თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მეძებრები _ ვაიმარანერი

პოსტის ავტორი: FreeX Jun 21 2009, 02:28

ვეიმარანერის "სამშობლო" გერმანიაა. ეს ძაღლი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონეა , პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა ევროპაში, ვეიმარანერი მიეკუთვნება მონადირე ძაღლთა ჯიშებს და თავის სამუშაოს მშვენივრად ასულებს, არის სწრაფი, მოხერხებული და ჭკვიანი
შესახედავად ძალზედ ლამაზია, დიდი მკერდით და ძლიერი აგებულების მქონე ტანით

მამალი : იზრდება დაახლოებით 62-დან 70 სმ-მდე. წონა: 30-40 კგ
დედალი : იზრდება დაახლოებით 59-დან 63 სმ-მდე. წონა 26-35 კგ

შეფერილობა ვერცხლისფერი აქ, თავი და ყურები შედარებით ღია ფერის. დაშვებულია ქონდეს პატარა თეთრი ზოლი მკერდზე და თათებზე.
მიეკუთვნება მოკლებეევიანებს
არიან ძალიან დამჯერები და მალე ითვისებენ ბრძანებებს, ასევე არიან ერთგულები პატრონის მიმართ და მალე პოულობენ საერთო ენას მათსადმი.
ეს რაც წიგნში წერია მათ ხასიათზე.

მე რაც გავიგე მაგ ჯიშთან დაკავშირებით , არიან ძალიან ჯიუტები და თავისებური ხასიათის მქონე ძაღლები, ანუ გონიათ რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისი გაიტანონ. კაი ხანი მომინდა ჩემის დასამორჩილებლად მაგრამ ეხლა ნელ-ნელა უფრო დინჯი და დამჯერი ხდება. ძალიან უყვარს ოჯახის წევრები , სახლს ტანკივით იცავს, უცხოებს სანამ არ შეეგუება არ იკარებს. ერთი პრობლემაა ძნელია მაგ ძაღლის სახლში შენახვა, 3-ჯერ 4-ჯერ მიწევს გაყვანა დღეში.
წყალში და მაყვლიან ბუჩქებში უპრობლემოდ შედის, სიცივესაც კარგად უძლებს. ყველაფრის ამტანი ძაღლია, მთავარია კარგი კვება და მოვლა!


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: BEK_M Jun 21 2009, 10:43

FreeX
ეს კურცჰაარის წინაპარია?

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 21 2009, 10:52

BEK_M
არა

FreeX
შენი ძაღლის სურათები დაგედო, მაგარი ჯიშია, რაცხა პოპულარობას იხვეჭს ბოლო დროს ჩვენკენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FreeX Jun 21 2009, 11:39

ვიტო
სხვა განყოფილებაში დავდებ , არაა აქ ჯერ ნამდვილი ჩამოყალიბებული ვეიმარანერის სახე ))

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 23 2009, 10:01

ვაიმარანერი - უფრო სწორია. გერმანულად ნიშნავს "ვაიმარელს", რადგან ვაიმარია მისი სამშობლო.

არსებობს გრძელბალნიანი ვაიმარანერიც, რომელიც საქართველოში არ მინახავს. მოკლებალნიანი ერთ ნაცნობს ჰყავს.

პოსტის ავტორი: Maverick Jun 23 2009, 11:01

დღეს ვნახე კარგი ეგზემპლარი ვაიმარანერი, გია გეწაძემ მოიყვანა კლინიკაში ასაცრელად, შესაშური ექსტერიერის ლეკვი იყო

პოსტის ავტორი: FreeX Jun 23 2009, 15:37

მონადირე
პირველად მესმის , სადაც ვნახე ყველგან ვეიმარად მოიხსენიებენ )

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 23 2009, 16:01

ციტატა(FreeX @ Jun 23 2009, 03:37 PM) *
მონადირე
პირველად მესმის , სადაც ვნახე ყველგან ვეიმარად მოიხსენიებენ )


კაი ძაღლია, მომწონს მაგრად ; ] ვეიმარად იმიტომ მოიხსენიებენ, რომ გერმანულად ასოების კომბინაცია ei იკითხება როგორც ai და რუსების გაბაზრებულია ძირითადად გერმანულ სახელწოდებებზე შეცდომები..
ნუ მაგალითად ზიგმუნდ ფროიდი რუსულად არის ფრეიდი და უამრავი მაგალითია კიდევ eu გერმანულში იკიტხება oi...

პოსტის ავტორი: FreeX Jun 23 2009, 16:10

jagermeister
ჰო , რუსული წიგნები მაქ. =D

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 23 2009, 17:03

FreeX
ეგრე რუსულად აინშტაინიც ეინშტეინია newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 23 2009, 20:08

ნახეთ რა კარგები არიან

ნახეთ როგორ ყვინთავს ეს ძაღლი



პოსტის ავტორი: FreeX Jun 23 2009, 21:30

აი ზუსტად ეგეთ ველური და მოუსვენარია ჩემიც))) ხან რას მოგლიჯავს ხან რას ))

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 23 2009, 21:38

წყალში ხო არ უჭირს შესვლკა რაც მთავარია? FreeX

პოსტის ავტორი: FreeX Jun 23 2009, 22:43

ახოტნიკ
არა კაცო , მაგრა უყვარს წყალი

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 23 2009, 22:47

newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif კაია და ვიდეოები თუ გაქ ატვირთე ან სურათები

პოსტის ავტორი: FreeX Jun 23 2009, 23:18

ახოტნიკ
კიდე 1 კვირა არ ვიქნები ჩემ კომპზე და მერე ეგრევე დავყრი ყველაფერს)

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 28 2009, 16:44

მართლა მაგარი ძაღლია! newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 28 2009, 18:51

ლამაზი ძაღლია მაგარი, ნადირობაში როგორია თუ გამოგიცდიათ ვინმეს ?

პოსტის ავტორი: FreeX Jun 29 2009, 11:27

jagermeister
ჩემი ჯერ პატარაა. აი დედამისის ნადირობა პირადად ვნახე და ძალიან მაგრები არიან!!! ქათამს არ უშვებდა.
ჩემს მწყერი ვერ ვანახე წესიერად თორე ეხლა უკვდე ხოდზე იქნებოდა, მარა მოვა სეზონიც)))

პოსტის ავტორი: jagermeister Jun 29 2009, 13:37

ციტატა(FreeX @ Jun 29 2009, 11:27 AM) *
jagermeister
ჩემი ჯერ პატარაა. აი დედამისის ნადირობა პირადად ვნახე და ძალიან მაგრები არიან!!! ქათამს არ უშვებდა.
ჩემს მწყერი ვერ ვანახე წესიერად თორე ეხლა უკვდე ხოდზე იქნებოდა, მარა მოვა სეზონიც)))

ხო, ეტყობა რო მაგარი მონადირე იქნება : ]

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jul 7 2009, 02:35

http://www.radikal.ru

ესეც გრძელ ბეწვიანი, უხეშბეწვიანი და ჩვეულებრივი ვეიმარანერი [code][/code]

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 7 2009, 02:41

FreeX
ებიჯო გვანახე შენი ცუგა, რა უბედურებაა, მობილითაც გადაიღე ვიდეოები, არ გინდა შევაფასოთ თუ რა ხდება newsmile045.gif
სეზომოდის და რაცხა ქნებ გრჩიოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FreeX Jul 7 2009, 12:27

ვიტო
ვიტო , არ ვარ თბილისში ჯერ-ჯერობით. ჩავალ მალე და დავდებ აბა რას ვიზავ))) უბრალოდ არ მაქ ეხლა აქ.

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 7 2009, 12:48

FreeX
გასაგებია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: BEK_M Jul 7 2009, 12:54

ლევანა90
ვიზუალურად რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან?

პოსტის ავტორი: FreeX Aug 25 2009, 00:44

ესეც რეი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მობილურით გადავიღე და ცოტა ნიტო სურათებია.

პოსტის ავტორი: surebi Sep 14 2009, 08:46

ციტატა(ახოტნიკ @ Jun 23 2009, 09:08 PM) *
ნახეთ რა კარგები არიან

ნახეთ როგორ ყვინთავს ეს ძაღლი



დზალიან მინდა შევიდზინო ერთი მამალი ლეკვი,იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია?8930120012 გოჩა

დძალიან მინდა შევიდძინო ვაიმარის მამალი ლეკვი,იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია თუ სად შევდძლებ?გოჩა 893 120012

პოსტის ავტორი: jagermeister Sep 14 2009, 09:31

FreeX
მაგარია რეი !
რამხელაა ? დაგეშილი გყავს ?

პოსტის ავტორი: FreeX Sep 14 2009, 11:16

jagermeister
1 წლის და 3 თვისაა.
აი ეხლა ამ სეზონზე მოუწია დაგეშვა, მეორე გასვლაზე ნაბულიც გააკეტა.
ეხლა უკვე მწყერს აღარ მაზავს.)

პოსტის ავტორი: jagermeister Sep 14 2009, 11:49

ციტატა(FreeX @ Sep 14 2009, 12:16 PM) *
jagermeister
1 წლის და 3 თვისაა.
აი ეხლა ამ სეზონზე მოუწია დაგეშვა, მეორე გასვლაზე ნაბულიც გააკეტა.
ეხლა უკვე მწყერს აღარ მაზავს.)

მაგარია,
მაგრად მომწონს ეგ ჯიში !
თუ მოხერხდა რამე ერთობლივის მაგვარი ნადირობა, სიამოვნებით ვნახავდი რეის ნადირობას ; ]
ვაპირებდი და ვაპირებ ვაიმარანერის აყვანას როგორც გამომიჩნდება მეორე ძაღლის გაჩერების ფიზიკური საშუალება ; ]

პოსტის ავტორი: AlekoN Nov 11 2009, 17:47

QUOTE (ლევანა90 @ Jul 7 2009, 03:35) *
ესეც გრძელ ბეწვიანი, უხეშბეწვიანი და ჩვეულებრივი ვეიმარანერი [code][/code]
http://www.radikal.ru

აბა, აბა, ნუ შეგყავს პატიოსანი ხალხი შეცდომაში! newsmile055.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 30 2009, 23:56

აი რაღაც ინფო ვნახე,პატარა აღწერაა ვეიმარანერის

ВЕЙМАРАНЕР (Веймарская легавая) - сравнительно крупная, атлетически сложенная собака с короткой, блестящей, мягкой серой шерстью. Все оттенки серого приемлемы. Голова и уши немного светлее, чем остальное тело. Голова - длинная и аристократичная, морда - сильная. Глаза янтарного, голубовато-серого или серого цвета с очень умным выражением; нос - серый. Уши умеренно длинные, висячие. Верхняя линия корпуса опускается постепенно вниз от холки. Передние ноги должны быть прямыми. Хвост купирован (около 4 см в возрасте 2-3-х дней). Задние ноги длинные с хорошо выраженными мышцами. Веймаранеры - хорошие пловцы, имеющие между пальцами перепонки.
Веймаранер - это веселая и очень подвижная собака, умеющая радоваться. Умная, но может быть чрезмерно упрямой в своих намерениях, поэтому собак этой породы необходимо постоянно профессионально обучать послушанию с самого раннего возраста. Веймаранер сдержан по отношению к посторонним людям, иногда может быть агрессивным по отношению к другим собакам. Начинать социализацию этой породы необходимо в самом раннем возрасте. Веймаранер может стать хорошим защитником - это очень верная и смелая собака. Обладая сильными охотничьими инстинктами может быть опасен для мелких животных. Веймаранер определенно не стайная собака, и он нуждается в содержании дома как члена Вашей семьи. Он нуждается во внимании и дружбе. Если обеспечить ему жизнь на цепи в будке или оставлять надолго одного дома, то веймаранер может стать очень беспокойным и нервным. Веймаранер - прирожденный защитник. Чаще всего бывает доброжелательным к детям, но не рекомендуется держать в доме с очень маленькими детьми, потому что его энергии и силы достаточно для того, чтобы случайно сделать ребенку больно, "уронив" на пол. При обучении собак этой породы нельзя применять физические наказания, потому что веймаранер может стать очень осторожным и недоверчивым. Если однажды кто-то или что-то напугает его, дальнейшие тренировки станут практически невозможными. Лучше поощряйте его лакомством или похвалой. Веймаранер может делать ошибки, но если завладеть его вниманием, то этого не случиться. Вы дожны уделять много времени на прогулках команде "рядом". Если не делать этого, то веймаранер будет тащить Вас и рваться во все второны. Но никогда не используйте строгий ошейник или удавку. Веймаранер - очень "разговорчивая" собака, любит полаять. Это - очень крепкая собака с превосходным чутьем и отличными рабочими качествами, поэтому может использоваться для всех видов охоты.
Зубы и короткую шерсть веймаранера легко содержать в хорошем состоянии. Веймаранер почти не линяет. Время от времени надо чистить шерсть специальной щеткой. Мыть с шампунем нужно только при необходимости. Чистка кусочком замши делает шерсть веймаранера более блестящей. После каждой прогулки проверяйте лапы и рот. Ногти при необходимости подрезают.
Средняя продолжительность жизни веймаранеров составляет 10 - 13 лет.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Dec 3 2009, 22:26

AlekoN
აბა ეს რა ძაღლია სადღაც წავაწყდი და ესე ეწერა newsmile038.gif newsmile038.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 7 2009, 22:09

ლევანა90

QUOTE (ლევანა90 @ Jul 7 2009, 03:35) *
http://www.radikal.ru

ჯერ ერთი, ეს ჭრელი ძაღლია, ხოლო ვაიმარული მეძებარი ასეთი შეფერილობის არაა.
მეორეც, ბალნის საფარის მიხედვით, ამ ჯიშის მხოლოდ ორი ვარიანტა არსებობს - მოკლე და გრძელბეწვიანი.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Dec 7 2009, 23:54

AlekoN
დიდი მადლობა რო ამიხსენი ასეა არ უნდა დაუჯერო ყველა საიტს

http://www.radikal.ru

newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 9 2009, 15:51

ლევანა90
ვაიმარული მეძებრის შეფერილობა ორი თუ სამი ელფერის შეიძლება იყოს. მათგან ერთერთს, ზამთარში შვლის შეფერილობას ამსგავსებენ.

პოსტის ავტორი: ჩიკო Dec 30 2009, 13:39

უმეტესად რაზე სანადიროდ გამოიყენება ეს ძაღლი ? წყალი რახან უყვარს სავარაუდოა რო იხვზე მაგარი ხადავოი იქნება მარა სხვა ფრინველზე რას შვრება მაგალითან მწყერზე .

პოსტის ავტორი: mgm Dec 31 2009, 14:19

ჩვეულებრივი კონტინენტალური მეძებარია, ნადირობს როგორც ფრინველზე ასევე სისხლიან კვალზე და მსხვილ ჩლიქოსნებზე. კურცჰაარის სტილია რა.

პოსტის ავტორი: mixailo Feb 19 2010, 23:19

ამ ჯიშის ლეკვი რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში?

სუფთა სისხლის ლეკვს ისოვის კაცი?

პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 19 2010, 23:35

mixailo ფასზე თუ არ გავამახვილებტ ყურადღებას ეს ნახე აგერ
http://myzoo.ge/index.php?act=27&idd=725

პოსტის ავტორი: mixailo Feb 19 2010, 23:45

ციტატა(jeko 15 @ 20th February 2010 - 00:35) *
mixailo ფასზე თუ არ გავამახვილებტ ყურადღებას ეს ნახე აგერ
http://myzoo.ge/index.php?act=27&idd=725

ჯეკო
ძალიან ლამაზია, გავაფრინე ისე მევასა მაგრამ 5 ფრანკლინი ნამდვილად ძნელი გასასროლია ეხლა ჩემთვის newsmile038.gif
ასეთი ლამაზი მეძებარი აარც მინახავს.. მარმარილოს ქანდაკებასავით არის..

