თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მეძებრები _ ინგლისური სეტერის ჩამოყვანა ევროპიდან !

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 17 2013, 19:04

მოკლედ კლუბის მეგობრის ბატონი აკოფის ფორუმზე შევედი, დიდი დისკუსიაა გამართული იმის თაობაზე რომ უკრაინული სისხლების სეტერებისთვის ახალი იტალიური სისხლების გადასხმაზე, ცდილობენ სისხლები გაახლონ და სამუშაო თვისებებიც. ეგ ამბავი ჩვენც გვჭირდება. შესაძლოა აქ უკვე გაჟღერდა მაგრამ ვიტყვი მაინც-მე მზად ვარ სეტერისტებთან ერთად დავიწყო ფულის შეგროვება იმისთვის რომ მომავალ წელს კარგი, მუშა სისხლის ორი ხვადი ჩამოვიყვანო იტალიიდან ან საბერძნეთიდან. სიე ბოლო დროს თურქებს რომ ვაკვირდები ძალიან პროგრესირებენ ამ საკითხში და მაგ მიმართულებითაც შეიძლება ყურება. ხო, რაც მთავარი ჩამოყვანილი ძაღლები იქნება კლუბის საკუთრება და მას ყველაზე ღირსეული და გამოცდილი 2 წევრი გაზრდის. მზად ვარ ამ საქმითვის ყოვეთვე 30 გელა ჩავრიცხო ანგარიშზე ერთი წლის განმავლობაში

ეს თემა მე გავხსენი რომ არ დაიბნეთ newsmile05.gif პოსტებიც გადმოვიტანე ლავერაკის თემიდან
აქ ჯობია საუბარი ის თემა რომ არ გაოფდეს !

ზახარა

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 17 2013, 19:32

ციტატა(dato gagrinski @ 17th April 2013 - 20:04) *
ან საბერძნეთიდან.

სიმართლე გითხრა ბერძნული სეტერები უფრო მომწონს ვიდრე იტალიურები. უფრო დახვეწილი ექსტერიერით გამოირჩევიან რაც მაქვს ნაანხი ფოუმებზე.

პოსტის ავტორი: dato 85 Apr 17 2013, 19:45

gagrinski

ციტატა
მოკლედ კლუბის მეგობრის ბატონი აკოფის ფორუმზე შევედი, დიდი დისკუსიაა გამართული იმის თაობაზე რომ უკრაინული სისხლების სეტერებისთვის ახალი იტალიური სისხლების გადასხმაზე, ცდილობენ სისხლები გაახლონ და სამუშაო თვისებებიც. ეგ ამბავი ჩვენც გვჭირდება. შესაძლოა აქ უკვე გაჟღერდა მაგრამ ვიტყვი მაინც-მე მზად ვარ სეტერისტებთან ერთად დავიწყო ფულის შეგროვება იმისთვის რომ მომავალ წელს კარგი, მუშა სისხლის ორი ხვადი ჩამოვიყვანო იტალიიდან ან საბერძნეთიდან. სიე ბოლო დროს თურქებს რომ ვაკვირდები ძალიან პროგრესირებენ ამ საკითხში და მაგ მიმართულებითაც შეიძლება ყურება. ხო, რაც მთავარი ჩამოყვანილი ძაღლები იქნება კლუბის საკუთრება და მას ყველაზე ღირსეული და გამოცდილი 2 წევრი გაზრდის. მზად ვარ ამ საქმითვის ყოვეთვე 30 გელა ჩავრიცხო ანგარიშზე ერთი წლის განმავლობაში

კარგია ასეთი აზრი მაგრამ აქ ერთი პრობლემა არსებობს.

ევროპული მოშენების ძაღლის და საბჭოთა მოშენების ძაღლეის შერევით როგორც წესი, შედეგი არ ჩანს. ან თუ ჩანს მხოლოდ პირველ თაობაში.
იყო ამის გამხილვა ადრე ფორუმზე, და გიგიომ დეტალურად ახსნა ყველაფერი.
ან სუფთა ევროპული ხაზები უნდა მოაშენო, ან სუფთა საბჭოურ რუსული...
ევროპული ხაზები სხვა გენების მატარებელია და საბჭოთა სხვა, მიუხედავად იმისა რომ ერთი ჯიშია.

არც ერთმა საბჭოთა ძუზე დართულმა ლეკვმა მამას ვერ აჯობა, სელექციის მიზანი კიდევ ისაა რომ ლეკვმა მშობელს აჯობოს. უფრო მეტიც, ვერც ერთმა "ნარევმა" ძაღლა მასზე უკეთესი შთამოვალობა ვერ დატოვა.

ასე რომ მაგნაირი ძაღლების მისაღებად პირველ რიგში, საველე წესების შეცვლა და კონკრეტულად ევროპული ხაზების მოშენებას მოითხოვს.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 17 2013, 19:57

მადლობა ინფორმაციისთვის. იგივე პრობლემაა უკრაინაშიც. ვერ გაამართლეს ლეკვებმა და საშუალო მუშა დძაღლები დადგნენ ეს რაც იქაური მონადირეების კომენტარებს გავეცანი იმის მიხედვით ვამბობ. სუფთა საბჭოურ რუსულს რაც შეეხება უკრაინიდან და ბელარუსიდან(ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი სეერები გამოჩდნენ მათთან) არ არის პრობლემა შემოყვანის, რამდენად გაამართლებს იმაზეა.

ერთი დართვით პრინციპში არაფერი გამოვა, დიდი შრომის ჩადებაა საჭირო.

პოსტის ავტორი: Maverick Apr 17 2013, 20:14

QUOTE (gagrinski @ Apr 17 2013, 20:04) *
მზად ვარ ამ საქმითვის ყოვეთვე 30 გელა ჩავრიცხო ანგარიშზე ერთი წლის განმავლობაში

+30 ლარი

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 17 2013, 20:24

Maverick
gagrinski
+ მეც გამოვალ წლიურს ყოველ თვე რომარვრიცხო

პოსტის ავტორი: Коба Apr 17 2013, 20:30

ციტატა(gagrinski @ Apr 17 2013, 20:57) *
მადლობა ინფორმაციისთვის. იგივე პრობლემაა უკრაინაშიც. ვერ გაამართლეს ლეკვებმა და საშუალო მუშა დძაღლები დადგნენ ეს რაც იქაური მონადირეების კომენტარებს გავეცანი იმის მიხედვით ვამბობ. სუფთა საბჭოურ რუსულს რაც შეეხება უკრაინიდან და ბელარუსიდან(ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი სეერები გამოჩდნენ მათთან) არ არის პრობლემა შემოყვანის, რამდენად გაამართლებს იმაზეა.

ერთი დართვით პრინციპში არაფერი გამოვა, დიდი შრომის ჩადებაა საჭირო.

'gagrinski - არ ვიცი საიდანა გაქვთ ეს ინფორმაცია. მე კარგად ვიცნობ ბელორუსიის ძაღლებს (უმრავლესობას, ვინც რაიმე საველე ღონისძიებებზე გამოდის), და "ბოლო პერიოდში" ისეთი არ შემხვედრია, რომელიც ყურადრების ღირსი იყოს (ინგლისელებში).

პოსტის ავტორი: megreli Apr 17 2013, 20:42

ციტატა(dato 85 @ 17th April 2013 - 20:45) *
სუფთა ევროპული ხაზები უნდა მოაშენო,

ვისაც საშუალება ექნება და საერთო ფონდი თუ შეიქმნება (შეძლებისგდაგვარად მეც მოგეხმარებით) ჩამოიყვანონ მხოლოდ ევროპული წყვილები სხვადასხვა ძაღლსაშენებიდან რომელიც მისაღები იქნება თქვენთვის და რამდენიმე სუფთა ევროპული (არანაირი საბჭოურთან სელექციით მიღებული) ლეკვი იყოლიოს,რომელიც შემოწმდება ევროპული წესებით როგორითაც მათ მშობლებს ცდიდნენ... ორი თუ ერთი წყვილი იქნება თავიდან ნელნელა ეშველება საქართველოში ევროპული ძაღლების მოშენებას... ვგულისხმობ სეტერებს...
კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩამოყვანილი ძაღლები შეჯვარდნენ ერთმანეთში და არა სხვა მოშენების ტიპებთან,რომ შენარჩუნდეს ის ევროპული სისხლი და გენი...

