შაბათ-კვირას ვნახავ ნაქებია თუ არა. უნდა წავიდე იდეაში, თუ ბუნებრივმა გარემოებებმა არ შეგვიშალა ხელი.
მერე დავწერ როგორია
წუხელის ვიყავით წასულები. შუადღის შემდეგ. უცებ უცებ რო მოიფიქრებ და გაიქცევი, ეგრე მოგვივიდა.
სუფთა ტბაზე ვითევზავეთ და 1 ცალი 800-900 კარპი ეგრევე დაჯდა.
ამინდი მაგრად ურევდა, 3-4 ჯერ შეიცვალა.
საღამოს გამოიდარა და მეორე ტბაზე გადავედით კუთხეში, კაი ადგილი ვიპოვნეთ.
წამოაყარასავით 1 მომენტი და 5 ცალი საზანი იქ გავაბით.
1 საღამოს თევზაობით კმაყოფილი დავჩით. რაც ყველაზე სამწუხაროა სურათები არ მაქვს. სამნი ვიყავით და ყველას უარგისი ტელეფონი გვქონდა.
ჯამში 4-4.5 კილო დავიჭირეთ.
კაი ამინდი თუ დაემთხვა. უკეთესი თევზაობა გამოვა! ამ დღეებში კიდე ვაპირებ წასვლას, აუცილებლად წავიღებ ფოტოაპარატს.
სატყუარად სიმინდი და ლავაში გამოვიყენეთ.
გილოცავთ
მაგის მეპატრონეს რომ კითხო ყოველთვის წინა დღეს იჭირებოდა მაგრად, ისე მე მყავს 2 წლის წინ მანდ კარგად ნაჭერი ძირითადად სიმინდზე
გაუმარჯოს ყველას.მე და დავითP ერთად ვიყავით.რაც დათომ დაწერა მე ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა რომ , მაგ ტბის მეპატრონე არის მაგარი პატიოსანი კაცი და არავის არ ატყუებს გუშინ იჭირებოდაო.თევზი ყავს ბევრი და საკმაოდ დიდი ეგზემპლიარებიც.ჩემი თვალითვნახე ტორპედოებივით დაცურავენ ამინდს უნდა შერჩევა და ეგაა. 551711011 დაჩი ქვია მეპეტრონეს, დაურეკავ და გეტყვის წვიმაა ტუ ქარია ,მოკლედ ვარგა თუ არა წასასვლელად ამინდი რომ ტყუილად არ ჩაგიყვანოს და მერე უკმაყოფილო რო არ გამოგიშვას
OQRO444
ბარე 100 კაცი იყოს ეგეთი მეპატრონე საქართველოში და წუწუნი არ დაგვჩირდებოდა სად როგორ გვეთევზავა და ასე.შ.
მე პირველად ვიყავი და მესიამოვნა მეპატრონესთან გასაუბრება.
ვალგერას და მის შვილს კი არ გავს, უჯმური და უსახო კაცი არაა.
ერთი სიტყვიით მე კიდე წავალ სკრაში როცა საშვალება იქნება!!!
http://postimage.org/image/xu3djfvyd/
http://postimage.org/image/u1mo56ygn/
გამარჯობათ, გუშინ ვიყავით სკრის ტბებზე, დავიჭირეთ 5 კილომდე თევზი, სამწუხაროდ მაქვს მხოლოდ ერთი თევზის სურათი.... ეს თევზი არის 2კგ და 100გრ.
გამარჯოს ყველას.
მე ვიყავი გუშინ სკრაში. საკმაოდ კმაყოფილი ვარ ყველაფრით თევზაობითაც დაა უმაგრესი მასპინძლობითაც!
მინდა მადლობა გადავუხადო დაჩის და მის მეგობრებს.
ასეთი კაცები გვიმრავლოს ღმერთმა საქართველოში!
დავიჭირეთ მე და ჩემმა გამოუცდელმა ნათლიამ, ის პირველად იჭერს კარასიის მერე 300 გრამიან ამურს ეს ერთი და სხვა მრავალი.
ეს კი პირველი ამური
http://postimage.org/image/g48ohlqh3/full/
და მაგის მერე დაიწყო საუბარი იმაზე თუ რომელი ღვინო უნდა დაგვეგემოვნებინა. რათქმაუნდა დირბულამ გაიმარჯვა
და დაიწყო სამზადისი
http://postimage.org/image/ojmmeklu9/full/
http://postimage.org/image/6w9jy79kz/full/
http://postimage.org/image/bgxfed1a3/full/
მე კი ნამეტანი მონდომებული ვიყავი თევზის დაჭერა მინდოდა.
