თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფასიანი სათევზაო ადგილები / კერძო მეურნეობები _ ტყუპი ტბები

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 16 2015, 19:22

1 სიტყვით მეგობრებო გაიხსნა ახალი კერძო ტბები სოფელ შილდაში, გარემო იდეალური, მასპინძლები კიდე უკეთესი ხოლო თევზი მთლად სასწაული.
ტბები შშმ პირებისათვის არის შექმნილი და გააჩნია ადაპტირებული სათევზაო ზონა. ბევრი რო არ ვილაპარაკო პირადად ვიყავი ვითევზავე და თავი სამოთხეში მეგონა....
აგერ ფბ გვერდი, გაეცანით ეწვიეთ დრო გაატარეთ....
https://www.facebook.com/TwinLakesGeorgia?fref=ts

ყველას გისურვებთ წარმატებებს....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 16 2015, 20:20

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 17 2015, 09:29

მაგარი საიხვე ადგილი ჩანს newsmile027.gif . მაინც მონადიროს თვალით ვუყურებ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 17 2015, 10:10

შოთა.03

უფრო დეტალური ინფორმაცია ხომ არ გაქვს? თევზაობა რა ღირს დაჭერილი თევზი რა ღირს, რა თევზი ყავს და ა.შ

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 17 2015, 11:05

ახალციხელი

ციტატა(axalcixeli @ 17th October 2015 - 11:10) *
უფრო დეტალური ინფორმაცია ხომ არ გაქვს? თევზაობა რა ღირს დაჭერილი თევზი რა ღირს, რა თევზი ყავს და ა.შ

newsmile05.gif მეგონა ფბ ლინკზე იქნებოდა D.gif
ესეიგი თევზაობა ღირს 25 ლარი. ოღონდ სექტორის ფასია ეს, ანუ შეგიძლია მიხვიდე 3-4 კაცი გადაიხდი სულ 25 ლარს და დაიკავებ 1 სექტორს დაახლოებით 10-15 მეტრის სიგრძისაა.

კილო თევზი ღირს 10 ლარი, შეგიძლია დაიჭირე-გაუშვის პრინციპით თევზაობა და შესაბამისად აღარ გადაიხდი დამატებით.

მობინადრეები არიან: საზანი, ამური, ლოქო, ჭანარი, კარჩხანა და კიდევ რაღაცრაღაცეები აღარ მახსოვს სხვა D.gif

სტანდარტულად მოდის 2-3 კილოიანი საზნები. 1 სიტყით კაი ბუნებაა და კაი კლიოვი

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 17 2015, 11:18

მერედა ძვირი არაა ?


პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 17 2015, 11:27

ალთაზარ

ციტატა(AJLTA3AP @ 17th October 2015 - 12:18) *
მერედა ძვირი არაა ?

სამი თუ წახვალთ კაცზე გამოდის 8.30 D.gif
აბა გამოთვალე ეხლა

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 17 2015, 12:21

შოთა.03
ეგ მარტო სექტორი
გზა? ყველას გაზი ხო არ ყავს ვოოტ + ჭამაი
მერე კიდენა. ამდეჯუ თებზი თუა რომელიმე მაინც ხო უნდა იყოს უფასო კარასის გარდა newsmile05.gif))) მაგალითად 2 კგ ანი საზანი საჩყქრად

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 17 2015, 12:52

წინა წლებში იყო მსგავს თემაზე დისკუსია. ხოდა მაშინ იმ ტბაზე თევზი ღირდა საბაზრო ღირებულებაზე ძვირი. პატრონი წერდა რომ დღგ მაქვს გადასახდელიო და იმიტომაა თევზის ფასი ასეო. ამ ტბაზე კიდევ საზანი 10 ლარი ღირებულა. ბაზარში ღირს 12. სულაც არაა ძვირი. ანკესების რაოდენობის შეზღიდვაზეც არაფერია ნათქვამი. ასე რომ არც შესვლის და თევზაობის საფასური გამოდის სხვა კომერციულ ტბებზე ძვირი.
უფასოდ არის ალაზანზე თევზაობა. მე პირადად ეს ბოლო ვარიანტი მირჩევნია. მიჯობს ბევრად ნაკლები ველური თევზი დავიჭირო ვიდრე საგუბარში მოშენებული. სადაც ჭერა თითქმის გარანტირებული გაქვს.

პრინციპში დიდი მეთევზე არც ვარ. მხოლოდ ნადირობის სეზონის გახსნამდე დავდივარ დროის მოსაკლავად.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 17 2015, 13:25

ზოგისთვის ძვირია და ზოგისთვისაც იაფი. საერთო ჯამში საქართველოში არსებულ ფასიან ტბორებს თუ გადავხედავთ ნორმალური ფასია. ხშირად სიარულს ნამდვილად ვერ მოვახერხებ მაგრამ წელიწადში ერთი ორჯერ შეიძლება რა.