პოსტის ავტორი: Davitus Feb 20 2010, 11:25

mixailo
მე რაც მინახავს თითქმის ყველა ლეკვი მაგ ფერია, ისე ცნობისათვის ეგ სურათი მოპარულია newsmile045.gif

აქედან
http://www.cats-dogs-ukraine.com/images/200911170715090.x_7e09ab34.jpg


პოსტის ავტორი: jagermeister Feb 20 2010, 11:54

ერთ-ერთ ფორუმელს ყავს ვაიმარანერი FREEX თუ არ ვცდები

პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 20 2010, 13:08

jagermeister კიი ნამდვილად ყავს

Davitus ისე კლიენრტი რო მივა კიმაგრამ ვერ მიხვდებოდა ეგ ლეკვი როარაა? სხვისი სურატი როუდევს

პოსტის ავტორი: dato01 Mar 19 2010, 20:17

როგორც ცნობილია ძალიან მცირე რაოდენობით არის საქართველოში ვეიმარანერის ჯიშის მეძებრები შემოყვანილი და ამ ჯიშზე პრაქტიკულად არაფერი არ არის ცნობილი ჩვენთან,მაგრამ როგორც ჩანს ეს ჯიშიც ნელ-ნელა გამოჩნდა აქა-იქ.ჩემმა ახლობელმა ეხლახან შეიძინა ვეიმარანერი და ძალიან აინტერესებს გაიგოს იმ პიროვნებისაგან ვისაც ყავს ამ ჯიშის მუშა ძაღლი თუ რა თვისებებით გამოირჩევა ნადირობისას.იმედია პატრონი არ დაგვზარდება მოგვაწოდოს პატარა ინფო ვეიმარანერზე.(ენციკლოპედიები და წიგნები გადაიკითხა)წინასწარ გიხდით მადლობას.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 19 2010, 23:05

dato01
სად შეიძინა, საბუთიანია და რა ფასად?

ვაფანატებ მაგ ძაღლზე... ოღონდ ფარულად newsmile038.gif

პოსტის ავტორი: dato01 Mar 20 2010, 18:48

Davitus არ უყიდია .ამ ლეკვის დედა ყავდა თვითონ და აჩუქა შვილის მეგობარს,რომელმაც მისცა მამალი ლეკვი.რამდენადაც ვიცი საბუთები მოსაწესრიგებელია მაგრამ სუფთა სისხლებია.დღეს ვნახე და კი არის ნიკელებიანი გაზ -21ივით,სულ მთლად ზიპინებს.ულამაზესი ჯიშის ძაღლებია,შეხედულებითაც და ხასიათითაც ვერცხლისწყალია.

პოსტის ავტორი: samo Apr 23 2010, 13:27

ჩემ ძმაკაცს ყავს ვეიმარანერი 2 წლისაა. მთელი ეს სეზონი მაგ ძაგლით ვნადირობდი..... მაღთლა გამაოგნებელია მაგ ძაგლების ტემპერამენტი... შრომის მოყვარეობა.. ყველა დავალებას მშვენივრად ასრულებდა.. ერთადერთი რაცა მაგ ძაგლებში ისაა რომ ცოტა არ იყოს ულამაზო ნაბული აქვს,თორე სხვას ვერაფერს დაუწუნებ მაგ ძაგლებს სუ რო გულით გინდოდეს newsmile05.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 23 2010, 19:29

samo

ეჰჰ, ისე მაგრად მიყვარს ვაიმარი, ნაბულს სულ თავდაყირა რომ აკეთებდეს მაინც მკიდია რა... აი ძაღლის მოვლის და ყოლის პირობები არ მაქვს, მაგრამ ეს რომ მყავდეს, მე წავიდოდი სახლიდან და მაგ ძაღლს გადავუფორმებდი ვაბშემც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: samo Apr 24 2010, 10:12

Davitus საღოლ მონდომებაც და სურვილიც ამას ქვია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 24 2010, 18:37

ვეიმარული მეძებრები ერთ-ერთი უძველეს მეძებარia. ვარაუდობენ, რომ ჯიში ჩამოყალიბდa ყავისფერი შეფერილობის გერმანული მეძებრების პირვანდელი სახეობიდან. შემდეგ მოხდა მუტაციური ცვლილებები მათ შეფერილობასა და ბეწვის სიგრძეში რომელიც შემდგომი სელექციური მუშაობითაც განმტკიცდა. პირველად, ეს მეძებრები აღწერეს ვეიმერელ ერცჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე XIX საუკუნის დასაწყისში. სხვა, უფრო გვიანი წყაროები, მოგვითხრობს, რომ მათი სამშობლო იყო ჩეხეთი და კარლ ავგუსტმა ჩამოიყვანა ისინი ვეიმარში, თუმცა ეს წყაროები ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის.
ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კარგი სამონადირეო თვისებები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალღო, სამუშაოთი დაინტერესება, ბრაზიანობა და სიფხიზლე, ამიტომაც მათ განსაკუთრებით მეტყევეები ამრავლებენ. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამსახურებრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით, აშშ-ში, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან პოპულარულები გახდნენ.
ამ ჯიშის ერთერთი თავისებურება ისაა, რომ ლეკვებს ახასიათებს ფერის ასაკობრივი ცვლა, ისინი ორი თვის ასაკამდე ნაცრისფერ-ცისფერი შეფერილობისაა, აქვთ ლურჯი თვალები, მესამე თვიდან მათი ბეწვი იძენს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ელფერს, ხოლო თვალები ქარვისფერი-ყვითელი ფერის უხდებათ. საბოლოოდ ბეწვის და თვალის ფერი უყალიბდებათ რვა თვის ასაკისთვის.
არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. უკანასკნელ პერიოდამდე მიმდინარეობდა ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება, რაც ძირითადათ სანაშენე მწარმოებლების ნაკლებობით იყო განპირობებული. ბოლო წლებში მაქსიმალურად ცდილობენ განახორციელონ ხალასი შეჯვარება, და მიიღონ სამი დამოუკიდებელი ჯიში.
სტანდარტი:
ვაიმარული მეძებარი ელეგანტური, საშუალოზე მაღალი, პროპორციული აგებულების ძაღლია. ხვადების სიმაღლე 59-70სმ-ია, ძუების – 57-65სმ. წონა – 23-32კგ.
თავი – არისტოკრატული, საკმაოდ წაგრძელებული ფორმის, ტანთან პროპორციული შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული. დრუნჩი გრძელი, ბოლოსაკენ შევიწროვებული. ცხვირის წვერი განიერი. ღაწვები მკვეთრად გამოხატული. შუბლის კეხი ოდნავ ამობურცული.
თვალები – მომრგვალებული ფორმის, ოდნავ ირიბად განლაგებული. ბაციდან მუქ-ქარვისფერამდე სხვადასხვა ტონალობის.
ყურები – მაღლა განლაგებული, ჩამოკიდებული, საკმაოდ გრძელი, ბოლოში მომრგვალებული.
კისერი – დაკუნთული, ზომიერი სიგრძის.
ზურგი – სწორი, ოდნავ გრძელი, მაგრამ არა-სუსტი. ქეჩო კარგად გამოხატული. მკერდი განიერი და ღრმა, იდაყვებამდე დაშვებული. ნეკნები გამოკვეთილი, გავა გრძელი, ზომიერად წაკვეთილი.
კიდურები – ხმელი, დაკუნთული, სწორად გამოხატული შესახსრების კუთხეებით.
თათები – შეკრული, მომრგვალო ფორმის, წაგრძელებული შუა თითები დასაშვებია.
ფერი – ვერცხლისფერ-რუხი, თაგვისფერი, რუხი სხვადასხვა ტონალობით, აგრეთვე ამ ფერებს შორის გარდამავალი ელვარებით. თავი და ყურები, ჩვეულებრივ, უფრო ბაცი ფერის. მკერდსა და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები.
ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით.
კუდი – 2/3-ზე კუპირებული, ქვემოთ დამდგარი, რითაც სხვა მეძებრებისგან განსხვავდება. უჭირავს ჰორიზონტალურად. გრძელბეწვიანებს კუდის კუპირებისას აშორებენ 2-3 მალას.

http://www.ali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1604:veimaruli-medzebari&catid=125:bird-dogs&Itemid=191

მოკლებეწვიანი


ეს გრძელბეწვიანი

ვეიმარი მუშაობისას





ქართლ - კახეთის პირობებშიც ალბათ გაამართლებს



პოსტის ავტორი: feroni Dec 24 2010, 19:57

საღოლ ღლიღვა კარგია! აი მალადეც

პოსტის ავტორი: Davitus Dec 24 2010, 20:19

ღლიღვა

ყველაფერი კარგია ვასოს დავენაცვლე, მაგრამ ვაიმარანერის თემა გვაქვს და ახალი რათ გახსენი?

ვიდზე მეც მაგრად მომწონს ეს ძაღლი, ვაფანატებ მაგის ლეკვზე, მაგრამ ნაბული აქვს რაღაცნაირი დამახინჯებული

ჩვენთან, უცხო ფერის და ექსტერიერის გამო ძირითადად დეკორატიულ ძაღლად ყავს ბევრს, და არა მონადირედ


თქვენის ნებართვით, თემას შევუერთებ ვაიმარანერის თემას.

პოსტის ავტორი: ღლიღვა Dec 24 2010, 20:40

Davitus
კი დავით რა პრობლემაა ! ალბათ ვერ ვიპოვე და მაგიტომ დავდე ახლიდან ! ისე კი მართლაც კარგი ჯიშია, თანაც ორმაგი გამოყენების. ნაბულზეც დგება და დასდევს კიდეც !
ნუ ექსტერიერით ხომ მართლაც მაგარია, მაგრამ ცოდოა მისი "გადეკორატიულობა"

ისე ხომ მაგრა უხდება ჭალას ჰააა ! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Davitus Dec 24 2010, 23:06

ღლიღვა

მე მაგ ძაღლის მხოლოდ ნაბული არ მომწონს, უშნო ნაბული აქვს ნამეტანი


ციტატა
თემა გადატანილია

პოსტის ავტორი: kupra Jul 30 2011, 11:50

რატო არაა პოპულარული ჩვენსკენ ეს ძაღლი თუ ესეთი კაია ?

პოსტის ავტორი: iason Oct 31 2011, 10:32

ციტატა(kupra @ Jul 30 2011, 12:50) *
რატო არაა პოპულარული ჩვენსკენ ეს ძაღლი თუ ესეთი კაია ?

ჩვენთან საქართველოში,ახალი შემოყვანილი ჯიშია,ნაკლებად იცნობენ ამ ძაღლს,მის ხასიათს.ძირითადად ამერიკიდან,გერმანია, ავსტრია,ჩეხოსლოვაკია და მოსკოვიდან ჩამოყვანილი ყველა კარგი ექსტერიერის ძაღლია.რამდენადაც ვიცი მხოლოდ 60 ძაღლია კლუბში გაწევრიანებული,დანარჩენის პატრონებს თავის სიამოვნებისთვის ჰყავთ და არც მათი მუშა თვისებები,საველე გამოცდები და გამოფენები აინტერესებთ...საკმაოდ მაღალი ფასი აქს საზღვარგარეთ დაახლოებით ყველაზე დაბალი უკრაინაში 500$...როგორც ყველა ჯიშში აქაც არის შოუ კლასის და მუშა სისხლების.განსხავდება ამერიკული და გერმანული ხაზები,.ყველა ჯიშს ესაჭიროება სრულყოფა სელექციის მხრივ,ანუ მონადირე სისხლების ძაღლები არ უნდა შევაჯვაროთ არამონადირე და დივანის ძაღლებთან,შემდგომში პრეტენზია რომ არ გვქონდეს ცუდად ნადირობსო..გაწვრთნა დაგეშვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.რადგან ამ ჯიშთან ჩვენს მონადირეებს შეხება არ ჰქონიათ არ იცნობენ მის ხასიათებს ამჯობინებენ შეჩვეულ ჯიშებს). ნაკლებად პოპულიარობა ამით აიხსნება.მე თვითონ მყავს,მეც არ ვიცოდი ამ ჯიშთან მუშაობა,ასე თუ ისე ვერ გავითვალისწინე (გაწვრთნასთან დაკავშირებით;არ უნდა სცემო,არ უნდა გაათამამო)ადვილად იწვრთნება,ბევრი რამის სწავლება შეიძლება ამ ძაღლისთვის,აპორტირება სისხლში აქვს,ყნოსვა კარგი და ზუსტი,ნაბული მყარი,ცხოველს კვალზე მისდევს ყეფით,მოკლულის აპორტირებას აკეთებს.ჩემსას შევატყვე რომ ცხოველზე ბევრად აზარტულად მუშაობს..შეიძლება ჩემი შეცდომაა(ადრე ვანახე სანამ ფრინველზე მყარად დავაყენებდი)..გავიცანი რამდენიმე მფლობელი ვინც ძალიან კმაყოფილია თავისი ძაღლის ნადირობით,(ვიცნობ უკმაყოფილოებსაც...ეს პრობლემა ჩემის აზრით არასწორი მიდგომის ბრალია სელექციის და შერჩევის მხრივ)ნებისმიერი ჯიშის შეჯვარება გამრავლება და განვითარება უნდა მოხდეს სპეციალისტებთან შეთანხმებით,მომოვალში ბევრი კარგი ხარისხის და მუშა თვისებების ძაღლები რომ გვყავდეს საქართველოში...

პოსტის ავტორი: AlekoN Oct 31 2011, 16:14

FreeX, ღლიღვა და დანარჩენებო!

ამ ჯიშს ქვია ვაიმარანერი და არა ვეიმარანერი!



iason
რომელ კლუბშია ამ ჯიშის სამოცი ძაღლი გაწევრიანებული?




პოსტის ავტორი: Davitus Oct 31 2011, 16:44

ციტატა(AlekoN @ 31st October 2011 - 17:14) *
ამ ჯიშს ქვია ვაიმარანერი და არა ვეიმარანერი!


ეგ ისეთი ვარიანტია, აინშტაინი თუ ეინშტეინი


რუსებისთვის ვეიმარია და რუსულენოვანი ხალხი ყოველთვის ვეიმარანერს დაუძახებს newsmile05.gif ისე კი ვაიმარანერია სწორი, რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: AlekoN Nov 2 2011, 00:03

Davitus

რუსები უცხო სიტყვებს როგორ ამახინჯებდნენ, რომ მივყვეთ, შორს წაგვიყვანს ეგ თემა...
ჩვენ, როგორც არარუსულენოვანმა საზოგადოებამ ანუ უბრალო მოკვდავებმა (რა ვუყოთ, ეგ უკვე ჩვენი ბრალი არაა newsmile058.gif ) ისე უნდა გამოვთქვათ ამ ჯიშის დასახელება, როგორც გერმანულად ჟღერს.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 2 2011, 00:05

AlekoN

აბსოლიტურად გეთანხმები!

პოსტის ავტორი: AlekoN Nov 2 2011, 00:09

ღლიღვა

ციტატა(ღლიღვა @ Dec 24 2010, 19:37) *
არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. უკანასკნელ პერიოდამდე მიმდინარეობდა ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება, რაც ძირითადათ სანაშენე მწარმოებლების ნაკლებობით იყო განპირობებული. ბოლო წლებში მაქსიმალურად ცდილობენ განახორციელონ ხალასი შეჯვარება, და მიიღონ სამი დამოუკიდებელი ჯიში.


ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით.


უხეშბეწვიანი ვაიმარული მეძებარი ბუნებაში არ არსებობს!

პოსტის ავტორი: kupra Nov 2 2011, 07:05

ლამაზი ანაჩეჩი რაღაა? wtfg.gif D.gif

პოსტის ავტორი: iason Nov 2 2011, 16:00

ციტატა(AlekoN @ Oct 31 2011, 17:14) *
FreeX, ღლიღვა და დანარჩენებო!

ამ ჯიშს ქვია ვაიმარანერი და არა ვეიმარანერი!



iason
რომელ კლუბშია ამ ჯიშის სამოცი ძაღლი გაწევრიანებული?

ქალაქში მოძებნა ამ ჯიშის ძაღლები ქალბატონმა ლენამ,(თუ სახელი არ მეშლება)და თავის კლუბში კანდელაკის57-ში გააწევრიანა.ყველას აქვს საგვარეულო,სურვილი აქვს გადასცეს (სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთ საზოგადოებას)

პოსტის ავტორი: kupra Nov 2 2011, 20:39

კაი მუშა ხაზები ყაავს ვინმეს ეს ჯიში ისეთი მონადირეს გემოვნებას რო დააკმაყოფილებს მე არ ვიცნობ ამ ჯიშს და მაინტერესებს როგორია მინდორში?

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 11 2011, 08:36

ეს ჩემი ჯინაა. 2 დღის წინ ავიყვანე.
საბუთბიც მალე იქნება

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Nov 11 2011, 12:50

gogita.m
small3d018.gif small3d018.gif მაგარი ლეკვია

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Nov 11 2011, 13:14

ხვადი ვეიმარანერი, ახალგაზრდა, ხო არავის დაუკარგია? საჩხერეში დავინახე, დიდი შანსია "ნაპოვნი" იყოს.

