ესეიგი ლომებო, ვიყავი დღეს წასული სათევზაოდ სოფელ სასადილოსთან, მდინარე იორის დამბასტან....
გამომდინარე იქიდან, რომ ვერაფერი დავიჭირე გადავედი სასადილოს ტბაზე ამბის გასაგებად. ეს ტბა თუ გახსოვთ იყო ოჩოს ქოხის ერთ ერთ სიუჟეტში, მოკლედ რო ვთქვათ ასეთი სიტუაციაა.
იჭირება საზანი, ამური და კალმახი.
შესვლა ტბაზე 50 ლარი ღირს, მნიშვნელობა არააქვს რამდენი კაცი შევა... აგრეთვე არც ანკესის რაოდენობაც არაა შეზღუდული.
რაც შეეხება ნადავლის წამოღებას: ამური და საზანი 1 კილო ღირს 10 ლარი, კალმახი 15 ლარი,
თუ დავიჭერთ 50 ლარის თევზს ერთობლივად გვატანენ ჩვეულებრივ, თუ მეტს დავიჭერთ მაშინ 2 ვარიანტია: 1 ვუშვებთ უკან წყალში, 2 ვიხდით წონისდა მიხედვით მის საფასურს და მოგვყავს სახლში.
და თუ ვერ დავიჭერთ 50 ლარის თევზს, მაშინ ისინი თავად მოგვცემენ იმდენ თევზს, რომელიც შეავსებს ამ 50 ლარს...
დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ!!!!
მთლად ზუსტი გზა არვიცი ,მაგრამ სიონთან ახლოსაა ვიციამის გარდა რამდენიც გინდა იმდენი შედით და რამდენიც გინდა იმდენი ანკესი შეიტანე ,მგრამ 50 ლარის ლიმიტს თუ გადახვალ მაშინ ან უნდა დაამატო თანხა ,ან უნდა გაუშვა
რა ზომის და წონის თევზებია თუ იცით და რამხელა ტბა არის? მადლობთ წინასწარ ინფორმაციისთვ ის
ისე ტელეფონიც ხომ არ იცით ვინმემე იქაური ადმინისტრაციის ან ვინმესი???
5 წუთში მოგახსენებთ ყველაფერს...
ეს არის ის ტბები.
ტელეფონის გამორთმევა დამავიწყდა ნამდვილად, მაგრამ პატრონს კოლია დვალაძე ქვია და უახლოეს დღეებში ტელეფონსაც გავიგებ.
თევზის ზომას რაც შეეხება 8 კილოიანი და 10 კილოიანი ამურიც ყოლია,
გზა ნორმალურია და ადვილად მისასვლელი...
გაიხარე რამდენი კილომეტრია დაახლოებით ტელეფონიც დაწერე რო გაიგებ კაცურად
70 კილომეტრია თბილისიდან უჯარმის მხრიდან თუ წავალთ...
და ცხვარიჭამიის მხრიდან არ ვიცი, ალბათ ეგრე იქნება მაქედანაც...
ესეიგი 5 კაცი აკრიბავს 50ლარს და იჭირეთ რამდენსაც გაწვდებით ფინანსურად ?? მაგარია
ლევანა90
და თევზი მოდის საინტერესოა? ბუნება როგორია გარშემო ხეები არის თუ კუმისივითაა
შოთა.03
მანგარი ინფოა, გაიხარე, გადაცემას რომ უყურე მაგარ ბუნებაში იჯდა.
გზასთან დაკავშირბით გამიჩნდა კითხვა, ჩვენ ვიყავით ამას წინათ სიონზე ასულები უჯარმის მხრიდან და გზა ნაღდად
წალკის გზაზე ბევრად ცუდი იყო, შენც იგივე მარშრუტი თქვი თუ მომეჩვენა?
messidona
ვა ესეიგი კარპფიშინგისთვის ოაზისია პირდაპირ რა
გაიხარე ძმაო მაგარია
ღამის თევა მოსულა თუ არა თუ ვიცით?
ანუ რო ვითევზაო და ვერაფერი ვერ დავიჭორო თვითონ მომცემენ?