მე აზრი მოგაწოდეთ რამდენად სწორი და მისაღებია ეგ ჩემზე უკეთ იცით უფროსებმა newsmile05.gif
დეტალები უკვე თქვენთვის მომინდია d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 17 2013, 20:57

ციტატა(Коба @ 17th April 2013 - 21:30) *
'gagrinski - არ ვიცი საიდანა გაქვთ ეს ინფორმაცია. მე კარგად ვიცნობ ბელორუსიის ძაღლებს (უმრავლესობას, ვინც რაიმე საველე ღონისძიებებზე გამოდის), და "ბოლო პერიოდში" ისეთი არ შემხვედრია, რომელიც ყურადრების ღირსი იყოს (ინგლისელებში).

ბატონო კობა უკაცრავად არასწორად გამოვხატე აზრი, იმის თქმა მინდოდა რომ უკრაინულ ფორუმზე ვნახე სეტერისტები საუბრობდნენ რამდენიმე ძაღლზე და დავინტერესდი უბრალოდ.

რაც შეეხება იდეას რა თქმაუნდა ევროპული მოშენების ძაღლბზე მაქვს აქცენტი. მე უბრალოდ იდეა გამოვთქვი და ძალიან მინდა ამის განხორციელება. რაც შემეძლება კლუბის გვერდით ვარ და ვიქნები. რომ მქონდეს ლავერაკის სულს ვფიცავარ თუ არ ჩამომეყვანა წყვილი და უფასოდ არ დამერიგებინა ლეკვები კლუბის წევრებისთვის.

მე მინდა ერთ 5 წელიწადში ჩვენი ძაღლები და საქართველოს დროშა ვიხილო საერთაშორისო შეჯიბრებეზე, თუ უაზროდ ვოცნებობ D.gif მითხარით და დავეშვები მიწაზე

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 17 2013, 22:04

30 ლარი შეგროვება კარგია newsmile05.gif

მაგრამ სხვა ხერხებიც არის ფულის თავმოყრის
მაგ : ვისაც ეს საქმე აინტერესებს და ანაღვლებს (ძირ. სეტერისტებს) მოდით ვინც დართავს ძაღლს , წელიწადში 1 ლეკვის ფული ამ საქმისთვის გადადოს(ფონდი.ყულაბა რავიცი რაც იქნება) რა თქმა უნდა ხვადების პატრონებმა 1 ალიმენტის ლეკვი გაყიდოს ამ საქმისთვის !!

რავიცი 10-15 კაცმა რომ ესე გააკეთოს და თუ სხვა ჯიშის მფლობელებიც დაგვეხმარებიან , წელიწადში 1 ლეკვს ჩამოვიყვანთ !!

ვინც იქნებიან გაზრდის მსურველები , ყველა წესების და პირობების დაცვით კენჭი იყარონ და ვისაც გაუმართლებს იმან გაზარდოს ის ლეკვი newsmile05.gif

ყოველ წლიური ხასიათი რომ მივცეთ ამ ამბავს რაღაც გამოვა მემგონი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 17 2013, 22:07

ციტატა(zaxara @ 17th April 2013 - 23:04) *
30 ლარი შეგროვება კარგია

მაგრამ სხვა ხერხებიც არის ფულის თავმოყრის
მაგ : ვისაც ეს საქმე აინტერესებს და ანაღვლებს (ძირ. სეტერისტებს) მოდით ვინც დართავს ძაღლს , წელიწადში 1 ლეკვის ფული ამ საქმისთვის გადადოს(ფონდი.ყულაბა რავიცი რაც იქნება) რა მაუნდა ხვადების პატრონებმა 1 ალიმენტის ლეკვი გაყიდოს ამ საქმისთვის !!

რავიცი 10-15 კაცმა რომ ესე გააკეთოს და თუ სხვა ჯიშის მფლობელებიც დაგვეხმარებიან , წელიწადში 1 ლეკვს ჩამოვიყვანთ !!

ვინც იქნებიან გაზრდის მსურველები , ყველა წესების და პირობების დაცვით კენჭი იყარონ და ვისაც გაუმართლებს იმან გაზარდოს ის ლეკვი

ყოველ წლიური ხასიათი რომ მივცეთ ამ ამბავს რაღაც გამოვა მემგონი

მზად ვართ მე და დაფნიც მაგისთვის(ნუ დაფნის მოცდა მოუწევს პატარაა ჯერ და წინ საველეებინელის) მაგრამ როგორც კი იქნება ეგრევე მაგ ამბავში ვიქნები ზახარ. მშვენიერი იდეაა

პოსტის ავტორი: marshal Apr 17 2013, 22:09

+1 მეც მად ვარ გინდ 30 ლარი იყოს გინდ ლეკვის გაყიდვა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 17 2013, 22:58

ციტატა(ზახარა @ Apr 17 2013, 23:04) *
30 ლარი შეგროვება კარგია newsmile05.gif

მაგრამ სხვა ხერხებიც არის ფულის თავმოყრის
მაგ : ვისაც ეს საქმე აინტერესებს და ანაღვლებს (ძირ. სეტერისტებს) მოდით ვინც დართავს ძაღლს , წელიწადში 1 ლეკვის ფული ამ საქმისთვის გადადოს(ფონდი.ყულაბა რავიცი რაც იქნება) რა თქმა უნდა ხვადების პატრონებმა 1 ალიმენტის ლეკვი გაყიდოს ამ საქმისთვის !!

რავიცი 10-15 კაცმა რომ ესე გააკეთოს და თუ სხვა ჯიშის მფლობელებიც დაგვეხმარებიან , წელიწადში 1 ლეკვს ჩამოვიყვანთ !!

ვინც იქნებიან გაზრდის მსურველები , ყველა წესების და პირობების დაცვით კენჭი იყარონ და ვისაც გაუმართლებს იმან გაზარდოს ის ლეკვი newsmile05.gif

ყოველ წლიური ხასიათი რომ მივცეთ ამ ამბავს რაღაც გამოვა მემგონი newsmile05.gif

ყველაზე მაგარი და რეალური იდეაა თუ იქნებიან მსურველები!!!! გუთ გუთ გუთ!

პოსტის ავტორი: nik@a Apr 18 2013, 00:51

ციტატა
მაგრამ სხვა ხერხებიც არის ფულის თავმოყრის
მაგ : ვისაც ეს საქმე აინტერესებს და ანაღვლებს (ძირ. სეტერისტებს) მოდით ვინც დართავს ძაღლს , წელიწადში 1 ლეკვის ფული ამ საქმისთვის გადადოს(ფონდი.ყულაბა რავიცი რაც იქნება) რა თქმა უნდა ხვადების პატრონებმა 1 ალიმენტის ლეკვი გაყიდოს ამ საქმისთვის !!

რავიცი 10-15 კაცმა რომ ესე გააკეთოს და თუ სხვა ჯიშის მფლობელებიც დაგვეხმარებიან , წელიწადში 1 ლეკვს ჩამოვიყვანთ !!