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 11 2011, 13:17

gogita.m

გილოცავ. მაგარია.

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 11 2011, 13:32

gogita.m
გილოცავ გოგიტ სასახელო გაზრდილიყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 11 2011, 13:34

მაგრობაა გილოცა გოგიტა, გამიხარდა რომ ჩვენთან იქნება ეს იშვიათი ჯიში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 11 2011, 13:46

კაი ჯანიანი ლეკვი ჩანს
გილოცავ გიო

პოსტის ავტორი: kupra Nov 11 2011, 14:00

ვაა რა მასტია გილოცავ გიო.

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 11 2011, 16:45

gogita.m
კაი ტიპია.. გილოცავ გიო.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 11 2011, 16:57

მადლობა ბიჭებო,
ერთი სული მაქვს ვნახო როგორ დაიგეშება.

პოსტის ავტორი: Davitus Nov 11 2011, 17:25

gogita.m

ვაააახ, კეთილი შურით მშურს,ამ ჯიშის ვიზუალის ფანი ვარ, ჩვენიანი მონადირის ხელში მართლა საინტერესოა როგორ დაიგეშება, მაგარი მონადირეუნდა გამოვიდეს წესით


გილოცავ!!!!

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 11 2011, 18:41

gogita.m

საკმაოდ კარგი ლეკვი ჩანს. თავიც კარგი უჩანს... მაგ ასაკის ლეკვები მე რაც ვნახე საქრთველოში ასე 4 წლის წინ ყეველას მელიასავაით წვეტიანი ცხვირი ქონდა.
ვისი შვილია და რა ტიტულებია ავქს მშოლებს ხომ არ იცი?? ალბათ რუსეთიდან ან უკრაინიდან არის შემოყვანილი.

გილოცავ


kupra

ციტატა
"კაი მუშა ხაზები ყაავს ვინმეს ეს ჯიში ისეთი მონადირეს გემოვნებას რო დააკმაყოფილებს მე არ ვიცნობ ამ ჯიშს და მაინტერესებს როგორია მინდორში?"


მუშა ხაზები კი არის... ნადირობს მაგით ხალხი საქართველოში, მგონი ერთს მესამე ხარისხის დიპლომიც აქვს...
მინდორში კიდე 4 სხვადასხვა ძაღლი მყავს ნანახი და ოთხივეს ერთი დამახასიათებელი თვისება ქონდა: პრაქტიკულად ძუნძულით ეძებდენ, ჩორთზეც კი იშვიათ გადადიოდენ... ეხლა ძნელია 4 ძაღლზე დაყრდნობით რამე დასკვნები აკეთო, მაგრამ ზოგადად ვიცი თვით კონკტინტალურ ძაღლებშიცკი ნელი ძებნით გამოირჩევა. ისე ნამდვილი უნივერსალია, რასაც კურცხაარი და დრათხაარ გერმანიში აეკეთებს ეგეც ზუსად იგივეს შვება. საერთოდ ნელი ძებნა ბევრ მონადირისთვის სულც არ არის ნაკლი, პირიქით მისასალმებლი ფაქტია. გააჩნია ვინ როგორ ნადირობს და რაზე.
ისე იხვზე და აპორტირებაში მაგარია.

ისე ადრე ვნახე ამ ძაღლზე წიგნი, გამომცელობასთან ვერაზე. რუსული წიგნი იყო და საკმაოდ კარგი ხარისხის, აღარ ვიყიდე რატომღაც... თორე სასარგებლო კი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 11 2011, 19:07

gogita.m
გილოცავ გიო სასხელო გაგეზარდოს, გამიხარდა ეს უცხო ჯიში ცვენს კლუბში რო შემოვიდა

პოსტის ავტორი: Maverick Nov 11 2011, 19:39

QUOTE (dato 85 @ Nov 11 2011, 19:41) *
მუშა ხაზები კი არის... ნადირობს მაგით ხალხი საქართველოში, მგონი ერთს მესამე ხარისხის დიპლომიც აქვს...

ვის აქვს დიპლომი? ან ვის მიერ არის გაცემული?
კლუბში არც ერთი ვაიმარენის ჯიშის ძაღლი არ არის რეგისტრირებული, მით უმეტეს არც ერთი მაგ ჯიშის ძაღლი საველეზე არ გამოსულა

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 11 2011, 19:46

რეგისტრირებული როგორ არ არის... იყო ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში.

სავალეზე რო ყო გამოსული ეგეც ვიცი, ოღონდ ზუსტად რა ქნა არ მახსოვს, მგონი აქვს თქო მაგიტომ დავწერე. დათომ გამოცდა მგონი, ცხვედიანმა... ზუსტად არ მახსოვს თავს ვერ დავდებ.
ამას ასე 4 წლის წინანდელ ამბავს ვყვები. მერე რა მოხდა არვცი.


პოსტის ავტორი: Fishman Nov 12 2011, 00:55

gogita.m


რა მაგარი ლეკვია! მართლა ჯანიანი ჩანს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩიკა Nov 12 2011, 07:49

gogita.m
მომილოცავს კარგი ტიპია ღმერთმა კარგი მონადირე და ჯანმრთელი გაგიზარდოს აბა შენ იცი როგორ მოუვლი

პოსტის ავტორი: iason Nov 12 2011, 09:16

ადვილად იწვრთნება,საურველია ადრეულ ასაკიდან შეაჩვიოთ ბრძანებებს და დაჯერებას,ნუ გაათამამებთ,ლეკვობაში დაუღალავია და კარგად დარBის,მაგრამ შემდეგ უკლებს ნაბიჯს და ეკონომიურად გადაადგილდება,მიაქციეთ ყურადღება მინდორში მოძრაობის შესწავლისას ტემპი არ დააგდოს,თქვენც მოგიწევთ მასთან ერთად სირბილი. ყნოსვა კარგი აქვს,ზუსტი,აპორტირება სისხლში,ცხოველის კვალს მისდევს ყეფით..წყალში შედის წლის ნებისმიერ დროს,ბეწვი მალე უშრება..მე მქონდა ამ ჯიშთან დაკავშირებული კითხვები რუს და უკრაინელ მგეშავებთან,და ასეთი დასკვნა გამოვიტანე:ჯიშს თავისი გარეგნობიდან გამომდინარე ბევრი აქვს დაკარგული,ძირითადად დივანის ძაღლად ყავთ,ცოტა თუ ანადირებს,სასურველია აიყვანოთ ლეკვი ნაღდად მონადირე მშობლებისგან,გარეგნულად ერთიდა იგივე გერმანიიდან და ამერიკიდან შემოყვანილი ძაღლები განსხვავდება ხასიათებით ერთმანეთისგან,ორივეს რაღაც დადებითი აქვს,მაგრამ რაც შეეხება ნადირობას, გირჩევთ გერმანული ხაზიდან შეიძინოთ...

პოსტის ავტორი: iason Dec 9 2011, 19:32

საღამომშვიდობის!მოგესალმებით ყველა ოჩოპინტრეს წევრს!)))) გთხოვთ მირჩიოთ ,როგორ დავდო სურათი ამ გვერდზე?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 9 2011, 19:56

iason
http://imageshack.us/

პოსტის ავტორი: iason Dec 10 2011, 21:26

გმადლობ T A M P L I E R! --ვერ გავუგე ვერაფერი სამწუხაროდ )))

პოსტის ავტორი: iason Dec 25 2011, 23:18

bavarka.com/wb17.html ეს რუსული საიტიდან არის ვაიმარულ მეძებარზე..

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 26 2011, 00:49

ციტატა(iason @ Dec 9 2011, 20:32) *
საღამომშვიდობის!მოგესალმებით ყველა ოჩოპინტრეს წევრს!)))) გთხოვთ მირჩიოთ ,როგორ დავდო სურათი ამ გვერდზე?



http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=3300

არამგონია ამის მერე კიდე ვერ მოახერხო სურათის დადება!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Dec 26 2011, 11:03

მაქსიმუსა
iason
ამ საიტმა დალია კახური წყალი
http://imageshack.us/
აქ ატვირთეთ ცოტა ხნით და მალე საუკეთესოს შემოგთავაზებთ

პოსტის ავტორი: gogita.m May 28 2012, 08:46



აი ესეთებიც ვისწავლეთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 28 2012, 09:26

ვაა ნაგარიაა

პოსტის ავტორი: Davitus May 28 2012, 09:30

მაგარია გოგიტ, ვიდეოზე აღარაფერს ვამბობ, საკმაოდ ლამაზი მიტანებაც გააკეთა, ნაბულიც მშვენიერი აქვს, რას უწუნებენ ამ მეძებრებს მაინც არ მესმის და მომკალით

პოსტის ავტორი: gogita.m May 28 2012, 09:36

რავიცი დავით მე ჯერჯერობით მომწონს. ასეთი ლამაზი ნაბული ჩემს არც ერთ კურცხჰაარს არ გაუკეტებია.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 28 2012, 10:49

Davitus

ციტატა(Davitus @ 28th May 2012 - 10:30) *
რას უწუნებენ ამ მეძებრებს მაინც არ მესმის და მომკალით

ფასსს და სახელს

სად კურცხალი-ს ლეკვი მყავს და სად ვაიმარული-ს
newsmile05.gif newsmile05.gif

საღოლ ჟორჟ მართლაც მომეწონა
მაგისგან მაგარი მონადირე დადგება ოღონდ მიხედვა უნდა

პოსტის ავტორი: Maverick May 28 2012, 11:27

QUOTE (Davitus @ May 28 2012, 10:30) *
ნაბულიც მშვენიერი აქვს, რას უწუნებენ ამ მეძებრებს მაინც არ მესმის და მომკალით



არ მოგკლავთ კაცო, არც არავინ არაფერს არ უწუნებს, უბრალოდ ჯერ–ჯერობით ახალი ხილია, როგორ გაართმევს თავს, როგორი მონადირე დადგება, და საერთოდ ჯიში როგორ ჩამოყალიბდება როგორც მონადირე, დრო გვაჩვენებს

პირადად მე რამოდენიმე მყავს საქმეში ნანახი ამ ჯიშის წარმომადგენელი და არ მომეწონა არც ერთი
იმედი მაქვს გოგიტას ლეკცვი შემაცვლევინებს წარმოდგენა

პოსტის ავტორი: zvit Aug 24 2012, 16:11

სალამი ყველას

მაინტერესებს ვინმეს ხო არ ყავს ვეიმარანერი ? (მისი გაზრდილი პატარაობიდან)
მე მყავს 4 თვის ქალბატონი, ძალიან ლამაზია და ამბობენ ძალიან ჭკვიანიც არისო (მე პირადად ჯერჯერობით სიჯიუტის მეტს ვერაფერს ვატყობ newsmile090.gifnewsmile05.gif )
ბევრი რამ წავიკითხე მათ შესახებ, მაგრამ მაინტერესებს პრაქტიკული გამოცდილება ხო არ ააქვს ვინმეს (აღზრდა მაქვს მხედველობაში)

წინასწარ დიდი მადლობა

პ.ს. აი ისიც

http://postimage.org/image/n0v3cl9od/

პოსტის ავტორი: gogita.m Oct 15 2012, 09:53

zvit მე მყავს მეგობარო, ძუ, უკვე 1 წლის და 2 თვისაა.

ორი თვის ასაკიდან გავზარდე. სიჯიუტე არა მაგრამ მოუსვენრობა ახასითებს, სულ მოძრაობა უნდა, თუმცა შენიშნვას კარგად იგებს და გემორჩილება.

პოსტის ავტორი: sixo Oct 27 2012, 19:50

მე მყავს ეხლა მაცჰუკეს მამალი და შევაჯვარებ კარგ დედალთან მსურველებმა დამიკავშირდით 598100582

პოსტის ავტორი: bobby Feb 20 2013, 10:40

ვაიმარანერი ფართო ძებნის უნარიანია თუ მოკლე?

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 20 2013, 11:18

bobby
რას გულისხმობ ...

პოსტის ავტორი: bobby Feb 21 2013, 08:55

კურცჰაარივით ახლოს მუშაობს თუ სეტერივით შორს გადის

პოსტის ავტორი: levani100 Feb 21 2013, 09:53

მე რაც ვეიმარანერი მინახავს, ყველა დაბალი ტემპით, ახლო მანძილზე მუშაობს.(წიხახოდია) მათ შორის ჩემიც.
გერმანულ-ავსტრიული სისხლების ძაღლი მყავდა, დიდი ხნის წინ. მაშინ იშვიათი იყო ეს ჯიში, მერე გავაჩუქე და ის კაცი
ვისაც ვაჩუქე, ახლობელია კმაყოფილი იყო და წარმატებულადაც ნადირობდა.

პოსტის ავტორი: bobby Feb 21 2013, 19:00

levani100
დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: tuesa Apr 1 2013, 10:49

გამარჯობათ მეგობრებო!!!!!!!! მოგესალმებით ყველას !!!!! ახლა დავრეგისტრირდი და შემოგიერთდით. ბევრი კარგი მქონდა გაგონილი .იმედია სწორად ჩავერთვები. რაც შეეხება ვაიმარს, მყავს წლის და შვიდი თვის კარგი გოგო. მირჩიეთ 2 წლამდე ღირს თუ არა რო დავრთო? ზოგისგან გამიგია რომ სუსტი ლეკვები იქნებიანო. ეგებ ვინმეს თავისი გამოცდილებიდან რიმე რჩევა მოეცა?! წინასწარ გიხდით მადლობას!!!!!

პოსტის ავტორი: levani100 Apr 1 2013, 11:16

tuesa გაგიმარჯოს. ძუს დართვა შეიძლება 1,6 წლიდან, ანუ შეგიძლია დართო თუ გულით გინდა.
ამას არ ჭირდება პირადი გამოცდილება. რაც გაგიგია, სწორად გაგიგია.


პოსტის ავტორი: tuesa Apr 1 2013, 16:08

მადლობა რჩევისთვის. გავითვალისწინებ

ციტატა(levani100 @ Apr 1 2013, 12:16) *
tuesa გაგიმარჯოს. ძუს დართვა შეიძლება 1,6 წლიდან, ანუ შეგიძლია დართო თუ გულით გინდა.
ამას არ ჭირდება პირადი გამოცდილება. რაც გაგიგია, სწორად გაგიგია.

მადლობთ რჩევისთვის.გავითვალისწინებ

პოსტის ავტორი: butaforia May 7 2013, 00:12

სალამი
მიცკევიჩIს ქუჩაზე რომელიმე ვაიმარანერის პატრონი ხო არ ცხოვრობთ?
ამასწინათ გავიცანი თქვენი ძაღლი გარაჟში იყო ძალიან საყვარელი იყო მაგრამ თვალებზე წირპლები უშნოდ ჰქონდა არ მომეწონა, ადრე ვცხოვრობდი მაგ სადარბაზოში უბრალოდ შევიარე და ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ჯიში დამხვდა newsmile05.gif
რაც შეეხება ჯიშს დიდი ხანია მაინტერესებს და საკმაოდ კარგად ვიცნობ, რამდენიმე თვეშI ალბათ მეყოლება კიდევაც (სეტერს პოინტერს და ვაიმარანერს შორის ვმერყეობ)
ამ ძაღლს ეძახიან "ძაღლი ადამიანის ტვინით" და "რუხი სული ან ლანდი" newsmile05.gif ერთ ერთი მაღალი ინტელექტის ძაღლია, როცა გეთამაშება და რაღაცას უმალავ არ იმჩნევს რო გაკვირდება და გითვალთვალებსო ახასიათებდა ერთI კინოლოგი newsmile05.gif მისი ნაბული არ ვიცი, მაგრამ არამგონია კარლ აუგუსტს მისი გამოყვანისას ეგ შეცდომა დაეშვა (ეგ ნახევრადხუმრობით newsmile05.gif )
პ.ს რა ვქნათ მეფე და ზეწოდება ნაბულში ლორდ პოინტერს ეკუთვნის და იყოს მისი აღმატებულების newsmile05.gif

პოსტის ავტორი: tuesa May 19 2013, 10:54

ციტატა(butaforia @ May 7 2013, 01:12) *
newsmile041.gif
სალამი
მიცკევიჩIს ქუჩაზე რომელიმე ვაიმარანერის პატრონი ხო არ ცხოვრობთ?
ამასწინათ გავიცანი თქვენი ძაღლი გარაჟში იყო ძალიან საყვარელი იყო მაგრამ თვალებზე წირპლები უშნოდ ჰქონდა არ მომეწონა, ადრე ვცხოვრობდი მაგ სადარბაზოში უბრალოდ შევიარე და ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ჯიში დამხვდა newsmile05.gif
რაც შეეხება ჯიშს დიდი ხანია მაინტერესებს და საკმაოდ კარგად ვიცნობ, რამდენიმე თვეშI ალბათ მეყოლება კიდევაც (სეტერს პოინტერს და ვაიმარანერს შორის ვმერყეობ)
ამ ძაღლს ეძახიან "ძაღლი ადამიანის ტვინით" და "რუხი სული ან ლანდი" newsmile05.gif ერთ ერთი მაღალი ინტელექტის ძაღლია, როცა გეთამაშება და რაღაცას უმალავ არ იმჩნევს რო გაკვირდება და გითვალთვალებსო ახასიათებდა ერთI კინოლოგი newsmile05.gif მისი ნაბული არ ვიცი, მაგრამ არამგონია კარლ აუგუსტს მისი გამოყვანისას ეგ შეცდომა დაეშვა (ეგ ნახევრადხუმრობით newsmile05.gif )
პ.ს რა ვქნათ მეფე და ზეწოდება ნაბულში ლორდ პოინტერს ეკუთვნის და იყოს მისი აღმატებულების newsmile05.gif

მოგესალმებით!!!!!! ნაბილი მშვენიერი აქვს.ერთი უცნაურობა აგმოვაჩინე.სხვა და სხვა ჯიშებისათვის დამახასიათებელ ელემენტებს ვამჩნევ!