....... ცხავარიჭამიიდან ცასვლა არის დიდი უაზრობა ჩემი აზრით და რატომ: ცხვარიჭამია, მერე სიონი, მერე ბოჭორმა უნდა გაიარო და მერე მიხვალ სოფელ სასადილომდე, ასე რომ უჯარმიდან ჯობია წასვლა. რაც შეეხება კილომეტრაჟს, ლილოდან, თუ კარგად მახსოვს არის სადღაც 46 კილომეტრი, ვიტო ხომ ჩაიწერე სპისოკში?
ჩელე
კი ჩავიწერე და ვაგროვებ
ვიტო
დაგეწერა რა ვქნა???.....
რა დავწერო 1 მანძილი შეგროვდეს ცოტა ან თემას გავხსნი ცოტა ხანში და შეუშვათ
ჩელე
მარტო გომბორის ტეკამდე ვიცი და იმის იქით კახეთისკენ მაქეთ რო გადაუხვევ ჯერ არ დამინიშნია.
შსს სამინისტროდან გომბორის ტეკამდე 23 კილომეტრია
მაგ სასადილოს ტბამდე გლდანიდან ზუსტად 70 კოლომეტრია ჩერეზ გომბორის ტეკით...
გაუმარჯოს. საღოლ მაგარი ტრაფეი დაითრიე, თუ შეიძლება მითხარი რაზე დაიჭირე და როგორ? საზანი თუ დაიჭირე და რამხელებია? კარასი თუ არის მაგ ტბაში?
დაუმარჯოს.... დგეს ვიყავით მაგ ტბაზე და არ შეგვიშვეს... 1 ივლისიდან მარტო კლუბის წევრებს შეუდლიათ მანდ თევზაობა. კლუბის წევრობა კი 600$ ღირს წელიწადი.
shuba
............. 600$ ფერარის კლუბის წევრობა არ ღირს.............. ....................... ეეეე დაცხა და როგორ დაეტყო ქალაქს აზრზე ხაართ???..............
და რა კლუბია ასეთი?
კლუბი ''ბუა''
Maverick
რარაც არა მგონია მაგ კლუბმა გაამართლოს, ვინ გადაიხდის მაგხელა ფულს სეზონზე რამოდენიმეჯერ თევზაობაში, მგონი მაინც მოუწევთ ძველ რეჟიმში გადასვლა
ვერ გავიგე? რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ წახვალ თვეში? და თუ გაქ თევზის წამოღების უფლება?
მე როგორც ბატონმა "ბუამ" (მოდი და ასეთ სმაილს ნუ დაუმატებ)
მითხრა რომ ფიშინგკლაბჯორჯია უნდა იყოსო....
რამდენად მართალი არ ვიცი.....
მე პირადად ძაან მეეჭვება, რომ 600$ ად 1 წლიანი "აბონემენტი" - ს ამღები მოიძებნოს თბილისში,
შოთა.03
ვიტო
აზრობ? უცებ გამოიგონეს კლუბი და 600$ ფასი დაადეს. და ჩვენ ნეტა რამდენი უნდა დავადოთ ფასი? 5000$
აზრზეე არ ვარ რა კლუბია, მააგრამ მაგარი გარეკილი აქვთ, ეგ 600$ მარტო ცევრობა წელიწადი და რასაც დაიჭერ ის ცალკე....
თქვან მაგ დალოცვილებმა რომ თევზაობა აკრძალულია მაგ ტბაზე ბარემ
მაგრად გარეკეს რა ელაპარაკა ჩემი სიძე და კლუბს ვაკეტებო თუ გინდათ წევრობა ჩამოდით გნახოთ ვინ ხართო ისე ახლობლების პონტში ვაკეთებო. საინტერესოა რამდენი ახლობელი მეთევზე ყავს რომელიც 600$ იხდის
სულ გადაირია ეს ხალხი
......... ეეეეე კარგი მარკეტინგი ყავთ როგორც ჩანს............. გაქაჩავენ ალბათ...........