ვინც იქნებიან გაზრდის მსურველები , ყველა წესების და პირობების დაცვით კენჭი იყარონ და ვისაც გაუმართლებს იმან გაზარდოს ის ლეკვი

ყოველ წლიური ხასიათი რომ მივცეთ ამ ამბავს რაღაც გამოვა მემგონი

პოინტერისტებიც თქვენთან ვართ. "ხელი ხელს ბანს, ორივე პირს."
ძალიან კარგი აზრია. მეც მოგეხმარებით ამ კარგ ამბავში, როცა ჩემ ქალბატონს დრო მოუვა. ან თანხით, როგორც გადაწყვეტთ.

პოსტის ავტორი: Don. vano Apr 18 2013, 09:34

30 ლარი შეგროვება კარგია

მაგრამ სხვა ხერხებიც არის ფულის თავმოყრის
მაგ : ვისაც ეს საქმე აინტერესებს და ანაღვლებს (ძირ. სეტერისტებს) მოდით ვინც დართავს ძაღლს , წელიწადში 1 ლეკვის ფული ამ საქმისთვის გადადოს(ფონდი.ყულაბა რავიცი რაც იქნება) რა თქმა უნდა ხვადების პატრონებმა 1 ალიმენტის ლეკვი გაყიდოს ამ საქმისთვის !!

რავიცი 10-15 კაცმა რომ ესე გააკეთოს და თუ სხვა ჯიშის მფლობელებიც დაგვეხმარებიან , წელიწადში 1 ლეკვს ჩამოვიყვანთ !!

ვინც იქნებიან გაზრდის მსურველები , ყველა წესების და პირობების დაცვით კენჭი იყარონ და ვისაც გაუმართლებს იმან გაზარდოს ის ლეკვი

ყოველ წლიური ხასიათი რომ მივცეთ ამ ამბავს რაღაც გამოვა მემგონი

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ყოჩაღ ბიჭებო.. გენაცვალეთ. ეხლა საქმეს შევუდგეთ ლაპარაკის ნაცვლად. ცნობისათვის დაიბადა ბუდობა

მამა "სოდო" წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი ტყის ქათამზე -გამომყვანი პესსოტა (სხვა, ჩვენ რომ ვიცით ის არა newsmile05.gif )

დედა "გიუნცა" ტყის ქათამზე აქვს შეფასება "ფრიადი" მფლობელი- ძაგლასი

კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ინფო - ლეკვები იმყოფებიან საბერძნეში, ამიტომაც ფასიც გაცილებით მომხიბლავი და ტრანსპორტირებაც იაფი იქნება!!!!

100 მარადმწვნე - ჩემი.... newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Maverick Apr 18 2013, 09:40

QUOTE (Don. vano @ Apr 18 2013, 10:34) *

+100 ჩემი, და მონაწილეობას ვიღებ კენჭისყრაში

პოსტის ავტორი: giga_megu Apr 18 2013, 09:40

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ყოჩაღ ბიჭებო.. გენაცვალეთ. ეხლა საქმეს შევუდგეთ ლაპარაკის ნაცვლად. ცნობისათვის დაიბადა ბუდობა

მამა "სოდო" წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი ტყის ქათამზე -გამომყვანი პესსოტა (სხვა, ჩვენ რომ ვიცით ის არა newsmile05.gif )

დედა "გიუნცა" ტყის ქათამზე აქვს შეფასება "ფრიადი" მფლობელი- ძაგლასი

კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ინფო - ლეკვები იმყოფებიან საბერძნეში, ამიტომაც ფასიც გაცილებით მომხიბლავი და ტრანსპორტირებაც იაფი იქნება!!!!

100 მარადმწვნე - ჩემი.... newsmile090.gif
[/quote]
ვანო ეგენი ფილდტრაილებია და ეგეთები არაოოო D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 09:41

ციტატა(vanodonjashvili @ 18th April 2013 - 10:34) *
ყოჩაღ ბიჭებო.. გენაცვალეთ. ეხლა საქმეს შევუდგეთ ლაპარაკის ნაცვლად. ცნობისათვის დაიბადა ბუდობა

მამა "სოდო" წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი ტყის ქათამზე -გამომყვანი პესსოტა (სხვა, ჩვენ რომ ვიცით ის არა newsmile05.gif )

დედა "გიუნცა" ტყის ქათამზე აქვს შეფასება "ფრიადი" მფლობელი- ძაგლასი

კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ინფო - ლეკვები იმყოფებიან საბერძნეში, ამიტომაც ფასიც გაცილებით მომხიბლავი და ტრანსპორტირებაც იაფი იქნება!!!!

100 მარადმწვნე - ჩემი.... newsmile090.gif

100 $ა ჩემი, კარგი კაცი ხარ ვანო. შენს ძაღლებზე ხომ ვგიჟდები

პოსტის ავტორი: Maverick Apr 18 2013, 09:42

Don. vano
ინტერნეტ მისამართს ვერ მომცემ მაგ ძაღლის?

პოსტის ავტორი: Don. vano Apr 18 2013, 09:44

გიგა qsha.gif qsha.gif

დავით მადლობა.. blashe.gif

კარგი იკნება ეხლავე თუ რამეს ვიზავთ და ზაგლასსაც გავესაუბრებით, გიორგი M აკვს კონტაქტები

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 09:46

ნენჩინის ოჯახშიც არის მატება-http://www.nencinis.it/proposte_e_cucciolate.html

პოსტის ავტორი: giga_megu Apr 18 2013, 09:47

ციტატა(Don. vano @ Apr 18 2013, 10:44) *
გიგა qsha.gif qsha.gif

დავით მადლობა.. blashe.gif

კარგი იკნება ეხლავე თუ რამეს ვიზავთ და ზაგლასსაც გავესაუბრებით, გიორგი M აკვს კონტაქტები

ძაან მაგარია ბიჭებო მიდით მიაწექით მართლაც კაი ძაღლებია. პესოტა უდ ძაღლს არაიყვანდა, მაგ პესოტას სულ კაი მექათმეები ყავს და ხელიდან არ გაუშვათ ბიჩებო

პოსტის ავტორი: Giorgi_M Apr 18 2013, 09:54

ამ დართვას რაც შეეხება, მე ველაპარაკე ანდრეას ძაგლას და ლეკვის წამოყვანა შეიძლება , ფასიც შეიძლება 1000 ევროზე ნაკლები იყოს. თუ ჩვემ ეხლავე შევკრიბავთ ფულს ჩემი ძღლის ერთი ლეკვის ფულს ვდებ. რაც შეეხება იმას თუ საიდან უნდა წამოვიყვანოთ ლეკვი ამ დართვის გარდა: ყველა ძაღლის წინაპარი, რომელიც მონაწილეობს სანადრო ძებნაში, არის დიდი ძებნის ძაღლი, და თუ გგონიათ დიდი ძებნიდან წამოვიყვანთ და 500-600 მეტრზე ივლის ძალიან ცდებით, რომც გამოვიდეს ესეთი ლეკვი რაც ძალიან რთულია, მაგას უნდა სერიოზული ტარება და ცოდნა , ჩემი თუ არ გჯერად აგერ giga_megu- კითხეტ newsmile05.gif
მე რო მკითხოთ ლეკვი უნდა წამოვიდეს დიდი ძებნიდან

ამ დართვას რაც შეეხება ნუ ევროპის ჩემპიონია სოდო და ღირს რათქმა უნდა , გიუნკაც სერიოზული სისხლების ძაღლია ასე რომ. დავდებ ეხლა სურათებს და ინფოსაც

