ვეიმარანერის "სამშობლო" გერმანიაა. ეს ძაღლი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონეა , პირველად მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა ევროპაში, ვეიმარანერი მიეკუთვნება მონადირე ძაღლთა ჯიშებს და თავის სამუშაოს მშვენივრად ასულებს, არის სწრაფი, მოხერხებული და ჭკვიანი
შესახედავად ძალზედ ლამაზია, დიდი მკერდით და ძლიერი აგებულების მქონე ტანით
მამალი : იზრდება დაახლოებით 62-დან 70 სმ-მდე. წონა: 30-40 კგ
დედალი : იზრდება დაახლოებით 59-დან 63 სმ-მდე. წონა 26-35 კგ
შეფერილობა ვერცხლისფერი აქ, თავი და ყურები შედარებით ღია ფერის. დაშვებულია ქონდეს პატარა თეთრი ზოლი მკერდზე და თათებზე.
მიეკუთვნება მოკლებეევიანებს
არიან ძალიან დამჯერები და მალე ითვისებენ ბრძანებებს, ასევე არიან ერთგულები პატრონის მიმართ და მალე პოულობენ საერთო ენას მათსადმი.
ეს რაც წიგნში წერია მათ ხასიათზე.
მე რაც გავიგე მაგ ჯიშთან დაკავშირებით , არიან ძალიან ჯიუტები და თავისებური ხასიათის მქონე ძაღლები, ანუ გონიათ რასაც უნდა იმას გააკეთებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისი გაიტანონ. კაი ხანი მომინდა ჩემის დასამორჩილებლად მაგრამ ეხლა ნელ-ნელა უფრო დინჯი და დამჯერი ხდება. ძალიან უყვარს ოჯახის წევრები , სახლს ტანკივით იცავს, უცხოებს სანამ არ შეეგუება არ იკარებს. ერთი პრობლემაა ძნელია მაგ ძაღლის სახლში შენახვა, 3-ჯერ 4-ჯერ მიწევს გაყვანა დღეში.
წყალში და მაყვლიან ბუჩქებში უპრობლემოდ შედის, სიცივესაც კარგად უძლებს. ყველაფრის ამტანი ძაღლია, მთავარია კარგი კვება და მოვლა!
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
FreeX
ეს კურცჰაარის წინაპარია?
BEK_M
არა
FreeX
შენი ძაღლის სურათები დაგედო, მაგარი ჯიშია, რაცხა პოპულარობას იხვეჭს ბოლო დროს ჩვენკენ
ვიტო
სხვა განყოფილებაში დავდებ , არაა აქ ჯერ ნამდვილი ჩამოყალიბებული ვეიმარანერის სახე ))
ვაიმარანერი - უფრო სწორია. გერმანულად ნიშნავს "ვაიმარელს", რადგან ვაიმარია მისი სამშობლო.
არსებობს გრძელბალნიანი ვაიმარანერიც, რომელიც საქართველოში არ მინახავს. მოკლებალნიანი ერთ ნაცნობს ჰყავს.
დღეს ვნახე კარგი ეგზემპლარი ვაიმარანერი, გია გეწაძემ მოიყვანა კლინიკაში ასაცრელად, შესაშური ექსტერიერის ლეკვი იყო
მონადირე
პირველად მესმის , სადაც ვნახე ყველგან ვეიმარად მოიხსენიებენ )
jagermeister
ჰო , რუსული წიგნები მაქ. =D
FreeX
ეგრე რუსულად აინშტაინიც ეინშტეინია
ნახეთ რა კარგები არიან
ნახეთ როგორ ყვინთავს ეს ძაღლი
აი ზუსტად ეგეთ ველური და მოუსვენარია ჩემიც))) ხან რას მოგლიჯავს ხან რას ))
წყალში ხო არ უჭირს შესვლკა რაც მთავარია? FreeX
ახოტნიკ
არა კაცო , მაგრა უყვარს წყალი
კაია და ვიდეოები თუ გაქ ატვირთე ან სურათები
ახოტნიკ
კიდე 1 კვირა არ ვიქნები ჩემ კომპზე და მერე ეგრევე დავყრი ყველაფერს)
მართლა მაგარი ძაღლია!
ლამაზი ძაღლია მაგარი, ნადირობაში როგორია თუ გამოგიცდიათ ვინმეს ?
jagermeister
ჩემი ჯერ პატარაა. აი დედამისის ნადირობა პირადად ვნახე და ძალიან მაგრები არიან!!! ქათამს არ უშვებდა.
ჩემს მწყერი ვერ ვანახე წესიერად თორე ეხლა უკვდე ხოდზე იქნებოდა, მარა მოვა სეზონიც)))
http://www.radikal.ru
ესეც გრძელ ბეწვიანი, უხეშბეწვიანი და ჩვეულებრივი ვეიმარანერი [code][/code]
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
FreeX
ებიჯო გვანახე შენი ცუგა, რა უბედურებაა, მობილითაც გადაიღე ვიდეოები, არ გინდა შევაფასოთ თუ რა ხდება
სეზომოდის და რაცხა ქნებ გრჩიოთ
ვიტო
ვიტო , არ ვარ თბილისში ჯერ-ჯერობით. ჩავალ მალე და დავდებ აბა რას ვიზავ))) უბრალოდ არ მაქ ეხლა აქ.
FreeX
გასაგებია
ლევანა90
ვიზუალურად რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან?
ესეც რეი.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მობილურით გადავიღე და ცოტა ნიტო სურათებია.
FreeX
მაგარია რეი !
რამხელაა ? დაგეშილი გყავს ?
jagermeister
1 წლის და 3 თვისაა.
აი ეხლა ამ სეზონზე მოუწია დაგეშვა, მეორე გასვლაზე ნაბულიც გააკეტა.
ეხლა უკვე მწყერს აღარ მაზავს.)
აი რაღაც ინფო ვნახე,პატარა აღწერაა ვეიმარანერის
ВЕЙМАРАНЕР (Веймарская легавая) - сравнительно крупная, атлетически сложенная собака с короткой, блестящей, мягкой серой шерстью. Все оттенки серого приемлемы. Голова и уши немного светлее, чем остальное тело. Голова - длинная и аристократичная, морда - сильная. Глаза янтарного, голубовато-серого или серого цвета с очень умным выражением; нос - серый. Уши умеренно длинные, висячие. Верхняя линия корпуса опускается постепенно вниз от холки. Передние ноги должны быть прямыми. Хвост купирован (около 4 см в возрасте 2-3-х дней). Задние ноги длинные с хорошо выраженными мышцами. Веймаранеры - хорошие пловцы, имеющие между пальцами перепонки.
Веймаранер - это веселая и очень подвижная собака, умеющая радоваться. Умная, но может быть чрезмерно упрямой в своих намерениях, поэтому собак этой породы необходимо постоянно профессионально обучать послушанию с самого раннего возраста. Веймаранер сдержан по отношению к посторонним людям, иногда может быть агрессивным по отношению к другим собакам. Начинать социализацию этой породы необходимо в самом раннем возрасте. Веймаранер может стать хорошим защитником - это очень верная и смелая собака. Обладая сильными охотничьими инстинктами может быть опасен для мелких животных. Веймаранер определенно не стайная собака, и он нуждается в содержании дома как члена Вашей семьи. Он нуждается во внимании и дружбе. Если обеспечить ему жизнь на цепи в будке или оставлять надолго одного дома, то веймаранер может стать очень беспокойным и нервным. Веймаранер - прирожденный защитник. Чаще всего бывает доброжелательным к детям, но не рекомендуется держать в доме с очень маленькими детьми, потому что его энергии и силы достаточно для того, чтобы случайно сделать ребенку больно, "уронив" на пол. При обучении собак этой породы нельзя применять физические наказания, потому что веймаранер может стать очень осторожным и недоверчивым. Если однажды кто-то или что-то напугает его, дальнейшие тренировки станут практически невозможными. Лучше поощряйте его лакомством или похвалой. Веймаранер может делать ошибки, но если завладеть его вниманием, то этого не случиться. Вы дожны уделять много времени на прогулках команде "рядом". Если не делать этого, то веймаранер будет тащить Вас и рваться во все второны. Но никогда не используйте строгий ошейник или удавку. Веймаранер - очень "разговорчивая" собака, любит полаять. Это - очень крепкая собака с превосходным чутьем и отличными рабочими качествами, поэтому может использоваться для всех видов охоты.
Зубы и короткую шерсть веймаранера легко содержать в хорошем состоянии. Веймаранер почти не линяет. Время от времени надо чистить шерсть специальной щеткой. Мыть с шампунем нужно только при необходимости. Чистка кусочком замши делает шерсть веймаранера более блестящей. После каждой прогулки проверяйте лапы и рот. Ногти при необходимости подрезают.
Средняя продолжительность жизни веймаранеров составляет 10 - 13 лет.
AlekoN
აბა ეს რა ძაღლია სადღაც წავაწყდი და ესე ეწერა
ლევანა90
AlekoN
დიდი მადლობა რო ამიხსენი ასეა არ უნდა დაუჯერო ყველა საიტს
http://www.radikal.ru
ლევანა90
ვაიმარული მეძებრის შეფერილობა ორი თუ სამი ელფერის შეიძლება იყოს. მათგან ერთერთს, ზამთარში შვლის შეფერილობას ამსგავსებენ.
უმეტესად რაზე სანადიროდ გამოიყენება ეს ძაღლი ? წყალი რახან უყვარს სავარაუდოა რო იხვზე მაგარი ხადავოი იქნება მარა სხვა ფრინველზე რას შვრება მაგალითან მწყერზე .
ჩვეულებრივი კონტინენტალური მეძებარია, ნადირობს როგორც ფრინველზე ასევე სისხლიან კვალზე და მსხვილ ჩლიქოსნებზე. კურცჰაარის სტილია რა.
ამ ჯიშის ლეკვი რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში?
