თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მეძებრები _ უნგრული ვიჟლა

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 11:11

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Maverick Feb 7 2010, 11:25

snap
ეს შენი ძაღლია? იქნებ დაწერო რაიმე ამ ჯიშის შესაძლებლობებზე, მის ტექნიკაზე, დაგეშვაზე

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 11:27

ვიზლა. აკრიფე და ყველაფერია მის შესახებ.

პოსტის ავტორი: Maverick Feb 7 2010, 11:29

snap
კაი კაცო რას მეუბნები, google-ში ხომ არა შემთხვევით? newsmile045.gif newsmile035.gif newsmile035.gif
სნაპ, თემას როცა ხსნი კონკრეტულ ჯიშზე იმ ჯიშის ანოტაციაც უნდა მოაყოლო, თუ მხოოდ სურათის დადება გინდოდა, არის შესაბამისი პოსტები და იქ პოსტე

პატივისცემით

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 11:42

წყენა არ მიფიქრია თქვენი, უბრალოდ იმდენ ინფორმაციას მის შესახებ ვერ გადმოგცემთ. ისე კურცხალი, პოინტეი, ინგლისური სეტერიც მყავდა, მაგრამ ეს სულ სხვა მასტია. ზამთარშიც წყლიდან გამოაქ, ძალიან ტემპერამენტიანია,ნაბული პოინტერზე უფრო ლამაზი აქ. 6 თვის ასაკში გავიყვანე და ეგრევე კაი სტაჟიანი ძაღლივით დაიწყო ნადირობა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 12:03

ყველა ჩამოთვლილ ჯიშს დადებით თვისებებთან ერთად აქვთ მცირე ,რაღაც უაროფითი თვისებები. ამ ჯიშს საერთო არააქვს უარყოფითი თვისება.

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 12:13

Выжла, или венгерская легавая
Vizsia, Hungarian Vizsla, Magyar Vizsla, Hungarian Pointer


Сухая, но мускулистая выжла - собака среднего роста, сильная и быстрая в поле. Окрас сплошной золотисто - рыжий различных оттенков.

Высота в холке 56-61 см, вес 22-28 кг. Шерсть короткая, густая, гладкая, плотно прилегающая, без подшерстка. У жесткошерстной разновидности выжлы (не признаваемой клубами Великобритании и США) шерсть более длинная, жесткая и неплотно прилегающая, на морде шерсть короткая и прилегающая, есть небольшие усы, брови и борода, напоминающие щетину.

История. Венгерская выжла предназначена для охоты на ровной местности, где требуются быстрота поиска и выносливость. Считается, что предки выжлы попали на территорию современной Венгрии вместе с мадьярами. По другим источникам, подобные собаки существовали в Центральной Европе со времен средневековья, когда легавых применяли на соколиной охоте. За сохранением чистоты типа тщательно следила венгерская знать, которая очень почитала эту собаку. Выжла - универсальная собака, ее можно использовать и для охоты в гористой местности, а также для подачи подстреленной дичи с воды.

Порода признана FCI, АКС, UКС, КCGВ, СКС, АNКС.

Характеристика. Выжла очень умная и легко поддающаяся обучению собака, которая обладает врожденными охотничьими задатками. В домашних условиях доставляет много удовольствий. Она чистоплотна, недоверчива к посторонним, что позволяет полностью полагаться на нее как на сторожа.

პოსტის ავტორი: mgm Feb 7 2010, 12:14

ადრე მქონდა უნგრული წიგნი სადაც უნგრული მონადირე ჯიშები იყო არწერილი, უნგრული ვიჟლა არსებობს როგორც მოკლებეწვიანი ასევე უხეშბეწვიანი, საკმაოდ წარმატებული ჯიშია და ნადირობს ჩვეულებრივ კონტინენტალური მეძებრების მსგავსად, სტილიც თითქმის იგივეა, რამე განსაკუთრებული და ზეაღმატებული არა აქვს, უბრალოდ არ ჩამოუვარდება სხვა კონტინენტალურებს, წარმატებულია როგორც ფრინველზე ასევე სისხლიან კვალზე. ვიმეორებ საკმაოდ წარმატებული კონტინენტალური მეძებარია, თუ რომელი ჯობია-ამაზე ლაპარაკი უაზრობაა, ზოგს პოინტერი მოსწონს და ზოგს ჩიხუახუა.

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 12:21

ნადირობის შემდეგ არ საჭიროებს გაწმენდას, ერთს გაიბერტყება და და თითქოს სააბაზანოდან ეხლა გამოვიდაო რო შეხედავ. newsmile090.gif
ბინაში მოსავლელათ ძალზე ადვილია. სუფრა რომ დატოვო და სახლიდან გახვიდე ხელუხლებელი დაგხვდება. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 12:28

ციტატა(snap @ Feb 7 2010, 13:13) *
Она недоверчива к посторонним, что позволяет полностью полагаться на нее как на сторожа.



სურათებით თუ ვიმსჯელებთ,ლამაზი ნაბული აქვს,დახასიათებაც საინტერესოა და ცუდი ძაღლი არ უნდა იყოს.აი,უცხოებთან მიმართებაში კაი ხასიათი ჰქონია,პოინტერივით ყველას არ ეთამაშება,თუმცა ეს კარგი შეიძლება ცუდად გადაიქცეს,თუ ბინაში გყავს და მეზობელი დაგიკბინა.

ვიჟლა ჩვენთან არც მინახია.
snap
თუ შენ გყავს,უფრო მეტი ინფო დადე

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 12:31

უნივერსალია. კაკაბზეც მაგარია.

ძაღლის იმედზე რატო, დროებით რომ სუფრიდან ადგეთ უბრალოთ არ გაეკარება. მინდორშიც. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 12:35

ციტატა(თენგო @ Feb 7 2010, 13:24) *
snap

სუფრა რატო უნდა დატოვო ძაღლის იმედზე ეგეც გვითხარით)newsmile05.gifnewsmile05.gif:



კაი სანახავი იქნება სუფრის თავზე მჯდარი რო დაგხვდეს ყანწით ხელში და ქათმის ბარკალი გადმოგიგდოს,ჭამის ნებაც არ მოგცეს და აპორტ-იო დაგიძახოს

ბოდიშს ვიხდი არათემატური პოსტისთვის

ციტატა(snap @ Feb 7 2010, 13:31) *
უნივერსალია. კაკაბზეც მაგარია.

ძაღლის იმედზე რატო, დროებით რომ სუფრიდან ადგეთ უბრალოთ არ გაეკარება. მინდორშიც. newsmile090.gif


ამას ნებისმიერი სწორად გაწვრთნილი ძაღლი უნდა აკეთებდეს

მე უფრო ის მაინტერესებს,ჩვენს პირობებში რამდენს ჰყავს ეს ჯიში და როგორ გამოადგათ.ძებნის მანერა როგორი აქვს და ა.შ. ის,რაც ლიტერატურაში წერია გასაგებია,მაგრამ აქაურ პირობებთან როგორ ჯდება,შემოდგომით მწყერზე და ზამთარში იხვზე როგორ მუშაობს და ა.შ.
ამის მერე შეიძლება დავინტერესდე

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 12:36

მე სიძე ვერ მოუძებნე. დამრჩა ქალიშვილად 8 წლის ასაკში. უბრალოთ ამ ჯიშის მამრი ვერ ვნახე. newsmile038.gif

პოსტის ავტორი: mgm Feb 7 2010, 12:39

snap
საკმაოდ კარგი ძაღლი კყავს და მართლა კარგი ჯიშია, საგვარეულო ნუსხა თუ აქვს? ისე პოინტერს და ინგლისურ სეტერს გაშლილ ადგილზე ძაღლი ვერ აჯობებს და არა მგონია ეს ვიჟლამ მოახერხოს, საკმაოდ კარგი მონადირე ჯიშია, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ ყველას ჯობია უხერხულია.

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 12:40

snap,
ეს საიდან ჩამოიყვანე? საინტერესოა ნადირობის სურათები თუ გაქვს...
გამოდის,რომ კმაყოფილი ხარ ამ ძაღლით და ჩვენც გვირჩევ.მეტი ინფო უნდა დადო,საბუთები თუ გაქვს,იქნება გაგეყვანა საველეზე,ან ფორუმელებიც ვაპირებთ რაღაც მაგდაგვარს და იქ მაინც

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 12:45




ინტერნეტში უნდა ვნახო,იქნება ვიდეოები ამ ძაღლით ნადირობაზე,ადრე არ დავინტერესებულვარ,ახლა რახან კაცი ამბობს მე მყავს და კარგიაო...

პოსტის ავტორი: mgm Feb 7 2010, 12:46

http://www.radikal.ru

ესეც უხეშბალნიანი.

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 12:47

აგრესიული უცხოს მიმარ არარი. არავისთვის არ უკბენია. თუ ვინმეს მოფერება მოუნდება უბრალოდ აშინებს. მოსკოვიდან გამომიგზავნეს. ეხლა დროებით საქართველოში არ ვიმყოფებით. ნადირზე მართალი გითხრათ არ გამიყვანია .გავუფრთხილდი ნამეტანი. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: mgm Feb 7 2010, 12:49

მოგეხსენებათ , თუ რა დონეზე ნადირობა უნგრეთში, ამიტომ არ არსებობს რომ ეს ჯიში არ აკმაყოფილებდეს მონადირის მოთხოვნებს, ეხლა სნაპის ძაღლი როგორ ნადირობს ვერ ვიტყვი, მაგრამ უნგრეთში საკმაოდ პოპულარულია და გავრცელებულიც. ნადირობენ როგორც ფრინველზე ასევე ჩლიქოსნებზე, ძირითადად სისხლიან კვალზე.