FISHING CLUB
მე რამდენადაც გავიგე, უკვე 15 წევრი ჰყავს მაგ კლუბს. ერთს პირადად შევესწარი, ერთ-ერთი ცნობილი და ძვირადღირებული ადვოკატი, რომ მოვიდა ტბაზე (იქ ვიყავი) და თავის პონტში როგორც უნდოდა ვერ მონახა ადგილი, რომ გაიგო 600 დოლარად არისო ტბა და მაგრა მოდისო, მეორე დღესვე წავიდა, მძღოლმა დარეკა, გზა იკითხა ტბის ხაზეინთან
რახაც შემოფდებულ პონტს გავს ეს
დავი მონადირე, დავი!
მე ძაან დამაინტერესა ამ ტბამ და სიამოვნებით წავალ
მე Eრტი რამ შევამჩნიე,ვინც სიმპატიით არის ამ ამბავთან განწყობილი ყველას 1 ან2 დაფოსტილი აქვთ და მემგონი ეს რეკლამის პონტში აკეთებენ 600 დოლარს მე ნაღდად არ გადავიხდი ამ აბონიმენტში,იმდენი კაი ადგილია საქარტველოში და მის გარეთ 600დავამატოთ კიდე 600 და თან დაისვენებ თან კაი დროს გაატარებ იგივე უკრაინაშI იგივე მოლდოვეთშში და ასე შემდეგ იქაც უამრავი მაგარი სათევზაო ადგილია )
CECEIRON
100000%
აბა რა ტო,ვიღაცას გოიმები ვგონივათ თუ რა?
CECEIRON
+10000000000000000000000
+1
ხო გეთანხმები მერე, ეგრეა.
გამარჯობათ სიონის შესახებ თუ იცით რაიმე . თუ იჭირება საზანი
საზანი ძალიან ჭირს წელს სიონში ძალიან.. შამაიაა მარტო აქტიურად.
რამე ახალი ხო არ არის ამ სასადილოს ტბეაზე, ისევ მარტო კლუბის წევრებს ათევზავებენ თუ მოვიდნენ ჭკუაზე
თქვენ გაიხარეთ ისეთ მუღამზე მოვედი... აქამდე არაფერი ვიცოდი ამ ტბის შესანიშნაობაზე.... გიჟივით ვარ მენატრებოდა ეგეთი ადგილი....
მდააა........ ჯერ გამარჯობათ. როგორ ხართ ბრაცი ? ქართველ კაცზე გორი არსება არარსებობს მოუნდათ გამდიდრება ბლიად. კვირას ვაპირებდი წასვლას კიდევკაი აქ შემოვიხედე !!! 600 $ არა ბუს კვერცხები ... აი 600 $ რო გადავიხადო და 1 დგე იყოს ისეთი რო თევზი ვერ დავიჭირო...... სირბილით კარგად დარბიან თუ იციიით?
სისულელეა სისულელე და კიდევ სისულელე ! ! ! !
ისე მაინც ეკიტხათ ვინმესთვის 600 $ ძაან ძვირი ხო არ იქნებაო.. ბრახ და მოუნდათ 600 $ :D:D
KAA მართალია! უნდა ვისწავლოთ ბოლო-ბოლო კერძო საკუთრების პატივისცემა!
მეც არ მომწონს სასადილოს ტბის მეპატრონის პირობები, მეტსაც ვიტყვი, რეალობისაგან მოშორებულად, აბსურდულადაც კი მიმაჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა თავს უფლებას არ მივცემ, რომ მეპატრონეს შეურაცხყოფა მივაყენო.
ხო და ამ 600 $ ხსენებას საერთოთ აეკრძალათ თევზაობა არ ჟობდაააა???? შეურაწყოფა ის არააა რო მიხვდიდე და გითხრას 600 $ გადამიხადე და მიდი ითევზავეო ???
ეს 600 დოლარი ერთ ადგილას უნდა შეტენო მერე დიდი კუჩოკი ყბაში გამოაბა და გატარებით ამოიკვანო წყლიდან. იბიო მატ
ნიკაP&A
და მიზეზი ხომ არ იცი, რატომ არ ათევზავებს?