იმ პაპანაქებაში არც დირბულას ხათრით დავანებე თევზაობას თავი
და 2 საკმაოდ კარგი "საზანუკა" გავაბი საზნებამდე 2 ცალი ამურიც ჩაჯდა ჩვენს "სადოკში"
ეს ერთი
http://postimage.org/image/pqjimffmt/full/
ამის მერე ისევ რამოდენიმე სადღეგრძელო და ისევ თევზაობა და აი შემდეგი ნადავლიც.
http://postimage.org/image/pqjimffmt/full/
http://postimage.org/
ამ თევზმა ასეთი აჯიოტაჯი გამოიწვია
http://postimage.org/image/3wtewcylj/
ეს მეორე, შედარებით პატარა
http://postimage.org/
ეს კი ორივე "საზანუკა"
http://postimage.org/
ცჰვენი ნადავლი ერთად. ისე აქ ერთი კარპი აკლია, რომელიც იქ მყოფმა მეთევზემ დაიჭირა. ის იმის ნადავლი იყო და ამ კადრში ვერ მოხვდა.
http://postimage.org/
და კილოგრამებში
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ვახ სხვას იმეორებს. ეს ერთი და იგივე ფოტოები წავშალოთ თუ შეიძლება
პატივისცემით ადმინებს.
http://postimage.org/
ეს კი ჩვენი და იქ ვინც ჩავა ყველას მასპინძელი. დაჩი
http://postimage.org/
მოკლედ მშვენიერი თევზაობა გამომივიდა დირბულაც მივირთვი.
კაი ხალხი გავიცანი და ყველაფრით კმაყოფილი წამოვედით.
თევზი კარგად მოყვება თუ მონდომებული ხარ და თევზაობა გინდა უშედეგოთ ალბათ არ დარჩები.
ვითევზავე სიმინდის ფსკერულზე და პირველად მანდ დაჯდა პატარა კარპი, რომელიც ზედ ნაპირთან მოყვანილი გამოგვემშვიდობა.
შემდეგ ფსკერული საერთოდ ავკეცე. იმიტომ რომ ეგრედ წოდებულ: "კორკაზე" იღებს მაგრად. რა დროს ფსკერულია კორკის მუღამი აქამდე არც მქონია და იქ მაგრად ვისიამოვნე.
ტონის პური კაი დიდი ნემსკავი, კარგად გამოსდებ და შეეცდები ჩააგდო იქ სადაც აშკარად მოძრაობს თევზი. კაი მოგონებაა ლავაშის კორკა
ერთ ღამეში დაჭერილი თევზი : 11კგ იყო სულ, ყველაზე დიდი რაც არის (თეთრი ამური) ეგ იყო 3.2 კგ . მე და ჩემი მეგობარი ვიყავით გორში სკრაზე
პ.ს. მაგ დიდის ამოყვანას ნახევარი საათი ვჩალიჩობდი
ამ ტბაზე თევზაობა ნამდვილად ღირს,მეც გორელი ვარ და მეც მითევზავია.აქ გამოუცდელიც ისწავლის თევზაობს, და პროფესიონალიც ისიამოვნებს
გამარჯობათ ! ღამისთევაც 5 ლარი ღირს ? ალკოჰოლი თუ დაიშვება ტბის ტერიტორიაზე? (მე ვიცი ერტი კერძო ტბა იქ არ შეიძლება
შენი სასმელი თუ არ გექნა ტბების მეპატრონე დაჩი არ გამოგიშვებს დირბულას გარეშე:D
მართლა მაგარი ადგილია მე გუშინ ვიყავი მანდ პირველათ და მაგარი ნასიამოვნები ჩამოვედი საუკეთესი ადგილია მართლაც
მაგარი პონტია ბრაციიიიიიიიიიიიიიიი
მეც ამ 3 კვირის განმავლობაში 2 ჯერ ვიყავი და 10 კილოზე ნაკლები არ დაგვიჭერია
ღმერთმა მრავალი ასეთი კარგი დღეები მოგცეთ..........სწორედ ამ სიამოვნებისთვისაა ეს ტბები
კიდევ ჩამობრძანდით და ყოველთვის სათანადოდ დაგხვდებიან სკრელები
ეხლა სულ მალე ქარიყლაპიას სეზონიც დაიწყება
სალამი ყველას.აბა კიდევ ერთხელ გაახმოვანეთ ტარიფები და პირობები.რამე ხო არ შეიცვალა?
http://fisher.ge/index.php?showtopic=694&pid=62564&st=160&#entry62564
http://1tv.ge/video/17063
ვუყურე გადაცემას და დავრწმუნდი, რომ თევზაობაში ბევრი ამქვს სასწავლი. შარშან ზაფხულში კი ვითევზავე მანდ ბლომად მაგრამ სად იყო მაშინ ქარიყლაპია და კარგი ცხოვრება
გამარჯობათ, მაინტერესებს კვირას რო ავიდე სკრაზე აზრი თუ იქნება თან პირველად მივდივართ და იქნებ მირჩიოთ რა სატყუარაზე ვითევზაოთ, წინასწარ დიდი მადლობა
მე შარშან ვიყავი სკრაზე აგვისტოში,ანკესი 5ლარი და თევზი 4ლარი კ.გ. ღირდა,კარგად დავიჭირეთ ოღონდ მტელი ღამე ვთევზაობდით,ღამე 2საათამდე კარგად მოდიოდა,საზანი,კობრი და შიგადაშიგ კარასი,დილით მაგრად წამოვიდა კამიშის გულზე 1,5იანი ამური დავსვი,დზირითადად სიმინდზე და წითელ ჭიაზე ვიჭირეთ,ახლა რა ხდება მანდ საინტერესოა
http://fisher.ge/index.php?showtopic=941
ვა რამაგარია ანუ აქ სპინინგითაც შეიძლება თევზაობა.