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 12:49

ვერ მივხვდი,ხოხობი დაიჭირა?


პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 12:55

ადრე არ აკეთებდა,პატარა რომ იყო. ეხლა 10 მწყერიდან 5 თვითონ იჭერს. სხვამ თუ მოკლა არ მისცემს ჩემთან მოაქ. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 13:01

snap

ქურდი ყოფილა შენი ძაღლი, newsmile035.gif newsmile035.gif ჩემიც ეგრე აკეთებს,მე მაინც ვერ ვკლავ და სხვისი მოკლული მოაქვს ხოლმე,მარა ვაბრუნებ.

რაც შეეხება იმას,რომ მწყერს იჭერს,ეს არც თუ კარგია,რადგან როცა ვერ დაიჭერს,გაკიდებას იწყებს ხოლმე

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 13:06

ვიცი რომ არ ვარგა გაკიდება. ცოტა გავაფუჭე. საფანტიც მიიღო კისერში .ერთმა ვაი მონადირემ ესროლა. მაგრამ ერთკვირაში ისევ გაეკიდა. newsmile038.gif

პოსტის ავტორი: გოგა Feb 7 2010, 16:27

მომეწონა ეს ჯიში,კურცხაარს გავს რაღაცით.საინტერესო იქნება მეტი ინფო

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 17:30

ВЫЖЛА ВЕНГЕРСКАЯ первоклассная подружейная собака; любимец всей семьи. Выжла - национальная венгерская порода - принадлежит к числу самых чистокровных пород. Это превосходная универсальная легавая с уравновешенным темпераментом, острым чутьем, хорошим поиском, великолепной стойкой и умением подавать сбитую птицу. Охотничьи таланты не мешают ей прекрасно жить в семье и быть всеобщей любимицей. Рост кобеля — 57-63,5 см, суки 53-60 см. Вес - 22-30 кг. Нуждается в продолжительных прогулках и серьезных физических нагрузках. Выжла разводилась венгерскими магнатами, которые тщательно следили за сохранением чистоты породы. Эта собака отличается выдающимися полевыми качествами. Венгерская выжла, одна из самых чистокровных пород в мире. Выжла - собака средних размеров, благородной наружности, крепкого сложения, без признаков облегченности. Окрас. Червонного золота. Небольшие белые отметины на груди и лапах допустимы, но нежелательны. Голова. Очень сухая и благородная. Череп умеренной ширины между ушами, со срединной бороздой на лбу и неглубоким переходом от лба к морде. Хвост. Умеренной толщины, посажен довольно низко. Купируют на одну треть. При движении должен держаться горизонтально. Лапы. Круглые, кошачьи, с короткими сводистыми пальцами в комке. .

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: ჩელე Feb 7 2010, 18:00

შანსი არ არის ვინმეს არ ყავდეს მამალი ან იქ სადაც ხარ არ ყავთ? დახასიათება კარგი აქვს, დანარჩენი უკვე აღზრდაზეა დამოკიდებული ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 18:10

უხეშბალნიანი გამოყვანილია დრათჰაართან შეჯვარებით.

http://radikal.ru/F/s001.radikal.ru/i196/1002/2f/396e177e4eaf.jpg.html

Выжла энергична и бесстрашна, на охоте азартна и вынослива, в доме нежна и спокойна. Она очень умна и послушна, слушается хозяина и все понимает с первого слова. Это собака чувствительна к тону голоса хозяина и к его настроению. Когда вам плохо, выжла разделит это чувство вместе с вами.
http://radikal.ru/F/s003.radikal.ru/i202/1002/3d/91cbff0ad829.jpg.html

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 18:26

ჩვენთან რომ იყოს შეიძლება კურცხაარისთვის გაეწია კონკურენცია,ძებნის მანერით ჰგვანან ერთმანეთს,თუმცა ვიდეოებში მომეჩვენა,რომ ვიჟლას ნაბული ბევრად არისტოკრატიულია და პოინტერისას წააგავს

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 18:54

სამწუხაროდ სადაც ჩვენ ვართ იქ არ ნადირობენ. მაგრამ დავბრუნდებით და 12 წლის ასაკშიც შეძლებს ნადირობას.http://radikal.ru/F/s001.radikal.ru/i196/1002/97/a5122da955dc.jpg.html

შანსი არ არის ვინმეს არ ყავდეს მამალი ან იქ სადაც ხარ არ ყავთ?

მამალი კი ყავთ.

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 19:04

რაც ახალ ამ სურათიდან შევნიშნე :

1.სამონადირეო სტაჟი პატარა არ გექნებათ,მანამდე თუ გყავდათ სხვა ჯიშის ძაღლები და ვიჟლა რითი ჯობია მათ?

2.მართლა ასეთი ჭკვიანია,რომ ბანაობის მერე ხალათით დადის?

3.თათებზე და მკერდზე პატარა თეთრი ლაქები ეტყობა,რაც ჯიშის დახასიათებიდან გამომდინარე არ არის სასურველი,თუმცა ნაკლად არ ითვლება.

ახალი ხილია ეს ჯიში და თემა რომ გახსენით,ახლა ჩვენ გვიყურეთ რამდენ კითხვებს დაგისვამთ newsmile041.gif


პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 19:18

Жесткошерстная выжла происходит примерно с 1930-х годов, когда заводчики гладкошерстных выжл заметили, что некоторые особи имели более толстую шерсть, которая лучше защищала от воды, холода или ударов веток.

Селекционер Вазас Джозеф скрестил такую выжлу с немецкой жесткошерстной легавой и в конечном итоге получил собак, похожих на современных жесткошерстных выжл.

შენ შემოგევლე ეგეთი რაღაცა მეტი არ დაწერო,სად წაიკითხე ეგ.

პაჩტი ადამიანივით არის. კი ზემოთ ავღნიშნე მყოლია სხვაც,მაგრამ ეს გამორჩეულათ მომწონს ნადირობის მანერით. მინდორში და ტყეში სილამაზით. სხვა მასტია რა. ოჯახშიც ცხოვრების განსაკუთრებული მანერები აქვს. თეთრი ლაქები მართლაც არარი სასურველი ამ ჯიშისათვის, მაგრამ დასაშვებია.

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 20:09

snap

კუდი გრძელი ჩანს სურათებშიც და ვიდეოებშიც,ვიდრე კურცხაარებს და დრათხაარებს აქვთ,უფრო გრძელს უტოვებენ ალბათ.
ჩვენთან არ მინახავს,იქნება შემოიყვანონ და გაპოპულარულდეს,მაგრამ ამ ეტაპზე გერმანულებს ვერ ჩაანაცვლებს,დიდი ხანია ეს ჯიშები ლიდერობენ დასავლეთ საქართველოში იხვის სეზონის დროს.
დავა ამა თუ იმ ჯიშის უპირატესობაზე ამ ფორუმზეც გვაქვს,თუმცა ამ დისკუსიებში ვიჟლა ნახსენები არ ყოფილა,არაა ეს ძაღლი ჩვენთან და იმიტომ.ისე,სიმართლე გითხრათ,საინტერესოა

ციტატა(snap @ Feb 7 2010, 20:18) *
შენ შემოგევლე ეგეთი რაღაცა მეტი არ დაწერო,სად წაიკითხე ეგ.



აქ რა იგულისხმეთ?

1 კითხვა მაქვს კიდევ:ფორუმზე არის ერთი თემა - ,,ვინ როგორ გაიგო ჩვენი ფორუმის არსებობის შესახებ"?
თქვენ,როგორც ვიცი,საქართველოში არ ცხოვრობთ.საინტერესოა თქვენი პასუხი.

მართლა პოპულარული და საინტერესო ფორუმი გახდა ოჩოპინტრე.

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 20:15

კუდი გრძელი ჩანს სურათებშიც და ვიდეოებშიც,ვიდრე კურცხაარებს და დრათხაარებს აქვთ,უფრო გრძელს უტოვებენ ალბათ.

წესით ერთ მესამედს აჭრიან,მაგრამ ბევრი არ აჭრის. ცოტა გრძელი კი არი, მაგრამ არ უფუჭებს ჩემი აზრით ექსტერიერს.

ეგ მე არ დამიწერია. პასუხი გავეცი.

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 20:20

ციტატა(snap @ Feb 7 2010, 21:15) *
წესით ერთ მესამედს აჭრიან,მაგრამ ბევრი არ აჭრის. ცოტა გრძელი კი არი, მაგრამ არ უფუჭებს ჩემი აზრით ექსტერიერს.



პირიქით,ცოტა გრძელი უხდება კიდეც,ნამდვილად არ აფუჭებს ექსტერიერს.
ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე(ნადირობაზე იყო),ირლანდიური სეტერით,პოინტერით და დრათხაარით ნადირობდნენ.სამივე უმაღლესი ძაღლიაო,მაგრამ ეს დრათხაარი მსოფლიო ჩემპიონიაო ამბობდნენ.გნოლზე ბრწყინვალედ მუშაობდა სამივე.დრათხაარს კუდი საერთოდ არ ჰქონდა მოჭრილი,ნამდვილად არ უხდებოდა,მაგრამ იდეალურად მუშაობდა.