ხო არ უნდათ და გავანებოთ თავი, მართლა კერძოა და რასაც უნდა იმას გააკეთებს... ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს...
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო, პირველი გვერდიდან გადავავლე თვალი და მაგრად ვიხალისე
ისე დაედოთ 100$ კლუბის საწევრო და რასაც დაიჭერ კილოობით იმისი ყველა ჩასვლაზე ცალკე. კლიენტი უფრო ეყოლებოდათ
100 ბაქსიც ძვირია , ინგლისში 1 წლიანი აბონიმენტი მქონდა 80 ფუნტი მივეცი და მთელი წელი კალმახზე და ორაგულზე შემეძლო თევზაობა სადაც გამისწორდებოდა, სასადილოს ტბას არ გავკარი
რით ვერ გაიგეთ, პატრონს არ უნდა რომ ხალხი ათევზაოს და მსურველების მოსაგერიებლად გამოაცხადა აბსურდული თანხა. სულ ეგაა და ეგ.
ბოლო-ბოლო რა ხდება სასადილოს ტბაზე ეხლა? იცით ვინმემ?
რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ჩემმა ახლობელმა წამიყვანა მაგის ახლობელია კოლია ნუ მართალი გითხრათ არ ვიცი რა ღირს და 600$ არის თუ არა მარა არ მგონია რო ეგრე ღირდეს ... ჩასვლა და გარკვევა უნდა.. დავიჭირეთ კალმახი სადღაც 5 კილომდე ტალახი იყო შევარდნილი ტბაში და წყალი იყო ამღვრეული ამისდამიუხედავათ თევზი მაინც აქტიურობდა ჩემმა მეგობარმა კარპი დაიჭირა სადღაც 800 გრამამდე იყო, პაპლაოკზე ვითევზავეთ და კარგათაც ვიჭირეთ და კაი ზომებიც.. თან ცუდი ამინდი იყო წვიმა ... ისე სერიოზული ტბებია... 2 ტბაა ერთში მარტო კალმახია და მეორეში ამური, საზანი , კალმახი კარგი ზომების.. გარკვევა ჭირდება ამ ყველაფერს..
Rniko
თუ შეგიძლია გარკვევა კარგი იქნება
მე არ ვიცი ნომერი თორე დავურეკავდი შოთა 03 იცის მგონი და ვთხოვოთ იცით რა მაგარი ტბებიაა სულ მოდის თევზი აი სულ
წყალი იყო ტალახიანი და მაინც მოდიოდა თევზი
წითელ ჭიას
სურათებსაც დავდებ ნელნელა
Rniko
არამგონია რო მართლა ეგეთი ფასი იყოს
Rniko
ხო მე ჩემმა ახლობელმა წამიყვანა და არ ვიცი ეხა რა სიტუაციაა დავრეკოთ...
გზა ჩერეს გომბორის ტეკი....მერე უჯარმა და მერეა სასადილო მარა ეხლა ვკიტხე იქაურებს და არავის უშვებენ გინდა კილოში 100 ლარი მიეციოო ესე რო მანდ წასვლას აზრი არ აქ,,,არადა წითელ კოპლებიანი კალმახია და უგემრიელესი
მანდ მეც ვიყავი შარშან და ზუსტად ეგრე გვითხრა მაგისმა პატრონმა, კლუბი მინდა ჩამოვაყალიბოო, 4-5 კაციანი გუნდები იქნებაო. (ცოტას ურევს სიმთვრალეში) 600 $ კაცზე 120 $ გამოდის და 1 წელი კაი პონტია.
კაი მასპინძელია. (თუ ხასიათზეა) (მთვრალი თუ არაა)
მოკლედ რაც შეეხება თევზაობას და მანდ არსებულ სახეობებს, ყავს: კარპისებრთა ჯიშის 3 სახეობა. საზანი, სარკისებრი და ჩვეულებრივი კარპი. არის მდინარის თევზი, რათქმაუნდა იორის. ტბაში მოშენებული კალმახი და ორაგული. ეგ რაც მე ნამდვილად ვიცი.