პოსტის ავტორი: tuesa Jul 18 2013, 00:22

ძმებო ნაპოვნია ვაიმარანერი.ძუ. სავარაუდოდ 2-3 წლის.

პოსტის ავტორი: chalata Jul 18 2013, 10:07

tuesa თუ ვერ უვლით მოგვეცით გოგოს უნდა სახში ეყოლება ვეძებთ რამდენი ხანია ვეიმარანერს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Jul 18 2013, 10:40

http://pix.ge/

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jul 18 2013, 10:55

ძაან მაგარი ფოტოა D.gif

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 18 2013, 11:41

მაგრები არიან D.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: tuesa Jul 18 2013, 13:31

ციტატა(chalata @ Jul 18 2013, 11:07) *
tuesa თუ ვერ უვლით მოგვეცით გოგოს უნდა სახში ეყოლება ვეძებთ რამდენი ხანია ვეიმარანერს newsmile05.gif
სალამი მეგობარო. მოვლით ამას კი არა 7 მყავს და იმათ ვუვლი. უბრალოდ ესე არ შეიძლება ,ალბათ პატრონი გულგახეთქილი ეძებს და იქნებ ვაპოვნინოთhttp://smayliki.ru/smilie-473543463.htmlჯერ შანსი დავუტოვოთ

თქვენ ყიდვა თუ გინდათ დაგეხმარებით

პოსტის ავტორი: butaforia Jul 30 2013, 10:52

მე მყავს 2 წლის ხვადი და ვინმეს ხო არ უნდა შეჯვარება?
პ.ს თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში მიიყვანეს წუხელ, ძალიან მაგარი ძაღლია, იქნებ ვინმე გამოჩNდეს.

პოსტის ავტორი: ganja1981 Aug 9 2013, 20:08

ესეც ჩემი ბაბუსი newsmile05.gif ოღონდ ეხლა უკვე 5 თვისაა
http://radikal.ru/fp/cc42a114b1d54111bd21f70f66b97bf8

http://radikal.ru/fp/b399536033c54177b75128f059cd2ec1

პოსტის ავტორი: ganja1981 Aug 9 2013, 20:12

ერთი რამე შემიძლია ვთქვა ვაიმარანერზე, პირადი გამოცდილებიდან, ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ ნადირობას, ასევე ძალიან ჯიუტები არიან და ცოტა "რკინის" ხელი ჭირდებათ.

პოსტის ავტორი: butaforia Aug 12 2013, 15:16

ჯორივით ჯიუტები newsmile05.gif
ganja1981
რომელი საგვარეულოდანაა?

პოსტის ავტორი: ganja1981 Aug 12 2013, 15:35

მემგონი ჯორზე უარესები D.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Aug 12 2013, 16:16

და ყველაზე მეტად უყვართ პატრონიnewsmile05.gif


http://radikal.ru/fp/d54925a5c0db4409966c9145696f4756

http://radikal.ru/fp/afb331b3cf9b468b9d6ddd655628039b

პოსტის ავტორი: სკვითია Aug 12 2013, 16:19

ციტატა(ganja1981 @ Aug 12 2013, 16:35) *
მემგონი ჯორზე უარესები D.gif

კაცო დრათჰაარზე უფრო ჯიუტია? მეძებრებში თუ არსებობდა ანალოგი (ხასიათში) არ მეგონა ნამდვილად, თურმე არის...

პოსტის ავტორი: megreli Aug 12 2013, 16:23

ციტატა(goga todua @ 12th August 2013 - 17:19) *
კაცო დრათჰაარზე უფრო ჯიუტია? მეძებრებში თუ არსებობდა ანალოგი (ხასიათში) არ მეგონა ნამდვილად, თურმე არის...


გერმანელია და რა გიკვირს xexe.gif

პოსტის ავტორი: სკვითია Aug 12 2013, 16:29

megreli
მართალი ხარ, ეგ არღარ გამხსენებია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ganja1981 Aug 13 2013, 09:22

ვერც კი წარმოგიდგენიათ თუ რამდენად ჯიუტები და მძიმე ხასიათის პატრონები არიან... ალბათ უნდა იყოლიო ეს ჯიში, რომ მიხვდე თუ რაზე ვსაუბრობ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Aug 13 2013, 11:34

ganja1981
ჩემსას არცერთი ეგ თვისება არ ახასიათებს

პოსტის ავტორი: ganja1981 Aug 13 2013, 14:20

გოგიტა რა ასაკის არის შენი ძაღლი?

პოსტის ავტორი: dima71 Aug 13 2013, 15:13

გოგიტა! გაგვანებივრეთ ცოტა თქვენი ძაღლის სურათებით!!( თუ ვიდეო გაქვთ, კიდევ უკეთესი!!!)

პოსტის ავტორი: butaforia Sep 9 2013, 13:56

ჯორივით ჯიუტია, ვგრძნობ რო ესმის ჩემი მიყურებს დააფიქსირებს რა ვუთხარი და მერე მაინც თავისას აკეთებს, ძალიან უყვარს მოფერება newsmile05.gif სამწუხაროდ ნადირობაში ვერ ვცდი და ძალიან მაინტერესებს როგორია.
სურათებს დავდებ თუ ამიხსნით ვინმე როგორ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 9 2013, 14:25

ფორუმის რესურსებში დევს და მოძებნე

პოსტის ავტორი: ilara Sep 9 2013, 17:08

მაინტერესებს ვისაც ყავს გამოცდილი ეს ჯიში,ზამთარში როგორ ნადირობს მაგალითად იხვზე?

პოსტის ავტორი: dato 85 Sep 9 2013, 17:40

ilara

ციტატა(ilara @ 9th September 2013 - 11:08) *
მაინტერესებს ვისაც ყავს გამოცდილი ეს ჯიში,ზამთარში როგორ ნადირობს მაგალითად იხვზე?


ისეთივე წარმატებით როგორც ყველა სხვა გერმანული მეძებარი.
უბრალოდ ერთი მომენტია; ღირს თუ არა გამთენიისას ყინულებიან წყალში ძაღლის შეშვება.

პოსტის ავტორი: ilara Sep 9 2013, 17:58

მაგაში რას გულისხმობ გამთენისას რომ ამბობ ?

პოსტის ავტორი: dato 85 Sep 9 2013, 20:28

რასა და იმ ყინვაში და სუსხში გიღირს ძაღლის შეშვება წყალში?
ერთია როცა მოძრაობს და ხურდება მაგრამ მეორეა როცა ფეხებთან გელოდება სველი ძაღლი.

ყავათ საქართველოში ეგ ძაღლები. სხვათაშორის აქაურ ფორუმელბსაც.
მათ უფრო ზუსტი პასუხი ექნებათ შენ კითხვაზე.

პოსტის ავტორი: ilara Sep 9 2013, 20:54

კარგი იქნება თუ მიპასუხებენ მაინტერესებს ზამთარში როგორ მუშაობს და იხვზე მუშაობს თუ არა?

პოსტის ავტორი: iason Sep 9 2013, 21:59

ციტატა(ilara @ Sep 9 2013, 21:54) *
კარგი იქნება თუ მიპასუხებენ მაინტერესებს ზამთარში როგორ მუშაობს და იხვზე მუშაობს თუ არა?

იგივე ნაირად,როგორც კურცჰაარი..

პოსტის ავტორი: butaforia Sep 9 2013, 22:33

მე კი მყავს მაგრამ აზრზე არ ვარ რას შვება ძალიან კი მაინტერესებს მაგრამ პრასვეტი ნულის ტოლია

პოსტის ავტორი: butaforia Sep 9 2013, 22:38

ესეც ბილბო
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ilara Sep 10 2013, 10:00

ძალიან კაცური კაცია ლამაზია,ისე ნადირობს და რა ხნისა?

პოსტის ავტორი: jagermeister Sep 10 2013, 11:23

butaforia

რა ხნისაა შენი ვაიმარანერი ?

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 10 2013, 11:29

butaforia

სად არის რეგისტრირებული? საბუთები თუ აქვს

პოსტის ავტორი: ilara Sep 10 2013, 11:32

შენც გყავს ხო?როგორ ნადირობს შენი?


გოგიტა

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 10 2013, 15:34



ilara 2 წლის პირობაზე არ ვუჩივი,

წინა გვერდებზე დევს ვიდეო თუ არ ვცდები.

პოსტის ავტორი: butaforia Sep 10 2013, 20:12

ilara
გოგიტა
jagermeister
არ ვიცი ნადირობს თუ არა და ძალიან მაწუხებს ეგ საკითხი, მე თვითონ არ მაქვს დრო და ვერ მიმყავს რო ვნახო რა კაცია. საბუთები დაკარგული ჰქონდა და აღვადგინეთ უფრო სწორად ჯერ არ გამოგვიტანია. კანდელაკზე ქალბატონ ლენასგან უნდა წამოვიღოთ, სუხიშვილების ხაზიდანაა ლილუს შვილია დანარჩენი დეტალები რადასლოვიაში წერია რო წამოვიღებთ დაწვრილებით გეტყვით თ დაგაინტერესებთ ისევ. ორი წლისაა.
გოგიტა ავატარზე თქვენი ძაღლია როგორც მივხვდი ხო?

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 11 2013, 08:41

butaforia

კი ჩემი ძაღლია, ძუა. ჩემიც სუხიშვილის ხაზია დედის მხრიდან,

მამა კი როჯერია.

ეს ჩემია სწავლების პერიოდშიnewsmile05.gif




პოსტის ავტორი: dima71 Sep 11 2013, 08:55

გოგიტა ! თქვენი ძაღლის მუშაობის ახალი კადრები თუ გაქვთ , თხოვნა მაქვს რომ დადოთ!!

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 11 2013, 09:00

dima71
დიმა სულ მინდა რომ ნადირობის დროს გადავუღო და ვერ მოვახერხე, თოფის ჭერა მირჩევნიაnewsmile05.gif, თუმცა უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

პოსტის ავტორი: ilara Sep 11 2013, 09:53

იხვზე არ გინადირია ჯერ?ზამთრის პირობებსჰი როგორია ეგ მაინტერესებს მცივანა არის ?


butaforia
ისე თუ არ გაგიყვანია აქამდე მგონი ორი წლის ძაღლის დაგეეშვა ძნელი უნდა იყოს.თუმცაგა კურცხარი დაგეშა ჩემა ნათესავმა ორის ხდებოდა.

პოსტის ავტორი: ilara Sep 11 2013, 12:49

ეს განწყობისათვის ვისაც ვეიმარი გყავთ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: butaforia Sep 11 2013, 22:49

იქნებ დაგეშილიცაა უბრალოდ მე არ ვიცი არაფერი.
გოგიტა
კარგად გამოიყურება შენი გოგო, რო ვნახე გამეცინა ისე გვანან newsmile05.gif მგონი სუხიშვილის ხაზის მეტი არცაა ჩვენთან, 70 მდე ძაღლიაო სულ ვაიმარის. რამდენიმე დღის წინ სომხეთიდან დამიკავშIრდნენ შეჯვარება უნდათ იმედია გამოგვივა. რამდენია წონაშI შენი გოგო? რაღაც საჭმელს ვერ დავუმუღამეთ წინა პატრონი რას აჭმევდა არ ვიცი, იქნებ რამე მირჩიო.

პოსტის ავტორი: ilara Sep 11 2013, 23:13

მერე გაარკვიე იქნება ნადირობს შენი ძაღლი.

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 12 2013, 09:04

ციტატა(butaforia @ 11th September 2013 - 23:49) *
კარგად გამოიყურება შენი გოგო, რო ვნახე გამეცინა ისე გვანან მგონი სუხიშვილის ხაზის მეტი არცაა ჩვენთან, 70 მდე ძაღლიაო სულ ვაიმარის. რამდენიმე დღის წინ სომხეთიდან დამიკავშIრდნენ შეჯვარება უნდათ იმედია გამოგვივა. რამდენია წონაშI შენი გოგო? რაღაც საჭმელს ვერ დავუმუღამეთ წინა პატრონი რას აჭმევდა არ ვიცი, იქნებ რამე მირჩიო.



არის სხვა ხაზებიც თუმცა ცოტაა. ლენას რჩევით ეხლა დართული მყავს მაგარ ხვადზე, რომელიც მუშა ხაზიდანაა და 1 თვეში ველოდები.

წონაში ჩემი ეხლა ნამდვილად არ ვიცი რამდენია, თუმცა მოსული ძაღლია. საკვებს რაც შეეხება ჩემსას კორმს ვაძლევ უპირატესობას უფრო ,,დაემონდს" ვანიჭებ და შენც ამას გირჩევ. მთელი ტომარა რომ დაუდგა დამერწმუნე ერთ დღეში სულ შეჭამს D.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 12 2013, 09:20

გოგიტა
ლეკვებს ხოარ გაყიდი?და თუ გაყიდი რა ფასში?

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 12 2013, 10:29

ilara
რავიცი რა გითხრა, იმდენი ხალხი ელოდება, მეშინია ჩემიც არ წამართვანnewsmile05.gif თან ყველას ხვადი რომ უნდა ეგ მაცოფებს.

ერთი-ორს კი გავყიდდი სიამოვნებით, თორემ უკვე გადამჭამა D.gif თუ დამრჩა აქ დავწერ

პოსტის ავტორი: ilara Sep 12 2013, 10:32

კაი თუ დააპირებ გაყიდვას დაწერე და დაგიკავშირდები

პოსტის ავტორი: butaforia Sep 16 2013, 13:50

გოგიტა
ხო ამათ თუ რ დაუწესე ზომები ძღომა არ იციან newsmile05.gif ჩემმა მიგლიორის კონსერვს დაუჭირა მაგარი მუღამი newsmile05.gif დღეში კილოორასიანს ნთქავს + გერკულესი და რასაც მოიპოვებს newsmile05.gif დაიკლო 34კილომდე ჩამოვიდა და ძალიან გამხდარი მგონია, ჭია ხო არ ყავსთქო ვფიქრობ, ხვალ ვეტერინარი ვნახოთ რა რჩევებს მოგვცემს. კბილი სტკივა და იქნებ მაგის ბრალიცაა.
პ.ს ისე მეც მაღიზიანებს ყველას რო ხვადი უნდა და ხვადი ჰყავს, სიამოვნებიტ მეყოლებოდა ძუ, ნეტა ესეც ძუ იყოს newsmile05.gif ჯორივით ჯიუტია იქნებ ძუ ნაკლებჯიუტი ყოფილიყო D.gif

პოსტის ავტორი: tuesa Oct 3 2013, 23:30




პოსტის ავტორი: tuesa Oct 4 2013, 09:17

ესეც იმ ლეკვების დედა.