პოსტის ავტორი: Maverick Apr 18 2013, 09:57

გამოუშვი ინფო

პოსტის ავტორი: giga_megu Apr 18 2013, 10:02

ციტატა(Giorgi_M @ Apr 18 2013, 10:54) *
ამ დართვას რაც შეეხება, მე ველაპარაკე ანდრეას ძაგლას და ლეკვის წამოყვანა შეიძლება , ფასიც შეიძლება 1000 ევროზე ნაკლები იყოს. თუ ჩვემ ეხლავე შევკრიბავთ ფულს ჩემი ძღლის ერთი ლეკვის ფულს ვდებ. რაც შეეხება იმას თუ საიდან უნდა წამოვიყვანოთ ლეკვი ამ დართვის გარდა: ყველა ძაღლის წინაპარი, რომელიც მონაწილეობს სანადრო ძებნაში, არის დიდი ძებნის ძაღლი, და თუ გგონიათ დიდი ძებნიდან წამოვიყვანთ და 500-600 მეტრზე ივლის ძალიან ცდებით, რომც გამოვიდეს ესეთი ლეკვი რაც ძალიან რთულია, მაგას უნდა სერიოზული ტარება და ცოდნა , ჩემი თუ არ გჯერად აგერ giga_megu- კითხეტ newsmile05.gif
მე რო მკითხოთ ლეკვი უნდა წამოვიდეს დიდი ძებნიდან

ამ დართვას რაც შეეხება ნუ ევროპის ჩემპიონია სოდო და ღირს რათქმა უნდა , გიუნკაც სერიოზული სისხლების ძაღლია ასე რომ. დავდებ ეხლა სურათებს და ინფოსაც

გია ამ სოდოს თუ ყავს შვილები და რამდენად კაი მწარმოებელია ? ხალხს დიდი ძებნის გამოსვლა ადვილი ჰგონია ,დდი ძებნის ძაღლში ათიათასობით ევროს იხდიან ადამიანბი და წლების განმავლობაში ეძებენ მართლა ფანტასტიურ, ათასჯერ დაიწერა რომ დიდი ძებნა არის უბრალოდ გენოფონდის მატარებელი ძაღლები რომლის შვილებიც გამოდიან სანადიროძებნის ძაღლები. ეს არ ვიცი არ უნდათ თუ ვერ იგებენ ზოგზოგიერთები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Giorgi_M Apr 18 2013, 10:13

SODO DEL ZAGNIS 2012 წლის ევროპის ჩემპიონი
http://www.radikal.ru
GIUNCLA მეპატრონე ანდრეას ძაგლასი
http://www.radikal.ru
აქ ძუმ 1 ექსელენტი აგო ქათამზე
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც საგვარეულოები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც ლეკვები
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 10:19

სურათების ზომისთვის ბოდიში მომითხოვია, ნენჩინის საიტზე არ დევს უფრო დიდი ზომის

დიუნა

http://postimage.org/
http://postimage.org/

სკუტერი

<a href='http://postimage.org/' target='_blank'><img src='http://s20.postimg.cc/6kf3km8nx/nenciniscuster.jpg' border='0' alt="nenciniscuster" /></a><br /><a target='_blank' href='http://postimage.org/app.php'>screen capture</a><br /><br />

რაფი-კურდღლების რისხვა

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

ზევსი 2

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

კიდევ ერთი

http://postimage.org/

აჰა კიდო

http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: Giorgi_M Apr 18 2013, 10:21

ისე ნენჩინის ძაღლებიდან ექსტერიერით უკეთესი გამოვა , დანარჩენი არ ვიცი ერთობლივად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი

პოსტის ავტორი: giga_megu Apr 18 2013, 10:28

ციტატა(Giorgi_M @ Apr 18 2013, 11:21) *
ისე ნენჩინის ძაღლებიდან ექსტერიერით უკეთესი გამოვა , დანარჩენი არ ვიცი ერთობლივად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი

მე ვაბშე არ უნდა ვაქტიურობდე რადგან პოინტერისტი ვარ და სეილება ვიღაჩამ თქვას ამას რაღა უნდაო მარა ძალიან გამიხარდება თუ საქართველოში ვიხილავ ნამდვილ სეტერს, ნე ზაგლასს ვანიჭებ უპირატესობას

პოსტის ავტორი: Maverick Apr 18 2013, 10:29

ექსტერიერი ინტერიერი ეგ კიდევ სხვა თემაა
მე უფრო სანდოობა მაეჭვებს იტალიელების, უკრაინელებისგან ვიცი რომ ხშირია შემთხვევა იტალიაში, ლეკვის ყიდვისას იტყუებიან, ერთი სდაგვარეულოა და სხვა ლეკვია

რაც შეეხება ბერძნებს არც ეგენი არიან მამა-აბრამის ბატკნები, მაგრამ როგორც ვიცი გიორგის ყავს ნათასავები (თან მონადირეები) და იმათი იმედი მაქვს

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 10:31

ციტატა(Nikolo @ 18th April 2013 - 11:29) *
მე უფრო სანდოობა მაეჭვებს იტალიელების, უკრაინელებისგან ვიცი რომ ხშირია შემთხვევა იტალიაში, ლეკვის ყიდვისას იტყუებიან, ერთი სდაგვარეულოა და სხვა ლეკვია

რაც შეეხება ბერძნებს არც ეგენი არიან მამა-აბრამის ბატკნები, მაგრამ როგორც ვიცი გიორგის ყავს ნათასავები (თან მონადირეები) და იმათი იმედი მაქვს

ეგ მბავი მეც გამიგია, რომში მყავს ნათესავები და შემიძლია თუ საჭირო გახდა ვუთხრა და დაურეკავენ. მე მგონი არ უნდა ვიჩქაროთ

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 10:36

აი ნენჩინის კოორდინატები

ALLEVAMENTO SETTER INGLESE NENCINI di Claudio Nencini

via del Leone n.3 50018 .Scandicci fraz. Mosciano (FI)
Fax: +39 055 768735 - mob: +39 338 6100406
info@nencinis.it - claudio@nencinis.it

აი ნამატებიც თუ არ ვცდები ახალია

ქალბატონი ირა

http://postimage.org/
http://postimage.org/

ირას ბოიფრენდი ნოსფერატუს დი ვალდიჩიანა

http://postimage.org/
http://postimage.org/

ქალბატონი ტოსკა

http://postimage.org/
http://postimage.org/

ტოსკას ბოიფრენდი რაული

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: giga_megu Apr 18 2013, 10:38

ციტატა(gagrinski @ Apr 18 2013, 11:36) *
აი ნენჩინის კოორდინატები

ALLEVAMENTO SETTER INGLESE NENCINI di Claudio Nencini

via del Leone n.3 50018 .Scandicci fraz. Mosciano (FI)
Fax: +39 055 768735 - mob: +39 338 6100406
info@nencinis.it - claudio@nencinis.it

იტალიელებს დაანებეთ თავი თორე მაგათზე აფერისტი ხალხი მსოფლიოში არ არის

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 14:19

ესეც სოდო

პოსტის ავტორი: Maverick Apr 18 2013, 14:29

gagrinski
საშინელი ვიდეოა, ვერაფერი გავიგე
ძაღლების მუშაობა არ ჩანს, ყიყნებენ და ეგაა, გასროლაც უნიჭოა, სავარაუდოდ სტარტოვკა გაისროლე D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 14:37

ZAGNIS-ს კიდევ ერთი სეტერი

ესეც ევროპის ჩემპიონატიდან ვიდეო

ციტატა(Nikolo @ 18th April 2013 - 15:29) *
აშინელი ვიდეოა, ვერაფერი გავიგე
ძაღლების მუშაობა არ ჩანს, ყიყნებენ და ეგაა, გასროლაც უნიჭოა, სავარაუდოდ სტარტოვკა გაისროლე D.gif

რა ვქნა პატივცემულო ამ ძაღლის სხვა ვერ ვიპოვე

პოსტის ავტორი: Коба Apr 18 2013, 14:38

ციტატა(giga_megu @ Apr 18 2013, 11:38) *
იტალიელებს დაანებეთ თავი თორე მაგათზე აფერისტი ხალხი მსოფლიოში არ არის

newsmile05.gif newsmile05.gif ზუსტად მასეა

პოსტის ავტორი: Giorgi_M Apr 18 2013, 17:13

ციტატა(Maverick @ Apr 18 2013, 15:29) *
gagrinski
საშინელი ვიდეოა, ვერაფერი გავიგე
ძაღლების მუშაობა არ ჩანს, ყიყნებენ და ეგაა, გასროლაც უნიჭოა, სავარაუდოდ სტარტოვკა გაისროლე D.gif