პოსტის ავტორი: snap Feb 7 2010, 20:36

საკუთარ ლეკვს კუდი როგორ უნდა მოაჭრა. newsmile058.gif

ზოგ ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს მე მგონი მოჭრა. newsmile027.gif

ისე 10წუთით ,რომ დატოვო,უშენოდ მაინც ისე გხვდება თითქოს მთელი დღე არ უნახიხარო და ამკუდს არ აჩერებს კაი ხანი,კუდის წვეტი უზიანდება, სულ დასისხლიანებული ქონდა, უნდა მომეჭრა. newsmile045.gif


პოსტის ავტორი: Shottto Jun 9 2010, 04:31

მოგესალმებით ყველას,
ეს ჩემი პირველი პოსტია ამ ფორუმზე და თუ რამე ავურიე გთხოვთ მომთმენები იყოთ.
მე მყავს ვიჟლა- როკი, მამალი. მე თვითონ ეხლა თბილისშო არ ვარ და ძაღლს მამაჩემი უვლის.
მეც და მამაჩემიც მოწამლული მონდაირე და მეთევზეები ვართ.

ეხლა რაც შეეხება ძაღლს- როკი არის წლინახევრის. გვაჩუქა ოჯახის მეგობარმა, მასაც აჩუქეს და ეგრე. საბუთები არ აქვს, მაგრამ სუფთა სისხლია.2 კვირის იყო რო გვაჩუქეს და ეგეთი სასაცილო ლეკვი მე მეორე არ მინახავს.

თვითონ ჯიში 2000 წელზე ძველია, და უნგრული სამეფო ოჯახების პოინტერად არის მოხსენიებული ხშირად ლიტერატურაში. snap-ს დავეთანხმები რომ ეგეთი გამორჩეული ძაღლი არ არსებობს მეორე. ჯერ ერთი რო ძალიან ლამაზია როცა მუშაობს. მეორე რომ მაგარი ჭკვიანია როგორც ნადირობისას, ისე სახლში მაგრამ რამე "ნიპრიჩომ" ბრძანება თუ უთხარი შეიძლება არც შემოგხედოს, ანუ თუ 5 ჯერ უთხარი ადექი დაჯექიო ადგება და წავაnewsmile05.gif

როგორც სახლში ისე გარეთ კარგად ერგება, ჩვენ გარეთ გვყავს და სახლში აკრძალული აქ შემოსვლა, და ყოველდგე თუ კარი ღიაა ჯერ ერთ წინა თათს შემოყოპს მერე მეორეს, სანამ არ ეტყვ გადიო დგას ეგრე, ან ნელნელა გეპარება, ეგეც თამაშის პარგლებში.

ისე ზალიან მოსიკვარულე ტიპია, ცოტა ზედმეტად თუ უღრიალე ეგრევე იღუშება და მაგრად ერიდება. გარეთ თუ ვზივარ სულ მოწებებულია ან ჩემზე ან მამაჩემზე, ჩამოდებს თავს კალთაზე და არის. ეგრე მხიარულებით კოკერს თუ შევადარებ ისიც კოკერზე ბევრად მხიარული და აქტურია.
გაწვრთნით ადვილი გასაწვრთნელია, მოტანა ერთ, პირველივე ცდაზე ვასწავლე. ნადირობისას მოაქვბს ან ჩემთან ან მამაჩემთან, დანარჩენები ტიტკოს და არც არსებბობდნენ. მწყრის დაჭერა არ უვარს, და როცა ნადირობს საერთოდ მაგარი დამჯერია.
6-9 თვემდე ტრენერთან იყო 3 თვე, ოჯახით ვიყავით საზღვარგარეთ და ტრენერმა თქვა ზედაც არ მომაფურთხაო, მარა აგნიშნა რო მწყერზე ვარჯიშის დროს ეგრე შორიდან სუნი ჯერ არცერთ ძაგლს არ აუღიაო.
ჩვენც პირველად სანადიროდ რომ გავიყვანეთ პირველივე მწყერი სტოიკით ამოიყვანა ლამის გავგიჟდი. იძახიან ინსტინქტიო.

ნაკლები რაც წავიკითხე არის თანდაყოილი მენჯის ამოვარდნილობა ზოგ ლეკვში, და სხვადასხვა კანის ალერგიები (თუმცა ჩემი კია ტანკივით). ტანკზე გამახსენდა და მაგარი ვირი ძაღლია, იდეაში დღეში 40 წუთი მაინც უნდა ასეირნო თან აქტიურად იმისთვის რო "ხოდზე" იყოს.თუ სანადიროდ ვერ გავედით კვირაში 3-4 ჯერ მაინც მანქანიდან ვარბენინებთ, დღეში 20-30 კილომეტრზე მეტი ურბენია, და სახლში რო მივიყვანე და ეზოში გავუშვი კიდე გიჟივით დარბოდა.
მოკლედ ეს ძაღლი არ იღლება. ნადირობის მერე სანამ კარგად არ დაისვენებს წყალს არ ეკარება.
უყვარს ბავშვები.

რაც შეეხება კუდის მოჭრას- უნგრეთში საერტოდ აიკრძალა კანონით, მეც ვიომე და არ მოვჭრევინე კუდი, უნგრელი ტიპი გავაძრე სპციალისტია როგორც იძახის, და არ ღირს მოჭრაო.. მარა ამ კუდს იქნევს გიჟივით, და თუ მოგარეტყა ცრემლებამდე გაგამწარებს. თან ყველაფერს ურტყავს და უსისხლიანდება და ძალიან ძნელად უხორცდება. თუ მოჭრაა პირველივე დღეებში უნდა, მერეც აჭრიან მარა ნარკოზით და უბედურებებით, მოკლედ ცოდოა.

ისე ბევრი სხვა ძაღლისგან განსხვავებული თვისებები აქვს, მააგლითად თუ არ ნადირობ მაგრად უყვარს მაიმუნობა რაღაცეების მოტანაზე, ტუ მუშაობს ერთი სიამოვნებაა ყურებს მინდორში. შორს არასდროს არ გარბის. და სადმე ტუ ზის პრნველი მთელ მინდორში არ აცდება.
საღამოს ვინმე ტუ შემოდის ეზოში ყეფს მარა არ კბენს.
ერთი უცნაური რამე შევამჩნიე, ვერ იტანს დამლაგებელს, უკბინა ხელზე დაჟე. თავიდან მეგონა დამლაგებელმა ან ცემა ან შეაშინათქო, მარა მერე, შემოვიდა დეიდაჩემის დამლაგებელი, ნანხაიც არ ყავდა ადრე, და მაგაზე გაიწია საკბენადnewsmile05.gif არად სხვა არავიზე არ იწევს, რამდენჯერ მაგისთვის უცხო შემოსულა მთვრალი და რამე მარა მაქსიმუმ დაუყეფოს და ეგაა.

მოკლედ არასდროს არ მეგონა ძაღლი თუ ეგრე შემიყვარდებოდა, არადა ადრე მყავდა, პოინტერი, კურცხარი შავი სეტერი. და ვერცერთი ვერ მივა ახლოს ვიჟლასთან.
snap- მოგწერე ცალკე შეტყობინებაც და თუ დაგაინტერესებს შევახვედროთ.
ერთი ორი ფოტოც მაქვს მარა ატვირტვა რაღაც ვერ დავამუღამე, რო ვისჭავლი ავტვირთავ. იმენან ინტერნეტ ლინკია საჭირო, კომპუტერიდან როგორ ავტვირთო?


უი ერთი ნაკლი კიდე ჩემსას რაც აქვს- სეირნობა უყვარს მაგრად, და მანკანის საბარგულს ვაღებ თუარა ცირკის პუტანკასავიტ ხტება მანკანაში. ზამთარში იქვე მდგომ ტაქსისტს შეუხტა, კივილით გარბოდა კაციnewsmile05.gif







ვიჟლამ წელს მოიგო http://www.dailymail.co.uk/news/article-1258001/Crufts-2010-Yogi-Hungarian-Vizla-beats-22-000-doggy-contenders.html "კრაფტ" შეჯიბრი ინგლისში, ერტერტი ყველაზე ელიტარული შეჯიბრი "როგორ საჩვენებლმა ძაღლმა". იგივე საღამოს მოიგო საუკეტესო მონადირე ძაღლის ტიტულიც/

პოსტის ავტორი: Shottto Jun 9 2010, 04:51

აიტვირთა მგონი, ესაა როკი.
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 9 2010, 10:51

Shottto

მაგარი ძაღლი გყავს newsmile027.gif
არის დედალი თბილისში, რო შეაჯვარო ?

პოსტის ავტორი: Shottto Jun 9 2010, 11:24

[quote]Shottto

თუარა და კახეთში გონჩების და კურცხარების რიგი დგასnewsmile05.gif სეზონზე რო ჩავალ გადავატარებ ნახევარ წითელწყაროს:)quote]

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jun 9 2010, 11:53

Shottto
ძალიან მაგარი ძაღლია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif !! მომწონს ეს ძაღლები newsmile045.gif newsmile027.gif newsmile027.gif .. ეხლა რაც შეეხება სხვა ჯიშის ძაღლების რიგს რათქმაუნდა ტქვენი გადასაწყვეტია მაგრამ სხვადასხვა ჯიშის ძაღლების შეჯვარება არ მიმაჩნია მიზან შეწონილად .. ისედაც ბევრია საქართველოში მეტისი ძაღლები რომლებიც დროთა განმავლობაში ისევ სუფთა სისხლის ძაღლებს ეჯვარებიან და საბოლოოდ იწვევენ სხვადასხვა ჯიშების დაბეჩავებას და განადგურებას საბოლოოდ მაგის შედეგია დღეს საქართველოში კარგი ექსტერიერის და მუშა თვისებების ძაღლის მონახვა ცოტა არ იყოს რთულია !!!