ძალიან ცუდ ამინდში ვითევზავეთ. კალმახის და "ტალსტალოპის" (პაცეჩკაზე) გარდა უკან ვუშვებდით ყველა სხვა სახეობას.
მაგარი ადგილია, უბრალოდ მართლა რომ იყოს მანდ ჩამოყალიბებული კლუბი, მშვენიერი იქნებოდა.
ჩასწორებულია
davit.p
არა ბრატ, შენ როგორ გითხრა არ ვიცი, მაგრამ იქ ასე დაგვიკონკრეტა იმ კაცმა: 1 კაცი იქნებაო ძირითადი წევრიო. და ეყოლება 4 მეგობარიო, რომლებსაც მასთან ერტად შეეძლებათო თევზაობაო. ასე თქვა და რავიცი, ეგ ისეთი ბედოვლათია გამორიცხული არაა დგეს 1000$ მოითხოვოს, არც გამიკვირდება.
თუ შეგიზლიათ ვინმემ სასადილოს ტბების პოტოები დაყარეეთ ზალიან მაინტერესებს იქაურობა
მე ვერ დაგეხმარები, სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოსურათები. ისე მოკლედ აგიხნი, არის მდინარე ივრის პირას, პატრონს რანჩო აქვს მოქყობილი.
სადაც თევზს ამრავლებს 1 სახლი იქ უდგას და მეორე მოშორებით სადაც ტბორებია.
კაი ადგილია, დასასვენებლადაც და სათევზაოთაც.
მშვენიერი ბუნებაც ხელს უწყობს და ჰაერიც გრილი.
ერთი კვირის წინ მოხდა ეს საქმე და
იორზე ვთევზაობდით
უფრო სწორედ ვაპირებდით თევზაობას
ჯერ ანკესები გამართულიც არ გვქონდა რომ......
რას ხედავს ჩვენი თვალები
მდინარეში წყალი წარღვნის სისწრაფით მაღლა იწევს
თვალსადახელსშუა იმღვრევა
ეტყობა სიონის ფსკერიდან გაუშვეს ყინულოვანი H2O
გვეთევზავა კი არა
სასწრაფოდ მანქანა გადავმალეთ
ჯიბეში მაყუთი ასე თუ ისე გვიჭყაოდა
ჰოდა
სასადილოს ტბებზე ხომ არ ავსულიყავით მეთქი –
ამენოო მითხრეს
გზიდან მარცხნივ ჩავუხვიეთ
რთხმელის შლაგბაუმი წარმატებით გავიარეთ
ბალახები და მიწაყრილები წარმატებით გადავლახეთ
და ვიღაცის საიდუმლო შტაბბინას მივადექით
პატიაშვილის სტილში აგებული აგარაკის თავზე
ამაყად ფრიალებდა საქართველოს ხუთჯვრიანი და ა.შ.შ. ს 50ვარსკვლავიანი დროშები
ეს სანახაობა გაგვიკვირდა და ცოტაარიყოს გვეამა
ზღურბლის შორიახლო შევჩერდით
მანქანიდან გადმოვედით
და "მასპინძელოოო!!!" შევუთვალეთ ყველა იქაურ სულდგმულს
ჩვენს "მესიჯს" მხოლოდ უზარმაზარი მეცხვარე ძაღლი გამოეხმაურა
თითქოს მიწიდან ამოიზარდაო
დაიწყო ყეფა-ბარიტონი
დადგა ზღურბლთან და გაამაგრა პერიმეტრი
ჩვენ ოდნავ ჩავიჯვისავით
მაგრამ პლასტინკა გადავატრიალეთ და:
"ლედის ენდ ჯენტლმეენ!!!"