სუფთა სისხლის ლეკვს ისოვის კაცი?
mixailo ფასზე თუ არ გავამახვილებტ ყურადღებას ეს ნახე აგერ
http://myzoo.ge/index.php?act=27&idd=725
mixailo
მე რაც მინახავს თითქმის ყველა ლეკვი მაგ ფერია, ისე ცნობისათვის ეგ სურათი მოპარულია
აქედან
http://www.cats-dogs-ukraine.com/images/200911170715090.x_7e09ab34.jpg
ერთ-ერთ ფორუმელს ყავს ვაიმარანერი FREEX თუ არ ვცდები
jagermeister კიი ნამდვილად ყავს
Davitus ისე კლიენრტი რო მივა კიმაგრამ ვერ მიხვდებოდა ეგ ლეკვი როარაა? სხვისი სურატი როუდევს
როგორც ცნობილია ძალიან მცირე რაოდენობით არის საქართველოში ვეიმარანერის ჯიშის მეძებრები შემოყვანილი და ამ ჯიშზე პრაქტიკულად არაფერი არ არის ცნობილი ჩვენთან,მაგრამ როგორც ჩანს ეს ჯიშიც ნელ-ნელა გამოჩნდა აქა-იქ.ჩემმა ახლობელმა ეხლახან შეიძინა ვეიმარანერი და ძალიან აინტერესებს გაიგოს იმ პიროვნებისაგან ვისაც ყავს ამ ჯიშის მუშა ძაღლი თუ რა თვისებებით გამოირჩევა ნადირობისას.იმედია პატრონი არ დაგვზარდება მოგვაწოდოს პატარა ინფო ვეიმარანერზე.(ენციკლოპედიები და წიგნები გადაიკითხა)წინასწარ გიხდით მადლობას.
dato01
სად შეიძინა, საბუთიანია და რა ფასად?
ვაფანატებ მაგ ძაღლზე... ოღონდ ფარულად
Davitus არ უყიდია .ამ ლეკვის დედა ყავდა თვითონ და აჩუქა შვილის მეგობარს,რომელმაც მისცა მამალი ლეკვი.რამდენადაც ვიცი საბუთები მოსაწესრიგებელია მაგრამ სუფთა სისხლებია.დღეს ვნახე და კი არის ნიკელებიანი გაზ -21ივით,სულ მთლად ზიპინებს.ულამაზესი ჯიშის ძაღლებია,შეხედულებითაც და ხასიათითაც ვერცხლისწყალია.
ჩემ ძმაკაცს ყავს ვეიმარანერი 2 წლისაა. მთელი ეს სეზონი მაგ ძაგლით ვნადირობდი..... მაღთლა გამაოგნებელია მაგ ძაგლების ტემპერამენტი... შრომის მოყვარეობა.. ყველა დავალებას მშვენივრად ასრულებდა.. ერთადერთი რაცა მაგ ძაგლებში ისაა რომ ცოტა არ იყოს ულამაზო ნაბული აქვს,თორე სხვას ვერაფერს დაუწუნებ მაგ ძაგლებს სუ რო გულით გინდოდეს
samo
ეჰჰ, ისე მაგრად მიყვარს ვაიმარი, ნაბულს სულ თავდაყირა რომ აკეთებდეს მაინც მკიდია რა... აი ძაღლის მოვლის და ყოლის პირობები არ მაქვს, მაგრამ ეს რომ მყავდეს, მე წავიდოდი სახლიდან და მაგ ძაღლს გადავუფორმებდი ვაბშემც
Davitus საღოლ მონდომებაც და სურვილიც ამას ქვია
ვეიმარული მეძებრები ერთ-ერთი უძველეს მეძებარia. ვარაუდობენ, რომ ჯიში ჩამოყალიბდa ყავისფერი შეფერილობის გერმანული მეძებრების პირვანდელი სახეობიდან. შემდეგ მოხდა მუტაციური ცვლილებები მათ შეფერილობასა და ბეწვის სიგრძეში რომელიც შემდგომი სელექციური მუშაობითაც განმტკიცდა. პირველად, ეს მეძებრები აღწერეს ვეიმერელ ერცჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე XIX საუკუნის დასაწყისში. სხვა, უფრო გვიანი წყაროები, მოგვითხრობს, რომ მათი სამშობლო იყო ჩეხეთი და კარლ ავგუსტმა ჩამოიყვანა ისინი ვეიმარში, თუმცა ეს წყაროები ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის.
ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კარგი სამონადირეო თვისებები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალღო, სამუშაოთი დაინტერესება, ბრაზიანობა და სიფხიზლე, ამიტომაც მათ განსაკუთრებით მეტყევეები ამრავლებენ. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამსახურებრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით, აშშ-ში, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან პოპულარულები გახდნენ.
ამ ჯიშის ერთერთი თავისებურება ისაა, რომ ლეკვებს ახასიათებს ფერის ასაკობრივი ცვლა, ისინი ორი თვის ასაკამდე ნაცრისფერ-ცისფერი შეფერილობისაა, აქვთ ლურჯი თვალები, მესამე თვიდან მათი ბეწვი იძენს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ელფერს, ხოლო თვალები ქარვისფერი-ყვითელი ფერის უხდებათ. საბოლოოდ ბეწვის და თვალის ფერი უყალიბდებათ რვა თვის ასაკისთვის.
არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. უკანასკნელ პერიოდამდე მიმდინარეობდა ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება, რაც ძირითადათ სანაშენე მწარმოებლების ნაკლებობით იყო განპირობებული. ბოლო წლებში მაქსიმალურად ცდილობენ განახორციელონ ხალასი შეჯვარება, და მიიღონ სამი დამოუკიდებელი ჯიში.
სტანდარტი:
ვაიმარული მეძებარი ელეგანტური, საშუალოზე მაღალი, პროპორციული აგებულების ძაღლია. ხვადების სიმაღლე 59-70სმ-ია, ძუების – 57-65სმ. წონა – 23-32კგ.
თავი – არისტოკრატული, საკმაოდ წაგრძელებული ფორმის, ტანთან პროპორციული შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული. დრუნჩი გრძელი, ბოლოსაკენ შევიწროვებული. ცხვირის წვერი განიერი. ღაწვები მკვეთრად გამოხატული. შუბლის კეხი ოდნავ ამობურცული.
თვალები – მომრგვალებული ფორმის, ოდნავ ირიბად განლაგებული. ბაციდან მუქ-ქარვისფერამდე სხვადასხვა ტონალობის.
ყურები – მაღლა განლაგებული, ჩამოკიდებული, საკმაოდ გრძელი, ბოლოში მომრგვალებული.
კისერი – დაკუნთული, ზომიერი სიგრძის.
ზურგი – სწორი, ოდნავ გრძელი, მაგრამ არა-სუსტი. ქეჩო კარგად გამოხატული. მკერდი განიერი და ღრმა, იდაყვებამდე დაშვებული. ნეკნები გამოკვეთილი, გავა გრძელი, ზომიერად წაკვეთილი.
კიდურები – ხმელი, დაკუნთული, სწორად გამოხატული შესახსრების კუთხეებით.
თათები – შეკრული, მომრგვალო ფორმის, წაგრძელებული შუა თითები დასაშვებია.
ფერი – ვერცხლისფერ-რუხი, თაგვისფერი, რუხი სხვადასხვა ტონალობით, აგრეთვე ამ ფერებს შორის გარდამავალი ელვარებით. თავი და ყურები, ჩვეულებრივ, უფრო ბაცი ფერის. მკერდსა და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები.
ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით.
კუდი – 2/3-ზე კუპირებული, ქვემოთ დამდგარი, რითაც სხვა მეძებრებისგან განსხვავდება. უჭირავს ჰორიზონტალურად. გრძელბეწვიანებს კუდის კუპირებისას აშორებენ 2-3 მალას.
http://www.ali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1604:veimaruli-medzebari&catid=125:bird-dogs&Itemid=191
მოკლებეწვიანი
ეს გრძელბეწვიანი
ვეიმარი მუშაობისას
ქართლ - კახეთის პირობებშიც ალბათ გაამართლებს
საღოლ ღლიღვა კარგია! აი მალადეც
ღლიღვა
ყველაფერი კარგია ვასოს დავენაცვლე, მაგრამ ვაიმარანერის თემა გვაქვს და ახალი რათ გახსენი?
ვიდზე მეც მაგრად მომწონს ეს ძაღლი, ვაფანატებ მაგის ლეკვზე, მაგრამ ნაბული აქვს რაღაცნაირი დამახინჯებული
ჩვენთან, უცხო ფერის და ექსტერიერის გამო ძირითადად დეკორატიულ ძაღლად ყავს ბევრს, და არა მონადირედ
თქვენის ნებართვით, თემას შევუერთებ ვაიმარანერის თემას.
Davitus
კი დავით რა პრობლემაა ! ალბათ ვერ ვიპოვე და მაგიტომ დავდე ახლიდან ! ისე კი მართლაც კარგი ჯიშია, თანაც ორმაგი გამოყენების. ნაბულზეც დგება და დასდევს კიდეც !
ნუ ექსტერიერით ხომ მართლაც მაგარია, მაგრამ ცოდოა მისი "გადეკორატიულობა"
ისე ხომ მაგრა უხდება ჭალას ჰააა !
ღლიღვა
მე მაგ ძაღლის მხოლოდ ნაბული არ მომწონს, უშნო ნაბული აქვს ნამეტანი
რატო არაა პოპულარული ჩვენსკენ ეს ძაღლი თუ ესეთი კაია ?
FreeX, ღლიღვა და დანარჩენებო!
ამ ჯიშს ქვია ვაიმარანერი და არა ვეიმარანერი!
iason
რომელ კლუბშია ამ ჯიშის სამოცი ძაღლი გაწევრიანებული?
Davitus
რუსები უცხო სიტყვებს როგორ ამახინჯებდნენ, რომ მივყვეთ, შორს წაგვიყვანს ეგ თემა...