პოსტის ავტორი: Shottto Jun 9 2010, 12:34

ციტატა(ლევანა90 @ Jun 9 2010, 12:53) *
Shottto
ძალიან მაგარი ძაღლია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif !! მომწონს ეს ძაღლები newsmile045.gif newsmile027.gif newsmile027.gif .. ეხლა რაც შეეხება სხვა ჯიშის ძაღლების რიგს რათქმაუნდა ტქვენი გადასაწყვეტია მაგრამ სხვადასხვა ჯიშის ძაღლების შეჯვარება არ მიმაჩნია მიზან შეწონილად .. ისედაც ბევრია საქართველოში მეტისი ძაღლები რომლებიც დროთა განმავლობაში ისევ სუფთა სისხლის ძაღლებს ეჯვარებიან და საბოლოოდ იწვევენ სხვადასხვა ჯიშების დაბეჩავებას და განადგურებას საბოლოოდ მაგის შედეგია დღეს საქართველოში კარგი ექსტერიერის და მუშა თვისებების ძაღლის მონახვა ცოტა არ იყოს რთულია !!!

გეთანხმები ლევან,
თუ ძაღლი სუფთა სისხლის არის, რა თქმა უნდა ცოდოა ჯიშის გაფუჭება, მაგრამ მე რა ძაღლებზეც ვლაპარაკოობ კახეთისკენ არამგონია პრინც ვილჰელმის სახლის შთამომავალი იყოს რომელიმე.
თან თუ დედალი ვიჟლა ვეძებე თბილისში, მაშინ მე დავრჩები ქალის გარეშეnewsmile05.gif
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ რავი ცოდო არაა ეს ჩემი ძაღლი უქალოდ? 2 წელია სირბილის მეტი სიხარული არ უნახავს, და რასაც ეგ გვანადირებს და გვართობს მემგონი ერთი გაგულავება არ წალეკავს წითელწყაროს გონჩების ღირსებასnewsmile05.gif
თან ამან თუ შთამომავლობას თავისი სუნის ალღო და ჯანი გადასცა ვპიქრობ რო შესაძლებელია რამე საინტერესო გამოვიდეს.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jun 9 2010, 12:48

Shottto
მცდელობა თუ გქონდა საქართველოში სხვა ვიჟლის მოძებნის იქნებდა ვინმეს ყავს დედალი ..

newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Shottto Jun 9 2010, 12:56

ციტატა(ლევანა90 @ Jun 9 2010, 13:48) *
Shottto
მცდელობა თუ გქონდა საქართველოში სხვა ვიჟლის მოძებნის იქნებდა ვინმეს ყავს დედალი ..

newsmile027.gif newsmile027.gif


იყო მცდელობა მარა აღარ გამოჩდნენ

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 9 2010, 13:47

Shottto
ეს ჯიში პირველად გავიგე და უკვე დამაინტერესა.. მართლა კარგი ძაღლი გყავს newsmile027.gif haski.gif

პოსტის ავტორი: Shottto Jun 9 2010, 14:27

ციტატა(ლეკი @ Jun 9 2010, 14:47) *
Shottto
ეს ჯიში პირველად გავიგე და უკვე დამაინტერესა.. მართლა კარგი ძაღლი გყავს newsmile027.gif haski.gif


მადლობა,.კი მართლა კაი ძაღლია. მართლა ოჯახის წევრივითაა

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jun 9 2010, 18:54

Shottto
ტვიტონ ეს შენი ძაღლი საიდან არის ჩამოყვანილი ?

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 9 2010, 19:22

ძალიან ლამაზი და უცხო მეძებარია გეთანხმებით, მაგრამ,ბნ თენგოს ნათქვამისა არ იყოს უფრო ეგზოტიკური ძარლია საქართვლოში.

კარგი იქნებოდა რათქმაუნდა ამ ჯიშის მოყვარულებს ეზრუნათ საველე მომზადებებზე და შემდეგ გამრავლებაზეც...როგორც მეძებარი ძაღლის ჯიში.

პოსტის ავტორი: Shottto Jun 9 2010, 19:34

ლევან, საიდან არის არვიცი, საბუთები არ აქვს, ისე საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა რამენაირად საბუთების აღდგენა.
რაც შეეხება გამრავლებას, საინტერესო იდეაა, მაგრამ პირველ რიგში ძვირი ღირს ძაღლი, 800 ევროს ფარგლებში. ასევე მოვლა უნდა, მოვლა ითვალისწინებს ხშირ და აქტიურ სეირნობას და/ან ეზოიან სახლს, მეტი იდეაში არაფერი არ უნდა.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Nov 9 2010, 21:34

მეგობრებო, დღეს მე და ჩემ ძმაკცს გვაჩუქეს უნგრული
ვიჟლის ხვადი ლეკვი გაგიჟებულები ვართ სიხარულით,
დედას საგვარეულო ნუსხა აქვს, მამის პატრონი ელჩია და
იქ ქონია საბუთი იმედია გამოაგზავნის, ჰო რა უნდა გთხოვოთ
ვინმეს თუ აქვს ინფო ამ ჯიშზე დაწერეთ

პოსტის ავტორი: Shottto Nov 9 2010, 22:10

ციტატა(გიზოვიჩი @ Nov 9 2010, 22:34) *
მეგობრებო, დღეს მე და ჩემ ძმაკცს გვაჩუქეს უნგრული
ვიჟლის ხვადი ლეკვი გაგიჟებულები ვართ სიხარულით,
დედას საგვარეულო ნუსხა აქვს, მამის პატრონი ელჩია და
იქ ქონია საბუთი იმედია გამოაგზავნის, ჰო რა უნდა გთხოვოთ
ვინმეს თუ აქვს ინფო ამ ჯიშზე დაწერეთ


მე მყავს და ძალიან რთული მოსავლელია. მარა ეგეტი მეორე არ მეგულება
ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ დღეში 40 წუთი მაინც უნდა სეირნობა თორე ცოდოა. ძალიან ბევრი ენერგიაა აკვს ძაღლსდა თუ არ გახარჯა დაიტანჯება, ან ეზოს გადათხრის და რაზეც კბილი მიუწვდება ყველაფერს შეჭამსnewsmile05.gif

ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვა ძაღლებს ლეკვობის ასაკში გააცნო და ატამაშო თორე აგრესიული ხდება და გაიწევს.
ჩემი ძაღლებზე აღარ იცევს, მაგრამ დამლაგებლებს ერჩის. ჩემიც დაკბინა და დგემდე უღრენს.

უცხოებზე ისე არ იწევს, მარა თუ ვინმე მარტო შემოვიდა ეზოში გაიწევს.

ნადირობას რაც შეეხება მე ეგეთი მონადირე მეორე არ მინახავს, მინდორში მწყერი თუ არის შანსი არაა რო აცდეს. იგეშება პრინველზეც, ნადირზეც და ყველაპერზე რაც დარბის.

მარა სეირნობა აუცილებელია.

ისე საწაული ძაღლია, ბავშვებზე გიჟდება. ძალიან უყვარს კომფორტი, ჩემსას მაგალიტად "ადიალა" ევასება ისე რო თუ არ აფარია არ იძინებს, თვითონ ძვება და ინაბება მერე. ძალიან სასაცილო ტიპია სეართოდ.
წყალს ისე არ დალევს ტუ არ დაუსვენა, მართლა გასაგიჟებელი თვისებები აქვს, და მალე ოჯახის წევრივთ გახდება.\
წყალზე გამახსენდა, წყალში შესვლა უყვარს და პრინველიც კარგად გამოაკვს.

რაც შეეხება კუდს, ბნადირობისაქს უსისხლიანდება, მარა უნგრეთში კანონიტ აკრძალეს მოჭრა, მეც ჩემსას არ მოვაჭერი, იძახიან აჩანაგებსო, მარა მაგას ზუსტად ვერ ვიტყვი.
აქ კიდევ ბევრი ინფორმაცია არის ამ ფორუმის პირველ გვერდებზე, და თუ რამე დაგაინტერესებს მომცერე და გიპასუხებ.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Nov 9 2010, 22:19

გიზოვიჩი
გილოცავ! მაგ ძაღლზე მეტად არცერთი არ მომწონს. კარგი მონადირე გაგეზარდოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: chika Nov 9 2010, 23:28

მშვენიერი შენაძენია შოთთოს თქმის არ იყოს მშვენიერი ძაღლია პოინტერია უნგრული ოღონდ უფრო მეტი უნივერსალური თვისებები აქვს მე მაგალითად სიამოვნებით ვიყოლიებდი. ამიტომ მთელი გულით გილოცავ, ბევრ ნადირობაში და ბევრი ნანადირევი

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 9 2010, 23:42

გიზოვიჩი
გილოცავ!! კარგი მონადირე გაგეზარდოს..

ციტატა(chika @ Nov 10 2010, 00:28) *
პოინტერია უნგრული ოღონდ უფრო მეტი უნივერსალური თვისებები აქვს

პ.ს ამ ძაღლის პოინტერთან შედარება რაღაც არა მგონია სამართლიანი იყოს.. არ ვიცი მთლიანად პოინტერის ფანი(ნამეტანი მიყვარს ეს ჯიში და რა ვქნა) ვარ და შეიძლება იმიტომ ვფიქრობ ასე, მაგრამ არა მგონია სანადირო თვისებებით პოინტერზე მეტი იყოს .. თუ რამეში ვცდები მომიტევეთ.. f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: chika Nov 9 2010, 23:47

ლეკი
თუ წაიკითხავ ჯიშის ისტორიას ალბათ მიხვდები მე რას ვამბობ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 10 2010, 08:48

სათაური ჩავასწორე, ვიზლა იყო და ვიჟლა ჩავწერე. რამე ხომ არ შემშლია?