პოსტის ავტორი: ganja1981 Oct 4 2013, 14:38

ციტატა(butaforia @ Sep 16 2013, 14:50) *
გოგიტა
პ.ს ისე მეც მაღიზიანებს ყველას რო ხვადი უნდა და ხვადი ჰყავს, სიამოვნებიტ მეყოლებოდა ძუ, ნეტა ესეც ძუ იყოს newsmile05.gif ჯორივით ჯიუტია იქნებ ძუ ნაკლებჯიუტი ყოფილიყო D.gif


ძუ მყავს, ჯორზე უფრო ჯიუტია D.gif

პოსტის ავტორი: ilara Oct 9 2013, 21:28

ზამთარში იხვზე რას შვება ეს ჯიში?შეილება რო დაეყრდნო როგორც კურცხარს ან დრათხარს თუ ინდივიდუალურია?

გააჩნია ძარლის ჟილკას და ხასიათს?

პოსტის ავტორი: ganja1981 Oct 10 2013, 13:54

ჩემი, მაგარ ყინვაში, უპრობლემოდ შედიოდა წყალში და რავიცი...

პოსტის ავტორი: გოგიტა Oct 10 2013, 13:57

მოკლედ ჩემი ძაღლი მაკე არ აღმოჩნდა.
თითქოს ყველა ნიშანი ქონდა ორსულობის, 10 ოქტომბერს დართვიდან 64 სრულდება, მაგრამ მუცელი საერთოდ აღარ აქვს, რას დავაბრალო არვიცი.
გასუქებულია, თითქოს ძუძუც ჩამოუვიდა, მაგრამ მუცლის ნასახი არა აქვს. ვოტ ტაკ. :(

პოსტის ავტორი: chalata Oct 10 2013, 15:58

ციტატა(გოგიტა @ Oct 10 2013, 14:57) *
მოკლედ ჩემი ძაღლი მაკე არ აღმოჩნდა.
თითქოს ყველა ნიშანი ქონდა ორსულობის, 10 ოქტომბერს დართვიდან 64 სრულდება, მაგრამ მუცელი საერთოდ აღარ აქვს, რას დავაბრალო არვიცი.
გასუქებულია, თითქოს ძუძუც ჩამოუვიდა, მაგრამ მუცლის ნასახი არა აქვს. ვოტ ტაკ. :(

მამალმა შეიძლება ვერ გაქაჩა.სხვა დროს იმ მამალთან არ დართო,ჩემი რჩევა იქნება

პოსტის ავტორი: Davitus Oct 10 2013, 18:05

გოგიტა

შენს ადგილას მაინც ექოსკოპიას გავუკეთებდი

პოსტის ავტორი: გოგიტა Oct 11 2013, 09:01

http://radikal.ru/fp/859f4232f1154f7aaf325b9578247e23

http://radikal.ru/fp/fd7be189100e4b65b862b61081ee9f3f

დღევანდელი ფოტოებია. ასეთი მუცელი აქვს. აბა რას ფიქრობთ? ორსულობის 65 დღეა newsmile05.gif

Davitus კი მინდა ეხოზე წაყვანა, მაგრამ ძაღლების ენტერო ვირუსია გავრცელებული და ვერიდები კლინიკაში წაყვანას

პოსტის ავტორი: საბო Oct 11 2013, 10:18

გოგიტა

ეხლა მაგას მაკეობის არაფერი ეტყობა, მაგრამ მიკვირს თუ ქონდა ყველა ნიშანი და მუცელიც შებერილი, სად გაქრა მერე?

მოკლედ გოგიტა, ეხლა იქნება თუ მერე, ჩამწერე ლეკვას მსურველების სიაში პლზ.

პოსტის ავტორი: Davitus Oct 11 2013, 17:24

გოგიტა

არ ეტყობა სურათში, მაგრამ მე მინახავს ლაბრადორი, 3 ლეკვი ყავდა და არ ეტყობოდა არაფერი

პოსტის ავტორი: Babuka Oct 11 2013, 20:12

მოგესალმებით! ცრუ მაკეობის ნიშანები აქვს, მაგრამ ჩემ ვაიმარს 3 ლეკვი ყავდა და არც იმას ეტყობოდა მუცელი. ისე თუ არ გინდა კლინიკაში მიყვანს, სახლშიდაც შეიძლება მოიყვანო, და სახლის პირობებში გადაუღო ეხოსკოპია. ისე 64 დღე თუ გავიდა, მაკე ძუ, კი უნდა აწრიალდეს და ჭამას მოუკლოს.....

პოსტის ავტორი: chalata Oct 11 2013, 20:44

მე როგორც ვიცი დართვიდან მაქსიმუმ 60- 65 დღე არის ძაღლი მაკედ, ექოსკოპიას სავაურდოდ აზრი არ ექნება, ღმერთმა ქნას რომ დაყაროს ლეკვები მაგრამ ცრუ ორსულობასთან არის საქმე ახლოს

პოსტის ავტორი: butaforia Oct 19 2013, 19:35

გუშინ მანქანამ დაარტყა ბილბოს, მოისროლა ერთ ორ მეტრზე, ეს გაიქცა შეშინებული და მე გავეკიდე თურმე ის მოკლე გზით მობრუნდა და მე მეძებდა მე მას ვეძებდი, მერე ეზოში მეძებდა მოკლედ სადაც კი ვართ ერთად ნამყოფი ყველგან ნახა ვიღაცამ მაგრამ სულ მისწრებდა 15-20 წუთით 4 საათი ვეძებე და დაღლილი ავბრუნდი სახლში გამოსაცვლელად, ზემოდან უკეთ დავინახავ თუ მოვიდა ეზოში მეთქი, სულ რაღაც 5 წუთში მოვიდა დასუნსულებდა პილასოსივით, ტალახში ამოსვრილი დაღლილი მომვარდა რო დამინახა, როგორც ჩანს ლისზეც იყო ასული სხვაგან ტალახს ვერ იპოვიდა, თან მანდაც მყავდა ერთხელ. ფეხები გადაყვლეფილი ჰქონდა ასფალტზე ნასრიალები, და ტეძო ოდნავ დაბეჟილი, ვეტერინარმა შეამოწმა ყველაფერი რიგზე აქვსო და ასე გადავურჩით ლაითად ავარიას. მძღოლმა არც კი შეანელა დაგვიკიდა და წავდა.

პოსტის ავტორი: butaforia Oct 19 2013, 19:39

ganja1981
საშინელებაა რო ხედავ ესმის შენი ხვდება მაგრამ არ უნდა და არ აკეთებს newsmile05.gif newsmile05.gif
გოგიტა
რაიმე სიახლე არის შენი გოგოსკენ?

პოსტის ავტორი: გოგიტა Oct 19 2013, 22:54

butaforia
მიხარია რომ კარგად დამთავრდა თვენი ამბავი. ჩემი ჯინა არ აგმოჩდა მაკე და შესაბამისად ნადირობაზე გადავერთეთ.newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ganja1981 Oct 23 2013, 11:26

ბოდიშით ორმაგი დაპოსტვისთვის, ვეტერინარიაშიც დავპოსტე... აქაც მინდა იგივე დავწერო, ძალიან ვნერვიულობ უკვე ჩემ ლეკვზე 8 თვისაა და სულ საოპერაციო მაგიდაზეა :(

მეგობრებო, მოკლედ მოგიყვებით ჩემი და ჩემი ვაიმარანერის პრობლემაზე, იქნებ ვინმეს გქონიათ ამდაგვარი შემთხვევა და რამენაირად დამეხმაროთ, თორემ მოვიარე უკვე ყველა ვეტერინარი და კლინიკა რაც კი არსებობს თბილისში... :(
5 თვის ასაკში ჩემ ლეკვს თავზე გამოუვიდა "შიშკა", მივიყვანე ვეტ კლინიკაში, ექიმმა მითხრა, რომ ეს იყო ლიმფოექსტრავაზატი და დააბრალა ტრამვას, ნუ ჩავთვალე, რომ ალბათ მიარტყა სადმე თავი თქო... გავჭერით, "შიშკა" სავსე იყო ლიმფით, ამოვასუფთავეთ და იოდის ხსნარით მოვწვით და გავკერეთ, მოიშუშა ჭრილობა და ვიყავით ბედნიერები, მანამ სანამ დაახლოებით ერთ თვეში იგივენაირი "შიშკა" გამოუვიდა, ოღონდ ამჯერად უკვე წინა მარჯვენა თათზე, იდაყვზე (მოხრის ადგილას), წავედი უკვე სხვა კლინიკაში (მაინტერესებდა სხვა ექიმის აზრიც), იქაც იგივე მითხრეს, რომ "შიშკაში" დაგროვილია ლიმფა და ტრამვის ბრალიაო, გავჭერით, ამოვჭერით კაპსულა, მოვწვით იოდის ხსნარით და გავკერეთ, მოიშუშა ეს ჭრილობაც, მაგრამ გუშინ შევამჩნიე, რომ ისევ, ზუსტად ისეთივე "შიშკა" ფორმირდება, ოღონდ ახლა უკვე მარცხენა ფეხზე. :( მიშველეთ რამე...

პოსტის ავტორი: chalata Oct 23 2013, 18:23

ვარკეთილის მეტროსთან ვეტ აფთიაქი რომ არის იქ გყავდა? მაგარი ვეტერინარები არიან მანდაც თუ გინდა ნომერს გეტყვი

პოსტის ავტორი: Davitus Oct 24 2013, 00:16

ganja1981

ჰემოლიმფოექსტრავაზატი ხომ არ არის, ყველა შემთხვევა კონკრეტულად ლიმფოექსტრავაზატი იყო? რომელ შრეებში ვითარდება? კანქვეშ, ფასციის ქვეშ თუ კუნთქვეშ?

სავარაუდოდ შენს ძაღლს გენეტიკურად აქვს მყიფე ლიმფური ძარღვები, შესაბამისად მცირედი ტრავმის დროს დესტრუქცია ხდება, ლიმფა კი სისხლივით არ დედდება, ამიტომ სულ იღვრება და სადაც თავისუფალ ადგილს იპოვის გროვდება.

ლიმფოექსტრავაზატი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მაგრამ საკმაოდ დიდი ტრავმა უნდა მიაყენო ორგანიზმს, მაგალითად რქის მორქენით მიყენებული ტრავმის შედეგად და ა.შ.

ხშირი შემთხვევითობა, უფრო მყიფე და ადვილად დესტრუქციულ ლიმფურ სადინარებზე მიუთითებს, თუ ძაღლი მუდმივი ტრავმის ქვეშ არ იმყოფება და "წიხლქვეშ გაგდებული" არ გვყავს

პოსტის ავტორი: ganja1981 Oct 24 2013, 10:45

ციტატა(Davitus @ Oct 24 2013, 01:16) *
ganja1981

ჰემოლიმფოექსტრავაზატი ხომ არ არის, ყველა შემთხვევა კონკრეტულად ლიმფოექსტრავაზატი იყო? რომელ შრეებში ვითარდება? კანქვეშ, ფასციის ქვეშ თუ კუნთქვეშ?

სავარაუდოდ შენს ძაღლს გენეტიკურად აქვს მყიფე ლიმფური ძარღვები, შესაბამისად მცირედი ტრავმის დროს დესტრუქცია ხდება, ლიმფა კი სისხლივით არ დედდება, ამიტომ სულ იღვრება და სადაც თავისუფალ ადგილს იპოვის გროვდება.

ლიმფოექსტრავაზატი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მაგრამ საკმაოდ დიდი ტრავმა უნდა მიაყენო ორგანიზმს, მაგალითად რქის მორქენით მიყენებული ტრავმის შედეგად და ა.შ.

ხშირი შემთხვევითობა, უფრო მყიფე და ადვილად დესტრუქციულ ლიმფურ სადინარებზე მიუთითებს, თუ ძაღლი მუდმივი ტრავმის ქვეშ არ იმყოფება და "წიხლქვეშ გაგდებული" არ გვყავს


ჰემოლიმფოექსტრავაზატია თუ ლიმფოექსტრავაზატი მე ზუსტად არ ვიცი, ვეტერინარმა მითხრა, პირველად თავზე რომ გამოუვიდა ლიმფოექსტრავაზატიაო. ვითარდება კანქვეშ, რათქმაუნდა "წიხლქვეშ გაგდებული" არანაირად არ არის, სერიოზული ტრამვებიც არ მიუღია არაფერი... :( რა ვქნა როგორ მოვიქცე????

პოსტის ავტორი: milla Oct 28 2013, 00:28

daxmareba mchirdeba visac sabutebiani vaimaraneri gyavt da momweret ra tu ar dabezarebat. an mob nomeri daweret ro dagikavshirdet,,, gmadlobt winaswar yvela shemtxvevashi :-)

პოსტის ავტორი: გოგიტა Oct 28 2013, 08:35

milla
მე მყვას და რაში გჭირდება?

პოსტის ავტორი: beqa10 Oct 28 2013, 11:56

მე მყავს, მამალი

პოსტის ავტორი: Babuka Oct 28 2013, 14:38

მე მყავს საბუთიანი და რა დახმარება გჭირდება?

პოსტის ავტორი: milla Oct 28 2013, 22:37

გამარჯობა... ვინმეს თუ გყავთ ვაიმარანერის ჯიშის ძაღლი იქნებ შემეხმიანოთ... Facebook: Pavle Tsigroshvili ... Skype: slash797 ... N 598680708 მყავს უცხო სისხლის ანუ ბელგიიდან ჩამოყვანილი ვაიმარანის ლეკვი... გთხოვთ შემეხმიანეთ

პოსტის ავტორი: feroni Oct 28 2013, 22:40

milla
რა უცნაური პოსტი გამოაქვეყნე, აი რო შეგეხმიანონ რა უნდა მოგწერონ? D.gif

პოსტის ავტორი: milla Oct 29 2013, 14:06

იტოგში ნომერი მომწერე შენი მობ ნომერი და დაგირეკავ რა... პირადად მინდა დაგელაპარაკო

ციტატა(გოგიტა @ Oct 28 2013, 09:35) *
milla
მე მყვას და რაში გჭირდება?

იტოგში ნომერი მომწერე შენი მობ ნომერი და დაგირეკავ რა... პირადად მინდა დაგელაპარაკო

ციტატა(Babuka @ Oct 28 2013, 15:38) *
მე მყავს საბუთიანი და რა დახმარება გჭირდება?

იტოგში ნომერი მომწერე შენი მობ ნომერი და დაგირეკავ რა... პირადად მინდა დაგელაპარაკო

პოსტის ავტორი: butaforia Dec 24 2013, 00:52

გამარჯობა ხალხნო!
როგორ ხართ? რა სიახლეებია თქვენსკენ? როგორ ინადირეთ კმაყოფილები თუ ხართ ძაღლებით? გოგიტა თქვენ ვიცი ქათამზე გყავდათ ერთი თვის წინ დაახლოებით, მეზობელი შემხვდა და მომიყვა შენი ძაღლისნაირი ჰყავდაო სანადიროდ ერთს გოგიტა ერქვაო, მივხვდი რო შენ იქნებოდი. ზოგადად მე როგორც არაპროფესიონალი გამოუცდელი მონადირე ვერ ვისაუბრებ ამ ძაღლის როგორც მონადირის თვისებებზე, ასევე ხშირად მიწევს დავა როგორი მონადირეა და უფრო იმიტომ ვდაობ რომ ჩვენთან ტრადიციული ჯიშები არსებობენ და იმის გარდა ახლის მიღება უჭირთ, თუმცა საფუძვლიანად ვერ ვასაბუთებ რატომ შეიძლება ვაიმარით ნადირობა კაი იყოს სხვასთან შედარებით, ხოდა გამოცდილებო გულწრფელად გაგვიზიარეთ უარყოფითი და დადებითი მხარეები ამ ძაღლის ნადირობისას.
პ.ს ფეისბუკზე გავაკეთე გვერდი weimaraner.ge ფორუმს თავისი დადებითი მხარეები აქვს მაგრამ ფეისბუკზე კონტაქტი უფრო მობილურია და ამიტომ თუ შეუერთდებით ხელს არ შეგვიშლის.
პ.პ.ს მეტი აქტიურობა გვმართებს და უხუცეს ვეიმარანერელებს მეტი ინფორმაციის გაზიარებას ვთხოვ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Dec 24 2013, 11:27

butaforia

ნადირობას რაც შეეხება, წელს ძაღლს ქათამი ვერ ვანახე, უბრალოდ სიმცირის გამო არ შეგვხვედრია.

მწყერზე საკმაოდ დამაჯერებლად იმუშავა. გამოირჩევა ძალიან ლამაზი ნაბულით, კარგი ყნოსვით. მოტანის ამბავში ცოტა მოიკოჭლებს, თუმცა იყო შემთხვევები, რომ მოუტანია.

სვლას და ტემპს რაც შეეხება, კუნძულელებთან შედარებით ნელი სვლით გამოირჩევა.