ჩვენ, როგორც არარუსულენოვანმა საზოგადოებამ ანუ უბრალო მოკვდავებმა (რა ვუყოთ, ეგ უკვე ჩვენი ბრალი არაა ) ისე უნდა გამოვთქვათ ამ ჯიშის დასახელება, როგორც გერმანულად ჟღერს.
AlekoN
აბსოლიტურად გეთანხმები!
ღლიღვა
ლამაზი ანაჩეჩი რაღაა?
კაი მუშა ხაზები ყაავს ვინმეს ეს ჯიში ისეთი მონადირეს გემოვნებას რო დააკმაყოფილებს მე არ ვიცნობ ამ ჯიშს და მაინტერესებს როგორია მინდორში?
ეს ჩემი ჯინაა. 2 დღის წინ ავიყვანე.
საბუთბიც მალე იქნება
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
gogita.m
მაგარი ლეკვია
ხვადი ვეიმარანერი, ახალგაზრდა, ხო არავის დაუკარგია? საჩხერეში დავინახე, დიდი შანსია "ნაპოვნი" იყოს.
gogita.m
გილოცავ. მაგარია.
gogita.m
გილოცავ გოგიტ სასახელო გაზრდილიყოს
მაგრობაა გილოცა გოგიტა, გამიხარდა რომ ჩვენთან იქნება ეს იშვიათი ჯიში
კაი ჯანიანი ლეკვი ჩანს
გილოცავ გიო
ვაა რა მასტია გილოცავ გიო.
gogita.m
კაი ტიპია.. გილოცავ გიო..
მადლობა ბიჭებო,
ერთი სული მაქვს ვნახო როგორ დაიგეშება.
gogita.m
ვაააახ, კეთილი შურით მშურს,ამ ჯიშის ვიზუალის ფანი ვარ, ჩვენიანი მონადირის ხელში მართლა საინტერესოა როგორ დაიგეშება, მაგარი მონადირეუნდა გამოვიდეს წესით
გილოცავ!!!!
gogita.m
საკმაოდ კარგი ლეკვი ჩანს. თავიც კარგი უჩანს... მაგ ასაკის ლეკვები მე რაც ვნახე საქრთველოში ასე 4 წლის წინ ყეველას მელიასავაით წვეტიანი ცხვირი ქონდა.
ვისი შვილია და რა ტიტულებია ავქს მშოლებს ხომ არ იცი?? ალბათ რუსეთიდან ან უკრაინიდან არის შემოყვანილი.
გილოცავ
kupra
gogita.m
გილოცავ გიო სასხელო გაგეზარდოს, გამიხარდა ეს უცხო ჯიში ცვენს კლუბში რო შემოვიდა
რეგისტრირებული როგორ არ არის... იყო ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში.
სავალეზე რო ყო გამოსული ეგეც ვიცი, ოღონდ ზუსტად რა ქნა არ მახსოვს, მგონი აქვს თქო მაგიტომ დავწერე. დათომ გამოცდა მგონი, ცხვედიანმა... ზუსტად არ მახსოვს თავს ვერ დავდებ.
ამას ასე 4 წლის წინანდელ ამბავს ვყვები. მერე რა მოხდა არვცი.
gogita.m
რა მაგარი ლეკვია! მართლა ჯანიანი ჩანს
gogita.m
მომილოცავს კარგი ტიპია ღმერთმა კარგი მონადირე და ჯანმრთელი გაგიზარდოს აბა შენ იცი როგორ მოუვლი
ადვილად იწვრთნება,საურველია ადრეულ ასაკიდან შეაჩვიოთ ბრძანებებს და დაჯერებას,ნუ გაათამამებთ,ლეკვობაში დაუღალავია და კარგად დარBის,მაგრამ შემდეგ უკლებს ნაბიჯს და ეკონომიურად გადაადგილდება,მიაქციეთ ყურადღება მინდორში მოძრაობის შესწავლისას ტემპი არ დააგდოს,თქვენც მოგიწევთ მასთან ერთად სირბილი. ყნოსვა კარგი აქვს,ზუსტი,აპორტირება სისხლში,ცხოველის კვალს მისდევს ყეფით..წყალში შედის წლის ნებისმიერ დროს,ბეწვი მალე უშრება..მე მქონდა ამ ჯიშთან დაკავშირებული კითხვები რუს და უკრაინელ მგეშავებთან,და ასეთი დასკვნა გამოვიტანე:ჯიშს თავისი გარეგნობიდან გამომდინარე ბევრი აქვს დაკარგული,ძირითადად დივანის ძაღლად ყავთ,ცოტა თუ ანადირებს,სასურველია აიყვანოთ ლეკვი ნაღდად მონადირე მშობლებისგან,გარეგნულად ერთიდა იგივე გერმანიიდან და ამერიკიდან შემოყვანილი ძაღლები განსხვავდება ხასიათებით ერთმანეთისგან,ორივეს რაღაც დადებითი აქვს,მაგრამ რაც შეეხება ნადირობას, გირჩევთ გერმანული ხაზიდან შეიძინოთ...
საღამომშვიდობის!მოგესალმებით ყველა ოჩოპინტრეს წევრს!)))) გთხოვთ მირჩიოთ ,როგორ დავდო სურათი ამ გვერდზე?
iason
http://imageshack.us/
გმადლობ T A M P L I E R! --ვერ გავუგე ვერაფერი სამწუხაროდ )))
bavarka.com/wb17.html ეს რუსული საიტიდან არის ვაიმარულ მეძებარზე..
მაქსიმუსა
iason
ამ საიტმა დალია კახური წყალი
http://imageshack.us/
აქ ატვირთეთ ცოტა ხნით და მალე საუკეთესოს შემოგთავაზებთ
აი ესეთებიც ვისწავლეთ
ვაა ნაგარიაა
მაგარია გოგიტ, ვიდეოზე აღარაფერს ვამბობ, საკმაოდ ლამაზი მიტანებაც გააკეთა, ნაბულიც მშვენიერი აქვს, რას უწუნებენ ამ მეძებრებს მაინც არ მესმის და მომკალით
რავიცი დავით მე ჯერჯერობით მომწონს. ასეთი ლამაზი ნაბული ჩემს არც ერთ კურცხჰაარს არ გაუკეტებია.
Davitus
სალამი ყველას
მაინტერესებს ვინმეს ხო არ ყავს ვეიმარანერი ? (მისი გაზრდილი პატარაობიდან)
მე მყავს 4 თვის ქალბატონი, ძალიან ლამაზია და ამბობენ ძალიან ჭკვიანიც არისო (მე პირადად ჯერჯერობით სიჯიუტის მეტს ვერაფერს ვატყობ )
ბევრი რამ წავიკითხე მათ შესახებ, მაგრამ მაინტერესებს პრაქტიკული გამოცდილება ხო არ ააქვს ვინმეს (აღზრდა მაქვს მხედველობაში)
წინასწარ დიდი მადლობა
პ.ს. აი ისიც
http://postimage.org/image/n0v3cl9od/
zvit მე მყავს მეგობარო, ძუ, უკვე 1 წლის და 2 თვისაა.
ორი თვის ასაკიდან გავზარდე. სიჯიუტე არა მაგრამ მოუსვენრობა ახასითებს, სულ მოძრაობა უნდა, თუმცა შენიშნვას კარგად იგებს და გემორჩილება.
მე მყავს ეხლა მაცჰუკეს მამალი და შევაჯვარებ კარგ დედალთან მსურველებმა დამიკავშირდით 598100582
ვაიმარანერი ფართო ძებნის უნარიანია თუ მოკლე?
bobby
რას გულისხმობ ...
კურცჰაარივით ახლოს მუშაობს თუ სეტერივით შორს გადის
მე რაც ვეიმარანერი მინახავს, ყველა დაბალი ტემპით, ახლო მანძილზე მუშაობს.(წიხახოდია) მათ შორის ჩემიც.
გერმანულ-ავსტრიული სისხლების ძაღლი მყავდა, დიდი ხნის წინ. მაშინ იშვიათი იყო ეს ჯიში, მერე გავაჩუქე და ის კაცი
ვისაც ვაჩუქე, ახლობელია კმაყოფილი იყო და წარმატებულადაც ნადირობდა.
levani100
დიდი მადლობა
გამარჯობათ მეგობრებო!!!!!!!! მოგესალმებით ყველას !!!!! ახლა დავრეგისტრირდი და შემოგიერთდით. ბევრი კარგი მქონდა გაგონილი .იმედია სწორად ჩავერთვები. რაც შეეხება ვაიმარს, მყავს წლის და შვიდი თვის კარგი გოგო. მირჩიეთ 2 წლამდე ღირს თუ არა რო დავრთო? ზოგისგან გამიგია რომ სუსტი ლეკვები იქნებიანო. ეგებ ვინმეს თავისი გამოცდილებიდან რიმე რჩევა მოეცა?! წინასწარ გიხდით მადლობას!!!!!
tuesa გაგიმარჯოს. ძუს დართვა შეიძლება 1,6 წლიდან, ანუ შეგიძლია დართო თუ გულით გინდა.
ამას არ ჭირდება პირადი გამოცდილება. რაც გაგიგია, სწორად გაგიგია.
მადლობა რჩევისთვის. გავითვალისწინებ
სალამი
მიცკევიჩIს ქუჩაზე რომელიმე ვაიმარანერის პატრონი ხო არ ცხოვრობთ?