პოსტის ავტორი: Shottto Nov 10 2010, 09:04

ციტატა(ჭალიმგელა @ Nov 10 2010, 09:48) *
სათაური ჩავასწორე, ვიზლა იყო და ვიჟლა ჩავწერე. რამე ხომ არ შემშლია?


არა, მართალი ხართ, ვიჟლაა

პოსტის ავტორი: ჩიქო Nov 10 2010, 15:05

გიზოვიჩ, გილოცავ... სულ კაი ნადირობებში....
დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ამ ჯიშის ძაღლს newsmile05.gif მე მგონი რო ამ ძაღლს უნდა ქონდეს მომავალიიიი საქართველოში,ხელწამოსაკრავი ჯიში ნამდვილად არ ჩანს... ნუუუუუუ..რო ვიყოლიებ მერეე უკეთესად ვილაპარაკებ ამ ჯიშზეეე... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: jagermeister Nov 10 2010, 18:55

გიზოვიჩი

გილოცავ ! მაგარი ძაღლი აგიყვანია !

პოსტის ავტორი: ზაზა Nov 10 2010, 21:35

აქაც გილოცავ.ვიცი,რომ კარგად გაზრდი.ახლა მთავარია საბუთებს მიხედე,რომ მერე საველეებზე გამოიყვანო,ექსპერტებმა ნახონ.ჩვენზე მეტად ისინი შეაფასებენ და მერე ღირს თუ არა ამ ჯიშის გავრცელება,მაგაზეც იქნება პასუხი.მე პირადად ბევრი ვიდეო ვნახე და რაღაცეებიც წავიკითხე,კაი ჯიშია.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Nov 11 2010, 10:20

დიდი მადლობა, მაგრამ მინდა დავაკონკრეტო მე და ჩემ ძმაკაცს გვაჩუქეს ეგ ლეკვი,
უკვე ერთი თვის გახდა კუდი მოვაჭერით სტანდარტების მიხედვით, ეხლა საბუთებს
ვეძებთ, ფოტოსაც მალე დავდებ

პოსტის ავტორი: mgm Nov 11 2010, 12:27

ძალიან მაგარია, გილოცავთ!

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Nov 13 2010, 18:55

ლორდი

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 13 2010, 19:00

xoshian.gif ძაან მაგარია

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Nov 13 2010, 19:05

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: feroni Nov 13 2010, 19:11

xoshian.gif

პოსტის ავტორი: mgm Nov 13 2010, 19:14

ვა შენ გენაცვალე! მაგარია საღოლ! უნგრულ ძაღლებზე წიგნი მქონდა, ეხლა სად მაქვს არ ვიცი, ოღონდ მგონი გერმანული იყო, თუ უნგრული არ ვიცი. მოვძებნი და თუ დაგაინტერესებს.....

პოსტის ავტორი: mgm Nov 13 2010, 19:34

ჩვეულებრივი კონტინენტალია, აუცილებელია მუშაობდეს სისხლიან კვალზე, ნუ კურცჰაარის სტილია რა. მეც დიდი სიამოვნებით ვნახავდი მის შესაძლებლობებს, იმედია მუშა მშობლების შვილია.

პოსტის ავტორი: მოურავი Dec 9 2010, 15:15

უფრო მეტ იფრორმაციას ვერ დადებთ?
მე დამპირდნენ მაგ ჯიშს და ავიყვანო არ ავიყვანო არ ვიცი
მირჩიეთ რამე.
მადლობა.

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 9 2010, 16:45

გიზოვიჩ,ახლა ვნახე ეს სურათები,საყვარელია.დიდი ჩემპიონი გაიზარდოს.

კარგი ჯიშია და თუ გაქვთ შანსი საბუთიანის აყვანის,უარი არ თქვათ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Dec 9 2010, 17:06

ვა რა მაგარი კაცია ტო

პოსტის ავტორი: Davitus Dec 9 2010, 19:03

აუ რათვალები აქვს და საერთოდ უმაგრესი ლეკვია, იმედია გასახელებს გიო, ნიდირობის მეფე იქნება

პოსტის ავტორი: Maverick Dec 9 2010, 19:19

QUOTE (Davitus @ Dec 9 2010, 20:03) *
ნიდირობის მეფე იქნება


მეფე No, newsmile045.gif მინდორში მეფე ინგლისური სეტერია, პოინტერი დედოფალი


პრინციპში რატომაც არა? ნიდირობის კიდევ შეიძლება

პოსტის ავტორი: aragveli Dec 9 2010, 19:21

მაგარია გიო მაგარი, ჩემპიონი უნდა გაზარდოთ.

პოსტის ავტორი: Davitus Dec 9 2010, 20:50

ციტატა(Nikolo @ 9th December 2010 - 20:19) *
პრინციპში რატომაც არა? ნიდირობის კიდევ შეიძლება


კიბატონო, პირდაპირი მნიშვნელობით ვიგულისხმე მეც newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Dec 10 2010, 14:08

ესეიგი მაგიჟებს ჩვენი ლორდია ძალიან ჭკვიანია,
მალე მაგარ ვიდეოებს დავდებ, ერთხელ ერთმა ძველმა
მონადირემ მითხრა:
"ძაღლი იზრდება ლეკვობიდან, ლეკვი კიდე დაბადებიდანო"
სრული ჭეშმარიტებაააnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: სანდრიკა Dec 10 2010, 18:02

ლამაზია newsmile027.gif small3d018.gif და მაგარი

პოსტის ავტორი: Giorgi_M Dec 10 2010, 18:23

გიზოვიჩი
ლეკვს ეტყობა ჯიშიანობა, აუცილებლად მოიძიეთ საბუთები. საქართველოში როგორც ვოცი სუფთა სისხლის ვიჟლა არავის ყავს. შეიძლება ამასობაში ძუც გამოჩნდეს. ნადირობაში ძალიან აქებენ, მე პირადად არ მინახავს. მეტლახს მოარიდეთ თათებს გაუფუჭებს. კარგი მონადირე გაგეზარდოთ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Dec 10 2010, 19:54



Giorgi_M
სამწუხაროდ ცოტა ხანს მოუწევს მეტლახზე განავარდება

პოსტის ავტორი: Maverick Dec 13 2010, 13:20

mtengo
საბუთებთან ერთად ფასიც მიაწერე ოკ? და ერთბაშად გადავიტან ახალ თემაში
შენი პოსტები იხილე http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=5378

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Dec 20 2010, 16:03

აგერ ბატონო ლორდიას დედის ფოტოები
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

დავით ეხლა შევამჩნიე სურათის გაფართოება
ეს ბოლო იყოს და უკანასკნელი

პოსტის ავტორი: Davitus Dec 20 2010, 17:36

ციტატა(gio2515 @ 20th December 2010 - 17:03) *
დავით ეხლა შევამჩნიე სურათის გაფართოება
ეს ბოლო იყოს და უკანასკნელი


ოკ, მაგასაც დავიმახსოვრებ newsmile05.gif ამჯერად ჩავასწორე სურათები newsmile05.gif

ეს ძაღლები ხვადები უფრო მომწონს, ძუს რაღაც ვერა აქვს კარგი ექსტერიერი

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Dec 20 2010, 17:47

მადლობა, ხო ხვადებს განსხვავებული ექსტერიერი აქვთ

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 3 2011, 15:57

ცოტა გადაჭარბებულია ისევე როგერც ნებისმიერი ჯიშის მიმოხილვისას
მაგრამ ძირითადად მაინც არის რაღაც შემეცნებითი ამაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jango Apr 7 2011, 13:37

პირადად მე ამ ძაღლის ფანი ვარ newsmile05.gif უნივერსალია. ენერგია აქვს უსაზღვრო ეს დამტკიცებული ფაქტია მეცნიერულად, შეიძლება თავიც მოგაბეზროთ მაგ მხრივ არ დაგასვენებთnewsmile05.gif http://www.youtube.com/watch?v=ZSm5-e7uga4 ენერგია აქვს უზომო უ ზ ო მ ო, ძაგლი გიჯია ცეტია სუფტაnewsmile035.gif თუ იმის საშვალება არ გაქ რო ენერგია დაახარჯინო რჩევაა არ იყოლიოთო. ესაჭიროება მუდმივი ვარჯიში უმოქმედობა თურმე ვნებს. სასურველია ასეირნოთ ველოსიპედთო რო ნორმალური დატვირტვა მიიღოსnewsmile05.gif გიჯია შესახედავადაც სერიოზულია. ოგონდ უცხოებს რამდენად არ ენდობა ეგ არ ვიცი რადგან ძალიან მეგობრული, მხიარული ძაღლია და არ არის აგრესიული ნამდვილად. ეგეც ალბათ აღზრდაზეა. ჩემთვის პირადად პირველია. უსაზგვრო თუ გინდა ეგაა

საღოლ ვიტnewsmile027.gif რასაც ვამბობდი thinking.gif დაგიდია უკვე

პოსტის ავტორი: ტყიური Apr 7 2011, 17:09


მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ძაღლია, უნივერსალურობით გერმანულ მეძებრებსაც არ უდებს ტოლს!