ხოხობზე ვანადირე ,,ივრის ჭალებში". თავიდან თითქოს ვერ აუღო ალღო, ვინაიდან პირველად იყო ხოხობზე. მეხუთე ხოხობი ნამდვილად დაამუშავა კვალზე გაყვა, ვინაიდან გარბოდა და ამოიყვანა. მომდევნო ხოხობს ჯაგში შეყვა, სხვა დრათჰაართან ერთად, ნაბულზე გაუჩერდა თუმცაღა ბოლოს მაინც დრათხარმა იაქტიურა და ამოაფრინა.

იმის ფონზე, რომ კურცხარიც მყავს რომელიც საკმაოდ კარგი მუშა ხაზებიდან მოდის, ისეთი კმაყოფილი ვერ ვარ როგორიც ამ კურცხარის შემთხვევაში. გაცილებით მეტი მუშაობა დამჭირდა, რომ ნადირობის ალღო აეღო. ეს შეიძლება იმის ბრალიც არის, რომ დედის მხრიდამ მუშა ხაზი არ აქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ მონდომება თავის სიტყვას იტყვის და სასურველ შედეგს გამოიღებს. რაც მთავარია ყოველ გაყვანაზე უმატებს, ახალს იძენს.

მოკლედ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რომ ნორმალურ მონადირეთ ჩამოყალიბდეს.

და ყველაზე დიდ პრობლემას რასაც ვაწყდებით არის სხვადასხა სისხლების დეფიციტი საქართველოში. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ხვადი მყავს ნანახი, ვისთანაც შევძლებ დართვას, ვინაიდან ძირითადი მასა საქართველოში ერთი ხაზიდან მოდის.

პოსტის ავტორი: butaforia Jan 11 2014, 00:11

სალამი! მადლობა გოგიტა საინტერესო დეტალებისთვის, ცოტა ნელი რომაა ეგ მეც შევამჩნიე, სამაგიეროდ ჟინიანობა შევამჩნიე და დაუღალავია, მოტანაში ნადირობისას არ ვიცი და ისე მოაქვს მაგრამ ხასიატზე ვართ დამოკიდებული. არ ვიცი რამდენად მართალი ვარ მაგრამ ჩვენი სუხიშვილების ხაზი არამუშაა და საერტოდ არის თუ არა წმინდასისხლის მუშა ხაზი ჩვენთან არც ვიცი, უცხოურ ფორუმზებზე გამოყოფენ ძაან არამუშასა და მუშას შორის სხვაობას და გერმანულ სკოლას. იმედია ნელ ნელა შემოვა ახალი სისხლები.
პ.ს სისხლზე გამახსენდა ძუ არის რომელიც ხვადს ეძებს რომას ლილუს შვილია 3 წლის, გლდანში ჰყავთ, სუხიშვილის ხაზია, იქნებ ვინმეს ჰყავდეს. ან ჩვენ ფეისბუკ გვერდზე მომწერეთ ან 551 551 999 ამ ნომერზე დამირეკეთ
პ.პ.ს გოგიტა შენი ქალბატონის სურათი ფეისბუკზე მიყენია weimaraner.ge-ს ქავერ ფოტოდ newsmile05.gif მგონი არ მეშლება

პოსტის ავტორი: iason Jan 11 2014, 01:44

ციტატა(butaforia @ Jan 11 2014, 01:11) *
სალამი! მადლობა გოგიტა საინტერესო დეტალებისთვის, ცოტა ნელი რომაა ეგ მეც შევამჩნიე, სამაგიეროდ ჟინიანობა შევამჩნიე და დაუღალავია, მოტანაში ნადირობისას არ ვიცი და ისე მოაქვს მაგრამ ხასიატზე ვართ დამოკიდებული. არ ვიცი რამდენად მართალი ვარ მაგრამ ჩვენი სუხიშვილების ხაზი არამუშაა და საერტოდ არის თუ არა წმინდასისხლის მუშა ხაზი ჩვენთან არც ვიცი, უცხოურ ფორუმზებზე გამოყოფენ ძაან არამუშასა და მუშას შორის სხვაობას და გერმანულ სკოლას. იმედია ნელ ნელა შემოვა ახალი სისხლები.
პ.ს სისხლზე გამახსენდა ძუ არის რომელიც ხვადს ეძებს რომას ლილუს შვილია 3 წლის, გლდანში ჰყავთ, სუხიშვილის ხაზია, იქნებ ვინმეს ჰყავდეს. ან ჩვენ ფეისბუკ გვერდზე მომწერეთ ან 551 551 999 ამ ნომერზე დამირეკეთ
პ.პ.ს გოგიტა შენი ქალბატონის სურათი ფეისბუკზე მიყენია weimaraner.ge-ს ქავერ ფოტოდ newsmile05.gif მგონი არ მეშლება

სუხიშვილის ხაზი იგულისხმება დედის მხარე,მაგრამ მამის ხაზი ხომ სხვაა?მაგ ძაღლს მამა ხომ სხვა ხაზის არის?--კანდელაკის 53-ში ნახეთ ვეტექიმი,სახელი დამავიწყდა..მაგასთან კლუბში მოძებნეთ და შეარჩიეთ ხვადი..რამდენიმე ვარიანტი ნახეთ და თვითონ შეურჩიეთ,ვისთან შეაჯვარებთ.

პოსტის ავტორი: butaforia Jan 11 2014, 14:10

iason
მადლობა რჩევისთვის გადავცემ პატრონს.

პოსტის ავტორი: kobius Jan 14 2014, 15:56

მოგესალმებით ყველას ვისანც დაინტერესებული ხართ ამ ჯიშით, მე ახალი ვარ ფორუმზე და მეც მყავს ქალბატონი ვაიმარანერი სახელად "მარსი", ფორუმის პირველ გვერძე რომ დაწერა maverik-მა [დღეს ვნახე კარგი ეგზემპლარი ვაიმარანერი, გია გეწაძემ მოიყვანა კლინიკაში ასაცრელად, შესაშური ექსტერიერის ლეკვი იყო] მისი შვილია, დედას ლუსი ქვია, მე მინდა ერთი რამ ვუთხრა ყველას, რომ მარსი ჯერ 5 თვისაა მაგრამ ესეთი განვითარებული ადამიანური აზროვნების ცხოველი მეორე არ მეგულება, მან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ძალიან გამეხარდა რომ გიპოვნეთ, მაგარი ჯიშია ხალხო, დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ, ძალიან ბევრი რამ შევიტყვე მის შესახებ თქვენი მეშვეობით, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გავიგო ამ ჯიშის თაობაზე, იმედია თქვენც ასე ხართ და მინდა, რომ დავეხმაროთ და გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება.
http://postimg.cc/image/5j9kiqb71/
აქ ოთხი თვისაა ქალბატონი მარსიანოოოოო blashe.gif blashe.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Jan 14 2014, 16:41

kobius კარგია, კიდევ ერთი შეგვემატა.

მონადირე ბრძანდებით?

რომელ კლუბში არის რეგისტრირებული თქვენი ლეკვი?

პოსტის ავტორი: beqa10 Jan 14 2014, 23:02

შეჯვარება მინდა ჩემი მაქსის , მაგრამ დედალი ვერ ვიშოვე .. D.gif მეცოდება უკვე D.gif თუ ვინმე დაინტერესდება , სუფტა სისხლის არი და უფრო დაწვრილებით PM მომწერეთ ან აქ https://www.facebook.com/beqa.qochladze

პოსტის ავტორი: kobius Jan 15 2014, 19:48

ციტატა(გოგიტა @ Jan 14 2014, 17:41) *
kobius კარგია, კიდევ ერთი შეგვემატა.

მონადირე ბრძანდებით?

რომელ კლუბში არის რეგისტრირებული თქვენი ლეკვი?

ახალბედები ვართ და ერთად ვსწავლობთ ნადირობას, ჯერჯერობით სხვების დაუხმარებლად, კლუბების ტაობაზე კი არაფერი ვიცი, თუ გამარკვევთ მადლობელი ვიქნები მეც და მარსოანოც


პოსტის ავტორი: გოგიტა Jan 17 2014, 08:49

kobius
არსებობს კინოლოგიური კლუბები, სადაც ყველა ჯიშიანი ძაღლი უნდა რეგისტრირდებოდეს. კლუბი გასცემს ძაღლის წარმომავლობის სერთიფიკატს საგვარეულო ნუსხით, რაც დაადასტურებს, რომ ძაღლი ნამდვილად ჯიშიანია.

შენი ძაღლი, რო აიყვანე რაიმე საბუთი მოგცეს?

პოსტის ავტორი: kobius Jan 20 2014, 15:50

ციტატა(გოგიტა @ Jan 17 2014, 09:49) *
kobius
არსებობს კინოლოგიური კლუბები, სადაც ყველა ჯიშიანი ძაღლი უნდა რეგისტრირდებოდეს. კლუბი გასცემს ძაღლის წარმომავლობის სერთიფიკატს საგვარეულო ნუსხით, რაც დაადასტურებს, რომ ძაღლი ნამდვილად ჯიშიანია.

შენი ძაღლი, რო აიყვანე რაიმე საბუთი მოგცეს?

მე ჩემმა მეგობარმა მომცა, დედა ვისაც ყავს და ეს დედა კიდე გერმანიიდან ჩამოიყვანა თავის ძმასთან ერთად, არ ვიცი, არა მგონია რომ რამე ეგეთი საგვარეულო საბუთი ქონდეს, გამოსაკვლევია.

პოსტის ავტორი: გოგიტა Jan 20 2014, 16:02

kobius

ეგ აუცილებლად გაარკვიე და საბუთი გააკეთე, ძირითადად ვაიმარების კლუბი არის კანდელაკის ქ. 57
ტელ: +995 322 389811
მობ: +995 593 359521



პოსტის ავტორი: გოგიტა Jan 26 2014, 16:22

ძაღლს ვასეირნებდი მინდორში და შორიდან დავინახე მელია მიძუნძულებდა. მივიყვანე და დავაყენე მელიის კვალზე და არ მოველოდი თუ ესეთ ინტერესს გამოიჩენდა. ძაღლმა კაგად აუღო ალღო და კვალს გაყვა და სდია სანამ მე არ გავაჩერე, რადგან მეცხვარე ძაღლები შევნიშნე.

ცოტა ვიდეოც გადავუღე მობილურით, მართალია უხარისხოა მაგრამ რაღაც მაინც ჩანს

ინდე newsmile05.gif



პოსტის ავტორი: beqa10 Jan 27 2014, 14:34

დედალს ვეძებ ჩემი მაქსისთვის .. კანდელაკზე კლუბის წევრია.. ჩემთვის აგარ გამოჩდა ერთი დედალი რო ეშველოს ძაღლს D.gif

პოსტის ავტორი: kobius Jan 31 2014, 15:26

ციტატა(გოგიტა @ Jan 20 2014, 17:02) *
kobius

ეგ აუცილებლად გაარკვიე და საბუთი გააკეთე, ძირითადად ვაიმარების კლუბი არის კანდელაკის ქ. 57
ტელ: +995 322 389811
მობ: +995 593 359521

დიდი მადლობა, მგონი რაღაც გავარკვიე არსებობს თურმე დოკუმენტი მარსის შთამომავლების თაობაზე

პოსტის ავტორი: iason Feb 18 2014, 00:41

ციტატა(გოგიტა @ Jan 26 2014, 17:22) *
ძაღლს ვასეირნებდი მინდორში და შორიდან დავინახე მელია მიძუნძულებდა. მივიყვანე და დავაყენე მელიის კვალზე და არ მოველოდი თუ ესეთ ინტერესს გამოიჩენდა. ძაღლმა კაგად აუღო ალღო და კვალს გაყვა და სდია სანამ მე არ გავაჩერე, რადგან მეცხვარე ძაღლები შევნიშნე.

ცოტა ვიდეოც გადავუღე მობილურით, მართალია უხარისხოა მაგრამ რაღაც მაინც ჩანს

ინდე newsmile05.gif

ჩემიც მუშაობდა კვალზე,ოღონდ ყეფით,გასვლით დაახლოებით მაქსიმუმ 300მეტრზე,მერე ბრუნდებოდა..

პოსტის ავტორი: iason Feb 18 2014, 00:46

ხომ არ იცით,ვინმეს ვაიმარულის ლეკვები რომ ჰყავდეს ან დასაყრელი ძუ ?თხოვნა მაქვს,მომაწოდეთ ინფორმაცია,ნუ დაიზარებთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: dima71 Feb 28 2014, 11:46

მეგობრებო ! მეგობარი ეძებს,,სასიძო”ვეიმარანერს! დანარჩენი PM-ში!!!!

პოსტის ავტორი: გოგიტა Mar 9 2014, 13:22

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მოკლედ რაა ერთი კარგი ხვადი არის თბილისში და ორჯერ გამიცდინა ძაღლი, ვერცერთხელ ვერ დაამაკა, ეხლა 1 თვეში ისევ ატყდება
და კარგი ხვადი გვესაჭიროება, საბუთიანი და მონადირე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Apr 22 2014, 09:01

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 22 2014, 19:13

გოგიტა
გოგიტ რუსთავში ყავთ ერთი კარგი ხვადი გაგირკვევ თუგინდა სადაურია და რამდენად ღირს შესაჯვარებლად. ექსტერიერით კარგიტიპია პარკში ასეირნებდნენ ერთი ორჯერ ვნახე.

პოსტის ავტორი: გოგიტა Apr 23 2014, 15:10

ჯეკო
გაარკიე თუ შეგიძლია, ხვადი ვერ ვნახე ამის ნათესავი, რომ არ იყოს.

პოსტის ავტორი: beqa10 Apr 23 2014, 16:49

შესაჯვარებლად ძუს ვეძებ დანარჩენი PM ......

პოსტის ავტორი: გოგიტა Apr 27 2014, 09:17


დღეს ცოტა წავივარჯიშეთ, ბევრი მწყრია მოსული





პოსტის ავტორი: გოგიტა Jun 23 2014, 13:32

http://www.radikal.ru

ესეც ესეე, როგორც იქნა დამაკდა, 10 დღეში ველოდებით D.gif

დართული მყავს ამ ვაჯკაცზე, მოსკოველ ბიჭზე

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: beqa10 Jan 5 2015, 15:11

ძუ ვის ყავს შეჯვარება არგინდაათ ?

პოსტის ავტორი: Babuka Mar 20 2015, 14:51

შესაჯვარებლად ვეძებ კარგ მონადირე ხვადს. ბუნებრივია საგვარეულოთი.

პოსტის ავტორი: wud Sep 25 2015, 01:05

[indent][/indent]ჩემი ვეიმარანერი 4 თვისაა და უკვე მედლის და დიპლომის მფლობელია

პოსტის ავტორი: kardinal84 Sep 25 2015, 20:45

4 თვის ლეკვს რა დიპლომი აქ იქნებ გაგვიმხილო ?

პოსტის ავტორი: beqa10 Sep 26 2015, 19:25

დედალი არავის გყავთ ? შევაჯვაროთ :დ

პოსტის ავტორი: samsoni777 Nov 3 2015, 19:05

5 თვის ძუ ვეიმარი მყავს ერთი კვირაა რაც მეგობარმა მაჩუქა.კორპუსშია გაზრდილი და დივანზე წოლა უყვარს, სახლშსი ყოფნას არი მიჩვეული.მინდა გადავაჩვიო სახლს და ეზოში ვიყოლიო,არ ვიცი დავაბა თუ აშვებული მყავდეს ან ხუთი თვისთვის ძალიან ხომ არ ეციება გარეთ? ამბობენ ვერ იტანს სიცივესო.მოკლეთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე? სადაც მე ვარ იქ ყოფნა უნდა სულ.

პოსტის ავტორი: გოგიტა Nov 4 2015, 08:32

მაგას ძნელად გადააჩვევ რასაც მიჩვეულია, ეს ჯიში ძაღლებში არ მოიაზრება))

პოსტის ავტორი: samsoni777 Nov 4 2015, 09:21

ხოოო ვხვდები მეც რა ჯიუტიცაა newsmile05.gif


პოსტის ავტორი: samsoni777 Nov 10 2015, 13:54

5 თვის ვაიმარს ყველაფერს ვაჭმევ და შეიძლება, ყნოსვაზე გავლენას ხომ არ მოახდენს?

პოსტის ავტორი: გოგიტა Nov 10 2015, 13:57

რას ნიშნავს ყველაფერს აჭმევ?