ამასწინათ გავიცანი თქვენი ძაღლი გარაჟში იყო ძალიან საყვარელი იყო მაგრამ თვალებზე წირპლები უშნოდ ჰქონდა არ მომეწონა, ადრე ვცხოვრობდი მაგ სადარბაზოში უბრალოდ შევიარე და ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ჯიში დამხვდა
რაც შეეხება ჯიშს დიდი ხანია მაინტერესებს და საკმაოდ კარგად ვიცნობ, რამდენიმე თვეშI ალბათ მეყოლება კიდევაც (სეტერს პოინტერს და ვაიმარანერს შორის ვმერყეობ)
ამ ძაღლს ეძახიან "ძაღლი ადამიანის ტვინით" და "რუხი სული ან ლანდი" ერთ ერთი მაღალი ინტელექტის ძაღლია, როცა გეთამაშება და რაღაცას უმალავ არ იმჩნევს რო გაკვირდება და გითვალთვალებსო ახასიათებდა ერთI კინოლოგი მისი ნაბული არ ვიცი, მაგრამ არამგონია კარლ აუგუსტს მისი გამოყვანისას ეგ შეცდომა დაეშვა (ეგ ნახევრადხუმრობით )
პ.ს რა ვქნათ მეფე და ზეწოდება ნაბულში ლორდ პოინტერს ეკუთვნის და იყოს მისი აღმატებულების
ძმებო ნაპოვნია ვაიმარანერი.ძუ. სავარაუდოდ 2-3 წლის.
tuesa თუ ვერ უვლით მოგვეცით გოგოს უნდა სახში ეყოლება ვეძებთ რამდენი ხანია ვეიმარანერს
http://pix.ge/
ძაან მაგარი ფოტოა
მაგრები არიან
მე მყავს 2 წლის ხვადი და ვინმეს ხო არ უნდა შეჯვარება?
პ.ს თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში მიიყვანეს წუხელ, ძალიან მაგარი ძაღლია, იქნებ ვინმე გამოჩNდეს.
ესეც ჩემი ბაბუსი ოღონდ ეხლა უკვე 5 თვისაა
http://radikal.ru/fp/cc42a114b1d54111bd21f70f66b97bf8
http://radikal.ru/fp/b399536033c54177b75128f059cd2ec1
ერთი რამე შემიძლია ვთქვა ვაიმარანერზე, პირადი გამოცდილებიდან, ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ ნადირობას, ასევე ძალიან ჯიუტები არიან და ცოტა "რკინის" ხელი ჭირდებათ.
ჯორივით ჯიუტები
ganja1981
რომელი საგვარეულოდანაა?
მემგონი ჯორზე უარესები
და ყველაზე მეტად უყვართ პატრონი
http://radikal.ru/fp/d54925a5c0db4409966c9145696f4756
http://radikal.ru/fp/afb331b3cf9b468b9d6ddd655628039b
megreli
მართალი ხარ, ეგ არღარ გამხსენებია
ვერც კი წარმოგიდგენიათ თუ რამდენად ჯიუტები და მძიმე ხასიათის პატრონები არიან... ალბათ უნდა იყოლიო ეს ჯიში, რომ მიხვდე თუ რაზე ვსაუბრობ
ganja1981
ჩემსას არცერთი ეგ თვისება არ ახასიათებს
გოგიტა რა ასაკის არის შენი ძაღლი?
გოგიტა! გაგვანებივრეთ ცოტა თქვენი ძაღლის სურათებით!!( თუ ვიდეო გაქვთ, კიდევ უკეთესი!!!)
ჯორივით ჯიუტია, ვგრძნობ რო ესმის ჩემი მიყურებს დააფიქსირებს რა ვუთხარი და მერე მაინც თავისას აკეთებს, ძალიან უყვარს მოფერება სამწუხაროდ ნადირობაში ვერ ვცდი და ძალიან მაინტერესებს როგორია.
სურათებს დავდებ თუ ამიხსნით ვინმე როგორ.
ფორუმის რესურსებში დევს და მოძებნე
მაინტერესებს ვისაც ყავს გამოცდილი ეს ჯიში,ზამთარში როგორ ნადირობს მაგალითად იხვზე?
ilara
მაგაში რას გულისხმობ გამთენისას რომ ამბობ ?
რასა და იმ ყინვაში და სუსხში გიღირს ძაღლის შეშვება წყალში?
ერთია როცა მოძრაობს და ხურდება მაგრამ მეორეა როცა ფეხებთან გელოდება სველი ძაღლი.
ყავათ საქართველოში ეგ ძაღლები. სხვათაშორის აქაურ ფორუმელბსაც.
მათ უფრო ზუსტი პასუხი ექნებათ შენ კითხვაზე.
კარგი იქნება თუ მიპასუხებენ მაინტერესებს ზამთარში როგორ მუშაობს და იხვზე მუშაობს თუ არა?
მე კი მყავს მაგრამ აზრზე არ ვარ რას შვება ძალიან კი მაინტერესებს მაგრამ პრასვეტი ნულის ტოლია
ესეც ბილბო
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ძალიან კაცური კაცია ლამაზია,ისე ნადირობს და რა ხნისა?
butaforia
რა ხნისაა შენი ვაიმარანერი ?
butaforia
სად არის რეგისტრირებული? საბუთები თუ აქვს
შენც გყავს ხო?როგორ ნადირობს შენი?
გოგიტა
ilara 2 წლის პირობაზე არ ვუჩივი,
წინა გვერდებზე დევს ვიდეო თუ არ ვცდები.
ilara
გოგიტა
jagermeister
არ ვიცი ნადირობს თუ არა და ძალიან მაწუხებს ეგ საკითხი, მე თვითონ არ მაქვს დრო და ვერ მიმყავს რო ვნახო რა კაცია. საბუთები დაკარგული ჰქონდა და აღვადგინეთ უფრო სწორად ჯერ არ გამოგვიტანია. კანდელაკზე ქალბატონ ლენასგან უნდა წამოვიღოთ, სუხიშვილების ხაზიდანაა ლილუს შვილია დანარჩენი დეტალები რადასლოვიაში წერია რო წამოვიღებთ დაწვრილებით გეტყვით თ დაგაინტერესებთ ისევ. ორი წლისაა.
გოგიტა ავატარზე თქვენი ძაღლია როგორც მივხვდი ხო?
butaforia
კი ჩემი ძაღლია, ძუა. ჩემიც სუხიშვილის ხაზია დედის მხრიდან,
მამა კი როჯერია.
ეს ჩემია სწავლების პერიოდში
გოგიტა ! თქვენი ძაღლის მუშაობის ახალი კადრები თუ გაქვთ , თხოვნა მაქვს რომ დადოთ!!
dima71
დიმა სულ მინდა რომ ნადირობის დროს გადავუღო და ვერ მოვახერხე, თოფის ჭერა მირჩევნია, თუმცა უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
იხვზე არ გინადირია ჯერ?ზამთრის პირობებსჰი როგორია ეგ მაინტერესებს მცივანა არის ?
butaforia
ისე თუ არ გაგიყვანია აქამდე მგონი ორი წლის ძაღლის დაგეეშვა ძნელი უნდა იყოს.თუმცაგა კურცხარი დაგეშა ჩემა ნათესავმა ორის ხდებოდა.
ეს განწყობისათვის ვისაც ვეიმარი გყავთ
იქნებ დაგეშილიცაა უბრალოდ მე არ ვიცი არაფერი.
გოგიტა
კარგად გამოიყურება შენი გოგო, რო ვნახე გამეცინა ისე გვანან მგონი სუხიშვილის ხაზის მეტი არცაა ჩვენთან, 70 მდე ძაღლიაო სულ ვაიმარის. რამდენიმე დღის წინ სომხეთიდან დამიკავშIრდნენ შეჯვარება უნდათ იმედია გამოგვივა. რამდენია წონაშI შენი გოგო? რაღაც საჭმელს ვერ დავუმუღამეთ წინა პატრონი რას აჭმევდა არ ვიცი, იქნებ რამე მირჩიო.
მერე გაარკვიე იქნება ნადირობს შენი ძაღლი.
გოგიტა
ლეკვებს ხოარ გაყიდი?და თუ გაყიდი რა ფასში?
ilara
რავიცი რა გითხრა, იმდენი ხალხი ელოდება, მეშინია ჩემიც არ წამართვან თან ყველას ხვადი რომ უნდა ეგ მაცოფებს.
ერთი-ორს კი გავყიდდი სიამოვნებით, თორემ უკვე გადამჭამა თუ დამრჩა აქ დავწერ
კაი თუ დააპირებ გაყიდვას დაწერე და დაგიკავშირდები
გოგიტა
ხო ამათ თუ რ დაუწესე ზომები ძღომა არ იციან ჩემმა მიგლიორის კონსერვს დაუჭირა მაგარი მუღამი დღეში კილოორასიანს ნთქავს + გერკულესი და რასაც მოიპოვებს დაიკლო 34კილომდე ჩამოვიდა და ძალიან გამხდარი მგონია, ჭია ხო არ ყავსთქო ვფიქრობ, ხვალ ვეტერინარი ვნახოთ რა რჩევებს მოგვცემს. კბილი სტკივა და იქნებ მაგის ბრალიცაა.
პ.ს ისე მეც მაღიზიანებს ყველას რო ხვადი უნდა და ხვადი ჰყავს, სიამოვნებიტ მეყოლებოდა ძუ, ნეტა ესეც ძუ იყოს ჯორივით ჯიუტია იქნებ ძუ ნაკლებჯიუტი ყოფილიყო
ესეც იმ ლეკვების დედა.
ზამთარში იხვზე რას შვება ეს ჯიში?შეილება რო დაეყრდნო როგორც კურცხარს ან დრათხარს თუ ინდივიდუალურია?
გააჩნია ძარლის ჟილკას და ხასიათს?
ჩემი, მაგარ ყინვაში, უპრობლემოდ შედიოდა წყალში და რავიცი...
მოკლედ ჩემი ძაღლი მაკე არ აღმოჩნდა.
თითქოს ყველა ნიშანი ქონდა ორსულობის, 10 ოქტომბერს დართვიდან 64 სრულდება, მაგრამ მუცელი საერთოდ აღარ აქვს, რას დავაბრალო არვიცი.