ეს არის შეჯიბრზე გადაღებული სამოყვარულო ვიდეო, ასე რომ ყველაფერს ვერ ვნახავთ ვერანაირად.
რაც შეეხება მარიანის კლიპებს ის კლიპები არის გათვლილი ჩვეულებრივი რიგითი მაყურებლისთვის და მათში ასახულია ის ეფექტური კადრები რაც ჩათვალეს თვითონ საჭიროდ. იტალიელებს ის არ უფიქრიათ, რომ ბიჭებს საქართველოდან მოუნდებოდათ სრული შეფასების გაკეთება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 21 2013, 22:14

ციტატა(zaxara @ 17th April 2013 - 23:04) *
30 ლარი შეგროვება კარგია

მაგრამ სხვა ხერხებიც არის ფულის თავმოყრის
მაგ : ვისაც ეს საქმე აინტერესებს და ანაღვლებს (ძირ. სეტერისტებს) მოდით ვინც დართავს ძაღლს , წელიწადში 1 ლეკვის ფული ამ საქმისთვის გადადოს(ფონდი.ყულაბა რავიცი რაც იქნება) რა თქმა უნდა ხვადების პატრონებმა 1 ალიმენტის ლეკვი გაყიდოს ამ საქმისთვის !!

რავიცი 10-15 კაცმა რომ ესე გააკეთოს და თუ სხვა ჯიშის მფლობელებიც დაგვეხმარებიან , წელიწადში 1 ლეკვს ჩამოვიყვანთ !!

ვინც იქნებიან გაზრდის მსურველები , ყველა წესების და პირობების დაცვით კენჭი იყარონ და ვისაც გაუმართლებს იმან გაზარდოს ის ლეკვი

ყოველ წლიური ხასიათი რომ მივცეთ ამ ამბავს რაღაც გამოვა მემგონი

ორი ხელით მივესალმები ამ იდეასა და წამოწყებას. აგერ თვის ბოლოს "ალიმენტის" ლეკვს ველოდებით მე და ჩემი ჟანგიანი, ხოდა ჰალალი იყოს მაგ კაი საქმისთვის.

აგერ მოტივაციისთვის გადახედეთ ამ თემას მეზობელ და მეგობარი ფორუმიდან, ასეთ მოკლე დროში ასეთი თანხის აგროვება სახუმარო ამბავი არაა, მაგრამ არც შეუძლებელი

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2717

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 22 2013, 08:02

ხო ესე უცბათ ვერ აგროვდება (ყველას არ აქვს თანხა )
რამე ანგარიშივით ან ერთს კაცს მივაბაროთ აკრებილი თანხა
რომ შეგროვდება გარკვეული რაოდენობა ლეკვის ჩამოყვანისთვის მერე მოვიძიოთ ნაცნობობაც და კარგი სისხლის ლეკვები რამე მამაძAღლობა რომ არ გამოგვატანონ ევროპიდან

პოსტის ავტორი: megreli Apr 22 2013, 13:09

ერთი ლეკვის ფასი რა თანხებში თამაშობს ?

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 22 2013, 14:27

1000 ევროდან და ზევით, ჩემი აზრით ჯობია 6 თვის ასაკის ჩამოვიყვანოთ, ასე თუ ისე გვეცოდინება რა მოგვყავს და რა გამოვა

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 22 2013, 22:22

არასწორად გაიჟღერა მე მგონია ჩვენმა იდეამ მეზობელ თემაში. კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ ჩვენ გვინდა სანადირო ძებნის სეტერების ჩამოყვანა თუ შევძლებთ.

პოსტის ავტორი: კალვერა Apr 23 2013, 17:36

მშვენიერი აზრია მივესალმები!!!

მეც გამოვალ თანხებს ამ ნაღდად საჭირო საქმისთვის!!! ნაღდად გვესაჭიროება სეტერისტებს ახალი სისხლი newsmile05.gif

თანხის აგროვებას რაც შეეხება ანგრიში შეილება გავხსნათ ბანკში და იქ დავაგროვოთ ...

პოსტის ავტორი: aragveli Apr 24 2013, 10:03

სეტერისტებო, გუშინ ვესაუბრე ივა გურეშიძეს , ამ ადამიანს კონტაქტები აქვს ესპანეთში. ესპანეთში ახლა ელოდებიან ერთ დართვას, ძუ ბიგ ჯიმის შვილიშვილია, იმბრიდინგით. ხვადს კი 5 წინაპარი, დიდი ძებნის შეჯიბრის გამარჯვებული უზის საგვარეულოში. ივას შეუძლია დაგვეხმაროს ამ ლეკვის შეძენა ჩამოყვანაში, მაგრამ ჩვენ საჩქაროდ გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები, სანამდის ყველა ლეკვს პატრონი გამოუჩნდება, მე თუ მკითხავთ ამაზე კაი ვარიანტი ბევრი არ გვექნება, თანაც ფასი სავარაუდოდ 400-500 ევროს ფარგლებში იქნება. თუ გადაწყვეტავთ ივასთან დაგაკავშირებთ.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 24 2013, 10:06

ციტატა(aleksandre @ 24th April 2013 - 11:03) *
სეტერისტებო, გუშინ ვესაუბრე ივა გურეშიძეს , ამ ადამიანს კონტაქტები აქვს ესპანეთში. ესპანეთში ახლა ელოდებიან ერთ დართვას, ძუ ბიგ ჯიმის შვილიშვილია, იმბრიდინგით. ხვადს კი 5 წინაპარი, დიდი ძებნის შეჯიბრის გამარჯვებული უზის საგვარეულოში. ივას შეუძლია დაგვეხმაროს ამ ლეკვის შეძენა ჩამოყვანაში, მაგრამ ჩვენ საჩქაროდ გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები, სანამდის ყველა ლეკვს პატრონი გამოუჩნდება, მე თუ მკითხავთ ამაზე კაი ვარიანტი ბევრი არ გვექნება, თანაც ფასი სავარაუდოდ 400-500 ევროს ფარგლებში იქნება. თუ გადაწყვეტავთ ივასთან დაგაკავშირებთ.

ვაახ გაიხარე ალიკ ეგ კარგი ამბავი მოგვაწოდე. ინფორმაციაა საჭირო, რომ ვნახოთ. პმში შესაძლებელია კოორდინატები ბატონი ივასი?

პოსტის ავტორი: ზაზა Apr 24 2013, 10:08

ციტატა(aragveli @ Apr 24 2013, 11:03) *
სეტერისტებო, გუშინ ვესაუბრე ივა გურეშიძეს , ამ ადამიანს კონტაქტები აქვს ესპანეთში. ესპანეთში ახლა ელოდებიან ერთ დართვას, ძუ ბიგ ჯიმის შვილიშვილია, იმბრიდინგით. ხვადს კი 5 წინაპარი, დიდი ძებნის შეჯიბრის გამარჯვებული უზის საგვარეულოში. ივას შეუძლია დაგვეხმაროს ამ ლეკვის შეძენა ჩამოყვანაში, მაგრამ ჩვენ საჩქაროდ გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები, სანამდის ყველა ლეკვს პატრონი გამოუჩნდება, მე თუ მკითხავთ ამაზე კაი ვარიანტი ბევრი არ გვექნება, თანაც ფასი სავარაუდოდ 400-500 ევროს ფარგლებში იქნება. თუ გადაწყვეტავთ ივასთან დაგაკავშირებთ.