პოსტის ავტორი: gelka72 Oct 17 2015, 17:17

ვისაც უგირს წავა და ისიამოვნებს კარგადაც, ვისაც არ უნდა გადახდა ის წავა კუმისში

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 18 2015, 16:59

ფასიც და ადგილიც მშვენიერია. წარმატებები მეპატრონეს...

პოსტის ავტორი: nugo1ng Oct 18 2015, 21:08

კუმისშიც ვერ წახვალ, ისიც ფასიანი გახდა, ჯოხი 4 ლარი, თან სიგარეტის ხელა კარჩხანას გარდა არაფერი არ მოდის.

პოსტის ავტორი: gelka72 Oct 19 2015, 00:20

ციტატა(nugo1ng @ Oct 18 2015, 22:08) *
კუმისშიც ვერ წახვალ, ისიც ფასიანი გახდა, ჯოხი 4 ლარი, თან სიგარეტის ხელა კარჩხანას გარდა არაფერი არ მოდის.

ასეა ხოლმე მუქთა საბარგულები.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 19 2015, 12:17

ალთაზარ
მსგავსი კითხვები მეპატრონეს D.gif
მე პატარა კაცი ვარ მივედი ვითევზავე ვისიამოვნე და წამოვედი... და აქ დავწერე ჩემი შთაბეჭდილება.
nugo1ng

ციტატა(nugo1ng @ 18th October 2015 - 22:08) *
კუმისშიც ვერ წახვალ, ისიც ფასიანი გახდა, ჯოხი 4 ლარი, თან სიგარეტის ხელა კარჩხანას გარდა არაფერი არ მოდის.

კუმისი კიდე რაც თავი მახსოვს სულ ეგრე იყო, ჯოხი 4 ლარი ღირდა....

პოსტის ავტორი: Alex Nov 26 2015, 13:35

ეგ საზანი რა სატყუარაზე დაიჭირეთ?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 16 2016, 12:37

Alex

ციტატა(Alex @ 26th November 2015 - 14:35) *
ეგ საზანი რა სატყუარაზე დაიჭირეთ?

1 წლის შემდეგ გპასუხობ და მაპატიე მეგობარო newsmile05.gif
სიმინდზე დაჯდა....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 12 2016, 11:14

ესეიგი მინდა პატარა რეპორტი გავაკეთო ამ თემაში, მთელი კვირა ვგეგმავდი რომ შაბათს წავსულიყავი ამ ტბებზე და გამეხსნა ნაყოფიერად სეზონი, შევეხმიანე ადმინისტრაციას, მივიღე გულრწფელი მოწვევა და შაბათ დილით გავუყევით შილდისკენ მიმავალ გზას....
გომბორზე როგორც წესი დილით ნისლი დაგვხვდა თეთრწყ**ბამდე...
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
თელავი რისი თელავია თუ სუ გულავი და სუ თელავი არაა newsmile05.gif იქაც 1 კურიოზული შ.პ.ს. დასახელებას წავაწყდი newsmile05.gif
http://postimage.org/
http://postimage.org/

ესეც თქვენი მონამორჩილი მე newsmile05.gif
http://postimage.org/
http://postimage.org/

ამასობაში გავიარეთ თელავის ბაზარი, სადაც ავიღეთ ბუნებაში გასასვლელად აუცილებელი ატრიბუტები, როგორიცაა: სამწვადე, სოკო, კიტრი პამიდორი, დედას პურები და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ჩამოსასხმელი სასწაული არაამქვეყნიური კახური, ქვევრის ღვინო....
მიუახლოვდით გრემს...
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
და მალევე მივედით ჩვენს აღთქმულ ადგილზე, რომელსაც ტყუპი ტბები ეწოდება!!!!
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ესეც ულამაზესი კავკასიონი, ბოდიშით ხარისხზე newsmile05.gif
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
გაჩაღდა დაუნდობელი და თავდაუდებელი თევზაობა, მოდიოდა და მოდიოდა საზნები, კარპები და ამური.
წითელი ჭია აქტიურობდა და სიმინდი, კენკვა იყო სტაბილური შუადღემდე და დღის მეორე ნახევარში როგორც წესი....
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
როცა ვიჯერეთ გული და მოსაღამოვდა, მასპინძლებმა ჩამოგვძახეს ამოდითო, ავედით და დაიწყო მარა რა დაიწყო....
კახელი რის კახელია? მააყარეს და მააყარეს, ცოტა ჩვენი, ცოტა მაგათი და საერთო ჯამში მივიღეთ კარგი ქართული სუფრა, თავის "ნავაროტებით" newsmile05.gif
რაზეც კიდევ და კიდევ ვუხდი უდიდეს მადლობას ტბების ადმინისტრაციას!!!
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ამის შმდგომ იყო, ჩახუტება, ულამაზესი სადღეგრძელოები, ქართული სიმღერები, სამომავლო გეგმებზე საუბარი და ასე შემდეგ.
ფოტოების გადასაღებად აღარავის გვეცალა და საბოლოოდ აღარც ტავი გვქონდა.
სამაგიეროდ ჩაიწერა ერთერთ ულამაზეს მოგონებაში.........
მადლობა ყურადღებისთვის....