გასუქებულია, თითქოს ძუძუც ჩამოუვიდა, მაგრამ მუცლის ნასახი არა აქვს. ვოტ ტაკ. :(
გოგიტა
შენს ადგილას მაინც ექოსკოპიას გავუკეთებდი
http://radikal.ru/fp/859f4232f1154f7aaf325b9578247e23
http://radikal.ru/fp/fd7be189100e4b65b862b61081ee9f3f
დღევანდელი ფოტოებია. ასეთი მუცელი აქვს. აბა რას ფიქრობთ? ორსულობის 65 დღეა
Davitus კი მინდა ეხოზე წაყვანა, მაგრამ ძაღლების ენტერო ვირუსია გავრცელებული და ვერიდები კლინიკაში წაყვანას
გოგიტა
ეხლა მაგას მაკეობის არაფერი ეტყობა, მაგრამ მიკვირს თუ ქონდა ყველა ნიშანი და მუცელიც შებერილი, სად გაქრა მერე?
მოკლედ გოგიტა, ეხლა იქნება თუ მერე, ჩამწერე ლეკვას მსურველების სიაში პლზ.
გოგიტა
არ ეტყობა სურათში, მაგრამ მე მინახავს ლაბრადორი, 3 ლეკვი ყავდა და არ ეტყობოდა არაფერი
მოგესალმებით! ცრუ მაკეობის ნიშანები აქვს, მაგრამ ჩემ ვაიმარს 3 ლეკვი ყავდა და არც იმას ეტყობოდა მუცელი. ისე თუ არ გინდა კლინიკაში მიყვანს, სახლშიდაც შეიძლება მოიყვანო, და სახლის პირობებში გადაუღო ეხოსკოპია. ისე 64 დღე თუ გავიდა, მაკე ძუ, კი უნდა აწრიალდეს და ჭამას მოუკლოს.....
მე როგორც ვიცი დართვიდან მაქსიმუმ 60- 65 დღე არის ძაღლი მაკედ, ექოსკოპიას სავაურდოდ აზრი არ ექნება, ღმერთმა ქნას რომ დაყაროს ლეკვები მაგრამ ცრუ ორსულობასთან არის საქმე ახლოს
გუშინ მანქანამ დაარტყა ბილბოს, მოისროლა ერთ ორ მეტრზე, ეს გაიქცა შეშინებული და მე გავეკიდე თურმე ის მოკლე გზით მობრუნდა და მე მეძებდა მე მას ვეძებდი, მერე ეზოში მეძებდა მოკლედ სადაც კი ვართ ერთად ნამყოფი ყველგან ნახა ვიღაცამ მაგრამ სულ მისწრებდა 15-20 წუთით 4 საათი ვეძებე და დაღლილი ავბრუნდი სახლში გამოსაცვლელად, ზემოდან უკეთ დავინახავ თუ მოვიდა ეზოში მეთქი, სულ რაღაც 5 წუთში მოვიდა დასუნსულებდა პილასოსივით, ტალახში ამოსვრილი დაღლილი მომვარდა რო დამინახა, როგორც ჩანს ლისზეც იყო ასული სხვაგან ტალახს ვერ იპოვიდა, თან მანდაც მყავდა ერთხელ. ფეხები გადაყვლეფილი ჰქონდა ასფალტზე ნასრიალები, და ტეძო ოდნავ დაბეჟილი, ვეტერინარმა შეამოწმა ყველაფერი რიგზე აქვსო და ასე გადავურჩით ლაითად ავარიას. მძღოლმა არც კი შეანელა დაგვიკიდა და წავდა.
ganja1981
საშინელებაა რო ხედავ ესმის შენი ხვდება მაგრამ არ უნდა და არ აკეთებს
გოგიტა
რაიმე სიახლე არის შენი გოგოსკენ?
butaforia
მიხარია რომ კარგად დამთავრდა თვენი ამბავი. ჩემი ჯინა არ აგმოჩდა მაკე და შესაბამისად ნადირობაზე გადავერთეთ.
ბოდიშით ორმაგი დაპოსტვისთვის, ვეტერინარიაშიც დავპოსტე... აქაც მინდა იგივე დავწერო, ძალიან ვნერვიულობ უკვე ჩემ ლეკვზე 8 თვისაა და სულ საოპერაციო მაგიდაზეა :(
მეგობრებო, მოკლედ მოგიყვებით ჩემი და ჩემი ვაიმარანერის პრობლემაზე, იქნებ ვინმეს გქონიათ ამდაგვარი შემთხვევა და რამენაირად დამეხმაროთ, თორემ მოვიარე უკვე ყველა ვეტერინარი და კლინიკა რაც კი არსებობს თბილისში... :(
5 თვის ასაკში ჩემ ლეკვს თავზე გამოუვიდა "შიშკა", მივიყვანე ვეტ კლინიკაში, ექიმმა მითხრა, რომ ეს იყო ლიმფოექსტრავაზატი და დააბრალა ტრამვას, ნუ ჩავთვალე, რომ ალბათ მიარტყა სადმე თავი თქო... გავჭერით, "შიშკა" სავსე იყო ლიმფით, ამოვასუფთავეთ და იოდის ხსნარით მოვწვით და გავკერეთ, მოიშუშა ჭრილობა და ვიყავით ბედნიერები, მანამ სანამ დაახლოებით ერთ თვეში იგივენაირი "შიშკა" გამოუვიდა, ოღონდ ამჯერად უკვე წინა მარჯვენა თათზე, იდაყვზე (მოხრის ადგილას), წავედი უკვე სხვა კლინიკაში (მაინტერესებდა სხვა ექიმის აზრიც), იქაც იგივე მითხრეს, რომ "შიშკაში" დაგროვილია ლიმფა და ტრამვის ბრალიაო, გავჭერით, ამოვჭერით კაპსულა, მოვწვით იოდის ხსნარით და გავკერეთ, მოიშუშა ეს ჭრილობაც, მაგრამ გუშინ შევამჩნიე, რომ ისევ, ზუსტად ისეთივე "შიშკა" ფორმირდება, ოღონდ ახლა უკვე მარცხენა ფეხზე. :( მიშველეთ რამე...
ვარკეთილის მეტროსთან ვეტ აფთიაქი რომ არის იქ გყავდა? მაგარი ვეტერინარები არიან მანდაც თუ გინდა ნომერს გეტყვი
ganja1981
ჰემოლიმფოექსტრავაზატი ხომ არ არის, ყველა შემთხვევა კონკრეტულად ლიმფოექსტრავაზატი იყო? რომელ შრეებში ვითარდება? კანქვეშ, ფასციის ქვეშ თუ კუნთქვეშ?
სავარაუდოდ შენს ძაღლს გენეტიკურად აქვს მყიფე ლიმფური ძარღვები, შესაბამისად მცირედი ტრავმის დროს დესტრუქცია ხდება, ლიმფა კი სისხლივით არ დედდება, ამიტომ სულ იღვრება და სადაც თავისუფალ ადგილს იპოვის გროვდება.
ლიმფოექსტრავაზატი საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მაგრამ საკმაოდ დიდი ტრავმა უნდა მიაყენო ორგანიზმს, მაგალითად რქის მორქენით მიყენებული ტრავმის შედეგად და ა.შ.
ხშირი შემთხვევითობა, უფრო მყიფე და ადვილად დესტრუქციულ ლიმფურ სადინარებზე მიუთითებს, თუ ძაღლი მუდმივი ტრავმის ქვეშ არ იმყოფება და "წიხლქვეშ გაგდებული" არ გვყავს
daxmareba mchirdeba visac sabutebiani vaimaraneri gyavt da momweret ra tu ar dabezarebat. an mob nomeri daweret ro dagikavshirdet,,, gmadlobt winaswar yvela shemtxvevashi :-)
milla
მე მყვას და რაში გჭირდება?
მე მყავს, მამალი
მე მყავს საბუთიანი და რა დახმარება გჭირდება?
გამარჯობა... ვინმეს თუ გყავთ ვაიმარანერის ჯიშის ძაღლი იქნებ შემეხმიანოთ... Facebook: Pavle Tsigroshvili ... Skype: slash797 ... N 598680708 მყავს უცხო სისხლის ანუ ბელგიიდან ჩამოყვანილი ვაიმარანის ლეკვი... გთხოვთ შემეხმიანეთ
milla
რა უცნაური პოსტი გამოაქვეყნე, აი რო შეგეხმიანონ რა უნდა მოგწერონ?
იტოგში ნომერი მომწერე შენი მობ ნომერი და დაგირეკავ რა... პირადად მინდა დაგელაპარაკო
გამარჯობა ხალხნო!
როგორ ხართ? რა სიახლეებია თქვენსკენ? როგორ ინადირეთ კმაყოფილები თუ ხართ ძაღლებით? გოგიტა თქვენ ვიცი ქათამზე გყავდათ ერთი თვის წინ დაახლოებით, მეზობელი შემხვდა და მომიყვა შენი ძაღლისნაირი ჰყავდაო სანადიროდ ერთს გოგიტა ერქვაო, მივხვდი რო შენ იქნებოდი. ზოგადად მე როგორც არაპროფესიონალი გამოუცდელი მონადირე ვერ ვისაუბრებ ამ ძაღლის როგორც მონადირის თვისებებზე, ასევე ხშირად მიწევს დავა როგორი მონადირეა და უფრო იმიტომ ვდაობ რომ ჩვენთან ტრადიციული ჯიშები არსებობენ და იმის გარდა ახლის მიღება უჭირთ, თუმცა საფუძვლიანად ვერ ვასაბუთებ რატომ შეიძლება ვაიმარით ნადირობა კაი იყოს სხვასთან შედარებით, ხოდა გამოცდილებო გულწრფელად გაგვიზიარეთ უარყოფითი და დადებითი მხარეები ამ ძაღლის ნადირობისას.
პ.ს ფეისბუკზე გავაკეთე გვერდი weimaraner.ge ფორუმს თავისი დადებითი მხარეები აქვს მაგრამ ფეისბუკზე კონტაქტი უფრო მობილურია და ამიტომ თუ შეუერთდებით ხელს არ შეგვიშლის.
პ.პ.ს მეტი აქტიურობა გვმართებს და უხუცეს ვეიმარანერელებს მეტი ინფორმაციის გაზიარებას ვთხოვ
butaforia
ნადირობას რაც შეეხება, წელს ძაღლს ქათამი ვერ ვანახე, უბრალოდ სიმცირის გამო არ შეგვხვედრია.