ძაან მაგარია, ნეტა ყველა კერძო ტბას ასე უვლიდნენ, წარმატებები!
საღოლ დაჩი მიხედე მიხედე, სამაგალითო საქმეს აკეთებ!!!
კეთილს მსურველები არ მოგაკლდება!
ბევრი თევზი და ბევრი "რიბაკი" მისურვებია
საზაპხულო ფაცხებიც მოაკვარახჭინეთ და მოგეჩვევით მოყვარულები
წარმატებები!!!
გენაცვალეტ კარგ საქმეს აკეტებთ და ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მართლაც კარგ საქმეს აკეთებთ. უკვე შეიძლება მანდ თევზაობა თუ ჯერ არა?
ბოლო დღეებში ხომ არ გითევზავით ვინმეს რა ხდება ხომ არ იცით?
გამარჯობათ. ძაან დამაინტერესა ეგ ყველაფერი და იქნებ მითხრათ,რა ჯდება ეგ სიამოვნება??? და კიდე ერთი კითხვა-უმანქანოდ როგორ ჩავაღქიო იქ? ქინასქარ მადლობა...
Che
gaixare didi madloba.
გუშინ მოვცხეთ სკრის რეისი. შუადღეს ჩავედით, კაი მზიანი ამინდი კი იყო, მაგრამ ქარი ქროდა შემაწუხებელი. :(
რაც ვნახე 1 ამური დაიჭირეს ბიჭებმა. 300-400 გრამიანი და ერთიც 3 კილომდე იქნებოდა კარპი. ამ კარპის ამიყვანაშეი ჩემი წვლილი შევიტანე საჩოკიი მე მოვიმარჯვე ფოტოს დავდებ მერე, ტელეფონში მაქვს.
ჩასვლა ღირს. რათქმაუნდა თუ კაი ამინდია.
ამური რაზე დაჯდა არ ვიცი.
კარპმა კოპტონის მონტაჟზე აიღო.
მე და ჩემს მეგობრებს არაფერი არ დაგვიჭერია... იმიტო როომ
http://forum.ge/?f=72&showtopic=34397146&st=315
და რა მაინტერესებს,სპორტული მიზნებისთვის მაგ ტბის გამოყენება შეიძლება ანუ, დაიჭირე გაუშვი ?
სკრაში კოპტონზე თუ მოდის? რამდენ კილოიანი თევზი შეიძლება გაებას, თუ გაგიმართლა?
Qartvela™
60 კილოიანი თევზი სკრის ტბაში ჩაეტევა რომელიმეში? არა მგონია მაგხელა თევზები ყავდეთ და საერთოდ საკითხავია ვაბშე ყავთ თუ არა თევზი...
Qartvela™
60 კილოიანი მაინც ნამეტანია ისე კი მოსინჯვა რა თქმა უნდა ღირს... თუმცა როგორც ვიცი თევზი საკმაოდ ხალვათადაა მაგ ტბაში...
P.S. გორელი ვარ
სკრის ტბაზე ავედი დღეს, დამხვდა ნახევრად დამშრალი ტბა... გამოვიდა იმ ბუტკიდან ვიღაც კაცი და მითხრა ვერაფერს ვერ დაიჭეროო, თუ გინდა დაჯექი მთელი დღე მაგრამ ტყუილად იქნებიო, წამოვედით გორში და იქაურებმა მიგვასწავლეს კიდევ რაღაც კერძო ტბა ანკესი 5 ლარი ღირდა 3 ტბა იყო თევზით სავსე , ვხედავდი როგორ დაცურავდნენ გუნდებად დიდი ზომის თევზები, მაგრამ რათ გინდა არაფერი ნორმალური არ გაკარებია არც ჭიას არც სიმინდს არც კალიას. მე მარტო 1 სარკისებრი კობრი და 2 საზანჩიკი დავჭირე... სამივე პატარა იყო და დავუბრუნე ტბას უვნებელი... სკრის ტბაზე ასვლა არ ღირს თუ წინასწარ არ დარეკავთ და გაარკვევთ რა სიტუაციაა
Saba.S
მადლობა ინფორმაციისთვის...
თემა გასუფთავებულია. პოსტები გადატანილია საჭორაოში. ისაუბრეთ თემატურად.
პატივისცემით: მე....
რამე სიახლე ხომ არ იცით სკრის შესახებ?
გამარჯობა, ვინმე ხომ არ ყოფილა სკრაზე? რა ხდება ასვლა მინდა
https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98/456995821143511?sk=photos_stream
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)