ერთი რამე მაინტერესებს - როგორც ვიცი, ვიჟლებს კუდის 1/3-ის კუპირება უკეთდებათ და ამ ძაღლებს ეს ვერ შევამჩნიე, განსაკუთრებით ძუს.

იქნებ რამე მეშლება?

პოსტის ავტორი: monadire -1981 Apr 20 2011, 20:52

გაუმარჯოს,ვიჟლა მარტლაც კარგი ჯიშია,ცოტა რამ შემიდზლია ამ ჯიშსზე რამე ვტქვა ,მაგრამ აქ ნატქვამია რომ უნივერსალურია ეგ ჯიში,აქ პოინტერის გარდა სხვა ჯიშტან ვერ შეადარეს,უფრო მეტიც პოინტერს ამჯობინეს,ესეც არ გამორიცხული რო ჯობნიდეს,რავიცი ამ დზაგლის ვიზუალობას რო ვუყურებ და მანერას კურცხალის ტავის მოყვანილობა აქვს ტანიც სშემიდზლია შეუდარო,კარგად აქვს კინოლოგებს ნამუსშევარი ნაბულის სტილზე,პოინტერტან მიახლოებული,მაგრამ არა როგორც პოინტერს უფრო მეტად დამალულად მიპარება ფრინველის ადგილ სამყოფელისკენ,მე ვერ შევადარებ პოინტერტან მაპატიეტ გემოვნებაზე რატქმაუნდა არ დაობენ უბრალოდ მე ჩემი სშედარება გავაკეტე და აზრი გამოვხატე ამ უნიკალურ ჯიშტან დაკავშირებიტ.ჩემი აზრიტ ამას დზალიან დიდი დრო არ დაჯირდეს უნდა,რომ მალე სშეხვდებატ საველეზე პინტერი და ვიჟლა და ტუ დროდა დრო ვიჯლამ აიგო უფრო მეტი ხარსხი პოინტერტან შედარებიტ,მაშინ შეილება იტქვას რომ ეგ ჯიში უდაოდ ჩემპიონი იქნება.

პოსტის ავტორი: iason Dec 29 2011, 22:59

მოგესალმებით მეგობრებო!მაინტერესებს ვის ჰყავს ვიჟლა და როგორ დაახასიათებდა ამ ჯიშის ხასიათს,როგორ ნადირობს,როგორი მიდგომა სჭირდება გაწვრთნა-დაგეშვისას?და თუ გყავთ ან ელოდებით ლეკვებს?გვსურს შეძენა..

პოსტის ავტორი: dato 85 Jan 4 2012, 21:08

დიდი არაფერი გამორჩეული რაც სხვა კონტინეტალურებს არ ააქვს... გერმანულებს მით უმეტეს

პოსტის ავტორი: achiko-l Jun 23 2012, 10:33

ციტატა(ლევანა90 @ Jun 9 2010, 13:48) *
Shottto
მცდელობა თუ გქონდა საქართველოში სხვა ვიჟლის მოძებნის იქნებდა ვინმეს ყავს დედალი ..

newsmile027.gif newsmile027.gif

არის თბილისში ძუ ვიჟლა და ტელეფონი დატოვე და დაგიკავშირდებით.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jul 20 2012, 20:17

გიზოვიჩი
შენი ბიჭი როგორ არის? ახალ სურათებს ვერ გვანახაბ? მაგრად მაინტერესებს!

პოსტის ავტორი: Fishman Mar 8 2013, 20:38

temo.p

გარეთ იბნევა. ბევრი გამაღიზიანებელია და მაგისი ბრალია. თანდათან გარეთაც დაამუღამებს ყველაფერის, თუ სისტემატიურად ავარჯიშებ.

პოსტის ავტორი: gagrinski Mar 8 2013, 22:09

ციტატა(temo.p @ 8th March 2013 - 22:58) *
ჩემთვის არ აქვს მნისვნელობა მთავარია ვიცი რო სუფთაა


შენი პოზიცია მესმის მეგობარო, მაგრამ თუ მოახერხებ სჯობს აიღო საბუთები, თუ აქვს საგვარეულო არ დაუკარგო ძაღლს, ეს ჯიში ჯერ იშვიათობაა და მე მჯერა მოვა იმის დროც როდესაც რეგიონებშიც ხშირად ჩატარდება საველეები, ამიტომ ეცადე აიღო. წარმატებებს გისურვებ. კარგი გოგო გყავს small3d018.gif

პოსტის ავტორი: levani100 Mar 9 2013, 14:18

temo.p
ხალხი შეცდომაში ნუ შეგყავს! რადგან შენი ლეკვი არაა სუფთა სისხლის. ისევე როგორც მისი დედა, რომელიც შენი თქმით შოკოლადისფერია.
ადრეც ამტკიცებდი და მირჩევდი არაკორექტულადაც, "ლიტერატურის"კარგად წაკითხვას (ყავისფერ) ვიჟლაზე. თვითონ წაიკითხე სტანდარტი? გაეცანი ჯიშის სტანდარტს, და გაერკვევი ყველაფერში.


პოსტის ავტორი: temo.p Mar 9 2013, 14:28

,,წითელი ყავისფერი და ღია ფერები დასაშვებია მარა არარეკომენდირებული'' და ეს რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: levani100 Mar 9 2013, 16:29

ციტატა(temo.p @ 9th March 2013 - 15:28) *
,,წითელი ყავისფერი და ღია ფერები დასაშვებია მარა არარეკომენდირებული'' და ეს რას ნიშნავს?

ეს არის შეცდომა. ან სტანდარტის ნებსით თუ უნებლიედ დამახინჯება. რადგან, დასაშვებია თეთრი ლაქები: მკერდზე, და თათებზე მაგრამ არასასურველი. არანაირ ყავისფერ და წითელ შეფერილობას სტანდარტი არ ითვალისწინებს! ცხვირი (დრუნჩი)-ც კი არ შეიძლება მუქი ფერის
ანუ ჩალისფერი შეფერილობისგან განსხვავებული.(მაგ.შავი) ვინმეს უნახავს ნებისმიერ კინოლოგიურ ლიტერატურაში, გამოფენაზე, ინტერნეტ სივრცეში ყავისფერი ან წითელი ვიჟლა??? ვიჟლა არის ერთი შეფერილობის! ოქროსფერი, ანუ ჩალისფერი, გნებავთ ყვითელი. მაგრამ არა ყავისფერი, და წითელი. ეს ღია შეფერილობა რაღაა ვერ გავიგე.
აი რატომ გადავიდა "მეტისებში" შენი ლეკვი, newsmile05.gif შენ კი ვერ ხვდებოდი და იძახდი რა დაუწუნეთო? ნებისმიერი ჯიშის წარმომადგენელი,
თუნდაც ვიზუალურად ჰგავდეს მაგ. ვიჟლას ან კურცჰაარს, და მას არ გააჩნდეს "საგვარეულო," ანუ არ ვართ დარწმუნებული მის ჯიშიანობაში,
თავისთავად ითვლება "მეტისად." რას იზავ,,, შემდეგში მეტი ყურადღებით აირჩიე ლეკვიც, და ჯიშიც. შერჩევაში კი დაგეხმარებით. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: temo.p Mar 13 2013, 19:17

გამოფენებზე იმიტომ არ ყავთ რო არ არის რეკომენდირებული. მაგრამ არ ნიშნავს იმას რო არაა ვიჟლა. ყოველშემთხვევაში მე ესე ამოვიკითხე და ესე მჯერა კამათსაც აღარ დავიწყებ იმიტო რო უაზრო იქნება. ჯიშიანს რაც შეეხება შემდეგში თU ავიYვან ისევ ვიჟლას ოღონდ როგორც თქვენ ამბობთ საბუთებით და ჩალისფერით მაგას გავითვალისწინებ newsmile05.gif არაა პრობლემა იყოს მეტისებში დროდადრო დავდებ ხოლმე მუშაობის ვიდეოებს მინდა რო ნახოთრას გააკეთებს.

პოსტის ავტორი: levani100 Mar 14 2013, 08:23

ციტატა(temo.p @ 13th March 2013 - 20:17) *
გამოფენებზე იმიტომ არ ყავთ რო არ არის რეკომენდირებული. მაგრამ არ ნიშნავს იმას რო არაა ვიჟლა.

რეკომენდირებული არაა კი არა, სტანდარტი არ ითვალისწინებს. ანუ ჩალისფერიდან ნებისმიერი გადახვევა ყავისფერი,
მოთეთრო, და სხვა მადისკვალიფიცირებელია. მე ვცდილობ აგიხსნა და გაგარკვიო რა სხვაობაა არასასურველსა და
დისკვალიფიკაციას შორის. საკამათო აქ არაფერია.

პოსტის ავტორი: aragveli Mar 19 2013, 15:34

temo.p- ფოტოც და პოსტებიც წაიშალა, უჯიშო ძაღლების ფოტოები ფორუმზე არ იდება. არსებობს მეტისების თემა სადღაც, მაგრამ ის თემაც სულ მოსაშორებელია მე თუ მკითხავთ. სირცხვილია მაგ თემის არსებობა ფორუმზე. თქვენს პოსტებს რაც შეეხება ის რომ თურმე თქვენი ლეკვი თქვენივე დაუდევრობით და დროის უქონლობის და თბილისში ჩამოსვლის ვერ მოხერხების გამოა თურმე უსაგვარეულო, ერთს გიპასუხებ გაიგეთ ხალხო ერთხელ და სამუდამოთ ძაღლის საგვარეულოს გაცემა მასე არ ხდებააა.
"გამოფენებზე იმიტომ არ ყავთ რო არ არის რეკომენდირებული. მაგრამ არ ნიშნავს იმას რო არაა ვიჟლა." - ეს თქვენი ფრაზა დავაკოპირე და კაცურად რას გულისხმობ გაგვარკვიეეე?