თუ მართლა გაქვთ გადაწყვეტილი, ეს მაგარი ვარიანტია, თან ფასიც ძალიან მისაღები

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 24 2013, 10:13

200 მკვდარი პრეზიდენტი ჩემგან !

პოსტის ავტორი: aragveli Apr 24 2013, 10:16

ნომერს პირადში მოგწერ და დაუკავშირდით.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 24 2013, 10:37

ველაპარაკე წესით უნდა დაყრილი ყავდეს უკვე ლეკვები, პროსტა საიტს ვერ ვპიულობ ან მე ვერ გავიგე სწორად. დე პასარინიო და ეგეთს ვერ ვპოულობ. თვითონ პოინტერი მაგ საშენიდან ჩამოუყვანია.

პოსტის ავტორი: iva75 Apr 24 2013, 11:50

http://www.de-pasarin.com/1b-camadas/setter-2013/a/

http://pedigree.setter-anglais.fr/genealogie/arbre.php?id=24549

პოსტის ავტორი: Maverick Apr 24 2013, 11:53

QUOTE (iva75 @ Apr 24 2013, 12:50) *
http://www.de-pasarin.com/1b-camadas/setter-2013/a/

http://pedigree.setter-anglais.fr/genealogie/arbre.php?id=24549

ფასი?

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 24 2013, 13:57

გაიხარე ივა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩავლე Apr 24 2013, 14:02

გაგრინსკი,დძაგლი როგორაა?

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 24 2013, 14:12

ლეკვების დედა დანცა

http://postimage.org/
http://postimage.org/

დანცას საგვარეულო

http://postimage.org/
http://postimage.org/

დართვის პროცესი კლიენტურისთვის

http://postimage.org/
http://postimage.org/

ესეც მამა

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: iva75 Apr 24 2013, 14:12

ეს სურათი სხვა დართვისაა

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 24 2013, 14:14

კიდევ მამა

http://postimage.org/
http://postimage.org/

ივა იქ ეწერა 9 აპრილს დართვა 2013 წლის. ანუ მე ამერია.

ამ ხვადის საგვარეულო

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: iva75 Apr 24 2013, 14:15

ეგ სურატები სხვა დარტვისაა

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 24 2013, 14:15

ამ ლეკვების ფოტო ვნახე მარტო

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: iva75 Apr 24 2013, 14:19

http://www.de-pasarin.com/1b-camadas/setter-2013/a/

http://www.de-pasarin.com/reproductores-setter/hembras/danza-de-pasarin/fotos-danza-2/

http://www.de-pasarin.com/reproductores-setter/hembras/danza-de-pasarin/fotos-danza-1/

პოსტის ავტორი: iason Apr 24 2013, 21:11

მოგესალმებით!-ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიგიღიათ,მეც შემოვალ გარკვეულ თანხას..მხოლოდ ერთობლივი ძალებით შევძლებთ მსგავსი კარგი საქმეების გაკეთებას!-ვინ იქნება შემდეგი?

პოსტის ავტორი: iva75 Apr 25 2013, 21:06

გუშინ მივწერე მაგ ძაღლის პატრონს და დღეს წერილი მომივიდა. ლეკვები ჯერ არ გაჩენილანო(ფასიც არ მოუუწერია). თუ დაინტერესება იქნება შეგვიძლია დავრეკოთ და კონკრეტულად დაველაპარაკოთ.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 25 2013, 21:16

გაიხარე ივა, ეგ კარგი ამბავია რაც ახლა თქვი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Maverick Apr 26 2013, 08:57

QUOTE (iva75 @ Apr 25 2013, 22:06) *
გუშინ მივწერე მაგ ძაღლის პატრონს და დღეს წერილი მომივიდა. ლეკვები ჯერ არ გაჩენილანო(ფასიც არ მოუუწერია). თუ დაინტერესება იქნება შეგვიძლია დავრეკოთ და კონკრეტულად დაველაპარაკოთ.

ივა დაინტერესება არის, იქნებ დავიწყოთ მოლაპარაკებები

პოსტის ავტორი: Don. vano Apr 26 2013, 10:44

ივა რა ტიტულები აქვთ მშობლებს ხომ არ იცი? ან ერთმანეთზე ადრე დართულები თუ იყვნენ? თუ იყვნენ და რა გამოვიდა ამ დართვიდან? მე მაინც მგონია რომ მაგ ფასში ნორმალურ დართვას ვერ იყიდი ევროპაში. ისედაც ლეკვის ჩამოყვანა 95% ლატარიაა და ისე არ გამოგვივიდეს რომ მთავარია რაგაც ჩამოვიდეს და მორჩა. მასე მაგაზე იაფად თურქეთიდან ჩამოიყვან იტალიური სისხლების ლეკვს

მთავარია არ ავჩქარდეთ, 2-3 თვე და თუნდაც ნახევარი წელი ამ შემთხვევაში არაფერია. მაქსიმალურად კარგი დართვა უნდა ჩამოვიყვანოთ და არა ნებისმიერი. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია..

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 26 2013, 10:47

ციტატა(vanodonjashvili @ 26th April 2013 - 11:44) *
მთავარია არ ავჩქარდეთ, 2-3 თვე და თუნდაც ნახევარი წელი ამ შემთხვევაში არაფერია. მაქსიმალურად კარგი დართვა უნდა ჩამოვიყვანოთ და არა ნებისმიერი. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია..

მეც მაგ აზრზე ვარ ვანო, აჩქარება არაფერს გვარგებს. მე ვნახე ერთი იტალიური საშენი ლავერაკების აკოფიც არის მანდ ნამყოფი, ეგ ვარიანტიც მოსასინჯია

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 26 2013, 11:41

http://www.canicaccia.com/vendita

აი ამ საშენზე ვამბობ, ჩემი აზრით 6 თვემდე ძაღლის ჩამოყვანა უფრო მიზანშეწონიალია, ასეთუისე წარმოდგენა გვექნება რა მოგვყავს

პოსტის ავტორი: GIGO Apr 26 2013, 15:59

ჯერ სანამ ლეკვს შეარჩევთ უნდა ჩამოყალიბდეთ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ჩამოყვანილმა ლეკვმა და მომავალში რა გამოყენება ექნება ამ ძაღლს. (და იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ მშობლები, საშენი და ა.შ)
რა თქმა უნდა 6-8 თვის ლეკვის ჩამოყვანა ჯობია მაგრამ პერსპექტიულ ლეკვს არავის გაყიდის(თუ ბანკის ვალი არ აქვს) თუ გაყიდის ფასს რო გაიგებთ შეიძლება ჩამოყვანა სულ გადაიფიქროთ. 1 და 2 წლის ძაღლზე აღარ მაქ ლაპარაკი.

იტილიიდან ძაღლის ჩამოყვანა უფრო რთულია ვიდრე საფრანგეთიდან და ესპანეთიდან . მარტო საფრანგეტში 350 ზე მეტი ძაღლსაშენია ინგლისური სეტერის.

პოსტის ავტორი: levani100 Apr 26 2013, 16:07

ციტატა(GIGO @ 26th April 2013 - 16:59) *
იტილიიდან ძაღლის ჩამოყვანა უფრო რთულია ვიდრე საფრანგეთიდან და ესპანეთიდან . მარტო საფრანგეტში 350 ზე მეტი ძაღლსაშენია ინგლისური სეტერის.

+100% თანაც ესპანელები, გაცილებით "ჯიგრები" არიან.