პოსტის ავტორი: საბო Apr 12 2016, 11:24

კარგია კარგი..... small3d018.gif

აბა ფასები და პირობებიც დასწერე ერთი შენებურადა..........

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 12 2016, 11:43

გადადი პირველ გვერდზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 12 2016, 11:59

მშვენიერი რეპორტია თავისი სურათებიანად small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 12 2016, 12:35

შოთა.03

კარგი ამბებია კახეთისკენ როგორც ვხვდები...

ერთი სული მაქვს როდის მოვა საკლუბო შეჯიბრი...

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 12 2016, 13:04

მშვენიერია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 12 2016, 13:26

ჩელე
ვაფშე მანდაც შეიძლება შეჯიბრის ორგანიზება. იდეალური პირობებია მაგისთვის ყოველიმხრივ newsmile05.gif

ვიცნობ ადმინისტრაციას და შეიძლება დალაპპარაკება...

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 12 2016, 15:09

ციტატა(SHOTA @ 12th April 2016 - 14:26) *
ვიცნობ ადმინისტრაციას და შეიძლება დალაპპარაკება...

უკვე ნალაპარაკებია და დიდი ეგზემპლიარები არ მოდიოდა_?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 12 2016, 16:30

იყო 1-2. გაწყვიტა... :(
ლოქოც დიდები ყავთ 10+

პოსტის ავტორი: თაზო Apr 12 2016, 18:37

კარგია ძმაო, საღოლები თქვენ)) ალეკოს კიდე მასპინძლობა არ ეშლება რა, მაგარი კაცია)) ტურნირის ჩატარებას მანდ ვგეგმავთ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება)))

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 12 2016, 20:45

ლოქო რაზე დაჯდა?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 13 2016, 13:38

ნუკრიMax
სად ნახე ლოქო?

ციტატა(შოთა.03 @ Apr 12 2016, 12:43) *
გადადი პირველ გვერდზე newsmile05.gif

არც პირველ გვერდზე წერია

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 13 2016, 17:40

7 მეტრიანი სექტორი 12 საათი 25 ლარი, 24 საათი 40 ლარი.
ერთი კილოგრამი თევზის ფასი: კობრი 12, ამური 8, სქელშუბლა 5, ლოქო 20 ლარი. იმ შემთხვევაში თუ არ გაუშვებთ და სურვილი გექნებათ მომზადების: შებოლვა, მოხარშვა, შეწვა.

თაზო

ციტატა(თაზო @ 12th April 2016 - 19:37) *
კარგია ძმაო, საღოლები თქვენ)) ალეკოს კიდე მასპინძლობა არ ეშლება რა, მაგარი კაცია)) ტურნირის ჩატარებას მანდ ვგეგმავთ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება)))

რახან მე თქვენი წევრი აღარ ვარ, და შესაბამისად მონაწილეობასაც ვერ მივიღებ, მსაჯად მაინც წამიყვანეთ newsmile05.gif დიდი სიამოვნებით ვიმსაჯებ....
ნუკრიMax
ციტატა(Nukry @ 12th April 2016 - 21:45) *
ლოქო რაზე დაჯდა?

ლოქო არ დამიჭერია პირადად, მაგრამ კარაზე და ბაყაყზე ჯდებაო....

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 13 2016, 19:42

ციტატა(SHOTA @ 13th April 2016 - 18:40) *
კობრი 12

ცოტა ძვირია, დღეს ვიყიდე ბაზარში 8 ლარად.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 14 2016, 10:47

kardinal84

ციტატა(kardinal84 @ 13th April 2016 - 20:42) *
ცოტა ძვირია, დღეს ვიყიდე ბაზარში 8 ლარად.

ჯერ ვაფშე არც უნდათ გაყიდვა, კარგად რო გაიზრდებიან და გამრავლდებიან მერე მაგ ფასებსაც შეცვლიან, ესე არ დატოვებენ სავარაუდოდ....

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 14 2016, 10:54

იმედია!..უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ ბაზართან შედარებით ძვირია თევზი

პოსტის ავტორი: შოთა.03 Apr 14 2016, 12:18

kardinal84
ნუ ეგთითქმის ყველა სათევზაო მეურნეობაში ეგრეა, გამომდინარე იქიდან, რომ მანდ სპორტული ინტერესის მომენტია, თორე რა გზაში და საჭმელში ფული უნდა ხარჟო კარფურში ვეშაპი მოგივა newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)