პოსტის ავტორი: marco-polo Mar 20 2013, 22:09

მოგესალმებით ყველას.მე ასე ვთქვათ ახალი წევრი ვარ,ყოველ შემთხვევაში ფორუმში არ მიმიღია მონაწილეობა.ისე ბევრი საინტერესო და სასარგებლო ვნახე აქ,ეხლა რაც შეეხება ვიჟლას,ძალიან მომწონს და ერთი თვეა ვეძებ ლეკვს.სადაც არ მივაგენი ყველგან საგვარეულოს გარეშე დამხვდა.საგვარეულოს გარეშე არ ნიშნავს რომ ვიჟლა არ არის,უბრალოდ შეიძლება სისხლი იყოს არეული,ერთი ბუდობის სისხლი იყოს და ასე შემდეგ.ან კიდე რომელიმეს დედის მხრიდან ან მამის მხრიდან სუფთა ჯიში არ იყოს.ამიტომ თავი შევიკავე და გადავწყვიტე ჩამოვიყვანო უკრაინიდან,არის მაგის საშვალება.ძვირი კი ღირს მაგრამ ძაღლი რომელიც უნდა გაზარდო და გყავდეს 10 წელი,რომელმაც უნდა გასიამოვნოს ნადირობით,ჩემი აზრით ჯობია იცოდე მისი სუფთა წარმომავლობა.
http://postimage.org/image/lavhv481x/
ეს კიდე 7 თვის გასაყიდი დედალი ლეკვი კიევში. მაგარი საგვარეულოთი.800მწვანე

პოსტის ავტორი: ზახარა Mar 20 2013, 22:13

ციტატა(კაკო @ 20th March 2013 - 23:09) *
ძაღლი რომელიც უნდა გაზარდო და გყავდეს 10 წელი,რომელმაც უნდა გასიამოვნოს ნადირობით,ჩემი აზრით ჯობია იცოდე მისი სუფთა წარმომავლობა.

dastur.gif elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: paata71 Mar 20 2013, 22:19

Marco-polo
რომლის ჩამოყვანს აპირებ ხვადის თუ ძუს?

პოსტის ავტორი: marco-polo Mar 20 2013, 22:24

ციტატა(paata71 @ Mar 20 2013, 23:19) *
Marco-polo
რომლის ჩამოყვანს აპირებ ხვადის თუ ძუს?

ხვადის

პოსტის ავტორი: levani100 Mar 20 2013, 22:30

ციტატა(კაკო @ 20th March 2013 - 23:09) *
საგვარეულოს გარეშე არ ნიშნავს რომ ვიჟლა არ არის,უბრალოდ შეიძლება სისხლი იყოს არეული,ერთი ბუდობის სისხლი იყოს და ასე შემდეგ.

საქართველოში მემგონი ჯერ არ დაბადებულა წმინდა სისხლის ვიჟლას ბუდობა, რომელსაც გააჩნია საგვარეულო ნუსხა. თბილისში არის ჩამოყვანილი ძაღლი, რომელიც ჯერ არ დართულა. თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითებიდან მჭიდრო "ინბრიდინგი" შეგიძლიათ გამორიცხოთ.

ციტატა(კაკო @ 20th March 2013 - 23:09) *
ძაღლი რომელიც უნდა გაზარდო და გყავდეს 10 წელი,რომელმაც უნდა გასიამოვნოს ნადირობით,ჩემი აზრით ჯობია იცოდე მისი სუფთა წარმომავლობა.

+1000%

პოსტის ავტორი: paata71 Mar 20 2013, 22:30

მეც ხვადი მყავს და სერიოზული პრობლემის წინაშე ვარ,რაც გავიკითხე ვერსად ვერ ვნახე საბუთიანი ძუ.

პოსტის ავტორი: levani100 Mar 20 2013, 22:41

marco-polo
ჩამოიყვანე ძუ ლეკვი თანაც "უკრაინიდან" newsmile027.gif და paata71 -ს ხვადს შეუწყვილე. პირველი ოფიციალური წყვილი იქნება. newsmile01.gif
მაგრამ, დიდი ლეკვის ჩამოყვანა, როგორც ვიცი გაცილებით ძვირი ჯდება, წონიდან გამომდინარე.

პოსტის ავტორი: marco-polo Mar 20 2013, 22:45

ციტატა(paata71 @ Mar 20 2013, 23:30) *
მეც ხვადი მყავს და სერიოზული პრობლემის წინაშე ვარ,რაც გავიკითხე ვერსად ვერ ვნახე საბუთიანი ძუ.

ვიცი წაკითხული მაქვს,ჯერ პატარაა,მინიმუმ 1.5 მდე არცაა რეკომენდირებული და მანამდე გაიჩითება ალბათ,შემოვა საქართველოშიც.თუარა და ისე რამე არავიჟლასთან წააგულავებ newsmile027.gif

ციტატა(levani100 @ Mar 20 2013, 23:41) *
marco-polo
ჩამოიყვანე ძუ ლეკვი თანაც "უკრაინიდან" newsmile027.gif და paata71 -ს ხვადს სეუწყვილე. პირველი ოფიციალური წყვილი იქნება. newsmile01.gif
მაგრამ, დიდი ლეკვის ჩამოყვანა, როგორც ვიცი გაცილებით ძვირი ჯდება, წონიდან გამომდინარე.

მამალზე მეჩხუბებიან ოჯახში და ძუ რომ ჩამოვიყვანო გამაგდებენ სახლიდან,სამი პატარა მყავს სახლში newsmile055.gif

პოსტის ავტორი: tuesa Mar 31 2013, 00:41

მოგესალმებით ყველას!!!!ხვადი ჩემმა მეგობარმა ჩამოიყვანა , მე ძუ მყავს. ჯერ პატარები არიან. ისე უკვე 2 ოქროს მედალი,თასები და დიპლომები........ექსტერიერში .best puppy, best junior დაგეშვითაც დავგეშეთ .მაგალი ყნოსვა აქვს ,შორიდან იღებს.კარგი" პადტიაშკა",მდგრადი ნაბული და მაგარი "პადვოდკა" აქვს.(ბოდიშს ვიხდი ქართულად ზოგი ტერმინი არ ვიცი.)ცოტა ემოციური ძაღლია,მაგრამ ძლიერ ტემპერამენტიანია.მერე ავტვირთავ რაგაცეებს. ვისაც ტერიტორია გაქვთ სადაც იმოძრავებს და გაინტერესებთ ეს ჯიში, არ წააგებთ. ეხლახან ჩემს სამეგობროში აიყვანა კიდევ ერთი ძუ.2 თვის არაა და უკვე აპორტირებას აკეთებს.მოკლედ რომ ვთქვა ლამაზი ,ელეგანტური მანერებით,ინტელექტით,ენერგიუ
ლობით, და ცოტა ბუტია ხასიათით.მე ჩემი ძაგლის დახასიათებას შევეცადე.სხვა ეგზემპლიარებზე ვერაფერს ვიტყვი.

პოსტის ავტორი: levani100 Apr 1 2013, 10:49

თქვენი ძუ საიდან ჩამოიყვანეთ? და თუ პატარები არიან როდისღა დაგეშეთ, რას გულისხმობთ დაგეშვაში?
ალბათ "ჩასმულ" ფრინველს.

პოსტის ავტორი: გოგიტა Apr 1 2013, 12:25

tuesa
ვერ გავიგე თქვენ რამდენი ძაღლი გყავთ, კურცჰაარი , ვაიმარიც და ეხლა ვიჟლაც გყოლიათ

პოსტის ავტორი: tuesa Apr 1 2013, 16:23

კი მყავს და არა მარტო ეს ძაღლები .

ციტატა(გოგიტა @ Apr 1 2013, 13:25) *
tuesa
ვერ გავიგე თქვენ რამდენი ძაღლი გყავთ, კურცჰაარი , ვაიმარიც და ეხლა ვიჟლაც გყოლიათ

იმდენი სხადასხვა აზრი მოვისმინე რომ, გადავწკვიტე ეს ჯიშებიც ამეყვანა.

ციტატა(tuesa @ Apr 1 2013, 17:19) *
კი მყავს და არა მარტო ეს ძაღლები .


იმდენი სხადასხვა აზრი მოვისმინე რომ, გადავწკვიტე ეს ჯიშებიც ამეყვანა.

მე რასაც ვუყურებ, ვაიმარი მაგალითად "პადრანკაზე" (ქართულად არ ვიცი რა ქვია)უბრალოდ შეუდარებელია.ჯერ შემთხვევა არ ყოფილა ვერ აეღოს და გაპარვოდეს.

პოსტის ავტორი: REZORV Apr 15 2013, 12:24

ციტატა(achiko-l @ Jun 23 2012, 11:33) *
არის თბილისში ძუ ვიჟლა და ტელეფონი დატოვე და დაგიკავშირდებით.