ძაღლს თავის კვება უნდა მისცე, იმედია ძვლებს არ აჭმევ ან ღორის ქონს

პოსტის ავტორი: samsoni777 Nov 10 2015, 22:42

ღორის ქონს არა მაგრამ აი ძროხის ძვლებს ვაძლევდი, აქამდე ანუ vava.gif სუპს ვუკეთებ ხოლმე ხაშლამის ნახარშისგან,პურს კიდე,ერტი კვირაა ოღონდ, ბოლოს თავის საჭმელი დაიწუნა და აღარ ჭამდა რაღაც მცენარეულისგან იყო დამზადებული. მოკლედ რითი გავაგრძელო კვება მირჩიე გოგიტ? პირველი მეძებარია ჩემი და არ მინდა გავაფუჭო

პოსტის ავტორი: გოგიტა Nov 10 2015, 23:30

აქ ფორუმზე დაძებნე, იქნება შესაბამისი თემა

პოსტის ავტორი: გურგენა Nov 11 2015, 09:52

ციტატა(samsoni777 @ Nov 10 2015, 23:42) *
ღორის ქონს არა მაგრამ აი ძროხის ძვლებს ვაძლევდი,



ძვლის მიცემა ლეკვზე არ მგონია სასურველად. ძვლების (ისევე როგორც სხვა მყარი ნივთების) დაღრღნისას შეიძლება კბილების წყობა გაუფუჭდეს. ეს შეიძლება გამოფენაზე ძაღლის დაბრაკვის მიზეზი გახდეს.

პოსტის ავტორი: samsoni777 Dec 24 2015, 23:04

ჩემს ძაღლუკას მანქანა დაეჯახა და წინა ფეხი მოტეხა vava.gif ახლა ოპერაცია გავიკეთეთ და ველოდებით გამოჯამრთელებას, იმედი მაქვს ხელი არაპერში შეგვეშლება

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Dec 25 2015, 00:35

samsoni777
ძალიან სამწუხაროა ნამდვილად, გამოჯანმრთელებას უსურვებ.
მერე დაწერე როცა შეუხორცდება აბა რამე დეფექტი ხომ არ დაუტოვა ან რამე.

პოსტის ავტორი: samsoni777 Dec 25 2015, 16:25

აუცილებლათ დავწერ, ოპერაცია იმ იმედით გავუკეთე რომ დეფექტი არ ქონოდა, ექიმიც დამპირდა და ვნახოთ.ერთ თვეში ამოუღებენ რკინას

პოსტის ავტორი: apxazi Jan 21 2016, 22:24

https://www.youtube.com/watch?v=A31E5tSSmlw ამ ვიდეოში რასაც დავაკვირდი ძაღლები ფაქტიურად არ აკეთებენ მიტანებას და ნაბულის მერე ფრინველი ძირითადად წამყვანის მიახლოებაზე ფრინდება და ეს თვისება დადებითად ითვლება თ უარყოფითად?

პოსტის ავტორი: Fishman Jan 25 2016, 13:56

apxazi

გააჩნია. ევროპული წესებით ძაღლის როლი მთავრდება იქ, ნაბულზე რო დადგება. 81 წლის წესებით კიდევ მიტანება ერთერთი გრაფაა...

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jan 25 2016, 18:44

იმიტომაა ეგ წესები პრაქტიკული ნადირობისაგან შედარებით შორს მდგომი. განსაკუთრებით ჩვენს პირობებში. მეძებრის საკეთებელი საქმე რეალურადაც ნაბულით რომ მთავრდებოდეს , რა გვიჭირს newsmile05.gif მერე იწყება თავდავიწყება.. ძალიან ხშირად ამოფრენამდე კიდევ ბევრი წვალება გვიწევს - ძაღლსაც და მონადირესაც. კარგი, ზუსტი მიტანების მქონე ძაღლი და ნაბულიდან ფეხის არმომცვლელი, დასაძრავად წიხლის რტყმა რომ უნდა, ის მეძებარი, განა ერთნაირად შედეგიანია? მოკლედ, პრაქტიკული მონადირისათვის მიტანება რომ ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, არა მგონია, საკამათო იყოს.

პოსტის ავტორი: apxazi Jan 26 2016, 11:11

მაგიტომაც გამიკვირდა რაღაც "მესტრანა" წიხლით ხოხბის აფრენა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Feb 10 2016, 12:55

მოკლედ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა ოპერაციამ, როგორც სხვა ექიმმა მითხრა ოპერაცია ცუდათ გაუკეთესო თან ძალიან ცუდათ და ამას მეც ვხვდებოდი დროდადრო. ძვალმა მაზოლები(კოჯრები) გაიკეთა დიდი, მეორე ფეხის ძვალთან შედარებით ორჯელ ან მეტით მსხვილია,გულდასაწყვეტია არა და რთული მოტეხილობა არ იყო, მიდავებასაც აზრი არ აქვს ძაღლი დამიმახინჯეს უკვე და.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Feb 10 2016, 13:07

ციტატა(samsoni777 @ Feb 10 2016, 13:55) *
მოკლედ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა ოპერაციამ, როგორც სხვა ექიმმა მითხრა ოპერაცია ცუდათ გაუკეთესო თან ძალიან ცუდათ და ამას მეც ვხვდებოდი დროდადრო. ძვალმა მაზოლები(კოჯრები) გაიკეთა დიდი, მეორე ფეხის ძვალთან შედარებით ორჯელ ან მეტით მსხვილია,გულდასაწყვეტია არა და რთული მოტეხილობა არ იყო, მიდავებასაც აზრი არ აქვს ძაღლი დამიმახინჯეს უკვე და.

ძალიან გულდასაწყვეტია newsmile039.gif

როგორ ვბალეშიკობდი.

პოსტის ავტორი: samsoni777 Feb 10 2016, 14:03

გაიხარე და მადლობა. არაუშავს მთავარია ცდილობს სანადიროდ დამყვება სახლში ვერ ვტოვებ მეცოდება, როხედავს სანადიროდ ვემზადები ყირაზე გადადის,ცოტას კოჭლობს მაგრამ მგონი გაუვა დროდადრო. ხო კიდე რა უნდა მეკითხა ვინც გარკვეულია ამ საქმეში 8 თვისაა და ატყდა უკვე, როგორ მოვიქცე მისჰვებას არ ვაპირებ ჯერ და რავი უკეთესი როგორ იქნება?

პოსტის ავტორი: გოგიტა Feb 10 2016, 14:19

samsoni777

ოპერაცია ვინ გაუკეთა?

დართვა 1.5 წლამდე არ შეიძლება.

პოსტის ავტორი: samsoni777 Feb 10 2016, 14:45

აკაკი როადზემ და მეორე ექიმი სერგო იყო თუ არ ვცდები,ცინცაძის ქუჩაზეა ახალი გახსნილი კლინიკა და იქ მყავდა.

პოსტის ავტორი: samsoni777 Feb 10 2016, 14:56

სავარაუდოთ ორი სპიცის ნაცვლად ერთი ჩაუყენეს და მაგის ბრალია,ორივე ძვალი გატეხილი ქონდა სპიცი მსხვილ ძვალში ჩაუდგეს და პატარა ხელუხლებლათ დატოვეს,შემდეგ ეს პატარა ძვალი ზემოთა მსხვილ ძვალს მიედო გატეხილი პირით და ისე შეეზარდა,თან სპიცი პირიპირზე ვერ მიიყვანდა ძვალსო და მაზოლს გაიკეთებდა აუცილებლათო.

პოსტის ავტორი: გოგიტა Feb 10 2016, 15:43

კაკო გამოცდილი ექიმია და რავიცი აბა, ხელახალ ოპერაციას აზრი არა აქვს?

პოსტის ავტორი: samsoni777 Feb 10 2016, 16:06

კი გამოცდილია, რკინის ამოსაღებათ რომ მივიყვანე და ნახა ძაღლი თვითონაც გაუკვირდა არ ელოდებოდა ასეთ შედეგს. არ ვიცი აზრი ექნება ალბათ ადამიანს ატეხავენ და ახლიდან უწყობენ ხოლმე ფეხსა და რავი, უბრალოდ ძაღლი აღარ მინდა ვაწვალო მეცოდება.

პოსტის ავტორი: samsoni777 Feb 10 2016, 16:35


http://postimg.cc/image/4tymhfhr1/

http://postimg.cc/image/z7knspzml/

http://postimg.cc/image/bumma7jj1/

პოსტის ავტორი: ჯოლა Feb 10 2016, 16:47

samsoni777
სასოფლოს კლინიკაში ხო არ გაუკეთეს?

პოსტის ავტორი: kardinal84 Feb 10 2016, 17:53

კაკომ გაუკეთა ჩემ ძაღლსაც ოპერაცია და მეც უკმაყოფილო ვარ, სირბილის დროს ოდნავ გვერდულად ადგავს მაგრამ არც კოჭლობს და მითუმეტეს არც ნადირობაში უშლის ხელს, ეს რაარი დაუმახინჯებია ძაღლი ღირსია მიაწვე და თავიდან გააკეთებიო ფული ხო კარგად ჩაიკუჭა სულ მცირე 200 ლარს აიღებდა და შედეგი ნოლი!..

პოსტის ავტორი: გოგიტა Feb 10 2016, 18:37

samsoni777
კარგი ძაღლია მომეწონა, იქნებ კოჭლობამაც გაუაროს დროთა განმავლობაში

პოსტის ავტორი: samsoni777 Feb 10 2016, 19:35

გაიხარე გოგიტ. კიბატონო 190 ლარი გადავიხადე რენდგენი გადაუღეს და მერე ოპერაცია გაუკეთა, ყველაპერი იდეალურად ექნებაო არანაირი მაზოლიო მაგრამ შედეგი სახეზეა. მეც ვიმედოვნებ რომ გაუვლის მაგრას უეჭველი მალე დაეღლება ფეხი.

პოსტის ავტორი: apxazi Feb 16 2016, 14:02

https://www.facebook.com/weimaraneri/?ref=notif&notif_t=fbpage_fan_invite ჩემ ძმას აყავს ამ დართვიდან ერთი ლეკვი და უახლოეს მომავალში შემოგიერთდებით

პოსტის ავტორი: apxazi Feb 25 2016, 18:49

https://www.facebook.com/weimaraneri/photos/a.1687042248203067.1073741832.1528358887404738/1687042258203066/?type=3&theater ვინმე იქნებ დამეხმაროთ და გამაგებინოთ რა მიღწევებია აქ vava.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 26 2016, 13:09

მე რასაც შევხედე საველეზე არანაირი

პოსტის ავტორი: apxazi Feb 27 2016, 22:13

gagrinski
madloba

პოსტის ავტორი: samsoni777 Apr 11 2016, 12:49

ციტატა(მაქსიმუსა @ Feb 10 2016, 14:07) *
ძალიან გულდასაწყვეტია newsmile039.gif

როგორ ვბალეშიკობდი.



ჩემ ლეკვს ბალეშიკობდი შენ და მინდა გითხრა რომ სავსებით კარგათ არის,დარბის გიჯივით D.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 11 2016, 18:34

samsoni777
ძაან კარგი, გამიხარდა newsmile027.gif
ესეიგი ყველაფერი რიგზეა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Apr 11 2016, 20:45

კი საერთოდ არ უშლის ოდნავ მსხვილი აქვს და ეგაა newsmile05.gif კარგი მონადირე უნდა გამოვიდეს, ნუ მე ვცდილობ და ვნახოთ.

პოსტის ავტორი: კალვერა Apr 12 2016, 20:27

ბიჭებო ,,ბებესთვის,,კაი სასიძოს ვეძებnewsmile05.gif მუშას და სიმპატიურსnewsmile05.gif გეგულებათ ვინმე?

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 12 2016, 20:36

კალვერა
551 990 199 დაურეკე.

პოსტის ავტორი: samsoni777 Apr 14 2016, 10:21

სასიძო მეც მჭირდება უკვე მაგრამ საბუთის აღებას ვეღარ დავაყენე საშველი, თუმცა ერთი შეხედვით ეტყობა რაც არის D.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Apr 15 2016, 13:45

ბიჭებო დამეხმარეთ სიძის შოვნაში newsmile05.gif ზემოთ მითითებულ ნომერზე არავინ მპასუხობს

პოსტის ავტორი: apxazi Apr 16 2016, 10:40

მოკლედ ჩვენს ოჯახს შემოუერთდა შესანიშნავი გოგო - ორლი "პო კლიჩკი" ბაცი D.gif ჯიუტიჯიუტიჯიუტი გერმანელიიი, მარა ძაან ცანცარაა ძაან მხიარული და ელვის სისწრაფით იზრდება... სურათის ატვირთვის ინსტრუქციას ვერ ვნახულობ და თუ შეიძლება ვინმემ მანახეთ და სურატებსაც დავდებ

პოსტის ავტორი: გოგიტა Apr 16 2016, 18:46

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: grigola Jun 24 2016, 10:10

სალამი ბატონებო, ქუთაისში ვინმეს ხოარ ყავს ხვადი ვაიმარანერი, ან სადმე დასავლეთში თუიცით, მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: გოგიტა Jun 24 2016, 12:20

კი ფოთში ყავთ მაგარია ძაან, ჩემი ძაღლის შვილია. გინდა ნომერი?

პოსტის ავტორი: grigola Jun 24 2016, 12:50

კი მინდა, მადლობა დიდი, იქნებ კიდე ვინმემ იცოდეს ქუთაისთან ახლოს

პოსტის ავტორი: grigola Jun 26 2016, 09:50

დამიწერთ ნომერს?

პოსტის ავტორი: beqa10 Jun 26 2016, 13:23

ქუთაისში არვიცი მარა თბილისში ბევრს გვყავს კაი სასიძოები D.gif

პოსტის ავტორი: grigola Jun 26 2016, 16:06

ხო ეგ ვიცი მარა სამტრედიაში ყავთ ძუ და აქ როიყოს ახლომახლო კაი იქნებოდა

პოსტის ავტორი: გოგიტა Jun 27 2016, 10:29

grigola


ნომერს მოგწერ მაგრამ მაინც თავი დავიზღვიოთ, რომ ნათესავები არ აღმოჩნდნენ.

ეს სუხიშვილის ხაზია დედის მხრიდან, მამა ნიკორას მფლობელისაა წყნეთიდან.

მაინც გაარკვიე ნათესავები არ გამოდგნენ და მერე პრობლემა არაა. ან საბუთი თუ აქვს გამომიგზავნე

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 5 2016, 21:35

მოკლედ დაგეშვის ეტაპმა კარგათ ჩაიარა , ლილუ მწყერს არ მაზავს მშვენივრად გამოდის ყველაფერი ნაბულიც ულამაზესი და მყარი. ერთი რასაც დავაკვირიდი სანამ პირველ მწყერს ნახავს იმდენათ დიდი ტემპი არ აქვს მაგრას საკმარისია ერთი ნახოს და მორჩა თავიდან ბოლომდე საქმეშია newsmile05.gif გამიმართლა იმედები ამ ძაღლმა!

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 6 2016, 20:33

https://postimg.cc/image/o30jd9czl/https://postimage.org/index.php?lang=russian

დღეს ოცამდე მწყერი აი ასე მოვინახულეთ D.gif

პოსტის ავტორი: გოგიტა Jul 6 2016, 23:55

ყოჩაღ თქვენ

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 7 2016, 09:59

samsoni777

კარგია. მეც ლაგოდეხში ვცხოვრობ. ახალი გადმოსული ვარ აქ და ადგილმდებარეობას კარგად არ ვიცნობ. თუ საიდუმლო არაა ახლოში სად გავატარო ჩემი ძაღლი. ადგილს თუ მიმასწავლი ბევრი რომ არ ვიარო. მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 7 2016, 10:47

ციტატა(უიარაღო @ Jul 7 2016, 10:59) *
samsoni777

კარგია. მეც ლაგოდეხში ვცხოვრობ. ახალი გადმოსული ვარ აქ და ადგილმდებარეობას კარგად არ ვიცნობ. თუ საიდუმლო არაა ახლოში სად გავატარო ჩემი ძაღლი. ადგილს თუ მიმასწავლი ბევრი რომ არ ვიარო. მადლობა წინასწარ.


ლაგოდეხის რომელიმე სოფელში თუ ასე ვთქვათ ქ. ლაგოდეხში ხარ D.gif თუ აქვე ხარ შეგვიძლია ერთად გავატაროთ. რომელი ოთხფეხა მეგობარი გყავს?