მწყერზე საკმაოდ დამაჯერებლად იმუშავა. გამოირჩევა ძალიან ლამაზი ნაბულით, კარგი ყნოსვით. მოტანის ამბავში ცოტა მოიკოჭლებს, თუმცა იყო შემთხვევები, რომ მოუტანია.
სვლას და ტემპს რაც შეეხება, კუნძულელებთან შედარებით ნელი სვლით გამოირჩევა.
ხოხობზე ვანადირე ,,ივრის ჭალებში". თავიდან თითქოს ვერ აუღო ალღო, ვინაიდან პირველად იყო ხოხობზე. მეხუთე ხოხობი ნამდვილად დაამუშავა კვალზე გაყვა, ვინაიდან გარბოდა და ამოიყვანა. მომდევნო ხოხობს ჯაგში შეყვა, სხვა დრათჰაართან ერთად, ნაბულზე გაუჩერდა თუმცაღა ბოლოს მაინც დრათხარმა იაქტიურა და ამოაფრინა.
იმის ფონზე, რომ კურცხარიც მყავს რომელიც საკმაოდ კარგი მუშა ხაზებიდან მოდის, ისეთი კმაყოფილი ვერ ვარ როგორიც ამ კურცხარის შემთხვევაში. გაცილებით მეტი მუშაობა დამჭირდა, რომ ნადირობის ალღო აეღო. ეს შეიძლება იმის ბრალიც არის, რომ დედის მხრიდამ მუშა ხაზი არ აქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ მონდომება თავის სიტყვას იტყვის და სასურველ შედეგს გამოიღებს. რაც მთავარია ყოველ გაყვანაზე უმატებს, ახალს იძენს.
მოკლედ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რომ ნორმალურ მონადირეთ ჩამოყალიბდეს.
და ყველაზე დიდ პრობლემას რასაც ვაწყდებით არის სხვადასხა სისხლების დეფიციტი საქართველოში. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ხვადი მყავს ნანახი, ვისთანაც შევძლებ დართვას, ვინაიდან ძირითადი მასა საქართველოში ერთი ხაზიდან მოდის.
სალამი! მადლობა გოგიტა საინტერესო დეტალებისთვის, ცოტა ნელი რომაა ეგ მეც შევამჩნიე, სამაგიეროდ ჟინიანობა შევამჩნიე და დაუღალავია, მოტანაში ნადირობისას არ ვიცი და ისე მოაქვს მაგრამ ხასიატზე ვართ დამოკიდებული. არ ვიცი რამდენად მართალი ვარ მაგრამ ჩვენი სუხიშვილების ხაზი არამუშაა და საერტოდ არის თუ არა წმინდასისხლის მუშა ხაზი ჩვენთან არც ვიცი, უცხოურ ფორუმზებზე გამოყოფენ ძაან არამუშასა და მუშას შორის სხვაობას და გერმანულ სკოლას. იმედია ნელ ნელა შემოვა ახალი სისხლები.
პ.ს სისხლზე გამახსენდა ძუ არის რომელიც ხვადს ეძებს რომას ლილუს შვილია 3 წლის, გლდანში ჰყავთ, სუხიშვილის ხაზია, იქნებ ვინმეს ჰყავდეს. ან ჩვენ ფეისბუკ გვერდზე მომწერეთ ან 551 551 999 ამ ნომერზე დამირეკეთ
პ.პ.ს გოგიტა შენი ქალბატონის სურათი ფეისბუკზე მიყენია weimaraner.ge-ს ქავერ ფოტოდ მგონი არ მეშლება
iason
მადლობა რჩევისთვის გადავცემ პატრონს.
მოგესალმებით ყველას ვისანც დაინტერესებული ხართ ამ ჯიშით, მე ახალი ვარ ფორუმზე და მეც მყავს ქალბატონი ვაიმარანერი სახელად "მარსი", ფორუმის პირველ გვერძე რომ დაწერა maverik-მა [დღეს ვნახე კარგი ეგზემპლარი ვაიმარანერი, გია გეწაძემ მოიყვანა კლინიკაში ასაცრელად, შესაშური ექსტერიერის ლეკვი იყო] მისი შვილია, დედას ლუსი ქვია, მე მინდა ერთი რამ ვუთხრა ყველას, რომ მარსი ჯერ 5 თვისაა მაგრამ ესეთი განვითარებული ადამიანური აზროვნების ცხოველი მეორე არ მეგულება, მან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ძალიან გამეხარდა რომ გიპოვნეთ, მაგარი ჯიშია ხალხო, დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ, ძალიან ბევრი რამ შევიტყვე მის შესახებ თქვენი მეშვეობით, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი გავიგო ამ ჯიშის თაობაზე, იმედია თქვენც ასე ხართ და მინდა, რომ დავეხმაროთ და გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება.
http://postimg.cc/image/5j9kiqb71/
აქ ოთხი თვისაა ქალბატონი მარსიანოოოოო
kobius კარგია, კიდევ ერთი შეგვემატა.
მონადირე ბრძანდებით?
რომელ კლუბში არის რეგისტრირებული თქვენი ლეკვი?
შეჯვარება მინდა ჩემი მაქსის , მაგრამ დედალი ვერ ვიშოვე .. მეცოდება უკვე თუ ვინმე დაინტერესდება , სუფტა სისხლის არი და უფრო დაწვრილებით PM მომწერეთ ან აქ https://www.facebook.com/beqa.qochladze
kobius
არსებობს კინოლოგიური კლუბები, სადაც ყველა ჯიშიანი ძაღლი უნდა რეგისტრირდებოდეს. კლუბი გასცემს ძაღლის წარმომავლობის სერთიფიკატს საგვარეულო ნუსხით, რაც დაადასტურებს, რომ ძაღლი ნამდვილად ჯიშიანია.
შენი ძაღლი, რო აიყვანე რაიმე საბუთი მოგცეს?
kobius
ეგ აუცილებლად გაარკვიე და საბუთი გააკეთე, ძირითადად ვაიმარების კლუბი არის კანდელაკის ქ. 57
ტელ: +995 322 389811
მობ: +995 593 359521
ძაღლს ვასეირნებდი მინდორში და შორიდან დავინახე მელია მიძუნძულებდა. მივიყვანე და დავაყენე მელიის კვალზე და არ მოველოდი თუ ესეთ ინტერესს გამოიჩენდა. ძაღლმა კაგად აუღო ალღო და კვალს გაყვა და სდია სანამ მე არ გავაჩერე, რადგან მეცხვარე ძაღლები შევნიშნე.
ცოტა ვიდეოც გადავუღე მობილურით, მართალია უხარისხოა მაგრამ რაღაც მაინც ჩანს
ინდე
დედალს ვეძებ ჩემი მაქსისთვის .. კანდელაკზე კლუბის წევრია.. ჩემთვის აგარ გამოჩდა ერთი დედალი რო ეშველოს ძაღლს
ხომ არ იცით,ვინმეს ვაიმარულის ლეკვები რომ ჰყავდეს ან დასაყრელი ძუ ?თხოვნა მაქვს,მომაწოდეთ ინფორმაცია,ნუ დაიზარებთ
მეგობრებო ! მეგობარი ეძებს,,სასიძო”ვეიმარანერს! დანარჩენი PM-ში!!!!
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მოკლედ რაა ერთი კარგი ხვადი არის თბილისში და ორჯერ გამიცდინა ძაღლი, ვერცერთხელ ვერ დაამაკა, ეხლა 1 თვეში ისევ ატყდება
და კარგი ხვადი გვესაჭიროება, საბუთიანი და მონადირე
http://www.radikal.ru
გოგიტა
გოგიტ რუსთავში ყავთ ერთი კარგი ხვადი გაგირკვევ თუგინდა სადაურია და რამდენად ღირს შესაჯვარებლად. ექსტერიერით კარგიტიპია პარკში ასეირნებდნენ ერთი ორჯერ ვნახე.
ჯეკო
გაარკიე თუ შეგიძლია, ხვადი ვერ ვნახე ამის ნათესავი, რომ არ იყოს.
შესაჯვარებლად ძუს ვეძებ დანარჩენი PM ......
დღეს ცოტა წავივარჯიშეთ, ბევრი მწყრია მოსული
http://www.radikal.ru
ესეც ესეე, როგორც იქნა დამაკდა, 10 დღეში ველოდებით
დართული მყავს ამ ვაჯკაცზე, მოსკოველ ბიჭზე
http://www.radikal.ru
ძუ ვის ყავს შეჯვარება არგინდაათ ?
შესაჯვარებლად ვეძებ კარგ მონადირე ხვადს. ბუნებრივია საგვარეულოთი.
[indent][/indent]ჩემი ვეიმარანერი 4 თვისაა და უკვე მედლის და დიპლომის მფლობელია
4 თვის ლეკვს რა დიპლომი აქ იქნებ გაგვიმხილო ?
დედალი არავის გყავთ ? შევაჯვაროთ :დ
5 თვის ძუ ვეიმარი მყავს ერთი კვირაა რაც მეგობარმა მაჩუქა.კორპუსშია გაზრდილი და დივანზე წოლა უყვარს, სახლშსი ყოფნას არი მიჩვეული.მინდა გადავაჩვიო სახლს და ეზოში ვიყოლიო,არ ვიცი დავაბა თუ აშვებული მყავდეს ან ხუთი თვისთვის ძალიან ხომ არ ეციება გარეთ? ამბობენ ვერ იტანს სიცივესო.მოკლეთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე? სადაც მე ვარ იქ ყოფნა უნდა სულ.
მაგას ძნელად გადააჩვევ რასაც მიჩვეულია, ეს ჯიში ძაღლებში არ მოიაზრება))
ხოოო ვხვდები მეც რა ჯიუტიცაა
5 თვის ვაიმარს ყველაფერს ვაჭმევ და შეიძლება, ყნოსვაზე გავლენას ხომ არ მოახდენს?