პოსტის ავტორი: ზაზა Apr 26 2013, 16:26

აუცილებლად დაადგინეთ წინა დართვებიდან როგორები დადგნენ, ჩემი თხოვნაა

პოსტის ავტორი: Don. vano Apr 26 2013, 18:00

ჯერ სანამ ლეკვს შეარჩევთ უნდა ჩამოყალიბდეთ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ჩამოყვანილმა ლეკვმა და მომავალში რა გამოყენება ექნება ამ ძაღლს. (და იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ მშობლები, საშენი და ა.შ)
რა თქმა უნდა 6-8 თვის ლეკვის ჩამოყვანა ჯობია მაგრამ პერსპექტიულ ლეკვს არავის გაყიდის(თუ ბანკის ვალი არ აქვს) თუ გაყიდის ფასს რო გაიგებთ შეიძლება ჩამოყვანა სულ გადაიფიქროთ. 1 და 2 წლის ძაღლზე აღარ მაქ ლაპარაკი.

იტილიიდან ძაღლის ჩამოყვანა უფრო რთულია ვიდრე საფრანგეთიდან და ესპანეთიდან . მარტო საფრანგეტში 350 ზე მეტი ძაღლსაშენია ინგლისური სეტერის.

გიგო მართალია. ძალიან კარგია რა საქმესაც ვეპოტინებით,მაგრამ მართლაც უნდა გავერკვეთ რატომ და რისთვის მოგვყავს ეგ ძაღლი. აზრი ერთია რათქმაუნდა - ჯიშის გამოცოცხლება. სისწრაფისა და სტილის მომატება ჩვენთან არსებული სეტერებისათვის. მაგრამ ამას ერთი ხვადი ნაგდად ვერ შეძლებს, როგორი მაგარი მწარმოებელიც არ უნდა გახლდეს. უმჯობესია ძუს შემოყვანა. ბოლობოლო წაიყვან და რამე ნორმალურ ხვადზე დართავ. მივიღებთ ერთ ბუდობა ევროპულ ლეკვებს. მაგრამ ქილა ერბოსი არ იყოს, მოსაყოლად ადვილია.. და კიდევ ერთი.... ეს ძაღლი უნდა ვანადიროთ, შეჯიბრებზე გავიყვანოთ თუ უნდა ვაჟიმაოთ დღე და ღამე? აი ამაშიც უნდა შევთანხმდეთ და ჩამოვყალიბდეთ

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 26 2013, 18:06

მე ვფიქრობ(ჩემი მოკრძალებული და სუბიექტური აზრია) რომ ერთი ძუ და ერთი ხვადი უნდა შემოვიყვანოთ პრველ ეტაპზე, კიდევ ერთხელ ვამბობ არ უნდავიჩქაროთ და ყველაფერი ავწონ-დავწონოთ ერთად. შემოყვანილი ხვადი და ძუჩ უნდა შევაჯვაროთ ჩვენთან არსებულ საუკეთსო სეტერებთან, ოღონდ მანამდე აუცილებლად უნდა აიღონ საველეები

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 26 2013, 18:48

რამე ესპანური საიტი ხომ არ იცით >>? ინგლისური სეტერები რომ ყავთ

პოსტის ავტორი: iva75 Apr 26 2013, 19:29

Don. vano http://pedigree.setter-anglais.fr/genealogie/arbre.php?id=24549
ამ ლინკზე ნახავ ხვადის მთელ გენეოლოგიას თავისი შედეგებით, ჯერ მარტო ეს რად ღირს PALAZIENSIS RAMBO 1999-11-01 (M) LOE 1669273 (Ch W0F/ICH, IT T, ITF, Camp. Tr. (Ch GQ), Elite A)

პოსტის ავტორი: iva75 Apr 26 2013, 19:39

gagrinski
6-7 თვის ლეკვს მე პირადად არ ჩამოვიყვანდი და არც ჩამოვიყვანე, იმის ალბათობა რომ ლეკვი ხარვეზით იქნება(სტილი, სისწრაფე ან სხვა) ძალიან დიდია.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 26 2013, 22:52

ეგ გასაგებია ივა მაგრამ იმის ალბათობა რომ ერთი თვის ლეკვი იქნება იგივე ხარვეზებით ხომ არის? 6 თვის ლეკვის ნახვა შეიძლება მაინც და ზოგადი წარმოდგენა შეიძლება შეგექმნას. შეიძლება ვცდები

პოსტის ავტორი: aragveli Apr 27 2013, 16:09

ციტატა(gagrinski @ Apr 26 2013, 23:52) *
ეგ გასაგებია ივა მაგრამ იმის ალბათობა რომ ერთი თვის ლეკვი იქნება იგივე ხარვეზებით ხომ არის? 6 თვის ლეკვის ნახვა შეიძლება მაინც და ზოგადი წარმოდგენა შეიძლება შეგექმნას. შეიძლება ვცდები

ზუსტად მაგაშია საქმე რომ 6 თვის ლეკვის ნახვა უკვე შეიძლება და პროგნოზების გაკეთებაც და იქიდან თუ ხარვეხით არ არის არავინ გამოგატანს.

პოსტის ავტორი: dato 85 Apr 27 2013, 19:16

ძაან კარგი წამოწყებაა!!!

მაგრამ ერთი საკითხია აქ...

თვალი მოვკარი წინადადებას რომ ხაზების გამომცოცხლების მიზნით ჩამოგყვათ ლეკვი. იდეა უაღესად კარგია და მისასლმებელი მაგრამ, საქმე იმაშია რომ აქ არჩევანი არის ერთი, ანუ წმინდა ევროპული მოშენებას უნდა მიაწვეთ და ან წმინდა "რუსულს", შერევის შემთხვევაში მხოლოდ პირველ თაობაში ნახავთ შედეგს. მეორეში იგივე იქნება რაც იყო.
ისე არ გამოვიდეს რომ ფულის, ენერგიის და დროის უაზრო ხარჯვა იყოს.
ას ყველაფერი გრძელვადიანი და შორის პერპექტივივის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

გისუვებთ წარმატებებს!

პოსტის ავტორი: Alik May 1 2013, 19:24

აბსოლუტურად ვეთანხმები დათოს და არა მარტო ვეთანხმები ეს ასეც არის ერთი და ორი ჩამოყვანილი სეტერი არანაირ ამინდს და ჯიშის თვისებებს არ შეცვლიან რადგანაც თქვენ აპირებთ შემდგომში შეაჯვაროთ Eვროპული ( დაჟე რომ ჩავთვალოთ სტილიანი ) სეტერი იმ ადგილობრივ ძაღლებზე რაც ჩვენ გვყავს ეს ეკსპერიმენტები არა ერთ ჯერ ჩაატარეს რუსეთში და Yკრაინაში , პირველი თაობა გამოდის ოდნავ უკეთესი ვიდრე რაც გვყავს მაგრამ მეორე და შემდეგი დარჩება იგივე რაც ახლა არის საქარტველოში , რადგანაც ჩვენი სეტერები არიან აბორიგენული და მისი გენეტიკური თვისებებით Fარავენ Eვროპულებს, ევროპული უნდა შეჯვარდეს მარტო ევროპულთან, და იგიც როდესაც რაიმე შედეგს და კვალიფიკაციას აიღებს, მაგრამ აშკარაა რომ ეს წესი ჩვენთან არ იმუშავებს ყველას მოუნდება შეჯვარება ევროპულ ძაღლთან ამიტომ ეს ნაბიჯები მისასალმებელია, მაგრამ როგორც იტყვიან Путь в Никуда,ახლა რაც შეხება სისხლებს და ფასს ძალიან კარგად უნდა ერკვევოდეთ იმ სისხლებში რააც დღესდღეობით ლიდერობს ევროპაში და წლიდან წელში იგებენ ევროპის ჩემპიონატებს ან BP an OP,გნოლზე ,ტყის ქათამზე, ან მთის ნადირობებში, რომლებიც ტარდება FCI ეგიდით ფილდტრალსების წესებით, სხვა დანარჩენი შეჯიბრებები არის სამოყვარულთა კლასსი და არანაირი რეიტინგი არ აქვს , ზუასტად ისე როგორც არ აქვს კლასსი იმ სეტერებს რომლებსაც აქვს მიღებული რაიმე სამოყვარულთა კლასსში, ფასი რომელიც აქ დაიდო ძალიან საეჭველია როგორც იტყვიან რუსები ზა 400–500 ევრო Только уши от дохлого осла , შეიძლება იყიდოთ და არა სტილიანი სეტერი, რადგანაც მარტო პლასმასის ბოკსი ძაღლისთვის ღირს ევროპაში 200 ევრომდი + გზა + ჩასვლა,აგიც რომ ვთქვათ რომ რაიმე არ დაგვიჯდეს საშვალო ფასი ცნობილი მშობლების ლეკვზე მაინც იქნება 1200–1500 ევრო, ამიტომ სანამ რაიმეს გადაწყვიტავთ ძალიან დიდი სამუშაოებებია ჩასატარებელი ანუ კონსულტაციები, მიმოწერვა , რიგში დგომა და ასე შემდეგ.ვიცი ამას რომ ვწერ ბევრი იტყვის ცუდი კაცია სარკაზმით წერს , მე სიმართლეს ვწერ, და ის მიკვირს რომ არის ხალხი რომლებსაც ეს ყველაფერი ესმის და სიტყვას არ ამბობენ. მე ძალიან მინდა რომ საქართველოში იყოს უმაღლესი ლიგის ძაგლები. პატივისცემით.