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 7 2016, 15:01

ლაგოდეხში ვარ. ვაჟა ფშაველაზე. დრათხაარი მყავს. 8-დან 6-7 საათამდე სამსახურში ვარ.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 7 2016, 15:09

ვაჟაფშაველაზე ერთი ყავისფერი წვერიანი დრათხაარი დაგაზაობს ხოლმე საკმაოდ შეხედული newsmile05.gif ხოდა მაგ ქუჩის ქვემოთ ქუჩახე მე ვარ, ჩაუყევი ჩემ ქუჩას ბოლომდე და მარჯვენა და მარცხენა მხარეზეც მინდვრებია და გაატარე, ასე რვის ნახევრისკენ გადი საღამოს უფრო ნახავ.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 8 2016, 11:47

მადლობა. შარშან მოვსინჯე მანდ და ერთი მწყერიც ვერ ვნახე სეზონზე. ახლაც ვცდი. ჩემია ეგ დრათხარი. სამსახურამდე და სამსახურის შემდეგ ვუშვებ ხოლმე.

პოსტის ავტორი: beqa10 Aug 9 2016, 11:18

http://www.mymarket.ge/ka/product/view/9794427/

სასწრაფოდ ლეკვები.

პოსტის ავტორი: beqa10 Sep 6 2016, 16:12

http://www.mymarket.ge/ka/product/view/9926902/ მყავს კარგი ხვადი ლეკვი . თუ ვინმეს უნდა იაფად მივცემ მეჩქარება .

პოსტის ავტორი: Computer Sep 13 2016, 13:04

beqa10

საბუთები ?
რა რამდენია იაფი ? მომწერე PM

პოსტის ავტორი: samsoni777 Dec 19 2016, 18:28

ჩემი ლილუს წუნკალები D.gif მაგრამ მაინც ჩემებია!

https://postimg.cc/image/4z051o5ar/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: dima71 Dec 19 2016, 23:38

უიიი.. გოგო ალბათ არ აღიარებს რო ზანგი იყო მამა ხო?)))))

პოსტის ავტორი: dima71 Dec 19 2016, 23:44

ამიტომ აღარ მინდა ძუ ძაღლი!რც იმას თან გადავყევი.. ვეფერე.. ვერეფე მეც თავის დროზე ,ლამის ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ვიარე.. შევპირდი ხალხს (კიდე კაი ახლობლებს) და .. კინაღამ ჩემს მეზობელს დეემგვანა ლეკვები !!!!!!!

პოსტის ავტორი: გოგიტა Dec 20 2016, 11:28

samsoni777
ეგ არაფერი ხდება ხოლმეnewsmile05.gif ლეკვები მაინც ლამაზები ჩანს რაც მთავარია. ჩემი აზრით ვიღაც კაი ტიპი მიეპარაnewsmile05.gif

შემდგომ თაობებზე გავლენას არ მოახდენს მაგაზე არ იდარდო.

პოსტის ავტორი: samsoni777 Dec 20 2016, 11:57

ციტატა(გოგიტა @ Dec 20 2016, 12:28) *
samsoni777
ეგ არაფერი ხდება ხოლმეnewsmile05.gif ლეკვები მაინც ლამაზები ჩანს რაც მთავარია. ჩემი აზრით ვიღაც კაი ტიპი მიეპარაnewsmile05.gif

შემდგომ თაობებზე გავლენას არ მოახდენს მაგაზე არ იდარდო.


თუ დედის თვალები გამოყვათ უფრო ლამაზები იქნებიან, არა და მშვენიერ მამალთან მყავდა წაყვანილი. კაცი შეცდომებზე სწავლობს, მეგონა სათანადოდ ვაქცევდი ყურადღებას ახლა კი ვიცი რომ სხვა დროს ჩავკეტავ თავლაში და იყეფოს რამდენიც უნდა, D.gif სხვანაირად არ გამოვიდა და

პოსტის ავტორი: უიარაღო Dec 20 2016, 12:45

ციტატა(dima71 @ Dec 20 2016, 00:44) *
ამიტომ აღარ მინდა ძუ ძაღლი!რც იმას თან გადავყევი.. ვეფერე.. ვერეფე მეც თავის დროზე ,ლამის ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ვიარე.. შევპირდი ხალხს (კიდე კაი ახლობლებს) და .. კინაღამ ჩემს მეზობელს დეემგვანა ლეკვები !!!!!!!


დიმა მე კიდევ მამალი ძაღლის გაგონება აღარ მინდა. დედალს რა უჭირს წელიწადში 2 ჯერ ჩაკეტავ. მამალს გავუშვებ თუ არა როდის დაბრინდება არ ვიცი. ან საერთოდ თუღა დაბრუნდება. ასე ხდება მთელი წელის მანძილზე. არც სეზონი იცის არც დრო. სანადიროდ თუ ვარ და იქ დედალიც არის მაშინ ვეღაც მე ვნადირობ და ვეღარც ძუს პატრონი, ხალხი დამეუნძრახა ჩემი ხვადის სექსუალური აქტივობის (უფრო გადარევის) გამო.
ვაპირებ მომავალი ძაღლი ძუ ავიყვანო.

პოსტის ავტორი: samsoni777 Dec 23 2016, 15:41

მოკლედ მოვიძიე ინფორმაცია და გავარკვიე რომ, არსებობენ ვეიმარანერის შავი ძაღლები, რომლები მიუხედავად იმისა რომ დედა და მამა ნაცრისფრები ყავდათ გამოვიდნენ შავები. ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია მაგრამ არის და კინოლოგები მათ ბრაკებს უწოდებენ, მხოლოდ ფერის გამო, სხვა დანარჩენი იგივეა.

https://postimg.cc/image/mre61ls6b/https://postimage.org/index.php?lang=russian

გვანან ? D.gif

დიდი ლეკვის სურათი ინტერნეტიდან არის აღებული

პოსტის ავტორი: გოგიტა Dec 23 2016, 16:27

მშვენიერია

პოსტის ავტორი: გოგიტა Dec 23 2016, 16:32

შენ გამორიცხავ, რომ სხვა არ მოეპარა?

პოსტის ავტორი: samsoni777 Dec 23 2016, 16:56

ციტატა(გოგიტა @ Dec 23 2016, 17:32) *
შენ გამორიცხავ, რომ სხვა არ მოეპარა?



არა, თავს ვერ დავდებ რათქმაუნდა, უბრალოდ ალბათობა იმისა რომ მართლა შავი ვეიმარანერის ლეკვებია არსებობს. ვნახოთ ცოტა გაიზარდნონ და იქნებ გამიმართლოს, თვალებსაც შევხედავ და აღნაგობასაც ასევე ბეწვსა და სხვა გადახრებს. ერთი რაც იმედს მაძლევს შავი ძაღლი მე არასდროს შემიმჩნევია ახლო მახლო და თუ ვინმე მიეპარა ერთი მაინც ხომ უნდა აჭრელებულიყო, როგორ გამოვიდა ყველა ერთი ფერის?

არ ვიცი უბრალოდ ვარაუდია ყველაფერი.

პოსტის ავტორი: Davitus Dec 23 2016, 19:31

samsoni777

ვერ მოგსვლია კაი ამბავი, შავი ვაიმარული მეძებარი "იბრაკება" როგორც წესი. შენს შემთხვევაში, სხვა ჯიშია მიპარული, ყველა შავი ვერ გამოდის სუფთა ჯიშების შეჯვარებისას, იმიტომ რომ სელექციის დროს, შავი პიგმენტის გენი იმდენად არის გაქრობისპირამდე დაყვანილი, ძაალიან იშვიათია და რეცესიული გენები, ორივე მშობელს უნდა ქონდეს და თუ მოხდა სასწაული და ორივე რეცესიული გენის მშობლის ინფორმაციიდან მომავალი ლეკვის დნმ აიწყო. რეცესიული გენის გამოვლენის მაქსიმალური ალბათობა 25% გამოდის. ამიტომ ანგარიშობენ ნამატის საერთო რაოდენობის მეოთხედს, მაგალითად თუ 10 ლეკვი დაყარა, 10 დან მაქსიმუმ 2-3 შეიძლება იყოს "დაბრაკული". და ა.შ.

ისე საინტერესოა როგორები გამოვლენ, კი გაზრდიდა კაცი, თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ მერე აქ დადოს სურათები, თუ გაიმეტებთ 1 ცალს ჩემს დეიდაშვილს გავაზრდევინებდი, მონდირეა და უყვარს ვაიმარული მეძებრები.

პოსტის ავტორი: samsoni777 Dec 23 2016, 22:44

ციტატა(Davitus @ Dec 23 2016, 20:31) *
samsoni777

ვერ მოგსვლია კაი ამბავი, შავი ვაიმარული მეძებარი "იბრაკება" როგორც წესი. შენს შემთხვევაში, სხვა ჯიშია მიპარული, ყველა შავი ვერ გამოდის სუფთა ჯიშების შეჯვარებისას, იმიტომ რომ სელექციის დროს, შავი პიგმენტის გენი იმდენად არის გაქრობისპირამდე დაყვანილი, ძაალიან იშვიათია და რეცესიული გენები, ორივე მშობელს უნდა ქონდეს და თუ მოხდა სასწაული და ორივე რეცესიული გენის მშობლის ინფორმაციიდან მომავალი ლეკვის დნმ აიწყო. რეცესიული გენის გამოვლენის მაქსიმალური ალბათობა 25% გამოდის. ამიტომ ანგარიშობენ ნამატის საერთო რაოდენობის მეოთხედს, მაგალითად თუ 10 ლეკვი დაყარა, 10 დან მაქსიმუმ 2-3 შეიძლება იყოს "დაბრაკული". და ა.შ.

ისე საინტერესოა როგორები გამოვლენ, კი გაზრდიდა კაცი, თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ მერე აქ დადოს სურათები, თუ გაიმეტებთ 1 ცალს ჩემს დეიდაშვილს გავაზრდევინებდი, მონდირეა და უყვარს ვაიმარული მეძებრები.


ზუსტად ეგ მაიტერესებდა რამდენი შეიძლება გამოსულიყო ბრაკი და პასუხიც აგერ მივიღე, მეც მაინტერესებს როგორი გაიზრდება ამიტომ ჩემ ახლო მეგობარს ვაძლევ ერთ მამალს და დავაკვირდები. გამეტებით არ მენანება მეგობარო 3 მამალი მყავს და ოთხი დედალი მაგრამ მამლის მოცემას რამდენად მოვახერხებ მაგას ვერ გეტყვი.თუ როგორმე მომრჩა პრობლემა არ არის

პოსტის ავტორი: beqa10 Dec 24 2016, 18:20

ციტატა(samsoni777 @ Dec 23 2016, 16:41) *
მოკლედ მოვიძიე ინფორმაცია და გავარკვიე რომ, არსებობენ ვეიმარანერის შავი ძაღლები, რომლები მიუხედავად იმისა რომ დედა და მამა ნაცრისფრები ყავდათ გამოვიდნენ შავები. ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია მაგრამ არის და კინოლოგები მათ ბრაკებს უწოდებენ, მხოლოდ ფერის გამო, სხვა დანარჩენი იგივეა.

https://postimg.cc/image/mre61ls6b/https://postimage.org/index.php?lang=russian

გვანან ? D.gif

დიდი ლეკვის სურათი ინტერნეტიდან არის აღებული

სამსონ სხვა დედალთან ესეთი შემთხვევა არ მქონია რაღა ვთქვა არვიცი :დდ მაქსის დავცინი გოგო მურიამ გაგიბანძა თქო :დდდ ..

პოსტის ავტორი: beqa10 Dec 24 2016, 18:25

This breed's short coat and unusual eyes give it a distinctive regal appearance. The coat is extremely low-maintenance, short, hard, and smooth to the touch, and may range from charcoal-blue to mouse-grey to silver-grey or even blue-gray. Where the fur is thin or non-existent, inside the ears or on the lips, for example, the skin should be pinkish rather than white or black. This breed does not have an undercoat, so extreme cold should be avoided. While their coat is short, this breed does shed. The Weimaraner's coat color led to its nickname of "the Grey Ghost".

In November 2009 and January 1, 2010, the United Kennel Club (UKC) removed the disqualification from both Blue and Longhair Weimaraners. A black coat remains an automatic disqualification, though a small white marking in the chest area only is permitted. Dogs with blue coats are disqualified from conformation/show competition,[3] but are recognized as purebred Weimaraners by the AKC. There is another incidental variety, described as having the "mark of the hound", where the dog is the usual grey colour but with faint tan markings (similar to Doberman). Weimaraners can have several unique physical characteristics such as small lobes on the inside of the ear known as "Harrasburg Horns", and "Grafmar's Caps" very light gray patches between the ears [4]

A long-haired variety is recognized by most kennel clubs around the world except the American Kennel Club. The long-haired Weimaraner has a silky coat, with an undocked, feathered tail. The gene is recessive, so breeding will produce some long-haired puppies only if both parents carry the trait.

პოსტის ავტორი: samsoni777 Dec 24 2016, 19:48

აბა ვიღაც წუნკალას მაგრად გაუმართლა არისტოკრატი ნაშა ააგდო D.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Jan 2 2017, 11:45

https://postimg.cc/image/4ua440g7b/https://postimage.org/index.php?lang=russian


პოსტის ავტორი: samsoni777 Jan 20 2017, 13:11

https://postimg.cc/image/n0iekfdzn/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.cc/image/nogyu9j3x/https://postimage.org/index.php?lang=russian

მოიზარდა D.gif

პოსტის ავტორი: beqa10 May 12 2017, 12:20

აბა კაი ძუ ვის ყავს ? შეჯვარება არ გინდათ არავის ?

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 11 2017, 12:48

ლილუს დაეწყო მშობიარობა, ამჯერად სუფთა ჯიშის ლეკვებს აჩენს უკვე მთელი ორიცალი გვყავს D.gif

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 1 2017, 11:30

https://postimg.cc/image/heo1j1ix9/

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 1 2017, 11:37

]


https://postimg.cc/image/5hhe5phg5/



https://postimg.cc/image/wgblq1xxd/



ეს არის ჩემი მეორე იმედი, მაგრამ გვაქვს პრობლემა რომელიც მესამე სურათში ჩანს, მგონი თიაქარია ზუსთად არვიცი მაგრამ მეტნაკლებათ სამივე ლეკვს აქვს, როგორ ვუშველო ან რა ასაკში? ალბათ ოპერაციით?

პოსტის ავტორი: apxazi Jul 1 2017, 23:07

სურათში მთლად კარგათ არ ჩანს რამხელაზეა ჩამოსული, თითით გაქვთ აქაჩული მაგრამ არანაირი პრობლემა არაა ეგ, ძალიან მარტივი ოპერაციაა ეგ და ძვირიც არ ჯდება თან აქედან ისეთი პატარა ჩანს რო შეიძლება არც დასჭირდეს ოპერაცია

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jul 2 2017, 10:01

samsoni777
კი თიაქარია, ჩემ ლეკვსაც ქონდა და თავისით აეწია.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 2 2017, 17:05

თუ ლეკვი იზმორება ან წინა ფეხებით მყავს აყვანილი ხელში არ ემჩნევა, თუ უბრალოდ წევს ოდნავ ემჩნევა ხოლო თუ მოხრილია მაშინ ებერება ასე სანტიმეტრამდე უფრო ცოტაც ალბათ. და რა ასაკში გაუარა შენსას?

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jul 2 2017, 22:56

samsoni777
მასე ქონდა ზუსტად რა ჩემსასაც, 4 თვისას საერთოდ აღარ ეტყობოდა. 5 თვემდე არც არის რეკომენდირებული მაგ ოპერაციის გაკეთება თუ დარჩება მერე შეახედებ ვეტერინარს და გეტყვის საოპერაციო იქნება თუ არა

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 3 2017, 09:17

ჩემს პოინტერსაც ჰქონდა. ლეიკოპლასტრის ვაკრავდი ჩაბრუნების შემდეგ და ასაკის მატებასთან ერთად გაუქრა.

პოსტის ავტორი: apxazi Jul 3 2017, 09:34

კიდე ხურდაზე ასხამენ ხოლმე სანთელს რო ამობურცული ფორმა მიიღოს და აწებებენ მუცელზე, თუ ეგეთი პატარაა ასაკის მატებასთან ერთად გაუვლის

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 3 2017, 18:07

მადლობა ბიჩებო ყურადღებისთვის და გამოვცდი თქვენს ხერხებსაც, თუ არადა მოიზრდება და ვეტექიმი მიხედავს.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jul 28 2017, 09:23

https://postimg.cc/image/l1xvcqh9b/

ამხეცებენ ნაბულს D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)