რას ნიშნავს ყველაფერს აჭმევ?
ძაღლს თავის კვება უნდა მისცე, იმედია ძვლებს არ აჭმევ ან ღორის ქონს
ღორის ქონს არა მაგრამ აი ძროხის ძვლებს ვაძლევდი, აქამდე ანუ სუპს ვუკეთებ ხოლმე ხაშლამის ნახარშისგან,პურს კიდე,ერტი კვირაა ოღონდ, ბოლოს თავის საჭმელი დაიწუნა და აღარ ჭამდა რაღაც მცენარეულისგან იყო დამზადებული. მოკლედ რითი გავაგრძელო კვება მირჩიე გოგიტ? პირველი მეძებარია ჩემი და არ მინდა გავაფუჭო
აქ ფორუმზე დაძებნე, იქნება შესაბამისი თემა
ჩემს ძაღლუკას მანქანა დაეჯახა და წინა ფეხი მოტეხა ახლა ოპერაცია გავიკეთეთ და ველოდებით გამოჯამრთელებას, იმედი მაქვს ხელი არაპერში შეგვეშლება
samsoni777
ძალიან სამწუხაროა ნამდვილად, გამოჯანმრთელებას უსურვებ.
მერე დაწერე როცა შეუხორცდება აბა რამე დეფექტი ხომ არ დაუტოვა ან რამე.
აუცილებლათ დავწერ, ოპერაცია იმ იმედით გავუკეთე რომ დეფექტი არ ქონოდა, ექიმიც დამპირდა და ვნახოთ.ერთ თვეში ამოუღებენ რკინას
https://www.youtube.com/watch?v=A31E5tSSmlw ამ ვიდეოში რასაც დავაკვირდი ძაღლები ფაქტიურად არ აკეთებენ მიტანებას და ნაბულის მერე ფრინველი ძირითადად წამყვანის მიახლოებაზე ფრინდება და ეს თვისება დადებითად ითვლება თ უარყოფითად?
apxazi
გააჩნია. ევროპული წესებით ძაღლის როლი მთავრდება იქ, ნაბულზე რო დადგება. 81 წლის წესებით კიდევ მიტანება ერთერთი გრაფაა...
იმიტომაა ეგ წესები პრაქტიკული ნადირობისაგან შედარებით შორს მდგომი. განსაკუთრებით ჩვენს პირობებში. მეძებრის საკეთებელი საქმე რეალურადაც ნაბულით რომ მთავრდებოდეს , რა გვიჭირს მერე იწყება თავდავიწყება.. ძალიან ხშირად ამოფრენამდე კიდევ ბევრი წვალება გვიწევს - ძაღლსაც და მონადირესაც. კარგი, ზუსტი მიტანების მქონე ძაღლი და ნაბულიდან ფეხის არმომცვლელი, დასაძრავად წიხლის რტყმა რომ უნდა, ის მეძებარი, განა ერთნაირად შედეგიანია? მოკლედ, პრაქტიკული მონადირისათვის მიტანება რომ ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, არა მგონია, საკამათო იყოს.
მაგიტომაც გამიკვირდა რაღაც "მესტრანა" წიხლით ხოხბის აფრენა
მოკლედ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა ოპერაციამ, როგორც სხვა ექიმმა მითხრა ოპერაცია ცუდათ გაუკეთესო თან ძალიან ცუდათ და ამას მეც ვხვდებოდი დროდადრო. ძვალმა მაზოლები(კოჯრები) გაიკეთა დიდი, მეორე ფეხის ძვალთან შედარებით ორჯელ ან მეტით მსხვილია,გულდასაწყვეტია არა და რთული მოტეხილობა არ იყო, მიდავებასაც აზრი არ აქვს ძაღლი დამიმახინჯეს უკვე და.
გაიხარე და მადლობა. არაუშავს მთავარია ცდილობს სანადიროდ დამყვება სახლში ვერ ვტოვებ მეცოდება, როხედავს სანადიროდ ვემზადები ყირაზე გადადის,ცოტას კოჭლობს მაგრამ მგონი გაუვა დროდადრო. ხო კიდე რა უნდა მეკითხა ვინც გარკვეულია ამ საქმეში 8 თვისაა და ატყდა უკვე, როგორ მოვიქცე მისჰვებას არ ვაპირებ ჯერ და რავი უკეთესი როგორ იქნება?
samsoni777
ოპერაცია ვინ გაუკეთა?
დართვა 1.5 წლამდე არ შეიძლება.
აკაკი როადზემ და მეორე ექიმი სერგო იყო თუ არ ვცდები,ცინცაძის ქუჩაზეა ახალი გახსნილი კლინიკა და იქ მყავდა.
სავარაუდოთ ორი სპიცის ნაცვლად ერთი ჩაუყენეს და მაგის ბრალია,ორივე ძვალი გატეხილი ქონდა სპიცი მსხვილ ძვალში ჩაუდგეს და პატარა ხელუხლებლათ დატოვეს,შემდეგ ეს პატარა ძვალი ზემოთა მსხვილ ძვალს მიედო გატეხილი პირით და ისე შეეზარდა,თან სპიცი პირიპირზე ვერ მიიყვანდა ძვალსო და მაზოლს გაიკეთებდა აუცილებლათო.
კაკო გამოცდილი ექიმია და რავიცი აბა, ხელახალ ოპერაციას აზრი არა აქვს?
კი გამოცდილია, რკინის ამოსაღებათ რომ მივიყვანე და ნახა ძაღლი თვითონაც გაუკვირდა არ ელოდებოდა ასეთ შედეგს. არ ვიცი აზრი ექნება ალბათ ადამიანს ატეხავენ და ახლიდან უწყობენ ხოლმე ფეხსა და რავი, უბრალოდ ძაღლი აღარ მინდა ვაწვალო მეცოდება.
http://postimg.cc/image/4tymhfhr1/
http://postimg.cc/image/z7knspzml/
http://postimg.cc/image/bumma7jj1/
samsoni777
სასოფლოს კლინიკაში ხო არ გაუკეთეს?
კაკომ გაუკეთა ჩემ ძაღლსაც ოპერაცია და მეც უკმაყოფილო ვარ, სირბილის დროს ოდნავ გვერდულად ადგავს მაგრამ არც კოჭლობს და მითუმეტეს არც ნადირობაში უშლის ხელს, ეს რაარი დაუმახინჯებია ძაღლი ღირსია მიაწვე და თავიდან გააკეთებიო ფული ხო კარგად ჩაიკუჭა სულ მცირე 200 ლარს აიღებდა და შედეგი ნოლი!..
samsoni777
კარგი ძაღლია მომეწონა, იქნებ კოჭლობამაც გაუაროს დროთა განმავლობაში
გაიხარე გოგიტ. კიბატონო 190 ლარი გადავიხადე რენდგენი გადაუღეს და მერე ოპერაცია გაუკეთა, ყველაპერი იდეალურად ექნებაო არანაირი მაზოლიო მაგრამ შედეგი სახეზეა. მეც ვიმედოვნებ რომ გაუვლის მაგრას უეჭველი მალე დაეღლება ფეხი.
https://www.facebook.com/weimaraneri/?ref=notif¬if_t=fbpage_fan_invite ჩემ ძმას აყავს ამ დართვიდან ერთი ლეკვი და უახლოეს მომავალში შემოგიერთდებით
https://www.facebook.com/weimaraneri/photos/a.1687042248203067.1073741832.1528358887404738/1687042258203066/?type=3&theater ვინმე იქნებ დამეხმაროთ და გამაგებინოთ რა მიღწევებია აქ
მე რასაც შევხედე საველეზე არანაირი
gagrinski
madloba
samsoni777
ძაან კარგი, გამიხარდა
ესეიგი ყველაფერი რიგზეა
კი საერთოდ არ უშლის ოდნავ მსხვილი აქვს და ეგაა კარგი მონადირე უნდა გამოვიდეს, ნუ მე ვცდილობ და ვნახოთ.
ბიჭებო ,,ბებესთვის,,კაი სასიძოს ვეძებ მუშას და სიმპატიურს გეგულებათ ვინმე?
კალვერა
551 990 199 დაურეკე.
სასიძო მეც მჭირდება უკვე მაგრამ საბუთის აღებას ვეღარ დავაყენე საშველი, თუმცა ერთი შეხედვით ეტყობა რაც არის
ბიჭებო დამეხმარეთ სიძის შოვნაში ზემოთ მითითებულ ნომერზე არავინ მპასუხობს
მოკლედ ჩვენს ოჯახს შემოუერთდა შესანიშნავი გოგო - ორლი "პო კლიჩკი" ბაცი ჯიუტიჯიუტიჯიუტი გერმანელიიი, მარა ძაან ცანცარაა ძაან მხიარული და ელვის სისწრაფით იზრდება... სურათის ატვირთვის ინსტრუქციას ვერ ვნახულობ და თუ შეიძლება ვინმემ მანახეთ და სურატებსაც დავდებ
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
სალამი ბატონებო, ქუთაისში ვინმეს ხოარ ყავს ხვადი ვაიმარანერი, ან სადმე დასავლეთში თუიცით, მადლობა წინასწარ
კი ფოთში ყავთ მაგარია ძაან, ჩემი ძაღლის შვილია. გინდა ნომერი?
კი მინდა, მადლობა დიდი, იქნებ კიდე ვინმემ იცოდეს ქუთაისთან ახლოს
დამიწერთ ნომერს?
ქუთაისში არვიცი მარა თბილისში ბევრს გვყავს კაი სასიძოები
ხო ეგ ვიცი მარა სამტრედიაში ყავთ ძუ და აქ როიყოს ახლომახლო კაი იქნებოდა
grigola
ნომერს მოგწერ მაგრამ მაინც თავი დავიზღვიოთ, რომ ნათესავები არ აღმოჩნდნენ.
ეს სუხიშვილის ხაზია დედის მხრიდან, მამა ნიკორას მფლობელისაა წყნეთიდან.