მე მყავს დედალი ვიჟლა 599216766 რეზო

პოსტის ავტორი: jan_de_la Apr 22 2013, 22:01

ჩემი სამი თვის ვიჟლა
http://postimg.cc/image/exe6fni4j/

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 22 2013, 22:29

jan_de_la
ცოტა მეტი გვითხარი აბა და სურათებიც გამოუშვი რამდენიმე რო კარგად შევხედოთ!
კაი ტიპი ჩანს! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jan_de_la Apr 23 2013, 11:23


http://postimg.cc/image/u8g10man1/

http://postimg.cc/image/pjvcmctb5/

ლეკვი საბუთებიანია, მაგრამ რომ გითხრათ დიდი საგვარეულო ნუსხა აქვსთქო მოგატყუებთ. newsmile05.gif
ამ ჯიშის შესახებ ალბათ გეცოდინებათ. ერთი წლის შემდეგ იხსნება საერთოდ ეს ჯიში. ყოველ შემთხვევაში ასე უწერია. მაგრამ უკვე ნაბულს აკეთებს ბუმბულზე ვარჯიშის დროს. წყალში შესვლასაც არ ერიდება. ერთი სიტყვით მონაცემები აქვს, ვნახოთ რა გაიზრდებაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: levani100 Apr 23 2013, 11:40

ციტატა(jan_de_la @ 23rd April 2013 - 12:23) *
ლეკვი საბუთებიანია, მაგრამ რომ გითხრათ დიდი საგვარეულო ნუსხა აქვსთქო მოგატყუებთ. newsmile05.gif

jan_de_la იქნებ გვითხრათ ან დადოთ, საგვარეულო? კარგია რომ არ გვატყუებთ. newsmile027.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: butaforia May 7 2013, 00:02

მოგესალმებით
გადავიკითხე ეს თემა და ერთი ორს ვერ დავეთანხმები ვიჟლას წარმომავლობაში newsmile05.gif მე ამ ძაღლის მოყვარული ვარ როგორც მისი წინაპარი ძაღLების. ვიჟლა ვაიმარანერის და კურცჰაარის შეჟვარებით გამოიყვანეს და შესაბამისად იმიტომაცაა ბევრმა რომ მიაწერეთ გერმანული სტილის ძაღLების თვისებები, თუ დააკვირდებით ვაიმარანერის სტილის ბეწვი აქვს. რაც შეეხება წყაროს animal.discovery.com-ია და ვენდობი მათ ინფორმაციას. თავისი ელეგანტურობიდან გამომდინარე არისტოკრატულ მეტსახელებს უსადაგებენ და კიდევ რაც ახასიათებთ სფინქსივით წამოწოლაა newsmile05.gif მოკლეთ ვისაც გყავთ გაგიმართლათ და გილოცავთ, ამ დღეებშI მაი მარკეტზეც წავაწყდი იყიდებოდა, რომელიმე აქაური ხო არ ყიდიდით? წარმომავლობა მაინტერესებს უბრალოდ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 5 2013, 10:54

ვიჟლა არის უძველესი ჯიში კარბადების დროინდელი უნგრული,უბრალოდ დაუმატეს მეცხრამეტე საუკუნის შუა ნახევარში ვეიმარი და კურცჰარი, ჯიშის გაკეთილშობილების მიზნით.ვიჟლა არის ვიჟლა და არამგონია დღეს დგეობით დიდი რამე ერიოს მაგ ჯიშების. ვიჟლა სულ სხვა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 7 2013, 09:46



ეს ვიჟლას მოყვარულებისათვის.მაგარია ვიჟლა ძან. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 6 2013, 12:20

ბოლო დროს ძალიან მომწონს ეს ძაღლები!
რამე ახალი ინფო ხომ არ გვაქვს მის საველე დიპლომებზე და შედეგებზე!?(საქართველოში რათქმაუნდა)
ან ქართული ვიდეოები ხომ არ გვაქვს

ბოლო დროს ძალიან მომწონს ეს ძაღლები!
რამე ახალი ინფო ხომ არ გვაქვს მის საველე დიპლომებზე და შედეგებზე!?(საქართველოში რათქმაუნდა)
ან ქართული ვიდეოები ხომ არ გვაქვს

პოსტის ავტორი: bobby Nov 27 2013, 11:34

მყავს ხვადი ვიჟლა და ვეძებ ძუს შესაჯვარებლად

პოსტის ავტორი: პაატა. Nov 28 2013, 08:03

საბუთიანია თქვენი ვიჟლა?

პოსტის ავტორი: bobby Nov 28 2013, 18:45

საბუთები არ მაქვს

პოსტის ავტორი: პაატა. Nov 28 2013, 19:00

რა ხნისაა?

პოსტის ავტორი: პაატა. Jan 6 2014, 15:57

ესეც ჩემი ბრიტა 6 თვის,17 კილო.http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: marco-polo Jan 6 2014, 16:12

რამხელა გაზრდილა პაატა.ხოშიანია

პოსტის ავტორი: marco-polo Mar 23 2014, 17:56

დღეს ჩვენი პაატა_ ს ვიჟლები ვნახე,ეს რა მაგრები დამდგარან,ძუ კიდე გაზრდილა და სულ სხვანაირი ექსტერიერი აქვს,ხვადისგან განსხვავებული,მოკლედ ძალიან მომეწონა,ძალიან მაგარი ძაღლები გყავს პაატა,ეხლა მთავარია საქმე ისწავლონ მაგრად....

xoshian.gif

პოსტის ავტორი: chalata Sep 1 2014, 18:15

u
http://postimg.cc/image/shbing5lh/

პოსტის ავტორი: chalata Sep 1 2014, 18:25

გამარჯობათ.მაჩუქეს ეს ლეკვი როგორც ვიჟლა და თქვენი დახმარება მჩირდება რომ მითხრათ სურათში რასაც ხედავთ მეტისი ხომ არარის.


http://postimg.cc/image/up3tr8r1l/

http://postimg.cc/image/jarqx6573/



http://postimg.cc/image/xpza4o019/

პოსტის ავტორი: marco-polo Sep 1 2014, 18:30

მარტო ცხვირით გეტყვი რომ შავი არ უნდა ქონდეს,არამედ მისი ბეწვის შეფერილობის უნდა იყოს.
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B5%D0%BD%D0%B3%D0%B5%D1%80%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%8F_%D0%B2%D1%8B%D0%B6%D0%BB%D0%B0

პოსტის ავტორი: chalata Sep 1 2014, 18:37

სამწუხაროა.ჯიშიანი მეგონა

პოსტის ავტორი: Davitus Sep 1 2014, 22:28

სამწუხაროდ, ცხვირს რომ ყურადღება არ მივაქციოთ, მაგ ძაღლს არაფერი საერთო არა აქვს ვიჟლას ჯიშთან, ბეწვის ფერის გარდა

პოსტის ავტორი: Fishman Sep 1 2014, 23:18

ციტატა(Davitus @ Sep 1 2014, 23:28) *
სამწუხაროდ, ცხვირს რომ ყურადღება არ მივაქციოთ, მაგ ძაღლს არაფერი საერთო არა აქვს ვიჟლას ჯიშთან, ბეწვის ფერის გარდა


dastur.gif

პოსტის ავტორი: chalata Sep 5 2014, 22:16

გაიხარეთ რჩევისთვის.გავუგზავნე უკან პატრონს

პოსტის ავტორი: iosebovich Aug 9 2018, 15:41

მე არ მომეწონა ვიჟლა მინდორში. ნელია, აზარტი ნოლი და რავიცი რაღაცნაირი დუნე ძაღლია რაა. 3 წლის იყო და მწყერი არ გამოეპარება კი არა თავზე უვლიდა და ვერ აკეთებდა ნაბულს . პატრონისთვის გეკითხა მაგარიაო და მე იმის მაგრობა ვერ ვნახე. სავარაუდოდ გაფუჭებული იყო ძაღლი უკვე ასე მგონია. სხვების ნადირობა არ მინახავს. რავი მე რო პოინტერი სეტერი და კურცჰაარის მუშაობა მინახავს იმათთან ვიჟლა ნოლია რაა ... ნუ ეს ჩემი აზრით რათქმაუნდა.

პოსტის ავტორი: ottolaba Aug 11 2018, 15:11

ციტატა(iosebovich @ Aug 9 2018, 16:41) *
მე არ მომეწონა ვიჟლა მინდორში. ნელია, აზარტი ნოლი და რავიცი რაღაცნაირი დუნე ძაღლია რაა. 3 წლის იყო და მწყერი არ გამოეპარება კი არა თავზე უვლიდა და ვერ აკეთებდა ნაბულს . პატრონისთვის გეკითხა მაგარიაო და მე იმის მაგრობა ვერ ვნახე. სავარაუდოდ გაფუჭებული იყო ძაღლი უკვე ასე მგონია. სხვების ნადირობა არ მინახავს. რავი მე რო პოინტერი სეტერი და კურცჰაარის მუშაობა მინახავს იმათთან ვიჟლა ნოლია რაა ... ნუ ეს ჩემი აზრით რათქმაუნდა.


მე მყავს წლის და 2თვის არი. ისეთ აზარტშია მანქანას რო ვაჩერებ მინდორთან ეგრევე ფანჯრიდან მიხტება და იწყებს ძებნას. ნაბულიც მაგარი აქ, შენ რაც ნახე უკვე გაფუჭებული იქნებოდა.

პოსტის ავტორი: iosebovich Aug 13 2018, 08:57

ottolaba

ციტატა
მე მყავს წლის და 2თვის არი. ისეთ აზარტშია მანქანას რო ვაჩერებ მინდორთან ეგრევე ფანჯრიდან მიხტება და იწყებს ძებნას. ნაბულიც მაგარი აქ, შენ რაც ნახე უკვე გაფუჭებული იქნებოდა.


ეგრე იქნებოდა უეჭველი. გაფუჭებული იყო ძაღლი. არადა კამეჩის ხელა იყო 3 წლისა newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)