პოსტის ავტორი: ზახარა May 1 2013, 19:30

ციტატა(Alik @ 1st May 2013 - 20:24) *
ფასი რომელიც აქ დაიდო ძალიან საეჭველია როგორც იტყვიან რუსები ზა 400–500 ევრო Только уши от дохлого осла , შეიძლება იყიდოთ და არა სტილიანი სეტერი, რადგანაც მარტო პლასმასის ბოკსი ძაღლისთვის ღირს ევროპაში 200 ევრომდი + გზა + ჩასვლა,აგიც რომ ვთქვათ რომ რაიმე არ დაგვიჯდეს საშვალო ფასი ცნობილი მშობლების ლეკვზე მაინც იქნება 1200–1500 ევრო, ამიტომ სანამ რაიმეს გადაწყვიტავთ ძალიან დიდი სამუშაოებებია ჩასატარებელი ანუ კონსულტაციები, მიმოწერვა , რიგში დგომა და ასე შემდეგ

elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: butaforia May 7 2013, 22:29

სალამი
გადავიკითხე თემა და იდეამ ძალიან დამაინტერესა, როგორც მომავალ პატრონს მინდა კაი ლეკვის შეძენა და ამ საქმეში გვერდშI დგომა საჭიროდ მიმაჩNია ასე რომ 100მწვანე მინიმუმ ჩემია ტუ რაიმე ბომბა ავაგდეთ მეტზეც სიამოვნებით წამოვალ ამად მიღირს.

პოსტის ავტორი: LeoTaso May 7 2013, 22:38

ციტატა(butaforia @ 7th May 2013 - 23:29) *
100მწვანე მინიმუმ ჩემია ტუ რაიმე ბომბა ავაგდეთ მეტზეც სიამოვნებით წამოვალ ამად მიღირს.

ააა კიდო ააა ...

კაი იქნება ანგარიში გავხსნათ , ან სია ვაწარმოოთ .
ჰეე რაცხა ქენით უმფროსებო newsmile05.gif სანამ რამე კაი და ღირებული დართვა გამოჩნდება საქმეს წინ წავიგდებთ .

პოსტის ავტორი: LeoTaso May 7 2013, 23:02

Alik

ციტატა(Alik @ 1st May 2013 - 20:24) *
პირველი თაობა გამოდის ოდნავ უკეთესი ვიდრე რაც გვყავს მაგრამ მეორე და შემდეგი დარჩება იგივე რაც ახლა არის საქარტველოში , რადგანაც ჩვენი სეტერები არიან აბორიგენული და მისი გენეტიკური თვისებებით Fარავენ Eვროპულებს

არც სელექციონერი ვარ და ბევრი არც გენურ ინჟინერიაში გამეგება ,

მაგრამ გამიგია დართვისას, შეჯვარებისას "ძლიერი" გენი მეტად გადაეცემა შთამომავლობას, ხოდა ეს "ევროპულები" თუ გაცილებით უკეთესები, სტილიანები, სწრაფები და ზეყნოსვის მქონენი არიან (და ეჭვიც არ მეპარება რომ უმეტესობა არის ) "აქაურებზე" ესეიგი გენიც ძლიერი აქვთ და გამომდინარე აქედან გაიმარჯვებს ძლიერი.
აი ჩვენი სეტერების გენეტიკური თვისებები რატო ფარავენ ევროპულებისას ეს მართლა მაინტერესებს .

ეეჰ რიავიცი რიავიცი...
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არსებულ მდგომარეობას ხომ გააუმჯობესებს და "გააკეთილშობილებს" ?!

პოსტის ავტორი: aragveli May 8 2013, 06:10

ეხლა ზუსტად ვიცი აქ რაც მოხდება, დაიწერება 20 გვერდი და რიალურად არაფერიც არ მოხდება. აირჩიეთ ერთი კაცი ვინც ამ საქმეს მიხედავს და ბოლომდე მიიყვანს. ასე ერთმანეთის ყურებით არაფერი გამოვა. ისე თქვენ ისეთი დართვა დაიწუნეთ, ვეჭობ ჩემპიონების შვილის ჩამოყვანა გინდათ და ეგ საქმე უკვე დასაწყისშივე განწირულია. ჯერ ერთი იქიდან თქვენ ეგეთ ლეკვს არავინ გამოგატანთ და თუ გამოგატანთ ისეთი თანხა დაგიჯდებათ თქვენი აკრეფილი თანხით ნამდვილად ვერ შეწვდებით.

პოსტის ავტორი: ზახარა May 8 2013, 11:48

ციტატა(aleksandre @ 8th May 2013 - 07:10) *
ისე თქვენ ისეთი დართვა დაიწუნეთ, ვეჭობ ჩემპიონების შვილის ჩამოყვანა გინდათ და ეგ საქმე უკვე დასაწყისშივე განწირულია.

გამრთლებაც არის ლეკვის გამოდგომის newsmile045.gif

მსურველები ვინც იქნებიან ან ანგარიში გახსნან ან რაიმე მაგდაგვარი სადაც ფული იდება ! რათ უნდა ამას დიდი ამბები და დროის გაწელვა newsmile05.gif
ვინს გაზრდის იმ ჩამოყვანილ ლეკვს , მომავალში უსასყოდლოთ უნდა მისცეს ლეკვები იმ ხალხს ვინს სიაში იქნება ჩამოყვანის ! ნუ თუ გამოდგა ძაღლი რათქმა უნდა newsmile045.gif
ჩემი აზრით აქაურ სისხლებთან ჯერ თავი უნდა შევიკავოთ დართვისას რომ გაიზრდება ... ყველაზე უპრიანი იქნება ძუ და ხვადის ჩამოყვანა newsmile045.gif ვნახოთ რა გამოვლენ !!!

პოსტის ავტორი: achiko-l May 20 2013, 17:41

რაღაც აღარ აქტიურობს ეს თემა,მგონი დახურვა ემუქრება.არადა კაი წამოწყება იყო.

პოსტის ავტორი: hunter88 May 20 2013, 22:07

თუ რამე გადაწყდა ამ კარგ საქმესთან დაკავშირებით ლეკვის ჩამოყვანაში სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას .. ხშირად ვარ იტალიაში და პირადად

ჩამოვიყვანდი... ხარჯებიც შემცირდება.!! თუ რამეზე შეთანხმით მოკლეთ თქვენთან ვარ!!!!!

პოსტის ავტორი: achiko-l May 21 2013, 09:02

ამაზე კაი სიტყვა რა გინდათ newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)