მაინც გაარკვიე ნათესავები არ გამოდგნენ და მერე პრობლემა არაა. ან საბუთი თუ აქვს გამომიგზავნე
მოკლედ დაგეშვის ეტაპმა კარგათ ჩაიარა , ლილუ მწყერს არ მაზავს მშვენივრად გამოდის ყველაფერი ნაბულიც ულამაზესი და მყარი. ერთი რასაც დავაკვირიდი სანამ პირველ მწყერს ნახავს იმდენათ დიდი ტემპი არ აქვს მაგრას საკმარისია ერთი ნახოს და მორჩა თავიდან ბოლომდე საქმეშია გამიმართლა იმედები ამ ძაღლმა!
https://postimg.cc/image/o30jd9czl/https://postimage.org/index.php?lang=russian
დღეს ოცამდე მწყერი აი ასე მოვინახულეთ
ყოჩაღ თქვენ
samsoni777
კარგია. მეც ლაგოდეხში ვცხოვრობ. ახალი გადმოსული ვარ აქ და ადგილმდებარეობას კარგად არ ვიცნობ. თუ საიდუმლო არაა ახლოში სად გავატარო ჩემი ძაღლი. ადგილს თუ მიმასწავლი ბევრი რომ არ ვიარო. მადლობა წინასწარ.
ლაგოდეხში ვარ. ვაჟა ფშაველაზე. დრათხაარი მყავს. 8-დან 6-7 საათამდე სამსახურში ვარ.
ვაჟაფშაველაზე ერთი ყავისფერი წვერიანი დრათხაარი დაგაზაობს ხოლმე საკმაოდ შეხედული ხოდა მაგ ქუჩის ქვემოთ ქუჩახე მე ვარ, ჩაუყევი ჩემ ქუჩას ბოლომდე და მარჯვენა და მარცხენა მხარეზეც მინდვრებია და გაატარე, ასე რვის ნახევრისკენ გადი საღამოს უფრო ნახავ.
მადლობა. შარშან მოვსინჯე მანდ და ერთი მწყერიც ვერ ვნახე სეზონზე. ახლაც ვცდი. ჩემია ეგ დრათხარი. სამსახურამდე და სამსახურის შემდეგ ვუშვებ ხოლმე.
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9794427/
სასწრაფოდ ლეკვები.
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9926902/ მყავს კარგი ხვადი ლეკვი . თუ ვინმეს უნდა იაფად მივცემ მეჩქარება .
beqa10
საბუთები ?
რა რამდენია იაფი ? მომწერე PM
ჩემი ლილუს წუნკალები მაგრამ მაინც ჩემებია!
https://postimg.cc/image/4z051o5ar/https://postimage.org/index.php?lang=russian
უიიი.. გოგო ალბათ არ აღიარებს რო ზანგი იყო მამა ხო?)))))
ამიტომ აღარ მინდა ძუ ძაღლი!რც იმას თან გადავყევი.. ვეფერე.. ვერეფე მეც თავის დროზე ,ლამის ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ვიარე.. შევპირდი ხალხს (კიდე კაი ახლობლებს) და .. კინაღამ ჩემს მეზობელს დეემგვანა ლეკვები !!!!!!!
samsoni777
ეგ არაფერი ხდება ხოლმე ლეკვები მაინც ლამაზები ჩანს რაც მთავარია. ჩემი აზრით ვიღაც კაი ტიპი მიეპარა
შემდგომ თაობებზე გავლენას არ მოახდენს მაგაზე არ იდარდო.
მოკლედ მოვიძიე ინფორმაცია და გავარკვიე რომ, არსებობენ ვეიმარანერის შავი ძაღლები, რომლები მიუხედავად იმისა რომ დედა და მამა ნაცრისფრები ყავდათ გამოვიდნენ შავები. ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია მაგრამ არის და კინოლოგები მათ ბრაკებს უწოდებენ, მხოლოდ ფერის გამო, სხვა დანარჩენი იგივეა.
https://postimg.cc/image/mre61ls6b/https://postimage.org/index.php?lang=russian
გვანან ?
დიდი ლეკვის სურათი ინტერნეტიდან არის აღებული
მშვენიერია
შენ გამორიცხავ, რომ სხვა არ მოეპარა?
samsoni777
ვერ მოგსვლია კაი ამბავი, შავი ვაიმარული მეძებარი "იბრაკება" როგორც წესი. შენს შემთხვევაში, სხვა ჯიშია მიპარული, ყველა შავი ვერ გამოდის სუფთა ჯიშების შეჯვარებისას, იმიტომ რომ სელექციის დროს, შავი პიგმენტის გენი იმდენად არის გაქრობისპირამდე დაყვანილი, ძაალიან იშვიათია და რეცესიული გენები, ორივე მშობელს უნდა ქონდეს და თუ მოხდა სასწაული და ორივე რეცესიული გენის მშობლის ინფორმაციიდან მომავალი ლეკვის დნმ აიწყო. რეცესიული გენის გამოვლენის მაქსიმალური ალბათობა 25% გამოდის. ამიტომ ანგარიშობენ ნამატის საერთო რაოდენობის მეოთხედს, მაგალითად თუ 10 ლეკვი დაყარა, 10 დან მაქსიმუმ 2-3 შეიძლება იყოს "დაბრაკული". და ა.შ.
ისე საინტერესოა როგორები გამოვლენ, კი გაზრდიდა კაცი, თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ მერე აქ დადოს სურათები, თუ გაიმეტებთ 1 ცალს ჩემს დეიდაშვილს გავაზრდევინებდი, მონდირეა და უყვარს ვაიმარული მეძებრები.
This breed's short coat and unusual eyes give it a distinctive regal appearance. The coat is extremely low-maintenance, short, hard, and smooth to the touch, and may range from charcoal-blue to mouse-grey to silver-grey or even blue-gray. Where the fur is thin or non-existent, inside the ears or on the lips, for example, the skin should be pinkish rather than white or black. This breed does not have an undercoat, so extreme cold should be avoided. While their coat is short, this breed does shed. The Weimaraner's coat color led to its nickname of "the Grey Ghost".
In November 2009 and January 1, 2010, the United Kennel Club (UKC) removed the disqualification from both Blue and Longhair Weimaraners. A black coat remains an automatic disqualification, though a small white marking in the chest area only is permitted. Dogs with blue coats are disqualified from conformation/show competition,[3] but are recognized as purebred Weimaraners by the AKC. There is another incidental variety, described as having the "mark of the hound", where the dog is the usual grey colour but with faint tan markings (similar to Doberman). Weimaraners can have several unique physical characteristics such as small lobes on the inside of the ear known as "Harrasburg Horns", and "Grafmar's Caps" very light gray patches between the ears [4]
A long-haired variety is recognized by most kennel clubs around the world except the American Kennel Club. The long-haired Weimaraner has a silky coat, with an undocked, feathered tail. The gene is recessive, so breeding will produce some long-haired puppies only if both parents carry the trait.
აბა ვიღაც წუნკალას მაგრად გაუმართლა არისტოკრატი ნაშა ააგდო
https://postimg.cc/image/4ua440g7b/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.cc/image/n0iekfdzn/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.cc/image/nogyu9j3x/https://postimage.org/index.php?lang=russian
მოიზარდა
აბა კაი ძუ ვის ყავს ? შეჯვარება არ გინდათ არავის ?
ლილუს დაეწყო მშობიარობა, ამჯერად სუფთა ჯიშის ლეკვებს აჩენს უკვე მთელი ორიცალი გვყავს
https://postimg.cc/image/heo1j1ix9/
]
https://postimg.cc/image/5hhe5phg5/
https://postimg.cc/image/wgblq1xxd/
ეს არის ჩემი მეორე იმედი, მაგრამ გვაქვს პრობლემა რომელიც მესამე სურათში ჩანს, მგონი თიაქარია ზუსთად არვიცი მაგრამ მეტნაკლებათ სამივე ლეკვს აქვს, როგორ ვუშველო ან რა ასაკში? ალბათ ოპერაციით?
სურათში მთლად კარგათ არ ჩანს რამხელაზეა ჩამოსული, თითით გაქვთ აქაჩული მაგრამ არანაირი პრობლემა არაა ეგ, ძალიან მარტივი ოპერაციაა ეგ და ძვირიც არ ჯდება თან აქედან ისეთი პატარა ჩანს რო შეიძლება არც დასჭირდეს ოპერაცია
samsoni777
კი თიაქარია, ჩემ ლეკვსაც ქონდა და თავისით აეწია.
თუ ლეკვი იზმორება ან წინა ფეხებით მყავს აყვანილი ხელში არ ემჩნევა, თუ უბრალოდ წევს ოდნავ ემჩნევა ხოლო თუ მოხრილია მაშინ ებერება ასე სანტიმეტრამდე უფრო ცოტაც ალბათ. და რა ასაკში გაუარა შენსას?
samsoni777
მასე ქონდა ზუსტად რა ჩემსასაც, 4 თვისას საერთოდ აღარ ეტყობოდა. 5 თვემდე არც არის რეკომენდირებული მაგ ოპერაციის გაკეთება თუ დარჩება მერე შეახედებ ვეტერინარს და გეტყვის საოპერაციო იქნება თუ არა
ჩემს პოინტერსაც ჰქონდა. ლეიკოპლასტრის ვაკრავდი ჩაბრუნების შემდეგ და ასაკის მატებასთან ერთად გაუქრა.
კიდე ხურდაზე ასხამენ ხოლმე სანთელს რო ამობურცული ფორმა მიიღოს და აწებებენ მუცელზე, თუ ეგეთი პატარაა ასაკის მატებასთან ერთად გაუვლის
მადლობა ბიჩებო ყურადღებისთვის და გამოვცდი თქვენს ხერხებსაც, თუ არადა მოიზრდება და ვეტექიმი მიხედავს.
https://postimg.cc/image/l1xvcqh9b/
ამხეცებენ ნაბულს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)