მერე ყველამ ერთად ამერიკის დროშას ავხედეთ
ფრიალებდა
ვაჰ მე, არცერთი ენა არ ესმით
იქნებ დავუსიგნალოთ - მანქანის ენა ახლა ყველაზე გასაგებიაო - თქვა კოკამ
(ჩვენთან ერთად იყო)
ნაგაზი კი ისევ სცენაზე იდგა
და განაგრძობდა მოცარტის "დონ ჟუანის" დასკვნით არიას
როდესაც რამდენჯერმე მივუპიპინეთ
სახლიდან გამხდარმა კაცმა გამოყო ულვაშები
ლურჯ შლოპანცებზე ეტყობოდა -
აქაურობის ბატონ-პატრონი იყო
თავი დაგვიქნია და ძაღლის გვერდით შეჩერდა
გამარჯობა ვუთხარით
პასუხად ის ჩვენსკენ წამოვიდა და
გათამამებული და ღრძილებისგამოჩენამდე აყეფებული ნაგაზიც გამოყვა
ეგრევე მანქანაში ჩავჯექი და ფანჯრებიც ავწიე
მაგრამ დათო არ ჯდებიოდა:
(ჩვენთან იყო)
We want to Fishing
ნაგაზი და ლურჯშლოპანციანი კი უკვე ძალიან ახლოს იყვნენ
We have enough money
დაჯეეეეეექიიი ვუყვირით
What is the name of a dog?
– აქ არავის ვათევზავებ! – ჩამობერტყა ულვაშებიდან გამხდარმა
და ძაღლი დათოზე მიუშვა
ახლა კი დაუპასტელინდა სახე არამკითხე მოსპინინგეს
კბენის რამდენიმე გაბედული მცდელობის შემდეგ
ნაგაზი ოდნავ მოეშვა და დათოც მანქანაში შემოხტა
ავახვიოთ ავახვიოთ ავახვიოთო იძახდა
დავქოქე ცხენი
მობრუნება დავუპირე და
შენობაში გაუჩინარეული ულვაშიანის ნაცვლად
სახლის ზღურბლზე ქერათმიანი ქალი გამოჩნდა
მიახლოებით ქალბატონი გუგულის ხნის
მერე ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა
ხელით გვანიშნა შუშები ჩაწიეთო და
ჩვენც ჩავწიეთ
საკმაოზე კეთილი ცისფერი თვალები ქონდა
ნაგაზი კი აჩენდა პარადონტიტიან ღრძილებს.....
– ბოდიში ქალბატონო
ჩვენ აქ სათევზაოდ მოვედით
ფულიც გვაქვს
გადავიხდით
თან სპინინგებით ვარ
ვერაფერს ისეთს ვერ დავიჭერთ..."
– Speak clearly
გვპასუხობს საკმაოზე კეთილი მთვრალი ბებო
და რამდენიმე წამში მანქანის ირგვლივ მთელი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი იკვრება:
შორტიანი მოდელი ბიჭები
დაზაგრული კუპალნიკიანი ნაშები
ძაღლი კი ყეფს მხოლოდ ჩვენი მიმართულებით
გადასვლა და კუტუების მოკბეჩა ერთია
დავემშვიდობეთ ოკეანისგაღმელ ახალგაზრდობას
სხვა გზა არ გვქონდა
ხომ გაგიგიათ ძაღლი აღმართს ხნავსო თუ რასაც უშვება
))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ვა მაგარი კაცი ხარ.
ესეიგი ოკენის გაღმიდან ჩამოსულების ბანაკი გაიჩითა ხო? ანუ ბოისკაუტების რანჩო
მოკლედ მაგ "გაგრელ" ძიას მაგრად უჩალიჩია და თუ ხედავ შენ, "ამერიკლებიც" მოუჯიშეებიაა მანდ.
ხო მართლა მაშინ ჩვენ რო გვიმასპინძლა, აღნიშნა...როომ მის ვაჟს ყავს ამერიკელი მეუღლე და ალბათ "შინაურობა" იყო ჩამოსული
მოგესალმებით, მაინტერესებს კოლიას ტელეფონი, ხომ არ იცით ვინმემ. საქმე მაქვს მაგ ადამიანთან და თუ დამაკავშირებთ მადლობელი დაგრჩებით. მომწერეთ PM-ში.
საკონტაქტო ნომერი იცით ვინმემ????
საკონტაქტო ნომერი იცით ვინმემ????
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)